შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი დღეები (II)


1-09-2015, 00:54
ავტორი SiyVaRuli 4 EVER
ნანახია 1 576

ბნელი დღეები (II)
მომდევნო დღეებმა ჩვეულებრისამებრ ჩაიარა, თითქოს ახალი ცხოვრება დავიწყე,
მაგრამ წარსულიც თან დამდევდა. დილა იყო სადღაცას 8 საათი იქნებოდა.
კარის ხმამ გამაღვიძა.
-გღვიძავს?(მამა)
-უკვე კი! რა არის რა ხდება?
-შენთან ლაპარაკი მინდა!
-რა ხდება ხო ყველაფერი კარგადაა?
ამ დროს დარეკა ტელეფონმა:
-ნიკა როგორ ხარ, რას შვრები ?(მეგობარი)
-ვაა გიო გაიჩითა, რავი ვარ რა მაგრად, თავად?
-ძველებურად რა!
-კაია!
-მომისმინე დღეს საღამოთი ვაპირებთ ლაშქრობა მოვაწყოთ რა, და კაი იქნება შენც რო წამოხვიდე!
-არამგონია!
-არ გამიტეხო რა ძმობას გაფიცებ, სულ ჩვენები ვიქნებით და რამოდენიმე იქნება სხვა,
თან რაც დაგვჭირდება ჩემზე იყოს მე დაგითრევ!
-ვნახოთ რა,
-ვნახოთ კი არა უეჭველი უნდა წამოხვიდე, ბევრს გამაზავ იცოდე!
-კაი, მოვდივარ!
-ეგრე რა, დამიჯერე მაგარ დროს გავატარებთ, ღამით ცეცხლთან კარვებს გავშლით და რამე რა, 6 საათისთვის გავალთ!
-მოიცა იქ ვრჩემით?
-ხო აბა რა, ბავშვების გასეირნებას კი არ ვაწყობ!
-კაი!
-აბა ჰე მიდი საღამოთი გელოდებით ჩემთან!
ტელეფონი გავთიშე, და საუბარს მივუბრუნდით:
-რა ხდება?(მამა)
-არაფერი უბრალოდ რამოდენიმე დღე მეგობრებთან ვიქნები რა!
-როგორც გინდა!
-რისი თქმას აპირებდი?
-არაფერი დაივიწყე მერე იყოს!
-კარგი!
ეს თქვა და ოთახიდან გავიდა. მეც ავდექი დავიბანე და გარეთ გავედი, მეგობარს გაუარე და საჭმელად წავედით. დაახლოებით 40 წუთი ვიყავით, შემდეგ კი სახლში დავბუნდით.
სახლში მივედი და კარები გავაღე
-დედა დავბრუნდი,
-კარგია, როდისთვის მიდიხარ?
-სად?
-მამაშენმა მითხრა, მეგობრებთან მიდისო.
-კი, თითონ სად არის?
-რაღაც საქმეები გამოუჩნდა და წავიდა!
-კარგი, ჩემს ოთახში ვიქნები!
შევედი ჩემს ოთახში და წამოვწექი.
როგორც ჩანს ჩამთვლიმა, როცა გამეღვიძა უკვე 5 საათი იყო, დედაჩემთან მივედი:
-მივდივარ!
-ფრთხილად იყავი, და ტელეფონი არ გამორთო!
-კარქი ხო ვიცი!
ნახევარ საათში უკვე გიოსთან ვიყავი, როგორც ჩანს ყველა მე მელოდებოდა!
ისეთი არეულობა იყო რო მამა შვილს ვერ იცნობდა.
ჩავსხედით მანქანებში და წავედით, დაახლოებით 2 საათი მივდიოდით, სადღაცას ტყეში მივედით,!
-მომისმინეთ ყველამ, გავშალოდ კარვები, და ცეცხლისთვის შეშა მოვაგროვოთ,
ყველმ რაღაც საქმეები გაინაწილეს, ლამაზი ღამე იყო! გიოს ერთ გოგოსთან ერთად მოვიდა ჩემთან, ბნელოდა და ვერ გავარჩიე ვინ იყო!
-ნიკა გაიცანი ანი,
-ანი გაიცანი ნიკა, ჩემი საუკეთესო მეგობარი!
-სასიამოვნოა,
-ჩემთვისაც,
მოდით უსაქმურად რო არ იყოთ თქვენ ფიჩხები მოაგროვეთ, ცეცხლისთვის!
ტელეფონის ფანარი ჩავრთე და გზას გაუდექით.
უეცრად რაღაც ხმაური შემოგვესმა, ანის შეეშინდა და ხელზე მომეხვია!
-რა იყო ეს?(ანი)
-ნუ გეშინია!
და გზა გავნაგრძეთ,
-საკმაოდ ავაგროვეთ მგონი ?
-კი, მგონი გვეყოფა!
ანიმ ქოხი შენიშნა,
-ხო არ შევიდეთ?
-არა!
-კარგი, რისი გეშინია?
-უბრალოდ დავბრუნდეთ უკან!
ამ დროს კი ისევ შემოგვესმა ხმაური, ანიმ ტელეფონი მთხოვა და ყველა მხარეს ანათებდა,
-ხო ხედავ არაფერია, გზა გავნაგრძოთ.
და მას უეცრად ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, როგორც ჩანს ქვაზე დაეცა რადგან გამოირთო,
-მოდი შევიდეთ იმ ქოხში,
-წამოდი!
შევედით ქოხში, ის სრულიად ცარიელი იყო!
ტელეფონის ჩართვა ვცადეთ რამოდენიმეჯერ მაგრამ სულ ტყუილად!
-მეშინია(ანი)
-ჩემს გვერდით ნურაფრის გეშინია!
და ორივეს გაგვეცინა!
-ცოტა უცნაურია არა?
-რა?
-გოგო რომელსაც ვერ იცნობ და გვერდიდან ვერ გცილდება, პირდაპირი გაგებით.
-არა, არც ისე!
შეგიძლია უბრალოდ არაფერზე იფიქრო და დაისვენო!
-კარგი!
მან თავი მომადო და მალევე ჩაეძინა!
როგორც ჩანს მეც!
დილით ადრე გამეღვიძა, უკვე სინათლე დაჰკრავდა არემარეს, ანიც გავაღვიძე რადგან ვიცოდი ჩვენი იქ შეუმჩნევლები არ დავრჩებოდით და ძებნას დაგვიწყებდნენ!
როგორც ჩანს აქვე ახლოს პატარა ჩანჩქერი იყო, რადგან წყლის ვარდნის ხმა ისმოდა,
გარეთ გავედით, მისი სახე ამჯერად კარგად დავინეახე, თითქოს სადღაცას მინახავს მაგრამ ვერ ვიხსენებდი სად!
-შორს ვართ?(ანი)
-არ ვიცი, და დროა გავიგოთ!
-ალბად გვეძებენ.
-შეიძლება!
ქოხის მოპირდაპირე გზას გავუყევით, კარგა ხანი დავდიოდით, და ჩანჩქერთან მივედით!
არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ ყველანი იქ იყვნენ!
ანიმ შემომხედა და მეც მას გავხედე, მას გაუხარდა მათი ნახვა და გაეღიმა,
-მადლობა ნიკა!
საპასუხოდ თვალი ჩაუკარი!
-არაფერს!
როგორც ჩანს ჩვენი იქ ყოფნა ყველამ შეამჩნია და ჩვენს საძებრად იყვნენ წამოსული!
მათაც მალევე შეგვამჩნიეს, და ერთად შევიკრიბეთ!
მთელი გზა ანიზე ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცი რატო, და ვერაფრით ვიხსენებდი თუ სად მყავდა ნანახი!
და უეცრად ვიღაცის ხმა მაცილეს ფიქრების სამყაროს!
-რა მოხდა სად იყავით თქვენ ორნი, ღამით?
-სად ვიყავით?
და ყველას გაგვეცინა!
-კარგი მთავარია რო აქ ვართ, ეხლა კი ჯობია დრო უქმად არ დავკარგოთ!(გიო)
როგორც ჩანს ამაში ყველა დამეთანხმა, და მაშინვე იქვე ახლოს ჩანჩქერთან დავიწყეთ კარვების გაშლა!
-დღესაც აქ ვაპირებთ დარჩენას?(ანი)
-რათქმაუნდა, აბა გუშინ რამე გავაკეთეთ!(გიო)
-ფიჩხები ხო შევაგროვეთ!
-და სად არის ხომ ვერ მეტყვი?
-ჰმმ, იქვე დავყარეთ!
-კარქი ესეიგი თავიდან უნდა მოვაგროვოთ!
ამ ჯერად ყველა რაღაცას აკეთებდა გარდა ჩვენ ორისა!
მალევე მოსაღამოვდა, და ცეცხლი დვანთეთ, ყველანი ორგვივ დავსხედით,
და დავიწყეთ რაღაცეებზე საუბარი, მალე ამ ყველაფერმა ცოტა არ იყოს,
მოსაწყენი სახე მიიღო ამიტომაც, ავიღე გიტარა, და დავიწყე სიმღერა,
რომელიც ანის მივუძღვენი, მას ეს სიმღერა ძალიან მოეწონა, როდესაც სიმღერა დავამთავრე,
ყველანი იცინოდნენ, და მგონი გასაგებიც იყო რატომ! (ცნობისთვის, გიტარაზე კარგად უკრავ)
ანი ჩემს გვერდით დაჯდა, და აინტერესებდა ჩემი წარსული, თუ როგორი ადამიანი ვიყავი და რას ვსაქმიანობდი!
-მე ვარ ადამიანი ვინც წარსული დიდი ხნის წინ დაკარგა!
-ეგ სიტყვები როგორ გავიგო?(ანი)
-მაგას მალე გაიგებ!
-შეგიძლია მითხრა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად რისი გეშინია?
-რავი ბევრი რამ არის რაც მაშინებს, და შენ?
-ცხოვრების,
-რა?
-უაზრო ცხოვრების, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ ჩემი ცხოვრება უაზროდ ჩაივლიდა, ამაზე მეტად არაფრის მეშინოდა, მაგრამ ეხლა ახალი ცხოვრება დავიწყე და იმედი მაქ ყველაფერს გამოვასწორებ!
მიუხედავად, ამ პასუხისა, როგორც ჩანს ანის ჩემი ისტორია კიდევ უფრო მეტად დააინტერესა, მეც უთხარ თუ რა იყო ჩემი მთავარი პრობლება, ანიმ უკეთ გამიცნო!
როდესაც საუბრაი დავამთავრეთ, უკვე გვიანი იყო, უკვე ყველას ეძინა, ვერც კი შევამჩნიეთ თუ როგორ დაეძინა ყველას, კარვებში შევედით და როგორც ჩანს ანის მალევე დაეძინა, მაგრამ მე მთელი ღამე ვერ დავიძინე!
ლამაზი ღამე იყო, სავსე მთვარე, რომელიც არემარეს მკრთალ შუქს აკრავდა, ეს იყო სილამაზე რომელიც აქამდე ნამდვილად არ შემიმჩნევია!
ვეც კი გავიგე როდის გათენდა, ისე ღრმად ვიყავი გატაცებული ფიქრებში!
კარვიდან გამოვედი და ბუნების სილამაზით ვტკბებოდი, არავის გაღვიძებას არ ვაპირებდი მაგრამ ეს ჩემს მაგივრად სხვამ გააკეთა!
კარვებს გადავხედე და ვიღაცის კივილის ხმა მომესმა, მისი ხმა მაშინვე ვიცანი, ეს ანი იყო!
-მიშველეთ!
მაშინვე მის კარავთან მივედი, და დავინახე მორიელი მის გვერდით როგორც ჩანს ან ვიღაცამ ცუდად იხუმრა ან კიდე სადღაციდან შევიდა, მაგრამ არამგონია!
მორიელი მაშინვე მოვისროლე კარვიდან!
როგორც ჩანს ანის კივილზე ყველას გაეღვიძა და უკვე გარეთ გამოსულიყვნენ!
-რა მოხდა?
ყველა ამ კითხვას გაიძახდა!
როდესაც ანიმ გამოვიდა და თქვა რომ მორიელი დაინახა და მაგის გამო იკივლა ყველას ერთდროულად, სიცილი აუტყდა!
-ისევ შენ!
-კი!
-მადლობა.
-არ არის საჭირო!
იქ დარჩენას აღარავინ აპირებდა, ამიტომაც, კარვები დავშალეთ.
და წავედით ოღონდ არ ვიცოდი სად რადგან ეს შინ დასაბრუნებელი გზა არ იყო!
დაახლოებით 1 საათი მივდიოდით, გზად შევიარეთ და ხორცი ვიყიდეთ მწვადისთვის! და ბოლოს მივედით მდინარესთან, რომელიც ასე თუ ისე ღრმა ჩანდა!
-ესეც დღის ექსკლუზივი!(გიო)
-ეხლა გოგონებმა ხორცი გაამზადეთ, მწვადისთვის, ჩვენ კი ცოტას ვითევზავებთ, იქნებ რამე მაინც დავიჭიროთ.(მე)
-არამგონია თევზი ამოგიხტეს და პირდაპირ ხელებში ჩაგიხტეს, აბა ისე შენ რისი დამჭერი ხარ!(გიო)
-გინდა სანაძლეო დავდოთ?
-კი, აბა რა!
-კაი, ვინც ვერ დაიჭერს ან ვინც უფრო მეტს დაიჭერს, ხვალ რესტორანში წავალთ, მხოლოდ ბიჭები, და ის იხდის!
-კარგი,!
და მაშინვე დავიწყეთ თევზაობა!
თითქმის 40 წუთი ვთევზაობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ უცებ:
-ჰაჰაჰა ესეც პირველი!(გიო)
ეს თქვა თუ არა მაშინვე მეც დავიჭირე!
-ესეც ესე!
გავიდა 5 წუთი და ისევ დავიჭირე!
-მგონი ჯობია მოემზადო ხვალისთვის!(მე)
-კი, მგონი ეგრე ჯობია!(გიო)
გიო ადგა და მწადის შეწვა დაიწყო, მალე უკვე მზად იყო!
ანი ჩემთან მოვიდა, მე იქვე მდინარის პირას ვიჯექი!
-რა კარგი წყალია!
-ხოდა გასინჯე!
გიომ ხელი კრა და მდინარეში ჩააგდო, 3 მეტრი იქნებოდა სიმაღლე!
თავიდან გაგვეცინა, მაგრამ ანის უყურებდი და ვხედავდი რო იძირებოდა, თანაც ამ დროს მისმა დაქალმა დააყოლა:
-მან ცურვა არ იცის!
მაშინვე გადავხტი მდინარეში, ანისთან მივცურე, მაგრამ როგორც ჩანს გონება ქონდა დაკარგული, მაშინვე ხელი მოვხვიე და მოპირდაპირე ნაპირზე ავიყვანე!
როგორც ჩანს, ბევრი წყალი ქონდა გადაყლაპული!
მაშინვე გულის მასაჟით დავიწყე, არაფერი გამოვიდა, და ხელოვნური სუნთქვა გაუკეთე!
წყალი „გადმოაფურთხა“ გონზე მოვიდა!
-ისევ შენ!
-როგორც ჩანს!
-აღარ ვიცი რა ვთქვა!
-უბრალოდ გაიღიმე, ეგეც საკმარისია!
მასაც გაეღიმა!


გთხოვთ შეაფასეთ, პატარა კომენტარებით
რათქმაუნდა თუ მოგეწონებათ



№1 სტუმარი teoo

Exla daviwye kitxva da ukve momwons <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent