სრულყოფილი ნახატი 1
პარასკევი დილა გათენდა, ძალიან მეზარებოდა ადგომა, თვალები ძლივს გავახილე თუმცა რას არ იზამს კაცი თავისი მეგობრისთვის. მარიტა გახარებული გამოვარდა ოთახიდან, ყავის დალევაც არ დამაცადა ისე ჩამათრია დაბლა , დაქოქა მანქანა და წამში მოვწყდით ადგილს. მე და მარიტა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ, უკვე მეორე კურსი დავამთავრეთ, გვინდოდა რამე შეგვეცვალა ჩვენს ცხოვრებაში და "ახალი ცხოვრების" დაწყებაში ვიფიქრეთ, რომ ახალი სახლი იდეალური გადაყწვეტილება იყო. პატარა სახლს ვეძებდით, მაგრამ მყუდროს. არც ჩემი და არც მარიტას ოჯახი დიდი ფულის პატრონი არ იყვნენ , ამიტომ ფასიც ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა. ასევე აუცილებელი იყო , რომ ბინა უნივერსიტეტთან ახლოს ყოფილიყო. მახსოვს, როგორ გვინდოდა ამ უნივერსიტეტში ჩაბარება, ღამეებს ვათევდით სწავლაში, სრულ განაკვეთზე ვმუშაობდით, ეს და სხვა უამრავი უბედურება გამოვიარეთ გამოცდის დღემდე, გამოცდის დღეს კი ჰოპ, და მარიტამ პირადობის მოწმობა დაკარგა. წლების განმავლობაშI ნაგები კოშკები ერთ წამში დაგვენგრა, თუ მარიტა არ გავიდოდა გამოცდაზე არც მე გავიდოდი, აქამდე ერთად მოვედით და ამის შემდეგაც ერთად ვივლითთქო განვაცხადე მე და პროტესტის ნიშნად მაღლა ავიხედე. უცებ ერთმა ახალგაზრდამ მოირბინა , ქოშინებდა, რამოდენიმე წუთი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად. უხებ ჯიბისაკენ წაიღო ხელი და მოწომბა ამოიღო. - უკაცრავად, შუქნიშანთან გადასვლისას შევნიშნე რომ დაგივარდათ, დიდ ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანი დამჭირდა აქ მოსასვლელად უბრალოდ გზა ამებნა და ძლივს გიპოვეთ. მარიტა გაოცებული უყურებდა უცნობს, უცებ მაგრად გადაეხვია და ალბათ ასე ერთი საათი არ გაუშვა. სანამ დრო არ მოვიდა გამოცდაზე შესასვლელად ასე იდგა, გაშეშებული, სასაცილო ისტორიაა , ამავდროს სულელურიც და დაუჯერებელიც, მას შემდეგ მიშიკო (უცნობი) მარიტა ერთად არიან. თითქოს მართლაც ცხოვრებამ შეახვედრა...ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც მარიტამ დაამუხრუჭა. -გადმოდი მოვედით - შესძახა მარიტამ. მე თვალიც არ გამიხელია ისე გადმოვედი და ნახევრად მძინარე შევყევი სადარბაზოში. ლიფტი გამოვიძახეთ. დიდხანს გვალოდინა , ბოლოს როგორც იქნა გაიღო კარები და მეც შევვარდი. ბინა მეოთხე სართულზე იყო. სიმაღლის მეშინოდა , მაგრამ არც იმდენად რომ მეოთხე სართულზე ცხოვრება გამჭირდებოდა. როგროც იქნა გავედით, მარიტამ კარზე დააკაკუნა და კარები სასიამოვნო , ხანშიშესულმა ქალბატონმა გაგვიღო. - ქალბატონი ნანა ბრძანდებით ხომ? შესზახა მარიტამ გაბრწყინებული თვალებით. ძირითადად სულ ასეთი გაბრწყინებული თვალებით და ოპტიმისტი ფრაზებიდ დადიოდა ბოლო თვეების განმავლობაში, ათასამდე სახლი მაინც მოვიარეთ , მაგრამ არცერთი მოგვეწონა. მეც ვიფიქრე რომ ეს მორიგი დაწუნებული სახლის სახელს მალევე ატარებდა. - კი გენაცვალე, თქვენ მარიტა ხომ? და თქვენი სახელი ... უკაცრავად შეგიძლიათ შემახსენოთ? თავაზიანად მომმართა ქალბატონმა ნანამ და ინტერესიანი წყლიანი თვალებით შემომხედა. - ნია, ღიმილით მივუგე მე. სასიამოვნოა გოგონებო, შემოდით, სახლს დაგათვალიერებინებთ და შიგნით შეგვიპატიჟა. ჩვენც შევყევით, სიმართლე გითხრათ სახლი მომეწონა, ფანჯრიდან გადავიხედე, მაღალი იყო , მაგრამ იმდენად ლამაზი ეზო ჰქონდა რომ სიმაღლე სულ დამავიწყდა. ფიქრებში გართულმა მარიტას შევხედე, ვიფიქრე ამ სახლსაც დაზეპირებული ფრაზით " მოვიფიქრებთ და შეგატყობინებით" მოიშორებდა მაგრამ შევცდი. - ვქირაობთ !! წამოიძახა უცებ და ტაში შემოჰკრა. ძალიან კარგი , მაშინ შეგიძლიათ ხვალიდანვე დაიწყოთ გადმოსვლა, მოგვმართა ქალბატონმა ნანამ. როგორც იქნა - გავიფიქრე მე და მარიტას შევხედე. - იმედია შენც არაფერი გაქვს საწინააღმდეგო არა ნია? ხომ მოგწონს ეს სახლი? თან ფასიც კარგია, კარგი სამეზობლო და საერთოდ კარგი ადგილია. - კი მარიტა, შენ ხომ მოგწონს და ვიქირაოთ. გახარებულმა გამომათრია ისევ ჩამაჯინა მანქანაში და ძველი სახლისკენ გამაქანა. ზაფხული ახლოვდებოდა, ამიტომ გადმოსვლა დავაჩქარეთ, არ გვინდოდა შუა სიცხეშიგვეთრია ბარგი. ახალ სახლს ადვილად მივეჩვიე. ეზოშიც ხშირად ჩავდიოდი და სუფთა ჰაერს ვისრუტავდი ჩემი ხარბი ცხვირით. ხანდახან მუსიკას ვუსმენდი და გაყუჩებული ვიჯექი შუა ეზოში. მეზობლები მართლაც რომ ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდნენ, კეთილი და თავაზიანი. სიმართლე გითხრათ მუსიკაზე არ ვგიჟდები, თუმცა "საჭირო დროს და საჭირო ადგილას" რატომაც არა, სწორედ ასეთი "საჭირო ადგილი" მოვნახე ერთ საღამოს როდესაც აივანზე ვიჯექი და ცას ვუყურებდი, ბუნებით რომანტიკოსი არ ვარ , მაგრამ ცაზე ჩამოკიდულმა უზარმაზარმა მთავრემ მაინც მიიპოყრო ჩემი ყურადღება და წამიღო ფიქრებით მისკენ.. უცებ აგრილდა და სახლში შემოვედი, რატომღაც ნაყინი მომინდა თუმცა მარიტას სულ შეესანსლა, გამეღიმა და გადავწყვიტე მაღაზიაში ჩავსულიყავი და მიწისთხილიც გამომეყოლებინა. წყნარად გამოვიხურე კარები რადგან მარიტას უკვე ეძინა და ლიფტი გამოვიძახე. როგორც ყოველთვის მალოდინა. შევბობღდი ლიფტში და დავეშვი დაბლა. მხოლოდ გასვლისასღა შევამჩნიე , რომ ჩემს გვერდით იდგა ბიჭი, სიმართლე გითხრათ არც ისე სიმპატიური , თუმცა სანდომიანი გამომეტყველების , უცნაური ფერის თვალებით, მთლიანად ლურჯი იყო , თმა, თმა კი მუქი შავი ჰქონდა, ჩემზე მაღალი, ოდნავ მურკი ცხვირით. სილამაზით არც მე გამოვირჩეოდი ამიტომ მიჩვეული ვიყავი რომ ხალხი ყურადღებას არ მაქცევდა, საშუალოზე ოდნავ დაბალი სიმაღლის ვიყავი, ხალხის მოწონებას მხოლოდ ჩემი გრძელი თმა იმსახურებდა რომელიც მთლიანად მოთეთრო იყო. თუმცა მაინც, არ გამკვირვებია ამ უცნობმა, რომ არც შემომხედა. უბრალოდ გამოვტრიალდი და წამოვედი მაღაზიისაკენ. უცებ ვიღაცის ძახილი მომესმა , ბოხი ხმა იყო, შემოვტრიალდი და "უცნობი" დავინახე - უკაცრავად, საფულე დაგივარდათ ლიფტიდან გასმოსვლისას წყნარი ხმით მითხრა - დიდი მადლობა - გავუღიმე სახეზე აკერებული მიმიკებით და ისევ გავეშურე მომთხოვნი მადის დასაკმაყოფილებლად. მან თავი შეატრიალა, ჩაიბურტყუნა - არაფრის- და წავიდა. -- ძალიან გამიხარდება თუ თქვენს აზრს თავისუფლად გამოთქვამთ, კრიტიკასაც დიდი სიამოვნებით მივიღებ, მადლობა რომ წაიკითხეთ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.