ტყუილზე გამარჯვება(1)
ნათიამ თვალები როცა გაახილა, მხოლოდ თეთრი კედლები და უამრავი თეთრხალათიანი ადამიანი დაინახა. მისი გამოფხიზლება პირველად დედამ შენიშნა: –შვილო როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ? –თქვენ ვინ ხართ? ნათიამ ძლივს ამოიღო ხმა. ქალს ქვითინი წასკდა. პალატიდან გავარდა.დერეფანში ექიმს შეეჩეხა. –ექიმო, ჩემი შვილი ვერ მცნობს.რა სჭირს , ხომ მითხარით ოპერაციამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარაო? ბატონმა თენგიზმა ნანა თავის კაბინეტში შეიყვანა. –დაბრძანდით ქალბატონო ნანა, გთხოვთ. –დიდი მადლობა, მაგრამ გთხოვთ ნურაფერს დამიმალავთ.–ქალი თითქმის ჩაესვენა სავარძელში. –თქვენ დედა ხართ და ვალდებული ბრძანდებით ყველაფერი იცოდეთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ იმის გამო რომ თავის ტვინის ერთ–ერთი ნახევარსფერო ძალიან იყო დაზიანებული, ნათიამ... კაცი შეყოვნდა. რა?–ქალი ფეხზე ადგა. –მეხსიერება დაკარგა. ვერ გეტყვით როდის აღუდგება, ან საერთოდ აღუდგება თუ არა, მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ თქვენც და ოჯახის სხვა წევრებიც რომ მხარში ამოუდგეთ.ეს, რა თქმა უნდა მას ძალიან დაეხმარება. ნანა აქვითინდა. ძალიან შერცხვა , მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა, იმდენად იყო აღელვებული. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მოხდა: ნათია და სანდრო შეყვარებულები იყვნენ. ორივე ჯერ მხოლოდ 19-21 წლისები იყვნენ. თითქმის მთელი სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. ერთ ჩვეულებრივ დღეს ნათია სანდროს პარკში უნდა შეხვედროდა და ადრე მოუწია მისვლა. ცოტახანში მასთან დიტო მივიდა, დიტო მისი მეზობელი, ავარდნილი ბიჭი იყო, რომელსაც ნათია მოსწონდა.პარკი ცარიელი იყო, დიტომ კი მანქანა სადაც რამდენიმე ბიჭი იჯდა ნათიასთან ახლოს რაღაც საეჭვოდ დააყენა. ნათიას ფერი დაეკარგა, ერთი სული ქონდა სანდრო როდის გამოჩნდებოდა. მანქანაში მჯდომი ბიჭებ გადმოვიდნენ და სადღაც წავიდნენ. დიტო კი ნათიასკენ გამოემართა... პირველი ნაწილის დასასრული... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.