შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამაყი ქალბატონი 1


1-09-2015, 23:52
ავტორი Mannoo
ნანახია 7 642

-მთელ დასავლეთ საქართველოში ამ დროისათვის აღინიშნება ნალექი ..სავარაუდოდ ,ალბათ, ასეთი ამინდი მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება..აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი საღამოს საათებში ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი . დღეისათვის სულ ესაა ,მარიამ თოხვაძე იყო თქვენთან მთელი ამ დროის განმავლობაში , ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.
მძღოლმა ბუთქუნა ხელის ერთი მოძრაობით რადიო გაითიშა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ წვიმის წვეთების ფანჯრის მინაზე დაცემის ხმა არღვევდა იდეალურ სიჩუმეს. უკანა სავარძელზე მარტო ვიჯექი და ნაცრისფერ ქალაქს უმეტყველო თვალებით გავყურებდი . ვფიქრობდი რა იარლიყი შემეძლო ჩემი ცხოვრებისთვის ამეკრა.. ვეძებდი სიტყვას, რომელიც ,მთლინად თუ არა ,ნახევრად მაინც ასახავდა მას.. უსამართლობა.. ხო ,ვიცი ცოტა დამთრგუნველად ჟღერს,მაგრამ სხვა ვერაფერი შევუფერე.. უსამართლობა იყო მთელი ჩემი ცხოვრება .პირველივე გაჩერების შემდეგ ნახევრად შეივსო სამარშუტო ტაქსი. ჩემს გასწვრივაც, მარცხენა ფანჯარასთან ,ადგილი საშუალო ასაკის ქალმა დაიკავა.. ცოტა ხნის შემდეგ ისე ზუზუნებდნენ, წვიმის ხმა მთლიანად გადაფარეს.. წინ მსხდომნი კომშის მურაბის დამზადების ახალ წესს უზიარებდნენ ერთმანეთს , გვერდით მჯდომი კი ტელეფონის საშუალებით ვიღაცას ხმამაღლა ეკამათებოდა. თავდაპირველად მათი სიტყვები მკაფიოდ მესმოდა, მერე ბუნდოვნად, ბოლოს კი ისევ ფიქრებმა ჩამითრია ..ალბათ ჩემზე იფიქრებთ ერთი ჩვეულებრივი გოგოა ,სოფლიდან ან სხვა რომელიმე დაბალგანვითარებული ქალაქიდან დედაქალაქისკენ რომ მიიჩქარის უკეთესი ცხოვრებსთვის .შეიძლება გაუჭირდა ან სრულიადაც არ ადარდებს, რომ ნათესავები დატოვა..ეგებ ამბიციურია, ან სახლიდან გამოაგდეს... ნეტა მართლა ჩვეულებრივი გოგო ვიყო..მშობლების, დედმამიშვილების სითბოთი და სიყვარულით განებივრებული.. უდარდელი ბავშვობის მოგონებებით დატკბობის საშუალება რომ აქვს .ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, გამორიცხული არაფერია,მაგრამ დანამდვილებით შეიმიძლია ვთქვა ,რომ გულდაწყვეტილი ვარ ..ტკივილით ჩემი ობლობა უფრო მტკივა,უბრალოდ მეწყინა დეიდას და ბიძიას საქციელი ..არასოდეს მიფიქრია თუ ბიძაჩემისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი . ვიცი დეიდას ვუყვარვარ , საკუთარი შვილებისგან არ გამოურჩევივარ,მაგრამ მის ქმარს ვერ შეეწინააღმდეგა.. რაღაც დოზით მესმის მათი, დიდი შემოსავალი არ აქვთ ,თანხა კი საკმაოდ სჭირდება ოჯახს:ბავშვებისთვის,სახლისთვის,კომუნალურებისთვის და კიდევ ვინ ჩამოთვლის..ხანდახან გავიფიქრებ და მადლობელი ვარ, რომ შემთხვევით მათი საუბარი გავიგონე. არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ მარტივი იყო ამის გადახარშვა, მაგრამ ჯობდა, ვინ იცის კიდევ რამდენი ხანი მომიხდებოდა სიცრუეში ცხოვრება . ახლა აღარ შევაწუხებ. დეიდასთვის არ მითქვამს რატომ წამოვედი, არ მინდოდა გული ტკენოდა, მე რაც მტკივა ისიც საკმარისია. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ცხოვრებამ თავიდანვე იზრუნა ჩემი ხასიათის სიმტკიცეზე. მიკვირს როგორ შევძელი და ჭკუიდან არ შევიშალე.არაუშავს,აქამდე მოვედი და შემდეგაც თავაწეული გავაგრძელებ წინსვლას.. ამაყი ვარ .. ჩემი მშობლებით ვამაყობ ,ვგრძნობ ზეციდანაც მმფარველობენ, მათ მკლავებს ვგრძნობ ჩემი მხრების ქვეშ როცა მიჭირს. მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ გამომაფხიზლა და წამში ისევ ხმაურიან სამყაროში დავბრუნდი .ყურები დამიხშო უმისამართო ყიყინმა, რადიოში გაბმულად მოწრიპინე ახლადგმომცხვარი საესტრადო ,ვითომ მომღერლის ხმამ. სწრაფად გადავიხადე,ჩემოდანი ძირს ჩავდგი და ასფალტზე გავაგორე ...სადგურიდან ახლოს იყო ჩემი დეიდაშვილის სახლი,ამიტომ ტაქსი არ გამომიძახებია.ბოლოს, ზამთარში ჩამოვედი მაგდასთან ..გამოცდების გამო ვერ მოხერხა ქალაქის დატოვება და დეიდამ გამომიშვა.. რამდენჯერმე შევჩერდი და თვალით გავზომე ორი მოპირდაპირე შესახვევი. მერე გამახსენდა გზა და ისევ თავაწეული გავუყევი ქუჩას.დიდ ჭიშკარს ძლივს ავხედე ,მერე გვერდითა ,პატარა კარიდან შევედი,სახლს შევავლე თვალი ფანჯრიდან იყურებოდა გახარებული და სანამ ავედი უკვე გაღებული კარებიდან გამოქცეული ისე ჩამეხუტა ლამის კიბეებზე დავგორდით ..
-ნატა, შე საძაგელო.ასე უნდა დეიდაშვილის დავიწყება ?
-მაგდა...როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე.
-მეც ,მეც მომენატრე . ჩემო გოგო, ჯერ კიდევ არ მჯერა რომ აქ ხარ.. ჩემთან -აციმციმებული თვალებით შემომხედა და ხელი მკლავზე ამისვ-დამისვა ყურებამდე გაკრეჭილმა.-რა ხდება ახალი შენკენ ?
-შევიდეთ სახლში და მოგიყვები ნუ ხარ სულსწრაფი..
-მე ვარ კიდევ სულსწრაფი? ერთი თვეა ჩამოვალ,ჩამოვალო და ვერ მაღირსე.
-წამო, წამო .. წყალი დამალევინე ,თორემ მოგიკვდება დეიდაშვილი და ვერაფერსაც ვეღარ მოგიყვები ..- ჩემოდანს ხელი დასტაცა და წამებში შეარბენინა სახლში. მე ისევ ეზოში ვიდექი და მომღიმარი სახით ვუყურებდი გადარეულსა და ჩემი ჩამოსვლით აღფრთოვანებულს.
-შენ კიდევ აქ დგახარ ?- გაკვირვებული სახით გამომხედა ,მაჯაში ხელი დამტაცა ,დარჩენილი საფეხურები ამარბენინა და კარებში პირველი შემიშვა.. მისაღებში დივანზე ჩავესვენე და ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი.
-აჰა წყალი,-თვალებთან ამითამაშა წყლიანი ჭიქა, გამოვართვი და ერთიანად გამოვცალე...დავდგი თუ არა მაგიდაზე მაგდას სახეს გადავაწყდი და ცოტა დამაკლდა რომ არ გადამეხარხარებინა.. ხალ ფეხს იატაკზე აბაკუნებდა, მელოდებოდა როდის დავიწყებდი ჩემი ამბების მოყოლას, მე კი ჯიუტად ვიყავი გაჩუმებული .
-ჰეე ახლა დაიწყე სანამ დაგაწიწკნე მაგ თმები.
-რა უნდა მოგიყვე, არაფერია საინტერესო.
-ესე იგი რა , შენ ხომ კაცი ვერაფერს დაგტყუებს, ერთი მაგრად უნდა დაგათრო და მერე ამოღერღავ ალბათ.
-რაც არ ხდება რა მოგიყვე, ტყუილებს ხომ არ დავიწყებ ამხელა გოგო ?
-ჰო კარგი, კარგი მაინც გავიგებ იცოდე.-თითის ქნევით , სიცილით დამემუქრა, ჭიქა სამზარეულოში გაიტანა და უკან დაბრუნებული ჩემს გვერდით მოკალათდა.
-შენკენ რა ხდება მაგდუს?
-მე ... მივემგზავრები ,- თქვა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ და ხელებგაშლილი გადაწვა დივნის საზურგეზე.
-რა? დაგიმტკიცეს განაცხადი ?- გახარებული სწრაფად გავსწორდი და მის პასუხს მთელი გულისყურით დაველოდე.
-კი.-გაბადრული სახით შემომხედა.
-ვაიმე, რა მაგარია.. გილოცავ მაგდა, გილოცავ. -ძლიერად ვეხვეოდი და ვცდილობდი ამ ჩახუტებაში მთელი ჩემი ემოცია ჩამედო. -ჩემი ჭკვიანი, ლამაზი , თბილი და ტკბილი გოგო ხარ შენ .
-კარგი ახლა, ნუ გადააჭარბებ.- სიცილით მიპასუხა და ჩემი მკლავებიდან თავი დაიძვრინა.
-როდის მიდიხარ?- ვიკითხე ანთებული თვალებით.
-აგვისტოს ბოლოს.
-აუუ რა მაგარია, არც კი მჯერა. ყოჩაღ ,აი მონდომებაც ამას ქვია . ესე იგი იქ გაივლი მაგისტრატურას.
-ეგრეა.
-და საცხოვრებელი?
-მაგასაც თავად მოაგვარებენ.
-არ დამივიწყო იცოდე , ხშირად მომიკითხე.
-რა უნდა დაგივიწყო გაგიჟდი ?
-ხოო ყველამ მასე იცის თავიდან და შემდეგ.. რავიცი, რავიცი.-თავი გავაბრუნე ,ტუჩები ავიბზუე და სივრცეს გავხედე.
-აიი ახლა ნამდვილად გაგლახავ იცოდე ...
-ხომ იცი ყველაზე მეტად მიყვარხარ.. -ლოყაზე ხმაურიანად ,მოწყვეტით ვაკოცე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-ნატა სულ დამავიწყდა , გამოვპრუტუნდი, არ გშია ?ან კითხვა რად უნდა , წამოდი აბა დილით რაღაც ვიცოდვილე, მე კი გადავრჩი და არ მოგკლავს .-კისკისით ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-შენ სულ როგორ უნდა მასხრობდე.-ინსტიქტურად ,მორჩილი ბატკანივით ავედევნე უკან თვალსმიფარებულს.
-ვერ დავჭკვიანდი და , რა ჩემი ბრალია.
-არა გოგო, შენი რა ბრალია, მე ვარ დამნაშავე აბა ასეთი ცანცარა რომ გაიზარდე? -მსუბუქად მოვქაჩე თმაზე და კედელთან დადგმულ სკამზე ჩამოვჯექი.მაგდა თითებით მოეფერა ნატკენ ადგილს , თეფში ნახევრამდე გაავსო კერძით და ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.
-შენ რამდენი ხანი რჩები ქალბატონო ?
-სულ, ვთქვი ჩუმად. უცებ ყველაფერი გამახსენდა და თავი ძლივს შევიკავე, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. ბავშვთა სახლიდან ზდრასრულობის ასაკში ფეხის შედგმისთანავე გამოგდებულივით ვგრძნობდი თავს,მარტოსულად,დაბნეულად, მხოლოდ ჩემი თავის ამარა . უბრალოდ იმ განსხვავებით ,რომ მე საცაა ოცდაორის გავხდები . გზაში ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მაგდასთვის სიმართლე, თუმცა რამდენიმე წუთის უკან მის სიხარულით სავსე თვალებს ვუყურებდი, მივხვდი, რომ არ მქონდა ბედნიერების ჩაშხამების უფლება. მე რომ ასე ძალიან მტკიოდა ეგეც საკმარისია.ბევრი ავიტანე, და ამასაც გადავიტან როგორმე . მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი , ჩანგლით საჭმლის ერთი ულუფა მსუბუქად შევათამაშე , ცრემლისაგან დაბერილ თვალებს ვაიძულე მლაშე სითხე უკან დაებრუნებინათ.
-სულ ჩამოვედი,- ვთქვი, თავი ავწიე და ნაძალადევად გავუღიმე, თან ისე, რომ ჩანგალი არ გამიჩერებია.
-სულ ? გაკვირვება ვერ დამალა მაგდამ.
-ხო სულ. მქონდა შემოთავაზებები მანამდე,მაგრამ თავს ვიკავებდი .ვფიქრობდი დეიდას მივეხმარებითქო,ახლა კი გადავწყვიტე აქეთ გადმომეტანა საბუთები, -ორივე ხელი მაგიდაზე დავაწყვე და საქმიანი ქალის იერი მივიღე.
-ჩემი დეიდაშვილი ხარ რა, ვამაყობ შენით .- უცებ წამოიწია ორივე ხელით ლოყებზე ჩამეჭიდა და შუბლზე მაკოცა .წამებში გამაბედნიერა მისმა საქციელმა .არც კი მახსოვს ბოლოს ამხელა სითბო როდის ვიგრძენი.მალე გავათავეთ სადილი, თეფშების ამორეცხვა და სამზარეულოს მილაგება მე ვითავე.ცოტა საქმის კეთება ახლა ჩემთვის წამალი იყო, ეგებ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
-შენ გაგახარა ღმერთმა რა ..-შემომძახა ყველაფერი რომ მოვათავე და მისაღებში გავედი.
-მოდი, ჩამომიჯექი ,ვუყუროთ რამეს.-მის გვერდით მოვკალათდი და ინტერესიანი თვალებით მივაშტერდი ტელევიზორის ეკრანს.
-ნახე, კურიერი დაიწყო.. არ მოგწონს ეს წამყვანი ?
- გიორგი ? არაა..-თავი გავაქნიე უკმაყოფილოდ.
-არადა კარგი ბიჭია რას ერჩი?-მხრები აიჩეჩა მაგდამ და ჩემიდან მზერა ისევ ტელევიზორის ეკრანზე გადაიტანა.
-რავიცი აბა.
-შენ საერთოდ ვინ მოგწონს?
-არც არავინ, ჯერ-ჯერობით. შეხედე ობამაც გამოჩნდა. აუწიე, რას ამბობს გამაგონე ერთი
-აუუ ნატა, ერთი ამას შეხედე. სულ სხვანაირია დედას გეფიცები. მოუხდა პრეზიდენტობა არა ? გასუქებულა, გალამაზებულა. ქუჩაში რომ შემხვედროდა კი ვერ ვიცნობდი . ჰაჰ .. -ფეხები დაბალ მაგიდაზე გადააჯვარედინა და დისტანციურის ღილაკზე თითის დაჭერით ცოტა აუწია ხმას. ჯერ სერიოზული სახით ვუყურებდი , მერე ვეღარ გავძელი და ფხუკუნი ამიტყდა.
-არა რა შენ მართლა ვერ ხარ ..
***
-ხუთი წლის ვიყავი აფხაზეთის ომი რომ დაიწყო და მშობლები გაიწვიეს.. სახმელეთო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იყვნენ .არ მეთმობოდა, მაგრამ რა უნდა მექნა , სხვა გზა არ იყო. პირველად რომ დამტოვეს ვიტირე, ახლა კი მიმაჩნდა რომ უკვე დიდი გოგო ვარ და ჩემნაირი დედიკოს და მამიკოს შვილისთვის ცრემლების ღვრა შეუფერებელი საქციელია. როგორც ზრდასრულმა ადამიანმა ,ამ ამბის გაგების შემდეგ უკვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, დინჯი ნაბიჯებით შევედი ოთახში და ჩემი პატარა სამხედრო ფორმა გამოვიღე კარადიდან. დაუხმარებლად გადავიცვი და სასწრაფოდ მათ წინაშე გამოვცხადდი.როცა მიდიოდნენ მე მათ ჩამოსვლამდე ყოველთვის საგანგებოდ შეკერილ ჩემს სამხედრო ფორმას სიამაყით ვატარებდი. აბა ორი მებრძოლი მიდიოდა სხვების დასაცავად და სახლს დაუცველს ხომ ვერ დავტოვებდი.. გულის სიღრმეში ძალიანაც მეტირებოდა,მაგრამ საკუთარ თავს შთავაგონე, ძლიერი უნდა იყომეთქი ,სამხედრო სალამი შევაგებეთ ერთმანეთს .მერე მაგრად გადამეხვია ორივე, ლოყებიც ამიწითლეს კოცნისგან, ახლაც მახსოვს მათი თითოეული მოძრაობა.თავაწეული, ამაყად ვიდექი და ბოლო ნაბიჯებს ვუთვლიდი, მამამ დედას მხარზე ჩამოდგებული ჩანთის ზონარი გაუსწორა და გარეთ გავიდნენ. შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმა მისწვდა ჩემს ყურთა სმენას, მაინც ვერ გავძელი და ფანჯარას მივვარდი, იქამდე ვეკიდე რაფაზე სანამ თვალს არ მიეფარნენ. ბაღში ყველას ვუყვებოდი როგორ იცავდნენ ჩემი მშობლები უსუსურებს და როგორ ებრძოდნენ ბოროტ ბიძიებს . თავიდან ყველაფერი რიგზე იყო , თუმცა ერთი კვირის შემდეგ დეიდაჩემს მოწყენა შევატყვე. სამი დღე რომ გაგრძელდა მისი ყოველდღიურ უხასიათობა ვიფიქრე ბიძიამ აწყენინა ალბათმეთქი, ბოლოს ცრემლიანი თვალებით რომ მომაკითხა გამოსაყვანად, ისე გავმწარდი არაფრის თქმა არ ვაცადე, მზად ვიყავი მისი თითოეული ცრემლისთვის ბიძიასთვის პასუხი მომეთხოვა .
-დეიდა ბიძიამ გაწყენინა? -ვკითხე მოულოდნელად და მის წინ დავდექი.
-არა დეი. -ძლივს ამოთქვა ზლუქუნით და ჩემს ადგილიდან დაძვრას შეეცადა. მე კი ჯიუტად გამოვასრიალე ჩემი სუსტი მკლავი მისი ხელიდან და ჯიქურ გავუშტერე მზერა.
-სანამ არ მეტყვი არ წამოვალ.. ბიძამ გაგაბრაზა? მითხარი , მე ხომ იცი დედიკომ და მამიკომ აქ დასაცავად დამტოვა, ხოდა მე დაგიცავ. ჩემს საყვარელ დეიდას არავის დავაჩაგვრინებ. უცებ წასკდა ცრემლები, მუხლებზე დაეშვა და ორივე მხარზე შემომხვია ხელები.. მაგრად ჩამიბღუჯა.- დეიდა მითხარი რა , მაგდამ გაგაბრაზა აბა ? მაგდამ თუ გაგაბრაზა არ ვეჩხუბები , უბრალოდ გაკვეთილების მომზადებას რომ დაამთავრებს მშვიდად დაველაპარაკები და ავუხსნი ,რომ შენი ატირება არ შეიძლება... -სიტყვების მიუხედავად ჩემი მხარი მაინც სველდებოდა და ნოტიო ადგილი უფრო და უფრო იზრდებოდა.
-დეი მომისმინე,-ახლა მე მოვიქციე მისი სახე ხელებში . ნუ გეშინია კარგი ? მართლა არ ვეჩხუბები. ოღონდ შენ არ იტირო და არაფერს ვეტყვი მაგდას დედიკოს გეფიცები, ჩემი ხომ გჯერა ? შუბლზე ვაკოცე და ჩახუტების საპასუხოდ კისერზე მოვხვიე მკლავები. მისი ჩუმი ხმა რომ გავიგე, სმენა დავძაბე .
-დეი შენ ძლიერი გოგო ხომ ხარ ?
-კი აბა რა ..
-ჩემი ჭკვანი და მშობლების სიამაყე .. ჩემი ლამაზი ფერია.. თან მელაპარაკებოდა , თან თმაზე ხელს აყოლებდა. მერე ნელ-ნელა შემაპარა ჩემი მშობლების ცაში გაფრენის ამბავი, რაც შეეძლო შემილამაზა, მითხრა ,უფალს დასჭირდა და თავისთან წაიყვანაო,მაგრამ შედეგი ერთი იყო და მე იმ ასაკშიც ამას მშვენივრად ვხვდებოდი ,სამუდამო მარტოობის, ობლობის განაჩენი გამომიტანეს, მე მათ ვერასოდეს ვნახავდი. არ მახსოვს როგორ მივირბინე სახლამდე,გზაში დეიდაჩემის ყვირილი მესმოდა რომელიც უკან მომდევდა და ამაოდ ცდილობდა ჩემ შეჩერებას. ყურადღება არ მიმიქცევია ეზოში შეკრებილი ხალხისთვის , არც დიდი ოთახის კართან შევჩერებულვარ, გაუაზრებლად გავიქეცი, ორი გვერდიგვერდ მდგომი სასახლისკენ და ერთი მოძრაობით ზემოდან მოვექეცი.. ერთიანად გამაჟრჟოლა მათმა სიცივემ. თვალებდახუჭული ვაცეცებდი თითებს სახეებზე და ნაცნობ სილუეტებს თავიდან შევისწავლიდი . ცოტა ხანში საგულდაგულოდ დაჭერილი ქუთუთოები ერთმანეთს დავაცილე, გულში გავიფიქრე დედას არ მოეწონებოდა, ასე რომ ვერ გამებედა დანახვა, ნელა, ჯერ ერთი თვალი გავახილე, მერე-მეორე და ნათლად შევხედე ფერწასულ, ნაცნობ სახეებს . მე რომ მახსოვდა იმ სითბოდან ნატამალი აღარ დარჩენილიყო. ვგრძნობდი, როგორ ცდლობდნენ ჩემს იქედან მოშორებას ,მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, ჯიუტად ვეხუტებოდი და ბოლო წუთების მათთან გატარების შანსის ბოლომდე გამოყენებას ვცდილობდი .
-მიყვარხარ დე.. მამიკო.-ვბუტბუტებდი და გაციებულ ტუჩებს ურცხვად ვკოცნიდი. ჩემი სპეციალურად შეკერილი უნიფორმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ მომიცილებია ისე ერწყმოდა მშობლებისას, თან ახალი ტრაგიკული ამბისგან წამში ისე ჩავქრი ერთიანად გავითქვიფე, ჩემს არსებობას ვეღარ ვგრძნობდი . თითქოს ჩემი სითბო შუაზე გავყავი და მათში გადავანაწილე. ვცდილობდი ,მაგრამ არ გამომივიდა ..ემოციებისგან დაღლილი ,ხელში აყვანილი შემიყვანეს ოთახში , საწოლში ჩამაწვინეს და გავიდნენ.ყველაფერი მეწვოდა, სული მეწვოდა და ეს იმაზე უარესი იყო ვიდრე აქამდე გამოცდილი ნებისმიერი ფიზიკური ტკვილი .თუმცა მე ხომ დედიკოს და მამიკოს ძლიერი გოგო ვიყავი, ახლა იმათ მაგივრად უნდა დამეცვა ყველა. ახლა ჩემში მარტო მე კი არა, დედა და მამა უნდა გამეზარდა. გასვენებამდე ერთი ცრემლი არ გადმომვარდნია , თუმცა ძალიან მიჭირდა, გადავწყვიტე ჩემს სისუსტეს ვერასდროს ვერავინ დაინახავდა. მხოლოდ ჩემთვის, როცა მარტო დავრჩებოდი, მაშინ ვაძლევდი თავს ემოციებისგან დაცლის საშუალებას. ყველაზე მეტად დაკრძალვისდღეს გამიჭირდა, ხელები მიკანკალებდა მიწა რომ მოვბღუჯე და დიდ ორმოში ჩაშვებულ ხის ფიგურას გადავაყარე..რამდენადაც მტკიოდა ორი იმდენად მეამაყებოდა... ამ გრძნობამ ერთიორად იმატა როცა ვიღაც მოვიდა და ყუთში ჩადებული ბრჭყვიალა მედალი მოიტანა. დეიდამ ამიხსნა გმირობის ორდენიაო.“გამიხარდა“, მაგრამ იმ ბიძიამ რა იცოდა ,რომ მერჩივნა იმის მაგივრად დედა და მამა მყოლოდა გვერდით. ვერც ვერასოდეს გაიგებდა ვინმე ჩემს ტკივილს, უბრალოდ არ შეიძლება ამას გამოუცდელად მიხვდე, მე კიდე არც ისე ბოროტი ვარ ვინმეს ამის გამოცდა ვუსურვო. ხანდახან მიკვირს როგორ ვიპოვე ჩემს თავში პატარა ბავშვმა ამდენი ძალა , რომ არ გავბოროტდი. პირიქით .. მის შემდეგ არ მომიცილებია მედალიონი, ძილის წინ სათამაშოს კი არა იმას ვიკრავდი გულში.ახლაც ასე მეძინა,ვიგრძენი როგორ შემოაღო მაგდამ ფრთხილად კარები . ფრთხილად გამომაცალა ხელიდან საგულდაგულოდ ჩაბღუჯული საგანი, იმდენად ვიყავი დაღლილი შეწინააღმნდეგების თავიც არ მქოდა, მხარი ვიბრუნე და ძილი გავაგრძელე..სიზმრები კარგა ხანია არ მინახავს, ან თუ ვნახავ მაშინაც დედა და მამა მოდიან. არც ახლა მინახავს რამე, სარეცხი მანქანის ხმამ გამომაფხიზლა . მძიმე ნაბიჯებით გავბლატუნდი მისაღებში და ნელ-ნელა მაღალ ხმაზე ჩართული სიმღერის ტექსტიც გავარჩიე. მისაღებში წამოწოლილ ჩემს გიჟ დეიდაშვილსაც გაღვიძებია.
-მაგდა რა ამბავია ?
-დღეს მაგათი ნათესავი, იაგო ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, დიდი ხანია წასულია და გრანდიოზული დახვედრა მოუწყო ოჯახმა.. მეც დამიძახეს,მაგრამ დარჩენა ვარჩიე,-მშვიდად ჩაილაპარაკა და ტელევიზორის ყურება გაარძელა.
-ეგ არაფერი, ძაღლი რომ მოიყვანონ იმასაც დიდი ზარზეიმით შეხვდებიან, არ იცი შენი სახლის უფროსობის ამბავი ?
-ვიცი ,ვიცი.-ნელა წამოიწია ,მაგრამ გავაჩერე.
-იყავი მაგდუს მე გავფენ სარეცხს,დაისვენე შენ.-თვალებში უთქმელი მადლობა ამოვიკითხე, გავიღიმე , სარეცხი მაქანიდან ვარცლზე გადმოვყარე ნახევრად მშრალი ტანსაცმელი .ყურით თეძოზე მივიბჯინე, მეორე ხელით კარები გავაღე და ღია აივანზე გავედი..დამჭერების აცმისკენ გავიწიე, ყელზე ჩამოვიკიდე და ავღიღინდი ,უცებ მეორე კუთხეში ტელეფონზე ლაპარაკში გართული სილუეტი დავლანდე.ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. ჩემთვის ღიღინი გავაგრძელე ,თან ნელ- ნელა ვფენდი და სარჭებს ვაბნევდი.. სულ ცოტა ხანში ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა.ჩემი თვალთახედვის არეს არც ის გამოპარვია მშვიდად რომ დააბრუნა მობილური ჯიბეში და კედელს ცალი მხარით მიეყუდა .ლამის კეფა ამიწვა,სიგარეტს მოუკიდა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩემსკენ . არ მეგონა გული იქვე თუ არ გამისკდებოდა. ღმერთო ჩემო ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის . გავიფიქრე და ისევ განვაგრძე ჩემი საქმიანობა, ვითომც არავინ დამენახოს .ჯიუტად დამიდგა ახლოს , ღრმა ნაფაზის შემდეგ უხვი კვამლი ამოუშვა, როგორც ჩანს ჩემგან ელოდა რამის თქმას, მაგრამ რა უნდა მეთქვა. მერე ისევ მოქაჩა,ამჯერად თავის მსუბუქი გადახრით და ტუჩების მოძრაობით კვამლს მაღლა მისცა მიმართულება, დარჩენილი წითელთავა სიგარეტის ნარჩენმა მოწყვეტილი მეტეორივით გააპო ღამის სიბნელე და სადღაც ჩაიკარგა.თავად ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ურცხვად მათვალიერებდა. მერე ? მერე ისევ ჯიუტი სიჩუმე, რომელიც მხოლოდ მომდევნო ღერის ამოღებამდე შენარჩუნდა. ხელისგულებით ბაგეებთან სივრცე მოთბუნა, როცა დარწმუნდა თამბაქო აინთო ხელი ჩამოუშვა. ნერვები მეშლებოდა მის საქციელზე და ალბათ თავად რომ არ ეთქვა რამე რამდენიმე მწარე სიტყვას არ დავინანებდი.
-არაფერს იტყვით ?-უნებურად შევწყვიტე სიმღერა და გაკვირვებული თვალებით შევხედე. არაფერი მითქვამს, არც მას.ახლა ჩემი თვალებით გაერთო.
-ძალიან მომეწონეთ.
-მართლა ? არ მითხრათ რომ ჩემმა ვოკალურმა შესაძლებლობებმა მოგხიბლათ.
-არა ... უფრო სწორად ყველაფერმა ერთად.-არა რა ეს მუსუსიღა მაკლდა . ჩემს ფიქრებზე უნებურად გამეცინა, ახლა ვარცლი მეორე, ჩემთვის უფრო მოსახერხებელ ადგილას გადავიტანე და თეთრ მაისურს დავწვდი ასაღებად.
-რამდენი წლის ხართ ?
-უკაცრავად?- უკვე მერამდენედ გავხედე გაკვირვებული გამომეტყველებით ვინ იცის.
-თქვენი ასაკით დავინტერესდი.
-არ გეჩვენებათ რომ უკვე ზედმეტი მოგდით ? თუ ვერ ხვდებით, გეტყვით,ჩემთვის ისიც საკმარისია ,რამდენიმე წუთი თქვენი უხამსი მზერა რომ ავიტანე .
-ოჰოო.. თქვენ ყველასთან ასეთი ბრაზიანი ხართ ?
-და თქვენ ყველას ასე აშიშვლებთ თვალებით ? -წარბის აწევით ვკითხე .თვალები დახარა და ტუჩის კუთხეში გაეღიმა.
-როგორც ჩანს აზრებს კითხულობ.-ისე გამამწარა მისმა პასუხმა მინდოდა კარგად ჩამერტყა მუშტი, მოუხდებოდა ლურჯი თვალი და ეგებ ცოტა ხანი მწარედაც დამახსოვრებოდა .არც კი მალავს ,თავხედი, გაუზრდელი, თავი ვინ გონია .. ისე უხეშად მოვაცალე მსხვილ თოკს ლურჯი ფერის სარჭი ხელი გამესერა .
-რამდენი წლის ხართ?
-თქვენ კიდევ აქ ხართ ?
-რამდენი წლის ხართ ?
-არ შეწყვეტთ კითხვების დასმას?
-რამდენი წლის ხართ ?
-ამის ცოდნა არაფერში გჭირდებათ .
-რამდენი წლის ხართ ? მითხარით და თავს დაგანებებთ. -ღრმად ამოვუსუნთქე და ვუთხარი პირველი არარეალური რიცხვი რაც იმ დროს თავში მომივიდა.
-ოცდაცხრის.
-იაგო . -ტუჩის კუთხე ისე აწია,ოდნავ დაემჩნა ნაოჭი.გამოწვდილი ხელი შევათვალიერე. რას ერჩი თითები მოვლილი აქვს . არა ეს ხომ არაა ნორმალური,მაგრამ ასეთი ფიქრები რომ მოგივა ადამიანს თავში, არც ჩემი საქმე უნდა იყოს სახარბიელოდ .ჯიქურ გავუსწორე თვალი.
-ვიღაც მგონი თავს მანებებდა.
-სამწუხაროდ ჩემი დაპირება უნდა გავტეხო, ვგიჟდები უფროს ქალებზე .არ მიყვარს ჩამოუყალიბებელი ღლაპები ,თავად რომ არ იციან რა უნდათ და ცხოვრებისაც არაფერი გაეგებათ.
ოოოხ ნატა მოსაკლავი ხარ რა .. რა გინდოდა ხომ იყავი შენთვის წყნარად, გაეფინა ეს ტანსაცმელი მაგდას და არც არაფერი მოხდებოდა. ახლა კი იდექი მანდ და უსმინე ამ თვითკმაყოფილ იდიოტს .შეეცოდა გოგოს დეიდაშვილი და რა ქნას. მეტის ღირსი ხარ რა .გითხრა დაისვენეო, არა სულ შენი ჯიუტობით უნდა წაიმტვრიო ცხვირი.
- რა სამწუხაროა... არადა ცამეტის ვარ . როგორც ჩანს დღეს არ გიმართლებს . ირონიულად ჩავიბურტყუნე და სივრცეს გავუშტერე თვალი.
-მეთამაშებით ?
-როგორ გეკადრებათ. თქვენნაირ სერიოზულ და პატივსაცემ პიროვნებას ამას როგორ გავუბედავ.
-ძალიანაც გაბედული ხართ, თანაც როგორც ჩანს აზარტულიც.ძალიან ჩაგითრიათ ჩემმა პიროვნებამ ?
-მსოფლიოს უაზრო კითხვების ვაუჩერი მოიგეთ?-ჩემს ნათქვამზე გულიანად გადაიხარხარა..სიცილს რომ მორჩა ისევ მომიბრუნდა.
-ესე იგი ვთამაშობთ ახალგაზრდა ქალბატონო..რა ვქნა ახლა, ჩემს გონებრივ შესაძლებლობებსაც შეაფასებთ ალბათ. ორი რიცხვი მითხარით ჯერ ოცდაცხრის ვარო,მერე ცამეტისო. ვინაიდანაც და რადგანაც არცერთი არ მჯერა ,მაგათი საშუალო არითმეტიკული რომ გამოვიყვანოთ სადღაც ოცდაერთი წლის უნდა იყო.
სახეზე სიწითლემ გადამიარა. უცებ გონებაში ინსტიქტურად გადავიანგარიშე ,მეც მაგარი ვარ რა . საიდან მომაფიქრდა ასე ზუსტად , ან ამას საიდან მოუვიდა აზრად ეს სკოლაში ნასწავლი საშუალო არითმეტიკული .
-ასეა?-თავი ოდნავ გადმოხარა და ყორნისფერმა მზერამ ლამის ძვალსა და რბილში გამატანა.
-არა რა თქმა უნდა, -იხტიბარი არ გავიტეხე და ჯიუტად შევხედე.
-თქვენ სახელს არ მეტყვით ?-ისევ ის მზერა.. მე კიდევ ვცდილობდი ყველანაირად ამერიდებინა თავი და უკვე მისკენ აღარც კი ვიყურებოდი.
-არა.-მკვახედ მოვუჭერი , თან ბოლო მაისურიღა ამოვიღე და გასაფენად შესაფერისი ადგილი მოვუძებნე.
-რატომ ?
-იმიტომ .
-ამომწურავი პასუხია.-ხმის ინტონაციით მივხვდი გაიღიმა,ინტერესი მკლავდა ,მაგრამ იხტიბარს ხომ არ გავიტეხდი.
-ასე ვიცი ხოლმე,-გავუღიმე და ცარიელ ჭურჭელს დავწვდი, როცა ტელეფონმა დაურეკა.ცოტა ხანი ისაუბრა, მე სანამ ყველაფერი მოვაწესრიგე მორჩა და მომიბრუნდა. უვკვე სახლში შევდიოდი, მისი სიტყვები რომ დამეწია.
-წითურო.
-უტაქტო.
- ჯიუტო.
-მექალთანევ.
-ამაყო,-უნებურად გამეღიმა ,კარები მძიმედ მივხურე, დერეფანი სულმოუთქმელად გავირბინე და უკვე შეფხიზლებული მაგდას გვერდით გულამოვარდნილი დავებერტყე სამზარეულოს კუთხეში დადგმულ სკამზე. ერთდროულად ვგრძნობდი გაბრაზებასა და მოწონებას. მე თვითონ ვერ ვხსნიდი რა დამემართა. მაგრამ ვიცოდი, ეს ყველაფერი კარგს არაფერს მიქადდა, მე ვიყავი ერთი უბრალო გოგო,რომელსაც მდიდარი ბიჭი წუთიერად წაეთამაშა და ვიცოდი თავისთვის ოცნების უფლება არ უნდა მიმეცა.
-მეტყვი რა მოხდა თუ უნდა ვიმკითხაო დილამდე?-მადგას ხმამ რეალობაში დამაბრუნა. არ ვიცოდი რა მეთქვა ,მაშინ როცა მე თავად ვერ დავარქვი სახელი მომხდარს.
-არაფერი ,ობობას შევხედე და შემეშინდა,-ურცხვად ვიცრუე და რომ არ შემტყობოდა თვალები ძირს დავხარე.
-შენ, ობობის შეგეშინდა და მაგიტომ იღიმი?-გაკვირვებულმა გადმომხედა და შეეცადა სახეზე სიცრუის კვალი დაენახა.
-ხო რა მოხდა?
-არა, არაფერი. როგორც ჩანს მომიწევს თავიდან ბოლომდე გარდაქმნილი დეიდაშვილის სრულიად შესწავლა. ეგ არაფერი,მაგასაც ავითვისებ. -თავი შეიქო და ამაყად მოურია ნახევრად მომზადებულ ვახშამს ხის კოვზით . იმ საღამოს იმაზე ტკბილად დამეძინა ვიდრე წარმოვიდგენდი . სად ეცალა ტვინს, ჩემი აწეწილი ცხოვრების გადამკიდე საპირისპირო სქესსზე ფიქრისთვის . დილით მაგდას კისკისმა გამაღვიძა . თვალები გავაღე და მეორე გვერდზე გადავბრუნდი.
-მაგდუუს რა ხდება ამ დილაუთენია, რომ კარგ ხასიათზე ხარ ?-ვკითხე და მოწკურული თვალებით გავხედე.
-არც არაფერი, ნუ ხარ შენ ინტრიგანი . ჩემმა მეგობარმა დამირეკა , ყველაფერი მოგვარდაო. ოცდაათ აგვისტოს მივდივარ.
-ვაახ, რა მაგარია გილოცავ..ჩემი სულ ყველაზე ჭკვიანი დეიდაშვილი.
-შენ კიდე ჩემი, ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ ჩემს გვერდით რომ ხარ .შენ აქ დარჩები ? თუ სხვა ბინას მოძებნი?
-თუ შესაძლებელი იქნება ამაზე კარგი საცხოვრებელი ამ ფასად არამგონია სადმე ვიპოვო.
-ხოდა თუ ეგრეა დღეს ამ დიდი სასახლის პატრონს შევხვდეთ ,გაგაცნობ და ჩემი წასვლის შემდეგ უკვე შენ იცი .
-კარგი.
-წამოდი აბა, ძილისგუდა ჩაი დავლიოთ ,მერე ნათიასთან ავიდეთ.. იცი რა ,მაგარი ქალია? დარწმუნებული ვარ გაუგებთ . თან ანიტა გავს გაჭრილი ვაშლივით , არც გეუცხოება თვალში.. -სიცილით მელაპარაკებოდა და თან ჩაის დასალევად მივყავდი . ნახევრად მძინარე მწვანე ჩაიმ ცოტა გამომაფხიზლა, სწრაფად მოვწესრიგდი და ახალი ქალბატონის გაცნობისთვის მოვემზადე. მის გამოჩენამდე უზარმაზარ მისაღებში მოსვენება დაკარგული ძალით დავეწებე დივანზე. მხოლოდ მაშინ შევნიშნე მოახლოებული ,მაგდამ რომ მხარი გამკრა.
-გამარჯობა ქალბატონო ნათია ..
-გამარჯობათ .- მივესალმე დაბალი ხმით და ფეხზე წამოვდექი.
-გამარჯობათ. აბა რამ შეგაწუხათ გოგონებო?-გულწრფელი ღიმილით შეგვეგება ნათია, სწორ კაბაზე ხელი დაისვა და ჩვენს პირდაპირ მდგომ სავარძელში მოთავსდა.
-ნათია დეიდა,-ახლა გაშინაურებული ტონით მიმართა,- მე მივდივარ .
-სად?
-საზღვარგარეთ ვაგრძელებ სწავლას და ჩემს მაგივრად ამ გოგონას უნდა სახლის ის ნაწილი იქირავოს, წლების განმავლობაში რომ ვცხოვრობდი .
-გილოცავ შვილო. სულ წინსვლა და წარმატებები გქონოდეს. გულწრფელად გაუხარდა და მაგდას მოეხვია.შემდეგ მე გადმომხედა-ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ იქნება ნათესავია ?
-დიახ. ჩემი დეიდაშვილია,ადრე სხვაგან სწავლობდა,მაგრამ წარმატებების გამო შემოთავაზება ჰქონდა,სტუდენტობასთან შეთავსებით ვაკანსიაც . მოკლედ აქეთ გადაწყვიტა საბუთების გადმოტანა . მაგისტრატურისთვის ემზადება .
-გასაგებია ჩემო კარგო . ნათია, ნათია გვილავა. -ხელი გამომიწოდა და ისევ გამიღიმა.
-ნატა ამაღლობელი.
-სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც.
-ასაკი შემახსენეთ..
-ოცდაერთი
-სულ ახალგაზრდა ხარ. მივესალმები როცა შენი ასაკის გოგონები ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას და ამ სამყაროში თავის დამკვიდრებას. ვიცი რომ რთულია მაგრამ დედიკოს და მამიკოს კისერზე ჩამოკიდებას ნამდვილად სჯობს... -მშობლების ხსენებაზე ერთიანად წამომაწითლა სახეზე მოზღვავებულმა ემოციებმა და წლების განმავლობაში ნაგროვებმა ტკივილმა . უნებურად ამიწყლიანადა თვალები და ცრემლების დასამალად თავი გვერდზე გავატრიალე. დაბინდული მხედველობის მიუხედავად მაინც გავარჩიე კარებში მდგომი თმააბურძგნული იაგო ,რომელსაც ცალ ხელში ბორჯომის ნახევრად ცარიელი ბოთლი ეჭირა ,მე კი ეშმაკური გამომეტყველებით მიმზერდა და თან კმაყოფილებით სავსე იღიმოდა,ნათიამ ხომ მის წისქვილზე დაასხა წყალი და უნებურად გააგებინა . თუმცა ახლა არაფრის თავი არ მქონდა. მოვიბოდიშე და უცებ წავედი კარისკენ.მაგდა მიხვდა რაც მომივიდა,მაგრამ ისიც იცოდა ახლა ჩემთან დალაპარაკებას აზრი რომ არ ჰქონდა ,თან ნათიას ესაუბრებოდა .მთელი დღე ოთახში ვიჯექი, მედალიონს ვუყურებდი და იატაკზე დამჯდარს წვივებზე შემოხვეული მკლავები არ მომიდუნებია, შიგადაშიგ მსუბუქად ვირწეოდი .ვგრძნობდი როგორ მასველებდა ცრემლი და მუხლებზე ნელ-ნელა მლაშე სითხის გამო ქვედატანი მიმეწება.რამდენჯერმე შემოაღო მაგდამ კარი , სინზე დალაგებული საჭმელი უკვე გაციებული დახვდა, თან მთელი დღე რომ ასე ვიყავი ვეღარ მოითმინა და გვერდით მომიჯდა.
-შენით აღფრთოვანებული ვიყავი და ახლა ცდილობ იმედები გამიცრუო? არც გაბედო ქალბატონო. ახლავე გამიღე პირი, შენი ხელით თუ არ ჭამ , იცოდე მე გაჭმევ .
-არ მინდა, ამოვიკნავლე სუსტი ხმით და ტუჩებთან მოტანილ კოვზს სახე ავუქციე.
-არ მინდა არ ვიცი მე , სწრაფად. ნუღა მეჯიუტები .- საკმაოდ მკაცრად მითხრა და ლამის ძალით ჩამჩრა ლუკმა. -ასე არ ჯობია ? ჩამომხმარი და უძალღონო არავის არაფერში დასჭირდები გასაგებია? შენ სუსტი არ ხარ ნატა.. გესმის ? ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც შევხვედრივარ და ამიტომაც ვამაყობ შენით ..
-უბრალოდ ვეღარ მოვითმინე, არც მე მინოდა,მაგრამ... არ ვიცი რა დამემართა. -ჩემი საქციელის ახსნას ვცდილობდი როცა შემაჩერა.
-კარგი მორჩა, აღარ ღირს ამაზე ლაპარაკი. მესმის რომ მშობლები არიან და არა ვირაც გადამთიელები. გინდა თუ არა ისინი შენს გულში არიან და გენატრებიან, მაგრამ შენ ვალდებული ხარ მგელივით იბრძოლო ამ ცხოვრების ქარტეხილების დასაძლევად.
-ძალიან უტაქტოდ გამომივიდა ? ქალბატონმა ნათიამ ალბათ რა აღარ იფიქრა .
-მაგაზე არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა,ძალიანაც მოეწონე,ეგ კი არა ყველაფერში დავეხმარები, ჩემი იმედი ქონდესო. ქირაზეც შევთანხმდებითო.
-მართლა? ახლა სიხარული მომეძალა და პატარა ბაშვივით მივაფრინდი მაგდას ..
-ნელა გოგო, თეფში არ გამაგდებინო ხელიდან.
-იცი რაა ? მართალი ხარ. მიუხედავად ყველაფრისა ასეთი ბედნიერი წუთები იმდენად იშვიათია, რომ უფლება არ მაქვს მარტივად დავაიგნორო . ჩემი და შენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მინდა აღვნიშნოთ, რამე მსუბუქი სასმელი გაქვს?
-არა ნატი, არაფერი.
-ხოდა მაშინ შენი დეიდაშვილი ადგება და ახლავე იყიდის ცოტა ტკბილეულსა და სასმელს.-ჩემ წინ ჩამუხლულს მხარზე დავეყრდენი , ძლივსძლივობით წამოვდექი და ფეხის გამოძრავებით ამაოდ ვცადე დაბუჟების უსიამოვნო მჩხვლეტავი შეგრძნების გაფანტვა.
-რა გჭირს გოგო, სიარული დაგავიწყდა?-სიცილით მითხრა და თვალი გამოაყოლა ჩემს კოჩიალა სიარულს.
-არა, ჯდომისგან ფეხები დამიბუჟდა და ვერ დავდივარ.
-მოდი აქ..- მისკენ მივიწიე , გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამიპწკინა წვივები თან ჩუმად ბუტბუტებდა -"სხვისი გვარისა ვარ, სხვისი გვარისა ვარ " . მერე საჯდომზე ხელი მომარტყა.
-ჰა წადი ახლა თავისუფალი ხარ .-არ ვიცი რა გამიკეთა, მაგრამ ცოტა ხანში მართლა აღარ მეჩხვლიტებოდა ფეხის გულები და გაბედულად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.
-სანამ გახვალ მოწესრიგდი,თორემ შეაშინებ ვინმეს.-კარებში მომაწია სიტყვა და ისიც წამოდგა თეფშის ადგილზე დასაბრუნებლად.
-არის დიდო მაგდა.-ღიმილით ვუპასუხე და პირველ რიგში ტირილისგან დასიებული თვალების სიწითლის ოდნავ მაინც ჩასაცხრობად აბაზანას, უფრო კერძოდ კი ცივ წყალს მივაშურე .ონკანი მოვკეტე , წვეთების მოსაშორებლად რამდენიმეჯერ ძლიერად დავაქნიე ხელები , სახე იქვე ჩამოკიდებული პირსახოცით შევიმშრალე და გარეთ გამოვედი . მაგდას უკვე ეზრუნა ჩემს ჩაცმულობაზე, საწოლზე კაბა და მაისური დამხვდა დაფენილი, ქვემოთ კი მაისურის ფერი დაბალი ,თავისუფალი სტილის ფეხსაცმელი.დაუფიქრებლად ჩავიცვი,მის გემოვნებაში ეჭვიც არ შემპარვია და სარკეში ჩაუხედავად გავედი მისაღებში .
-ვაახ, ნატაააა...
-რა იყო?
-არა, ასეთი მაგარი თუ ვიყავი არ მეგონა რა ..
-ჩემი ყველაზე კარგი გოგო ხარ შენ . ლოყაზე მსუბუქად მოვქაჩე,ხმაურიანად ვაკოცე და საფულეს დავწვდი. გასასვლელში მაინც დავინტერესდი გარეგნობით. სარკეში ჩავიხედე, თმები გავისწორე და გარეთ გავედი . ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ლამპიონებით განათებულ ქუჩას.პირველივე სუპერმარკეტში შევედი,ერთი ბოთლი ლიქიორი ავიღე და ტკბილეულის სექციაშიც გავიარე . მადა ჭამაში მოდისო მაგის მსგავსი დამემართა რაღაც, ერთ შოკოლადს მეორე მიყვა და ბოლოს დიდი პოლიეთილენის სავსე პარკით გამოვედი გარეთ . უნებურად ავყევი, ქუჩის პირას მდგომი პატარა სახლიდან დაბალ ხმაზე ჩართული სიმღერის ხმა რომ გავიგე.
-"На замёрзших окнах я рисую твой портрет,
И засыпая без тебя я на ночь оставляю свет.
Карандашами в дневнике прячу мысли о тебе…
Ты ещё не знаешь, что Москва слезам не верит,
Но если ты заплачешь, я буду рядом, поверь мне." გზა ისე მალე გაილია ლამის სახლის შესასვლელს გავცდი. ღიმილიანი სახით შევაღე კარები და პირდაპირ იაგოს შევეფეთე.
-ამ ღამით გარეთ მარტო რა გინდოდა? მერე ტკბილეულობას შეავლო თვალი და გაეღიმა.-ასე რომ გასუქდები ?
-უკაცრავად ?თქვენ უნდა აგიხსნათ სად და რატომ დადივარ? ან საერთოდაც რატომ ღელავთ ჩემს კილოგრამებზე?-წარბის აწევით ვიკითხე და ოდნავ გვერდულად გადავხარე თავი.
-აბა ოცდაერთის არ ვარო? -უცებ, ოსტატურად შეცვალა სასაუბრო თემა.
-დაუშვათ ვარ, მერე? ამით რამე იცვლება ? თქვენ ხომ არ მოგწონთ ღლაპები და საკუთარ თავში ჩაუყალიბებელი ქარაფშუტა გოგონები ?- წელში გავსწორდი და მყარად დავდექი.
-სიმწიფის ასაკი გქონიათ. ტუჩებიდან ნელა გამოაპარა დაგროვებული კვამლი და შემათვალიერა.
-გაიწიეთ და გამატარეთ თუ შეიძლება უნდა წავიდე .ან სიგარეტი მოაცილეთ, გულს მირევთ
-არც ერთი შეიძლება, არც-მეორე.
-არა რა, მეც კარგი ბოთე ვარ რას გეკითხებით . -ხელი მსუბუქად ვკარი მხარზე რომ გზიდან ჩამომეცილებინა და გვერდის ავლა ვცადე მკლავით რომ დამიჭირა.
-მე მგონი გასაგებად გითხარით არც ერთი შეიძლება და არც მეორეთქო.- საოცრად მშვიდად, დამჯდარი ხმით ჩაილაპარაკა და მისკენ შებრუნება მაიძულა.
-მეც არანაკლებ გასაგებად გიპასუხებთ,უნდა წავიდე და საერთოდ არ ვაპირებ ამისათვის თქვენს ნებართვას დაველოდო .- სწრაფად გამოვგლიჯე ხელი,მაგრამ ისევ უშედეგოდ ვცადე მისგან თავის დაღწევა ,ჭიშკართან მიმიმწყვდია და თვალებში ჩამხედა.
-არსად არ წახვალ.
- ყველაფერს საზღვარი აქვს , მათ შორის ჩემს მოთმინებასაც და საერთოდ იცით რაა? თავი ვინ გგონიათ ? არაფერს წარმოადგენთ, ერთი გაყეყეჩებული , თავდაჯერებული, განებივრებული იდიოტი ხარ ,ვინც უფრო და უფრო მიშლის ნერვებს .. -მივხვდი ცოტა ზედმეტი მომივიდა მაგრამ მისთვის დათმობას არაფრის დიდებით არ ვაპირებდი . ბოლომდე ამოვუშვი ჩემი სათქმელი და აზარტში შესული გახშირებული სუნთქვით დაველოდე პასუხს.მისი მკლავი მძიმედ მედო ლავიწის გასწვრივ და ღრმა ამოსუნთქვისას ხელს უშლიდა გულმკერდის თავისუფალ მოძრაობას.ვიგრძენი ჭიშკრის ფიგურაში როგორ გაიბლნდა თმის რამდენიმე ღერი.
-შენ თვითონ ვინ გგონია თავი ჰა ?-მიღრიალა და გაცეცხლებულ თვალებს შევეჩეხე. -ერთი სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა რამდენს ბედავს, ერთი ამას დამიხედეთ რა . მე იცი ვინ ვარ ? ჩემზე საერთოდ გსმენია რამე ?. შენ კი პატარავ წინ მიდგახარ და ენას მიტლიკინებ, თავად რას წარმოადგენ ერთი საინტერესოა. გგონია შენი გულისთვის ღამეებს გავათენებ ? დავინტერესდი და ცხვირი ამიბზუე აქედან გასულს მინიმუმ ექვსი ქალი გარანტირებული მყავს . კიდევ ერთი ,შეიძლება ღარიბი იყო,მაგრამ ზრდილობა გაგაჩნდეს ,მშობლებმა არ გასწავლეს?-ეს უკვე პიკი იყო. მზერა გავუსწორე და გამწარებული შეტევაზე გადავედი.. გაშლილი მარჯვენა მაგრად მოვიქნიე და ხუთი თითი ლოყაზე დავამჩნიე. რაღაცის თქმას ცდილობდა,მაგრამ არ ვაცადე.
-ამდენი გითმინე მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. ჩემზე რაც გინდა ის თქვი მაგრამ ჩემი მშობლები არ ახსენო გაიგე ? არასოდეს სცადო და შენი ბინძური ენით მათ შესახებ აღარაფერი წამოგცდეს ,თორემ ჩემი ხელით დაგთხრი თვალებს გასაგებია ? შეიძლება ერთი პატარა გოგო ვჩანვარ მაგრამ ცუდად ფიქრობ თუ თავდასაცავად საკმარისი ძალა არ გამაჩნია .. არც მე ჩამოგკიდებივარ კისერზე და მუხლებში არ ჩაგვარდნივარ . ცუდად გიფიქრია თუ ეგრე გგონია . იცი რაა? შეიძლება ასეთ ფუფუნებაში არასოდეს მიცხოვრია,მაგრამ ბევრად გჯობივარ . ცარიელი ხარ გესმის ? ცარიელი და არარაობა ,სხვის დამცირებაზე მომართული ადამიანი.
-არ გაბედო..ჩემი გაჩუმება სცადა მაგრამ გავაგრძელე .
-თავად აღიარე, ჩემგან ნუ გაგიკვირდება .როგორც კი გავალ მინიმუმ ექვსი ქალი დამხვდებაო. მაგით რა სცადე? მაგარი ბიჭი ხარ ? მეცოდები... იცი რატომ ? მილიონი ქალი რომ შეგხვდეს იმ ერთამდე ვერასოდეს მიხვალ იმიტომ რომ დანარჩენი ნულიანებით იქნები დაკავებული .
-მამაშენი რომ ვიყო ენას მოგაჭრიდი დიდი სიამოვნებით.
-არ ახსენო მეთქი არ გესმის ?- საყელოში ვწვდი და ლამის წავაქციე იმხელაზე ვუბიძე. მამაჩემამდე ვერასოდეს მიხვალ , ის კაცი იყო გესმის? ნამდვილი გმირი . ყველასთვის, სამშობლოსთვის . შენნაირ გატუტუცებულ არასრულფასოვან უტვინოს არ აქვს მისი ხსენების უფლება .პირი გამოირეცხე როცა მასზე და მისნაირებზე საუბრობ.-ვიღაცის ხმა რომ გავიგე ,მაშინ დავმშვიდდი ცოტათი. მინდორზე ჩვენკენ მისი ასაკის სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მოდიოდა,თან ეძახდა.
-იაგო თურმე სად ყოფილხარ. მზად ვარ გავიდეთ,-თქვა და მე რომ შემნიშნა, სახეზე დაეტყო კითხვები რომ გაუჩნდა.
-რამე სერიოზული ხდება? -მომიბრუნდა და ჩემკენ გადმოდგა.
-იოსებ ნუ ჩაერევი ძალიან გთხოვ.-თავი მკვეთრად მიაბრუნა უკან და ლამის უბრძანა აორთქლებულიყო.
-მე გეტყვით მოკლედ. თქვენი მეგობარი წაიყვანეთ ,დაამშვიდეთ და ურიგო არ იქნება თუ არ დაიზრებთ და ზრდილობისა და ქალთან ქცევის ელემენტარული კულტურის შესახებ რამეს წაუკითხავთ.-ნელა შევუშვი ხელი , მანამ გავეცალე იქაურობას ,სანამ თავს ოდნავ მაინც ვაკონტროლებდი და სახლისკენ წავედი . მაგდას არ გამოპარვია ცვლილება, ტკბილეული ჩამომართვა, იქვე იატაკზე დადო და მომიბრუნდა.
-რა გჭირს ნატა?
-არაფერი.-ვცადე გვერდის ავლით საძინებელში შევსულიყავი,მაგრამ წინ გადამეღობა.
-არსად არ წახვალ სანამ არ მეტყვი.
-გაუზრდელი ვარ ? დაუფიქრებლად წამოვროშე და ცრემლიანი თვალებით ავხედე.
-რას ამბობ სულელო, ეგ საიდან მოიტანე.
-ვერ მოასწრეს გესმის ? არ დასცალდათ მშობლებს ჩემი აღზრდა. არ დასცალდათ არასწორ საქციელზე შენიშვნის მოცემა . როცა კარგი გოგო ვიყავი მოხვევა და შექება. ჩემთვის მათი სითბოს და სიყვარულის განაწილება .. ჩემი თავი მე თვითონ გავზარდე გესმის ? როგორაც შემეძლო და ჩემი ბრალი არაა თუ გამოუცდელი მშობელი გამოვდექი.. -ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები , მაგდა უთქმელად მიხვდა ,მისი ჩახუტება ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდა და მაგრად მომხვია ხელები.
-ეგ სისულელე არ გამაგონო.. მეამაყები..ძალიან მიყვარხარ ნატი.. ეგ ცრემლები შეიმშრალე ,ვისაც არ უნდა ჩაეწვეთებინა ეგ სისაძაგლე არ ღირს შენი ერთი ცრემლის ფასადაც კი. -ხელისგულებით მომისუფთავა სახე. თუ რამე სიმპათია გამაჩნდა ერთიანად გამიქრა . მარტო გარეგნობა არაფერს ნიშნავს თუ ოდნავი ბიძგი შინაგანმა სამყარომაც არ მისცა .. მაშინ ადამიანი იმ ცარიელი ფიტულივითაა ბიოლოგიის კაბინეტში ხშირად რომ მინახავს. საოცრად უმეტყველო თვალებით იყურებიან ... ჰმ ღარიბიო. სხვა თუ არაფერი მაგდა მყავდა გვერდში . ეს კი ნამდვილად ჯობია მის ახალი კოლექციის პიჯაკს იმ ნულიანებს რომ იზიდავს .
-მართალი ხარ .. არაფრად ღირს .. ჩემი ცრემლიც კი ზედმეტია .. -ჩავიბუტბუტე ,მის მხარზე დაყრდნობილი უსიტყვოდ გავყევი და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ყელის არეში გემრიელი კოცნა სწრაფად მოვპარე .სანამ მაგდა ტკბილეულს ამოალაგებდა ,ტკბილი სასმელის ბოთლს თავი მოვხსენი და სითხით ორი პატარა ჭიქა თანაბრად შევავსე.
-მაგდა , ანიტას დედმამიშვილი ჰყავს?-ისე ,სხვათაშორის ვიკითხე და ხრახნიანი თავსახური მაგიდიდან გადმოვაცურე.
-არა ნატი. ანიტას არც და ჰყავს,არც-ძმა.რატომ მკითხე?-პასუხი ისე გამცა ჩემკენ არც გამოუხედავს.
-არაფერი ისე.. აბა იაგო ვინ არის ?-ჭიქის ტუჩზე ჩამოღვენთილი ბლანტი სითხე თითით მოვწმინდე და მხოლოდ ახლა გავხედე მაგდას.
-იაგო ანიტას ბიძაშვილია.ნათიას ძმისშვილი.-როგორც იქნა ძლივს გახსნა გამეტებით გაკოჭილი პოლიეთილენის ნასკვი, შოკოლადის ბურთულები ღრმა თეფშზე დაყარა და მაგიდაზე სხვა ტკბილეულობებს მოუჩოჩა,- ძალიან კარგი ადამიანია , უკვე გაიცანი ?-ძალიან კარგი ადამიანიაო? ეს რა მესმის.. ისემც შენ რა გითხარი მაგდა. კიდევ კარგი აქ არ ცხოვრობს და ყოველდღე არ მომიწევს მისი ირონიით სავსე მზერისა და სახის ატანა. არა რა , ჩემსავე ფიქრებზე მეცინებოდა.
-არა მე ჯერ არ გამიცნია ძირფესვიანად. მხოლოდ შორიდან გამეგო მცირედი მქონდა ბედნიერება.-სიცილით ჩავილაპარაკე მიმსი გაბრაზებული სახე რომ დამიდგა თვალწინ და ხრაშუნა ვაფლს დავწვდი.
-მართლა გეუბნები , ნუ იცინი ქალბატონო. აი რომ გაიცნობ კარგად ნახავ თუ არ მოგეწონება .
-რას ბრძანებ, მაგ თემაზე არ ვიცინი.. ხო აბა რა , დარწმუნებული ვარ გავგიჟდები ისე მომეწონება.
-ეჰ , რომ იცოდე რამდენი გამოიარა .. იმ გოგომ კიდევ სულ მოუღო ბოლო..-დანანებით ჩაილაპარაკა მაგდამ და ჭიქას დახედა.
-კარგი , არ გვინდა ახლა იაგოს პირადი ცხოვრების განხილვა, მით უმეტეს ,რომ საერთოდ არ ვარ დაინტერესებული . ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს მომავალსა და ახალი ცხოვრების დასაწყისს,-ჰაერში ჭიქით გაურკვეველი სახის ფიგურა მოვხაზე და მაგდას ჭიქას გვერდიდან დავაჯახე.
* * *
-არ წახვედით?-იკითხა ზაზამ როგორც კი მათკენ მომავალი იაგო დაინახა.
-არა...-უკმეხად უპასუხა და ანიტას გვერდით მოწყვეტით დაეშვა პლასტმასის სკამზე.მარჯვენა ფეხი გაშალა და ოდნავ დაჭიმა. ჯიბიდან გრძელი თითებით თამბაქოს კოლოფი ამოაცოცა სანთებელითურთ და ნერვიულად მოუკიდა. ანიტას ფეხები სკამზე აეკეცა და ნიკაპით მუხლებს ეყრდნობოდა. თავის ოდნავ გადახრით გააყოლა მზერა იაგოს უკან მომყოლი იოსების მოძრაობას,სკამამდე მიაცილა და ისევ ბიძაშვილს მიუბრუნდა.
-არ გინდა გადაეჩვიო ? არ მომწონს რომ ეწევი,-გაბუსხული ხმით თქვა და წყლიანი თვალებით გახედა.
-ახლა სიგარეტიც აღარ მოვწიო ?- შეუღრინა და ცოტახნიანი პაუზის შემდეგ ისევ უკუნ სიბნელეში მისცა მზერას გასაქანი .
-რა გჭირს შენ ?-ზაზა ოდნავ წამოიწია სკამიდან.
-არაფერი არ მჭირს , მაინცადამაინც რამე უნდა მჭირდეს?
-არა ბატონო სავალდებულო კი არაა,მაგრამ ფაქტია ყველაფერი რიგზე არ არის. რა არის ცუდი იმაში, თუ დამაინტერესა რამ ან ვინ მოუშალა ნერვები საუკეთესო მეგობარს ...
-არაფერი არ მომხდარა რა ვერ გაიგეთ.თუ მყუდროება დაგირღვიეთ ბოდიშს გიხდით .მითხარით ,ავდგები და წავალ , არ არის საჭირო ნერვები მომიშალოთ და ისე გამიშვათ.. აქაც ვეღარ უნდა გავჩერდე? -მაგიდიდან წამოხტა და ჩქარი ნაბიჯებით გადასერა ფართე კოინდარი.
-აი ეგ რა შუაშია ერთი გამაგებინა რა,-ხმამაღლა მაიძახა ანიტამ და წარბები შეყარა.
-კარგი დაანებე თავი , ხომ ხედავ გაღიზიანებულია, მაინც არაფერს არ გვეტყვის ახლა და უარესად გახდება თუ არ მოვეშვებით... რა დაემართა იოსებ , არც შენ იცი?-მაღალი ჭიქიდან ატმის წვენი დალია და ისევ საზურგეს მიეყრდნო.
-ასე უცებ ადამიანი იცვლებოდეს მეორე არ მინახავს რა.ვერაფერი გავუგე ზაზა.ვიღაც გოგო ყავდა ჭიშკართან მიმწყვდეული ეტყობოდა გამწარებული იყო ისიც . რა მოხდა მათ შორის არ ვიცი.დაამშვიდე და ქალთან მოქცევის კულტურა ასწავლეო ,მომაძახა და წავიდა.
-კი მაგრამ ვინ გოგო?
-არ ვიცი ანიტა. პირველად დავინახე.
-ვაიმე მაგდას ნათესავი რომ ჩამოვიდა ის ხომ არ იყო ?
-ვინ მაგდას ნათესავი ?
-არც მე ვიცნობ ჯერ.. ხომ არ მივიდე და იმას ვკითხო.. აბა იაგოსგან ჩვენ ვერაფერს გავიგებთ კარგა ხანს.
-არა რა უნდა მიხვიდე ანიტა, ეგ უარესია. ვერ გაიგე იოსებმა რა თქვა? ისიც გამწარებული იყო ეტყობოდაო.ახლა რა აზრი აქვს ამის განხლვას არაფერი ვიცით და ვერაფერსაც ვერ გავიგებთ.ძილის წინ დაველაპარაკები.
-ზაზა როგორც ამბობს ისე ჯობია ნამდვილად. მე გავალ დროებით ..-თავის დაკვრით დაემშვიდობა იოსები ზაზას და ანიტას,-როორც ჩანს ჩვენი დღევანდელი ქალაქის ირგვლივ მოგზაურობა გადაიდო,- ფრთხილად წამოდგა და სახლისკენ წავიდა.ზაზასაც უნდოდა ადგომა, მაგრამ იოსებმა მზერით ანიშნა დარჩენილიყო.
-ჩვენ რაზე ვსაუბრობდით ?-მიუბრუნდა ანიტას და წყლიანი ჭიქა ნახევრამდე დაცალა.
-დავკარგე უკვე საუბრის სურვილი... იმ გოგოს მერე სულ შეიცვალა-ნიკაპს ქვეშ ხელი ამოედო ანიტას და ყვავილნარს გასცქეროდა.მერე ზაზას მოუბრუნდა,-რაღაც უნდა მოვიფიქროთ.
-ჩვენ ? ჩვენ რა უნდა ვქნათ ..ქეთის ხსენებაც არ უნდა და მაგ თემაზე დალაპარაკებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
-როგორ არ მიყვარს ასეთი უნამუსო გოგოები. იმ დღეს ნახე? ადამიანს არ გავდა.
-აბა რა იქნებოდა. ნებისმიერს მსგავსი რეაქცია ექნებოდა. გახსნებაც არ მინდა. საშინელება იყო.
-იმ ღამეს ვერც მე და ვერც დედა ვერ შევედით მის საძინებელში, დალეწა ყველაფერი,მაგრამ ნივთებს ვჯავრობდი ? მეშინოდა საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა,მაგიტომ დაგირეკეთ.მამაც არ იყო სახლში.არადა გახსოვს როგორ ვემზადებოდით დახვედრისთვის ?
-მახსოვს , როგორ არ მახსოვს .
-მის შემდეგ ყველაფერი სარდაფშია შენახული.. დაობდება საცაა.
-ეგ არაფერი ,გამოჩნდება მის ცხოვრებაშიც ქალი, რომელსაც მართლა ეყვარება და დააფასებს.
-იმედია მალე გამოჩნდება, იმსახურებს. განა იმიტომ ვამბობ ,რომ ჩემი ბიძაშვილია.
-ახლა ყველა ქალში პოტენციურ ქეთის ხედავს.თითქოს გაუხეშდა, მექალთანის როლს თამაშობს , არადა ხომ ვიცი სულ სხვანაირია. ცარიელი გული... ახლა გეგონება გრძნობები გამორთო და ქვა გახდა.არამგონია ვინმეს მიახლოების საშუალება მისცეს. ცოტა დრო სჭირდება, რომ ყველაფერი გადაიტანოს . ერთი წელიც არაა ჯერ გასული. მასაც უნდა გავუგოთ, მე რომ მასეთი რამ დამმართნოდა ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებდი და არ იქნება სწორი ახლა პიტნასავით ჩავჩრათ ვინმე ცხვირში. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ეგებ მასაც გაუნელოს .
-ღმერთმა დაგიფაროს.. შენც და ყველა . იცი, მაშინ იაგო რომ გაფრინდა , იმ საღამოს მოვიდა.
-აქ იყო მოსული ?-თვალები გაუფართოვდა ზაზას და ოდნავ წინ გადმოიხარა.
-ხო, დედაჩემს ეხვეწებოდა როგორმე შემახვედრეთ, უნდა ავუხსნა ყველაფერიო, მიყვარსო, მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო.
-ღმერთო ჩემო ,როგორ იბადებიან ასეთი უნამუსოები. ახსნა რად უნდოდა , რაც ნახა არ ეყოფოდა? ახლა მისი პირიდან უნდა მოესმინა რა და როგორ მოხდა დეტალებში ?- ნელ -ნელა სახე სიმწრისგან უწითლდებოდა ზაზას. ახსენდებოდა პირველად რომ შენიშნა მეგობრის თვალზე ცრემლი. თან ვის გამო, ერთი გატიტუცებული გოგოს გამო, რომელმაც დაუფიქრებლად , ერთი საქციელით გაანადგურა.
-კიდევ რომ შეხვდეს? სადე რომ შემთხვევით გადააწყდეს?
-მგონი წვიმას იწყებს,- უცებ სცადა სხვა თემის შემოყვანა. აღარ უნდოდა ქეთიზე და მით უმეტეს მისი იაგოს ცხვრებაში ისევ გამოჩენის შესაძლო ვარიანტებზე საუბარი ზემოთ აიხედა და ღრუბლიან ცას მოავლო თვალი,წკაპუნით რომ დაეცა წვეთები მაგიდას.
-მართლა ჯობია შევიდეთ,სანამ გავილუმპეთ,- ამის თქმა იყო და თითქოს გობს გავარდა ძირიო ,ერთიანად დაუშვა.ზაზამ მოსაცმელი შემოაფარა ანიტას მარჯვენა ხელით და მიხუტებული სირბილ-სირბილით შეიყვანა სახლში.
* * *
-შეიძლება შემოვიდე?- მოიარებით შეაღო კარი იოსებმა და ლოგინზე გაშორილ მეგობარს გახედა.
-რა გინდა სოსო? -ბალიშის ქვემოდან ზუზუნის მსგავსი ხმები ამოუშვა , ისე , რომ არც გამოუხედავს.
-რა გჭირს ჰა ? რა უთხარი ისეთი იმ გოგოს თვალებიდან რომ ნაპერწკლებს ყრიდა?
-აუ შემეშვი რა , თუ ძმა ხარ.
-რას ქვია შეგეშვა . მადარდებს შენი მდგომარეობა და მიტომ ვზივარ აქ. უხეშად ქალს მოქცეოდი არ მახსოვს და ახლა რა დაგემართა. თუ ასე ქეთის გამო....-სიტყვა არ დაამთავრებინა ისე წამოხტა და ბოლო ხმაზე იღრიალა.
-შემეშვი..... არ მიხსენო იმ გველის სახელი,-ყელზე ძარღვი შესამჩნევად უფეთქავდა და სახეზე წითელი ფერი გადაკვროდა.
-რა ჯანდაბა დაგემართა. გავიგე , რომ მაგარი დამპლურად მოგექცა. უკვე თითქმის ცოლ-ქმარი იყავით და სხვასთან გიღალატა, მაგრამ.... -ისევ არ დაამთავრებინა ,შუა სიტყვაში ჩაერთო.
-არ მიხსენოთქო, ნუღა მახსენებ რა .. არ შეიძლება თავი დამანებო ?
- შენი პირადი შენი პრობლემაა,მაგრამ ის იაგო აღარ ხარ .. უხეში და არაადამიანური გახდი.არ მინდა მე ასეთს გხედავდე.
-ხო გავხდი, იმიტომ რომ მაიძულეს. თუ არ გინდა ასეთს მიყურო წადი. აქ არც დამიპატიჟებიხარ და არც გაკავებ.რა , რომ მიყვარდა,პატივს ვცემდი, ზედმეტი რომ არაფერი მიკადრებია , დამიფასა?
-ყველა ქეთის მსგავსი არ არის. ადრე თუ გვიან ამას მიხვდები ,მაგრამ მეშინია იმ დროს უკვე გვიანი არ იყოს.
-რაც მისახვედრი იყო უკვე მივხვდი და ალბათ კარგიცაა. იმ დღეს ჩუმად რომ არ ჩამოვსულიყავი ვინ იცის .. ღმერთო,გული მერევა რომ მახსენდება.იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ ჩემი ცოლი შეიძლებოდა ყოფილიყო.არავის უნდა ენდო ცხოვრებაში.გელაქუცებიან და ზურგს უკან დანა აქვთ მომზადებული . მომენტს ელოდებიან,თან რა საინტერესოა ხელიც არ აუკანკალდებათ ისე მოგიღებენ ბოლოს.-ირონიულად გაიღიმა და იოსებს თვალი თვალში გაუყარა.
-ყველა არა იაგო.
-მირანდა, სალომე, გვანცა,ანა, თეკლა.. უყურებ მათ სადმე? ერთ დღეს არიან ,მეორე დღეს ფაფუ... სიყვარული არ არსებობს სოსო.
-ამდენი ხანია გიცნობ და ვიცი ახლა რაც უნდა გითხრა მნიშვნელობა არ აქვს.არც იმას გეკითხები ის გოგო ვინ იყო, ან თქვენს შორის რა მოხდა.უბრალოდ მამაშენს , კაცს, რომელიც სულ სიყვარულით გზრდიდა, კაცობასა და ქალის პატივისცემას გასწავლიდა,ამ გრძნობას გინერგავდა არ გაუხარდებოდა ასეთი რომ ენახე.-პასუხისთსვის არ დაუცდია ისე მობრუნდა და დატოვა ოთახი.იაგოს სიმწრისგნ უკვე თვალები ჩაწითლებოდა.რა და როგორაც არ უნა ყოფილიყო ცხოვრება მწარედ ეთამაშებოდა და ამ სიმწარეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნებით თუ უმებლიედ აწყდება.მამამისის ხსენებაზე ყელში იმხელაზე მოაწვა გაურკვეველ გრძნობათა კორიანტელი ლამის დაახრჩო. იგრძნო ლოყაზე როგორ ჩამოუგორდა ცრემლი და მაშინვე მოიწმინდა. მამის დაკრძალვის შემდეგ არ უტირია,თავზე ბალიში დაიფარა და ღრიალით გადაწვა საწოლზე.



№1 სტუმარი mako

ძალიან მაგარია ბევრიც ვიტირე და გავოცდი კიდეც. ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი რა

 


№2  offline წევრი Mannoo

mako
ძალიან მაგარია ბევრიც ვიტირე და გავოცდი კიდეც. ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი რა

მადლობა ჩემო კაrგო უღრმესი <3 აუცილებლად დავდებ დღესაც

 


№3  offline მოდერი MyLove

შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.
ყველა ძალიან მიყვარს.
შენი ნიკის დანახვამ გამახარა!
ახლა წავიკითხავ და კიდევ გამოვთქვამ ჩემს აზრს.
დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი Mannoo

MyLove
შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.
ყველა ძალიან მიყვარს.
შენი ნიკის დანახვამ გამახარა!
ახლა წავიკითხავ და კიდევ გამოვთქვამ ჩემს აზრს.
დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება. love

მადლობა love

 


№5  offline მოდერი MyLove

ვაიმე, ვიცი მე ეს, ვიცი!
სადღაც წამიკითხავს. თუ სხვა სათაურით გქონდა დადებული?
მერე ვეძებდი და ვეღარ ვნახე.
ახლა ისე გამიხარდა, რომ დადეეეეეე.
დიდი სიამოვნებით წავიკითხავ თავიდან!
როგორ გამახარე!
ცრემლებამდე მივედი სიხარულისაგან!
არ შემიძლია, ემოციები დაგიმალო ახლა, ამ წამს.
შენ ისეთი არაჩვეულებრივი, ხავერდოვანი და სასიამოვნო ენით აღწერ ყოველ მოქმედებას, ყოველ გრძნობას რომ შეუძლებელია, ადამიანის გულამდე არ მივიდეს.
იაგოს მდგომარეობამ რემარკის სიტყვები გამახსენა _ “მე ზომაზე მეტად გავშალე ფრთები, ცხოვრება კი მეტად ბინძური იყო საამისოდ,რომ ადამიანს თავი ბედნიერად ეგრძნო. ბედნიერება დიდხანს ვერ გასტანდა და მისი რწმენა აღარც შეიძლებოდა… ეს მარტოოდენ სულის მოთქმა იყო და არა საიმედო ნავსადგურში ღუზის ჩაშვება”.
შენ მართლა არაჩვეულებრივი ხარ!
კიდევ ერთხელ გეტყვი, თუ რამდენად გამახარა შენმა გამოჩენამ. ყოველთვის გელოდი.
არ დააგვიანო რა. ჩემი სახით ერთგული მკითხველი შეიძინე!!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№6  offline წევრი Shore

ეს ისტორია მეც ვიციიი შენ ხო წერდიი ??? მე ბოლომდე მააქვს წაკითხულიი და იმდენაად ემოციეებს იწვეევს ჩემში რო აი არ ვიციიი სიტყვებიით როგოორ გადმოგცე :)

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ძალიან კარგ დასაწყისი აქვს

 


№8  offline წევრი tatiko.1995

Daviwye dzalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent