ჩემი გულის და ობიექტივის მთავარი სამიზნე ხარ (2)
იმ დღეს 12 საათზე უკვე თავისუფლები ვიყავით. ხვალიდან კი ჩვეულ რეჟიმში ჩავდგებოდით. როცა უკვე დაშლას ვაპირებდით, ერთ-ერთმა გოგომ თქვა, რომ მოგვეცადა. - ბავშვებო, დღეს სკოლის პირველი დღეა. სადმე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ეს კაფეები და რესტორნები არ გვინდა. კლუბში წავიდეთ საღამოს.-იდეა ყველამ მოუწონა. ანისთან მივედი. - ანი, მე წავედი. მეჩქარება. - მოიცა სად მიდიხარ, დავილაპარაკოთ ამ კლუბის თემაზე და წავიდეთ. - არა რა მინდა კლუბში, დროებით - ლოყაზე ვაკოცე და გამოსვლას ვაპირებდი როცა მომატრიალა და მითხრა. - დამელოდე მეც მოვდივარ. - ჩანთა აიღო და იმ გოგოს მიაძახა - თათია საღამოს მომწერე რას და როგორ გადაწყვიტავთ. - კარგი ანიი. - შენობიდან გავედით და მთავარი გასასვლელისკენ წავედი. - ნინი, სად მიდიხარ ? - სახლში. შენ არა? - მოიცა რას შვები, ავტოსადგომზე გამომყევი და მე წაგიყვან სალში. - არა, მადლობა. ნუ შეწუხდები. - რა სისულელეა. რა შეწუხებაა. მაწყენინებ იცოდე. - ჰოო კარგი - ავტოსადგომზე გავედით და ახალთახალ მერსედესს მივადექით. - კარგი მანქანაა - შევუქე. გამიღიმა და ჩავჯექით. - ჰო ეს მამამ მაჩუქა 17 წლის რომ გავხდი. თან მართვის მოწმობაც ავიღე და .. როგორც უკვე გითხარი მე და გიორგი ტყუპები ვართ. იმას ჯიპი უყიდა, მე ჩემი „თეთრი გოგო“ - საჭეს აკოცა. ანის შემხედვარე კისკისი ამიტყდა. - რა სასაცილო გოგო ხარ. - კარგი, შენი მისამართი მითხარი - პასუხი არ დავაყოვნე. მანქანა ადგილს მოწყდა. - კლუბში ხომ წამოხვალ ? - არა. ასეთ ადგილებში არასდროს დავდივარ. შესაფერისი ტანსაცმელიც არ მაქვს. ხმაურიც მღლის და ალკოჰოლის სმას არ ვარ მიჩვეული. ეს ყველაფერი რომ არ იყოს, არა მგონია მამაჩემი ღამით ჩემს კლუბში წასვლას დასთანხმდეს. - აუუ კარგი რა ნინი. არ ხარ ნამყოფი და პირველად წამოხვალ. კაბას მე გათხოვებ. ბევრი არ დალიო , ცოტა მოწრუპე და ისეთ კარგ ხასიათზე დადგები სულ დაგავიწყდება ყველაფერი. მამაშენს თხოვე და თუ არ გამოგიშვა, იცოდე მე მოვალ. წამო რა - საწყალი თვალებით შემომხედა. - არა რა ანი. თან წარმომიდგენია ესენი ისეთ კლუბს შეარჩევენ, 1 ჭიქა „ჯექ-დენიელსი“ მამაჩემი ეღირება - გამეცინა. - შენ მაგაზე არ იდარდო. - თვალი ჩამიკრა. - უბრალოდ სანამ კლუბში წავალთ ერთი საათით ადრე ჩემთან გამოიარე და ყველანაირ პრობლემას მოვხსნი. მთავარია მამაშენი დაითანხმო. - იმდენი მეჩიჩინა ბოლოს მართლა მომინდა წასვლა. - კარგი ჰოო დაველაპარაკები მამაჩემს - დავნებდი. გამარჯვებული სახით გამომხედა და გახარების ნიშნად ხელები გაშალა. - ანი საჭეეე - ბოლო ხმაზე ვიყვირე. წამში გამირბინა მთელმა ცხოვრებამ წინ. ჩემს კივილზე იმასაც შეეშინდა და უცებ ჩააფრინდა საჭეს. 2 წამში დამშვიდდა და სიცილი ატეხა. - რა გაცინებს გოგო ? გული გამისკდა. - ნუ გეშინია ესეთი სულელიც რომ ვიყო მართვაში, მართვის მოწმობას არავინ მომცემდა. - ამასობაში ჩემს სახლსაც მივადექით. გული ჯერ კიდევ ამოვარდნაზე მქონდა. - არა ხო მომკალი ეს ახალგაზრდა ადამიანი ლამის - ვუკბინე მაინც ბოლოს . მერე სიცილი ამიტყდა. - ოო კარგი რაა. ნომრები გავცვალოთ, ხომ უნდა გავიგო მამაშენი რას იტყვის. - ჰო კარგი კარგი. - ნომრები გავცვალეთ, მადლობა გადავუხადე მოყვანისთვის და სადარბაზოში შევედი. წავიხემსე, გამოვიცვალე და ჩემს ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევედი. სადილი მოვამზადე და ტელევიზორი ჩავრთე. საინტერესო არაფერი გადიოდა. თავის გასართობად ჩემი ჯაბარხანა კომპიუტერი ჩავრთე და “Facebook”-ზე შევიჭყიტე. ძველი კლასელებისგან შეტყობინებები მომივიდა თუ როგორ მომეწონა და როგორ შევეწყვე ახალ სკოლას. ვთქვი რომ კარგად. ყველაფრის ახსნის თავი თითოეული მათგანისთვის ნამდვილად არ მქონდა. ძველ სკოლაში განსაკუთრებული მეგობარი არასდროს მყოლია. უბრალოდ, შეკრული კლასი ვიყავით და ყველას ვმეგობრობდი, მაგრამ დაქალს ვერცერთს ვერ ვუწოდებდი. ესეც მალევე მომწყინდა. სოციალური ქსელიდან გამოვედი, თან კარზე კაკუნი გავიგე. გავაღე, ქალბატონი მობრძანებულა. - სადილი გააკეთე ? - როდის არ გამიკეთებია ? - მივაძახე უხალისოდ. მისაღებში დივანზე ჩამოჯდა. - ვაიმე როგორ დავიღალე - წამოიძახა რიტორიკულად. რამ დაღალა ერთი ? დაქალებთან ჭორაობამ ? ნერვები ამეშალა ამ სულელური წამოძახილის გამო და არც მე დავაკელი. - რა ხდება ბ*ზ-ბანდაში ? მშვიდობა გაქვთ ? - ისტერიული სიცილი ამიტყდა, მაგრამ მალევე მივხვდი რა სულელური რაღაც წამოვროშე, თუმცა მიზანში მოვარტყი. - რა თქვი შე პატარა ლაწირაკო ? როგორ ბედავ ? - წამოდგა და მკვლელი თვალებით შემომხედა, თუმცა მე მაინც ვიცინოდი. სულს ვერ ვითქვამდი. ამაზე კიდევ უფრო აეშალა ნერვები - განანებ იცოდე. - აბა შენ იცი - ნაგლად გავუღიმე და ჩემს ოთახს მივაშურე. საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და დავიძინე. 7 საათი ხდებოდა როცა გამეღვიძა. მამაც მალე მოვიდოდა და ავდექი. აბაზანაში შევედი და სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად. კარის ხმა გავიგე, უთუოდ მამა მოვიდა. სამზარეულოში შევედი და სუფრა გავაწყვე. აბა კრუელა ხო არ იკადრებდა ახლა ამას. სავახშმოდ დავსხედით. - როგორ ჩაიარა ნინი, პირველმა დღემ ? - მკითხა მამამ. - ნორმალურად. მამა რაღაც მინდა რომ გთხოვო. ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ კლუბში წავიდნენ. საღამოს. ერთი ჩემი კლასელი, ანი ჰქვია, ძალიან კარგი გოგოა. მითხრა რომ ის იზრუნებდა ჩემზე. კაბასაც მათხოვებს. მანქანით მიმიყვანს და მომიყვანს. შეიძლება წავიდე ?-2წუთით გაჩუმდა და ბოლოს თქვა. - კარგი წადი. - მადლობა მაა - გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. ამ დროს თავი კრუელამ წამოყო. ვინ ეკითხება ამას საერთოდ რამეს ? - ლეო - ისე ამაზრზენად იძახის ამ სახელს, ლამის გული ამერიოს. მამას ლევანი ჰქვია, ამან კიდე გადაწყვიტა შეუკვეცოს და დატოვა ლეო. - მე მგონია რომ ნინის კლუბში წასვლა არაა კარგი იდეა. ახალგაზრდები არიან, რომ დალევენ ვინ იცის რას მოიმოქმედებენ. - ნინის სასმელი არ უყვარს, ბევრს არ დალევს - დამიცვა მამამ. - შენი შვილი არ სვამს, მაგრამ სხვა სვამს. იქ ვინ იცის რამდენი ახალგაზრდა მთვრალი ბიჭი იქნება, რომელთაც თვითკონტროლი დაკარგული ექნებათ. თანაც გვიან, ღამით არ არის სახარბიელო ნინისავით სიფრიფანა გოგონას გარეთ ყოფნა. - ვითომ ძალიან წუხდა ჩემზე. ალქაჯი ! უნდა რომ ჩემი რეპლიკის გამო დამსაჯოს და ვეღარ წავიდე. - მამა დაფიქრდა და ბოლოს თქვა. - არ გეწყინოს ნინი, მაგრამ ეკა მართალია. ჯობია სახლში დარჩე. - გაბრაზებული ხმაურიანად ავდექი, ჩემს ოთახში შევედი და კარი გადავკეტე. სიმწრის ცრემლები წამომივიდა. იმიტომ კი არ დამწყდა გული ასე ძალიან, რომ კლუბში ვერ წავედი. ჯანდაბასაც წაუღია კლუბი, უბრალოდ გული მწყდება მამა ასე ძალიან რომ ექცევა ეკას გავლენის ქვეშ. ტელეფონი ავიღე და ანის დავურეკე. - ანი. - რა ხმა გაქვს, ტირი ? - არა - ვიცრუე - არ მოვდივარ მე დღეს. ბოდიში რა. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ - პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავთიშე. ტელეფონი საერთოდ გამოვრთე. რამდენი ხანი ვტიროდი აღარ ვიცი. ტირილში ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე კიდევ ცრემლები მქონდა სახეზე. თავი საშინლად მტკიოდა. ავდექი, წყალი გადავივლე. ტანსაცმლის არც თუ ისე დიდი არჩევნიდან რაღაც მაინც ამოვარჩიე, უცებ ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და სამზარეულოში გავედი. უცებ ვისაუზმე და ქვემოთ ჩავედი. სადარბაზოსთან ანის მანქანა დამხვდა. ძალიან გამიკვირდა. მეც მისკენ წავედი და მანქანაში ჩავჯექი. - აქ რას აკეთებ ? - გავუღიმე. - რას ვაკეთებ კი არა, მოგკლავ ნინი. სად გაქვს ტელეფონი. გუშინ ნამტირალევი ხმით დამირეკე, არაფრის თქმა არ მაცადე გამითიშე, მერე საერთოდ ტელეფონი გამორთე. დღეს მინდოდა მე წამეყვანე სკოლაში, თან ყველაფერს ამიხსნიდი , აგიფეთქე ტელეფონი კიდევ გამორთული გაქვს. რა ჯანდაბა ხდება ? - ოჰოო ძალიან გაბრაზებულა. - არა ანი.. მოკლედ - ყველაფერი მოვუყევი ჩემს ცხოვრებაზე. დედაზე, მამაზე, ეკაზე. ჩემს ტანჯულ ბავშვობაზე რომელიც ეკამ შექმნა და უნდა თინეიჯერობაც გამიმწაროს. ისიც არ დავმალე რომ არ მაქვს უფლება პირადი ცხოვრება მქონდეს ! ემოციისგან ცრემლებიც კი წამომივიდა. ანიმ მანქანა გააჩერა ჩემსკენ გადმოიწია და ჩამეხუტა. - ეს რა გადაგიტანია ნინი.- თვითონაც მოადგა ცრემლი. - მამაშენი ამაზე არაფერს ამბობს ? ნუთუ არ გიცავს ? - განა რამეს ამჩნევს ? მარტო ჩვენ ორი რომ ვართ ვხოცავთ ლამის ერთმანეთს, არაფერს ვარჩენ. მამაჩემის თვალწინ კი ვშაქრდებით. არ მინდა მას გული ეტკინოს. ისედაც ბევრი ტანჯვა გამოიარა საამისოდ. - და შენ ნინი? შენს თავზე აღარ ფიქრობ ? - მამაზე უფრო ვფიქრობ. ვიცი ყველაფერზე რომ დაველაპარაკო გაშორდება, მაგრამ რა დარჩება მას ? სრული სიცარიელე, რომელიც დედაჩემმა დაუტოვა კიდევ უფრო გაღრმავდება. ერთი მშობელი დავკარგე, არ მინდა მეორეც დავკარგო. უკვე მივეჩვიე ისეთ ცხოვრებას, როგორიც მაქვს. იმედია ოდესმე ბედნიერი ვიქნები. წავიდეთ სკოლაში დავაგვიანებთ.- მანქანა დაძრა. - ხვალ სკოლაში არ ვიქნები, ჩემი ძმა ჩამოდის. უნდა დავხვდეთ. - კარგია. ყოველთვის მინდოდა დედმამიშვილი, მაგრამ რომ ვუფიქრდები ისიც ჩემი მოსავლელი იქნება და აღარ მინდა - სიმწრის სიცილი ამიტყდა. სულ სიცილ-ტირილით ამყვა ანიც. ამასობაში სკოლაშიც მივედით. გაკვეთილებმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, მთლიანად მასწავლებლისკენ ვიყავი გადართული. ლანჩის დროც მოვიდა, რომელიც 40 წუთიანია. - ნინ, წამო სასადილოში. - არ მშია. აქ დავრჩები. - კარგი რა, მთელი კლასი იქ მივდივართ. მარტო ხომ არ იქნები. წამო რა. - კარგი, უბრალოდ ჩამოვალ. მართლა არ მშია. ჭამის მადით დიდად არ გამოვირჩევი. -ხელკავი გამომდო. - კიდევ კარგი ვჭამ და არ ვსუქდები, თორემ 150 კილო ვიქნები ალბათ - გადაიკისკისა. - მშვენიერ ფორმაში ხარ. - ღვთის წყალობით - სიცილით ჩავუყევით კიბეებს. მენიუსკენ თვალი გავაპარე, აქ ისეთი ფასებია შიმშილით მოკვდები ადამიანი ! მაგიდას მივუსხედით. ბურგერი, ნაყინი და წვენი შეუკვეთა. - აუ ნინ შენთვისაც შევუკვეთავ რა რამეს. - მართლა არ მინდა. - უცებ გვერდით მაგიდიდან ლიკამ დაიძახა. დანარჩენი კლასელები ერთ დიდ მაგიდასთან ისხდნენ. ჩვენ გამოვედით ცალკე. - ჰეი, ანი. გადმოდი აქეთ რა გინდა მაგასთან. ალბათ ფულიც არ აქვს საჭმელი რომ იყიდოს. - სახეზე წამოვწითლდი სიბრაზისგან, პირი რომ გავაღე რაღაცის სათქმელად სასადილოში დირექტორი შემოვიდა. - ტაბატაძე, ეს რა საქციელია ? - გაუწყრა ლიკას. ისიც ფეხზე წამოდგა და დასჯილი ბავშვივით თავი ჩახარა.-ნინი, ირაკლი და გვანცა- ესენი ის ბავშვები არიან , ჩემთან ერთად რომ მოხვდნენ ამ სკოლაში, თუმცა ეს ორი პარალელ კლასში ჩარიცხეს. - ასე რომ ვთქვათ „VIP მოსწავლეები“ არიან. ისინი ბუფეტში ყველაფერს რასაც შეუკვეთავენ უფასოდ მიიღებენ. სკოლა აანაზღაურებს. გასაგებია ეს ტაბატაძე შენთვის ? მსგავსი რამ არ განმეორდეს იცოდე. ნუ გგონია თავი სხვაზე რამით მეტი. - დიახ გასაგებია, ქალბატონო ნანა. - აი თურმე ვინ აჩმორებს ამ ქალბატონს. ნანამ თვალი ჩამიკრა და გამიღიმა, თან სასადილოც დატოვა. არა რა, ვგიჟდები ამ ქალზე. თან როგორი კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. ამაში მაინც გამიმართლა. ლიკას გასამწარებლად ავდექი და რაც ყველაზე ძვირიანი იყო ისეთი რამეები ავიღე, მის წინ ნაგლი მზერით გავიარე და რაღაცეები წინ დავუდე. - აჰა ლიკა, გატყობ ვეღარ ძღები და შემოგაშველებ საჭმელს. ისე რომ იცოდე, ცხიმიანი საჭმელები ცელულიტებს აჩენს და პლიუს ერთ ადგილს გაგისიებს, რომელსაც ვატყობ ისედაც არ აკლია მოცულობა. - ყველამ სიცილი ატეხა, ვაღიარებ, მესიამოვნა. გაკაპასებული ავარდა ფეხზე და ტირილით დატოვა სასადილო. ორი მისნაირი წამოხტა და გაეკიდნენ. - ჯანდაბამდე გზა გქონიათ ! - მივაძახე. - ყოჩაღ ნინი, თავის ადგილზე მოსვი. გადმოდი ჩვენთან. ესენი ისედაც გავარდნენ. - მითხრა მარიმ. ანის ვანიშნე მოდი-თქო და ისიც გადმოვიდა ნაყინის ჭიქით ხელში. პირი გამიშრა , წვენი მოვსვი. - აბა, როგორ გაერთეთ გუშინ ? - იკითხა ანიმ. - ძალიან მაგარი იყო ანი. გული დამწყდა რომ არ წამოდი-გვიპასუხა ისევ მარიმ. ნუთუ არ წასულა ? ნეტავ ჩემ გამო თქვა უარი ? ღმერთო, ვგიჟდები ამ გოგოზე. კარგა ხანს ვილაპარაკეთ. ხანდახან მეც ვერთვებოდი. საბოლოო ჯამში გავაცნობიერე რომ ესენი მართლაც კარგები ყოფილან. ლიკა და მისი კამანდაა აუტანელი. პლიუს, ლუკა. გუშინ რომ მომაძახა „ველურო კატაო“. არ მომწონს ამ ბიჭის ქცევები. ვაღიარებ სიმპათიურია, ამას გონია ყველა გოგო ფეხქვეშ გაეგება. დებილური და ეშმაკური მზერით მიყურებდა მთელი 40 წუთი სასადილოში. ერთ დღესაც ამომასხამს. მოიცა ლუკა ! შენი ჯერიც მოვა. კლასში დავბრუნდით და საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ძალიან დაღლილი ვიყავი. ანი მიმაჩანჩალებდა ავტოსადგომისკენ. - აწი ხომ იცი ? მე გატარებ. დილითაც დაგხვდები და გაკვეთილების ბოლოსაც მე წაგიყვან. ხვალ ვერ მოვახერხებ, ხომ გითხარი უკვე რატომაც. - კარგი რა ანი, არ მინდა შენი შეწუხება. გზას იმრუდებ ჩემს გამო. - უაზრო ლაპარაკით უფრო მაწუხებ. არ გავიგო შენი ხმა. - ჰო კარგი. რა მკაცრი ხარ შენ, შეყვარებული ტერორში გყავს ? - სადაა შეყვარებული - გადაიკისკისა. - კარგი რას მეკაიფები, შენნაირ ლამაზ და მხიარულ გოგოს შეყვარებული არ გყავს ? - იგივე ეპითეტებით შემიძლია შეგამკო შენც, რატომ არ გყავს ? - არ მცალია - გულწრფელად ვუპასუხე. - მყავდა ერთი, მაგრამ დავშორდით 7 თვის წინ და აღარ მინდა სერიოზული ურთიერთობები. გული მეტკინა და მეტი არაფერი. - ჰჰ დამპალი ბიჭი. - ჩავილაპარაკე უცერემონიოდ, ისე რომ გაგებაში არ ვიყავი რა მოხდა. - ჰო, გამექცა. სხვა შეუყვარდა როგორც ვიცი. არც დავინტერესებულვარ მის მერე როგორ არიან. უბრალოდ დავიკიდე. - შენ რო კაცი გაგექცევა, იმას ტვინი აქვს თავში ? - კარგი, ეგრეც ნუ მაქებ. - ასე ამბების მოყოლაში მივადექით ჩემს სახლს. - აუ ხვალისთვის რამდენი სამეცადინო გვაქვს - ამოვიკრუსუნე. - მე არ მოვდივარ იუჰუუ - გამომხედა გამარჯვებულის სახით. ვაკოცე და მანქანიდან გადავედი. - აბა შენ იცი. ბევრი არ დალიო ხვალ. - ხვალ სად მეცლება დალევისთვის. გიორგის კოცნით ვერ გავძღები. თან მთელი თვის ამბები უნდა მოვაყოლო. ალბათ ტყუპები რომ ვართ იმის ბრალია ასე ახლოს რომ ვართ. - კარგი ანი, დროებით. - კარი მივხურე და სადარბაზოში შევედი, კიბეებს ავუყევი. სახლში შევედი. მეგონა მარტო ვიქნებოდი, მაგრამ ეკა ყოფილა. - სახლში ხარ? როგორ მოხდა ? - არ ეცალათ დღეს. - არ გიფიქრია რომ შენც დაკავდე ხანდახან რამით , ჭორაობის გარდა ? ძალიან ბევრი სამეცადინო მომცეს, არ მეცლება. თან რახან სახლში ხარ სადილიც გააკეთე. ეკუნა, ხომ იცი ხანდახან თუ არ გაიხსენე რაც იცი, დაგავიწყდება. სამზარეულო არ შეგჭამს. - ნინი, ტონი შეარჩიე რომ მელაპარაკები და პატივი მეცი. - დაიმსახურე რომ გცე? გუშინ რაც გამიკეთე არ გაპატიებ. მომექეცი ნორმალურად, მოგექცევი უკეთესად. შენ გამო სკოლაში ამრეზი მზერები უნდა ავიტანო ჩემი უბრალო ჩაცმულობის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ შენ იყიდო კვირაში 48698384-ჯერ. აზრზე მოდი სანამ დროა, თორემ მამაჩემს ყველაფერს ვეტყვი რა ჩიტიც ბრძანდები. ხომ იცი გაგაგდებს. - საჩვენებელი თითი ცხვირთან მივუტანე და დავემუქრე. აღარ მინდოდა მისი სახის ყურება. ოთახში შევედი და გამოვიცვალე. ხელები დავიბანე და სამზარეულოს მივაშურე. ფუსფუსებდა ქალბატონი. თან ყოველ წამს ფრჩხილებზე იყურებოდა ხომ არ გადამტყდაო. წესიერად მინდოდა მეჭამა მაგრამ ვინ დაგაცლის. თეფში ავიღე და მისაღებში გავედი. სპეციალურად დავანაგვიანე იქაურობა და რაღაცეები ავრიე. - ეკა, სახლი დასალაგებელია და მამას მოსვლამდე ყველაფერს მოასწრებ, ხომ იცი უწესრიგობას ვერ იტანს. რომ შეგეხედათ თვალები სად წაიღო, სიცილით გაიგუდებოდით. ჩემს ოთახში გამარჯვებულის სახით შევედი და მშვიდად ვიმეცადინე. საღამოს ცხრამდე ვერ გამოვედი იქედან. სავახშმოდაც არ გავსულვარ. როცა გავედი მამა მისაღებში დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. - მა, როგორ ხარ?-გვერდით მივუჯექი. - კარგად მა. რას შვებოდი, რომ არ გამოჩნდი ? - ვმეცადინეობდი, ძალიან დატვირთული წელი მელის. - ჩემი ყოჩაღი გოგო. ბოდიში რა, გუშინ რომ არ გაგიშვი, მაგრამ ხომ იცი შენ რომ რამე დაგემართოს თავს არ ვიცოცხლებ. - საპასუხოდ მაგრად ჩავეხუტე. აი ეკა რომ არ არის ჩვენს გვერდით, სრული იდილია გვაქვს. - ეკა სადაა ? - ოთახშია ისვენებს. ძალიან დავიღალე დღესო.-სამზარეულოში გავედი, დავხედე მის მომზადებულ კერძს, ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურებოდა. თუმცა მაინც არ ვჭამე და ბუტერბროდი გავიკეთე. მთელი დღით დაღლილმა მალევე დავიძინე. დილით 7-ზე ავდექი. უცებ მოვწესრიგდი, ვისაუზმე, ჩანთაში წიგნები ჩავყარე და გავიქეცი. შემეშინდა არ დამგვიანებოდა სკოლაში. ავტობუსი მალევე მოვიდა. ავედი და უკანა რიგში დავდექი. ფანჯრიდან ვიყურებოდი. უცებ რაღაც სინათლემ მომჭრა თვალი, გავიხედე და დავინახე როგორ გადამიღეს ფოტო. აპარატი ფოტოგრაფის სახეს მოშორდა და ვიღაც ბიჭმა გამიღიმა. შემდეგ ფოტოს დააჩერდა და გაოცებული უყურებდა. - რამდენს ბედავთ ? - ხმამაღლა მომივიდა, ყველამ მე შემომხედა. - მაპატიეთ - გვერდით მომიჯდა. ამაზე გავოცდი, ვინაა ეს ხეპრე. ან რა უნდა ჩემგან. - იცით მე ფოტოგრაფი ვარ. გიორგი მქვია. სულ მალე გამოფენას ვაწყობ და მინდა ისეთი ფოტოების ჩვენება მოვაწყო, რაც ჩვენს ირგვლივაა. თქვენი სიტუაციაც ასეთი იყო. დილა, გოგონა, ავტობუსი. ამაზე უკეთესი უბრალოდ რა უნდა შემერჩია. თქვენი ნებართვის გარეშე ფოტოს ვერ ვაჩვენებ საზოგადოებას, გთხოვთ დამთანხმდით რა. ევროპა მოვიარე, ასეთი მაგარი ჯერ არაფერი გადამიღია. ნახეთ - აპარატი მძიმედ აიღო, არცაა გასაკვირი. იმხელა „ცხვირი“ ჰქონდა .. საოცარი ფოტოა მართლა. თანახმა ხართ ? - მე .. არ ვიცი ... - ფოტოთი მოხიბლულმა ვერაფერი ვთქვი. - დაფიქრდით გთხოვთ. მოდი, დღეს 6 საათზე სკვერში შევხვდეთ და პასუხი მითხარით. ახლა უნდა წავიდე. იმედია არ დამაღალატებთ და აუცილებლად მოხვალთ - ღიმილით ადგა და წავიდა. მე სადაც ვიჯექი იქ გაიარა და საოცრად შემომანათა მწვანე თვალები. ამ მომენტში დავაკვირდი როგორი სიმპათიური ყოფილა. სწორი ცხვირი, სქელი ტუჩები, მწვანე თვალები. ოდნავ მოზრდილი თმა. კარგი ნინი გეყო რეებზე ფიქრობ.. თან სკოლასაც მივუახლოვდი და ავტობუსიდან ჩამოვედი. რაღა მაინცდამაინც ამ ავტობუსში ავედი ? რა ვუთხრა იმ ბიჭს ? ან საერთოდ წავიდე თუ არა იმ სკვერში ? მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი. გაუსაძლისი იყო აქ ანის გარეშე. მასწავლებლებს ვუსმენდი , დასვენებებზე იმ ფოტოგრაფზე ვფიქრობდი. ლანჩის 40 წუთი კი ისე გაიწელა ვიფიქრე აქედან გავიქცევი-თქო. თუმცა გადავწყვიტე მეჭამა და ასე მაინც გამეყვანა დროის რაღაც მონაკვეთი. ნახევარი საათი კიდევ იყო დარჩენილი, ლამის გავგიჟდი. ჩემი ტელეფონის ვიბრაციის ხმა გავიგე, ეკრანს დავხედე. ანი მირეკავდა, ძალიან გამიხარდა. აჰაა, დროც მალე გავა. - ჰო ანი. - ვიცი ახლა ლანჩის დროა და ამიტომაც გირეკავ. - ჰო, რას შვები ? - სასტიკად გაბრაზებული ვარ ჩემს ძმაზე. - რატომ რა მოხდა ? - რა მოხდა და დილის 6 საათზე ჩამოვიდა. იქ დავხვდით ყველა. სახლში წამოგვყვა, გადაივლო, ჭამა და სადღაც გავარდა ფოტოები უნდა გადავიღოო. გამაგიჟებს ეს ბიჭი. მე აქ ყველაფერი მოვაწყვე. საღამოს სტუმრებიც მყავს დაპატიჟებული, დავურეკე როდის მოხვალ-მეთქი და გამოფენის მოსაწვევებს ვბეჭდავ გვიან მოვალ არ დამელოდოთო. ვეცდები სტუმრებს თუ ვერ დავხვდები მოვუსწრო მაინცო. არა, ნინი გესმის ? მე აქ გუშინდელის მერე ვშრომობ რომ ყველაფერი იდეალური იყოს და ეს ვაჟბატონი მიცხადებს იმედია მოვალო. ამ სტუმრებს რა ვუყო ცეკვა დავუდგა და ის ვაყურებინო ? ნათესავებს ჩემი ძმის ნახვა უნდოდათ. ხვალ ვერ წავიდოდა ამ მოსაწვევებზე ? - კარგი ანი დაწყნარდი. როგორ დააგვიანდება ამდენი ? ნახავს ნათესავებსაც, ოღონდ შენ არ ინერვიულო. - აი რო არ მოვიდეს 9 საათამდე, ხმას არ გავცემ. - ისე, დიდი თავისებური ბიჭი ყოფილა. - გამეცინა. - ძალიან. გექნება მაგის გაცნობის ბედნიერებაც, ხვალ თუ ინება და წამობრძანდა სკოლაში არ ვიცი. - ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ღელავ. მოენატრა თბილისი ალბათ და არ უნდა სახლში გაჩერება, რატომ გიკვირს ? - სად გაექცევა ეს თბილისი ? იდიოტი ბიჭი. - კარგი გეყოფა ნუ ლანძღავ. ნუ ხარ ეგეთი მკაცრი - „დავტუქსე“ სიცილით. - მანდ რა ხდება ? ლიკა ხომ არ ახურებს ? - არა ვეღარ ბედავს მგონი, ზის და ნთქავს საჭმელს. - გადაიკისკისა. ძალიან კარგი, მისი გამხიარულება შევძელი. - გაკვეთილები ჩვეულებრივად, გვაძლევენ დავალებებს ბლომად. - აუ 2 დღის სამეცადინო დამიგროვდა. ჩემი სულელი ძმა სულ არ აპირებს მგონი მოსვლას და წავალ ვიმეცადინებ საღამომდე. - მიდი ან, გკოცნი - ტელეფონი გავთიშე. მადლობა ღმერთო, რომ ასეთი კარგი მეგობარი მაპოვნინე ამ სკოლაში, ასე მგონია ანის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ-თქო. ვგრძნობ, მისი ძმაც კარგი ბიჭი იქნება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.