შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამაყი ქალბატონი 2


2-09-2015, 19:48
ავტორი Mannoo
ნანახია 5 949

-მაგდა, გაიღვიძე, შენი მობილური რეკავს . -ძლივს შევაღვიძე. ადექითქო ვეძახდი ,მე კი თავის აწევაც არ შემეძლო.მხოლოდ ერთი ბოთლი გამოვცალეთ, მაგრამ, როგორც ჩანს,ესეც საკმარისი აღმოჩნდა სმაში გამოუცდელისათვის ,რომ კისერმოტეხილივით უგონოდ მძინებოდა მთელი ღამე.
-ვინაა ნეტა?- ამოიბურდღუნა და თავზე ცალხელმიბჯენილი გავიდა ოთახიდან .როგორც იქნა უპასუხა და მჭახე ტონალობაც შეწყდა . მეგონა ხუთმა ჩაქუჩმა ერთიანად შეწყვიტა ჩემს თავზე ,,მუშაობა”. ამ დილით მივხვდი ჩემი, დათრობა რომ არ შეიძლებოდა.რამდენიმე წუთში მაგდას ნაბიჯების ხმა გავარჩიე ყურებში ჩაგუბებული წუილის მიღმა, ოთახში ტელეფონით ხელში შემობრუნდა და გამომიწოდა.
-ვინაა?- ვიკითხე ინტერესით და ტელეფონს დავაკვირდი .
-დედიკოა,დამალაპარაკეო.
-დეიდა? -მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და მისი ხმის გაგონებისას მივხვდი რა უნამუსოდ მოვიქეცი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც რომ არ შევეხმიანე.როგორც ყოველთვის ,ახლაც დედობრივი მზრუნველობით სავსე ხმით მომიკითხა. საოცრად მსიამოვნებდა მისი მოსმენა. ღმერთმა იცის მასთან განშორება აზრადაც არ მომივიდოდა იმ დიალოგს რომ არ შევსწრებოდი…თუმცა ახლა რა აზრი აქვს. ჩემი უსაყვარლესი ადამიანისგან ძალიან შორს ვარ. ადამიანისგან რომელმაც დედის მაგივრობა გაიმიწია.ლაპარაკს რომ მოვრჩი და ტელეფონი საწოლზე დავდე უკვე მოფხ იზლებული ვიყავი .ბევრი არაფერი წამომიღია ამიტომაც ახალი ტანსაცმელი მესაჭიროებოდა. მაგდას ვთხოვე გაყოლა, მაგრამ არ შემიძლიაო მითხრა და სახლში დარჩენა არჩია . უცებ გადავიცვი, საღამომდე უნივერსიტეტის საქმეები უნდა მომესწრო.გასვლის წინ შუბლზე ვაკოცე ,მინერალური წყალი სასთუმალთან დავუდე და კარები გამოვიხურე . რამდენიმე ნაბიჯით წინ გოგონა მიაბიჯებდა,თავად მხოლოდ მაშინ შემნიშნა, როცა კარებში გადიოდა და შემთხვევით უკან მოიხედა.ანიტა იყო. ამ გოგოს ახლოდან არ ვიცნობდი, რამდენჯერმე დამანახა შორიდან მაგდამ, მის შესახებ კი ისევ და ისევ ჩემი დეიდაშვილის მონათხრობიდან გამეგო მხოლოდ.
-გამარჯობათ.თქვენ ალბათ ნატა.-სანდომიანად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მეც დაუფიქრებლად შევაგებე ჩემი მტევანი .
-დიახ.
-ანიტა , დედამ მიამბო თქვენზე. მაგდას მაგივრად იცხოვრებთ ?
-დიახ.
-იმედია ჩვენც ისეთივე კარგი ურთიერთობა გვექნება.
-იმედია.-ანიტამ კარგად შეათვალიერა ახალი მაცხოვრებელი,ენის წვერზე ედგა და ძლივს ითმენდა. უნდოდა გაეგო გუშინ ის იყო თუ არა იაგოსთან ერთად და რა მოხდა, მაგრამ ზაზას სიტყვები გაახსენდა და გაჩუმება არჩია.
-საით მიდიხარ ?
-ახალი ტანსაცმელი მჭირდება და....
-იცი რაა? ერთად წავიდეთ ,მარტო სიარულიც არ მოგიწევს, თან უფრო კარგად გაგიცნობ. თუ, რა თქმა უნდა, ჩემი კომპანიონობა არ შეგაწუხებს .
-არა რას ამბობთ.
-ხოდა ჩაჯექი აბა . -მანქანისკენ მიმითითა. მეც მის ნებას დავყევი და უკანა სავარძელზე მოვთავსდი. რამდენიმე წამში თავადაც მომისკუპდა გვერდით და მძღოლს ჩემთვის უცნობი მისამართი უკარნახა.
-ლამაზი კაბაა.- აღვნიშნე მოიარებით.
-მადლობა. რამდენი წლის ხარ ?
-ოცდაორის გავხდები მალე.
-ჩემი ტოლი ყოფილხარ.. დაბადებისდღე როდის გაქვს ?
-დეკემბერში . შენ ?
-მე ოცდაოთხ აგვისტოს ,-გაღიმებულმა მიპასუხა .
-მართლა ? კარგია.
-აჰამ. დაპატიჟებული ხარ, წინასწარ.
-მე? მაგრამ.
-არავითარი მაგრამ, უარი არ მიიღება . სახლში ,ვიწრო წრეში მინდა აღვნიშნო, მხოლოდ ახლობლები ვიქნებით .ბოლოს და ბოლოს წლების მანძილზე მოგვიწევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება . დედას და მე უკვე გვიცნობ, არც მამაჩემია დესპოტი .-ჩემგან განსხვავებით საოცრად კომუნიკაბელური აღმოჩნდა. წუთითაც არ მიგრძვნია ,რომ ახალ გაცნობილთან ერთად ვიყავი.მანქანა მალე გაჩერდა დიდი შენობის წინ, სწრაფად გადავიდა და
კიბეებს აუყვა.მეც ახალგამოჩეკილი წიწილივით უკან ავედევნე . ეტყობოდა აქაურობის ხშირი სტუმარი იყო ისე ეგებებოდა ყველა. საათი არც იქნებოდა გასული ყველაფერი რომ ვიყიდეთ,მაგრამ სამაგიეროდ გვარიანად დაქანცული კი ვიყავი . კიბეებზე ჩამოსვლისას ლამის მუხლები მეკეცებოდა.
-დაგღალე ხომ ?-სიცილით გადმომხედა და კიბის ორი საფეხური კუნტრუშით ჩაიარა.
-ცოტა არ იყოს კი.
-არაუშავს მალე მიეჩვევი, ხშირად მიწევს აქ სტუმრობა და იმედია კომპანიონობაზე უარს არ მეტყვი.
-არა რას ამბობთ.
-რაო,ამბობთო ? კარგი რა ნატო. ეს თქვენობითი ფორმები სხვისთვის შეინახე,ჩემთან არ დაგჭირდება-ხელი აიქნია და კისკისი გააგრძელა.-მოდი იცი რა ვქნათ ? ამოდით დღეს შენ და მაგდა ჩემთან. ყავაზე დაგპატიჟებთ, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი.გოგონებს დავურეკავ კიდევ და ასე.
-რავიცი, ვნახოთ.
-რავიცი ვნახოთ არ გამაგონო. მოკიდებ იმ შენ გადარეულ დეიდაშვილს ხელს და ამოხვალთ,ხომ ?-ქვემოდან ამოხედა გაფართოებული თვალებით პასუხის მოლოდინში.
-კარგი ,ამოვალთ,-სიცილით დაეთანხმა და დანარჩენი კიბეები სწრაფად ჩაიარეს.
-დღესაც ამოდით ჩემ გოგონებს გაგაცნობთ..
***
შხაპის ქვეშ იდგა, ცდილობდა ქალაქის ჭუჭყი ჩამოერეცხა და ჯერ კიდევ ყოყმანობდა წასულიყო თუ არა. ანიტას დაპირდა ამოვალთო,მაგრამ იაგოს ნახვის პერსპექტივა ნამდვილად არ მოსწონდა. ვერაფრით აეხსნა ამხელა აგრესია, თან ადამიანისგან ,რომელსაც არც კი იცნობს ნორმალურად.თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს ,შედეგი ერთია.ბოლოჯერ ჩამოისვა ჟღალ თმაზე ხელი და დარჩენილი წვეთები საგულდაგულოდ ჩამოწურა. შინდისფერი სქელი პირსახოცი მჭიდროდ შემოიჭირა და ფრთხილად გაიარა წყლიან იატაკზე.
-კიდევ კარგი, ცოტა ხანიც და შემოგივარდებოდი,-კარებთან დახვდა მაგდა და ერთიანად მიაყარა.
-მაგდა მე აუცილებლად უნდა წამოვიდე? -გულუბრყვილო თვალებით იკითხა და კედელს ერთი გვერდით მიეყრდნო.
-შენ დაგპატიჟა და აბა მე ხომ არ ავალ.
-მარტო მე კი არა მაგდაცო.-იმდენად მოქაჩა ცალ გვერდზე თავზე გორასავით მოხვეულმა პირსახოცმა ოდნავ შეირხა და წელში გასწორდა .
-მით უმეტეს , ორივე დაგვპატიჟა. რატომ არ გინდა წამოსვლა?-მოუბრუნდა უკვე თითქმის ზღურბლს გადაბიჯებული და ნახევრად მიხურული კარიდან გამოხედა.
-დაღლილი ვარ , დღეს მთელი დღეა ფეხზე ვდგავარ.-წუწუნით ჩაიბურტყუნა და ცხვირი ჩამოუშვა.
-აუ ნატო, არ დამაწყებინო წუწუნი წამოდი რა, გთხოვ -ორი თითით კისერი გამოიწია და იატაკზე ფეხების ბაკუნს მოჰყვა.
-მართლა არ მინდა რა ..
-აუ, აუ ,აუ მართლა გთხოვ რა,-თავისას აგრძელებდა და თან უფრო უახლოვდებოდა,-რა გთხოვე ბოლოს თუ გახსოვს.
-ოხ, რა . კარგი, მიდი შენ შედი და მოვწესრიგდები მანამდე, ასე წიწილივით გაწუწული ხომ არ წამოვალ.
-საუკეთესო დეიდაშვილი ხარ დეიდაშვილებს შორის რა .
-აფერისტო მარტო მე გყავარ დეიდაშვილი,-სიცილით მიაძახა დაკეტილ კარს მიღმა მყოფს.
-მსოფლიოს ნატო, მსოფლიოს დეიდაშვილებს შორის.-წყლის შიშინში უკვე ყრუდ ისმოდა მაგდას ხალისიანი ხმა .ნახევარი საათი არ იყო გასული აბაზანიდან რომ გამოვიდა და საძინებელში შეუვარდა. თმის საშრობის გამაყრუებელ ხმაში მაინც ისმოდა მაგდას „მალე ჩაიცვი“, „ამდენ ხანს რას აკეთებ“. სანამ ნატო თმას იშრობდა თავიც მოიწესრიგა და მასაც გადმოუწყო ტანსაცმელი .
-აგერ არის ქალბატონო ყველაფერი, აჰა მიდი დროზე ჩაიცვი.
-მაგდა ყავა უნდა დავლიოთ გოგონებმა წვეულებაზე კი არ მივდივარ.. რად მინდა ეს გამოსასვლელი კაბა ?-გაკვირვებულმა ახედა დეიდაშვილს და ინტერესით დააკვირდა.
-გოგო, მანდ ყავის დასალევად კი არა ერთ, კოვზ შაქარზეც რომ შეხვიდე სულ ფორმაში უნდა იყო.-ჩვეული ტონით უპასუხა მაგდამ და კაბიანი საკიდი ხელში მიაჩეჩა.
-კარგი რა, ეს მართლა რად მინდა. ჯინსებით რომ წამოვიდე და ჩუსტებით არ მიმიღებენ?
-ბიჭო,-შუბლზე ხელი მიიდო მაგდამ, ჯერ იატაკს დახედა, თავი გააქან-გამოაქანა და ისევ ნატოს გაუსწორა მზერა,-ჯერ ეს ერთი არც ისე გამოსასვლელი და წვეულებაზე ჩასაცმელი კაბაა. მერე მეორე, რომ გეუბნები ესე იგი ასე უნდა. რამეს ახლა შენი ჭკუით ცუდს გირჩევ ? დაფიქრდი.
-არა , ცუდი რატომ უნდა მირჩიო მაგრამ...,-სიტყვა შუა გზაზე გააწყვეტინა და თვალები მკლავზე გადაფენილ კაბაზე მიანიშნა,-აგერ ფეხსაცმელიც.
-კი მაგრამ ესენი..
-გელოდები, მალე გამოდი,-მიაძახა უკვე მიბრუნებულმა და საძინებლის კარები გაიხურა.ვაი ვაგლახით შეიკრა ზურგის მხარეზე კაბაში მთელ სიგრძეზე ჩატანებული ელვა, ბუზღუნით ამოიცვა დატოვებული ფეხსაცმელები და მთელი ძალით დაქაჩა კარის სახელური. მაგდა კარებთან იდგა და იცდიდა, თავად ესიკვდილებოდა იმ სახლისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ,მაგრამ რა უნდა ექნა. ბოლო იმედი ისღა იყო დარჩენილი, რომ იაგო რამე საქმეზე იქნებოდა გასული. პატარა ნაბიჯებს ადგამდა გზის დასაგრძელებლად და დროის გასაყვანად,მაგრამ ორ წუთში უკვე მაინც იდგნენ ცენტრალურ შესასვლელთან. დაკაკუნება არ დასჭირვებიათ კარი ღია იყო, ეზოში შავი და წითელი მანქანები ერთმანეთის გვერდით ეყენა, როგორც ჩანს სტუმრები უკვე მოვიდნენ.
-თამუნა და ნინი მოსულან,-მხიარულად წამოიძახა მაგდამ და მძიმე კარები ძლივს შეაღო.
-შენ რა, იცნობ ?- გაკვირვებულმა იკითხა ნატომ ,ძლივს რომ მოსწყვიტა თვალი მანქანებს და მაგდას შეჰყვა.
-კი, როგორ არა . ხშირად მოდიან აქ,ხან ანიტა მიდის იმათკენ .კვირაში სამ დღეს მაინც ატარებენ ერთად, მოკლედ გაიცნობ და ნახავ შენ თვითონ რა,-ენერგიულად აგრძელებდა სიარულს და თან მოკლე ინფორმაცას აწვდიდა დეიდაშვილს სტუმრების შესახებ.ნატო დამფრთხალი მიყვებოდა უკან თან ცდილობდა მოესმინა რასაც ეუბნებოდნენ ,მაგრამ ყურადღება იმდენად ჰქონდა გაფანტული, ნახევარს ვერ აღიქვამდა.თავდახრილი დადიოდა, ეშინოდა სადმე გვერდზე თუ გაიხედავდა შემთხვევით იმ მზერას გადააწყდებოდა ძვალსა რბილში რომ ატანს და შუა ზაფხულშიც ამცივნებს.მისაღებში რომ შევიდნენ და ანიტა მიეგებათ მაშინაც, სტუმრების გაცნობის დროსაც, მხოლოდ ზრდილობის გულისთვის გაიღიმა და მთელი ტანით დაძაბული ჩაჯდა რბილ სავარძელში.
-აი გოგონებო, ჩვენი დაგვიანებული სტუმრებიც მოვიდნენ,-სიცილით თქვა ანიტამ და გადადგმულ ყავის ჭიქას მიუბრუნდა.
-მაგდას უკვე ვიცნობთ ,მაგრამ ამ ლამაზ გოგონას არა ,-სიცილითვე გააგრძელა ნინიმ ,მაგდას რომ მიესალმა,ნატოს კი შექებაზე უკვე სიწითლე ეპარებოდა.
-ოო, ეს ლამაზი გოგონა არის ჩვენი ახალი მოსახლე... მაგდას დეიდაშვილია.ეს ქალბატონი გვტოვებს ,საზღვარგარეთ მიფრინავს და ნატო მის მაგივრად იცხოვრებს.ასე რომ , ამის შემდეგ ხშირად მოგიწევთ შეხვედრა,-სწრაფად და მოკლედ გააცნო ანიტამ მეგობრებს ნატო და საზურგეს მიაწვა.
-ოჰ, მიდიხარ ქალბატონო ესე იგი, გადაწყვეტილია ყველაფერი?
-კი , მივდივარ თამუნა.
-როდისთვის ?
-აგვისტოს ბოლოს , ახლა საბუთებს ვაწესრიგებ და ასე.
-ცუდია ,რომ ვეღარ გნახავთ,მაგრამ ,სამაგიეროდ ამ გოგონას გაცნობაა სასიამოვნო,-ჩვეული ლამაზი ღიმილით გაიღიმა თამუნამ და ნატოს გახედა.
-ეს სულ ასე ჩუმადაა და არ ლაპარაკობს?-მოულოდნელად იკითხა ნინიმ და გადაიკისკისა.
-სულ არა,მაგრამ ხშირად,-სიცილში აყვა მაგდაც და ანიტას გამოწოდებული ყავის ჭიქა ფრთხილად გამოართვა.
-გოგონებო ნატო არის მომავალი იურისტი, თანაც ძალიან მონდომებული.
-მართლა? საინტერესოა, მაგიტომაც ზის ალბათ ჩუმად .რომელ ჩვენგანში ამოიცანი კრიმინალი ამდენხნიანი დაკვირვების შემდეგ?-თვალებმოჭუტულმა იკითხა ნინიმ და სიცილი აუტყდა.
-არა რას ამბობთ,-მორიდებით ჩაილაპარაკა ნატომ და პატარა კოვზით მოურია ფინჯან ყავას შაქრის გასახსნელად.
-რომელ კურსზე ხარ ?
-დავამთავრე უკვე , ახლა მაგისტრატურის გამოცდები ჩავაბარე და პასუხებს ველოდები, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაახლოებით.
-კარგია,წარმატებები, მაგ ლოდინი ნაცნობია ჩვენთვისაც, დამაწყდა ნერვები,- თვალები აატრიალა თამუნამ და სავარძლის ზურგს მიაწვა.
-ნატო,იცი მამაჩემია იურისტი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დანიშნეს ცოტა ხნის წინ რომელიღაცა დეპარტამენტის უფროსად, არ ვიცი ზუსტად,მაგრამ თუ რამე დახმარება დაგჭირდეს არ მოგერიდოს არაფერზე. მეც ვეტყვი სახლში რომ მივალ.
-უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინი, მაგრამ ასე შეწუხება არ არის საჭირო.
-რაო , ქალბატონო ნინიო? -ცოტა წამოიწია საზურგეს მიწოლილი თამუნა და ხმამაღლა გადაიკისკისა,-ვაიმე მითხარით ,რომ მომესმა,-ლაპარაკობდა , თან სიცილს არ წყვეტდა,-რა ქალბატონო ნინი, ნინი და თამუნა.შემოგვხედე ახლა გვიხდება ჩვენ ქალბატონო ?- ნინისკენ გადაიხარა ,ხელკავი გამოდო და თავი თავზე მიადო,-ნახე რა ახალგაზრდები ვართ.-ისე გულიანად კისკისებდა გოგონებიც აიყოლია.ბოლოს ,უკვე რომ აღარ შეეძლო, ცრემლებს მარჯვენა ხელით იწმენდდა და დაბინდული მზერის დაწმენდას სახის დაჭიმვით ცდილობდა,-ჰუჰ რა კარგად გამაცინე ნატო... ეს კარგი იყო,-ცოტა ხნით შეისვენა და სული მოითქვა , მერე როგორც ჩანს ისევ გაახსენდა, ყავის ფინჯნისკენ გაწეული ხელი მუხლებზე დაიწყო და ჩაბჟირდა,-ქალბატონო ნინიო, ვაიმე დედიკო ცუდად ვარ, მიშველეთ.-ამოუსუნთქავად კისკისებდა და თვალები ნელ-ნელა ევსებოდა ცრემლებით.
-კარგი თამუნა, გეწყინება რამე დღეს იმდენს იცინი.
-ვაიმე მეწყინოს... ახლა ვერ გავჩერდები,-უკვე ჰაერი აღარ ყოფნიდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა სიცილს და სავარძელში ირხეოდა.ბოლოს სუნთქვა ძალიან რომ გაუჭირდა, თითები გათეთრებამდე მოუჭირა ნინის მკლავზე და ხველა მოაყოლა..
-აჰა წყალი დალიე ეგებ ამან მაინც გაგაჩეროს,- წყლით სავსე მაღალი ჭიქა ხელში მიაჩეჩა და ზურგში რამდენჯერმე მოარტყა.
-გაგახარა ღმერთმა ნატო, რაც მე გამახალისე.. კარგა ხანია ასე გულიანად არ მიცინია.-ბოლო ცრემლიც მოიწმინდა, ჭიქა მაგიდაზე დადგა, ჩახველებით ყელი ჩაიწმინდა და ისევ მოუბრუნდა,-მოდი ახლა ჩვენ აქედანვე შევთანხმდეთ , ჩვენი ასაკის ხარ , რა ქალბატონო და თქვენობითი ფორმები.შევთანხმდით ?- გვერდულად გადმოხედა და დასტურს დაელოდა,-აჰა,თქვი ახლა , „კარგი, შევთანხმდით“, დავიტანჯე.
-კარგი,-მორიდებულად თქვა ნატომ და გოგონებს გაუღიმა.
-ალბათ ახლა გინდოდა მოგეყოლებინა ქალბატონო თამუნაო ხომ?-ისევ სულელივით დაიწყო სიცილი,-აუ ის რა კარგი იყო.ქალბატონო ნინიო.კარგა ხანს გამეცინება ამაზე.აქ რა უჭირს და შენ ის თქვი სადმე სერიოზულ შეხვედრაზე თუ გამახსენდა წასულია ჩემი საქმე, კინწისკვრით გამომაგდებენ.
-ხო და უხსენი მერე რაზეც გეცინება. თეთრ ბილეთს დაუმადლებლად მოგცემენ.
-კი, მაგაში დარწმუნებული ვარ . მომაწოდე ერთი წყალი სანამ დამახრჩო.-ნელა დალია ჭიქაში დარჩნილი წყალი და მზერა კარისკენ გაეყინა-ოჰ, მოსულა ქვეყნის აღმშენებელი და მშვიდობის მაძიებელი,ჯარისკაცს გაუ-მარ-ჯოს -მხიარულად წამოიძახა და სამხედრო სალმის ჟესტით დამშვენებულმა ფართედ გაიღიმა.ნატოს უნდოდა გაეხედა და გაეგო ვის ეძღვნებოდა ეს ხალისიანი მისალმება,მაგრამ სკამზე მიიყინა დამჯდარი ბარიტონის გაგონებისას.
-გოგონებს გაუმარჯოს.-მძიმე ნაბიჯით გადმოჭრა ოთახის ნახევარი და სტუმრებს მიესალმა.ნატო მისკენ ზურგით იჯდა და მის სახეს ვერ უყურებდა,იცოდა დღესაც ვერ აცდებოდა ნახვას, მაგრამ უნდოდა რაც შეიძლება დიდი ხნით გადაედო ეს წუთი. თვალები მაგრად დახუჭა და თავში წამში ერთდროულად ალბათ ასობით ფიქრმა გაუელვა გონებაში: „ჯარისკაცს გაუმარჯოსო,ესე იგი სამხედროა. კარგი, ეს გასაგებია, მაგრამ მე რას მერჩის. მისი არ მეშინია, მაგრამ ნახვაც არ მსიამოვნებს. არა , შიშით ნამდვილად არ მეშინია, მაშინ ახლა თვალებდახუჭული რატომ ვზივარ, რატომ არ მინდა რომ შემომხედოს?“ სამყაროსგან ნახევრად გამოთიშულს ყრუდ ესმოდა გარე ხმები. ახლა იაგო მაგდას ესალმებოდა და სულ ცოტა დრო რჩებოდა, სანამ მისკენ შემობრუნდებოდა. თავს დამშვიდება აიძულა და აჩქარებული გულისცემის თავის რიტმში დაბრუნებას ღრმა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვით ეცადა. თვალები სწრაფად გაახილა და პირდაპირ მის მზერას გადააწყდა.შეამჩნია უცებ როგორ გაუცივდა სხივი. ეგონა ათასი ლურსმანი ესროლა და სავარძელზე საგულდაგულოდ მიაჭედა. იგრძნო როგორ დაუბუჟდა წვივები და შემდეგ მთელ სიგრძეზე მოედო ფეხს მჩვლეტავი შეგრძნება.
-ოჰ, ქალბატონი ნატალიაც აქ ყოფილა, როგორ ბრძანდებით ?- ჩვეული , ირონიანარევი ღიმილით მიესალმა ნატოს და მის წინ მოხერხებულად დადგა.
-მადლობთ კარგად,-ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალი აარიდა.
-არ შემიძლია არ აღვნიშნო, შესანიშნავად გამოიყურებით.
-მადლობთ.
-დღეს როგორი სიტყვაძუნწი და წყნარი ხართ, ვინმემ ენა წაგართვა ?
-მეც მაგას არ ვამბობ? ხმას არ იღებს საერთოდ, არ შეიძლება ასეთი მორიდება,-დაძაბული სიტუაცია სწრაფად განმუხტა თამუნას წკრიალა ხმამ.-ყავა არ გინდა ?
-არა თამრიკო,- სიცილით მიუბრუნდა იაგო და თმები აუჩეჩა.
-არ ვარ ეს თამრიკო, და შეეშვი ჩემს თმებს,ისედაც ძლივს ვივარცხნი- ხელზე დაარტყა მსუბუქად და ბუზღუნით გაისწორა ზამბარასავით დახვეული თმები.
-ჩემთვის სულ თამრიკო იქნები, პატარა ჩიჩილაკი.
-შემეშვი, მორჩა აღარ გელაპარაკები,-გაიბუსა და ხელები გადააჯვარედინა.
-რა იყო შენც კიდე,დაანებე თავი. არ შეგიძლია?-ფრთხილად უბიძგა მკლავზე ანიტამ.
-შენ გგონია მართლა გაიბუსა და გამებუტა ახლა მე ეს? აფერისტი ჩიჩილაკი,-სიცილით მუახლოვდა და ლოყები დაუწელა.
-აუ, წურბელა ხარ იაგო.. ნამდვილი წურბელა და ჩემი სისხლის გამშრობი,-ხელები ძლივს გააშვებინა და აწითლებულ ლოყებზე ხელისგულები მიიფარა.
-სასიამოვნოა,-სიცილით რევერანსი შეასრულა და ნატოს გვერდით თავისუფალ სავარძელში ჩაჯდა,-აბა რაზე ჭორაობთ გოგონებო ? ვინმეს ეხმარებით გაჭირვებულს და საქველმოქმედო შეკრებაა? რომელიმე კონკიას ბედმა გაუღიმა?-მართალია ნატოსკენ იშვიათად იხედებოდა, მაგრამ გრძნობდა.
-არა ისე შევიკრიბეთ, ყავაზე,თან მშვენიერი გოგონა გავიცანით,-ბოლოჯერ მოსვა უკვე შეგრილებული ყავა თამუნამ და ფართედ გაუღიმა ნატოს.
-ნამდვილად,-ღიმილითვე დაეთანხმა ნინი,-ეტყობა,რომ ძალიან კარგი ადამიანია და იმედია ჩვენც ისევე ვიმეგობრებთ როგორც მაგდასთნ ვიყავით.
-ხოო ? ძალიან კარგი ადამიანია? საინტერესოა,-როგორც ყოველთვის ,ტონს არ ღალატობდა იაგო.მარცხენა ხელის იდაყვი სავარძლის სახელურზე ჩამოადო და მტევანს თავით დაეყრდნო. მთელი კორპუსით იყო შეტრიალებული ნატოსკენ და დაჟინებულ მზერას არ აცილებდა.
-კი, ასეთი მორცხვი და მორიდებული რომ არ იყოს მთლად უკეთესი გოგო იქნებოდა,მაგრამ ეგ გამოსწორებადია. აგენ მე და ნინი აქ არ ვართ ? ერთი ორი შეხვედრა და ამოვადგმევინებთ ენას,- გადაიკისკისა თამუნამ და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა.
- მორცხვი და მორიდებული ?
-ხო , რა იყო შენ ჩვენზე ადრე არ გაიცანი ?
-კი როგორ არა .. ვიცნობ ზედმიწევნით,ნატოსა და მის მსგავს გოგონებს მოხარშულსაც და შემწვარსაც,-გახევებული იჯდა და ცრემლები გორგლებად აწვებოდა ყელში, მაგრამ რაც შეეძლო იკავებდა თავს. სხვები იმდენად შეიძლება ვერა, მაგრამ თავად კარგად შიფრავდა და ხვდებოდა იაგოს ყველა მინიშნებას.თავიდან ეგონა ისევ მჩხვლეტავი შეგრძნების ბრალი იყო, მაგრამ ბზუილი რომ არ შეწყდა , მიხვდა ტელეფონზე ურეკავდნენ, დაბარებული მაშველივით .ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გამოვიდა. კარი მიიხურა თუ არა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უპასუხა შემომავალ ზარს. თითქოს ნაპირზე ამოვარდნილი თევზი ჩააბრუნეს წყალში ისე ესიამოვნა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ჰაერის რომელშიც არ იგრძნობოდა მისთვის ასე მხუთავი მამაკაცის სუნამოს სუნი.
-გისმენთ,-ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა ბგერები და პასუხს დაელოდა.
-გამარჯობათ,ქალბატონი ნატო ამაღლობელი ბრძანდებით?
-დიახ.
-თქვენს შესახებ მასალები აღირიცხა ბაზაში მაგისტრატურის გამოცდებზე გასვლის მსურველთა შორის.წინამდებარე მონაცემების გადახედვის საფუძველზე ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის უფროსი ძალიან დაინტერესდა თქვენი პიროვნებით. საქმიანი სერიოზული შემოთავაზება აქვს და პირადად სურს თქვენთან გასაუბრება.
-კი მაგრამ რატომ ? ან რომელი უნივერსტეტია, ან თქვენ ვინ ბრძანდებით ?
-მე მისი მოადგილე ვარ , ლევან ჩაკვეტაძე. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, ახლა თავად ვერ გელაპარაკებათ შეხვედრაზეა და ბოდიში გადმოგცათ ამ უხერხულობისთვის. დამავალა გამერკვია სად და როდის შეძლებთ რომ შეხვდეთ . ან თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება საღამოს გადმოგრეკავთ და თავად შეუთანხმდით .
-დიახ, მგონი აჯობებს თავად გავესაუბრო.
-რვა საათზე რომ იყოს? ხელი ხომ არ შეგეშლებათ ?
-არა რას ამბობთ. იყოს რვა საათი.
-კარგით,მიაქციეთ ტელეფონს ყურადღება და რვა საათის შემდეგ ელოდეთ ბატონი მერაბის ზარს.
-კარგით, გასაგებია.
-ნახვამდის ქალბატონო ნატო და ბოდიშით ასე მოულოდნელად რომ შეგაწუხეთ.
-ნახვამდის, დიდი მადლობა ყველაფრისთვის.-ზარი შეწყდა და ახლა მხოლოდ წყვეტილი წრიპინი ისმოდა მეორე მხრიდან, მაგრამ მობილურის აპარატს ყურიდან არ იცილებდა გაოგნებული.მერე ყურის ნიჟარაზე ნელ ნელა დაასრიალა, მარცხენა ხელი ნერვიულად მოისვა გაშლილი თმის ქვეშ მაღალი ტემპერატურისგან ოდნავ დაცვარულ კეფაზე. ტვინი თავისმხრივ განიხილავდა სავარაუდო ვარიანტებს: ვინ უნდა ყოფილიყო ბატონი მერაბი,ან საერთოდაც რა უნდოდა მისგან, თუმცა ყველა კითხვა პასუხგაუცემელი იყო და პირისპირ შეხვედრამდე ასე დარჩებოდა. წითელ ღილაკს ფრთხილად დააწვა და ფრთხილად აათამაშა ტელეფონი მარჯვენა ხელი თითებში. მარცხენა ფეხი ოდნავ გადმოდგა უკან ,რომ უცებ შემობრუნებულიყო ,მაგრამ შეკრთა თვალის კუთხეში ზურგს უკან მდგომი ადამიანის გამოსახულების აღქმისას. ფრთხილად გაუსწორა მზერა თამბაქოს კვამლში გახვეულ იაგოს თვალებს და ეცადა ნერვიულობა არ დატყობოდა.რამდენიმე გაბედული ნაბიჯი გადადგა კარისაკენ სანამ შესასვლელ სვეტს აყუდებულმა სილუეტმა გზა არ გადაუღობა.
-გამატარე,-თქვა თავდახრილმა მასზე ერთი თავით მაღალი მამაკაცის გასაგონად. ვის ელაპარაკებოდიო მხოლოდ ეს იყო პასუხი თხოვნაზე , თან თავი ოდნავ დახარა და ნაცრისფერ ხელოვნურ ღრუბელში დაუკითხავად გაახვია.უხერხულობამ შებოჭა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, მაგრამ ცდილობდა თავი ეკონტროლებინა, მით უმეტეს იცოდა იმდენადაც არ გაუმართლებდა, რომ როგორმე მისი დამცირების შანსი ხელიდან გაეშვა მამაკაცს.
-კლიენტს ესაუბრებოდი ალბათ.. ბოდიშს გიხდი, ვიცი რომ სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა არაეთიკურია.-როგორც ყოველთვის ახლაც თან ახლდა მუდმივი მეგზური, ცინიკური ღიმილი. ცრემლი თვალში გაეჩხირა, ნელა გაუსწორა მზერა და ყველანაირად ეცადა ისედაც აკანკალებული ნიკაპი მეტად არ გაქცეოდა.უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც , რაც სრულიად თუ არა მცირედით მაინც მიახვედრებდა რომ არასწორად იქცევა. ამდენი არავისთვის მოუთმენია, თავმოყვარეობა თვალწინ ეთელებოდა ფეხქვეშ და ნერვები ეშლებოდა ,მის ოდნავ მაინც დასაცავადაც რომ არ შესწევდა ძალა,ან რა უნდა ეთქვა.
-შენ მე ოდნავადაც არ მიცნობ,-ამოთქვა ბოლოსდაბოლოს ჩახეხილი ხმით და წყლიანი თვალები მიანათა.
-როგორ არა,-ისევ ისეთი ცინიკური და შეუვალი ჩანდა კაცის ტონი.
-ვერაფერს ვერ აგიხსნი, აზრიც არ აქვს. უბრალოდ ინანებ... ადრე თუ გვიან ინანებ, იმიტომ რომ უფალი ჩემთანაა. გესმის ? ბავშვობიდან მის იმედზე ვარ და ჩემი ცრემლები,რომელებიც ისედაც არ მაკლია ამ ცხოვრების გადამკიდე , შენს კისერზე იყოს. ყოველი უსამართლოდ ნათქვამი სიტყვის მერე უაზროდ დაღვრილი ცრემლი. არც კი დაგესიზმრება ახლა რა ფასად მიჯდება შენი ცინიკური სახის და ირონიული ღიმილის ატანა. ამ თამბაქოს კვამლზე ათასჯერ უფრო მხუთავია შენი გამოხტომები და თითოეული უტაქტო, დაუფიქრებელი საქციელი. მე არ ვიცი შენ რა გამოიარე და არც მაინტერესებს.მარათონი არაა აქ ერთმანეთს გამოვლილი ცხოვრების სიმძიმეში ვეჯიბრებოდეთ .რაც არ უნდა მომხდარიყო შენ არაფერი გაძლევს უფლებას, არაფერი ,გაიგე? არაფერი გაძლევს ჩემი ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფის უფლებას. ინანებ იცოდე, ძალიან. მჯერა ამის და ვიცი, ოღონდ გვიან არ იყოს. მე გაპატიებ, ყოველთვის, მაგრამ შენთვის არ იყოს გვიან.ახლა კი გამატარე თუ შეიძლება..-უჩვეულოდ წყნარი იყო ნატოს ხმა,წყნარი ,მაგრამ იმდენად ძლიერი მოქმედების ,შეუვალი სალი კლდესავიდ მდგომი იაგოს გაპობა რომ შეძლებოდა. გვერდი ოდნავ იცვალა მამაკაცმა, ნატომაც იხელთა და ცარიელ ნაპრალში გაძვრა. შინაგანად დამსხვრეულს უნდოდა მისი ნაბიჯები მაინც ყოფილიყო მყარი და თავდაჯერებული. მშობლების გახსენებამ ერთიანად აუშალა ფიქრის საღერღელი. თვალებში მოწოლილ ცრემლის ბურთულებს ძლივსღა იკავებდა. ყურთასმენას მისწვდა თუ არა გოგონების ლაღი კისკისი ორივე ხელი აიფარა სახეზე და თითები მაგრად მიაჭირა დაშვებულ ქუთუთოებს.იგრძნო როგორ ამჩატდა ცრემლისგან დამძიმებული თვალები რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვის შემდეგ. უნებურად წელში მოხრილი ცალი ხელით მუხლს დაეყრდნო, გაშლილი მარცხენა კედელს მიადო და თვალები დახუჭა.გოგონები ისევ იცინოდნენ,სხვა გზა არ იყო, იქ ყოველ მიზეზ გარეშე მოუწევდა შესვლა.ნელა გაიმართა,მხრებში გასწორდა და მძიმედ გადააბიჯა ზღურბლს.
-სად ხარ ნატალია ამდენ ხანს?-მაშინვე იკითხა მაგდამ და ისე მკვეთრად მოატრიალა თავი, ლამის კისერი მოწყდა.
-ვიღაცამ დამირეკა და გაგვიგრძელდა დიალოგი,-ნაძალადევი ღიმილი აიკრა სახეზე და სავარძელში მსუბუქად დაეშვა.
-წარმომიდგენია, წარმომიდგენია. ასეთ ლამაზ და მომხიბვლელ ქალიშვილს ვინ მოასვენებს,-კეკლუცად ჩაილაპარაკა თამუნამ და საწრუპავით ატმის წვენის სმით გართულმა აცეკვებული მზერით ქვემოდან ამოხედა.
-თამუნა,-როგორც ყოველთვის ახლაც დატუქსა მეგობარი ნინიმ და ხელზე მსუბუქად ჩამოარტყა.
-არა საქმიანი დიალოგი იყო.
-საქმიანია გენაცვალე სიყვარული, აბა მარტო ლაპარაკი და უაზრო სიტყვების რახარუხი ვის რად უნდა.-მაინც არ ჩერდებოდა თამუნა და უკვე ნინის აბრიალებულ თვალებსაც აღარ აქცევდა ყურადღებას.
-ხო ეგ გასაგებია, მაგრამ,-წყნარად დაიწყო ნატომ, მაგრამ თამუნამ გააწყვეტინა
-ხო კარგი, კარგი, მჯერა. ასე ვიცი მე.. ცოტას ვუფრენ,-მარჯვენა ხელი ჰაერში აიქნია და ისევ მაღალ ჭიქას ჩააჩერდა, მაგრამ ანიტას და ნინის მზერას რომ გადააწყდა ერთი ორი სიტყვის თქმა კიდევ ჩათვალა საჭიროდ,-ხო კარგი, ცოტას კი არა საკმაოდ და არ შეგეშინდეს, ბოდიში.
-რისი ბოდიში, პირიქით,-მორიდებულად ჩაილაპარაკა ნატომ და სანდომიანად გაუღიმა მის წინ მჯდომს, გოგონები კი ისევ აკისკისდნენ.
-ჩვენი ჭკუამხიარული ქუჩქუჩა,-თმა აუჩეჩა ნინიმ და თავზე აკოცა.
***
უკვე კარგად იგრძნობოდა ზაფხულის მხუთავი მარწუხები.მზე დილის საათებიდანვე დაუნდობლად მწველი იყო და გარეთ გასვლის ყველანაირ სურვილს აქრობდა. ქალაქს უცებ დაეტყო დაცარიელება.ყველა აგარაკზე გახიზნულიყო და ქუჩებში გადაუდებელი საქმე რომ არ ჰქონოდათ არც არავინ გამოვიდოდა.მთქნარებით შევიდა მაგდას საძინებელში.ზემოდან იწვა საწოლზე , ჩაცმული.თავის ქნევით მიუახლოვდა ნატო და მზრუნველად დახედა. როგორც ჩანს ისე ნერვიულობს გამგზავრებამდე ყოველ დღე ამოწმებს ყველაფერი რიგზეა თუ-არა. გაშლილ ლეპტოპში ათი საიტი მაინც იყო გახსნილი. მაგიდაზე ფრთხილად გადადო და დეიდაშვილს ტანსაცმლის გასაძრობად მიუბრუნდა.ფრთხილად შეაცურა საწოლში თუ არა წელზე თხელი ზეწარი გადააფარა. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს შეპირდა საყიდლებზე გაგყვებიო, მაგრამ გაღვიძებისთვის დაენანა. ფეხაკრეფით გამოეპარა ოთახიდან.დიდად გამოპრანჭვა არ უყვარდა. გრილი ვარდისფერი სარაფანი გადაიცვა,თეთრი თხელძირიანი ღია ფეხაცმელი სწრაფად მოირგო ტერფებზე, გაშლილ თმას ორჯერ ჩამოუსვა სავარცხელი, ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. გაჩერებაზე დიდხანს არ უცდია ,დაბარებულივით მოვიდა საჭირო ტრანსპორტი, იქვე, წინა ადგილი დაიკავა და მთელი სხეულით მოეშვა. გათიშული იცქირებოდა ტრანსპორტის ფანჯრიდან და ნახევრად არც კი აქცევდა ყურადღებას სხვა მგზავრებს.მაგდა რომ წავა რა ეშველება მარტო დარჩება, სულ მარტო. დეიდასთან ერთად ვერ იქნება, ის ოჯახს ვერ დატოვებს, ნატომ კი მკაცრად გადაწყვიტა, რომ იქ არ დაბრუნდება.თუმცა იქნებ კარგიც იყოს,სადმე წასვლა თუ მოუწევს მარტოობას უკვე შეგუებული იქნებ და ისე ძალიან აღარ გაუჭირდება.თანაც გუშინ ხომ დაურეკა ბატონმა მერაბმა. ზეგ უნდა შეხვდეს და დაილაპარაკონ. გული უგრძნობს შეიცვლება მისი ცხოვრება,მაგრამ კარგისკენ თუ ცუდისკენ ამას ვეღარ ფიქრობდა. საერთოდ უნდა დათქნხმებულიყო კი ვიღაც უცნობის წინადადებას? სანდოა? მაგრამ ვის კითხოს?სანამ არ შეხვდება საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებს. ნეტავ მართლა მისცეს ამ ცხოვრებამ შანსი.ახლა მაინც გაუმართლოს. ნაღვლიან თვალებს არ აშორებდა ცარიელ გზებს, ისევ მაგდაზე გაექცა ფიქრები. ავტომატურად გადაიხადა მგზავრობის ღირებულება და სავაჭრო ცენტრის წინ უსიცოცხლოდ ჩაფლატუნდა. ხელზე მაინც აჰყოლოდა რკინის ხელის მოსაკიდებლის უსიამოვნო სუნი. მოჭმუჭნილი ერთჯერადი ხელსახოცი იქცვე ურნაში მოისწოლა და კიბეებს აუყვა.დიდხანს არ უნდოდა გაჩერება , მაგრამ შესაფერისი სამოსის ძიებაში დრო თვალსა და ხელს შუა გაეპარა. სხვა წვრილ ნავაჭრთან ერტად დამხმარე გოგონას ფრთხილად მიაწოდა ალუბლისფერი კაბა .ამათ ავიღებო მიანიშნა და სალაროსკენ გაიწია. მალე გამოვიდოდა კიდეც ვიტრინაში სიზმართ მჭერისთვის რომ არ მოეკრა თვალი. მაშინვე გაახსენდა სახლში მძინარედ დატოვებული.თითქოს სულ არ იყო დაღლილი ექსკავატორს არც დალოდებია, სულ ფართხაფურთხით აიარა კიბეები და აქოშინებული შევარდა მაღაზიაში. იმდენად გახშირებოდა სუნთქვა საპარაკსაც ვერ ახერხებდა და ხელით მიანიშნა კონსულტანტს სასურველ ნივთზე. მისად დაიგულა თუ არა ცოტა დაწყნარდა...ფეხები თავისით მორბოდნენ. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და მაგდასთვის ენახებინა რა უყიდა.უკვე ხედავდა როგორ გაუხარდებოდა და თავად ორმაგად იყო აღფრთოვანებული რომ სწორედ ის იქნებოდა ადრესატი.
-მაგდა.... მოვედი. -დაიყვირა შესვლისთანავე , ფეხსაცმელები იქვე დატოვა და გეზი მისაღებისკენ აიღო .კარი ძლივს გააღო, როგორც ჩანს ყველაფერი ღია დატოვა და ორპირია.ბოლოს, როგორც იქნა ,ქარს სძლია და ცელოფნებით ხელში პატარა ღრიჭოში შეძვრა .სახელურისთვის ხელი არ გაუშვია, სანამ ფრთხილად არ მიკეტა კარი. ნაყიდი ტანსაცმელი შესასვლელში საკიდზე დატოვა და აბაზანაში შევიდა ხელების დასაბანად.ერთი სული ჰქონდა სამზარეულოში შესულიყო და ერთი გემრიელი ლუკმა მაინც გადაეყლაპა.ჩუსტები არ ჩაუცვამს,სიამოვნებდა პაპანაქება სიცხეში გრილ იატაკზე პეხშიშველი ტყაპუნი. ცელოფნები საკიდიდან ჩამოხსნა და მისაღებში გავიდა.უნდოდა მაგდასთვის ენახებინა რაც იყიდა,მაგრამ როგორც ჩანს ისევ ჩასძინებია. დივანზე იწვა,ჯერ კიდევ სველი თმით , ხალათის ამარა .
-მაგდა მოვედი. გაიღვიძე ახლა, ნახე რეები ვიყიდე,შემიფასე. -ტანსაცმელი კედელთან მდგომ სავარძელში ჩაააწყო და სამზარეულოში გავიდა. გაზქურაზე დადგმულ ქვაბს მოაძრო თუ არა თავი სასიამოვნო სუნი მაშინვე შეუძვრა ცხვირში. .ინსტიქტურად დაავლო თეფშს ხელი და ნახევრად გაავსო შეჭამანდით. დაღლილი მძიმედ დაეშვა სამზარულოს სკამზე,სადილი წინ დაიდგა და პურისთვის გადაიწია. გული იპოვნაო რომ იტყვიან ისე ესიამოვნა სიცხეში გრილი სალათი.იგრძნო როგორ გაახილა თან და თან თვალები ნორმალურად. მთლიანად რომ მოასუფთავა თეთრი ჭურჭელი ,ისევ სცადა მძინარე დეიდაშვილის შეღვიძება, მაგრამ დაძახების შემდეგაც რომ არ მიაქცია ყურადღება,ახლოს მივიდა და ხელები მხრებში ჩაჭიდა.საოცრად ცხელი ეჩვენა სხეული. მხოლოდ ახლა დააკვირდა, რომ მთელი სახე დაცვაროდა.გამოფხიზლების მიზნით რამდენიმეჯერ მსუბუქად მოარტყა ,მაგრამ თვალები რომ არ გაახილა სერიოზულად შეეშინდა. გარეთ გავარდა ,სახლის ცენტრალური შესასვლელი მძიმე კარი ქაღალდის ფურცელივით შეაღო, წამებში აირბინა გრძელი კიბე და ანიტას ოთახში თავქუდმოგლეჯილი შევარდა. ჩაცმაში დრო არ დაუკარგავს , როგორც ჩანს სადღაც გასვლას აპირებდა, მაგრამ ახლა ძალიან სჭირდებოდა მისი დახმარება. ტელეფონით სადღაც დარეკა, როგორც ჩანს მძღოლთან, რადგან ქვემოთ ჩასულებს უკვე ცენტრალურ შემოსასვლელთან გველოდა. შუახნის მამაკაცი მაშინვე მოვარდა,მაგდა ხელში აიყვანა და მანქანაში ფრთხილად ჩასვა.
-საით ქალბატონო ? -აფორიაქებულმა იკითხა და თან საჭესთან მოთავსდა.
- საავადმყოფოში -დაუფიქრებლად უპასუხა ანიტამ, თან ისე , რომ მაგდას სხეულისთვის მოსახერხებელი მდგომარეობის შერჩევა არ შეუწყვიტავს.კიდევ კარგი გზებზე საცობი არ შეხვდათ და საავადმყოფომდე სწრაფად მივიდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კითხვებს უსვამდა ანიტა ისედაც აფორიაქებულს და პარალელურ რეჟიმში ტელეფონით უხსნიდა ვიღაცას მდგომარეობას.მაგდას ფერდაკარგული სახის ყურებისას ნატოს ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა და ღმერთს განუწყვეტლივ ევედრებოდა არაფერი მოსვლოდა. ალბათ ნაცნობი ექიმი ჰყავდა და მას ესაუბრებოდა , რადგან მივედნენ თუ არა უკვე გარეთ უცდიდნენ ,საკაცით სადღაც შეიყვანეს , გოგონები კი დერეფანში დატოვეს. წინ და უკან შეუსვენებლად დადიოდა, ყურადღება არ მიუქცევია დამამშვიდებელი სიტყვებისთვის, ან რა დაამშვიდებდა.მთლიანად მადგას მდგომარეობაზე იყო გადართული და ისიც არ აღელვებდა ფეხშიშველი რომ წამოსულა.
-ნატო დამშვიდდი რა, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ნუღელავ. სერიოზული არამგონია რამე იყოს , თანაც საუკეთესო ექიმები დასტრიალებენ თავზე.
-რამე რომ დაემართოს... დედის სულს ვფიცავ,-სლუკუნით ძლივს მიაბა სიტყვები ერთმანეთს.
-შშშშ, -ანიტამ მკლავებში მოიქცია სუსტი სხეული და სიმაგრისთვის კედელს ზურგით აეყუდა,-მაგდას არაფერი არ მოუვა. ძლიერია, მე ამის მჯერა , შენ არა ?-იგრძნო როგორ დააქნია თავი და ღრმად ამოისუნთქა.“მაგდა კარგად იქნება, მაგდა ძლიერი გოგოა, ძალიან მიყვარს, მაგდა გაუძლებს და აუცილებლად კარგად იქნება, სერიოზული არაფერი არ სჭირს“,-ჩუმად ბუტბუტებდა და მუშტებს მაგრად კრავდა. თვალით ანიშნა ანიტამ მძღოლს ნატოსთვის რამე ფეხსაცმელი მოეტანა.საოცრად მოუნდა ვინმესთვის გული გადაეშალა, ცოტა მაინც გაეზიარებინა.მხოლოდ მაშინ დამშვიდდა ექიმი რომ გამოვიდა და უთხრა სერიოზული არაფერია,შეგიძლია ნახოო.ნახევრად შეკრული თასმით გავარდა დერეფანში. პატარაობიდან დაბალი იმუნიტეტი ჰქონდა, მილიონჯერ უთხრა შენთვის სველი თმებით ტანტალი არ შეიძლებაო ,მაგრამ ვის ესმოდა .უკვე იცოდა კარგად იყო და ბრაზი ერეოდა, ასეთ დღეში რომ ჩაიგდო თავი.შეაღო თუ არა კარი საცოდავი თვალებით შეხედა.
-ახლა უნდა მეჩხუბო ?- ისე უთხრა სულ გადაავიწყდა გაბრაზება .
-ცვლის რამეს? მაინც ჯიუტობ და....-ცრემლიანი თვალები ხელის მტევნის ზურგით მოიწმინდა და პალატაში უფრო ღრმად შევდა.
-კარგი ხო. მეტს აღარ ვიზამ.
-არ გახსოვს ზამთარში მენინგიტი რომ აიკიდე? სველი თავით იმ ორპირში რამ დაგაძინა გოგო?
-აბა არ გეჩხუბებიო ?
-ხო კარგი. ექიმმა კარგადააო, საღამოსვე წაგიყვან ალბათ. ანიტამ მოგვიყვანა აქამდე.
-ახლა აქაა?
-არა დაურეკეს და გავიდა. თავს როგორ გრძნობ?
-რავიცი უკეთ ვარ , გადასხმა გამიკეთეს და გამოვიხედე თვალებში.
-იცი როგორ შემაშინე?
-ბოდიში.
-ბოდიში არ შველის, აწი დამიჯერებ ქალბატონო.
-არის დეიდაშვილო.-დასუსტებულმა გაუცინა და ხველა მოაყოლა.ექიმმა იმ ღამით მაგდას საავადმყოფოში დატოვება ურჩიათ. ნატოს უნდოდა დარჩენა, მაგრამ გადაარწმუნეს, იმაზეც კი ვერ დაითანხმა ექიმი და ანიტა ცოტა ხნით დავრჩებიო,იქვე ბუფეტიდან ცოტა საჭმელი ამოუტანეს და წამოვიდნენ.მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,ალბათ ასჯერ მაინც გაექცა ხელი ტელეფონისკენ ,სანამ გაახსენდა მაგდას ტელეფონიც გვერდით რომ ჰქონდა.ცხვრები ორასამდე რომ დავთვალე მივხვდი აზრი არ ჰქონდა არაფერს. ფანჯრიდან უყურებდა როგორ შეეპარა ცას აისი და ჰორიზონტს სიწითლე შეეპარა.დილით სახლიდან ისე გავიდა არაფერი უჭამია.უნივერსიტეტის საბუთებზე ბოლო შტრიხებიღა იყო მოსაგვარებელი და გადადებას აზრი არ ჰქონდა,თან მაგდასთანაც არ უნდოდა დაეგვიანებინა.შუადღეზე მზემ ისე დააჭირა ეგონა ტვინი აუდუღდებოდა. ჩანთის სიმძიმე ლოდივით ჩამოაწვა მხარზე და თავბრუ დაესხა.საფეთქლებში ერთიანად მოაწვა ტკივილი.ახლა რამე რომ არ ეჭამა ,დარწმუნებული იყო შუა ქუჩაში ჩავიკეცებოდა.გზა ბანცალით გადაჭრა და მეორე მხარეს ძლიერი მიწოლით ძლივს შეაღო მინის კარი. პირველივე ცარიელ სკამზე მოწყვეტით დაეშვა,ჩანთა გვერდით სკამზე დადო, იდაყვები მაგიდაზე შემოალაგა და კალათივით გაშლილ ხელისგულებს შორის ჩარგო გახურებული შუბლი.ისე შეუკვეთა თავი არ აუწევია და არც თვალები გაუხელია.გამეტებით უჭერდა თავს ხელებს ტკივილის გასაყუჩებლად ,მაგრამ ამაოდ. კიდევ კარგი შეკვეთას დიდ ხანს არ დაუგვიანებია, სწრაფად მოათავა ,თანხა გადაიხადა და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. საწოლზე წამომჯდარს არ გამოჰპარვია კარის უმნიშვნელო ხმაური.წარბები აცქვიტა და გაღიმებული დაელოდა გაშვერილ ლოყაზე როდის აკოცებდნენ.ექიმის რჩევების დამახსოვრებას ზედმიწევნით ცდილობდა და გონებაში უკვე გეგმავდა მადგას დღის განრიგს. სამი საათი იქნებოდა სახლში რომ მივიდნენ, წამლების ცელოფანი შესასვლელშივე დადო და კარის ჩასაკეტად მიბრუნდა. დერეფანი დაღლილობით მოთენთილმა გაიარა და დეიდაშვილს გვერდით მივუჯექი.დეიდასთვის არ გაუმხელიათ, არ უნდოდათ არაფრის გამო ზედმეტად ენერვიულა . თან უკვე ყველაფერი კარგად იყო .საღამოს პატარა ბავშვივით ჩააწვინა საწოლში და ვახშამი ხელით აჭამა ..ძილის წინ წამლებიც კარგად მიიღო.რაც მთავარია ღამე მშვიდად ეძინა, ნატო სასთუმალთან უჯდა და მის ძილს დარაჯობდს . უყურებდს და ფიქრობდა:“ როდის მოვასწარით გაზრდა , არადა გუშინდელივით მახსოვს ეზოში რომ დავრბოდით და ერთმანეთის დასაცავად ბიჭებსაც არ ვინდობდით.მაგდა ერთი წლით უფროსია,მაგრამ თვლიდა ,რომ დიდი გოგო იყო და ჩემზე მზრუნველობა მოვალეობად იქცია. მათთან რომ გადავედი საცხოვრებლად ხელი ჩამკიდა და მის შემდეგ არ გაუშვია. სკოლაშიც ასე დავდიოდით .დეიდა და ბიძია ბევრს ვერ შოულობდნენ,რამდენჯერ მახსოვს მისი წილი სკოლაში გამოტნეული ულუფიდან ნახევარი ჩემთვის მოეცა.ჩემსას ხომ ვჭამდი ,მაგრამ ის ნახევარი განსაკუთრებით მეგემრიელებოდა. ნელ-ნელა გავფუნთუშდი ,მაგდა სიყვარულს არ მაკლებდა და ფუმფულა ლოყებზე ხშირად მიტოვებდა კოცნის კვალს .მერე პატარა რომ გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ორივე მასზე ზრუნვაზე გადავერთეთ. თეთრი ქუნქულა პატარა დეიდაშვილი საოცარი სიახლე იყო.. ცოტა გამამხიარულა მისმა ტიტინმა. მახსოვს დეიდა გვიშლიდა ახლოს მისვლას, ეშინოდა რამე არ დაგვეშავებინა შემთვხვევით. მე და მაგდა კი შუაღამეს ჩუმად შევიპარებოდით და ველაპარაკებოდით .მერე რა რომ ნახევარს ვერ გებულობდა,სამაგიეროდ სითბოს და სიყვარულს იგრძნობდა აუცილებლად .“ ფიქრებში დაათენდა,ცხრა საათი იქნებოდა ნელა რომ შეირხა და თვალები ააფახულა.
-დილამშვიდობისა, როგორ ხარ ?
-კარგად, შენ არ გეძინა ?-გაკვირვებულმა გადმოხედა და თვალები მოიფშვნიტა.
-არა .- უპასუხა და გავუღიმა, ისე რომ მის თმებზე თამაში არ შეუწყვიტავს.
-ნატი ასე არ შეიძლება, ხომ ხედავ კარგად ვარ უკვე ... -გაფართოებული თვალებით თავიდან ბოლომდე აათვალიერა თავისი მწოლიარე სხეული.
-საყვარელ ადამიანზე ზრუნვა ყველა ფორმით შეიძლება გასაგებია ქალბატონო ?ახლა ავდგები,დღეს ახალი წამალი უნდა დაგაწყებინო.-წელზე გადაფარებული თხელი პლედი სწრაფად მოიშორა და შიშველი ფეხის თითების ცეცებით საწოლთან დადებული ჩუსტების ძებნას მოყევა.
-დავლევ და მერე დაიძინებ კარგი ?
-გპირდები.-სამზარეულოს მაგიდაზე დადებული პოლიეთილენის პარკის კვანძი ძლივსძლივობით გახსენა და მსუბუქი თითის დაწოლით ვარდისფერი აბი დანარჩენებისგან გამოაცალკავა .მაღალ ჭიქაში ნახევრამდე ჩაასხი ოთახის ტემპერატურის წყალი და საძინებელში დაბრუნდა .
-აჰა გამომართვი...- წამალი გაუწოდა და იქვე ჩამოჯდა. აბი ენის წვერზე მოითავსა თუ არა მწარე გემოს შეგრძნება რომ ვერ მოესწრო სწრაფად გადაყლაპა. თავიდან თითქოს კარგად იყო ,მაგრამ დიდი დრო არ გასულა, პირღებინება რომ დაეწყო. ..მაშინვე გადარეკა რეცეპტზე მიწერილ ნომერზე. როგორც ჩანს "ფაქიზოს" ორგანიზმმა ვერ მიიღო წამალი და მისი შემცვლელი გამოუწერეს...არც იმ დღეს მოუხუჭავს თვალი წესიერად. არც მაგდას ჰქონდა წუწუნის თავი, სამაგიეროდ ,დილით კარგად იყო.ცოტა სუსტად,მაგრამ ქაქანიც დაიწყო და წუწუნიც მშვენივრად გამოუვიდა .სწრაფად დაიძინეო ,საწოლში ჩააწვინა ორი დღის უძილო და ლამის იავნანა უმღერა,სანამ არ დარწმუნდა, რომ ღრმა ძილით ეძინა.გონება იმდენად იყო გადაღლილი ამდენი ნერვიულობისდა მიუხედავად ცუდი სიზმარიც კი არ უნახავს. ვახშმითვის რომ არ გაეღვიძებინა მაგდას ალბათ გადააბამდა კიდევაც ძილის ღამის ცვლას. ისე ძალიან იყო მოთენთილი თვალის გახელაც ეზარებოდა და კითხევზე მხოლოდ ზმუილისმიერ პასუხებს სცემდა. ამის დამსახურებით მართალია ძლივს, მაგრამ მაინც გააგებინა ნახევრად გამოჯანმრთელებულ დეიდაშვილს მწვანე ჩაი რომ უნდოდა. ჩაიდნის წრიპინმა საბოლოოდ აიძულა თალების გახელა და დამძიმებული ტანის საწოლიდან ნებით აფხეკა. ჩლატუნით გავიდა სამზარეულოში ,კარების ჩარჩოს ცალი გვერდით აეყუდა და თვალები მოიფშვნიტა.
-ოჰ ადგა პრინცესა? მოდი ახლა არ შეიძლება კარებში დგომა, თან დიდხანს თუ გაჩერდები მაგ პოზაში შეიძლება კი მიგეძინოს ფეხზე.-სიცილით ჩაილაპარაკა და ადუღებული წყალი ფრთხილად დაასხა ფინჯანში ჩადებულ ჩაის პაკეტს.ხელის ცეცებით მოძებნა ნატომ მაგიდასთან მდგომი სკამი და ნახევარი კორპუსით ჩამოჯდა.
-უჰ, ჩაი.. ცხონებაა რა,-ჩაილაპარაკა გემრიელად და თბილ ჭიქას თითები შემოაწყო.
-არა , რა . შენ უნდა გაესინჯე იმ ექიმს. ამ სიცხეში რომ კიდევ მდუღარეს დალევ ადამიანი არახარ ნორმალური ნათელია.-ჩვრით მალევე გადაწმინდა რამდენიმე ცხელი წვეთი მაგიდიდან და ნიჟარას მიადგა ჭურჭლის ამოსარეცხად.
-კაი რა მაგდუს.. ხომ იცი ჩაი როგორ ძალიან მიყვარს.
-ჩემზე მეტად?-აბურცული ტუჩებით და საცოდავი სახით მოუბრუნდა.
-არა ჩემო ტკიპა, შენზე მეტად არა ,-არც ნატომ დაინანა ტუჩების გადმობრუნება და ჰაეროვანი კოცნა.
-უხ შე აფერისტო..-სიცილით მოაძახა უკვე შებრუნებულმა და ონკანიდან საშუალო წნევით გამოუშვა ქლორიანი სითხე. მანამდე არ მოეშვა ჩაის წრუპვას, სანამ ფსკერზე მარტო ფოთლების ნალექი არ დატოვა.ღრმად ამოისუნთქა და საზურგეს მიაწვა,უფრო კარგად რომ მოკალათებულიყო მარჯვენა ფეხის ქუსლი სკამს ჩამოადო , თითებით გადახლართული ხელები სალტესავით ჩამოაცვა მოკეცილ სახსარს და ნიკაპით დაეყრდნო მუხლს.
-ისე შენ რომ წახვალ მერე რა იქნება?-იკითხა დაბალ ხმაზე და თვალებში ცრემლი მოადგა.
-მე რომ წავალ?-ისე უპასუხა , რომ არც მობრუნებულა,-მე რომ წავალ იქნება უფრო წარმატებული კარიერა, გახალისებული ცხოვრება, ფეხზე ძლიერად დამდგარი ჩემი ოჯახი, ჩემზე კარგ პირობებში გაზრდილი ჩემი უმცროსი ძმა, უფრო პერსპექტიული ყოველდღიურობა და ღიმილი ყველას სახეზე ჩემს ირგვლივ.
-და შენ ამაში დარწმუნებული ხარ ? აქ რომ არ იქნები ვინმეს, შენ ახლობელთაგან , რომელთაც მართლა უყვარხარ დააინტერესებს ფული ? განა მწვანე დოლარი ყველანაირ მონატრებას და გრძნობას ყიდულობს?
-იცი რა ნატო?-მკვეთრად შემობრუნდა და ჩვარი უხეშად დააგდო ნიჟარის გვერდით,-მომბეზრდა.. შენ გგონია მეხალისება თქვენი მიტოვება ?იცი რა ფასად მიჯდება საზღვრის გადალახვა და იმის გაანალიზება , რომ შეიძლება წლების განმავლობაში ვერ გნახოთ?მაგრამ შემომხედე აბა , ოცდაორი წელიწადია წელებზე ფეხს ვიდგამ, მაგრამ შედეგი ? ვსწავლობდი, ვმუშაობდი,სტიპენდიაც მქონდა, მაგრამ ჩემი თავისთვისაც არ მყოფნიდა ბოლომდე თვიდან-თვემდე თავის გასატანად.აღარ მინდა ასე, რამდენი წელი ველოდე,მაგრამ ვიცი აქეთ რომ დავრჩე მერე მთელი ცხოვრება სანანებელი გამიხდება, მირჩევნია ორი წელი ვერ გნახოთ ვიდრე მთელი ცხოვრება ტვირთად აგეკიდოთ და საკუთარი თავის ათი პროცენტით რეალიზებაც კი ვერ მოვახერხო.გული გამისკდება რამეს რომ ვერ მივაღწიო გესმის ? მინდა წარმატებული ადამიანი ვიყო. თუ ვერაფერი ვერ გავაკეთე გამოდის რომ მშობლებს ტყუილად უწვალიათ კარგი სწავლა-განათლება რომ მიმაღებინეს.
-მესმის შენი,-თავი ჩაქინდრა ნატომ და მუხლს შუბლი დაადო.ნელა დაიძრა მაგდა , მის წინ ჩაიმუხლა და გრძელი თითები სახეზე შემოაფარა.
-მილიონი კილომეტრითაც რომ მოგშორდე სულ შენთან ვიქნები ჩემო გოგო...გესმის? ისევ ისე ძალიან მეყვარები..ჩემი პატარა დაიკო ხარ შენ,-შუბლი შუბლზე მიადო და თვალებში ჩახედა.გახსოვს აქ რომ წამოვედი ? მაშინაც მასე იბუსებოდი, გეგონა სამუდამოდ გართმევდნენ ჩემს თავს, მაგრამ ხომ ხედავ, დღეს ერთად ვართ და ისევ ისე ვეხუტებით ერთმანეთს , როგორ წლების წინ ღამით ჭექა-ქუხილისგან შეშინებულები.
-მომენატრები მაგდუს..
-მეც მომენატრები ჩემო კუდრაჭა გოგო,-სახეზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია, -კარგი ახლა მოიცილე ეგ ცრემლები , ნუ გამომიტირე წინასწარ.-უნებურად გაეცინა ორივეს,ნატო, როგორც ყოველთვის,ერთ ჭიქა ჩაის არ დასჯერდა და მეორედ გაავსო ფინჯანი პირამდე. მაგდა ორცხობილას ახრამუნებდა და თან ნახევრად მომზადებულ კერძს ინტენსიურად ურევდა ხის კოვზს. სულს ფრთხილად უბერავდა მდუღარე სითხეს ტელეფონმა რომ გაიზუზუნა მაგიდაზე, უცხო ნომერს შორიდან გახედა და მწვანე ღილაკს სწრაფად დააჭირა თითი.
-გისმენთ,-დამაჯერებლად ჟღერდა მისი ტონი , თან გაფაციცებით ელოდა მოპასუხეს.
-საღამომშვიდობისა, პირველ რიგში მოდიშს გიხდით რომ ასე გვიან გაწუხებთ.ალბათ უკვე გელაპარაკათ ჩემი ხელქვეითი ჩემს შესახებ.
-ბატონი მერაბი ბრძანდებით ?-ძლივს ამოიბლუკუნა დაბნეულმა და სკამზე გასწორდა.
-დიახ, თუ შეგიძლიათ დღეს შევხვდეთ, სამწუხაროდ სხვა დრო ვერ გამოვნახე, ხვალ კიდევ ქვეყნიდან გავდივარ და მინდა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველაფერი, თან არც თქვენ იქნებით გაურკვევლობაში.
-კარგით, მაგრამ ახლა..
-თქვენ არაფერზე ინერვიულოთ, მანქანას გამოვგზავნი ნახევარ საათში მზა იყავით ,შემოთავაზებული წინადადება განვიხილოთ და ჩემი მძღოლი შემდეგ ისევ სახლში დაგაბრუნებთ. შევთანხმდით ?
-კარგით, ბატონო მერაბ.ნახვამდის.
-დროებით.
-ვინ იყო ?-ამოსუნთქვა არ აცადა მაგდამ ისე მიეჭრა და თვალებში მიმაჩერდა.
-ბატონი მერაბი იყო, გახსოვს ,იმ დღეს ანიტასთან რომ ვიყავით ,დამირეკათქო გითხარი.
-რაო რა გითხრა?
-მძღოლს გამოვუშვებ განვიხილოთ შემოთავაზებული წინადადება და სახლში დაგაბრუნებს ისევო.
-რა კარგია... იმედია შენ მაინც დაგიფასდება ამდენი წვალება. მიდი ახლა ადექი მოემზადე, ხომ არ გინდა ალოდინო ?- ფართხუნით ააგდო სკამიდან და ზურგზე მიწოლით შეიყვანა საძინებელში. მანამდე არ მოისვენა, სანამ თავის ჭკუაზე არ გამოაწყო.დიდაც არც ნატო შეწინააღმდეგებია, ინერციით მისი გონება უკვე მომავალ შეხვედრაზე იყო.მძღოლი რომ მოვიდა ფეხსაცმელს იცმევდა, მაგდამ პატარა ჩანთა მიაჩეჩა ხელში, კარგი გაუღო, პირჯვარი გადასახა და თვალებით მიაცილა მანქანამდე.შავი მანქანა საოცად ირეკლავდა ახლადანთებული ლაპიონების შუქს,ხელებზე შეატყო თავს, რომ ნერვიულობდა. ფრთხილად გამოაღო უკანა კარი და ტყავის სავარძელზე გასრიალდა.არც შეხვედრის ადგილი იყო ნაკლებ შთამბეჭდავი, ანიტას სახლიც უზარმაზარი იყო და სასახლესავით გამოიყურებოდა, მაგრამ თავის დღეში ვერ იფიქრებდა, თუ მსგავსი სახლის ნახვა შეეძლო ქალაქში. ახალგაზრდა, ფორმიანმა მამაკაცმა მოხდენილად გამოაღო კარი და ხელი გაუწოდა, რომ გადმოსვლაში დახმარებოდა, ზრდილობიანად დაუკრა ნატომ თავი თავაზიანი ჟესტისთვის და კაბაზე ხელი ჩამოისვა... თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ეგონა წაიქცეოდა და ქვის ფილაქანს უმოწყალოდ დაეხატებოდა. უკვე წარმოედგინა ჩაბნელებული შავი ოთახი და სავარაუდოდ მრისხანე შესახედაობის ბატონი მერაბი, მაგრამ ყველანაირი ჩამოყალიბებული აზრი გაუქრა ბიბლიოთეკის ტიპის ოთახში რო შეიყვანეს და ჭაღარაშერეული ,ცხვირზე სათვალედაკოფსებული მამაკაცი შერჩა ხელთ. გაიღო თუ არა კარი მაშინვე მიატოვა მაგიდაზე დახვავებული საბუთები და ლინზის ზემოდან გადმოხედა მოსულს.
-კიდევ ერთხელ საღამომშვიდობისა ნატო.მობრძანდით ,-ოდნავ დახია სავარძელი კედლისკენ და ხელით ანიშნა მის წინ დამჯდარიყო.
-საღამომშვიდობისა ბატონო მერაბ. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთა სტუმრობა.-დარიგებულივით დაყენებული ტონით ჩაილაპარაკა,ფეხები კოხტად დაწყო და ორივე ხელით მაგრად ჩააფრინდა მუხლებზე დაფარებულ ჩანთას.
-მგონი ჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ თქვენც აღარ მოგაცდენთ.
-დიახ, გისმენთ.
-მაშინვე დამაინტერესენთ როგორც კი ბაზაში შემოვიდა თქვენი მონაცემები. მერე ცოტა გავიკითხ გამოვიკითხე და ზოგადად თქვენდამი დადებითი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. ალბათ უკვე ნახეთ თქვენი მაგისტრატურის გამოცდის შედეგები.
-დიახ.
-წინადადება მაქვს ჩემს უნივერსიტეტში გადმოიტანთ საბუთები, სრულიად უფასოდ ისწავლით.
-გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა მივიღო თქვენი წინადადება, როდესაც ისედაც სრული დაფინანსება მოვიპოვე?-უფრო თავისუფლად იგრძნო თავი,ერთმანეთში გადახლართული თითები მაგიდის ზედაპირზე დააწყო და დაწვრილებული თვალებით გახედა.
-ახლავე აგიხსნით.ჩემს უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზეც კი ძალიან დიდი თანხაა გადასახდელი, რომ არაფერი ვთქვათ მაგისტრატურაზე. მე არამხოლოდ მზად ვარ თქვენს სრულ დასაფინანსებლად, ასევე გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პრაქტიკულ კურსს.საზღვარგარეთ პროგრამებში მონაწილეობასა და გარანტირებულ სადაქმებას. თუ გნებავთ პირდაპირ უცხოეთში გაგზავნით , იქაც რა თქმა უნდა ყველა ხარჯს უნივერსიტეტი დაფარავს. თქვენგან მხოლოდ თანხმობაა საჭირო, დანარჩენი ჩათვალეთ ამ წუთშივე მოგვარებულია. სწავლების დაწყებისთანავე თქვენი სურვილისამებრ გადმოგეცემათ საცხოვრებელი. უზრუნველყოფილი იქნებით ყოველთვიური შემოსავლით სტიპენდიის სახით. დიპლომი ჩეულებრივ აკრედიტებულია ამ და უამრავ სხვა ქვეყანაში.
-ძალიან მაცდური შემოთავაზებაა, მაგრამ კიდევ მაქვს ერთი კითხვა რაში გჭირდებათ ყოველივე ეს? და კიდევ ერთი ,რატომ მაინცა და მაინც მე.
-სწორად დასმული კითხვაა, ახლვე გიპასუხებ ჩემო კარგო.შენ არ ხარ ერთადერთი , ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის თვალი დავადგი. აგარჩიეთ ათი საუკეთესო სხვადასხვა დარგიდან , საიდანაც ვგონებ შერჩეულთა უმცირესობა შეძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევასა და დატვირთული გრაფიკის ატანას. მაქვს რამდენიმე კერძო ბიზნესი ,როგორც საქართველოში , ისე-საზღვარგარეთ და ალბათ მოგეხსენებთ რა მნიშვნელოვანია კარგი კადრი ბიზნესის წარმატებისთვის. თანაც ჩემი უნივერსიტეტი ახალი გახსნილია შეიძლება არც კი გსმენიათ მომავლის უნივერსიტეტის შესახებ.ჩემთვის ხელსაყრელია, ერთგვარი რეკლამაა ,როცა ქვეყნის საუკეთესო მაგისტრანტები ირჩევენ მომავლის უნივერსიტეტს.
-კარგით, ყევლაფერი გასაგებია, მაგრამ მე ხომ უკვე მითითებული მაქვს სასურველი პროგრამა, როგორ შევძლო თქვენს უნივერსიტეტში საბუთების გადმოტანა სწავლის დაწყებისთანავე?
-თქვენ თანხმობა განაცხადეთ და საბუთები მოვაწესრიგოთ და მე მყავს საკმაოდ ფართე სანაცნობი წრე და თქვენი გადმოყვანა ნამდვილად არ გამიჭირდება.
-ბატონო მერაბ, კიდევ ერთი. მე რა გარანტია მაქვს , რომ თქვენი შემოთავაზება სუფთა , მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი წინადადებაა და არ აქვს ამას არანაირი კრიმინალური სარჩული, მოგეხსენებათ დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ რაც საზღვარგარეთ მოტყუებით გაყვანილი წარჩინებული სტუდენტები ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ. ვიცი ეს დიდი შეურაცხყოფაა, მაგრამ ჯობია აქვე გავერკვეთ, რადგან მე მჭირდება გარანტიები .
-რა თქმა უნდა. თქვენ სრული უფლება გაქვთ დამისვათ ყველა კითხვა რაც კი ამ საკითხთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ. როგორც უკვე მოგახსენეთ თქვენი დადებითი პასუხის შემთხვევაში გადმოგეცემათ საბუთები, რომლის გასაცნობადაც გექნებათ დრო საჭიროებისამებრ. შეგიძლიათ ჩარიოთ საკუთარი იურისტი, რათა უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის თითოეული ნაბიჯის რისკ ფაქტორები თუ მნიშვნელობა.
-ყველაფერი გასაგებია. შემიძლია ცოტა დრო ვითხოვო მოსაფიქრებლად?ალბათ გესმით რომ ასეთ საკითხს აქვე ხუთ წუთში ვერ გადავწყვეტ.
-დიახ, მესმის. ერთი კვირის თავზე ველოდები თქვენს პასუხს, გასვლისას ჩემი მძღოლი გადმოგცემთ კონტაქტებს როგორც ჩემთან დასაკავშირებლად ისე უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციების მომსაძიებლად. მგონი ყველაფერი მოგვარებულია, თუ კიდევ გავთ რაიმე შეკითხვა?
-არა,აღარანაირი შეკითხვა აღარ დამრჩა. ამომწურავი იყო ყველა პასუხი,- მორიდებით გაიღიმა ნატომ და დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა,-ძალიან დიდი მადლობა ბატონო მერაბ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.- მერაბმაც შეაგება მტევანი ქალიშვილის ხელს.
-პირიქით, სასიამოვნოა როცა ამდენ ჭკვიან და საინეტერესო ახალგაზრდასთან შეხვედრის შანსი მაქვს. იმედია დათანხმდებით ჩემს წინადადებას. ძალიან გამახარებთ თუ ასე იქნება,თქვენი ასაშენებელია ჩვენი ქვეყანა შვილებო.
-რთულია ცოტა სხვანაირად მოიქცე, ნახვამდის.-თავისი თავით კმაყოფილმა დატოვა ოთახი. რა თქმა უნდა დათანხმდება, აბა ასეთ შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებს ,მაგრამ ასე ნაჩქარევადაც არ ვარგა გადაწყვეტა. ნახავს ერთი რა საბუთებს გადასცემენ. ისევ ის შავი მანქანა ელოდა გარეთ. ჩაჯდომისთანავე გახსნა ჩანთა და ტელეფონზე საათს დახედა, თითქმის ერთი სრული ბრუნის გაკეთება მოესწრო დიდ ისარს, რაც სახლიდან წამოვიდა. იფიქრა, მაგდასთან დავრეკავო, მაგრამ არ იქნებოდა მიზანშეწონილი მისი ქვეშევრდომის თვალწინ ესაუბრა ბატონ მერაბზე და შემოთავაზებაზე, ამიტომ სურვილი მოთოკა და საზურგეს მიაწვა. დაბურული მინების მიუხედავად კარგად არჩევდა ავტომობილი მაღალი სიჩქარით რომ მიდოდა, მაგრამ სალონი იმდენად კომფორტული იყო საერთოდ არ იგრძნობოდა სავარაუდო გადაჭარბება.ტყავის შალითები, როგორც ჩანს ,ზუსტად იმეორებდა მგზავრის სილუეტს და მაქსიმალურ კომფორტს ქმნიდა. ლამის ჩაეძინა სახლში მისვლამდე, ბოლოს მძღოლმა ფრხთილად დაამუხრუჭა და ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა. თქვენი საბუთებიო შეახსენა უკვე გადასასვლელად გამზადებულს და ყვითელი საქაღალდე გადასცა. ყურებამდე გაღიმებულმა გააღო ჭიშკარი. იმდენად კარგ ხასიათზე იყო ყურადღება არ მიუქცევია ეზოში მდგომი იაგოსთვის და არც მის გამოხტომას დალოდებია. მოხდენილად გაიარა მანძილი კუთვნილ ოთახამდე და კარი შეაღო.
-მოხვედი? როგორ იქნა, რაო რა გითხრა ?-ფეხზე წამოფრინდა მაგდა და ერთიანად მიაყარა.
-შემოვიდე ჯერ,-გაეცინა კარში მდგომს,- აი ეს გამომართვი,-საქაღალდე მიაწოდა და ფეხსაცმელების გასახდელად დაიხარა.
-ეს რა არის?-იკითხა ინტერესით და მჭიდროდ გადაჭერილი რეზინის შემოცლას ეცადა.
-წამო ჩამოვსხდეთ და მოგიყვები,- ხელი მოხვია ნატომ დეიდაშვილს და მისაღებში გაიყვანა, დაწვრილებით მოუყვა შეხვედრის ამბავს. მაგდა თვალებგაფართოებული იჯდა და ყურებს არ უჯერებდა.საქაღალდის გახსნა მაინც დაასწრო. ოთახიდან მაშინვე გამოარბენინა ლეპტოპი და ყველა მითითებული საიტი აკრიბა. ყველაფრის მიუხედავად მაინც ეჭვისთვალით ათვალიერებდა ყველაფერს და ცდილობდა უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამოპარვოდა. ტელეფონის ნომრები ცაკლე ამოიწერა მაინც არ დამეკარგოსო. გული რომ იჯერა ელექტრონული ვერსიის გაცნობით ისევ ქაღალდებს მიუბრუნდა. ოთხი საათი იყო დაწყებული ნატოს დაძინებაზე რომ უარი უთხრა. ახლა რა დამაძინებს თვალს ვერ მოვხუჭავო ერთი შეუბუზღუნა და მეტი აღარც დასჭირვებია. მაგიდაზე ჯერ ერთი ცარიელი ჩაის ჭიქა გაჩნდა, მომდევნო საათების განმავლობაშ ვინ იცის რამდენჯერ გაივსო და დაიცალა აღნიშნული ფინჯანი. სქელ ფარდებშიც რომ გამოანათა მხოლოდ მაშინ იგრძნო დაღლილობა, მაგრამ მაინც არ მოეშვა, სანამ ბოლო ფურცელიც არ გადაიკითხა. შვიდი საათი იყო დაწყებული დასაძინებლად რომ წავიდნენ. იმდენად იყო ნატო დაღლილი ლამის ბალიშზე თავი დადებამდე მიეძინა.აღიდგინა თუ არა ტვინმა მთელი დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია ,თვალის გუგებს მიღმა უკუნი სიბნელე ნელ-ნელა გაიფანტა და თანდათან გაარჩია გამოსახულებები.ბუნდოვანი სახე დაიწმინდა.თავიდან დაჯერება არ უნდოდა,მაგრამ იაგოს ხედავდა .მერე სურათი შეიცვალა და სასაფლაოსთან მდგარი საკუთარი თავი აღიქვა. მუხლებზე დამდგარი მიწას კაწრავდა და ტიროდა,ქვას სურათი არ ჰქონდა,წარწერებს დაბინდულილ მხედველობის გამო ვერ არჩევდა,მაგრამ გრძნობდა, რომ იაგოს ვტიროდი. პირველად ვნახე ასეთი უცნაური სიზმარი .ძილში იგრძენო როგორ გააკანკალა სიცივისგან .პატარა გოგონას ხმა ისმოდა შორიდან .ნელა მოირბინა და კისერზე შემოეხვია .
-შენი იმედი აქვს ,ცოცხალია.- ჩასჩურჩულა ყურთან .- უნდა მიმიხედო.-ხელი მოკიდა ,თავიდან ვერ შეძლო მასზე დიდი სხეულის ძალით წამოყენება, მაგრამ ზმანებაში პატარა თანდათან გაიზარდა,ძალა ემატებოდა,ფეხზე დააყენა, გაუღიმა და თავადაც გაუჩინარდა .მაგდას ხელის შეხებამ საბოლოოდ გამოაფხიზლა .ნერვიულად წამოჯდა საწოლში და გაუთავებლად კისერზე ისვამდა ხელს, თითქოს იმ პატარა გოგოს თითების კვალს ეძებდა,რომლის სიმძიმესაც ახლაც ცხადად შეიგრძნობდა .
-გაიღვიძე ქალბატონო,წასასვლელი ხარ.- ღიმილიანი სახით უყურებდა მაგდა და როგორც ჩანს ბალიშის ნახელავს ათვალიერებდა, თავზე რომ დაუნდობლად ემუშავა .
-რა?
-ხო ანიტამ დარეკა. გუშინ ხომ გითხრა მეგობრები ვიკრიბებით მაგისტრანტობას აღვნიშნავთ და შენც მოდიო.
-ეგ სულ დამავიწყდა. მაგისტანტობა კი არა თავი აღარ მახსოვს შენი ჭირიმე რა. სიხარულის გამოხატვა ვერ მოავსწარი ჯერ წესიერად .რა მინდა იქ , არ წავალ, თან მარტო.
-რას ქვია რა გინდა , ახლავე ადექი არ გადამრიო, ცხოვრებაში რამდენჯერ აბარებ მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებს , თან უმაღლესი ქულებით.
-აუუ არა რა, გთხოვ .
-ნატო სწრაფად . მეორედ არ გამამეორებინო . არც კი იცი რაზე ამბობ უარს . იცი რა სანაცნობო ყავს ?
-მერე მე რა ?
-რა და გაწყენს გოგო თუ გავლენიან პიროვნებებს გაიცნობ ხომ იცი . კარიერაში წაგადგება ბატო.
-შენ წადი რა .. -კიდევ ბევრის თქმა უნდოდა იმ წვეულების თავიდან ასაცილებლად,მაგრამ ვერას გახდა.გაბრაზებული თვალები აუელვარა და ლამის ძალით გამოაწყო. თვითონ არ წამოყვა,ძლივს ცოტა უკეთ ვარ და დავისვენებ თორემ წასასვლელად არ ვივარგებო .როგორც პატარაობაში მაინც თავისი გაიტანა და დაიყოლია. გაუბედავად დააკაკუნა ნატომ კარზე და გაღებამდე რამდენიმეჯერ ღმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მოასწარო . ბოლოს და ბოლოს ანიტას გაღიმებული სახე გამოჩნდა. საოცრად გამოიყურებოდა ,მიხარია რომ მოხვედიო უთხრა და სახლში შეიყვანა, თუმცა თვალი რომ მოავლო მდიდრულად მორთულ ოთახს და სტუმრებს იქედან გამობრუნება მოუნდა . სულაც არ იყო ეს მეგობრების წვეულება.მიხვდა ანიტა, ცოტა უხერხულად რომ გრძნობდა თავს და ამ საშინელი გრძნობის გასაფანტად მის მაჯაზე ჩაჭიდებულმა ოთახის შუაგულისკენ წაიყვანა. მაშინვე იცანო აფორიაქქებულმა ქალბატონი ნათია და ცოტა დამშვიდდა.
-დე შენ უკვე იცნობ, მამა გაიცანი ეს არის ნატო.
-სასიამოვნოა, დიმიტრი -ხელი ჩამოართვა და ისევ დასჯილი ბავშვივით დადგა მათ წინ.
-ნატო მაგდას მაგივრად იცხოვრებს.
-ხო მართლა ამ გახსენებაზე მაგდა სადაა?
-ცოტა შეუძლოდ იყო ეს დღეები და სახლში არჩია დასვენება .-ძლივს გაბედა სიტყვის წარმოთქმა.
-მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-დიდი მადლობა .
-და თქვენ რა მიზნები გაქვთ ?
-უნივერსიტეტში სწავლობს მამა,და საკმაოდ წარმატებული გოგონაა.ჩემსავით მაგისტრანტია უკვე-სწრაფად გააცნო ანიტამ ბატონ დიმიტრის ახალი მეგობარი.
-მართლა? რა პროფესიას ეუფლებით ? -კითხა და შამპანიური მოსვა.
-იურიდიულს.
-ყოჩაღ, ცოტა რთული პროფესია კი აგირჩევიათ ,მაგრამ მონდომება უპირველეს ყოვლისა. რამ გადაგაწყვეტინათ იურიდიულზე ჩაბარება ?-საუბარში ახლა ბატონი დიმიტრის გვერდით მდგომი, სავარაუდოდ ოჯახის ახლობელი და მისი მეგობარი, ჩაერთო.თავადაც დააფიქრა კითხვამ,რატომ გადაწყვიტა ? ალბათ იმიტომ რომ ბევრი უსამართლობის მომსწრე გახდა . მშობლების დაღუპვის შემდეგ ,როცა დეიდამ წაიყვანა, ყოველ ღამე კორპუსის უკან ეზოდან ყვირილი აღვიძებდა და ძალაუნებურად ოჯახური ძალადობის მომსწრე იყო . დილით უყურებდა როგორ ფენდა ქალი სარეცხს და ცდილობდა ჩალურჯებული ადგილები საგულდაგულოდ დაემალა .შაუდღისას უკვე ბავშვის ტირილი ხვდებოდა გულზე,რამდენჯერ რაფაზე მკლავებდაწყობილს, თავს რომ საგულდაგულოდ მალავდა უყურებია ცხოვრებისგან გამწარებული, შვილთან ურთიერთობისას თავს რომ ვერ თოკავდა და აბობოქრებული ემოციების დაცხრობას პატარასთან ცდილობდა. მასთან ერთად ნატოც ტიროდა. ტიროდა ბავშვის გამო, დედამისის გამო, თავისი თავის გამო, თავისი უსუსრობის გამო.ყველაზე მეტად ის ტკიოდა, მას რომ არ შემეძლო მათი დახმარება .მერე, ცოტა რომ წამოიზარდე ,სკოლაშიც ბევრჯერ შეეჩეხა იმავე ფაქტს.ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის, რომ "ყველას ბებია"-ს ეძახდნენ.ეს უბრალოდ ის შემთხვევები იყო, რასაც ხედავდა,მაგრამ იცოდა,ათჯერ და ასჯერ მეტი ხდებოდა.ამიტომაც გადაწყვიტა ამ ფაკულტეტზე ჩაბარება,რომ უფრო მეტის დახმარება შეძლებოდა .
-ალბათ ჩემში აღძრულმა უსამართლობისკენ მიმართულმა დიდი დოზით პროტესტის გრძნობამ.- თქვა მცირე ხნიანი დუმილის პაუზის შემდეგ.
-ზაზა..- დაიძახა მაღალი ხმით და ხელის მოძრაობით ანიშნა ახალგაზრდების ჯგუფიდან ერთ-ერთს მოსულიყო.მალევე გამოეყო საშუალო სიმაღლის საკმაოდ სიმპათიური ბიჭი სხვებს და მათკენ დაიძრა.
-რა მოხდა მამა ?
-მგონი ამდენ სტუმრებში შენი თანამოაზრე ვიპოვე.- ღიმილიანი სახით უთხრა და ნატოზე ანიშნა.
-გამარჯობათ, მიხარია თუ ასეა, თქვენი სახელი ?-დიდი ინტერესით იკითხა და კარგად დააკვირდა.
-ნატო ამაღლობელი.-მორიდებით წარმოთქვა თავისი სახელი და ძლივს გაუსწორა თვალი ახალგაზრდა მამაკაცს.
-ზაზა დვალიშვილი- ფართედ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა. მაშინვე მოხვდა ყურში სახელი ნატო. ვარაუდით უკვე მიხვდა ვინც გაიცნო. ნუთუ იმ დღეს იაგო მართლა მას ეჩხუბა. ფიქრობდა და ცდილობდა როგორმე ტვინისა და გულის ღრმა ხვეულებში ჩაწვდომოდა ქალს ფსიქოლოგიური კითხვების დასმით. ბევრი ისაუბრეს პროფესიაზე,საერთო ინტერესებიც აღმოაჩნდათ.ნატოსგან გასხვავებით იუმორის გრძნობაც საკმოდ ებოძებინა ღმერთს,მაგრამ ქალის მახვილ თვალს ანიტასკენ გაპარებული მზერა არ გამორჩენია მხედველობიდან.
-მოგწონს? -კითხა ბოლოს ,როცა ანეკდოტის მოყოლის შემდეგ ძლივს მოითქვა სული . თავადაც გაუკვირდა როდის მერე იყო ასეთი პირდაპირი.
-ვინ? ანიტა ? არა საიდან მოიტანე.-სახე მოჭმუხნა ,იმის აღსანიშავად რომ სისულელე იკითხეს და თავი გააქნია.
-ჰააჰ, გამოგიჭირე. შენ საიდან იცი რომ მასზე გეკითხებოდი ?-გაეცინა მის გულუბრყვილობასა და უეცრად ანიტას ხსენებაზე შეფაკლულ სახეზე.
-ოოხ. შენ რა ხარ ვინც არ გიცნობს ?რა გინდოდა ახლა საიდან გამოჩიჩქნე, ჩემთვის წყნარად ვიდექი და გელაპარაკებოდი. -ისიც აყვა სიცილში.
-ანუ ?-იკითხა და თვალები მოჭუტა.
-კარგი იურისტი იქნები შენ, ბავშვი .-მითხრა და მისი ჭიქა ნატოსას შეახო.
-შენნაირი გამოცდილი იურისტისგან ამას კომპლიმენტად მივიღებ იცოდე. და თუ რამე ჩემი იმედი გქონდეს.-თვალი ჩაუკრა და ფართედ გაუღიმა.
-არა მართლა მაგარი ხარ რა . შენ კიდე თუ რამე დაგჭირდეს შენს გვერდში მიგულე. იქ ვინმე ლექტორმა თუ გაგაბრაზოს ჩემი სახელი ახსენე.-ზიგზაგისებური ფიგურები მოხაზა ჭიქიანი ხელით და სიცილი მიაყოლა.
-არის დიდო ზაზა...- ხელებით მის წინაშე მორჩილება გამოხატა ნატომ და ისევ ორივეს გაეცინა ,მაგრამ ღიმილი სახეშე შეაშრა ნაცნობ სახეს რომ გადავეყარე . მათკენ მოდიოდა,უფრო სწორად ზაზასკენ და თვალი რომ ჰკიდა სახეზე გაოცება დაეტყო. რა თქმა უნდა არ ელოდა , მით უმეტეს ახალ ნაცნობთან მოსაუბრეს თუ ნახავდა ვერ წარმოედგინა .
-ოჰ იაგო მოხვედი? რამდენი ხანია გელოდები,ესაა არ დავაგვიანებო ?
-რავიცი ზაზა, საქმე გამომიჩნდა რაღაც და იმაზე დავრბოდი.
-მოდი აქ ნახე ვინ გაგაცნო .მამაჩემმა აღმოაჩინა,ნატო ჰქვია. ნატო ეს იაგოა გაიცანი, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ასე რომ ვთქვათ ერთად გავიზარდეთ.
-ჩვენ უკვე ვიცნობთ ..- წარმოთქვა დაბალი ხმით იაგომ და ირონიული მზერით მიესალმა.
-ვახ,საიდან? მერე მე რას მიმალავდი ბიჭო? ასეთი ჭკვიანი,მიხვედრილი და ენაკვიმატი ციცქნა მე ჯერ არსად შემხვედრია რა .. -თვალი ჩაუკრა, მიხვდა ნატო, რომ მიხვედრილობა ანიტას საკითხზე იგულისხმა, უნებურად გაეღიმა და სახეზე წამოაწითლა .
-მართლა ?
-მართლა აბა ტყუილა ? -იაგოს კი ელაპარაკებოდა,მაგრამ ცალი თვალი მაინც მის ზურგს უკან, დღევანდელი დღის დედოფალს ეკუთვნოდა.-წავედი მე აბა .ახალბედა მაგისტრანტმა მოიწყინა როგორც ჩანს.-რაც შეეძლო მალე მოამთავრა საუბარი ზაზამ და გვერდი აუარა ბრგე სხეულს.
-წარმატებები .. -დაბალ ხმაზე მის გასაგონად თქვა ნატომ და ღიმილით გააცილა . იაგოსთან მარტო დარჩენის არანაირი სურვილი არ ჰქონდა,უნდოდა ნათიასთან მისულიყო ,მაგრამ მკლავში ძლიერი მოჭერა იგრძნო.
-ახლა რა თამაშს თამაშობ ?
-ვერ მივხვდი .- ჭიქა მაგიდაზე დადგა და ძლივს გაუსწორა მზერა.
-ჩემთან არაფერი გამოგივიდა და ჩემი ძმაკაცის შებმა დაიწყე?-სიბრაზისგან თვალებში ნელ-ნელა სიწითლე ეპარებოდა.
-რა ?-გაკვირვებულმა ახედა, ეცადა ხელიდან დასხლტომოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.
-რაც გაიგე. არ მითხრა ახლა გეშლება და მე არ ვყოფილვარ ორი წუთის წინ რომ ზაზას ეკურკურებოდაო.-ბრაზიანად გამოცრა კბილებში და ნატოს მკლავზე მოჭერილი ხელის თითები გაუთეთრდა.
-რა სისულელებს ბოდავ, საერთოდ გესმის მაინც? -ახლა ყველაზე შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, იმაში დასარწმუნებლად რომ უამრავი სტუმრიდან ერთის ყურადღებაც კი არ მიუქცევია იაგოს ასეთ უხეშ საქციელს.
-წარმოიდგინე იმაზე კარგად, ვიდრე გგონია.-ისევ არ დააკლო ირონიული ღიმილი და გვერდულად გამოხედა.
-ვინ გგონივარ ?-რაც შეეძლო გააკონტროლა თავისი თავი და დაბალ ხმაზე ალაპარაკდა.
-ვიზეც შენი საქციელი მიმითითებს .-მიხვდა მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა , უფრო უარესად ატკენდა გულს , თვალებში ბრაზი მოწოლოდა , თან უკვე ამ ბრაზის კონტროლიც უჭირდა .. სულ არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ მარტო არ იყო.ნატომ წასვლა სცადა,მაგრამ ისევ შეაჩერა.
-ამიხსენი ერთი თქვენში როგორ ხდება,ასე ჩამოდიხართ ქალაქში,ძვირფასი ქსოვილში გაეხვევით, მაკიაჟით დამალავთ სიბინძურეს,მერე ვინმე მდიდარს გამოიჭერთ ზღაპრებით ,ათასი სისულელეებით, თავს შეაცოდებთ და მის ხარჯზე ცხოვრობთ სიცოცხლის ბოლომდე ხომ? ისე რა გინდა მშვენიერი გეგმაა,ბევრი გამოიჭირე უკვე ?- ყველანაირად ცდილობდა თავი შეეკავებინა, ცრემლები ახრჩობდა-როგორ ოსტატურადაც არ უნდა გაეხვიო ცხვრის ტყავში მაინც გიცნობ.ერთი პროფესიული კითხვა მაქვს შეიძლება?-პასუხი, არც ახლა გაუიცია - ხო, რა თქმა უნდა,დუმილი თანხმობის ნიშანია.ძირითადად რამდენს იღებ ?ძვირიანი ხარ ? ოჰოოო, ისევ დუმილი. ალბათ ისევ თანხმობა ხომ ?არადა რა სამწუხაროა,ნაღდი ფული არ მაქვს . პლასტიკურით ხდება თქვენთან გადახდა?-უკვე ზედმეტი მოუვიდა,ხელი ძალით გამოგლიჯა, იცოდა უთქმელად წასვლა უხერხული იყო, ანიტას და ზაზას მიუახლოვდა, მაგდას დიდხანს ვერ დავტოვებთქო მოიმიზეზა, ბოდიში მოიხადა და სწრაფად დატოვა იქაურობა.



№1  offline წევრი magdagoderidze

მხოლოდ ჩემიი მანოო ♥
შენ კი არ იცი როგორ მიყვარხარ დიდო იმერელო <3 love love
იმედია დასასრულსსს მალე ვიხილავ ♥

 


№2  offline წევრი Mannoo

magdagoderidze
მხოლოდ ჩემიი მანოო ♥
შენ კი არ იცი როგორ მიყვარხარ დიდო იმერელო <3 love love
იმედია დასასრულსსს მალე ვიხილავ ♥

ჩემი ოატარა გოგო .. შეენ არ იცი როგორ მიყვარხარ love

 


№3  offline წევრი nestanuka13

როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება მანოო და თანაც ამ ისტორიით, მაშინაც დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ბოლოს იმედები გამიცრუე დასასრულით, გამიხარდება ეხლა მაინც თუ დაწვრილებით და კარგად დადებ დასასრულს

 


№4  offline მოდერი MyLove

ვიცი მე ეს ისტორია.
ადრე იდო.
"არა,ამაყო ქალბატონო, ვერას გახდები!" ასე ერქვა მგონი და მერე წაიშალა.
დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ახლა კი მისი კითხვა რომ მიწევს, ძალიან მიხარია.
იმედია, მალე დადებ <3
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline წევრი Mannoo

nestanuka13
როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება მანოო და თანაც ამ ისტორიით, მაშინაც დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ბოლოს იმედები გამიცრუე დასასრულით, გამიხარდება ეხლა მაინც თუ დაწვრილებით და კარგად დადებ დასასრულს

ზუსტად მაგისთვის გადავაახლე love

MyLove
ვიცი მე ეს ისტორია.
ადრე იდო.
"არა,ამაყო ქალბატონო, ვერას გახდები!" ასე ერქვა მგონი და მერე წაიშალა.
დიდხანს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ახლა კი მისი კითხვა რომ მიწევს, ძალიან მიხარია.
იმედია, მალე დადებ <3

კი ნამდვილად მასეა.. უბრალოდ გადავაახლე .. თავადაც არ ვიყავი საკუთარი ნაშრომით კმაყოფილი და ჩამყვა გულში.. იმედია მოგეწონებათ winked

 


№6 სტუმარი mako

ძალიან კარგია ყოჩაღ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ყოჩაღ

 


№7  offline წევრი Mannoo

mako
ძალიან კარგია ყოჩაღ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ყოჩაღ

მადლობა .. ყველნაირად ვეცდები მალე იყოს love

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა საზიზღარი ვიღაცაა უხ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent