მხოლოდ მაშინ იგებ მის ფასს,როცა კარგავ!!(სრულად)
ადრეც მედო ეს ისტორია,მაგრამ მომინდა ისევ გამეხსენებინა თქვენთვის.ვისაც არ წაგიკითხავთ,იმედია მოგეწონებათ. ------------ _მარტო ხარ? _კი_სევდიანმა ვუპასუხე ბარბარეს _ჯერ არ მობრძანებულა შენი ქმარი?_ირონიით მეკითხება ჩემი და _ბარბარე, გთხოვ_ვაწყვეტინებ _ხო შენ ერთი საყვედურიც არ დაგცდეს შენს ქმარზე_ხმაში გაბრაზება შეეტყო _მეძინება ბარბარე, ძილინებისა_ჩემს დას დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. 12 საათია და ჯერ კიდევ არ მოსულა.არც დაურეკავს. ეგ უკვე კარგა ხანია არ მიკვირს. მივეჩვიე მის მსგავს ქცევებს. თავიდან გამიჭირდა. უკვე შევეგუე. მე და დათო მე-8 კლასიდან ვიყავით შეყვარებულები. უფრო სწორად მე ვიყავი მე-8-ში და დათო მე-10.ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ჩვენს იქით ვერავის ვამჩნევდით. სულ, სულ ერთად დავდიოდით დაბადების დღეები იყო ეს თუ რაიმე დღესასწაული, ყველგან ერთად ვმოძრაობდით. ჩვენმა მშობლებმა თავიდანვე იცოდნენ ჩვენი ურთიერთობის შესახებ. უკმაყოფილებას არც ერთი მხარე გამოთქვამდა. როგორც კი სკოლა დავამთავრე,მაშინვე დავქორწინდით. დათო უკვე მე-2 კურსზე იყო, მესამეზე გადადიოდა, მე კიდევ იმ წელს ჩავირიცხე. ყველა შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ როგორც კი სკოლას მოვრჩებოდი, დათოს ცოლი ვხდებოდი. საოცრად ბედნიერი დღეები გამოვიარეთ. მართლა რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მის გარეშე ვრ ვძლებდი და ის ჩემს გარეშე. სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები თუ სადმე მიდიოდა და ჩემი წაყვანა ვერ ხერხდებოდა. ერთობლივ თანაცხოვრებას ძალიან კარგად ავუღეთ ალღო. არ გვიჭირდა სწავლის და ოჯახის შეთავსება ერთმანეთში, პირიქით, ერთმანეთს ხელს ძალიან ვუწყობდით და ვეხმარებოდით. უნივერსიტეტს მოვრჩით,სამსახურიც დავიწყეთ. ერთადერთი პრობლემა, რაც გვქონდა და გვაქვს ეს არის,რომ შვილი არ გვიჩნდება და ამას ძალიან განვიცდით. მართალია არც ერთი არ გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ხმამაღლა, მაგრამ ორივეს ძალიან გვინდა ბავშვი. პირველად დათოს სევდიანი თვალები მაშინ დავინახე, როცა ჩვენი თანაცხოვრებიდან 3 წელი გავიდა და მის ძმაკაცს შვილი შეეძინა. ისეთი სიყვარულით და სითბოთი ლაპარაკობდა პატარა ანანოზე, რომ გული დამეწვა. მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, ამას არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია ჩვენთვის, პირიქით, ვგრძნობდით რომ უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი _არაუშავს ნინ, მთელი ცხოვრება წინ გვაქვს და უამრავი შვილი გვეყოლება. მგონი ჯობს კიდევაც ჯერ რომ არ გვყავს, უფრო დავტკბებით ერთმანეთით და უფრო მეტი დრო გვექნება ერთმანეთისთვის_ასე მეტყოდა ხოლმე . მას ჩემთვის იმედი არასდროს არ გაუცრუებია. რაც დრო გადიოდა მით უფრო მიყვარდებოდა და მიყვარს. ის არის ჩემი ცხოვრების ერთდერთი მამაკაცი და სხვა ვერასდროს წარმომიდგენია ჩემს გვერდით. ბოლო ერთი წელია რაც დათო შეიცვალა. გვიან დაიწყო სახლში სიარული.ადრე თუ საერთოდ არ ეკარებოდა სასმელს, ეხლა ხშირად მოდის ნასვამი. ქალის სუნამოს სუნიც ასდის ხოლმე, მაგრამ ვცდილობ ჯერ არ ვიფიქრო და გონებაში არ გავივლო რომ დათო მღალატობს, არადა ამ ბოლო დროს უკვე არაფერი არ გამიკვირდება. თითქოს გაცივდა ჩემს მიმართ. ისევ ისე აღარ ვართ ერთმანეთთან. პირველად მისი ცვლილება რომ შევამჩნიე, ვიფიქრე რომ დროებითია და გაუვლის მეთქი, მაგრამ უკვე ერთი წელია რაც ასეა. თითქმის სულ დაგვიანებით მოდის. ცივად მპასუხობს. არ მეუბნება სად დადის და სად არა. ვგრძნობ, რომ მისთვის გავუფერულდი. გრძნობები გაუნელდა ჩემს მიმართ. მე მაინც მგონია რომ უშვილობამ განსაკუთრებით გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა. დროს ვერ გაუძლო. სირთულეებს ვერ გაუძლო. მე ჯერ კიდევ ვცდილობ შევინარჩუნო ის ურთიერთობა,რაც ადრე მქონდა მასთან, მაგრამ ვგრძნობ რომ არ ღირს. ის ძალიან შეიცვალა. დარწმუნებული აღარ ვარ რომ მას სჭირდება ჩემი სიყვარული. ფიქრებში ვიყავი გართული დათო რომ მოვიდა. დივანზე ვიჯექი და გამორთულ ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი. პირველი საათი გამხდარიყო. _არ გძინავს შენ?-მკითხა და საათს დახედა _გელოდებოდი _რატომ მელოდებოდი? ხომ გაგაფრთხილე და სულ გაფრთხილებ,რომ არ არის საჭირო ყოველ ღამე მელოდო. თანაც როცა ზუსტად არ იცი როდის მოვალ_ფეხსაცმელს იხდიდა და ისე მელაპრაკებოდა_ან იქნებ საერთოდ არ მოვდივარ სახლში, ამიტომ უნდა გაათიო?_მხრები აიჩეჩა. ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. ,,ისევ დალია’’_მწარედ ჩამეცინა _შგიძლია გამაფრთხილო ხოლმე როცა არ მოხვალ და აღარ დაგელოდები_მწარედ ვუთხარი, წამოვდექი და საძინებლისკენ წავედი_ძილინებისა_მივაძახე კარებთან მისულმა. როგორც კი ჩავწექი, ცრემლებმა იწყეს დენა. ეს უკვე თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად გადამექცა. ვერ ვეგუები ჩემს ბედს. სად გაქრა ის გრძნობა,რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებდა? დროს ვერ გაუძლო თუ უშვილობას?_ხშირად დამისვამს ეს შეკითხვა ჩემი თავისთვის _ალბათ ორივე_მე თვითონვე ვცემდი ჩემს შეკითხვას პასუხს. თვალები დავხუჭე და შევეცადე დამეძინა. გავიგე როგორ შემოვიდა საძინებელში, მერე სააბაზანოში გავიდა. რომ მორჩა შხაპის მიღებას, უხმაუროდ ჩაწვა საწოლში და ჩემგან ზურგით დაწვა. ესეც თითქმის ყოველდღიურობად გადაგვექცა ბოლო 1 წლის განმავლობაში. _დღეს გვიან მოხვალ?_ვკითხე დილით დათოს საუზმის დროს _წინასწარ რა ვიცი ნინა_არც შემოუხედავს ისე მიპასუხა _თუმცა რას გეკითხები_მწარედ ჩავიცინე_ისედაც სულ გვიან მოდიხარ ბოლო პერიოდი_ვუთხარი და ყავაში წყალი ჩავასხი. არაფერი მიპასუხა. უხმოდ ჭამდა. _შეგიძლია ამიხსნა რა გემართება დათო? რამ შეგცვალა ასე? რატომ ვერ გცნობ? მე ასეთი დათო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს _დილიდანვე ნუ დაიწყებ რა ნინა,ისედაც თავი მისკდება_შეწუხებულმა მიპასუხა_სულ ერთი და იმავეს მეკითხები, არ მოგბეზრდა მაინც? ადამიანები იცვლებიან დროთა განმავლობაში და მეც შევიცვალე მეტი არაფერი_გაღიზიანებულმა მიპასუხა _ხო და დროთა განმავლობაში გრძნობებიც გაგინელდა არა?_ირონიულად ვუთხარი _მე წავედი_ფეხზე წამოდგა_არ ვიცი ამ საღამოს დამაგვიანდება თუ არა_არც დამმშვიდობებია ისე გავიდა სამზარეულოდან და სახლი დატოვა. მშვენიერია! დილიდანვე ცუდ გუნებაზე ვარ. მიზეზი მაინც ვიცოდე რამ შეცვალა ასე? რა ჭირს? იქნებ რამე პრობლემები აქვს და არ მეუბნება? ნუთუ მართლა აღარ ვუყვარვარ? ნუთუ მოვბეზრდი? იქნებ სხვა ქალი ნახა და მასთან ურჩევნია ყოფნა ვიდრე ჩემთან? ჩემს ფიქრებზე გამაკანკალა. ასეთი რა დავაშავე ღმერთო,რომ ყველაფერი ასე შემომიბრუნდა? სად გაქრა ის ბედნიერი ოჯახი,რომელიც ჩვენ გვქონდა? სად წავიდა ის გრძნობა რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან? არ მინდა დაჯერება რომ ასე უბრალოდ გაქრა და დამთავრდა ის რაც ბავშვობიდან მოყოლებული მოგვსდევს. ნაღვლიანმა ავალაგე მაგიდა და მეც წასასვლელად მოვემზადე. შესვენების დროს ბარბარეს შევხვდი. კაფეში შევედით და ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ _სევდიანი ხარ_მითხრა ბარბარემ როგორც კი დავჯექით. მე თავი ჩავხარე. უკვე ვეღარც ვმალავ იმას,რაც ჩემს თავს ხდება_ისევ იჩხუბეთ?_მკითხა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ _არ გვიჩხუბია.უბრალოდ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ბოლო ერთი წელია. საშინელი ურთიერთობა გვაქვს. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი დათო რომ ასე შეიცვლებოდა, გეფიცები ვერ ვხვდები რა ჭირს ბარბი. მიზეზი მაინც ვიცოდე, დავეხმარებოდი _მე არ ვიცი რა გირჩიო ნინ, ეს შენი ცხოვრებაა და შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა და როგორ გააკეთო. მე ვერ გირჩევ როგორ მოიქცე,რადგან თქვენს ურთიერთობაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ერთი ის შემიძლია გითხრა,რომ შენი ქმრის საქციელები არ მომწონს. საშინლად იქცევა. ჩემი აზრით მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაელაპარაკო და გაარკვიო რა ჭირს. ასე როდემდე უნდა იყოთ?_ხმაში გაბრაზება ეტყობოდა ბარბარეს_ჩემი და ხარ და მიყვარხარ, არ მინდა ვინმეს გამო ცხოვრება დაინგრიო გესმის? მინდა ბედნიერი იყო _მაინც არაფერს მეუბნება, რამდენჯერ ვცადე დავლაპრაკებოდი. არაფერს არ ამბობს, სულ თავს არიდებს ლაპარაკს. ჩემს მიმართ გაცივდა,ისე უემოციოდ მიყურებს ხოლმე, მისი ალერსიც საშინლად უემოციდ და ცივია, რომ გული მისკდება_თვალებში ცრემლები ჩამიდგა_ხშირად ვფიქრობ, ხომ არ ჯობს რომ გავეყარო და ისე იცხოვროს როგორც თვითონ უნდა მეთქი, მაგრამ რომ ვუფიქრდები არ შემიძლია, ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დავაგრევ ოჯახს,რომელსაც ამდენი წელი ასე ვუფრთხილდებოდით,თანაც მე ძალიან მიყვარს_ცრემლი ჩამომიგორდა _უფრთხილდებოდით, მაგრამ ეხლა ის აღარ უფრთხილდება. რა ჯანდაბა დაემართა მაინც_ხელები ნერვიულად მოისვა სახეზე_არ მინდა ასე იტანჯებოდე ნინ, მართლა არ მემეტები ამისთვის. მეც ხომ ვიცნობ არა დათოს და ვიცი როგორც უყვარდი, მაგრამ ეხლა მის საქციელებს რომ ვუყურებ უკვე აღარაფრის აღარ მჯერა_დანანებით გაიქნია თავი _მადლობა ბარბი რომ მისმენ და ჩემს გვერდით ხარ, ვინმეს რომ არ გავუზიარო ჩემი დარდი ალბათ გული გამიკდება, მე კიდევ შენზე ახლობელს ვერავის გავანდობ ამას_სევდიანად გავუღიმე _რა მადლობებს მეუბნები ნინა, ჩემი იმედი ყოველთვის ყველაფერში გქონდეს_გამიღიმა. ბარბარე ჩემზე 5 წლით უფროსია. ყოველთვის კარგი დობა გვქონდა. ერთმანეთს არასდროს არაფერს ვუმალავდით.ერთმანეთის ყველა საიდუმლო ვიცოდით. ყველა მის თაყვანისმცემელს ვიცნობდი. მასთან დღემდე საუკეთესო ურთიერთბა მაქვს. ის არის ჩემი გულის მესაიდუმლე. მასთან შემიძლია ყველაფერზე, ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო. დათოზეც სწორედ მას გავანდე, სხვა არავისთან დამცდენია დათოზე ცუდი, არავის მივცემ უფლებას,მიუხედავად დათოს საქციელებისა, მასზე ცუდი ილაპარაკონ. ერთადერთი ბარბარეს გავანდე ჩვენი ურთოერთობის შესახებ,რადგან გულში ვეღარ ვიტევდი. _წავალ ეხლა, არ მინდა დამაგვიანდეს _დაგირეკავ მერე_გავუღიმე და სამსახურში წავედი. საღამოს ძალიან დაღლილი მივედი სახლში. დათო როგორც ყოველთვის ჯერ არ მოსულა. არც გამკვირვებია. ის უფრო გამიკვირდებოდა სახლში რომ დამხვედროდა. თუმცა შედარებით ადრე ,9 დაწყებული იყო რომ მოვიდა _გშია? _არ მინდა, უკვე ვჭამე. წავალ წყალს გადვივლებ_არც შემოუხედავს ისე წავიდა აბაზანისკენ. მე ტელევიზორის ყურება განვაგრძე. აბაზანიდან მალე გამოვიდა _ჩემი ცისფერი პერანგი გააუთოვე?_გამომძახა საძინებლიდან _ზოლიანი დაგიუთოვე, შენ ხომ ეგ გინდოდა?_ცისფერი პერანგით ხელში გამოვიდა _ცისფერი მინდა_უხეშად მითხრა და პერანგი დივანზე დააგდო_ხვალ ამას ჩავიცმევ და თუ არ გეზარება გამიუთოვე _როდის იყო შენი პერანგის გაუთოვება რომ მეზარებოდა დათო?_ხმაში ცრემლი გამეპარა_და არ არის საჭირო ასე უხეშად მითხრა, შეგიძლია ნორმალური ტონით გამაგებინო,რომ ის პერანგი არ გინდა და გინდა ეს პერანგი_ნაწყენმა ვუთხარი _რა ვიცი, ამ ბოლო დრო იქნებ მოგბეზრდა ჩემი ტანსაცმლის გამზადება, მე ხომ ისეთი აღარ ვარ ადრე რომ ვიყავი_ირონიულად ლაპარაკობდა დათო. ნერვები ძალიან მომეშალა _მართალი ხარ! ის აღარ ხარ ვინც იყავი და ვისაც ადრე ვიცნობდი,მაგრამ ამის გამო ოდესმე ჩემგან რამე ცუდი გიგრძვნია? გიგრძვნია რომ მეზარება ან არ მინდა ხოლმე შენთვის ტანსაცმელი გავამზადო, საჭმელი დაგახვედრო, დილით სამსახურში გაგაცილო. მიპასუხე დათო, რამე ისე ვერ გავაკეთე რამაც შენი უკმაყოფილება გამოიწვია? რამე პრეტენზიები გაქვს ჩემთან?_ვგრძნობდი რომ მალე ნერვები მიმტყუვნებდა _რომ დავფიქრდე მართლაც არ მაქვს შენთან რამე საპრეტენზიო_მშრალად მომიგო _დათო რა გემართება? გთხოვ მითხარი ასე რამ შეგცვალა, იქნებ პრობლემა ჩემშია და მე ვერ ვხვდები? გთხოვ ამიხსენი რა მოგდის? რატომ გაცივდი ჩემ მიმართ? აღარ გიყვარვარ ხომ? ჩემს მიმართ გრზნობები გაგინელდა და მოგბეზრდი არა?მითხარი გთხოვ_ცოტაც და ტირილი წამსკდებოდა. ამდენს მართლა ვერ გავუძლებდი. თითქოს ჩემს ქმარს კი არა ვინმე უცხოს ველაპარაკებოდი _ნინა გთხოვ..... _არა, მიპასუხე დათო, მართლა აღარაფერს არ გრძნობ ხო? _არ ვიცი ნინა, მართლა არ ვიცი. ჩემს თავში და გულში ქაოსია, სრული ქაოსი, ეხლა ვერაფერზე ვერ გიპასუხებ _კიდევ რამდენი ხანი უნდა გელოდო რომ პასუხები გამცე? თუ ეგეც გაურკვეველია? დათო, მე გეფიცები მტელი ცხოვრება არ მომბეზრდება შენთან ყოფნა. არასდროს არ ვიტყვი შენზე უარს თუკი ვიცი რომ ეგ შენც გინდა, გინდა რომ დარჩენილი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარო.როცა შენზე ადვქორწინდი,მაშინ სწორედ რომ მთელი ცხოვრების შენთან დაკავშირება გნვიზრახე და არც ერთი წამით არ მინანია. მიყვარხარ და არც არასდროს ვინანებ შენთან გატარებულ დროს. მაგრამდათო, მე არ მინდა რომ შენი ცხოვრების ტვირთი ვიყო, თუ შენ ხვდები რომ ჩემს მიმართ აღარაფერს გრძნობ, აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობა, მაშინ გავეყაროთ და დავასრულოთ ეს ფარსი_დავინახე როგორ შეკრთა_ როდემდე უნდა ვიტანჯო? ვერ ვუძლებ ასეთ ყოფას. შენც ცუდად ხარ და მეც. თუ გამოსავალი მხოლოდ გაყრაა, გავეყაროთ და მორჩა! _გაყრა გინდა?_ხმაჩამწყდარმა მკითხა _მე კი არა სიტუაციას სჭირდება დათო ასე. მთელი ცხოვრება ასე ვერ ვიცხოვრებთ მე ვგრძნობ,რომ ჩემს მიმართ გაცივდი, ისეთი დათო აღარ ხარ როგორიც იყავი და როგორიც გაგიცანი და რომელთან ერთადაც 7 წელი ვიცხოვრე. მიუხედავად იმისა,რომ ტკივილამდე მიყვარხარ და შენთან განშორება უფრო გამიასმაგებს ტკივილს, მაინც მირჩევნია ასე მოვიქცეთ, რადგან ასე ორივესთვის აჯობებს. შენც განთვისუფლდები ჩემგან, ზედმეტი ტვირთისგან_ცრემლები წამომივიდა _ნუ ამბობ ასე,შენ ტვირთი არასდროს არ ყოფილხან ნინა_საოცრად ნაღვლიანმა მითხრა_პირიქით, ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ყველაზე კარგი მონაკვეთი ხარ_პაუზა გააკეთა_მეც ვფიქრობ,რომ განქორწინება ეხლა ორივესთვის შვება იქნება_თითქოს გულს ამოაყოლაო ეს ნათქვამი. მე ცრემლები წამსკდა. მისი დამალვა არც მიცდია. _ხო_უაზროდ ვუპასუხე_ ასე უკეთესია_ისე ხმადაბლა ვლაპარაკობდი,მე ძლივს მესმოდა-წავალ ეხლა დავწვები_ცრემლები შევიმშრალე_ ხვალვე ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და ჩემებთან გადავალ_მეც გამიკვირდა ისეთი ხმით ვთქვი. დათოს არაფერი უთქვამს. უბრალოდ თავი დამიქნია _მე დივანზე დავიძინებ ამ საღამოს_ხმადაბლა თქვა _როგორც გინდა_უემოციოდ ვუთხარი და საძინებელში წავედი. რა თქმა უნდა ბალიში ცრემლებით დავასველე. მთელი ღამე თეთრად გავათენე. დილით რომ ავდექი დათო უკვე წასული იყო. _უკვე იმდენად აღიზიანებს ჩემი ნახვა, რომ ბოლოჯერაც არ მნახა და დამემშვიდობა_მწარედ ჩამეცინა. დღეს სამსახურში არ წავედი. ჩემი ბარგის ჩალაგება დავიწყე. ყველაფერი ჩავდე ჩემოდნებში,რაც ჩემი იყო. ტუმბოზე ჩვენი ქორწილის სურათს შევავლე თვალი, ხელში ავიღე და რამდენიმე წუთი ვუყურებდი _რა ბედნიერები ვიყავით მაშინ, რას წარმოვიდგენდი,რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა_გულისტკივლით ჩავილაპარაკე და სურათი თავის ადგილზე დავდე. თვითონ რაც უნდა ის უქნას, თუ უნდა გადააგდოს. ეგ უკვე აღარ მეხება. _ბარბარე სახლში ხარ?_დავურეკე ბარბარეს _ჯერჯერობით კი, რა მოხდა ნინა?_ხმაში შეშფოთება დაეტყო ბარბარეს _შენთან მოვდივარ და დამხვდი რა _ნინა, ხომ მშვიდობაა?_ანერვიულდა _მოვალ და გეტყვი_ტელეფონი გავუთიშე. გამზადებულ ჩემოდნებს ხელი დავავლე. სახლს თვალი კიდევ ერთხელ დიდი სინანულით და გულისტკივილით მოვავლე. _რამდენი ბედნიერი წუთი მაქვს აქ გატარებული. მიჭირს აქაურობის დატოვება_ცრემლიანი ხმით ჩაილაპარაკე. კიდევ ერთხელ მიმოვიხედე ირგვლივ. ჩემოდნები გარეთ გავიტანე, ჩანთა ავიღე, კარები გამოვიკეტე და წამოვედი სახლიდან, სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი და ლამაზი მოგონებები მაკავშირებს. ცრემლები შევმშრალე. ჩემოდნები მანქანაში ჩავდე. _დღეიდან სულ სხვა ცხოვრებას იწყებ ნინა_ხმამაღლა შევძახე ჩემს თავს, როცა საჭეს მივუჯექი, მანქანა დავძარი და ბარბარეს სახლისკენ ავიღე გეზი. ბარბარეს გამომეტყველება შეეცვალა ჩემოდნებით რომ დამინახა. _ნინა... _ვეყრებით_უემოციოდ ვუთხარი და ბინაშ შევედი_შენთან ვიქნები რა_ბარბარე დაბნეული მიყურებდა. ბოლომდე ვერ გამორკვეულიყო რა ხდებოდა _აა..ისა.. ხო, ხო რა თქმა უნდა. რა საკვირველია შეგიძლია ჩემთან იცხოვრო _ხომ იცი დედა და მამასთნაც წავალ,პრობლემა არაა, მაგრამ შენთან მირჩევნია. არ მინდა სულ მაგათ განადგურებულ სახეებს ვუყურო,როცა გაიგებენ რომ ვშორდებით მე და დათო. _საბოლოოდ გადაწყვიტეთ? _საბოლოოდ_ამოვიოხრე და დივანზე ჩამოვჯექი_ასე ჯობს ორივესთვის_თავი დივნის საზურგეს მივადე _ჩემი იმედი სულ გქონდეს ნინ, ყველაფერში მხარში დაგიდგები. ერთად ვუთხრათ დედა და მამას თუ გინდა _ხო, შენც გამომყევი, მარტო თვალებში ვერ შევხედავ_ნაღვლიანმა ვთქვი _დამშვიდდი, გაგიგებენ, თანაც შენ რა შუაში ხარ. ასე მოხდა და თქვენც სხვა გზა არ გქონდათ_დამამშვიდა ბარბარემ. იმაზე რთული აღმოჩნდა მშობლებისთვის იმის თქმა რომ მათი შვილი ქმარს ეყრება, ვიდრე მეგონა. ძალიან გამიჭირდა მათთვის სიმართლის თქმა. საოცარი ტკივილი დავინახე მათ თვალებში _ჩვენ შენს გვერდით ვართ შვილო_გულში ჩამიკრა მამაჩემმა. დედაჩემი ტიროდა და ხმას ვერ იღებდა. ისიც მომიახლოვდა და ჩამეხუტა. ამით მაგრძნობინა რომ ისიც ჩემს გვერდით იქნება. გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე. _დე,მა, მე ბარბარესთან ვიცხოვრებ_ვუთხარი,როცა უკვე დავმშვიდდით და მომხდარი უკვე გააანალიზეს _ჩვენთან რატომ არ გინდა?_ცრემლიანი თვალებით მითხრა დედამ _დე, მართლა ასე მირჩევნია. ძალიან გთხოვთ გამიგოთ, თან ბარბარეც მარტო აღარ იქნება_შევეცადე დამერწმუნებინა დედაჩემი _როგორც შენ გინდა ისე მოიქეცი მა_საუბარში მამაჩემი ჩაერთო_სადაც უკეთ იქნები და უფრო მშვიდად იქ იყავი_თავზე მაკოცა _ძალიან მიყვარხართ_ორივეს ჩავეხუტე_ყველაზე კარგი მშობლები ხართ თქვენ_ვუთხარი ნაღვლიანმა და შევეცადე გამეღიმა _როდის იქნება განქორწინების საბუთები მზად? _მალე დაიწყება და ყველაფერი დამთავრდება საბოლოოდ. 88888 მათი საუბრის მეორე დღეს დათო სპეციალურად ადრე წავიდა სამსახურში,რადგან ნინას არ შეხვედროდა. არ შეეძლო მისთვის თვალებში ჩაეხედა, მისი ტკივილით სავსე თვალები კიდევ ერთხელ ენახა. თავს უფლება არ მისცა ასე ნატანჯი ნინა ენახა მათი თანაცხოვრების ბოლო დღეს. სამსახურში საშინელ ხასიათზე მივიდა. _ხომ შვიდობა გაქვს დათო?_ნერვიულად კითხა თაზომ,როცა მის კაბინეტში შევიდა _მე და ნინა ვეყრებით_პირდაპირ და უემოციოდ აჯახა თაზოს _რას შვებით?_გაოგნებულ თაზოს ლამის თვალები გადმოსცვივდა_ხუმრობ ხო?_კიდევ ვერ დაეჯერებინა მისი ნათქვამი ბოლომდე _არ ვხუმრობ თაზო. დღეს ნინა სახლიდან წავიდოდა. უკვე წასული იქნება. _არ მჯერა_სახეზე ხელები ნერვიულად მოისვა თაზომ_ვერ ვიჯერებ, მიჭირს დაჯერება. შენ და ნინა ტო? შანსი არ არის _არის თაზო, არის. შენც მშვენივრად იცი როგორ დაგვეძაბა ურთიერთობა ბოლო ერთი წელია. ურთიერთობა გაგვიცივდა, უფრო სწორად მე გავცივდი მის მიმართ, მისი გრძნობები ერთი წამითაც არ შეცვლილა ჩემს მიმართ _11 წელია ერთად ხართ, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, თქვენზე მაგრა თუ ვინმეს უყვარდა ერთმანეთი ვერ წარმოვიდგენდი და ასე უბრალოდ უღებთ ბოლოს ამდენხნიან ურთიერთობას? _ხომ იცი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია? არ მაქვს უფლება ნინა დავტანჯო, ჩემგან შორს თუ იქნება მისთვის უკეთესია. მე თვითონაც ვერ ვცნობ ჩემს თავს ბოლო პერიოდი, მეტიც ძალიან მეზიზღება თავი,რომ ასეთად ვიქეცი_დანანებით თქვა დათომ _შვილი რომ არ გიჩნდებოდათ ეგეც ერთ-ერთი მიზეზია თქვენი ურთიერთობის არევის?_შეპარვით კითხა თაზომ _შენც ხომ იცი შვილი ჩემი და ნინას ყველაზე დიდი ოცნება რომ იყო? მიუხედავად ამისა არასდროს არ მიფიქრია ნინას მიტოვება და მასთან განშორება იმის გამო რომ შვილი არ გვყავდა. მე ის მიყვარდა და მას მე ვუყვარდი უპირობოდ, თუმცა სადღაც ძალიან ღრმად თუ ჩავუფიქრდებით,შეიძლება შვილი რიმ გვყოლოდა იქნებ სულ სხვა ურთიერთობა გვქონოდა ეხლა_ამოიოხრა დათომ_თუმცა არ ვიცი, მართლა არაფერი არ ვიცი. შედეგი და ფაქტი ერთია. ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა _და რა თქმა უნდა შენ თითსაც არ გაანძრევ რომ ნინა შეინარჩუნო არა?_გაღიზიანებულმა კითხა თაზომ_ასე როგორ იმეტებ ტო? არ გეცოდება მაინც? ვაფშე ყველაზე მაგარი გოგოა ნინა, იმენა ჩემი დაა, აი როგორც შენ ხარ ჩემი ძმა ისეა ნინა ჩემი და და ორივე თქვენგანის წილი მეც მტკივა და განვიცდი. წარმომიდგენია ეხლა რა ცუდადაა ნინა _აზრი არ აქვს არაფერს თაზო. ვიბრძოლო იმის დასაბრუნებლად რასაც ბოლო მე თვითონ მოვუღე? მე ვარ ჩვენი ურთიერთობის დანგრევის მთავარი მიზეზი. უაზრობაა ეხლა სინანული და ბრძოლა, როცა ყველაფერი დამთავრდა. მეც მტკივა ორივეს წილი, ჩემიც და ნინასიც. ვერ ვიმეტებ ამხელა ტკივილისთვის ყველაფრის მიუხედავად _აღარ გიყვარს? _არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ვგრძნობ. ხომ იცი რომ ნინა ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული იყო სულ. ეხლა კი გრძნობებში არეული ვარ. ალბათ ეხლა მე ის დრო მაქვს,როცა უქრით კაცებს, გემოვნება ეცვლებათ. მე და ნინა სულ ერთად ვიყავით, სხვაგან არც გამიხედავს, მხოლოდ ნინას ვამჩნევდი, ის იყო ერთადერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ეხლა ის დრო დამიდგა ცხოვრებაში,რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან კაცებში,როცა ცოლი, უხეშად რომ ვთქვათ ბეზრდებათ და ცვლილებებს,სიახლეებს ეძებენ სხვა ქალთან.ხოდა ეს ცვლილებები კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო როცა სხვისკენ გავიხედე. მე ყველაზე წმინდას, ჩვენს სიყვარულს ვუღალატე და ამის გამო ნინას თვალს ვერ ვუსწორებ. იმ დაწყევლილ საღამოს ნინასთვის რომ არ მეღალატა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. იმ საღამოს რომ თავი დავანებოთ, მაგის მერეც ვაგრძელებდი მის ღალატს. რატომ? რა მჭირდა საიმისო რომ ნინა სხვა ქალში გამეცვალა?არც არაფერი. უბრალოდ მხდალი აღმოვჩნდი და ჩვენს გრძნობას ფეხით გადავუარე.მეც რიგითი არაკაცივით მოვიქეცი. ის არ ვიკმარე რომ ვუღალატე და ვღალატობდი, მაგის მერე ცუდად ვექცეოდი. განა არ ვიცი როგორ ვტკენდი მას ჩემი საქციელებით? მაგრამ არ შემეძლო გესმის? არ შემეძლო მასთან ჩვეულებრივ გამეგრძელებინა ურთიერთობა და მოსიყვარულე ქმრის როლი შემესრულებინა,როცა ვღალატობდი. ვერ გავბედე მისთვის ისე მიმემართა და მოვქცეოდი როგორც ადრე. ამისათვის ის ძალიან სუფთა იყო და მე ვერ გავსვრიდი. სწორედ ამიტომ შემეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება. პრობლემა ნინაში კი არა ჩემში იყო და არის. მე თვითონ ვერ ვპატიობ თავს ნინას ღალატს. ნინამ ეს არ იცის. ეგ რომ გაეგო ისედაც არ მაპატიებდა. აწი უკვე მნიშვნელობა არ აქვს გაიგებს თუ არა, მაინც ყველაფერი დამთავრდა_მონოლოგი დაამთავრა დათომ _სიტყვებს თავს ვერ ვუყრი,რომ რამე გითხრა_მოსმენილისგან გაოგნებული იყო თაზო_უნდა წავიდე . მარტო დაგტოვებ და იფიქრე_ფეხზე წამოდგა. ერთხანს უყურა დათოს და მერე მისი კაბინეტი დატოვა. 888888 ბარბარესთან 1 კვირის გადმოსული ვიყავი, როცა თავი შეუძლოდ ვიგრძენი და უეცრად გული წამივიდა. გონს რომ მოვედი ბარბარე შეშინებული დამყურებდა _ნინა როგორ ხარ?_შეშინებულმა მკითხა _რა მოხდა?_თავი წამოვწიე დივნიდან _გული წაგივიდა, სახეზე ფერი არ გადევს? ცუდად ხარ? _არ ვიცი, რაღაცნაირად ვარ. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს_შეწუხებულმა ვუთხარი _ეხლავე ექიმთან მივდივართ_ეგრევე წამოდგა და ჩანთას და გასაღებს დასტაცა ხელი _რა საჭიროა ბარბი? უკვე კარგად ვარ_წამოჯდომა ვცადე _რომ გეუბნები ე.ი საჭიროა და ნუ მეკამათები_წარბი ასწია_წამოდგომა შეგიძლია? _შენთან დავას აზრი არ აქვს_შეწუხებული სახით ვუთხარი_შემიძლია წამოდგომა და რადგან არ იშლი წავედით. ექიმთან მიღებაზე ჩავეწერეთ და რიგს დაველოდეთ. ანალიზები ამიღო და მითხრა რომ ხვალ იქნებოდა პასუხები. _რას აიჩემე ეს ანალიზები ბარბი? არაფერი არ მჭირს_მაინც ჩემსას გავიძახოდი _მეც ეგ მინდა რომ არაფერი გჭირდეს, მაინც ბოლომდე მშვიდად რომ ვიყოთ ანალიზები საჭიროა. მეორე დღეს მარტო წავედი ანალიზების პასუხების გასაგებად. _გილოცავთ, თქვენ 8 კვირის ფეხმძიმე ხართ_პირდაპირ მომაგება ექიმმა ანალიზების პასუხი. მე თვალებგაფართოებული ვუყურებდი. ერთგვარი შოკი მივიღე ამის გაგებისას. _რა? დარწმუნებული ხართ?_ხმაჩამწყდარმა ვკითხე _ანალიზებში ასე წერია, თანაც რაც თქვენ ჩამოთვალეთ ის სიმპტომები სწორედ ამის მანიშნებელია_გამიღიმა ექიმმა_ნუთუ აქამდე ეჭვი არ გაგჩენიათ? _კი მაგრამ, მე რომ ციკლი არ დამრღვევია?_გაოგნებულმა ვკითხე _ზოგჯერ ასეც ხდება ჩემო კარგო. ციკლი არ წყდება ორსულობის დასაწყისში_გამიღიმა_თქვენს მეუღლეს ძალიან გაახარებთ_თვალი ჩემი ბეჭდისკენ გააპარა. მეც ინსტიქტურად ბეჭედს დავხედე,რომელიც ჯერ კიდევ არ მომიხსნია _დიახ_დაბნეულმა ვუპასუხე_მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ_დავემშვიდობე ექომს და გაოგნებული გამოვედი საავადმყოფოდან. შვილი ხომ ჩემი და დათოს უდიდესი ოცნება იყო და ეს ოცნება ეხლა, ამდენი წლის მერე აგვიხდა,როცა განქორწინებას ვაპირებთ. უცებ ბოლომდე გავიაზრე რაც ჩემს თავს ხდებოდა და ბედნიერმა ყურებამდე გავიღიმე _შვილი, ჩემი შვილი, ჩემი და დათოს შვილი_მუცელზე ხელი მოვისვი_მადლობა ღმერთო რომ ეს საჩუქარი ჩემთვის გაიმეტე. ჩემი დიდი ხნის ოცნება ამისრულე.მადლობა რომ ამ განსაცდელის ჟამს ეს ბედნიერება მომივლინე_მუცელზე ხელს ვისვამდი და ისე მივედი მანქანამდე. მთლი გზა ღიმილი არ მომშორებია სახიდან. სახლში გახარებული მივედი. ბარბარემ გაკვირვებულმა შემომხედა _რა აჟიტირებული ხან ნინა?მოხდა რამე? _მოხდა ბარბი, სასწაული მოხდა_საოცრად ბედნიერი ვლაპარაკობდი_ორსულად ვარ, გესმის?ორსულად?_მივედი და ჩავეხუტე. მან გაოგნებულმა შემომხედა _რაააა? _ხო , დღეს გავიგე, 8 კვირის ორსული ვარ. შენით როგორ ვერ მიხვდიო ექიმმა, მაგრამ აქამდე არანაირი სიმპტომი არ მქონია. უნედნიერესი ვარ ბარბი _ვაიმეეეე რა მაგარიაააა_სიხარულით შეკივლა ბარბარემ_არ არსებობს! დის შვილი მეყოლება. როგორ ციქნა ნინა, როგორც იქნა ეღირსე დედობას. გილოცავ ჩემო საყვარელო. ძალიან მიხარია_მეხუტებოდა ბარბარე_ეს,ეს ხომ ჩვენი,შენი,დათოსი ჩემი,ჩვენი ოჯახების, ყველას დიდი ოცნება იყო და ეს სასწაულიც მოახდინა ღმერთმა_ცრემლები წამოუვიდა ბარბარეს. მეც მასთან ერთად ვტიროდი _ჩუუ, შენ ნუ ტირი, ეხლა შენ ყველაზე მშვიდად უნდა იყო და ნაკლები ინერვიულო_ცრემლები მომწმინდა ბარბიმ _ეხლა რას აპირებ?_ცოტა ხნის მერე მკითხა_დათოს შეურიგდები? _არა!_კატეგორიულად ჩავილაპარაკე_არ ვაპირებ მასთან დაბრუნებას. ჩვენი გაყრის საქმე უკვე დაწყებულია. _ბავშვზე არ ეტყვი?_თვალები გაუფართოვდა _რა საკვირველია ვეტყვი. ამას როგორ დავუმალავ. ოღონდ, მხოლოდ მაშინ ვეტყვი, როცა ერთმანეთს გავეყრებით_მტკიცედ ჩავილაპარაკე _ნინა, იქნებ ჯობს ეხლა უთხრა და თქვენი ურთიერთობაც შეიცვალოს? _სწორედ რომ ეგ არ მინდა. არ მინდა ბავშვის გამო შენარჩუნებული ურთიერთობა. ის რა თქმა უნდა გაიგებს რომ შვილი ეყოლება და მისი ნახვა ყოველთვის შეეძლება,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა, როგორც ცოლქმრის დასრულდა. 2 კვირაში უკვე ცოლ-ქმარი აღარ ვიყავით. განქორწინების დღეს მხოლოდ აუცილებელ საკითხზე დავილაპარაკეთ და მეტი ერთმანეთისთვის ზედმეტი არაფერი გვითქვამს. უემოციოდ მოვაწერე ხელი საბუთებს და უკვე ქმარს გაშორებულის სტატუსით გამოვედი შენობიდან. ჩვენი 7 წლიანი თანაცხოვრება დამთავრდა. ეხლა სულ სხვა ცხოვრება იწყება ჩემთვის. მე და ბარბარე ჩაის მივირთმევდით კარზე ზარის ხმამ რომ შეგვაკრთო. არავის ველოდებოდით და გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ბარბარემ მხრები აიჩეჩა და კარის გასაღებად წავიდა. კარებში ჩემი ყოფილი დედამთილი იდგა. ბარბარემ შემოიპატიჟა, მე ფეხზე წამოვდექი და მივესალმე. თვალს ვერ მისწორებდა ქალბატონი ლელა. _ნინა.._დაიწყო და გაჩერდა _ჩამოჯექით ქალბატონო ლელა_თავაზიანად მივმართე. ლელასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. არასდროს არ ვყოფილვართ ტიპიური რძალ-დედამთილი.ლელა ძალიან თბილი და საყვარელი ქალია. _მე ოთახში გავალ და თქვენ ისაუბრეთ_მარტო დაგვტოვა ბარბარემ _მართალია ხო?_ხმაჩამწყდარმა მკითხა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე და დავხარე. სახეზე ხელები შემოირტყა _ნინა_უჭირდა საუბრის დაწყება_ ვერ წარმოიდგენ რა საშინლად ვარ_ხელები ნერიულად მოისვა სახეზე_ ერთი კვირის წინ მოვიდა დათო, მთვრალი იყო და მითხრა მე და ნინა ვშორდებითო, კინაღამ გავგიჟდი, შენზე მითხრა უკვე წავიდა სახლიდანო.გადავირიე, მეგონა სიმთვრალე ალაპარაკებდა, მაგრამ როცა მივხვდი რომ სიმართლეს ამბობდა ლამის გულმა დამარტყა_თვალებში ცრემლები ჩაუდგა_მეგონა უბრალოდ იჩხუბეთ და ყველაფერი მოგვარდებოდა, ამიტომ არ გამოვჩნდი აქამდე და არ ჩავერიე თქვენს ურთიერთობაში, ხომ იცი ზედმეტად ჩარევა არაფერში არ მიყვარს.ვიფიქრე დავაცდი, თვითონ მოაგვარებენ თავიანთ პრობლემებს მეთქი, მაგრამ გუშინ მოვიდა და დღეს ოფიციალურად გავეყარეთო რომ მითხრა,ლამის ინფარქტი მივიღე. რა მოხდა? რა დაგემართათ? ესეთი რა წინააღმდეგობა შეგხვდათ,რომელიც ვერ გადალახეთ. ამდენი წელი... ამდენი წლის სიყვარული,ურთიერთობა ასე უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით გაატანეთ წყალს?_უკვე ცრემლები წამოუვიდა. მეც მასთან ერთად ვტიროდი_ხომ იცი როგორც მიყვარხარ, ჩემი შვილისგან არ გამოგარჩევ. რომ იცოდე რა დღე ვაყარე გუშინ. ვერ ვცნობ ჩემს შვილს. საოცრად შეცვლილია_დარდიანი ხმით ლაპარაკობდა _ლელა დეიდა_ხმა გამიწყდა_ხომ იცით თქვენი შვილი როგორ მიყვარდა და მიყვარს. დარწმუნებული ვარ რომ ის ერთადერთი მამაკაცი იქნება,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ჩვენს შორის დიდი ბზარი გაჩნდა. გეფიცებით, პირველი ჩემს თავში ვეძებე პრობლემა, იქნებ მე ვარ დათოს ცვლილების მიზეზი მეთქი, ჩემს თავს ვადანაშაულებდი იქნებ რაღაც ისე ვერ გავაკეთე მეთქი, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. ერთადერთი ჩვენი დიდი პრობლემა, რომელიც ერთად თანაცხოვრების დროს ვერ გადავლახეთ იყო ის რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა არასდროს არ გვიგრძნობინებია ერთმანეთისთვის თუ როგორ გვტკიოდა უშვილობა. არ ვიცი, ვერ ვხვდები მიზეზს რამ შეცვალა. ჩემი აზრით მაინც საბოლოოდ ამ პრობლემამ იჩინა თავი. მოვბეზრდი, ჩემთან ყოფნა მობეზრდა. არ ვიცი მეტი სხვა რა ვიფიქრო. არაფერსაც არ მეუბნებოდა_უკვე ვსლუკუნებდი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა_ვერ წარმოიდგენთ გული როგორ მტკივა, მაგრამ ესე ორივესთვის ჯობდა. ერთად რომ გაგვეგრძელებინა ცხოვრება, უფრო მეტ ტკივილს მივაყენებდით ერთმანეთს და უფრო დაგვიმახინჯდებოდა ურთიერთობა. ჩვენს ცხოვრებას ცხოვრება აღარ ერქმეოდა, ვიქნებოდით მხოლოდ ხალხის თვალში წყვილი და მეტი არაფერი. მოჩვენებით ბედნიერი ცოლ-ქმარი. დროთა განმავლობაში უკვე მოჩვენებითაც არ გამოგვივიდოდა. ამიტომ სანამ კიდევ უფრო დიდ უფსკრულში არ გადავეშვით,მანამ დავასრულეთ ჩვენი თანაცხოვრება _ამას რას მოვესწარით მე და ნუგზარი ამ სიბერეში_საოცრად ტკივილიანი ხმით ლაპარაკობდა ლელა_ჩვენი ერთადერთი შვილი, ჩვენი თვალისჩინი ცხოვრებას ინგრევს. არ შემიძლია. ვერ გავუძლებ ამდენს _დამშვიდდით ლელა დეიდა, გთხოვთ არ ინერვიულოთ_შევეცადე როგორმე დამემშვიდებინა_ყველაფერი დალაგდება ადრე თუ გვიან, თანაც თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს_ცრემლიანი თვალებით გავუღიმე. ინტერესიანი მზერა მომაპყრო _მალე ბებია გახდებით_ვუთხარი და მუცელზე ხელი მოვისვი. გაოცებულს თვალები ლამის ბუდიდან ამოუცვივდა _რა თქვი ნინა, შვილო? შენ ფეხმძიმედ ხარ?_ხმააკანკალებულმა მკითხა _დიახ, ღმერთმა ასეთი სასწაული მომივლინა და დედობის ბედნიერება მაღირსა _დათოს რომ არაფერი უთქვამს?_გულზე ხელი მიიდო _ცუდად ხომ არ ხართ?_მასთან გადავჯექი. უარის ნიშნად თავი გააქნია_დათომ ჯერ არ იცის_ეხლა ორმაგად გაოცებულმა შემომხედა _ეგ როგორ? მისთვის არ გითქვამს _არა. მეც მხოლოდ განქორწინებამდე 3 დღით ადრე გავიგე _ნინა, იმედია ბავშვის შესახებ სიმართლის დამალვას არ აპირებ_შეშფოთებულმა წამოიძახა _არა, მაგას როგორ ვიზამ ლელა დეიდა. ეგ რომ მნდომოდა თქვენც არ გეტყოდით. აუცილებლად ვეტყვი, უბრალოდ განქორწინებას ველოდებოდი _სანამ გაეყრებოდით მანამ რომ გეთქვა იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო ნინა_სინანულით თქვა _არ იქნებოდა ლელა დეიდა, სწორედ იმიტომ არ ვუთხარი,რომ არ მინდოდა ოჯახი მხოლოდ ბავშვის გამო შეგვენარჩუნებინა. ეს ოჯახი არ იქნებოდა. ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მე კიდევ მერე ტკენას ეხლა მტკენოდა მერჩივნა. რასაკვირველია მას ვეტყვი ბავშვზე, ამას ვერასდროს ვერ დავუმალავ. ამ დღეებში დაველაპარაკები და სიმართლეს ვეტყვი. ლელა დეიდა, გთხოვთ რომ თქვენ არ უთხრათ არაფერი, ძალიან გთხოვთ, თქვენგან რომ გაიგოს,სხვანაირ დასკვნას გამოიტანს და დამადანაშაულებს,რომ თქმას არ ვაპირებდი თქვენ რომ არ გეთქვათ, მე კი ეს არ მინდა. მინდა რომ მე თვითონ ვუთხრა_მუდარით ვუთხარი _როგორც გინდა შვილო. მე არაფერს ვეტყვი,მაგრამ შენ აუცილებლად დაელაპარაკე და რაც შეიძლება მალე _აუცილებლად. _არ მჯერა რომ შვილიშვილი მეყოლება_სიყვარულით ჩაილაპარაკა და მუცელზე ხელი დამისვა. ცრემლები წასკდა კვლავ_რატომ უნდა ცხოვრობდნენ ჩემი შვილიშვილის მშობლები ცალ-ცალკე, როცა შეიძლებოდა რომ ბედნიერ ოჯახში გაზრდილიყო, დედ-მამასთან ერთად _მას არაფერი მოაკლდება ლელა დეიდა. ყველა საყვარელი ადამიანი ახლოს ეყოლება. მამის და მისიანების სითბო არ მოაკლდება. თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებობა ის ნახოთ, რა დროც არ უნდა იყოს. ის თქვენი სისხლი და ხორცია _მადლობა შვილო,რომ ასეთი კარგი ხარ. რა უდევს იმ ჩემს შვილს თავში გამაგებინა ასეთი ცოლი რომ დაკარგა_დანანებით გააქნია თავი _ცოლ-ქმრის დაშორების დროს მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე არასდროსაა. ალბათ მეც ვერ მოვიქეცი ისე,როგორ საჭირო იყო, სხვანაირად ასე ჩემდამი დამოკიდებულება არ შეეცვლებოდა_მხრები ავიჩეჩე _შენ ანგელოზი ხარ ნინა, ნამდვილი ანგელოზი. შენ იმაზე უკეთესი რძალი ხარ ვიდრე წარმოვიდგენდი,როცა რძალზე ვფიქრობდი ხოლმე. სასწაული გოგო ხარ_სახეზე მომეფერა. მერე ფეხზე წამოდგა_კარგი აბა, წავალ ეხლა. ისედაც შეგაწყინე თავი_ჩანთა აიღო _რას ბრძანებთ ლელა დეიდა. თქვენი სტუმრობა ყოველთვის გამახარებს_გავუღიმე_დათოს აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს, ამაზე არ იდარდით. დამემშვიდობა და წავიდა. _შეცვლლილი მეჩვენა_ოთახიდან გამოვიდა ბარბარე _ძალიან განიცდის_ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე და დივანზე დავჯექი _ძალიან მიყვარს ეს ქალი. ძალიან დადებითი პიროვნებაა და სულ სითბო მოდის მისგან _მეც ძალიან მიყვარს და მართლა განვიცდი ის რომ ასე განიცდის _ნინ, ეხლა შენ არ ინერვიულო ხო? ძალიან გთხოვ ბავშვზე იფიქრე და ეცადე სულ მშვიდად იყო რა_თმაზე მომეფერა და ლოყაზე მაკოცა. მე გავუღიმე _აუცილებლად. ყველანაირად ვეცდები რომ ბავშვს ზიანი არ მივაყენო. ეს ხომ ჩემი დიდი ხნის ოცნებაა_სიყვარულით ჩავილაპარაკე ******** 2 დღე ხელში ვათამაშებდი ტელეფონს და ვყოყმანობდი დამერეკა თუ არა დათოსთვის. ვიყავი თუ არა მასთან სალაპარაკოდ მზად. უამრავჯერ ავკრიფე ნომერი და გავთიშე. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე დამერეკა, რაც მეტს გავწელავდი,მით უფრო გამიჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე დროზე მეთქვა სიმართლე. მისი ნომერი ავკრიფე და დაველოდე როდის მიპასუხებდა. დიდი ხანი გადიოდა ზარი,ის იყო გათიშვას ვაპირებდი რომ მისი ხმა გავიგე _ნინა_შეცვლილი ხმით მიპასუხა _შენთან სერიოზული საქმე მაქვს დათო და შეხვედრა მინდა_პირდაპირ საქმეზე გადავედი _რამე მოხდა?_შეცბუნებულმა მკითხა _ძალიან მნიშვნელოვანია, როდის შეგიძლია მნახო? _თუ სასწრაფოა სამსახურის მერეც შემიძლია დღეს, გამოგივლი. _კარგი,მაშინ ბარბარესთან მოდი. დაგელოდები_ვუთხარი და პასუხს რომ არ დავლოდებივარ ისე გავუთიშე. _ნინა იყო?_კითხა თაზომ _ხო_ერთ წერტილს მიშტერებოდა დათო და ისე პასუხობდა_მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო_ეხლა მზერა თაზოს გაუშტერა_დღეს უნდა შევხვდე _ხომ მშვიდობა აქვს ნეტავ?_ჩაილაპარაკე თაზომ. დათომ მხრები აიჩეჩა. საღამომდე ეკლებზე ვიჯექი. რა რეაქცია ექნება ნეტავ?გაუხარდება? იქნებ სულაც აღარ უნდა ჩემგან შვილი? ძალიან ვნერვიულობდი. მისი რეაქციის მეშინოდა.ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. ძლივს გავიდა დრო. 7 საათიც მოახლოვდა. ბარბარე თავის დაქალთან წავიდა, იცოდა დათო რომ მოვიდოდა და ხელს არ შეგიშლითო. კარზე ზარი დარეკეს. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. ძლივს გადავატრიალე საკეტი და კარები გავუღე. თავდახრილი იდგა დათო და თვალს მარიდებდა. მე გამოვიწიე და შემოვუშვი _ნინა, ხომ კარგად ხარ?_მკითხა ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ _კარგად ვარ_შევეცადე ცივად დავლაპარაკებოდი_აქ იმიტომ დაგიბარე,რომ რაღაც ძალიან მნიშნელოვანი უნდა გითხრა_თვალი თვალში გამიყარა. მე მზერა ავარიდე, რადგან ვერ ვუძლებდი მის დაჟინებულ მზერას, რაც არ უნდა იყოს ეს კაცი საშინლად მიყვარს. _გისმენ_დივანზე მოკალათდა და მას მიეყრდნო ზურგით. მე მის წინ ჩამოვჯექი _ფეხმძიმედ ვარ_პირდაპირ საქმეზე გადავედი და სათქმელი ეგრევე ვუთხარი. გაწელვას არანაირი აზრი არ ქონდა, მაინც უნდა მეთქვა.დავინახე როგორ გაფითრდა და ერთ ადგილს მიეყინა. წამით ეჭვი შემეპარა საერთოდ თუ სუნთქავდა _რრაა?_ხრიალით მკითხა და ხელები აუკანკალდა _ხო, შვილი გვეყოლება_ვუთხარი და მზერა გავუსწორე_განქორწინებამდე 3 დღით ადრე გავიგე_არ დავუმალე სიმართლე. გაოგნებული იჯდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ლაპარაკი უჭირდა _აქამდე რატომ არ მითხარი?_როგორც იქნა დაიწყო _განქორწინებას ველოდებოდი_დასაშვებზე ცივად ველაპარაკებოდი _რატომ? ნუთუ არ გიფიქრია რომ ამას შეიძლება ყველაფერი შეეცვალა?_გაღიზიანებულმა მომიგო. მწარედ ჩამეცინა _შენც იმავეს გაგიმეორებ, რომ არ მინდოდა ბავშვის გამო შენარჩუნებული ოჯახი დათო. არ მინდოდა ჩემთან ვალდებულების გამო ყოფილიყავი. _უნდა გეთქვა. არ გავეყრებოდით! _ვერ გაიგე რა გითხარი? არ მინდოდა მეთქი შენთან მხოლოდ ბავშვის გამო მეცხოვრა. ამიტომ დაველოდე სანამ განქორწინებას არ დავასრულებდით და მერე გითხარი. _ჩემი შვილი_ხმადაბლა ამოილუღლუღა_აზრზე ხარ, ამდენი წლის მერე _ეს ყველაზე დიდი საჩუქარია უფლისგან, რაც კი ოდესმე მიმიღია _ბავშვთან ურთიერთობას ვერ დამიშლი ეგ იცოდე_გამაფრთხილა თვისი ჭკუით _დათო, ნუთუ საერთოდ არ მიცნობ და ამდენი წელი ტყუილში ვცხოვრობდი? გგონია ამას დაგიმალავდი და ბავშვს არ განახებდი? ამის დამალვას არანაირად არ ვაპირებდი, მე უბრალოდ უფლება არ მაქვს ეს შენთვის დამემალა. შენ ბავშვის მამა ხარ და ყველანაირი უფლება გაქვს სიმართლე იცოდე, შენს შვილთან გქონდეს ურთიერთობა. სხვამ თუ არა, მე ხომ მაინც ვიცი როგორ ოცნებობდი შვილზე_ბოლო წინადადება ხმადაბლა ჩავილაპარაკე. დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები _ შენ... შენ საუკეთესო დედა იქნები_ჩაილაპარაკა აღელვებულმა _ერთი ცოლად ვერ გამოვდექი და იმედია დედად მაინც ვივარგებ_მწარედ ჩავურტყი _ეგ არ თქვა არასდროს, შენ საუკეთესო ცოლი იყავი ნინა, ეგ მე გამოვდექი ცუდი ქმარი_სინანულით მითხრა _მოკლედ, მე ამის სათქმელად დაგიბარე. უკვე სიმართლე იცი. ბავშვი რომ დაიბადება ნებისმიერ დროს შეგეძლება მისი ნახვა. ამას ვერ აგიკრძალავ_ფეხზე წამოდგა. ჩემკენ წამოვიდა და მოულოდნელად ჩამეხუტა _მადლობა ნინა, ყველაფრისთვის მადლობა_ჩაიბუტბუტა და უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან. ცრემლები წამომივიდა. მაინც ვერ შევიკავე თავი. ყოველთვის ვოცნებობდი,რომ როცა გავიგებდი ჩემი ფეხმძიმობის შესახებ, მერე როგორ ვახარებდი დათოს ამ ამბავს. ამაზე ოცნებაში 7 წელი გამელია. ეხლა კი, როცა ერთმანეთს დავშორდით, სწორედ მაშინ შევიტყვე ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი და დათოსაც პირდაპირ, ყველანაირი სიურპრიზის გარეშე მივახალე ფეხმძიმობის შესახებ. ცრემლები შევიმშრალე. ,,მორჩა დე, აწი ვეცდები რომ აღარ ვიტირო’’ მუცელზე რომელიც ჯერ საერთოდ არ მეტყობოდა, ხელი ნაზად მოვისვი. ******** _ჯერ კიდევ აგონიაში ვარ. ვერ ვიაზრებ რომ შვილი მეყოლება_თაზოსთან იყო ბინაში დათო და ვისკის სვამდნენ _ყველაზე მაგარი ახალი ამბავია ბოლო პერიოდის განმავლობაში_ღიმილით თქვა თაზომ _იმდენად გაოგნებული ვარ ამ ამბით, რომ ემოციების გამოხატვა მიჭირს, მიჭირს რომ ბედნიერებისგან არ ვიყვირო, ეგ იმდენად დიდი ოცნება იყო ჩემი,რომ უკვე ვეღარც ვბედავდი ამაზე ოცნებას,ხოდა როცა უკვე მეგონა რომ არასდროს მეღირსებოდა შვილი,სწორედ მაშინ გავიხარე ამ ამბით. საოცრად ბედნიერი ვარ თაზო. იმდენად ბედნიერი ვარ, რომ შეიძლება გული გამისკდეს ზედმეტი ემოციებისგან. მამა გავხდები_ყურებამდე გაიღიმა _იმენა ყველაზე ჯიგარი და შეგნებული გოგოა ნინა. ვაფშე ყველაზე მაგარი. შენ კიდევ მაგარი სი*ი ხარ. არ შემეძლო რომ არ შემემკე_უთხრა თაზომ და ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა _არ გედავები. ბოლო დონის სი*ი ვარ_წარმოთქვა დათომ და მანაც ბოლომდე გამოცალა ჭიქა. ****** ჩემს მშობლებს რომ ვუთხარი ჩემი ფეხმძიმობის შესახებ სიხაულისგან გაგიჟდნენ. დედაჩემმა ბედნიერების ცრემლები ყარა. _ყველაფერში გქონდეს ჩვენი იმედი ნინა_თავზე ხელი გადამისვა მამამ_ჩემი პირველი შვილიშვილი. როგორც იქნა ამ დღესაც მოვესწარი შვილო_გულში ჩამიკრა. ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემი მშობლების რეაქციით. ვიცოდი რომ სხვანაირი რეაქცია არ ექნებოდათ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვნერვიულობდი. 3თვის გავხდი უკვე. დათომ ერთხელ მომაკითხა, გაიგო როგორ ვიყავი და მაგის მერე არ მინახავს. მხოლოდ რამდენჯერმე დამირეკა. ლელა სულ მირეკავდა და მკითხულობდა. ძალიან აინტერესებდა ჩემი ამბავი, როგორ ვიყავი, ტოქსიკოზი მქონდა თუ არა, საბედნიეროდ ტოქსიკოზი არ მქონია. _როგორ ვოცნებობდოთ შენზე მე და მამაშენი დე_ჩემს მუცელს ვეფერებოდი და თნ შვილს ველაპარაკებოდი_რამდენი წელი გვინდოდა რომ გვყოლოდი და აგვიხდა ეს ბედნიერება,მაგრამ მამაშენი ჩემს გვერდით არაა. ჩვენზე არ ზრუნავს, არ მეფერება მუცელზე, არ გელაპარაკება, მაგრამ არაუშავს დე, რომ დაიბადები შენი მამიკო შენთან იქნება, მას ძალიან ეყვარები_კიდევ ერთხელ დავუსვი მუცელს ხელი და შევეცადე დამეძინა. ******* _შენ ამ ბოლო დროს ძალიან მიეძალე დათო სასმელს და ძალიან მაწუხებს ეს ამბავი_უსაყვედურა თაზომ _შენც უნდა მიკითხო მორალი? დედაჩემიც მყოფნის და შენც ნუ დამიმატებ თუ ძმა ხარ _ჩვენ თუ არ გითხარით აბა სხვა ვინ გეტყვის დათო? ნატაშასთან ისევ დადიხარ ხო? _დავდივარ! საოცრად ვნებიანი ქალია_ამოთქვა დათომ და თავი საზურგეს მიადო _როგორ მინდა რომ მაგრა გცემო. ბიჭო შვილი გეყოლება, შენი ცოლი ორსულადაა და მას ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება,შენ კი რას შვები? დაეთრევი ბიღაც ბო*ებში და თან სვამ კიდეც. რამ გამოგასი*ა ასე? საერთოდ ვერ გცნობ დათო. მე და შენ დაბადებიდან ერთად მოვდივართ და მე ესეთი დათო არ მახსოვს. რა ჯანდაბა გჭირს? რამ გადაგიტრიალა ასე ტვინი?_ საშინლად გაბრაზებული ლაპარაკობდა თაზო _რომ ვიცოდე რა მჭირს რა მიჭირს თაზო_ამოიოხრა დათომ და ფეხზე წამოდგა_წავედი მე. გნახავ მერე_დაემშვიდობა და თაზოს სახლი დატოვა. თაზო ძალიან წუხდა დათოს მდგომარეობის გამო. ვერაფრით ვერ აეხსნა მეგობრის ასეთი ცვლილება. ვინმეს რომ ეთქვა ვერ დაიჯერებდა,მაგრამ საკუთარი თვალით ხედავდა თუ როგორ ინგრევდა ცხოვრებას და გამოსავალს ვერ ხედავდა როგორ დახმარებოდა ან უნდოდა კი დათოს ვინმე რომ დახმარებოდა? ******* _ნინ, გააღე რა კარი, ხახვს ვჭრი_გამომძახა ბარბარემ სამზარეულოდან. ძლივს წამოვდექი დივნიდან. უკვე 5 თვის ორსული ვიყავი და მუცელი საკმაოდ მქონდა წამოზრდილი. კარი რომ გავაღე დათო შემრჩა. მე გამოვიწიე რომ შემოსულიყო. _როგორ ხარ ნინა?_გადამკოცნა _კარგად_ცივად ვუაპასუხე. კარი გადავკეტე და დივნისკენ წავედი ჩამოსაჯდომად. დათო ჩემს წინ მოკალათდა. _ვინ არის ნინ..._სიტყვა გაუწყდა ბარბარეს დათო რომ დაინახა _როგორ ხარ დათო?_მიესალმა ბარბარე. მიუხედავად იმისა რომ დათოს არ და ვერ ამართლებდა, მაინც ცდილობდა მასთან ნორმალური ურთიერთობა ქონოდა და ზედემტი არ ეკადრებინა _ვარ ბარბარე ვარ_ამოიოხრა დათმ და მზერა ჩემს მუცელს გაუშტერა. ბარბარემ სამზარეულოში გააგრძელა ტრიალი _როგორ მიდის ორსულობა? რამე ხომ არ გიჭირს? გამოკვლევებზე როდის მიდიხარ? _ორსულობა ნორმალურად მიდის. ყველაფერი რიგზეა. გამოკვლევაზე ერთ კვირაში უნდა წავიდე_კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვცემდი _შენ ხომ კარგად ხარ? _ცოტა სევდიანი მომეჩვენა _მეც კარგად ვარ დათო_ყველანაირად ვცდილობდი ჩემს ხმას სიცივე არ დაეკარგა _სქესის გაგებას არ აპირებ? _მინდოდა რომ არ გამეგო, მაგრამ ეხლა მომინდა და შემდეგ გამოკვლევაზე რომ წავალ აუცილებლად ვიკითხავ _კარგია. მინდა ბევრი რამ ვუყიდო,მაგრამ სქესი რომ არ ვიცი თავს ვიკავებ_გაეღიმა. _მეც მასე ვარ,მაგრამ რაღაცები მაინც ვიყიდე ორივე სქესს რომ გამოადგება ისეთი,. გულმა ვერ მომითმინა. _საჭმელი მზადაა_გამოვიდა ბარბარე_წამოდით და ვჭამოთ _მე მეჩქარება, მადლობა ბარბარე_თქვა დათომ და ფეხზე წამოდგა_უნდა წავიდე. ნინა_მომიბრუნდა_დამირეკე კონსულტაციაზე რომ დააპირებ წასვლას და გამოგყვები_მითხრა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე.დათო დაგვემშვიდობა და წავიდა. _ძალიან მენანება დათო_დანანებით ჩაილაპარაკა ბარბარემ_სხვანაირი სიძე იყო ეგ, და გული მტკივა ეხლა ყველაფერი რომ შეიცვალა- მე არაფერი მითქვამს. უხმოდ დავჯექი და წვნიანის ჭამა დავიწყე. ********** გამოკვლევაზე რომ უნდა წავსულიყავი დათოს დავურეკე და სევატყობინე წინა დღეს. _დათო გირეკავ რომ გითხრა, რომ ხვალ მივდივარ გამოკვლევაზე და შენც გინდოდა წამოსვლა- როგორც კი აიღო მაშინვე ვუთხარი -ხო მინდოდა ნინა, მაგრამ ქალაქში არ ვარ. ზეგ ვიქნები და ზეგ რომ წავიდეთ? _უკვე ჩაწერილი ვარ ექიმთნ. მაშინ უშენოდ წავალ_ცივად ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. გულში რარაც ჩამწყდა. ხომ იცოდა, ხომ ვუთხარი რომ ამ კვირას მივდიოდი ექიმთან? მას კი არც ახსოვდა და ქალაქგარეთ წავიდა. იქნებ საქმეზე? ან.. ან.. ფიქრისგან თავი ამტკივდა და შევეცადე მასზე აღარ მეფიქრა. გამოკვლევაზე ბარბარე გამომყვა _ბიჭია_ღიმილით მამცნო ექიმმა. მე ბედნიერმა ყურებამდე გავიღიმე_ჯანმრთელი და ძლიერი ბიჭი იქნება. თან ძალიან მოუსვენარია_გაიცინა. _ხო, ძალიან ბევრს მოძრაობს ხოლმე_გავუღიმე მალე წამოვედით საავადმყოფოდან. გულდამშვიდებული გამოვედი,რადგან ჩემი შვილი კარგად იყო და არაფერი აწუხებდა. მეორე დღეს დათო დამადგა თავზე. _არ მივდივართ საავადმყოფოში?_როგორც კი შემოვიდა მაშინვე მითხრა _გუშინ ვიყავი დათო_ირონიულად გავუღიმე _ხომ გითხარი,რომ დღეს გამოგივლიდი? არ ვიყავი ქალაქში და ერთი დღე რამეს წყვეტდა?_აგრესიულად მითხრა _ჩაწერილი ვიყავი ექიმთან გუშინ და იმის გამო რომ შენ ქალაქში არ იყავი, ვერ გადავდებდი_გაღიზიანებულმა მივუგე _სასწრაფო საქმე მქონდა ნინა. მე გთხოვე... _მგონია რომ საერთოდ არ გაინტერესებს ის რომ შვილი გეყოლება_გავაწყვეტინე_საერთოდ არ გადარდებს_დავინახე როგორ დაებერა ძარღვები კისერზე და თვალები ჩაუსისხლიანდა _აღარასდროს, გესმის აღარასდროს არ გაიმეორო მსგავსი რამ. ამ ბავშვზე კარგად იცი რამდენსაც ვოცნებობდი-ხმა გაუწყდა_მე..მე ძალინ ბედნიერი ვარ რომ შვილი მეყოლება და მეორედ არ გაიმეორო რომ ჩემი შვილი არ მაინტერესებს ნინა. შეგიძლია ყველაფერი დამაბრალო,მაგრამ ამას ვერ იტყვი, რადგან მოუთმენლად ველოდები მის დაბადებას და ის რომ ამის გამოხატვა მიჭირს და შენთან იმდენ დროს ვერ ვატარებ რამდენიც საჭიროა, ეს იმას არ ნიშნავს რომ შვილი ფეხებზე და არ მანაღვლებს_გაბრაზებული ლაპარაკობდა _ზედმეტი მომივიდა_ვაღიარე შეცდომა. მართლა ძალიან ვინანე ეს რომ ვუთხარი. ბრაზი მასზე გადავანთხიე და შევეცადე ასე მიმეყენებინა ტკივილი_ბიჭია_გავიღიმე _ეხომ ბიჭი აჩვენა?_სახე გაებადრა. მე თავი დავუქნიე _ჩემი ბიჭი_მოვიდა ჩაიკუზა და მუცელზე ხელი დამისვა.მერე ტუჩები ჩემს მუცელს მიადო. კინაღამ გული წამივიდა. სხეულში ელექტროდენივით დამიარა მისმა შეხებამ. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ შევკრთი. ჩემი ფეხმძიმობის განმავლობაში, პირველად შეეხო ჩემს მუცელს და მოეფერა. ბედნიერების ცრემლი წამომივიდა,მაგრამ უცებ მოვიწმინდე,რადგან მას არ დაენახა.მაგრამ მგონი ვერ მოვახერხე, რადგან დავინახე როგორ დაიბუდა მის თვალებში სევდამ ადგილი. ფეხზე წამოდგა, უბრალოდ დამემშვიდობა და სახლი დატოვა. მე ცრემლები წამომივიდა და ავტირდი. ,,რატომ დამემართა ეს ყველაფერი მე? რა დავაშავე ასეთი რომ ასე უნდა ვიტანჯო სულ?’’ ჩავილაპარაკე აღელვებულმა და ცრემლები შევიმშრალე _ყველაფერი კარგად იქნება დე_მუცელს მივეფერე. ******** _ნატაშ გცალია დღეს?_დათომ ნატაშას დაურეკა_ძალიან კარგი. ე.ი დღეს გნახავ_დაემშვიდობა და ტელეფონი გაუთიშა _შენს ტურფას დაურეკე?_ირონიულად კითხა მოულოდნელად მის კაბინეტში შემოსულმა თაზომ _მოდი თაზო, ჩამოჯექი. მეც კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?რას შვები?_არ შეიმჩნია თაზოს კითხვა და ირონიულად მიუგო თვითონაც _როდემდე აპირებ მაგ ბო*თან ყოფნას დათო?_არც თაზომ მიაქცია მის ირონიას ყურადღება _სანამ არ მომბეზრდება. დაგაკმაყოფილა პასუხმა? _როცა მოგბეზრდება უკვე გვიანი იქნება. დავიჯერო ნინა სულ არ გენატრება?_მოულოდნელად კითხა თაზომ _არა_დაუფიქრებლად უპასუხა დათომ _არა?_დაეჭვებით კითხა _არ მჯერა! არ მჯერა რომ ნინას მონატრებას არ გრძნობ. ნუთუ მართლა მთლიანად გაქრა ის გრძნობა რასაც ნინას მიმართ გრძნობდი? როგორ დავიჯერო რომ უბრალო მონატრებას მაინც არ გრძნობ მის მიმართ?მაშინ არც არასდროს არ გყვარებია_მტკიცედ ჩაილაპარაკა თაზომ და ზუსტად მიზანში მოარტყა _მაგას როგორ მეუბნები? შენც მშვენივრად იცი ნინა როგორ მიყვარდა _როგორც ჩანს არ მცოდნია დათო. 2 წლის წინ ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ნინა სიგიჟემდე გიყვარდა, მაგრამ ეხლა რომ გიყურებ საერთოდ ვერ ვიაზრებ,რომ ნინა ოდესმე გიყვარდა. ასე უცებ გაქრა ამდენწლიანი გრძნობა? გრძნობები ასე უკვალოდ არ ქრება, ის კვალს აუცილებლად ტოვებს დათო, და თუ მართლა ისე გიყვარდა როგორც შენ ამბობ, მაშინ უნდა გენატრებოდეს. ოდნავ მაინც.. _ზოგჯერ შემომიტევს მისი მოანტრება_დანებდა დათო_მას ისე შევეჩვიე,რომ სახლი ცარიელია მის გარეშე. მიჭირს იმ ბინაში მისვლა სადაც ერთად ვცხვორობდით, ამიტომ უმეტესად ჩემს მშობლებთან ვარ და მაგათ საყვედურებს ვისმენ. მართალი ხარ. მთლიანად არ დაფერფლილა ის გრძნობა რასაც ნინას მიმართ განვიცდი. ჩემთვის სულ ერთი არაა_თავი დახარა _თავიდან რომ ცადოთ ურთიერთობა დათო?თან ეხლა შვილიც გეყოლებათ. დაელაპარაკე ნინას და შეურიგდი _არ შემიძლია_თქვა და თაზო მარტო დატოვა. _გამაგიჟებს ეს ბიჭი. ნეტავ დამანახა რა უდევს მაგ თავში_დანანებით ჩაილაპარაკა თაზომ. **** _ნი, შერიგება რომ გთხოვოს დაუბრუნდები?_მკითხა ერთ დღეს ბარბარემ _არ ვიცი ბარბი, გეფიცები მართლა არ ვიცი. ის ისეთი სხვანაირია, გამიჭირდება ალბათ, მაგრამ ისე ძალიან მიყვარს რომ გამორიცხული არაა ვაპატიო. მართლა არ ვიცი რას ვიზამ პატიება რომ მთხოვოს. ძალიან მენატრება. მის გარეშე საოცრად მიჭირს. ვერ ვეჩვევი უიმისობას და რა ვქნა?_ცრემლები წამომივიდა_მინდა რომ ჩვენი შვილი ერთად გავზარდოთ, მასთან მინდა_ვზლუქუნებდი _დამშვიდდი რა ნინ, ჩემო საყვარელო გემუდარები ნუ ტირი, ბავსვისთვის არ შეიძლება შენი ნერვიულობა. დაწყნარდი რა_თავზე ხელს მისვამდა ბარბარე და მამშვიდებდა_დრო გვიჩვენებს რა როგორ იქნება ნინა, წინასწარ ნუ ითხრი ნერვებს _არაფერიც არ იქნება ისე როგორც იყო. მე და დათო ცოლ-ქმარი აღარ ვიქნებით. ის არ იქნება ჩემთან_ვთქვი და ცრემლები შევიმშრალე. ****** დათოს ცხოვრება მართლაც რომ რადიკალრად შეიცვალა. სულ სხვადასხვა ქალთან დადიოდა ხოლმე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით ამოჩემებული ყავდა ნატაშა. სერიოზული ურთიერთობა არც ერთთან არ ქონდა, ყველა მხოლოდ ერთი ღამის გასართობი იყო. მისი მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და პატარა ბავშვივით ტუქსავდნენ დათოს. _რა ოჯახი დაანგრიე ნუთუ ვერ ხვდები?_ქოთქოთებდა ლელა_დაეთრევი ქალებში კი არა ოჯახი შეგენარჩუნებინა, შენნაირი ცოლი ბევრს კი არ ყავს. ნინა ერთეულებში შედის,რომლის რძლად მოყვანაზე არავინ იტყვის უარს. რას იზამ ერთ მშვენიერ დღეს რომ კვლავ გათხოვდეს და ახალი ოჯახი შექმნას? მერე რას აპირებ დათო?_არ ინდობდა ლელა. ბოლო წინადადება გულზე საშინლად მოხვდა დათოს. ამაზე არ უფიქრია. რატომღაც გონებაშიც კი არ გაუვლია რომ ნინა შეიძლება კიდევ გათხოვდეს და სხვა მამაკაცის ცოლი გახდეს _ეს არ მოხდება, ნინას შვილი ეყოლება და ის მხოლოდ შვილზე იზრუნებს_თავისი ხმა თვითონ ვერ იცნო ისე თქვა დათომ _შვილი ხელს არ უშლის. ერთი კი არა 3 შვილიანი ქალები თხოვდებიან მეორედ და მესამედ და ნინას რა შეუშლის ხელს? შვილს ის არაფერს დააკლებს, სანიმუშო დედა იქნება ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი,მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ ისევ დაუკავშიროს ბედი სხვა მამაკაცს და მასთან შექმნას ბედნიერი ოჯახი, მერე კი შენ ინანებ დათო შვილო, ძალიან ინანებ და გვიანი არ იყოს მერე შენი სინანული_უთხრა ლელამ და მარტო დატოვა. დარწმუნებული იყო რომ დათო ძალიან ბევრს იფიქრებდა ამ თემაზე. დრო სწრაფად გავიდა. არანაირი ცვლილება არ მომხდარა ჩემსა და დათოს შორის. ისევ ცივი, ფორმალობითი ურთიერთბა. მე დღე-დღეზე ველოდები ბავშვს. და აი, ტკივილებიც დამეწყო. მაშინვე საავადმყოფოში გამაქანეს. დათო სამშობიაროში შემომყვა. ,,სულ ვამბობდი რომ აუცილებლად შენთან ვიქნებოდი მშობიარობის დროს და მეც დავესწრები მეთქი’’ ამ სიტყვებით მომიბრუნდა და სამშობიარო ბლოკში შემომყვა. მშობიარობამ კარგად, ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. დათოს ლამის სუნთქვა დაავიწყდა თავისი შვილის დანახვისას. ბედნიერებისგან მეგონა გავსკდებოდი ჩემი პატარას ხელში დაჭერისას. ჩვენი შვილი. დიდი ხნის ნატვრა. ახდენილი ოცნება. საოცარი ემოციებით დატვირთული გამოვიდა დათო პალატიდან. ბედნიერებისგან ეგონა ფრენას შეძლებდა. ბევრი მილოცვა მივიღეთ. ჩემი ყველა ახლობელი ჩემთან იყო. ბავშვს ლუკა დავარქვი, როგორც მინდოდა ხოლმე, ადრეც და სულ. დათო თითქმის სულ სააადმყოფოში იყო. გამოწერის დღესაც გვერდიდან არ მომშორებია. გულის სიღრმეში ძალიან მიხაროდა ჩემთან რომ იყო. თითქოს ისევ ერთად ვიყავით,როგორც ერთი ოჯახი. ბავშვს ყურადღებას არ აკლებდა. ძალიან ხშირად მოდიოდა მის სანახავად. ერთი თვის იყო ლუკა, საღამოს დათო რომ მომადგა. აშკარად ნასვამი იყო. _დათო? _გამიკვირდა მისი ამ დროს ნახვა_ამ დროს აქ რას აკეთებ _ბავშვის სანახავად მოვედი_კარს ეყრდნობოდა_მომენატრა _ნასვამი ხარ_შეწუხებულმა ვუთხარი და გამოვიწიე რომ შიგნით შემომეშვა. _მარტო ხარ? _ბარბარე ქუთაისშია საქმეზე წასული და მე და ლუკა ვართ მარტო. _ძინავს ხო? _ძინავს აბა რა. იცი მაინც რა დროა?_საყვედურნარევი ხმით ვუთხარი_მეც დაძინებას ვაპირებდი _რა ვქნა რომ ძალიან მომენატრა და მისი ნახვა მომინდა? ამისთვის ნებართვა უნდა ავიღო?_გაღიზიანებულმა მომიგო _რა თქმა უნდა ნებართვა არ გჭირდება შენი შვილის სანახავად,მაგრამ დრო ხომ უნდა იცოდე არა როდის ნახო და როდის არა? პირველი დაიწყო უკვე _ვიცი_თავი ჩახარა_მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი მენახა, ვერ მოვითმინე. მხოლოდ ნახვა მინდა. უბრალოდ დავხედავ_მისი ოთახისკენ წავიდა. მე დივანზე ჩამოვჯექი. მალევე გამოვიდა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანი ხმას არ იღებდა _არ მოგენატრე?_მოულოდნელად მკითხა. თვალები გამიფართოვდა _არ გეჩვენება რომ უაზრო კითხვებს სვამ?_მკაცრად მივუგე _უაზრო რატოა? დავიჯერო არ გენატრები? ჩემს მიმართ გრძნობები გაგინელდა?ამას ვერ დავიჯერებ _რატომ? დაუჯერებელი რა არის რომ გამნელებოდა? შენც იგივე არ დაგემართა? წესით მსგავსი რამ არ უნდა გიკვირდეს_მწარედ ვუკბინე _მე გიღალატე_ისევ მოულოდნელად წამოროშა. თავზე რეტი დამესხა. გავქვავდი ერთ ადგილას. ამას ვგრძნობდი, მაგრამ ჩემს თავსაც არ ვუტყდებოდი. მეშინოდა სიმართლის გაგების_მთელი ერთი წელი გღალატობდი. და არა ერთ და ორთან არამედ უამრავთან. რაც დაგშორდი მაგის მერე ძალიან ბევრი ქალი მყავდა, მხოლოდ ღამის გასართობები იყვნენ_აუღელვებლად ლაპარაკობდა დათო, თითქოს ჩვეულებრივ მოვლენაზე საუბრობდა. მე ხმას ვერ ვიღებდი. საშინლად დამცირებულად ვიგრძენი თავი_ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიყავით ერთად. 12 წელი მხოლოდ შენ გხედავდი, სხვა ქალისკენ არასდროს არ გამიხედავს, ამგრამ ალაბთ ის დრო დამიდგა, როცა მამაკაცებს უნდებათ სხვა მხარესაც გაიხედონ, სხვა რამეებსაც გაუგონ გემო. ჩვენ ძალიან პატარა ასაკში დავქორწინდით, ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც ეგაა რომ საბოლოოდ ასე გამოვიდა. ეხლა ზუსტად ისეთ ასაკში ვარ, როცა წესით ჩამოყალიბებულმა მამაკაცმა ოჯახის შექმნაზე უნდა იფიქროს, მე კიდევ შექმნილი ოჯახი დავანგრიე. ჩემს თავს არ ვამართლებ არანაირად, ან რანაირად უნდა გავამართლო როცა არამზადასავით მოვიქეცი, უბრალოდ ძალიან გვიან მივხვდი რომ მხოლოდ ერთ ქალთან შეიძლება იყო ბედნიერი და ეს ერთი ქალი შენი ცხოვრების თანამგზავრი, შენი მეუღლეა. რაც ჩემგან წახვედი, ხშირად მენატრებოდი ნინა, მაგრამ ჩემს თავსაც ვერ ვუტყდებოდი ამას. ძალიან მხდალივით ვიქცეოდი და ვიქცევი, მაგრამ არ შემიძლია. მე მივხვდი რომ სწორედ შენ ხარ ერთადერთი ქალი,რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე მინდა ცხოვრება და მასთან ერთად დაბერება. ვიცი რომ დავაგვიანე, მაგრამ ძალიან ვნანობ და ძალიან მენატრები ნინ. უშენოდ მართლა ცუდად ვარ. გეფიცები, ლუკას გეფიცები არც ერთ ქალთან არ მიგრძვნია ის,რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. ერთადერთი ხარ ვინც მიყვარს და ვინც მეყვარება სულ_ხმაგამწყდარმა დაასრულა მონოლოგი დათომ. აზროვნების უნარი დავკარგე. ჩემი გონება მხოლოდ იმ წინადადებას დატრიალებდა ,,მე გიღალატე“ _ანუ ცოლ-ქმარი რომ ვიყავით მაშინ მღალატობდი ხო?_ხმაჩამწყდარმა ვკითხე. ცრემლები მახრჩობდა. _ამას ძალიან ვნანობ ნინა. გეფიცები რას არ გავიღებ ოღონდაც ის ერთი წელი არ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ალბათ ეს ესე უნდ ამომხდარიყო,რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი იმაში თუ რა ძვირფასი ხარ ჩემთვის. ამისათვის უნდა გავყროდით ერთმანეთს და დრო მიგვეცა ჩვენს გრძნობებში გასარკვევად _მე არაფერში არ მჭირდებოდა გარკვევა, ისედაც დარწმუნებული ვიყავი ჩემს გრძნობებში დათო. ვერც კი წარმოიდგენ გული როგორ მომიკლა შენმა სიტყვებმა რომ მღალატობდი. რომ დავშორდით მერე რასაც გინდა იმას გააკეთებდი, ამაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს,მაგრამ როცა დაოჯახებულები ვიყავით..._სიტყვა გამიწყდა_ბოლო ერთი წელი ვფიქრობდი კიდეც რომ მღალატობდი,მაგრამ მიჭირდა ამის დაჯერება და ფიქრს გაზიარების საშუალებას არ ვაძლევდი. მერე ჩემს თავს ვკიცხავდი,რომ შენში ეჭვი შევიტანე, თურმე არ ვცდებოდი_ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა _ამის გამო მეზიზღება ჩემი თავი ნინა. ბოლო დონის არაკაცად ვგრძნობ თავს, მაგრამა რ შემეძლო შენთვის სიმართლე არ მეთქვა. მე მინდა რომ კვლავ ვიბრძოლო შენი გულისკენ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ, ამიტომ არ მინდოდა ახალი ურთიერთობა ტყუილით დაგვეწყო _რომელ ურთიერთობაზე მელაპარაკები დათო?_ეხლა უკვე გავბრაზდი_შენ გგონია რომ ისევ დაგიბრუნდები? _მე ვიბრძოლებ ნინა. აუცილებლად დაგიბრუნებ. უშენოდ მართლა არ შემიძლია. უშენოდ მე ადამიანი არ ვარ. არ ვცოცხლობ,უბრალოდ ვარსებობ _ბოლო პერიოდი არ გეტყობოდა რომ რამე გიჭირდა უჩემოდ _ვიცი, და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ რომ მეზიზღება ჩემი თავი, მაგრამ შენს სამუდამოდ დაკარგვას არ ვაპირებ ნინა. მე მიყვარხარ _შენ უკვე დამკარგე დათო_საოცრად ცივი ხმით ჩავილაპარაკე _აუცილებლად ყველანაირ ღონეს ვიხმარ რომ დაგიბრუნო. გეფიცები ნინა_შუბლზე მაკოცა და მარტო დამტოვა. გაოგნებული დამტოვა დათომ. მისმა ნათქვამმა გული მომიკლა. ,,მღალატობდა!’’ მხოლოდ ამ სიტყვას ატრიალებდა ჩემი გონება. ცრემლები ჩემდაუნებურად მომდიოდა. საშინელ ტკივილს ვგრძნობდი გულის არეში. იმდენი ვიტირე,რომ თვალები დამისივდა. მთელი ღამე დივანზე გავატარე. მხოლოდ ლუკას თუ დავხედავდი,რომელსაც უშფოთველად ეძინა. მხოლოდ ერთხელ გამოეღვიძა ჭამის დროს და კვლავ განაგრძო ძილი. ფრთხილად ვაკოცე თავზე და ისევ მისაღებ ოთახში გამოვედი. ღამე თეთრად გავათენე. სულ დათოზე და ჩვენზე მეფიქრებოდა. ვისხენებდი ჩვენს ურთიერთობას და ვფიქრობდი სად დავუშვი შეცდომა? რა ვერ გავაკეთე სწორად? რატომ მიღალატა? მე ხომ მისთვის ამის საბაბი არ მიმიცია? ფიქრისგან თავი ამტკივდა. პასუხები რა თქმა უნდა არ მქონდა. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. მას ვერ ვაპატიებ რაც არ უნდა მოხდეს. არ შემიძლია მისი პატიება. ამ დამცირებაზე თვალს ვერ დავხუჭავ. მორჩა! დათო უნდა დავივიწყო საბოლოოდ. მასზე არ უნდა ვიფიქრო. უნდა ამოვშალო გულიდან. მაგრამ შევძლებ კი? აუცილებლად უნდა შევძლო. ფიქრებში თავზე დამათენდა.ლუკას ტირილმა მომიყვანა გონს და მაშინვე მასთან წავედი. ხელში ავიყვანე და დავარწიე. _მოგშივდა დე?_თბილად გადავუსვი თავზე ხელი და საჭმელი ვაჭამე. ლუკა ჩემი ყველაზე დიდი პატარა ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. მის გარეშე აქამდე როგორ ვარსებობდი საერთოდ? ჩემი სიცოცხლის აზრი. ვგიჟდები ამ წერტილზე. ****** _ნინასთან ვიყავი და სიმართლე ვუთხარი_უთხრა თაზოს დათომ _რა უთხარი? _საერთოდ ყველაფერი! ღალატით დაწყებული ჩემი გრძნობების შესახებ _მოიცა, შენ ნინას უთხარი რომ ღალატობდი?_ლამის ყბა ჩამოუვარდა თაზოს _ვუთხარი! მე მივხვდი რომ ნინას გარეშე არ შემიძლია. ერთადერთი ქალია ვისთანაც მინდა ცხოვრება და დაბერება. მინდა რომ თავიდან მოვიგო მისი გული და ახალი ურთიერთობის დაწყება ტყუილით ნაღდად არ მინდა. მინდა რომ ყველაფერი გარკვეული იყოს_მშვიდად საუბრობდა დათო _მერე რა რეაქცია ქონდა? _რა რეაქცია ექნებოდა? გული მოვუკალი. საშინელი სევდა დავინახე მის თვალებში და ყველაფერი ჩემი ბრალია. არ ვიმსახურებ ნინას,მაგრამ მაინც ეგოისტურად ვიქცევი და მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს. მინდა დამიბრუნდეს, მინდა შვილი ერთად გავზარდოთ. რომ იცოდე როგორ ვგიჟდები ლუკაზე. გუშინ ღამის პირველ საათზე დავადექი თავზე ნინას. ვიცოდი რომ ამ დროს ეძინებოდა ლუკას,მაგრამ იმდენად მინდოდა უბრალოდ თვალი მაინც შემევლო,რომ ვერ გავძელი არ მივსულიყავი და არ მენახა_საოცრად ნაღვლიანი ხმით ლაპარაკობდა დათო_ჩემს შვილთან,ჩემს ოჯახთან ერთად მინდა. მათ გარეშე ვგრძნობ როგორი ცარიელი ვარ. არაფერი მიღირს არაფრად თუ ისინი არ მეყოლებიან _მიხარია რომ გონს მოეგე და მიხვდი რომ შენს ოჯახს არაფერი შეედრება. ერთხელ წამოგიარა რაღაცამ მაგ სულელ თავში და აცანცარდი 16 წლის ბიჭივით. იმედია ნინა გაპატიებს და დაგიბრუნდება,მაგრამ გაფრთხილებ ნინა რომ შეგირიგდეს და მას შენ გული ისევ ატკინო, ჩათვალე რომ მეც დამკარგავ, რადგან მაშინ შენ ჩემი მეგობარი აღარ იქნები_კატეგორიულად უთხრა თაზომ _ოღონდ დამიბრუნდეს და ყველაფერს ვიზამ რომ ბედნიერი იყოს. ოღონდ დამიბრუნდეს..._ამოიოხრა დათომ და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა. ****** _ანუ შენთან შერიგება უნდა?_მონაყოლისგან გაოგნებულმა ბარბარემ მკითხა _მივხვდი რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ და შენთან მინდა დარჩენილი ცხოვრების გატარებაო_გავიმეორე დათოს ნათქვამი _გონს მოეგო ბიჭი_ირონიულად ჩაილაპარაკა ბარბარემ_ეხლა დაგაფასა არა? ღირსია. ეხლა ნახოს როგორია ტანჯვა_სისინებდა ბარბარე _მისმა აღიარებამ გული მომიკლა ბარბი. ხომ იცი ასე საჯაროდ არავისთან არ ვიტყოდი ჩვენი ურთიერთბის შესახებ,მაგრამ შენ სხვა ხარ. არ შემიძლია გული არ გადაგიშალო, მარტო ვერ დავიტევ ამდენს_ცრემლები წამომივიდა _აბა რა ნინ, უნდა გამანდო. ხომ იცი რომ შენს გვერდით ვარ სულ და არავის არაფერს ვეტყვი, მითუმეტეს არ შევიმჩნევ. შენი და დათოს ურთიერთბა თქვენი საქმეა და მე არ ვაპირებ ზედმეტად ჩავერიო ამ ამბავში. შენ კი შეგიძლია როცა მოგინდება მოხვიდე ჩემთან და გამიზიარო შენი გულის ნადები_თბილად მესაუბრებოდა ბარბარე. ვგიჟდები ჩემს დაზე. ის ჩემთვის დაზე მეტია. ყოველთვის იცის რას ვგრძნობ და რა მჭირდება. ჩემი სულის ნაწილია. _მადლობა ბარბი რომ არსებობ და ჩემს გვერდით ხარ_გავუღიმე _არ გვინდა ეხლა ეს სენტიმენტები თორემ გული ამიჩუყდება და ავტირდები_გაიცინა_ნინ, შენ რას აპირებ? აპატიებ დათოს?_შეპარვით მკითხა _არ შემიძლია. ღალატს ვერ ვაპატიებ. ამის მერე როგორ ვენდო? როგორ ვენდო, რომ ისევ არ მიღალატებს? მის ყოველ დაგვიანებაზე ეჭვი გამიჩნდება რომ ისევ მღალატობს. სულ ეჭვში კი მე ვერ ვიცხოვრებ. მშვიდი ცხოვრება მინდა ბარბარე. აღარ მინდა დავიტანჯო. ვერ ვაპატიებ. ვერ დავუბრუნდები_ავსლუკუნდი. ბარბარე ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. პიტნის ჩაი მომიმზადა და დამალევინა. ****** დათო თითქმის ყოველდღე მოდის ბავშვის სანახავად. საოცარი სითბოთი ექცევა და ზრუნავს მასზე. ლუკასთან ყოფნისას ის სულ სხვანაირი ხდება. ბედნიერების ღიმილი დასთამაშებს. ხელში რომ უჭირავს, ძალიან ნაზად ექცევა, ეშინია რამე არ ატკინოს. ჩუმად ებუტბუტება კიდეც რაღაცებს. ლუკა უკვე 4 თვისაა. _ეხლა ძილი უწევს ლუკას_ვუთხარი დათოს,რომელსაც ლუკას პატარა ხელები მის ხელებში მოექცია და კოცნიდა _უკვე?_დანანებით თქვა_ასე უცებ გავიდა ამდენი დრო?_საათს დახედა. მერე ძალიან ფრთხილად ჩამიწვინა ხელებში ლუკა და თავზე აკოცა_მიჭირს მასთან განშორება_ნაღვლიანმა თქვა _რა ვქნა დათო,ჩემი ბრალი არაა რომ ძილი უწევს და დრო ასე მალე გადის_სხვათაშორის ვუთხარი და ბავშვი საძინებელში გავიყვანე. მალევე დაიძინა. საერთოდ არაა ჭირვეული ბავშვი. ღამე კარგად ძინავს და ჭამის პრობლემაც არ გვაქვს.თავის საწოლში ჩავაწვინე და მე მისაღებში გავედი. დათო დივანზე იჯდა ჩაფიქრებული _დაიძინა?_თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა _დაიძინა_ვუთხარი და მეც მანდ მდგარ სავარძელში ჩამოვჯექი_დათო, არ გეწყინოს რასაც გეტყვი,მაგრამ ლუკამ უკვე დაიძინა და მიზნაშეწონილად არ მიმაჩნია შენი აქ ყოფნა_ირონიულად ვუთხარი. სახე აემღვრა _ნუ მენაგლები ნინა _არ გენაგლები დათო, ფაქტი აღვნიშნე _ასე გაღიზიანებს ჩემი აქ ყოფნა?_არანაკლებ ირონიულად მკითხა _არ მსიამოვნებს! არ მინდა ჩემს სიახლოვეს ხშირად გნახო. ისიც მეყოფა ლუკას გამო შენი ატანა სულ რომ მიწევს_ცინიზმს არ ვეშვებოდი _ანუ ჩემი ატანა გიწევს არა? შენდაუნებურად? _რას ვიზამთ. ჩვენ შვილი გვაკავშირებს და მთელი ცხოვრება მომიწევს შენთან შეხება ასე თუ ისე _ჩვენ შვილის გარდა გვაკავშირებს გრძნობა,რომელსაც სიყვარული ქვია ნინა _ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები დათო. ეს გრძნობა გაქრა. აღარ არსებობს_ხელები გავშალე და მხრები ავიჩეჩე. ყველანაირად ვცდილობდი გულგრილობის იმიჯს ამოვფარებოდი. ძალიან მიჭირდა მისი ასე ახლოს და ამავდროულად შორს ყოფნა. _მე მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები ნინა და ამის უარყოფას აზრი არ აქვს. ვიცი რომ შენც გიყვარვარ_მე ჩამეცინა _არ მიყვარხარ დათო, აღარ მიყვარხარ_ვუთხარი და თვალი ავარიდე,რადგან თვალებში ვერ შევხედავდი და ისე ვერ ვეტყოდი ამას. თვალები გამცემდნენ. _არ მჯერა! შეუძლებელია რომ ასე მოკლე დროში გადაგყვარებოდი ნინა. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება სულ. ამ გრძნობას ვერაფერი ვერ გააქრობს_მტკიცედ ჩაილაპარაკა _ძალიან ხარ დარწმუნებული შენს თავში. მე არ ვიცი შენ რას გრძნობ დათო,მაგრამ მე ვიცი რომ შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ_ არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შევხედე. ის უცებ წამოდგა. მკლავში ხელი დამავლო, ფეხზე წამომაყენა და არაფრის თქმა აღარ მაცალა ისე მაკოცა ტუჩებში. როგორ მომნატრებია. წამით მეც ავყევი,მაგრამ მერე გონს მოვეგე და ხელი ვკარი _შენ ამბობ რომ არაფერს გრძნობ,მაგრამ შენი ტუჩები სულ სხვა რამეს ამბობენ ნინა_შეცვლილი ხმით მითხრა _გეჩვენება რაღაცები_მკვახედ მივუგე_და მეორედ მსგავსი რამ არ გაბედო.შენ უფლება არ გაქვს მაკოცო, გასაგებია? _ამის უფლება თუ ვინმეს აქვს ეს მხოლოდ მე ვარ!_მტკიცედ თქვა _გქონდა დათო, გქონდა. უკვე აღარ გაქვს. განსხვავებას ამჩნევ? _არ და ვერ! შენ მე მეკუთვნი ნინა და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის! _მე არავის არ ვეკუთვნი, მითუმეტეს შენ, თუმცა არაა შეუძლებელი მომავალში შეიცვალოს ჩემი სტატუსი და დამერქვას ,,მისი’’_ირონიულად ჩავიცინე. _მოიცა რა თქვი? ვისი უნდა დაგერქვას?_ხელი ყურთან მიიტანა ,,მომესმაო?’’ _ეგ უკვე შენ არ გეხება!მაგრამ თუ გაინტერესებს გეტყვი რომ არის ერთი_დავინახე ნესტოები როგორ დაებერა სიბრაზისგან, თვალები ჩაუსისხლიანდა _რა თქვი? ვიზე ამბობ ნინა ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა_ცოტაც და იფეთქებდა. არც არავინ არ იყო ისეთი,უბრალოდ მის ნერვებზე თამაში გადავწყვიტე _რა გაგიკვირდა დათო? მე თავისუფალი ქალი ვარ და ვისაც მინდა იმას შევხვდები_ცინიკურად გავუღიმე. _ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ნინა, არ გირჩევ_ხელი მომუშტა და კბილები გააღრჭიალა _დათო შენ არანაირი პრეტენზიის წამოყენების უფლება არ გაქვს. მე ვისთანაც მინდა იმასთან ვიქნები და შენ არავინ არ გეკითხება ამას _რეებს იძახი გოგო შენ ნორმალური ხარ? შენ ჩემი შვილის დედა ხარ, ჩემი ცხოვრების ქალი და არანაირი სხვა მამაკაცი შენს გვერდით ვერ იარსებებს გასაგებია?მე აქ ვცდილობ შენი გული თავიდან მოვიგო, მინდა დამიბრუნდე და შენ რეებს ბაზრობ ვაფშე? სრულ ჭკუაზე არ ხარ?_თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა _შენ ჩემს ცხოვრებაში დამთავრდი დათო. მე ახალი ცხოვრება დავიწყე უშენოდ, სადაც შენ არაფერი გესაქმება,გარდა იმისა რომ ჩემი შვილის მამა ხარ! ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გაქვს_არანაკლებ გაღიზიანებულმა ვუპასუხე მეც _დაიმახსოვრე ნინა_საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოსწია_შენს ცხოვრებაში სხვა კაცი არ იარსებებს! რამე ისე არ ქნა რომ სანანებელი გაგიხდეს. იცოდე შემომაკვდება ვიღაც_თვალს არ მაშორებდა_ არ გირჩევ ჩემთან თამაშს ნინა.კარგად დაიმახსოვრე! შენ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები სხვის გვერდით, როცა მე მოვკვდები. მანამდე შანსი არ გაქვს იცოდე!_მითხრა და ჩემი სახლიდან გავარდა. კარი ისე მიიჯახუნა ლამის ჩამოიღო. _ავადმყოფი! ფსიხი! რა პრეტენზიები აქვს ნეტავ ? განა თვითონ არ გაუჩინა ბზარი ჩვენს ურთიერთობას? თვითონ არ მიღალატა?რა უფლებით მოდის და მემუქრება? თავი ვინ გონია? დეგენერატი! მაგასაც ვნახავთ რისი უფლება გაქვს და რისი არა დათო მეტრეველო! _ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა და კარები გადავკეტე. ****** მე და ლუკა ცალკე გადავედით ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ბარბარე მარტო ცხოვრობს და არანაირი პრობლემა არაა მასთან რომ მეცხოვრა, მე მაინც გადავწყვიტე ცალკე გადასვლა. თავიდან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ მერე შენ როგორც გინდა, შენი საქმის შენ უკეთ იციო. მომვლელი ავიყვანე,რომელიც მეხმარება პარალელურად ლუკას მოვლაში. სამსახურში გავედი. დამიმთავრდა დეკრეტული. ლუკა უკვე 9 თვისაა. საკმაოდ გაზრდილია და ცელქობებსაც უმატა. დათო თითქმის ყოველდღე დადის ბავშვთან. დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა,რომ ლუკაზე გიჟდება. მასთან ისეთი თბილი და სხვანაირია, ცრემლი მადგება ხოლმე. მე ვცდილობ ზედმეტად თვალში არ გავეჩხირო და ხან რას ვაკეთბ და ხან რას. ეხლაც მოვიდა და ლუკას ეთამაშება. მე კიდევ სამზარეულოში გავედი და დროის გასაყვანად სალათის კეთება დავიწყე. _კიდევ დიდხანს უნდა მარიდო თავი?_ხახვს ვჭრიდი სამზარეულში დათო რომ შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა ჩემს პირდაპირ _ლუკა სადაა?_კითხვა ბანზე ავუგდე _,,მანეჟში’’ ჩავსვი დათამაშობს თავისთვის. კითხვაზე არ მიპასუხებ?_ისევ პირველ კითხვას მიუბრუნდა_როდემდე უნდა მარიდო თავი? _სულ დათო,სულ_ვუპასუხე ისე, რომ ხახვის ჭრისთვის თავი არ დამინებებია _რა სულ?_გაიკვირვა _მე შენ თავს სულ აგარიდებ დათო, ზედმეტი კონტაქტი შენთან არ მჭირდება, ისედაც საკმარისზე მეტს გეკონტაქტები_ვუთხარი და თვალებში შევხედე _თავს თუ ამარიდებ ამით გრძნობას გააქრობ?_ოდნავ გაღიზიანებულმა მკითხა _ და რა იცი რომ უკვე არ გაქრა?_სხვათაშორის ვუთხარი _ვიცი! ვგრძნობ! შენ ისევ გიყვარვარ, როგორც მე! არაფერს რომ არ გრძნობდე თავს არ ამარიდებდი. შენ გეშინია ჩემთან ახლოს ყოფნის, გეშინია თავი არ გასცე თუ როგორ გენატრები_ურცხვად, თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა _ზედმეტი მოგდის დათო_გაღიზიანებულმა ვუთხარი _არანაირად! მე გითხარი, რომ შენს დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია ნინა_ოდნავ დამთბარი ხმით მითხრა _საყვარლებს რომ იცვლიდი მაშინ ხომ შეგეძლო?_ირონიულად ვუთხარი. დავინახე გამომეტყველება როგორ შეეცვალა თვალებში სევდა როგორ ჩაუდგა. მე წამოვდექი და ხახვი ჯამში ჩავყარე _ყველაფრის ღირსი ვარ შენგან ნინა. ვიცი რომ დავაშავე და მთელი ცხოვრება არ მეყოფა საპატიებლად, მაგრამ მე ხომ ვნანობ არა? ძალიან ვნანობ. მხოლოდ შენთან მინდა ნინა_ადგა და მომიახლოვდა. ასე მეგონა უჰაერობისგან გავიგუდებოდი. ძალიან მოქმედებს ჩემზე დათო და მისი ასე სიახლოვე _ჩვენს შორის დიდი ხანია ყველაფერი მორჩა დათო_ცივი ხმით ვუთხარი და ონკანი მოვუშვი _ხოდა ახლიდან უნდა დავიწყოთ, საერთოდ ყველაფერი_კიდევ უფრო მომიახლოვდა და კისერში მაკოცა. ელექტროდენივით დამიარა მისმა შეხებამ. გონს მალევე მოვეგე და მხარი ავიქნიე რომ მომშორებოდა _დისტანცია დაიცავი დათო!_კატეგორიულად ვუთხარი_შენ ეხლა ჩემთან კი არა ლუკასთან უნდა იყო, აქ მხოლოდ ლუკა გაკავებს, ამიტომ მე შემეშვი_ვითომ არაფერი ისე ვუთხარი _აქ ორივე მაკავებთ ნინა. თქვენ ორნი ყველაზე ძვირფასები ხართ ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროა რომ თავის დროზე ვერ დავაფასე ის რაც მქონდა_დანანებით ჩაილაპარაკა_მაგრამ არაუშავს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მთავარია მონდომება_მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან გავიდა. ცოტა მომეშვა. მასთან ძალიან დაძაბული ვარ.არც ისეთი ძლიერი ვარ მის სიახლოვეს გავუძლო და ცივად მოვიშორო, ამიტომ აჯობებს თუ ჩემს სიახლოვეს არ იტრიალებს, თორემ ერთ დღეს თავს ვერ შევიკავებ და ადვილად გამოვტყდები მის სიყვარულში. ******* სამსახურში, ჩემს კაბინეტში ვიჯექი, კარზე რომ მომიკაკუნეს _ნინა შეიძლება?_კარში თავი გეგამ შემოყო _მოდი გეგა_გავუღიმე და ვანიშნე შემოსულიყო. _როგორ ხარ?_გადამკოცნა და სკამზე ჩამოჯდა _არამიშავს გეგა,შენ როგორ ხარ?აქ რა ქამრა გადმოგაგდო?_სიცილით მივუგე _მეც ვარ რა_მასაც გაეცინა_ნინა, რაზე გაწუხებ ეხლა_დაიწყო მორიდებით გეგამ _გისმენ აბა_გავუღიმე და სკამის საზურგეს მივეყრდენი _მოკლედ, თამუნას მინდა რომ ხელი ვთხოვო და შენი დახმარება მჭირდება_უხერხულად დაიწყო გეგამ. თამუნა ჩემი თანამშრომელი და მეგობარია. ძალიან ახლოს ვარ. გეგა და თამუნას ერთმანეთი დიდი ხანია უყვართ. გეგა კანადაში იყო წასული და რამდენიმე თვეა რაც ჩამოვიდა. _ეგ ძალიან კარგი ამბავია. როგორ გამიხარდა_აღფრთოვანებულმა ვუთხარი. მართლა ძალიან გამიხარდა, რომ როგორც იქნა თამუნა და გეგა დაოჯახდებიან _ხოდა რაზე გაწუხებ_განაგრძო გეგამ_მინდა რომ ბეჭედი შევურჩიო და შენი დახმარება მჭირდება რა. შენ უკეთ იცი მისი გემოვნება და როგორი მოეწონება და შეგიძლია ბეჭდის ასარჩევად გამომყვე? _რა პრობლემაა გეგა. დაგეხმარები_გავუღიმე_როდის გინდა რომ უყიდო? _თუ შეძლებ დღესვე. სამსახურის მერე გამოგივლი თუ გეცლება. სანამ თამუნა ჩამოვა მანამ მინდა რომ მოვასწრო_მითხრა გეგამ. თამუნა 2 დღით ბათუმშია საქმეზე წასული. _კარგი, მაშინ დღეს 6ზე ვამთვრებ და შემიძლია გამოგყვე _აუ რა ჯიგარი ხარ. 6ზე აქ ვარ_სიცილით მითხრა და ფეხზე წამოდგა_კაი ეხლა წავედი და აბა შეხვედრამდე_დამემშვიდობა და წავიდა. მე გაღიმებული დამტოვა. მართლა როგორ მიხარია მათი ამბავი, როგორც იქნა დაადგა საშველი. 2 წელია შეყვარებულები არიან. ერთი წლის წინ კი კვალიფიკაციის სამაღლებლად კანადაში წავიდა და როგორც ჩანს ჩამოვიდა თუ არა გადაწყვიტა ხელის თხოვნა. თამუნა ძალიან ბედნიერი იქნება.გეგა მართლაც რომ კარგი ბიჭია. სამსახურის მერე გეგამ გამომიარა და საიუვილერო მაღაზიაში წავედით. თვალები ამიჭრელდა იმდენი რამ იყო და არჩევანიც მრავალფეროვანი. ძალიან ბევრი ვათვალიერე და ერთი განსაკუთრებით მომეწონა _მე და თამუნა ერთ ზომა ბეჭდებს ვხმარობთ_ვუთხარი და ის ბეჭედი ავიღე, რომელიც მომეწონა. საკმაოდ მოზრდილი ბრილიანტის თვალი იჯდა.თითზე წამოვიცვი და ხელს დავხედე _ეს მომწონს!_განვაცხადე აღფრთოვანებულმა_დარწმუენბული ვარ თამუნასაც ძალიან მოეწონება. ძალიან ლამაზია_ვლაპარაკობდი და თან თითს თვალს არ ვაშორებდი _აბა მანახე?_ჩემს თითებს დახედა გეგამ_მართლა ლამაზია _და ფასი გაწყობს?_ვუთხარი და ფასს დავხედე _ფასს მნიშვნელობა არ აქვს, მთვარია კარგი იყოს და თამუნას მოეწონოს_გაღიმებულმა მითხრა. ჩემს ხელს ხელი მოკიდა და ბეჭდის თვალიერება განაგრძო_მართლა ძალიან ლამაზია_ბეჭედს ხელი დაუსვა_რადგან ეგ მოგეწონა მაშინ ამას ვიყიდი! _ამას ვყიდულობ_მიმართა იუველირს_მე ბეჭდიან ხელს დავყურებდი და მეღიმებოდა. უეცრად, თავზე განრისხებული დათო წამოგვადგა _აქ რა ხდება?_თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა. მის დანახვაზე შევცბი. წარმოდგენა არ მქონდა აქ რა უნდოდა. ,,ალბათ მორიგი საყვარლისთვის ყიდულობს რამეს’’_მწარედ გავიფიქრე გონებაში და ჩემივე ფიქრების შემეშინდა _გამარჯობა დათო_ცივად მივესალმე. ბეჭედი მოვიხსენი და გეგას გავუწოდე, რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. _აქ რას აკეთებ მეთქი თან ამ კაცთან ერთად ნინა!_ხმაში საშინელი მრისხანება ეტყობოდა _ჯერ ერთი ხმას დაუწიე და ტონი შეარჩიე_ხმადაბლა ვუთხარი რადგან ჩვენკენ მომართული რამდენიმე თვალის მზერას წავაწყდი_და მეორე, შენი საქმე არ არის! _გამომყევი_მკლავში ხელი ჩამავლო _რაშია საქმე?_გეგა წამოვიდა ჩვენკენ როცა დათომ მკლავში ხელი წამავლო_ნინა? ყველაფეირ რიგზეა? _შენი საქმე რაც არაა მაგაში ნუ ერევი_უხეშად მიმართა დათომ _დათო ხელი გამიშვი_ვეცადე თავი გამენთავისუფლებინა მისი ხელებისგან,მაგრამ არ გამომივიდა _წავედით ნინა_ყურადღება არ მიუქცევია ჩემი ნათქვამისთვის _ნინას ხელი გაუშვი ძმაო_გეგა წამოვიდა დათოსკენ _ჯერ ერთი, მე შენი ძმა არ ვარ და მეორე ეს ქალი ჩემი ცოლია და შენ აქ არავინ არაფერს გეკითხება_ცოტაც და აფეთქდებოდა დათო _გიგა, ყვლაფერი რიგზეა_ვეცადე სიტუაცია განმემუხტა, რადგან ვგრძნობდი რომ ეს ამბავი კარგად არ დამთვარდებოდა_ნუ ღელავ, დათო ჩემი ყოფილი ქმარია_ყოფილზე აქცენტი გავაკეთე და დათოს თვალებში მრისხანებით ჩავხედე და მისგან ხელი გავინთვისუფლე_ეს ბეჭედი მართლა კარგია, საუკეთესო ვარიანტი შეარჩიე_გავუღიმე_მე წავალ ეხლა და მერე დაგიკავშირდები _ნინა, ერთად მოვედით და ერთად წავალ_მტკიცე იყო გეგას ხმა. დათომ ,,როგორ?’’ გამომეტყველებით შეხედა _იყოს გეგა, ჩემით წავალ_ვუთხარი და გავუღიმე _დარწმუნებული ხარ?_ეჭვით მკითხა _სრულიად. ნახვამდის_გადავკოცნე და დავემშვიდობე _დიდი მადლობა ნინა_მომაძახა გეგამ. მე თავი გავაქნიე არაფრის მეთქი და გასასვლელისკენ წავედი. დათომ მტრული მზერა ესროლა გეგას და უკან გამომყვა _ვინ იყო?_როგორც კი გარეთ გავედით ისევ მკლავში წამავლო ხელი და ბრაზით მკითხა_რა გინდოდა მაგ კაცთან ერთად საიუველირო მაღაზიაში? ასე უცებ იპოვე შემცვლელი ნინა?_ცინიკური ხმით მითხრა. ბრაზმა ტვინში ამასხა. რეებსაა რომ მაბრალებს? _შენ გააფრინე ხო? რა შემცვლელი? რის შემცვლელი? რა სისულელეებს ბოდავ?_გაბრაზებულმა ვუყვირე_რომც იყოს, შენ ჩემს ცხოვრებაში არაფერი გესაქმება და ვისაც მინდა იმას შევხვდები და რასაც მინდა იმას ვიზამ. _ნინა, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. ვინ იყო მეთქი გეკითხები?_დაიყვირა მანაც. ირგვლივ მიმოვიხედე და რამდენიმე გაკვირვებული ადამიანი მოგვჩერებოდა _ქუჩაში ვართ_ოდნავ ხმადაბლა ვუთხარი_და ტონი შეარბილე და ხმას დაუწიე _ფეხებზე მ*იდია სად ვართ! მიპასუხე რას აკეთებდი მეთქი ამ კაცთან და ვინ იყო?_მაინც თავისას აგრძელებდა _გეგა იყო_მიუვგე მშვიდად _სახელი არ მიკითხავს. რას წარმოადგენს? და რა უნდოდა შენთან ერთად აქ? _გეგა ჩემი მეგობარია და საცოლისთვის ბეჭედი შევარჩევინე. დაკმაყოფილდი?_გაბრაზებულმა მივუგე _და შენ რატომ მოგმართა დახმარებისთვის? _ვაიმე დათო ნერვებს მიშლი_ვუთხარი და გზა გავაგრძელე. უკან გამომყვა _წესიერად ამიხსენი _თამუნას შეყვარებულია გეგა და ხელი უნდა თხოვოს, დახმარება იმიტომ მთხოვა რომ შენ უფრო გეცოდინება რა მოეწონება და რა არაო თამუნას, ამიტომ მე შევარჩევინე ბეჭედი. ეხლა ბოლომდე დაკმაყოფილდი? რამე გაუგებარია?_მობეზრებული სახით ვუპასუხე _ეხლა გასაგებია_ოდნავ დამშვიდებულმა მომიგო, თითქოს ამოისუნთქაო_მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე ეს სცენა რომ დავინახე. ვიღაც კაცთან ერთად ბეჭედს არჩევ და ეუბნები ეს მომწონსო. ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა რომ წარმოვიდგინე რომ..._ხმა გაუწყდა _რომ ჩემი საყვარელი იყო არა?_ირონიულად ვუთხარი _ეგ არ მიგულისხმია_თავი დამნაშავესავით დახარა_ერთ წამში რა აღარ ვიფიქრე, მართლა ნინა. მე ვერასდროს ვერ ავიტან შენ სხვა კაცთან რომ დაგინახო. მოვკვდები, გეფიცები მოვკვდები. _კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ სრული უფლება მაქვს ვისთან ერთადაც მინდა იმასთან ვიყო და შენგან ნებართვა არ მჭირდება. არავინ იცის მომავალში რა იქნება და ვისთან ერთად ვიქნები, ამიტომ შენი გამოხტომების ატანას არ ვაპირებ. დისტანცია დაიცავი და ისე მოიქეცი როგორც ყოფილ ქმარს შეეფერება დათო_კატეგორიულად ვუთხარი _კიდევ ერთხელ გაგიმეორებ რომ ერთადერთი მამაკაცი,რომელიც იყო, არის და იქნება შენს ცხოვრებაში ეს მე ვარ ნინა_გამიღიმა _ძალიან ბევრიც არ იოცნებო_ირონიულად ვუთხარი და უკან მივბრუნდი გზა რომ გამეგრძელებინა _არც ვოცნებობ. ოცნებობენ მხოლოდ ისეთ რამეებზე, რაც არასდროს არ ახდება, ხოლო რაც ახდენადია ეგ ოცნება არ არის, ეგ უბრალოდ სურვილია, სურვილის განხორციელება კი ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია მონდომება_ისევ გამიღიმა_წამოდი ჩაჯექი_მანქანისკენ მიმითითა _ტაქსით წავალ_მკვახედ მივუგდე _ნუ ბავშვობ ეხლა. კი არ შეგჭამ. მიდი, მიდი ჩაჯექი_მანქანისკენ წამიყვანა. მეც აღარ დამიწყია ბევრი ჭირვეულობა და ცხვირაბზუებული ჩავჯექი მანქანაში. ის კი გაღიმებული მომყვა და საჭეს მიუჯდა. მთელი გზა ხმა არ მომიღია. მისკენ არც გამიხედავს. საშინლად გაბრაზებული ვარ მასზე. _ბოდიში ნინა დღევანდელის გამო, მაგრამ თავი ვერ მოვთიკე_მითხრა ,როცა სადარბაზოსთან მიმიყვანა და გადასვლას ვაპირებდი _შემდეგში ეცადე ჯერ გაერკვე სიტუაციაში და მერე გადაიჭრა ვენები_მკვახედ მივუგდე_კარგად დათო_დავემშვიდობე და მანქანიდან უკანმოუხედავად გადავედი. _ჩემი ბრაზიანი_გაღიმებულმა ჩაილაპარაკა დათომ და მანქანა დაძრა. სახლში ნერვებმოშლილი შევედი. დათოს საქციელმა გამაღიზიანა. რით ვერ გაიგო რომ ის ჩემი ქმარი აღარაა და ეჭვიანობის სცენების მოწყობის უფლება არ აქვს _როგორ არის ჩემი ბიჭი_სახლში შევედი და ღიმილით მივუახლოვდი ლუკას,რომელიც მაკას ეჭირა _კარგად არის_გამიღიმა მაკამ_დღეს კარგად იქცეოდა, საერთოდ არ უჭირვეულია_თქვა და ბუთქუნა ლოყები დაუკოცნა ლუკას _ჩემი ცხოვრება, მოდი დე ჩემთან_მაკას გამოვართვი და ეხლა მე დავუკოცნე ლოყები. როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო,ლუკას დანახვისთანავე ყველაფერი მავიწყდება და სახეზე ღიმილი მესახება. ის არის ჩემი წამალი, ანტიდეპრესანტი და საერთოდ ყველაფერი დედამიწის ზურგზე. ლუკა რომ არა ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა უდათოობა.ლუკას მოფერებით გული ვიჯერე. _შეგიძლია წახვიდე მაკა, თავისუფალი ხარ_გავუღიმე მაკას _კარგი მაშინ, წავალ მე_გამიღიმა მანაც_აბა ხვალამდე_დამემშვიდობა და წავიდა. _ჩემი სიხარული, ჩემი ანგელოზი, მიყვარხარ დედას ბუშტო_ლოყები გავუწელე და ცხვირზე ვაკოცე. თვითონაც სასაცილოდ დამანჭა სახე და გამიცინა. ****** ხვალ ჩემი ბიჭი ერთი წლის ხდება. გაიზარდა, დიდი ბიჭია უკვე. _აბა რას აკეთებ ხვალ?_დამირეკა ბარბიმ და პირდპირ მკითხა _ტორტი შევუკვეთე უკვე. ხაჭაპურებზე და პიცაზე ხვალ დავრეკავ რესტორანში და შევუკვეთავ მაგათაც. რამდენიმე სალათსაც გავაკეთებ და ეგაა რა_გავუცინე _ვინები იქნებიან?_ინტერესით მკითხა _შენ, დედა და მამა გამოხვალთ,თამუნა და გეგაც მოვლენ,დათო და დათოს მშობლებიც გამოვლენ წესით_დათოს ხსენებაზე დავნაღვლიანდი უკვე _კარგია_ჩაფიქრებულმა თქვა_კაი გავიქეცი ეხლა საქმეები მაქვს და გნახავ ხვალ_დამემშვიდობა და გათიშა ***** სამსახურის მერე ტორტზე გავიარე და ავიღე, ასევე ხაჭაპურებს და პიცასაც გავუარე და სახლში წავედი. _მაკა ეს გამომართვი რა და მე კიდევ მაქვს ამოსატანი რაღაცები_ტორტი მივეცი და ხაჭაპურზე და პიცაზე ჩავედი.მალევე ამოვედი და სუფრის გაშლა დავიწყე _მაკა, შენ არსად არ წახვიდე. აუცილებლად უნდა დარჩე_გავაფრთხილე _თავს უხერხულად ვგრძნობ, სულ თქვენი ნაცნობები მოდიან და..._უხერხულად შეიშმუშნა _შენ ლუკას აღმზრდელი ხარ მაკა და ამიტომ შენც აუცილებლად უნდა დარჩე და მეორედ არ გამაგონო რომ უხერხულად ხარ. აქ თუ ვინმე უნდა იყოს პირველ რიგში შენ_თითი დავუქნიე და თეფშების დალაგება დავიწყე. მან უბრალოდ თავი დამიქნია და ჩმი მოხამარება დაიწყო. მალე ჩემებიც მოვიდნენ. უამრავი სათამაშო მოუტანეს საჩუქრად. ლუკასაც ძალიან უხაროდა ფერადი რაღაცები და გახარებული ყველაფერს ერთად ხსნიდა. _ჩემი გოჭუნა_ღიმილით ჩაილაპარაკა ბარბარემ და ლუკას გადახედა_დეიდას სიყვარულია ეს. დედაჩემი და მამაჩემი სულ ლუკასთნ იყვნენ და ხან ერთს ეჭირა ხან მეორეს. ვერ ძღებოდნენ მისი მოფერებით. თამუნამ დამირეკა და მომიბოდიშა ვერაფრით ვერ მახერხებთ მოსვლას, გეგას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და გორში მივდივართ ერთადო. _დათო არ მოვა?_ინტერესით მკითხა ბარბარემ ჩუმად _წესით უნდა მოსულიყო_მხრები ავიჩეჩე და სალათი გადმოვიღე. კარზე ზარი გაისმა. ბარბარეს გადავხედე, წამოვდექი და კარის გასაღებად წავედი _მობრძანდით ქალბატონო ლელა, ბატონო ნუგზარ_გავუღიმე და გადავკოცნე ყოფილი დედამთილ-მამამთილი და სახლში შემოვიპატიჟე. დიდი მანქანა შემოიტანეს, ისეთი, რომელშიც ბავშვს შეუძლია ჩაჯდეს და იაროს და ჰოლში დადეს _რატომ შეწუხდით?_მართლა შევწუხდი ასე რომ დაიხარჯნენ _რა შეწუხება, რის შეწუხება_აღშფოთდა ლელა_ჩვენი შვილიშვილის დაბადების დღეა და ისე როგორ გამოვიდოდა_გამიღიმა და მისაღებში გავიდნენ.ყველას მიესალმნენ.ლუკა გემრიელად ჩაკოცნეს და დედაჩემი და მამაჩემის გვერდით მოკალათდნენ. მათ ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.თითქოს არაფერი არ მომხდარა, ერთი საერთო ოთხივეს თვალებში დაბუდებული სევდაა. _ვაჟბატონი არ მობრძანებულა?_გადმომჩურჩულა ქალბატონმა ლელამ _ჯერ არ მოსულა_ლელამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია. 9-ის ნახევარი იყო დათო რომ მოვიდა. _გილოცავ ჩვენი შვილის დაბადების დღეს_კარის გაღბისთნავე მითხრა და გადამკოცნა _მეც გილოცავ_ვუთხარი და გვერდზე გავიწიე რომ შემომეშვა _მაპატიე აქამდე რომ ვერ მოვედი. თავზე საყრელად გვქონდა საქმე და ვერ გამოვაღწიე ოფისიდან_თავი დამნაშავესავით ჩახარა და შიგნით შემოვიდა _მე რას მაბარებ ანგარიშს დათო, როცა გინდა მაშინ მოხვალ, შენი ნება არაა?_სხვათაშორის ვუთხარი და ქურთუკი გამოვართვი, დათომ ერთი ამოიოხრა და უკან მომყვა. ყველას მიესალმა. ჩემებმა ცივი სალამი მიუგდეს და თავი აარიდეს. ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა ასე რომ ეუხეშნენ და გულზე ცუდად მომხვდა. დათომ არ შეიმჩნია და ლუკასკენ წავიდა. ძალიან ბევრი ეფერა და კოცნა. _უკვე კაცი ხარ მა_სიცილით დაუკოცნა ლოყები_ჩემი სიცოცხლე_ყელში აკოცა.ლუკა წვერებმა დაჩხვლიტა და გაეცინა.დათმ ჯიბიდან რაღაც პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და იქიდან ოქროს ყელსაბამი ამოიღო და ლუკას გაუკეთა _ბევრს ვფიქრობდი თუ რა მეჩუქნა ლუკასთვის პირველ დაბადების დღეზე და არც ისეთი კრეატიული ვარ_გაეცინა_ეს მედალიონი სპეციალურად მისთვის გავაკეთებინე, მინდა რომ სახსოვრად ქონდეს ჩემგან_მითხრა და კიდევ აკოცა ლუკას ლოყაზე.ლუკას ყელზე უცხო ნივთის დანახვა ეუცხოვა და ხელებით დაუწყო წვალება და მედალიონს ატრიალებდა აქეთ იქით და ცეფი კინაღამ გაწყვიტა _ჯერ პატარაა და გაწყვეტს,_გამეღიმა_შევუნახავ და ცოტა რომ გაიზრდება მერე დავკიდებ. მადლობა _როგორც გინდა_გამიღიმა_მგონი ასე აჯობებს _არ გშია? რატომ არ ჭამ?_ისე მზრუნველად ვკითხე ჩემი თავის ცემა მომინდა _არ მინდა არაფერი. შენები ისე მიყურებენ მაინც არ შემერგება არაფერი და ყელში გამეჩხირება_მითხრა და გამიცინა.მეც გამეცინა _გეჩვენება რაღაცები _არ მეჩვენება_გამიღიმა_მათ ადგილზე მეც ეგრე ვიქნებოდი. მეც შემძულდებოდა ადამიანი,რომელმაც ჩემი შვილი ასე დატანჯა_დასევდიანდა _კაი გვეყო, წამოდი და ჭამე. სუფთა თეფში დევს მაგიდაზე_მაგიდისკენ მივუთითე -მართლა არ მინდა არაფერი, არ მაქვს მადა._თვალი ერთ ადგილს გაუშტერა _ნინა დედა, ჩვენ წავალთ ეხლა_შემოვიდა დედაჩემი_ნუგზარს თავი ტკივა და დაისვენებს ისიც _კარგი დე, დაგირეკავთ მოგვიანებით როგორ იქნება. დედაჩემი და მამაჩემი დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. _ჩვენი წასვლის დროც მოვიდა_ლელა და ნუგზარმაც გამოთქვეს წასვლის სურვილი _გაგიყვანთ_წამოდგა დათო _არ გვინდა დედა, ტაქსი უკვე გამოვიძახეთ. დარჩი შენ_ეშმაკურად გაუღიმა ლელამ ნუგზარი და ლელაც წავიდნენ და დავრჩით მე, დათო, ბარბარე,მაკა და ლუკა. მაკაც მალევე დაგვემშვიდობა _მე ჭურჭელს ამოვრეცხავ_თქვა ბარბარემ და სამზარეულოსკენ წავიდა _იყოს ბარბი, მე მივხედავ მერე _გავრეცხავ და მერე მეც წავალ. მარტო ცოდვა ხარ ამდენს ვერ გააკეთებ, დაიღალე შენც. დათოს ლუკა ეჯდა კალთაში და რაღაცას ეთამაშებოდა. მე მისაღები ოთახის მილაგება დავიწყე. გასარეცხი ჭურჭელი სამზარეულოში გამქონდა და კერძებს თვისი ადგილი მივუჩინე. დალაგებას მალე მოვრჩით. _წავალ ნინ ეხლა მეც, ხომ არ გეწყინება მარტო რომ დაგტოვო დათოსთან?_ჩუმად მკითხა _არა ბარბი, შენს საქმეს მიხედე, უკვე მიჩვეული ვარ მსგავს სიტუაციებს_გავუღიმე _კარგი მაშინ წავალ. ხვალ ადრე ვარ ასადგომი მეც_დამემშვიდობა და ბარბარეც წავიდა. მე მისაღებში დავბრუნდი და დათო და ლუკას წინ მოვკალათდი ტახტზე _ჩაეძინა_ჩუმად მითხრა და ლუკაზე მანიშნა _ასე ადრე?_გამიკვირდა_დაბანაც ვერ მოვასწარი_ამოვიოხრე _არაშავს, არ გააღვიძო ცოდვაა_გამიღიმა და ლუკას თავზე ფრთხილად გადაუსვა ხელი_დავაწვენ_მითხრა და საძინებელში გაიყვანა ლუკა.მე დაღლილმა თავი დივნის საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე _დაიღალე?_მკითხა საძინებლიდან მობრუნებულმა დათომ.თვალები გავახილე და თავი წამოვწიე _ცოტა _დაისვენე შენც_თბილად მითხრა და გვერდით მომიჯდა. მე გვერდზე მივიწიე მასტან ახლოს რომ არ ვყოფილიყავი.მას ჩაეცინა _გამირბიხარ_ჩაეცინა _მგონი შენი წასვლის დროა დათო _შენ გინდა რომ წავიდე?_შეცვლილი ხმით მკითხა _მინდა!_მტკიცედ ვუპასუხე _რატომ? ჩემს გვერდით რომ ხარ გრძნობების მოთოკვა გიჭირს?_ირონიულად მკითხა _შენი აქ ყოფნა უკვე მაღიზიანებს და დროა რომ წახვიდე დათო.ლუკას უკვე სძინავს_უემოციოდ ვუპასუხე _არაუშავს, მოვა დროც როცა არსად წასვლა არ მომიწევს_მითხრა, დივნიდან წამოდგა და დაუმშვიდობებლად წავიდა ჩემი სახლიდან. _მაგის იმედად იყავი შენ_ჩავიბურტყუნე ჩემთვის და კარების დასაკეტად წავედი. **** ლუკას დაბადების დღის მერე დათო 3 დღე არ გამოჩენილა და არც დაურეკავს. ეს კი რეკორდული დროა დათოს არ მოკითხვის. შანსი არაა ყოველდღე თუ ვერ მოვიდა რომ არ დამირეკოს და ლუკა არ მოიკითხოს. ცოტა არ იყოს ვნერვიულობ და შინაგანად ვფორიაქობ. რამე ხომ არ დაემართა? იქნებ ცუდადაა? ხომ არ მოვიკითხო?_არა!შანსი არაა! მე იქით დათოს არ დავურეკავ. იქნებ და სულ არ ჭირს არაფერი და უბრალოდ ვერ მოიცალა მოსასვლელად, მაგრამ დარეკვითაც ვერ დარეკა? იქნებ საყვარელთან არის და მის გარდა სხვა არავინ და არაფერი არ ახსოვს? გულში მწარედ გამკრა ამ აზრმა. დავიჯერო ისე გამოულაყა ტვინი მაგ საყვარელმა რომ ლუკაც აღარ ახსოვს? ფიქრებმა ბოლო მომიღეს, თან ეს გაურკვევლობა ყველაზე საშინელებაა. მთელი დღე გული ვერაფერს ვერ დავუდე. უხალისოდ ვიყავი. _ეს ბიჭი შემიწირავს მე! მიუხედავად ყველაფრისა არ შემიძლია მასზე არ ვიფიქრო+მწარედ ამოვიოხრე. სამსახურიდან ცოტა გვიან მივედი სახლში. 8 დაწყებული იყო. მაკა დავითხოვე დღეს და ლუკასთან მივედი და ხელში ავიყვანე. მე რომ დამინახა გამიღიმა და ხელები სასაცილოდ აათამაშა _რაო დე? გაგიხარდაო ჩემი ნახვა?_გავუცინე და ყელში ვაკოცე და მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე_სულ მამაშენის სურნელი გაქვს დე_დათოს გახსენებაზე რა თქმა უნდა დავნაღვლიანდი_ნეტავ სად დაიკარგა ეს 3 დღე მამაშენი დე?_ვკითხე ლუკას თითქოს პასუხს გამცემდა. 10 დაწყებული იყო ჩემი ყოფილი დედამთილის ნომერი რომ დაფიქსირა ჩემს ტელეფონზე. _გისმენთ ლელა დეიდა? როგორ ხართ?_მოვიკითხე _მე კარგად შვილო თქვენ როგორ ხართ?ლუკა რას შვება? _ჩვენც კარგად ვართ, ეხლა მანეჟში ზის და თამაშობს_ვუთხარი და ლუკას ღიმილით გადავხედე _ნინა, შვილო, რაზე გაწუხებ ეხლა_ცოტა პაუზა გააკეთა_დათო თქვენთანაა?_ცოტა არ იყოს შეშინებულმა მკითხხა. რაღაც არ მომეწონა მისი ხმა _არა ლელა დეიდა, 3 დღეა არ გამოჩენილა და არც დაურეკავს _სად ჯანდაბაშია ეს ბიჭი ნეტავ. მთელი დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს, თაზოსაც დავურეკე და გუშინდელის მერე არ მინახავსო. ძალიან ვნერვიულობ ნინა, ასე გაუჩინარება არ სჩვევია_ხმაში ნერვიულობა შეეტყო _წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება იყოს ლელა დეიდა_მეც ავნერვიულდი_თუ რამეს გავიგებ ან შემეხმიანება დაგიკავშირდებით. ლელას დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. ლელას ზარმა კიდევ უფრო ამაფორიაქა. რას ნიშნავს გაუჩინარდა? ანუ ჩემი შიშები უსაფუძვლო არ ყოფილა. ტელეფონი ავიღე და თაზოს დავურეკე. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მთავარ სათქმელზე გადავედი _თაზო, დათოზე არაფერი არ იცი? ლელამაც დამირეკა და ძალიან ნერვიულობს _არა ნინ, გუშინ ვნახე დილით და მერე არ მინახავს. სამსახურშიც არ მოსულა დღეს. ვურეკავ და გათიშული აქვს ტელეფონი _კარგი თაზო,მადლობა, თუ რამე დამირეკე ხო? _აუცილებლად ნინა, არ ინერვიულო. სად ხარ დათო? სად? უფრო ავნერვიულდი. საყვარელთან რომ იყოს გუშინდელის მერე გამოჩნდებოდა, თაზოს მაინც ეტყოდა რამეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე. რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა დავარწმუნო ჩემი თავი რომ დათო არ მაინტერესებს და ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა, ტყუილი გამომივა რომ ვთქვა რომ მასზე არ ვნერვიულობ და არ მაინტერესებს როგორაა,პირიქით, ერთი სული მაქვს დავრწმუნდე რომ კარგად არის და არაფერი არ ჭირს. *** თაზო ძალიან ნერვიულობდა დათოს გამო. ისე არ გაუჩინარდებოდა მისთვის რომ არაფერი ეთქვა. მთელი დღე ცდილობდა დაკავშირებას,მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ბოლოს გადაწყვიტა ბინაში მიეკითხა, სადაც ნინა და დათო ცხოვრობდნენ და დათო უკვე იმ ბინაში თითქმის მას შენდეგ აღარ ცხოვრობდა, რაც ერთმანეთს გაეყარნენ. ნაქირავები ქონდა ბინა და მანდ ცხოვრობდა. თავის მშობლებთან არ უნდოდა, რადგან მათი საყვედურნარევი მზერის ასე ხშირად ყურება არ შეეძლო. თაზომ ჯერ ნაქირავებ ბინაში მიაკითხა,მაგრამ კარი არავინ გაიღო, მერე გადაწყვიტა რომ სწორედ იმ ბინაში მისულიყო. მართალიც აღმოჩნდა. დათო იქ იყო. თავიდან კარს არავინ უღებდა,მაგრამ არ მოშვა და ბოლოს დათო იძულებული იყო კარი გაეღო. თაზო დათოს დანახვისას შეკრთა _რას გავხარ შე*ემა?_თვალებგაფართოებულმა კითხა წვერგაუპარსავ, თმააბურძგნულ დათოს, რომელსაც პერანგის ცალი მხარე ამოჩაჩვოდა და დაკუჭვოდა. თაზომ მოირუდებლად შეაბიჯა ოთახში. იქაურობას თვალი მოავლო,რამდენიმე ცარიელი სასმლის ბოთლი უკოხტაოდ ეყარა მაგიდაზე. თაზო დივანზე ჩამოჯდა და დათოს არბაწეულმა შეხედა _აქ რას აკეთებ თაზო?_მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა რომ დათო ნასვამი იყო _მე რას ვაკეთებ კი არა შენ რას აკეთებ? ვაფშე ნორმალური არ ხარ? რომ მოტყდი და აანერვიულე ყველა. შენს ოჯახის წევრებზე არ ფიქრობ საერთოდ?ან რა არის ეს? რას გავხარ?რატომ დალიე ამდენი_დაიქოქა თაზო და მიაყარა დათოს _პატარა აღარ ვარ და არავისთან არ მჭირდება ანგარიშის ჩაბარება და ტვინს ნუ ტ*ნავ თაზო,ისედაც თავი მისკდება_ცალი თვალი მოჭუტა და თავზე ხელი მიიდო. _რომ აფრენდი ვიცოდი,მაგრამ მთლად ასე თუ იყავი არ მეგონა. ბიჭო 3 დღა არ გამოჩენილხარ და არავისთვის არაფერი არ გითქვამს. ცალკე დედაშენი მირეკავს ყოველდღე და დღეს ნინამაც დამირეკა. შენზე ნერვიულობენ და შენ კიდევ არხეინად გდიხარ აქ და სასმლის სუნად ყარხარ, რა მოგდის ვაფშე? _ნინამ დაგირეკა?_მხოლოდ ამ წინადადებაზე გაამახვილა ყურადღება _დამირეკა და აშკარად ნერვიულობდა. ყველაფრის მიუხედავად შენზე ნერვიულობს ის გოგო, მაგრამ ამის ღირსი არ ხარ შენ_განრისხებულმა ჩაილაპარაკა თაზომ _ჩემზე ნერვიულობს?_კითხა დათომ და თაზოს პირდაპირ ჩამოჯდა _რატომ დაიკარგე ეს 3 დღე? დეპრესიაში ხარ?_ირონიულად კითხა _ცუდად ვარ! სული მტკივა თაზო_უთხრა დათომ და თავი ჩახარა_მონატრებამკლავს, ნინა მენატრება. მის გარეშე არ შემიძლია_ხმა გამტყდარი საუბრობდა დათო _მის გარეშე რომ არ შეგიძლია უნდა გადაიკარგო მერე? პირიქით,მასთან უნდა იყო _მას არ უნდა ჩემთან და ამის უამრავი მიზეზი აქვს, ეს შენც მშვენივრად იცი თზო. მე ნინას ღირსი არ ვარ. რატომ გადავიკარგე? არ შემიძლია გესმის? ვერ ვუძლებ უნინაობას. მასთან ახლო სიშორე მკლავს. არ შემიძილა როცა მასთან ვარ არ მოვეხვიო, არ ვაკოცო, ჩემად ვიგულო. სულ გამირბის.ჩემთან არ უნდა. მე კიდევ მტკივა. მასთან მინდა_ტკივილიანი ხმით ჩაილაპარაკა _მასაც ასე ტკიოდა ან უფრო უარესად როცა შენ ექცეოდი ცივად თქვენი ცოლქმრობის ბოლო პერიოდი_მაზოლზე დააჭირა თაზომ და დათოს თვალებში უდიდესი ტკივილი დაინახა _ვიცი და თავს ბოლო დონის არაკაცად ვგრძნობ თაზო. ყველას წილი მტკივა, ჩემი, ნინასი, ჩვენი მშობლების. მის გარეშე ცხოვრება არ მინდა. ამ სახლში კარგად იცი რატომაც აღარ ვცხოვრობდი,მაგრამ იმდენად შემომიტია მისმა მონატრებამ,რომ აქ მოვედი. ჯერ კიდევ აქვს ამ ბინას ნინას სურნელი შერჩენილი და თითქოს მის სიახლოვეს ვგრძნობ. _იბრძოლე, ნინასთვის და შენი შვილისთვის იბრძოლე, არ დანებდე დათო. მე მჯერა რომ ყველაფერი გამოგივათ. დარწმუნებული ვარ რომ ნინას ისევ უყვარხარ. ყველაფერი გააკეთე რომ დაიბრუნო. ასე გაქცევა და დამალვა არ უშველის საქმეს. ასე ვერასდროს ვერ დაიბრუნებ ნინას. იმოქმედე, ხელი გაანძრიე ნინას დასაბრუნებლად გესმის? მეორეჯერ ასე სი*ულად არ მოიქცე და დეპრესიული ქალივით არ ჩაიკეტო თუ ძმა ხარ რა_ხელი აიქნია თაზომ_ დედაშენს მაინც დაურეკე და უთხარი რომ კარგად ხარ, მოკვდა ქალი ნერვიულობით. ნინას კიდევ მე დავურეკავ_ფეხზე წამოდგა-წავედი ეხლა მე და იცოდე ხვალ სამსახურში გამობრძანდები. პირველ რიგში თავი მოიწესრიგე. რას გავხარ ბიჭო_გაეცინა_რომ გიყურებ ასე მგონია ვიღაც ბომჟი დგას ჩემს წინ და არა ჩემი ძმაკაცი. მხარზე ხელი დაკრა თაზომ და დათო მარტო დატოვა. _ნინა_დათოს სახლიდან გამოსულმა ეგრევე ნინას დაურეკა_ვიპოვე დათო. თქვენს ბინაშია უგონოდ მთვრალი_ცოტა წაიაფერისტა თაზომ და გაეღიმა_სულ შენს სახელს გაიძახის,მის გარდა არავის ნახვა არ მინდაო_ტყუილს ტყუილზე ამატებდა თაზო, თუმცა რას ტყუოდა? დათოს ხომ მართლა სიგიჟემდე უნდოდა ნინასთან _როგორაა?_ხმა გაუწყდა ნინას _ხომ გითხარი,უგონოდ მთვრალი_ჩაეცინა_ეხლა წამოვედი მისგან _მარტო დატოვე?_შეშფოთებულმა კითხა ნინამ _ლამის წიხლით გამომაგდო არაფერში არ მჭირდები შენ, მე ნინა მინდაო_გადახარხარება უნდოდა თაზოს,მაგრამ თავს იკავებდა. _რაა? კი მაგრამ ესეთ მდგომარეობაში როგორ დატოვე თაზო? რამე რომ აუტეხოს თავს? _ნინა, მას შენს გარდა არავის ნახვა არ უნდა. ვიცი რომ ეხლა ჩემგან მსგავსი თხოვნა არაა სწორი, უცნაური და არალოგიკურია,მაგრამ იქნებ მიხვიდე შენ და დაელაპარაკო?_ფრთხილად შეაპარა თაზომ _კი მაგრამ... _რავიცი ნინა, შენ გადაწყვიტე, მე გაგაგებინე მისი მდგომარეობა. თავს ზემოთ ძალა აღარ მაქვს. აჭი შენ იცი_უთხრა ნინას და პასუხს არ დალოდებია ისე გაუთიშა. დარწმუნებული იყო რომ ნინა დათოსთან მივიდოდა და ჩაეღიმა. **** თაზოს ზარმა უარესად ამაფორიაქა. მართლა რომ რამე დაემართოს? მარტო, უგონოდ მთრალი ადამიანის დატოვება როგორ შეიძლება? ან თაზომ როგორ მისცა უფლება რომ მარტო დარჩენილიყო. არა, ვერ დავუშვებ რომ მას რამე დაემართოს. ლუკას უმამოდ ვერ დავტოვებ. ჰმ, ვის ვატყუებ? მარტო იმაზე ვდარდობ რომ ლუკა უმამოდ დარჩება?თუ...თუ... _ჯანდაბა! ტვინი ამეხადა ამდენი ფიქრისგან_ხმამაღლა წამოვიძახე და ტელეფონზე ბარბარეს ნომერი ავკრიფე _ბარბი შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე? _ნინ, რა ხდება? ხომ შვიდობაა? _გთხოვ რა მოდი და გეტყვი. ერთ საათში ბარბარე ჩემთან იყო. სიტუაციაში გავარკვიე რა როგორ იყო _დარწმუნებული ხარ რომ უნდა წახვიდე? _კი ბარბი, რამე რომ დაემართოს ჩემს თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ _კარგი რა, რას აზვიადებ, რა უნდა დაემართოს? თავის თავს დააბრალოს რა დღეშიც არის_გაღიზიანებულმა თქვა _მართალი ხარ, მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა წავიდე. ლუკას მიმიხედე რა _აბა რას ვიზამ. სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი. მანქანით ძალიან სწრაფად მივდიოდი. ჩვენს ყოფილ ბინასაც მივადექი. კარებთან რომ მივედი რამდენიმე წუთი ვორჭოფობდი დამერეკა ზარი თუ არა. _აბა რისთვის მოხვედი ნინა?_ჩემმა მემ მკითხა. მეც დიდი აღარ მიფიქრია და ზარი დავრეკე. კარები არავინ გამიღო. სახელური ჩამოვწიე და ღია ყოფილა. შიგნით შევედი და ირგვლივ მიმოვიხედე. მისაღებ ოთახში არეულობა დამხვდა.სასმლის ბოთლები მაგიდაზე ეყარა. ამ სახლის დანახვამ მოგონებები ამიშალა და გულზე სევდა შემომაწვა. რამდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ სახლთან. ამოვიოხრე და კვლავ მიმოვიხედე ირგვლივ. დათო არსად ჩანდა. სამზარეულოში გავედი, არ იყო, მერე საძინებლისკენ ავიღე გეზი. ფეხები მიკანკალებდა. ძალიან მიჭირდა იმ ოთახსი შესვლა. კარები ფრთხილად შევაღე და საწოლზე დათო დავინახე,რომელსაც ეძინა. ფრთხილად მივედი მასთან ახლოს. სუნთქვა შევუმოწმე. მაინც შემეშინდა. მარტო, უგონოდ მთვრალი დათო, ხომ შეიძლება რამე დამართვნოდა? ჩემს ფიქრებზე გამაჟრჟოლა. ამოვისუნთქე როცა მისი სუნთქვა გავიგე. ხელები მიკანკალებდა და გული მქონდა აჩქარებული. ფრთხილად დავუსვი ხელები თავზე _რა ვქნა რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ?_ძალიან ხმადაბლა დავიჩურჩულე და შუბლზე ვაკოცე. ის იყო წამოვიწიე დათომ ხელის კვრით მის გვერდზე მომიქცია _მეც ძალიან, ყველა ძალიანზე მეტად მიყვარხარ_ყურთან მიჩურჩულა და საფეთქელზე მაკოცა. მე ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე რა ხდებოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ დათოს გათიშულს ეძინა. _ხე.. ხელი გამიშვი..მე.. მე უნდა წავიდე_ძლივს ამოვილაპარაკე_ან შენ... შენ მთვრალი არ იყავი?_დაბნეულმა ვკითხე _ვიყავი და ვარ. შენი სიყვარულით ვარ მთვრალი ნინა _თაზომ დამირეკა და მითხრა რომ უგონოდ არისო მთვრალი,მაგრამ შენ ამის არაფერი გეტყობა_ცოტა აზრზე მოვედი და შეტევაზე გადავედი _ინერვიულე ჩემზე?_ოდნავ ჩაეღიმა _დათო ხელები გამიშვი და ადგომის საშუალება მომეცი _ინერვიულე მეთქი ჩემზე?_კვლავ გამიმეორა _რა თქმა უნდა ვინერვიულე. ბოლოსდაბოლოს ჩემი შვილის მამა ხარ _მხოლოდ ეგაა მიზეზი? _მეტი რა უნდა იყოს? _მაგალითად ის რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც გიყვარვარ_ძალიან ბედნიერი ხმით თქვა. მე მის ხელებს დავეჯაჯგურე და საწოლზე წამოვჯექი _სისულელეებ იძახი _მე არ ვიძახი, შენ თვითონ თქვი რამდენიმე წუთის წინ_გამიღიმა _წავედი მე. მე მეგონა რომ აქ გალეშილი მთვრალი დამხვდებოდი და შენ მშვენივრად ხარ _დალეული მართლა ვიყავი, მაგრამ გამიარა უკვე_თვითონაც წამოჯდა საწოლზე _კარგი მაშინ, ყველაფერი რიგზეა წავედი მე. დედაშენს შევატყობინებ რომ კარგად ხარ, ძალიან ნერვიულობს რომ დაიკარგე ეს 3 დღე_გაბრაზებულმა ვუთხარი _შენც ნერვიულბოდი და ეგოისტურად მიხარია ეს_კვლავ გაიღიმა,რამაც ნერვებზე მომშალა _კარგად დათო_ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი რომ მკლავში ხელი წამავლო და კვლავ საწოლზე დამაბრუნა _რატომ არ გინდა რომ შანსი მომცე და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ ნინა? ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარს და რატომ უნდა დავიტანჯოთ?დამიბრუნდი რა_მუდარა ისმოდა მის ხმაში _შენც იცი რომ ეს შეუძლებელია დათო _რატომ? უბრალოდ ერთ შანსს გთხოვ. მიყვარხარ ნინა,ლუკას გეფიცები ერთადერთი ხარ ჩემს ცხოვრებაში _ასე ადვილი არაა დათო ღალატის პატიება. შემიძლია დავივიწყო ბოლო პერიოდი როგორც მექცეოდი,მაგრამ რომ მღალატობდი მაგას ვერ დავივიწყებ. სულ იმის შიშში და ეჭვში ვიქნები,რომ ისევ მიღალარწბ, მე კიდევ ასე ვერ ვიცხოვრებ, მე სიმშვიდე მინდა_ნაღვლიანმა ვუთხარი _მესმის შენი. ჩემი თავი მეზიზღება ასეთი რომ ვარ, მაგრამ უშენოდაც რომ არ შემიზლია რა ვქნა ნინა?გთხოვ რა დამიბრუნდი _ხომ იცი როგორ მიყვარდი?შენს გამო ყველაფერს ვიზამდი. ჩემს სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავწირავდი შენს გამო დათო,მაგრამ მიუხედავად ამისა შენ მაინც ყველაფერს გადაუსვი ხაზი და სხვაში გამცვალე _სხვაში არ გამიცვლიხარ ნინა! ერთია რომ საყვარლები მყავდა,მაგრამ მე ისინი არ მიყვარდა არასდროს. მათთან მხოლოდ ცხოველურ ჟინს ვიკმაყოფილებდი და მეტი არაფერი. ერთდერთი ქალი ვინც მიყვარს და სულ მეყვარება ეს შენ ხარ ნინა _დათო, წარმოიდგინე რომ მე გიღალატე?_დავინახე რომ შეკრთა _შენ ამას არასდროს იკადრებდი და იკადრებ ნინა! _წარმოიდგინე, უბრალოდ წარმოიდგინე, შეძლებდი კი ჩემს პატიებას?მიპასუხე, მე რომ ასე კაცებში მევლო და მერე შენთვის მეთქვა უბრალოდ ცხოველურ ჟინს ვიკმაყოფილებდი და სიყვარულით მხოლოდ შენ მიყვარხარ მეთქი დამიჯერებდი? მაპატიებდი? დამიბრუნდებოდი დათო? მიპასუხე _ეს ერთი და იგივე არაა ნინა! შენ რომ ეს გაგეკეთებინა ვერასდროს ვერ გაპატიებდი. ქალი რომელიც უამრავ კაცს იცვლის და თან მიტუმეტეს გათხოვილი ქალი, ეგ ა ნინა. _ღალატი ღალატია დათო. რა მნიშვნელობა აქვს ქალი უღალატებს თუ კაცი? _როგორ არ აქვს ნინა მნიშვნელობა ნინა, ის რაც კაცებს ეპატიებათ, არ ეპატიებათ ქალებს, მითუმეტეს მომავალ დედებს!_კატეგორიული იყო დათო _წარმოიდგინე რომ ერთხელ დავუშვი შეცდომა და ვიღაცასთან გიღალატე,მხოლოდ ერთხელ,მერე მე მოვედი შენთნ და პატიება გთხოვე, რადგან ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ამას ძალიან ვნანობ,შეძლებდი გეპატიებინა ჩემთვის ეს შეცდომა?_დათო ჩაფიქრდა _შენ ვერა, შენ ვერ გაპატიებდი ამ შეცდომას ნინა, რადგან შენ ჩემთვის ქალის იდეალი ხარ. შენ ასეთი რამე არ დაგემართბოდა და ნუ მთხოვ რომ წარმოვიდგინო,რადგან როგორც კი წარმოვიდგენ რომ სხვა კაცი გეხება, გული მისკდება და თვის მოკვლის სურვილი მიჩნდება _ხედავ? მთხოვ გაპატიო ის, რასაც შენ თვითონაც ვერ მაპატიებდი _უკვე გითხარი რომ ეს ერთი და იგივე არაა და აღრ გვინდა რა ამაზე გაგრძელება. გთხოვ ამაღამ ჩემთნ დარჩი_მუდარით მითხრა. მე თვალები გამიფართოვდა _შენ მე მგონი სრულ ჭკუაზე არ ხარ_გაღიზიანებულმა ვუთხარი _პირიქით ნინა, სწორედ ეხლა ვარ სრულ ჭკუაზე, ძალიან გთხოვ, მინდა რომ ჩემთნ ერთად დაიძინო ამაღამ,მხოლოდ დაიძინო, მეტს ხომ არ გთხოვ არაფერს არა? ბოლობოლო ჩემი ცოლი ხარ.. იყავი_დაამატა ბოლოს საოცრად სევდიანი ხმით _უნდა წავიდე, ლუკა ბარბარეს დავუტოვე _დაურეკე ბარბარეს და თხოვე რომ მასთან დარჩეს, გემუდარები ნინა, ეხლა რომ წახვიდე, ამ ღამეს ვერ გადავიტან. _არ შემიძლია _გთხოვ, შენც ხომ გინდა ჩემთან დარჩენა არა? _არ მინდა_მისუსტებული ხმით ვუპასუხე _ჩვენ ორივემ ვიცით რომ ეს ორივეს გვინდა. გარდა ამისა შეუძლებელს არაფერს გთხოვ ნინა, მინდა რომ ამაღამ ერთად დავიძინოთ, მენატრები. მიდი რა დაურეკე. ინსტიქტურად ტელეფონი ავიღე და ბარბარეს დავურეკე _ბარბი, შეგიძლია დღეს ლუკასთან დარჩე? _რა ხდება ნინა? _გათიშული მთვრალია და მარტო ვერ დავტოვებ_ურცხვად მოვატყუე ბარბარე,რადგან მიზეზს ტელეფონით ვერ ავუხსნიდი _დედამისს რომ დაურეკო? _არ მინდა რომ შევაშინო, გთხოვ რა _კარგი რა პრობლემაა. დავრჩები ლუკასთან_ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს და დამემშვიდობა _ტყუილს ვერასდროს იტანდი და ეხლა შენს დასვე ატყუებ ურცხვად_გამიღიმა დათომ _აბა რა მეთქვა? ყოფილ ქმართან ერთად ვიძინებ მეთქი?_თვალები დავაკვესე _კარგი,ხო_გამიღიმა_მთავარია რომ რჩები და დანარჩენი უმნიშვნელოა_ხელი მომხვია და მის გვერდით მიმიწვინა _ამას არ უნდა ვაკეთებდე _პირიქით, სწორედ ამას უნდა აკეთებდე, შენი ადგილი შენი ქმრის ანუ ჩემს გვერდითაა _ყოფილი ქმრის დათო, ნუ გავიწყდება რომ ყოფილი ქმარი ხარ _არაუშავს, ამ სტატუსის შეცვლაც შეიძლება_მითხრა ღიმილნარევი ხმით და საფეთქელზე მაკოცა. მთელი ღამე მის გულზე მედო თავი და ისე ვიწექი. თვალი არც ერთს არ მოგვიხუჭავს. ერთმანეთთან სიახლოვით ვტკბებოდოთ. ვერც გავიგე როგორ დაგვათნდა თავზე.არც ერთი არ გავნძრეულვართ _ასე არ უნდა მოვქცეულიყავი_დანანებით ვთქვი _როგორ მომენატრა როცა ყოველი ჩემი დილა ასე იწყებოდა_ჩემს ნათქვამს იგნორი გაუკეთა _ჩემს პრინციპებს ვუღალატე _სიყვარულში პრინციპები უნდა დაივიწყო ნინა და სიყვარულისთვის იბრძოლო _ჩემი წასვლის დროა, ლუკა მალე გაიღვიძებს_წამოვჯექი საწოლზე _აუ კაი რა ნინა, არ მინდა შენი გაშვება_წამოჯდა ისიც და ზურგზე მომეკრო _დათო, ზედმეტებში ნუ გადავალთ, ის რომ გუშინ შენთან დავრჩი, არაფერს ცვლის ჩვენს ურთიერთობაში, ძალიან ვნანობ,მაგრამ სინანული უკვე გვიანია _რაც გინდოდა ის გააკეთე ნინა და ამის გამო თავს ნუ იდანაშაულებ. უბრალოდ მთელი ღამე ერთად გვეძინა, მეტი ხომ არაფერი მომხდარა ჩვენს შორის?_გაეცინა _მართლა უნდა წავიდე_წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე _რახან არ იშლი წადი. დღეს სამსახურის მერე გამოვალ თქვენთან. ჩემი ბიჭი მომენატრა საშინლად. სახლში მისული ლუკა გაღვიძებული დამხვდა და ბარბარე ფაფას აჭმევდა. _დილამშვიდობისა _დილამშვიდობისა_მითხრა ბარბარემ და ლუკას ფაფა აჭამა და მერე ისევ მე გადმომხედა _ხომ არ გაგაწვალა?_ღიმილით მივუახლოვდი ლუკას და თვზე ვაკოცე _არ გავუწვალებივარ. ჭკვიანი ბიჭია_გამიღიმა _შენ რა ქენი? რა ხდებოდა დათოსთან?_სხვათშორის მკითხა_გაუთენე ღამე საწოლთან?_ირონია არ დაიშურა _შემეშინდა რამე არ დამართვნოდა მარტო მთვრალს _ნინა, რით ვერ შეიგნე რომ შენს მოვალეობებში დათოზე ზრუნვა არ შედის? _ვიცი რომ ეგ მე არ უნდა მეხებოდეს,მაგრამ ასე გულგრილადაც არ შემიძლია ბარბი, რა ვქნა რომ ძალიან მიყვარს _ნინა, თუ ასე ძალიან გიყვარს და მის გარეშე არ შეგიძლია რატომ არ აპატიებ და არ შეურიგდები? როდემდე უნდა იყოს დათოს აჩრდილი შენს ცხოვრებაში?_ცოტა გაღიზიანებულმა მომიგო ბარბარემ _მთელი ცხოვრება ვერ გავთავისუფლდები დათოსგან_ნაღვლიანმა მივუგე _ნინა, დათო გთხოვს რომ აპატიო. მას შენი დაბრუნება უნდა, რას აპირებ?_ინტერესიანი მზერა მომაპყრო ბარბარემ _არ ვიცი_თავი დავხარე_მიყვარს, მასთან მინდა,მაგრამ ჩემი თავმოყვარეობა, დაკარგული ნდობა, გაცრუებული იმედები არ მაძლევს საშუალებას რომ დავუბრუნდე.არადა მენატრება_ცრემლები ჩამიდგა თვალებში _მინდა რომ კარგად იყო. თუ კარგად მხოლოდ დათოსთან იქნები, მიუხედავად ჩმი დამოკიდებულებისა დათსადმი, მე შენს გვერდით ვიქნები ნინა_ლუკას ბოლო კოვზი ფაფა აჭამა და პირი მოწმინდა _შენი იმედი ყოველთვის ყველაფერში მაქვს ბარბი_მივედი და ჩავეხუტე_ყველაზე ახლო ხარ ჩემთვის _კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე ნინ_თმაზე ხელი გადამისვა_ეხლა მე წავედი,თორემ სამსახურში დავიგვიანებ _ხო,ხო მიდი. ძალიან დიდი მადლობა ლუკასთან რომ დარჩი _რა მადლობა. კაი წავედი, დაგირეკავ მერე_დამემშვიდობა და წავიდა. საღამოს დათო დაპირებისამებრ ამოვიდა ლუკას სანახავად. იმდენი კოცნა, თითქოს საუკუნეა არ უნახავსო, მისთვის 3 დღე მართლაც რომ საუკუნეს უდრიდა. _აუ როგორ მომენატრა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ_მითხრა და კიდევ ერთხელ აკოცა ლუკას_ჩემი ცხოვრება _ლუკასაც მოენატრე_ხმადაბლა ვუთხარი_დალევ რამეს? _ყავას დავლევ, შენ რომ აკეთებ ისეთს_გამიღიმა. მისმა ღიმილმა დამაბნია და დროზე გავეცალე იქაურობას და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად. _როგორც ყოველთვის გემრიელია_ყავა მოსვა და ნახელავი შეაქო. არაფერი მიპასუხია. ლუკა თავისთვის იჯდა ხალიჩაზე და სათამაშოებს თამაშობდა. _რა მალე იზრდება_ღიმილით მიმანიშნა ლუკაზე _დიდი ბიჭია უკვე_მეც გავუღიმე, დათომ მზერა გამიშტერა და თვალს არ მაშორებდა _შენი ღიმილი_თვალი არ მოუშორებია კვლავ_ამ ღიმილზე ვგიჟდები_წამოდგა და გვერდით მომიჯდა_ყველაზე წრფელი ღიმილით იღიმი ხოლმე ნინა. სულ პირველად სწორედ რომ შენი ღიმილი შემიყვარდა_ვიგრძენი როგორ წამომახურა. მის სიახლოვეზე შინაგანად ვხურდებოდი. _დათო... _მერე შენი თვალები შემიყვარდა, საოცრად მწვანე თვალები _დათო გეყო _მერე, მერე შენი თითები, თხელი და გრძელი_კვლავ აგრძელებდა თავისას. ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და მაკოცა_მერე, მერე მთლიანად შენ შემიყვარდი ნინა, შენი სული შემიყვარდა_ტუჩები ჩემი თითებისთვის არ მოუშორებია ისე ლაპარაკობდა _დათო საკმარისია! არ გვინდა წარსულის გახსენება!_კატეგორიულად ვუთხარი _რატომ? არ გინდა გაიხსენო რა ბედნიერები ვიყავით? თუმცა გახსენება რად გინდა, ისედაც სულ გახსოვს_გამიღიმა _წარსულში უბედურებიც ვიყავით _ხო,მაგრამ უფრო მეტი ბედნიერი წუთები გვქონდა,ვიდრე უბედური. ხოდა ეხლა მე მინდა რომ ყველა უბედური წამი გამოვასწორო და მომავალში ყველა ბედნიერი წამი იყოს. ამისათვის შენ უნდა მაპატიო და დამიბრუნდე ნინა_გულზე მიმიკრა _არ მინდა შენთან დაბრუნება_სუსტი ხმით ვუთხარი _ნუ მატყუებ მეც და შენს თავსაც _დათო _გისმენ _მართლა ვერ გპატიობ, არ შემიძლია და რა ვქნა?ღალატს ვერ ვივიწყებ _მე დაგეხმარები, გეფიცები ყველაფერს ვიზამ რომ ეგ დაივიწყო _არ ვიცი... _მე ვიცი. უბრალოდ კიდევ ერთხელ მომენდე_მისკენ მიმაბრუნა და ტუჩებზე დამაცხრა. როგორ მენატრებოდა მისი ტუჩები. იქამდე ვკოცნიდით ერთმანეთს, სანამ ლუკა არ მოხოხდა ჩვენთან და მუხლებზე არ დამეყრდნო. ორივემ ერთდროულად გავიხედეთ ლუკასკენ და გაგვეცინა _ჩემი ბიჭი დედამისთან ალერსს არ მაცლისგაეცინა და ლუკა კალთაში ჩაისვა_ასეთ დროს ნუ გაგვაწყვეტინებ ხოლმე მა_ლოყები სასაცილოდ გაუწელა_შენც ხომ კაცი ხარ და უნდა გაუგო მამას_ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა. მე ღიმილით ვადევნებდი მათ თვალს. დათომ გადმომხედა, ხელი გადამხვია,გულზე მიმიკრა და თავზე მაკოცა_გეფიცები რომ ჩვენ კვლავ გვერქმევა ოჯახი. ლუკა დედასთან და მამასთან ერთად გაიზრდება და მას კიდევ ეყოლება დაიკო ან ძამიკო _დათო, მე მგონია რომ ძალიან გაიჭერი ოცნებებში _სულაც არა. მე კიდევ მინდა შვილები _მოიყვანე ცოლი და გეყოლება _მე უკვე მყავს ცოლი, თანაც ძალიან ჯიუტი _როდის მიასწარი?_ღიმილით ვუთხარი _9 წლის წინ_გამიღიმა_9 წლის წინ ცოლად შევირთე მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქალი _მერე ის ქალი რომ აღარაა შენი ცოლი? _როგორ არა, არის. უბრალო ფურცლები არაფერს ნიშნავს. ის ჩემი ცოლი იყო, არის და სულ იქნება_ლოყაზე მაკოცა _მე შენთვის შანსი არ მომიცია დათო _კარგი რა ნინა, ნუ დამტანჯე გთხოვ_საწყალი სახით გადმომხედა_მომეცი ერთი შანსი, ბოლობოლო მკვლელსაც კი აძლევენ შანსს ცხოვრება თავიდან დაიწყოს და მე რაღა ჯვარს მაცვი. მართლა ვნანობ, ლუკას გეფიცები რომ შემეძლოს სამუდამოდ გავაქრობდი მაგ ერთ წელს ჩვენი ცხოვრებიდან. მასეთი დათოს არსებობას არ დავუშვებდი,მაგრამ ჩემს ძალებს აღემატება. რატომ უნდა ვიტანჯოთ ორივე ცალ-ცალკე როცა შეგვიძლია ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ? _დათო_ხმადაბლა მივუგე_ჯერ ჩვენებს არ ვუთხრათ კაი? _რა არ ვუთხრათ?_დაიბნა _რომ ერთმანეთს შანსს ვაძლევთ. მინდა რომ ჯერ მხოლოდ ჩვენში დარჩეს _ანუ?შანსს მაძლევ?_თვალები გაუბრწყინდა _ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ გვეცოდინება ეგ_გავუღიმე _ანუ ჩუმ-ჩუმად უნდა შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს როგორც შეყვარებულობის პერიოდში?_გამიცინა_კიდევ კარგი შენს მშობლებთან არ ცხოვრობ,თორემ ხომ მომიწევდა აივან-აივან სიარული_გადაიხარხარა_წინააღმდეგი არ ვარ რომ თავიდან დავიპყრო შენი გული_მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. საოცარი სიმშვიდის გრძნობა დამეუფლა. თითქოს რაღაც მძიმე ლოდისგან გავთავისუფლდი. მე დათოს, ჩემს ბედნიერებას კიდევ ერთი შანსი მივეცი. დაპირებისამებრ არავისთვის არ გვითქვამს ჯერ ჩვენს შესახებ. მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრები ცოტ-ცოტა შევამზადო და ისე ვუთხრა. ძალიან მეშინია და მაღელვებს მათი რეაქცია. არამგონია რომ გახარებულები შეხვდნენ იმ ფაქტს რომ დათოს ვურიგდები, ამიტომ ეგრევე არ მინდა ,,ვატაკო’’, მინდა ცოტა ნიადაგი მოვუსინჯო და მერე გავუმხილო სიმართლე, მანამდე მე და დათოს ცოტა ხანი ჩვენი ურთიერთობის მალვა მოგვიწევს. _კარგი რა ნინა, როდემდე ვმალოთ?_აწუწუნდა დათო ისევ,. უკვე ერთი თვეა რაც ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს. ძალიან სასაცილოა არა? ყოფილი ცოლ-ქმარი ჩუმად, შეყვარებულებივით ხვდებიან ერთმანეთს და სხვებს უმალავენ თვიანთ ურთიერთობას _ცოტაც მოითმინე და ვეტყვი. ნელ-ნელა შევაპარე უკვე_ლოყაზე ხელი დავუსვი და ვაკოცე _ეე, ეს რა არის? ლოყაზე აკოცე შენს ნათესავებს და ახლობლებს_მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა_ასე უკეთესია_მითხრა და ტუჩები გაილოკა _ლუკას საჭმელს გავუკეთებ და მოვალ, მანამდე გაართე როგორმე_ვუთხარი და სამზარეულოში წავედი _არ შემიძლია თქვენი დატოვება, მინდა რომ ერთ სახლში ვცხოვრობდეთ. მალე გადაწყვიტე რა_კვლავ დაიწყო წუწუნი,როცა ლუკას საჭმელს ვაჭმევდი_შენ არ გენატრები? არ გინდა რომ სულ ერთად ვიყოთ? _მენატრები და მინდა რომ სულ ერთდ ვიყოთ,მაგრამ ცოტა დრო მინდა დათო _შემიძლია მთელი ცხოვრება გელოდო ნინა, მაგრამ მართლა ვერ ვძლებ უთქვენოდ _მალე, ძალიან მალე ვიქნებით ერთად, გპირდები_გავუღიმე _იმედია ამ ,,ძალიან მალე’’-ში სული არ ამომხდება_ამოიოხრა _მოთმინება დათო, მეტი მოთმინება_გავუცინე_ვარდი უეკლოდ ვის მიუწყვეტია?_გამოვაჯავრე და ენა გამოვუყავი _შენ გსიამოვნებს რომ მტანჯავ, საერთოდ არ გეცოდები_თავი მოისაწყლა_აი რომ მოვკვდები და ბევრი დრო არ დამრჩება, მერე ინანებ, ნეტავ ეს დრო არ დამეკარგაო_თეატრალური მწუხარებით ჩაილაპარაკა _აპირებ რამეს უახლოეს მომავალში?ანდერძიც ხომ არ გაქვს შედგენილი?_გავუცინე_რა დროს სიკვდილზე ლაპარაკია დათო?_ეხლა მართლა გავბრაზდი _მართლა გული დამარტყამს მალე თუ არ დამიბრუნდები და მერე ჩემი სიკვდილი შენს კისერზე იქნება_თითი სასაცილოდ გამოიშვირა ჩემკენ _როგორც შემეფერება ისე გიგლოვებ დავით,მაგაზე არ იდარდო_გავუცინე_კარგი ეხლა გეყოფა ასეთ სისულელეებზე ლაპარაკი. მზაფრავს ამ თემაზე ფიქრიც კი_დავსერიოზულდი _უკვე უნდა წავიდე_დანანებით დახედა საათს_აუ პროსტა როგორ არ მინდა წასვლა_აბუზღუნდა საყვარლად _ხვალ გამოხვალ, ნუ წუწუნებ. ისე ხვალ ჩემებიც გამოდიან _ანუ ხვალაც ვმალავთ ხო ურთიერთობას?_მობეზრებულმა მკითხა _კი დათო. თუ მოხვალ არ უნდა შეიმჩნიო არაფერი გთხოვ. მინდა ჩემგან გაიგონ ეს ყველაფერი და მშვიდად ავუხსნა _ხო კაი,კაი. როგორც შენ იტყვი_მოიწყინა_ეხლა ისე მაკოცე რომ ხვალამდე მეყოს_ახლოს მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა. ***** მეორე დღეს ჩემი მშობლები გამოვიდნენ ლუკას სანახავად. საღამოს ბარბარე მოვიდა. ცოტა მოგვიანებით კი დათოც მოვიდა. ჩვეულებრივად მომესალმა. დისტანციას იჭერდა გაფრთხილებისამებრ. ჩემს მშობლებს მაინცდამაინც არ ესიამოვნათ მისი ხილვა,მაგრამ ,,იტანდნენ’’ ლუკას ხათრით. ბარბარე ჩვეულებრივად შეხვდა და მოიკითხა. ცოტა დაძაბული ატმოსფერო იგრძნობოდა. ძალიან მანერვიულებდა ჩემი მშობლების დამოკიდებულება დათოსადმი. დათო დაძაბულობის გასაფანტად სამზარეულოში გავიდა მოსაწევად. _ყავას მოვხარშავ_რამდენიმე წუთის შემდეგ ვთქვი და მეც გავედი სამზარეულოში. დათო ეწეოდა. ზედიზედ 4 ღერი მოუწევია _საშინლად დაძაბული ვარ, ისე მიყურებენ თითქოს ვინმე მოვუკალი_ნაღვლიანმა მითხრა დათომ სამზარეულოში შესვლისთანავე _მაგათაც გაუგე დათო, ასე ადვილი გადასახარში არაა მათთვის _ვიცი და არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ მაინც ძალიან რთულია ასეთ სიტუაციაში ყოფნა _ეს რა არის დათო? რამდენს ეწევი?_საყვედური ვუთხარი და საფერფლეზე მივანიშნე _ვნერვიულობ _კარგი რა. ყველაფერი კარგად იქნება_მან ახლოს მომქაჩა და ხელები წელზე შემომხვია _აქ ჩემები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდნენ დათო_ვუთხარი და ხელები კისერზე შემოვაწყვე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე _მოკლედ, ჩემს ცოლს ვერ მოვფერებივარ_უკმაყოფილოდ თქვა და ტუჩებზე მაკოცა _უკაცრავად ხელი რომ შეგიშალეთ, მაგრამ მამას წყალი უნდა_ოდნავ ღიმილით შემოვიდა ბარბარე სამზარეულოში. ვითომ არაფერიო ისე აგვიარა გვერდი და ონკანიდან წყალი მოუშვა. მე უხერხულად შევიშმუშნე და დათოს ხელები მოვიშორე წელიდან. _ისე თუ მალავთ თქვენს ურთიერთობას, ასეთ სიტუაციებში თავი უნდა შეიკავოთ და უფრო ფრთხილად იყოთ_თვალი ჩაგვიკრა და სამზარეულოდან გავიდა _რა ჯიგარი და გყავს_გაიღიმა დათომ _ბარბარე ყველაზე შეგნებული ადამიანია ვისაც ვიცნობ. ყველაზე მაგარი დაა მსოფლიოში_გამეღიმა _მიდი ეხლა გადი შენ შენს მშობლებთან, თორემ მართლა ვერ გადავურჩები მათ რისხვას_გამიცინა და ხელი ოდნავ მკრა _მოიცა, ყავის წყალს დავასხამ, თორემ უყავოდ რომ გავიდე, მართლა იეჭვებენ რამეს_გავუცინე და ყავა მოვამზადე. დათომ მალე დაგვტოვა. აუცილებელი საქმე მოიმიზეზა და წავიდა. გრძნობდა რომ ჩემი მშობლები მასთან შებოჭილები იყვნენ და გაგვეცალა _დაგირეკავ საღამოს_მითხრა როცა კარებამდე მივაცილე, თან მისაღები ოთხისკენ ქონდა ყურადღება გადატანილი. მსუბუქად მაკოცა და წავიდა. _ცოტა შეცვლილი მეჩვენება_დაიწყო დედაჩემმა როცა მისაღებ ოთახში დავბრუნდი_ფიზიკურადაც და ისედაც. ცოტა გამხდარა _გახდებოდა აბა, არავინ აღარ უმზადებს გემრიელ სადილს ყოველდღე და_წაკბინა მამაჩემმა _მამა, კარგი რა_მობეზრებულმა ვუთხარი _რა კარგი რა ნინა? ცხოვრება დაგინგრია მაგ კაცმა და შენ კიდევ მასზე ცუდსაც არ გვათქმევინებ_გაღიზიანებულმა მომიგო მამაჩემმა _მამა, დათო ჩემი შვილის მამაა და მასზე ცუდის თქმის უფლებას არვის მივცემ თქვენი ჩათვლით_მკაცრად მივუგე_მან მე დამიშავა და მე მაწყენინა. ეს ჩვენი პრობლემაა. თქვენთვის ოდესმე რამე ცუდად უკადრებია?რამე შეშლია თქვენთან?_ცოტა ხმამაღლა ვლაპარაკობდი. გულზე ცუდად მომხვდა დათოსადმი საყვედური, მიუხედავად იმისა რომ იმასხურებდა _ჩემი შვილი დატანჯა, ამაზე მეტი შეშლა რა გინდა?_დედაჩემმა აუბა მხარი _ეს ჩვენი, ჩემი და დათოს პრობლემაა მხოლოდ დედა. მესამე პირების ჩარევა მგონი არაა მიზანშეწონილი. ჩემი მშობლები ხართ და თქვენი მესმის, მესმის როგორ გტკივათ და განიცდით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება. მე მიყვარს დათო დედა_დავინახე როგორ შეკრთა ორივე. იცოდნენ,როგორ არ იცოდნენ რომ მიყვარდა,მაგრამ ამდენი ხნის მერე ამას ასე ხმამაღლა თუ ვაღიარებდი არ ეგონათ _მაგის მერე რაც მაგან გაგიკეთა კიდევ გიყვარს? _ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს და მე მასთან დაბრუნება მინდა_ვუთხარი და თავი ჩავხარე _რა თქვი?_მამაჩემმა თავზარდაცემულმა მკითხა_მაგ არამზადას უნდა დაუბრუნდე?_თვალები გაუფართოვდა _მაგ არამზადა როგორც თქვენ ეძახით, ჩემი შვილის მამაა მოგწონთ თუ არა ეს _მოიცა, ანუ... ანუ შენ დათოს ურიგდები?_არანაკლდებ თავზარდაცემული იყო დედაჩემი _ხო_ხმადაბლა ჩავილაპარაკე _გადაირიე შვილო?_მსუბუქად შეჰკივლა დედაჩემმა_მაგას უბრუნდები? თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია?_შეშფოთებული იყო დედაჩემი.მამაჩემი ხმას ვერ იღებდა და ერთ წერტილზე ქონდა თვალი გაშტერებული _მიყვარს დედა და დათოსაც ვუყვარვარ. დიდი ხანია ჩემს დაბრუნებას ცდილობდა,მაგრამ მე უარზე ვიყავი. ეხლა მივხვდი რომ მის გარეშე უფრო დავიტანჯები მთელი ცხოვრება. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ხელს ნუ მკრავთ გთხოვთ. მინდა რომ გამიგოთ_ნაღვლიანმა ვუთხარი მათ. _დედა, მამა, ცოტა გაგებით მოეკიდეთ რა ამ ამბავს_აქამდე ჩუმად მჯდარმა ბარბარემ ამოიღო ხმა_ამ ფაქტს დადებითი თვალით შეხედეთ, იფიქრეთ იმაზე რომ ნინა უფრო ბედნიერი იქნება და აღარ დაიტანჯება _ეს კიდევ საკითხავია აღარ დაიტანჯება თუ არა მის გვერდით_მამაჩემმა ხმაჩახლეჩილმა თქვა_უკვე ყველაფერი გადაგიწყვეტია და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ რა აზრის ვიქნებით ამ ყველაფერთან _დიდი მამა,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს აზრს. არ მინდა რომ ცუდი დამოკიდებულება გქონდეთ დათოსთან. მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც წარსულში იყო. მინდა რომ ისევ სიძედ მიიღოთ დათო. _ჯერ ეს ყველაფერი უნდა გადავხარშო_ამოიოხრა ნაღვლიანად მამაჩემმა_ წავედით ეხლა. ფიქრი მჭირდება_ფეხზე წამოდგა. დედაჩემიც უსიტყვოდ წამოდგა _მართლა არ ვიცი რა ვთქვა_მანაც სევდიანად მითხრა. დამემშვიდობნენ და წავიდნენ _ნეტავ თუ შეეგუებიან ამ ამბავს?_ბარბარეს მივუბრუნდი და ცრემლები წამომივიდა _შეეგუებიან, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიგებენ. ეხლა მათაც გაუგე შენ, ძალიან უჭირთ _მინდა რომ სრულყოფილად ბედნიერი ვიყო, არ მინდა მშობლების დაკარგვა_ამოვისრუტუნე და ბარბარეს ჩავეუტე _მათ არ დაკარგავ ნინა. ცოტა დრო სჭირდებათ და აუცილებლად მხარში დაგიდგებიან,ხომ იცი როგორი გული აქვთ_დამამშვიდა ბარბარემ _შენ? შენ რა აზრის ხარ ჩემს გადაწყვეტილებაზე? _მე რა მეთქმის, მთავარია შენ იყო ბედნიერი და როგორც შენვის იქნება უკეთესი ისე მოიქცე. მე დათოს საწინააღმდეგო არასდროს არაფერი არ მქონია. იმედია ეხლა დააფასებს იმას რაც ადრე ვერ დააფასა _შენ ყოველთვის გესმის ჩემი. საუკეთესო ხარ_კიდევ ერთხელ ჩავეხუტე _მიდი ეხლა და მანამ ამცნე შენს ქმარსაც რომ მშობლებს უკვე მოახსენე თქვენი ამბავი სანამ დარდს გადაყვა_გამიცინა_მეც წავედი ეხლა, თორემ ძაან დამიღამდება _დარჩი დღეს _დღეს ვერა, ხვალ აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი და ტანსაცმელიც არ წამომიღია_დამემშვიდობა და წავიდა. ეგრევე ტელეფონს მივვარდი და დათოს დავურეკე _რას შვები? _შენზე ვფიქრობდი ეხლა _მე კიდევ შენზე ვლაპარაკობდი _მართლა? და რას? _ჩემებს ველაპარაკე _რააა? შენს მშობლებს უთხარი ჩვენზე?_დაბნეული ხმით მკითხა _ხო,ჩვენზე ველაპარაკე. ვუთხარი რომ შენთან დაბრუნებას ვაპირებ _გაგიჟდებოდნენ _საშინელი რეაქცია ქონდათ _აუცილებლად დაველაპარაკები ორივეს. ხვალვე მივაკითხავ_კატეგორიულად თქვა _იქნებ ცოტა ვაცადოთ? _არანაირად. მინდა რომ ყველაფერი გარკვეული იყოს და არანაირი დაბრკოლება არ არსებობდეს _მეც გამოგყვე? _არა! მარტო უნდა ველაპარაკო!_მტკიცედ მითხრა _კარგი, როგორც გინდა _ასეა საჭირო ნინა. რას შვებით მეტი? ლუკა რას შვება? უკვე მენატრებით_დაღონებულმა მითხრა _ეხლა უნდა დავაძინო. ჩვენც გვენატრები _ერთი სული მაქვს როდის დადგება ის დღე სულ ერთად რომ ვიქნებით _მალე, მართლა მალე დადგება _მიყვარხარ _მიყვარხარ _ვგიჟდები შენზე _მეც _ლუკას ჩემს მაგივრად მაგრა აკოცე _აუცილებლად. კარგი ეხლა წავედი. ლუკა უნდა დავაძინო,თორემ გადაუცდა ძილის დრო _მიდი აბა შენ იცი. გკოცნით და მიყვარხართ. _ჩვენც_ღიმილით დავემშვიდობე და ლუკასკენ წავედი. *** მეორე დღეს დათო ნინას მშობლებს მიადგა სახლში _გამარჯობა ქალბატონო ქეთევან_უთხრა დათომ კარებში მდგარ ყოფილ დედამთილს, რომლის სახეზეც არანაირი ემოცია არ აღბეჭვდოდა _გამარჯობა_მიესალმა და შემოატარა. მისაღებ ოთახში იჯდა თემური და ტელევიზორს უყურებდა. დათოს დანახვაზე სათვალე მოიხსნა და ფეხზე წამოდგა. ცივად მიესალმა. _ქალბატონო ქეთინო, ბატონო თემურ, თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი_დაიწყო დათომ პირდაპირ _გელოდებოდი რომ მოხვიდოდი_მკაცრად მიუგო თემურმა და დივნისკენ ანიშნა ჩამოჯექიო. _მე ხელს არ შეგიშლით_გაცლა ამჯობინა ქეთევანმა _არა ქალბატონო ქეთინო, თქვენც იყავით, მინდა რომ ორივეს დაგელაპარაკოთ_ქეთინო თავისი ქმრის გვერდით დაჯდა და დათოს მოსასმენად მოემზადა _ვიცი რომ უკვე იცით მიზეზი რატომაც აქ მოვედი. მინდა რომ თქვენს შვილზე და ჩემზე დაგელაპარაკოთ_დათო ნერვიულობდა_ მე ძალიან ბევრი მივქარე და ძალიან ვატკინე გული ნინას, ამის გამო ჩემი თავი მეზიზღება, ვიცი რომ ბოლო დონის არაკაცი ვარ და ნინას არ ვიმსახურებ, მაგრამ მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს და მინდა რომ ყველაფერი გამოვასწორო და თავიდან დავიწყო. ნინას გარეშე მე არაფერი არ ვარ_ამოიხვნეშა_ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენ რა, მე კარგა ხანია მინდა ნინასთან დაბრუნება მაგრამ ნინა ამის წინააღმდეგი იყო და ხელს მკრავდა. საბოლოოდ მაინც დამთანხმდა და გადავწყვიტეთ კვლავ დავუკავშიროთ ჩვენი ბედი ერთმანეთს. ჩვენ ერთამენეთის გარეშე ვერ ვცხოვრობთ. მინდა რომ ეს ყველაფერი თქვენი თანხმობითაც მოხდეს. მინდა ნინა სრულყოფილად ბედნიერი იყოს_დაამთავრა მონოლოგი დათომ. თემური ერთხანს ჩუმად იჯდა _შენ კარგად იცი როგორ მიყვარდი და როგორ პატივს გცემდი_დაიწყო თემურმა_ჩემს შვილად გთვლიდი, იმ ბიჭად,რომელიც არასდროს მყოლია, მაგრამ შენი წყალობით მე ბიჭი შევიძინე და შვილებისგან არ გარჩევდი. თვალდახუჭული განდობდი ნინას.მართალია თავიდან და არც მერე არ გაგიცრუებია იმედი და ყველაფერს ისე აკეთებდი როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება, მაგრამ ბოლოს იმედი ძალიან გამიცრუე. ნდობა დამიკარგე შენს მიმართ. ყველა შენი ღირსება შენი საქციელებით გადათელე. ნინა დაამცირე. მართალია, პირადად ჩემთვის შენ არაფერი დაგიშავებია და ზედმეტი არასდროს არაფერი გიკადრებია,მაგრამ შენ ჩემს შვილს დაუშავე. მას ატკინე და ეს იგივეა რომ მე მატკინო, მე მომაყენო დარტყმა. _ყველაფერში გეთანხმებით ბატონო თემურ. მე თქვენი იმედები არ გავამართლე. დიდი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მინდა რომ ყველაფერი გამოვასწორო. გეფიცებით ნინას არასდროს არ ვატკენ. ყველაფერს გავაკეთებ,რომ ნინა ბედნიერი იყოს.მე ის ძალიან მიყვარს _თავის დროზე უნდა დაგეფასებინა რაც გქონდა_ვერ მოითმინა და სიტყვა ჩააკვეხა ქეთინომ, რაზეც თემურის მკაცრი მზერა დაიმსახურა და მერე არაფერი უთქვამს, ტუჩები უკმაყოფილოდ დაპრუწა _მე მინდა რომ ნინა ბედნიერი იყოს. _იქნება, აუცილებლად იქნება გპირდებით. შეუძლებელსაც კი შევძლებ მისთვის, მაგრამ ნინა ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნება თუ თქვენ იმის გამო კრავთ ხელს, რომ მე დამიბრუნდა _ჩვენ ხელს არ ვკრავთ არავის. ვერაფერი მაიძულებს ჩემს შვილზე უარის თქმას. შენთან დაბრუნება მისი გადაწყვეტილებაა და მე ვერაფერს შევცვლი_კატეგორიულობას არ კარგავდა თემურის ხმა_მე ისღა დამრჩენია, რომ კვლავ დაგილოცოთ გზა_ოდნავ გაეღიმა, მაგრამ უცებ დასერიოზულდა_იცოდე კიდევ ერთხელ რომ აწყენინო ნინას, ვერ გადამირჩები_თითი დაუქნია _მე თვითონ ვერ გადამირჩება ჩემი თავი მას რომ რამე ვაწყენინო_დათომ შვებით ამოისუნთქა და მასაც გაეცინა. _ქეთინო, მიდი ღვინო გამოიტანე, ჩემი ყოფილი-მომავალი სიძე უნდა ვადღეგრძელო_მაინც ვერ შეიკავა სიცილი. ქეთინოს თვალები ცრემლიანი ქონდა და მაინც იღიმოდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც კმაყოფილია რომ ნინა თავის ოჯახში დაბრუნდება.იმედია დათო იმედებს არ გაუცრუებს არც ნინას და არც მათ. ****** _ქორწილისთვის მოემზადე ნინა_პირდაპირ მაჯახა დათომ სახლში შესვლისთანავე და მაგრა ჩამეხუტა_მეორედ ვქორწინდებით. მამაშენისგან შენი ხელი ვითხოვე_გაეცინა. მე დაბნეული ვუყურებდი _რა? _ხო რაც გაიგე. შენებს ველაპარაკე და მგონი მოვაბრუნე ჩემკენ_კვლავ გაიცინა და ტუჩებზე წამეტანა _რაა? ანუ თანახმა არიან რომ შენ გამოგყვე ისევ?_გაოცებული ვიყავი _აჰა, ყველაზე ჯიგარი სიდედრ-სიმამრი მყავს მე_ლუკა სადაა, უნდა დავახრჩო კოცნით_თქვა და ლუკასკენ წავიდა _ვერ ვიჯერებ, ასე უცებ მოლბნენ შენს მიმართ? _რა იყო ნინ, არ გაგიხარდა? თუ გერჩივნა მოსაკლავად გადამკიდებოდა სიმამრი_გადაიხარხარა _მიჭირს დაჯერება რომ ასე ადვილად შეგირიგდნენ_მეც გამეცინა_ხედავ როგორ უყვარხარ ორივეს? _იმედებს აღარასდროს არ გავუცრუებ არც მათ და არც შენ_დასერიოზულებულმა მითხრა და გულში ჩამიკრა_თქვენ ხართ ჩემი ცხოვრების აზრი_ლუკასკენ მიიხედა, რომელიც თავის სკამში იჯდა და სათამაშოს ხელში ატრიალებდა და იღიმოდა _წინასწარ არ დამპირდე არაფერს დათო, საქმით დამიმტკიცე ყოველთვის _საქმე ლაპარაკის ნაცვლად?_გაეცინა _ოოო ნუ მასხრობ რა. შენ რა გაგიძლებს დარჩენილი ცხოვრება_გამეცინა _მოგიწევს ამიტანო ნინაჩკა. თავიდან ვერ მომიშორებ, მანამ, სანამ სიკვდილი არ წაგართმევს ჩემს თავს _ხომ იცი რომ ვერ ვიტან როცა სიკვდილზე ლაპარაკობ?_შეწუხებულმა ვუთხარი და მხარზე ვუჩქმიტე_სიკვდილზე ფიქრს ჯობს რამე უკეთესზე და სასიამოვნოზე იფიქრო _მაშინ მხოლოდ შენზე უნდა ვიფიქრი, რადგან ყველაფერი კარგი და სასიამოვნო შენთან ასოცირდება_ეშმაკურად გამიღიმა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა _არ მაქვს პრეტენზია სულ ჩემზე ფიქრობდე_მეც ეშმაკურად გავუღიმე და კისერზე ხელები მოვხვიე. ***** _ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, მართლა_გულწრფელად გაუხარდა ბარბარეს_იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ -იმედია ბარბი, იმედია. ძალიან ბედნიერი ვარ. მე, დათოს და ლუკას ერთი ოჯახი გვექნება_ბედნიერებისგან გააკანკალა ნინას _დიდ ბედნიერებას გისურვებ ჩემო კარგო, შენ ამას იმსახურებ_ გადაეხვია ბარბარე და ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა. როცა ნინა ბედნიერია,ისიც საოცრად ბედნიერია ამით. **** _არ მინდა დათო მეორედ ქორწილი, უბრალოდ ხელი მოვაწეროთ და ეგაა რა_ავბუზღუნდი. უკვე დათოსთან ვიყავი გადასული. _კარგი რა, დავიჯერო არ გინდა მეორედ თეთრი კაბის ჩაცმა?_გაეცინა _არ მინდა, მართლა. ერთხელ რომ მქონდა ქორწილი ისიც საკმარისია_ხელები შემოვხვიე_არ გვინდა რა, მაგას ჯობს სადმე წავიდეთ და დავისვენოთ მე, შენ და ლუკამ _ამას ისედაც ხომ ვაპირებდით? _ხო, მაგრამ არ გვინდა მაინც რა_დავიწუწუნე _კი ბატონო, იყოს ნება შენი. ხედავ? ჯერ არ მომიყვანიხარ ცოლად მეორედ და უკვე შენს ჭკუაზე მატარებ_გადაიხარხარა _შენ ეხლა ჭკუით იყავი თუ არადა მეორედ მოგიწევს სხვა ცოლის მოძებნა_ირონიულად ვუთხარი და გავუცინე _არ მინდა მადლობა. სხვა ქალს რა შეეგუება. შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობსო ხომ გაგიგია?_გამიცინა _ძალიან მაინტერესებს ვინ გაძალებს ამ ჭირს გაუძლო?_ვითომ წყრომით ვუთხარი _კარგი რა ნინა, ეხლა არ გამებუტო. ხომ იცი რომ უზომოდ მიყვარხარ, ვგიჟდები შენზე და შენნაირ ჭირს მთელი ცხოვრება აიტანს კაცი_გამიცინა და მაკოცა. **** დათოს მშობლები სიხარულისგან გაგიჟდნენ ჩვენი ამბავი რომ გაიგეს. ლელა სულ მლოცავდა _შენ გაიხარე შვილო, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ასეთი კარგი და კეთილი რომ ხარ.დიდ, უსაზღვრო ბედნირებას გისურვებთ_ცრემლები მოდიოდა და ისე მელაპარაკებოდა_როგორც იქნა გამოფხიზლდა ჩემი შტერი შვილი. იცოდე მან რომ რამე გაწყენინოს შვილად აღარ ვცნობ_დაემუქრა დათოს და თითი დაუქნია. ყველას გაგვეცინა. _ხედავ ნინა?ჩემს თავს შენ ურჩევნიხართ_ვითომ დამწუხრებულმა მითხრა და წელზე ხელი მომხვია _მე ისღა დამრჩენია ბედნიერება გისურვოთ, ძალიან გახარებული ვარ თქვენი ამბით_მხარზე ხელი დაკრა დათოს ბატონმა ნუგზარმა და მე ჩამეხუტა. ის საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ დათოს მშობლების სახლში. ირგვლივ ბედნიერება სუფევდა. **** საბოლოოდ ქორწილი არ გადავიხადეთ. უბრალოდ ხელი მოვაწერეთ, ეგ იყო და ეგ. ჯვარი აყრილი ისედაც არ გვქონია. მეორედ თაფლობისთვის გასატარებლად ესპანეთში, მადრიდში წავედით. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. დათო ყველა დაკარგული წამის ანაზღურებას ცდილობდადა გამოსდიოდა კიდევაც. ძალიან ბედნიერი დღეები გავატარეთ მადრიდში. 2 კვირაში საქართველოშიც დავბრუნდით. დათოს დაბადების დღე ახლოვდებოდა და მეც დიდ სიურპრიზს ვუმზადებდი. დიდი დაბადების დღის გადახდა არ უნდოდა, სახლში მხოლოდ მეგობრები და ნათესავები იყვნენ. საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ. დათოს კიდევ ერთი წლით დაბერება აღვნიშნეთ და ამაზე კარგადაც ,,ვეღადავეთ’’. რომ დაიშალნენ ყველაფერი მივალაგე. ლუკა დავაძინე და საოცრად დაღლილი დავწექი დათოსთან ერთად დასაძინებლად. _ძალიან დაიღალე ხო?_მკითხა დათომ, მე მის გულზე მედო თავი, ის თავის ხელებს ჩემს თმაში ხლართავდა _ცოტა_ვუთხარი და ყელში ვაკოცე, თან ვფიქრობდი ჩემი სიურპრიზი როგორ მეთქვა _დათო..._დავიწყე ფრთხილად, მისი ხელი ავიღე და მუცელზე მივიდე_მამა გახდები, კიდევ ერთხელ_ვუთხარი და გავინაბე. ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულისცემა და ხელები აუკანკალდა. ფრთხილად წამოიწია საწოლიდან და თვალცრემლიანმა შემომხედა _რა მითხარი?_ხმაჩახლეჩილმა მკითხა_მართლა? _მართლა_გავუღიმე_ლუკას და ან ძმა ეყოლება_გაოგნებული იყო ახალი ამბით და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ნათქვამს. მერე მაგრა ჩამეხუტა და ვიგრძენი როგორ დამეცა ზურგზე მისი ცრემლი _შენ მე არაამქვეყნიური ბედნიერებით მავსებ. მადლობა, მადლობა რომ არსებობ, რომ ჩემი ხარ, ჩემთან ხარ, მადლობა საერთოდ ყველაფრისთვის. ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი ხარ_მითხრა და ბაგეები დამიკოცნა_ამ ქვეყნად უბედნიერესი კაცი ვარ. ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმ ტკივილს, რომელიც შენ მაშინ მოგაყენე. მეზიზღება ჩემი თავი რომ ეს შევძელი და დიდი ტკივილი მოგაყენე,რომ დაგტანჯე_თავის ფეხებზე დამიჯინა და გულში ჩამიკრა _მაგის გახსენება არ გვინდა დათო_ცხვირი ყელში გავუხახუნე_იმდენი ბედნიერი წუთები გვაქვს ჩვენ ერთად გატარებული, რომ ის ტკივილიანი დღეები უფერულდება. მიყვარხარ და საერთოდ აღარ მახსოვს ის დრო. მთავარია ისევ ერთად ვართ და რაც მთავარია ბედნიერები ვართ_გავუღიმე და ტუჩებზე ნაზად ვაკოცე _მიყვარხართ! _ჩვენც გივყვარხარ მამიკო_გავუცინე _მამას გოგო_გადაჭრით თქვა და მუცელზე მომეფერა _ და იქნებ ბიჭია?_ღიმილით ვკითხე _დარწმუნებული ვარ რომ გოგოა! მამას პრინცესა იქნება ეს_მითხრა და ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.