InkeD #2
როგორც კი სამარშუტო ტაქსი დანიშნულების ადგილას გაჩერდა და ანიმ სიცილით მიცურჩულა ჩამოვედითო,სავარძლიდან ისე წამოვფრინდი არაფერი აღარ მახსოვდა. ზურგჩანთას ხელი დავავლე და როგორც კი რაჭის მიწაზე ფეხი დავდგი ფილტვების დასკდომამდე ჩავისუნთქე რაჭის ჰაერი. თუმცა,ეს უფრო ჩემი თვისუფლების ჰაერი იყო. ეს პირველი შემთხვევაა,როდესაც გავცდი მშობლიურ სოფელსებს დასვენების მიზნით,თანაც მშობლების გარეშე. ანის სახლი სხვა სახლებისაგან განსხვავებით უფრო ტყეში იყო... ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო... ჩვენ მახლობლად მხოლოდ ერთი სახლი იყო და როგორც ანისგან გავიგე ეს მისი ბიძის სახლი იყო. სხვა სახელებიც არ იყო ძალიან შორს,მაგრამ მაინც დაშორებული იყო ჩვენგან. ჩემ წინ ხის ერთ სართულიანი სახლი იყო... პატარა და საყვარელი. მის უკან კი მთლიანად მაღალი მთები და ტყეები მოჩანდა. სიმწვანეში ისეთი ლამაზი იყო ეს პატარა ხის სახლი. წინ ორი პატარა ფანჯარა ქონდა სადაც თხელი უბრალო ფარდები იყო ჩამოფარებული. ფანჯრების ქვემოთ კი ლამაზი ყვავილები იდგა ისევე,როგორც მთელ ეზოში. სახლის ხელმარჯვნივ ორ ხეს შორის გაბნული ჰამაკი,იქვე საქანელა. საზაფხულო მაგიდა. მთელ ეზოში დაბალი ბალახი იყო და ისეთი სიამოვნებას შევიგრძნობდი მასზე სიარულისას... ჭიშკარი შევაღეთ თუ არა ეზოში მარო ბებია შემოგვეგება. თბილად ჩაგვიკრა ორივე გულში და დაგვიკოცნა ლოყები. საოცრად თბილი მოხუცია... სამოცდაათ წელს უკვე გადააბიჯა,მაგრამ ის ისე მხნედაა. რომ ვუყურებ მიდა რომ მეც ასეთი ენერგიული ვიყო სიბერეში. ბებია გემრიელად გაგვიმასპინძლდა. შემდეგ მე და ანო ოთახში დავბინავდით ჩვენი ბარგი ამოვალაგეთ და ეზოში გავედით. საოცარი გარემო იყო... მე და ანო ჰამაკში ვისხედით და გეგმებს ვაწყობდით თუ რას გავაკეთებდით მომდევო დღეს. უკვე კარგად ბნელოდა,როდესაც ჩვენს მახლობლად მანქანების ხმა შემდეგ კი მეზობელ სახლში სინათლე შევნიშნეთ. -ე... ბიძია ჩამოვიდა?-თავი წამოყო ანომ. -აშკარად ვიღაც ჩამოვიდა.-დავუდასტურე მეც და თავი ანოსკენ მივაბრუნე. -უჰ... კაია ,ხვალ გავიდეთ და ვნახოთ ერთი რა ხდება.-ჩაიღმა ანომ და კვლავ თავქვეშ ამოიდო ხელი.-ივლიტა ნახე რა ლამაზი ცაა...-მიჩურჩულა ანომ. -ჰო მართლაც ძალიან ლამაზია.-ტუჩი მოვიკვნიტე მე იმ ემოციები დასაოკებლად რაც ახლა ჩემში იყო. უკვე გვიანი იყო,როდესაც მე და ანომ სახლში შესვლა გადავწყვიტეთ. ჩემი საწოლი ოთახის ერთ მხარეს იდგა,ანოსი კი მეორე მხარეს, ჩვენ შორის კი პატარა ფანჯარა იყო საიადანაც მთვარის შუქი სასიამოვნოდ შემოდიოდა. დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა.მინდოდა დავრწმუნებულიყავი იმაში,რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო და არა სიზმარი.ჟაკეტი ჩავიცვი და გარეთ გავედი. ისეთი სიჩუმე იყო,წამით გავიფიქრე რომ ყველა ცოცხალი არსება სადღაც გაქარა და მხოლოდ მე ვიყავი. ფეხშიშველამ გავიარე ცვრიანი მინდორი და საქანელაზე ჩამოვჯექი. საქანელაზე მჯდომი ღრმად ვიყავი ფიქრებში წასული,როდესაც უცნაური გრძნობა დამეუფლა.თითქოს ვიღაც მიყურებდა.შეშინებულმა გარემო მოვათვალერე,მაგრამ არავინ იყო.უცებ ტყიდან ხმაურ შემომესმა.ის იყო უნდა ავდმდგარიყავი და იქეთ წავსულიტავი რომ მხარზე შეხება ვიგრძენი. უცებ მივაბრუნე თავი და მარო ბებია დამხვდა. შეშინებულმა შვებით ამოვისუნთქე და მარო ბებიას მადლობით აღსავსე თვალებით შევხედე. -შეგაშინე ბებო გენაცვალოს?-თავზე ხელი გადამისვა ბებიამ. -არაფერია ბებია...-დავიჩურჩულე მე და მზერა ისევ ტყისკენ გავაპარე. -ამ დილა ადრიან რამ აგაყენა ბებია. -უცხო გარემო რომაა ალბათ ამის ბრალია... გარეთ გამოსვლა მომინდა და უკვე რამოდენიმე ხანია აქ ვზივარ. -გასაგებია ახლა ბებია. მე აგერ იქეთ ვიყავი გადასული. გუშინ ჩამოსულა ჩემი შვილიშვილი.ვიფიქრე გადავალ მოვიკითხავ თქო და მივედი და სძინავს ისევე.მერე გადადით შენ და ანა და გადაუტანეთ საჭმელი.წამოთრეულა მარტო და ვინ უნდა აჭამოს რას ფიქრობ ნეტავი.-დოინჯი დაიჭირა ბებიამ და მეზობელი სახლისკენ გაიხედა. -კარგი რა ბებო... შენი შვილიშვილი არაა... მას შენთან ჩამოსვლა მოუნდომებია და საჭმელი რა პრობლემაა სულ მე და ანო გავუმზადებთ და გადავუტანთ-მოვეხვიე ბებიას. -შენ აქ უნდა გაგათხოვო.ბებო გენაცვალოს შენ-მომეხვია ბებია. მე კი მის ნათქვამზე გამეცინა. -რა იყო ხალხო რა არ გაძინებთ-თვალების ფშვნეტით გამოვიდა ანო. -მმმ... შენ ხარ გოგო მასპინძელი? შეგირცხვა ქალობა,სტუმარი რომ დაგასწრებ ადგომას...-ხელი ჩაიქნია ბებიამ. -ბებოო... ივლიტა სტუმარო როდისაა კაცო. აწი სულ ჩამოვიყვან ხოლმე და მალე ჩაეწერაბა კიდეც ამ სახლში-ხელი გადამხვია ანომ და სასაცილოდ გაიჯგიმა. -მმაგას რა აჯობებს... ხომ ხედავთ სულ გამოვყრუვდი მარტო აქ.-დანაღვლიანდა ბებია. მე და ანო ორივე მხრიდან ამოვუდექით ბებიას და ასე ერთმანეთზე გადახლართულებმა გავწიეთ სახლისაკენ. სამზარეულოში ვფუსფუსებდით სამივე,როდესაც ანომ გაიკვირვა რად გინდატ ამდენნაირი და ამდენი საჭმელიო. -შენი ბიძაშვილი ჩამობრძანდა ბებია, იმან კი ვერ მოიფიქრა რომ ჭამა უნდა და თავად ვერაფერს იზავს. ახლა გავამზადოთ ესენი და გადაუტანეთ შენ და ივლიტამ თორემ მოკვდება მშიერი-ხელები შეიწმინდა ბებიამ წინსაფარზე. -მე ვერაფერსაც ვერ გადავუტან-მტკიცედ განაცხადა ანომ. მეც გაოცებულმა გავხედე. -რატომ ბებია?-გაკვირვება დაეტყო მარო ბებიასაც. -წინა ზაფხულის მერე არ ვლაპარაკობთ მე და ეგ ვაჟბატონი და არც ახლა ვაპირებ მე დავადგე საჭმლით ხელში.-ხელები გადააჯვარეინა ანომ და მზერა სადღაც შორს გადაარგა. -ბებია როგორ შეიძლება თქვეი მასე ყოფნა.არაა ეგ სწორი. უნდა შერიგდეთ აბა...- წინსაფრის მოხსნა დაიწყო ბებიამ. -მე არ შევურიგდები სანამ თვითონ არ შემირიგდება. არც კი დაურეკია ბებია იმ სულელს...იცი როგორ მომენატრა? მაგრამ მე არაფერსაც არ ვიზავ. არ ვუყვარვარ და იყოს მასე.-არ ტყდებოდა ანო. -აბა დავტოვოთ მშიერი? ხომ იცი მე რამდენი საქმე მაქვს ბებია.თან იოლი კი არაა ჩემთვის ამდენი სანოვაგის ამხელა გზაზე გადატანა.-მარჯვენა ხელი ლოყაზე შემოიდო ბებიამ. -მე წავიღებ მარო ბებო-დავიჩურჩულე მე. -შენ როგორ წაიღებ ბებია ამხელა კალათს მარტო. -წავიღებ არაფერია.არც შორია ძალიან. ავაწყოთ და წავალ უცებ მე. ანო ჩამილაგე მე მანამდე ჩავიცვამ-მივუბრუნდი ანოს და უცებ გავიქეცი ჩენი ოთახისაკენ. უბრალო შავი მუხლამდე სარაფანი გადავიცვი,რომელსაც მთლიანად პატარა გვირილები ეხატა.თმა უბრალოდ ჩავიწანი და სამზარეულოში გავედი. -მე მზად ვარ. -ვთქვი მე და კალათისაკენ წავედი. -აბა ბებია შენ იცი. არაა ცუდი ბიჭი ჩემი ხისთავიანი შვილიშვილი,არაფერს გაწყენინებს. მიუტანე ესენი და უთხარი რომ საღამოს გადმოვიდესჩვენთან რას ზის იქ მარტო.-მითხრა ბებიამ და კალათი მომაწოდა. კალათი მარჯვედ დავიკავე და ჭიშკრისაკენ წავედი.თან გვერდით ანო ამომიდგა. -გოგო იმ უტვინოს გეგი ქვია. კარგად დაათვალიერე რა და მერე მომიყევი. შავი თმები აქვს და შავი თვალები. წვერი ექნება ცოტა და თმა აბურძგნული. ამოჩაცული ტანსაცმლიტ იქნება და კარს რომ გააღებს და რომ დაგინახავს ცალ წარბს ზემოთ აწევს,რომ გიუცხოვებს.- მელაპარაკებოდა ანო და ვხედავდი ამ ყველაფრის წარმოდგენაზე როგორ ეღიმებოდა. -არ გინდა რომ თავად წამოხვიდე და ნახო?- მივუბრუნდი მე. -არა... მართლა ძალიან მაწყენინა. ახლა კიდე მე დავადგე საჭმლით?-გაოცებულმა შემომხედა ანომ. როგორ თუ ეს გავუბედე. -ო... ანო რა... -დავიბუზღუნე მეც. -მიდი მიდი... -უკნიდან მომოაწვა და კარში გამიყვანა.-მალე მოდი არ არჩე იქ იცოდე-თითი დამიქნია. -სად უნდა დავრჩე ნუ გადამრიე არც კი ვიცნობ იმ ბიჭს.-გაკვირვებულმა გავხედე მე. -რო მოხვალ მერე მითხარი ეგ.- ცალი ხელი თეძოზე შემოიდო და წადიო ხელი დამიქნია. მეც მოვბრუნდი და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას მეზობელი სახლისაკენ. მათი ეზო რომ გამოჩნდა ნერვიულობა შევატყვე ჩემს თავს. ჭიშკართან მისულს უკვე მუხლები მიკანკალებდა.ხელის კანკალიტ ჩამოვწიე ურული და კარი შევაღე.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. -გეგიი...-დავიძახე ხმის კანკალით,მაგრამ არავინ გამაგონა. -გეგიი...-კიდევ ერთხელ დავიძახე და უცებ დავინახე როგორ გამოქანდა ჩემკენ დიდი შავი ძაღლი ყეფით. შეშინებულმა ვერაფერი ვქენი იქვე კარს ავეკარი და შეშინებული თვალს არ ვაშორებდი ჩემ წინ მდგომ უზარმაზარ ძაღლს. იდგა და მიღრენდა შემდეგ კი უცებ დამიყეფა და მეც შეშინებულს კალათი დამივარ და და ისე რომ ვერც კი მივხვდი ტირილი ამივარდა. ძაღლი კი მაინც არ მეშვებოდა მიყეფდა და მიღრენდა. უცებ ვერც გავიაზე ისე მოვარდა ვიღაც ჩემთან და მის ზურგას ამომაფარა და მთელი ხმით დაიყო ყვირილი -თემო... თემო გამოდი დროზე-ყვიროდა ბიჭი და თან მის უკან მმალავდა. მე კი ტირილს არ ვწყვეტდი ისევე როგორც ძაღლი ყეფას. -იუკა...-უცებ დაიძახა ვიღაცამ და დავინახე ძაღლმა როგორ დაიხია უკან და ვიღაცის ფეხებთან როგორ გაჩერდა.-იუკა დროზე სახლში-გაისმა ისევ იგივე ხმა და ძაღლიც სადღაც წავიდა. მე მაინც ვერ ვჩერდებოდი. ჩემზე გადაფარებულმა ბიჭმა ღრმად ამოისუნთქვა და მეჩემკენ მობრუნდა. შიშიდაგან მოკუნტულს რომ შემომხედა ჩემკენ წამოვიდა და უცებ მომხვია ხელები. -ნუ გეშინია.აღარაფერს დაგიშავებს... ნუ ტირი-თავზე მისვავდა ხელს. მალე მოვეგე გონს,ცრემლები მოვიწმინდე და ბიჭის მკლავებიდან განვთავისუფლდი. -მე... აქ გეგისთან მოვედი-დავიჩურცულე მე და ჩემ წინ მდგომს შევხედე. ამის გაგებაზე მართლაც აზიდა უცნობმა ცალი წარბი და მივხვდი,რომ სწორედ ის იყო გეგი. -მე ვარ გეგი-მითხრა გაკვირვებულმა. -მე მარო ბებიასთან ვარ სტუმრად.დილას იყო გადმოსული და გეძინა. საჭმრელი გაგიმზადეთ და თავად ვერ შეძლო გადმოსვლა და მე გამომატანა.-ვუთხარი მე და კალათს დავავლე ხელი. -ოხ მარო... სად ასწრებს ეს ქალი რა... -გაიცინა გეგიმ და კალაითი ხელიდან გამომართვა, მეროე კი მხრებზე მომხვია-წამოდი აბა ჩვენო სტუმარო შემობრძანდი სახლში. -იყოს წავალ მე-დავიჩურჩულე მე. -აბაა. არ გამოვა ეგ ბაზარი.- ისევ აზიდა წარბი და მეც მორჩილად დავყევი მის ნებას. თავი წინ მივაბრუნდე და იქვე მდგარი ბიჭი დავინახე. ალბათ ეს სწორედ ის ბიჭია ვინც ძაღლი მოგვაშორა. უცებ მის თვალებს გადავაწყდი და...და სული გამეყინა. მუქი ნაცრისფერი თვალები არაფერს ამბობდნენ...სრულიად უგრძნობნი ჩანდნენ. უცებ გავცდით მას და სახლში შევედით. გეგიმ დივანზე ჩამომსვა და კალათი იქვე მაგიდაზე ჩამოდო. -აბა შენ ვინ ბრძანდები?-გვერდით მომიჯდა გეგი. -მე... მე ივლიტა ვარ-ვთქვი მე და მზერა კარში შემოსულ უცნობ ბიჭზე გამეყინა. -ჰმ... უცხო სახელია.-უცნობის თვალებში ჩაზირული გეგის ხმამ მომახიზლა და მას შევხედე-შენ ისე არ ჩამოხვიდოდი მარო ბებიასთან... ის ქალბატონიც აქ ბრძანდება?-თვალები მოჭუტა გეგიმ. მაშინვე მივხვდი ვიზეც იყო საუბარი და გამეღიმა. -კი აქაა...- ვუთხარი მე. -თხაა... სუთა თხა. მაინც არ გადმოადგა არა ფეხი? არა და მ ამხელა კაცი რო გავიგე აქ ჩამოეთრა საჩქაროდ წამოვედი.-თავი გაიქნია გეგიმ. -გაბუტულია-ვუთხარი მე. -კაი კაცო. მე არა?-შემომხედა გეგიმ. ვერაფერი ვერ ვუთხარი. -აუ რა სუნებია... მშია....- მუცელზე ხელი მოისვა გეგიმ. -აგეხმაროთ სუფრის გაწყობაში?-შევხედე გეგის. -ნუ ახლა თუ არ გეზარება-ცალ მხარეს გადაზიდა თავი და ცერად შემომხედა. მე გამეცინა და ანოს ნათქვამი გამახსენდა. -ჰა რა იყო ახლა აღიარე რა გითხრა იმ თხამ ჩემზე.-ფეხზე წამოდგა გეგი. -არა,არაფერი...-ვიუარე მე -ოჰ... ეგ მასე არ გამოგიშვებდა. -არ მეშვებოდა გეგი. -მხოლოდ ის რომ დიდხანს არ დარჩე მალე მოდიო...-ვუთხარი მე. -აი ზუსტად მაგიტო დარჩები ახლა დიდხანს- გაიჯგიმა გეგი და სამზერულოაკენ წვიდა. მეც ფეხზე წამოვდექი და უკან გავყევი-არა მართლა ვერ დავრჩები,ინერვიულებენ,სუფრად გაგიწყობთ და წავალ-ვუთხარი მე როცა უცებ შემობრუნდა და მეც შევეჯახე. -ტყუილა ლაპარაკობ-გამიცინდა და კალათი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და გავიდა-დაგვიძახე რომ მორჩები-მომაძახა მისაღებში გასულმა. -ვაიმე...-ერთი ამოვიფრუტუნე. რაღაცნაირი გრძნობა მქონდა. პირველად ვიყავი ასეთ გარემოში.ბიჭებთან ერთად. არც კი ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. კიდევ კარგი მამაჩემი არ მხედავს თორემ გამაძრობდა ტყავს. თვალწინ ისევ ის ნაცრისფერი თვალები დამიდგა და გამაკანკალა. კალათიდან საჭმელები ამოვალაგე და სუფრაც გავაწყე. შემდეგ კი გეგის დავუძახე. მალე ორივე ერთად შემოვიდა.უცნობისათვის არც კი შემიხედავს.რატომღაც მეშინოდა მისი. -ოჰო... მარო ვენაცვალე შენ ხელებს-თქვა გეგიმ და სუფრას მიუჯდა. მეორემაც იგივე გააკეთა. -ჰეი ივლიტა მოდი აქ, ჩვენთან ერთად ისაუზმე-სკამი გამომიწია გეგიმ. -მადლობა,წავალ მე...-ვუთხარი ნერვიულად და თითების წვალება დავიწყე. -ოო კაი ახლა არ მაწყენინო. მოდი ვისაუზმოტ და მერე მე გაგაცილებ-მითხრა გეგიმ. მეც სხვა გზა არ მქონდა მის გვერდით ჩამოვჯექი. -ბიჭო ამ სიცხეში რად გინდა ეგ ჟაკეტი ძმობას გაფიცებ-გაიცინა გეგიმ და მეორეს შეხედა. -ჭამე რა...-თავი არც აუწევია ისე გასცა პასუხი. -ჰო მართლა ივლიტა ეს თემოა... ყველაზე ვითომ და უჟმური არსება.-გაიცინა გეგიმ. მე თემოს შევხედე და ზუსტად მაშინ დაბარებულივით შემომხედა მანაც და უნებურად სუნთქვა შევწყვიტე. სუფრა ავალაგე და ჭურჭელიც დავურეცხე. გეგი კი მეუბნებოდა არ გინდა მე მივხედავო,მაგრამ მაგის მიხედილს უკვე ვხვდებოდი. -თემო წამოხვალ ივლიტა გავაცილოთ-გასძახა თემოს გეგიმ. -არა.შენ წადი-აქ ყოფნის პერიოდში მესამედ გავიგე მისი ხმა და მერე წამოვედით. -ცუდი ბიჭი არაა... პროსტა უცხო ხალხში ჩანს მასეთი თორემ რომ გაიცნობ მიხვდები რა.-მითხრა გეგიმ. -არაა ახსნა საჭირო.-შევხედე მე. -კარგი გოგო ხარ მომწონხარ. კაი დაქალი უპოვია იმ თხას.-გაცინა გეგიმ და მეც გამეცინა.-ძალიან მომენატრა.-უცებ თქვა მან. -მაშინ რამოტ არ ნახულობ და არც ურეკავ?-შევხედე მე. -იცი...-ცოტა ხანს გაჩერდა შემდეგ შემომხედა და გააგრძელა-წინა ზაფხულს აქ რომ ამოვედი ძაან სვებული მქონდა. სმას და მოწევას ვიყავი აყოლილი. ანუშკიმ ასეთი რომ მნახა გამიყვანა მიყვირა და მიჭყივლა. ლექციები მიკითხა. მე სულელმა კი მარტო თავი ვუქნიე, ვერ ვხვდებოდი მაშინ რას ვაკეთებდი,მაგ დროსაც მოწეულში ვიყავი. ბოლოს მახსოვს ანუშკიმ მითხრა თუ გიყვარვარ თავს დაანებებო და წავიდა. იმის მერე ისევ ისე ვიყავი... მეორე დღეს არც კი მახსოვდა ანუშკის სიტყვები.ისევ ისეთ დღეში რომ დამინახა მარტო ის მითხრა არ გყვარებივარო და წავიდა ტირილით. იმის მერე ვეღარ ვბედავ მასთან მისვლას. პირველად ვვატირე. არა და მე. მე მის გამო დავანებე მოწევასაც და სმასაც თავი,მაგრამ მასთან მისვლა ვეღარ გავბედე.-შუბლზე ნერვიულად მოისვა გეგიმ ხელი. -ანოსაც ძაან ენატრები,მაგრამ ხო იცი საოცრად ჯიუტია.-ვუთხარი მე. -ჰო ვიცი...-გაეღიმა გეგის. სახლის ჭიშკარსაც მივადექით. -არ შემოხვალ?-ვითხე მე -დღეს არა...-მივხვდი რომ ისევ უჭირდა ანოს ნახვა. არ ვიცი რამ მომიარა მაგრამ მასთან ახლოს მივედი და ხელი ჩავჭიდე. -იცი გეგი,მე არასდროს შევხებივარ ასე ჩემი ძმის და მამის გარდა სხვა ბიჭს. არასდროს მილაპარაკია ვინმესთან ამენი და არასდროს მოვხვევივარ- ხელები გავშალე და გეგის ძლიერად მოეხვიე. მალევე ვიგრძენი მისი ხელებიც-იცოდე რომ ანოს ძალიან უყვარხარ და უბრალოდ საჭიროა მასთან მიხვიდე რომ გაპატიებს იმ წამსვე.-ვუჩურჩულე ლოყაზე ვაკოცე,ხელები შევუშვი და სახლში შევედი. ანო ჰამაკში იწვა და გეგის სახლისაკენ იყურებოდა. ვიცოდი რომ მასზე ფიქრობდა და უსაშველოდ ენატრებოდა. მივეი და მეც გვერდით მივუწექი და ხელები მაგრად მოვხვიე. -ნახე?-მკითხა ანომ -ხო ვნახე.-ვუთხარი მეც. -წარბი აწია?-უკვე ტუჩები უთრთოდა ანოს, -კი აწია...-ვუთხარი მეც. -ისევ ისეთია?-უკვე ცრემლით აევსო თვალები -ისევ ენატრები-ვუთხარი მე. -მეც...-თქვა ანომ და აეტირა. -ნუ ტირი რა ანო... გინდა ახლავე წავიდეთ მასთან?-ცრემლები მოვწმინე მე და თვალეში ჩავხედე. -ნწ...-თქვა ანომ და გულზე მომეხუტა.-აუ...-უფრო უმატა ტირილს. -რა გჭირს?-შემეშინდა მე. -სულ გეგის სუნი აგდის.-სრუტუნებდა ანო. -ვაიმე მოგიკვდი შენ მე. მთელი საღამო ჩვენ საძინებელში ვიყავით და ვსაუბრობდით გეგიზე. ანოს ვუთხარი თემოზეც. ტურმე ანოც იცნობს მას და რაღაცნაირი ტიპიაო მითხრა. არ გავს სხვა ბიჭებსო. გეგი და ის სულ განსხვავებულები არიან და რანაირად ეწყობიან ერთმანეთს ვერ ვხვდებიო. საღამო ხანს მამამაც დამირეკა. გამოკითხრა როგორ ვიქცეოდი.ბოლოდ დამიბარა ჭკვიანადო და გამითიშა. არც მე და არც ანო ახლა გარეთ გასვლის ხასიათზე არ ვიყავით.ფილმს ვუყურეთ და გვიან დავწექით. მე ისევ ვერ ვიძინებდი და ჩემ წინ კედელს ვუყურებდი,რომელსაც ფანჯრიდან შემომავალი მთვარის შუქი ლამაზად ანათებდა. უცებ კედელზე მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა. ადგილს მივეყინე უცებ გადავიხარე სანათი ავანთე და ფანჯარაში გავიხედე,მაგრამ იქ არავინ დამხვდა. შეშინებულმა ფარდები გადწიე და საწოლში მოვიკუნჭე. ფლედი ცხვირამდე ავიტანე და თვალები მაგრად დავხუჭე. -იქ არაფერია... საერთოდ არაფერი..-ვბუტბუტებდი ჩემთვის და დაძინებას ვცდილობდი,მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა. სიზმარში ნაცნობ თვალებს ვხედავდი. იმ ამოუცნობ და ცივ თვალებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.