ჩემი ცხოვრება ტკივილია ( სრულად )
იყო დრო როდესაც ვიყავი სრულიად ბედნიერი. მყავდა ბევრი მეგობარი. ვხალისობდი. სადარდენელი არ ამქონდა. ვიყავი ისე როგორც სხვა ახალგაზრდები. მყავდა რამდენიმე თაყვანის მცემელიც. სამი წლის წინ, მე და ჩემი მეგობრები ბარში ვერთობოდით. რამდენიმე ბიჭი ჩვენს შებმას ცილობდა. ნასვამი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რას ვამბობდი და რა ხდებოდა. არც ის ბიჭები იყვნენ ფხიზლები. ერთ ერთმა ხლი დამავლო მაჯაში და საპირფარეშოში გამიყვანა. მივხვდი რას აკეთებდა. უნდოდა ჩემზე ძალა ეხმარა და გავეუპატიურებინე. და ასეც მოხდა. იმ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა. გამაუბედურა. დავფეხმძიმდი. ამის გამო ბევრი მეგობარი და ასევე თაყვანის მცემლებიც დავკარგე. არ ვიცი რატომ. ეს ხომ ჩემი სურილი არ იყო. მაგრამ ამას ვინ მისმენდა. მხოლოდ ორმა ადამიანმა, ანი ბიწაძემ და ლიზა გიორობიანმა არ მაქცია ზურგი. ისინი სულ ჩემთან იყვნენ და მანუგეშებდნენ. მრუბნებოდნენ რომ არასდროს მიმატოვებდნენ და ჩემთამ იქნებოდნენ. მშობლებს აღარ ველაპარაკებოდი. ისინიც ცუდად იყნენ. ერთ დღეს დედა და მამა ქორწილში მიდიოდნენ. არც დავემშიდობე ისე წავიდნენ. რამდენმე საათის მერე დამირეკეს და მითხრეს რომ ისინი აღარ იყვნენ ცოცხლები. ავარიის შედეგად ოივე დაიღუპა. ეს იყო ყელაზ დიდი ტკივილი ჩემს ცხოვრებაში. ვინანე რომ არ დავემშვიდობე. ვინანე რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ ველაპარაკებოდი. ვინერვიულე, ძალიან ვინერვიულე და ბავშიც დავკარგე. კიდევ ერთი ტკივილი მივიღე. და ყვეაზე დიდ ტკივილი ჩემთვის იყო ეს ცოვრება. არ მინდოდა სიცოცხლე. ანი და ლიზა ისევ ჩემს გვერი იყვნენ და ისევ და ისევ მანუგეშებდნენ. დღეს, მე, სოფი ფირცხალაია ვარ ოცდაერთი წლის და ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად და ვარ ისევ ბენიერი მაგრამ არა როგორც ადრე, რადგან ის ტკივილი მაინც მაქვს გულში და ვერ ვივიწყებ. ვცდილობ შევცვალო ჩემი ცხოვრება და არ გავიმეორო ის შეცდომები რაც ადრე დავუშვი. ***** -ლიზა სად ჯანდაბაში ხარ ადამიანო?! -გავკიოდი მთელ ხმაზე. კაფეში ყველამ მე შემომხედა მაგრამ არ გავიკვირვე. ანიმ თვალები მაღლა აიტანა და ხელებში თავი ჩარგო. -მოვივარ, მოვდივარ! -ლიზაც მიყვიროდა და თან ეცინებოდა. შედეგ ტელეონი გავუთიშე. მივიხედ მოვიხედე კიდევ ვინმე ხომ არ მიურბსთქო და რომ დავრწმუნდი რომ ყურადღების ქვეშ აღარ ვიყავი ანის მივუბრუნდი. -შენ რა ნერვები გეშლება?! -დავუქაჩე თვალები. -რას გაკივი ხარ გოგო! -თან იცინოდა. -აბა სულ აგვიანებს და ხომ იცი არ მიყვარს რომ იგვიანებს. -ვიცი ვიცი. -ისევ გამცინა ნინიმ და მობილრზე მოსული მესიჯი შეამოწმა. -გოგო ის ბიჭია. მომწონხარო ასე მითხრა? -კაი ღადაობ?! მაგარია ანი და შეხვედრა არ უნდა? -არ ვიცი. -და ისევ მობილურში ჩაძვრა. ცოტახანს მლგვიწია ლიზასთვი ლოდინი და როგორც იქნა მოვიდა. -ბარო!! აბა რა ხდება ?? -გიჟებივით გადაგვკოცნა და სკამზე ჩამოჯდა. -არაფერი შენსკენ? -ვუთხარი და თან საწრუპს ჭიქაში ვათამაშებდი. -რა არაფერი იმ ბიჭმა მომწერა და მომწონხარო. -თან ანიმ ლიზას მობილუი სახეზე ააფარა. -ვხედავ ანი ბრმა არ ვარ! -მობილუი მოიცილა და ქოქოსის წვენი შეუკვეთა. -ხომ მაგარია? -თან ანი თვალებს სწრაფად ახამხამებდა. -კი სხარულები მაგარია... აბა არ არი?! ბევრი ვიჭორავეთ შემდგ დავიშალეთ.ლიზა თავის ძმასთან წავიდა. მე და ანი ერთ გზაზე წავედით. შემდეგ ჩვენი გზებიც გაიყო და მარტო გავუყევი სახლისკენ გზას. ჩაფიქრებული ვიყავი. მაგრამ არ ვიცოდი რაზე. უეცრად სხეულს დავეჯახე. -ნელააა!!!! -მომესმა ხმა და ფიქრებიდან გამოვედი. -შეც იყურე წინ! თვალები არ გაქვს?! -არ შევეპუე და აქეთ ჩხუბი დავუწყე. -შენ დებილივით დადიოდე რა ჩემი ბრალია?! -არც ის მანებებდა თავს. -აუ შენ სიტყვები შეარჩიე გაიგე?! ვინ გგონია შენი თავი?! იდიოტი! -ახლა შევამჩნიე რა ლამაზი მწვანე თვალები შქონდა. შავგვრემანჯ იყო და დაკუნთული. მაღალი. მაგრამ რაში მაინტერესებდა ისე მომიშალა თავხედმა ნერვები. -სიტყვების შერჩევას შენ ისწავლი! -გაბრაზებულმა უფრო აუწია ხმას. -პაკა ბიჭუნაა. -ხელი დავუქნიე და ცინიკურად გავუღიმე. შემდეგ ჩემთვის გზის გაგრძლება დავიწყე. -განანებ ლამაზო! -მისი ხმა შორიდან მოესმა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. უბრალოდ მისმა მწვანე თვალებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ყოველთვის მინდოდა რომ მწვანე თვალები მქონოდა. მაგრამ არც მე არ ვიყავი "მახინჯი". ყავისფერი თვალები მაქვს, შავგვრემანი საშუალო ტანის და გამხდარი,გრძელი თმით. შემდეგ სულ სხვა რაღაცაზე დავიწყე ფიქრი და როგორც იქნა მივუახლოვდი სახლს. კარები შევაღე. სიწყნარე. ისევ სიწყნარე დამხვდა. ანსაცმელი გავიხადე, აბაზანაში შევვარი და წყალი გადავივლე. შემდეგ ხალათი შემოვიცვი და ჩაის გაკეება დავიწყე. უეცრად მობილურის ზარი მომესმა. საძინებელში ზოზინით გავედი. ტელეფონზე უცხ ზარი რომ დავინახე არ ვუპასუხე მაგრამ მერე გადავწყვიტე ამეღო იქნებ ვინ არისთქო. -გისმენთ! -ვუპასუხე და ისევ სამზარეულოსკენ გავეშურე. -დაბლა გელოდებით! -უკაცრავად სხვაგან მოხვდით! -გაათშვა დავაპირე მაგრამ ისევ იგივე სიტყვები გავიგონე. -დაბლა გელოდებით! -ოთახში შევედი ჯინსები და მაიკა გადავიცვი, კეტები ჩავიცვი და ჟაკეტიც გავიყოლე რადგან გარეთ ცოტა გრილოდა. სადარბაზოში რომ ჩავედი არავინ არ იყო. ასვლა რომ დავაპირე ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და უჩვეულო სუნმა ჩემი ჩაძინება გამოიწვია. ნელნელა თვალების გახილება დავიწყე. კაბინეტში ვიყავი. ჩემს წინ ვიღაც ბიჭი იჯდა. თავიდან ვერ გავარჩიე ვინ იყო მაგრამ რაღაცნაირად მიყურებდა. ბოლოს დავიახე ვინც იყო და სკამიან გიჟივით წამვხტი. -სად ვარ?! -დავიყვირე. -არ იცი რომ ღამე გარეთ არ უნდა გახვიდ? -მკითხა და გამიღიმა. -სად ვართქო?! -ჩავკითხე ისევ. -სიტყვების შესარჩევ სკოლაში. -მითხრა და გაიცინა. -მითხარი სად ვარ თორემ.... -მისკენ საჩვენებელი თითით წავედი. -თორემ რა?! - წინადადება არ დამამთავრებინა, წამდგა და მაჯაში ხელი ჩამავლო. -გამიშვი! -ისევ დავუყვრე და ხელი გავაშვებინე. -მომწონხარ ასეთი! -ამათვალიერა, მზერა ჩემს ტუჩებზე შეაჩეა შემდგ კი თავის სკამზე გადაეშვა. ამ სიტყვებზე თვალები დავჭყიტე და ხელები გადავაჯვარედინე. თითქოს მესიამვნა ეს სიტყვები. ვიღაცას მოვწონვარ, ისეთი როგორიც ვარ. ჯიუტი. ჰო ჯიუტი. -სხვებს არ გავხარ! ამ სიტყვებმა ხომ საერთოდ გამაგიჟა. -და რა იცი რომ არ ვგავარ? -მაინტერესებდა რატომ ვიყავი განსხვავებული და ჩავეკითხე. -სხვა გოგო რომ შემჯახებოდა, ბოდიშს მოიხდიდა და გაპრანჭვას დამიწყებდა. - ოჰო! და რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული რომ გაგეპრანჭებოდა? -თითქოს დავციესავით და თვალები მაღლა ავწიე. -რა იყო მახინჯი ვარ? - მკითხა და სახეზე მოწყენილობა გამოსახა. -არა .... არა.. მე ეგ არ მითქვამს. -უხერხულად ვიგრძენი თავი რომ ცუდად გამომივიდა და შემდეგ მივხვდი რომ ჩემი გამჭერა უნდოდა და გავბრაზდი. -ძალიან კარგი თუ მახინჯი არ ვარ -ისევ დამათვალიერა. -გამიშვებ?! -დავუბღვურე. -კი გაგიშვებ. -მითხრა და ხელი კარისკენ გაიშვირა. -ვეტყვი და გაგაცილებენ. -არ მინდა, მე თვითონაც წავალ! მაქვს ფეხები თუ ხედავ! -და ხელები ფეხებისკენ დავხარე. -თან ძალიან ლამაზი. -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. -იდიოტი! -ჩავლაპარაკე და კაბინეტიდან გავედი. გასასვლელში ვიღაც გოგონა დავინახე. მივხვდი რომ იმ მწვანე თვალებას საყვარლი იქნებოდა. გარეთ რომ გავედი შენობას შევხედე. ისეთი უშველებელი სახლი იყო, მე მხოლოდ მეოთხედიც არ მექნებოდა ნანახი. ტაქსს ველოდებოდი როცა მწვანე თვალებას საყვარელი გაღიზიანებული გამოვიდა. მე შემომხედა და შემდეგ ფეხითგაუდგა გზას. დიდხანს ველოდე მაგრამ ტაქს არ მოვიდა. უფრო აგილდა. მივხვდი ამ შუაღამეს მანქანის ჭაჭანებაც აღარ იქნებოდა. უეცრად სახლის კარები გაიღო და მწვანე თვალება გამოვდა. ჩემთან მოვიდა და სახლიდან გამოყოლებული თავის შემოსაცმელი მომასხა. შემდეგ ჩემს გვერდზე დადგა. ხელები პირთან მიიტანადა და გათბობა დაიწყო. შევხედე მას. ის კი არ მიყურებდა. ერთ წერტილს მიშტერებოდა. რაღაცნაირად მომეწონა მისი საქციელი მაგრამ ის საოცრად მამაკაცური იყო და თავბრუ დამახვია. -გცივა, აიღე შემოსაცმელი. -ვუთხარი და გავუწოდე. -შენ გეცვას არ მინდა -და ისევ მომასხა. ეტყობოდა რომ მისი იყობრადგან მისი სურნელი დაკრავდა. -რა გქვია? -დამაინტერესა მისი სახელი. -სანდრო შენ? -სოფი. -გაეღიმა. -წამოდი წაგივან. -სანდრო თავისი მანქანისკენ წავიდა და მეც ჩუმად გავყევი. მანქანის კარები გამიღო და ჩავჯექი შემდეგ საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ის გამომხედავდა ხოლმე, მეც გავხედავდი. ხშირად ეჯახებოდა ჩვენი მზერა ერთმანეთს. ბინასთან რომ მივედი მადლობა გადავუხადე. -შეხვედრამდე -თვალი ჩამიკრა და ვერაფრის თქმა ვერ მვასწარი ისეთი ელვის სისწრაფით დაძრა მანქანა. სახლში რომ შევედი სხვანაირად ვგრძნობდი თავს. მობილურზე ზარი გაისმა. ლიზა რეკავდა. -ხო ლიზა. -მე და ანი ერთი თვით მივდვართ თურქეთში და წამოდი რაა... -რა გნდათ თურქეთში! -გოგო დედასთან მივდივარდა მეთქი წამხვალთთქო. -არ გეწყინს რა მაგრამ დავრჩები.. -კარგად ხარ სოფი? -კი ნუ ღელავ. -ნინის დავემშვიდობე და მაშინვე ლოგინში შევწექი და დავიძინე. დილით კარებზე ზარის დარეკვამ გამაღვიძა. არაფერ არ შემომიცვამს ისე გავაღე კარი. -სანდრო!!! -შევხტი და კარბს მოვეფარე. -ჰოპ -გაეცინა სანდროს და სხლში შემოვიდა. მე მაშინვე ოთახში შევვარდი და ხალათი შემოვიცვი შემდეგ მისაღებში სანდროსთან გავედი რომელიც სავარძელზე იჯდა და ოთახს ათვალიერებდა. -არ მოგეწონა? -ვკითხე და გვერდით მვუჯექი. -მოეწონა... მარტო ცხოვრობ? -კი. -და ამ დროს ჩემი მშობლები გამახსენდა და მოვიწყინე. -მაპატიე. -სანდრომ შემომხედა და თავი დახარა. -არა, შენი რა ბრალია. -წამოვდექი -ჩაი, ყავა?? -ჩაი. -და სანდროც სამზარეულოში გამომყვა. მიყურებდა როგორ ვფუსფუსებდი სამზარეულოში. ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი. ჩაი წინ დავუდგი და მის მოპირაპირედ დვჯექი. -როგორ გიხდება სამზარეულოში საქმიანობა -თან ჩაიცინა. -დაიწყო -მეც გავიცინე და მივაშტერდი. -ძალიან ლამაზი ხარ -სევ გააგრძელა კომპლიმენტები. -შენც სიმპატიური ხარ -არ ვწყვეტდი თვალს. გრძელდებოდა ასე კვირები. მოდიოდა ჩემთან სახლში. რომ ვთქვა რომ ჩემს სიჯიუტეს არ ვაჩენდითქო ეგრეც არ არის მაგრამ ვგრძნობ რომ შემიყვარდა. და ვიგრძენი რა იყო სიყვარული. ეს იყო ბედნიერება. ის მაბედნიერებდა. ისევ ისეთი ლამაზი დღე იყო როგორიც საერთოდ. კარზე ზარი გაისმა. მაშინვე მივედი და გვაღე მაგრამ ხალათი აღარ შემომიცვამს. -ეუფფ -შემომხედა სანდრომ და სახლში შემოვიდა. მეც მისაღებში გავყევი მის გვერდზე დვჯექი და ფეხები მუხლბზე დვაწყე. ერთმნეთს დიდ ხანს ვუყურბდით. -მიყვარხარ - მითხრა და გვქვავდი. არ ველოდი. უფრო სწორად ველოდი მაგრამ ახლა არა. გულმასწრფად ფეთქვა დაიწყო. თვალები გამიფართოვდა. -სოფიიი.. -მისმა ხმამ გმომაფხიზლა. -სანდრო... მე .. მე -დებილივით ვუყურებდი. -სოფი... მოგცემ დროს... არ აგაჩქარებ. -სნდრო კარბისკენ წავიდა და მეც გვყვი. ცოტახანს იდგა და მიყურებდა. მომიახლობდა და ბგეებზე ნელა შემეხო. მეც ავყევი, არ გმიჩერებია. ნელნელა მოშორდა ჩემს ტუჩებს და არაფერი უთქვამს ისე წავიდა. დღეები გავიდა. არ გამოჩენილა. მივხვდი რომ დრს მაძლევდა. ვფიწრობდი სიართლე როგორ მეთქვა. არ მინდოდა რომ მომეტყუებინა. სიმართლე მინდოდა მეთქვა და ამისთვის ვემზადებოდი. მომენატრა და გადავწყვიტე წავსულიყავი მასთნ. ბოლოს მივედი და მივადექი მის უშველებელ "სასახლეს". პირდაპირვე მის კაბინეტში შევედი. ვიცოდი რომ იქ იქნებოდა და გამართლა ჩემმა ფიქრმა. სანდროს მივუახლოვდი და ყურში ვუჩურჩულე -მეც მიყვარხარ.. -მან ხელები შემმხვია და უხეშად დამიწყო კოცნა. ხელში ამიყვანა და მაგიდაზე შემომსვა მაგრამ გავაჩერე. -სანდრო მთავარი უნდა გითხრა! -მაგიდიდან ჩამოვეიდა მის მოპირდაპირედ დავჯექი. -რა ხდება?? -ანერვიულება შეეტყო. -მოკლედ დიდი ხნის წინ... ჯერ კიდევ თვრამეტი წლის რომ ვიყავი ბარში წავედით მეგობრები. იქ ბიჭებმა დაგვიწყეს კომპლიმენტების კეთება. ერთმა ბიჭმა საპირფარეშოში შემიყვანა და ... და ჩემზე ძალა იხმარა. შემდეგ დავფეხმძიმდი. მშობლები რომ დამეღუპნენ ნერვიულობაზე მუცელ მომეშალა. ამის შემდეგ დეპრესიაში ვიყავი მაგრამ ჩემი საუეთესო მეგობრები ლიზა და ანა იყვნენ ჩემს გვერდით. მინდოდა სიმართლე მეთქვა. ვერ მოგატყუებდი. გთხოვ გამიგე. - საბა გიჟივით წამოდგა და გაიგცა. მეც გავყევი. ის თავსი მანქანისკენ გაემართა. მეც იქვე მდგომ მანქანაშ ჩავჯექი და გავყევი. ძალიან სწრაფად მიდიოდა საბა. ვერ ვეწეოდ მაგრამ ვხედავდი. არ ჩერდებოდა. მეშინოდა რამე არ მოსვლდა, არ დამეკარგა. დავინახე როგორ შეასკდა დიდ ტრაილერს . მანქანას მუხრუჭი ძლიერ დავადგი. გავშტერდი. თვალებიდან ცრემლები გადმომდიოდა. მე ის მართლაც დავკარგე. ადამიანი რომელიც პიველი იყო რომ გამაბედნიერა ის აღარ იქნება. მანქანდან გადავხტი. სანდროს მანქანასთან მივედი. მისი სახე რომ დავინახე გული შემიწუხდა. სისხლით იყო დაფარული. ვტიროდი და ვევედრებოდი უფალს რომ გადაერჩინა ჩემი ბედნიერება რომელმაც გამაბედნიერა. პოლიციის სირენების ხმა რომ გავიგე გონზე მვედი. მე გამიყვანეს. სანდრო სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს. მინდოდა რომ ჩემათან ყოფილიყო. მთელი ღამე საავადმყოფიში ვიყავი. ოპერაცია დიდ ხანს გაგრძელდა. სანდროს დედაც იქ იყო და ისიც ტიროდა. ნერიულობდა. მინდოდა ამ წუთას დედაც აქ ყოფილიყო და უფრო ავტირდი. დედამისი მომიალოვდა და მომეხვია და მითხრა -ნუ ნერვიულობ შვილო - მისი სიტყვები მესიამოვნა. რამდენიმე საათში ექიმი გამოვიდა. -ბევრს ვერ გაუძლებს... შგიძლიათ მლინახულოთ. პირველი სანდროს დედა შევიდა. ველოდებოდი. ის რომ გამოიდა მე მაშინვე შევვარდი. მის გვერდზე ჩამოვჯექი. სულ გაბლანდულ იყო შნურებში. აპარატზე იყო შეერთებული. ტირილს მოვუმაე და ღმერთს ვთხოვდი რომ არ მივეტოვებინე. აპარატზე მისი გულის ცემა შეწყდა. მაშინვე ექიმები შემოვარდნენ და გამიყვანეს. სანდროს დედა ძალიან დაიღალა და სახლში წავიდა. მხოლოდ მე დავრჩი. მთელი ღამის უძინარს ექიმი გამთენიისას გამოვიდა. -ძალიან მწუხვარ მაგრამ სანდრო ცოცხალი აღარ არის. -ამ წინადადებამ რადენიმეჯერ გაიელვა ჩემში. მუხლებში მოვიკეცე დაირილიდავიწყე. ვტიროდი, და არ ვჩერდებოდი. -ჩემი ბრალი იყოო !! -ვყვიროდი მთელ ხმაზე -რომ არ მეთქვა ეს ხომ არ მოუვიდოდა!!! ****** ერთი თვე გავიდა იმ ამბიდან რაც სანდროს შეემთხვა. ანაც და ლიზაც ჩამოვიდნენ თურქეთიდან. ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა. მათაც მითანაგრძნეს მაგრამ ეს უკვე აღრაფერს არ ცვლიდა. ახლა იმ ადგილას ვდგავარ სადაც იმ მწვანე თვალება ბიჭს დავეჯახე რომელიც ჩემს გვერდით იყო და მიმატოვა. ჩემი ცხოვრება ტკივილია. ტკივილის გარდა არაფერი მახსოვს. მხოლოდ წამერად მაჩუქა ღმერთმა ბედნერება და ისიც ტანჯვად იქცა. მტკივა და ვიცი რომ მას ვერასდროს დავივიწყებ. წამითაც. დავაშავე და მინდა დრო დაბრუნდეს მაგრამ აღარასდროს დაბრუნდება. ველოდები... ველოდები... ---------------- მაინტერესებს თქვენი აზრი. ვიმედოვნებ მოგეწონებათ ... მინდოდა რამე პატარა დამეწერა და ეს შემოგთავაზეთ ... მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.