შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები.... (ნაწილი 14)


3-09-2015, 13:38
ავტორი aleqsandra
ნანახია 7 141

ცხოვრებაზე ამბობენ,ერთი დიდი უსასრულოობააო,მაგრამ დღეს,მხოლოდ ახლა დავფიქრდი რა წამიერი ყოფილა ცხოვრება და ამ ცხოვრებაში ბედნიერების და ტკივილის აღქმა... საშინელებაა როცა მიდიან და მიგათრევენ, სულის გარეშე გტოვებენ,ასე იყო ჩემთანაც,ზუსტად ვიცოდი ალექსის გევრდით ბედნიერება არასოდეს მეღირსებოდა,უბრალოდ შეუძლებელი იყო მის გვერდით მე ბედნიერი ვყოფილიყავი,რადგან ის არ იყო ჩემი ბედი არაა,შეუძლებელია ის ჩემი ბედი ყოფილიყო....
წამით არ გამიხედავს დემეტრესკენ,სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მართლა მეშინოდა ნაკაშიძის სიტყვის, და დემეს საბოოლოოდ ვერ გავანდგურებდი...ღმერთო რამხელა სისულელე ჩავიდინე,დემეს რაღას ვერჩოდი,ხომ ვიცოდი,რომ მისი ცოლი რომც არ ვყოფილიყავი,მაინც გამომეკიდებოდა დამიჭერდა და არ მომცემდა სხვაგან წასვლის საშუალებას,მე მას ვერასდროს გავექცეოდი....მანქანაში ჩამტენა და მითხრა ხმა არ ამომეღო,მთელი გზა მეც დავემორჩილე,თავი საქარე მინისაკენ შევატრიალე და ცრემლებს გასაქანი მივეცი,ახლა დიდი დრო მქონდა სვანეთიდან თბილისამდე,დასაფიქრებლად ყველაფერზე და მეც ფიქრსს მივეცი თავი....
დღეს მივხვდი,რომ ჩემი ბედნიერება დამთავრდა,მე მასთან მხოლოდ უბედურება,დამცირება და ტანჯვა მელოდა...ყველა ის გრძნობა გამიქრა რაც მისადმი აქამდე შეკოწიწებული მქონდა და გულის სიღრმეში ვინახავდი,არა უფრო სწორად ვმალავდი...ვიცოდი დღეს დედაჩემი არ დამეხმარებოდა,ნიკა და მიშა ძია კი ვერ დამეხმარებოდენ,ამის ძალა მხოლოდ დედას შესწევდა,მაგრამ ის....ცრემლებმა უფრო უმატეს დინებას....
ალექსი მე არასდროს დამთანხმდებოდა გაყრაზე,ვიცოდი მხოლოდ მკვდარი თუ გავეყრებოდი მას,ის არასდროს მომცემდა მისი სახელის შელახვას,მაგრამ მე მაინც ვაპირებდი ბრძოლას მასთან განქორწინებისთვის,მაგრამ საკითხავია მექნება კი ძალა ამ ყოველივეს,შევძლებ,ყველაზე ძლიერი ქალი დღეს რა დღეში ვარ,გუშინ ქურდი და უკანასკნელი ქალი ვიყავი,დღეს კი,ნაკაშიძეების რძალი ვარ და მე ვტირი,ვტირი...ადრე ტირილს ვერ ვბედავდი და ცრემლსს არავის ვანახებდი,მაგრამ...ის ადრე იყო ადრე...დღეს კი....
***
თვალი,რომ გავახილე უკვე ეზოში ვიყავით,ნაცნობი ხმები შემომესმა და მანქანიდან უმალ გადავხტი,მიშა ძია და ნიკო დავინახე და მათკენ გავიქეცი,ნიკოც ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა....
-ნიკ,ნიკუშა წამიყვანე აქედან გთხოვ,გევედრები ძამიკოოო..მთელი ხმით და გულით ვტიროდი, არავინ იცოდა როგორ მტკიოდა ახლა.. ძამიკო წამიყვანე აქედან, გეხვეწები , მოვკვდები აქ ნიკა.... ნიკო გულში მიკრავდა და თმაზე მეფერებოდა.
ნიკუ მოვკვდები აქ ეს ცხოველი შემიწირავს,მე არ მინდა ამის ცოლობა,არა...წამიყვანე,იცოდე მკვდარს წამიღებ აქედან ახლა თუ არ წამიყვან...
-კაი,დაწყნარდი...ნუ ტირი...დაველაპარაკები ალექსს და იქნებ რამე გამოვიდეს...
-დედა სადაა დედა...
-სახლში გეყოფა ნუ ტირი..
-ალექს,იქნებ ნინი რამდენიმე დღე სახლში წამეყვანა,მერე ამ სტრესული მდგომარეობიდანაც გამოვა და ყველაფერს თითონ გაანალიზებს და მიხვდება,რომ შენი ცოლია და შენს გვერდით უნდა იყოს....რას იტყვი?
-ნიკა,ძმაო მე თვითონ ავუხსნი ყველაფერს,ნუ ჩაერევით ნურავინ.. მინდოდა ჯერ ყველაფერი გამეკეთებინა და სიმართლე მერე მეთქვა, მინდოდა ყველაფერი ლამაზად მომხდარიყო , ამან კი რაც გააკეთა ხო ნახეთ,გუშინდელი ს**ის გამო ვიღაცამ ტელევიზიაში რააღაცეები იბოთავა,დაკრა ფეხი და გაიქცა და თან სხვასთან ერთად და ყველაზე უპატიებელი იცი რა არის?!მან უკვე იცოდა რომ ჩემი ცოლი იყო,იცოდა... ორი თვე ვემზადებოდი მისთვის სიყვარულის ასახსნელად და ფეხებზე დამიკიდა.. ნინო ჩემი ცოლია და დღეიდან ამ სახლში იცხოვრებს...ნუღარავინ ნუ შემეკამათებით,კანონიც და ყველა წესიც ჩემს მხარეს არის....
-ნინ ხომ გაიგე რა თქვა,მოდი ხვალამდე დავიცადოთ ამასაც გაუვლის და იქნებ ხვალ წაგიყვანო..
-ეგ ვინ არის ვინ?!ასეთი ვინაა,რომ სიტყვის შებრუნებასაც ვერ უბედავ...გიორგი რომ ცოცხალი იყოს მე აქ არ დამტოვებდა,არც მამა...შენ რანაირი ძმა ხარ,რანაირი ნიკა ნაკაშიძეს ვერ გამოგლიჯე ჩემი თავი კლანჭებიდან,მძულხარ!!!....ეს ვუთხარი და მიშა ძიასკენ გავიქეცი...
-მიშა ძია,მე თქვენ მამად მიგიღეთ,როგორც მამამ ვალდებული ხართ აქედან წამიყვანოთ,ამ ცხოველს მომაშოროთ...წამიყვანეთ გთხოვთ,იღონეთ რამე,იღონეეთ!!...განწირული ვკიოდი...
-შვილო ახლა არაფერი გამოვა,ხვალ ვცდი...
-სასაცილოები ხართ,სასაცილოები,ამ ლაწირაკ ნაკაშიძეს ვერავინ ვერ უბედავთ სიტყვას,განა კი ვინ არის ასეთი ვინ?მე ამის გვერდით არ ვიცხოვრებ,არა...მეზიზღება,მძაგს...მე თვითონ წავალ აქედან და გავიქეცი...ალექსი დამედევნა,დამეწია,დამიჭირა და წელზე ხელი მომხვია და სახლისაკენ წამიყვანა, მთელი ძალით ვუძალიანდებოდი მაგრამ ისე ვყავდი დაჭერილი ვერაფერს ვახერხებდი.... ამაოდ ვეხვეწებოდი ხელი გაეშვა..მერე უეცრად სისუსტე ვიგრძენი და გავითიშე...
ალექსანდრე ყვირილით შევიდა სახლში გამეცალეთო...დივანზე დააწვინა ნინო და მარიამს წყლის მოტანა თხოვა....
-რა ამბავია შვილო,რა ჭირს ამ გოგოს?შეშფოთბულმა იკითხა ზუმრამ,მამამისმა...
-არაფერია მამა,გული წაუვიდა...შეშფოთებულმა თქვა ნაკაშიძემ.
-ნინო,ნინოოო,თვალი გაახილე...მძაფრმა სუნმა რეალობაში დამაბრუნა და გაფითრებული ნაკაშიძის შემხედვარე სიცილ-ტირილი ერთად ამიტყდა...
-შენ ნორმალური ხარ,გოგო რა გაცინებს?
-შენი სიფათი..ყურში ჩავჩურჩულე,რამაც გაამწარაა....
-რა ხდება შვილო აღარ იტყვი?ზურა ისევ არ ეშვებოდა ალექსს...ყველა მე მიყურებდა რა რძალი ვიყავი,თვალები დასიებული მქონდა ტირილისგან,თმა გაწეწილი,ჯინსში,კედებით...საოცარი შესახედაობის რძალი ვიყავი,არა უფრო საოცნებოო....
-არაფერია მამა, დამშვიდდი.. მე მგონი აქ სიმართლე მხოლოდ მე და დადამ ვიცით... ნინო ჩემი ცოლია.. ოფოციალური ცოლია ასე რომ პატივისცემას მოვითხოვ თქვენგან მისას ....ხომ გინდოდათ ცოლი მომეყვანა და აჰა მოვიყვანე კიდეც...ასე,რომ ყველამ პატივიეცით გაიგეეთ?!...მის სიტყვებზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ისე ამბოდა ოფიციალრი ცოლიაო ვინმეს ეგონებოდა ხელის გულზე ვყავდი ნატარები..როგორ მეზიზღებოდა,მის დანახვაზე გული მერეოდა,ოთახის შუაგულში დაიჯგიმებოდა და თავი მართლა მეფე ეგონა,ხელში კვერთხი და თავზე გვირგვინი აკლდა ნაგავსს!....
-რანაირადაა შენი ცოლი შვილო, როდის მოიყვანე? ალექს ეს რა ქცევაა,გუშინ მთელი საქართველო თქვენზე ლაპარაკობდა ათას უბედურებას და დღეს კიდევ უარესი გააკეთეთ?ამიხსენი დროზე– გაბრაზებული ჩაერთო ქალბატონი ლანა..
-დედა ეს დიდი ამბავია მერე აგიხსნი, ახლა რაც მინდა გაიგოთ მხოლოდ ისაა რომ ნინო ჩემი ცოლია და მორჩა. მერე გაღიმებულმა გამომხედა და ისევ მარიამს სთხოვა ოთახში ავეყანე..
-რანაირადაა ჩემი რძალი და შენი ცოლი,ახლავე ამიხსენი დროზე,ალექსანდრე....მე მას რძლად არ მივიღებ,გუშინ რაებს ლაპარაკობდნენ იცი მაინც?!გაკაპასდა ქალბატონი ლანა.
-ძაალიან კარგად ვიცი და ერთი იმ მთელი საქართველოს დედა მოვ***ან ვინც ნინოზე ამ ჩემზე ჭორაობს და ცუდს ამბობს..იმათ დედებს შე**ი...სულ ფეხებზე იმ ს**ის ნალაპარაკები,გაიგე ნინო ჩემი ცოლია და თუ არ მიიღებ ნუ მიიღებ,აქედან მიბრძანდი მაშინ...ეს თქვა და კაბინეტისკენ გასწია...
მარიამმა ხელი ჩამჭიდა და დივნიდან წამომაყენა...ფეხებს ძლივს მივათრევდი... გული მეპარებოდა, მიშა ძიას გავხედე და მიხვდა როგორ ცუდად ვიყავი, გულში ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა , ჩუმად მეჩურჩულებოდა ყურში „ ნინი შვილო, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება,ალექსს ხვალ დაველაპარაკები, მხოლოდ ერთს გთხოვ მის ნერვებზე არ ითამაშო, რაც უფრო გაუგებ უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემს შვილო“...
-რა თავისუფლებაზე ლაპარაკობთ,რა თავისუფლებაზე..მე რა რომელიმე შინაური ცხოველი ვარ?!...მთელი ხმით ავყვირდი...
სახლის ძაღლი ვარ თუ კატა?!ხანდახან საყელური რომ მომხსანას და გარეთ გამიშვას ან სასეირნოდ წამიყვანოს....ვინაა ასეთი ეს ნაკაშიძე ვინ?ერთი ლაწირაკია,რომელიც გატოტოჩებულია თავის სტატუსით და თავს დიდი სიამოვნებით უწოდებს ''ბატონს''...მე ამ ცხოველთან ერთად არ ვიცხოვრებ,არაა...
-ნინო კაბინეტიდან არ გამომიყვანო თორემ,შენს თავს კაცი ვერ გამომგლიჯავს ხელიდან და მერე ნახავ შენ ცხოველს...
-შენ ჩემს დას ნაკაშიძე ნორმალურად ელაპარაკე..გაიგეე?ნიკო ჩაერთო საუბარში...
კაბინეტიდან ისევ ისეთი სიამაყით ფრთაშესხმული გამოვიდა,ხელები გულზე დაიკრიბა და ამაყად თქვა...
-იცი რას გეტყვი ნიკოლოზ?შენმა დამ ჯერ თვითონ მელაპარაკოს ნორმალურად და მეც ნორმალურად და წესიერების ფარგლებში დაველაპარაკები..გაიგეე...მარიამ აიყვანე მაღლა,ეგ არაა კარგად ვერ ხედავ?!....მეორე სართულზე ერთერთ საძინებელში შემიყვანა,მარიამმა და საწოლზე დამსვა...
-არ ვიცოდი თუ თქვენ შეყვარებულები იყავით,თან მან ხომ ჩემს დაბადების დღეზე სხვაზე თქვა ჩემი ცოლი გახდებაო?!...გაოცებული სახით მიყურებდა მარიამი...
-განაკი მე ვიცოდი მარი,ვიცოდი ხომ უყურებ რა დღეში ვარ..გავიქეცი და შენი ცხოველი ძმა,გამომეკიდა, ძალით მომათრია ...გეხვეწები აქედან გამიშვი რა...გემუდარები დამეხმარე..
– მოიცადე, რას ამბობ, არ იცოდი ? აბა მისი ცოლი როგორ ხარ ?
-იმ დღეს შენს დაბადების დღეზე,რომ რაღაცაზე მომაწერინა ხელი,მაშინ..და სლუკუნი ამიტყდა...
-სულ გაგიჟდა ეს ბიჭი, ისე ლაპარაკობდა შენზე მეგონა მართლა უყვარდი, ეს რა თამაშია, ვის გაუგია სხვისი ბედით თამაში...
-ეს რანაირი ბედია მარ, რანაირი... მარტო რომ ტკივილი მოაქვს .. არა ეს ბედი არაა, ალექსი ჩემი ბედი არ შეიძლება იყოს, ეს ადამიანი იმდენად ცივი და ამაზრზენია რომ აშკარად ჩემს ბედს იქითაა...
-კარგი დამშვიდდი ნუ ტირი, რამეს გავაკეთებ...
რამოდენიმე წუთში ოთახში დადა შემოვიდა და ჩემს წინ ჩაიკუნტა..
-არ ვიცი რა გითხრა ნინუცა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც მოხდა... ასე არ უნდა მოქცეულიყავი... ალექს არ ვამართლებ და ეს მანაც კარგად იცის. მაგრამ გაქცევა არ იყო კარგი გამოსავალი, ხომ იცოდი რომ მაინც გიპოვიდა ნინ....
-გეხვეწები დამეხმარე რა– ამ ცხოველთან ვერ დავრჩები, დადა გთხოვ, ამასთან ვერ ვიცხოვრებ არ შემიძლია.. როგორ შემიძლია მისი ცოლი ვიყო როცა სხვა მიყვარს...ურცხვად ვიცრუე..
-არ გაბედო გესმის? ალექსისთვის მაგისი თქმა არ გაბედო , თორემ არ იცი რას გააკეთებს, შენი თავი თუ არა ის ბიჭი მაინც დაინდე გოგო. ვერ დაინახე რომ ძლივს გადავარჩინე ციხეს.. გინდა რომ მოკლას? ნინო იაზროვნე შენ ხომ პატარა არ ხარ?!
-ალექსი ცხოველია,ცივ-სისხლიანი ცხოველია დადა....
-ალექსი ცხოველი არაა, შენ მას საერთოდ არ იცნობ, შენ მისი ნამდვილი სახე არ იცი როგორია და ამას იმიტომ ამბობ.. მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ძმა ბედნიერი იყოს, რომ მას არ ვაწყენინო, მე ჩემს ერთადერთ სიყვარულზეც ვიტყვი უარს... – დანანებით თქვა დადამ, ჯერ მარიამს შეხედა და მერე მე... ახლა წავალ დაწექი შენ, დაიძინე, იმ გიჟს არ დაელოდო, ჯობია გეძინოს ნინი.. მანამდე მიდი შხაპი მიიღე, უკეთ გახდები, ამაღამ მეც აქ ვრჩები, ნურაფრის შეგეშინდება ალექსი ცხოველი არაა, ხელზე მაკოცა და ოთახიდან გასვლასაპირებდნენ ორივე,როდესაც ჩუმად დავუძახე..
-დადა...
-გისმენ..
-მე აქ ვერ დავიძინებ,ამ ცხოველის გვერდით,ერთ საწოლში ვერ დავიძინებ,არ შემიძლია,მეზიზღება....
-ნინი,ნინი..რატომ არ გესმის არაფერი,რატოომ?ის არაფერს დაგიშავებს და მოკარებაზე ხო ლაპარაკიც კი ზედმეტია...მიდი დაიძინე და ხვალ თვითონვე გაგამწსებს სხვა საძინებელში ვიცი,მე მაგის ამბავი...მითხრა და უხმოდ დატოვა,ოთახი...
***
ბურუსით მოცული იყო ყველაფერი,უეცრად გიო გამოჩნდა ჩემი გიო,როგორ მენატრებოდა,პირველად ვხედავდი ამ დროის განმავლობაში სიზმარში...
-გიო,როგორ მომენატრე,გთხოვ აღარ დამტოვო რა,აღარ დამტოვო გევედრებიი...შენთან წამიყვანე...ვევედრებოდი და ვეხუტებოდი,მას..
-ნუცი,ჩემო ნუციკო მეც ძაალიან მომენატრე...ჩემო მზეო,ჩემო სულის ნაწილო...შენი ადგილი აქ არაა ნუც,აქ ვერ დარჩები..გთხოვ იმკურნალე და მალე გამოჯამრთელდი ჩემი ხათრით გთხოოვ....
-იცი როგორ მტკივა სული გიო,იცი?არ მინდა სიცოცხლე მე თქვენთან მინდა,მამიკოსთან და შენთან...მენატრები,მენატრები გიო....მე არ მინდა იქ,არა...იცი ყველაფერი თავზე ჩამომენგრა,ნაკაშიძემ კაცმა რომელიც უზომოდ მიყვარდა გამამწარა...გადამიარა...
-ვიცი,შენ თვითონ თქვი ჩემმა საყვარელმა კაცმა,შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ გახდები მისსი სიყვარული,თქვენ ერთმანეთს ჭირდებით და ერთად უნდა იყოთ...თქვენ ამას შეძლებთ...
-რას შევძლებთ გიო,რას არ გამაგიჟო..შენ რომ დღეს ჩემთან ყოფილიყავი წამიყვანდი სახლში,ნიკ...
-ნიკა სწორად მოიქცა,რომ დაგტოვა,შენ ყველაფერი არ იცი..ალექსი დაგიცავს,სულ გვერდით გეყოლება,ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცავს..არც მე არ წაგიყვანდი შინ,ნიკოს ტყუილად ნუ ადანაშაულებ..
-გიო...ვტიროდი და ისევ ვკოცნიდი და ვეფერებოდი...
-წადი ახლა აქედან,წადი და ხელით მიბიძგა,მე სულ შენთან ვიქნები ნუციკო,სულ შენთან...
-გიო,არ დამტოვო,გიო შენთან მინდა ვკიოდი გამწარებული,უეცრად ნჯღრევა ვიგრძენი...
-ნინო,ნინ.გაახილე თვალი,მე აქ ვარ,ნინი გაახილე,სიზმარი იყო,სიზმარი ეგ, შემომხედე...მე ვარ,ალექსი,ალექსი..გაახილე თვალი...შეშფოთებული სახით მედგა თავზე ალექსანდრე...თვალი რომ გავახილე,გაუაზრებლად დავიწყე ისევ ტირილი და მკლავები მოვხვიე,მანაც ჩამიხუტა გულში...მისი ხორბლისფერი,დაკუნთული სხეული ვნებებს მიღძრავდა,ნერწყვი ძლივს გადავაგორე...არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ჩახუტებულები,ალექსი შიგა და შიგ თმებზე მკოცნიდა და მეფერებოდა...სიზმარიც მოვუყევი,ტირილიც ნელ-ნელა შევწყვიტე და მის სითბოში გავიტრუნე..მერე უეცრად გონს მოვეგე და ხელი ვკარი ძლიერად მკერდზე და მოვიშორე...
-მომშორდი,მომშორდი...აღარ გაბედო ჩემზე მოკაარება და შეხება,აღარასოდეს გაიგეე?თორემ....
-რა თორემ,რა თორემ...სახე ახლოს მომიტანა,უკვე მის სუნთქვას ვგრძნობდი და თვალებში ჩამაშტერდა...მცემ,თუ მომკლავ?
-კიდეც გცემ და კიდეც მოგკლავ...გამოვცერი სიმწრით კბილებში...
-ოხ,ფრთხილად იყავი ფრჩხილი არ მოიტეხო ნინუუუ...ვერაფერს ვერ ამიკრძალავ...შენ ჩემი ცოლი ხარ,როგორც მინდა და სადაც მინდა იქ შეგეხები გაიგეე?!...
-ვერ შემეხები...
-მაგასაც ვნახავთ...რადგან აღარ გეძინება.. შეგიძლია საქმეს შეუდგე... ხელები გამომიშალე ერთი– სიცილით მითხრა და ტუჩები ისე გამობერა წინ ახლა რომ მოდაშია სურათის გადაღებისას,''დაპრუწა'', გაკვირვებულმა ავხედე და ხელები გავუწოდე.. ლამაზი ხელები გქონია, ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი შენს ხელებს საქმე უნდა გამოვუძებნო...
-არ მესმის რას ამბობ..
-ჩაიცვი და ჩამოდი –თქო, ჯერ საქმეს გააკეთებ, მერე შენს სახლში წავათ ტანსაცმელს მოვიტანთ...
-არსად ჩამოსვლას არ ვაპირებ, საქმეს შენ თვითონ აკეთე...
-ნინო ნუ ეცდები წყობიდან გამომიყვანო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ამ ჯერად ვერავინ და ვერაფერი გიშველის...
-საინტერესოა რას მიზავ, ჩემზე ძალას იხმარებ?
-გულიანად გადაიხარხარა და მხრებზე ხელები დამაწყო.. ახლა ერთ რაღაცას გეტყვი და კარგად მომისმინე და გაიაზრე კაი?თავი უხმოდ დავუქნიე...
-როგორც ქალი საერთოდ არ მაინტერესებ..ფერმკრთალი ხარ და სულაც არ ხარ მიმზიდველი...რამდენჯერმე,რომ გაკოცე არ გეგონოს რამე და ტყული ზღაპრები არ შეთხზა...კოცნასა და სექსს,შორის დიდი განსხვავება,დიდი...მაგრამ ალბად ეგ შენ არ გეცოდინება,გინდა გაჩვენო და გაგარჩევიო ნინუუ..უეცრად ჩემსკენ დაიძრა
-ნამდვილი ნაგავი ხარ,უტაქტო ცხოველი ხარ... თუ შენი ცოლი ვარ წესიერად მელაპარაკე რა..
-ოხ ამ გახსენებაზე ეს კარგი რაღაც შემახსენე, ჩემი ცოლი ხარ, მიდი სამზარეულოში ჩაცუნცულდი და კვერცხი შემიწვი...
-მე???– გაოცებულმა ავაფახუნე თვალები.
-მე რა თხა ხარ???, შენ აბა მეზობელს ვთხოვო ? ცოლი ვარო, ასე ნუ მელაპარაკებიო,წესიერად მომმართეო,მელაპრაკეო, ხოდა აი როგორ თავზიანად გთხოვს ქმარი რომ საუზმე მოუმზადო..
-არაფერს არ მოგიმზადებ და თანაც მე მართლა არ ვიცი კვერცხის შეწვა ალექს...
-ცადე, ერთხელ არ გამოგივა მეორედ გამოგივა, ყველაფერი სწავლითაა აბა როგორ.
-მოგწონს რომ მამცირებ??– თვალები ცრემლებით ამევსო და საწოლზე დავჯექი...
-დამცირება არაა ქმარს საჭმელი მოუმზადო. და თუ შენ ასე თვლი ეს შენი პრობლემაა, შენი ხელები ამდენი კრემებისაგან უკვე პრიალებს...დროა ცოტა ოჯახის საქმესაც მიეჩვიოს..
-აუტნელი ხარ , გეფიცები აუტანელი კაცი ხარ..მძულხარ
-ოხ,რას მელაპარაკები რამე ახალი მითხარი ნინუუ... ათ წუთში სამზარეულოში იყავი თორემ ამოვალ და იცი რაც მოხდება– სიცილით მომაძახა და პერანგის ღილების შეკვრით გავიდა..
როგორ ნერვებს მიშლიდა ის და მისი მომართვაც ''ნინუუ''..დეგენერატი,ცხოველი...
ზუსტად 10 წუთი გავიდა და კიბეებზე ხმაური გაისმა..მივხვდი ჩემი აღსასრული ახლოვდებოდა...
-რატომ არ ჩაიცვი და ჩამოხვედი?რატოომ?
-არ მინდოდა და იმიტომ..მე შენი მსახური არ ვარ....
-ნინო ნერვებზე ნუ მჭრი..
-რას ნუ გჭრი,მე ხვალ აქედან წავალ და ერთ პატივს გცემ ძველი ნაცნობობის ხათრით,ერთ კაი მოსამსახურე გოგოს გამოგიგზავნი და გინდა საჭმელების გასაკეთებლად იხმარე და გინდა საწ....
-ნინოოო!...იმხელაზე მიყვირა კინაღამ გული გამისკდა შიშით...გაჩუმდი...რატომ მაგიჟებ და ნერვებზე მშლი გაცნობის დღიდან,რატოომ?რატოომ გოოგო?..მკლავში ხელი მომკიდა და ძლიერად მომიჭირა..
-ადექი წამოდი ქვემოთ...
-არა..
-არა ხოო...საბოლოოდ გეკითხები წამოხვალ თუ არა?
-არა..უეცრად ხელი დამავლო გულ-მკერდზე ფარივით ამიფარა,პირზე ხელი ამაფარა და წამიღო სამზარევლოში...
ფეხები სკამზე აიკეცა და ისე დაჯდა,ჩაის წრუპავდა ჩემს ჯინაზე და ამით უფრო მაღიზიანებდა და ნერვებიდან მწევდა...
-ჩაი გინდაა?– ისე მკითხრა დავეჭვდი რა მეპასუხა, მოტყუეება ვერ ვიკადრე და თავი დავუქნიე..
-ხოდა მიდი მერე გაიმზადე რას მიყურებ ეე,მე გაგიმზადო და დაგალევიო.– სიცილით მითხრა და მაცივარზე მანიშნა დაპირებული კვერცხი იქ დევსო..
-მართლა არ ვიცი მე ამის გაკეთება, დასჯილი ბავშვივით ვუთხარი და კვერცხით ხელში დავდექი მის წინ..
-ისწავლე. წარმოიდგინე რომ საყვარელ ქმარს საუზმეს უმზაებ ნინუ...
-საყვარელი რო იყო იქნებ მესწავლა კიდეც– ჩემდა უნებურად ვუთხარი და უეცრად მე თვითონვე შევკრთი..
-მაშინ ცხოველ და აუტანელ ქმარს მომზადე საუზმე მალე!!!...– მთელი ხმით მიყვირა და ფეხზე წამოდგა... ყვირილზე დადა შემოვარდა და ალექსს მკლავში მოქაჩა რა გაყვირებსო...
-ჩემ ცოლს ვასწავლი როგორ უნდა შეწვას კერცხი დადუნა, პრობლემააა???? როგორც ჩანს კიდევ ბევრი რამის სწავლა მოუწევს ამ ახალგაზრდას..
-ალექს საკმარისია, შეეშვი ამ გოგოს, ცოდოა, ვერ ხედავ როგორ კანკალებს? კარგი რა რო არ გიცნობდე უსინდისო ვიყო ვიფიქრებდი რომ მართლა ცხოველი ხარ შენ ძმობას ვფიცავარ...
-მე დიდი ხანია ცხოველი ვარ და ეს კარგად იცი დაადა შენ..
-ასე არაა, არაააა. – ხმამაღლა უყვირა დადამ და თვაალები დაბრიალა, არავის ნდომებია ცხოველი ყოფილიყავი და არც ახლა უნდა არავის. თუ შენი ცოლია პატივიეცი ისე როგორც შენს ოჯახს მოთხოვე, და მანამდე სანამ ამ ოხერი კვერცხის შეწვას აიძულებ, სახლში წაიყვანე და ტანსაცელი წამოღე, ვერ ხედავ როგორ აცვია??
-ნერვიულად მოისრისა შუბლი და მერე ნიკაპი ალექსმა, დადას ანიშნა ოთახიდან გადიო..მერე ჩემსკენ წამოვიდა, ხელში შეყინული კვერცხი გამომართვა და ხელები დამბანა.... შეგაშინე ვიცი, მხოლოდ იმას გთხოვ რომ ცოლობა გამიწიო ნინ.. მხოლოდ ამას...
-ყველანაირად?– იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი კითხვა მისთვისაც და ჩემთვისაც რომ გაშრა..
-რას გულისხმობ ამაში? გაინტერესებს სიტყვა ყველანაირში შევა თუ არა ჩემთან სექსი???
-კი....
-და შენ როგორ გგონია შევა ამ ყველაფერში სექსიც??
-კი...და ტუჩები დავბრიცე...
-შეცდი ჩემში, არ შევა, ჯერ –ჯერობით მაინც..მერე ვნახოთ რა როგორ იქნება.. შენ მე როგორც ქალი ამ ეტაპზე წეღანაც გითხარი არ მაინტერესებ,არა...ხო მართლა უმჯობესია კარგად მოიქცე, და არ ეცადო ჩემი ნერვების დაწყვეტას, დღეიდან მე და შენ მარტოები ვიცხოვრებთ..და კიდევ ხვალიდან სხვა ოთახში გადაბრძანდები ქალბატონო,ჩემი მე მინდა...ვერ შეგიცილებ...
-ეს როგორ ? დანარჩენები სად მიდიან?
-სხვა სახლში, ეს სახლი მხოლოდ ჩემი და ჩემი ერთადერთი ცოლის განკარგულებაშია, – ორინიით მითხრა თავზე მაკოცა და წელში გამართული აყვა კიბეებს თან ხელით მანიშნა წამოდიო,ისე რომ უკან არც კი მოუხედავს...
***
დილით მისმა ძახილმა გამაღვიძა..
-ადე წავიდეთ შენი ტანსაცმელი მოვიტანოთ...
-გამიშვი რა..გთხოვ...აქედან სულ წავალ ამ ქვეყნიდან,ფეხებში არ მოგედები,გამიშვი,გეხვეწები,გავეყაროთ შენც დაისვენებ და მეც გთხოვ ალექს და სახეზე ცალი ხელი შევახე...
-ნინოო,რატომ არაფერი არ შეგდის მაგ კოლოფა ტვინში რატოომ?!შენ ჩემი ცოლი ხარ და ვერსად ვერ წახვალ,წასვლაზე მეორედ კრინტიც არ დაძრა გაიგეე?ადე ახლა ასე ხომ არ იქნები ტო, ეს დღეები სტუმრები მოგვივლენ და შენ მაგ ღამის პერანგსადა და ხალათში გამოწყობილი,უნდა იყო?ადე წავიდეთ...და მეორედ მაგ თემაზე აღარ მელაპარაკო,ჩემო ჭკვიანო გოო კაი,მანაც ხელი დამისვა სახეზე და შუბლზე მაკოცა..
იმდენი ვქენი მაინც დავითანხმე და დედაჩემის სახლში წავედით..კარზე ზარი დავრეკე და სუნთქვა შევიკარი...დედამ გააღო კარი..
-აქ როგორ გაბედე მოსვლა,როგორ...და სახეში ჯერ ერთი,მერე მეორე და მერე მესამე სილა გამაწნა..მისი გაყინული მზერა მეტკინა ლოყებზე მეტად...
-დე მომისმინე,გთხოვ..ყველაფერს აგიხსნი,შენ რომ გგონია ისე არ არის...
-წადი აქედან...კარის მოკეტვას აპირებდა რომ არ ვაცადე და სახლში შევედი,დედას ავედევნე და სავარძელთან მის ფეხებთან მოვიკუნტე..
-დეე,მაპატიე გთხოვ...არაა ისე ყველაფერი შენ რომ გგონია..
-რა არ არის ისე,რას ამიხსნი?,მე დღეს ყველა დამცინის,თავზე გადაგვახტი მე ცოცხალს და მკვდარს მამაშენს,შეგვარცხვინე,ჩემს ოჯახს თავსზე ლაფი დაასხი და გააეკიდე ნაკაშიძეს...შენ ოჯახი აღარ გყავს აღარ....ჩვენს ყვირილზე ნიკა ჩამოვიდა გულში ჩამიკრა და მაკოცა...
-დაწყნარდი,არც მე მომისმინა წუხელ,დღეს ჩვენები იყვნენ,გალანძღეს საშინელებები უთხრეს და...გაუვლის ცოტა და მერე დაველაპარაკები..ნუ ტირი გთხოვ..
-დედა,ჩემო დედიკო მაგას ნუ მეუბნები მომისმინე,მე არაფერ შუაში ვარ...
-აბა მე ვარ შუაში და თავში?მე მოვუწერე ხელი ნაკაშიძეს...გუშინ მთელი ქვეყანა თქვენზე ლაპარაკობდა დღეს კიდევ უარესი...შენ მე და ჩემი სიამაყე გადათელე,ზურგზე გადამიარე...დღეიდან შენ დედა და ძმა აღარ გყავს,აღარ...ჩვენთვის შენ მკვდარი ხარ...ახლა შენ ნაკაშიძეების რძალი ხარ და იქაა შენი ოჯახი...
-დე მე არ მინდა მისი ცოლობა,არ გაატანო ჩემი თავი გთხოვ,გეწხვეწები...არ გამიშვა...
-შენ სულ გააფრინე და გამოშტერდი გოგო..მე შენზე უფლება აღარ მაქვს,ისაა შენი ქმარი და რაც გინდა ის ქენი,გინდა არ წაყევი,გინდა წაყევი...ჩემს სახლში,რომ ვერ დარჩები ის ვიცი..თუ წაგიყვანს ალექსანდრე გიპატრონებს კიდეც,ამის ვალდებულება მან აიღო თავისთავზე და მოგხედავს,დაგიცავს..გუშინ თქვენს თოვლში გორაობაზე საუბრობდნენ დღეს კი....სახელს ვერ აღგიდგენს მაგრამ შეგისწორებს,მაინც ასე თუ ისე მისი ცოლი დაგერქვა და ახლა არავის ეკითხეება სად იგორავებთ!....
-კმარა...იქუხა,ნაკაშიძემ..ქალბატონო მარიამ,მე ის ხალხი სულ არ მაინტერესებს,ნინო ჩემი ცოლია და ნუ ღელავთ მივხედავ,ყოველთვის დავიცავ და ვიზრუნებ მასზე რაც არ უნდა მოხდეს..მას სახელს კი არ შევუსწორებ აღვუდგენ..გაიგეთ..
-თქვენ ალექსანდრე,ჯერ ერთი იცოდე ვის ელაპარაკები და მეორეც ხელი მოკიდე ახლა შენს ძვირფას ცოლს გინდა სახელი შეუსწორე და გინდა აღუდგინე,გინდა იზრუნე მასზე და დაიცავი,გინდა არა...აქედან მოაშორე...წადით აქედან....მაგას სახლი აღარ აქვს...დედა და ძმა აღარ გყავს ნინო,აღარ.გაფრთხილებ აქ აღარასდროს მოხვიდე და სასაფლაოზეც არ დაგინახო ასული,მკვდრებიც და ცოცხლებიც დაივიწყე გაფრთხილებ არ დაგინახო ჩვენს სიახლოვეს...
ალექსმა ხელი მომკიდა და მიმათრევდა,გული მიკვდებოდა...''დედა არ მიმატოვო'' ვკიოდი,სადაციყო ეზო უნდა დაგვეტოვებინა,რომ ალექსის მკლავებში ჩავესვენე...მძაფრამა სუნმა მომიყვანა გონსს,ნიკა და ალექსი მადგნენ თავზე,შეშფოთებული სახებით..
-ნინ დაიკო,აქ ვარ...არ ინერვიულო მე დაველაპარაკები,მან დღეს ბევრი დარტყმა მიიღო და ამიტომაა ეგრე...გადაუვლის და დაველაპარაკები..მიდი წაყევი ალექსს,ის მოგხედავს და არასდროს მიგატოვებს..
ფეხზე წამომაყენა ალექსმა და ნიკომ და მანქანისკენ წავედით..ბოლოჯერ ავხედე მშობლიურ სახლს ცრემლიანი თვალებით...
ვინ იცოდა ქალბატონ მარიამს ეს რად დაუჯდა,როგორ ტკიოდა...ფანჯრიდან,ფარდის უკნიდან, უყურებდა ნინის და ცრემლების უწყვეტი ნაკადი სდიოდა...
***
მანქანაში ლამის ძალით შემტენა კი არ ჩამსვა...მერე არ დააყოვნა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს.. გზიდან მამამის დაურეკა და უთხრა არ დაგვლოდებოდენ. მივყვებოდი და არ ვიცოდი სად. ან რატომ ვენდობოდი ასე, მან ხო უამრავჯერ მატკინა და დამამცირა... არ ვუყვარდი,რატომ მომიყვანა ცოლად? რატომ დამიცვა დღეს, ნუთუ მხოლოდ იმიტომ რომ ვებრალებოდი?! გული მტკიოდა მან ყველაფერი წამართვა დღეს,გამთელა... ბოლოს ძალა მოვიკრიბე და თვალებში ჩავხედე . ყველა ტკივილი წამიერად დამავიწყეს მისმა უძიროდ შავმა თვალებმა.. ეს თვალები ჭკუას მაკარგვინება, ამ თვალებმა ამირია გზა-კვალი, ამ თვალების მონად ვიქეცი უკვე რამოდენიმე წელი იყო..
-სად მიგყავარ?? აღარ მეტყვი?? აღარ ვიცი რა ვიფიქრო შენზე.
-მხოლოდ ერთს გთხოვ, საერთოდ არ იფიქრო ჩემზე, ასე მეც კარგად ვიქნები და შენც..
-რისთვის წამომიყვანე დედაჩემიდან?ან რისთვის მომიყვანე ცოლად თუ არ გიყვარდი??
-ნინო, ნუ ართულებ სიტვაციას და ნერვებს ნუ მიჭამ ისედაც ლამისაა თავი გამისკდეს...
-სად მივდივართ თქო??
-კლუბში, მინდა რამეს გული გადავაყოლო..ჩემებიც იქ არიან.
-შენებში ვინ იგულისხმება , ქალთა ნაკადი თუ ოჯახი?ურცხვად რომ გახტებიან ზედ..
-ოოო, როგორ გიყვარს ჩემს ნერვებზე თამაში. მარტო შენ შეგიძლია წყობიდან გამომიყვანო... დადა,თემო,მარი და ჩემი ქალთა ნაკადიც იქ იქნება..და თუ არ გინდა ვინმე მომახტეს ზედ ეს საქმე შენთვის მომინდია, ვნახავ რა შეგიძია გარდა ლაპარაკისა..
-არ მეგონა კლუბებში თუ დადიოდი..
-არც დავდივარ, ეს ჩემი კლუბია და აქ თავს კარგად ვგრძნობ, ახლა კი უნდა გთხოვო, სანამ მივალთ გაჩუმდე. თორე შემიძლია კარები არ გავაღო ისე გადაგაგო აქედან..
- უხეშო,ვიროო..
- ნინოო..
- ვჩუმდები...
***
კლუბი სავსე იყო ხალხით. მარიმ დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.
-რა კარგია თქვენც რომ მოხვედით ნინ...რას დალევთ??
-რაიმე მაგარს, ხმამაღლა ვუთხარი ალექსის გასაგონად..
-ასე ნუ მიყურებ რა, რაც გინდა ის გიქნია.ჩემი ცოლი კი ხარ,მაგრამ ამავდროულად თავისუფალი ადამიანიც ხარ ნინო,შენ ჩემი საკუთრება არ ხარ...
-ხოდა ძალიანაც კარგი რო არ ვარ.. წამოდი მარი დავლიოთ...
ბართან დავჯექი და ვისკი მოვითხოვე. ბარმენმა გაოცებულმა შემომხედა, თითქოს ქალები ვისკის არ სვავდნენ... ან და რა იყო ამაში გასაოცარი ვერ ვხვდებოდი..ისე მტკიოდა სული ახლა სასმელი თუ დამიამებდა,მხოლოდ იარებს...დღეს ყველაფერი დამაკარგვინა ცხოვრებამ და ნაკაშიძემ... დადა და თემო მომიახლოვდნენ და მშვიდად დამადო მხარზე ხელი დადამ... მისი სახის დანახვა მამშვიდებდა იმდენად სათნო თვალები ქონდა...
-ნინ არ დალიო რა..თემომ საწყლად გამომხედა და მითხრა..
-ახლა შენც არ დამიწყო, უნდა დავლიო. ბევრიი...ძალიან ბევრი გაიგეთ? და არ გაბედოთ და არ გამაჩეროთ,მე დღეს ყველაფერი დავკარგე,ოჯახი,მეობა,ზნეობა,სახელი და რავიცი კიდევ რა აღარ,მე მან ყველაფერი წამართვა,თქვენმა ნაგავმა ძმაკაცმა,გადამიარა და წყლულები დამიტოვა ზურგზე...მაგას მე ვანახებ ვინ,ვარ..ვანახებ...
-კარგი ანახე ვინ ხარ ოღონდ ვისკი არ დალიო რა...ახლა დადამ მითხრა და თან მომეხვია..
-კარგი დადა მაშინ ტეკილა იყოს...
-ეე,შენ გადაირიე? ერთმანეთზე უარესია ორივე..აღშფოთება ვერ დამალა თემომ..
-თემო დადა მომშორდით რა.. წადით ალექსი დააწყნარეთ, მაგისი დანახვაც კი მაღიზიანებს. ვერ ვიტან. ცხოველია ადამიანი კი არა..მაგან მე ყველაფერი წამართვა,მძულს,მეზიზღება,რატომ მომიყვანა ცოლად თუ არ ვუყვარდი,რატოომ?მეზიზღება,ნაგავია...
-არადა თვალები გყიდიან..ნინ ტყუილად ილანძღები..თემომ მშვიდად მითხრა და თავი მხარზე ჩამომადოო
-არ მადარდებს უკვე, დავიღალე,თემო,დავიღალე...რამდენი წელია,ასე ვარ... ცხოვრება მტკივა,გაიგეე...არ ვუყვარვარ,არ მიზიდავო ასე მითხრა,დღეს ოჯახიც დავკარგე... ძალიან დამღალა მისმა უხეშობამ,თემო დამღალა და დამცა ძირს..წადი უნდა დავლიო,დადასავით ალექსი დააწყნარე,წადი...
ვისკის ჭიქა გამოვცალე და მერე შევუკვეთე ბარმენს..სული და გული ერთად მეწვოდა და ტკივილის წამალს სასმელში ვეძებდი.. მეორეს მესამე მოყვა და ბოლოს შედეგად ის მივიღე რომ გონება მთლიანად გამეთიშა,გავილეშე... თვალებში მიბნელდებოდა.. საპირფარეშოსკენ წავედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. ღმერთო რა უბედურება იყო ეს, ცხოვრებაში პირველად დავლიე და თანაც ამდენი, ფეხზე ვერ ვიდექი, ახლა შემეძლო ყველანაირი სიგიჟე ჩამედინა, სწორედ ეს მინდოდა მეც.შემეძლო ალექსთან მივსულიყავი და გამერტყა,მეჩხუბა,რომ ყველაფერი დამაკარგინა,მეთქვა რომ სიგიჟემდე მიყვარდა.. მთვრალ ადამიანს ჭკუა არ მოეკითხებაო.
ალექსისკე ავიღე გეზი,ნერვები მეშლებოდა რომ ასეთი დებილი ვიყავი,მან ყველაფერი წამართვა მე კიდევ ისევ,ისე გიჟურად არა უფრო მეტი სიგიჟით და ვნებით მიყვარდა... უეცრად რომ ვიღაცამ შემაჩერა.
-ნინი რა ჯანდაბს აკეთებ აქ?- გიგის ხმა მკვეთრად ჩამესმა ყურებში და ტვინამდე ააღწია..
-შენ არავინ გეკითხება, ხელი გამიშვი...
-არ გაგიშვებ. ახლა გამომყვები გასაგებია? ისე რომ ხმასაც არ ამოიღებ...
-ვერ გამაჩუმებ გაიგე?
-გაგაჩუმებ და ძალიან მარტივი მეთოდით.. თავისკენ მიმწია და ტუჩებში მაკოცა, გაძალიანების თავი არ მქონდა...ძლივს მოვიშორე და მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გავარტყი... ნაბ***ი ხარ..
-სიტყვები შეარჩიე. რამდენჯერ უნდა გითხრა რომ შენ ჩემი ქალი ხარ...
-არა არ ვარ..არც შენი ვარ და არც არავისი...გამიშვი...
მისი ხელები ჩემს მოფერებას არ წყვეტდა,ქალთა ოთახში შემათრია კარი გადაკეტა... როგორ მინდოდა დამეძახა ალექსისთვის, მაგრამ ხმა არ მქონდა....ტანსაცმელს მახევდა ტანიდან,ხელებს ზევით ქვევით მიფათურებდა,მკოცნიდა,ვუძალიანდებოდი,მაგრამ ვერაფერს ვხდებოდი,ცრემლები მდიოდა და მეგონა ყველაფერი დამთავრადა ამ დროს ვიგრძენი როგორ მეცა ვიღაცა მკლავში და მთელი ძალით მომიქნია.. თვალები რომ გავახილე მთელი ძალით ურტყავდა ალექსი გიგის და დადა და თემო ამაოდ ცდილობდნენ მათ გაშველებას..
-ეს როგორ გაბედე,როგორ...რამდენჯერ გაგაფრთხილე არ მოუახლოვდე თქო.. ხელი არ ახლო თორემ ხელებს დაგამტვრევ გასაგებია??ეტყობა ერთი ცემა არ იყო საკმარისი შენთვის...მოგკლავ,მოგკლავ..აღარ მიეკარო ნინოს გაფრთხილებ,მის სიახლოვეს არ გაიარო,თორემ მოგკლავ..
-ბატონო ალექსს დამშვიდდით . შეეშვით ჩვენ მოუვლით ამას..
-მეორეჯერ ეს ადამიანი აქ აღარ დავინახო მოსული გასაგებია?და შენ გაფრთხილება შეისმინე ნა****ო თორემ მოგკლავ..
-დიახ ბატონო ალექს...
-ვინ ხარ რო მიკრძალავ ნინისთან მიახლოვებას, ან აქ მოსვლას რა უფლება გაქვს ?
-საიქიოს გზაზე რო დაგაყენებ მერე მიხვდები რა უფლება მაქვს, ეს ჩემი კლუბია და გიკრძალავ აქ მოსვლას, რაც შეეხება ნინოს ის ჩემი ცოლია თუ ამისი მოსმენა გინდოდა, ესეც ხო გაიგე. ჩემი ცოლია ჩემი. გასაგებია??? არავის აქვს უფლება მიუახლოვდეს ჩემს საკუთრებას არც შენ და არც სხვას..ეს ჩემი ქალია...
***
მისი პიჯაკი მომაფარა,გულში ჩამიკრა,დაცვის თანხლებით გამომიყვანა და მანქანაში შემტენა.. ვერ ვგრძნობდი ვერაფერს, ისე ვიყავი გათიშული სასმელისაგან... მხარზე თავი დავადე,ხელები წელზე შემოვხვიე და თვალები დავხუჭე. ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული ჩემს შეხებაზე, ჩემი გულის ცემა მისას უერთდებოდა და ერთ მთლიანობას ქმნიდა. ეს გრძნობა თითქოს სასწაული იყო, ახლა ამ წამს შემეძლო მეთქვა რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი,დებილივით მიყვარდა და მისით ვსუნთქავდი ყველაფრის მიუხედავად...როგორ მინდოდა ასე მის მკლავებში მის სითბოში ერთხელ მაინც დამძინებოდა..
მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი მანქანა რომ გაჩერდა და ალექსი ფრთხილად შემეხო თმაზე..
-ნინ მოვედით, მოდი გადმოდი ოღონდ ნელა..მისმინე სძინავთ უკვე და ჩუმად იყავი გასაგებია??
-არ გამაჩუმო გაიგე?? მთელი ძალით დავიყვირე და ისე წამოვკარი ფეხი ქვაფენილს,კინაღამ ცხვირი გავიტეხე და ალექსს პირდაპირ მკლავებში ჩაუვარდი..
-ჭკუიდან შემშლი ერთ დღეს.. გაჩუმი,ხმა არ ამოიღო თორემ გცემ..
-მცემე.. მაგრამ არ გავჩუმდები ახლა ვიყვირებ რომ ყველაზე უხეში კაცი ხარ ვინც კი შემხვედრია.. ყველაზე უსინდისო, ცივსისხლიანი და უგულო...
- ოხ,ნინო რატომ მაგიჟებ ასე გაცნობის დღიდან რატოომ? პირზე ხელი ამაფარა და ხელში ამიყვანა...ნინო ნუ ფართხალებ ჩამივარდები და გეუბნები მართლა გცემ..
ძლივს ამიყვანა მეორე სართულზე კარები ფეხით შეაღო და ხელიდან დამსვა... წონასწორობას ვერ ვიცავდი ისე ვბარბაცებდი,გალეშილი ვიყავი.. მისი ლამაზი თვალები ორმაგად მეჩვენებოდა და უარესად ვიძირებოდი მათში... მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია..თმები გადამიწია და შუბლზე მაკოცა.. მისმა სუნამოს სურნელმა უარესად გამხადა ცუდად,უარესად გამაგიჟა.ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე და გავიტრუნე...
-ნინო დაწექი დაიძინე.. ცუდად ხარ ხო ხედავ ფეხზე ვერ დგეხარ..
-ჩემთან ერთად დაწექი... ამას არ ელოდა ჩემგან, გაოცებული თვალებით შემომხედა..
-არა, დაწექი... მე გვერდზე ოთახში დავიძინებ,ამიერიდან ეს იქნება შენი ოთახი.. თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე და მოგხედავ..
-ჩემთან დაწვები თქო.. ჩურჩლით ვუთხარი ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე. მაიკაზე მოხურებული მისი პიჯაკი გავიხადე და იატაკზე ვისროლე, გეგმას მიმიხვდა და ადგომას შეეცადა ,მაგრამ სასწრაფო რეაგირება მოვახდინე. მაშინვე ფეხებზე გადავაჯექი და პერანგის ღილებს გახსნა დავუწყე....ჯერ ყელზე ვაკოცე,მერე უფრო ქვევით ჩავუყევი,თითეული ღილის გახსნილ ადგილას გამოჩენილ შეუძარცვავ კანს ვუკოცნიდი...
ვგრძნობდი როგორ უთრთოდა მთელი სხეული. როგორი ვნებით სავსე თვალებით მიყურებდა.. წამოიწია, ორივე ხელი შემომხვია მის წელზე,გადამჯდარი რომ ვიყავი მის ფეხებზე უფრო მჭიდროდ გადამაჯინა,მიმიზიდა და ვნებინად მაკოცა, კოცნაში ავყევი. არც შემეძლო სხვანაირად ,სავსე ვიყავი მისი სურნელით,მერე შიშველ ზურგზე ფრჩხილები დავუსვი სისველე ვიგრძენი და კმაყოფილმა ჩავიღიმე,ამან უარესად გაახელა და გადარია ალექსანდრე. მისი ტუჩების გემო წონასწორობას მაკარგინებდა და გონებას მიბინდავდა.. ცალი ხელი თმაში შემიცურა და უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ . მისი მეორე გავარვარებული ხელი მაისურის ქვეშ ვიგრძენი, მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. მისი შეხებას ყელზე და მკერდზე ჭკუიდან გადავყავდი... მაიკა გამაძრო და მკერდზე ვნებიანად მკოცნიდა, ხარბად დამიკოცნა მთელი სხეული.. მისი სიახლოვის სიამოვნებისაგან ქვეყნიერებას ვწყდებოდი და სადღაც უკაცრიელ კუნძულზე ვიკარგებოდი..მეგონა ამ ქვეყნად აღარასოდეს დავბრუნდებოდი..
უეცრად თითქოს გონება გაუნათდა. კალთიდან გადამსვა და ფეხზე გიჟივით წამოხტა.. ფანჯრის რაფას ნერვიულად დაჰკრა მუშტი და ცრემლიანი თვალებით გამომხედა..
-ამას რატომ მიკეთებ ,გინდა მერე მთელი ცხოვრება სინდისმა შემაწუხოს?
-რაზე მელაპარაკები. ხვდები მაინც რას აკეთებ??
-მე ვხვდები შენ თუ ხვდები??? გინდა რომ შენი პირველი მამაკაცი მე ვიყო? რატომ ნინო? იმიტომ რომ გიგიზე,დემეტრეზე და რავიცი კიდევ ვინ ჯანდაბებზე იძიო შური? თუ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დამადანაშაულო ამ საქციელისათვის,შენ ჩემთვის პირველი იყავიო?!....რატოომ?
-გიგი და დემე რა შუაში არიან?!იდიოტი ხარ და მეტი არაფერი.. ნამდვილი იდიოტი, მეგონა შენც გინდოდა..
-იქნებ ახლაც მინდიხარ. მაგრამ ამას არ გავაკეთებ.. იცოდე ამაზე ვერასოდეს დამითანხმებ..მართალია ცოლად შეგირთე,მაგრამ ჩემი არასოდეს გახდები ნინო,ამაზე ვერასდროს დამითანხმებ,შენ ჩემი არასოდეს გახდები არაა.....
-გადი აქედან.. მალე..წაეთრიე ნაგავო.. ძირს დაგდებული მაისური აიღო,მომიახლობდა მკერდზე ხელი მომიჭირა ხარბად დამიკოცნა ორივე,მერე შიშველ მკერზე მომაფარა და ოთახიდან უხმოდ გავიდა...
მძულდა,მეზიზღებოდა არა ალექსანდრე არამედ ჩემი თავი..ეს როგორ გავაკეთე უკანასკნელი ქალივით მოვიქეცი,ის კიდევ ნამდვილი მამაკაცივით და ხელი არ მახლო,ვნებები მოთოკა,მე კი..გული მერეოდა ჩემს თავზე..და გულს უფრო უყვარდებოდა ნაკაშიძე....


არ ვიცი რა გამომივიდა,შემიფასეთ...
ველი თქვენს კომენტარებს და პროგნოზებს..
მიყვრხართ განუზომლად...
ახლა თქვენი კომენტარები გამახარებს მხოლოდ...
უყვარხართ თქვენს ალექსანდრას ჩემო ლამაზებო <3



№1 სტუმარი darina

Dzalian magari iyo, am tavidan ufro shemiyvarda nakashidze, shen ki imedia gamijamrteldi <3

 


№2 სტუმარი nini

Auuu dzaan kargiaa magramm mal male dadeee raaa tore vegarr vitmrnn daa lamisaaa gavhijdeeeee isee minda shemdegi tavebis wakitxvaaaa

 


№3  offline წევრი mariko_2001

ვაიმეეეეეე რა მაგარი თავი იყოოოო როგორ ველოდებოდი არ იციიი აი ძაან ძაან მაგარი იყოო იმედია. მალე წესიერი ურთიერთობები ექნებაათ.გამოჯამრთელებას გისურვეებ იმედია უკეთ ხაარ<3<3<3

 


№4  offline წევრი cacu

ჩემო ალექსანდრა,ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი თავი იყო.თუკი ჩემს თხოვნას გაითვალისწინებ და მართლწერაში ნაკლებ შეცდომას დაუშვებ მადლობელი ვიქნები...ეს მხოლოდ თხოვნაა და არა მოთხოვნა ან კიდევ შენიშვნა.სიამოვნებით ველოდები ახალ თავს უახლოეს მომავალში.გმადლობთ. პ.ს საუკეთესო სურვილებით ცაცუ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

"ნასტაიაშიი დეცკი სად" :)). სხვა შეფასება ამ სიტუაციის შეუძლებელია.

 


№6 სტუმარი tamo

აუუ რა მაგარი თავი იყოო რამდენი დღეააა მოუთმენლად ველოდებიიიი აი ძაან გთხოვვ მალ მალეე დადეე რაა. თორეე გული გამისკდება მალეე კიიიდევვ გთხოვვ რომ ერთად დატოვე ალექსანდრე დაა ნინუცააა გეხვეწებიიიი

 


№7 სტუმარი salo

Dzaan momwons,male shearige ra

 


№8 სტუმარი bu

პლაგიატი -_- ეს ყველაფერი თუკას მოპარე და რაღაცეები შეცვალე

 


№9 სტუმარი bbb

ეს თუკას ისტორიაა " ბედს იქით" ვისაც დაგაინტერესებთ მახეთ და მიხვდებით რომ ვითომ გადაკეტებული, მაგრამ ის ისტორიაა თავის დიალოგებით!!!

bu
პლაგიატი -_- ეს ყველაფერი თუკას მოპარე და რაღაცეები შეცვალე

ნამდვილადდდდდდ!!!!!

 


№10 სტუმარი წრიპა

bbb
ეს თუკას ისტორიაა " ბედს იქით" ვისაც დაგაინტერესებთ მახეთ და მიხვდებით რომ ვითომ გადაკეტებული, მაგრამ ის ისტორიაა თავის დიალოგებით!!!

bu
პლაგიატი -_- ეს ყველაფერი თუკას მოპარე და რაღაცეები შეცვალე

ნამდვილადდდდდდ!!!!!

მე რო ვერ ვნახე ეგეთი ისტორია? რო ვწერ ამ მოთხრობას მიგდებს <3

 


№11  offline წევრი მარუშკა

წრიპა
bbb
ეს თუკას ისტორიაა " ბედს იქით" ვისაც დაგაინტერესებთ მახეთ და მიხვდებით რომ ვითომ გადაკეტებული, მაგრამ ის ისტორიაა თავის დიალოგებით!!!

bu
პლაგიატი -_- ეს ყველაფერი თუკას მოპარე და რაღაცეები შეცვალე

ნამდვილადდდდდდ!!!!!

მე რო ვერ ვნახე ეგეთი ისტორია? რო ვწერ ამ მოთხრობას მიგდებს <3




,,შენი არასოდეს გავხდები" სრული კოპირება. წაიკითხეთ იმ მოთხრობის 9 თავი.

 


№12 სტუმარი წრიპა

ვაიმე აქ ყველაფერი ერთმანეთს გავს ისე :დ და მარი შენ მოთხრობაზე ვაბოდებ

 


№13  offline წევრი მარუშკა

წრიპა
ვაიმე აქ ყველაფერი ერთმანეთს გავს ისე :დ და მარი შენ მოთხრობაზე ვაბოდებ

არა საქმე მაგაში არ არის, უბრალოდ მართლა გთხოვ, წაიკითხე შენი არასდროს გავხდები-ს მე-9 თავი და ნახე რომ დამთხვევა არაფერ შუაშია, მართლა ზუსტად იგივეა.

მარუშკა
წრიპა
ვაიმე აქ ყველაფერი ერთმანეთს გავს ისე :დ და მარი შენ მოთხრობაზე ვაბოდებ

არა საქმე მაგაში არ არის, უბრალოდ მართლა გთხოვ, წაიკითხე შენი არასდროს გავხდები-ს მე-9 თავი და ნახე რომ დამთხვევა არაფერ შუაშია, მართლა ზუსტად იგივეა.

პ.ს. მადლობ❤️

 


№14 სტუმარი წრიპა

გუშინ მთელი ღამე ვკითხულობდი ბედს მიღმას და კი ერთნაირია აზრიც ერთი ექნება მაგრამ პრობლემები ხომ სხვაა :დ ამ საიტზზე ესე 5-6 მოთხრობა ერთმანეთს ისე გავს როგორც არაფერი მთლად იმის ნაირი არაა :დ <3

 


№15 სტუმარი წრიპა

თუკა
თუკა
წრიპა
გუშინ მთელი ღამე ვკითხულობდი ბედს მიღმას და კი ერთნაირია აზრიც ერთი ექნება მაგრამ პრობლემები ხომ სხვაა :დ ამ საიტზზე ესე 5-6 მოთხრობა ერთმანეთს ისე გავს როგორც არაფერი მთლად იმის ნაირი არაა :დ <3

ძალიან გთხოვ ნუ დამაკოპირებინებ და დამასქნინებთ იმდენ მონაკვეთს რა, სადაც არ გავს კი არა ანალოგია გადმოტანილი... ორი ნაწარმოების ასე ნაგლად აღება მგონი თავხედობას უტოლდება უკვე.... "ბედს იქით" და " შენი არასოდეს გავხდები" პირდაპირ არის გადმოტანილი დიალოგები და სიტუაცია და ყველაფერი, მეხუმრებით თუ რა არის რა.. რადგან ჩმად ვარ და არაფერს ვამბობ ასე ხომ არაა მართლა... საკმაოდ დიდი ვარ რომ ამას გამოკიდება არ დავუწყო , ოღონდ ნუ დამიმტკიცებთ რომ ვიგონებ რა...არ ვამბობ რომ არ გვანან ერთმანეთს ისტორიები.. ეს სულ სხვა შემთხვევაა და უბრალოდ სირცხვილია მისგან და კარგად იცის რატომაც გამაბრაზა მისმა ამ ქცევამ... .


კი გეთანხმები რათქმაუნდა რთულია შენ იწვალე და ვიგაც იგივეს წერს <3 ისე შენ მოთხრობაზე იმდენი ვიტრე :დ ღამე ვეგარ დავიძინე

 


№16 სტუმარი salome

Au gaagrdzele ra dzaan momwons es istoria ar shewyvito magrad mainteresebs mere ra ro titqmis ertnairia cota ragaceebi maincaa gansxvavebuli

 


№17 სტუმარი Tata

შუა გზაზე, რომ შეაწყვეტინეთ არც ესაა სწორი საქციელი,თუნდაც იმათ მიმართ, ვისაც ის ძველი ისტორია არ წაუკითხავს,ეს მოთხრობა მოსწონს და გაგრძელებას ელოდა.

 


№18 სტუმარი bu

Tata
შუა გზაზე, რომ შეაწყვეტინეთ არც ესაა სწორი საქციელი,თუნდაც იმათ მიმართ, ვისაც ის ძველი ისტორია არ წაუკითხავს,ეს მოთხრობა მოსწონს და გაგრძელებას ელოდა.

Da vin txova shewyviteoo

 


№19  offline წევრი მარუშკა

შუა გზაზე წერა შეწყვიტეო, არავის უთქვამს თათა, ეს არის თუკას, როგორც მწერლის უფლებების დარღვევა. კარგია, რომ არ აგრძელებს. თავმოყვარე ადამიანი ამას იზამდა.

 


№20 სტუმარი lilliiii

ვერ გავიგე ამას არაქვს გაგრძელება ? დამილინქეთ რა გაგრძელება ვერ გავიგე სუ არეულია ! ( ძან მაგარი მოთხრობა მარა ვერ ვიგებ სუ არეულადაა ლინკი მომეცი გაგრძელების გაგრძელება რო ვნახე დასაწყისი იწყებოდა !( love request

ლინკი მომეცით რა გაგრძელების შემდეგი რო ვნახე დასაწყისი იწყებოდა smile

 


№21 სტუმარი mtvaro

kargi raaaaa.aravis mousmino kargia zalian da gaagrzele gtxov.

 


№22  offline წევრი s.g

მრცხვენია უბრალოდ...აი იმ კომენტარების მრცხვენია რომ წერენ მერე რა არისო არ მოუსმინო მაგათ გააგრძელეო...ბრმა ხალხი გახდით,საკუთარ თავზე ფიქრობთ მხოლოდ,...თქვენთვის რომ მოეპარათ ქვეყანას დააქცევდით...საკმარისად დაწერეს კომენტარები, მაგრამ ვერ მოვითმინე ბოდიში ამისთვის....უსამართლობაა ... პასუხიც ვერ გაეცი კომენტარებს ხომ ხედავ იმ დონეზე არ ხარ მართალი ...მეცინება უბრალოდ....უბრალოდ კეთილისმსურველი ვარ ....სხვისი ისტორიის გადაკოპირებით და რამდენიმეს წაკითხვით მერე იქიდან რომ აბზაცები ამოიტანო და შეკრიბო და ახალი "დაწერო"აი ამისთვის მეცოდებით, უფრო მეტად რომ იტანჯავ თავს...ამას არ ჯობია თუ გაქვს ნიჭი შენით სცადე და არა სხვის ხარჯზე, რაც გამოგივა ხომ შენია, მერე რა თუ ისეთი ვერ გამოვიდა ან თუ გამოვიდა მთლად უკეთესი ჩვენ ვართ ის ხალხი რომლებიც ვაფაცებთ ნიჭს ამიტომ გირჩევ ჯერ ძველი ლაქა ჩამოიშორო მთლიანად და თუ ეს უკვე მოახერხე მაგას რა ჯობია...არ ვიცი ამის შემდეგ რა დაწერე მაგრამ იმედია ყველაფერი გააცნობიერე...გული მწყდება იმაზე რომ არც ძალა გეყო პასუხი რომ გაგეცა, იმედია ამასაც გადალახავ ..წარმატებებს გისურვებ....უბრალოდ ბოლოს მინდა რაღაც გითხრა "გონებით გაზრდა გმართებს ჩემო კარგო გონებით " წარმატებები მომავალში იმედი მაქვს ამ ეტაპს და არ გეწყინოს მაგრამ სამარცხვინო ლაქას წარმატებულად გადალახავ ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent