ზაფხულის ერთი ლამაზი დრე იყო დ ა ს ა ს რ უ ლ ი (13)
ამ ამბიდან 4 თვე იყო გასული, ვიცოდი სალო და რატი იმ ბინაში რომ ცხოვრიდნენ მე რომ რატიმ მიმიყვანა. დედაჩემი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდით ნაკლებად შევხვედროდით რატის თუმცა რამოდენიმე შეხვედრა ვერ ავიცილე, ხან ლიკას აკითხავდა სკოლაში ხან კიდევ ლიასთან რომ მივდიოდით იქ გვხვდებოდა თუმცა სულ რაღაცას ვიმიზეზებდი და მოვდიოდი, უკვე ზაფხული იყო აგვისტო ჩემი დაბადებისდღე იყო, დედას მუცელი რომ ასტკივდა (მეცხრე თვეში იყო) და საავადმყოფოში წავიყვანეთ, ისე არაფერი გამხარებია როგორც პატარა ნიკუშას დაბადება ჩემს დაბადების დღეზე, სიხარულით ვტიროდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მაშინ მოვიდა რატი თავის „ცოლთან“ ერთად, მასაც ძალიან გაზრდოდა მუცელი, როგორც ვიცი ისიც მეხცრე თვეში იყო. იმ დღესვე შევედი დედაჩემთან პალატაში, არასდროს დამავიწყდება მისი ბედნიერი თვალები როდესაც ვუთხარი ეს საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი იყო რაც ოდესმე მიმიღიათქო. დიდი მონდომებით ვზრდიდით მე დედა და მამა პატარა ნიკუშას, რომ იცოდეთ გული როგორი სითბოთი მევსებოდა პატარა ხელს თითზე რომ მიჭერდა, მალევე გავიგეთ რატის „ცოლმა“ იმშობიარაო ამას დიდი აურზაური მოჰყოლია მის მშობლებში თუმცა მშობლებში თუმცა თავს იმით უშველიათ მშობიარობიდან 3 დღით ადრე საქართველოდან წასულა, რატიც გაჰყოლია, მენატრებოდა უზომოდ და უაზროთ თუმცა არ ვიმჩნევდი, ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას და ჩემს გულის ნადებს დედას ვუზიარებდი, ხოლო რაც ნიკოლოზი გაჩნდა მას ვუყვები ხოლმე რაღაცეებს, ოქტომბერი იყო უკვე, ნიკუშა 3 თვის იყო და ალბათ ამ ხნის იქნებოდა სალოს შვილიც, 2 კვირის სხვაობით რომ დაიბადნენ, მამაჩემის დაბადების დღე იყო და დიდ წვეულებას ვმართავდით, დედა თავიდანვე შემითანხმდა ბავშვი შენ გყავდეს მე სტუმრებს უნდა მივხედოო. საღამოდ შვიდი საათი იყო რესტორანს რომ დავადექი შავ კაბაში გამოწყობილი და ხელში პატარა ნიკა მეჭირა რომელსაც შავი შარვალი და თეთრი მაისური ეცვა. ვმხიარულობდით და ვერთობოდით, ყველას გავაცანით ჩვენი პატარა, დაახლოებით 10 საათი იქნებოდა ხალხი ჯერ კიდევ არ აპირებდა დაშლას რესტორანში მუსიკა რომ შეწყდა, გაოცებულმა მოცეკვავეებმა ცეკვას თავი დაანებეს და ყველამ თავის ადგილი დაიკავა -ქალბატონებო და ბატონებო-გაისმა მიკროფონში ქალის ხმა-მინდათ რაღაც გიამბოთ, 5 წუთს წაგართმევთ სულ, არ მიწყინოთ-გაიცინა ქალმა -ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო, 18 აგვისტო, ულამაზესი გოგონა რომ დაიბადა, ყველას უხაროდა მშობლებიდან დაწყებული ერთი პატარა ბიჭით დამთავრებული. მაშინ დედამისიც მის დაზე იყო ორსულად მაგრამ პირველი ელენე დაიბადა, უხაროდა მაგრამ როგორ? სასწაულად, მაგრამ ყველაფერი მაშინ დაავიწყდა რომ უთხრა მეთამაშეო და გოგონა არ ეთამაშა-თავი გააქნია სიცილით-მას მერე სულ ცდილობდა გაემწარებინა, 8 წლის იყო ელენე,რატი რომ წავიდა, ელენეს არც კი ახსოვდა აბა ბიჭს ვკითხოთ? ახსოვდა თანაც როგორ?! მას მერე ათი წელი იყო გასული, ხშირად ისმენდა მისი დიდან ლიკადან ელენეზე ინფორმაციებს, რამოდენიმე თვის წინ რატი საქართველოში დაბრუნდა და კიდევ უფრო განუმტკიცდა გრძნობები გოგონას მიმართ, შეუყვარდა თავდავიწყებით, ცუნთქვა აღარ შეეძლო მის გარეშე მაგრამ ვიცით რომ ყველაფერი ხდება, კარგად იცის მიზეზი ელენემ თუ რატომ წავიდა რატი 6 თვის წინ და რატომ დატოვა მარტო, ეხლა კი რატის უნდა რომ ელენემ აპატიოს და ყველა წყენა დაივიწყოს რაც კი ოდესმე მათ შორის ყოფილა-მონოლოგი დაასრულა ქალმა და ჩემთან მოვიდა პასუხის მოლოდინში, გაოცებული ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი, არ მოველოდი ესეთ რამეს მითუმეტეს მამაჩემის დაბადების დღეზე, გაოცებულმა შევხედე ქალს და რესტორანი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე რომ დავრწმუნდი ის მართლაც არსად იყო ქალს მივუბრუნდი -თვითონ სადაა?-ვკითხე ჩურჩულით და გავიღიმე -გარეთ გელოდება, უარი რომ მითხრას აღარ შევრცხვები მაინცო-ჩაიცინა ქალმა -წადით და უარი უთხარით-კვლავ გადავუჩურჩულე ღიმილით -მოიცა, რა?-გაოცებულმა გადმომხედა ქალმა -უთხარით რომ საშინელი რეაქცია მქონდა რომ არ მიყვარს, შემდეგ კი სახლში წაიყვანეთ მე იქ მივალ-გადავჩურჩულე ქალს და თვალი ჩავუკარი #რატისთან გარეთ ვიცდიდი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა ელენე, უკვე მოთმინება მეწურებოდა მაგრამ ვიცოდი ეგრე სიურპრიზს ჩავშლიდი. ვარდების თაიგული ხელში ავათამაშე და რესტორნიდან გამოსულ ნინას მივაჩერდი -რახდება დეი?-ვკითხე ნინას რომელსაც სახეზე იმედგაცრუება ასახვოდა -არ წამომყვა, არ მიყვარსო-ჩუმად თქვა და თავი დაბლა დახარა -იტყუება-ამოვიგმინე ნირწამხდარმა და იქვე სკამზე დავჯექი, ყვავილები მოვისროლე და თავი ხელებში ჩავრგე. გული მტკიოდა და ვერც კი ვიაზრებდი რაუნდა გამეკეთებინა, გაბრაზებული წამოვვარდი ფეხზე, -შედი და ძალით გამოყვანა რომ დაგჭირდეს გამოიყვანე, მე რომ შევიდე კარგი არაფერი მოხდება-კბილების ღჭიალით ვთქვი და ვარდებს მთელი ძალით დავარტყი ფეხი. -კარგი დეი ნუ ნერვიულობ ხო, ეხლავე გამოვიყვან-სწრაფად მაკოცა ლოყაზე და შიგნით შევიდა, მალევე გამოვიდა გაღიმებულ ელენესთან ერთად -დაგვტოვე-კბილები გავაღჭიალე და ანჯაფარიძეს ხელი დავავლე, რესტორნის უკან გავიყვანე და კედელზე ავაწებე -ანუ არგიყვარვარ ხო?-გაბრაზებულმა ვკითხე და ხელი წელზე მოვუჭირე -რაიცი-წარბი ამიწია მან -რა რავიცი, ნუმეთამაშები გაფრთხილებ-გაბრაზებულმმა კედელს მაგრად მივარტყი მუშტი -იმიტო არ შემოვიდა შენი უარის შემტხვევაში რომ არ შერცხვენილიყოო და მე ვიფიქრე უნდა მეთქვა რომ არ მიყვარდი-ჩაიცინა მან -ნუ მაგიჟებ-ამოვიგმინე და ბაგეებზე სწრაფად მივაწებე ჩემი ტუჩები, სწრაფად და მომთხოვნად ვკიცნიდი, წელიდან ფეხზე ჩავასწიალე ხელი და მაგრად მოვუჭირე მაგრამ სწრაფადვე მოვეგე გონს და ისევ ზემოთ ამოვწიე. ვგრძნობდი როგორ დათარეშობდა მისი თითები ჩემს თმებში და სიამოვნებისგან გმინვა აღმომხდა -მიყვარხარ-დავიჩურჩულე და კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე მკლავები წელზე -თუარ გამტეხავ წელში მეც-გაიცინა და ეხლა თვითონ მაკოცა. -ეგრეც ვიცოდი-კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და ტუჩებზე ენა გადავისვი. -სალო როგორაა?-მკითხა მოულოდნელად მან, სალოს და თეკლეს გახსენებაზე გამეღიმა -იცი რა საყვარელი ბავშვია თეკლე? ძაან პატარაა-გავიცინე და ლოყაზე მაგრად ვუკბინე ელენეს თითქოს ბავშვი ყოფილიყოს -კარგი რა მეტკინა-სწრაფად მომიცილა -წავედით სახლში-სწრაფად დავტაცე ხელი და მანქანისკენ წავიყვანე, არც გაუწევია წინააღმდეგობა -მადლობა ნინა, ყველაზე ჯიგარი დეიდა ხარ-სიცილით დავემშვიდობე ნინას და მანქანაში დავჯექი -ეს ნინა იყო?-გაოცებულმა იკითხა ელემ -ხო-თავი დავუქნიე მე -როგორ შეცვლილა, სხვანაირი მახსოვს-გაიცინა მან. აღარაფერი მიპასუხია სწრაფად მოვშორდით იმ ტერიტორიას და გეზი ჩემი სახლისკენ ავიღე, ნახევარ საათში უკვე სახლში ლიფტში ვიყავით და სახლისკენ მივიწევდით -დარჩები ჩემთან?-ვკითხე და ხელი გადავხვიე -დედას დავურეკავ და ვკითხავ-ჟაკეტის ჯიბიდან ამოაცურა ტელეფონი -რას კითხავ გოგო დედაშენს? ცოლად გამომყვები თუარა?-ჩავიფხუკუნე მე -რა ცოლი?-გაოცებულმა ამომხედა -მე ვიგულისხმე თუ დარჩები სამუდამოდმეთქი-თვალები გადავატრიალე და ტელეფონი ხელიდან ავართვი -არა-შუბლი შეკრა ანჯაფარიძემ -შენ ვინ გეკითხება, მე ზრდილობის გულისთვის გკითხე-ენა გამოვუყავი და სახლში შევიყვანე -თუ ეგრეა მიდი ეხლა და საჭმელი გამიკეთე-ჩაიცინა და დივანზე გაწვა, თვალები მისი მოშიშვლებული ფეხებისკენ გავაპარე რომელიც თითქოსდა მიწვევდა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და თავზე დავადექი -ადექი-შუბლი შევკარი და ისე ვუთხარი -რასაპირებ?-მკითხა ოდნავ გაკვირვებულმა -ჯვარი უნდა დავიწეროთ სასწრაფოდ-ბრწყინვალე იდეა მომივიდა თავში -სულ გაგიჟდი შენ?-იყვირა ფერწასულმა ელენემ -რამოხდა?-გავიოცე მე -მეგონა ხუმრობდი-თავი დახარა და სწრაფად დაჯდა დივანზე. -მე არ ვარ მზად ამისთვის. ჯერ 18 წლის ვარ.-ამოიგმინა და თავი ხელებში ჩარგო. -კარგი, როგორც გინდა-ოდნავ ნაწყენმა ვუთხარი და სამზარეულოში გავედი -ნუ გწყინსს-დამიყვირა და უკან გამომეკიდა -არმწყინს-გავუღიმე მე -გეწყინა-თვალი თვალში გამიყარა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. -ხო კარგი, ცოტა ოღონდ-ვაღიარე მე -როდის გინდა ქორწილი?-მკითხა და გაიღიმა -როდესაც შენ გინდა-ლოყაზე მაკოცე და გულზე ავიკარი -5 წელში?-მკითხა და შემომხედა -გაგიჟდი? 5 წელი რაამბავია, 1 წელში-შევევაჭრე მე -ოთხი-4 თითი აწია ჰაერში -ორიიი-ამოვუწუწუნე მე -2 წელი და 6 თვე-გაიცინა და ხელები კისერზე მომხვია -ჯვარი დავიწეროთ, არავის ვუთხრათ და როცა მოგინდება მაშინ გადმოდი ჩემთან-შევთავაზე კვლავ -რაგეჩქარება?-ჩაიცინა -ხოდა იძახე მერე რაგეჩქარებაო რო მოვიყვან მეორე ცოლს მელოდე მერე კიდე უარს მეტყვი და მესამეს მოვიყვან-ენა გამოვუყავი მე და მისი მოქნეული მუშტი ავიცილე -წავედით-ხელი მომკიდა და კარისკენ გამათრია -ესეც ასეე-ჩავიცინე და უკან მივყევი -_-_-_-_- ჯვრისწერის მოწმობა ნეფის სახელი, გვარი__ რატი ლომიძე დედოფლის სახელი, გვარი__ ელენე ანჯაფარიძე ჯვრისწერა შესრულდა__თბილისი, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი ხელისმომკიდეები_მარიამ აბაშიძე, გიორგი ნატრიაშვილი შევეცადე ისეთი გამომსვლოდა როგორიც მიინდოდა და გინდოდათ, მე მაინდამაინც არ დამაკმაყოფილა ამ ისტორიამ. ველოდები თქვენს შეფასებას. ხო თუ ვერ გაიგეთ ხელისმომკიდეები ანუ მეჯვარეები ვინ არიან თვითონ წყვილიც არ იცნობს :დდ იმიტომ რომ ჩუუმად დაქორწინდნენ :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.