შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელახალი დაბადება (1)


3-09-2015, 18:46
ავტორი divergent
ნანახია 2 624

შუა ღამისას ტელეფონის ზარმა გააღვიძა. უმალ გაახილა თვალები და უცხო ნომერს უპასუხა:
-ლუკა, განყოფილებაში ვარ ,მომაკითხე...
-ამჯერად სად.?!
-ნიკოს უბნის ობიექტზე.

ტელეფონი გათიშა და წასასვლელად მოემზადა.მისაღებში გასულს მამა დახვდა:
-ამ შუა ღამისას საით გაგიწევია შვილო?
- რატის ამბავია...
-ახლა რაღა შარში გაყო თავი
-არ ვიცი , ლევან არ ვიცი .. არ დამელოდო , დაიძინე ....
•••
-გამარჯობა,რატი ონიანი აქ მოიყვანეს?!
-ვინ ბრძანდებით?
-მე მისი ძმა ვარ...
- მთავარ ოფიცერთან შეგიყვანთ, მომყევით...

***
კაბინეტში შესულს თავისი სტუდენტობის ამხანაგი დახვდა, მეგობარს გადაეხვია და შემდეგ სკამზე მოწყვეტით დაჯდა.
-ახლა რა ჩაიდინა ჩემმა ბედოვლათმა ძმამ?
-ეს ისეთი შემთხვევაა მე კი არა შინაგან-საქმეთა მინისტრიც კი ვეღარ უშველის
-ასეთი რა ჩაიდინა, კაცი მოკლა?!
-უარესი ,ძმაო უარესი-ნიკო დადუმდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, მოუთმენლობისგან ლუკა ფეხზე წამოდგა და ძმაკაცს მიუბრუნდა
-მითხარი
-გოგო გააუპატიურა...
უცებ ლუკა გაშეშდა... რა აღარ წარმოიდგინა აქ რო მოდიოდა , რა აღარ იფიქრა.. იცოდა მისი ძმა ანგელოზი რომ არ იყო მაგრამ ასე თუ შეტოპავდი ვერც კი გაიფიქრებდა...
-მოვიდა და აღიარა, სარჩელი არ შემოუტანიათ, ამიტომ შეგიძლია წაიყვანო სანამ ის გოგო გონს მოვა...
ამ წამს ლუკა უბრალოდ აღარ აზროვნებდა, ნიკოს სიტყვები ბუნდოვნად ჩაესმოდა...
-აქ დარჩება...
მთელი ღამე თბილისის ქუჩებში დახეტიალობდა, სახლში გამთენიისას დაბრუნდა, წყალი გადაივლო და შემდეგ მეგობარს დაურეკა:
-ნიკო, რომელ საავადმყოფოშია?
-მთავარში, მგონი არ ღირს მისვლა, აჯობებს...
-მადლობ
ტელეფონი გათიშა და სახლი დატოვა....



№1 სტუმარი თეა

ძალიან პატარაა.გაზარდე თავები

 


№2  offline წევრი Tako Tsiklauri

ძალინ კარგი და საინტერესოაა... გააგრძელე აუცილებლად და ცოტა დიდი თავები დადე ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent