შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაჭედილები ( თავი 3)


3-09-2015, 19:00
ნანახია 1 834

ცხოვრებაში თავგადასავლები ჩემი ჰობი არაა.არც ექსტრემალური სიტუაციები მიზიდავს.საკუთარი აზრი გამაჩნია და ფსიქოლოგებთან სიარულის შემდეგ,მე შემიძლია დავამტკიცო,რომ შავი თეთრია,ან პირიქით.
შეყვარებული არასდროს მყოლია,თუმცა ის გრძნობა რასაც მუცელში პეპლები ჰქვია ჩემთვის ნაცნობია.ხანდახან კი პეპლებს ზოოპარკიც ცვლის.
ბავშვობაში სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება.ეს მანამ სანამ დედა არ გარდაიცვალა.ბავშვობაშითქო,რომ ვიძახი სულაც არ ვგულისხმობ 10 წლის ასაკს.ეს სადღაც 5 წლის წინ იყო,მაშინ,როდესაც ცხოვრებაში მიზანი გამაჩნდა.მერე ყველაფერი შეიცვალა.დედის გარდაცვალებას მამის ჭკუიდან გადასვლა და თვითმკვლელობა მოჰყვა.ამისდამიუხედავად ბრძოლა არ შემიწყვიტავს,რადგან იჯდე და უცადო რას გიმზადებს ბედი? ირონიულად ჟღერს.
ყველას ბედი დაბადებიდანვე წყდება.ყოველშემთხვევაში ჩემი მშობლები ასე მასწავლიდნენ. ზოგის ბედი გზაში იცვლება,ზოგიერთი ერთ ადგილას იჭედება.მაგალითად გეტყვით,რომ სადღაც შეიძლება დანიშნულების ადგილს ასცდე და მეგატვინივით "ციხეში" ამოყო თავი,შენი განსაზღვრული ადგილი კი სრულიად უბედომ დაიკავოს,როგორც მეტრომანის შემთხვევაში მოხდა.
დისნეი მიყვარს.არ ვთვლი,რომ მას განსაზღვრული ასაკი აქვს.კონკიას ამბებიც მიზიდავს,თუმცა ასეთი ამბები იშვიათია,უფრო ზუსტად კი დაუშვებელი.ჰეფი ენდებით დამთავრებული ისტორია ფარსია.ნამდვილ ცხორვებას დრო და დრო გაფრენები და ჩხუბი ყოველთვის თან სდევს. ისტორიები ინდივიდუალური,ა ისევე როგორც მე და შენ.
ცხოვრება ყველას ერთნაირად არ წყალობს.ჩემნაირები,რომლებიც განსაცდელს უმკლავდებიან-იჩაგრებიან.გოგონების ის ნაწილი კი,რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ, პირად საქმეში მაინც აღწევენ წარმატებას.ამის მაგალითი ტამარაა,ახლა ჩემს წინ რომ იცმუცნება.

ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.
-გისმენთ-მობეზრებულმა იკითხა ტამარამ.
-ნელი? დიახ აქ გახლავთ-გაკვირვებულმა გადმომხედა მან და ყურმილი მომაწოდა.
- ვინ არის?-სანამ ვუპასუხებდი ვკითხე.მხრები აიჩეჩა და ინტერესიანი თვალები შემომანათა.
-სწრაფად უპასუხე-მოთმინებიდან გამოსულმა წამოიკივლა.ვუპასუხე.

-დიახ...მე გახლავართ...დიახ...ახლა?...კი მაგრამ ვმუშაობ...კარგით,კარგით-ზარი გაწყდა.
-ვინ იყო?-მოუთმენლად იკითხა ტამარამ.
-რომელიღაცა კომპანიიდან იყვნენ.მითხრეს,რომ ნახევარ საათში შეხვედრა მაქვს მეთერთმეტე და მეთორმეტე ავენიუებს შორის გადაკვეთაზე.
-კი მაგრამ ეგ ხომ ქალაქგარეთაა?
-როგორც ჩანს ვიღაცას ეს სულაც არ აინტერესბს.უნდა წავიდე-ფეხზე წამოვდექი და მოსაცმელი ავიღე.
-ფრთხილად იყავი სადმე ფეხი არ მოიტეხო.ან უფრო უარესი არ მოგიტაცონ-გადაიხარხარა მან.
-ნეტავ ოდესმე თუ მოგბეზრდება?-ცივად ვიკითხე და გასასვლელისკენ წავედი.
-ნელი-გამომეკიდა ტამარა-სათვალე დაგრჩა ძვირფასო.
ნერვებმოშლილმა სათვალე ძირს დავაგდე და ზედ გადავუარე.
რაღაც "ოუ"-ს მაგვარი აღმოხდა და ისე რომ დამტვრეული შუშები არც ამიკრეფია,შენობა დავტოვე.

ყველაფერი იმით დაიწყო,რომ შეხვედრაზე მიმავალს მანქანა შუა გზაზე გამიფუჭდა.შემმა საცოდავმა მატორმა საბოლოოდ,ისიც გამოსამშვიდობებლად ამოიბღავლა და სამუდამოდ დახუჭა სიმწრით დაჭყეტილი თვალები.
სადღაც გადაკარგულში დიდ ქვაზე ვიჯექი და სამყაროს ჩემი გაუბედურების გამო მწარედ ვსაყვედურობდი.რა თქმა უნდა ის სიჩუმეს ინარჩუნებდა.ეს კი იმდენად მიშლიდა ნერვებს,რომ უცებ წამოვფრინდი ფეხზე,დასაკლავი ქათამივით გამზადებულმა კისერი მოვიღერე,“დავიკაკანე“,ქვას ფეხი ამოვარტყი და წავყირავდი.საბოლოოდ ხელში ბებიაჩემის დროინდელი ფეხსაცმელის (რომელიც ჩემს გარდერობში ერთადერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იყო) ქუსლი შემრჩა.აქეთ-იქით მიმოვიხედე და თავის ჩამოსახრჩობად ხეების შესაძლო ვარიანტების განხილვა დავიწყე.ხელი შემიშალეს.ჩემმა მობილურმა თავი შემახსენა.
-გისმენთ-ხმაჩახლეჩილმა ვუპასუხე უცხო ნომერს.
-მის ნელი?-ტელეფონს მიღმა ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა.
-დიახ გისმენთ.
-ტაქსი წუთი-წუთზე მოვა.ადგილიდან არ გაინძრეთ.თქვენ ფეხსაცმელზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
გულმა რეჩხი მიყო.
-კი მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?ან ეს ყველაფერი საიდან იცით? ან...-კიდევ უამრავი კითხვის დასმა მინდოდა,მაგრამ სასიამოვნო ხმის მქონე ქალბატონმა ყურმილი დამიკიდა.უტაქტო.
გამოლენჩებულმა დავაბრუნე ტელეფონი ჩანთაში.კიდევ უფრო გამოლენჩებული მივუახლოვდი საკმაოდ მაღალ ხეს და ხელით მოვსინჯე მისი სიმაგრე.ვერ ვარ კარგად.

შემოსახვევში ყვითელმა ტაქსმა შემოუხვია.შემდეგ ჩემს წინ ფრთხილად დაატორმუზა და ფანჯრიდან გამომხედა.
-მის გრეჰემ?-საკმაოდ გრაციოზულად მომმართა.
-გისმენთ.
-მანქანაში დაბრძანდით.დანიშნულების ადგილამდე მე მიგიყვანთ.
-კი,მაგრამ ვინ გამოგგზავნათ?-თვალები მოვჭუტე მე.
-ანონიმურობა მის ნელი.ეს მათი პირველი მოთხოვნა იყო-ღიმილით გადმოვიდა მანქანიდან და წინ დამიდგა.
-ვინ მათი?-ხმაში შიში შემეპარა-ჯანდაბა ამიხსენით ვინ გამოგგზავნათ.წინააღმდეგ შემთხვევაში იმი იმედი ნუ გექნებათ,რომ აქედან ფეხს მოვიცვლი-მოტეხილქუსლიანი ფეხსაცმელი მიწაზე დავაბაკუნე.

-თქვენი ნებაა-მხრები აიჩეჩა მან-მე მხოლოდ მოვალეობების შესრულება მევალება.გაინტერესებთ რამდენი ქვესათაურისგან შედგება ის?
-რატომღაც ამის გაგების დიდი სურვილი არ მაქვს.
-პირველი : მე თქვენი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა მევალებოდა.ყოველგვარი პრობლემების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
-მაგრამ,როგორც ხედავთ,თქვენ პრობლემა გაქვთ-უხეშად გავაწყვეტინე მე.
-და მეორე : იმ შემთხვევაში თუ პირველი გეგმა ჩაიშლებოდა...ჯანდაბა,როგორ არ მიყვარს ამის გაკეთება-თავისთვის დაიბუზღუნა-მაგრამ საქმე მოითხოვს.
მოულოდნელად ცემს ფეხებთან დაიხარა,ხელი წამავლო და ზურგზე მომიკიდა.
-რა? რას კადრულობთ?-ჩანთა მოვუქნიე და ავფართხალდი.მანქანაში ჩამტენა და კარი საგულდაგულოდ გადაკეტა.
-თქვენითვისვე აჯობებს თუ წყნარად იქნებით-ჩემი ყვირილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

სხვა გზა არც მქონდა. აქ უღრანი ტყეა.ქალაქგარეთ ვართ და აქაურობა სულაც არ გამოირჩევა მოსახლეობის სიმჭიდროვით.მანქანის ფანჯრებიდან ხედები სწრაფად იცვლებოდა.სწრაფად იცვლებოდა გარემოს ფერებიც და ადგილებიც.გულისრევის შეგრძნება მაწუხებს,მას შემდეგ კი რაც მანქანა შესამჩნევლად ატორმუზებს და მოულოდნელობისაგან თავს კარებს ვარტყავ,ამას თავის ტკივილიც ემატება.მანქანიდან მძღოლი გადადის,შემდეგ კარებს მიღებს და ძალიან თვალთმაქცური საქციელით მიწვდის ხელს.ვაიგნორებ.ქუსლმოტეხილი ტუფლი კვლავ მაცვია.სიარულში ხელს მიშლია,ამას ემატება დისკომფორტიც,მაგრამ სიარულს მაინც განვაგრძნობ.დღევანდელი საუბარი მახსენდება და გულში ათასჯერ ვიფიცებ,რომ თუ ცოცხალი გადავრჩი ტამარას ენას ამოვაძრობ.მერე სახეზე მიტკლისფერი მედება,ესეც მას შემდეგ რაც დიდი და შიშისმომგვრელი შენობის წინ სრულიად მარტო ვრჩები.



№1  offline წევრი Firefly

Kargia magram patara tavebs deb dzalian
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent