შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება (1 თავი)


3-09-2015, 20:55
ნანახია 1 607

გავრბივარ, ირგვლივ სულ ხეებია. ვგრძნობ როგორ მისველდება წვიმით გაჟღენთილ, სველ ბალახზე ფეხი ყოველი დადგმისას. ვგრძნობ სუნს, უსუნო წყლის სუნს და უცებ ვარდები. ახლა მთლიან ჩემ სხეულს შემოკვროდა H2O და ვიძირები. ვიგუდები მინდა რაღაცას ჩავეჭიდო რომ როგორმე ამოვყვინთო. მაგრამ როდესაც უკვე ფსკერს ეხები ძალიან გვიანია...
გათენდა და ფანჯარაზე აფარებული ძველი მტვრიანი პლედის მიუხედავათ მზე მაინც ახერხებს ოთახში შემოღწევას ამოსვლის თანავე, მასზე არსებული ნახვრეტების დახმარებით. ამჯერად ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა. საათს რო დავხედე შვიდის რაღაც წუთები იყო. საწოლზე წამოვჯექი ღრმად ამოვისუნთქე, და ფანჯარასთან მივედი. პლედი ჩამოვგლიჯე, რომლის უკანაც მშვიდი, თითქოსდა და სასიამოვნო მაგრამ ძალზედ მომაბეზრებელი ქალაქი იმალებოდა. მოვტრიალდი და სკამზე გადაკიდებული საროჩკა მოვიცვი. როგორც ყოველთვის არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა თუმცა ჯობდა დილა ცხელი ყავით დამეწყო. ჰაჰ... ხანდახან მართლა მეცინება როცა ჩემს სოროს სახლს ვუწოდებ, ის სულ რაგაც 19-20 კვადრატია და ამ ტერიტორიაზევე მომიწია ისევე ჩემი ხელით ტვალეტის აშენება. ხანდახან უაზროდ ვიჯექი და ვტიროდი ან წიგნს ვკითხულობდი. გამიმართლა იმაში რომ ბევრს წიგნები აღარ აინტერესებთ და სახლიდან გამოტანილი წიგნების ფასი იმდენად დაბალი იყო რომ მე მის ყიდვას მაინც ვახერხებდი. თავს ფლეიერების დარიგებით დღეში ათლარად ვირჩენდი. ისე რომ დავუკვირდე თვეში 300 ლარი გამოდის რაც არც თუ ისე ცოტაა მარტოხელაა 17 წლის გოგოსთვის. წამით კვლავ საწოლს გავხედე და იქ მწოლიარე ნიკაზე ჩავფიქდი. ვინ არის ის ჩემთვის, შეყვარებული, მეგობარი თუ უბრალოდ... რა უბრალოდ ეს ხომ სასაცილოა ის ჩემთვის არავინაა უბრალოდ მე ვარ მისი გასართობი გოგო. ჯერ ბოლომდე ყველაფერი არ მომხდარა რაც უცნაურია. ერთმანეთს ვკოცნით ხანდახან ჩემთანაც რჩება ხოლმე მაგრამ სერიზული არაფერია ჩვენ შორის და ჩემზე არავის არაფერს არ ეუბნება.
ყავის ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე და სახლიდან გავედი, რაღაც სპორტული შარვალი თეთრი მაიკა ზემოდან საროჭკა და ფეხზე კი კეტები. მივდივარ მაგრამ არ ვიცი სად. ცოტა გრილასავით, პარკისკენ შეუხვიე სადაც მარტო ერთი-ორი მორბენალი თუ იყო და მეეზოვეები. სკამზე ჩამოვჯექი, აქეთ-იქით ვიყურებოდი და უეცრად დავინახე მოხუცი კაცი უკვე ძალზედ გადათეთრებული თმებით და სახეზე ბევრ ნაუჭიანი, ხელჯოხით ხელში მოდის ჩესკენ და მეკითხება:
- შეიძლება ჩამოვჯდე?
-კი, დიახ რა თქმა უნდა.-თავაზიანობის გამოჩენას ვცდილობდი. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით მერე მოულოდნელად მან საუბარი დაიწყო.
-დღეს რა დღეა? - მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი რა დღე იყო.
- 1 მარტი, გაზაფხულის პირველი დღე. ზუსტად 25 გაზაფხული მის გარეშე. -ხმაში სევდა შეპარვოდა მაგრამ ცდილობდა რომ ცრემლების გარეშე მოეყოლა ის რაც მე არ ვიცოდი რატომ მიყვებოდა.
-მის გარეშე... სამწუხაროა ალბათ კარგი მეუღლე გყავდათ რომ დრომ ვერ გიმკურნალათ.
-ის ჩემი ცოლი არ ყოფილა,
-მე ირონია შემეპარა გავიფიქრე თითქოს საყვარელს დასტიროდა ამდენი წლის მერე.
-ის ერთადერთი ადამიანი იყორომელიც საკუთარ თავზემაღლა მაყენებდა ყოველთვის მან მე მისი სიცოცხლე დამითმო მე კი მთელი ცხოვრება. ის ხშირად თავსა იმცირებდა იმის გამო რომ ჩემთან ყოფნის გამო თავს არ იფასებდა არასდროს იმიტომ რომ ყველაფერი სიყვარულს შესწირა თუმცა სათანადოდ ვერ დავაფასე - ახლა კი თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა და ბებერ ნიკაპზე დაეკიდა. თავი დახარა.
-დამშვიდდით - ვუთარი და ხელი ზურგზე მოვუსვი. -ამას რატომ მიყვებით? -ვკითხე და გამალებით მივაშტერი.
-მაინც რამდენი წლის ხარ? -მკითხა და ჯერ კიდევ დაუბერებელი თვალები მომაპყრო
-17 -ვუპასუხე მაგრამ მისი კითხვით დაბრუნებული პასუხი ჩემს კითხვასთან რა შუაში იყო არ ვიცი.
-და უკვე რამდენ ბიჭს აკოცე ან რამდენი ღერი სიგარეტი მოწიე. უსირცხვილოდ ქუჩაში ყველას დასანახად.
-კი მაგრამ თქვენ არაფერი არ იცით ჩემზე. არ იცით ამას რატომ ვაკეთებ.
-გაჩუმდი უსირცხვილო -მან ტონს აუწია
ისე გავბრაზდი, ავდექი და უბრალოდ სახლისკენ გავიქეცი. როგორც კი შევედი ეგრევე ნიკა შემრჩა
-აუ მიდი რა გეხვეწები ყავა მომიდუღე რა
-ყავა?! შენ ისიც არ გაინტერესებს მე სად ვიყავი. ტირილი დავიწყე.
-კარგი რა, რა გჭირს - ჩემსკენ მოიწია და კოცნა დააპირა მე თავი გვერძე გავწიე, გავეცალე და კარი გავუღე.
-როცა ჩემს ფასს ისწავლი მაშინ დაბრუნდი.
-კარგი -მითხრა ირონიით და თან დააყოლა -ისე კარგი იქნება საროჭკას თუ დამიბრუნებ. გავიხადე და ზედ მივაგდე. ისიც გავიდა, კარები მაგრა მივუჯახუნე. მერე ფანჯრიდან გადავიხედე ვხედავდი როგორ მიდიოდა, ზევით არც ამოუხედია, ღია საროჭკით და სიგარეტით ხელში უბრალოდ მიდიოდა. მე დავიკივე და საწოლზე დავეხეთქე.



გავაგრძელო???
--------------------
მ.მაქაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent