შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამაყი ქალბატონი 3


4-09-2015, 01:16
ავტორი Mannoo
ნანახია 6 262

იაგოს გავხედე და მაშინვე მივხვდი რომ ნატომ მოიტყუა.ცოტა ხნით მარტო დავტოვე ანიტა და აფორიაქებული მეგობრისკენ წავედი .
-რა იყო ბიჭო რა უთხარი ისეთი ნატოს რომ აქედან გააქციე.
-აა, უკვე სახელითაც მიმართავ.-განერვიულებულმა ღვინით სავსე ჭიქა ააცალა მიმტანს და ერთიანად გამოცალა.
-რა გჭირს გააფრინე ?
-მომეშვი თუ ძმა ხარ რა .. -დაბღვერით უპასუხა და კიდევ ერთი სავსე ჭიქა გამოცალა.
-რა მოგეშვა იაგო, არ იცი რას ლაპარაკობ .
-აუ გაიარე რა.-ბოთლს ხელი ჩაავლო და გარეთ გავარდა.
-რა დაემართა? -მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და თითქოს პირველად ესმისო თავიდან ბოლომდე დაუარა ჟრუანტელმა.
-არც თვითონ იცის .
-სად გავარდა ეს გადარეული, ვნერვიულობ.
-კარგი, არ იცი მაგის ხასიათი ? გადაუვლის და დაბრუნდება ..მიეჩვიე, რომ ყველაზე გიჟი ადამიანის ბიძაშვილი ხარ..
-ნატო მის გამო წავიდა? შევხედე ლაპარაკობდნენ.
-ასე მგონია.
-ნეტა ამ გოგოს მაინც რას ერჩის .. თავისი გასაჭირი არ ყოფნიდეს ვითომ ამან არ დაუმატოს.ამოიჩემა თავისი ხუშტური და ამწარებს თუ ვინმე შეხვდა. ვიცი რომ რთულია,მაგრამ ასეც არ შეიძლება.მის დას რომ ასე მოქცეოდა ვინმე მოეწონებოდა?
-ია ახლა საერთოდ არ უხსენო ჯობია.მერე სულ გადაირევა,ხომ იცი რა რეაქციაც აქვს ..ნატოს რა გასაჭირი აქვს ?
- მაგდა ცოტა შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში ვიყავით ერთად . ისეთები მომიყვა მთელი დღე ვტიროდი დედას გეფიცები.მეცოდება ამხელა ტკივილისთვის.
-არადა ხალისიანი გოგო ჩანს .
-ცდილობს დამალოს, არ უყვარს წუწუნი და თავისი პრობლემების სხვებისთვის თავს მოხვევა ..
-ასეთი რა დაემართა?
-წამო, აივანზე გავიდეთ და მოგიყვები .
***
მანქანაში არ ჩამჯდარა, ფეხით არჩია წასულიყო, თან შიგადაშიგ სასმელს წრუპავდა .თავის თავზე ბრაზდებოდა ყველაზე მეტად .. იმაზე,რომ გული მოუვიდა. ქალების ნდობა სამი წლის წინ დაკარგა საცოლეს რომ საყვარელთან შეუსწრო..თან საკუთარი ქონების განხილვის დროს. არადა როგორ ენდობოდა, სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ... იმ დღეს ხელი უნდა ეთხოვა და სიურპრიზად ჯარიდან დაბრუნებული გაუფრთხილებლად დაადგა თავზე... მის შემდეგ ქალზე სერიოზულად არ უფუქრია, სერიოზულად კი არა , საერთოდ არ უფიქრია.. სიყვარული ხომ საერთოდაც შორეულ მირაჟად ექცა .. მხოლოდ სიცილით თუ გიპასუხებდათ ,როცა ამ თემაზე კითხავდით .ახლა კი რატომ აინტერესებს საერთოდ ?..მერე რა რომ ზაზას ესაუბრებოდა, რაც უნდა ის უქნია კისერიც უტეხია. რატომ ადარდებს , რატომ ვერ იტანს სხვის გვერდით. მისთვის ხომ არაფერს ნიშნავს , ჰო არაფერს , სრულიად არაფერს . ერთი გათამამებული გოგოა.თუმცა ვის ატყუებ. მილიონჯერ რომ გაიმეორო აზრი არ აქვს .
-ჯანდაბა, რატომ ვფიქრობ ისევ მასზე… -ერთი ბოთლი რომ გამოსცალა გზის პირას ურნაში გადაუშვა და მეორეს ოსტატურად მოაძრო კორპი.უკვე კარგად იყო შეზარხოშებული მობილურმა რომ დაურეკა და ძლივს მოძებნა ჯიბეში.
-სადა ხარ იაგო ? -იმდენად ხმამაღალი იყო ახლა ზაზას სიტყვები ტელეფონი ოდნავ მოიცილა ყურიდან.
-არ ვიცი.- ადგებული ტონით უპასუხა მეგობრის კითხვას.
-აბა რა იცი ? მაგარი ბიძაშვილი ხარ რა . ჩააშხამე გოგოს ყველაფერი, ადამიანს აღარ გავს ნერვულობით. ვეცადე დამემშვიდებინა მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-აუ ახლა ლექციები არ დაიწყო რა.-სახე მოჭმუხნა, ხელში გაჩრილი ბოთლი რამდენჯერე გააქან-გამოაქანა და ტუჩზე მიიყუდა.
-ლექციები თორემ არ მომისმინო ერთბაშად.
-მოვალ და მერე ვილაპარაკოთ .-გათი+ა, ცარიელი ბოთლი იქვე მიაგდო და შესახვევში შებანცალდა. ანიტა ბაღში იჯდა , თვალები ჭიშკრისათვის გაეშტერებინა.
-მალე მოვა, გაისმა ზურგიდან ზაზას ხმა და ოდნავ ჩაიწია რომ ხის სკამზე თავისუფლად ჩამომჯდარიყო.
-რატომ წავიდა ?
-არ ვიცი, რომ მოვალთ მერე ვილაპარაკოთო.
-არასდროს არ დაუტოვებივარ მნიშვნელოვან დროს..ახლაც მაგიტომ ჩამოვიდა. დამპირდა შენთან ვიქნებიო და უზომოდ გამიხარდა . აეროპორტში ისე ჩავეხუტე გეგონებოდა სამუდამოდ მართმევდა ვინმე მის თავს. დღეს რას გავდა მისი საქციელი ?-მოწყენილმა ჩაილაპარაკა და შუბლით კვირისტავებს დაეყრდნო.
-მოვა და დავაჭრი ყურებს .- სიცილით ჩაილაპარაკა ზაზამ და თითის ქნევით დაიმუქრა . უნებურად ანიტასაც გაეღიმა,მაგრამ ჭიშკარში მთვრალი ბიძაშვილი რომ დაინახა,გამომეტყველება შეეცვალა.წამოდგომა სცადა ზაზას ხელმა რომ შეაჩერა.
-ოთახში ადი, ამას ჯერ მე დაველაპარაკები კარგი ?
-მაგრამ .-შეწინააღმდეგებას შეეცადა, მაგრამ სათქმელი ზაზას სიტყვებმა გააწყვეტინა .
-დამიჯერე, გთხოვ. -მუდარით სავსე თვალებით შეხედა ანიტას.მორჩილი ბატკანივით დახარა თავი და სახლისკენ გაბრუნდა, ზაზა კი ჩქარი ნაბიჯებით მივიდა ეზოს კიდემდე.
-ახლა არაფრის თავი არ მაქვს, შენ ძმობას ვფიცავარ .- დაასწრო სანამ რამეს იტყოდა და რამდენიმე ნაბიჯით გაასწრო.
-რა გჭირს ? ვერ გცნობ. ჯერ იყო და იმ საწყალ გოგოს ისეთები უთხარი გააქციე სახლიდან.
-ვინ არი საწყალი ? რა გაჭამათ ასეთი ყველა რომ აქებთ. რა ნახეთ იმ გაუზრდელ ლაწირაკში გამაგებინეთ რა .. რა გაგიკეთათ ასე რომ გამოგაშტერათ და ერთსა და იმავეს გაიძახით, საწყალი ნატო, კარგი გოგო ნატო, ჭკვიანი ნატო, მიხვედრილი ნატო. გამომრჩა კიდევ რამე ? კი კიდევ გამომრჩა ...რამდენი მოგთხოვა ჰა ? თუ უფასოდ დაგთანხმდა . მაგისნაირებს კარგად ვიცნობ ,ჩემთან არაფერი გამოუვიდა გუშინ ვიღაცამ მოაკითხა, მერე შუაღამეს მოიყვანა სახლში და ახლა შენ მოგიქცია კლანჭებში ხომ ? შენც აყევი .
-არა, შენ ჩემი ძმა არ ხარ .. ვინმემ ტვინი გადმოგინერგა? - ნელ-ნელა ბრაზი აწვებოდა ზაზას.
-მეე? მე თუ თქვენ ? ვერ გცნობთ. თითის ტოლა გოგომ ასე როგორ გაგაცურათ. საწყალი მამა აბრამის ბატკნის სახე მიიღო და დაიჯერეთ ხომ ?მითხარი უკვე მოასწარი მასთან ყოფნა ? ისე გეკურკურებოდა და ისე გემრიელად იცინოდით ვატყობ არ გასჭირვებია შენთან დაახლოება.
-შენ კარგად ხომ ხარ ბიჭო.. რეებს ბოდავ ?-გზა გადაუღობა, თვალებში ჩახედა და საყელოში ხელი წაავლო.
-ხო. ჩემი რა გრცხვენია ,ბავშვობიდან ერთად არ ვართ ? მითხარი შენც ჩაგხედა იმ ეშმაკური გამოხედვით ხომ ? შენც მოგახვია იმ წითური თმის სურნელი,შენც ისე გაგიღიმა და მოგაჯადოვა ხომ ?
-მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ.- თავი გვერდზე დახარა ზაზამ, ხელები შეუშვა და უკან ოდნავ დაიხია .
-არადა მაგის მშობლებს ახლა მშვიდად სძინავთ .
-მაგის მშობლებს კარგა ხანია მშვიდად ძინავთ. მისმინე მე არ ვიცი შენსა და ნატოს შორის რა მოხდა და არც მაინტერესებს გაიგე ? მაგრამ ქეთის პიროვნებით ნუ საზღვრავ ქალთა მოდგმას... ერთმა რომ გიღალატა დაუნდობლად ,ეგ იმას არ ნიშნავს რომ სხვაც ასე გაგიმეტებს .სულ აგერია მის შემდეგ თავგზა.გოგო და სიყვაული რომ გიხსენოს ვინმემ სასაცილოდ არ გყოფნის. ეგ ნორმალურია? ვიცი რომ ძალიან გეტკინა, მაშინაც შენს გვერდით ვიყავი თუ გახსოვს და ახლაც აქ ვარ. ყოველთვის მზად ვიქნები კიდევ რომ სწორი გზისკენ გიბიძგო.არეული ხარ , თან ნასვამი .
-ნასვამობა რა შუაშია ზაზა, ფხიზელიც ამ ჭკუაზე ვიყავი მე ... მაგისთანებს მოხარშულსაც ვიცნობ და შემწვარსაც.
-ვისთანებს გამაგებინე .. რა ჯანდაბა დაგემართა, რას გადაეკიდე ამ გოგოს .
-ვისთანებს და ქეთის ნაირებს .. არ გახსოვს როგორ შემომიძვრა ? თავი შემაცოდა და მე დებილიც მშვენივრად წამომაგო ანკესზე. ნატოც არაფრით განსხვავდება მათგან. ყველა ერთნაი ..
-გაჩუმდი -ბოლო ხმაზე უღრიალა ზაზამ და ისევ გაიწია თეთრი პერანგის საყელოსკენ.ჩვეული ირონიულობით ჩაიღიმა იაგომ და ზაზას ხელები გააშვებინა -შენ უკვე აგირია თავგზა. უკვე შემოგეპარა .
-ყველა ერთნაირი არაა გესმის ? ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდე ეგ აზრი თავიდან . ჯიუტი სულელი ბავშვივით თითქმის წელიწადია ერთსა და იმავეს გაიძახი... უაზრო, ჩაბეჭდილ ფრაზას.ანიტაც გოგოა. ეგეც ქეთის ჰგავს ?
-ჩემი ანიტა ?-თვალები გაუფართხოვდა ,- გაგიჟდი? ჯვარი სწერია.
-ხოდა ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავს .მით უმეტეს, როცა არაფერი იცი ..
-რა უნდა ვიცოდე გამაგებინე, მომაკუდიანა და ახლა შენც იმავეს გიპირებს . ისევე უნდა ღამე მოგელანდოს როგორც მე , ისევე უნდა მასზე იფიქრო და თავიდან ვერ მოიცილო.მოვიდა და ერთიანად ამრია . თქვენ კიდე იცავთ . ჯანდაბა , ყველაფერი მისი ბრალია.
-მისი კი არა შენი უტვინო თავის ბრალია ,შეყვარებული ხომ არ ხარ ? . არადა გამოშტერებული ხარო წუთის წინ მიმტკიცებდი. ეტყობა ვინც შეტოპა ღრმად ,თან საკმაოდაც .გამიმართა აქ ეჭვიანობის სცენები . -სიცილით ჩაილაპარაკა მეგობრისთვის ზუსტი დიაგნოზით გასტუმრებისას.
-რას ვშვები ? გამიმეორე რას ვშვები -საყელოში ახლა თავად წვდა და თვალებში ჩახედა .
-ეჭვიანობ.
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?
-სისულელე აბა ხო. ერთი ეგაა სისულელე და მეორე ის რომ არ მეკურკურებოდა . ოთხი წელია მიყვარს და შენ გამომაპარებ რა და როგორაა?ვერ აიტანე ყველას რომ მოეწონა , ეგ კი არა ისე გამოშტერდი ჩემზე იეჭვიანე. ახლა მაინც ხვდები რა მდგომარეობაში ხარ ?
-ნუ მეუბნები ზაზა.. გული არ მეყოფა ? იმავეს ნუ მიმეორებ.
-არა რა . შენც კარგი ცუღლუტი ხარ , ასე უცებ სად მოასწარი გაფიცებ, გოგო ორჯერ ნახე და აუშვი აფრები . არჩევანს არ გიწუნებ, პირიქით, ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა, მაგისთანა ბევრი კი არ დადის.
-ნუ მეუბნებითქო არ გესმის ? არაა მასე.
-ხო აბა რა..წადი, წადი ცივი წყლის ქვეშ დადექი . მერე ანიტას აუარე, დარწმუნებული ვარ გელოდება .
-აუ ანიტა .
-ხო ანიტა. გაგახსენდა? დასტაცა ბოთლს ხელი და გაიქცა .. მარტო ყოფნა მომინდომა ბიჭმა .. მიჯნური .. -სიცილით და რაც შეეძლო ჩუმად ჩაილაპარაკა ბოლო ფრაზა.
-მაგაზე მერე დაგელაპარაკები -თქვა არეული ხმით და ბანცალ-ბანცალით წავიდა ოთახისკენ. მძიმედ დააწვა სახელურს , ტანსაცმლიანად შეეყუდა ცივ შხაპს. გონებაში ერთიანად უტრიალებდა ყველაფერი .ბოლოს ცოტა რომ მოფხიზლდა წურწურით მივიდა საწოლამდე,სველი ტანსაცმელი იატაკზე დაყარა , თავისუფლად ჩაიცვა და დერეფანში რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ანიტას კარზე მიაკაკუნა . მართალია პასუხი არ იყო,მაგრამ მიუხედავად ამისა იცოდა არ ეძინა , ფრთხილად შეაღო კარი, ოთახი ჩუმი ნაბიჯებით გაიარა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-ვიცი არ გძინავს.- პასუხი ისევ არ იყო. ახლა თმაზე ჩამოუსვა ხელი. -ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი. ძალიან ცუდი ბიჭი ვარ ,მაგრამ ისიც ხომ იცი როგორ მიყვარხარ ანიტა.. ჩემი გაზრდილი ხარ ,საზღვრებს იქით შენი ხმა რომ არ მესმის ხოლმე ლამისაა ჭკუიდან გადავიდე. ამასწინ პირველ ხაზზე ვიდექი ,არცკი მეგონა თუ გადავრჩებოდი ,ერთი ნატვრა ისიც ვინატრე ნეტა ჩემი ვინაობის გარკვევით თავს თუ შეიწუხებენ და საქართველოში გადამასვენებენთქო,ვინანე რომ არ დაგირეკე და არ დაგელაპარაკე . რამდენიმე მეტრში ყუმბარა რომ აფეთქდა გამოფხიზლებამდე შენ მელანდებოდი და მივხვდი სხვა თუ არაფერი ამ წუთისოფელს შენს გამო ვერ შეველეოდი . ხომ აპატიებ შენს ჩერჩეტ ბიძაშვილს დღეს რომ მარტო დაგტოვა ? ჰა ? - უცებ გადმოტრიალდა და სუსტი მკლავები მოხვია .
-მეტჯერ აღარ გაიმეორო კარგი?
-დღესაც რატომ მოვიქეცი ასე არ ვიცი.
-მპირდები ?
-გპირდები ..
-ჩვენი ახალი მდგმური გაიცანი ? კარგი გოგოა .. უკვე მიყვარს -გაღიმებული უკეთ მოკალათდა საწოლში და იაგოს პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
-გთხოვ მასზე არ მელაპარაკო რა .. დღეს მაინც , ახლა დაიძინე კარგი? დაღლილი იქნები .
ჩაიძინა თუ არა ,ფრთხილად გამოაცურა თავისი ხელი ,საშინლად ტკიოდა თავი, როგორც ჩანს ალკოჰოლმა იმოქმედა,ჩუმად დატოვა ოთახი და სამზარეულოში ჩაბლატუნდა.
***
დაბნელებული იყო გვერდით რომ მომიჯდა , წიგნი ხელიდან გამომართვა და მაგრად ჩამეხუტა .საპასუხოდ მეც მოვხვიე მკლავები.
-მე რომ წავალ იქ ვინ მეყოლება? მომენატრები.
-მეც მომენატრები მაგდა ..-ჩავიბუტბუტე და უფრო ძლიერად ჩავეხუტე.
-ასე ვის ჩავეხუტო ხოლმე.
-კარგი რა მოხდა , მალე ჩამოხვალ. დრო უცებ გაირბენს.
-ვითომ ?
-აბა რა.-დარწმუნებით ვუთხარი და თმებზე წავეთამაშე,
-როცა ელოდები ყველაზე ნელა გადის ხოლმე .
-არაუშავს, სულ დაგირეკავ . ოღონდ შენ კარგად უნდა იყო და არ მანერვიულო კარგი ?
-აჰამ..
-ჩემი ღუნღულა ერთ კვირაში გამიფრინდება.
-მეშინია .-ოდნავ მოცილდა ნატოს და დასევდიანებული თვალებით ახედა.
-რისი ჩურჩუტო?
-როგორ ფიქრობ შევძლებ? ახალ ქვეყანაში, ახალი ცხოვრება ,მარტივი ხომ არაა.
-მერე რა .. შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ , შეძლებ აბა ვერ შეძლებ ? შენ თვითონაც გაგიკვირდება ისე მალე შეეჩვევი -.ცხვირი თმაზე გავუხახუნე და ჩემს მკლავებში მოქცეულს შუბლზე ვაკოცე.-ისე ჩვენში დარჩეს სიცხე ხომ არ გაქვს ქალბატონო ?
-რავიცი, შუბლი ცხელი მაქვს ? მე ვერ ვგრძნობ.
-ხო, ცოტათი მეცხელება . მოიცა ,თერმომეტრს მოვიტან და ახლავე მოვალ.
-თერმომეტრი არ გვაქვს.
-როგორ არ გვაქვს გუშინ ხომ გაგიზომე ტემპერატურა.
-გამიტყდა დღეს.
-კარგი, მაშინ გავალ და ვიყიდი.
-დაიცა ამ შუაღამით ქუჩაში სად უნდა იარო მარტო?
-რა იყო მომიტაცებენ ? აფთიაქში გავალ და მალე დავბრუნდები.-სიცილით ვთქვი და საწოლიდან წამოვდექი.
-არა მოიცა. აქედან პატარა კარი რომ ჩანს იქ შედი,სამზარეულოა, ხოდა ღია თაროზე პატარა წითელ ჯვრიანი კოლოფია , იმაში იქნება თერმომეტრი.
-სირცხვილი არაა?
-არა რა სირცხვილი გაგიჟდი ?
-კარგი..
ფეხები ჩუსტებში გაუყარა და ნელი ნაბიჯით წავიდა მითითებული ადგილისკენ .ხელის ცეცებით ძლივს მიაგნო ასანთებს ,თავიდან ძლიერ შუქზე თვალები მოეჭუტა, თვალი მოავლო და სკამზე მჯდომს რომ გადააწყდა, შეკრთა.სანამ გულის ტკენას მოასწრებდა მისმა თვალებმა უკვე მოუშუშეს იარა.
-ოჰ დღეს უკვე მეორედ ვხვდები ქალბატონ საოცრებას ..შენ გაგიმარჯოს.-ეძნელებოდა სიტყვების მოსმენა,მაგრამ თავს აიძულა რამდენიმე წუთით აეტანა .თავადაც უკვირდა ამდენს რომ უთმენდა.ფეხის წვერებზე აიწია, რომ შორიდანვე შემჩნეულ კოლოფს მიწვდომოდა.ნელა ჩამოიღო,სახურავი ახადა და თერმომეტრის ძებნა დაიწყო .
-უკვე ხმასაც აღარ მცემ? ეს რაღაც ახალია ..-ნელ ნელა გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა ხმა. -აქ რატომ შემოხვედი ? პირდაპირ სასაცილოა რა . რამდენიმე დღის წინ თვალების დათხრით მემუქრებოდი, ახლა სიტყვაც არ დაგიძრავს .-როგორც იქნა მიაგნო საჭირო ნივთს ,ყუთი თაროზე დააბრუნა და შემობრუნდა. უნდოდა ოთახიდან დაუყონებლივ გასულიყო,მაგრამ იაგო პირდაპირ ცხვირწინ დაუდგა. თავი არ აუწევია, იდგა და მის მაისურს უყურებდა .-დედიკომ და მამიკომ დაგარიგეს უცხოებს არ გამოელაპარაკოო? ... მაინც ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევი...გინდა ჭკუიდან გადამიყვანო ხომ? ამას თუ ელი გეტყვი რომ უკვე მიაღწიე. არ ვიცი როგორ, რანაირად მაგრამ მაინც შემოაღწიე. ვერ გიტან ასეთი რომ ხარ გაიგე ?რატომ ჰა ? არ შეგიძლია ერთი მორიგი იყო ? რატომ გადაწყვიტე განსხვავებუბლობა ?- უფრო მეტად დააბნია ახლა მისმა სიტყვებმა ვიდრე აქამდე, თითქოს ის არ იყო წუთის წინ რომ ამცირებდა, ათასი საშინელება რომ უთხრა . ისიც იფიქრა, ხომ არ მეშლებაო,გაბედა და ნელა აწია თავი და პირდაპირ თვალებში ჩახედა.-რა გინდოდა გამაგებინე, რას მერჩოდი? ჯანდაბა,რატომ ვერ მივდივარ, რატომ ვდგავარ აქ.. რატომ მიზიდავ ასე საშინლად, რატომ მინდა შენი კოცნა.. მარტო ამაზე რატომ ვფიქრობ?-ბუტბუტებდა და უფრო ამცირებდა მათ შორის მანძილს . ნატო სუნთქვა შეკრული იდგა,გამეტებით უჭერდა ხელს თერმომეტრს რომ არ გავარდნოდა.-მართლა ვერაფერს ვუხერხებ ჩემ თავს, მინდა დავარწმუნო რომ ალკოჰოლის ბრალია,მაგრამ არ არის .. შენ უფრო მათრობ მგონი ვიდრე რამდენიმე ბოთლი შამპანიური. ახლა უფრო მტკივა თავი ვიდრე ათი წუთის წინ.. -რაც შეეძლო უკან გაწია თავი ,მაგრამ ნიჟარასთან აყუდებულს წასასვლელი აღარ დარჩა,იაგომ ნელა ჩამოუსვა ხელი ჟღალ, ტალღოვან თმაზე, თითები კომფორტულად მოათავსა და მისკენ მოიზიდა .იგრძნო ,ერთიანად რომ აკანკალდა ,გაშეშებული იდგა მის წინ და პატარა ბეღურასავით ცახცახებდა.ცოტა ხანი უყურა მიმზიდველად ამობურცულ მფეთქავ ბაგეებს,
-მართლა არ შემიძლია სხვანაირად - მერე ნელა დაიხარა და რბილად დაწვდა ბადაგისფერს.უფრო სწორად უნდოდა შეხებოდა, მაგრამ თევზივით დაუსხლტა ნატო და კარს მიღმა წამებში გაუჩინარდა.
* * *
მისი სიტყვების გადახარშვას ვცდილობდი სხეულზე რომ ამიკრა და ტუჩებზე შეხება სცდა.არაფერში ვიყავი იმ წამს დარმუნებული,გარდა იმისა რომ რამდენიმე წუთი სუნთქვა შევწყვიტე .ხელი რომ სხეულზე დამისრიალა და სიცივემაც ტალღასავით გადამირბინა ორივე მტევანი გულზე მივაბჯინე ,რაც შემეძლო ძლიერად ვუბიძგე და მოვიშორე.არაფრის თქმა არ ვაცადე ისე გამოვვარდი. ოთახში შესული ერთიანად ვცახცახებდი, მხოლოდ ახლა შევნიშნე როგორ მიკანკალებდა ხელები.
-ნატო შენ ხარ ? იპოვე ? -მაგდას დაგუდულმა ხმამ გამომაფხიზლა ყრუ ფიქრებისგან .
-კი მაგდა ვიპოვე.- დივანს მივუახლოვდი და თერმომეტრი გვერდით დავუდე.-აბაზანაში შევალ და ახლავე გამოვალ მე.-ჩავიბურტყუნე და იქაურობა ისე დავტოვე თავი არ ამიწევია. სირბილით შევედი აბაზანაში,ორივე ხელებით ნიჟარას დავეყრდენი .გახშირებული სუნთქვით უნებურად ვორთქლავდი სარკეს ,რომელსაც ლამისაა ცხვირით ავეწებე და რომელშიც უკვე ჭირდა გამოსახულების გარჩევა . მერე ორივე პეშვი წყალს შევუყუდე და სახეზე შევისხი . მინდოდა რაიმე ახსნა მომეძებნა მისი საქციელისთვის ,მაგრამ ამან სულ დამაბნია. შეიძლება ადამიანი ასეთი ცვალებადი იყოს. ერთ წუთში მიწასთან გასწორებდეს.ათას საშინელებას გეუბნებოდეს. მერე იძახდეს რომ ჭკუიდან გადაგყავს, უშენოდ ვერ ძლებს და კოცნა უნდა .. მე რას ვგრძნობ ? არ ვიცი .. არაფერს, ან ჯერ ვერ ვხვდები, ისევ მაკანკალებს .. ხელზე სულ ეკლებმა იხეთქა მისი შეხებისას..ტუჩები ისე ტოკავს გეგონება ბოლო წამებს ითვლის აფეთქებამდეო...გრძნობების ნარევი დამესხა თავს , სირცხვილსაც ვგრძნობდი, აღელვებასაც. ორჯერ გასაპნის შენდეგ,ლამის რომ მოვიცილე კანი მივხვდი საათობით აქ დგომას და სახის ხეხვას აზრი არ ჰქონდა . მისი სუნთქვა მეორე კანივით გადამეკრა სხეულზე და დავიწყების საშუალებას არ მაძლევდა . მაგდას სიცილის გაგონებაზე მოვწყდი ფიქრებს ,კარები გამოვაღე და მასთან დავბრუნდი..
-რას უყურებ ?-გვერდით მივუჯექი და უხერხულობის გასაფანტავ ვეცადე საკუთარი თავი და ფიქრები სხვა რამეზე გადამერთო.
-აუუ ეს რა მაგარი ფილმი აღმოვაჩინე. დედას გეფიცები სიცილისგან მუცელი მეტკინა.- ცრემლებიანი თვალები გადასაფარებლის კუთხით შეიმშრალა და სიცილი გააგრძელა.
-მართლა ? რა ქვია ?- მაქსიმალურად ვეცადე დამშვიდებული ხმით მესაუბრა.
-ხელშეუხებელნი.
-რაო თერმომეტრმა ?
-რაო და კარგი გოგო ხარო.
-მაართლა ? ხოდა ხვალ წამყვები მაშინ არა ?
-სად?
-უნივერსიტეტეში ქალბატონო.. უნდა შეგკრიბოთო მერაბმა .ხვალ ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
-უი ეგ სულ ამომივარდა თავიდან .
-სიცხეში გამცვალე გოგოო ?-წარმოვთქვი ტრაგიკული ხმით და ხელოვნურად დავიწყე ფლუკუნი .
-ააალაა ,ალლაა .-ამყვა მაგდაც და ხელები შემომხვია .თან როგორც პატარა ბავშვს ენის მოჩლექით მესაუბრებოდა.ადგომის თავიც არ მქონდა,შუა ფილმის ყურებაში ჩამეძინა..
დილით კისრის ტკივილმა რომ გამაღვიძა,მივხვდი საძინებელში გადასაყვანად არც მაგდას შეუწუხებია თავი .თუმცა უსიამოვნო შეგრძნებები შხაპის მიღებისთანავე მომეხსნა ... ჩემმა საყვარელმა დეიდაშვილმა საუზმის გარეშე ხომ არ გაგიშვებო -ჩაი ,თაფლიანი პური.. ისე ვისაუზმეთ ,პატარაობაში დეიდა რომ მრგვალი მაგიდის ირგვლივ გვსვამდა ხოლმე .. მოვიტყუები, რომ ვთქვა არ ვნერვიულობდითქო.. აბა სხვას რას მივაწერო დღევანდელი დაბნეულობა. კიდევ კარგი მაგდამ შუა გზაში გამახსენა ჩანთა.. ლამის გული გამისკდა ხელში რომ არ მეჭირა , უცებ გავვარდი სახლში ასაღებად. კიდევ კარგი არ დამიგვიანებია .. მაგდა მაგრად ჩამეხუტა, ყველაფერი კარგად იქნებაო ჩამჩურჩულა და წავიდა.
***
ქუჩის კუთხეში წამლისგან გაბრუებული იჯდა გიგა და ნელ-ნელა რეალობას უბრუნდებოდა. იქვე უყურადღებოდ მიდგებულ დარჩენილ ფხვნილს თავი მოუყარა და საგულდაგულოდ ჩაიტენა საიდუმლო ჯიბეში.ნელა წამოდგა და თვალი გააყოლა გზაზე მიმავალს.
-აუ კიდე კაიფში ვარ ტო ? აბა ანგელოზები ქერები არიანო ?.. ამიტომაა, რომ არ იცი არც უნდა თქვა.. ერთი ამას შეხედონ მერეც თუ იგივე აზრზე იქნებიან .. ანგელოზია აბა რა არი ტო.. წითელთმიანი ანგელოზი . -უნებურად აჭიკჭიკდა და ბანცალით გაყვა უკან . არეული ნაბიჯებით ძლივს გადავიდა გზაჯვარედინზე,თვალები მოჭუტა უფრო კარგად რომ დაენახა . ბორდიულზე ჩამოჯდა , მკლავები მუხლებზე დაიწყო და ელოდა სანამ ჭიშკრის მიღმა გაუჩინარდა . ტელეფონის ხმამ მოიყვანა გონს. თხუტმეტი წუთი ჯიბიდან ამოღებას მოუნდა.მერე მწვანე ღილაკი იპოვა როგორც იქნა და ყურთან მიიტანა .
-გისმენ -არეული ხმით უპასუხა.
-სად ხარ ამდენ ხანს, რომ გირეკავ.
-აუ არ ვიცი რატი ,მართლა არ ვიცი ტო , ანგელოზს გამოვყევი და ახლა დიდი ჭიშკრის წინ ვდგავარ.
-კიდევ კაიფში ხარ ?- გრძნობდა ახლა როგორ ტკენდა მეგობარს , ისიც იგრძნო ძვლების დამტვრევამდე რომ მომუშტა ხელი,მაგრამ ძალა არ ჰქონდა შეჩერებულიყო.... სულ უფრო და უფრო მეტს თხოვდა ორგანიზმი .ერთხელ სცადა და იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა დაგვიანებული წამალი სულ წამებში გაიკეთა .. მერე რატის ჩხუბი კი ესმოდა,მაგრამ წამალს აჰყვა და სხვა სამყაროში გადაფრინდა.
-აუ არ მინდოდა შენ ძმობას ვფიცავარ .. მართლა ,მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლია გამაგებიე ჰა ? ასეთს ვერ გიტან, რამდენჯერ გთხოვე .. დღეს უნივერსიტეტში სწავლა დამეწყო და მეთქი ერთად წავალთ სადმე საღამოსთქო, შენ კიდევ.. გამეორებაც არ მინდა .
-მერე აქ არ ვარ ? გინდა და წავიდეთ.- გაწელილი ტონით წამოიბლუკუნა ორიოდ სიტყვა .
-რანაირად წამოხვალ ? ერთიანად გამოილპე ორგანიზმი, ნელ-ნელა იშლები და ვერ ხვდები ? ვეღარ გცნობ.. უკვე მონატრებად მექცა ნამდვილი გიგას დანახვა .ჯერ კიდევ არ მინდა ძველი გიგა დავარქვა იმ ადამიანს ჩემ ძმად რომ მიმაჩნდა. დებილი ვარ ალბათ მაგრამ მაინც მაქვს იმედი .. ჯანდაბა - ტელეფონი გათიშა...
ცოტა ხანი უყურა ეკრანს , მერე შემობრუნდა და სახლისკენ დაადგა გზას.ლიფტში მისი სართულის აღმნიშვნელ ღილაკს აცდა ამიტომაც ცოტაოდენი გარჯა და საფეხურების ფეხით ჩამოვლა მოუწია. მისდა გასაკვირად დიდი ხანი არ უწვალია კარების გაღებაზე. ფეხის თითების ქუსლზე დაჭერით გაიძრო კეტები და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა .. დგუში მოუშვა , ტანსაცმლიანად ჩაწვა ვანაში ,ხელები კიდეებზე შემოალაგა და თვალები დახუჭა. წვეთები პირდაპირ სახეში ეცემოდა და ნელ-ნელა უსველებდა დასვრილ გულისპირს . მხოლოდ მაშინ იკადრა თვალების გახელა წყალი აუტანლად რომ გაცხელდა. ახლა საპირისპირო მხარეს შეატრიალა ონკანი და ციც ჭავლს შეუშვირა თავი . ტელეფონის წრიპინი ბუნდოვნად ესმოდა, ახლახან დააკვირდა, თურმე ჯიბეში ქონია.თავის სიშტერეზე მწარედ გაეღიმა, დგუშში ამავალი მილის სათავე გადაკეტა და დაუდევრად,წურწურ-წურწურით გააბიჯა საძინებლისკენ .უკვე მოფხიზლებული იყო, ტანსაცმელი რომ გაიძრო,გრძნობდა თავის დანაშაულს , მის წილ პასუხისმგებლობასაც , თან არ უნდოდა რატი მარტო გაეშვა ,კარადის კარი ფართედ გამოაღო და საგულდაგულოდ დაუთოებული ტანსაცმელი გადმოაწყო. უკვე რამდენი წელია ოჯახში კაცის და ქალის მოვალეობას ითავსებს . მას შემდეგ ,რაც მამა გარდაეცვალა და დედა საზღვარგარეთ წავიდა . საუბარი არ უყვარდა , ყევლაფერს გულში იხვევდა, ხოდა ერთ დღესაც უბანში წამალი შეთავაზეს. მაშინ გაიფიქრა ამ ერთხელ და აღარ გავიმეორებო ,მაგრამ მისთვის ყველაზე კარგი გზა აღმოჩნდა იმ წუთში , თითქოს ყველა პრობლემა მოუგვარა მცირე ხნიანმა სიამოვნებამ. რატიმ რომ გაიგო ბევრი ეჩხუბა, იმ დღის შემდეგ პირობას დებს , მაგრამ ერთხელაც ვერ შეასრულა .ტელეფონი დაშალა, გააშრო , ცოტა ხანი ღია ფანჯარასთან დატოვა, მერე ააწყო და ნომერი აკრიბა, თუმცა არ უპასუხა. იცოდა გაბრაზებული იყო, ღირსიცაა,მაგრამ.. თუმცა უკვე თვითონაც ეზიზღება ამდენი "მაგრამ"-ის თქმა . ბოლოს დარწმუნდა არაფრით აიღებდა, გამზადებული ტანსაცმელი სწრაფად გადაიცვა ,თმა გადაივარცხნა და მისი სახლისკენ აიღო გეზი . კარები როგორც ყოველთვის რატის დედამ გააღო. უყვარდა მისი თბილი და უანგარო სიყვარულით სავსე თვალები . დედისერთა ბიჭის მშობელს მზრუნველობა არ მოუკლია . განსაკუთრებით მისი მომზადებული კერძების სუნი იზიდავდა ამ სახლისკენ .. ყოველთვის ავსებდა კომპლიმენტებით პირგამოტენილი .ხშირად საყვედურობდა,მაგრამ თავისას არ იშლიდა.
-მართა დეიდა რატი სახლშია ?- ჯიბეებში ხელჩაწყობილი იდგა კარებში და ყურებამდე გაღიმებული უყურებდა "მეორე დედას."
-კი შვილო შემოდი გარეთ რას დგახარ ..
კარები მიხურა. უნდოდა რატისთვის დაეძახებინა,გიგა მოვიდაო,მაგრამ თხოვა არაფერი ეთქვა . დერეფანი ფრთხილად გაიარა და ჩუმად შევიდა ოთახში. კომპიუტერთან იჯდა , თავი არც მოუტრიალებია ისე დაიძახა.
-დედა ხომ გითხარი არ მშიათქო, ახლა ოთახში შემომიტანე?
-დედა არ ვარ,მაგრამ შეგიძლია დამიძახო ..- სიცილით მიუახლოვდა და გვერდით სკამზე ჩამოჯდა
-რატომ მოხვედი ? -ისე იკითხა თავი არც მიუბრუნებია მისკენ.
-ხომ თქვი საღამოს კურსელები მივდივართო და მარტო ხომ არ გაგიშვებ.
-არსად არ მივდივარ .-ბრაზიანად ჩაილაპარაკა და მუშტი შეკრა.
-მიდიხარ, როგორ არა.
-არ მოვდივართქო.-უფრო შეუვალი გახდა რატი.
-მოდიხართქო.ჰე მიდი ახლა, უნდა მახვეწნინო ?
-არ მჭირდება მე ხვეწნა.
-ხოდა აბა რას მალაპარაკებ. -კარადასთან დადგა და ტანსაცმელი გადმოუღო . -აჰა გამომართვი, გიხდება ესენი.
-არ მივდივართქო არ გესმის ?
-მოდიხართქო.. გთხოვო ახლა ? აჰა გთხოვ.
-მე რომ გთხოვ გესმის ? გამაგებინე ჰა ? -გამწარებული წამოხტა, საყელოში წვდა და კედელს ააკრა.
-ჩუმად ბიჭო,დედაშენი გაიგონებს და ინერვიულებს მერე.
-მე რომ ვნერვიულობ ? მე რომ მადარდებ ეგ არაფერი და ფეხებზე იკიდებ ხომ ? სხვა რა უნდა გელაპარაკო შენ თავს ვერ უვლი ამხელა კაცი, ძალით იკლავ თავს. დედაშენი გადაიხვეწა შენი გულისთვის ,შე კიდევ რას აკეთებ ? ხელს არ გავანძრევდი შენისთანა შვილისთვის -იცოდა ახლა რასაც ეუბნებოდა იმოქმედებდა,მაგრამ შედეგი არ ჰქონდა .ისიც იცოდა თავის ტკივილს არასდროს დაანახებდა.სულ ფიქრობდა ხოლმე რატომ არ აძლევდა ყველაფრის გაზიარების საშუალებას. მერე ამაზე ფიქრს თავი მიანება და შეეგუა. თუმცა რა დროც არ უნდა გავიდეს ნარკომან გიგას ვერ შეეგუება . მისი ცხოვრებიდან ამოშლაც რომ დასჭირდეს, უეჩევნია არ ნახოს ვიდრე ცოცხალმკვდარი ,წამლისგან გაბრუებული ეგულებოდეს.
-დედა ,ბიჭები დგანან ქვემოთ, ჩამოვიდესო, რატომ არ მითხარი თუ სადმე წასვლას აპირებდი ?
-არც ვაპირებ დედა.
-რატომ შვილო ? რამე მოხდა ?
-არაფერი რაღაც ხასიათზე არ ვარ.
-წადი დედიკო. თუ გიყვარვარ წადი კარგი ?
-აუ დე.
-ბიჭო გაიგონე დედაშენის ჩემი თუ არ გჯერა.
-შენ გაჩუმდი .-ჩუმად დაუღრინა გიგას და ისევ დედისკენ მიტრიალდა
-დედიკო არ მახვეწნინო.. რატომ უნდა გამორჩე კურსელებს.
-მარტო შენი ხათრით იცოდე.. -ლოყაზე აკოცა მართას და ოთახი დატოვა , ფანჯრიდან გადასძახა ბიჭებს თქვენ წადით მე მერე მოვალო .
***
-აუ ნატო დედაჩემმა გაიგო ჩემი ცუდად ყოფნის ამბავი , თავი გაიგიჟა უნდა ჩამოვიდეო, არ მიჯერებს კარგად ვარ მეთქი რომ ვეუბნები.
- ლია დეიდამ ? კი მაგრამ საიდან ?- გაკვირვებულმა გავხედე და პირსახოცზე ხელები საგულაგულოდ შევიმშრალე.
-საავადმყოდან რომ გამოვდიოდი მეზობელს დავუნახივარ და. სხვათაშორის ჩაილაპარაკა და კედელს გვერდით მიეყრდნო.
-უი მე ..
-რას ვიზამთ .
-მერე ? დააჯერე ?
-არ იცნობ ? სანამ არ გნახავ ჩემი თვალებით ვერ მოვისვენებო. ახლა შუა გზიდან გირეკავ მოვდივარო.
-ვაიმე.. რა გინდა გოგო, რა ქნას. გაუგე მაგასაც დედაა..-ამ სიტყვის თქმისას გულში ჩამწყდა რაღაც , თუმცა არ შევიმჩნიე ,სიმწრის ღიმილით გავუღიმე-ხოდა თუ მოდის დავხვდეთ დეიდას.
-არ მიდიოდი შენ ?
-უშენოდ რა მინდა გოგო?
-კაი რა მაწყენინებ ახლა იცოდე, შენი ახალი კურსელები არ უნდა გაიცნო ? ტურისტივით რამდენი ხანი იქნები აუდიტორიაში .
-კარგი რა .. მარტომ რა ვაკეთო იქ ?
-არ შეგჭამენ ნუ გეშინია ,მე ხომ არ მომეწებები ?
-აუ...
-ჰე მიდი ახლა სწრაფად გადაიცვი.. -ძალით ზურგზე ხელებმიჭერილი შემიყვანა ოთახში, გამზადებული ტანსაცმელი თავისი ხელით გადამაცვა, მომაწესრიგა და სამჯერ დამატრიალა.
-კარგი მორჩა გეყო.. თავბრუ მეხვევა უკვე -სიცილით ვუთხარი და მის წინ დავდექი.
-აუ კიდე ერთხელ რა .. თვალს ვერ გწყვეტ ისეთი ლამაზი ხარ.
-კარგი გაჩერდი ახლა ..
-მართლა . გგონია გატყუებ ?
-შენ ჩემი დეიდაშვილი ხარ და მაგიტომ გეჩვენები სულ ლამაზი.-უცებ მოვიჭერი და წარბები ავწკიპე.
-კარგი აი დღეს ერთი ბიჭი მაინც თუ გამოგეცნაურა გამოდის სხვებიც ჩემნაირად ფიქრობენ.
-კარგი ერთი.. არ გაგიმხილე, წეღან ვარსკვლავს გავეთამაშე.
-კი ხო ?
-აბა რა .. -მეც ავყევი სიცილსა და ხუმრობაში. ბოლოს ერთხელ მაინც დამატრიალა, ლოყაზე მაკოცა და გამომიშვა .
***
-ცოტახანი დაგვაგვიანდა,მაგრამ იმედია მიგვიღებენ.
-შედი,შედი.. დღეს მხოლოდ დედაჩემის ხათრით გითმენ იცოდე.
-მადლობა მართა დეიდას.
-გეყო მაიმუნობა. -მკაცრად უთხრა რატიმ და შესასვლელისკენ უბიძგა.კარები გააღო და პირდაპირ დიდი დარბაზში აღმოჩნდნენ..თვალის ცეცებით მოძებნა რატიმ კურსელები და რამდენიმე წამში ნაცნობი სახეებისკენ დაიძრა .
-ვაახ, რატიც მოვიდა.
-საღამომშვიდობისა..გაიცანით ეს ჩემი მეგობარია გიგა.
-სასიამოვნოა, -წარმოთქვეს ერთხმად .-ადგილები დაიკავეს , გიგამ მალევე გაიცნო ყველა.. მაგიდას თვალები მოავლო და გაოცებისგან ტუჩებს თავი ვერ მოუყარა, პირდაღებული უყურებდა მეორე მხარეს მჯდომ სილუეტს.
-რატი.-თავი მიაბრუნა მეგობრისკენ და ყურთან ახლოს მიუტანა ყუჩები.
-რა მოხდა
-მიჩქმიტე-დაბალი ხმით უთხრა, თან თვალებს ნატოს ვერ აცილებდა.
-რა გიჩქმიტო გააფრინე ?-გაკვირვებულმა გამოხედა რატიმ გიგას..
-მგონი კი , დღეს რომ გეუბნებოდი ანგელოზს გამოვყევითქო.
-ეგ აღარ გამახსენო ახლა. შენი კაიფისდროინდელი კონცერტები შენთვის შეინახე ძმობას გაფიცებ ,სანამ თავს ვიკავებ .
-არ მომლანდებია ტო. აგერ ზის,-ხმაურიანად გადაყლაპა გიგამ ნერწყვი და მეგობარს გაფართოებული თვალებით გახედა.
-ვინ ზის? არ მითხრა ახლა ფხიზელიც არ ვარ საღ გონებაზეო,-უხეშობას არ წყვეტდა რატი და თან პერიოდულად სასმელს სვამდა.
-აბა ერთი შენც შეხედე, უნამუსო ვიყო თუ მელანდებოდეს.
-რომელია ერთი დამანახე,-ჭიქა მაგიდაზე დადგა ,ხელები სალფეთქით გაიწმინდა და ტანის მთელი კორპუსით მიტრიალდა მისკენ.
-აი ნახე, ბოლოში რომ ზის, წითური .-გიგას მზერას თვალი გააყოლა და ჟღალ თმებს შეეჩეხა .-აღიარე ხომ ლამაზია?
-კი,მართლა ლამაზია .
-ასეთი სილამაზე ფხიზელმა ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს.
-გაჩუმდები ბოლოს და ბოლოს ? თუ მაინდამაინც აქვე გინდა გცემო ?-ჩუმად დაუღრინა ყურთან ახლოს.
-კარგი მოვრჩი,-დამთავრების ნიშნად ხელები აწია და მაგიდისკენ შემობრუნდა. თვალი არ მოუცილებია, მის ყველა მოძრაობას იზეპირებდა .ცოტა ხნის შემდეგ ბართან მარტო რომ გადავიდა წამოდგა ,მისვლა და გამოლაპარაკება უნდოდა ,მაგრამ უცებ მისკენ წასული გოგნა რომ შენიშნა, ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და მინერალური წყალი მოსვა.
***
-მგონი ნატო ხომ ?
-დიახ. -ღიმილიანი სახით შევხედე, და გვერდით მჯდომ გოგონას მივუბრუნდი.
-მე თათია ვარ ..
-სასიამოვნოა.
-დიდი ხანია ახალ კურსელებს ვაკვირდები ,მაგრამ მგონი ჩემნაირი გიპოვე და ამიტომ მოსვლა გავბედე. საერთოდ დიდი კომუნიკაბელურიბით არ გამოვირჩევი,-გამიღიმა და ნერვიულად ათამაშებულ თითებს დახედა.
-როგორც ჩანს ერთი საერთო უკვე გვაქვს . უფრო სწორად ორი. კომუნიკაბელურობით არც მე გამოვირჩევი და მეც ახალი ვარ.
-იმედია კარგად გავუგებთ.
-იმედია .. უფრო სწორად მე უკვე დარწმუნებული ვარ . არ მეგონა ახალი თუ იყავი .. თითქოს ყველას უკვე კარგად იცნობ,-გაკვირვებული სახით შევხედე და თვალი მაგიდის ირგვლივ მსხდომთ გადავავლე.
-ნახევარზე მეტს კარგად ვიცნობ, მაგრამ ახლა ახალი უფრო ვარ ვიდრე ნაცნობი.კარგად დავიწყებული ძველი გამოვდექი.
-რატომ რამე სერიოზული მოხდა?
-კი საკმაოდ,-ცრემლიანი თვალების დასამალად თავი ძირს დახარა და წვენს საწრუპავი ჩხირით მოურია.
-ძალიან თუ გტკივა არ გკითხავ არაფერს.
-არა პირიქით, ახლა ისე მინდა ვინმეს გული გადავუშალო..არაფერი რომ არ ვთქვა ერთიანად დამიგროვდება და ამდენს ვეღარ გავუძლებ.
-კარგი რა , არ მინდოდა შენი აფორიაქება, ბოდიში..
-არა , ბოდიშს ნუ მიხდი. ჩემს უკან რომ ბიჭია ხედავ? რატი ქვია .მე და რატი კლასელები ვიყავით,თან მარტო კლასელები კი არა საუკეთესო მეგობრები. ერთმანეთის გარეშე სადილსაც არ ვჭამდით ..მერე უნივერსიტეტში ერთად ჩავაბარეთ, კურსელები ვიყავით ერთად მივდიოდით ,მოვდიოდით . ერთ დღეს ცოტა ნასვამი იყო სიყვარულში გამომიტყდა, მეგონა მეჩვენებოდა, ეგ გრძნობა დიდი ხნის უკან ჩავიკალი გულში და მაგიტომ .მაშინ არაფერი მიგრძნობინებია რატისთვის.ვუთხარი ახლა მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობთქო .ფხიზელი ამის თქმას ვერ გავბედავდი და დამაცადეო.ორივე ხელი შემომხვია და მაგრად ჩამიხუტა .. თან დაბალ ხმაზე მებუტბუტებოდა, პატიებას მთხოვდა ..მებოდიშებოდა.სახლში მისულს , სიხარულისგან ფრთაშესხმულს მამაჩემმა ახალი ამბავი დამახვედრა .სახე წამეშალა გათხოვებთო რომ მითხრეს .ხელები უნებურად ჩამოვუშვი და ჩანთა ხელიდან გამივარდა . კითხვის დასმა ძლივს გავბედე ,საცოდავი ხმით ამოვიკნავლე. მაინტერესებდა ვინ მიპირებდა ქმრობას. მაშინ ძალიან გვიჭირდა, მამა დამლაგებლად მუშაობდა ერთ-ერთ საწარმოში,ერთხელ მივაკითხე და მაშინ დავუნახივარ მფლობელის შვილს. ჩემი ხელი უთხოვიათ და მამაც ისე დათანხმდა არც შემეკითხა . თარიღიც დაზუსტებული ქონიათ. მე როგორც ქორწილში მოწვეულს ისე შემატყობინეს .. არ ვიოდი მაშინ რა გამეკეთებინა ,თავის ჭკუაზე მართვის ნება მივეცი..ყველაზე მტკივნეული წუთები რატისთან შეხვედრა და ამის თქმა იყო . ხელი ბედნიერებაზე მაშინ ჩავიქნიე მის ცოლად რომ გამომაცხადეს. სახე ჩამომტიროდა მთელი დღე და მის შემდეგ ასე ვარ .. რომ გაიგო სხვა მიყვარდა იეჭვიანა, ნახევარი წელიც არ მისწავლია,სხვაგან გადამიყვანა ,მაგრამ წელს ისევ აქ გადმოიტანა საბუთები . არ ვიცი ამას რატომ გიყვები ,მაგრამ ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამიანისთვის ხანდახან უფრო მარტივია შენი ტკივილის გაზიარება . ბოდიში რომ დაგამძიმე, უბრალოდ არ შემეძლო ვინმესთვის არ მეთქვა.-ღრმად ამოისუნთქა და თვალებში ჩამხედა. რამდენიმე წუთში თავში გამიელვა მისმა ცხოვრებამ.
-არ იჯავრო ჩემო კარგო. ტკივილი არც ჩემთვისაა უცხო. პირიქით ხშირად მსტუმრობს,-ხელი ხელზე დავადე და ვეცადე ცოტა მაინც შემემსუბუქებინა დარდი.
-შენთან რაღა უნდა, მე მეგონა ჩემთან იმხელა დოზით მოვიდა ნახევარ მსოფლიოს ავაცილე.-მტკივნეულად გაიღიმა და წვენში საწრუპავის მორევა განაგრძო.-შენც მომიყევი, თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვს.
-მე მშობლები არ მყავს , ხუთი წლის ვიყავი რომ დავობლდი.
-ვწუხვარ..მაგრამ შენ ის მაინც იცი რომ მკვდარია .. იცი რა ძნელია როცა ეხვეწები არ დაგტოვონ, ისინი კი უსისხლოებივით გიყურებენ , გარწმუნებენ შენთვის უკეთესიაო, თავად წყვეტენ .საგულდაგულოდ მოჭიდებულ ხელებს ძალით გაშვებინებენ კალთებიდან და მარტო გტოვებენ სიცივეში, უბედურებაში .. უყურებ და გიკვირს ნუთუ ის ქალი არაა ცხრა თვე რომ მუცლით გატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში შიგნიდან ბიძგების რაოდენობას რომ ითვლიდა და სულმოუთქმელად ელოდებოდა როდის ჩაგეხუტებოდა. ნუთუ ისინი არ არიანს კაბინეტში შეკრული სუნთქვით რომ უსმენდნენ გულისცემას და ჯერ კიდევ დაუბადებელის სურათებს აგროვებდნენ .
-მეტად რთულია ცხოვრება . რას გვერჩოდა?
-ნეტა ბედნიერება არსებობს ?-ცრემლიანი თვალებით ამომხედა თათიამ .
-მე მაინც მჯერა რომ არსებობს.
-მე დაჯერებისთვისაც აღარ შემრჩა ძალა.
-ღმერთის ხომ გჯერა?
-უფალი ერთადერთია უკვე ვისი იმედიც მაქვს ..
-ხოდა სასწაულები ხდება.. შენთანაც აუცილებლად მოვა ..
-ხანდახან მგონია რომ ამის ღირსიც არ ვარ . იმდენად სუსტი აღმოვჩნდი სიყვარული მიბოძა,მსოფლიოში საუკეთესო ადამიანის გული ჩემთვის გამოიმეტა და ვერ დავიცავი.
-მაგას თავად გადაწყვეტს .. აუცილებლად იქნები ბედნიერი.. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.. -კიდევ გავაგრძელებდით მის ტელეფონს რომ არ დაერეკა. ბოდიში მომიხადა, ჩემი ქმარი იყო მომაკითხა უნდა წავიდეო..
-კარგად თათია, მართლა ძალლიან გამიხარდა შენი გაცნობა.
-მეც ჩემო კარგო. ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე, მოგიკითხავ ხოლმე .
-ახლავე,-ნომრები გავცვალეთ და წასვლის წინ ერთმანეთსაც გადავეხვიეთ.ზედმეტი კითხვები არ დამისვია ვინ იყო რატი და რა მოხდა შემდეგ .ვიცოდი გულს ვატკენდი, თუ რამის თქმა მოუნდებოდა მე ისევ მოვუსმენდი,მაგრამ არ მინდოდა "აკრძალულ" ადგილებს შევხებოდი ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო . დამემშვიდობა და გასასვლელისკენ დაიძრა.
* * *
გიგამ წითური ბართან მარტო დაიგულა თუ არა მაშინვე წამოდგა და მიუახლოვდა.
-გამარჯობათ. -ნატო უცებ აზრზე ვერ მოვიდა, ისე სწრაფად მოხდა რომ ..
-მე გიგა ვარ .როგორც შენი კურსელი იტყოდა მისი ძმა და მეგობარი . თითით ერთ-ერთზე მანიშნა.
-უკაცრავად მე ახალი ვარ და ჯერ აქ არავის ვიცნობ ნორმალურად.-უხერხულად შეიშმუშნა ნატო და სკამზე გასწორდა.
-ესე იგი მე პირველს მერგო თქვენი წესიერად გაცნობის პატივი ?
-ეგ კიდევ საკითხავია.
-კარგით რა . ჩემნაირი ლამაზი ბიჭის დანახვაზე ლამის ყველა დადნეს.-ცოტა მსახიობური ოსტატობა გაურია საუბარში და თან სხეულის წინ ხელი აატარ-ჩამოატარა.
-მე ხომ ყველა არ ვარ ?-გვერდულად გამოხედა მაგდამ და საწრუპის ტრიალი განაგრძო , რომ ყინული უფრო კარგად გარეოდა წვენს .
-ხო ეგეც გასათვალისწინებელია . სწორი შენიშვნაა,მაინცა დავსერიოზულდები წამში ..-სკამზე გასწორდა ,- ჰმმმ -ჩაახველა -გამარჯობათ მე გიგა ..-მითხრა ბოხი ხმით , უფრო დამაჯერებლად და ხელი გამომიწოდა.
-ნატო...
-რა დამთხვევაა. დედაჩემსაც ნატო ჰქვია.
-მართლა ?
-არა ისე. რამე ხომ უნდა მეთქვა .-უნებურად გამეღიმა,ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
***
-დედა კიდევ ერთხელ დაურეკე რა.. დააგვიანდა ბავშვს, რამე უბედურებას არ გადაეყაროს - მას შემდეგ რაც დარწმუნდა მაგდა კარგად იყო მაინც ვერ ისვენებდა და ახლა ნატოზე დარდობდა.
-კარგი რა დედა.. კარგი რა . პატარა გოგო ხომ არაა. მოაგნებს სახლს , არ შეჭამენ.
-დედა მე ნატოს საქციელში კი არ მეპარება ეჭვი , იმდენი გადარეულია ქალაქში...
-აუუ..ეს უკვე გაუსაძლისია რა,-გარეთ გამოვიდა რომ დაერეკა , იმდენად ჩქარი ნაბიჯებით გავარდა ნახევარი ეზო გაიარა , ნატოს ნომერი აკრიბა. მაშინვე ავტომოპასუხემ უპასუხა და მანაც გამოაჯავრა.
-მობილური ტელეფონი გათიშულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან,გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით. -წითელი ღილაკით გათიშა და რამდენიმე წუთში ისევ იგივე გაიმეორა.
-არა რა ნატო. შენ რა გიხარი ამის ანერვიულება იქნებოდა ახლა? ჰა ? -იმეორებდა თავისთვის და უმისამართოდ უწკაპუნებდა თითებს ეკრანზე.არც კი შეუმჩნევია დაღლილი იაგო რომ შემოვიდა კარებში და ნელ-ნელა მიუახლოვდა .
-მაგდა .. როგორ ხარ შე ოხერო.-თავიდან შეეშინდა და ხმაზე შეხტა ,მაგრამ მობრუნებული იაგოს რომ შეეჩეხა სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-კარგად იაგო . შენ როგორ ხარ ? მომენატრე ხომ იცი .. არადა არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი
-აბა.. მეც მომენატრა ჩემი ნერვების მომშლელი.
-არაუშვას არ მოგაწყენ..
-ხო აბა , არ ჩამორჩე ტემპს .. ვის ეჩხუბებოდი წეღან. გამორთულ ტელეფონს ?-პასუხის გაცემა ვერ მოასწრო უცებ ლია რომ გამოვიდა და თავზე დაადგა მაგდას-
-დედა კიდევ ვერ დაუკავშირდი ხომ ?-ანერვიულებული ხმით თქვა ლიამ და მაგდას სახეზე მიშტერდა.
-კარგი დე რა მოხდა .. დაუჯდა ტელეფონი ალბათ.
-რა მოხდა?
-რადა ნატო არის კურსელებთან ერთად წასული, როგორც ჩანს ტელეფონი დაუჯდა ვერ ვუკავშირდები ,დედაჩემი კიდევ ნერვიულობს დააგვიანდაო.
-მართლა საშიშია, ათასი გადარეულია.
-აჰა შვილო ესეც მე ვარ ? ჭკვიანია ეს ბიჭი. -ლიას ნათქვამზე გაეღიმა და მაგდას მიუბრუნდა
-სადაა მითხარით და წავალ.
-კარგი რა , მოვა არ შეჭამენ . არ შეწუხდე.
-რა შეწუხებაა. ვითომ უცხოები ვიყოთ ისე ლაპარაკობ.
-სადაა და რაღაც უცხო სახელი თქვა .. კი ვერ დავიმახსოვრე .. ეჰ
როგორც იქნა გაიგო ნატოს ადგილსამყოფელი,დაუფიქრებლად ჩაჯდა მანქანაში და მითითებული მისამართისკენ დაიძრა , გულს უჩქარებდა იმის წარმოდგენაც კი რომ მალე ისევ ჩახედავდა საოცარ თვალებში,ძირი რომ არ უჩანდა და უღმერთოდ კარგავდა...ახლოს გააჩერა ,კარები შეაღო და მაშინვე ნაცნობ სილუეტს დაუწყო ძებნა . გრძნობათაგან თითქმის უმეტესობა ნაცნობი იყო მისთვის , ტკივილიც გამოუცდია, მონატრებაც, სიყვარულიც, სიხარულიც, სევდაც , კმაყოფილებაც, დაცემის სიმწარე , წარმატებით სიამაყე მაგრამ ახლა სხვასთან მოსაუბრეს რომ ხედავდა სულ სხვა რამ იგრძნო .. არცერთ გრძნობას რომ არ ჰგავდა ისეთი რამ.. გულს უჭამდა,საშინლად... პირველად იგრძნო ჯერ კიდევ გაუაზრებელი ეჭვიანობა . გრძნობა რომლის აღიარების უფლებაც არ უნდოდა თავისი თავისთვის მიეცა თვალებში აუკიაფდა.გრძნობდა ნელ-ნელა შინაგანი ცეცხლით როგორ აევსო ორგანიზმი, უნდოდა ხელი მოეკიდებინა და რაც შეიძლება მალე გამოეყვანა იქიდან.ერთი წუთია რაც მოსულია და ვერც კი შეამჩნიეს ისე არიან სიცილით გართული.მაგრამ მერე მიხვდა ყველაზე დიდი უაზრობა იქნებოდა აქ ჩხუბის ატეხვა ,თავი დაიმშვიდა და დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბარს.ზურგთან დაუდგა და დამჯდარი ხმით იკითხა.
-ნატო ტელეფონს რატომ არ პასუხობ ? -შემობრუნებულმა ვერც კი გაიაზრა რა მოხდა ,გაოცებულმა იკითხა
-იაგო ?
-უკაცრავად ,ხელი რომ შეგიშალეთ,უბრალოდ ქალბატონთან მსურს საუბარი, თუ შეიძლება ერთი წუთით მოგტაცებთ.-თავაზიანად განუმარტა მის გვერდით მდგომს და ნატო გვერდზე გაიყვანა.
-აქ რა გინდა ? -გაბრაზებულმა შეხედა და ხელი მოიცილა.
-კიდე შენ ხარ გაბრაზებული? ნუ გადამრიე რა . ერთი მეც გკითხო, ტელეფონი რად გინდა?
-ტელეფონი ?
-ხო მიდი ერთი ნახე-მაშინვე ჩანთას დაწვდა, ელვა გახსნა და ტელეფონის ძებნა დაიწყო,გამორთულ ეკრანს დახედა.
-ალბათ დამიჯდა.-ამოიბურტყუნა დამნაშავის ხმით და ისევ დააშტერდა გამორთულ ეკრანს .
-დიახ ქალბატონო
-კი მაგრამ აქ შენს ყოფნას და ჩემი ტელეფონის ბატარეის დაჯდომას რა კავშირი აქვს ვერ ვხვდები,ან საიდან მომაგენი.
-რა კავშირი და შენებმა გამომიშვეს.
- რამე მოხდა ? დეიდა და მაგდა ხომ კარგად არიან?-ნერვიულობა დაეტყო ხმაში.
-კი და წამოდი , თუ არ გინდა დეიდაშენს წნევამ აუწიოს.
-კარგი,ახლავე ,ოღონდ დავემშვიდობები ბავშვებს , სირცხვილია.
-გიცდი.-სწრაფად მიუახლოვდა მაგიდას,ყველას ერთიაანდ დაემშვიდობა ჩემი წასვლის დროაო თქვა და ღიმილიანი სახით გამობრუნდა.
-აუ მიდიხარ ?- მოწყენილი ხმით იკითხა გიგამ და გვერდით დაუდგა .
-ხო გიგა უნდა წავიდე, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც, იმედია კიდევ შევხვდებით.- მოულოდნელად ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.უხერხულად შეიშმუშნა ნატო ,გამობრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-დაემშვიდობე ?-ჰკითხა ირონიული ხმით როცა მიუახლოვდა.
-კი, შეგვიძლია წავიდეთ. -იაგო გვერდით დაუდგა , ნელა შეუცურა წელზე ხელი და კარისკენ უბიძგა.
-რას აკეთებ, ახლავე გამიშვი.. -ოდნავ გაკაპასებულმა მსუბუქი დარტყმით სცადა მისი ხელიდან თავის დახსნა.
-ჩუმად შენ .. -თუმცა იაგოს მაღალმა ტონმა შეაკრთო, თვითონაც არ იცოდა რატომ, უბრალოდ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია . გარეთ მდგომს მანქანის მოყვანა თხოვა, წუთიც არ იყო გასული წინ რომ გაჩერდა.
-იქნებ ახლა მაინც გამიშვა ხელი.
-ერთი წუთით.. თავისუფალი ხელით ისე რომ წელს არ მოშორებია ,ჯიბიდან , პატარა შეკვრიდან სველი საწმენდი ამოაცოცა და ლოყაზე ჩამოუსვა . შემდეგ, იქვე მდგომ ნაგვის ურნაში მოისროლა და ფრთხილად შეახო ტუჩები.-ახლა შეგვიძლია წავიდეთ. ერთ ადგილას იდგა გამშრალი და ვერც მიხვდა ეს რატომ გააკეთა . ისტიქტურად გამოაღო კარი, რომ სავარძელში მოთავსებულიყო, მთელი გზა ხმა არ ამოუღია . არც იაგოს უცდია ინიციატივა თავის თავზე აეღო,ასე რომ მშვიდად იმგზავრა , თუმცა რომელ სიმშვიდეზეა საუბარი, ეს მხოლოდ გარეგნულად .მთელი ძალით ქონდა ჩანთაზე თითები ჩაბღუჯული და გააჩერა თუ არა მანქანა მაშინვე გააღო კარი.ჭიშკრამდე მისული იყო უკვე ,მაგრამ ვერ მოისვენა, შემობრუნდა და წინ დაუდგა.
-ამას რატომ აკეთებ ?
-რას ამას?
-მაგ კითხვა მოაცილე, ისე ნუ იქცევი ვითომ ვერ ხვდები რაზე ვსაუბრობ.
-ხო კარგი. ვხვდები- ცოტა ხანი ასე ჩუმად იდგა, მერე თვალები ნატოს მზერას გაუსწორა რომელმაც ანიშნა გაეგრძელებინა .-აბა იმის კოცნის კვალს ხომ არ დაგიტოვებდი ლოყაზე?
-ყოფილიყო შენ რა ?
-ახლა ნერვებს ნუ მომიშლი გთხოვ.
-და შენ რომ მარტო ნერვებით არ კმაყოფილდები და მთლიანად კიბოსავით მომედე არ კმარა ?ერთ დღეს მწამლავ,მეორე წუთში სულ სხვანაირი ხარ,დღესაც მომეჩვენა რომ..-უცებ გაჩერდა.
-რა? რა მოგეჩვენა მითხარი. მოგეჩვენა რომ ვიეჭვიანე? კარგი რა , გამაცინე . ვიზე იმაზე? ნუ ფანტაზიორობ შენი ჭირიმე რა.
-იმას სახელი აქვს .
-ხო კარგი რაც ქვია, მე არ მაინტერესებს , შენ მიმართე სახელით და თუ გინდა მოფერებითი სახელიც შეურჩიე რამე ..
-ხოდა მაშინ ნურც მისი კოცნის კვალზე გექნება პრეტენზია და საერთოდაც ნუ ჩაერევი ჩემს ცხოვრებაში.
-არც მაქვს , უბრალოდ იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, მე და ზაზა დავნაძლევდით ზაზამ თქვა მაკიაჟს არ ატარებსო,ბუნებრივადაა ეგეთიო. მეთქი შანსი არაათქო
-ხო არა ? და შედეგი ?
-შედეგი ის და გრამი არაფერი ჩამოჰყოლია იმ სველ საწმენდს, წავაგე ..
-ხოდა ჩემთან მიმართებაში ყველა საქციელს დაუკვირდი შემდეგში ისევ არ წააგო ..
-მოხვედი დეიდა? როგორ ხარ შენ გენაცვალე .. გოგო ასე უნდა დეიდას დავიწყება ჰა ? შე ჭინკა-მაშინვე ქაქანით შემოეგება ლია და სახე დაუკოცნა .ყურადღება არც მიუქცევია იქვე მდგარი ყმაწვილისთვის. სულ არ მოგენატრე ხომ?
-როგორ არ მომენატრე .. არ გრცხვენია მაგას რომ მეუბნები ? ჩემი მეორე დედიკო ხარ ხომ იცი .. -მთელი ძალით ეხუტებოდა და მკლავებში იმწყვდევდა.
-მართლა აქ რჩები ? -იკითხა ბოლოს ცრემლიანი თვალებით, როცა მოესიყვარულა.
-ხო, ასე გადავწყვიტე.
-მერე მე რომ ძალიან მომენატრები? იცი როგორ გვენატრები? პატარებიც მთხოვდნენ წამოსვლას ,მაგრამ არ წამოვიყვანე.
-რაღა პატარები დედა, დღეს თუ ხვალ სკოლას ამთავრებენ . -სიცილით ჩაგვერთო მაგდა და თან წყალი მომაწოდა.
-ჩემთვის სულ პატარები იქნებიან დედიკო, თქვენც პატარები ხართ ..
-შეხედე რა, უკვე ნატოზე ვიეჭვიანო თუ რა ვქნა ? ჩემს წასვლას არ დარდობს ისე დისშვილის გადმობარგება რომ გამოიტირა.
-კარგი დედიკო რა, არ გრცხვენია ? ერთმანეთისგან არ გამომირჩევიხართ ..ჩემი ბარტყები-სიცილით დატუქსა ლიამ და ორივეს მოეხვია.
***
ძალაგამოცლილი გავიდა უკანა ეზოში სადაც ზაზას და ანიტას გადააწყდა, ფიქრობდა ცოტას დავისვენებო,მაგრამ უკვე აზრი არ ჰქონდა უკან გამობრუნებას, შენიშნეს. მაგიდის ირგვლივ ისხდნენ და იცინოდნენ.
-მოდი ბიჭო, მოდი აქ... ვაიმე ცუდად ვარ, მომკლა სიცილით . ბლატუნა ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს, მოწყვეტით ჩაეშვა და მანქანის გასაღები ზედაპირზე გაასრიალა.
-რა გჭირს შენ? რა სახე ჩამოგტირის?
-არაფერი.-მოკლედ მოუჭრა და სკამზე ჩასრიალდა.
-დაგიჯერე უცებ . ამ დრომდე სამსახურში იყავი? იქ მოხდა რამე ?
-არა სამსახურში რა მინდოდა.. არაფერი მომხდარათქო.
-აბა ? სად იყავი ?
-ნატო იყო რესტორანში კურსელებთან ერთად, დეიდამისმა მთხოვა და მის მოსაყვანად ვიყავი.
-ლია დეიდა ჩამოვიდა ? -უცებ ჩაეჭრა საუბარში ანიტა და ფეხი სკამიდან დაუშვა.
-ხო.-ისევ ჩვეული სიცივით იყო გაჟღენთილი იაგოს მოკლე პასუხები.
-წავალ აბა მე მაშინ. თქვენ იჭუკჭუკეთ ბიჭებო . წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გადაჭრა ბალახი .ზაზამ თვალი გააყოლა, და როგორც კი მიიმალა მაშინვე შეტრიალდა იაგოსკენ.
-არა რა ეს რა ჭკვიანი გვყავს . ჰე გისმენ ,დაფქვი.
-რა დავფქვა?
-შტერი ხომ არ გგონივარ.. რა მოხდათქო გეკითხები და ნუ მალაპარაკებ ტყუილა. ბოლოს ხომ იცი მაინც გათქმევინებ-სიცილით და წარბების თამაშით მიუბრუნდა ზაზა მეგობარს .
-რა მოხდა და ბოთე ვარ.
-რატო ბიჭო ?
-კარი რომ გავაღე ბართან იდგა ვიღაც ტიპი ელაპარაკებოდა.
-მერე? არ მითხრა იქ სოლო კონცერტი მოვაწყვეო, -უნებურად გადაიხარხარა,მაგრამ იაგოს სახეს რომ შეეჩეხა დასერიოზულდა.
-არა , არ მიჩხუბია..უცებ მივაყარე შენზე ნერვიულობენთქო და გამოვაქცუნე. წასვლის წინ დავემშვიდობები ამათო, იმან კიდე გადაკოცნა. მერე სველი სალფეთქით მოვწმინდე ლოყა და სახლში წამოვედით.
-ავადმყოფი ხარ ბიჭო ?
-ხო.
-უი მე.. მეცოდება ეგ გოგო რა-ოდნავ წამოწეული ფრუტუნით დაეშვა ფართე სკამში.
-შენ იმის ძმაკაცი ხარ თუ ჩემი?-ოდნავ გაგულისებულმა გახედა იაგომ.
-ბიჭო ,შენი ძმაკაცი რომ ვარ მაგიტომ გეუბნები, რა ავადმყოფური ეჭვიანობები დაგეწყო ? კურსელმა თუ გადაკოცნა დაიქცა ქვეყანა ? დაიცა არ მითხრა რომ შენ მაგის გამო ხარ ცუდ ხასიათზე.
-აქ რომ მოვედით მკითხა რა გინდა ვერ გავიგე, ერთ წუთში მამწარებ მერე მკოცნიო მეთქი არაფერი არ მინდათქო, ხოდა მაშინ ჩემ ლოყაზე ნურავის კოცნის კვალზე ნუ ინერვიულებო მეთქი მაგაზე არც მინერვიულებია მე და ზაზას გვქონდა ნიძლავითქო.
-რაა? მე რაღაში გამრიე ვახ.
-აუ აბა რა მეთქვა ? შენზე ვიეჭვიანეთქო?
-აბა რა ნიძლავი?
-რადა მაკიაჟს ატარებდი თუ არათქო და წავაგეთქო, -ისე სხვათაშორის თქვა და მაგიდაზე დადგმულ ჭიქას დაწვდა წყლის დასალევად.
-ფუ ჩემი.. მივესალმოთ გამოშტერებულ იაგოს ...
-ე …ეეეე...
-რა ეე. აბა ეგ რამ მოგაფიქრა ძმობას გაფიცებ,მაგას ისევ ის ჯობდა გეთქვა რომ ავადმყოფურად იეჭვიანე.
-აუ არ ვიცი რა .. არ ვიცი. შენ კიდევ რას აიჩემე ეს ეჭვიანობ ეჭვიანობ არაფერსაც არ ვეჭვიანობ.
-აბა რა .. აბა რა.ხოდა რომ არ იცი გეუბნები, ადექი და უთხარი ყველაფერი შენც დაისვენებ მეც და ყველა.
-რა ვუთხრა?
-რადა ის რომ გიყვარს . მერე დაქორწინდებით ,შვილები გეყოლებათ , მე ბიძა ვიქნები.
-ოე, ძალიან შორს ნუ შეტოპე . მასე ადვილია თქმა ? მაშინ შენც ეტყოდი ანიტას რომ გიყვარს,მაგრამ არაა მასე ძმაო.
-მე და შენ სხვა თემა ვართ .-თავი გააქნია ზაზამ და ეცადა აეხსნა.
-ხო აბა რა, შენ რომ გეხება სულ სხვანაირად ლაპარაკობ მაშინ.და საერთოდაც გგონია რომც ვუთხრა შემიყვარებს ?
-თუ არ გადადებ საუკუნოდ შეიძლება მოასწროს .. ასე თუ გააგრძელე შეიძლება არც დაგიჯეროს, სათამაშო ხომ არაა ხან ასე ,ხან-ისე.
-მაინც არ შემიყვარებს.
-რატომ ვითომ ?
-ცოტა ხანში ამერიკაში ვბრუნდები.სამხედრო ვარ გესმის ? იქიდან კიდევ არავინ იცის ცოცხალი ჩამოვალ თუ არა.
-სიყვარულთან რა შუაშია მერე ეგ ? მისი მშობლებიც სამხედროები იყვნენ მაგრამ არ უყვარს ?
-მისი მშობლები ?
-ხო.. არ იცი? ხუთი წლის იყო რომ გარდაიცვალნენ.
-მაშინ მითუმეტეს..
-რა მითუმეტეს.
-აუ არაფერი არ გესმის რა. -ხელები მაგიდაზე დააწყო და თავი ზედ ჩამოადო .ზაზას აღარფერი უთქვამს, წვენის სმა განაგრძო. ბოლოს სიჩუმესაც ვერ გაუძლო, სკამი უკან გააჩოჩა, წამოდგა და გავარდა ..
***
-შეიძლება შემოვიდე? იკითხა დაბალი ხმით და მაგდას ოთახში ფრთხილად შეყო თავი .
-რა მოხდა ? -შეშინებული ხმით იკითხა ლიამ
-არაფერი დეი, უბრალოდ თქვენთან ერთად დავიძინებ რა
-მოდი მოდი... -გახარბულმა დაბალ ხმაზე დაუძახა,ხელით ანიშნა მისულიყო. ნატოსაც აღარ დაუცდია, საწოლზე შეხტა და ლიას გვერდით მოკალათდა .







-აბა რაზე ჭორაობდით ქალბატონებო?
-რაზე და როგორ თვალსა და ხელს შუა შემომეზარდნენ ბარტყები, და როგორ ვერ ეგუება დედა მათ ბუდიდან გაფრენას.
-სადაც არ უნდა წავიდეთ ხომ იცი მაინც ყველაზე მეტად გვიყვარხარ.
მკლავები შემოხვია, ცხვირი კისერში გაუხახუნა და მაგრად აკოცა . ნაცნობმა სურნელმა წამიერად მოისროლა წარსულში .მაშინაც ასე იძინებდნენ..მართალია ჭექა ქუხილის არ ეშინოდა მაგდას მსგავსად,მაგრამ სითბო უნდოდა.ერთი განსხვავება მხოლოდ,მაშინ პატარები იყვნენ.. ახსოვს წინა კბილები ახალი ამოღებული ჰქონდა და სულ დასცინოდა დეიდაშვილი .. თუმცა არ ბრაზდებოდა, სხვისგან კი წყინდა,მაგრამ მაგდას არაფრის დიდებით არ ებუტებოდა. პირიქით იცინოდა და დაუფარავად აჩენდა მოშიშვლებულ ნუნებს .. მის სიცილზე მერე ის უფრო მეტად იცინოდა და ასე.განა მარტო პატარაობაში, მერეც ხშირად იძინებდნენ ერთად. მაგდას რომ პირველად შეუყვარდა და აღტაცებით ყვებოდა .მერე ლიას დიდი მუცელი რომ ჰქონდა მაინც ერთად წვებოდნენ და მომავალ მესამე პატარას ეფერებოდნენ. რაც აქეთ წამოვიდა სასწავლებლად ნატოს მარტო ეძინა ..ახლა კი თითქოს ისევ გაერთიანდნენ .ათას თბილ სიტყვას ამბობდა ლია და თავზე უსვამდა ხელს მონატრებულ გოგონებს . ისინი კი მშვიდად სუნთქავდნენ მკლავებში გატრუნულები. * * *
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა იაგომ. ზურგზე იწვა ტანსაცმლიანად,ხელები ბალიშის მაგივრად ამოელაგებინა თავს ქვემოთ ,მზერა ჭერისკენ მიემართა და არ ირხეოდა. ფიქრები ავტომატურად ერეოდა თავში. კადრებივით დადიოდა სურათები მთელი მისი ცხოვრებიდან .არა, უფროსწორად, სურათები ბოლო კვირიდან დღემდე. იმ დღიდან პირველად რომ ნახა, პირველად რომ ჩახედა ჯიუტ თვალებში , მერე პირველად რომ მისი ტუჩების შეხებას რომ შეეცადა, წითური თმის სურნელი რომ ჩაისუნთქა.ტანში გააჟრჟოლა და თვალები დახუჭა, კიდევ ერთხელ სცადა გახსენება.
* * *
მთელი დღეა მოთენთილი ვარ ,დეიდა და მაგდა საყიდლებზე წავიდნენ. მეც მინდოდა გაყოლა,მაგრამ სახლში დარჩიო მითხრეს, სველი თმა სწრაფად ავიეცე, პირსახოცი შემოვიხვიე და ფრთხილად გავიარე მეტლახზე ჩუსტებამდე მანძილი .ფერი არ მედო სახეზე, ცოტა ხანი ვუყურე გათეთრებულ კანს შემდეგ კარები გამოვაღე და მისაღებში ჭყაპუნით გავედი . მაცივრიდან ფორთოხლის წვენი გამოვიღე, ჭიქაში ჩამოვასხი და ერთიანად გამოვცალე. ვიგრძენი როგორ ჩავიდა კუჭამდე ,სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე .უნებურად თვალწინ მისი სახე დამიდგა . თავს ვატყუებ რომ მასზე არ ვფიქრობ, თუმცა რა აზრი აქვს შედეგი ერთი და იგივეა. რატომ ვფიქრობ რატომ....ნუთუ არ შეიძლება სხვა რამეზე გადავერთო."არა" თითქოს შიგნიდან ვიღაც მეჯიუტება და მაიძულებს რეალობას თვალი გავუსწორო. ერთიანად ამრი-დამრია. უბრალოდ არ შემიძლია მის თვალებს მარტივად ავდგე და გავექცე. მაინც სულ ჩემთან არის. იმაზე მეშლება ნერვები რომ წამით დავიჯერე სიყვაული თუ არა მოწონება მაინც იყო,მაგრამ არც არაფერი ყოფილა და იქნება .ის კოცნა მისთვის არც არაფერს ნიშნავდა,დარწმუნებული ვარ არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი.მორჩი, გეყო.. შემოვუძახე თავს და ფიქრებიდან თავის დაღწევას ვეცადე.კარებზე ზარმაც გამომაფხიზლა ,უხალისოდ ერთი ხელის სკამის საზურგეზე დაყრდნობით ნელა წამოვდექი და კედელ-კედელ გავიარე კარებამდე .
***
ზომბივით ვწევარ და ჭერს ვუყურებ. იმდენი ვიფიქრე ნატოზე ეს ამოჩემებული შავი წერტილიც მელამაზება უკვე . არა რა აუცილებლად უნდა ჩავიდე . ასე არ შემიძლია, რამდენიც არ უნდა ვეცადო მის გარეშე არაფერია. წამოვდექი, ტანსაცმელიც არ გამომიცვლია ისე გავედი. კიბეებზე ანიტას ყვირილი მომეწია სად მიდიხარო, თუმცა არც ამაზე მიმიქცევია ყურადღება . კარებთან ვიდექი, გაუბედავად ავწიე ხელი და ზარის ღილაკს დავაწექი .წამი ,საუკუნედ მექცა სანამ გააღო.
-მოვდივარ -გაისმა მეორე მხრიდან სუსტი ხმა და ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ მოუახლოვდა კარს .სახელური ჩამოიწია და ნელ-ნელა აწია თავი. წიწილივით გაწუწული იდგა ჩემს წინ და სიტყვებს თავი ვერ მოვაბი ნაცნობმა სურნელმა თავბრუ რომ დამახვია .
-შეიძლება შემოვიდე?-მხოლოდ ორიოდ სიტყვის ამოღერღვა შევძელი. გვერდით გადგა და მანიშნა შევსულიყავი . თავად კარებს მიუბრუნდა დასაკეტად , თუმცა მისგან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებულმა მეტის სიშორე ვეღარ ავიტანე და მობრუნებულს წინ დავუდექი.გავიგე როგორ აუჩქარდა გულისცემა. შეშინებულმა ორივე ხელით ჩაბღუჯა პირსახოცი და თვალებში მომაშტერდა.
-ახლა არაფერი არ თქვა .. გეხვეწები ოღონდ ახლა გაჩუმდი, არ შემიძლია, სხვანაირად მართლა არ შემიძლია . თავს ვერ ვაკონტროლებ . ჩემი არა შენი ბრალია.-უაზრობებს ვბუტბუტებდი და ნელ-ნელა მივუახლოვდი . მერე ოდნავ დავიხარე და ფრთხილად შემოვხვიე მკლავები.
***
მეგონა ტვინი გამეყინა. ერთიანად მომიცვა სიცივემ და კანზე ეკლებმა დამაყარა . ვუყურებდი და მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, გული მტკიოდა იმის გახსენებაზეც კი რომ შეიძლებოდა ეს მორიგი ნიძლავი ყოფილიყო,. გუშინდელის შემდეგ აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ალბათ ყველაზე კარგი მსახიობია რომელმაც როლი კარგად მოირგო .მეკი ისე გავერთე ამ როლის ყურებით გადამავიწყდა რომ ნიღბის მიღმა ნამდვილი ადამიანია რომელიც შესაძლოა სულაც არ გავს განსახიერებულ პერსონაჟს. ლავიწებზე გველივით გადაასრიალა ხელი და სუნთქვა ლამის ორთქლად იქცა ისე გახშირდა . ნამდვილად არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი ,პირიქით ლამის დავრწმუნდი კიდეც ჩემს გრძნობებში , თუმცა აღიარება მეშინია. ძალიან ლამაზია და მგონია თუ ხმამაღლა ამოვთქვამ მოვლენ და გათელავენ.თათიას სიტყვები გამახსენდა და თითქოს გონს მოვეგე.არ მინდოდა იმ ადამიანის ვყოფილიყავი რომლისთვისაც არაფერს ვნიშნავ . სიყვარული იმდენად დიდი გრძნობაა საცოდაობაა ცალმხრივი იყოს.მერე ზიზღიც ვიგრძენი ,რომ ვიღაცისთვის მორიგი სათამაშო გავხდი. წამით ჩემი თავი საროსკიპოში მომუშავედ წარმოვიდგინე კაცები მხოლოდ ჟინის დასაკმაყოფილებლად რომ იყენებენ და არანაირი გრძნობა არ გააჩნიათ მათ მიმართ. ჩემი თავი შემზიზღდა . ორივე ხელი მკლავებზე მოვუჭირე და მაგრად დავწიე უკან, თუმცა ისევ ისე მეკვროდა.
-წადი, მომშორდი -ჩემმა სიტყვება გააკვირვა და შემომხედა.
-არ შემიძლია -ვნებანარევი ხმით მიპასუხა და კიდევ ერთხელ გამოიწია,თუმცა მოახლოების საშუალება არ მივეცი. ოდნავ მოშვებული პირსახოცი მაგრად შემოვიჭირე და კარებს მოვცილდი.
-წადი მეთქი და აღარ დამენახო . ჩემი გამწარება გინდა? გამაგებინე რას ნიშნავს შენი საქციელი. თუ მორიგი ნიძლავი დადე ზაზასთან ? წადი გესმის ? იმ კაცის შეხებას ვერ ავიტან ვისაც არ ვუყვარვარ . თავი გინდა შემაზიზღო? ხოდა მძულს საკუთარი თავი ყველა იმ სიხლოვის გამო , ყველა იმ წუთის გამო მოახლოების უფლება რომ მოგეცი .თუ იფიქრე უფასო სათამაშოს იშოვიდი ?
-შენ არაფერი არ გესმის.
-რა უნდა მესმოდეს ადამიანო გამაგებინე ჰა ? თუ გინდა რომ მითხრა დებილი ვარ მესმის .იმიტომ რომ მართლა ვარ..საერთოდ რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში?
-მაგაზე ნუ ღელავ, მე მალე წავალ.
-ხოდა წადი.
-მანამდე უნდა გელაპარაკო.
-არ მინდა შენთან ლაპარაკი, ახლა მითუმეტეს.
-მაშინ ხვალ.
-ხვალამდე უფრო მეტ ტყუილს მოიფიქრებ არა ?
-მგონი შეყვარდი, გესმის ?
-ხომ არ ფიქრობ, რომ რა ზღაპრებიც მომიყევი უკვე საკმარისია. იმდენი მოვისმინე ამერია რეალობის და ტყუილის შეგრძნება.
-გუშინ იმდენი სისულელე ვილაპარაკე . არც გამტყუვნებ რომ არ გჯერა, უბრალოდ ჩემ თავზე მეშლება ნერვები. ჩემივე დაუფიქრებლობაზე . ახლა ერთადერთ სიმართლეს გეუბნები და იმას არ იჯერებ მაინდამაინც. ხო ვიეჭვიანე ,ყველაზე მეტად ვიეჭვიანე მის გვერდით რომ დაგინახე. ეს ნიძლავი საერთოდ საიდან მომაფიქრდა არ ვიცი.. უბრალოდ ვერ გავბედე მეთქვა . გუშინდელის შემდეგ მივხვდი რომ მაგარ შარში ვარ და ამ შარს ნატო ქვია .. მართლა არ შემიძლია შენგან შორს ყოფნა .. ადრე დავცინოდი სხვებს ლამის გმირებივით რომ გამოხტებოდნენ და ამ გოგოს ახლოს არ მიუახლოვდე და მსგავს ფრაზებს რომ ყვიროდნენ,მაგრამ მე უარესი მომივიდა..ვერ ავიტანე,შენთან ერთად რომ დავინახე, იმის წარმოდგენამაც კი ერთიანად წამშალა რომ მოგიახლოვდა,რომ აი აქ გაკოცა -ახლოს მივიდა მასთან და ლოყაზე აკოცა.
-რომ ამ თმებს შეეხო -ხელი თმაზე ჩამოუსვა.
-რომ ამ თვალებში ჩაგხედა -ახლა უკვე როცა მანძილი მათ შორის მინიმალური იყო სხვაზე ვერაფერზე აზროვნებდა .ხმა არ ამოუღია მთელი ამ ხნის მანძილზე დაბნეულობისგან ,თუმცა რაც არ უნდა ტყუილი ყოფილიყო მაინც მისცა თავს დაჯერების უფლება .ისევ ზარი კარზე, უხერხულად შეიშმუშნა და იაგოს მკლავებიდან გამოძვრა . მაგდა და ლია ხმამაღალი ლაპარაკით შემოვიდნენ სახლში,მაგრამ იაგოს დანახვაზე გაჩერდნენ.
-გამარჯობა-ჩაილაპარაკა ლიამ და ოთახს მოავლო თვალი თუმცა ნატო არსად ჩანდა.
-ნატოს დახმარება სჭირდებოდა რაღაცაზე და დამიძახა, ჩემი წასვლის დროა უკვე . -სიტუაციის განმუხტვა სცადა და კარისკენ გაიწია.
-ბოდიში შვილო,გუშინ ისე დავიბენი მადლობაც ვერ გადაგიხადე ჩემი გოგო რომ მომიყვანე.
-არაუშავს, რისი მადლობა , ეგ რა სალაპარაკოა.
-გაგაცილებ-ახლა მაგდა ჩაერთო საუბარში და კარისკენ წასულს უკან გაჰყვა.
-კარგად მაგდა -ფართედ გაუღიმა იაგომ და მინდორზე გადავიდა.
-კარგად. ამაზე სხვა დროს დაგელაპარაკებით ვაჟბატონო .. -გაუცინა და კარები მიხურა . იაგოს უნებურად გაეღიმა და გზას გაუყვა.



№1 სტუმარი mako

უმაგრესიააააააააააააააააა. ყოჩაღ ძალიან კარგია. მგონი ერთადერთი ისტორიაა რომელსაც ვაკომენტარებ ხოლმე მართლა კარგია

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ეს ისტორია ხომ გედო ადრე თუ არასწორად მახსოვს? ოღონდ, "ამაყი ქალბატონი" რატომ ჰქვია მართლა ვერ ვხვდები:).

 


№3  offline მოდერი MyLove

სიტყვები არ მყოფნის, შენთვის მადლობის სათქმელად.
მადლობის სათქმელად იმისთვის, რომ თითოეული თბილი გრძნობის ავტორი ხარ ჩემში ამ ისტორიით.
მადლობის სათქმელად იმისთვის, რომ ცრემლებამდე მტკივა ამათი მდგომარეობა.
საოცარი გრძნობა მეუფლება, როცა ასე აღწერ მათ ერთი მხრივ უცნაურ სიყვარულს.
რამდენიმე მომენტში ობოლი ცრემლიც კი გადმომივარდა თვალიდან.
გულისცემა, გეფიცები, ერთი წამითაც არ ყოფილა ჩვეულებრივი.
ისეთი ჩქარი და აღელვებული პულსი მქონდა, მეშინოდა, რამე არ მომსვლოდა.
ეს ყველაფერი კი შენი ბრალია, მანო.
მე არ ვიცი, რა გიწოდო, ან როგორი სიტყვებით შეგამკო, იმიტომ რომ ქართულ და ვერც ერთ სხვა ლიტერატურაში ვერ ვიპოვი ისეთ სიტყვას, რომელიც შენი შესადარი იქნება.
შენ თვითონ გაქვს გადმოცემის ისეთი, უნარი, რომელიც არც ერთ ადამიანს არ დატოვებს გულგრილს.
არ ვიცი, იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ემოციურობის ბრალია.
იქნებ, მე მიმაქვს ეს ყველაფერი ასე ახლოს გულთან, მაგრამ...
შენ მართლა უნივერსალური ხარ.
სიტყვები არ მყოფნის.
ისე ვგრძნობ ნატოს და იაგოს სიყვარულს, თითქოს ეს ოდესმე მეც გამომეცადოს.
ისე ვეჭვიანობ, როცა იაგო ეჭვიანობს. ისე ვბრაზდები, როცა ნატო ბრაზდება.. თითქოს, ორივე ჩემში სახლობს.
ეს შენი დამსახურებაა.
ჩემი ამხელა კომენტარიც შენი დამსახურებაა.
ეს დიდი მოწიწებაა შენდამი.
რომ შენ უბრალოდ საუკეთესო კი არა, საუკეთესო ხარ, საუკეთესოთა შორის.
მიყვარხარ.
(მომიტევეთ, არეული წინადადებები, მართლა საშინლად ვარ აღელვებული და ერთი სიტყვაც კი არ არის გაზვიადებული ამ კომენტარიდან. ყველაფერი გულწრფელად დავწერე. ♥)
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი mariko_2001

grafo
ეს ისტორია ხომ გედო ადრე თუ არასწორად მახსოვს? ოღონდ, "ამაყი ქალბატონი" რატომ ჰქვია მართლა ვერ ვხვდები:).

აუ რა ერქვა არ გახსოოვს?

 


№5  offline წევრი Mannoo

MyLove
სიტყვები არ მყოფნის, შენთვის მადლობის სათქმელად.
მადლობის სათქმელად იმისთვის, რომ თითოეული თბილი გრძნობის ავტორი ხარ ჩემში ამ ისტორიით.
მადლობის სათქმელად იმისთვის, რომ ცრემლებამდე მტკივა ამათი მდგომარეობა.
საოცარი გრძნობა მეუფლება, როცა ასე აღწერ მათ ერთი მხრივ უცნაურ სიყვარულს.
რამდენიმე მომენტში ობოლი ცრემლიც კი გადმომივარდა თვალიდან.
გულისცემა, გეფიცები, ერთი წამითაც არ ყოფილა ჩვეულებრივი.
ისეთი ჩქარი და აღელვებული პულსი მქონდა, მეშინოდა, რამე არ მომსვლოდა.
ეს ყველაფერი კი შენი ბრალია, მანო.
მე არ ვიცი, რა გიწოდო, ან როგორი სიტყვებით შეგამკო, იმიტომ რომ ქართულ და ვერც ერთ სხვა ლიტერატურაში ვერ ვიპოვი ისეთ სიტყვას, რომელიც შენი შესადარი იქნება.
შენ თვითონ გაქვს გადმოცემის ისეთი, უნარი, რომელიც არც ერთ ადამიანს არ დატოვებს გულგრილს.
არ ვიცი, იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ემოციურობის ბრალია.
იქნებ, მე მიმაქვს ეს ყველაფერი ასე ახლოს გულთან, მაგრამ...
შენ მართლა უნივერსალური ხარ.
სიტყვები არ მყოფნის.
ისე ვგრძნობ ნატოს და იაგოს სიყვარულს, თითქოს ეს ოდესმე მეც გამომეცადოს.
ისე ვეჭვიანობ, როცა იაგო ეჭვიანობს. ისე ვბრაზდები, როცა ნატო ბრაზდება.. თითქოს, ორივე ჩემში სახლობს.
ეს შენი დამსახურებაა.
ჩემი ამხელა კომენტარიც შენი დამსახურებაა.
ეს დიდი მოწიწებაა შენდამი.
რომ შენ უბრალოდ საუკეთესო კი არა, საუკეთესო ხარ, საუკეთესოთა შორის.
მიყვარხარ.
(მომიტევეთ, არეული წინადადებები, მართლა საშინლად ვარ აღელვებული და ერთი სიტყვაც კი არ არის გაზვიადებული ამ კომენტარიდან. ყველაფერი გულწრფელად დავწერე. ♥)



ვაიჰ.. ^^ აი ახლა სიტყვები არ მყოფნის .. არ ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა ასეთი სითბოსთვის.. მაბედნიერებ <3

mako
უმაგრესიააააააააააააააააა. ყოჩაღ ძალიან კარგია. მგონი ერთადერთი ისტორიაა რომელსაც ვაკომენტარებ ხოლმე მართლა კარგია

მადლობთ winked love

grafo
ეს ისტორია ხომ გედო ადრე თუ არასწორად მახსოვს? ოღონდ, "ამაყი ქალბატონი" რატომ ჰქვია მართლა ვერ ვხვდები:).

გადავაახლე შინაარსი და ვფიქრობ ისე განვითარდება მოვლენები უნდა შეესაბამოს ))

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

როგორ მორჯულდა ჩვენი იაგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent