შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -13-


4-09-2015, 19:06
ავტორი ჯია
ნანახია 4 785

ორი საათია კარადასთან ვდგავარ და ვერაფერი შევარჩიე. განა იმიტომ, რომ ვიპრანჭები, უბრალოდ არ ვიცი.. არაფერი მომწონს და ალბათ, წასვლაც არ მინდა. ისიც არ ვიცი, რატომ დავთანხმდი შეხვედრაზე. თავის დროზე ვერ შევძელი შეყვარება და ახლა რა უნდა შეცვლილიყო. თან ბოლოს ისე ცუდად გავწყვიტეთ კონტაქტი, ცოტა არ იყოს მერიდება მისი. უთავმოყვარეო და თავის მომაბეზრებელი ვეძახე, ერთი ზედმეტი სიტყვაც არ შემოუბრუნებია, ადგა და წავიდა, იმის მერე არც გამოჩენილა. მიკვირს საერთოდ რატომ უნდა ჩემი ნახვა..

როგორც მახსოვს, სიმპატიური იყო, ძალიან ზრდილობიანი და რაც მთავარია ქალის პატივისცემა არ ეშლებოდა. რატომ ვერ შევიყვარე? არ ვიცი.. გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია, მთელი ცხოვრება იმათ ვირჩევდი ვინც სისხლს მიშრობდა და მერე ვწუწუნებდი ბედნიერებას ვერ ვეღირსე მეთქი. კოტესთან რომ ვყოფილიყავი, ზუსტად ვიცი უბედნიერესი ვიქნებოდი და ახლა ერთად ლამაზი ოჯახი გვექნებოდა. მაგრამ მაშინ დიმა ავირჩიე, ერთი ჩამოუყალიბებელი და ნაკლებად რეალიზებული კაცი. რომელთანაც 4 წელი უაზროდ დავკარგე. სამაგიეროდ მაქსიმეს ვერ გავიცნობდი! მერე რა, რომ ახლა ერთად ვერ ვართ. იმ ბედნიერ რამოდენიმე თვეს ვერასოდეს დავივიწყებ.. მასთან გატარებულ არც ერთ წამს არ ვნანობ.

ფიქრებიდან ამღერებულმა ტელეფონმა გამომიყვანა.
-მზად ხარ? -მკითხა კოტემ.
-5 წუთში ვიქნები. - რატომ არ შეგვიძლია ქალებს სიმართლის თქმა, რომ 5 წუთში კი არა მინიმუმ 1 საათი დაგვაგვიანდება. არა, მაინცდამაინც ის გვირჩევნია, რომ ყოველ 5 წუთში მამაკაცის წუწუნი ავიტანოთ.
-კარგი, მალე გამოგივლი. - ტელეფონი საწოლზე მივაგდე და ტანსაცმელს მივუბრუნდი.

ეს კაბა ზედმეტად სექსუალურია, ეს კი პირიქით, არანაირი ინტრიგა. და საერთოდ რატომ მაქვს სულ ასეთი კაბები? აუცილებლად უნდა განვაახლო გარდერობი. შარვლებს ხომ არ გადავხედო ? არა, კაბა მირჩევნია.. აი ამას ჩავიცმევ, მოკლეა, მაგრამ დეკოლტე აქვს ზომიერი. თან ძალიან მიხდება ატმისფერი. დაბლებს ჩავიცმევ და ძალიან გამომწვევად აღარ ვიქნები.

-მოვედი. - ისევ დამირეკა კოტემ.
-კარგი, 5 წუთში ჩამოვალ. -კიდევ კარგი თმა და მაკიაჟი ჩაცმამდე გავიკეთე, კაბა გადავიცვი და ფეხსაცმელებს მივადექი.
15 წუთში ისევ დამირეკა.
-შენი 5 წუთი რამ დამავიწყდა, წესით ყველაზე მწარედ უნდა მახსოვდეს. -გაეცინა კოტეს.
-აი, მართლა ჩამოვდივარ. -ვუთხარი და კარები გამოვკეტე. კიბეების ბოლო საფეხურების ჩავლისას ცოტა შევყოვნდი. მგონი ცოტას ვღელავ. ბოლოს მომერიდა, ისედაც ამდენი ხანი ვალოდინე და გავედი.
როგორც კი დამინახა, მაქანიდან გადმოვიდა. სიმპატიურობა არ დაუკარგავს, პირიქით ახლა ბევრად მომხიბვლელი და მამაკაცურია. ბედნიერი ღიმილით მომიახლოვდა და გადამკოცნა.
-ისევ ისეთი ლამაზი და შეუდარებელი ხარ. - კომპლიმენტით შემამკო და მანქანის კარები გამიღო.
-დიდი მადლობა. -გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.

მთელი გზა ჩუმად ვისხედით, ზედმეტად უხერხული სიჩუმე იყო, დიდ დისკომფორტს ვგრძნობდი, მაგრამ მე არაფრის თქმას ვაპირებდი. ისიც არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მანქანა რესტორნის წინ გააჩერა, მაინცდამაინც აქ? ხომ გეუბნებით, ბედი სერიოზულად დამცინის. მე და მაქსიმე ხშირად ვსტუმრობდით აქაურობას, თან ეს ის ადგილია სადც ერთმანეთი გავიცანით.
-რამე მოხდა? -როგორც ჩანს, სახეზე დამეტყო უკმაყოპილება.
-არა, არაფერი. -ძალით გავუღიმე მამაკაცს.
-თუ არ არ მოგწონს, სხვაგან წავიდეთ. -შემომთავაზა კოტემ.
-არ აქვს მნიშვნელობა. -ჩავილაპარაკე და მანქანიდან გადავედი.
კოტემ მისი სასურველი კერძი და სასმელი შეუკვეთა. იმაშიც არ გამიმართლა, რომ დღესაც დათო გვემსახურებოდა.
-თქვენ, ქალბატონო ტაისია, როგორც ყოველთვის? -გამომხედა ბიჭმა.
-დიახ. -გავუღიმე და უხერხულად გამოვხედე კოტეს.
-როგორც ჩანს, ხშირი სტუმარი ხარ. -გამიღიმა კოტემ.
-ახლა აღარ, ადრე უფრო ხშირად დავდიოდი.
-გასაგებია. – ისევ სიჩუმე, ისევ დაძაბულობა. - წითელი ღვინო. -გაიღიმა კოტემ როდესაც შეკვეთა მოგვიტანეს, მაშინაც წითელ ღვინოს ვანიჭებდი უპირადესობას.
-ხო, რაღაცეები არ იცვლება. -მეც გავუღიმე და სასმელი მოვსვი.
-გეთანხმები, რაღაცეები არ იცვლება. -ორაზროვნად გაიმეორა ჩემი სიტყვები და თვალებში შემომხედა. -მომიყევი აბა, რას საქმიანობ?
-ლენუკას შეყვარებულის კომპანიაში ვმუშაობ, ახლები არიან ამ ბაზარზე და ცოტა ბევრი საქმეა.
-მოიცა, დავით ბარკალაიასთან აღარ ხარ? -გაკვირვება ვერ დამალა მამაკაცმა.
-ხო, რაღაც გაუგებრობა მოხდა და წამოვედი. - ისევ მაქსიმე გამახსენდა.
-ვერ წარმომიდგენია ეგ კომპანია შენ გარეშე.
-ვერც მე წარმომედგინა ჩემი თავი ამ კომპანიის გარეშე, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. -სინანულით გავიღიმე და ისევ მოვსვი სასმელი. -შენზე რას მეტყვი?
-ამერიკაში ვმუშაობ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, მაგრამ გადავწყვიტე დავბრუნდე.
-რატომ?
-ცოლი და შვილი მინდა.
-იქ არ არიან ქალები? -გამეცინა მის პასუხზე.
-იქ ვერავინ შეძლო ჩემი გულის დაპყრობა. -თვალი ჩამიკრა და ვისკი მოსვა. აი, უახლოვდება თემას.. უსიამოვნოდ დამიარა.
-აქ რა უნდა გააკეთო? -ჯიუტად ვაგრძელებდი საქმეებზე საუბარს.
-დარწმუნებული ვარ ბევრ ადგილას სჭირდებათ კარგი იურისტი, უფრო სწორედ საუკეთესო იურისტი. -ამაყად წამოიწია კოტე და გაეცინა.
-ოჰ, როგორი თავმდაბალი ხარ. -მეც გავეხუმრე. მგონი ნელ-ნელა დაძაბულობა გვეფანტება. -რაღაცეები მართლაც, რომ არ იცვლება, ყოველთვის იცოდი შენი ფასი, საქმეში. -ბოლო სიტყვას ხაზი გავუსვი.
-ხომ, არ იცვლება.. როგორც ჩემი გრძნობები შენ მიმართ. -უცებ დასერიოზულდა კოტე და ისევ თვალებში ჩამხედა. დავიძაბე, ვეღარაფერი ვთქვი. -ტაისია.. მე შენ გამო დავბრუნდი და ამჯერად უარს აღარ დავჯერდები.
-კოტე, არ გვინდა ამ თემაზე, გთხოვ..
-შეხვედრაზე რომ მთანხმდებოდი, კარგად იცოდი რომ აუცილებლად ვილაპარაკებდით ამაზე. ტყუილად ნუ შეეცდები თავის არიდებას. -ასეთი კატეგორიული, ნამდვილად არ მახსოვდა.
-მე.. მე ხომ.. კოტე, კარგად იცი ვერ შეგიყვარე მაშინ და ახლა მითუმეტეს ვერ შევძლებ. - ენა წინ მისწრებს, რა საჭირო იყო დაკონკრეტება. „მითუმეტეს“...
-მაშინ არც კი გიცდია.. ახლა ცდი! -კი არ მთხოვა, მიბრძანა.
-არ შემიძლია.. -ამოვილაპარაკე და მამაკაცს თვალი ავარიდე.
-რატომ? შეგიძლია ერთხელ მაინც იყო ჩემთან გულწრფელი და ამიხსნა ასე კატეგორიულად, რატომ ამბობ ჩემთან ურთიერთობაზე მუდმივად უარს?
-ვეღარ შევძლებ შეყვარებას, აღარც მჯერა ამ გრძნობის. არც მუდმივი ბედნიერების აღარ მჯერა, ყველაფერი წარმავალია.
-ვინ გატკინა ასე ძალიან? - ათიანში გაარტყა!
-არავინ, უბრალოდ ასე ვფიქრობ.
-კარგი არ მითხრა, თუ სურვილი არ გაქვს. ძალიან გთხოვ, ახლა ასე პირდაპირ ნუ მეტყვი უარს. არა, არ გთხოვ. ამჯერად აღარ მოგცემ უარის თქმის უფლებას. მომეცი შანსი.. არ გეუბნები დღესვე ავდგეთ და ერთად ვიყოთ მეთქი. რამდენიც დაგჭირდება, იმდენ დროს მოგცემ, მაგრამ შეხვედრებზე უარი არ მითხრა. ვიაროთ ყველგან სადაც გაგეხარდება, გამიცანი კარგად, იქნებ არც ისეთი ცუდი ვარ როგორიც გგონივარ. -წყნარად მელაპარაკებოდა და შიგადაშიგ გაეღიმებოდა კიდეც.
-არც არასდროს მიფიქრია, რომ ცუდი ხარ. -გავუღიმე მამაკაცს.
-ჩემს შემოთავაზებაზე რას იტყვი? -დაძაბულმა ამომხედა.
-კარგი, თანახმა ვარ. -შევამჩნიე როგორ გადაურბინა სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა.



-მიხარია, რომ ყველა იმედი არ გადაწურე! -ბედნიერებას ვერ მალავდე ანეტა. -ლენუკა, დამიანეს დახედე, გთხოვ მგონი შეიღვიძა. -უცებ მიუტრიალდა შვილს.
-ხო, რავი ვცდი, მართლა არაფერს ვკარგავ. - მხრები ავიჩეჩე და სიგარეტი ავიღე. -გამოდი რა შენც.. -შევევედრე დაქალს და აივანზე გავედი. რაც პატარა დაიბადა, სახლში აღარ ვეწევით.
-იცი რას ვფიქრობ? -გამომყვა დაქალიც. -ძალიან კარგი ოჯახი გექნებათ შენ და კოტეს.
-ანეტ, ჯერ მხოლოდ შეხვედრებზე დავთანხმდი. - გამეცინა დაქალის მოუთმენლობაზე.
-მალე მეტზეც დათანხმდები. -თვალი ჩამიკრა დაქალმა.
-ვნახოთ. - ამოვიქვნეშე და ღრმა ნაპასი დავარტყი.
-უარზე რადგანაც აღარ ხარ, ეგ პასუხიც მაკმაყოფილებს. -წარბები ამითამაშა და გადაიკისკისა ანეტამ.
-ნეტავ მაქსიმე რას შვება? - ჩავილაპარაკე ჩემთვის და სივრცეს გავხედე.
-ნუ ფიქრობ მაგ თემაზე. -მოკლედ მომიჭრა დაქალმა და უცებ დატოვა აივანი.
-რაღაც იცი და არ მეუბნები ხომ? -ავედევნე დაქალს, ყოველთვის ვხვდებოდი როცა რაღაცას არ მეუბნებოდა.
-არა, რას უნდა გიმალავდე? -მხრები აიჩეჩა ანეტამ და თვალები ამარიდა.
-არასდროს გამოგდის ტყუილები, ანეტა! მითხარი სასწრაფოდ. -ხმა გავიმკაცრე და დოინშემორტყმული დავდექი ანეტას წინ.
-ბავშვი ტირის. -უცებ ამარიდა თავი დაქალმა და ბავშვთან გავიდა.



ერთი თვე გავიდა.. თან ისე სწრაფად, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ამ თვის განმავლობაში, კოტეს ყოველდღე ვნახულობდი. სამსახურის შემდეგ ხან სად წავბოდიალდებოდით, ხან სად, მხიარულად ვატარებთ ერთად დროს. ერთხელ მთაწმინდაზეც ამიყვანა, ბავშვობა გავიხსენოთო. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ერთხელაც არ უცდია კოცნა ან ჩახუტება. პატიოსნად ასრულებს მის სიტყვას და დროის საკითხშიც არ მზღუდავს. რისთვისაც, ძალიან დიდ პატივს ვცემ.


მართალია, ძალიან მაინტერესებს რას მიმალავს ანეტა, მაგრამ იმ დღის შემდეგ არც ერთს აღარ გვიხსენებია მაქსიმე. ერთ საღამოს ყველანი ანეტასთან და დემეტრესთან შევიკრიბეთ, სესილიაც კი იყო.
-1 კვირაში დაბადების დღე მაქვს, სახლში ვაწყობ წვეულებას და ყველას გელოდებით. -გვითხრა გაღიმებულმა სესილიამ. -თქვენც გამახარებთ, თუ მოხვალთ. -გახედა ლენუკას და ამიკოს.
-აუცილებლად. -გაუღიმა ლენუკამ.
-დიდი წვეულება არ უნდა იყოს. -აღნიშნა ანეტამ.
-კი, დიდი იქნება. თბილისის სახლში არ ვაკეთებ, როგორც იქნა საგურამოს აგარაკი დასრულდა. მეორე მიზეზი ამის აღნიშვნაც არის.
გული გამიჩერდა.. წარსულში გადავვარდი და ყველაფერი ერთად გამახსენდა, ყველა გრძნობა და ემოცია ერთმანეთში დატრიალდა.
-ჩვენც წავალთ ხომ? -აწმყოში კოტეს ხმამ დამაბრუნა.
-რა? აა.. კი, კი, რა თქმა უნდა. -დაბნეულმა გავუღიმე მამაკაცს და მეგობრებს გადავხედე.
-წამო, გავისეირნოთ. არ გინდა? -უცებ ყურში ჩამჩურჩულა კოტემ. სუფთა ჰაერი ნამდვილად არ მაწყობდა, თანხმობის ნიშნად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
-მე ტაისია უნდა მოგტაცოთ. -თქვა კოტემ და ისიც წამოდგა.
-დიდი ხანია უკვე შევეგუეთ მაგ აზრზს. -გაეცინა დემეტრეს და თვალი ჩაგვიკრა. მეგობრებს გამოვემშვიდეობეთ და გარეთ გავედით.

-სად წავიდეთ? -მკითხა კოტემ, როდესაც მანქანაში ჩავსხედით.
-კუს ტბაზე, ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ კაფეში დავსხდეთ.
-როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო. -გაეცინა მამაკაცს და მანქანა დაძრა.
-დროა.. -ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რა? -ვერ გაიგონა კოტემ.
-მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ. -გავუღიმე მამაკაცს და სივრცეს გავხედე.
---------
დადაააამ :))) აბა რას ფიქრობთ კოტეზე?



№1  offline წევრი tskvito

asaks tu gavitvaliswinebt kote ufro realuri kandidatia...

 


№2  offline წევრი nestanuka13

ზოგადად ასაკზე არ მაქვს გართულება მაგრამ ჩემი აზრით 12 წელი სხვაობა მაინც ბევრია თან ეს დაქალის შვილი რომ არის უფრო ტეხავს, მაგრამ მაინც რატომღაც მაქსიმე მინდა და არა კოტე :))

 


№3  offline წევრი anuchka

Dzan kargia♥)))))) mec vfiqrob ro kote shesanishnavi kandidatiaa ♥) warmatebebi ♥ male dadee shendegi tavi)

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სულაც არ მინდა კოტესთან დარჩეს ტაისია... ასაკს საერთოდ არ აქვს ჩემთვია მნიშვნელობა და მინდა მაქსიმესთან დარჩეს რადგან სხვასთან ბედნიერი მაინც ვერ იქნება და მაქსიმესაც ძალიან უყვარს ტაისია... მოკლედ იმედია ეს წყვილი შედგება საბოლოოდ...

 


№5  offline მოდერი ჯია

ოოოჰ :))) როგორ გაიყო აზრები... საინტერესოაააა!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და არ იზარებთ თქვენი აზრების დაფიქსირებას love

 


kargia! jia shemtxvevit xom arici raime axali blogo tu aqvt axalkacs an amaru888!?

 


№7  offline მოდერი ჯია

ალუბლის გოგონა
kargia! jia shemtxvevit xom arici raime axali blogo tu aqvt axalkacs an amaru888!?


მადლობა love
რაღაც საიტი აქვთ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი.

 


№8  offline მოდერი sopiko

ki saiti gaaketea.

 


№9  offline წევრი Ignifex

კარგია <3 ცოტა დავიბენი,მაქსიმეც მომწონს და კოტეც. :D ასაკზე გართულება ყოველთვის მქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ქალი იყო უფროსი. ვიცი,ძალიან ცუდია ასე რომ ვფიქრობ მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ,სამწუხაროდ :D ამიტომ ტაისას კოტე უფრო შეეფერება ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,რომ მაქსიმე უყვარს. დაქალის (თუნდაც ყოფილის) შვილი რომაა,ეს უფრო მიუღებელს ხდის ჩემთვის მაქსიმეს და ტაისიას წყვილს. არადა,ცალ-ცალკე მეცოდებიან...მაგრამ დროთა განმავლობაში შეეგუებიან. ყველა ვეგუებით იმას,რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზე და გრძნობებზე დამოკიდებული ვერ იქნება. ანეტას ახალი ამბავს რაც შეეხება,მაქსიმემ ცოლი მოიყვანა ვითომ?:D მოთხრობა მშვენიერია! <3 ცოტა იმისაც მეშინია,კოტეს უნაკლოობა მხოლოდ ფასადი არ იყოს.

 


№10 სტუმარი თეა

კოტე ძალიან მომწონს, მაგრამ მაქსიმე მისთვის ყველაფერი იყო.ასაკის მიუხედავად ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს.

 


№11  offline წევრი Firefly

კოტე მომწონს ძალიან
--------------------
M.T

 


№12  offline წევრი nestanuka13

ეს არის საიტი

 


№13  offline მოდერი ჯია

Ignifex
კარგია <3 ცოტა დავიბენი,მაქსიმეც მომწონს და კოტეც. :D ასაკზე გართულება ყოველთვის მქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ქალი იყო უფროსი. ვიცი,ძალიან ცუდია ასე რომ ვფიქრობ მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ,სამწუხაროდ :D ამიტომ ტაისას კოტე უფრო შეეფერება ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,რომ მაქსიმე უყვარს. დაქალის (თუნდაც ყოფილის) შვილი რომაა,ეს უფრო მიუღებელს ხდის ჩემთვის მაქსიმეს და ტაისიას წყვილს. არადა,ცალ-ცალკე მეცოდებიან...მაგრამ დროთა განმავლობაში შეეგუებიან. ყველა ვეგუებით იმას,რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზე და გრძნობებზე დამოკიდებული ვერ იქნება. ანეტას ახალი ამბავს რაც შეეხება,მაქსიმემ ცოლი მოიყვანა ვითომ?:D მოთხრობა მშვენიერია! <3 ცოტა იმისაც მეშინია,კოტეს უნაკლოობა მხოლოდ ფასადი არ იყოს.


სულაც არ არის ცუდი, ეგ შენი პირადი აზრია! მე ყველას აზრზს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა.
დანარჩენს რაც შეეხება, ყველაფერს მომდევნო თავში გაიგებ love



თეა
კოტე ძალიან მომწონს, მაგრამ მაქსიმე მისთვის ყველაფერი იყო.ასაკის მიუხედავად ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს.


♥მარიამი♥
კოტე მომწონს ძალიან


სამივეს ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ love love

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

მაქსიმე რომ ძალიან საყვარელი და მაგარი ტიპია,მეორე აზრი არ არსებობს,მაგრამ მაინც გართულება მაქვს ასაკზე(ყველაფერი შეიძლება,მაგრამ მე მაიცნ ვერ ვგუობ).

კოტეც კარგი ტიპი ჩანს,პატიოსანი და სიტყვის ერთგული.მას რომ გაჰყვეს,მაქსიმეს მაინც გაიხსენებს ხოლმე,დროდადრო აინც გაახსენდება და,შეიძლება,რამდენიმე მომენტში ეს ნაბიჯი ინანოს.მაქსიმესთან რომ იყოს(მომავალს არ აჩევნებ ისტორიაში,იქნება ქორწილი და კარგი "ჰეფი ენდი" გამოვა).მაგრამ მერე რა იქნება ვინ იცის..თუმცა,მათი ურთიერთობის სტაბილური ბედნიერებაც არაა გამორიცხული..

მაგრამ იმაშიც გამოვტყდები,რომ კოტე მაინც და მაინც არაა ტაისიას შესაფერი.

მოკლედ,დაველოდოთ მოვლენებით განვითარებას.საინტერესოა,როგორი იქნება მაქსიმესა და ტაისიას შეხვედრა ამდენი ხნის მერე.

ბოლოს ინტრიგა კი დაგვიტოვე..
მალე დადე.

 


№15  offline წევრი buubbuuu)))

დავბრუნდი ჩემო ჯია და არ მჯერა . ხო ისა ჯერ ისე გამეხარდა რომ ახალბედა მწერალი გახდი ვერ აგიღწერ 7 თავოდან აქამდე წავიკითხე ზუსტად ახლა. ვაიმე რა მაგარი იყო. ხპდა აი მაგ კოტეს შემდეგ თავში კუს ტბაში თუ ჩაახრჩობ უბედნიერესი ვიქნები ♥♥♥♥♥ არმჯერა რომ ახლა აქ ამას ვწერ კი არადა საერთოდ ინტერნეტს რომ ვხედავ ბედნიერი ვარ ახა ისეთ მიყრუებულ ადგილას ვიყავი ტურები თუ არ შემჭამდნენ არ .ეგონა :დ :დ ♥♥
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№16  offline მოდერი ჯია

drunkinlove
მაქსიმე რომ ძალიან საყვარელი და მაგარი ტიპია,მეორე აზრი არ არსებობს,მაგრამ მაინც გართულება მაქვს ასაკზე(ყველაფერი შეიძლება,მაგრამ მე მაიცნ ვერ ვგუობ).

კოტეც კარგი ტიპი ჩანს,პატიოსანი და სიტყვის ერთგული.მას რომ გაჰყვეს,მაქსიმეს მაინც გაიხსენებს ხოლმე,დროდადრო აინც გაახსენდება და,შეიძლება,რამდენიმე მომენტში ეს ნაბიჯი ინანოს.მაქსიმესთან რომ იყოს(მომავალს არ აჩევნებ ისტორიაში,იქნება ქორწილი და კარგი "ჰეფი ენდი" გამოვა).მაგრამ მერე რა იქნება ვინ იცის..თუმცა,მათი ურთიერთობის სტაბილური ბედნიერებაც არაა გამორიცხული..

მაგრამ იმაშიც გამოვტყდები,რომ კოტე მაინც და მაინც არაა ტაისიას შესაფერი.

მოკლედ,დაველოდოთ მოვლენებით განვითარებას.საინტერესოა,როგორი იქნება მაქსიმესა და ტაისიას შეხვედრა ამდენი ხნის მერე.

ბოლოს ინტრიგა კი დაგვიტოვე..
მალე დადე.


მადლობა, მარიამ, რომ ასე აქტიურად კითხულობ და მიფასებ ნაწერს love love

buubbuuu)))
დავბრუნდი ჩემო ჯია და არ მჯერა . ხო ისა ჯერ ისე გამეხარდა რომ ახალბედა მწერალი გახდი ვერ აგიღწერ 7 თავოდან აქამდე წავიკითხე ზუსტად ახლა. ვაიმე რა მაგარი იყო. ხპდა აი მაგ კოტეს შემდეგ თავში კუს ტბაში თუ ჩაახრჩობ უბედნიერესი ვიქნები ♥♥♥♥♥ არმჯერა რომ ახლა აქ ამას ვწერ კი არადა საერთოდ ინტერნეტს რომ ვხედავ ბედნიერი ვარ ახა ისეთ მიყრუებულ ადგილას ვიყავი ტურები თუ არ შემჭამდნენ არ .ეგონა :დ :დ ♥♥


აააა, ბუბუსიტო დაბრუნდააა love love
მიხარია, რომ დაბრუნდი ცოცხალი და უვნებელი wink
იმედია, აღარ მიმატოვებ და მომანატრებ თავს!
მადლობააა love love

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

magaria dzaan... au jia shegidzlia amaru888s saiti gaigo sad wers ??

 


№18  offline მოდერი ჯია

uchveulo
magaria dzaan... au jia shegidzlia amaru888s saiti gaigo sad wers ??


მადლობა love
შევეცდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent