შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკრთალი ნათელი წერტილები! "1"


4-09-2015, 21:15
ავტორი მორი-ელი
ნანახია 2 819

დაუცველობის სინდრომი
დავიწყებული ვალდებულებები;
მოქმედების უუნარობა;
მკრთალის ნათელი;

1995 წლის 17 ნოემბერი:თავდაჭერილი სიყალბე;
ბნელი დღე;
უფერო ფერები;
2005 წლის 17 ნოემბერი: ჩვეული შეცდომები ;
გარდატეხა;
2015 წლის 17 ნოემბერი:უგრძნობი გრძნობები;

მაღალი?!-არა უფრო საშუალო
გამხდარი?!-ოდნავ
ლურჯი თვალები,გრძელი უსაშველოდ გრძელი წაბლისფერი თმა,თანაც ხვეული,მუდამ გაშლილი
გამოხედვა?!-ნაზი,ხშირად უხეში,ცივი,მრავლისმეტყველი.
ბაგე მუდამ ალუბლისფერი,ტუჩსაცხი არა,ბუნებრივად მკვეთრი წითელი.
რა სურს ცხოვრებისგან?-ალბათ ის რასაც ყველა ადამიანი ისურვებდა-სიმშვიდე და ბედნიერება.
-მტკივნეულია ცხოვრება?!
-მგონი ცოტა აჭარბებთ-ამბობს ის და იღიმის,მისი თვალები გამუდმებით აცეცებენ თვალებს ირგვლილ,აკვირდებიან ყოველ დეტალს და აღწევენ ყველაფრის სიღრმეში.
-არაფრის არ გეშინიათ?-კითხულობს ისევ მის წინ მჯდომი,ქალი უწყვეტად უღიმის
-მე არ ვთვლი,რომ ყველაფერი შავია,ყველაფერშია ცოტ-ცოტა შავი,ეს უბრალოდ ცხოვრების დატვირთვაა,რომ ბრძოლა შეგვეძლოს.
-რის წინააღმდეგ?
-ჩვენი თავის.,ყველაზე ხშირად საკუთარი თავი გვამარცხებს,მაგრამ გვასწავლის ცხოვრებას.,საკუთარ შეცდომებზე უკეთესი მასწავლებელი არ არსებობს.
-საშიში ხართ
-რატომ?
-განსხვავებული ხართ
-ამით არაფერი შავდება,ყველა ადამიანი განსხვავებულია,ყველამ,რომ ერთნაირად იმსჯელოს საშინელება იქნება,იმასთან შედარებით ვიდრე ახლაა.
-თქვენ ამბობთ,რომ არ გყვარებიათ,მაგრამ ძალიან გაინტერესებთ რა გრძნობაა ეს.
-სიყვარული ყველას აინტერესებს,ადამიანის პირველი მოვალეობაა უყვარდეს,სამყარო ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა,ადამიანებს სიყვარული,რომ არ შესძლებოდათ.
-მაგრამ თქვენ არ გყვარებიათ
-არ მყვარებია საპირისპირო სქესი,მაგრამ მიყვარს მშობლები,ძმა,ნათესავები,ახლობლები,მეგობრები,ესეც ხომ სიყვარულია.
-რა თქმა უნდა,მეორედ ცხოვრების უფლება,რომ მოგეცეთ რამეს შეცვლიდით?
-კი,ვიპოვიდი ადამიანს,რომელიც. . .

***
-შენ ამბობ,რომ ადამიანი გააცოცხლეს?-გაოცებული ეკითხება ილია ბექას და მანქანას ამუხრუჭებს , ინერციის სიმძლავრით უკან მჯდომი სანდრო წონასწორობას ვერ იკავებს და წინ ვარდება.
-გაგიჟდი?-ყვირის შეშინებული და საყელოში ებღაუჭება.
-კლინიკური სიკვდილი იყო-ამბობს ბექა და თავადაც გაოგნებული ხელებში რგავს სახეს.
-როგორ ტიროდნენ მისი ახლობლებლი,შეესწარი?-ეკითხება აღელვებული ილია მეგობარს და სანდროს ჩაბღუჯულ ხელებს თავიდან იცილებს.
-საშინელება იყო,მადლობა ღმერთს უკან დაბრუნდა,თუმცა ჩვენ რატომ ვღელავთ მასზე არც კი ვიცნობთ.დაძარი ახლა მანქანა სახლში წავიდეთ.
-კარგი ხო-ჩაილუღლუღა ილიამ და ძრავი ჩართო.
-დიდი უცნაური ვინმე ხარ
-გუშინ ვნახე-თქვა უეცრად ილიამ,ორივე დამდუმდა
-სულ გააფრინე?-ჰკითხა ბექამ-როგორ ნახავდი,გოგოს კუბოთი მიასვენებდნენ.
-ღამით ვნახე-უთხრა ილიამ-ძალიან მთვრალი ვიყავი,ძლივს დავდიოდი,მაგრამ მკაფიოდ მახსოვს,როგორ ჩამიარა გვერდით და ალბათ არასოდეს დამავიწყდება მისი ღიმილი-ერთხანს დადუმდა,მაგრამ ისევ განაგრძო მასზე საუბარი.
-ელენე ჰქვია მგონი.-ის შეგრძნებები,განცდები,ემოციები,იმდენად დაღალა სხეული შეაღონა,ჭკუიდან გადაიყვანა,ისევ გააჩერა მანქანა და გადავიდა.
-რა გემართება?-გადავიდა ბექაც და მივარდა მეგობარს,რომელიც გაშეშებული იდგა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.
-არ ვიცი,ის გოგო უნდა ვნახო აუცილებლად,უნდა ვნახო,რომ გავიგო-ცოტაც და ცრემლები წამოუვა
-რა უნდა გაიგო,ადამიანო!-გაბრაზდა ბექა
-რომ არაფერი უჭირს-ღრმად ჩაისუნთქა ილიამ და ბექას შეხედა
-ასე რატომ ნერვიულობ,მასზე,არ მესმის შენი
-ვგრძნობ,რომ ის ჩემი ნაწილია.“ჩემი მკრთალის ნათელი წერტილია“
-არა შენ სულ გაგიჟდი,წამოდი ადამიანო სახლში ხომ იცი ყველა გელოდება,რატომ ხარ ასეთი ჯიუტი,რატომ ცდილობ ყველაფრის არევას,როცა სიმშვიდეა.
-ჩემში არაა სიმშვიდე,მისი გამოჩენის მერე,აღარაფერია მშვიდად-ხელები სახეზე აიფარა,იმედგაცრუების საშინელი შეგრძნება და სიმძიმე გულში,ხმის ამოღება ვეღარ შეძლო.
-კარგი,წამოდი,ყველაფერი მოგვარდება,იმ გოგს ვიპოვით და დაველაპარაკებით.
-ხომ თქვი,რომ ცოცხალია
-კი ცოცხალია,ნუ გეშინია.
-ის ჩემთან იყო.ვერ დავკარგავ,უნდა ვუთხრა,რომ ჩემთვის დაბრუნდა.
* * *
-ელენე კარგად იქნება?-ჰკითხა ექიმს ნინომ და ზურას ამღვრეულ თვალებს მზერა მოარიდა
-კი ქ.ნ ნინო ნუ ნერვიულობთ,სასწაულებრივად გადარჩა-მიუგო ექიმმა-გინდათ ნახოთ?
-კი რა თქმა უნდა.

ელენე თვალებ დახუჭული იწვა,როდესაც იგრძნო როგორ მიუახლოვდა ვიღაც და ხელზე ხელი დაადო,შეცბუნდა და თვალები გაახილა.
-დედა!-გაოცებულმა თქვა-შენც აქ ხარ?-გაფართოებული თვალებით უყურებდა ნინოს
-ელენე მე შენს გვერდით ვარ,მადლობა უფალს,მეგონა,რომ დაგკარგე.
-კი,მაგრამ-ამოილუღლუღა მან-მეგონა აღრ დავბრუნდებოდი,რატომ?
-ეგ აღარ გაიმეორო-ხელი ააფარა ტუჩებზე-შენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება,გესმის?
-ყველაფერი სხვანაირი იყო-თვალები დახუჭა და ცრემლები ჩამოუცურდა ლოყებზე.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ორიგინალური ჩანს.
აუცილებლად,განაგრძე.

 


№2  offline წევრი Imagination

აქ რომ მინდა კომენტარის დაწერა მაშინ ჭედავს ჩემი ტელეფონი.საინტერესო ჩანს გააგრძელე და ეს უჭველად დაასრულე თორეეემ. კარ'ქ'ი ხარ

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

drunkinlove
ორიგინალური ჩანს.
აუცილებლად,განაგრძე.

blue
აქ რომ მინდა კომენტარის დაწერა მაშინ ჭედავს ჩემი ტელეფონი.საინტერესო ჩანს გააგრძელე და ეს უჭველად დაასრულე თორეეემ. კარ'ქ'ი ხარ

როგორ მიყვარხართ თქვენ ხო არ იცით. დავასრულებ კი კი აუარება დრო მაქ 21 სექტემბრამდე :დდდ :) ყოველდგე რომ დავდებ დავასრულებ კიდეც. :) <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent