შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით [18]


5-09-2015, 01:31
ავტორი lisebeth
ნანახია 3 371

ლევანი და მარი სანაპიროზე სეირნობდნენ.მიუხედავად იმისა იცოდა გოგონა დედისთვის გამხელას აპირებდა ,მაინც გაუკვირდა თუმცა ესიამოვნა.
-ესეიგი ბოლოს მაინც უთხარი?
-ვუთხარი და ისიც დავამატე ,რომ რატისთვის ვაპირებ თქმას...
-მართლა?
-ჰო...უნდა ვუთხრა ჩემი ძმაა და უფლება აქვს იცოდეს. თანაც ჩვენ ცუდს არაფერს ვაკეთებთ.
-მინდა როცა ამას გააკეთებ მეც იქ ვიყო და ჩემი აზრიც გამოვთქვა. არ მინდა იფიქროს რომ შენს ზურგს უკან ვიმალები.
-რატი ასეთი არ არის. ის სხვანაირია. ის არ ჰგავს ქართველ ბიჭებს...უკვე წლებია ამერიკაში სწავლობს და აზროვნება სხვანაირი აქვს. დარწმუნებული ვარ გაგვიგებს
-ძალიან კარგი. მე დასამალი არაფერი მაქვს. მიყვარხარ და მინდა სულ ერთად ვიყოთ. ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობთ ,მაგრამ ადრე თუ გვიან ერთად ვიცხოვრებთ. დავქორწინდებით და ყველაფერი სხვანაირად იქნება...
-შენ რამდენ რამეზე გიფიქრია
-მე ყოველთვის ვფიქრობ. გპირდები ყველაფერი კარგად იქნეება.
ლევანმა შეყვარებულს აკოცა და მოეხვია.
-მგონი ძალიან გცივა...სჯობს სასტუმროში დავბრუნდეთ_გაუღიმა ლევანმა

რატი მთელი გზა რაღაცეებს იგონებდა და ყვებოდა. თავისივე ნათქვამზე ხშირად ეცინებოდა ,მაგრამ ელენეზე იგივეს ვერ იტყოდით. მოღუშული და გაბრაზებული იყო.
-კარგი რა გამოფხიზლდი_ისაყვედურა რატიმ მანქანა ფერდოფთან ,რომ გააჩერა.
-ასე არ უნდა მოვქცეულიყავით. მარტო არ უნდა წამოვსულიყავით. თუ მამაჩემისთვის თქმას ვაპირებთ არ უნდა წამოვსულიყავით გესმის? საშინლად გაბრააზდება ,როცა გაიგებს ,რომ ერთად ვარტ და აქ მარტო წამოგყევი. იფიქრებს ,რომ მოვაატყუე...ეს არ მინდა
-კარგი რა არ მიცნობდეს მაინც მამაშენი. წლებია ჩვენი ოჯახები მეგობრობენ. არაფერს იტყვის. დამიჯერე სულ ტყუილა ნერვიულობ._რატიმ შეყვარებულს აკოცა და მანქანა გვერდზე მიაყენა. მერე კარი გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა.
-რატომ გავჩერდით?
-აქედან ფეხით უნდა ავიდეთ...
-რაა? ვერ ვიტან ფეხით სიარულს...
-მოგიწევს.
-კარგი რა არ შემიძლია. შორსაა?
-ამბობენ ,რომ კი ,მაგრმ ზუსტად არ ვიცი. თუმცა იქ ზემოდან ,რომ გადმოიხედავ ულამაზესი ხედიაო ...ლეგენდები დადის. უნდა ავიდეთ და როგორც ნამდვილმა შეყვარებულებმა მზის ჩასვლით დავტკბეთ.
-კარგი ჰო...

-აბა წავედით?_ხელი ჩაავლო ბიჭმა და ზევით წაიყვანა. გზა და გზა უფრო და უფრო მაღლდებოდა ფერდი. რატის თითქოს დაღლა არც უგრძვნია ისე აიარა ნახევარი გზა. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა აირბინაო. სპორტსმენი იყო და ასეთი რამეები ვერ აფერხებდა.ელენე კი ლამის ვეღარ სუნთქავდა და ფეხებს ძლივსღა მიათრევდა. დაახლოებით საათნახევარი იარეს. რატის ელენე აფერხებდა რადგან ლამის ყოველ ნაბიჯზე ისვენებდა.
-ძალიან დაიღალე?_კითხა ბიჭმა. უკვე მისი საცოდაობით იწვოდა. ფეხი ნამთვრალევი კაცივით ერეოდა და რაღაცეებს ებღაუჭებოდა თავის გასამაგრებლად.
-ვეღარ დავდივარ. დავიღალე რატი გთხოვ დავისვენოთ...
-ისედაც ყოველ ნაბიჯზე ისვენებ.
-ნუ დამცინი. მე გოგო ვარ და თან ასეთ გზებზე არასდროს მივლია.
-ზურგზე შეგისვამ და წაგიყვან გინდა?_გაუღიმა ბიჭმა
-არაა...
-მაშინ ხელში აგიყვან და ისე ..._ხელი კაფანდარა სხეულზე ჩაავლო და აიტაცა.
-ამხელა გოგოს ხელში აყვანილი როგორ ამიყვან მაღლა?_გაოცდა ელენე.
-იცი მაინც რამხელა ვაჟკაცებთან მიწევს ჭიდილი სპორტში? ერთ პატარა გოგოს ვერ მოგივლი ?_ბიჭმა გზა განაგრძო_რამდენი კილო ხარ? ორმოცი თუ ორმოცდახუთი?
-არ ვიცი...
-სასიამოვნოა ,როცა გოგო რომელიც მოგწონს ხელში აყვანილს დაატარებ.
-საყვარელი ბიჭი ,რომ ხელის გულზე დაგატარებს არც ეგაა ურიგო.
წყვილმა ლაპარაკით აიარა ფერდობი. დაახლოებით ოც წუთს მოუნდნენ
-მზე სადაცაა გადაიხრება. ნახე რა მშვენიერი სანახაობაა _ხელი გაიშვირა ჰორიზონტისკენ ბიჭმა. ელენეს თვალი გაუშტერდა და რაღაც აღტაცება იგრძნო.მიუხედავად იმისა ,რომ ბევრი ადგილი ენახა საზღვარგარეთაც კი მსგავსი მშვენიერების მომსწრე არასდროს ყოფილა.ნეტა რატისთან ერთად ,რომ იყო ამას ამიტომ განიცდიდა ასე? პასუხი არ ქონდა. ბიჭმა უკნიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა.
-ულამაზესია აქაურობა._აღმოხდა ელენეს.
-მინდოდა ეს ერთად გვენახა...თანაც პირველად.
-რატი...
-ჰო?
-ვიცი ეს არასდროს მითქვამს შენთვის ,მაგრამ ახლა გეტყვი. იქნებ იმის ბრალია ,რომ ეს არასდროს გამომიცდია ,მაგრამ ახლა ყველაფერს მივხვდი. ახლა ყველაფერი ცხადია.
-მითხარი..._ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა ბიჭმა
- მიყვარხარ და უზზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ ,რომ ჩამოხვედი.
-მეც მიყვარხარ ,მაგრამ ძალიან უბედური ვარ იმის გამო რომ წასვლა ისევ მომიწევს. გპირდები ჩამოვალ და ყველაფერი კარგად იქნება.
-გამოცდებს ჩავაბარებ და სკოლას დავამთავრებ.
-ყველაფერი მითხვარი რააც ფიქრობ.
-ვფიქრობ ,რომ...ჩვენ...ჩვენ ძალიან სხვანაირი წყვილი ვართ. თითქოს წარმოუდგენელი ,მაგრამ ალბათ ეს გვხდის განსაკუთღებულს.
-მე მომწონს ის პატარა გოგო ,რომელიც შენშია...
-მე ის დიდი ბიჭი ,რომელიც გამუდმებით ცდილობს დამეხმაროს.
-იცი ?ჩვენთვის სენდვიჩები წამოვიღე. გზად ვჭამოთ და წვენიც დავაყოლოთ. მანქანასთან ,რომ ჩავალთ კაფეში შევიდეთ და რამე ვჭამოთ. სანამ წამოვიდოდით რაღაც კაფის მსგავსი შევნიშნე.
-კარგი აზრია_გამოართვა სენდვიჭი და მადიანად ჩაკბიჩა.

ვანდა თამუნას უყვებოდა ნინის შეყვარებულის ამბავს. თამუნა გულდაწყვეტილი იყო იმის გამო რომ შვილმა არ ენდო და არ უთხრა ვის ხვდებოდა. ვანდამ გაამხნევა ყველა ერთნაირი არ არის და იქნებ არც არაფერი ხდება ისეთი რაც ნინიმ გადაამლაშაო. ქალს ამის ნაკლებად სჯეროდა. ორივე ლუკას საწოლთან ისხდნენ და მის ძილში დროს ლაპარაკით კლავდნენ

ბოლო გენერალურ რეპეტიციაზე სკოლებს შორის კონფლიქტიც კი მოხდა. ზოგიერთები უკმაყოფილონი იყვნენ გამოყოფილი დროით და აპროტესტებდნენ. პროგრესის გუნდს დანარჩენებივით სავარჯიშოდ ერთი საათი დაუთმეს. სადაც ნომრის გამეორება სულ რაღაც ოთხჯერ მოასწრეს. ბავშვები უკმაყოფილონი იყვნენ.


ლევანი და ნინი საბოლოოდ შეთანხმდნენ ,რომ რატის ჩამოსვლისთანავე დაელაპარაკებოდნენ და ყველაფრერს აუხსნიდნენ.ის იყო ლევანი წასვლას აპირებდა ვანდა ,რომ გამოჩნდა. ბიჭს ზრდილობიანად მიესალმა.
-გამარჯობა. შენ ალბათ ლევანი ხარ ხომ?
-ლევან ეს დედაჩემია ვანდა.
-მოხარული ვარ ,რომ გაგიცანით
-მეც ასევე. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მიხარია ,რომ სიმართლე მითხარით. მხოლოდ იმას გეტყვით ჭკვიანად იყოთ და დაუკვირდეთ რას აკეტებთ.
-რათქმაუნდა ქალბატონო ვანდა.
ნინის გაეცინა.
-რა გაცინებს?
-ისეთი დაძაბული იყავი...
-არასდროს მისაუბრია შეყვარებულის დედასთან.
-ახლა წადი და ხვალ შევხვდებით შოუზე.


რატი და ელენე ძლივს ჩამოვიდნენ დაბლობზე. ჩამოსვლა გაცილებით მარტივი გამოდგა. მართალია რატი ეხმარებოდა ,მაგრამ მაინც.
-მანქანის უკანა სავარძელზე უნდა დავწვე. ფეხზე ვეღარ ვდგავარ._ამოიკვნესა ელენემ.
-გინდა დღეს აქ ავრჩეთ? რომელიმე სასტუმროში
-ჩათვალე ,რომ არ გამიგონია.
-რატო კარგი იქნებოდა._ცხვირზე მიეთამაშა ბიწმა.
-ეს რა არის?_ყური მიუგდო ხმას გოგონამ
-მგონი ძაღლის ხმაა. საიდან ისმის ასე მკაფიოდ?
-მგონი გვიახლოვდება.
წყვილმა ზემოთ აიხედა. იქედან რამდენიმე ტურისტი მოდიოდა,რომელიც ზემოთ ყოფნისას შეამჩნიეს. ერთ-ერთი მათგანი მორბოდა და ძაღლს მოზდევდა ,რომელიც უზარმაზარი იყო და ეტყობოდა გამოქცეოდა. პატრონის დაძახებაზე საერთოდ არ რეაგირებდა. კაცი უყვიროდდა და თავისთან უხმობდა ,მაგრამ ამაოდ. თქთრი გრძელბეწვიანი ძაღლი სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო ამათგან. რატიმ ხელი გაუწოდა ჩემთან ახლოს მოდიო ელენეს ,მაგრამ ცხოველი საშინლად გარიზიანდა და ახლა ელენეს შეუღრინა. გოგონას თეთრი ფერი დაედო სახეზე. რატიმ ინგლისურად დაუყვირა ტურისტს ძაღლს დაუძახე ეშინიაო. მანაც უკან დაუბრუნა ხომ ხედავ ვეძახი ,მაგრამ არ მოდისო.
-რატი დამეხმარე _დაუყვირა ელენემ
-არ გაირყე და არ შეგეშინდეს. ვეცდები რემენში ხელი ვსტაცო._ის იყო რატი მიუახლოვდა და ხელი უნდა ჩაევლო მაგრამ ძაღლი გოგონასკენ გადახტა. შეშინებულს ხის ტოტზე ხელი გაეშვა ,რომელსაც თავის შესამაგრებლად იყენებდა და უკან ხრამში გადავარდა. რატის სასოწარკვეთა დაეხატა სახეზე. არც ცხოველის პატრონი ჩანდა უკეთეს მდგომარეობაში. ძაღლი გადევნებას აპირებდა ,მაგრამ რატიმ ხელი სტაცა და პატრონს დაუყვირა ჯაჭვი შეაბიო. თვითონ კი ხრამთან მივიდა და ხმამაღლა დაუძახა ელენეს. გოგონა არსად ჩანდა და არც ხმას იღებდა.





№1 სტუმარი ))

Male dade magariaa <3

 


№2  offline წევრი lisebeth

პატარაა ტელეფონით დავდე და იმიტომ... ლეპტოპი ხელოსანთან მაქვს
მალობა ყველას

 


№3  offline წევრი Natalo

მეშველა,ძლივს დადე,ახლა წავიკითხავ!!

ვაიმე,ელენეე!ავტორ,ძალიან არ გვალოდინო,გთხოვ!

 


№4  offline წევრი cancara

მალე დადე კარგია

 


№5  offline წევრი მარუშკა

ძალიან კარგია, თათია, თუმცა ელენეს ხასიათი ძალიან მოქმედეეეეებს://// თუ უყვარს, სულ უნდა იღიმოს, ნუ გახადე ეს გოგო უჟმური რაა:დდ ცუდად იქცევააა:@ მაგარი ხარ სხვა მხრივ ყველაფერშიიი❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი lisebeth

მარუშკა
ძალიან კარგია, თათია, თუმცა ელენეს ხასიათი ძალიან მოქმედეეეეებს://// თუ უყვარს, სულ უნდა იღიმოს, ნუ გახადე ეს გოგო უჟმური რაა:დდ ცუდად იქცევააა:@ მაგარი ხარ სხვა მხრივ ყველაფერშიიი❤️❤️❤️

მამამისის ეშინია და ერტი მხრივ მართალია...მამამისი რომ გაიგებს ერთად არიან და მის უკითხავად მარტო წაიყვანა რატიმ შენი აზრით ესიამოვნება?
ელენე ხომ ჯერ 16 წლისაა მამამისისთვის და ზოგადად ბავშვია
cancara
მალე დადე კარგია

Natalo
მეშველა,ძლივს დადე,ახლა წავიკითხავ!!

ვაიმე,ელენეე!ავტორ,ძალიან არ გვალოდინო,გთხოვ!

Natalo
მეშველა,ძლივს დადე,ახლა წავიკითხავ!!

ვაიმე,ელენეე!ავტორ,ძალიან არ გვალოდინო,გთხოვ!

მადლობა ყველას love

 


№7  offline წევრი nini :)

ვაიმე რა მოხდა მალე დადე შემდეგი რაა მაინტერესებს

 


№8  offline წევრი ნენე

hm...
elene magizianebs,rogor sheidzleba ase cudi xasiatit iyo sul. rac ar unda moxdes,sheyarebuli adamiani mudam igimis...
ratis rac sheexeba,nu araushavs raa :D
levani da nini,dzalian banaluri wyvilia,amitom mati urtiertobis agweras vaxtebi xolme (momiteve)
da martla,elenes rame tu ar daemarta,azri ara aqvs.
siyvarulit,fsiqo.13))
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№9  offline წევრი lisebeth

როგორ უნდა იღიმოდეს როცა ამდენი პრობლემა აქვს. დედასთან,მამასთან, სკოლასი , საუკეთესო მეგობრები დაკარგა და დაშორდა ... შეყვარებული ცხრა მთას იქეთ და სულ მარტოა ... ელენე ,რომ იღიმოდეს გიჟი უნდა იყოს ...
შესინებულია და აღარ იცის რა არის სწორი საქციელი. დარიგებით არავინ არიგებს და გულსაც ვერავის უშლის

 


№10  offline წევრი cisa

არაფერი დამარტო რაა ელენეეს :* ძალაინ კარგი არის ისტორია და შEნც კარგი ხაარ :* ველი შემდეეგს

 


№11  offline წევრი მარუშკა

თუ კარგად იცნობს ელენეს ოჯახი ნინის ოჯახს, მგონი არანაირი პრობლემა არ იქნება (ეს ჩემი პირადი, მოკრძალებული აზრია), თუმცაღა, ისტორია შენი ავტორობითაა და მე სიხარულით შევხვდები შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ელენეს ხასიათის მხრივ.❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი lisebeth

მარუშკა
თუ კარგად იცნობს ელენეს ოჯახი ნინის ოჯახს, მგონი არანაირი პრობლემა არ იქნება (ეს ჩემი პირადი, მოკრძალებული აზრია), თუმცაღა, ისტორია შენი ავტორობითაა და მე სიხარულით შევხვდები შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ელენეს ხასიათის მხრივ.❤️❤️❤️

კარგად რომ იცნობს იმიტომ არ უნდა ელენეს მამამ იფიქროს რომ ატყუებდა ამდენი ხნის მანძილზე და მშვიდად მოაგვაროს ეს საქმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent