სიძულვილი(დან) სიყვარულამ(დე) (ნაწილი1)
მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა,მივხვდი რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.ჩემმა გულმა სხვაგვარად დაიწყო ფეთქვა.გახშირებული გულის ცემის ფონზე ვცდილობდი რაცშეიძლება ბევრი საინტერესო და ლამაზი კადრი მომექცია თვალებსა თუ გონებაში.ყოველი მხრიდან ამაყად და უდრეკად იდგნენ მწვერვალები და მთები.მათი სიმკაცრე და სილამაზე ერთად სრულ ჰარმონიას მნიდნენ.სუფთა ჰაერი და არანორმალურად ლამაზი ბუნება.შემოდგომა ისე ლამაზად შემოჭრილიყო სვანეთის მთებში,რომ ერთ ადგილას გავიყინე.ეს არანორმალურად სასიამოვნო შეგრძნებაა.ხარბად შევყურებდი ირგვლივ ყველაფერს და სუნთქვა მიხშირდებოდა.გონს ომახიანმა ხმამ მომიყვანა. -დახმარება ხომ არ გჭირდებაათ? -გამარჯობათ, ირგვლივ მიმოვიხედე იმ იმედით,რომ ჩემს წასაყვანად ვინმე დამხვდებოდა,თუმცა ამაოდ.სვანურ სტუმართმოყვარეობაში ეჭვი არ მეპარებოდა,თუმცა იმ ფაქტმა,რომ არავინ დამხვდა გამაღიზიანა კიდეც. -თქვენთან ვალში ვიქნები თუკი ტაქსს გამიჩერებთ. სიტყვა დასრულებული არ მქონდა,რომ მანქანა ჩემს ფეხებთან გაჩერდა.ჩემოდნები მანქანაში ჩავაწყვეთ,ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადე და გზას გავუყევით.გზას მივუყვებოდით და ვტკბებოდი ამ სილამაზითა და არაჩვეულებრივი ბუნებით.ჩემი ფიქრები ტაქსის მძღოლმა გაფანტა. -აქ დიდხანს ვერ გაძლებთ, არცკი მიკითხავს რატომ მეუბნებოდა ამას.მხოლოდ ვუთხარი,რომ თვითონაც ნახავდა და გაოცდებოდა ჩემი სიძლიერითა და მთის სიყვარულით.არაფერი უთქვამს,მხოლოდ ირონიულად გაიღიმა. ამასობაში მიხვეულ-მოხვეული,აღმართ-დაღმართი და ოღროჩოღრო გზაც დასრულდა.საფულე მოვმარჯვე ფულის ამოსაღებად,თუმცა ტაქსის მძღოლმა ხელი დამიჭირა და მითხრა:შენ თუ შეძლებ და აქაურ გარემოსა და პირობებს შეეგუები მე შენ ფულს არ გამოგართმევ,მაგრამ თუ შენ აქედან იმაზე ადრე წახვალ, ვიდრე უნდა წახვიდე იმაზე მეტს გადამიხდი ვიდრე გადასახდელი გაქვს. გამეღიმა,მძღოლს ხელი გავუწოდე მადლობის ნიშნად,თუმცა მადლობაც გადავუხადე და წავიდა. ამასობაში დავინახე როგორ მორბოდა შავებში ჩაცმული ბებო ჩემსკენ,ჭიშკარი გამიღო და ისე გადამეხვია სუნთქვა შემეკრა. -გამარჯობა ბებო, გაგიმარჯოს შვილო,ეს რა ლამაზი,მშვენიერი და კოხტა გოგო გაუმეტებია უფალს საჩვენოდ.წამოსულხარ ბარიდან მთაში.გამეღიმა და ჩემდაუნებურად ხელმეორედ გადავეხვიე ბებოს. გაკვირვებულმა მკითხა როდესაც სახლის კარი შეაღო, -შვილო ჩემი შვილიშვილი არ დაგხვედრია? -არა ბებო,ხმამაღლა ვუპასუხე და მიხვდა,რომ გაბრაზებული ვიყავი. -ვერ გაეთავისუფლა სამსახურიდან ალბათ,არ უწყინო შვილო. ამასობაში სახლშიც შევედით.წინ ქალბატონი შემომეგება და ჩემოდანი გამომართვა,გადამკოცნა და სასიამოვნოდ გამიღიმა.ძალიან ლამაზი სახლი იყო.ძველი იერსახე მაინც შემორჩენოდა და საუკუნის წინანდელი ნივთები აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. -მე ტასო მქვია, -სასიამოვნოა შვილო,მე ნინო ვარ.ბებოს კი ელისაბედი ჰქვია,თუმცაღა სახელით არავინ მიმართავს,ყველა ბებოს უძახის. გამეღიმა და კიდევ ერთხელ ღრმად და ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი.ჩემი ოთახისკენ წასვლა ვითხოვე და წინ ბებო გამიძღვა,კიბეებს აუყვა და მეც უკან მივყევი.ოთახის კარი შემიღო და შევედი. -ეს შენი ოთახი იქნება სანამ აქ იცხოვრებ შვილო და იმის შემდეგაც როცა შენ მოისურვებ აქ ჩამოსვლას. გავუღიმე და ოთახის დათვალიერებას შევუდექი.სააბაზანო,ეს ყველაზე მეტად გამიხარდა.რა ბედნიერებაა,ჩემი სამუშაო კუთხე და ყველაერი ის რაც მჭირდება ერთ სივრცეში. -შვილო ეს სააბაზანო შენთვის აშენდა,ჩემმა შვილიშვილმა გააკეთა. -მადლობა თქვენს შვილიშვილს. ბებომ ოთახში მარტო დამტოვა,სააბაზანოს მივაშურე.მოვწესრიგდი.ნივთები,ტანსაცმელი და უსაზღვრო რაოდენობით წამოღებული წიგნები დავაბინავე და კიბეებს დავუყევიი... აქ ყველასა და ყველაფერს ვიყავი მოწყვეტილი,ეს სიმშვიდე სასიამოვნოდ შემოჭრილიყო ჩემში. უეცრად ფეხი ამისრიალდა და სადაცაა უნდა წავქცეულიყავი,რომ ვიღაცამ ხელი დამავლო და ხმამაღლა დამიყვირა:ამ ქალაქელმა გოგოებმა სიარულიც კი არ იციან. ხელი გავაშვებინე და თვალი თვალში გავუყარე. მისმა ამ სიუხეშემ გამაბრაზა,ჩემი ბაგეები მოემზადნენ სალანძღავი სიტყვების სათქმელად,როცა რაღაცამ შემაჩერა. ეს რა იყო, ან ვინ იყო,რომ ესე გამაჩუმა.სიმპათიური ახალგაზრდა ქვასავით გაშეშებულიყო ჩემს წინ,შავი თვალებით შემსცქეროდა მოურიდებლად და ამაყად... არც პოეტი ვარ და არც ბრძენი,მხოლოდ ადამიანი ვარ რომელსაც სტკივა,რომელსაც უყვარს და რომელიც განიცდის. ნუ დამაკლებთ ჯანსაღ კრიტიკას...სიყვარულით ცაცუ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.