შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდრია.(სრულად)


6-09-2015, 09:10
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 6 403

ანდრია მესხი დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა, როგორც ყოველთვის, მაშინაც ანამარია იყო.
-გაიღვიძე ჩემო სიცოცხლე.
-რა ხდება? დღეს მაინც რომ არ გაგეღვიძებინე არ შეგეძლო? ხო იცი რომ დაღლილი ვარ.
-ირაკლიმ სახლში დამპატიჟა, უნდა რომ დედამისი გამაცნოს.
-მერე?
-ვუთხარი რომ მივალ, მაგრამ არ ვიცი მინდა თუ არა წასვლა.
-ჯერ ეგ ირაკლი შეიყვარე და დედამისის გასაცნობად მერე წადი.
-ანდრია!
-რა ანდრია? 5დღეა რაც იცნობ და უკვე ერთად ხართ, კარგი რა. შენზე კარგად ვიცი როგორი ხარ როცა ვიღაც გიყვარს.
-ანუ არ წავიდე?
-უთხარი რომ ადრეა.
-კარგი, მიყვარხარ.
-მეც ჩემო პატარა.
-გამოვალ რა შენთან.
-ალექსი უნდა ამოვიდეს რაღაც საქმე აქვს, რომ წავა დაგირეკავ.
-ალექსი? ანდრია შენი ძმა ჩამოვიდა?
-ხო, რაღაც საქმე აქვს აქ და წავა ხვალვე.
-მომიკითხე.
-კაი.
-გკოცნი.
-მეც.
ლიზიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო და თვითონ ლოგინზე წამოწვა.
ანდრია მესხი და ლიზი ყიფიანი განუყრელი მეგობრები არიან პირველი კლასიდან.
როცა 6წლის ლიზი სკოლაში წავიდა სწორედ მაშინ გაიცნო 10წლის ანდრია, ეგრევე დამეგობრდნენ და ახლაც, 20 და 24წლის ასაკში ერთად არიან.
ანდრიას შეყვარებული ჰყავს, ნინი გიორგობიანი, ხოლო ლიზი ხშირად იცვლის ბიჭებს, ვიღაც განსაკუთრებულს ეძებს, ვიღაც სხვანაირი სჭირდება, თუმცა დაუღალავი ძებნის მიუხედავად მაინც ვერავის პოულობს.. თავისუფალ უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტია, სწავლას დიდ დროს არ უთმობს, თუმცა ისეთი გახსნილი გონება აქვს, ხუთ წუთში ყველაფრის ათვისება შეუძლია.
ანდრია აღარ სწავლობს, სასტუმრო აქვს, რომელიც ქალაქში საუკეთესოა, დიდი შემოსავალიც აქვს, ამიტომ მთაწმინდაზე საკმაოდ დიდ სახლში ცხოვრობს, ჯერ მარტო, მაგრამ ნინი გიორგობიანი სწავლის დამთავრების შემდეგ მასთან გადასვლას აპირებს..
კედელს მიშტერებული ლიზი, დაქალის ზარმა გამოაფხიზლა.
-ლიიიზ, რასშვები?
-აუ რავი შენ?
-ანდრიას ველოდები, დამირეკავს და უნდა გავიდე.
-სადმე მიდიხართ?
-არა სახლში ავდივარ.
-ის ნინიც იქ იქნება?
-არა რა ნინი.
-მაშინ მეც ამოვალ და ნიკუშასაც ვეტყვი.
-კაი სიყვა, გელოდებით.
ლიზი ლოგინიდან წამოხტა, შავი შარვალი, კედები და მოკლე მაიკა ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
-დეედი, ანდრიასთან მივდივარ.
-ბარემ საცხოვრებლად გადადი მაგ ბიჭთან.
-შენ როგორ დაგტოვო თორეე.
სიცილით უთხრა დედას და მაგრად მოეხვია.
-სახლში მაინც სულ მარტო ვარ.
-შენ და ნინა.
-ის სულ სახლს ალაგებს ან საჭმელს აკეთებს.
-კარგი დღესაც არ დავრჩები ანდრიასთან.
-საერთოდ არ მომწონს ბიჭთან რომ რჩები ანამარია!
-ძმასავით მყავს, არ იცოდე მაინც! თან 20წლის ვარ, არ დაგავიწყდეს.
ანამარიამ დედას ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა, ანდრიასთან მივიდა, კარი პირდაპირ გააღო და შევიდა.
სახე შეცვლილი, გაღიზიანებული და გამწარებული ანდრია სკამს ხელებით ეყრდნობოდა და წელში ოდნავ მოხრილიყო, მისი ძმა, ალექსი, სავარძელში იჯდა და ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა.
-ცუდ დროს მოვედი?
შეწუხებულმა იკითხა ანამარიამ და ბიჭებისკენ წავიდა.
-არა ანამარია, უკვე მივდიოდი.
ალექსი ფეხზე წამოდგა, ყიფიანი გადაკოცნა და სახლი დატოვა.
-რა მოხდა?
ანდრია სკამს არ მოშორებია.
-ანდრია!
დაუყვირა ანამარიამ და მიუახლოვდა.
-არაფერი.
-მითხარი!
-დედაჩემი და მამაჩემი დაშორებულან, გუშინ.
-ეგ მეც გამოვიარე ანდრია, სანერვიულო არ არის.
-ვიცი,უბრალოდ ნერვები მეშლება იმაზე რომ არასდროს არ თვლიან საჭიროდ აზრი მკითხონ სანამ რამეს გადაწყვეტენ, ან როცა გადაწყვეტენ, მაშინ მაინც შემატყობინონ, თვითონ.
-ჩემო სიცოცხლე.
ანამარია ანდრიას გვერდზე ამოუდგა და მთელი ძალით მოეხვია, ანდრიამ თავზე აკოცა და გრძელი ხელებით მთლიანად მიიკრო.
-ნიკუშა და ლიზი მოვლენ.
თქვა თუ არა ანამარიამ ლიზიმ კარი შემოაღო.
ლიზი კაპანაძე ანამარიას ბავშვობის მეგობარია, ნიკუშა ჯაში ანდრიასი, ერთი წელია რაც ერთად არიან.
ერთმანეთი გადაკოცნეს და დასხდნენ, ანდრია ოთახში გავიდა და ნიკუშაც გაყვა.
-რა ჭირს იმას?
ჰკითხა ცნობისმოყვარე ლიზიმ დაქალს.
-დედამისი და მამამისი დაშორდნენ.
-ღადაობ? ისე უყვარდათ ერთმანეთი მეგონა რომ სულ ერთად იქნებოდნენ.
-მეც ეგრე მეგონა. ანდრია რომ ცუდად გრძნობს თავს, მეც ცუდად ვხდები. არ მინდა ასეთს ვუყურო.
-ვიცი, შენ ყოველთვის ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ ანდრიამ თავი კარგად იგრძნოს, ყოველთვის ყველაფერში ეხმარები და ცუდი მდგომარეობიდან გამოგყავს, სამწუხაროა რომ მე არ შემიძლია იგივე.
-რა მოხდა?
-სახლში იჩხუბა ნიკუშამ, აქ რომ მოვდიოდით მიყვებოდა, მე მინდოდა დამემშვიდებინა, მაგრამ არ გამომივიდა და ზედმეტი კითხვებით ტვინი გავუბურღე.
თვალები აუცრემლიანდა ლიზის.
-მერე?
-იმის მაგივრად რომ რამე ისეთი მითხრა, შენი უაზრო კითხვებით კიდევ უფრო მაღიზიანებო.
ობოლი ცრემლი ჩამოგორდა ლიზის სახეზე.
-ხო იცი რომ ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ ლიზ, მაგაზე არ ინერვიულო.
ბიჭები ოთახიდან გამოვიდნენ და ანამარიას ტელეფონმა სიჩუმე დაარღვია.
-ჰო იკა.
-სად ხარ? გამოგიარო?
-ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ჯერ არ მინდა დედაშენის გაცნობა, შენც კი არ გიცნობ წესიერად..
-გასაგებია.
-გაბრაზდი?
-არა, რა სისულელეა, მართალი ხარ, ძალიან ვიჩქარე.. ისე გნახავ, სადმე გავიდეთ.
-მთაწმინდაზე ვარ, ანდრიასთან.
-15 წუთში გამოდი.
-კარგი.
ანამარიამ ტელეფონი ჩანთაში ჩადო და ალუბლის წვენი დაისხა.
-უნდა ნახო?
ჰკითხა ანდრიამ და სიგარეტს მოუკიდა.
-ხო, ცოტახანი ვნახავ და ისევ ამოვალ.
-არ მომწონს ეგ ბიჭი.
საუბარში ნიკუშა ჩაერთო.
-რატო? ძაან სიმპატიურია, თან ფულიანი და საყვარელი.
-რაო ლიზ? შენც ხო არ მოგწონს?
გაუცინა შეყვარებულს ნიკუშამ.
-კაი მორჩით.
ანამარიამ ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.
-უკვე ყელშია ამ გოგოს საქციელები!
დაიღრიალა ანდრიამ.
-რას გულისხმობ?
მისმა სიტყვებმა ლიზი გააღიზიანა.
-ხან ირაკლის ხვდება, ხან დათოს, ხან ლაშას, დავიღალე რა.
-შენ რატო იღლები?
-დაშორდება თუ არა, ეგრევე ჩემთან მოვა აჯღავლებული.
-ხო არ ეჭვიანობ შე**მა?
გაიცინა ნიკუშამ და ლიზის მოხვია ხელი.
-ხოარ გამო**ევდი ეგ რაშუაშია, პროსტა არ არის ლამაზი.
-არ ხვდება ნორმალური ბიჭები ანდრია და რა ქნას?
დაქალი დაცვია კაპანაძემ.
-იქნებ გვერდით ჰყავს და ვერ ამჩნევს.
ეს სიტყვები იმდენად თავისთვის ჩაილაპარაკა ანდრია მესხმა, ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ ლიზის და ნიკუშას, არც თვითონ დაფიქრებულა იმაზე რა თქვა, ან რატომ.
-აუ უკვე ძაან ცხელა თბილისში და არ წავიდეთ სადმე?
-სად გინდა ლიზ?
-ბათუმში.
-ხოდა წავიდეთ რაა, არა ანდრუუშ?
-ნინისთან ერთად ვაპირებდი წასვლას.
-ეგეც წამოიყვანე რა.
კაპანაძეს სახე შეეცვალა.
-შენს შეყვარებულს არ ევასება ნიკუშ, თორე რა პრობლემაა.
-კარგი ჰო, ჯანდააბას, წამოვიდეს.
-ანუ გადაწყვეტილია?
-ხოო ანდრი, დღეს ლიზისაც ვუთხრათ და ხვალ დილით წავიდეთ რა, მე და ნიკუშა ერთი მანქანით წავალთ, შენ და ნინიც ერთად წადით და ანამარია..
ვეღარ გააგრძელა ლიზიმ.
-ანამარიასაც მე წამოვიყვან.
თქვა ანდრიამ ანაზდად და ტელეფონის ზარს უპასუხა.
-რასშვები?
-ლიზისთან და ნიკუშასთან ერთად ვარ სახლში, შენ?
-არაფერს, სალაპარაკო მაქვს.
-გისმენ.
-აქამდე ყველანაირად ვცდილობდი იმ ანამარიაზე არ მეეჭვიანა, მაგრამ უკვე მეტისმეტია!
-რა გინდა ნინი? რამდენჯერ უნდა მალაპარაკო ერთიდაიგივე თემაზე?
-რა სურათი დადო facebookze ნახე?
-არა.
-ნახე და მერე ვილაპარაკოთ.
ანდრია ტელეფონითვე შევიდა facebookze.
-რა ხდება?
-ანამარიას რაღაც სურათი დაუდია და ნინიმ იეჭვიანა.
-რა სურათი?
-არ ვიცი ახლა ვნახავ.
ანდრიამ სურათი გახსნა, ანამარია კალთაში უზის ბიჭს და ტუჩებში კოცნის, თუმცა ის ბიჭი ანდრია ნამდვილად არ იყო.
ანდრიას ერჩივნა თვითონ ყოფილიყო იმ ვიღაც ბიჭის მაგივრად, თუმცა ამას თვითონაც კი ვერ მიხვდა..
ტელეფონი მოისროლა და სიგარეტს მოუკიდა.
-რა იყო?
მისი საქციელით გაკვირვებულმა ჰკითხა ლიზიმ და შეშინებული თვალებით შეხედა.
-არაფერი, წავედი.
ანდრია ადგა, თითქმის სირბილით გავიდა სახლიდან და მანქანაში ჩაჯდა.
მის სახლთან ახლოს, კაფესთან გააჩერა მანქანა და შიგნით შევარდა, მიხვდა რომ ანამარია იქ იქნებოდა, არც შემცდარა.
დაინახა ერთმანეთზე მიტუზული ანამარია და ირაკლი, ისე გაღიზიანდა ძარღვები დაებერა და თვალები ჩაუწითლდა.
ხშირად გვაღიზიანებენ რაღაცები, ან ვიღაცები, მაგრამ ჩვენ თვითონაც ვერვხვდებით რატომ, ან როგორ..
ანდრია შეყვარებულ წყვილს მიუახლოვდა, ანამარიას მკლავში ხელი ჩაავლო და ფეხზე ააყენა, ორივე რაღაცას ეუბნებოდა, თუმცა არცერთის ხმა არ გაუგია მესხს, გონს მაშინ მოეგო როცა ანამარიასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
-რა გინდა ანდრია?
კარგი კითხვაა არა?! ნეტავ თვითონ თუ იცოდა ანდრიამ რა უნდოდა, რატომ გააგიჟა იმ სურათმა, ან რატომ წამოათრია კაფიდან ანამარია.. ხშირად ვუშვებთ შეცდომას, თვალებზე რაღაც ნისლი აგვეფარება და სისულელეებს ჩავდივართ დაბრმავებულები, ანამარიას და ირაკლის ურთიერთობაში არ უნდა ჩარეულიყო ანდრია, ამას თვითონაც მიხვდა, მაგრამ სამწუხაროდ გვიან, ამიტომ დატოვა ანამარიას ყველა შეკითხვა უპასუხოდ.
მანქანა სახლთან გააჩერა.
-შედი და მეც მოვალ.
უთხრა ყიფიანს და მანქანის კარი გაუღო.
ანამარია მანქანიდან გადავიდა, უკან მიტრიალდა და წყენით სავსე თვალები მიანათა ანდრიას..
მესხი 20წუთი იჯდა მანქანაში და ანამარიას კითხვებზე პასუხებს ეძებდა, გადაწყვიტა უბრალოდ ბოდიში მოეხადა და ბათუმში ყველაფრის გამოსწორება ეცადა..
რამდენი წელია მეგობრობენ, ვინ არ ჰყოლია ყიფიანს, მაგრამ ანდრია მესხი ასე არასდროს მოქცეულა..
ყველაფერი მალე გადაავიწყდა ანამარიას, წყენას გულში არ იდებს, თან ჩათვალა რომ ანდრია უბრალოდ გაბრაზდა, როგორც ძმები ბრაზდებიან როდესაც მათი პატარა დები ვიღაც ბიჭებს ხვდებიან, მაგრამ საინტერესოა ის, ანდრიაც ასე თვლიდა, თუ არა..
7 საათისთვის დაიშალნენ, სახლში წავიდნენ და ყველა მარტო შეუდგა ბარგის ჩალაგებას.
დილით ანდრიას სახლთან შეიკრიბნენ, ანამარიამ გადაწყვიტა მარტო წასულიყო თავისი მანქანით, ჩათვალა რომ ურჩხულ ნინის 8საათი ვერ აიტანდა.
ნინი მანქანაში იჯდა, ნიკუშა და ლიზიც, ანამარია თავის მანქანასთან იდგა და ირაკლის ელაპარაკებოდა ტელეფონზე, ანდრია მიუახლოვდა და შუბლზე შეახო დიდი და ცივი ტუჩები.
-ნელა ატარე.
-შენც.
სიყვარულით გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
ბათუმში ისე ჩავიდნენ არსად არ გაუჩერებიათ, უკვე საღამო იყო, გადაწყვიტეს დაესვენათ და ათი საათისთვის გასულიყვნენ გარეთ.
ნიკუშა და ლიზი, რა თქმა უნდა, ერთ ოთახში იყვნენ, ისევე როგორც ანდრია და ნინი, ანამარია მარტო იყო, თუმცა მარტოობა საერთოდ არ აწუხებდა.
ბარგი ამოალაგეს, ივახშმეს, ცოტახანი წამოწვნენ და გარეთ გასასვლელად მომზადება დაიწყეს.
ლიზიმ და ნინიმ ჩვეულებრივად ჩაიცვეს, ანამარიამ ძალიან მოკლე, ამოღებული ფირუზისფერი კაბა ჩაიცვა, ისე უხდებოდა, თვალს ვერ მოწყვეტდი.
-აანუუს არ ჩამოდიხარ? გელოდებით.
დაუყვირა დაქალს ლიზიმ და წვენი მოწრუპა.
ანამარიამ კიბეზე ჩამოირბინა.
-მზად ვარ, წავიდეთ.
ანდრიას თვალის გუგეები გაუფართოვდა, თავისდაუნებურად მიაშტერა თვალი ყიფიანის გრძელ ფეხებს, მოშიშვლებულ მკერდს, გამხდარ, ეგვიპტურ კისერს და მარწყვივით ტუჩებს..
გასაკვირია, მაგრამ მისი მზერა ანამარიას შეუმჩნეველი დარჩა..
გარეთ გავიდნენ, სანაპიროზე სეირნობდნენ.
ანდრია სამყაროს მოწყვიტა ანამარიას სილამაზემ, სხვანაირად შეხედა და სულ სხვანაირი დაინახა.
კი არ დადიოდა ანდრია მესხი, გიორგობიანი თავის სხეულთან ერთად მიათრევდა და თან თავს აჯერებდა რომ მისგან იყო ასეთი დაშოკილი..
კაფეში დასხდნენ, გოგოებმა ცივი ყავები შეუკვეთეს, ბიჭებმა ლუდი.
-აუ მეძინება მალე წავიდეთ რა.
-თუ გეძინებოდა სახლში დარჩენილიყავი ნინი.
-შენ სულ რატომ მერჩი ლიზი? რამე დაგიშავე?
-არამგონია ნინი ვინმეს თქვენი გარჩევების თავი ჰქონდეს.
გაუღიმა ანამარიამ ნინის და მერე რა, თუ მისი ღიმილი ყალბი იყო, ღიმილს ხომ მაინც ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია.
გიორგობიანმა მოკეტა და ანდრიას ჩაეხუტა, მაშინ მის დიდ და ნაცრისფერ თვალებში პირველად შეამჩნია დაოკებული ზიზღის ნატამალი...
არ ესიამოვნა.
გაბრაზებული ადგა ფეხზე და წასასვლელად მოემზადა. ანდრია მიხვდა, რომ ზიზღი ბოლომდე ვერ დამალა..
ანამარიამ სახეზე შეატყო მესხს რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა, ამიტომ ხმამაღლა გამოაცხადა.
-სახლში მივდივართ.
ლიზი და ნიკუშაც ადგნენ და სახლისკენ გაუყვნენ გზას.
5წუთიანი გზა საშინლად გაიწელა, არავინ არ გრძნობდა თავს კარგად, მიდიოდნენ და სიბრაზის, ზიზღის, შიშის და სიყვარულის სუნი მიჰყვებოდათ თან..
სახლში რომ მივიდნენ უკვე 12საათი იყო, ლიზი და ნიკუშა დაწვნენ, ანამარია და ნინიც, ანდრია სავარძელზე დაწვა და ყინულებით სავსე ჭიქაში ვისკი დაასხა, უნდოდა სასმლით შერკინებოდა გრძნობებს და დარწმუნებული იყო რომ თუ არ დაამარცხებდა, დააოკებდა მაინც მათ.
თვითონაც არ იცოდა რა სჭირდა, ვერ ხვდებოდა რატომ შეეზიზღა გოგო, რომელიც უყვარდა და რატომ იზიდავდა ასე ანამარია..
ფიქრებით, სასმლით და სიყვარულით გაბრუებულს, ოთხი საათისთვის ჩაეძინა, თვალები რომ გაახილა დილის რვა საათი იყო, ყველას ეძინა, ნაცნობი სურნელი იგრძნო, ისიც იგრძნო რომ ვიღაც მთელი ძალით უჭერდა პატარა ხელებს, თავი უკან შეატრიალა და დაინახა როგორ ეძინა მასზე მიწეპებულ ყიფიანს, რომელიც ძილშიც კი იღიმებოდა.
ანდრიას გაეცინა, ფრთხილად წამოდგა სავარძლიდან და აივანზე გავიდა, ვერც კი შეამჩნია ისე ამოუდგა გვერდზე ანამარია.
-ასე ჩუმად როგორ მომიწექი?
გაეცინა მესხს.
-ხო იცი, როცა ვერ ვიძინებ ყოველთვის შენთან მოვდივარ და მერე თავისით მეძინება.
-ვიცი.
-რა გჭირს ანდრია? კარგად გიცნობ, და ვიცი რონ რაღაც რიგზე ვერ გაქვს, მითხარი რა მოხდა.
ანდრიამ ანამარიას ჯერ ხელზე აკოცა, მერე მისი სახე მოიქცია ხელებში.
-თუ რამე მოხდება პირველს შენ გეტყვი ან, ხო იცი.
-ანუ კარგად ხარ?
-კი ჩემო პატარა.
-ყველაზე მეტად მიყვარხარ.
-მეც.
მესხმა ყიფიანი ჩაიხუტა, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა იმას, ვინც გიყვარს, სხეულის ყველა ნაწილით ეხვევი და დარწმუნებული ხარ, რომ ის მხოლოდ შენია..
10 საათისთვია გაიღვიძეს დანარჩენებმა, ერთად ისაუზმეს და ზღვაზე წასასვლელად მომზადება დაიწყეს.
ანამარიამ საცურაო კოსტიუმზე გამჭირვალე, ძალიან მოკლე კაბა გადაიცვა, ჩანთა გადაიკიდა და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა.
კიბეზე მესხი ჩამოვიდა.
-ლიზ.
-ჰო.
-ანა სად არის?
-აზრზე არ ვარ, ნახე აქ იქნება სადმე.
-საერთოდ არსად არ არის.
-ანუ წავიდა უკვე, რა იყო შენ რა შეშინებული ხარ?
-ვინერვიულე არსად რომ არ იყო.
-დაურეკე რაა, შორს არ წავიდეს.
ანდრიამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ანამარიასთან დარეკა.
-სად ხარ?
-გელოდებით გარეთ.
-შორს არ წახვიდე და ჭკვიანად.
-არის უფროსო.
ბავშვივით გაიცინა ანამარიამ და გათიშა.
-ანდრია, ნიკუშა ცუდად არის, დაბალი სიცხე აქვს, მარტო ვერ დავტოვებ.. წადით თქვენ.
-ტყუილად მოემზადე?
-ეგრე გამოდის.
კიბეზე აირბინა კაპანაძემ.
-მოიცა ნინიც არ მოდის და მე და ანამარია მარტო უნდა ვიყოთ?
თავისთავს ჰკითხა ანდრიამ და სახეზე შიში აეკრო, შიში იმისა, რომ ახლადგაჩენილი გრძნობების დაოკებას ვეღარ შეძლებდა..
გარეთ გავიდა და ანამარიას მიუახლოვდა.
-ნიკუშას სიცხე აქვს, ლიზიმ მარტო ვერ დავტოვებო. ნინი ნაწყენია და არ წამოვალო.
-უიი, ცუდია.
ანამარიამ ანდრიას თითები თითებში გაუყარა და მხიარულად წავიდა წინ, გაუხარდა მარტოები რომ იქნებოდნენ, რადგან ახლა მაინც შეიძლებოდა ეთქვა ანდრიას რაც აწუხებდა.
ყველაფერი ძირს დაყარეს, ტანსაცმელი გადაიძვრეს და წყალში შევარდნენ.
ანამარია ანდრიას კისერზე ჩამოეკიდა, მესხმა შორს შეცურა და ყიფიანსაც მიათრევდა, ის ბავშვივით ბედნიერი იყო, მზეს ახედა და თვალწინ დაუდგა ყველა ის დღე, რომელიც ანდრიასთან ერთად გაატარა, რამდენი იყო, მაგრამ მაინც ყველა ახსოვდა.. ყველა დღე, ყველა დეტალი..
შეუძლია კი ადამიანს ამდენი რაღაცის დამახსოვრება, იქნებ არა.. მაგრამ როცა ყველაფერი ერთს და ყველაზე მნიშვნელოვანს უკავშირდება, შენდაუნებურად გამახსოვრდება, ტვინში გებეჭდება და არავინ იცის როდის ამოხეთქავს გონებიდან..
ანამარიასთან უკვე ამოიფრქვა მოგონებების ვულკანი, მოგონებები რომლებიც მხოლოდ ერთს უკავშირდება, მას, ვინც ტალღების მიუხედავად სწრაფ რიტმს ინარჩუნებს და შეუპოვრად მიიწევს წინ..
ანდრია ბოლოს მაინც დაიღალა და წყლიდან ამოვიდნენ, პირსახოცებით არ აუღიათ, ზღვის ნაპირზე დასხდნენ და მზეს მიუშვირეს შიშველი სხეულები.
ანამარია წამოჯდა, უნდოდა ანდრიას ლაპარაკი დაეწყო.
-ანდრიია.
სიბრაზე დაიოკა და ეცადა რაც შეიძლება თბილად მიემართა მისთვის.
-ჰო.
-რამის თქმა ხომ არ გინდა?
-არა.
ანდრიაც წამოჯდა.
-დარწმუნებული ხარ?
-არა.
თქვა ანდრიამ და გიჟივით დააცხრა ანამარიას ტუჩებს, დიდხანს ვერ მოაშორა ყიფიანმა თავის ტუჩებს ანდრიასი, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, არც უცდია, თავიდან გაიბრძოლა ინსტიქტურად, ხოლო შემდეგ უსიცოცხლოდ დანებდა მესხს.
შეწეპებული ტუჩები ერთმანეთს რომ დაშორდნენ, ანამარიას სახეზე ღიმილი თავისდაუნებურად აუთამაშდა, მის მუცელში პეპლებმა დაუკითხავად დაიწყეს ფრენა..
გონებადაკარგული მესხი ფეხზე წამოდგა.
-აქ იყავი, არ გამომყვე.
თავისი ნივთები აიღო და თითქმის სირბილით მივიდა სახლში, მეორე სართულზე აირბინა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ისევ გარეთ გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და თბილისისკენ აიღო გეზი.
ბევრი გაამტყუნებს მას, მეც ვფიქრობ, რომ ანამარია არ უნდა მიეტოვებინა, თუმცა არ უნდოდა, რომ მის ისედაც არეულ ცხოვრებაში, კიდევ ერთი გადატრიალება მოეხდინა, არც ის უნდოდა სამუდამოდ დაეკარგა ის, რადგან მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა, მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, ჯერ უნდა ეთქვა როგორ შეეცვალა გრძნობები და დამოკიდებულება მის მიმართ და მერე უნდა ეკოცნა.. ასე ხომ ვერც ერთად იქნებიან და ვეღარც მეგობრობის გაგრძელებას შეძლებენ.
დიდი სისწრაფით მიდიოდა ანდრია მესხი და არავინ იცის საკუთარ თავს გაურბოდა, ანამარიას, თუ ვინმე სხვას..
ყიფიანი სახლში ორი საათის შემდეგ დაბრუნდა, მანამდე მომხდარზე ფიქრობდა, უნდოდა ანდრიას საქციელი გაემტყუნებინა, მაგრამ არ შეეძლო, არ შეეძლო, რადგან მან იმ მომენტში, ყველაზე დიდი ბედნიერება მიანიჭა, იმასაც კი ვერ ხვდებოდა ყიფიანი, რატომ გააბედნიერა ასე მესხის კოცნამ, ბევრზე და დამღლელზე არც უფიქრია, უბრალოდ იჯდა ზღვის ნაპირზე, ანდრიას პირსახოცი ჰქონდა მოხვეული მხრებზე და უყურებდა როგორ ბობოქრობდა ზღვა..
ანდრია უკვე თბილისში იყო, როცა ანამარიამ დაურეკა, თავიდან იფიქრა არ ავიღებო, მერე ზრუნვის ინსტიქტი ჩაერთო, იქნებ რამე უჭირსო გაიფიქრა და უპასუხა.
-გისნმენ ანამარია.
-სად ხარ?
-თბილისში.
-რატო წახვედი?
-ასე ჯობს ანა, დაივიწყე რაც მოხდა.
-იქნებ არ მინდა რომ დავივიწყო.
-ჩვენს ამდენწლიან ურთიერთობას ერთი კოცნის გამო ნუ გავაფუჭებთ, კარგი? მთელი გულით ეცადე დაივიწყო, რაც შეიძლება მალე.
-კარგი.
ნაწყენმა გათიშა ანამარიამ ტელეფონი, ანდრიას ოთახში შეიპარა ჩუმად და მისი მაიკებიდან, რამდენიმე, თავისთვის ყველაზე საყვარელი გამოიტანა, ჯერ გაუჩერებლად სუნავდა, მერე გულთან მიიკრა და ასე ჩაეძინა.
მესხი თვლიდა, რომ სანამ ანამარია კოცნის დავიწყებას შეეცდებოდა, თვითონ ეს ლტოლვა გადაუვლიდა და მერე ისევ შეძლებდნენ ერთად ყოფნას, როგორც საუკეთესო მეგობრები..
თუმცა რა იცოდა, რომ ეს ლტოლვა კი არა, მარადიული სიყვარული იყო, როდის გაჩნდა, ან რატომ, ამას ვერ გეტყვით..
სიყვარული ხომ მოულოდნელობებით არის სავსე, არავინ იცის როდის ამოყოფს თავს.
5დღე დარჩა ანამარია ბათუმში, გარეთ გადიოდა, ყველგან შედიოდა, ოღონდ როგორმე ის ერთი კოცნა დაევიწყებინა, მართლა მთელი გულით ცდილობდა, თუმცა არის რაღაცები, რასაც ღმერთიც კი ვერ დაგავიწყებს.
თბილისში ჩასვლისთანავე ანდრიასთან მივიდა.
მესხი არყის ბოთლთან ჩახუტებული იწვა სავარძელში, გვერდზე სიგარეტის კოლოფები და ცარიელი სასმლის ბოთლები ეწყო, სახლში მონატრების, სიყვარულის და არყის სუნი იდგა..
ანამარია ანდრიას მიუახლოვდა, ჩანთა ძირს დადო, ჩაიმუხლა და ხელი შეახო, მესხს იმწამსვე გაეღვიძა.
გათიშული გონება გამოუფხიზლდა და ანამარიას მწვანე თვალებში ჩააშტერდა.
-რა ქენი, დაივიწყე?
ჰკითხა ხმაჩახლეჩილმა და ცარიელი ბოთლი მიიდო ტუჩთან.
-არმახსოვს, და ვერც ვივიწყებ ანდრია.
მესხმა ყველა ბოთლის სათითაოდ შემოწმება დაიწყო, უკვე მეათე ბოთლზე იყო, როცა ანამარია ჭკუიდან გადავიდა და ხმამაღლა დაიყვირა.
-გეყო! ყველა ცარიელია.
ხელი მოუჭირა და კიდევ ერთი შესამოწმებლად აღებული ბოთლი გააგდებინა ხელიდან.
-დამელაპარაკე ანდრია.
-რაზე გელაპარაკო ანამარია?
-რატომ მაკოცე?
-იმიტომ რომ მიყვარხარ.
-აქამდე არ გიყვარდი?
-სხვანაირად მიყვარხარ.
-როგორ სხვანაირად?
-სხეულის ყველა ნაწილით მიყვარხარ, მინდა რომ სულ გკოცნიდე და გეფერებოდე, არ მინდა სხვა ბიჭი გყავდეს, ან მე მყავდეს სხვა გოგო..
-ამას როდის მიხვდი?
-არ ვიცი ანამარია, არ ვიცი!
ანამარია ანდრიასკენ დაიხარა და ტუჩებში აკოცა, მერე ფეხზე ადგა და გვერდზე მიუწვა, ანდრიამ ბოთლებით სავსე მაგიდას მთელი ძალით კრა ხელი და ანამარია წინ გამოწია, მაიკა შემოახია, მთლიანად გააშიშვლა და მის სხეულს დაეწაფა.
ანამარია სიამოვნებისგან კიოდა.. იმ დღეს ყიფიანი სამუდამოდ დაუკავშირდა მესხს, მისი გახდა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლიდა..
ნასიამოვნებ ანამარიას მალევე ჩაეძინა, ანდრია ადგა, წყალი გადაივლო, ტანსაცმელი ჩაიცვა, დარწმუნდა რომ ანამარიას ეძინა და სახლიდან გავიდა.
მიფრინავდა მაღაზიისკენ, სადაც ანამარიასთვის ბეჭდის ყიდვას შეძლებდა, აღარ ეშინოდა მისი დაკარგვის, პირიქით, დარწმუნებული იყო რომ აღარასდროს დაკარგავდა.
ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი იყიდა და ისევ სახლში დაბრუნდა, ანამარიას ეღვიძა და დიდი მონდომებით ალაგებდა სახლს.
-სად იყავი?
ყიფიანს ხმაც კი შეეცვალა ბედნიერებისგან, ბოლოს დაბოლოს ის ადამიანი იპოვა, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით ჰყავდა და მაინც გაუჩერებლად ეძებდა..
ანდრია ანამარიას მიუახლოვდა და სახეზე მიეფერა.
ანამარიას თვალებში ვარსკვლავებმა დაიწყეს გაელვება.
-14წელია გიცნობ და 14წელია მიყვარხარ, მნიშვნელობა არ აქვს როგორ, მთავარია რომ ყოველთვის მიყვარდი და ვიცი რომ სულ მეყვარები, არ ვიცი რამ გამაგიჟა, მაგრამ მინდა გთხოვო რომ ჩემი ცოლი გახდე ანამარია.
ანდრიამ ყუთიდან ბეჭედი ამოიღო.
-თანახმახარ?
-რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ჩემო სიცოცხლე.
ბეჭედი უცებ მოირგო და მესხს მთელი ძალით მოეხვია.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული, ამიტომ ყველამ უნდა ეცადოს იპოვოს თავისი მეორე ნახევარი, მჭიდროდ ჩასჭიდოს ხელები მას და არასდროს, რა დაბრკოლებაც არ უნდა შეხვდეს, არასდროს გაუშვას..
ზუსტად 15დღეში დაქორწინდნენ.
როგორი ქორწილი იყო?
ქორწილი ყოველთვის კარგია მაშინ, როცა წყვილი სიყვარულით ქორწინდება, ამიტომ ანდრია მესხისა და ანამარია ყიფიანის ქორწილი, არაჩვეულებრივი იყო.
უამრავი ბედნიერი ადამიანი, სასმლისა და სიყვარულისგან გაბრწყინებული თვალები, სიყვარული, სითბო, სილამაზე..
არაფერი აკლდა მათ ქორწილს, ისევე როგორც მათ..
მეფე პატარძალმა ერთად აირბინა სცენაზე, სადაც მუსიკოსები ისხდნენ, ერთი მიკროფონი ორივემ მიიტანა სახესთან ახლოს და ბოლო ხმაზე დაიყვირეს სიტყვა, რომელიც ყველაფერს მოიცავს..
სიტყვა, რომელიც ყველაზე ლამაზად ჟღერს, ყველაზე მეტად გახარებს და ყველაზე დიდი ბედნიერება მოაქვს..
'მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ'
__________________________
ამ პატარა ისტორიით დაგიბრუნდით ჩემო საყვარლებო დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ..
მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ.
მზიან დღეს გისურვებთ.
მიყვარხართ



№1  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ნინო❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magari iyooo ❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მოკლე, თბილ-ტკბილი, და ბედნიერი დასასრული. სხვა რა უნდა ინატროს კაცმა:)).

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა❤❤❤❤❤

 


№5  offline წევრი ნენე

am bolo dros,
banaluri istoriebisadmi siyvaruli damchemda.
pawawuna,tbili,sayvareli...
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№6  offline წევრი Drama Queen

ჰეეი, ძევოჩკა! მომენატრე. ნუ ისტორია იყო თბილი-ტკბილი, მაგრამ არ გეწყინოს ჩემო 'ქეთაჩარკვიანო', ბანალური იყო, ოდნავ. თუმცა არაუშავს მე მაინც მომეწონა. ❤️

 


№7  offline წევრი Ketacharkviani

ნენე❤❤
ხო, გეთანხმები ბანალურია, ამიტომ არც მწყინს❤დიდი მადლობა და დიიიდი სიყვარული შეენ!!❤❤

 


№8  offline წევრი cisa

ეს რაა იყოო...გამაბედნიერაა..საყვარლი ისტორია ყოჩაღ ♥♥♥

 


№9  offline წევრი Ketacharkviani

cisa, მიხარია თუ გაგაბედნიერა❤❤დიდი მადლობა.

 


№10  offline წევრი darjania

ძალიან კარგი იყოოო მომეწონა ♡ ♡ ♡

 


№11  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა საყვარელო❤❤

 


№12  offline წევრი tatiko.1995

Ra tbili istoria iyo gavtbi da gavbednierdi

 


№13  offline წევრი Ketacharkviani

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent