მკრთალი ნათელი წერტილები "2"
ილიას დედა-ეკა ნატროშვილი,ლამაზი ქალი,შუა ხნის,ჭაღარა თმა ზედმეტადაც კი ამშვენებს მის მოვარდისფრო სახეს. ასაკი?!-ასე 54 ი,მაგრამ არც კი ეტყობა,იმის და მიუხედავად,რა შვილის პარტრონია. და?-ნინელი?,საკმაოდ ნაზი გოგონა,21 წლისაა მკრთალი სახე აქვს და მუდამ შეშინებულია,უყვარს ბევრი კითხვა,მაგრამ ხშირად ვერ კითხულობს,მისი ძმის გამო. რატომ?-წიგნები ეზიზღება.ყველა გადაუყარა,კიდევ კარგი წაკითხვა მოასწრო,მისი იმედგაცრუებული სახე უნდა გენახა,როგორ ტიროდა უხმოდ და უცქერდა დამწვარ წიგნებს. სანდროზე რას მეტყვი?-ჩვეულებრივი პიროვნებაა,არაფერი გამორჩეული,ილიას იცნობს დაბადებიდან და არ შორდება,ძალიან გულუბრყვილოა და ხშირად არ იცის რას აკეთებს ან რატომ,ცოტა მშიშარაა.მაგრამ უკიდურესად არა. ბექა არც კი ღირს,ის უბრალოდ აბნეულია. ყველა ჩუმად ისხდა და ელოდებოდა ილიას,ისიც ჩუმად,თავისთვის იჯდა სავარძელში,რომელიც ოთახის კუთხეში იდგა,წიგნების კარადის გვერდით.არ უნდოდა ლაპარაკი,არაფერი არ უნდოდა,საშინელ განცდებში იყო და როდესაც უჰაერობა იგრძნო სავარძლიდან წამოვარდა და აივანს მიაშურა.ბექაც წამოხტა და გაეკიდა. -ცუდად ხომ არ ხარ?-ჰკითხა,როდესაც აივანზე გავიდნენ-გინდა სასწრაფოს გამოვუძახო? -არა,ბექა,მე კარგად ვარ. -მაშ,რაშია საქმე?ისევ ელენე?-გაღიზიანებას ვეღარ ფარავდა იგი.-როდემდე? -დღეს უნდა ვნახო,მიდი ჩემებთან როგორმე მოაგვარე საქმე მე უნდა წავიდე -უჩემოდ ვერსად ვერ წახვალ-მკაცრი ტონით მიუგო ბექამ და შიგნით შევიდა. -ეკა დეიდა-მიმართა ილიას დედას-ჩვენ ისევ უნდა წავიდეთ-მორიდებით უთხრა მან -რამე მოხდა?-გაფითრდა ქალი-საკუთარი და აღარ ახსოვს მაგას?-თითით ანიშნა,საწოლში მწოლ ნინელიზე,რომელიც სიცივეს აეტანა და საბანში გახვეულიყო-ისევ ცუდად,რომ გახდეს?-ნერვიულად ბოლთას სცემდა -ილიას აღარაფერი ესმის,ყველა და ყველაფერი დაავიწყდა,მალე დავბრუნდებით გპირდებით,სანდროს დავტოვ და ძალიან გთხოვთ არაფერზე ინერვიულოთ-ეკას დამშვიდებას შეეცადა ბექა,სავარძელზე დასვა და ისევ ილიას მიუბრუნდა,ის უკვე მზად იყო წასასვლელად. -დამელოდე-უთხრა ბექამ და ნინელის შუბლზე აკოცა-ნუ გეშინია კარგად იქნები,შენს ძმას თუ არ მივხედე ცუდად გვექნება საქმე,მერე შენც მოგხედავთ.-უთხრა და გაჰყვა ილიას. -ავადმყოფი ხარ -შემეშვი! -შენი და ცუდადაა შენ კი -აღარაფერი მითხრა!-შეევედრა ილია და მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა. -კარგი-გაჩუმდა ბექაც და უკან მიჰყვა. ილიამ არ იცოდა,როგორ უნდა მიემართა,უხმოდ მიდიოდა პალატისკენ . უნდოდა კია ნახვა?!-კი ძალიან უნდოდა,უსაზღვროდ,რაღაც ამოუცნობი ძალით. 1.80 სმ-ის მქონე სხეული მძიმედ შევიდა ელენეს ოთახში. მის მწვანე თვალებში ჭინკები ხორხოცებდნენ,სიხარულისგან ადგილზე არ ჩერდებოდნენ,ელენეს დანახვამ,თვალები ააღელვა და უნებურად ცრემლი მოადგათ. სხეული შებოჭილობისგან ძლივსღა სუნთქავდა,ოხრავდა.აღარ იცოდა მიახლოვებოდა თუ არა.ელენეს ეძინა. უკან გამობრუნდა,მისთვის ცქერაც კი საკმარისი აღმოჩნდა,მეტიც კი.გულის შეტევისთვის სრულებით საკმარისი,რომ ეგონა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა,მაშინ გადმოსკდა ყველაფერ ვულკანივით და მდუღარე ლავა ჩამოედინა სხეულში. -ღმერთო,ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?!-გაოგნებული ეკითხება და მაღლა იყურება.-ადამიანს,რომელსაც არასოდეს დალაპარაკებიხარ -ძლივს სუნთქავს ფილტვები,გული სადღაც მიიმალა,მაჯაზე პულსი ქრება- და მისმა გაღიმებამ ყველაფერი თქვა.-მიუბრუნდა მის უკან მდგომ ბექას და თვალებით ანიშნა,წავიდეთო. -სამკურნალო ხარ შენ-უთხრა როდესაც გზაში იყვნენ -სიყვარული არ იკურნება -ნუ მაცინებ,იცი შენ,რომ არასოდეს შეგიყვარდება,არც ცოლს მოიყვან და არც შვილები გეყოლება.დაგავიწყდა? მთელ ოჯახს განუცხადე.შენზე აუტანელი და უარგისი ამ დედამიწაზე არავინ დაიდოდა,დაბრუნდი რა.მეზიზღები,რომ გიყურებ,ასეთის ატანა არ შემიძლია.არ შემიძლიხარ,კაცს აღრ ჰგავხარ.დააწყნარე გული და გონებას მიაქციე ყურადღება,მას არ სჭირდება სიყვარული,არაფერში არგია.შეეშვი ელენეს,იცხოვრე ისე როგორც ცხოვრობდი ადრე,მიხედე საკუთარ ცხოვრებას,თორემ რაც კი აქამდე იყო მომავალში გაქრება. -აქამდე არარაობა ახლა ადამიანია და შენ ეს არ მოგწონს?-გაკვირვებით შეხედა ილიამ-ნუთუ დალევაა ცხოვრება.გამოსწორება მინდა შენ კი არ მოგწონს -მაშინ სენი გრძნობები მართე და მთელ ქვეყანას ნუ აგებინებ,რომ ვიღაც გიყვარს. -მხოლოდ ეგაა პრობლემა?-სიმწრის ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე-დღეიდან მე ვიცი.-თქვა და მანქანა ადგილს მოსწყდა,რაც კი სიჩქარე ჰქონდა აკრიფა და ძალიან მალე ისინი უკვე სახლში იყვნენ. -ნინელი მაპატიე,რომ დაგტოვე-მივარდა ილია დას და ჩაეხუტა -არაფერია ილია,ხომ იცი არაფერი მწყინს შენგან-ლოყაზე აკოცა ნინელიმ ძმას და ძლიერად ჩაეხუტა-ძალიან მომწონს შენი ცვლილება,გთხოვ ასეთი დარჩი-ამღვრეული თვალებით მიუგო და ხელი მოუჭირა ხელზე-ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სიხარულია შენს თვალებში,სითბო,ასეთი როდის გახდი,რატომ მოგინდა ჩამხუტებოდი. -დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ ჩემო ძვირფასო,ახლა კი უნდა მაპატიო,უჩემობა და იცოდე,რომ აწი გვერდიდან აღარ მოგცილდები. -იცოდე ვიმახსოვრებ-სიცილით უთხრა მან -დაიმახსოვრე,დაიმახსოვრე,-გაეცინა ილიასაც-არ გინდა ხვალ ყავა დავლიოთ? -პაემანია? -დიახ ქალბატონო,თქვენი ძმა პაემანს გინიშნავთ -კარგი თანახმა ვარ,თუ უკეთ ვიქნები -უკეთ ახლაც ხარ,ნუ იგონებ რაღაცებს -არა არ ვარ -ოჰ,მე კი ვხედავ,რომ გადასარევად ხარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.