შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (22)


6-09-2015, 19:34
ავტორი Linna
ნანახია 4 892

*თორნიკე:
საშინლად ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ ამ ბრაზმა ანასადმი მზრუნველობის გრძნობა ვერ გადაფარა.მარტო არ უნდა დამეტოვებინა, ცოტათი ავნერვიულდი.ნიკას დავურეკე.
-ნიკა სად ხართ?
-სახლში.
დავმშვიდდი, არ მინდოდა ღამე იქ გაეთენებინათ, შეცივდებოდა..
-ანასტასია მიიყვანე ჰო?
ყოველი შემთხვევისთვის გადავამოწმე.
-რა მივიყვანე,მონროსთან ერთადაა.
ვერ აღვწერ რა ვიგრძენი იმ წუთას, თითქოს დიდი ქარიშხალი ამოვარდა და ყველაფერი დამილეწა, წამლეკა.
-ვისთან ერთად?
ხმა აკანკალებული მქონდა, თავს ვაჯერებდი, რომ მომესმა.
-მონრო მოვიდა და მასთან დავტოვე, გავყარე ბავშვები.
ისე საუბრობდა, თითქოს რამე საამაყო ჩაედინა
-მარტო დატოვე?? სად?? რამდენი ხანია??
-ჰეი, ჰეი,თორნიკე.. მადლობა მითხარი, რას ღრიალებ, გეგმას ვანხორციელებთ და შეიძლება უკვე გააუპატიურა კიდეც..
ბოლო სიტყვებმა ჭკუიდან შემშალა.
-სად ჯანდაბაში არიან??
მთელს ხმაზე დავიღრიალე.
-რა გაღრიალებს?
-ნიკა, დროზე მითხარი სად დატოვეთ??
-ისევ იქ, რა გაღ...
წინადადების დამთავრებას არ დავლოდებივარ, ყურმილი დავკიდე და ქურთუკიც არ მომიცვამს, ისე გავვარდი სახლიდან.. მანქანის გამოყვანის დრო არ მქონდა, სწრაფად დავქოქე მოტოციკლი და მაქსიმალური სიჩქარით დავადექი გზას..
სიბრაზისგან მთელი სხეული მიხურდა.. როგორ ვერ მივხვდი, რომ ის მოტოციკლი დილანის იყო, როგორ არ მივბრუნდი.. როგორ დავტოვე ჩემი გოგონა მარტო !
სიჩქარის გამო ქარი სახეზე მეცემოდა და გამოსახულებებს ერთმანეთში თქვეფდა, მაგრამ არც ეს მაჩერებდა.ანასტასიას ვჭირდებოდი, იმ ცხოველისგან უნდა დამეცვა ! რამდენიმე წუთში გადასახვევამდეც მივედი.. არ მაინტერესებდა, რომ გზა მოტოციკლს გააფუჭებდა, სწრაფად უნდა მივსულიყავი მასთან..
-ანასტასია!
მთელს ხმაზე ვიყვირე.გიორგისს მოტოციკლი არსად ჩანდა, კოცონიც ჩამქრალიყო.
-ანა!
ისევ ვიყვირე.. აშკარა იყო, რომ აქ არ იყვნენ.. ავნერვიულდი, არ მინდოდა იმის წარმოდგენა, რისი გაკეთებაც მონროს შეეძლო.ანასტასიას ნომერი ავკრიფე, მაგრამ დარეკვის შემეშინდა.. ისევ ნიკას დავურეკე..
-ნინი შენთანაა?
-აბაა? რაიყო?
-უთხარი ანას დაურეკოს !
-ძინავს ბიჭო, გააფრინე? და შეეშვი ახლა მაგ გოგოს არ ცალია.
გადაიხარხარა, კინაღამ ტელეფონში გავძვერი და თავ-პირი დავუმტვრიე.
-ნიკა, დროზე გააღვიძე ნინი, ან შენ დაურეკე !
-ე ბიჭო, მეძინება ამის დედავატირე, შენ დაურეკე, ვააჰ !
გამითიშა, რამდენჯერმე გადავურეკე, მაგრამ ტელეფონი საერთოდ გამორთო ! აუ ნიკა, არ ვიცი რას გიზამ..
ბოლოს მივხვდი, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი.. სიამაყეს გადავაბიჯე და ანასტასიასთან დავრეკე.. არ იღებდა, ჯანდაბა.. ამან უფრო გამანერვიულა.
სახლში მივაკითხავ. ჰო, შევამოწმებ იქ არის თუ არა..
სწრაფად ავამუშავე ძრავა.
კანკალით ავძვერი ხეზე, შემეშინდა აივნის კარის გაღება..
ფარდა ფრთხილად გადავწიე, ღმერთს ვემუდარებოდი, რომ ანა საბანში გახვეული დამენახა..
ფრთხილად შევაბიჯე ოთახში, საწოლი ოდნავ ამობურცული იყო.. მაგრამ ეს სავსებით შეიძლებოდა ბალიში ყოფილიყო.. ფრთხილად მივუახლოვდი ლოგინს.. სუნთქვა შემეკვრა.. ტკბილად ეძინა.. ამოვისუნთქე, შვება ვიგრძენი.. სახეზე ეტყობოდა, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა.. გამიკვირდა, მაგრამ დავმშვიდდი.. როგორ მინდოდა მივწოლოდი და მის გვერდით, ტკბილად დამეძინა, მაგრამ ისევ სიამაყე.. ტელეფონი ტუმბოზე ედო, ავიღე და ჩემი გამოტოვებული ზარი წავშალე.. მერე ფანჯარასთან ჩამოვჯექი.. ვუყურებდი როგორ მშვიდად და უშფოთველად ეძინა.
მთელი ღამე ასე გავატარე, როცა მზის სხივებმა ოთახში შემოაღწიეს, საწოლთან მივედი.. ხელი ფრთხილად მოვუსვი მის ლამაზ სახეზე, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
-მართალია გაბრაზებული ვარ, მაგრამ უშენოდ ვერ ვძლებ.
დავიჩურჩულე.. ვერ მოვითმინე და ტუჩზეც დავუტოვე ფრთხილი კოცნა.. მერე აივანზე გავედი, კიდევ ერთხელ მივიხედე უკან და წავედი.
*ანასტასია:
ამდენი ხნის მერე, ეს პირველი ღამე იყო, რომელიც თორნიკეს გარეშე გავატარე.. კიდევ კარგი, ემოციებისგან დატვირთულს უცებ ჩამეძინა.. რა მოხდა გუშინ? არაფერი.დიახ, მონროს არაფერი გაუკეთებია.. არ ვიცი რატომ.. კოცნა სცადა, მაგრამ უარის შემდეგ მცდელობა შეწყვიტა.. მისივე მოტოციკლით დამტოვა სახლში და ტკბილი ძილიც კი მისურვა.
დილით სიცივემ გამაღვიძა, აივნის კარი ქარს გაეღო.. დავკეტე და საწოლში დავბრუნდი.. ვეღარ ვიძინებდი, რაღაც არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას.თორნიკეს სურნელი.. მთელს ოთახში მისი სურნელი ტრიალებდა.. ან მე გავგიჟდი და ყველგან მისი სურნელება დამდევს
სანამ შხაპი არ მივიღე, ვერ გამოვფხიზლდი.. არ მეგონა თოკოსთან ჩხუბი თუ ასეთ რეაქციას გამოიწვევდა ჩემში.. ვიცოდი, მეწყინებოდა და შეიძლებოდა მეტირა კიდეც, მაგრამ ეს გრძნობა საშინელება იყო.. თითქოს სხეულიდან სული გამოწურეს, ამომაშრეს..თორნიკეს წყურვილს ვგრძნობდი, მისი ტუჩები მჭირდებოდა.. ის სიცარიელე, რომელიც ყველგან იყო, გულში, თავში, ბოლოს მიღებდა.. თითქოს, კანიც ჩამოჭკნა.
ვიცი, ადრე იყო, მაგრამ ვინმესთან უნდა მესაუბრა, ნინის დავურეკე.
-ანა ახლა არა რაა.
ეძინა.
-გთხოვ ნინ, ძალიან ცუდად ვარ..
-თორნიკეს გამო?
-ჰო..
-რა გეშველებოდა მე რომ ოქროს გული არ მქონოდა.. ჩაიცვი და გამოგივლი.. მოგაწევინებ და მოგეშვება.
-არ მინდა მოწევა.
-ნარკოტიკი?
-ეგ შეიძლება.
გაეცინა
-მიდი და გზაჯვარედინთან დამელოდე.
გავთიშე.. ციოდა, შავი შარვალი და თბილი სვიტერი გადავიცვი, თმები სველი მქონდა, შავი ქუდი ჩამოვიფხატე.
რამდენიმე წუთში გზაჯვარედინტან ვიდექი ნინის მოლოდინში.. ჩემს წინ შავი პიკაპი გაჩერდა, საჭესთან ნიკა იჯდა..
-ჩაჯექი.
გამიღიმა და უკანა კარი შიგნიდან გამიღო.
ჩავჯექი, ნინი ნიკას გვერდით იჯდა.
-გუშინ რა ქენი?
-არაფერი, სახლში დამტოვა..
-და მეტი არაფერი?
გაუკვირდა ნიკას
-ჰო.
არ მინდოდა მასთან ლაპარაკი,თორნიკეს ძმაკაცი იყო..
-აქ დაგვტოვე.
უთხრა ნინიმ რომელიღაც ბარზე.
-შპრიცი გაქვს?
ჯანდაბა! ნიკას რატომ უთხრა გაკეთებას რომ ვაპირებდით !
-კი, კი.. მადლობა..
აკოცა და მანქანიდან გადავიდა, მეც გავყევი..
-რატომ უთხარი?
-აბა ფხვნილი სად მეშოვნა?
გამიცინა და ბარის კარი შეაღო.. პატარა კაფე იყო, შიგნით სიგარეტის ბოლი იდგა.. სვამდნენ, ეწეოდნენ, კაიფში მყოფებიც დავინახე.
პირდაპირ ტუალეტისკენ წავედით. ნინიმ შპრიცი ამოიღო, სითხე უკვე ესხა შიგნით.
-ეს ძალიან პატარა დოზაა.. პირველისთვის საკმარისია.. გულთან პრობლემები ხომ არ გაქვს?
-არა, არა.
-ჰოდა მისმინე, ძალიან ფრთხილად უნდა გაიკეთო.. ნელა უნდა შეუშვა ვენაში, პატარა შეცდომაც და ჩათვალე მორჩა.
თავს ვუქნევდი.არ ვიცოდი ამას რატომ ვაკეთებდი, მაგრამ უცებ ძალიან, ძალიან მომინდა სამყაროსგან შორს ყოფნა.
-აი აქ შეისე
თითით მაჩვენა ვენაზე.. მკლავზე რაღაც ნაჭერი მომიირა და შპრიცი მომაწოდა.
არ დავფიქრებულვარ ისე შევირჭე ნემსი.. ვიცოდი, დაფიქრების შემთხვევაში გადავიფიქრებდი..
-ფრთხილად ანა, ნელა შეუშვი. აცალე სისხლში გაიხსნას..
ნინის სიტყვები ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდებოდა, წონასწორობას ვკარგავდი.. ასეთ სწრაფ ეფექტს არ ველოდი.. რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ აღარ მესმოდა, გამოსახულება აიმჟღვრა, სახეზე ღიმილი გადამეკრო.. დავინახე, როგორ გამომაძრო ნინიმ შპრიცი, ხელი მომკიდა და იქეთ გამიყვანა.. მერე აღარაფერი მახსოვს..
*თორნიკე:
ვსვამდი.. ყველა წუთში ტელეფონს ვამოწმებდი, ველოდებოდი, რომ ანა მომწერდა. მინდოდა კიდევ ერთხელ მოეხადა ბოდიში, ვაპატიებდი.. კარზე დააკაკუნეს, წამოვხტი და კარი გავაღე.ანასტასიას ველოდი მაგრამ ნიკა იყო
-შემო.
კარი ფართოდ გავაღე.
-მითხარი ახლა რა ჯანდაბა გჭირდა გუშინ.
-ვინერვიულე.
-რაზე? იმაზე, რო შენი გეგმა ხორციელდებოდა?
-აუ, ნიკა.
-თორნიკე, არ მომწონხარ..
-არ დამაწყებინო ახსნა, ვერ აგიხსნი. ნინი სადაა?
-ანამ დაურეკა და მასთან წავიდა
თვალები გამინათდა, შემეძლო გამეგო სად იყო.
-მიწერე რა, გითხრას რას აკეთებენ.
ვთხოვე.
-არ ეცლება.
გადაიხარხარა, ეს სიცილი არ მომეწონა
-იცი სად არიან?
-კიი, ხიდთან მისვლამდე რო ბარია, იქ.
დავფიქრდი, გონებაში ბარი აღვიდგინე.. გავშეშდი.
-რა უნდათ იქ?
შეშინებულმა ვკითხე.
-ანასტასიამ ცუდად ვარო,ნინიმ მოვწიოთო, მოწევა არმინდაო,მაშინ ნარკოტიკიო და კარგიო..
ისევ იცინოდა, მე კი ჭკუიდან შევიშალე!
-ნარკოტიკს იკეთებს?
-ჰო, ნარკომანიც გახადე.. რაღა გინდა, მოკლავ მამამისს და ეგარი.
ისევ იცინოდა, ამაყად მიყურებდა.
-ნიკა, იდიოტი ხარ!როგორ გაუშვი გასაჩხერად?
ვიყვირე და მუშტი კედელს მივარტყი..
-დიდი ამბავი,ნინი ნარკომანია და ანასტასიაც გავაფუჭოდ რა..
აღარაფერი მითქვამს, გაცხარებული გავვარდი სახლიდან.. ბარში მივედი და მათ დავუწყე ძებნა. კუთხეში სხდნენ,ნინი ეწეოდა, ანასტასია მის გვერდით იჯდა.. გაშტერებული იყო და იატაკის ერთ წერტილს მიშტერებოდა. გადაიხარხარა, მერე ისევ გაშტერდა.. შეშინებული მივვარდი..
-შენ სულ გაგიჟდი გოგო???
ვუღრიალე ნინის, ანა ხელში ავიყვანე..
-რა?
ისიც კაიფში იყო.
-მოწიე ხო?
-აბა?
გადაიხარხარა.
-აქ იყავი,ნიკას გამოვუშვებ !
თავი დამიქნია და დაჯდა..
მოტოციკლით ვერ წავიყვანდი, ტაქსი დავიჭირე, მისამართი ვუთხარი და ფული გადავუხადე.. მე კი მოტოციკლით მივყვებოდი, ფანჯარაში ვუყურებდი..რამდენჯერმე შემომხედა და გამიღიმა, მერე ჩაეძინა..
ჩემთან მივიყვანე, ოთახში დავაწვინე..
-წადი და შენს ნარკომან შეყავრებულს მიხედე !
ვუყვირე ნიკას.
-ჰეი, მე რას მიყვირი? მადლობა თქვი რო გეხმარები, ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა..
-ნიკა, გთხოვ, შემეშვი.. არაფერი არ მიდის კარგად!
-თამაშს აყევი არა? მართლა შეგიყვარდა?
-ნიკა ნინი გელოდება!
-კარგი ძმაო, მე წავალ.. შენ კიდე დაფიქრდი და მე ნუ მიღრიალებ, ჩემი რა ბრალია თუ მართლა შეგიყვარდა ეგ გოგო.
კარი მივაჯახუნე.ნიკას სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი.. შეუძლებელია ვინმე შემყვარებოდა ! თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა.. ბოლოს ოთახში შევიხედე.. ისევ მშვიდად ეძინა.. გულმა ვერ გაუძლო, მივუწექი.. ვეფერებოდი და ვკოცნიდი.. როგორ მაკლდა მისი სითბო..
როცა შევატყვე, რომ ფხიზლდებოდა, წამოვდექი და იქეთ გავედი.. ისევ სიამაყე, მაინც გაბრაზებული ვიყავი.. რამდენიმე წუთში ოთახიდან გამოვიდა, გათიშული იყო.
-რატომ გაიკეთე?
მკაცრად ვკითხე.
-შენთან მინდოდა და იმიტომ..
პასუხმა გამაოგნა.
-და ნარკოტიკი ჩემთან მოგიყვანდა?
გაეღიმა
-როგორც ხედავ, შენთან ვარ.


ვაგრძელებ ჩვეულ რიტმში დადებას :* დააკომენტარეთ.



№1  offline წევრი Drama Queen

მართალია ძალიან მიყვარს ეს ისტორია, პერსონაჟებითურთ, მაგრამ ავტორს მოვკლავ! :დ რა პაწია თავი იყო, რა გინდა მკვლელი გავხდე? :დ

 


№2  offline წევრი Linna

Drama Queen
მართალია ძალიან მიყვარს ეს ისტორია, პერსონაჟებითურთ, მაგრამ ავტორს მოვკლავ! :დ რა პაწია თავი იყო, რა გინდა მკვლელი გავხდე? :დ

არა არა ;დდდ შემდეგში შედარებით დიდს დავდებ გპირდები <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუუ როგორ მომენატრა ეს ისტორია... ძალიან.მაგარი იყო მაგრამ პატარა... ახლა ნარკომანი არ გახადო ჩვენი ანასტასია ცოდოა... აღარ დააგბიანო კიდევ რა...

 


№4  offline წევრი Linna

kora
რამდენი ხანი ველოდებოდი ამ ისტორიის გაგრძელებას... კარგია ავტორო, სიტყვა რომ შეასრულე და ერთ კვირაზე მეტხანს არ გვალოდინე :) ცოტა მეპატარავე ეს თავი, ადრე არ წერდი ასე პატარებს :(

ქალაქში არვიყავი ასერომ რაც მოვახერხე ის დავდე <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძლივსს დაგვიბრუნდიიიი love მალეე დადეე მაინტერესებს ძალიანნნ love

 


№6  offline წევრი tam28

Xo ra narkomani ar gaxado exla codoa

 


№7  offline წევრი MCcall

როგორ ველოდი ახალ თავს❤ძააან კარგია❤

 


№8  offline წევრი mariko_2001

ძაან დიდი ხანი ველოდებოდი ამ თავს და ეს უფრო პატარა იყოოო მარა ძაან საინტერესოოოო რა საყვარელია თორნიკეე იმედია ანა ნარკომანი არ გახდებაა .იცოდე არ დააგვიანო და ცოტა გაზარდე თავებიი❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent