შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

InkeD #5


7-09-2015, 01:54
ავტორი ელი
ნანახია 3 797

იმ ღამით სიზმარი არ მინახავს,ალბათ იმიტომ რომ სიზმრის მთავარი გმირის მკერდზე მედო მთელი ღამით თავი და მისი ხელები მქონდა წელზე სადარაჯოდ შემოჭდობილი.
დილით გაღვიძებულს პირველად მისი გულის ფეთქვა ჩამესმა და დამერწმუნეთ ესეც კი საკმარისი იყო რომ მთელი დღის განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მომშორებოდა. ნელა გავახილე თვალები და ოდნავ ავწიე თავი რათა დამენახა ეღვიძა თუ არა მას.
ისე საყვარლად ეძინა... რომ შევხედე მის მძინარე სახეს გულში სითბო ჩამეღვარა.საყვარლად დაებუშტა ტუჩები. გრძელი წამწამები ერთმანეთში აეხლანჯა. მძირარესაც კი შეეკრა წარბები.გამეცინა მის სახეზე.
თვალი მისი ყელისაკენ გამექცა და მასზე გამოსახულ დიდ ცისფერ ვარდს მივაჩერდი.ვიგრძენი რომ საოცრად დიდი სურვილი მქონოდა რომ სევხებოდი.უბრალოდ ვფიქრობდი იმაზე რომ მე ახლა მქონდა შანსი შევხებოდი მას და რომ არ ვიცი რა იქნება ხვალ, მექნება თუ არა ამის შანსი.
უბრალოდ ნელა დავიხარე და ძალიან ფრთხილად ვაკოხე ყელში. გამაჟრიალა და ვიგრძენი,რომ მანაც იგივე განიცადა.თავი არ მქონდა აწეული მისი ჩაფხუკუნება რომ მომესმა და საოცრად შემრცხვა ჩემი საქციელის.

InkeD #5



თავი კვლავ მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე. საოცრად მრცხვენოდა.
-დილამშვიდობისა შავტუხა-გავიგე მისი ხმა და ისევ ვიგრძენი ამის გამო სიამოვნება.
-დილამშვიდობისა -დავიჩურჩულე მე და თვალები კიდევ უფრო მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.
ნიკაპზე ხელი მომკიდა და ტავი ზემოთ ამაწევინა.
-თვალები გაახილე-მითხრა თემომ. თვალებ დახუჭულიც კი ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას.
-გაახილე-გამიმეორა მან და მეც რამოდენიმე წამის შემდეგ ნელა გავაილე თვალები და ვიგრძენი როგორ ამვსებოდა ისინი ცრემლით.
-შავტუხა...-გაიმეორა მან და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები.-მომეღიტინა და ამიტომ გავიცინე-მაშინვე მიმიხვდა თემო და შუბლზე მაკოცა.-აღარ იტირო იცოდე.-სუბლზე მომადო ლოყა და ერთ ხანს ასე გაჩერდა.
-თემო ავდგეთ რა.-დავიჩურჩულე მე და თავის განთავისუფლება ვცადე მისი მარწუხებიდან.
-კარგი,მაგრამ მანამ ერთი რაღაც მჭირდება-თქვა მან და მეც კითხვისნიშნის თვალებით შევხედე.
ნელა დაიხარა ჩემკენ და უკვე მეორედ შეეეხო ჩემს ტუჩებს. მკოცნიდა მსუბუქად და დიდი გრძნობით.ისეთი გრნობა მქონდა თითქოს ფრთხილობდა არაფერი ეტკენინებინა ჩემთვის.საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.არ მინდოდა მიწაზე დაშვება. თითქოს გონს მოვეგე და მეც კოცნითვე ვუპასუხე. ვიგრძენი როგორ გაეღიმა და ამან უფრო გამახარა.
-შოკოლადი ხარ შავტუხა,შოკოლადი-დაჩურცულა,როგორც კი ჩემ ტუჩებს ოდნავ მოშორდა შემდეგ კი კიდევ ერთხელ მაკოცა და შემიშვა ხელები.
ფეხზე რომ წამოდგა თვალის არიდება ვცადე,მაგრამ რომ შევნიშნე შორტიტ იყო რატომღაც საოცრად გამიხარდა. გამიხარდა რომ პატივი მცა და შორტით იყო.სულელურად შეიძლება მოგეჩვენოთ,მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა.
უცებ გადაიცვა მაისური,გაიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.მე საწოლზე ვიყავი წამომჯდარი და შეუმცნევლად ვიფარებდი საბანს.ველოდებოდი როდის გავიდოდა საძინებდლიდან, რომ ავმდგარიყავი და ჩამეცვა,რადგან მხოლოდ ტრუსისა და მაისურის ამარა მეძინა და ამ ფრომაში მის წინ კიდევ ერთხელ დგომა არ მინდოდა.
საწოლე ჩემ წინ ჩამოჯდა. სახეზე კვლავ ღიმილი დასთამაშებდა. ჩემკენ მოიწია და ლოყაზე მაკოცა.
-ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს.არ დაგავიწყდეს რომ ჩვენ ვარღვეთ შენი ცხოვრების უღიმღამო წესებს.ახლა კი ადექი და ჩაიცვი,გელოდები-პირდაპირ თვალებში შემომხედა და დავინახე. დავინახე რომ მის თვლაებში მეორე წერტილიც გამჩადარიყო.
ისევ გამიკეთეს მისმა თვალება ჰიპნოზი და მცირა ხნიანი ყოყმანის შემდეგ ხელის კანკალით გადავიხადე საბანი. დავინახე როგორ გაეღიმა. მისმა ღიმილმა კი მე გამახარა.
მორცხვად მივედი ჩანთამდე და სასურველი სამოსის ძებნა დავიწყე. ვგრზნობდი მის მწვლ მზერას და იმას თუ როგორ მიქვეითდებოდა მოძრაობის უნარი ამის გამო.
უცებ ამოვიცვი შორტი და მას გავხედე. მაისურის ჩაცმა მინდოდა,მაგრამ მასთან ძალიან მერიდებოდა. თან ჩემ თავს მადლობას ვუხდიდი რომ წუხელ ბრიუსჰალტერის გახდა შემეზარა დაღლილს და ისე დავიძინე.საწყალი თვალებით შევხედე,მაგრამ როგორც კი მისი შეკრული წარბები დავინახე მისგან ზურგით დავდექი და უცებ გავიხადე მაისური და სხვა გადავიცვი. გრძელი თმა უცებ ჩავიწანი და ფეხზე კეტები ამოვიცვი. უკან შებრუნებულს უკვე გაღიმებული თემო დამხვდა და სრულიად მომეხსნა ნერვიულობა.
-ახლა გავიდეთ.-ფეხზე წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.
-თემო,გეგი...- არ დამამთავრებინა სათქმელი მან.წელზე ხელი შემომხვია.
-გეგი? გეგიმ ყველაფერი იცის და ნუ იქნები მასთან შებოჭილი.-მითხრა თემომ და საძიებლიდან გავედით კიდეც.
მისაღებში ანო და გეგი დაგვხვდნენ.ძალიან მრცხვენოდა გეგისი.თავი დახრილი მონდა თანაც ჯიუტად არ მიშვებდა თემო ხელს.
-დილამშვიდობისა-დავიჩურჩულე მე ისე რომ თავი არ ამიწევია.
-დილამშვიდობისა-ერთად წამოიძახეს გეგიმ და ანომ.
-ჰეი,ივლიტა,მოდი აბა ჩემთან-დამიძახა გეგიმ და ვიგრძენი როგორ შემიტოკდა გული.
როგორ მინდოდა თემოს ხელი არ გაეშვა,მაგრამ გეგის სიტყვა არ ქონდა დამთავრებული,რომ წელზე სიმსუბუქე ვიგრძენი. ნელი ნაბიჯით წავედი გეგისკენ და მის გვერდით დივანზე ჩამოვჯექი.
დავინახე როგორ გამომხედა და გაეღიმა.
-მეჩვენება თუ ემი გრცხვენია?-მოჭუტული თვალებით გამომხედა მან. ა ვიცოდი რა მეთქვა,ხმას ვერ ვიღებდი.
უცებ გადამხვია ხელი და მისკენ მიმწია.
-ივლიტა,მისმინე, შენ გაცნობის დღიდანვე ხარ ჩემი პატარა დაიკო და ისე მიყვარხარ როგორც ანო.ეს მუტრუკი კი ჩემი ძმაა და ასევე ძალიან მიყვარს.შენ არაფერი გიქნია სასირცხვილო და რომც გექნა არასდროს,დაიმახოსვრე არასდროს უნდა შეგრცხვეს ჩემი.ეხლა კი თავი აწიე და მაკოცე-მხიარულად ჩაილაპარაკა ბოლოს და ლოყა მომიშვირა. მეც მაშინვე ავწიე თავი და ძალიან მაგრად ვაკოცე ლოყაზე.
-აი ასე კრასოტკა-ახლა მან მაკოცა და გამიცინა.
შვება ვიგრძენი.პირველად ვიყავი ასე. ვიგრძენ რომ ჩემი ოცნება ამიხდა და შევიძინე მეორე ძმა.
ვიპოვე ადამიანი რომლის ყოელი შეხება მაბედნიერებს.
-ახტა ახლა გოგო და მომეხმარაა-დამაცხრა ანო და ხელზე დამექაჩა.
-ანეტ ცოტა ფთხილად-უთხრა თემომ და გაიცინა.
ანომ შენელებულ კადრში გააბრუნა მისკენ თავი და მერე მე გამომხედა.
-ბიჭო,ბიჭო,ბიჭო...-დაიჩურჩულა მან და რაღაც სოცარი გამომეტყველება მიიღო. მე უცებ წამოვდექი და სამზაარეულოაკენ წავიყვანე ანო.
იქ შესულმა ანომ უცებ გადაკეტა კარი და წარბები ამითამაშა. ვამზადებდით საუზმეს და თან დეტალებში მაყოლებდა გუშინდელი დღის ამბებს.
ბოლოს როცა თხრობას მოვრცი თვალებში შემომხედა და უბრალოდ მითხრა.
-მიხარია რომ აქმ მაინც გრძნობ ბედნიერებას.
მივედი და მაგრად მოვეხვიე.
სუფრა გავაწყეთ და ბიჭებს დავუძახეთ.
საუზმობას რომ მოვრჩით მდინარეზე წასვლა გადავწყიტეთ და მოსამზადებლად ოთახში ავედთი.
15 წუთში უკვე მანქანაში ვისხედით და მდინარისაკენ მივდოდით. საჭესთან თემო იჯდა მე კი მის უკან .
გზა ქვიანი იყო ამიტომ თემოს სკამის საზურგეს მოჭიდე ხელები. მოულოდნელად ხელის შეხება ვიგრძენი ჩემ მარჯვენა ხელზე შემდეგ კი ნაცნობი ტუჩების შეხება მასზე. გამაკანკალა.
მთელი გზა ჩემი ხელი ეკავა და დრო და დრო მკოცნიდა. საოცრად მიხარებდა გულს მისი თითოეული ქცევა.
მდინარეზე მისულებს კვლავ მრცხვენოდა კაბის გახდა. ანოს შევხედე და უკვე გახდილი იყო და კისკისით მიემართებოდა მდინაისაკენ სადაც გეგი იყო.
ვერ გავიგე როგორ მოახლოვდა გეგი და როგორ მაკოცა თავზე.
-ნუ გრცხვენია,გაიხადე და შევიდეთ.-მითხრა მან და კიდევ ერთხელ მაკოცა.
მეც გავიხადე კაბა და დარცხვენილმა ჩავჭიდე ხელი მის გამოწვდილ ხელს და მდინარიდაკენ გავემართეთ.
წყალი რომ უკვე მხრებამდე მომწვდა თემოს უფრო მაგრად მოვუჭირე შეშინებულმა ხელი. მან შემხედა და ჩემკენ მოიწია.
-ნუ გეშინია, ვერაფერი გამაშვებინებს ხელს.-მითხრა მან და გამიღიმა.
თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა, მეც ასევე ვიყავი.
შემდეგ კი თემომ ცხვირზე მაკოცა და თვალებში ჭინკებათამაშებულმა შემომხედა.
-1.. 2... 3...-თქვა მან, მაგრად მომხვია წელზე ხელები და უცებ ჩავყვინთეთ.
საოცრად შემეშინდა მაგრამ როგორც კი გავაცნობიერე რომ მის მარწუცებში ვიყავი გული დამიმშვიდდა. თვალები მაგრამ მქონდა დახუჭული და უცებ ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება და შემდეგ ის თუ როგორ ამოვედით წყლიდან.
თვალების გახელა გამიჭირდა და სიცილი ამიტყდა. ტვალები რომ გავახილე მაშინვე მის მომღიმარ სახეს წავაწყდი.
-შეგეშინდა?-მკითხა თემომ.
-არაა...-გავიცინე მე.
-კარგი გოგო ხარ- შემაქო თემომ და კიდევ ერთხელ მაკოცა ცხვირზე.
ათასი სისულელე ვაკეთეთ ოთხივემ ერთად.სახლში საღამოს დავბრუნდით ვჭამეთ და გადავწყვიტეთ ეზოში კოცონი დაგვენთო. ჭურჭელს ვრეცხდი,როდესაც ჩემთან გეგი მოვიდა და მომეხვია.
-არასდროს მინახავს ასეთი. ახლა სულ სხვანაირია და იცი ასეთი უფრო მომწონს-მითხრა გეგიმ და თავზე მაკოცა.
-მეც შემცვალა თემომ.ასე არასდროს ვყოფილვარ.-ვუთხარი მე და გავიღიმე.
-კარგები მყავხართ-თქვა გეგიმ და თვალი ჩამიკრა.
კოცონთან ვისხედით ყველა. მე თემოს ჯაკეტი მეცვა და მის მკლავებში ვიყავი მოქცეული.საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი თავს.თემო დრო და დროს ყელში მკოცნიდა და ჩემ რეაქციაზე იცინოდა. მას ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა.
-ვარსკვლავი ჩამოვარდა ჩაიფიქრე-მითხრა თემომ.
თვლაები დავხუჭე და უცებვე გავახილე-ჩავიფიქრე.
-მეც... და ვფიქრობ მალე ამიხდება...-ტვალები მოჭუტა მან,
-არ თქვა თორემ არ აგიხდება-თითი დავუქნიე მე.
-ვითომ?-ეშმაკურად გამომხედა მან.
-ჰოო.-ჯიუტად ვუთხრი მეც.
ჩემკენ მოიწია და ტუჩები ყურთან მიმიტანა
-კოცნა-ჩამჩურცულა და სანამ რამის გაანალიზება მოვასწარი ვიგრძენი კიდეც მისი ტუჩების სიმხურვალე.
-სირცხვილია-დავიჩურჩულე როგორც კი მომშორდა.
-ნწუ-მითხრა მან და კიდევ ერთხელ მაკოცა.
დამინახა როგორ გამაბრაზა მისმა საქციელმა და გაიცინა.
-დამელოდე მალე მოვა.-ფეხზე წამოდგა და სახლისაკენ წავიდა.
ანოს ტვალებს გადავაწყდი სულ ცხრემლიანი ქონდა,მაგრამ ზუსტად ვიცი ბედნიერების ცრემლები იყო.
მეც გამეღიმა...
უცებ მანქანის ფარების სინათლე დავინახეთ ჭიშკართან და გაგვიკვირდა. მალევე გაიღო კარი და სიბნელეში მხოლოდ მამაკაის სილუეტს მოვკარით. ცეცხლთან რომ მოვიდა ვიგრძენი როგორ გამეყინა მთელი სხეული.
მისი გაბრაზბული თვალების დანახვამ ადგილზე მომკლა.
-გამარჯობათ-მიესალმა გეგი.
მე ხმას ვერ ვიღებდი. უკვე ვგრძობდი როგორ მევსებოდა თვლაები ცრემლით.
-შენ ვის უბედავ გოგო ტყუილებს?-იღიალა მან და ჩემკენ წამოვიდა-ვისთან დარჩი აქ გეკითხეები. ის ქალი სამეგრელოშია და შენ ვისთან ხარ აქ თქო-მაგრად მომიჭირა ხელი და შემანჯღია.-ეს ბიჭი ვინაა? ესე გაგზარდე? გეკითხები ესე გაგზარდე?-ღრიალებდა ის და მე უკვე ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-უკაცრავად დამშვიდდით და ივლიტას ხელი გაუშვით ასე არ შეიძება-მოგვიახოლოვდა გეგი.
-გამეცალე !-იღრიალა მამაჩემმა და ხელი აიქნია.
ხმაურზე თემო გამოვიდა და სახლიდან. ამაზე უფრო შემეშინდა.
დავინახე როგორ აუჩქარა ნაბიჯებს. ჩვენთან მოსულს უკვე სულ დაბერილი ქონდა ზარღვები და საოცარ ბრაზს ვხედავდი მის თვლებში.
თვალებით ვეხვეწებოდ არაფერი ექნა. ნაბიჯის გადმოდგმა დააპირა და მაშინვ ანოს დავუძახე.
-ანო...-შემომხედა ანომ და თვალებით ვანიშნე თემოზე. მანაც მაშინვე თემოს ჩაჭიდა ხელი.
-ცუდად გაიგეთ ყველაფერი მე. მე გეგი ვარ ანის ბიძაშვილი.ბებიას აუცილებელი სამქე გამოუჩნდა,რის შესახებაც როგორც გატყობთ უკვე გაიგეთ.-გეგიმ მე შემომხედა,ტითქოს თვალებით მანიშნა დამშვიდდიო. მე კი ტირილს მაინც ვერ ვწყვეტდი.-ბებია გუშინ საღამოს წავიდა.ამ დროს უკვე ტრანსპორტი აღარ იყო რომ გოგოები გამოგვეშვა სახლში. დღეს კი როცა გავედით სადგურში იქ გვითხრეს რომ მძღოლი ავად იყო და დღეს არ იქნებოდა რეისი,ამიტომ ხვალ წამოვიდოდნენ პირველივე რეისზე.სულ არააა ეს საჩხუბარი ბატონო.-უთხრა გეგიმ და კვლავ მე გამომხედა.
-არ მაინტერესებს მე ეგ. საჭირო რომ ყოფილიყო სულ ფეხით უნდა წამოთრეულიყავი გაიგე?-კიდევ უფრო შემანჯღრია მან და დავინახე მძლივს რომ იჭერდა ანო თემოს.-სწრაფადა აეთრიე,მოკიდე ხელი შენ ხარა-ხირას და წამოეთრიე ახლავე ბრუნდები სახლში.
-მამა გთხოვ...-დავიჩურჩულე მე.
-რას მთხოვ გოგო?! იმაზეც მადლობა თქვი რომ თავს ვიკავებ და სათანადოდა არ გექცევი-იღრიალა მან და ხელი გამიშვა.-სწრაფად ქენი !
ტირილით წავედი სახლისაკენ და ანოც უკან გამომყვა.
მაგრად მმეხვია და ჩემი დამშვიდება სცადა.
-ივლიტა ნუ ტირი ყველაფერი კარგად იქნება-მეფერებოდა ანო და თან ვგრძნობდი როგორ ტიროდა ისიც.
-ანო მეშინია-ამოვიტირე მე.
-ნუ გეშინია თითს ვერ დაგაკარებს.-მითხრა მან და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები.
მე ანოს მოვშორდი და უცებ ჩავალაგე ჩემი ნივთები.ჩანთა შევკარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე როცა თემო შემოვიდა. თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა, ძარღვები დაბერილი.
მის დანახვაზე უფრო ამეტირა. მოვიდა და გულში მაგრად ჩამიკრა.
ანო კარში დადგა.
-ნუ ტირიხარ.მხოლოდ შენ გამო ვიკავებ თავს რმ არ მინდა უფრო შეგაშინო. ყველაფერი კარგად იქნება-მითხრა მან და უფრო მომიჭირა ხელები.
-უნდა წავიდე დავიცურჩულე მე.
თემომ ხელები შემიშვა, ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია. ჯერ თვლებში მიყურა შემდეგ კი მაკოცა ისე როგორც ჯერ არ უკონია ჩემთვის. მერე წამოვედი.
გეგის ვერც კი დავემშვიდობე. მამას ეს რომ დაენახა სულ გადაირეოდა. თვალები შევხედე და ვარძნობინე რომ არ შემეძლო მასთან მისვლა. მამამ ჩემი ჩანთა მანქანაში ჩად და მეც კარი გამომიღო. მანქანაში ჩავჯეექი და ვუყურებდი გარეთ გამოსულ ანოს თემოს და გეგის.
მეტირებოდა რომ ყველაფერი ასე დამთვრდა. რომ ასე მოულოდნენლად კვლავ დამექცა ცა თვაზე და რომ დასრულდა ჩემი ზღაპარი. ვიცოდი რომ ამიერიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა კიდევ უფრო უარსობისაკენ.
მთელი გზა მეჩხუბებოდა და მიყვიროდა.
მეჩხუბებოდა თუ როგორ გავბედე მისმა ქალიშვილმა ბიჭებთან ერთად ერთ სახლში გაჩერება და სხვა ათასი სისულე. მე კი ხლეებს მაგრად ვუჭერდი ჩემ ტანზე შემორჩენილ თემოს ჟაკეთს და თავს მასსში ვფლობდი რათა შემეგრძნო მისი სურნელი და წარმომედგინა რომ ის კვლავ ჩემთან იყო.

InkeD #5


......................
რავიცი რა გამოვიდა... იმედია მოგეწონებათ. მინდა გითხრათ რომ მახარებს თქვენი კომნებტარები და მადლობა ამისათვის. მუდამ თქვენი ელი.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორც იქნა ინება ჩემმა ტელემ და გამიხსნა საიტი. გზაში ვარ. შენ ისტორიაზე ხან მეღიმებოდა და ხან სახე მექუფრებოდა. გვერდით მჯდომი ბებია გამომხედავდა ხოლმე. საშინლად მომეწონა ჩემო ლამაზო, კარგი ხარ
გელოდები ღამით და რას არ გავიგებდი შენ რომ მხვდებოდე

 


№2  offline მოდერი ელი

terooo
როგორც იქნა ინება ჩემმა ტელემ და გამიხსნა საიტი. გზაში ვარ. შენ ისტორიაზე ხან მეღიმებოდა და ხან სახე მექუფრებოდა. გვერდით მჯდომი ბებია გამომხედავდა ხოლმე. საშინლად მომეწონა ჩემო ლამაზო, კარგი ხარ
გელოდები ღამით და რას არ გავიგებდი შენ რომ მხვდებოდე



ჩემი გოგო <3 მიყვარხარ ძალიან <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent