შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამაყი ქალბატონი 4


7-09-2015, 09:52
ავტორი Mannoo
ნანახია 6 370

ოთახში შევარდა, დაკეტილ კარებს აეყუდა და კბილები რაც შეეძლო მეტად დააჭირა ერთმანეთს. მთელი დღე თავი უსკდებოდა ფიქრისგან. ასე მარტოდ თავი კარგა ხანია არ უგრძვნია. საშინელ შიშებს შეეპყრო და სულ ფიქრობდა , რომ აკრძალული მამაკაცის შეყვარებით ცხოვრებაში საბედისწერო შეცდომას უშვებდა. ან იყო კი ეს სიყვარული ? იქნებ რომ არ ნახოს ყველაფერმა გაიაროს.. იქნებ დროს მიანდოს ამ გრძნობის გამოცდა. არა, ნამდვილად არ უყვარს . არ შეიძლება გიყვარდეს კაცი, რომელმაც გაცნობისთანავე უამრავი საშინელება გაკადრა, რომელიც შანსს არ უშვებდა რამე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი არ ეთქვა. როგორ შეიძლება მას დაუჯერო. იმით, რითაც მთელი ცხოვრებაა თავს იწონებს , პატიოსნება, იაგომ ეჭვ ქვეშ დააყენა.. მისი სიამაყე ფეხ ქვეშ გათელა და უკანასკნელ ქალად ათასჯერ აგრძნობინა თავი. თავის თავს მტკიცე ულტიმატუმი წაუყენა. ერთი კვირა საერთოდ არ გასულიყო სახლიდან და შესაბამისად მასაც ვერ ნახავდა. მაქსიმალურად დაიტვირთა გონება და სხეული სახლის საქმეებით ,რაც შეიძლება ნაკლები დრო რომ ჰქონოდა ფიქრისთვის.
-ნატო დეიდა სად ხარ?-ზეთის შიშინში ძლივს გაარჩია ლიას ხმა, აირის წნევას ოდნავ მოუკლო და ტაფას თავსახური დაახურა.
-სამზარეულოში ვაარ, -ხმამაღლა გასძახა და ხის კოვზი ნიჟარაზე დადო.
-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობისა, როგორ ეძინა მსოფლიოში საუკეთესო დეიდას?-ორივე ხელები მაგრად მოხვია და თავი კისერში ჩაუდო.
-თქვენთან ერთად შვილებო ყველგან ტკბილად ვიქნები მე... -საფეთქელზე მოწყვეტით აკოცა და თვალებში შეხედა,ნატო სანამ ძინავს ჩემს ქალიშვილს რაღაც მინდა გკითხო.
-კი დეი , მკითხე აბა ,- სამზარეულოს სკამი გამოსწია, ლიასაც ანიშნა ჩამოჯექიო და მოსასმენად მოემზადა.
-სოფელში მინდა მაგდა წავიყვანო სანამ საზღვარგარეთ წავა. ძალიან მოენატრათ იმათაც . აქ ხომ ყველა ვერ ჩამოვალთ და იქნებ წამომყვეს..ხელი ხომ არაფერზე შეეშლება?
-არა დეიდა , ხელი რაზე უნდა შეეშალოს მოგვარებული აქვს ყველაფერი უკვე. თვის ბოლოს გაემგზავრება და ეგაა.
-ხოდა წამოდით დედი ერთი-ორი კვირა. თქვენს დაისვენებთ და ჩვენც გაგვახარებთ.
-მე ვერ წამოვალ დეი. აქ იმდენი საქმეა, თან არ ვიცი როდის გამომიძახებენ. ყოველთვის მზად უნდა ვიყო.
-ანუ შენ ვერ წამოხვალ ?
-მართლა ვერ მოვახერხებ ახლა წამოსვლას. შენც ხომ უყურებ რა დღეში ვარ . განა არ მინდა? არც კი მახსოვს ბოლოს ყველა ერთად როდის შევიკრიბეთ, მაგრამ რა ვქნა.. მაგდა წაიყვანე ეგ მართლა კარგი აზრია. მე არსად გავრბივარ, როგორც კი მოვიცლი გპირდები ჩამოვალ კარგი ?-არაფერი უთქვამს მეტი თავის დაქნევით დაეთანხმა დისშვილს და სკამიდან წამოდგა. მაგდა თავიდან კი გაჯიუტდა არსად არ წავალ ,აქ შენ მარტო არ დაგყოვებო, მაგრამ ნატომ სხვა გზა აღარ დაუტოვა. კვირა დღეს აპირებდნენ წასვლას, შაბათ საღამოს ბარგი უკვე ბოლომდე ჩაალაგეს , ჩანთები კარის გასწვრივ , კედელთან იყო ჩამწკრივებული. ლიას ნატოს და მაგდას ისევ ერთად ეძინათ. გოგონები მთლიანად აკვროდნენ გამხდარ სხეულზე ქალს და გულში იხუტებდნენ.ალბათ ყველაზე ღრმად და ტკბილად ეძინათ იმ ღამეს. დილით მაღვიძარას ნატომ დაასწრო. სანამ წკრიალით ყურებს გამოჭედავდა ხელის გული დაჰკრა ღილას და წარმზომი შეაჩერა. კოცნით გააღვიძა ორივე და სწრაფად წამოაგდო ფეხზე. არ უნდოდა მათი გაშვება, თითქოს ბოლო ძაფებს ებღაუჭებოდა, მაგრამ იცოდა რაც უფრო გააჭიანურებდა , მით უფრო გაუჭირდებოდა. კარი მიხურა თუ არა მთელი გონებით შეეხეთქა მარტოობას. ჩლატუნით გაიარა დერეფანი და სამზარეულოში მოწყვეტით დაეხეთქა სკამზე. ფართე კოვზით რამდენჯერმე მოურია უკვე გაციებულ გერკულესის ფაფა და უგემურად გასინჯა ჩასქელებული მასა. უგულოდ დააგდო ნახევრად გაცლილი კოვზი და თეფშს გასარეცხად ხელი წამოუსვა. დღევანდელი დღე ჯერ კიდევ გუშინწინ დაგეგმა. ფანჯრის გამჭირვალე მინის მიღმა ყვავილის ნერგებს მოავლო თვალი და უნებურად გაეღიმა.
-დღეს ჩემს გოგონებს მივხედავ,-ჩუმად ჩაილაპარაკა და გაბადრული გაკუნტრუშდა საძინებელში..უცებ აისხა მებაღის აღჭურვილობა და ბარით ხელში გავიდა ეზოში. მონიშნულ კვარდატს თვალი მოავლო და მზერით გადაანაწილა მცენარეების სამომავლო ადგილები. ბარით ფრთხილად ამოიღო შუაგულში ხუთი ორმო და ჩასარგავად ორქიდეებს მიუბრუნდა. ნელა ფერთხავდა ზედმეტ მიწას ქოთნიდან ამოღებული ყვავილის ფესვებიდან და ცდილობდა იდეალურად გამოსვლოდა ახლადათვისებული ხელობა. ორქიდეებს გარედან პიონები მოუწყო, შემდეგ ვარდისფერი პელანგპრიუმი, ჭრელი ანემონები და ბოლოს საზღვარზე იები ჩააყოლა. ყვავილთა მწკრივებს შორის ბლომად მიმოაბნია თეთრი, წვრილი კენჭები. კმაყოფილმა მოავლო თვალი ნამუშევარს და წინასწარ მომარაგებული თხილის წკნელებისკენ გადაიხარა. გავლებულ ხაზზე მტკაველის სიგრძეზე დაშორებით გააყოლა ძირითადი , საყრდენი ტოტები და შემდეგ მათზე უფრო წვრილი რტოების ჭადრაკულად შემოწვნა დაიწყო..ნახევრად დამთავრებული ჰქონდა საქმე რომ შეიცვალა და ახალშენებს წყალი მიაშხეფა.. ეგონა ახლიდან დაიბადა, ფერად ყვავილებს ახალი სიცოცხლე აჩუქა და მათთან ერთად თავადაც აყვავდა. იმ სიმღერის ღიღინს მოჰყვა ,ბავშვობაში დედა რომ ასწავლიდა და თან რეზინის მილით ხელში გაუჩერებლად ტრიალებდა.. თითქოს ერთიანად გადაუშვა წარსულში ყველა დარდი და გალაღდა.. მსუბუქად დაფრიალებდა, თან ისე რომ კენჭებს არ გადაცილებულიყო. სულაც არ ღელავდა ნახევრად რომ დაუსველდა სიფრიფანა, ალუბლებიანი კაბის ბოლო და წვივებზე მიეკრო. საგულდაგულოდ აკეცილი თმები წინამოს მსგავსად ჩამოეპუწა და კოსა კისერზე დაედო. ისევ აპირებდა თხილის წკეპლებთან მიბრუნებას ,ზურგი რომ მზერამ აუწვა. გრძნობები გამორთო და თავს ყველანაირი ფიქრი აუკრძალა. რამდენიმე დღეა გამოსდის და არც ახლა აპირებს დანებებას. კყურადღება არ მიუქცევია სახეზე დაფენილი საამო ღიმილისა და კეკლუცი მზერისთვის. ონკანი მოკეტა და მიწით დასვრილი თითებით ნახევრად მოწნულ ღობეს მიუბრუნდა.
-სად იყავი, რომ არ ჩანდი ?- მშვიდად იკითხა და პასუხის მოლოდინში ჯიბეში ჩაიწყო ხელები. ნატოს ყურადღება არ მიუქცევია, კითხვას წაუყრუა და რბილ მასალას დასაფიქსირებლად უფრო მაგრად დააწვა ხელით.
-აქამდე სულ მეჩხუბებოდი და ახლა ხმასაც აღარ მცემ ? ვიცი არასწორად ვიქცეოდი, ვიცი....
-არაწორად ?- ქვემოდან ამოხედა ნატომ და წინადადება შუა გზაში გააწყვეტინა.- შენ ამბობ რომ არასწორად იქცეოდი ? მხოლოდ ეს? არასწორი კი არა არაკაცური საქციელი იყო თითოეული შენი მოქმედება.
-ვიცი , ვიცი და..
-მისმინე.. კარგია თუ იცი. მაგრამ ეგ არაფერს ცვლის.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეხსიერება ჯერ არ დამქვეითებია. რა გააკეთე იცი ? თავზე გადამიარე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. ვაღიარებ, მე ვარ დამნაშავე რომ ამის უფლება მოგეცი. კმაყოფილი ხარ ? მიდი აბა გამიღიმე იმ ირონიული ღიმილით.- სარკასტულად გაიღიმა და ხელი აუქნია.
-ნატო დამშვიდდი,-ქალისკენ გაიწია იაგო და ეცადა მხარზე შეევლო ხელი , მაგრამ ქალმა ცივად გააჩერა.
-ხელი,-მკაცრად თქვა და მზერა გაეყინა.- არ გაბედო ჩემი შეხება. ეცადე საერთო ჰაერითაც არ ვისუნთქოთ ხშირად. აღარ ვაპირებ თავმოყვარეობა ჩვრად გაგიგო როცა მოგესურვება, თანაც დაუმსახურებლად. გაიხედ -გამოიხედე, ათასი გოგონაა ჩემს მაგივრად .. არ გახსოვს ? აი ისინი ექვსი რომ გხვდებოდა ერთდროულად და შენი გულისთვის ვენებს იჭრიდნენ. მე მათ რიცხვში ნამდვილად ვერ ვიქნები ჩემო კარგო. ამის სურვილიც კი არ მაქვს. -აუღელვებლად დაამთავრა თავისი სათქმელი და ისევ ყვავილების საზღვარს მიუბრუნდა.
-ეს შენი ბოლო სიტყვაა? -იკითხა იაგომ და ხელები გადააჯვარედინა.
-დიახ.- ისევ ისეთი შეუვალი იყო ქალი.. ჯანდაბაო იღრიალა მამაკაცმა, ფეხი იქვე დაწყობილ მორჩენილ კენჭებს გაკრა და ბრდღვენით გაიარა მანძილი სახლამდე. ნატო სრულიადაც არ იყო აღელვებული, ისევ გააგრძელა ღიღინი და გეგმის დასასრულამდე მიყვანას შეუდგა. ვარსკვლავები ანათებდნენ ახალშენებს უკვე იარაღების მოკრეფა რომ დაიწყო. სახლში არაქათ გამოცლილი შევიდა. გარეცხილი ბარი კარებთანვე დატოვა, უხმარი ხელთათმანები ფეხსახმელების თაროს გვერდით პატარა ყუთში დააწყო და აბაზანას მიაშურა. ერთიანად მოუხსნა გრილმა შხაპმა დაღლილობა და მოადუნა. შეუმშრალებელ სხეულზე პირდაპირ გადაიცვა საღამური და საძინებელში მოწყვეტით დაეცა საწოლზე.
* * *
ორი დღეა რაც მაგდა და ლია წავიდნენ. დილით კარზე ზარმა გააღვიძა ნატო. დაბურბუსალებული ადგა, თვალები მოიფშვნიტა და ჩუსტების ჩლაჩუნით გაიარა დერეფანი.
-რომელი ხარ ?-იკითხა ნამძინარევი ხმით და ჭუჭრუტანისკენ გადაიხარა ფეხის წვერებზე აწეულმა.
-ანიტა ვარ ნატო, გამიღე.-ხალისიანად ჭაიჭიკჭიკა ანიტას ხმამ. მაშნვე გადააბრუნა გასაღები და კარი ფართედ გაუღო სტუმარს.
-უი გეძინა? არ მინდოდა გამეღვიძებინე, ბოდიში,-ერთიანად მოეღრუბლა სახე და სინანული დაეტყო ტოროლას ხმაში.
-არა რას ამბობ, შემოდი. ტკბილეულზე და ყავაზე დაგპატიჟებ.- განზე გადგა და სანდომიანი ღიმილით შემოიპატიჟა.
-არა ნატო, იყოს. მოკლედ გეტყვი ახლა რატომაც მოვედი. სოფელში გვინდა წასვლა გოგონებს. ხოდა ვიფიქრე შენც წამოხვიდოდი..
-მე? როდის მიდიხართ?
-დღეს საღამოთი წავალთ და ალბათ სამი-ოთხი დღე დავრჩებით, მეტი ვერა.
-დღეს?-ცოტა ჩაფიქრდა.
-აუ წამო რა . კარგად გავერთობით... მაინც მარტო ხარ სახლში რა უნდა აკეთო.
-ხო ეგ კი ,მაგრამ შეიძლება ყოველ წუთს გამომიძახოს ბატონმა მერაბმა..
-შენ წამოდი და მე გპირდები თუ რამე მაშნვე ჩამოგიყვანს მამაჩემი.
-არ მინდა ასე რომ შეგაწუხოთ.
-გოგოოოო,- გაწელილი ინტონაციით დაუბღვირა ანიტამ და თან სიცილი წასკდა.
-ხო კარგი, კარგი მოვდივარ .
-ოქრო გოგო ხარ რა.-ლოყაზე აკოცა და შუა გზიდან მოაძახა საღამოსთვის შემოგივლიო.გაღიმებულმა მიკეტა ნატომ კარი და იქვე ჩამოკიდებულ კალენდარს ოცდაერთი აგვისტოს აღმნიშვნელი ფურცელი მოახია. შუადღემდე ხელოვნური სარწყავი არხის გაყვანა მოამთავრა მის არყოფნაში რომ ყვავილნარი არ გადამხმარიყო. მერე ტანსაცმელი ჩაალაგა და თავი მოიწესრიგა.დაბინდებული არ იყო ჯერ კარზე რომ მოადგა ანიტა და ენერგიულად დააკაკუნა.
-მოვდივაარ,-მაშნვე გასცა პასუხი და ლამის სირბილით გაიქცა კარის გასაღებად.
-აბა ? მზადაა ქალბატონი ნატალია მთაში მოგზაურობისთვის ?
-მზად ვარ,- სიცილით ჩაილაპარაკა და უკან გაჰყვა.
-ისე ლამაზი ყვავილებია,-უცებ მოუბრუნდა და ყურებამდე გაკრეჭილმა აღნიშნა სიახლე.
-მადლობა,-ანიტას მხიარული განწყობა ნატოსად გადმოედო წამებში. ბატონი დიმიტრი მანქანასთან იდგა და გოგონებს უცდიდა. ერთმანეთი სწრაფად მოიკითხეს და მანქანაში მოთავსდნენ. თამუნა , როგორც ყოველთვის არ ისვენებდა და სულ ტიტინებდა. სიმღერებს მამის გვერდით დასკუპებული ანიტა განაგებდა. ასე რომ გზაში მხიარულება ნამდვილად არ მოჰკლებიათ. ვარსკვლავებით სავსე იყო ცა დანიშნულების ადგილას რომ ჩავიდნენ. კარგად გაარჩევდით დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედებს კრიალა თაღზე. მხიარული გიჟების გადამკიდე ტრაფარეტებსაც ვერ ადევნა თვალი .. გზამ კი იმდენად მოქანცა არაფრის შეკითხვის თავი არ ჰქონდა.
-ჩემი საძინებელი საით იქნება ანი ?- მოქანცული ხმით იკითხა და კარის ჩარჩოს აეკრა. მისასვლელი აუხსნეს თუ არა ბანცალით აიარა კიბეები და ტანსაცმლიანად დაეხეთქა საწოლზე.
* * *
დილით რაღაცნაირად უხასიათოდ იყო. თვითონაც ვერ მოუძებნა ახსნა,მაგრამ უსიამოდ გაეღვიძა. სამაგიეროდ ანიტას თონეში ამოკრული ლობიანებს ისეთი სუნი ასდიოდა მკვდარსაც გააცოცხლებდა . გუშინდელი თამუნას ოინები რომ გაახსენდა უნებურად გაეცინა საკმაოდ ხმამაღლა და კიბეები სირბილით ჩაიარა . ნინის სახლში ვარცლით წყალი შემოჰქონდა. აჰა ქალბატონი ჩვრებიო უჩვენა და შეიარაღებული საზოგადოება სახლის ძირფესვიან მილაგებას შეუდგა. ერთობლივი ძალებით შუადღისთვის ყველაფერი კრიალებდა.
-ჩემს გოგონებს გასამრჯელო გაწეული სამუშაოსთვის,- სიცილით შემოვიდა მისაღებ ოთახში ანიტა და ლობიანებით სავსე ლანგარი მაგიდაზე გაასრიალა. თამუნა მაშინვე წამოდგა , მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ყური მოატეხა .
-ჯერ ხელი გაიბანე,-ხელზე დაარტყა მსუბუქად ანიტამ და თვალები დაუქაჩა.
-ხო კაი მივდივარ ,-გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ეზოში გავიდა. ნატო და ნინი კი კისკიკით გაყვნენ უკან , თან მისვლამდე გვერდში უღიტინებდნენ. წუთებში მხიარულებით გაივსო სახლი. სულ სხვანაირი ელფერი დაიკრა ყველაფერმა, გაცილებით სასიამოვნო . დიმიტრიმ და ნათიამ დარეკეს , მოიკითხეს როგორ ხართ, ხომ არაფერი გჭირდებათო. სოფელი ხალხმრავლობით ნამდვილად გამოირჩეოდა, ზაფხულობით კი განსაკუთრებით ივსებოდა ახალგაზრდათა ჟრიამულით. სტუმრები და სტუმრების სტუმრები ავსებდნენ განიერ მდელოებსა და სოფლის შუკებს.
-ისე ანიტა ახლა კი არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ რა ქვია ამ სოფელს? სად ვართ კი არ ვიცი რომ შემეკითხოს ვინმე?-სიცილით იკითხა და მიწაზე ფეხის დარტყმით ჰამაკი გააქან-გამოაქანა.
-ახალციხის მუნიციპალიტეტი , სოფელი ანი.
-ოხ ანიო ? მოკლედ რა პატივში ხარ რა .. შენი სახელი ქვია სოფელს.
-აბა აბა.
-ვაიმე მიშველეეეთ,-კივილით გამოვარდა თამუნა სახლიდან.
-რა მოხდა გოგო?-შეშინებული წამოხტა ანიტა და მისკენ გაიწია, მაგრამ თამუნა არ ჩერდებოდა და ჰაერში კიდურებით გაურკვეველ ფიგურებს ხაზავდა.
-ფუტკარი, ფუტკარი გამომეკიდა, მომაცილეთ რა,-ისევ ისე გაჰკიოდა, გოგონები ცოტა ხნით სერიოზული სახით უყურებდნენ , მაგრამ სიცილი წასკდათ ერთიანად.
-კარგი ჰო წავიდა. ისეთი ამბავი დააწიე შეეშინდა ფუტკარს,-მხიარულად მიაძახა ანიტამ და სკამზე ჩამოჯდა.
-მართლა წავიდა?-პრუჟინა, ბუჩქივით თმებიდან ნელა გამოიხედა თამუნამ და არემარეს თვალი მოავლო.
-წავიდა კი, ეს ვინ ყოფილაო იფიქრა და გაფრინდა.. გააფრთხილებს ახლა მთელ სანათესაოს აქ მომსვლელები არ არან,-ხარხარებდა ანიტა და თან წონასწორობის დაცვას ცდილობდა უზურგო სკამიდან რომ არ გადმოვარდნილიყო.
-ხო კარგი , გავიცინეთ და გვეყო,- ჩაილაპარაკა თავისთვის და ნატოს ჰამაკში ჩაუხტა. დიდხანს არ გაჩერებულან ეზოში, როგორც კი მზემ მთელი თავისი დიდებული გული გამოაფინა მეზობლებმა ჩამოუარეს და მდინარეზე გავიდნენ. მთიანი რეგიონის პირობაზე საკმაოდ დამთბარიყო დინება .თამუნას ხალისი და სიგიჟეები ეპიდემიასავით მოედოთ. ზოგი საგულდაგულოდ გაკეთებული გადასახტომიდან ხტებოდა, ზოგიც კიდევ ნახევრად გასხლული ხიდან ეშვებოდა თავით. ნატო თავისთვის იჯდა , მხიარულების ცენტრიდან მოცილებულ ხის მორზე. ფეხები კოჭამდე წყალში ჩაეწყო და ხით მიწაზე ფიგურებს ხატავდა.სულ არ შეუმჩნევია ვინმეს მოახლოება ფიქრებში გართულს.
-გამარჯობათ თქვენ რატომ არ ცურავთ ?-ხალისიანად იკითხა მისი ასაკის სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდამ და ხე რომ არ დაესველებინა ბალახზე ჩამოჯდა.-ცურვა არ იცით ?
-გამარჯობათ,-უნებურად გაეცინა ნატოს,- კი როგორ არა , უბრალოდ დილიდან რაღაც უხასიათოდ ვარ. არ მინდა ჩასვლა
-ჩამოდი, მერე გახალისდები შენც, ასე თუ დაჯექი გარიყული უარესად გახდები. მით უმეტეს თუ ცურვა იცი არ დაიხრჩობი.
-დახრჩობის არ მეშინია,-ფართედ გაუღიმა ნატომ, თავისუფალი ხელით თმა ყურზე გადაიწია და ფეხები წყლიდან ამოწია.
-ხოდა,მაშინ წყლის თუ არ გეშინია, ამ სოფელში მოწყენილობა უცხო სიტყვაა და არავინ იცის მისი მნიშვნელობა.-გააზრება ვერც კი მოასწრო ისე დაავლეს ხელი და ჰაერში ააფრიალეს. ყვიროდა ხელი გამიშვიო,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.წყლისკენ გაექანა , სპეციალურ მომცრო ხიდზე სწრაფად გადაირბინა და გადახტა. საკმაოდ ღრმად ჩაყვინდა ნატომ .. იმხელაზე სიცოცხლის დასასრულებლად საკმარისი რომ იყო , მაგრამ დაჭიმული სხეული წამებში ამოსრიალდა ზედაპირზე. ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ბიჭი, ალბათ თავს იწონებდა თავისი საქციელით, მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა ნატოს მწველი მზერა რომ იგემა .სიტყვით არაფერი უთქვამს, მხოლოდ ერთხელ გახედა და ნაპირისკენ წამოვიდა დინჯი ნაბიჯებით.
-ალბათ გამიბრაზდა ხომ?-ჩურჩულით ჰკითხა გვერდში მდგომ თამუნას. მანაც ურჩია ახლა თავი დაანებე არ დაელაპარაკოო და გოგონებს მიუბრუნდა. მშრალი გრძელი პირსახოცი კარგად შემოიჭირა ტანზე და თმები დასაწურად გადაგრიხა.სხვა დროს ჩვეულებრივად მიიღებდა ამ საქციელს და მხიარულებას შეუერთდებოდა, მაგრამ ახლა არა. შიგნიდან ჭამდა გაურკვეველი გრძნობები და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ცოტა ხანი მაგდას ელაპარაკა , მოიკითხა მთელი ოჯახი, ახალი ამბებიც გამოკითხა დაწვრილებით .. მეტი რა უნდა ექნა ,საღამომდე მოთმინებით დაელოდა ბავშვებს. რამდენიმე ლუკმა ძალით გადაყლაპა და უხმოდ გამოუდგა სახლის გზას. უკან მიყვებოდა ისევ ახალგაზრდა და ხმის ამოღებას ვერ უბედავდა. რამდენჯერაც დააპირა გამოლაპარაკება ,იმდენჯერ გაჩუმდა. სახლშიც ხმაამოუღელად შევიდა და პირდაპირ საძინებელს მიაკითხა.
-ნატო რა გჭირს ?-მორიდებით იკითხა ანიტამ და კარზე მიუკაკუნა.
-არაფერი ანი.. დავიღალე.-ყრუდ გაისმა კარს მიღმა .მეტი არაფერი უკითხავს , აივანზე გავიდა და სველი ტანსაცმელების გასაფენად საკინძეზე აცმული სარჭები კისერზე ჩამოიკიდა. არც საღამოს გასულა ნატო ქუჩაში შეკრებილ ბავშვებთან. გაშტერებული თვალებით უყურებდა ჭერს. უნდოდა, მართლა უნდოდა გასულიყო და ემხიარულა,მაგრამ რაღაც ძალა აიძულებდა აქ დარჩენილიყო. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, მხოლოდ დილით ჩათვლიმა ორიოდ საათი. ყველას მაინც მაინ დაასწრო ადგომა , ერთიანად დაუარა ტანში სიცივის ჟრუანტელმა, მოსაცმელი შემოიფარა და კიბეზე დაეშვა.საოცრად მოუნდა გოგონებისთვის რამე გემრიელი გაეკეთებინა, მაცივარი გამოაღო, პროდუქტებს თვალი მოავლო და თავსაფრისა და წინსაფრისთვის მაღალ კარადას მიადგა.
* * *
უჰ , რა გემრიელი სუნია..მშია უკვე მე,-ქაქანით დაუყვა საფეხურებს თამუნა , თან გაქუჩქუჩებულ თმაზე რეზინის მოჭერას ცდილობდა,-ოჰ გამოვიდა ოთახიდან ქალბტონი ნატალია?
-დილამშვიდობისა თამუ,- მხიარულად უპასუხა და ღუმელის კარი მილიმეტრით შეაღო.
-მშვიდობა და სიკეთე არ მოშლოდეს ამ ოჯახს და ფუძეს, სიცილით იძახდა თან მთელ ოთახს თვალს ავლებდა.
-მოდი ,მოდი,-სიცილით დაუძახა თამუნამ და სკამისკენ ანიშნა.
-აუ ნატო..-აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა და მაგიდაზე იდაყვით დაეყრდნო.
-ხო, რა იყო აბა, გისმენ .
-აუ რაღაცის გაფუჭებისა და მაიმუნობის ხასიათზე ვარ ... მომაფიქრებინე რა რამე.
-მაინც რა გინდა რომ გავაფუჭოთ ?
-რავიცი აბა, მძინარე მზეთუნახავების ტკბილად გაღვიძების სურვილი დამებადა რატომღაც.-თვალები ეშმაკურად აუთამაშდა.
-შენ რა მავნე ხარ.-ნატომ ჩვარი იქვე დადო და იდეის მოსასმენად გვერდით მიუჯდა.
-ოო, აბა ვისხდეთ ასე ყურბანებივით.
-არა მაგას კი არ ვამბობ არ გავაფუჭოთ რამეთქო, იდეა მაინტერესებს.-მოხერხებულად მოკალათდა და თამუნას დაელოდა. ცუღლუტობის და რამის გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავდა ხუჭუჭას.ყველაფერი რომ მოაგვარეს ოთახში ფეხაკრეფით შევიდნენ და ზედმიწევნით მიჰყვნენ დასახულ გეგმას .მერე თამუნამ უკუთვლით დაითვალა სამიდან და ნულის ნიშნულის დასახელებისას ანიტას და ნინის კივილმაც არ დააყოვნა. ნატო და თამუნა კიბესთან იდგნენ და მუცლები ხელით ეჭირათ.. სულს ვეღარ ითქვამდნენ ისე იცინოდნენ და შიგადაშიგ ცრემლებს იწმენდნენ.ძლივს შემოირიგეს მერე ტკბილეულით. შუადღემდე გაბუსულები დადიოდნენ.სამაგიეროდ საღამო კიდევ უფრო ხალისიანი იყო. მეზობლის ეზოში შეიკრიბა ყველა დიდიან-პატარიანად. ადგილობრივები უამრავ ხალისიან ანეკდოტს ყვებოდნენ.
-ნატო,-საშუალო ტემბრით მივიდა ახალგაზრდა ნატოსთან და თავდახრილი დაუდგა გვერდით გულიანად მოკისიკისეს.
-დიახ,-მიუბრუნდა თავადაც და იცნო ის ყმაწვილი მდინარიდან.
-შეიძლება დავილაპარაკოთ?-დამჯდარი ტონით მიმართა და ანიშნა გვერდით გასულიყვნენ.
-რა თქმა უნდა,-ფეხზე წამოდგა, ფუშფუშა კაბას ხელი ჩამოუსვა და რამდენიმე ნაბიჯით მოცილდა თავყრილობას,-გისმენ აბა.
-ნატო იმ დღეს არ მინდოდა შენი გაბრაზება , უნდა გამეთვალისწინებინა რომ არ გინდოდა წყალში ჩამოსვლა,-ქალის წინ იდგა დასჯილი ბავშვივით და პასუხს ელოდა.
-არა რას ამბობ..
-თორნიკე, თორნიკე მქვია მე,-შეაშველა მისი სახელი და პირველად გაუსწორა თვალი.
-სასიამოვნოა თორნიკე, საპატიებელი არაფერია, იმ დღეს მართლა უხასიათოს ვიყავი.
-ახსნა არ არის საჭირო, უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა..
-კარგი ჩემო კარგო, ბოდიში მიღებულია,-მორიდებულად გაიღიმა და -კარგი ჩემო კარგო, ბოდიში მიღებულია,-მორიდებულად გაიღიმა და თავი დაუკრა.მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის , თორნიკე ნატოს წინ იჯდა შუა ეზოში დანთებული ცეცხლის მეორე მხარეს. ძალიანაც არ უნდოდა ყურადღება მიექცია, მაგრა ალში გამოტარებული მზერა სახეზე ალმურად. თორმეტი სრულდებოდა ნინიმ რომ ანიშნა გავიდეთო, ფეხზე წამოდგნენ და შეუმჩნევლად გაიპარნენ ეზოდან.
-ზუსტად თორმეტი რომ შესრულდება ხომ ?
-კი ყველაფერი მზადაა, თამუნა სადაა?-იკითხა ნატომ და ნინის შეხედა.
-იქ დავტოვე, არცერთი რომ არ დავრჩენილიყავით ,რამეს იეჭვებდა.
-ხო სწორია.. მოდი ეს ტორტი გამისწორე ხელში, არ გამივარდეს.
-კარგი ენის იყავი შენი ჭირიმე,-სიცილითვე უპასუხა ნინომ და ხელში მუყაოს საყრდენი გაუსწორა. სამი წუთი აკლდა თორმეტს კიბეებზე რომ ჩავიდნენ. ნინო თვალყურს ადევნებდა რომ სანთლები არ გადმოვარდნილიყო. საშუალო ზომის შუშხუნები და ასანთი ხელში ეჭირა და გვერდით მიყვებოდა ნატოს. ჭიშკართან თამუნა დაუხვდათ მომზადებული, სანთლები და შუშხუნები აანთეს და სიმღერით შევიდნენ ეზოში.. თავიდან ანიტა ვერ გაერკვა რა ხდებოდა, მაგრამ სამივე რომ აესვეტა წინ თან დაბადებისდღის მისალოცი სიმღერით თვალები ცრემლებით აევსო... თამუნამ არც ახლა გამოტოვა შანსი და ანიტას ნახევარი სახე ქათქათა ტორტს დაუზარებლად მიახატა. მეზობლებმა თავიდან უსაყვედურეს ბებია რავა არ გვითხარი დაბადებისდღე თუ გქონდაო .მერე დაფაცურდნენ ,ზოგმა ღვინო გამოიტანა , ზოგმა ჩასაყოლებელი და თვალსა და ხელს შუა გაიშალა სუფრა. პირველის ნახევარი იქნებოდა გზაზე ხმაურით რომ ჩაიარა მანქანამ და ჭიშკარს მოადგა. ნატოს სალათი გამოჰქონდა , თითქოს გულმა უგრძნო რომ ის იყო და ლამის ხელიდან გაუვარდა თეფში ანიტამ ბოლო ხმაზე რომ იჭყივლა ნაცნობი სახელი. თავდახრილმა გაიარა მანძილი კიბის ბოლოდან მაგიდამდე და ორი თეფში თანაბარი მაინძილით დააცილა ერთმანეთს.
-ჩემი ბიჭი.. ჩემი ოქრო,-ლოყაზე კოცნიდა ანიტა ბიძაშვილს , წელზე ხელი შემოეხვია და ისე მოჰყავდა მაგიდისკენ, იაგოს მზერის ობიექტი კი სულ სხვა პიროვნება იყო. იგრძნეს როგორ გაერია მათი სურნელი სასუნთქ ჰაერში და თითქოს შხმამად მოედოთ ფილტვებზე.
-გამარჯობა ნატო, როგორ ხარ?-იკითხა სერიოზული ტონით, თითქოს მშვიდად, მაგრამ ერთი სული ჰქონდა ჟღალ თმას ამოფარებულ ღია ფერის თვალებში ჩაეხედა. იგრძნო როგორ გამორჩა გულს რამდენიმე სათვალავი. ნელა აწია თავი და რაც შეეძლო აუღელვებლად უპასუხა.
-მადლობთ კარგად, თავად როგორ გიკითხოთ ბატონო იაგო ?
-რა საჭიროა ასეთი ოფიციალურობა ?- უხერხულად ჩაიცინა
-ალბათ საჭიროაუკაცრავად მე დაგტოვებთ ,-მოკლედ მოუჭრა და სახლისკენ გაბრუნდა. თამარა ბებო, ვის ეზოშიც სუფრა გაეშალათ ციბრუტივით ტრიალებდა სამზარეულოში და ცდილობდა სოფლისთვის ღირსეული მასპინძლობა გაეწია.მოგეხმარებითო პირველად რომ შესთავაზა ნატომ უარზე იყო, მაგრამ იმდენად დაუჟინა ვეღარაფერი უთხრა და ხელში ორკაპა საკეცური მიაწოდა. ნახევარი საათი გავიდა, სანამ ნატო ჭადებს ყარაულობდა. ბოლოს ნიგვზის ფოთლებმა სასიამოვნო სუნი რომ გამოუშვა, ნელ-ნელა სათითაოდ გადმოალაგა გახურებული კეცები, ფოთლები ფრთხილად მოაცალა და თეფშებზე გადააწყო გამომცხვარი ჭადი. მაგიდამდე სწრაფად მიიტანა ხელი რომ არ დაწვოდა. შორიდანვე ანიშნა ანიტამ ჩემს გვერდით შეგინახე ადგილი აქეთ მოდიო, ნატომაც შემოუარა მაგიდას და იუბილარს გვერდით მიუჯდა.
-გილოცავ ანიტა.. -ყურთან ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა ..
-მადლობა ჩემო გოგო, სად იყავი ამდენ ხანს ?
-ჭადებს ვაცხობდი გენაცვალე .. -სიცილით უპასუხა და ორ სკამზე გადებულ ხის ფიცარზე მოხერხებულად დაჯდა.
-ოხოხო, ვის ოჯახშიც შენ შეხვალ
-აბა , აბა ... ავაშენებ და ავაყვავებ,-სიცილში აჰყვა ანიტაც, თან ცხელი ხაჭაპური გადმოუცოცა თეფშზე. ეს გასინჯე ახლავეო . სხვა რა გზა ჰქონდა, თუმცა ნამდვილად ბევრს დაკარგავდა რომ არ დაეჯერებინა. პირველი სადღეგრძელო სუფრაზე, როგორც ყოველთვის უფლისა იყო, შემდეგ მშვიდობა და სხვა დანარჩენი. ნატო არ სვამდა, მაგრამ ანიტამ თხოვა ჩემი ხათრითო . ერთს მეორე მოჰყვა , მეორეს-მესამე და ცოტა ხანში კარგა შეზარხოშებულმა სიმღერა წამოიწყო. პირველ წკრიალა ხმას იაგომ ნელა შეაპარა ტერციით დაბალი ტონალობა და მელოდია ცისარტყელასავით გაშალა. განაბული უსმენდა თორნიკე და სითბოჩამდგარი თვალებით უყურებდა ქალს.მზერას თამამად დაასრიალებდა მოღერებულ ყელზე და თავს აქეთ-იქეთ აქანებდა, გეგონებოდათ მელოდიას ჰყვებაო. ნატო იმდენად იყო გალაღებული და ისე მიასრიალებდა ხავერდოვან ბარიტონს წკრიალა ჰანგებს ,სულაც ვერ გრძნობდა კეკლუც მზერას, თუმცა იაგოს არ გამორჩენია თორნიკეს ნეტარება, წარბები მოექუფრა, მაგრამ სიმღერა არ შეუწყვიტავს. დაამთავრეს თუ არა მკაცრი მზერა ესროლა ახალგაზრდას და ჩუმად ჩაახველა. კისკისით აიშალნენ გოგონები. ანიტა, ნატო და ნინი სახლისკენ წავიდნენ, თორნიკეს უნდოდა ნატოს გაჰყოლოდა, ნასვამს მოჰმატებოდა სითამამე, მაგრამ იაგომ გადაასწრო და ისე გამოხედა ლამის მიალურსმა გზაზე. სირბილით აიარეს კიბეები და ოთახებში განაწილდნენ. წინა ღამის უძილო კი იყო, მაგრამ მაინც ვერ მოხუჭა თვალი . ამდენმა ალკოჰოლმა მიუჩვეველ ორგანიზმში ყველაფერი დაატრიალა. დაწოლილი ვეღარ გაჩერდა, ატლასის მუხლამდე ხალათი მოიცვა პერანგზე და აივანზე გავიდა. ხის სვეტს მთელი გვერდით აეყუდა, მარსკვლავებით სავსე ცას ახედა და ღრმად ამოისუნთქა. ნელ-ნელა თითქოს ყველაფერი ჩაუწყნარდა, სკამზე აპირებდა ჩამოჯდომას ჩხვლეტა რომ იგრძნო წარბთან. ტკივილისგან ისივლა და მაშინვე მოისვა ხელი,მაგრამ არაფერი დაუხვდა. მერე ხელი ვეღარ იგრძნო და თანდათან მთელს სხეულში წაერთვა ძალა.
* * *
ოთახში ვერ მოისვენა , თავიდან არ ამოდიოდა იმ ახალგაზრდას მზერა ლამის რომ შემოადნა ნატო თვალებში. ბორგავდა და საწოლზე გაუჩერებლად ტრიალებდა. ტანზე მაისური კარგა ხანია გადაიძრო, მაგრამ თითქოს სული ეხუთებოდა ოთხ კედელს შუა . მერე უცებ წამოჯდა , ღრმად ამოიოხრა და ფეხშიშველი დაიძრა აივნისკენ. დერეფანი თითქმის შუამდე გაევლო დაცემის ხმა რომ გაიგონა და ნაბიჯს აუჩქარა . შორიდანვე შეამჩნია აივნის კიდეში ატმისფერ ატლასში გახვეული ნატოს უსულო სხეული და სირბილით დაფარა დარჩენილი მანძილი. თავის კონტროლი უჭირდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა საყვარელ ქალს. ძლიერი მკლავები მოხვია სუსტ სხეულს და მანქანისკენ გაიქცა . ატლასის რბილი ნაჭერი ნაზად დასრიალებდა შიშველ გულმკერდზე, თუმცა არაფრისთვის არ მიუქცევია ყურადღება. უკანა სავარძლიდან ხელის ერთი მოსმით გადაადგო პიჯაკი და საჭეს მიუჯდა. ქვიან ქუჩას ერთიანად მოედო ნაცრისფერი ბუღი. ცენტრალურ საავადმყოფომდე ჩასვლას ათი წუთი მოუნდა, საკაცის გამოტანას არ დალოდებია ისე შეარბენინა მიმღებში და ქალს ლამის თმები გაუთეთრდა იმხელაზე იღრიალა გადამირჩინეთო. ექთნები რომ გამოვარდნენ და საკაცეზე დააწვინეს მხოლოდ მაშინ შენიშნა წარბი ჩამოსიებოდა. იქვე დერეფანში იისფერ სკამზე ჩამოჯდა და თავი კედელს მიადო, მზერა კი უჩვეულოდ მიეყინა ქათქათა ჭერზე. ცისფერ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები აქეთ-იქეთ დარბოდნენ. სასწრაფოს სირენებიც ისმოდა შიგადაშიგ, თუმცა მასთან არავინ მოდიოდა და ნერვები ეშლებოდა, ასეთ გაუგებრობაში რომ უწევდა ყურყუტი. მერე სახლში დატოვებული გოგონები გაახსენდა. იფიქრა ინერვიულებენ დილით რომ არ დავხვდებითო და ანიტას ნომერი აკრიბა.
-ხო იაგო, ტელეფონზე რომ არ დაგერეკა ახლა ,ოთახში ვერ შემოხვიდოდი ზარმაცო?- უპასუხა ნამძინარევი ხმით და მთქნარება მოაყოლა.
-მისმინე, ახლა რაღაცას გეტყვი და არ დაიწყო ფოციანობა. არ ვარ სახლში.
-რაა? აბა სად ხარ ? იაგო ახლავე მითხარი რა ხდება.
-ხომ გითხარი დამშვიდდითქო.
-ხო კარგი, კარგი მშვიდად ვარ... არ მითხრა ახლა გამომიძახეს და შენს უნახავად წავედიო.
- არა ანიტა არ გამოუძახებივარ არავის.
-აბა რა მოხდა თქვი დამაწყდა ნერვები.-მოაძახა აფორიაქებული ხმით.
-რადა აივანზე ნატო ვნახე გულწასული და საავადმყოფოში ვართ ახლა.
-რაა? ნატო? ღმერთო ჩემო ხომ კარგადაა? მითხარი ახლავე არ გადამრიო.. ვიცმევ და მოვდივარ .
-ანიტა დაწყნარდითქო ხომ გითხარი არა ? სერიოზული რომ იყოს რამე მეტყოდნენ. თან სად წამოხვალ ახლა შენ უმანქანოდ. გამოვა ექიმი და რასაც მეტყვის ყველაფერს გადმოგცემ ზედმიწევნით. ახლა ვერ წამოვალ რომ ჩამოგიყვანოთ , აქ რომ რამე დასჭირდეს მარტო სად დავტოვო და ხვალ დილით ადრე წამოვალ.
-ხო კარგი, მიაქციე მაგას ყურადღება.. მოკვდება მაგდა რამე რომ დაემართოს..
-კარგი ანიტა რა , არაფერი არ დაემართება. შენ არ ამბობდი ძლიერი გოგოა იმდენი რამე გამოიარა ცხოვრებაშიო ?
-კი,-ჩუმად ჩაიბუტბუტა.
-ხოდა ჭკვიანად იყავით ახლა შენ და ნინო.
-კარგი, კარგი. ჭკვიანად ვიქნებით ჩვენ და გამაგებინე რასაც გეტყვიან.-ზარის შეწყვეტა დააჩქარა მისკენ მომავალი თეთრხალათიანი ექთანი რომ დაინახა.
-უკაცრავად ჟღალთმიანი გოგო რომ მოიყვანეს მასთან თქვენ ხართ არა?
-დიახ,-ფეხზე წამოიმართა და წინ დაუდგა.
-მისმა მკურნალმა ექიმმა გამომგზავნა.
-დიახ გისმენთ.
-როგორც ჩანს ფუტკარმა უკბინა, ნეტრის კვალი ჩანს წარბის მიდამოებში და შესიებაც შეინიშნება . ამას დაერთო ისიც, რომ ორგანიზმში ალკოჰოლი ჰქონდა და ორი ნივთიერების საკმაოდ საშიშმა ნაერთმა ორგანიზმი შოკში ჩააგდო. ამ წუთას პაციენტი სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა სადაც მოხდა მისი დასტაბილურება და ახლა პალატაში გადმოიყვანენ, სადაც უკვე გექნებათ მონახულების უფლება, მანამდე კი ანკეტაა შესავსები, ზოგადი ინფორმაცია პაციენტის შესახებ, და გთხოვთ მიმღებში,-ხელით მიანიშნა ფართე კარებზე და წინ გაუძღვა. ანკეტა რამდენიმე წუთში შეავსო. ბევრი არაფერი იცოდა მის შესაცებ. მხოლოდ სახელი, გვარი და ასაკი მიუთითა. შემდეგ ანიტასთან გადარეკა, საქმის კურსში ჩააყენა და გათიშა თუ არაა ტელეფონი ,პალატისკენ აუყვა კიბეებს. ორი ექთანი დაუხვდა ოთახში, გადასხმის აპარატს უდგამდნენ.თავაზიანად მიესალმა იაგო ორთავეს და სკამზე ჩამოჯდა.
-უკაცრავად ბატონო, ღამით აქ დარჩებით ?-ჰკითხა ერთ-ერთმა მორიდებით და თვალი გაუსწორა.
-დიახ,-სიტყვას თავის დაკვრაც მოაყოლა და კითხვისნიშნიანი მზერა ესროლა ექთანს, რაშია საქმე?
-იქნებ ახლოს დაუჯდეთ და ხელი დაუჭიროთ, რომ დავრწმუნდეთ გადასხმის აპარატი პროცედურის განმავლობაში სწორადაა დაფიქსირებული.-სწრაფად ჩამოუყალიბა სათქმელი ახალგაზრდა ბიჭმა და პასუხს დაელოდა.
-დიახ, რა თქმა უნდა,-მოკლე და კონკრეტული იყო იაგოს პასუხი, სკამი ახლოს მიაჩოჩა და ექთნის ინსტრუქციის მიხედვით ძლიერ მტევანში მოიქცია სუსტი ხელი. თითების დაბოლოებებზე კარგად გრძნობდა გულისცემის პულსაციას და წუთიდან წუთამდე გულმოდგინედ ითვლიდა ფეთქვას. კარგად აკვირდებოდა თითოეული სახის მიმიკას. უნდოდა ერთხელ მაინც შეხებოდა აბრეშუმივით რბილ კანს, მაგრამ გაწეული მტევანი უკანვე დააბრუნა, ღრმად ამოიოხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო . დილით ნატომ თვალები რომ გაახილა პალატაში ნინი და ანიტა დახვდა. გაკვირვებული მზერა მოავლო თეთრ ოთახს და მზერა გოგონებს გაუსწორა. დილის ხუთი საათი იქნებოდა იაგო რომ სოფელში დაბრუნდა და გოგონები წამოიყვანა. გააფრთხილა ნატოსთან ჩემი სახელი არ ახსენოთ, ვითომ არც ვყოფილვარ საერთოდ სოფელშიო, პალატაში ისინი დატოვა , თავად კი დერეფანში გავიდა.
-აქ რა მინდა? - იკითხა გაკვირვებულმა.
-გუშინ ფუტკარმა გიკბინა და ნასვამი რომ იყავი გაითიშე,- უცებ აუხსნა ანიტამ და მზრუნველი მზერა მოავლო შესიებულ წარბს.
-ექიმმა რა თქვა?
-ახლა ყველაფერი კარგადაა. ცოტა რომ დაგეგვიანებიათ ვეღარ მოუსწრებდითო, ისე ვინერვიულეთ.
-ვინ მომიყვანა ? -გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს.
-მთავარია კარგად ხარ და შენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,-ოსტატურად შეცვალა თემა თამუნამ და წითელ თმებზე მიეფერა.
-მაგდას არ უთხრათ რა გოგონებო, ინერვიულებს კარგი ?-მუდარით სავსე თვალებით ამოხედა მაგდამ. მათაც თანხმობის ნიშნად დაუკრეს თავი. შუადღით წამოიყვანეს სახლში, სიმსივნე ცოტა დამცხრალი იყო, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა. სახლში მოსულს ნინიმ ხელი შეაშველა ნატოს კიბეებზე ასვლისას. აივანზე დასარწევ სკამში ჩაჯდა და მსუბუქად დაარწია. მთელი გზა ხმა არ ამოუღია იაგოს. მანქანა ეზოში დააყენა, დაკეტა და პირველ სართულზე შევიდა. გოგონები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. ნატო კი იჯდა აივანზე და ჩუქურთმებს ათვალიერებდა. რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ელამაზებოდა ნატიფი ხაზები. გზაზე თორნიკეს ჩამოვლა არც გაუგია. როგორც ჩანს მდინარეზე აპირებდა წასვლას, ზედატანი არ ეცვა, მხოლოდ ნარინჯისფერი პირსახოცი მოეგდო მხარზე. აივანზე რომ დაინახა გულმა ვერ მოუთმინა და ჭიშკარში შევიდა. კარის ხმაზე მაშინვე გამოიხედა თამუნამ და ომახიანად მიესალმა , მაგრამ ფიქრებში გართულ ქალიშვილს არც ეგ გაუგია.
-ოჰ, თორნიკეს გაუმარჯოს როგორ ხარ ?-მხიარულად იკითხა და წინსაფარი შეისწორა.
-კარგად ბუჩქი შენ ? - თორნიკემაც მხიარული ტონით დაუბრუნა პასუხი და კიბეებს შეუყვა. სამაგიეროდ იაგოს ყურთასმენას არ გამორჩენია ნაცნობი სახელი და იმაშიც დარწმუნებული იყო რატომ ავიდა ზემოთ. გაუსწორდა თუ არა ბოლო საფეხურს ,მხოლოდ მაშინ შენიშნა მოახლოებული ნატომ მოახლოებული სილუეტი.
-დილამშვიდობისა ნატო,-ყურებამდე გაღიმებული მიესალმა და კიდევ უფრო მიუახლოვდა.
-დილამშვიდობისა თორნიკე,-მშვიდად უპასუხა ნატომ და მზერა გაუსწორა. სახეზე ღიმილი ჩამოეშალა გასიებულ წარბს რომ შეხედა და მაშინვე მიაყარა კითხვები.
-რა გჭირს , რა მოგივიდა, ეს საიდან?
-ფუტკარმა მიკბინა და, აი ასე,-სხვათაშორის უპასუხა ნატომ.
-მაჩვენე ერთი, -მის წინ ჩაიმუხლა , ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და კარგად შეათვალიერა სახის მარჯვენა მხარე,-ოხოხო სულ დავაცლი თალიკოს ფუტკრებს ნესტრებს რა. ეს რა უქნიათ, ამ ანგელოზივით სტუმრისთვის,-სერიოზული სახით ჩაილაპარაკა, ნატომ კი თავი ვერ შეიკავა და სიცილი წასკდა.
-კარგი კარგი,... ყველას წააგდებინე ნესტრები. ის თქვი შენ აქ რა მოგიყვანა შე მადლიანო შენა..ჰა?- იკითხა ტრაგიკული ხმით და ისევ აკისკისდა.
-რავიცი აბა, შენ დაგინახე აივანზე და შემოგიარე. მინდოდა მენახე, თან მეთქვა რომ გუშინ არაჩვეულებრივად იმღერე.- ოდნავ გაუღიმა თორნიკემ და თვალებში ჩახედა.
-მე, ვიმღერე ?-გაკვირვებულ ნატოს თვალები გაუფართოვდა და სკამი გააჩერა.
-ხო შენ,-ჩაეცინა თორნიკეს,- ბრწყინვალე იყავი,-ისევ გაუმეორა და ანთებული თვალები მიანათა.
-თორნიკე, რაღაც მინდა რომ აქვე აგიხსნა კარგი? შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ...-სიტყვა შუა გზაში იაგოს მჭახე ბგერებმა გააწყვეტინა.
-გამარჯობა თორნიკე, როგორ ხარ? ამ დროს აქ რამ ამოგიყვანა . რომ მახსოვს შენთან როგორი სიგრილეა, თავს არ გამოვყოფდი შენს ადგილას ამ დროს სახლიდან.-მკაცრად ჩაილაპარაკა და პასუხს დაელოდა. თორნიკე ფეხზე დადგა, წელში გაიმართა და ხელი ჩამოართვა მის წინ მდგომს.
-კარგად იაგო, თავად როგორ ხარ ?
-მადლობთ კარგად.
-აი ნატოს სანახავად გამოვედი. საღამოს მოედანზე გავდივართ ბავშვები და მინდოდა წამოსვლა შემომეთავაზებინა.
-მერე ამდენ ხანს ვერ შესთავაზე?
-უბრალოდ სხვა საკითხმა შეგვიყოლია და თემას გადავუხვიეთ.
-გასაგებია, გასაგებია. ახლა ხომ დაამთავრეთ დიალოგი ? პასუხს მოიფიქრებს და საღამოს შეგატყობინებთ. ახლა კი დროებით. ბებო მომიკითხე , სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა.-ისევ შეუვალი იყო მამაკაცი. თორნიკე ფაქტობრივად სახლიდან გააგდო. ნატოს დაემშვიდობა და უხმოდ ჩაიარა კიბეები. კარგადაც ხვდებოდა აქ რა მოხდა და სრულიადაც არ იყო ამ სცენით მოხიბლული .
-იაგო, რას გავდა შენი საქციელი, გააქციე სტუმარი,-უსაყვედურა ნატომ და ხელით გზაზე მიმავალი თორნიკესკენ მიანიშნა.
-მე ვიცი რასაც ჰგავს ჩემი საქციელი და ამის განხილვას შენთან არ ვაპირებ, მით უმეტეს თუ გინდა უჭკუო და მიუხვედრელი მეგონო. სტუმარი გავაქციე ჰაჰ-თავისთვის ჩაილაპარაკა და კიბეს ჩაუყვა . ოთხი საათი იქნებოდა გოგონებმა სადილი გაამზადეს და ნატოს გასძახეს ჩამოდიო. თვალის შეშუპება ყოველ საათში იკლებდა, კიდევ კარგი ფუტკრისადმი მაინც არ იყო ალერგიული, თორემ შეიძლება ერთი კვირა ევლო გასიებული ნახევარსახით,ან ეგეც საკითხავია გადარჩებოდა თუ არა .. მთელი დრო, რაც აივანზე იჯდა ფიქრობდა... სხვა რა ჰქონდა საქმე. უნდოდა და თან არც უნდოდა იაგოს გრძნობა დაეჯერებინა. აფსურდად ეჩვენებოდა ასეთი სიყვარულის შესაძლებლობა .მაგრამ აშკარაა, გონებას მისთვის რაც არ უნდა ეკარნახა და რა მაგრადაც არ უნდა ჩაერაზა კარი ,სიყვარული მაინც ჟონავდა გულიდან წვეთ -წვეთად და ეს საკმარისი იყო მეტასტაზებივით მოდებოდა მთელს სხეულს. მოფარებული თხელი ბადე მხრებზე შეისწორა და პირველ სართულზე ჩავიდა. ნინი ბოლო თეფშს დგამდა მაგიდაზე.იაგო სუფრის თავში იჯდა , ერთი ადგილი მასსა და ანიტას შორის იყო თავისუფალი, მეორე კი სუფრის მეორე თავში. მამაკაცის სიახლოვეს ისვ მის პირისპირ ჯდომა არჩია და მარცხნივ წავიდა.
-აუ იაგო გახსოვს აქ ბებოს და ბაბუს რომ ჩამოვყავდით?-უცებ იკითხა ანიტამ და ბიძაშვილს გახედა , თითქოს მისგან დასტურს ელისო, იაგომაც შესამჩნევად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
-იაგო მანდ ბაბუა იჯდა, აი მანდ ბებო,-ნატოსკენ გაიხედა და მზერით მისი ადგილი მიანიშნა,-ირგვლივ კიდევ შვილიშვილები შემოვუსხდებოდით მაგიდას. სულ სიხარული და ჟრიამული იყო ამ სახლში..იმედია წლების შემდეგ ჩვენც ჩამოვალთ შვილიშვილებთან ერთად და ისევ ავახმაურებთ ეზო-გარემოს,-იმედიანად ჩაილაპარაკა ანიტამ და თვალებში ცრემლი მოადგა.
-აუ დღეს გარეთ არ გავიდეთ ? ფეხბურთის კლასი უნდა ვაჩვენო ბიჭებს, მაგათ რა ჰგონიათ მაგრად თამაშობენ ?- გადაიხარხარა თამუნამ და გოგონებს გადახედა.
-დღეს სახლში ვბრუნდებით, ბოდიში,მაგრამ ჩაიშალა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თქვენი გეგმები,-ბოლო სიტყვები მკაფიოდ წარმოთქვა და ნატოსკენ გააპარა მზერა.
-აუ დღეს არა რა იაგო.. არ შეიძლება ხვალ დილით რომ წავიდეთ ?-აწუწუნდა ანიტა და მუდარანარევი ხმით შეაჩერდა.
-ძალიან ვწუხვარ, ჩაბარგდით , რვაზე გავალთ,-ბრძანებასავით ისმოდა მამაკაცის ხმა.სიტყვა არ დაუმატებია არც ერთს. როგორც კი მოათავეს სადილი ,უხმოდ აალაგეს მაგიდა და სამზარეულოში შეიყუჟნენ.მთელი დღე იბუზღუნა ანიტამ , მაგრამ მის პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. ჩანთები ნელ-ნელა ავსებდნენ შავი ლექსუსის საბარგულს. ნატო წინ დასვეს უფრო მოხერხებულად იქნებიო ,გოგონები კი უკან ჩალაგდნენ. ანიტამ ითავა ჭიშკრის გაღება და დაკეტვა, გამოვიდა თუ არა მანქანა , კარები ერთმანეთს მიატყუპა , ნახევრად დაჟანგებული ბოქლომი ძლივს მოარგო და გასაღები ორჯერ გადაატრიალა. მერე სწრაფად გაიქცა დაქოქილი მანქანისკენ და მარცხენა მხარეს ჩაჯდა.
-არა რა გამოსაცვლელია ეს ბოქლომი და გასაღებები, ძლივს დავკეტე,-თქვა ქოშინით და საკეტი იაგოს გადააწოდა შესანახად.
-გამოვცვალოთ მერე ანი, მომდევნო წამოსვლაზე წამოიღეთ.
-ხო, აუცილებლად, თორემ შეიძლება ჩაიშალოს,- დაამთავრა სათქმელი და კარგად მოკალათდა კომფორტულ შალითაში. სოფლის თავში იყო ახალგაზრდობა შეკრებილი როგორც ყოველთვის. თამუნამ ფანჯარა ჩამოწია , თავი გადაყო დასამშვიდობებლად. თორნიკე თავიდან აზრზე ვერ მოვიდა რა მოხდა, მაგრამ თამუნას გაყოლებაზე ნატოს რომ შეხედა გული ჩაეწვა, ფეხზე უნებურად ადგა და თვალი გააყოლა მიმავალ მანქანას..
-ბუჩქი , თავი შემოწიე არ გაფრინდე,-მხიარულად დაუძახა ანიტამ და ზედაზე დაქაჩა.ნატო ხმაამოუღებლად იჯდა, იდაყვით ფანჯრის ჩარჩოს ეყრდნობოდა და უემოციო სახით უყურებდა უკან მოტოვებულ ბუღადენილ გზას გვერდითა სარკიდან. იაგო თვალს არ აცილებდა გაოგნებული თორნიკეს არეკლილ სილუეტს და მზერა უფრო და უფრო უმძიმდებოდა. ზუსტად მიუხვდა გულისთქმას, კაცი აშკარად ვერ მალავდა გრძნობებს. ახლა ის აეჭვებდა და უღრღნიდა გულს ნატო რას გრძნობდა მის მიმართ. მზერა მიკენ გააპარა ჩუმათ , მაგრამ სახეზე ვერაფერი შეატყო. ალბათ არ აინტერესებს საერთოდო დაიიმედა გული და კმაყოფილი დააწვა გაზის პედალს. თამუნა ხალისიან ისტორიებს ყვებოდა მთელი გზა, ნატო ჩუმად იჯდა, იაგო შიგადაშიგ იღიმებოდა,მაგრამ გვერდით მჯდომის მოწყენილ სახეს რომ უყურებდა მიმიკა ეშლებოდა. დაღამებული იყო ქალაქში რომ ჩავიდნენ. გოგონები იმ ღამით ანიტასთან რჩებოდნენ, ბარგი აიტანეს და ახლა იაგო უხმოდ ალაგებდა ნატოს ბარგს.
-მადლობა , -უთხრა ბოლოს და ჩანთის ზონარი შეისწორა მხარზე. სახლში შედიოდა ხელზე რომ იგრძნო მოჭერა.
-ერთი წუთით რა,- ჩუმად ჩაილაპარაკა და მისკენ მოატრიალა.
-გისმენ.
-თორნიკესადმი რას გრძნობ ?-პირდაპირ კითხა და თვალებში ჩააშტრედა.
-უკაცრავად?-მშვიდად მოუტრიალდა ქალი და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-გიყვარს ? ან თუ მოგწონს მაინც მაინტერესებს .
-არანაირი გრძნობები არ მაქვს მის მიმართ და საერთოდაც რატომ გაბარებ ანგარიშს. -გაბრაზდა და ხელი გამოგლიჯა.შენ ახლა ნორმალური ხარ ? ჩემს გამო დააჩქარე ესენი, გართობა უნდოდა და არ დააცალე.
-ვიეჭვიანე... მაგათი გართობა მიშველიდა მერე სხვა რომ შეგყვარებოდა?
-მორჩი სპექტაკლებს ,-უხეშად უყვირა და სუნთქვა გაუხშირდა.
-შენი აზრით მე ვთამაშობ ? -დაძაბულმა იკითხა და საჩვენებელი თითი მკერდზე მიიდო.
-შენთან დაკავშირებით აზრი საერთოდ არ გამაჩნია, სიმართლე რომ გითხრა. ათასი გოგოა , გაიხედ-გამოიხედე და იმათ ეთამაშე. დავიღალე უკვე , ყველაფერმა დამღალა ამ ცხოვრებაში და ახლა ნამდვილად არ მინდა ვიღაცის მორიგ მარიონეტად ვიქცე,-სწრაფად და გასაგებად ჩაილაპარაკა და ქვემოდან ახედა.
-დამიჯერე ასე არ... ,-დამთავრება არ აცადა ნატომ ისევ მიუბრუნდა.
-ავადმყოფივით იქცევი უკვე. ცოტა ხანი არ მნახო და ეგებ დაწყნარდე .. ყველა კუთხეში გელანდება რომ ვიღაც მყავს . თავი დამანებე რა . ხომ ვიყავი შენს თვალში უკანასკნელი ქუჩის ქალი ? ათას დაუმსახურებელ შეურაცხყოფას რომ გითმენდი.
-მაშინ არ ვეკუთვნოდი ჩემს თავს.
-მორჩა , მე ისევ ის ნატო ვარ. არაფერი არ შეცვლილა ,ხედავ?-ხელები გაშალა და მსუბუქად დატრიალდა. ჩანთას ხელი დაავლო და სახლისკენ უკანმოუხედავად გააბიჯა.
-ხომ ვიცი რომ გიყვარვარ, ამას ვგრძნობ , და ეგ სიამაყე დაგღუპავს ქალბატონო,-ხმამაღლა მიაძახა იაგომ და მზერით მიაცილა კარამდე, სიტყვები პირზე შეაშრა და ხმა ვეღარ ამოიღო. მხოლოდ მაშინ დაბრუნდა უკან ანიტას ხმა რომ გაიგო ერთი ჩანთა დამრჩა მანქანაში და წამოიღეო. იცოდა თავისი ბრალი იყო ყველაფერი, იცოდა ნატო მართალი რომ იყო და ეს აგიჟებდა.
* * *
დილა იყო მაგდა რომ თავზე დაადგა და მაღვიძარის ფუნქცია შეასრულა. ისე ჩაეხუტა მონატრებულ დეიდაშვილს ლამის მოჭყინდა მკლავებში . ერთი კვირაა არ მინახავხარ და უკვე ძალიან მომნატრებიხარო ,გაიძახოდა და ნატოს აფრიალებდა. საუზმისთვის დასხდნენ ლიამ რომ დარეკა, მაგდამ მაშნვე დააგდო ჩანგალი და ზარს მხიარული ხმით უპასუხა.
-ხო დე , როოგორ ხარ?
-კარგად დე, ნატოს მიეცი რა ტელეფონი,- მაგდამ ტელეფონი მიაწოდა და გაკვირვებულ სახიანს ჟესტით ანიშნა მე არაფერი ვიციო. ლაპარაკი დაამთავრა თუ არა ოჯახი მოიკითხა და ამოსუბთქვაც ვერ მოასწო მოუსვენრად რომ ჰკითხა დეიდაშვილმა.
-რა მოხდა ნატო, ხომ მშვიდობაა?
-კი, კი მაგდუ, მშვიდობაა, ბიძაჩემი ყოფილა გუშინ ცოტა შეუძლოდ და დეიდამ იქნებ იქ იყო ცოტა ხანიო.
-ხომ კარგადაა?-
-ახლა კარგადააო, ნეტა რა დაემართა?-უგულოდ დადო ჩანგალი და შუბლით ხელს დაეყრდნო.
-კარგი რა არ ინერვიულო,-მხარზე ხელი მოუჭირა მაგდამ და თითები ბეჭებზე გადაუსვა.
-უნდა წავიდე რა, მამის მხრიდან ეგღა შემომრჩა და ეგეც რომ დავკარგო გული დამისკდება,-ცრემლებით აევსო თვალები ქალს.
-წადი ნატო წადი რას ამბობ. აუცილებლად.-დასამშვიდებლად მაგრად მოეხვია და გულზე მიიხუტა აცრემლებული.გარეუბანში ცხოვრობდა ნატოს ბიძა. მამის ძმა,ასაკის იყო ,ცოლ-შვილი არ ჰყავდა. არ უნდოდა შეეწუხებინა,მაგრამ ახლა სხვა გზა არ იყო. ფრთხილად დააკაკუნა კარზე და დასჯილი ბავშვივით დადგა . ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ ზანტად გაიღო სახლის კარი და შეჭაღარავებული კაციც გამოჩნდა . მოჭუტული თვალებით დააკვირდა გოგონას და სახე გაებადრა.
-ნატო-სიხარულისგან წამოიყივლა , დამჭკნარი ხელები შემოხვია და გულზე მიიხუტა . მშობლიური სითბო იგრძნო ბიძის მკლავებში და კნუტივით გაიტრუნა . მაგრად მიეკრა დასუსტებულ სხეულს და წყნარად ისმენდა ხანში შესული გულის ცემას .
-ჩემო გოგო, ჩემო ლამაზო როგორ მომენატრე ბიძი . რამხელა გაზრდილხარ .. დაქალებულხარ , კიდევ უფრო გალამაზებულხარ , როგორ გავხარ ჩემს ცხონებულ ძმას ..-ცრემლი მოერია და სველი ტუჩები შუბლზე შეახო.... -სულ გამომელია ტვინი სიბერეში.შემოდი ,გარეთ დაგაყუდე- მის გულუბრყვილობაზე გაეცინა და მორჩილი ცხვარივით ადევნა უკან . ვიწრო დერეფნის გავლის შემდეგ მისაღებში ამოყო თავი . ღარიბულად იყო მოწყობილი ბინა,მაგრამ საოცრად ამშვიდებდა ეს გარემო. რაღაცნაირად სითბოს და სიყვარულს გრძნობდა ..
-წყალს დავლევ-წამოიძახა უცებ და სამზარეულოში გავიდა .. მაცივარი გამოაღო, თუმცა ცარიელი იყო. გულში ჩაწყდა ძაფი. მოუნდა რაღაცით გაეხარებინა , სწრაფად დაბრუნდა მისაღებში და ტელევიზორის წინ სავარძელში მოთავსებულს აესვეტა.
-თენგო ბიძია, მე გავალ გარეთ და მალე დავბრუნდები კარგი ?
-კი მაგრამ სად მიდიხარ შვილო?
-მალე მოვალ ,-მხოლოდ ეს უპასუხა და კარისკენ დაიძრა.სწრაფად გავიდა სახლიდან.. გაიხსენა გზად მარკეტი სად შეხვდა, მოსახვევს როგორც კი გაცდა, აბრაც შეამჩნია ..სასიამოვნო გარეგნობის ფუმფულა ქალი იდგა სალაროსთან და შესვლისთანავე თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა .ნატომ სწრაფად ჩამოუთვალა სასურველი პროდუქტების დასახელებები. სწრაფადვე ჩაალაგა და სახლისკენ წავიდა .თენგო მისაღებში აღარ იჯდა, როგორც ჩანს საძნებელში გავიდა, ჩუმად შეიპარა სამზარეულოში და ცელოფნები მაგიდაზე დააწყო.სწრაფად მოამზადა გემრიელი ვახშამი და კარზე მიუკაკუნა.
-თენგო ბიძია ხომ არ გძინავთ ?
-არა ბიძი არ მძნავს,-ტკბილად უპასუხა ხანში შესულმა და კარისკენ გადაბრუნდა.
-მაშინ გამოდით , ვახშამი მოვამზადე და ..
-არ მშია შვილო.
-უარი არ მიიღება, გელოდებით.
-კარგი შედი შენ და მეც მალე გამოვალ, -მხიარული გამომეტყველებით დახვდა სამზარეულოში შემოსულ გაკვირვებულ საყვარელ ბიძას.
-რატომ შეწუხდი ? -უხერხულობა დაეტყო და კარში გაჩერდა
-რა შეწუხებაა ბიძია, მოდით .. აი აქ დაჯექი-მისთვის განკუთვნილ ადგილზე მიუთითა და გვერდით მიუჯდა.
-გემრიელია .. დედაშენის გაკეთებული სადილი გამახსენდა .. ღიმილით უთხრა პირველივე ულუფის დაგემოვნების შემდეგ და თითებზე აკოცა ..
***
დილით ტელეფონზე ზარმა გააღვიძა.. ამერიკის საელჩოდან იყვნენ, საბუთები იყო მოსაგვარებელი უკან დაბრუნებისათვის .სასწრაფოდ გამოიძახეს. ვადაც უკვე გაირკვა ახალი წვრთნებისთვის. იძულებული გახდა სასწრაფოდ მისულიყო . ნელა გამოძვრა თეთრეულიდან, ჩაიცვა და სახლიდან გავარდა .მის შემდეგ ნატოზე ფიქრობდა . არაუშავს ნახავს და ყველაფერს თავიდან აუხსნის, თუ საჭირო იქნება მეათასედაც .. მთელი დღე ფანჯარასთან იყო და უთვალთვალებდა. უნდოდა მისულიყო და ეკითხა სადაა,მაგრამ პირდაპირ კარზე მიდგომა მოერიდა. საღამოს რომ ვეღარ გაუძლო ანიტას თხოვა მისულიყო და მაგდასთვის ეკითხა მისი ადგილსამყოფელი .ნერვიულობისგან უკვე მეასეჯერ შემოუარა ოთახს,შიგადაშიგ რაფას ეყრდნობოდა მტევნებით და დაჟინებულ მზერას კარს აპყრობდა.როგორც იქნა გამოვიდა,მაგრამ მარტო. ნატო ისევ არსად ჩანდა.. სანამ ამოვიდოდა ვერ გაჩერდა და შუა კიბეზე შეეჩეხა.
-სადაა ? -იკითხა და მკლავებში ჩააფრინდა.
-წავიდაო. -ქვემოდან ამოხედა ანიტამ მოწყენილი სახით.
-რას ქვია წავიდა ? სად წავიდა ?
-არ ვიცი ასე მითხრა წავიდაო.
-სულ ?
-არა ბიძასთან არისო.
-ბიძამისი სად ცხოვრობს?
-აბა მე რა ვიცი .-მხრები აიჩეჩა ანიტამ.
-გამიგე რა თუ და ხარ ,-მუდარა გაურია ხმაში იაგომ.
-ახლა ? ამ შუაღამით მეორეჯერ ვერ მივაკითხავ , ხვალ ჩავალ და გაგიგებ .
-ხვალამდე ვერ მოვიცდი, ნაწყენია ჩემზე.
-შენზე? რა აწყენინე შენ ნატოს?
-აუ მერე გეტყვი .ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი ,სად წავიდა ნეტა. - ჩქარი ნაბიჯით აბრუნდა ოთახში და კარი მიიჯახუნა.
-ანიტა , როგორ ხარ ? -ინსტიქტურად ჩაიხედა ქვემოთ და ზაზას თვალებს შეეჩეხა
-კარგად ზაზა შენ ?-საფეხურებს ჩაუყვა და წინ დაუდგა -იაგოსთან მოხვედი ? ოთახშია ზემოთ ჩაკეტილი.
-მაგას რაღა ჭირს ?
-რავიცი აბა .. მგონი ნატოსთან აქვს პრობლემები .
-ოხ იაგო, იაგო.. ახლა რა მოხდა?-თავი გააქნია და პასუხის მოლოდინში ანიტას შეხედა.
-არ ვიცი, ავალ დავუძახებ, ვეტყვი რომ მოხვედი.
-არა იაგოსთან არ მოვსულვარ.
-აბა ?
-შენთან მოვედი.
-რა მოხდა ?
-რაღაც მინდა რომ გითხრა.
-გისმენ .. ხომ მშვიდობაა.
-კი . გარეთ გავიდეთ ,სადმე კაფეში დავსხდეთ , ყავა დავლიოთ და თან მოგიყვები .
-კარგი, ახლავე .. ჩანთას ავიღებ .- სწრაფად აირბინა საფეხურები და კარს მიღმა მიიმალა, რამდენიმე წუთში უკვე გვერდით ედგა .
-წავედით ?
-წავედით -დაუდასტურა და გაჰყვა.
***
ვახშმის შემდეგ ჭურჭელი დარეცხა თუ არა საძინებელში ნახევრად დახუჭული თვალებით შევიდა და საწოლზე დაებერტყა . მალევე ჩაეძინა, სიზმარი არ უნახავს, თუმცა საოცრად ტკბილად, პატარა ბავშვივით გაატარა ღამე .თვითონაც გაუკვირდა ჩვეულებრივზე გვიან ადგა ..დაძახებულზე პასუხი რომ არ გასცა, მიხვდა, თენგო უკვე სამსახურში წასულიყო . ბლატუნით გავიდა სამზარეულოში , მაგიდაზე დადებული ჭურჭლიდან წყალი ჭიქაში გადმოისხა ,ერთიანად გამოცალა და კალენდარს თვალების ფშვნეტით დააკვირდა . სულ აერია ამ ბოლოს დღე და რიცხვი, თან უნივერსიტეტშიც არ წასულა .
-უი თენგო ბიძას დაბადებისდღეა დღეს . -თავში უცებ გაუელვა და ერთიანად გამოფხიზლდა . -რამ დამავიწყა, ღმერთო ჩემო . რამე უნდა მოვიფიქრო. მმმ ტორტს გამოვუცხობ და რამეს მოვიფიქრებ კიდევ. პირველ რიგში საჭიროა პროდუქტი. როგორც ჩანს ისევ მომიწევს მაღაზიას ვესტუმრო . საფულე გავხსენი, ფული ჯერ კიდევ მქონდა .მაგრამ სამუშაოს დაწყებაც მალე მომიწევდა . საღამურები გამოვიცვალე ,ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი .. მაღაზიაში ისევ ის მომღიმარი ქალი დამხვდა . სიკეთით სავსე თვალებით შემომხედა და დამელოდა რას ვეტყოდი .რამოდენიმე ჩამოვთვალე და მათ ასაღებად გავიდა ზურგს უკან რომ ნაცნობი ხმა გავიგე. უცებ მივბრუნდი ,მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი თავად დამასწრო და გადამეხვია.
-ნატო.. ვერ ვიჯერებ , ისევ გნახე. რა დამთხვევაა.
-გიგა, შენ აქ რა გინდა ?
-მე აქვე ვცხოვრობ, არ მითხრა ახლა მეცო.
-არა , აქ უბრალოდ სტუმრად ვარ , რამოდენიმე დღით ბიძასთან.- სასიამოვნო ღიმილით დააჯილდოვა ნატომ .
-ხშირად გნახავ მაშინ..-თვალი ჩაუკრა გიგამ და ლოყაზე ხელი მოუჭირა.
-ვნახოთ. -გამყიდველმა ყველაფერი ერთ ცელოფანში ჩამილაგა , დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. მაგრამ ,რამდენიმე წუთში შორიდან სირბილის ხმა გავიგე , მალე მომიახლოვდა. კბილით შემოხსნა სიგარეტს ცელოფნის დამცავი და გვერდით ამომიდგა.
-მაცილებ ?-მხიარულად ვკითხე და უნებურად გამეცინა.
-არც მიფიქრია, უბრალოდ როგორც ჩანს ჩვენი გზები დაემთხვა .. მომეცი მე წამოვიღებ-ცელოფნის ტარში ისევ სწრაფად ჩააფრინდა და ოსტატურად ააცქაფნა გააზრებაც ვერ მოასწრო .
-არ იყო საჭირო - ნაზად გაუღიმა და საფულე მეორე ხელში გადაიტანა.
-ეგ მე ვიცი. ისე მძიმეა ხომ იცი შენ .. რას აკეთებ? რამე გემრიელი უნდა მოამზადო ?
-კი დღეს ბიძაჩემის დაბადებისდღეა ტორტი უნდა გამოვაცხო.
-მმ.. როგორ მიყვარს ტორტი.. თუ მითუმეტეს შენნაირი ლამაზი დიასახლისი აკეთებს განსაკუთრებით მეგემრიელება. -ოდნავ წაეკეკლუცა და ისევ შეავლო ამღვრეული თვალები.
-ჰაჰ, ნუ გამაწითლე ახლა . კარგი მოვედით , გამოგართმევ მომეცი.-მის წინ დადგა და ხელი გასწია ცელოფნების ჩამოსართმევად.
-შენ კი არა მე მოვედი ,-სიცილით ჩაილაპარაკა გიგამ.
-ამ სადარბაზოში შევდივარ მე , დიდი მადლობა რომ მომაცილე -თითით მიანიშნა სადარბაზოსკენ და ცელოფანს დაწვდა .
-ახლა მოიცააა.. და მეც რომ აქეთ მოვდივარ არაუშავს ?
-აქეთ ?-გულწრფელად გაუკვირდა ნატოს.
-ხო აქ ვცხოვრობ .
-მართლა ?
-ხო აბა ხომ არ მოგატყუებ?.
-არ ვიცოდი . რომელ სართულზე ?
-მეექვსეზე შენ ?
-მე მეოთხეზე.
-ჰმ აქამდე რატომ ვერ შეგნიშნე? თან თითქმის ნახევრად მეზობლები ვართ ხომ ასეა?
-ალბათ იმიტომ რომ იშვიათად მოვდივარ .-მხრები აიჩეჩა და გვერდით ამოუდგა.
-შეიძლება,მაგრამ მაინც არ მეპატიება.-თავი დაიტუქსა გიგამ და მხარი გაჰკრა ნატოს.
-არაუშავს , მე გაპატიე -ღიმილით უპასუხა და კიბეებისკენ წავიდა .
-ლიფტით არ ავიდეთ ?
-არა , ფეხით მირჩევნია.
-რატომ რას ერჩი ამ მშვენიერ გამოგონებას?-ისევ გაიცინა და ლიფტისკენ გაიშვირა მარჯვენა ხელი.
-არაფერს მაგრამ, ჯანმრთელი ცხოვრების წესი უპირველეს ყოვლისა გიგა.-ხელი ჰაერში შემართა და საჩვენებელი თითით ჰაერში წრე მოხაზა.
-აჰაა, გამოტყდი, გეშინია ლიფტის ?-თვალები მოწკურა და ისე დააკვირდა.
-არა - გიგამ ტუჩთან ხელი აიფარა და ჩურჩულით უთხრა .
-ჰმ... ჯიუტო თქვი ახლა , არსად გაგამხელ.
- კონკრეტულად ლიფტის არა , დახურული სივრცეების .
-ვახ კლაუსტროფობია გაქვს ტო ?
-ზუსტად .
-შენ რა უცნაური და იშვიათი ვინმე ხარ ე.
-ეგ როგორ გავიგო ,ცუდად თუ ?
-არა რა ცუდად ტო. ყველაზე მაგარი ვიღაცა ხარ ვისაც შევხვედრივარ, იშვიათი . ოღონდ მართლა.
-ჰმ.. მატყუარა .
-თუ გატყუებდე ბო**.. მე ვიყო უნამუსო -გადააკეთა უცებ და სვლა გააგრძელა.. სიცილ-სიცილით აიარეს ბოლო საფეხურებიც და კარებთან გაჩერდნენ .
-მოვედით.
-უი, უკვე ამოვედით ? არადა სულ ვერ ვიგრძენი დაღლა . მარტო რომ მოვდივარ ხოლმე ვკვდები შუა გზაში .
-საუბარში გზა მალე ილევა.
-გამოტყდი ახლა ჯადოქარიც ხარ ხომ ?
-არა , ეგეთები არ მეხერხება.-გადაიკისკისა ნატომ.
-აქ თუ დიდხანს მოგიწევს ჩემი შემყურე მაგასაც აითვისებ .
-ხოო ?
-აბა რა . მე ცოტას ვაფრენ. არა გატყუებ , ბევრს ვაფრენ .-უფრო დააზუსტა თავისი მდგომარეობა გიგამ.
-საღამოს ტორტზე გეპატიჟები , ჩამომირბინე .
-ოჰოო. ეს უკვე მომწონს . ტელეფონი გაქვს ?
-კი
-მიდი აბა ჩამაწერინე, ასე იციან ხოლმე დაგპატიჟებენ და მერე გადაგაგდებენ , ათას მიზეზს გეტყვიან ოღონდ დანაპირები არ აასრულონ.
-მაგიტომ თუ გინდა მე ვასრულებ დანაპირებს, არ გჭირდება ნომრის ჩაწერა , ჩამოდი და კარს გაგიღებ.
-ხო კარგი რა მოხდა, ისე ჩამაწერინე -ჩაიბურტყუნა პატარა ბავშვივით ,რომელსაც ეშმაკობას მიუხვდნენ.ნატომ ნომერი უკარნახა და კარს მიღმა გაუჩინარდა .ღიმილი არ მოშორებია სახიდან ,ტორტი ისე გამოაცხო. ღიღინებდა და თან საქმეს აკეთებდა . დაკრემვა რომ მოათავა, სამზარეულო სწრაფად მიალაგა, და გემრიელი ტკბილეული მაცივარში საგულდაგულოდ დააბინავა. მხოლოდ ახლა გაახსენდა შეტყობინების ხმა რომ გაიგო როცა ღუმელიდან ბისკვიტს იღებდა. ხელები გაიმშრალა და მაგიდასთან მივიდა .უცხო ნომერია . ტექსტი კი შემდეგი :" ასე უნდა ქალბატონო ლექციების გაცდენა ?"
-რომელი ხარ ?
-თათია ვარ . შენი კურსელი .
-ა ,თათია როგორ ხარ ?
-ისე რა ნორმალურად, შენ ?
-მეც ვარ რა .
-ჩემი ნომერი საიდან ?
-შევაწუხე ხალხი და გავარკვიე. შენთან საუბარი მომენატრა . - რაღაცნაირად გულმა უგრძნო რომ თათიას უჭირდა . სავარაუდოდ მისი ქმრის დამსახურება იყო .
-გინდა სადმე შევხვდეთ?
-კი.
-კარგი მაშინ. მოვწესრიგდები და გამოვალ ..
მისამართზე შეთანხმდნენ , მალე გამოიცვალა და გარეთ გავიდა .იმ დღეზე მეტად ნაღვლიანი ეჩვენა დღეს . ჩამქრალი თვალებით იყურებოდა და ნატოს მოსვლას ელოდა.დაინახა თუ არა თითქოს დამშვიდდა.
-როგორ ხარ ? -კითხა ახალ მოსულმა ,ლოყაზე აკოცა და პირდაპირ მდგომი სკამი დაიკავა
-რავიცი კარგად.-რამდენჯერმე აიზიდა მხრები და თავი დახარა.
-მე ისე რა , მაგრამ შენ არ ხარ კარგად ,რა გჭირს ?-ორი თითით ნიკაპი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
-არაფერი უბრალოდ უცებ მომინდა მენახე .-ცრემლნარევი ღიმილით გაიღიმა ქალმა.
-მისმინე ქმარმა გაწყენინა ?
-რეზიმ ?ეგ უკვე იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა მაგაზე არც ვამახვილებ ყურადღებას ,ხელი აიქნია და ისევ მაგიდაზე დააწყო მკლავები.
-აბა რა მოხდა ?
- ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ .
-საავადმყოფოდან ? ხომ მშვიდობაა ?
-კი მშვიდობაა.
-აბა რა მოხდა ?
-ფეხმძიმედ ვარ -ჩუმად ჩაიბუტბუტა და თვალებში შეხედა ნატოს.
-მართლა ? მერე მაგას რა ჯობია .. ახალი სიცოცხლე იზრდება შენში თათია ,-აღფრთოვანებულმა წამოიჭყივლა და სახე გაებადრა.
-არ ვიცი , მეშინია, ძალიან მეშინია . უნდა მიხაროდეს მაგრამ ჯერ ვერ გავერკვიე. მტკივა გესმის ?
-რას აპირებ ? უნდა მოიშორო? -უცებ ხმა შეეცვალა ნატოს.
-არ გადამიწყვეტია , მიუხედავად იმისა ძალადობის ნაყოფია ჩემია, ჩემშია და მისი მოკვლა არ შემიძლია -საოცრად ნაღვლიანი ხმა ქონდა , შეშინებულიც იყო ,მაგრამ როგორც დედა თვითონ რამდენიც არ უნდა ეძახა არ მიყვარსო უკვე ძლიერიც კი ჩანდა.
-არც უნდა მოკლა. ბავშვი საოცრებაა გესმის ? მას არაფერი დაუშავებია ,მისი არჩევანი არც ნაძირალა მამა ყოფილა და მითუმეტეს დედის ტანჯვაც არ გადაუწყვეტია. უფლება აქვს იცოცხლოს. თან წარმოიდგინე როგორ გაგიფერადებს ცხოვრებას.
-ცუდი დედა რომ აღმოვჩნდე?
-ეგ საიდან მოიტანე სულელო?
-არაფერს არ ვგრძნობ და ამის მეშინია, ჩემი მშობლების ნაირს სულ არ ვიყო მირჩევნია ..
-ძალიან კარგი დედა იქნები.. მაგაზე არ იჯავრო. მე ყველაფერში დაგეხმარები გესმის ? -უხმაუროდ დააქნია თავი და ცრემლები წამოსცვივდა უნებურად ნატოს ხელის თითებზე მოჭერისას.-მოდი ახლა ეგ ცრემლები მოიწმინდე მე მაქვს კარგი იდეა. დღეს ბიძაჩემის დაბადებისდღეა ,ტორტი გამოვაცხვე და შენ და შენს პატარას გპატიჟებთ . ხომ გინდა?
-კი მაგრამ . რეზი რას იტყვის ?
-არც არაფერს , უცებ წამოდი ტორტი გასინჯე და მალე დაბრუნდი , თუ რამე მე მიგყვები ,თან გავიცნობ შენს ქმარს და მერე აღარ დაგიშლის ჩემთან ერთად სიარულს.
-შენ არ იცნობ რეზის , ავადმყოფურად ყველა და ყველაფერზე ეჭვიანობს .
-შენ მე არ მიცნობ , საყვარელო . დავიყოლიებ რამენაირად -ლოყაზე ხელი მოუსვა და წამოდგა . - ჰა გიცდი ადგა ახლა დედა-შვილი რიტმში. მივუსწროთ იუბილარს ,სანამ სამსახურიდან მოვა.
ხელკავი გაუკეთა და ბარი ისე დატოვეს, არც არაფერი შეუკვეთავთ . იმდენი მოახერხა მაინც გააცინა გზაში და მხიარულ ნოტაზე შევიდნენ სახლში .
-მოვასწარით .. მოდი მოდი მალე მოვემზადოთ სადაცაა ბიძია დაბრუნდება
-რამდენი წლისაა ?
-დღეს სამოცის გახდა.
-მრგვალი თარიღი.. ხოდა სიმღერაც ეკუთვნის იუბილარს .
-რაო შენმა ბიჭმა კარგ ხასიათზე მოვედით მე და დედაო?
-შენ რა იცი რომ ბიჭია ?
-რავიცი ისე ვთქვი, თუ გინდა გოგო იყოს,ნუ მაინც სანამ სქესს ვერ გავიგებთ .. -გაუღიმა და მაცივარს მიუბრუნდა .- ისე რეზის უთხარი უკვე ?
-არა საიდან, ეჭვი რომ მქონდა პირდაპირ საავადმყოფოში წავედი, იქიდან კიდევ შენთან .უნივერსიტეტში რატომ აღარ დადიხარ ? ბევრი გაგიცდა ამ ბოლო დროს
-რა გითხრა თათია, იმდენი პრობლემა დამიგროვდა ყველასგან და ყველაფრისგან დამალვა მინდოდა.
-მე აბა პირიქით ვარ .. გაიღიმა და წვენი მოსვა . -ერთი სული მაქვს უნივერსიტეტში წავიდე, იქ მაინც ვერ ვხედავ ჩემს ქმარს.
კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი ..უცებ დაფაცურდნენ და კარებში შემოსულს, მუშაობისგან დაღლილ თენგოს სიმღერა შეაგებეს .. გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მოხუცი ანთებულ სანთლებს , ძმისშვილს და ჯერ იდევ უცნობ ახალგაზრდა გოგონას.
-ბიძი ჩააქვრე - ანიშნა ბოლოს და სანთლებზე მიუთითა . თენგომ მსუბუქად შეუბერა სული და ნატოს ლოყაზე აკოცა.
-ჩემო გოგო , როგორ გამახარე. საიდან გახსოვდა ? ან რატომ შეწუხდი ?
-კარგი რა რა შეწუხებაა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ . ჩემი ტკბილი ბიძია ხარ . ხო მართლა გაიცანი ეს ჩემი კურსელია თათია.-განზე გადგა და მომღიმარი გოგონა გააცნო ბიძას.
-სასიამოვნოა .. თენგო .
-ჩემთვისაც- ხელი ჩამოართვა და გაუღიმა . თენგო და თათია მისაღებში დატოვა, ნატო კი ტორტის დასაჭრელად გავიდასამზარეულოში . რამდენიმე ნაჭერი თეფშზე დაალაგა გიგა რომ გაახსენდა .
-ნეტა სადაა ამდენხანს ეს ბიჭი .ხომ მითხრა ჩამოვალო. -ტელეფონი ამოიღო და კონტაქტებში გიგას ნომერი ამოძებნა . დამჯდარი ხმით უპასუხა ტელეფონს.
-ნატო.რამ გაგახსენა ჩემი თავი ?
-რამ და დღეს ჩემთან ხომ უნდა ჩამოსულიყავი ტორტზე ? სადა ხარ შემომეჭამა ნახევარი . -სიცილით უთხრა და ხელით მაგიდას დაეყრდნო.
-ხო,მაგრამ მეგობარია ჩემთან სტუმრად და...
-მერე რა მოხდა, ჩამოდით ორივე , გვეყოფა ყველას, მასე ღორიც კი არ ვარ. -გულიანად გადაიკისკისა.
-შენ კარგ ხასიათზე ხარ გეტყობა ქალბატონო .
-კი.. გელოდებით .
-უხერხულია.
-კარგი რა რაა უხერხული . მალე ქენით ახლა, არ უნდა გაპრანჭვა . უცხო არავინ მყავს სტუმარი.
-ხო კარგი , ორ წუთში მანდ ვართ.-ღიღინით გავიდა მისაღებში და ტორტიანი თეფში მაგიდაზე დადო. თან სასმელები და სხვა კერძებით დაკავებული თეფშები შეასწორა და კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი სუფრას. თათია და თენგო დივანზე ისხდნენ, როგორც ჩანს საერთო ენა გამონახეს და რაღაცზე საუბრობდნენ .
-დიდება ამათ მობრძანებას. -ჩაილაპარაკა როცა კარებზე ზარი გაისმა და მაშინვე იქით წავიდა გასაღებად. თუმცა სახეზე ღიმილი შეაშრა გიგას გვერდით რატი რომ დაინახა. ნაძალადევად გაუღიმა სტუმრებს. გულში თათიას უკვე ათასი ბოდიში მოუხადა რომ დღეს მისი ნახვა მოუწია რამოდენიმე წუთი იდგა კარში სახეზე შეყინული ღიმილით და ხან გიგას, ხან რატის აკვირდებოდა . ბოლოს ისევ გიგამ შემოსძახა.
-გოგონი გადაიფიქრე და აღარ გვაჭმევ ტორტს ? -სიცილით უთხრა და ცხვირზე თითი ჩამოჰკრა.
-უი სულ დამავიწყდა, მოდით .. - ნატო წინ წავედა ..რამდენიმე წამით , თვალებით რომ მაინც მოესწრო რამის თქმა. დასჯილი ბავშვივით ხელებჩამოყრილი შევიდა მისაღებში, რატიმ კარები მიხურა და უკან გამოჰყვა გიგას და ნატოს .. თენგო ბიძია და თათია მაგიდასთან ისხდნენ და ისევ საუბრობდნენ . რაც შეეძლო სწრაფი ნაბიჯებით მივიდა , ხელი მოუჭირა მკლავზე ,მაპატიეო ჩუმად უთხარა და სწრაფადვე გასწორდა. ჯერ გიგა შემოვიდა , მერე რატი.. სახე შეეცვალათ,მაგრამ არ შეიმჩნიეს . ცოტა ხანი უხერხული სიჩუმე იყო .. ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად დამნაშავედ გრძნობდა თავს .. საშინლად. არ იცოდა რატი და გიგა თუ ასე ახლო მეგობრები იყვნენ. მოკლედ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდნენ .გიგაც როგორც ჩანს ყველაფერს მიხვდა , მხოლოდ ბიძია ინარჩუნებდა იმავე სიხალისეს და ბიჭებს მიესალმა.
-მაგარჯობათ შვილებო .. გიგა, რატი როგორ ხართ ?
-კარგად თენგო ძია , თქვენ? -ხელი ჩამოართვა გიგამ, რატიც მიესალმა ,ისე რომ თვალი არ მოუცილებია თათიასთვის , რომელიც თავდახრილი იჯდა და ემოციების დაფარვას ცდილობდა .
-რავიცი, როგორ ვიქნები ვბერდები, ვბერდები ...
-ჯერ რა დროს თქვენი დაბერებაა თენგო ძია ..
-ეჰ მე კი არ მინდა,მაგრამ დრო არავის გვეკითხება.
-ხოდა არც ჩვენ შევეკითხოთ .. -ისევ სიცილით გააგრძელა დიალოგი და მხიარულების დაბრუნებას ეცადა ..
-ნატო, შვილო სასმელი გამოიტანე .
-გამოიტანე, ნატალია დავლოცოთ ჩვენი იუბილარი ..-მხიარულად შემოსძახა გიგამ.
-ახლავე- ამოილუღლუღა ჩუმად და სამზარეულოში შევიდა .. მაცივრიდან წინასწარ ჩაციებული ღვინო გამოიღო და მაგიდის შუაგულში მოათავსა. თავისი ადგილი დაიკავა თათიას გვერდით, მაგიდისქვეშ მისი თითები მოძებნა და მაგრად მოუჭირა ხელი . უნდოდა რაღაცით მისი გვერდში დგომა ეგრძნობინებინა . ბიძიამ ჭიქები შეავსო და თვალი მოგვავლო . სასმისი აღმართა და მშვიდობის სადღეგრძელო შესვა.
-ესაა საქმე ? ახალგაზრდობა წინ მიზის და თამადობა ამ ხნის კაცს მიწევს .
-მე მანქანით ვარ და ვერ დავლევ - თქვა რატიმ და მხოლოდ სადღეგრძელოს ტექსტით დაკმაყოფილდა.
-შენ რაღა დაგემართა გიგა ? არ მითხრა ახლა მეც მანქანით ვარო.
-არა მე არ ავრ მანქანით, ცოტას დავლევ თენგო ძია, ბევრს ვერა .. - მხიარული ტონით ჩაილაპარაკა და ოდნავ მოსვა მათრობელა სითხე . ლაპარაკში თითქოს ის ცოტა დაძაბულობა მოიხსნა და ნატოც ისე აღარ გრძნობდა თავს .
გიგამ ხელებს დახედა და გადასაფარებლის ქვეშ დამალა .. იგრძნო როგორ ააკანკალა, რაც შეეძლო მაგრად უჭერდა მუხლებს თითებს ..ერთი გამოხედა რატიმ, იგრძნო რაც ემართებოდა,მაგრამ სპეციალურად არ შესთავაზა წასვლა, იმასაც ხვდებოდა აქ თავის შეკავება მოუწია და ვინ იცის ეგებ წინ გადადგმული ნაბიჯიც ყოფილიყო მისთვის ...ერთიანად დაუარა მთელ ორგანიზმში და სუნთქვა გაუხშირდა.. შუბლი დაეცვარა და თვალები შეუმჩნევლად დაუწითლდა.
-დამისხით თეგო ძია .. არ შემიძლია არ დაგლოცოთ რა.
-მასე ბიჭო.. შენ გენაცვალე მე .-ფეხზე წამოდგა, ჭიქა აწია და თენგოს სადღეგრძელო შესვა .. სულმოუთქმელად გადაკრა ღვინო და ცარიელი ჭურჭელი ხმაურით დააბრუნდა მაგიდაზე.დაჯდომისთანავე ,თვითონ ჩამოასხა.. თვალი მოავლო ყველას ჭიქას და უცებ თათიას გახედა.
-შენ რატომ არ სვამ ქალბატონო ?- ღიმილით იკითხა და მზერა აწითლებულ თათიას გაუსწორა, რომელსაც იმ წამს ყველა ფერმა ერთად გადაურბინა სახეზე.
-ამ გახსენებაზე.. თქვენი სადღეგრძელოო მინდა შვილებო დავლიო ..-ბიძაჩემი წამოდგა . -ამ ჭიქით თვენ გაგიმარჯოთ. რა ლამაზები ხართ რომ იცოდეთ. სულ ასე ბედნიერები ყოფილიყავით ,ლამაზები. მომავალი მშობლები ხართ და თქვენ უნდა ამრავლოთ ქართველი ერი. აგერ თათიას მალე ეყოლება პატარა და მისი თამადობით ყველას გაგიმარჯოთ .-ხელში აღებული სასმისი ლამის გაუვარდა რატის ხელიდან. დასალევად გამზადებული მაგიდაზე დააბრუნა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თათიას გახედა.
-მართლა ფეხმძიმედ ხარ ? - ჰკითხა და თვალებში სევდა მოეძალა.
-კი -დამნაშავესავით ჩაიბურტყუნა და თავი დახარა.
-აჰა.. ახლა გასაგებია რატომაც არ სვამთ ქალბატონო თათია .. გილოცაავ -შეზარხოშებული გაგა უკვე ვეღარ აზროვნებდა და არ უკვირდებოდა რას ამბობდა . მერე როგორ ჩანს აზრზე მოვიდა და ცივად დაეშვა სკამზე .
-უკაცრავად მე უნდა წავიდე . დიდი მადლობა თენგო ბიძია ყველაფრისთვის .ნახვამდის.
-ასე მალე შვილო ? რა გეჩქარება , ცოტა ხანი დარჩენილიყავი.-შეწუხებულმა წამოიძახა.
-არა აუცილებელია -თავი დაუკრა მაგიდის ირგვლივ ,მსხდომთ და გარეთ გავარდა ..
-ერთი წუთით ..
-შენც მიდიხარ შვილო ? - მოწყენილი სახით შეხედა თენგომ ფეხზე წამომდგარ თათიას.
-გავალ და შემოვალ.. -თათიაც გავიდა , სწრაფად ჩაირბინა კიბეები . სადარბაზოდან გასულმა აქეთ იქით დაიწყო თვალების ცეცება და ბორდიულზე ჩამომჯდარი რომ დაინახა გული გაუთბა .ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გვერდით დაეშვა . რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა ხელებში თავჩარგულს . არც ერთი ამბობდა რამეს , უბრალოდ ჩუმად იყვნენ და სუნთქვას უთვლიდნენ ერთმანეთს .
-გილოცავ-სუსტად გაისმა სიჩუმეში რატის ხმა, თავი აწია და თათიას გაუსწორა მზერა .
-მადლობა - ბუტბუტითვე უპასუხა და ძირს დაიხედა.
-შეიძლება შევეხო ?-ეგონა მოესმა . ამ სიტყვებს არ ელოდა . დაიბნა, ვეღარ გაიაზრა რა გაეკეთებინა , ინსტიქტურად დაუქნია თავი და გაინაბა . მუცელზე რატის თითები რომ იგრძნო ერთიანად გააჟრჟოლა ..თვალები დახუჭა და ცრემლი ჩამოუგორდა.- არა რა ,არ იტირო გთხოვ .. -ცერა თითით მოწმინდა სითხის ბურთი და მუცელს დახედა . -საოცრებაა, ნამდვილი საოცრება და გულწრფელად გილოცავ .. ყველას არ აქვს ამხელა ბედნიერება .. დიდი ხანია ?
-დღეს გავიგე.
-ასეთი პატარაა და უკვე ამხელა სითბო იგრძნობა , დედიკოს გავს ეტყობა -სიმწრისგან გაეღიმა და თითები ახლა ერთმანეთში გადახლართა..
-ასე რატომ აკეთებ?
-სხვანაირად არ შემიძლია..შენ რომ ბედნიერი ხარ ეგეც საკმარისია.
-და ვინ გითხრა რომ ბედნიერი ვარ ? საიდან დაასკვენი ?
-აბა როგორ ? ოჯახი გაქვს , მალე პატარაც გეყოლებათ. ალბათ შენი ქმარი გახარებულია.
-ჩემმა ქმარმა არც კი იცის.-დამნაშავესავით დახარა თავი.
-არ გითქვამს ?
-არა .
-აბა რას უცდი?
-არ ვიცი, ალბათ დღეს ვეტყვი ...
-ვნახავ ხოლმე კარგი ?
-ასე არ შეიძლება ..
-ის შეიძლება უშენოდ რომ ვარ ?- უცებ ხმას აუწია და თათია ადგილზე შეხტა.
-არ მინდა გეგონოს რომ მიყვარს ..
-ახლა ამას უკვე მშნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი ყველაფერს ცვლის . არ მინნდა გავბოროტდე,მაგრამ როგორ არ მომივიდეს ბრაზი როცა ასეთი სუსტი აღმოვჩნდი, როცა სიყვარული ვერ დავიცავი .. საკუთარი თავი მეზიზღება , რას არ მივცემდი ოღონდ აი მანდ რომ ზის ჩემიც იყოს .. ჩემი სიყვარული ერიოს.
-ნეტა მართლა ერიოს სიყვარული... ნეტა მეც დამნაშავედ არ ვთვლიდე თავს ჩემი მომავალი შვილის წინაშე..
-მაგას ნუ ამბობ.. ბავშვი სიყვარულია გესმის ? პატარა ნაყოფი რომელსაც ახლა ძლიერი ხე ჭირდება გამოსაკვებად.
-არაა ასე.. არაა სიყვარულის ნაყოფი.
-არ შეიძლება
-შეიძლება ... როგორ არა . არ შეიძლება სიძულვილის იყოს? არ შეიძლება ძალადობის იყოს ? ჯანდაბა, ჯანდაბა.. რატომ ? -უნებურად აუწია ხმას და მუშტები დასცხო მთელი ძალით .-რატომ არ ვიყავით ძლიერები. ნუთუ ერთმანეთი იმდენად არ გვიყვარდა რომ ყველას და ყველაფერს შევწინააღმდეგებოდით .. რა დავაშავეთ იმის ფასი რომ ასე მწარედ ვისჯებით . ნუთუ ასე ბევრს ვითხოვდი ამ ცხოვრებისგან ? როგორც ჩანს იმის ღირსი არ აღმოვჩნდი რომ შენთან ერთად ბედნიერება გამეგო რა არის. გამეგო ნამდვილი სიყვარულით შექმნილი ოჯახის ფასი და არა ყოველდღე აყალმაყალი ფულის ტომარასთან .. -გაშეშებული იჯდა თათიას გვერდით და პირველად ისმენდა მის აღსარებას. წამითაც არ შეპარვია ეჭვი რომ უყვარდა , უბრალოდ ამ სიფრიფანა გოგოს თუ ამდენის გადატანა მოუწევდა ვერ წარმოედგინა. ყოველთვის იმით იმშვიდებდა თავს რომ უზრუნველად ცხოვრობდა და ქმრის ოჯახი არაფერს მოაკლებდა,ახლა კი მის თვალებშიც ამოიკითხა ფულის ზიზღი, უსიყვარულო ნივთების სიძულვილი ..
-მაპატიე -თქვა ბოლოს და მხრებზე შემოხვია ხელები ..თან მასთან ერთად ცრემლებს ვერ იკავებდა .
-მე ყველას ვაპატიე, ყველას გავუგე . ახლა ერთი რამ მაჯავრებს. ჩემი შვილი თუ გამიგებს ?-ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი
-ხო რეზი,- ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. -არა არ მინდა მოკითხვა, ტაქსით მოვალ . მალევე ჩაქვრა ეკრანი ..- მე უნდა წავიდე კარგად ..-ზურგი აქცია და სადარბაზოსკენ შებრუნდა.. ცდილობდა როგორმე აღელვებული სახე დაელაგებინა .კარი შეაღო და მისაღებში შევიდა ..
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის . მე უნდა წავიდე,ქმარმა დამირეკა და .. -უხერხული ღიმილი აიკრა სახეზე და სკამის საზურგეზე გადაკიდებულ ჩანთას დასწვდა ტარში .
-კარგად შვილო. -დაემშვიდობა თენგო და ლოყაზე აკოცა .
-კარგად თათიაააა-მაღალი ხმით გამოემშვილობა გიგა და ხელი დაუქნია.
-მე გაგაცილებ-წამოდგა ნატო და კარისკენ შებრუნებულს უკან გაყვა .
-ტაქსი უკვე გამოვიძახე , მალე მოვა -ჩაილაპარაკა ნაღვლიანი ხმით და ჩანთა გადაიკიდა.
-ბოდიში მინდა მოგიხადო.. არც კი ვიცი რა ვქთვა, არ ვიცოდი თუ გიგა და რატი... არ ვიცი როგორ გამოვისყიდო.
-კარგი მჯერა ჩემო ლამაზო, არ იდარდო . მე და რატი ერთმანეთს ვერსად გავექცევით, უბრალოდ ასე გვიწერია. ყველაზე ახლოს და ყველაზე შორს ....ძალიან მიჭირს. -ღრმად ამოისუნთქა და ცრემლების დასამალად გვერდით გაიხედა.
-სამაგიეროდ ახლა მარტო აღარ ხარ ..
-მეშინია.. რომ არ შემიყვარდეს?
-აუცილებლად შეგიყვარდება, შენი სისხლი და ხორცია, შენ შინგნით იზრდება და საოცრად სჭირდები. ისიც ხომ ცოდოა, თან ასეთი უსუსური .მთლიანად შემზეა დამოკიდებული.
-მეშინია რომ მის თვალებში რეზის დავინახავ. მეშინია რომ ბრაზს და ბოღმას ბავშვზე გადავიტან .. მეშინია რომ ყველაზე სასტიკი ადამიანი გავხდები.
-არაფერიც. არ გაბოროტდები და ნუ ჩერჩეტობ. ყველაზე თბილი დედიკო იქნები დამიჯერე.. აჰა ტაქსიც მოვიდა . წადი ახლა წაკუნკულდი. ახარე შენს ქმარს ახალი ამბავი.
-შენ ქალბატონო ხვალ უნივერსიტეტში გელოდები .. ნუ აუშვი ხელი სულ .. -ცოტა გამხიარულდა და ნატო დატუქსა.
-მოვალ.. აუცილებლად კუნკულ .. აბა კარგად -ტაქსის კარი მიუხურა , მანამ იდგა იქ, სანამ თვალს არ მიეფარა . მერე შებრუნდა და სწრაფად არბენილი საფეხურების შემდეგ სახლის კარი შეაღო. თენგო მაგიდის ალაგებით იყო დაკავებული .
-რას აკეთებს ბიძია ? მომე მე ავალაგებ ..გიგა სად არის ?
-წავიდა .
-ხოო ?
-ჰო. ხვალ საქმეები მაქვსო და წავიდა.
-კარგი. მიდი შენ დაისვენე აქაურობას მე მივხედავ.-ლამის ძალით გააგდო ოთახიდან ბიძა. თავად დაბალ ხმაზე აღიღინდა და იქაურობის მილაგებას აქტიურად შეუდგა .
***
-კიდევ ვერ გაიგე სად წავიდა ტო ? - დაღვრემილი სახით დაუხვდა ოთახში შემოსულ ანიტას იაგო და ისევ ფანჯრისკენ გაიხედა.
-ვიცი რომ იცის, უბრალოდ არ მეუბნება .ალბათ ნატომ დაუბარა არავის უთხრაო.- დასჯილივით დადგა შუა ოთახში და ხელები ჩამოუშვა.
-კარგი ბატონო.. ეგ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს ხომ იცი ?
-კი
-ხოდა მივაკითხოთ ხვალ . წამომყვები ?
-კი, წამოგყვები აბა რას ვიზამ.
-წადი აბა ახლა დაიძინე ..გვიანია,-მზრუნველად აკოცა იგომ დეიდაშვილს შუბლზე.
-ხო თორემ ჩამომეყვინთა ფეხზე-ერთი გემრიელად დაამთქნარა და ოთახიდან გავიდა . იაგო ისევ ფანჯარასთან იდგა, იმ კარებს აკვირდებოდა რომელიც ნატოს და მაგდას ოთახიდან ეზოში გამოდიოდა, თუმცა იცოდა მისი ნახვის შანსი აქ არ ქონდა, მაინც იდგა და უყურებდა.მერე როცა ნარჩენი საფერფლეში ჩაასრისა უკან გამობრუნდა და ტანსაცმლიანად წამოწვა საწოლზე.
-ხვალ ხომ მაინც გნახავ ჯიუტო, ამაყო ქალბატონო ... -შეუმჩნევლად გაიღიმა და თვალები დახუჭა .
***
-ნატოოო... -აიღო თუ არა ყურმილი ცივი ხმით ჩაკივლა ტელეფონში თათიამ და ერთიანად გამოაფხიზლა.
-რა იყო გოგო , გამისკდა გული -ნამძინარევი ხმით უპასუხა და ოდნავ დაისებული თვალები მოიფშვნიტა .
-გაგისკდა გული კი არა შენ კიდევ გძინავს ?
-უკვე აღარ მძინავს და სავარაუდოდ ვერც შევიბრუნებ ძილს.
-ძილს შეიბრუნებ კი არა აბრძანდი ქალბატონო, ლექციაზე გვაგვიანდება.
-უი .. რომელი საათია - საბანი გადაიძრო და ფეხზე წამოხტა.
-15 წუთში მზად დამხვდი იცოდე, ტაქსით გამოგივლი .
-კარგი .. -ტელეფონი იქვე საწოლზე მოისროლა და სწრაფი ნაბიჯებით გავარდა სააბაზანოში .ბევრი სარჩევი არაფერი ჰქონდა , უცებ გადაიცვა და ფეხსაცმელებიც ერთი ხელის მოსმით გამოსწია საწოლის ქვემოდან . ტელეფონის ეკრანი ისევ რომ განათდა პირდაპირ უპასუხა ჩამოვდივარო, ჩანთას და გასაღებს ხელი დაავლო , კარი საიმედოდ გადაკეტა ორჯერ და კიბეებზე სირბილით დაეშვა.
-ხომ არ დავაგვიანე?- იკითხა მაშინვე როცა ტაქსში ჩაჯდა და თათია გადაკოცნა.
-არა.. ყველაზე სწრაფი მეგობარი მყოლია, მე აბა ნახევარი საათი მარტო ტანსაცმლის არჩევას ვუნდები . -გაუღიმა და ჩანთა მუხლებზე შეისწორა.
-გუშინ რაო შენმა ქმარმა ? ხომ არ გეჩხუბა ?
-არა უბრალოდ შენი გაცნობა უნდა.
-ჩემი ? -გაკვირვებულმა თითით თავის თავზე მიანიშნა.
-ხო. ხომ იცი რა ეჭვიანია, არ მომწონს უთავო ბატივით რომ დაბჟუტურებო . თუ გინდა მასე ხშირად იარო გამაცანი ვინ არისო .-დარცხვენილმა თავი დახარა.
-მერე რა პრობლემაა.. გავეცნობი, შეჭმით ხომ არ შემჭამს ,თან შენც უფრო ხშირად იქნები ჩემთან . ბავშვზე უთხარი ?
-კი.
-მერე?
-რავიცი , გაუხარდა, მეხუტებოდა და მუცელზე მკოცნიდა.
-იქნებ შეიცვალოს, როცა მამა გახდება.
-მაგის იმედი ნაკლებად მაქვს , ეგ თავიდან მერე ჩვეულებრივად გააგრძელა.
-არ ინერვიულო ხომ?-ამასობაში ტაქსის მძღოლმა შეახსენათ თავი. თანხა გადაიხადეს და გადავიდნენ. ლექციებზე ერთად ისხდნენ აუდიტორიაში, რატის ადგილს გახედა, ცარიელი იყო.
-ჩემ გამო არ მოვიდა,- ჩაილაპარაკა დამნაშავესავით და სევდიანი თვალები შეანათა ნატოს.
-შენ არაფერ შუაში ხარ, ეგებ საქმე ჰქონდა?
-რატომ მამშვიდებ ტყუილა, ხომ იცი რომ ასეა.. იქნებ ჯობდა სულ არ დავბრუნებულიყავი აქ. იქნებ კი არა ჯობდა,მაგრამ რეზიმ აიჩემა.. ყველას ჩემი ტანჯვა სიამოვნებს .მეც მტკივა რომ მას ვტკენ. ვხვდები რა ძნელიცაა ჩემთან ერთად ერთი ჰაერით სუნთქვა , ერთ ოთახში ჯდომა, მიუხედავად იმისა რომ ბოლოში ზის, ჩემგან საკმაოდ შორს. იცი, მეც იმავეს ვგრძნობ და მაგიტომ მესმის . ამაზე დიდი ჯოჯოხეთი თუ არსებობს სადმე არ ვიცი... და თუ არსებობს იმის ცეცხლიც არ იქნება ასეთი მტკივნეული.
-კარგი რა , არ ინერვიულო ახლა არ გადამრიო. შენს თავზე თუ არა პატარაზე იფიქრე .
***
ლექციები დამთავრდა თუ არა გარეთ გამოვიდნენ, კაფეში წასვლა მოიფიქრეს .იცინოდნენ უკნიდან ხმა რომ წამოეწიათ .
-გოგონებოო დამელოდეთ .- გულამოვარდნილი მორბოდა გიგა და თან ხელებს იქნევდა.
-გიგა, როგორ ხარ ?
-კარგად. თქვენ როგორ ხართ ლამაზებო ?
-ნუ ახლა ლამაზების რა მოგახსენოთ და ჩვენ კარგად .-გადაიკისკისა ნატომ .
-ოჰოჰოჰ ნუ დაიწყეთ ახლა. რადგან მე გითხარით ესე იგი ლამაზები ხართ. ასე ყველასთან კი არ ვაფრქვევ კომპლიმენტებს მე .
-შეხედე ამას რა დღეშია ნატო ?
-ვუყურებ, ვუყურებ ..
-საით ?
-რავი კაფეში მივდივართ, მომავალი დედიკო უკვე ჭირვეულობს და ნამცხვარი გვინდაო.
-ოჰო.. რა ყოჩაღი ბიჭი გყოლია . დაიწყო აქედანვე ?
-შენ რა იცი რომ ბიჭია .. -გაეკრიჭა თათია და წინ დოინჯშემოყრილი დაუდგა.
-არ ვიცოდი,მაგრამ აჰა. ალბათ ენამ მიყივლა .
-ხოო ?
-ხო და წავედით თორემ დაძველდა ნამცხვარი. მე გეპატიჟებით.-ორივეს ზურგიდან უბიძგა რა რამდენიმე ნაბიჯი ჩქარა გადაადგმევინა.
-ეს ნახე რა გულუხვი ბიჭია, აქამდე სად იყავი ნეტა ვიცოდე.. კაფეში ერთხელ არ დაგიპატიჟებივარ რაც თავი მახსოვს.-ეჭვისთვალით გახედა თათიამ და გაიცინა.
-თათია გენაცვალე ახლა სხვა დროა. ორ ანგელოზს მარტო ხომ არ გაგიშვებთ ?
-აჰაა ესე იგი მაშინ მახინჯი ვიყავი და ჩემი მარტო გაშვების არ გეშინოდა ხომ ?
-გოგოო.. მაშინ რატი გყავდა გვერდით, მე რად გინდოდი , ვინ რას გეტყოდა..-დაუფიქრებლად წამოაყრანტალა და შეატყო თათიას სახე როგორ შეეცვალა.
-კარგადაა? დღეს არ იყო.-ჩუმად ჩაილაპარაკა და ცრემლიანი მზერა გაუსწორა გიგას..
-კი კარგადაა, ჰე წავედით -ისევ სცადა სიტუაციის განმუხტვა და ორივეს ზურგიდან გასასვლელისკენ უბიძგა.. მაგრამ ნატოსაც მალე შეეცვალა სახე,უნივერსიტეტის წინ შავი მანქანა იდგა რომლის ფანჯრიდანაც ნაცნობი თვალები იყურებოდნენ .. იგრძნო როგორ გამოეცალა კიდურებში ძალა და ერთიანად ააკანკალა. მის ყველა მოძაობას აკვირდებოდა, ნელა გადმოვიდა მანქანიდან და მათკენ დაიძრა ." რა უნდა , აქ რატომ მოვიდა, რა დავუშავე. წავიდეს დამანებოს თავი. ნეტა მეჩვენებოდეს, ნეტა მოლანდება იყოს'. თავისთვის გულში ფიქრობდა და ხელზე ფრჩხილებს იჭერდა ეგებ გამოვფხიზლდეო, თუმცა ნანახი რომ რეალობა იყო მაშინვე დარწმუნდა, როცა წინ აესვეტა და დამჯდარი ხმით მიესალმა.
-გამარჯობა ნატო.
-გაგიმარჯოს .-ისეც ცივი ჩანდა ქალის პასუხი, ოღონდ ჩანდა. რაც ბიძამისთან გდავიდა დღე არ გასულა მასზე არ ეფიქროს. თავს აიძულებდა დაეჯერებინა რომ არ უყვარს და თითქოს დარწმუნდა კიდეც ამაში, ოღონდ ეს მანამ, სანამ ისევ პირისპირ მოუწევდა შეხვედრა ყორნისფერ თვალებთან.
-შეიძლება ერთი წუთით ? უნდა ვილაპარაკოთ.
-სალაპარაკო არაფერია .
-არის.-მკაცრად წარმოთქვა ეს სიტყვა და თვალი გაუსწორა.
-უკაცრავად ვერ გაიგეთ გოგონამ რა გითხრათ ? -საუბარში ჩაერია გიგა.
-დიდი ბოდიში მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით -ირონიულად თვალებმოჭუტულმა გახედა და პასუხს დაელოდა.
-ნატოს მეგობარი ვარ და ახლა კაფეში მივდიოდით.
-რა სამწუხაროა. ვიზიტის გადადება მოგიწევთ .
-ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.
-ჩემო კარგო მისმინე, ახლა სანამ წყნარად ვარ თავი შეიკავე თორემ საერთოდ ვეღარაფერს ვ დაინახავ, მე მგონი ნატოს ველაპარაკები და თუ შეგიძლია არ ჩაერიო .
-და რომ ჩავერიო?
-ერთი გაამგებინა ეს რა ჯიშისაა ტო.. ვერ გაიგე ?
-დავუშვათ ვერა მერე?
-ახლა კარგად გაიგებ . -სახეში მუშტი უთავაზა, ნატოს მაჯაში ხელი ჩაავლო და სწრაფი ნაბიჯებით გააცილა იქაურობას.. ერთი მოხედა თათიას და გიგას.. გოგონა წამოდგომაში მიეხმარა და ტუჩიდან წამოსულ სისხლს წმენდდა.უნდოდა დასხლტომოდა იაგოს ,მაგრამ არაფერი გამოუვიდა .ცოტა მოშორებით ერთმანეთის პირისპირ იდგნენ , ელოდა ნატო როდის იტყოდა რამეს,მაგრამ ჯიუტად დუმდა.
-არაფერს მეტყვი ? არაფერს მისაყვედურებ ?არ მომთხოვ ჩემი საქციელის ახსნას?
-არა, საყვედურით შემიძლია მხოლოდ ჩემ თავს ვუსაყვედურო ,თან არა მხოლოდ ერთი დაუფიქრებლობის გამო, სხვა ბევრიც დამიგროვდა ამ ბოლო დროს განსასჯელი . ახლა კი თუ ნებას მომცემ დაგტოვებ .
-არსად არ წახვალ -ისევ მაჯაში ხელის ჩავლებით შეაჩერა და მისკენ მოაბრუნა.
-რას აკეთებ სულ გაგიჟდი ?
-ხო გავგიჟდი, ყველგან ამ ტიპთან ერთად როგორ უნდა გხედავდე .
- და მერე რაა ამაში გასაგიჟებელი, ადამიანები მეგობრებთან ერთად რომ ვატარებთ დროის უმეტეს ნაწილს.
-გოგო მაშტერებ თუ თავს იშტერებ ჰა ? მეგობარია ახლა ეს ბიჭი ?
-ყველას შენნაირი ფიქრები და სურვილები კი არ აწუხებს ჩემო კარგო .. -ირონიულად გაუღიმა და ჯიქურ გაუსწორა მზერა.
-ო რა დიდი სიამოვნებით ამოგაცლიდი მაგ მწარე ენას.
-რას ვიზამთ , სიმართლე მწარეა.
-ჩემი სიმართლე უფრო ტკბილია.
-ჰო? რაღაც მე სიტკბოების ვერაფერი შევატყვე.
- ახლა გაგაგებინებ მაშინ- მისკენ მიიზიდა და მთელი ძალით დააცხრა ტუჩებზე. -ახლა შეატყვე ?
-რა გინდა ჩემგან გამაგებინე,-მაშნვე მოიცილა როგორც კი შეძლო, დასარტყმელად წამოწეული ხელი სწრაფად დაუჭირა კაცმა და გულზე მიიხუტა,-რა დაგიშავე, თუ მიდიხარ წადი.
-შენ მინდა მე . მიყვარხარ.. იცი ამდენი ხანი რომ გეძებდი ? მაგდამ არ მითხრა შენი მისამართი მერე გადავწყვიტე აქ მოვსულიყავი .
-მერე?
-შენს გარეშე მართლა არ შემიძლია .
-მატყუებ .
- რა უნდა გავაკეთო ადამიანო რომ დამიჯერო ა?
-არ ვიცი. უკვე არაფერი ვიცი .
-მე ვიცი რომ მჭირდები .. ყველაზე მეტად მჭირდები . უბრალოდ არ შემიძლია შენს გარეშე. ყველაზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.. აქედან ისე ვერ წავალ , შენს გარეშე აზრი არ აქვს გესმის ?-თმა ფრთხილად გადაუწია ყურზე და თვალებში ჩახედა.
-სადმე მიდიხარ ? -იკითხა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი
-ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი ჩამეხუტე რა გთხოვ კარგი ? - მხრებზე შემოხვია ხელები და მთელი ძალით მიიხუტა გულზე, თან თმას უკოცნიდა.
-მიყვარხარ გესმის ? არც მე ვიცი საიდან როდის, როგორ. უბრალოდ მიყვარხარ და არასოდეს დაგავიწყდეს. რას არ მივცემდი ახლა ეს წუთი რომ სამუდამოდ გაგრძელდეს.. აი ასე დაუსრულებლად. მე და შენ, შენ და მე .. ვიცი ყველაზე უნამუსო ადამიანი ვარ .. თავიდან ვიფიქრე თავს დავანებებ და მეტს აღარ დავტანჯავთქო,მაგრამ იმდენად ეგოისტივარ ვერც უშენობისთვის გავიმეტე თავი და ვერც შენ გაგიმეტე სხვისთვის. გთხოვ შენც მითხარი რომ გიყვარვარ, თუნდაც ჩუმად, ჩურჩულით, ოღონდაც გამაგონე.-ნატო ჩუმად იყო და არ ინძრეოდა,-მაგრძნობინე მაინც, ზედ ყურთან ჩასჩურჩულა და იგძნო როგორ დაარხია ქალმა მის მკერზე აწებებული თავი. თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდანო, ღრმად ამოიოხრა და თავზე ცრემლიანი ტუჩებით აკოცა.



№1  offline წევრი Tako Tsiklauri

აიიი ძალიან მაგარიაა .... მალე დადე ახალი თავიი... ძალიანნ კარგიაა

 


№2  offline წევრი Mannoo

Tako Tsiklauri
აიიი ძალიან მაგარიაა .... მალე დადე ახალი თავიი... ძალიანნ კარგიაა

მადლობა love winked ვეცდები მალე დავდო winked

 


№3  offline წევრი m a r i a m m

Umagresi xar!! Bravo!!!!cremlebi wamomcvivda )))) umagresi aghweraaa,dzaaliaaan sasiamovnoo :*:*:*:*:*

 


№4  offline წევრი Mannoo

m a r i a m m
Umagresi xar!! Bravo!!!!cremlebi wamomcvivda )))) umagresi aghweraaa,dzaaliaaan sasiamovnoo :*:*:*:*:*

მადლობა ასეთი სითბოსთვის winked love

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ცაკვარელი გოგოა და რა ქნას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent