უბრალოდ ერთი ისტორია (1)
თვითმფრინავიდან გულაჩქარებული ჩამოვედი, სწრაფად გავიარე შემოწმება და გარეთ ნაცნობი სახეების დანახვის მოლოდინით აღელვებული აეროპორტში აღელვებული გავედი. და მაშინვე მომხვდა თვალში ჩემი ერთ ჯგუფად შეკრებილი სამეგობრო, რომლებიც სტვენით და ჩემი სახელის ძახილით მთელი აეროპორტის ყურადღებას იქცევდნენ.თვალებზე ცრემლი მომადგა, სამი წლის განმავლობაში საშინლად მომნატრებოდა ყველა. მთელი ძალით გავიქეცი და ახლოს მისული ვის ვკოცნიდი, ვეხვეოდი, ვუღიმოდი, ველაპარაკებოდი თვითონაც ვეღარ მივხვდი. თვალებით უცებ გამოვარჩიე ნატა და მთელი ძალით გადავეხვიე -ვაიმეეეე როგორ მომენატრეე-ჩავყვიროდი ყურში. -ჩემი სიცოცხლეე-მეხვეოდა ჩემი ბავშვობის მეგობარიც. -აუ ლან შენ კიდე გალამაზდი? -ვაიმეე ჩემი გოგოო -რაშვები როგორ იმგზავრე -ხოყველაფერი კარგად გაქვს -დღეს ძააან მაგარ რაღაცას გიწყობთ და ესეთი ფრაზები ჩამესმოდა. როცა როგორც იქნა ყველა დავწყნარდით, და ნორმალურად შევათვალიერე ყველა: სულ მშვიდი და დასტოინი ბექა, გიჟი და ცანცარა ზუკა, ანი, ჩემი ნატა, თემო, ლიკა, ანდრია, საბა... მოიცადე, აქ საბას რა უნდა? როგორც მახსოვს ჩვენებიდან ვერავინ იტანდა. უკმაყოფილოდ შევხედე. ეს ტიპი თვალში არც მე მომდიოდა. -ლიკუნაა, მუცელი რასაყვარლად გეტყობა-გამეცინა და ორსულ ლიკას მოვეფერე. ბოლოს როგორც იქნა ყველამ ერთმანეთი მოვიკითხეთ -საღამოს ჩემთან ავდივართ ყველა, რაღაცეებს გავაკეთებთ ბიჭები და მოემზადეთ-გადმოგვილაპარაკა ზუკამ გოგონებს-გავიხსენოთ ძველი დრო -აუ როგორ მომენატრე ზუკა..ვერწარმოიდგენ-მივედი და ჩემ ძველ მეგობარს კიდევ ერთხელ გადავეხვიე. -ჩემი გოჭი ხარ შენ ხოარ დაგავიწყდა?-ეშმაკურად გამომხედა -რა გოჭი ნახე როგორ დავიკელი-გადავიხარხარე და დავტრიალდი. -აუ მართლა,ნახე რამდენი ხანია დიეტაზე ვარ-ამოისლუკუნა ანიმ.-შენ როგორ მოახერხე -მოგიყვები მერე-თვალი ჩავუკარი მას-კაი ბავშვებო ერთი სიტყვით, ეხლა სახლში მივალ, ჩემებს ვნახავ, მოვწესრიგდები და საღამოს ზუკასთან ამოვალ, რომელზე ზუსტად? -მე გამოგივლით შენ და ნატას 7-ზე და წაგიყვანთ-გამიღიმა ბექამ. ჩვენ სამი ახლოს ვცხოვრობდით. -კაი და აქედანაც შენ წაგყვები რა-ვთხოვე ბექას, რომელმაც მკლავი გადამხვია და გამიღიმა -კაი ლან-ისევ უჩანდა ღიმილისას ლოყებზე ფოსოები, ერთ დროს ისე ძალიან რომ მიყვარდა.. -ნატა შენც წამოხვალ თუ?-ვკითხე -კი კი მოვდივარ-როგორც იქნა ავტოსადგომზე გავედით, მანქანებში დავნაწილდით. წინ დავჯექი, ბექას გვერდით. უკან ნატა შემოვიდა. -კაი ლანა რახდება ახალი კიდე?-თქვა ბექამ და მანქანა დაქოქა -აუ რავიცი, საერთოდ შემზიზღდა პარიზი-მწარედ ჩავილაპარაკე-აქ ყოფნა მომენატრა, თქვენთან ერთად. -ჩვენც მოგვენატრე-ჩუმად თქვა ბექამ-მეც.. ფანჯარაში გავიხედე. უცბად გამიელვა იმ დრომ, მე და ბექა რომ ერთად ვიყავით. ნახევარი წელი-ვფიქრობდი მართლა მიყვარდა. მერე წავედი.. წავედი და ყველა და ყველაფერი უკან მოვიტოვე. შევძელით და მეგობრებად გავაგრძელეთ ურთიერთობა. არვიცი, თუ გაქრა გრძნობები. ვფიქრობ უკვალოდ არაფერი მიდის. 3 წელი გავიდა. შეიძლება რამე ახალი მოხდეს? შესაძლებელია კიდევ ვატკინო? ეს არმინდა. სიყვარული უზენაესი სიამოვნება და ტანჯვაა ერთდროულად. ვფიქრობ, ტანჯვის გარდა არაფერი არ გვიწერია. ასე რომ, არ დავუშვებ, ჩემ გამო ეტკინოს. სახლთან ჩუმად მივედით. ბევრი გვქონდა სათქმელი, უამრავი, თუმცა ალბათ არ ვიცოდით საიდან დაგვეწყო. რთულია, ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდე, და ყველაფერი ისევ ძველებური იყოს. -ჩავალ ეხლა-ჩუმად ვთქვი -ნატაც მოგყვება? -მიდი რა წამოდი-ვთხოვე მას კიდევ ერთხელ. მართლა მინდოდა მასთან პირისპირ რამდენიმე საკითხზე დალაპარაკება. ნატამ მორჩილად გააღო კარი და გადმოვიდა. ვიდექი ნაცნობ ქუჩაზე, ვიდექი და რაღაც უცნაური გრძნობით ვივსებოდი. თითქოს ეს წლები არ გასულიყო. თითქოს ისევ ნატასთან ერთად დავრბოდე აქ, დაჟეჟილი მუხლებით. თითქოს, ისევ ვუსმენდე ბექას, რომელიც ნერვიულობისგან ალუღლუღებული პირველი სიყვარულის ახსნას ცდილობს. თითქოს, ჩვენ სასტავთან ერთად, ისევ დილის 5-ზე მოვდიოდე სიმღერ სიმღერით, ოდნავ ნასვამი, სასიამოვნოდ გაბრუებული, ღამის სიჩუმეში ჩაფლული. ყველა განშორება, ტკივილი, სევდა, ცრემლი ერთად შემომაწვა. მინდოდა ამ ადგილას გავმსკდარიყავი და მიმოვფანტულიყავი. თითოეულ მოგონებას, თითოეულ ადგილს და ადამიანს მოვფრთხილებოდი და გულში ჩამეკრა. მე უბრალოდ ავივსე და ილუზიაში გადავეშვი. რომ არა, ნატას ხელის კვრა, ალბათ კიდევ დიდი ხანი ვიდგებოდი ესე, თავს მივცემდი მოგონებების ზღვას. უცბადვე გამოვერკვიე. ჩემი სახლის სადარბაზოს სირბილით ავუყევი, და მეოთხე სართულის სახლის ურდული ჩამოვწიე -დედა, მამა!!-მთელი ხმით ვიყვირე და სამზარეულოსკენ გავიქეცი. ხან ერთს ვეხვეოდი აცრემლებული, ხან მეორეს. მოვიკითხეთ, ვიტირეთ, ვიცინეთ, გული მოვიოხეთ. მერე ჩემ ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი. ნატა თავთან დამიჯდა. -ნატ, ბექას იმის მერე.. ხომიცი... ვინმე ყავდა? -არა ლანა, საერთოდ არავინ. -მეშინია ნატა..არმინდა იგივე განმეორდეს -თუ სიყვარული არსებობს, ბექას უყვარხარ. შეიძლება ახლა ვერც თვითონ ხვდება, მაგრამ... მე ხომ ვიცი.. -ნეტა დღეს რაიქნება. დავუბრუნდებით ძველ დროს? -ვიმედოვნებ, მაგრამ ხომ იცი, დრო ყველაფერს ცვლის. ხშირად ჩვენც, ადამიანებს, დამოკიდებულებებს. ვერ მოგატყუებ, რომ ძველი განუყრელი სასტავი ვიქნებით კიდევ, მთელი თბილისი რომ ჩვენზე ლაპარაკობდა. -ვიცი ნატა. -შენ რომ წადი... ნელნელა, შეუმჩნევლად, თითქოს გავუცხოვდით. თემო, ზუკა და ბექა ცალკე იყვნენ, მე და ანი ცალკე, ლიკუნაც სხვაგან.. თითქოს ერთი მთლიანობა დაირღვა. -საბას რა უნდა? -ანდრიას დაეხმარა. ხოიცი კინაღამ ჩასვეს, და მამამისმა რაღაც გაუჩალიჩა და.. მერე ეგ და საბა დადიოდნენ ერთად და ეხლა თუ შევიკრიბებით ათასში ერთხელ ეგეც მოყვება ხოლმე ანდრიას -რა რთული ყოფილა დაბრუნება.. -ძალიან.. მაგრამ გადავიტანთ. ამ ერთი საღამოთი დავაბრუნოთ ჩვენი ხმაურიანი სამეგობრო. ნუ ვეცადოთ მაინც-სევდიანად გამიღიმა ნატამ. თუმცა ორივეს თვალები უიმედოდ იყო ჩამქვრალი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.