ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი X)
*** ყველაფერი მშვიდად,მაგრამ ნელა მიდიოდა... არაფერი ახალი,საინტერესოზე კი ზედმეტია საუბარი.. უბრალოდ სულ რაღაც ერთ კვირაში მამის კომპანიაში უნდა მივიდეს,არა,სახლიდანაც კარგად მართავს,მაგრამ რადგან მამუკამ თქვა ესე იგი ასეა საჭირო... მანამ წაიშოპინგებს და ასე შემდეგ.. ბარი.. კლუბი.. სამეგობრო წრე.. ჯერ-ჯერობით ამით შეუძლია შემოიფარგლოს,მალე ბათ დამიანეც ჩამოვა და გაკიცხვას დაიწყებს,თუ როგორ არ დაელოდა და როგორ გამოეპარა მარტო... არადა თქვენც ხართ მოწმე,იქ გაჩერება წამითაც არ შეეძლო, რა ქნას თუ შეუყვარდა..დიახ,შეუყვარდა,მართალია,როგორც ტასომ თქვა ისე შეუყვარდა... ჯერ კიდევ იმ ღამით შეუყვარდა,როდესაც ხელი არ დააკარა და მისი პერანგი ჩააცვა.. ჯერ კიდევ მაშინ იწამა პირველი,ნამდვილი სიყვარული და აქამდე განცდილ მიჩვევას გადაუსვა ხაზი,მაგრამ ქვეცნობიერში,მიუწვდომელ სკივრში კარგად გადამალა... როგორკ დაუნდობელია ზოგჯერ ცხოვრება,როცა გვაქვს შანსი მაშინ რაღაც ცხოვრებისეული გვიბიძგებს მის საპირისპიროდ და შანსი - შანსადვე რჩება,ხოლო შემდეგ ვნანობთ.. გამოუყენებელ შანსებს, წუთებს.. საათებს ვდარდობთ.. ბედი იყო თუ სასჯელი?!... ჯერ კიდევ არავინ იცის რა იქნება წინ,ამიტომ არ ღირს... -ანკა,გავიდეთ ამაღამ? -კი ბიჭბსაც დავურეკოთ ბარემ -ჩვენ რომ გავიდეთ? -გაუტყდებათ-გაიწელა,როგორც სჩვევია ისე.. -ქალებში რო მიდიან მივყავართ?-აკისკისდა ზვიადაური,თან ანკას კისკისიც დაემატა -ანუ რა გამოდის,ჩვენ კაცებში მივდივართ?-ხარხარებდა ანკა -ნუუ,ეგრე გამოდის,მაგრამ თან არ გამოდის-სიცილს არ წყვეტდა არც ზვიადაური -კარგი,კარგი,ოღონდ იმათ შენ მიხედავ მერე,არ მაქვს მაგათი თავი-მიხვდა როგორ აიქნია ხელი ანკამ ტელეფონის მიღმა-ჩვეეენ ტოოო?-გაიწელა ბიჭბის ხმით ანკა-ჩვენ როგორ მოგვტეხე პონტიდან,ღადაობთ? არა რა,ვერ გაპატიებთ,პროსტა ჩვეენ,ძმები ტოო..-ვეღარ გაქაჩა და ფხუკუნი აუტყდა,რა თქმა უნდა,ზვიადაურიც აყვა -კარგი,ახლა გაემზადე,თორე ვიცი მე შენი ხუთ წუთში მზად ვარ... -გაკოცდ-კოცნები დააყარა ანკამ... ერთ საათში ორივე მზად იყო,საათი უკვე რვას უჩვენებდა,ცხრამდე რამეს იზამენ. -არაუშავს,მალე გავა დრო,მანამ სადმე გავიდეთ მაინც მანქანით ვართ-წამოაყენა იდეა ლიზამ -მშვენიერი იდეააა...-წამით ჩაფიქრდა ანკა,მერე თითქოს გონება გაუნათდაო და ტაში შემოკრა-რბოლაზე რას იტყვი? -არარსებობს,შენ,ანკა ჩხეიძე მეუბნები მე ამას?არ მჯერა შოკში ვარ!!!! -კარგი რაა,მიდი ერთი დღე,კლუბის ნაცვლად,რბოლაზე მივიღოთ მონაწილეობა,თან შესაფერისად გვაცვია...-მართლაც რომ შესაფერისად ეცვათ,შავი შარვლები,ბოტები,შავი მაიკა და ტყავის ქურთუკიც უკან ედოთ,ყოველი შემთხვევისთვის.. -კარგი,მაგრამ მოტო?-კითხვისნიშნიანი თვალები შეანათა ზვიადაურმა,ანკამ ქერა თმები გაიშალა,აიჩეჩა,მაიკა ოდნავ ჩამოსწია და წარბები აათამაშა -დავიჯერო არავინ დაგვისვამს? -გნებდები,ჰო,მივდივართ,აკრძალულ ზონაში.. ერთ საათში უკვე დანიშნულ ადგილას იყვნენ,მიყრუებული უბანი,ხალხმრავლობა,მბჟუტავი სინათლე,ყოველ ერთ მეტრში,უამრავი მოტო და უამრავი სიმპატიური მამაკაცი,აი,ანკას ოცნებაც ახდა,არადა ისეთი მშიშარაა რამ მოაკრეფინა გამბედაობა არ იცის.. -ჩამოხვალ?-ხალისიანად დაიჭექა ანკას ხმამ -ხო,ქურთუკს ავიღებ-ქურთუკს დასწვდა,გადმოიცვა, თმები გაიშალა,მკრთალი მაკიაჟიც მოიცილა და ხალხის ბრბოსაკენ გაემართნენ.. -აგენტები მოსულააან-ვიღაცამ წამოიძახაირონიით,ორი მათგანი გოგონებისკენ გამოექანნენ ხელები გადაუგრიხეს და იარაღი მიაბჯინეს,თან უკნიდან აეკრვნენ,ბრბო მიმოიშალა და წრედ შეიკრა,შუაში კი ანკა და ლიზა იდგა,ორ ბიჭთან ერთად..ანკამ წრიალი და კვნესა დაიწყო,ლიზა კი არ ინძრეოდა გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა,მაგრმა წამითაც არ განძრეულა და წარბიც მითუმეტეს არ შეუხრია,რატომღაც თავს დაცულად გრძნობდა,დარწმუნებული იყო რომ უცნობი არაფერს დაუშავებდა, -ვინ ხართ და რატომ მოხვედით-დაიწყო ანკას უკან მდგარმა მამაკაცმა-ხმა თითქოსდა ეცნო ლიზას,მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან,თავი გააქნია და მის უკან მდგომმა იარაღი მოღეღილი მკერდისკენ ჩასწია და ლიზას თავმა წითელი აუნთო,რამდენს აბედინებს ამ მუტრუკს. იდაყვი მუცელში ჩაარტყა მერე მუხლი აკრძალულ ზონაში,მკლავი კისერში წაუჭირა,ასფალტზე მოაქცია და თვითონ ზევიდან მოექცა,იარაღი ასფალტზე გაასრიალა და კუპრივით შავ თვალებს თავისივე შავი თვალებით შეანათა,ცუდი განათების გამო კარგად ვერ ხედავდა სახეს,მაგრამ თვალები ანათებდნენ,არავინ განძრეულა მამაკაცის დასახმარებლად,ყველა შოკირებული იყო ალბათ,ანკასაც ნელ-ნელა ხელს უშვებდა მამაკაცი. -ჩვენ არც აგენტები ვართ და მითუმეტესს არც პოლიციელები,არც გამომძიებლები და არც პროკურორები,ჩვენც გვინდა აკრძალულ ხილს გავუგოთ გემო,ამიტომ თუ,თანახმა ხართ, შეგიძლიათ მოტოციკლზე დაგვისვათ და ჩვენ თქვენთან ერთად ჩავიდენთ სანაშაულს-მერე ნელა წამოდგა და ხელები გაიწმინდა,თვალი კოავლო ყველას,ანკა ვისაც ჰყავდა დაჭერილი შეუღრინა და ხელი სწრაფადვე გააშვებინა,მერე შავთვალებას გადახედა-აბა რას იტყვით?-ხალხი ოვაციებით შეხვდა ლიზას -კარგი,დაწყნარდით სწრაფად დააშოშმინა ხალხი შავთვალებამ,ლიზას ტანში გაცრა ხმის გაგონებისას და ერთადგიკზე გაიყინა,მერე თავისი ფიქრები უკუაგდო,იმდენად მენატრება რომ უკვე მელანდებაო და თავი გააქნია არაფრისმომცემი ფიწრების გასაქრობათ-რა გაეწყობა,რადგან ასე ძალიან გინდათ რბოლაში მონაწილეობის მიღება და ადრენალინის მოზღვავებული დოზის შეგრძნება,მე თანახმა ვარ,ოღონდ ზედმეტსახელი უნდა აირჩიოთ.მე ზვიკი ვარ!-ლიზამ სიცილი ვერ შეიკავა,შავთვალებამ დაუღრინა -ზვიკი რა,ზვიადი გქვია?უფრო სხვანაირი ზედმეტსახელი ვერ მოიფიქრე? თუ გონება არ გაგწვდა?-კისკისს აგრძელებდა ზვიადაური და ყველას იყოლებდა,ამაზე ნერვები ეშლებოდა შავთვალებას,როგორც გავიგეთ ზვიკს -შენი ტვინი მაგდენს ვერ გაწვდება,მე რატომ მქვია ეს ზედმეტსახელი,ამიტომ სულ ტყუილად არ დაიღალო ის პატარა ნაგლეჯი რაც გაქვს და შენს ზედმეტ სახელზე იფიქრე-ლიზა დაფიარდა,მაგრამ სიმბოლურად მაინც ერეკლესთან დაკავშირებული სახელი აირჩია -ეკე!-წამოიძახა ხმამაღლა და თავდაჯერებით!ახლა მამაკაცმ ჩაიღიმა ირონიულად -ერეკლე?!-თქვა და კიდევ უფრო გაიღიმა, ასე ყურებამდე გაკრეჭილი უმზერდა გოგონას -ვიცით რომ თეთრი კბილები გაქვს,ქოლგეითს ვერასდროს გაუკეთებ რეკლამას,ამიტომ მოემზადე,და რომელიმე მოტო გამიმზადე მეც -შენ ჩემს უკან ჯდები,აი,შენმა დაქალმა კი რატომღაც ვერ მოიფიქრა სახელი -დუდა!-წამოიძახა აღტაცებულმა და ოვაციებიც დაიმსახურა,ანკა კი მის უკან მდგომი მამაკაცის მოტოზე მოათავსეს... სანამ "გახსნითი ცერემონიალი" დაიწყებოდა და თავიანთ ჩაფხუტებს დაიფარებდნენ მანამ გასაუბრება მოასწრეს -არ გეშინია,პატარა გოგო?!-ისევ ნაცნობი ბარიტონი,აშკარად ჭკუიდან გადადის -ეკე,ეკე მქვია!-შეუღრინა და მითითების შესრულების ნიშნად ჩაფხუტი დაიფარა და მამაკაცს ხელები წელზე მოხვია,იგრძნო,მთელი სხეულით როგორ გაიღიმა და მოუნდა ეცემა,არა,ახლა არ გამოვა თორემ ჩამოაგდებს და დარჩება მარტო,როგორცკი მოტოციკლეტმა დაიწყო სვლა ნელ-ნელა გულმაც უმატა ფეთქვაც,წუთში ათასჯერ ფეთქავდა,ესეც შენი ადრენალინი,როგორც ჩანს მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს,თორემ ასე ცუდად არ უნდა გამხდარიყო წესით,ოღონდ ახლა არ მოჰყვეს უკუშედეგი და მეტი არაფერი უნდა. "ოღონდ ახლა არა..."-იმეორებდა გულში და მამაკაცს უფრო მძლავრად უჭერდა ხრლებს,მიხვდა მამაკაცი რაღაც რომ რიგზე ვერ იყო და იგრძნო ნელ-ნელა როგორ დუნდებოდა მასზე მოჭერილი ხელები,სწრაფად დაამუხრუჭა და შებრუნდა უკვე მოდუნებული სხეულისკენ,დაინახა როგორ ხუჭავდა თვალებს,ხელი შეაშველა და მის მკლავებში უგონოდ ჩაესვენა გოგონა... ------- დღეს ვფიქრობ არ დამიგვიანია,ახლაც ისე სწრაფად ავკრიფე ეს თავი რო მეტი არ შეიძლება,მასწავკებელთან მივიჩქარი,ჩემთვის უკვე დაიწყო წამება... მადლობა რომ კითხულობთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.