შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 6)


7-09-2015, 20:04
ნანახია 3 271

ოცდაათი წლის წინ გელოვანების ოჯახში ბავშვის ტირილის ხმა,რომ გაისმა მთელმა სამეზობლომ მეხუთე სართულზე მოიყარა თავი.დიმიტრი გელოვანმა,ოჯახის უფროსმა კაცმა,ახლობლებს და მეზობლებს თავი მოუყარა და მისი შვილის დაბადება რესტორანში აღნიშნა.მირზა წყნარი ბავშვი იყო.ხასიათებით არავის ჰგავდა.მარტო ყოფნა და თამაში ერჩივნა,ხალხმრავალ ადგილზე ყოფნას.ბაღში მეგობრების ნაკლებობას განიცდიდა,მაგრამ უმცროსი გელოვანისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა.ყველაფერი თავისი უყვარდა.რაღაცას,რომ ამოიჩემებდა თან გადაყვებოდა და მაინც თავისას გაიტანდა.საკუთარი სათამაშოები ყველაფერს ერჩივნა და სძულდა ის ფაქტი,რომ შეიძლებოდა,რომელიმე მისი ბაღელი მის ნივთს შეხებოდა.ცოტა,რომ წამოიზარდა და სკოლაში დაიწყო სიარული,მამამ ფეხბურთზე შეიყვანა.ბატონი დიმიტრი ეუბნებოდა „თუ გინდა კაცი გახდე და მომავალში ყველა გიცნობდეს,იცოდე,რომ ფეხბურთი ამის საუკეთესო საშუალებააო“.არა და არა. მირზას ინტერესებში ფეხბურთი არ შედიოდა.მას უნდოდა,რომ საზოგადოებას ის სხვა კუთხით გაეცნო.თხუთმეტი წლის,რომ გახდა დედამისმა საჩუქრად პატარა ანუშკი მიუყვანა.თავიდან უფროს გელოვანს ეჭვიანობის გრძნობა დაეუფლა,მერე და მერე ანუშკის ტირილს მიეჩვია და ბავშვის აღზრდაში წვლილი თავადაც შეიტანა.ოცდაორი წლის ასაკში უცხოთში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად და ორ წელში ისეთი შეცვლილი მირზა ჩამოვიდა,ოჯახის წევრებმაც ძლივს,რომ იცნეს.ისედაც სერიოზულს და მიმიკა გამკაცრებულს,სახის ნაკვთები კიდევ უფრო გაუმკაცრდა.მამამისმა სამუშაოდ თავის კომპანიაში მოაწყო.ისე შეეგუა იქაურობას დღე და ღამ იქ ატარებდა.ბატონმა დიმიტრიმ შვილის დამოკიდებულება,რომ შენიშნა უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაიყვანა.სამი წლის შემდეგ უფროს გელოვანს გულის შეტევა დაემართა და კომპანიის საქმეებიც მირზაზე გადავიდა.ისე,რომ ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ,მოულოდნელად მირზამ ცოლი მოიყვანა.ნელი მაღალი ტანწერწეტა გოგო იყო.ქალბატონმა მაკრინემ რძალს ვერაფერი,რომ ვერ დაუწუნა თავის ოჯახში ისე მიიღო,თითქოს არაფერი.მხოლოდ დიმიტრი ვერ შეეგუა შვილის ასეთ საქციელს.არც რძალი დაეხატა გულზე დიდად და ვერც მის ოჯახში დაბრძანებულ სხეულს შეეგუა.მაკრინე ვერ დაიკვეხნიდა ჩემი რძალი ისეთი მზარეულია,ნებისმიერს აჯობებსო.ნელის მხოლოდ სიმღერა და დროსტარება უნდოდა,მირზას კომპანიის საქმეების უკეთ შესწავლა მაკრინეს შვილის,-ანუშკის და მირზას კარგად ყოფნა,დიმიტრის ნელის გაცვლა სხვა ქალში.მოკლედ ყველას თავისი სადარდებელი გააჩნდა.ერთხელაც შეატყო ვაჟმა მამის დამოკიდებულება რძლისადმი და გამოაცხადა სხვაგან გადავდივართო.აქ მაკრინეს გაუხდა გული ცუდად,მამა მიზეზს მიხვდა და ყოველგვარი შელამაზების გარეშე აჯახა შვილს „შენი ცოლის წაყვანა არ დაგავიწყდესო“.არ იყო ცუდი ადამიანი დიმიტრი.თავისი აზრი და სიტყვა გააჩნდა.წუხდა,ასე,რომ იქცეოდა,მაგრამ იცოდა როგორები იყვნენ ნელის მსგავსი ქალები.ასეთებს,მხოლოდ ფულზე უჭირავთ თვალი,სხვა ყველაფერი მათთვის მეორეხარისხოვანიაო,ამბობდა და შვილს სულ წარბაწევით უქნევდა თითს.ნინასი,არ იყოს მირზაც კარგი ჯიუტი პიროვნება გახლდათ და ყველას ჯიბრზე საცხოვრებელი მართლაც შეიცვალა.გადასვლიდან ორ თვეში ნელი სულ სხვა ადამიანი გახდა.სახლში პანიკებს აწყობდა ყოველ საღამოს გულის ტკივილს იმიზეზებდა და სახლიდან გასულ მირზას უკან აბრუნებდა.უმცროსი გელოვანიც იმის შიშით რამე არ მოუვიდესო,ცდილობდა ელემენტარულებზე მაინც არ მოეწყო სცენები.იმ ღამესაც სახლში დაბრუნებულს ცოლი საწოლზე მწოლიარე დახვდა.უკითხავად მოიკიდა ზურგზე და საავადმყოფოსკენ გააქროლა.მიუხდავად ნელის პანიკებისა და თხოვნისა შენობაშ მაინც შეიყვანა და მორიგე ექიმს ახსნა-განმარტების შემდეგ ჩააბარა.თხუთმეტი წუთის შემდეგ ექიმი გამოჩნდა.
-სისხლის ანალიზს გავუკეთებთ და პასუხს ორ საათში გაგაგებინებთ.
სახლში,რომ მივიდნენ ნელი გაბუსხული სახით საძინებლისკენ წავიდა,მირზა დივანზე მიწვა და თვალები დაასვენა.ერთ საათში ექიმმა დაურეკა და უთხრა,რომ ანალიზის პასუხები წასარებად მზად იყო.ისე გავიდა სახლიდან ცოლისთვის არაფერი უთქვამს.პასუხები არ გახსნა.კონვერტში შეფუთული მიართვა ცოლს და საწოლზე დაუდო.ნელიმ ნელა წამოწია თავი და ქმარს გაკვირვებული მზერა მიაპყრო.
-გახსენი-გაისმა მკაცრი ბარიტონი და გოგონა საწოლში უფრო მოიბუზა.
-არ მინდა.ვიცი არაფერი მჭირს.თავადაც იცი,რომ ამ ყველაფრის გაკეთება საჭირო არ იყო.ალბათ გადავიღალე.სულ ესაა მირზა.
-კარგი მე გავხსნი-ტონის შეუცვლელად უთხრა და კონვერტს დაწვდა.ნელი მიხვდა პროტესტს არანაირი მიზეზი,რომ არ ექნებოდა და საწოლზე წამოჯდა.მირზამ თვალი სწრაფად გადაავლო და კონვერტი კუთხეში მოისროლა.მერე ცოლს გაბრწყინებული თვალებით შეხედა და მხრებზე ხელი შემოხვია.
-მშვიდობაა?-ხმის კანკალით იკითხა.
-მშვიდობაა,მშვიდობა-ღიმილს სახიდან ვერ იშორებდა გელოვანი.
-რა ხდება მირზა?
-ორსულად ხარ- მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკის გარეშე ახარა.
ნელის რეაქციამ მირზა სულ გადარია. გოგონას სახეზე მიტკლისფერი დაედო.მამაკაცმაც კი იგრძნო,როგორ შეეხუთა სული მის ცოლს.
-არ გიხარია?-მკაცრი ხმა დაიბრუნა მირზამ.
-მიხარია-ნაძალადევად გაიღიმა და სააბაზანოსკენ გაეშურა.
_____
მოკლედ სოფლიდან ჩამოვედი დღეს და ამიტომაც ვერ დავდე ეს სამი დღე.პატარა თავია,მაგრამ სიეთი დაღლილი ვარ ტვინი არც მიმუშავებს.ზეგ დიდს დავდებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent