უყვართ იმიტომ,რომ უყვართ.სიყვარულს ახსნა არ სჭირდება!(სრულად)
მოკლედ,შეგაწყინეთ ჩემი ძველი და უკვე მრავალჯერ დადებული ისტორიებით თავი,მაგრამ ძალიან მომინდა ისევ დადება,ვინაიდან ახალი არაფერი დამიწერია. მადლობა,ვინც პირველად ან კიდევ ერთხელ წაიკითხავს. ----------- _დარწმუნებული ხარ რომ გინდა ეგ ნაბიჯი გადადგა ნიკა?_კიდევ ერთხელ შეეკითხა ზუკა _სავსებით_კატეგორიული იყო ნიკა _ნუ გააუბედურებ მაგ გოგოს. კარგად დაფიქრდი რა_მავედრებელი ხმით უთხრა ზუკამ _ზუკა, ეხლა ქორწილი რომ ჩავშალო და უარი ვთქვა, დამიჯერე გულს ამით უფრო ვატკენ, ამიტომ მორჩი. მე ვქორწინდები. ეგ გადაწყვეტილია_ბაფთა შეისწორა ნიკამ _შენი საქმისა შენ იცი. იმედია არ ინანებ_მხარზე ხელი დაკრა_მაშინ დროზე გავედით,თორემ საკუთარ ქორწილში დააგვიანებ _ხო,ხო გავედით. კიბეები სწრაფად ჩაირბინეს და მანქანაში ჩასხდნენ. უკან რამდენიმე მანქანა მიყვებოდათ. დიდი წითელი ვარდების თაიგული გადმოიღო მანქანიდან. ღრმად ჩაისუნთქა და ლიზას სახლისკენ გაეშურა. ეზოში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ნიკას ყურადღება არ მიუქცევია არავისთვის, პირდაპირ სახლისკენ წავიდა. ************** _ძალიან ვნერვიულობ ანი. რომ გადაიფიქროს?რომ არ მოვიდეს?_ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ლიზ ნერვიულობისგან _ლიზ, ნუ ნერვიულობ რა. შენ ეხლა მხოლოდ უნდა გაიღიმო. სახის გამომმეტყველება შეიცვალე, თორემ ყველაფერი ზედ გეტყობა. რა სისულელეზე ნერვიულობ. მოვა,აბა რას იზამს_დაამშვიდა ანიმ _ამდენი ხანი სადაა? _აი, მოვიდნენ. შენ კი სულ ტყუილად აიშალე ნერვები. მიდი ეხლა გაიღიმე და გადი ოთახიდან. ლიზა ულამაზესი პატარძალი იყო. თეთრი წელში გამოყვანილი და ქვემოთ გაშლილი,გიპიურით და მარგალიტებით გაწყობილი საპატარძლო კაბა ეცვა. თმები აწეული ქონდა და გრძელი ფატა ეკეთა. ნამდვილი ანგელოზი იყო. ოთახში შესული ნიკა წამით შედგა და მზერა პატარძალზე მიეყინა. წამით ისიც კი გაიფიქრა, რომ ამ ქვეყნად ლიზაზე ლამაზი ქალი არ არსებობდა. ,,უსიამოვნო’’ ფიქრებს თავი დაანება. ლიზასკენ წავიდა, თაიგული მიაწოდა და გადაკოცნა. ლიზა მშობლების სახლიდან წამოიყვანა. ხელი მოაწერეს. ჯვარი სამების ტაძარში დაიწერეს. შემდეგ მცხეთაში,ჯვარზე ავიდნენ,ქალაქს რამდენიმე კრუგი დაარტყეს და ბოლოს რესტორანში გადაინაცვლეს. ******* ნიკამ ლიზა 1 წლის წინ, მამამისის დაბადების დღეზე გაიცნო. თენგოს მეგობრის, მამუკა ბერიძის ქალიშვილი, ლიზა ბერიძე გახლდათ. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო და ლიზას ოჯახი მთლიანად მოწვეული იყო თენგოს დაბადების დღეზე. ეს პერიოდი ნიკასთვის განსაკუთრებით მძიმე იყო. მისმა საცოლემ მიატოვა. დანიშნულები იყვნენ, მალე ჯვარი უნდა დაეწერათ და მერე დაქორწინებულიყვნენ, ნათიამ, ნიკას საცოლემ კი განუხცადა რომ მასზე ვერ დაქორწინდებოდა. ნიკა მიატოვა და საქართველოდან წავიდა. ნიკა ნატიაზე გიჟდებოდა. სიცოცხლეს ერჩივნა. მის გარეშე ვერ წარმოედგინა არსებობა. ხოდა ასე მოულოდნელად ყველაფერს წერტილი დაუსვა ნათიამ. ნიკას სრული დეპრესია ქონდა. კარგა ხანი ჩაკეტილი იყო და არავის ნახვა არ სურდა.ზუკასაც კი არ ეკონტაქტებოდა.უყვიროდა და თავის დანებებას თხოვდა. ერთი პერიოდი სასმელს მიეძალა. საბოლოოდ მდგომარეობიდან ძლივს გამოვიდა. ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ოღონდ ნათიასგარეშე. მის მერე ნიკა უხეში გახდა, განსაკუთრებით ქალების მიმართ. მდგომარეობიდან ახალი გამოსული იყო,ლიზა რომ გაიცნო. თავიდან მასთან ცუდად დაიწყო ურთიერთობა. პირველივე დღესვე ძალიან ეუხეშა ლიზას. ლიზა ყველანაირად ცდილობდა მისი სიუხეშის იგნორირებას. დაბადების დღის მერე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს სრულიად შემთხვევით და ცივი გამარჯობით შემოიფარგლებოდნენ. მერე თანდათან ,,როგორ ხარ?’’ ,,რას შვები?’’ კითხვებზე გადავიდნენ. ნიკას რაღაცნაირად არ მოწონდა ლიზა. ეჩვენებოდა რომ ზედმეტად მიამიტი და სულელი გოგო იყო. მხოლოდ ნიკა ფიქრობდა ეგრე. არადა ლიზა ძალიან განათლებული, ჭკვიანი და მოსიყვარულე გოგო იყო. ნიკას კი ქალებზე გული აცრუებული ქონდა. მათთან მხოლოდ ჟინის დასაკმაყოფილებლად თუ მიდიოდა ხოლმე. არ ვიცი როგორ, მაგრამ თანდათან მათ ურთიერთობაში ცვლილებები მოხდა. ნიკა ისეთი აგრესიული აღარ იყო ლიზას მიმართ. ჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდა. აი ლიზას კი, ნელ-ნელა უყვარდებოდა ნიკა.თვითონაც ვერ ხვდებოდა რა მოსწონდა ან რა უყვარდა ნიკაში, მაგრამ ფაქტი ერთია. მას ნიკა შეუყვარდა. ნიკა კი მხოლოდ როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს, ისე ექცეოდა ლიზას. არანაირი საბაბი არ მიუცია ლიზასთვის თავის შეყვარების, მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ? უეცრად, შენგან დაუკითხავად გეწვევა და მთლიანად მის გარემოცვაში გახვევს. სწორედ ასე დაემართა ლიზას. შეუყვარდა და მორჩა. თაყვანისმცემლები ყოველთვის ბევრი ყავდა. მის კლასელ ლექსოს დიდი ხანია უყვარდა და უყვარს, მაგრამ ლიზამ თავიდანვე გააფრთხილა რომ მათ შორის არაფერი არ მოხდებოდა და მხოლოდ მეგობრები იქნებოდნენ. ლექსოც უამრავი ცდის შემდეგ, ბედს შეეგუა. მხოლოდ მეგობრობით დაკმაყოფილდა. ნიკას ნათიას შემდეგ მსგავსი ურთიერთობა არავისთან ქონია. მხოლოდ ერთობოდა. თითქმის ერთი წელი იყო გასული რაც ლიზა და ნიკა ერთმანეთს იცნობდნენ. ერთმა ამბავმა ნიკას ყველაფერი თავდაყირა დაუყენა. გაიგო რომ ნათია საქართველოში დაბრუნდა. თავზარი დაეცა ამ ამბის გაგებისას. იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. თითქმის 2 წელი იყო გასული რაც ერთმანეთს დაშორდნენ და საქართველოდან წავიდა ნათია. ეხლა კი ისევ დაბრუნდა. არა მხოლოდ დაბრუნდა, არამედ ნიკასაც მიაკითხა და შრიგება თხოვა. ეუბნებოდა რომ ძალიან ნანობდა თავის საქციელს და რომ ძალიან უყვარდა. ნიკამ ცივი უარით გაისტუმრა. პირდპირ აჯახა ცოლი მომყავს და შენი დანახვა არ მინდაო.ნათიამ კიდევ სცადა მისი დარწმუნება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ნიკას გაეცალა. ნიკამ კი სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ლიზას ცოლობა შესთავაზა. რა თქმა უნა ამ ყველაფერს ნათიას ჯიბრზე აკეთებდა. უნდოდა დაემტკიცებინა რომ მის გარეშე ბედნიერია და მას ის არ სჭირდება. ლიზამ სრული შოკი მიიღო, ორცა ნიკამ ცოლობა შესთავაზა. თვიდან იფიქრა ალბათ მომესმაო, მაგრამ ნიკამ იგივე გაუმეორა. ლიზა დაბნეული იყო. იცოდა, დარწმუნებული იყო რომ ნიკა მის მიმართ არაფერს გრძნობდა და რაში სჭირდებოდა მისი ცოლად მოყვანა? მისთვის ეს ყველაფერი გაურკვეველი იყო. _ნიკა, არ მესმის ამას რატომ მთავაზობ?_გაოგნებულმა კითხა _ლიზა, შენ იცი მე რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში. მინდა რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო და ამაში შენი დახმარება მჭირდება. მინდა რომ ცოლად გამომყვე _ხვდები მაინც რას მთავაზობ?უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა შენ რა გგონია? _მინდა რომ ვცადოთ. მართალი ხარ, უსიყვარულოდ ძნელია ოჯახის შექმნა, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები თავი შეგაყვარო _მარტო მე რომ შემაყვარო თავი ეს საქმეს ვერ უშველის ნიკა_ნაღვლიანად უთხრა ლიზამ. მას არ სჭირდებოდა დრო რომ ნიკას მისთვის თავი შეეყვარებინა, მას უკვე ძალიან უყვარდა ის. _კარგი,არ უნდა შემომეთავაზებინა. ბოდიში ლიზა რომ მოგაცდინე_ის იყო გასვლას აპირებდა ნიკა, რომ ლიზამ გააჩერა _ნიკა_ნიკა გაჩერდა და ლიზას შეხედა_თანახმა ვარ_ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლიზამ.თვითონაც ვერ მიხვდა რატომ დათანხმდა, რატომ წავიდა ამხელა მსხვერპლზე,თუმცა, როგორ ვერ მიხვდა. მას ის იმაზე მეტად უყვარდა, რომ მზად იყო მის გვერდით ყოფილიყო, თუნდაც დატანჯულიყო.სწორედ ამიტომ დათანხმდა. მათ ოჯახის წევრებს ძალიან გაუკვირდატ მათი ამბავი. ნიკას ოჯახი განსაკუთრებით გახარებული იყო რძლად ლიზა რომ შემოდიოდა. კარგი ოჯახის, განათლებული, პატიოსანი, ზრდილბიანი. ლიზაზე უკეთეს სარძლოს სად ნახავდნენ, თან მათ ოჯახებთან წლებია მეგობრობდნენ, ამიტომ დიდი სიხარულით და ზარ-ზეიმით შეხვდნენ სიახლეს. არც ლიზას მშობლებს გაუპროტესტებიათ რამე.ისინიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ზუკამ ეს ამბავი რომ გაიგო,თვალები ბრაზით აევსო _შენ შ*იგ გაქვს ხო?_კისერზე ძარღვები გამოებერა ბრაზისგან _რა გინდა ზუკა? _რას ქვია რა მინდა ბიჭო, შენ ნორმალური არ ხარ? რატომ მოგყავს ცოლად, როცა არ გიყვარს? _ნუ გამი**აკებ ეხლა საქმეს. რომ მიყვარდა რა ხეირო მომიტანა? არ გახსოვს რა მიქნა მაგ..მაგ..არ მინდა რომ ვუწოდო რასაც ვფიქრობ _ნიკა, მისმინე, გასაგებია რომ ნათია ცუდად მოგექცა. ძალიან დაიტანჯე, მაგრამ ლიზამ რა დააშავა? მას რატომ აუბედურებ? ორივემ ვიცით რომ ლიზას მიმართ არაფერს არ გრძნობ _ხოდა რომ არ ვგრძნობ ამგიტომ მომყავს. არ მინდა ვინმე მიყვარდეს! არ მინდა კიდევ ერთხელ გავხდე სიყვარულის მსხვერპლი და ბოლომდე შევეწირო მას. დიახ, ნათიას ჯიბრზე მომყავს ცოლი. მნიშვნელობა არ აქვს ეს ლიზა იქნება თუ სხვა, ხოდა მეც ლიზაზე გავაკეთე არჩევანი. ის მშვენიერი კანდიდატურაა. ჩემს მშობლებსაც ძალიან მოწონთ. ამიტომ გადაწყვეტილია. მე მას ცოლდა მოვიყვან _*ლე ხარ! არაკაცივით ლაპარაკობ. მე ასეთ ნიკას არ ვიცნობდი. გოგოს გრძნობებზე თამაშობ და ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება ნიკა. დამიჯერე ორივე დაიტანჯებით. ს**ივით იქცევი!_მკაცრი იყო ზუკა _რაც ვიტანჯე მეყოფა. ეხლა მსგავსი რამ არ მემუქრება, პირიქით, ძალიან მშვიდად ვიცხოვრებ ჩემს ,,ცოლთან’’ ერთად და მორჩი მორალის კითხვას ზუკა. აზრის შეცვლას არ ვაპირებ. ეს თემა დახურულია!_არანაკლებ მკაცრად თქვა ნიკამ. ქორწილი რაც შეიძლება მალე დაგეგმეს. გრანდიოზული ქორწილი გადაუხადეს. 800 კაცამდე მოწვეული სტუმარი ყავდათ. ნიკას ყალბი ღიმილი ქონდა აკრული მთელი საღამოს განმავლობაში. ძლივს უძლებდა ამ სიტუაციას. ერთი სული ქონდა აქედან გაქცეულიყო. მას არ სურდა ქორწილი, მაგრამ მისმა მშობლებმა დაიჟინეს ჩვენი ერთადერთი ვაჟი ქორწინდება და ქორწილს არ გავუკეთებთო? ისეთი კატეგორიულები იყვნენ, ნიკა არ შეწინააღმდეგებია. შედეგს კი ეხლა იმკის. სიამოვნებით გააქრობდა ყველას ვინც მის ირგვლივაა და დარჩებოდა მარტო. როგორ ვერ იტანს ასეტ ხალხმრავლობას. ლიზა სილამაზეს ასხივებდა. ყველას გულიანად უღიმოდა. ფოტოებს იღებდა. არავის შეეძლო დაენახა მის თვალებში, ამ ღიმილის უკან დამალული სევდა. ლიზა დარწმუნებული იყო, რომ ნიკას გვერდით ცხოვრება ადვილი არ იქნებოდა,მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მას მაინც უხაროდა და აბედნიერებდა თავისი გადაწყვეტილება. ქორწილმა საუკეთესოდ ჩაიარა. ყველა არფრთოვანებული იყო. აი დაახლოებით ისეთი ქორწილი იყო, მერე მთელი თვე მაგაზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე. ნიკა და ლიზა თავიანთ ახალ ბინაში გადავიდნენ, რომელიც ნიკას მშობლებმა აჩუქეს ახალდაქორწინებულებს. ძალიან ლამაზი,თანამედროვე სტილში მოწყობილი, კომფორტული 3 ოთახიანი ბინა იყო.ლიზას ძალიან მოეწონა. _ეს ჩვენი საძინებელია_ლიზასთვის არც შეუხედავს ისე უთხრა_მე შევალ, წყალს გადავივლებ, მანამდე შეგიძლია შენც გაემზადო. აქ მეორე აბაზანაცაა_ნიკამ პირსახოცი და ხალათი აიღო და აბაზანაში შევიდა. ლიზამ ოთაცს თვალი მოავლო. ძალიან მოეწონა. ოთახი ღია კრემფერ ტონალობაში იყო გადაწყვეტილი.დიდი საწოლი, უზარმაზარი სარკიანი კარადა და კომოდი ოდგა, კუთხეში პუფი იდო. მუქი ფარდები ეკიდა და ოდნავ გაწეული იყო. ლიზიმ კაბის გახდა დაიწყო. საჭირო ნივთები აიღო და მანაც ნიკას მიბაძა, აბაზანაში შევიდა. ორივემ დიდი ხანი დაყო მანდ. თითქოს მოახლოებულ წუთებს გაურბოდნენ. პირველი ღამე. უემოციო და გრძნობების გარეშე ჩავლილი ღამე. ლიზას ცრემლები და ჩუმი ამოკვნესება. ტკივილი, ხორციელი და სულიერი. ლიზას სული სხეულზე მეტად ატკივდა, ატკივდა ნიკას უემოციო, მოვალეობის მოხდის მაგვარი ალერსი, ფაქტი ერთია! დღეიდან მათთვის ახალი ცხოვრება იწყება. უღელშედგმული ცხოვრება. ლიზამ მალე აუღო ალღო საოჯახო საქმეებს. დილით ორივე ერთად მიდიოდა სამსახურში და საღამოსაც ნიკას მოყავდა. მათი ურთიერთობა ყველანაირ ურთიერთობას გავდა, გარდა ცოლქმრულისა. ლიზა ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო ნიკას მიმართ. ის ნამდვილ ცოლობას უწევდა. ყოველ დილით საუზმეს ამზადებდა. მის ტანსაცმელს აუთოვებდა. ნიკა კი დისტანციას იცავდა ლიზასთან. არც დიდ სითბოს იჩენდა და არც კომპლიმენტებიღ ამკობდა ხოლმე. პირველი ღამის შემდეგ სქესობრივი კავშირი არ ქონიათ. ლიზა ქმრის დამოკიდებულებას კარგად ხედავდა და ხვდებოდა რომ მის ქმარს ის სრულიად არ აინტერესებდა. ამის გამო ძალიან ნაღვლიანი იყო ხოლმე,მაგრამ ცდილობდა ყველასთვის თავი ბედნიერი მოეჩვენებინა. თავის ცხოვრებაზე ვერავის ვერ უსაყვედურებდა, თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შედეგს იმკიდა. მიუხედავად ამისა, მას ერთი საყვედური არ დასცდენია ნიკასთან. მოთმინებით ელოდა ქმრის ხასიათის ცვლილებას. _ნიკა არ შეჭამ? სოსისი მოგიხარშე და თუ გინდა კვერცხსაც შეგიწვავ_დილით სამსახურში წასვლამდე უთხრა ლიზიმ სამზარეულოში შემოსულ ნიკას _ხო, შევჭამ ორ ლუკმას და უნდა გავიქცე_პერანგის ხელები აიკაპიწა და მაგიდას შემოუჯდა_ლიზა, დღეს შეგიძლია შენით წახვიდე სამსახურში? მართლა ძალიან მაგვიანდება და ვერ მოვასწრებ შენს გაყვანას _კარგი ნიკა, რა პრობლემაა. ტაქსით წავალ_გაუღიმა_შენს საქმეს მიხედე და არ დაიგვიანო. ნიკამ უბრალოდ გაუღიმა. უცებ გადაყლაპა საჭმლის რამდენიმე ლუკმა და სწრაფად გავიდა სახლიდან. ლიზამ ნაღვლიანად აალაგა მაგიდა _არც კი უკოცნია ისე წავიდა_ამოიოხრა. ჭურჭელი ნიჟარაში ჩადო. მალევე გამოავლო და თვითონაც გაემზადა. ლიზა მამამისის კომპანიაში მუშაობდა იურისტად. გარდა ამისა მამამისს კოპანიის მართვაში ეხმარებოდა. _დილამშვიდობისა თამთა_გაუღიმა ლიზამ მდივანს _დილამშვიდობისა ქალბატონო ლიზა_მდივანმაც გულღიად უთხრა _თამთა, რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ჩემს სახელს ქალბატონო მოაშორო?თავი ბებერი მგონია_გაეცინა_სხვა თუ არაფერი შენზე უმცროსი ვარ და არ გრცხვენია მასე მეძახი? _ბოდიში ლიზა. ვერ მივეჩვიე. შენ ჩვენი შეფის შვილი ხარ, გარდა ამისა კომპანიას მართავ კიდევაც, ამიტომ..... _აღარ გავაგრძელებთ ამაზე. ლიზა და მორჩა_ღიმილით უსაყვედურა თამთას და კაბინეტისკენ წავიდა_უი, ხო თამთა, საბუთები შემომიტანე, რომლებიც მოსაწესრიგებელია_დაავალა თამთას და კაბინეტში შევიდა. დრო ისე გავიდა და მორჩა მუშაობას, არც უგრძვნია. შესვენებითაც არ შეუსვენია. მამამისი ევროპაში იყო წასული მივლინებით და მის მოვალეობასაც ეხლა ის ასრულებდა. სახლში დაქანცული მივიდა. ეგრევე აბაზანაში შევიდა. შხაპმა ცოტა უშველა და დაღლილობა მოუხსნა. ცოტა დაისვენა და მერე ვახშამი მოამზადა. როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სიხარულით ამზადებდა ნიკასთვის ვახშამს. როგორ უნდოდა ქმარს იმის მეოთხედით მაინც ყვარებოდა, როგორც თვითონ უყვარდა. ნიკა გვიან დაბრუნდა. დაახლოებით პირველზე. ლიზას ნიკას ლოდინში დივანზე ჩამოეძინა. ფეხის ნაბიჯების ხმაზე გამოეღვიძა _როდის მოხვედი?_თვალების ფშვნეტით კითხა ნიკას _ეხლახანს შემოვედი. ლიზა რატომ რ გძინავს? _გელოდებოდი და მიმეძინა_დაამთქნარა_დაგერეკა მაინც რომ დაგაგვიანდებოდა, ის მაინც მეცოდინებოდა როდემდე დაგლოდებოდი_ბრაზი ეტყობოდა ხმაში _ლიზა, დაწოლილიყავი და დაგეძინა. მე რამდენიც დამაგვიანდება სულ უნდა მელოდო? _აბა რა უნდა ვქნა ნიკა? რა დამაძინებს როცა სახლში არ ხარ_ბრაზმორეული ესაუბრებოდა ლიზა _მაპატიე, დარეკვა დამავიწყდა. ბიჭებთან ვიყავი. ცოტა დავლიეთ და დრო როგორ გავიდა ვერ მივხვდი. _ეგ არაფერი. მთავარია ცოლი რომ გყავს ეგ არ დაგავიწყდეს ნიკა_უთხრა და საძინებლისკენ წავიდა. ბალიშზე თავი დადო თუ არა ცრემლები წამოუვიდა. ნიკაც მალევე შემოვიდა. საწოლზე ჩამოჯდა. უნდოდა რამე ეთქვა ლიზასთვის, მაგრამ ენა ვერ მოაბრუნა პირში. ლიზასთან მტყუანი იყო. ყველაფერში ტყუოდა მისი მიმართებით. ის ელოდა მას სანამ სახლში მოვიდოდა, მას კი არც გახსენებია რომ უბრალოდ დაერეკა და ეთქვა რომ დააგვიანდებოდა და დაწოლილიყო,თუმცა ნიკას არც უფიქრია რომ ლიზა მას დაელოდებოდა და არ დაიძინებდა. მისთვის არაფერი აღარ უთქვამს იმ საღამოს. უხმოდ გაიხადა და დაწვა. დილით ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი უთქვამთ. მხოლოდ კითხა საჭმელს თუ შეჭამდა. ჩი გაუმზადა და მაგიდაზე დაუდო. _არ მოდიხარ?_კითხა ნიკამ როცა უკვე ქურთუკს იცვამდა _არა, დღეს ცოტა გვიან მივდივარ. შენ წადი, მერე ჩემით წავალ _რამე ხომ არ გიჭირს? _რა უნდა მიჭირდე? უბრალოდ დღეს ბევრი საქმე არ არის და აუცილებელი არაა ადრე მისვლა_გაუღიმა _კარგი მაშინ მე წავედი_კარებისკენ წავიდა_ხო, დღეს არ ვიცი დამაგვიანდება თუ არა, დაგვიანების შემთხვევაში დაგირეკავ_გაუღიმა და სამსახურსი წავიდა. ****************** _რომ იცოდე რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი ლიზა გააფრენ_უთხრა ანიმ, როგორც კი კაფეში შევიდნენ _ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი_თავისუფალი მაგიდა დაიკავეს და ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს _ჩვენი ჯგუფელი ირაკლი ხომ გახსოვს? მხოლოდ პირველ კურსზე იყო ჩვენთან. მერე ინგლისში გააგრძელა სწავლა _ირაკლი აბაშიძეზე ამბობ? _ხო, აი ეგ. დაბრუნებულა საქართველოში. რომ იცოდე როგორი გასიმპათიურებულია გააფრენ. 2ჯერ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. თვითონ მიცნო. მე ძლივს გამოვერკვიე ვინ იყო, სანამ სახელი და გვარი არ მითხრა_გაეცინა_მოხდომია ინგლისში ყოფნა. ჩემი ნომერი ჩაიწერა, შეგეხმიანები მერე და კურსელები შევიკრიბოთო. _რამდენი წელია არ მინახავს. მე ვახსოვარ ნეტა? _როგორ არ ახსოვხარ. ვაფშე ყველა ახსოვს, ვინც ვსწავლობდით მაშინ ერთ კურსზე. ძალიან მინდა რომ ძველი მეგობრები გავიხსენო და აუცილებლად შევიკრიბოთო. მე დამავალა მაგათთან დაკავშირება, ხოდა შენი დახმარების იმედი მაქვს _ძალიან კარგი იდეაა. მეც დიდი ხანია კურსელები არ მინახავს და თუ შევიკრიბებით მაგარი იქნება. ისე ირაკლის რომ არ ეთქვა ეგ ჩვენით ვერ უნდა მოგვეფიქრებინა რომ შევკრებილიყავით?_გაეცინა ლიზად _ხო რავიცი. აუ ისე ლიზ, რაღაცაში გამოგიტყდები_მორცხვად ახედა_მგონი ირაკლი მომწონს_თქვა და თავი ჩახარა. ლიზა ახარხარდა. _მოიცა, სულ 2ჯერ ნახე რაც ჩამოვიდა და უკვე გრძნობები გაგიჩნდა მის მიმართ? _ხო, მერე რაა? არ გაგიგია ერთი ნახვით მოწონების შესახებ? თუ როგორაა მაგი?_ანისაც გაეცინა_მართლა მომწონს. რაც შევხვდი მაგის მერე მასზე ვფიქრობ _ხოდა შენც ეცადე თავი მოაწონო. ხომ შევიკრიბებით, შანსი გაქვს მაშინ.აწი ალბათ უფრო შეეხმიანებით ერთმანეთს. თან შენი ნომერი აქვს_თვალი ჩუკრა ლიზამ _მე მგონი დამერხა_თავი გააქნია_ასე კარგა ხანია არავინ არ მომწონებია,არადა გახსოვს ირაკლი ჩვენთან რომ სწავლობდა მაშინ როგორი იყო? ნუ მაშინაც არ იყო ცუდი, მაგრამ ეხლა ათმაგად უკეთესია. სუნთქვა შემეკვრა რომ ვნახე პირველად. ვიფიქრე, ამ სიმპათიურ მამაკაცს ჩემთან რა უნდა მეთქი _იმედია ეს სიმპათიური მამაკაცი თავისუფალია და მისი გულის კარი ღიაა_სიცილით უთხრა ლიზამ _აუ კარგი რა. მე კიდევ ეგ მინდა_მოიღუშა ანი_ვინმე რომ ყავდეს,შანსი ნული მექნება, ხოდა ვიმედოვნებ რომ ასე არ არის_თავი დაიიმედა ანიმ. კიდევ ცოტა ხანი დარჩნენ კაფეში. ბევრ რამეზე ისაუბრეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ********************** _რას ხდება შენკენ ნიკა?_შეპარვით კითხა ზუკამ _რა უნდა ხდებოდეს? ჩვეულებრივად ყველაფერი _ხოდა მაინტერესებს შენ ჩვეულებრივს რას უწოდებ _ზუკა რა გინდა? მშვენივრად ვართ მე და ლიზა _მშვენივრადს ეძახი იმას რომ კარგი ნაცნობებივით ცხოვრობთ? მე მაინც რას მატუებ ნიკა_ხმა გაუმკაცრდა ზუკას _ზუკა, ჩემი და ჩემი ცოლის ოჯახური ამბები ჩვენი საქმეა და არ გეწყინოს და ეს არავის გასარჩევი არაა. არ მინდა ამაზე საუბარი! _კი ბატონო, როგორც გინდა_ნაწყენმა ჩაილაპარაკა ზუკამ _აუ ზუკა არ გეწყინოს რა. მართლა არ მინდა ამ თემაზე საუბარი_მხარზე ხელი დაკრა_წავედი ეხლა. რაღაც პროექტი მაქვს დასამთავრებელი. შეგეხმიანები მერე. ************************** სახლში მისულმა ნიკამ, ქურთუკი შემოსასვლელში,საკიდზე დაკიდა და მისაღებ ოთახში წავიდა. ლიზა ლეპტოპში რაღაცას ინტერესით ჩაჩერებოდა. ფეხის ნაბიჯების ხმაზე აიხედა და ნიკას გაუღიმა _უი, მოხვედი. არც გამიგია _ანუ შენს იმედზე ქურდი შეიძლება ისე შემოიპაროს და მთელი სახლი გაზიდოს, ვერაფერს გაიგებ_გაუცინა ნიკამ _საჭმელს გაგიცხელებ_წამოდგა ლიზა და სამზარეულოსკენ წავიდა_შენ მანამდე გამოიცვალე უცებ, მიაძახა სამზარეულოდან. ყველიანი მაკარონი გაზქურაზე შემოდგა გასაცხელებლად.ორ კაცზე გააწყო სუფრა. სოკოს სალათი გამოიღო მაცივრიდან,თეფშზე გაანაწილა და მაგიდაზე დადო. საწებელიც გამოიღო მაცივრიდან. უცებ ჭადებიც დააცხო და ყველთან ერთად ესენიც მაგიდაზე დააწყო. ამასობაში ნიკაც შემოვიდა და მაგიდას მიუჯდა _რა მადისაღმძვრელად გამოიყურებიან_ხელები გაასავსავა _მაკარონი შენ რომ გიყვარს ისეთია. ბევრ კარაქში და ყველში. _უგემრიელესია_პირგამოტენილმა შეაქო ლიზა_ოქროს ხელები გაქვს_ლიზამ შეიფერა და ცოტა დაიმორცხვა. ქმრის კომპლიმენტებს არ არის შეგუებული,თანაც არც ისე ხშირად აქვს კომპლიმენტების მოსმენის ბედნიერება. გულმა სხვანაირად დაუწყო ცემა. რა პატარა რაღაც აბედნიერებს. _ხო, რომ არ დამავიწყდეს_დაიწყო ნიკამ_ხვალ ჩემები გველოდებიან. რომ არ მივიდეთ ოჯახის წევრებად აღარ ჩაგვთვლიან_გაეცინა_ხომ გცალია? _კი, ხვალ მცალია და აუცილებლად წავიდეთ.მარინა დეიდა ძალიან მომენატრა_ჩაიღიმა _რა უცნაური ხარ ლიზა_გაეცინა_პირველად მესმის რძალი დედამთილზე ასე ამბობდეს_გადაიხარხარა_თქვენ მგონი სტერეოტიპებს ანგრევთ რძალ_დედამთილის შეხახებ _მართლა საოცარი ქალია დედაშენი და რა გასაკვირია რომ შემიყვარდა?არ მესმის,როცა ქმარი გიყვარს, როგორ შეიძლება მის მშობლებს პატივს არ ცემდე და არ გიყვარდეს?მითუმეტეს, რომ დედაშენი მართლა კარგად მექცევა და ცუდად მოხსენიების მიზეზი არ მაქვს_ჩაამთავა მონოლოგი ლიზამ. ნიკას გულში მწარედ გაკრა სიტყვებმა ,,როცა ქმარი გიყვარს’’. მისი გონება ამ სიტყვებს ატრიალებდა. ლიზას ის უყვარს. თავი კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნო, რომ ლიზასთან არ შეეძლო ისე მოქცეულიყო როგორც კარგ ქმარს შეეფერება,თუნდაც ეთვალთმაქცა მოსიყვარულე ქმრის როლი. საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო. ლუკმა ყელში გაეჩხირა და ვეღარ შეძლო ჭამის გაგრძელება. ლიზას ნიკას ცვლილება არ გამოპარვია და ვერ მიხვდა რამ გამოიწვია ეს. _ჭადი უგემურია?_შეწუხებულმა კითხა ლიზამ. ნიკა ვერ მიხვდა ამას რატომ ეკითხებოდა _ააარა, რატომ მეკიტხები?_გულწრფელად გაუკვირდა _როგორც კი მოკბიჩე, ლუკმა ძლივს გადაყლაპე და ეხლა აღარ ჭამ. მარილი ხომ არ აქვს ზედმეტი?_თვითონაც აიღო ჭადი და მოკბიჩა_მარილი ნორმალურია და არც ისე უგემურია_მხრები აიჩეჩა ლიზამ _ძალიან გემრიელია_ხმაჩამწყდარმა თქვა_მართლა. უბრალოდ მაკარონი ბევრი მომივიდა და ამას ვეღარ ვჭამ_მოკბეჩილი ჭადი თეფშზე დადო_წავალ, გადავივლებ და დავიძინებ_თქვა და სამზარეულოდან უკანმოუხედავად გავიდა. ლიზა დასევდიანდა. ,, ნეტავ ოდესმე თუ მომექცევა როგორც ქმარს შეეფერება?’’ ნუთუ მის ერთ კოცნაზეც უნდა ვიოცნებო?’’ -ნაღვლიანი ფიქრობდა. უეცრად მოწყვეტილი ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და მაგიდის ალაგება დაიწყო. დალაგებას რომ მორჩა ისიც ოთახში ავიდა. ნიკა ახალი გამოსული იყო აბაზანიდან. ლიზამ ხალათი და პირსახოცი აიღო და ეხლა ის შევიდა აბაზანაში.საკმაოდ დიდხანს იღებდა შხაპს და თან ფიქრობდა, როგორც ყოველთვის. შხაპის მიღების დროს სულ ფიქრობს ხოლმე ლიზა. ცდილობს დღის მოვლენები გააანალიზოს. აბაზნიდან რომ გამოვიდა ნიკა უკვე ჩაძინებული დახვდა. ხალათი გაიხადა და თვითონაც შეწვა ლოგინში. ნიკასკენ გაიხედა. ზურგით იწვა. მისკენ გადაბრუნდა, უკნიდან მიეკრო ზურგზე და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. მერე თვალები მაგრა დახუჭა და შეეცადა დაეძინა. დილით ადრე არ ამდგარან, რადგან შაბათი იყო და სამსახურში არც ერთს არ ეჩქარებოდა. ნიკასიანებთან კი შუადღის მერე მიდიოდნენ. ნიკას რომ გამოეღვიძა, ლიზას თავი მის მკერდზე ედო. მკლვზე ხელი ინსტიქტურად დაუსვა და მერე დენდარტყმულივით მოაშორა. ლიზას ნიკას შეხებაზე გამოეღვიძა _დილამშვიდობის_თვალებმოჭუტულმა,მთქნარებით უთხრა ნიკას_რომელი საათია? _დილამშვიდობის. უკვე თორმეტი დაიწყო _უი, რამდენი ხანი მძინებია. შენ დიდი ხანია რაც გღვიძავს?_ეხლა ნიკას ახედა და ნიკაპით მის მკერდს დაეყრდნო _არც ისე. მეც ეხლახანს გავიღვიძე _ავდგები ეხლა. ისედაც ნამეტანი მომსვლია_ნიკას კისერში აკოცა და სწრაფად წამოვარდა საწოლიდან. ნიკას თითქოს დენმა დაარტყაო. არ ელოდა ლიზასგან. ორივე ემზადებოდა წასასვლელად. დრო ისე გავიდა, ვერც იგრძნეს. მშობლებთან რომ მივიდნენ, კარი გახარებულმა მარინამ გაუღო _რაღამც შენ გაგახსენდით შვილო, აწი რაღა მოგვკლავს_სიცილით უთხრა მარინამ და ორივე გადაკოცნა _კარგი რა დედა. ხომ იცი რომ ბევრი საქმე გვაქვს ხოლმე. _მშობლებისთვის კვირაშ ერთი საათი რომ ვერ გამონახეთ ისეთი რა საქმე გაქვთ?_ქოთქოთებდა მარინა _აცადე ქალო ახალგაზრდებს შემოსვლა, რომ მიაყარე ეგრევე_ღიმილით დატუქსა თენგომ ცოლი_აბა როგორ ხართ?_გადაკოცნა შვილი და რძალი_ისე მარინა მართალია, სულ დაგვივიწყეთ _დაკავებულია ბიჭი და არ ცალია_ჩაისისინა მარინამ _იმდეია კარგი საქმით ხართ დაკავებულები შვილო_ეშმაკურად უთხრა თენგომ და თვალი ჩაუკრა_შვილიშვილს როდის უნდა მომასწროთ, ჰა?_ლიზა სირცხვილისგან აწითლდა და თავი დახარა.გულში რაღაც ჩაწყდა. ,, რომელ შვილიშვილებზეა საუბარი ბატონო თენგო, თქვენი შვილი პირველი ღამის მერე არ გამკარებია’’_მწარედ გაიფიქრა გონებაში _ყველაფერს თავისი დრო აქვს მამა_ეცადა მსუბუქი პასუხი გამოსვლოდა მის შეკითხვაზე _არ დიწყო ეხლა თავისი დრო აქვს, ჯერ ადრეა და მსგავსი რაღაცები. არც ისე პატარები ხართ, რომ მშობლობა ვერ მოირგოთ. თქვენ კი არა თქვენზე პატარები და ლაწირაკები აჩენენ შვილებს. მე უკვე ასაკში ვარ და მინდა შვილიშვილს მოვუსწრო _კარგი რა მამა. რა ასაკში შენ ხარ? 50 წელი არც ისე დიდია და ნუ ბოდავ რაღაცებს, რომ შვილიშვილს ვერ მოესწრები. ჯერ მთელი ცხოვრება წინ გაქვს _ხოდა, მინდა ისეთ ასაკში მოვესწროთ შვილო, რომ შევძლოთ შვილიშვილებით დატკბობა_ეხლა მარინა ჩაერია საუბარში _დედა, რა გაგვიკეთე? ძალიან მშია. სპეციალურად არ ვჭამე სახლში_თემა გადაიტანა ნიკამ. ლიზა გაჩუმებული იყო და ხმას არ იღებდა. ესმოდა ნიკას შობლების. მასაც ხომ ძალიან უნდოდა შვილი ყოლოდა. თუმცა ახლო მომავალში ამის პერსპექტივას ვერ ხედავდა. საერთოდ თუ ხედავდა ნეტა? რა ურთიერთობაც მაგათ აქვთ, რომელ შვილის გაჩენაზეა საუბარი. ხელის ჩამორთმევით და გადაკოცვნით კი ბავშვი ვერ გაჩნდება. გემრიელად ისადილეს. ლიზას გარდა. მას თითქმის არაფერი უჭამია. მხოლოდ სალათა გადმოიღო, ისიც ძალიან ცოტა და ძლივს შეჭამა. ჭამის მადა სულ დაეკარგა. ნიკამ შეამჩნია ლიზას მოწყენა და ყურში უჩურჩულა _მოხდა რამე? რატომ არ ჭამ? _უბრალოდ არ მშია ნიკა_შეეცადა გაეღიმა_რაც ვჭამე ისიც მეყოფა _სახლშიც არაფერი გიჭამია და როგორ არ გშია?_წარბები აწია ნიკამ _არ ვიცი, უბრალოდ მადა მაქვს დაკარგული. ნიკა აღარ ჩაციებია. _ლიზა, შვილო. ეს რა არის? არაფერი არ გიჭამია_შეიცხადა მარინამ_ეს სალათა ვიცი რომ გიყვარს და მაგიტომ გავაკეთე. შენ კი პირი არ დაგიკარებია_ლიზამ უხერხულად ჩაიღიმა _ცოტა შევჭამე და მართლა გემრიელია. მეტი მართლა არ მინდა_გაუღიმა _ლიზა, რაღაც ფერი არ გადევს სახეზე, ცუდად ხომ არ ხარ?_შეშინებულმა კითხა მარინამ _არა, კარგად ვარ_შეეცადა გაეღიმა და სახეზე ხელები მიისვა_ერთი წუთით გავალ. ფეხზე წამოდგა თუ არა თავბრუსხვევა იგრძნო. ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა. მოულოდნელად წაბორძიკდა და იატაკზე გაიშხლართა. შეშინებულები წამოხტნენ. მარინამ შეკივლა. ნიკამ სასწრაფოდ ხელში აიყვანა და დივანზე დააწვინა. _ეხლავე ნიშადურს მოვიტან. დედა ეს რა დაემართა ღმერთო_შეშინებული ქოთქოთებდა მარინა. ლიზა გონზე მძაფრმა სუნმა მოიყვანა. თვალები გაახილა და შეშინებულ სახეებს მოავლო თვალი _ლიზა როგორ ხარ?_არანაკლებ შეშინებულმა კითხა ნიკამ _რა დამემართა?_წამოჯდომა ცადა _გული წაგივიდა შვილი. იწექი ცოტა ხანს. სასწრაფოს გამოვუძახოთ _არა, არა კარგად ვარ. სასწრაფოს გამოძახება არ არის საჭირო _ლიზა, დარწმუნებული ხარ რომ არაფერია?_ეჭვით კითხა მარინამ_იქნებ... მოიცა.. იქნებ ორსულობის ბრალია_ღიმილით დაასკვნა. ლიზას და ნიკას ფერები გადაუვიდათ. _არა, ორსულად არ ვარ _რა იცი შვლო? ნიკა, სასწრაფოდ ექიმთან წადით და ანალიზები აიღეთ. იმედია ჩემი ეჭვები გამართლდება_გაბადრულმა ჩაილაპარაკა მარინამ. ლიზა ისევ მოიღუშა. იცოდა, რომ მარინას იმედები გაუცრუვდებოდა და გულნატკენი დარჩებოდა დედამთილი. _ძალიან გადავიღალე ეს ბოლო დღეები. ალბათ მაგის ბრალია_აუხსნა ლიზამ _მკითხაობას მორჩით და ექიმთან წადით. თუ ორსულად არ ხარ, მაინც გაესინჯე და გაიგე რის გამო გახდი ცუდად. ნიკა დაპირდა რომ აუცილებლად წაიყვანდა ექიმთან. დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ. _ექიმთან წავიდეთ_ღვედი გაიკეთა და მანქანა დაქოქა _რა საჭიროა ნიკა. მართლა გადაღლილობის ბრალია. თან დღეს თითქმის არაფერი მიჭამია, ამიტომაც გავხდი ალბათ ცუდად. სახლშ წავიდეთ და დავისვენებ. ეგრე მირჩევნია გთხოვ._თავი საზურგეს მიადო ლიზამ _ლიზა იქნებ... _ხმა ჩაუწყდა_იქნებ მართლა ფეხმძიმედ..._ლიზამ თვი სასწრაფოდ წამოყო და ნიკას გაოცებულმა შეხედა _რა ფეხმძიმედ ნიკა, გასულელდი? ჰაერით დავორსულდებოდი?_გაოცებული იყო ლიზა _ხო, მაგრამ მაშინ.. პირველ ღამეს, ხომ შეიძლებოდა _ნიკა_გააწყვეტინა ლიზამ_გგონია იმდენად სულელი ვარ რომ ორსულად ვიყო და ვერ შევნიშნო? თანაც მაგის შემდეგ სამი თვე გავიდა. გარდა ამისა არანაირი სიმპტომი არ მქონია, დღვანდელ გულისწასვლას თუ არ ჩავთვლით, რომელიც გადაღლილობის ბრალია_ბრაზმორეულმა თქვა. ნიკა მიხვდა რომ სისულელე წამოროშა და ამით ლიზას გული უფრო ატკინა.ამის მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. სახლში უხმოდ შევიდნენ. იმ ღამეს თითქმის არ ულაპარაკიათ. ლიზამ ეგრევე საწოლს მიაშურა. არაფრის თავი არ ქონდა. როგორც კი ჩაწვა,საბანში მაგრა გაეხვია და ცრემლები წამოუვიდა. თავის ბედს მისტიროდა. მის არ არსებულ შვილს მისტიროდა, რომელზეც ოცნებობდა და მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. ნიკა დიდიხანი ჩაფიქრებული იჯდა დივანზე და ტელევიზორს უაზროდ მიშტერებოდა. ადრე არასდროს დაფიქრებულა შვილებზე.არც კი წარმოედგინა,რომ ოდესმე მამა გახდებოდა. ეხლა კი ამაზე დაფიქრდა. უნდოდა კი მას შვილი ქალისგან, რომელიც არ უყვარს და რომელსაც მისი ცოლი ქვია? რა თქმა უნდა შვილზე უარს არასდროს იტყოდა, ეგ დარწმუნებით იცოდა, ვისგანაც არ უნდა ყოლოდა, მაგრამ ამ სიტუაციაში შვილის ყოლაზე არ ფიქრობდა. მთელი ღამე დივანზე გაათია. მეორე დღეს ლიზამ თვალებდასიებულმა გაიღვიძა. ნიკამ შენიშნა, მaგრამ კომენტარი არ გაუკეთებია. უბრალოდ ექიმთან წასვლა ისევ შესთავაზა _ლიზა,ბოლო 2 დღეა ნორმალური ფერი არ გადევს სახეზე. წავიდეთ რა ექიმთან_თვალებში ჩააჩერდა ნიკა _ნიკა, არაფერი მჭირს და რატომ უნდა წავიდეთ?_მობეზრებულმა თქვა ლიზამ _მაინც ჩაიტარე გამოკვლევები. ამით არაფერი დაშავდება. პროფილაქტიკის გამო რა _კარგი ნიკა, რახან ასე ჩამაცივდი წავიდეთ დღეს ექიმთან, მaგრამ დარწმუნებული ვარ სერიოზული არაფერი მჭირს_დაღლილი ხმით თქვა და სამზარეულოში გავიდა. იმ დღეს ექიმთან წავიდნენ. სერიოზული მართლაც არაფერი ჭირდა. _გადაღლილობის ბრალია და ჰემოგლობინი გაქვს დაბალი’’_ამცნო ექიმმა ანალიზების პასუხი_ სანერვიულო არაფერია. ცოტა დასვენება არ გაწყენდა_დაარიგა ექიმმა. _ხომ ვამბობდი რომ არაფერი ისეთი არ მჭირს მეთქი_უთხრა ლიზამ, როცა საავადმყოფოდან გამოვიდნენ _მერე რა ლიზა,მაინც კარგია ანალიზები რომ აიღე და შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმე.ამაში საგანგაშო არაფერია._ სახლში დაგტოვებ და მერე მე უნდა გავიდე. თუ სადმე სხვაგან დაგტოვო? _არა, სახლში გამიყვანე. ანი უნდა მოვიდეს ********************** _ისეთი გადაღლილი ვარ რომ მეტი არ შეიძლება_დაიწუწუნა ანიმ _მეც საშინელი. ეს 2 დღე თავბრუ მეხვეოდა და გულიც წამივიდა ისე ვიყავი _მერე?? ანუ ორსულად ხარ?_თვალები აუციმციმდა ანის _არა რა ორსულად_დანაღვლიანდა ლიზა _რატომ, გამორიცხული რა არის ამაში?_გაუკვირდა ანის _უბრალო გადაღლილობის ბრალია და ჰემოგლობინი მაქვს დაბალი. მეტი არაფერი _მე კიდევ მეგონა მალე ნათლული მეყოლებოდა _ტყუილად გეგონა_სევდიანად გაუცინა _თითქმის 4 თვეა რაც დაქორწინდით და ორსულად რომ ყოფილიყავი გასაკვირი ნამდვილად არაა_მხრები აიჩეჩა _გასაკვირი ის არის ანი, რომ პირველი ღამის მერე არაფერი გვქონია_ვეღარ მოითმინა ლიზამ. ვინმესთვის უნდა გაეზიარებინა მისი გულისტკივილი,თორემ გული გაუსკდებოდა.ცრემლები წამოუვიდა. ანის თვალები გაუფართოვდა _რაა?? მართალს მეუბნები? _აბა გატყუებ?_ანის შეხედა და ანიმ ლიზას თვალებში დიდი ტკივილი დაინახა. გული დაეწვა მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ნახვით_ერთხელ იყო და მორჩა. საერთოდ ეჭვი მეპარება რომ მისი ცოლი ვარ. საერთოდ არ ვუყვარვარ და ამას ვგრძნობ. მე რაც მას შეეხება ყველანაირ წვრილმანს ვაქცევ ყურადღბას. ვიცი როგორი საჭმლები უყვარს, განსაკუთრებით ვცდილობ რომ მისთვის გემრიელი საჭმელი გავაკეთო. დიდი სიფრთხილით და სისათუთით ვეპყრობი მის ნივთებს,თუნდაც დაუთოვებისას. ზუსტად ისე ვულაგებ მის სამუშაო ნივთებს,როგორც თვითონ. ყოველთვის ველოდები სანამ არ მოვა, მანამდე ვერ ვიძინებ.ეს ხომ თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა ცოლი, ვისაც ქმარი უყვარს ასე იქცევა, მაგრამ მე მართლა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ყველაფერს ანი, რაც მას ეხება. ძალიან მინდა ძილის წინ მასთან თავისუფლად,ჩახუტებულმა დავიძინო, მაგრამ ვგრძნობ რომ ამის უფლება არ მაქვს. მასთან შებოჭილი ვარ. წასვლის და დამშვიდობების დროს მხოლოდ შუბლზე თუ მაკოცებს, ისიც იშვიათად. არ შემიძლია ანი ასე, გეფიცები სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მეც არ ვიცი რამ შემაყვარა ასე ძალიან, მაგრამ მასზე ვგიჟდები. ისე ძალიან მიყვარს, რომ ამ ყველაფერს ვიტან და ვცდილობ გულში ჩავიკლა და მას არ ვაგრძნობინო ცუდად არაფერი. არ ვიცი ეს ყველაფერი როდემდე გაგრძელდება და როდემდე გავძლებ ასე მე_ცრემლები ცვიოდა ლიზას. ანი გაოგნებული უსმენდა. აქამდე ერთი საყვედურიც კი არ გაუგია ლიზას ნიკაზე და მის ურთიერთობაზე რომ ეთქვას_ვიცოდი, თავიდანვე ვიცოდი, ცოლობაზე რომ დავთანხმდი მაშინაც ვიცოდი რომ მას არ ვუყვარდი, მაგრამ მე იმდენად მიყვარდა და მინდოდა მასთან ყოფნა, რომ შედეგებზე არც მიფიქრია და დაუფიქრებლად დავთანხმდი. არა, არ ვნანობ, გეფიცები არ ვნანობ. მე ყველა ის წამი მიყვარს რაც მასთან გავატარე,როგორიც არ უნდა იყოს. მას არაფერში არ ვსაყვედურობ.თავიდანვე მთხოვა დახმარება, რომ ყველაფერს გამკლავებოდა. თითქმის 4 თვეა რაც ცოლ-ქმარი ვართ და უკვე აუტანელია მისი სიცივე. ნეტავ როდემდე გაგრძელდება. დიდხანს ალბათ ვერ გავუძლებ ანი, ეს გრძნობა შემიწირავს. ერთხელაც გული გამისკდება ტკივილისგან და მოვკვდები_თითქმის ბღაოდა ლიზა. ანი ეხუტებოდა და თავზე ეფერებოდა _ჩუუ ლიზ, დამშვიდდო ჩემო კარგო. აქამდე როგორ არ მითხარი. გულში რატომ იკლავდი. ვინმესთვის უნდა გეთქვა რომ დაცლილიყავი იმისგან რასაც გრძნობ.ლიზა, რომ იცოდე როგორ მტკივა მეც შენი წილი გული. გეფიცები ვერ წარმოვიდგენდი რომ თქვენ მსგავსი ურთიერთობა გქონდათ _ანი _ლიზამ თავი ასწია_ გემუდარები ნიკასთან არაფერი შეიმჩნიო, გთხოვ რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელო მასთან ურთიერთობა და არ მანანებინო რომ ყველაფერი მოგიყევი.თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს ეს არ გააკეთო რა_მუდარა ისმოდა ლიზას ხმაში _კარგი ლიზ, როგორც შენ მეტყვი. გპირდები რომ არაფერს შევიმჩნევ. ისე კი არის ღირსი ერთი კარგად მიალანძღოს კაცმა ის შენი ქმრად წოდებული_ხმაში გაბრაზება დაეტყო ანის_ანგელოზი ცოლი ყავს და როგორ შეიძლება ასე მოექცეს_თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა ანი. ამ წამს ნიკა რომ მდგარიყო მის წინ დაუფიქრებლად დაახრჩობდა ან მინიმუმ დაასახიჩრებდა. საშინლად გაბრაზდა ნიკაზე,მის მეგობარს ასე რომ ტანჯავს. ცოტა ხანი ორივე დადუმდა.ლიზა დამშვიდდა. ცოტათი მოეშვა, რადგან ემოციებისგან დაიცალა. _შენ რას შვები?არ დაგირეკა ირაკლიმ?_ცოტა ხნის მერე კითხა ლიზამ,თან ნიკაზე ლაპარაკი უკვე აღარ სურდა _არ დაურეკავს_დასევდიანდა ანი_საერთოდ არ მინახავს მაგის მერე. ალბათ დავავიწყდი _ნუ სულელობ ეხლა. რას ნიშნავს დაავიწყდი. ალბათ საქმეები აქვს და ვერ მოიცალა. წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან_დატუქსა ლიზამ _საერთოდ ნუ დამირეკავს თუ უნდა. ჯანდაბაშიც წასულა. ყველა კაცი იდიოტი და ხეპრეა_გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა. ლიზას გულწრფელად გაეღიმა ანის ნათქვამზე _ყველა არა, აი ჩვენი მამები არ არიან იდიოტები და ხეპრეები_სიცილით უთხრა ლიზამ _ნუ ხო, ისინი გამონაკლისები არიან_ანისაც გაეცინა. _მოდი ეხლა ჩვენ ყავა დავლიოთ_ლიზა წამოდგა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ************************************ _ზუკიჩ, რავა ხარ?_მხარზე ხელი დაკრა ნიკამ _პაზმელიაზე ვარ და თვი მისკდება. მოდი, მოდი დაჯე. არ გშია? მე მგელივით. არაფერი არ მიჭამია და ეხლა უნდა ვხეთქო_მიაყარა ზუკამ _მე არ მინდა, მიდი და ჭამე. დაგელოდები_გაეცინა ნიკას _ლუდი მაინც დალიე_ლუდის ქილა მიაწოდა, თვითონ დივანზე ჩამოჯდა, ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და თეფშზე დადებული საჭმლის ჭამა დაიწყო _ვერ დავლევ შე*ემა, საჭესთან ვარ. მე არაფერი არ მინდა. პროსტა გამოგიარე რა _დღეს საღამოს ერთი ჩემი ძმაკაცი უნდა ვნახო. წინათ რომ გეუბნებოდი გერმანიაში გავიცანი და იქ დავძმაკაცდით მეთქი. ეგ ჩამოვიდა საქართველოში. გაგაცნობ მერე_პირგამოტენილი ლაპარაკობდა ზუკა _არ გადაგცდეს ის საჭმელი, ჭამე და მერე ილაპარაკე თუ ძმა ხარ რა_სიცილით უთხრა და ტელევიზორის პულტს დაწვდა. არხებს ათამაშებდა. საინტერესო ვერაფერი ნახა და საერთოდ გათიშა_სხვა? რა ხდება ახალი? _აუ ბიჭო ნერვები მაქვს აშლილი. ჯარიმა მომივიდა სიჩქარის გადაჭარბებისთვის.100-ით მივდიოდი და 60 იყო დაშვებული. ვერც ვიგრძენი ისე ავედი 100მდე და ჯარიმა რომ მომივიდა კარგად ვაგინე მთავრობასაც და პოლიციასაც_გაეცინა_კიდევ კარგი არ გამაჩერა პარულმა,თორემ მთვრალი ვიჯექი საჭესთან და მაგის ჯარიმა ცალკე მომივიდოდა. _ბიჭო შენ შ*გ გაქვს ხო?_გაბრაზდა ნიკა_რამდენჯერ გაგაფრთხილე საჭესთან ნასვამი ნუ დაჯდები მეთქი. გინდა რომ მალე გამოეთხოვო სიცოცხლეს? _ერთი დედაჩემი დამეორე შენ. ზუსტად ასე დამქოთქოთებს რა. ისეთი მთვრალი არ ვიყავი,რომ მანქანა ვერ მემართა _რა მნიშვნელობა აქვს ზუკა? ჯერ ფხიზელი ვინც მართავს მანქანას ის არაა დაზღვეული არაფრისგან და მთვრალი ხომ მითუმეტეს _კაი, მორჩი დამოძღვრას. შენზე მითხარი რამე. როგორ ხართ? ლიზა რას შვება? _ვართ რა-ზოგადად უპასუხა _რომ ხართ ეგ მეც ვიცი. მაინტერესებს როგორ ხართ?როგორ ეწყობით ერთმანეთს?_სპეციალურად არ ჩერდებოდა ზუკა _აუ ზუკა, რა გამი**აკე საქმე რა. რა გაინტერესებს მითხარი? ის რომ საერთოდ ვერ აღვიქვამ როგორც ცოლს ? ის რომ ჩვენი ურთიერთობა ცოლ-ქმრულს არ გავს საერთოდ?ის რომ ბოლოს მას პირველ ღამეს შევეხე. ეგ გაინტერესებს? დაკმაყოფილდი?_ზუკა გაოგნებული იყო _აუ რა ს**ი ხარ!_გაოგნებულმა და გაბრაზებულმა უთხრა_შენს ძმობას ვფიცავარ მაგარი *ლე ხარ. რას გეუბნებოდი, ხომ გაფრთხილებდი ნუ მოიყვან ცოლად და ნუ გააუბედურებ მაგ გოგოს მეთქი? _მშვენივრად არის ლიზა. არანაირ პრეტენზიას არ გამოხატავს და შენ რა გაწუხებს ვაფშე?_გაღიზიანებულმა უთხრა ნიკამ _რა უნდა გითხრას შენ ვერ ხარ? რა პრეტენზიით უნდა მოვიდეს? მე შენი ცოლი ვარ და შემეხეო?ან ცოტა მეტი ყურადღება დამითმეო?ლიზა სხვანაირია და მაგას არ გააკეთებს. თავს ასე არ დაიმცირებს. ცოტა ხანია რაც ვიცნობ და საკმარისი აღმოჩნდა რომ კარგად გამეცნო. ის სხვებს არ გავს. შენ კიდევ მაგარი იდიოტი, გამოშტერებული და გამოთაყვანებული კაცი ხარ ნიკა რომ მას ვერ აფასებ. რით ვერ დაივიწყე ეგ კა*პა ნათია? მიპასუხე რა გიქნა ეგეთი რომ ვერ ივიწყებ?რა აქვს ეგეთი? ლიზა ნათიას მილიონჯერ ჯობს, მაგას ვერც შევადარებ. მითხარი რა უნდა გააკეთოს ლიზამ რომ შენი გული მოიგოს?ჯანდაბას ნიკა, რეებზე მალაპარაკებ რა. ამხელა კაცი ხარ და შენს თავში ვერ გარკვეულხარ _რა ჩემი ბრალია რომ ლიზა ვერ შევიყვარე? არ მიყვარს და რა გავაკეთო? ნათიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს გულს. არ შემიძლია ახლოს მოვუშვა ჩემს გულთან ვინმე, ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ვიცი, რომ ლიზასთან მტყუანი ვარ, მაგრამ აწი უკვე გვიანია. _მეზიზღება ნათია. აი ერთადერთი ქალია ,რომელიც მეზიზღება ნიკა. ამაზრზენი ქალია. არ შემიძლია მასზე ვლაპარაკობდე და ზიზღი არ ვიგრძნო. ვერ ვიტან. ალერგია მაქვს მასზე _მეც ვერ ვიტან_ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნიკამ _ცადე რა ლიზასთან ცოტა ურთიერთობა დაათბო. იქნებ რამე გამოგივიდეთ. მეტი დრო დაუთმე მას, მეტი დრო გაატარეთ ერთად, აუ რავიცი რა. რამე ქენი ნიკა. იმ გოგომ მეტი რაღა უნდა ქნას, რასაც აკეთებს იმის გარდა. მას მართლა უყვარხარ _ვიცი და ნეტავ არ ვუყვარდე, ორივე ნაკლებად დავიტანჯებოდით_ამოიოხრა ნიკამ და თვალი ერთ ადგილს გაუშტერა. კიდევ ცოტა ხანი დარჩა ზუკასთან.ბევრ რამეზე ისაუბრეს. მერე დაემშვიდობა და სახლში წავიდა. ********* ერთ საღამოს ლიზამ გადაწყვიტა ნიკასთვის რომანტიკული ვახშამი დაეხვედრებინა. გემრიელი კერძი მოამზადა. ორ კაცზე გაშალა სუფრა. სანთლები დაანთო. თვითონ ძალიან სექსუალურად გამოეწყო. დიდ ხანს ფიქრობდა გაეკეთებინა ეს თუ არა. საბოლოოდ გადაწყვიტა ნიკასკენ ნაბიჯი მას გადაედგა. იქნებ ნიკას დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და ვერ ბედავდა მასთან ურთიერთობას. ლიზას უნდა ეცადა. მისკენ უნდა გაეკვლია გზა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ასე ვთქვათ ნიკას ,,შემოსაბრუნებელი’’ საღამო მოეწყო. ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვის. ყველაფერი მართლაც რომ ძალიან რომანტიკული იყო. გამზადებული დაჯდა დივანზე და ნიკას მოსვლას დაელოდა. ნიკა მალე მოვიდა. მისი ცოლი ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა და მერე მაგიდას გახედა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ლიზა ნელა წამოდგა და მისკენ დაიძრა. _ქურთუკი მომეცი_ყურთან ხმადაბლა უჩურჩულა_ნიკამ ისნტიქტურად გაიხადა და მიაწოდა. ლიზამ საკიდზე დაკიდა და მოუბრუნდა _ხელები გადაიბანე და ვივახშმოთ_გაუღიმა. ნიკა გაოგნებული იყო. ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მალევე გამოვიდა აბაზანიდან. ლიზა უკვე მაგიდასთან იჯდა.ერთ ხანს ერთ ადგილას იდგა. მალევე გონს მოეგო და მაგიდას მიუჯდა _რას მივაწეროთ ეს ყველაფერი?_კითხა ნიკამ _არ შეიძლება ქმარს რომანტიკული ვახშამი დავახვედრო?_მაცდურად გაუღიმა ლიზამ _როგორ არ შეიძლება, მაგრამ შენგან გამიკვირდა. არ ველოდი_ჩაეცინა დაბნეულს _ზოგჯერ მეც მახასიათებს არაპროგნოზირებადი ქმედებები. ძალიან მომინდა შენთვის ეს გამეკეთებინა. გასინჯე აბა გემრიელია თუ არა _დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება_უთხრა და თევზი გადმოიღო ლანგრიდან. უხმოდ ჭამდნენ. უფრო სწორად ნიკა ჭამდა. ლიზას მადა საერთოდ დაკარგული ქონდა. მხოლოდ ნიკას უყურებდა.ნიკამ ამოხედა _შენ რატომ არ ჭამ? _არ მშია_თვალი არ მოუშორებია ნიკასთვის ისე უთხრა _აბა ეგრე როგორ? მე ვიჯდე და ვჭამო და შენ მიყურო? მიდი რა ცოტა მაინც გადაიღე _დესერტს გეახლები. მართლა არ მშია. დესერტიც რომ მიირთვეს, ლიზა ადგა და რომანტიკული მუსიკა ჩართო _ვიცეკვოთ?_ხელი გაუწოდა ნიკას _ლიზა კაი რა_ გაეცინა_მე არ ვცეკვავ. აზრზე არ ვარ _ნიკა, არც მე არ ვარ პროფესიონალი მოცეკვავე. უბრალოდ რიტმს ავყვეთ და ეგ არის_მავედრებელი თვალებით შეხედა. _კარგი ჯანადაბას, ვიცეკვოთ_წამოდგა_ოღონდ არ ადმცინო_სიცილით გააფრთხილა ნიკამ და საჩვენებელი თითი ასწია _პირობას გაძლევ_გაუცინა. ნელ-ნელა ფეხი აუწყვეს წყნარ მელოდიას. ნიკას ლიზას ხელზე ქონდა ხელები შემოხვეული. ლიზას ნიკას კისერზე. თვალებში უყურებდნენ და ისე ცეკვავდნენ. ლიზამ კარგა ხანს უყურა თვალებში. ელოდა იქნებ ნიკამ ინიციატივა გამოიჩინოს და მაკოცოსო, მაგრამ მსგავსი არაფერი. ამიტომ გადაწყვიტა თავის თავზე აეღო კოცნაც. ფეხის წვერებზე აიწია და ოდნავ შეეხო მის ტუჩებს.მერე ნიკას შეხედა. ოდნავ გაკვირვებული იყო. ლიზას მორცხვად ჩაეცინა და გაწითლდა. მერე უფრო მაგრა აკოცა და მისი კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა.ნიკამ ცდუნებას ვერ გაუძლო და ალერსში აყვა.უფრო მჭიდროდ მიიკრო და კოცნა გააღრმავა. დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. ვერც კი მიხვდნენ საძინებლამდე როგორ მივიდნენ. ნიკა მოწყურებულივით კოცნიდა მას ტუჩებზე, მერე ყელზე, მერე ისევ ტუჩებზე.კაბის ელვა ფრთხილად გაუხსნა და საცვლების ამარა დარჩა ლიზა. ნელ-ნელა საწოლისკენ მიიწევდნენ. მსუბუქი კვრით ორივე საწოლზე აღმოჩნდა. ვნება მორეულები კოცნიდნენ ერთმანეთს. ლიზამ ნიკას პერანგის ღილების გახსნა დაიწყო. თითები უკანკალებდა. თითქოს პირველად აკეთებდა ამას. ნიკა მხოლოდ შარვლის ამარა დარჩა. ეხლა ლიზას ბიუსჰალტერს დაუწყო შეხსნა. მერე საცვლამდე რომ მივიდა უცებ გონს მოეგო, გამოფხიზლდა და ლიზას მოშორდა, საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო _არ შემიძლია_თქვა ხმაჩამწყდარმა_ჯანდაბას, თავი უნდა მომეთოკა. ეს... ეს.. წარმოიდგინე უფრო ღრმად რომ შეგვეტოპა ლიზა..._სიტყვებს დაულაგებლად ამბობდა. ლიზა ჯერ კიდევ ვერ მოვიდა გონს რა ხდებოდა, რატომ ამბობდა ამას მისი ქმარი. მერე ხმა ძლივს ამოიღო _კი მაგრამ რას ვაშავებთ ნიკა?_გაოგნებულმა უთხრა_ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ და ეს ბუნებრივია მოხდეს, უფრო რომ შეგვეტოპა ამის გამო არავინ გვაწამებდა და მოკვლას არ დაგვიპირებდა. პირიქით ნიკა, ის უფრო წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხნის ცოლ-ქმარნი ვართ და ამას მეორედ ვაკეთებთ, უფრო სწორად გვქონდა მცდელობა და ჩაგვეშალა. ნუთუ იმდენად არ გაინტერესებ და გიზიდავ ნიკა, რომ ჩემთან დაწოლაზეც უარს ამბობ_გამტყდარი ხმით საუბრობდა ლიზა _ლიზა, მე შენ არ მიყვარხარ_თითქოს თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს ლიზას. რა თქმა უნდა იცოდა რომ მის ქმარს სიყვარულის მაგვარი გრძნობა რომ არ აკავშირებდა მასთან, მაგრამ ამის ასე პირდაპირ თქმას არ მოელოდა_არ მიყვარხარ და არ შემიძლია ას არაკაცივით მოვიქცე, შენთან ჟინის დასაკმაყოფილებლად ვერ დავწვები. მაპატიე რა ლიზა, რომ ასე გტანჯავ_თვალებს ვერ უსწორებდა ლიზას. ლიზა გაქვავებული უსმენდა ნიკას, ცოტაც და აღრიალდებოდა _ყოველთვის ვიცოდი რომ არ გიყვარდი, მაგრამ ასე უმნიშვნელო თუ ვიქნებოდი არ მეგონა. იმდენად არ მოგწონვარ, რა სიყვარულზეა საუბარი, რომ დაჟე ვნებაც ვერ აღვძარი შენში და როგორც ქალი ისედაც არ გიზიდავ ნიკა. _ლიზა, მაპატიე გთხოვ. არ შემიძლია შენც მოგატყუო და თავიც მოვიტყუო _კარგი, გასაგებია ყველაფერი. ნუ მიხსნი ნიკა_ტანსაცმელს ძებნა დაუწყო_მე სტუმრების ოთახში გავალ და იქ დავიძინებ. ჩემი არსებობით არ შეგაწუხებ_კარებისკენ წავიდა _მოიცა, შენ იყავი და მე გავალ_უკან მოაბრუნა ლიზა_შენ რატომ უნდა გახვიდე _კარგი, როგორც გინდა_უემოციოდ უთხრა ლიზამ. ნიკამ მხოლოდ საჭირო ნივთები აიღო და ოთახიდან გავიდა. ნიკას გასვლა და ლიზას ისტერიკული ტირილი ერთი იყო. ,,ესეთი რა დავაშავე ღმერთო, რომ ასე ძალიან ვიტანჯები? რატომ შემიყვარდა ასე ძალიან? ნუთუ სიყვარულმა ამდენი ტანჯვა უნდა მიანიჭოს? აღარ მინდა, აღარ შემიძლია ამდენის გაძლება. ვეღარ ვუძლებ ღმერთო’’ გაუჩერებლად ტიროდა და მოთქვამდა ლიზა. მთელი ღამე ცრემლი არ შეშრობია. მეორე დღეს ნიკა ადრე წავიდა და გვიან მოვიდა. მხოლოდ ერთხელ მოკრეს ერთმანეთს თავი. ორივე ცდილობდა ერთმანეთისთვის თავის არიდებას.ლიზამ ანი ნახა და ყველაფერი უამბო. _აუ რა დეგენერატია რა ნიკა. რომ ვნახავ აუცილებლად მოვკლავ_იმუქრებოდა ანი _ანი დაწყნარდი ეხლა. მე გთხოვე რომ შენ არაფერს არ იმჩნევ არავისთან _კი მაგრამ, ასე როგორ გექცევა? მაშინ რომ გაეყაროთ ერთმანეთს არ ჯობს? _არ ჯობს. ეხლა ამ სიტუაციაში ვერ გავეყრებით. ჯერ წელიწადიც არაა რაც დავქორწინდით და ჩვენს მშობლებს ინფარქტი დაარტყამთ ეს რომ გაიგონ. თან არ მინდა ყველამ გაიგოს განქორწინების მიზეზი. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიზამ. ისევ მის გვერდით უნდა ვიცხოვრო _ვერ გიგებ ლიზა და მომკალი რა. მართლა არ მესმის შენი. ასე გტანჯავს და შენ კიდევ მის გვერდით გინდა. ეს მაზოხიზმია ლიზ. მეცოდები. ამდენი ტანჯვისთვის არ მემეტები და მის გვერდით კი ეს გარდაუვალია_ნაღვლიანი ხმით ლაპარაკობდა ანი _ვიცი, მესმის ყველაფერი. სადაც ამდენი ხანი გავძელი, კიდევ გავძლებ. უკვე შევეჩვიე კიდევაც ამ ტანჯვას. მართლა. უკვე აღარც მაქვს იმედი, რომ ოდესმე ბედნიერი ვიქნები _რას ნიშნავს იმედი არ გაქვს რომ ოდესმე ბედნიერი იქნები?_გაბრაზებულმა უთხრა_ლიზა, ჯერ მხოლოდ 25 წლის ხარ. წინ მთელი ცხოვრება გაქვს. ვინმეს აუცილებლად შეხვდები, ვინც შეგიყვარებს. გაიხსენე რამდენს უყვარდი? მაგრამ შენ ყურადღებას არავის აქცევდი. შენს გამო უამრავი თავისუფლად დათმობდა თავის სიცოცხლეს, შენ კი ისეთი აირჩიე, ვისაც არ უყვარხარ და ფეხებზე კიდიხარ. არ გეწყინოს, მაგრამ ორივემ მშვენივრად ვიცით რომ ეს ესეა. ლიზას ხმა არ ამოუღია. ყავის ფინჯანს უაზროდ ჩასცქეროდა. _შეიცვლება ანი, ყველაფერი შეიცვლება_მტკიცედ ჩაილაპარაკა_ვეცდები ამ გრძნობამ არ გამანადგუროს. გეფიცები ყველაფერს ვიზამ_დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა. *********************** ნიკა ცალკე დანაღვლიანებული დადიოდა. ვერ აპატია თავის თავს წუთიერი სისუსტე, ის რომ ლიზას თუნდაც წამით რამე იმედი მისცა. ზუკამ აშკარად შეამჩნია ნიკას უხასიათობა.კითხა კიდეც თუ რა სჭირდა, მაგრამ გადაწყვიტა არავისთვის გაემხილა ეს ამბავი და მის საიდუმლოდ დარჩენილიყო. უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს და გადაღლილი ვარო_ამ პასუხით მოიშორა ზუკა თავიდან. კი არ დაუჯერა, მაგრამ აღარ ჩააცივდა. თუ თქმა არ უნდოდა, ვერავინ აუძულებდა ამას. რამდენიმე დღე ყველანაირად ცდილობდნენ თავის არიდებას. ნიკა სულ დილით ადრე მიდიოდა და ღამე ძალიან გვიან მოდიოდა. ლიზას ყოველთვის ეღვიძა, სანამ ნიკა არ მოვიდოდა. როგორც კი კარის ხმას გაიგებდა და დარწმუნდებოდა რომ ნიკა მოვიდა, შემდეგ იძინებდა. ეს ჩვევა ვერ მოიშორა. მიჩვეულია, რომ ნიკას მოსვლამდე არასდროს არ იძინებდა. ეხლაც ასეა. ვახშამს ყოველთვის გამზადებულს და მაგიდაზე გაწყობილს ახვედრებდა. თვითონ კი არ ენახვებოდა. ერთ დღეს კი ლიზამ გადაწყვიტა ნიკას ზრუნვაზე ხელი აეღო და თავისით გამოეტანა საჭმელი და თვითონვე მიელაგებინა მას. -დღეს დამაგვიანდება_უთხრა ერთ დილით ლიზამ და ყავა დაისხა. არ დაუკონკრეტებია თუ სად მიდიოდა და რატომ დააგვიანდებოდა. ნიკამ წარბები ასწია _ხდება რამე? _სამსახურის მერე სხვაგან მივდივარ_ზედაპირულ პასუხებს სცემდა ლიზა _და სად?_ცნობისმოყვარედ აგრძელებდა კითხვების დასმას _შენთვის რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სად წავალ და სად არა?_ირონიულად უთხრა ლიზამ _ლიზა რანაირად მელაპარაკები?_ხმა გაუმკაცრდა ნიკას_რომ გეკითხები ე.ი მაინტერესებს და მიპასუხე თუ შეიძლება. ნუ გავიწყდება რომ ჩემი ცოლი ხარ_ლიზას მწარედ ჩაეცინა _ცოლი..._ირონიულად ჩაილაპარაკა_როდის აქეთ ინტერესდები ნიკა მე სად დავდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და ა.შ? და რანაირად გელაპარაკები? რამე არ მოგწონს?_მხრები აიჩეჩა _ლიზა, არ გიხდება ძალით სტერვას როლი რა_მობეზრებულმა უთხრა_ნუ იქცევი ისე, როგორიც არ ხარ _შენ რა იცი მე როგორი ვარ? მიცნობ?_არ წყვეტდა სარკასტულად ლაპარაკს _ლიზა მორჩი მეთქი!_ხმამაღლა დაუყვირა ნიკამ. ლიზამ თვისი ჭიქა ნიჟარაში ჩადო. წყალი ამოავლო. ონკანი გადაკეტა და ნიკას მიუბრინდა _კარგი, წავედი მე. უკვე გაფრთხილებული ხარ რომ დამაგვიანდება, ამიტომ წავედი ეხლა სამსახურში_უთხრა და სამზარეულოდან გავიდა. ნიკა კარგა ხანი დამუნჯებული იჯდა სამზარეულოში და ლიზას ნალაპარაკევს აანალიზებდა. მიმა უეცარმა ცვლილებას დააბნია. ასე არასდროს არ დალაპარაკებია ნიკას, პირიქით, სულ თბილად ელაპარაკებოდა და ცდილობდა რამე არ ეწყენინებინა ეხლა კი... ****** ლიზა ანის უნდა გაყოლოდა სამსახურის მერე საყიდლებზე. მერე კი ანისთან აპირებდა ასვლას და რაღაც საბუთების მოწესრიგებაში უნდა დახმარებოდა. სწორედ ამიტომ აგვიანდებოდა სახლში. გვიანობამდე იყო ანისთან. პირველი დაწყებული იყო სახლში რომ შევიდა. ნიკა უკვე მოსულიყო და ტელევიზორს უყურებდა. კარის ხმაზე თავი კარისკენ მიატრიალა. მერე საათს დახედა და მერე ლიზასკენ გაიხედა წარბაწეულმა. ლიზამ აუღელვებლად გაიხადა ფეხსაცმელი, პალტო საკიდზე დაკიდა და მისაღები ოთახისკენ წამოვიდა. _საღამო მშვიდობისა_მკვახედ მიუგდო და საძინებლისკენ წავიდა _მე მგონი ცოტაზე მეტი დაგაგვიანდა_ნიკას ხმამ გააჩერა და მობრუნდა_ნიკა გაბრაზებული უყურებდა _ხოო, არ შემიმჩნევია_მხრები აიჩეჩა_ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა_უთხრა და გზა გააგრძელა. ნიკა დივნიდან წამოდგა და ლიზას მიყვა უკან. _შეიძლება გავიგო სად ბრძანდებოდი?_მკლავში ხელი წაავლო _ხელი გამიშვი და ტონი შეცვალე თუ შეიძლება _მომისმინე ლიზა_ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით დაიწყო ნიკამ_შენ ხარ ჩემი ცოლი. მნიშვნელობა არ აქვს რანაირი ურთიერთობა გვაქვს. ხალხის თვალში ჩვენ ვართ ოჯახი, ხოლ-ქმარი, ბედნიერი წყვილი, ხოდა არ მინდა ვინმემ ილაპარაკოს და ზურგს უკან მაძახოს რამე, გასაგებია? ასეთ დროს გარეთ რას აკეთებდი და რატომ არ გამაფრთხილე სად მიდიოდი?_მკაცრად საუბრობდა _მე არაფერს ისეთს არ ვაშავებ, რამაც შეიძლება ხალხი ალაპარაკოს და ჩემზე ცუდი იფიქროს, გასაგებია? მე კარგად ვხვდები რომ გათხოვილი ქალი ვარ და ყველაფერი არ მეპატიება. ისეთს არასდროს არაფერს არ გავაკეთებ, რამაც შეიძლება სახელი შემილახოს და თუნდაც ერთმა ვინმემ ჩემზე ცუდი იფიქროს. ხომ გაიგე? ხო და რადგან არ მინდა რომ ის ერთი შენ იყო, ვინც ამ საღამოს ჩემზე ცუდს იფიქრებს და თავის ფანტაზიას დიდ გასაქანს მისცემს, მანამდე გეტყვი რომ ანისთან ვიყავი და საბუთების მოწესრიგებაში ვეხმარებოდი, რადგან მთხოვა და ძალიან სასწრაფო იყო. დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა? _ამდენ დავიდარაბას ჯობდა პირდაპირ გეთქვა სათქმელი და ნამიოკებით არ გესაუბრა _თუ ყველაფერი გავარკვიეთ ეხლა დამტოვე. უნდა გამოვიცვალო. ძალიან მეძინება. ნიკამ ერთხანს უყურა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ არა. უხმოდ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. ******** ამის შემდეგ თითქმის სულ ასე გრძელდებოდა. ლიზა შეიცვალა ნიკას მიმართ. ეხლა უფრო ეუხეშებოდა ვიდრე ადრე. სახლის საქმეებს ჩვეულებრივ აკეთებდა. ნიკას ტანსაცმელს ყველაფრის მიუხედავად მაინც უმზადებდა, ვერ დაუშვებდა, რომ მოუწესრიგებელი წასულიყო ნიკა სამსახურში. საუზმეს ისევ გამზადებულს ახვედრებდა იმ განსხვავებით, რომ ნიკას თვითონ უნდა გამოეტანა თავისი თავისთვის და თვითონ უნდა მომსახურებოდა თავს. ლიზას ცვლილება აშკარა შესამჩნევი იყო. ამის გამო ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი. არც ერთი არ უთმობდა ერთმანეთს. ცოტა არ იყოს, ნიკას არ სიამოვნებდა ყოველ დილით მაგიდა გაშლილი რომ არ ხვდებოდა და ლიზა თავისი ყიყლიყოებით არ ხვდებოდა ხოლმე. პერსონალურად ნიკასთვის და ნიკას გემოვნებით უკვე აღარ აკეთებდა არანაირ საჭმელს. აკეთებდა ორივესთვის, რაასც ორივე შეჭამდა.ნიკა ვერ იტანდა აჯაფსანდალს, სწორედ ამიტომ ერთ დღეს ლიზამ მხოლოდ აჯაფსანდალი გააკეთა. სამსახურიდან ძალიან დაღლილი მოვიდა ნიკა. თან ძალიან მშიერი. ხელ-პირი დაიბანა და პირდაპირ სამზარეულოში გავიდა, სადაც ლიზა ყავას სვამდა. _მგელივით მშია და საჭმელი რა არის?-როგორც კი შევიდა ეგრევე კითხა და გაზქურაზე მდგარ ქვაბში ჩაიხედა _აჯაფსანდალი გავაკეთე_გაღიმებულმა უთხრა, რადგან იცოდა, რომ ნიკა აჯაფასდალს დასანახად ვერ იტანდა _ფუუ_დაიჭყანა_ვერ ვიტან აჯაფსანდალს. სხვა რამე არ არის?_მაცივარში შეიხედა. ლიზა არ დგებოდა და თვალს ადევნებდა ნიკას მოქმედებებს . _კვერცხი შეგიძია შეიწვა, ან ჩაი დალიო კარაქიან და მურაბიან პურთან. დღეს მხოლოდ აჯაფსანდალი გავაკეთე. მეგონა შენც შეჭამდი_გულში მაგრა იცინოდა _ლიზა მეკაიფები? ხომ იცი რომ მეზიზღება აჯაფსანდალი_ტუჩები დაპრუწა და ისევ მცივარში განაგრძო ქექვა. ვერაფერი ვერ ნახა რაც მოეწონებოდა და შეჭამდა. კვერცხზე გული ერეოდა, ჩაი კიდევ რას დაანაყრებდა ამხელა კაცს, სამსახურიდან მოსულს, რომელსაც ძალიან შია.იქვე გაიხედა და კალათში კარტოფილს მოკრა თვალი. მერე ლიზას გახედა. ლიზა ვითომ ვერ მიხვდა, არ შეიმჩნია _ლიზა. რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?_საწყალი თვალებით კითხა _გააჩნია თხოვნას_თვალებში ჩააჩერდა _კარტოფილი შემიწვი რა. მართლა ვერ შევჭამ აჯაფსანდალს, არადა მაგრა მშია _ნიკა, მიდი და შეიწვი. კარტოფილს ვერ გათლი და დაჭრი? მე არ მცალია. საქმეებს უნდა მივხედო_უთხრა და სამზარეულოდან გავიდა. ნიკას ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა. მართლა აკვირვებდა ლიზას ესეთი ცვლილებები, მაგრამ კარგად ხვდებოდა რომ დამნაშავე თვითონ იყო, ამიტომ ზედმეტს ვერაფერს ამბობდა _რა გაეწყობა.მომიწევს ჩემი მზარეულობის ნიჭი ბოლომდე გამოვავლინო_ხელები აიკაპიწა. რამდენიმე კარტოფილი აიღო კალათიდან და გათლას შეუდგა.ძლივს გათალა და დაჭრა. ხელიც გაიჭრა. ზეთს რომ ასხამდა მასაც შეეწუწა.კარტოფილს ტაფაზე რომ ყრიდა, ცხელი ზეთის წვეთები ხელზე შეეხსა და მიიწვა. ერთი გემრიელად შეიკურთხა და ტაფას თავსაფარი დაახურა.თვითონ ჩამოჯდა მაგიდასთან და დაელოდა მის შეწვას.მანამდე ტელეფონში თამაშობდა. ისე შეყვა თამაშს, ვერც გაიგო, როგორ აუვიდა კარტოფილს დამწვრის სუნი. მხოლოდ მაშინ გამოერკვა ლიზა რომ შემოვიდა სამზარეულოში _სამზარეულოს გადაწვა გინდა ნიკა?_ტაფას თავი ახადა და დამწვარ კარტოფილს მიაჩერდა_რა გინდა, ნიჭს ვერ დაგიკარგავ_დასცინა _აუ ჩემი, კი მაგრამ ეხლა არ დავყარე? ასე მალე როგორ დაიწვა?_თავზე ხელი მოისვა _ძალიან მაღალზე გქონდა ჩართული და დაიწვებოდა თუ ყურადღებას არ მიაქცევდი, აბა რას იზამდა. -ნიკა გაზქურასთან მივიდა. ტაფა აიღო და კარტოფილს სანაგვეში გადაუძახა _არაფრად არ ვარგოდა. რა შრომა ჩამეყარა წყალში_თქვა და გასასვლელისკენ წავიდა _შეგიწვავ მე_კარებთან მისულს მიაყოლა სიტყვები_დამელოდე და მალე იქნება _არ მინდა, არ შეწუხდე ლიზა. შენს საქმეებს მიხედე, არ მოცდე,თანაც გადამიარა ჭამის სურვილმა. მადა დავკარგე_მის ხმას წყენა ეტყობოდა_წავალ დავიძინებ_თქვა და სამზარეულოდან გავიდა. ლიზას სინდისმა შეაწუხა. თავისი თავი მიალანძღა მსგავსი ქცევისთვის. როდიდან გახდა ასეთი. ქმარს საჭმელსაც რომ აღარ უკეთებს, გამონაკლის შემთხვევებში მაინც. შეეცოდა ნიკა. ძალიან მშიერი იყო და ისე დაწვა არაფერი უჭამია.ნერვები მოეშალა მის თავზე. კარტოფილი აიღო და გათლა დაიწყო. ცალკე კომბოსტო დაჭრა და ხახვთან ერთად მოშუშა, ტომატი გაუკეთა, ბოლოს მწვანლები და სუნელები გაუკეთა. მერე კარტოფილი შეწვა და შემწვარი კარტოფილი უკვე გამზადებულ კომბოსტოში ჩაყარა და ერთად აურია. ჩაშუშული კომბოსტო კარტოფილით მზად იყო. გაზქურზე დატოვა თავსაფარდახურული.ასევე ცალკე თეფშზეც დაყარა და მაგიდაზე დადო. ნიკას ოთახისკენ წავიდა, მაგრამ ჩაძინებული დახვდა. გამოვიდა და თვითონაც დასაძინებლად წავიდა. _არაუშავს, იქნებ ღამე შიმშილმა შეაწუხოს და ადგეს. ნახავს და შეჭამს_თავი გაამხნევა ლიზამ და ლოგინში შეწვა. შუაღამეს ნიკა მართლა შეაწუხა კუჭმა და გამოეღვიძა.სამზარეულოში შევიდა ,,ბოლობოლო კარაქიან პურს მაინც შევჭამ’’_დაიიმედა თავი. სამზარეულოში შესულს კი თვალები გაუბრწყინდა გამზადებული საჭმელი რომ ნახა. ბევრი არც უფიქრია, არც იმაზე დაფიქრებულა, რომ ღამის 4 საათი იყო და კომბოსტოს ჭამდა, მივიდა და გემრიელად შეჭამა _მაინც ვერ მოუთმინა გულმა და საჭმელი გამიკეთა_გაეღიმა ლიზას მზრუნველობაზე და მადიანად შეექცა ჩაშუშულ კომბოსტოს. _იმედია კუჭი არ დამიტოკებს_ხმამაღლა ფიქრობდა და თან ეცინებოდა_კუჭის დედაც. მთავარია აღარ მშია. მერე ცოტა ხანი აივანზე გავიდა და სიგარეტი მოწია. კარგა ხანი იდგა და ცარიელ ქუჩას გადაჰყურებდა. მერე შესცივდა და დასაძინებლად წავიდა. ************* _დღეს ირაკლი მინდა გაგაცნო და ჩემთან ამოეთრიე_დაურეკა ზუკამ ნიკას _ ბიჭო,იცი რა ქნა? დღეს ჩემთან ავიდეთ და ის შენი ძმაკაციც ამოიყვანე და ჩემთან დავლიოთ რა. მაგრა მეზარება გამოსვლა. მთელი დღე სახლში ვარ დღეს _კაი ბრატ. საღამოს ამოვალთ მაშინ_დაემშვიდობა და გაუთიშა _ლიზა, დღეს ზუკა და მაგისი ძმაკაცი ამოვლენ საღამოსკენ, შენც დაურეკე ანის და გამოვიდეს, მარტო რომ არ მოიწყინო კაცების გარემოცვაში _კარგი დავურეკავ. და რა გავამზადო ? _არ გინდა არაფრის გაკეთება. მაღაზიაში ჩავალ და ხინკალს და რამეებს ამოვიტან _მეც გავაკეთებ რამე სალათს, მაქვს ყველაფერი. შენ შეგიძლია ამოიტანო რაც გინდა_გაუღიმა. ლიზამ ოლივიე და კრაბის სალათი გააკეთ. ნიკამ მაღაზიიდან ამოიტანა სასმელები, ხინკალი,პილმენი, ტკბილეულობა და კიდევ უამრავი რამ. ბიჭების მოსვლამდე ანი მოვიდა. _ვინები მოდიანო თქვი? _ზუკა და მაგის ძმაკაცი. ჩვენც არ ვიცნობთ, ჩვენს გასაცნობად მოყავს ბიჭებიც მალე მოვიდნენ. კარი ნიკამ გაუღო. შემოიპატიჟა შიგნით და ზუკამ ერთმანეთს გააცნო. _ირაკლი, გაიცანი ეს ნიკაა ჩემი ძმა. ნიკა გაიცანი ეს ირაკლია ასევე ჩემი ძმა _სასიამოვნოა_ორივემ თქვა და ხელი ჩამოართვეს. ამასობაში ლიზა და ანიც გამოვიდნენ სამზარეულოდან და ანის თვალები გაუფართოვდა _ირაკლი? _ანი? ორივემ გაოცებულებმა დაიძახეს. დანარჩენებმა ამათ შეხედეს გაოცებულებმა _თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?_იკითხა ზუკამ _ანი ჩემი კურსელი იყო_გაირიმა ირაკლიმ _ირაკლი აბაშიძე??შენ ხარ_ლიზას სიხარულის ხმები აღმოხდა _არ არსებობს!! ლიზა ბერიძე_ორივე გადაეხვივნენ ერთმანეთს_აუ ტო როგორ შეცვლილხარ. ლამაზი სულ იყავი,მაგრამ უფრო გალამაზებულხარ_თავზე აკოცა _რამდენი ხანია არ მინახიხარ იკა. მაგრა მომენატრე_ეხუტებოდნენ ერთმანეთს ნიკა გაკვირვებული იყურებოდა _მე მგონი ჩემს გარდა ყველა გიცნობდა_გაეცინა ნიკას _ასე გამოდის_გაეცინა ირაკლისაც_მე, ლიზა და ანი კურსელები ვიყავით. მხოლოდ 1 კურსი. მერე მე გერმანიაში გავაგრელე_ახსნა სიტუაცია ირაკლიმ_ანი შენ როგორ ხარ? რას შვები?_ეხლა ანის მიუბრუნდა _არამიშავს ირაკლი_ცოტა მკვახედ მიუგდო,ოღონდ რატომ თვითონაც ვერ მიხვდა. არა, როგორ ვერ მიხვდა, ანი იკაზე გაბრაზებულია რომ არ შეეხმიანა დაპირებისამებრ. _მოდით აბა დასხედით, ფეხზე როდემდე ვიდგეთ_ჩაერთო ნიკაც ანი და ლიზამ მალევე გააწყვეს სუფრა. სასმელები, სალათები, ხინკალი და პილმენები მოსახარშად ჩაყარეს, ტკბილეულობა, ხილი. ყევლაფერი ლამაზად დააწყვეს. ირაკლიმ და ნიკამ კარგად გაუგეს ერთმანეთს. კარგი ატმოსფერო იყო. უამრავი ძველი ამბავი გაიხსენეს. უნივერსიტეტიდან მოყოლებული _აი რას წარმოვიდგენდი თუ დღეს ამ ოჯახში მოვდიოდი. ოჯახის გასაცნობად მოვდიოდი და თურმე თითქმის ყველას ვიცნობ და ყველა ჩემიანია. ნიკა, ძმა ძალიან მიხარია რომ გაგიცანი. _მეც ძალიან მიხარია იკა_მხარზე ხელი დაკრა ნიკამ _რას ვიფიქრებდი რომ შენ ლექსოს ცოლი არ გახდებოდი_წამოაყრანტალა ირაკლიმ, ცოტა გრადუსი ქონდა მორეული, ლიზა ცოტა დაძაბა ამ კითხვამ. ნიკას პირთან მიტანილი ჭიქა გაუშეშდა _ლექსო ვინ არის?_მოჩვენებით ღიმილიანი სახით იკითხა ნიკამ _რაო ნიკუშ, შენ არ იცი ლიზიკოს თაყვანისმცემლების შესახებ. ნუ პრინციპში ეგ რა თაყვანისმცემელი იყო, ლიზაზე გიჟდებოდა. მეგონა ბოლოს მაინც მოიყვანდა ლიზას ცოლად იმდენს ჩალიჩობდა, მიუხედავად იმისა რომ ლიზამ თავიდანვე გაარკვია მასთან ყველაფერი. _მოდი არ გვინდა ლექსოზე იკა_ცადა თვის არიდება ამ საუბრაზე _არა, რატომ. მაინტერესებს ჩემი ცოლის ყოფილი შეყვარებულები. ლექსოზე არ ვიცოდი მაგალითად_გაუღიმა ნიკამ _ლექსო ლიზას შეყვარებული არასდროს არ ყოფილა_მკვახედ ჩააგდო სიტყვა ანიმ_ერთია რომ ლიზა უყვარდა, მაგრამ ემორე იყვნენ თუ არა შეყვარებულები_უხეშად საუბრობდა ანი, თითქოს ცდილობდა ნიკაზე ბოღმა ენთხია _მაპატიეთ, არ მინდოდა სიტუაციის ასე დაძაბვა, უბრალოდ გამახსენდა, ისეტებს აკეტებდა ტიპი შენი გულის მოსაგებად რომ.... მაგრამ აღარ გვინდა. ლიზა_ეხლა ლიზას მიუბრუნდა_ანი პირველად რომ ვნახე, ვუთხარი რომ კურსელები შევკრებილიყავით და მაგრა გვექეიფა. რას იტყვი? _ძალიან კარგია. მითხრა ანიმ და მართლა მომეწონა ეს იდეს. მე თეკლას,რუსოს, თორნიკეს და გიორგის დავუკავშირდები და ვეტყვი. ისინიც გაავრცელებენ ხმას და შევიკრიბოთ _ხო რა. ძალიან მინდა ძველები ვნახო. იმედია ვახსოვარ_დანანებით ჩაილაპარაკა იკამ _ეხსომები აბა რა იქნება _ე.ი შევთანხმდით და რაც შეიძლება მალე მოვაბათ ამ ამბავს თავი რა. ზალიან მინდა სხვების ნახვაც _აუცილებლად.ხვალვე დავუკავშირდები დანარჩენებს და მოვილაპარაკოთ კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრეს. საერთო ჯამში კარგი საღამო გამოუვიდათ. იკამ ანის შესთავაზა გაცილება. ვინაიდან ორივეს ალკოჰოლური სასმელი ქონდათ დალეული, ტაქსით ჯერ ანი მიაცილა და მერე თვითონ წავიდა სახლში. ზუკაც მალევე მიყვა მათ. ლიზამ სახლი მიალაგა. რადგან არ ეძინებოდა,გადაწყვიტა ცოტა ხნით ტელევიზორისთვის ეყურებინა _რატომ არ მითხარი ლექსოზე?_ვერც გაიგო ისე წამოადგა თავზე ნიკა და გვერდით მიუჯდა _შენ არასდროს არ დაინტერესებულხარ ჩემი წარსულით და ყოფილი თაყვანისმცემლებით. მე საჭიროდ არ ჩავთვალე რამე მეთქვა_მხრები აიჩეჩა _მართალი ხარ. არ მიკითხავს აქამდე არასდროს_ხმადაბლა და დანანებით ლაპარაკობდა ნიკა_სამაგიეროდ ეხლა გეკითხები და მითხარი ლექსოზე _ირაკლიმ თქვა მგონი ყველაფერი _მე შენგანაც მინდა მოვისმინო _ლექსო ჩემი კლასელი იყო და ვუყვარდი. ცუდი პიროვნება არ იყო, პირიქით, ძალიან კეთილი ადამიანი იყო. უბრალოდ მე მას როგორც მეგობარს ისე ვუყურებდი და ემტი არაფერი. ეგ თავიდანვე გავაგებინე. საბოლოოდ შემეშვა _თუ ასეთი კარგი იყო, შანსი რატომ არ მიეცი? რომ გეცადა იქნებ შეგყვარებოდა?მე ხომ უსიყვარულოდ გამომყევი? _ვინმე რომ გვისმენდეს შენზე იფიქრებდა გააფრინაო. რომელი ქმარი ეტყვის მსგავს სისულელეს შენს გარდა_ცინიკურად ჩაეღიმა ლიზას_არ შემეძლო მასთან ყოფნა, მას ყოველთვის ისე ვუყურებდი როგორც მეგობარს, არ შემეძლო მისი შეყვარება და ამ შანსით გული ორივეს გვეტკინებოდა _ხო, მაგრამ მას მაინც ატკინე შენი უარით _დამიჯერე უფრო ეტკინებოდა მის გვერდით უსიყვარულოდ რომ ვყოფილიყავი. ამას ვერ აიტანდა. _და მე რატომ გამომყევი?_გამომცდელი კითხვა დაუსვა_ხომ იცოდი ჩემი შენდამი გრძნობების შესახებ? _ნიკა, რატომ ცდილობ მაზოლზე ფეხის დაჭერას?შენც მშვენივრად იცი პასუხი _ლიზა ჩემი თავი რამ შეგაყვარა?_გულწრფელად კითხა ნიკამ_მე ხომ ისეთი არაფერი არ გამიკეთებია შენთვის, პირიქით, თვიდან უხეშადაც კი გექცეოდი _გული გვეკითხება ვინ შევიყვაროთ და ვინ არა ნიკა? მასე რომ იყოს ლექსოს შევიყვარებდი თავის დროზე, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ჩვენდა უნებურად გვიყვარდება.არ ვიცი, მართალი ხარ, მიზეზი არ მქონია შენს შესაყვარებლად, ეს თავისთავად მოხდა. სიყვარულს ახსნა არ სჭირდება ნიკა. გვიყვარდება და მორჩა_უთხრა და საძინებლისკენ წავიდა. ნიკა კი დივანზე თვდახრილი, ჩაფიქრებული დატოვა. ********** _ლიზა?_მამაკაცის ხმა მოესმა ლიზას როცა მაღაზიაში წიგნს არჩევდა. _ლექსო?_თვალებს ვერ უჯერებდა. ლექსო მას შემდეგ არ უნახავს, როცა საბოლოოდ გაარკვია ურთიერთობა მასთან _როგორ ხარ ლიზუ?_გადაკოცნა. _არამიშავს. შენ როგორ ხარ?_გაოცებული ლაპარაკობდა. ლექსო ძალიან შეცვლილი იყო ფიზიკურად. _ვარ რა. ცოტა ხანია რაც უკრაინიდან ჩამოვედი _არ ვიცოდი უკრაინაში რომ იყავი _ხოო. თითქმის მას შემდეგ. მალევე წავედი აქედან_სხვა მხარეს გაიხედა_ლიზ, გცალია? _1 საათი მაქვს დრო_საათს დახედა _მაშინ წამო აქვე კაფეში ყავა დავლიოთ_ლიზა ყოყმანობდა_კაი რა, არ გამიტეხო ეხლა და უარი არ მითხრა. არ ვიკბინები_გაუღიმა_ლიზას უტაქტოდ რომ არ გამოსვლოდა, ამიტომ დათანხმდა_კარგი, წავიდეთ, ოღონდ დროში უნდა ჩავეტიოთ _რა თქმა უნდა. იქვე მდებარე კაფეში შევიდნენ. კაპუჩინო და შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთეს _გავიგე გათხოვილხარ_სევდანარევი ხმით უთხრა ლექსომ _მართალია. გავთხოვდი_თავი ჩახარა ლიზამ _ბედნიერი იქნები შენს ქმართან. ალბათ ძალიან გიყვარს_დანანებით ჩილაპარაკა ლექსომ _ხოო, მიყვარს ჩემი ქმარი, თან ძალიან _ხო, აბა ისე ხომ არ გაყვებოდი_ნერვიულად ჩაიცინა_ლამის გულმა დამარტყა შენი გათხოვების ამბავი რომ გავიგე.არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა _ლექსო გთხოვ.... _მოიცა_სიტყვა გააწყვეტინა ლექსომ_მართლა. გეფიცები ძალიან ცუდად ვიყავი. დეპრესია მქონდა დიდი ხანი. არა, კი ვიცოდი რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე რომ ამისთვის მზად ვერასდროს ვიქნებოდი. შენსავით არავინ მყვარებია ლიზა_ნაღვლიანი ლაპარაკობდა _ლექსო, ძალიან გთხოვ არ გვინდა რა წარსულზე ლაპარაკი. ისედაც მეზიზღება ჩემი თავი შენ რომ ასეთ მდგომარეობაში ჩემს გამო იყავი. შენ საუკეთესოს იმსახურებ _შენი რა ბრალია. შენ თავიდანვე გაარკვიე ჩემთან სიტუაცია. ეს მე არ დამეკითხა ჩემი გული ვინ შემყვარებოდა და ვინ არა. შენ საუკეთესო ხარ ლიზა. ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მართლა დიდ ბედნიერებას გისურვებ, მიუხედავად იმისა, რომ შენი ქმრის ყველაზე მეტად მშურს. ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი ქალი ყავს ცოლად _ლექსო_სათქმელი სიტყვები ენაზე შეაშრა, ვერაფერი უთხრა_შენც დიდ ბედნიერებას გისურვებ. მე ამ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებდი_ხელზე ხელი დაადო_მთელი გულით მინდა რომ ბედნიერი იყო_გაუღიმა _მადლობა ლიზა რომ არსებობ_ლიზამ უბრალოდ გაუღიმა _უკვე საკმაო დრო გავიდა. სამსახურში უნდა გავიქცე. შესვენება დამიმთავრდა_ფეხზე წამოდგა _გაგიყვან _მადლობა, მანქანით ვარ და მანქანამდე მიმიყვანე უბრალოდ _კი ბატონო_გაუღიმა ლექსომ. ანგარიში მოითხოვა და კაფე დატოვეს. _აბა დროებით ლიზა_დაემშვიდობა როცა ლიზა მანქანიდან გადადიოდა_ლიზა, შეგეხმიანები ხოლმე_საწყალი სახე მიიღო, როგორც მეგობარი რა თქმა უნდა_ლიზას გაეღიმა _კარგი ლექსო. შემეხმიანე ხოლმე. აბა ნახვამდის_გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა_ლექსო_ფანჯარაში თავი შემოყო_გამიხარდა შენი ნახვა, მართლა ოღონდ_გაუღიმა _დამიჯერე მე უფრო_გაუღიმა ლექსომაც და მანქანა დაძრა. ლიზას მართლა ძალიან გაუხარდა ლექსოს ნახვა. მასთან წლების მეგობრობა აკავშირებს. მიუხედავად ლექსოს გრძნობებისა, ის მას მაინც კარგ მეგობრად თვლიდა და ძალიან უყვარდა. ამის გამო არასდროს არ შეცვლია ლექსოსადმი დამოკიდებულება. ***************** სამსახურის მერე ანისთან გავიდა. ლექსოზე უთხრა _ანი შენ ვერ წარმოიდგენ დღეს ვინ ვნახე_დააინტრიგა ლიზამ და ეშმაკურად გაუღიმა _არ მითხრა რომ დიკაბრიოა ჩამოსული თბილისში და მე ვერ ვნახე_შეიცხადა ანიმ _ოოო, გადაეშვა ოცნებებში_გაეცინა ლიზას_ლეო არა, მაგრამ ლექსო ვნახე_ანის წვენი გადაცდა _ვიინ?? მოიცა ლექსო არაბული? ჩვენი კლასელი? შენ რომ უყვარდი ის ლექსო?_მიაყარა ანიმ ყველაფერი ერთმანეთს _ხო, ის ლექსო _ეგ ცოცხლებში თუ ეწერა არ მეგონა. საუკუნეა რაც არ მინახავს. _ხოო,ბოლოს რომ სერიოზულად ვილაპარაკეთ, მაგის მერე უკრაინაში წასულა და ახლახანს ჩამოსულა_გაარკვია ლიზამ სიტუაციაში _აა, მე კიდევ მეგონა სადღაც უპატრონოდ დაიღუპა და მის საფლავს წარწერაც არ ქონდა_იხუმრა ანიმ _რა მწარე ენა გაქვს მაინც ანი. როგორ შეიძლება ცოცხალ ადამიანზე მასეთების თქმა_შეიცხადა ლიზამ_,,ბიბლუსში’’ ვნახე და მერე კაფეში ყავა დავლიეთ და ცოტა ვისაუბრეთ _რაო, ისევ მიყვარხარო_სხვათაშორის იკითხა ანიმ და ფრჩხილებს დახედა _დეპრესია ქონია აქედან რომ წავიდა.ჩემი გათხოვების ამბავიც გაუგია და ერთგვარი შოკი მქონდაო, არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდაო,ამის გასაგებად მზად ვერადსროს ვერ ვიქნებოდიო, ბედნიერებას გისურვებო და რავი . ძაან ბევრი ჩვენც არ გვისუბრია. ბევრი დრო არ მქონდა _ისე, ეგ ლექსო თუ არ ჯობდეს შენს იდიოტ ქმარს მე ვიყო არასწორი_ცხვირაბზუებულმა თქვა ანიმ_მაგას მართლა უყვარდი და ეჭვი მაქვს რომ ეხლაც უყვარხარ. ასე უცებ ვერ დაგივიწყებდა _კარგი რა ანი. ნეტავ დავიწყებული ვყავდე და ჩემს მიმართ სიყვარულს არ გრძნობდეს. ასე ხომ სულ დაიტანჯება_გულწრფელად შეეცოდა ლექსო _ლიზა, რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე ხო? შენს დეგენერატ ქმარს რომ გაშორდები, იქნებ ლექსოს შანსი მისცე და სცადოთ ა?_შეპარვით უთხრა ანიმ. ლიზა წამოენთო _ანი ხვდები მაინც რას მეუბნები? ჯერ ქმარს არ გავშორებულვარ და გავშორდები თუ არა არ ვიცი და თუ გავშორდები როდის არც ეგ არ ვიცი. მერე მეორე, რომც გავშორდე ლექსოსთან უნამუსოდ ვერ მოვიქცევი. თითქოს სათადარიგო კანდიდატურა ყოფილიყოს. გავთხოვდი, ქმართან ურთიერთობა ვერ ავაწყვე, მერე დავშორდი და მერე მივაკითხო ლექსოს? ხომ არ გაგიჟდი. გარდა ამისა რომც გავშორდე ნიკას, კარგა ხანი სიყვარულზე ფიქრსაც არ ვაპირებ. ისედაც საკმაოდ ვიტანჯე. და რომც ვიფიქრო, ლექსო ნამდვილად არ იქნება. მე, მართლა არ შემიძლია ასე უსინდისოდ მოქცევა. _აუ ნუ ბოდიალობ ეხლა რაღაცებს. თუ ნიკას გაშორდები რატომ არ უნდა დაიწყო ცხოვრება თავიდან? ლექსო სიხარულით მიგიღებს _ანი ვერ ხვდები ვერაფერს რასაც ვამბობ? სწორედ რომ მიმიღებს ეგ არ მინდა გესმის? არ მინდა რომ მისი კეთილგანწყობით და სიყვარულით ვისარგებლო. მოდი მოვრჩეთ რა ამაზე. ჯერ მე გათხოვილი ვარ და ქმარი მყავს, ასე რომ მსგავს სისულელეებზე ნუ ვილაპარაკებთ _ნეტავ კაცი ვიყო, ერთი გემრიელად დავალურჯებდი შენს ხეპრე ქმარს_ლიზას ანის სახეზე გაეცინა, რომელსაც მუშტი შეეკრა, თვალები დაეწვრილებინა და იმუქრებოდა _ან, წავედი ეხლა. კარგა ხანია აქ ვარ. ნიკაც მოვიდოდა ალბათ _ხო, რა თქმა უნდა. შენს საყვარელ ქმარს საჭმელი გაუმზადე და ცხლად ჩაახეთქე _ტუჩები მოპრუწა _კაი, დაგირეკავ მერე_სიცილით დაემშვიდობა ლიზა. **************** სახლში მისულს ნიკაც მისული დახვდა.ლეპტოპში რაღაცას აკეთებდა. _საღამო მშვიდობის_მიესალმა ნიკას _საღამო მშვიდობის_ უთხრა და კომპიუტერში განაგრძო საქმიანობა. ლიზამ გამოიცვალა და სამზარეულოში გავიდა _არ გშია ნიკა?_გამოსძახა სამზარეულოდან _მოვალ_მშრალად უპასუხა. ფაილები დახურა და სამზარეულოში გავიდა. ლიზა მაგიდას აწყობდა. _სამსახურში ბევრი საქმე გქონდა?_კითხა და მჟავე კიტრი აიღო თეფშიდან _არც ისე.რატომ მეკითხები?_მართლა გაუკვირდა _რომ დაიგვიანე ვიფიქრე ბევრი საქმე ქონდა მეთქი_მხრები აიჩეჩა _აა, ანისთან გავედი და მაგიტომ შემაგვიანდა და საათს გახედა _გასაგებია. გირეკავდი და არ მიპასუხე _მირეკავდი? როდის?_ტელეფონს დახედა _შუადღეს. დაახლოებით შესვენების დროს _არ გამიგია. უხმოზე მქონდა დაყენებული და ტელეფონისთვის არ დამიხედავს_თავი იმართლა. არადა მართლა არ გაუგია და არც უნახავს დანარეკი_კაფეში ვიყავი და ჩანთაში მედო _მარტო?_კითხვების დასმას განაგრძობდა ნიკა _არა, მე და ლექსო ვიყავით_უთხრა და თავი აარიდა. _ვინ და ვინ?_ეჭვით იკითხა_მოიცა.... იმ ლექსოსთან ერთად? შენი ყოფილი შეყვარებული თუ თაყვანისმცემელი თუ უბრალოდ მას უყვარდი თუ როგორც არის. მაგასთან ერთად?_კისერზე ძარღვები გამოებერა _ხო ნიკა. იმ ლექსოსთან _მერე ამას ასე მშვიდად მეუბნები?_წარბები მაღლა აწია _და არა მშვიდად რატომ უნდა გითხრა?რამე დაშავდა _ლიზა, შეგახსნებ რომ გათხოვილი ქალი ხარ და ყოფილ შეყვარებულთან ერთად კაფეში სიარული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია _ჯერ ერთი ლექსო ჩემი ყოფილი შეყვარებული არ არის. ჩვენ ერთად არასდროს არ ვყოფილვართ და მეორე, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია _მეგობარი,რომელსაც უყვარხარ,როგორც ქალი და არა მეგობარი ლიზა_ხმამაღლა ლაპარაკობდა ნიკა_განსხვავებას ამჩნევ? _ლექსო ძალიან კარგი ადამიანია. მან იცის რომ გათხოვილი ვარ და ზედმეტს არაფერს ცდილობს. ჩვენ მეგობრები ვართ_ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა ლიზას_გარდა ამისა, რამე რომ იყოს შენ რამე პრეტენზიები გაქვს?_ირონიულად კითხა _შენ მე მგონი სრულ ჭკუაზე ვერ ხარ ხო?_საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაატრიალა_რას ნიშნავს რა პრეტენზიები მაქვს? გოგო, ნუ გავიწყდება რომ ხარ გათხოვილი და ხარ ჩემი ცოლი. ნაღდად არ მინდა ხალხმა ილაპარაკოს რომ ცოლი რქებს მადგამს, გასაგებია?_იღრიალა ნიკამ _შენ სამკურნალო ხარ ნიკა!ავადმყოფი ხარ! შენ გგონია სანამ შენი ცოლი ვარ რამე მსგავსს ვიკადრებ? ნუთუ საერთოდ არ მიცნობ? იმდენადაც კი რომ ეგეთი რამ არ იფიქრო? გგონია ლექსოს სხვა თვალით შევხედავ? ეს მაშინ არ გამიკეთებია, როცა გათხოვილი არ ვიყავი და ეხლა მაგას ვიკადრებ? _მე ეგ არ მიგულისხმია ლიზა_ხმის ტემბრი უფრო დაწია_ხალხი ბრბოა ლიზა და ყველაფერს სხვანაირად აღიქვამს.ოღონდ ჭორაობის საბაბი მიეცეთ და მეტი არ უნდატ არაფერი. წარმოიდგინე ვინმე ნაცნობს რომ დაენახეთ ერთად რას იფიქრებდა? _რას იფიქრებდა და იმას რომ მეგობართან ერთად კაფეში ყავას ვსვამდი. მეტი რა უნდა ეფიქრა?_აღშფოთდა ლიზა _კაარგი მოვრჩეთ ამაზე. ისე დიდად დამავალებ მაგ ლექსოს ხშირად თუ არ ნახავ_ცხვირი აიბზუა _პირობას ვერ მოგცემ რომ საერთოდ არ ვნახავ, რადგან ტყუილი გამომივა _მოიცა... ანუ.. კიდევ უნდა შეხვდე ხოლმე?_არანაკლებ აღშფოთდა ნიკა და ლამის თვალები გადმოკარკლა _გამორიცხული არაფერია ნიკა.ამიტომ წინასწარ იცოდე, რომ მერე სკანდალები არ მოაწყო და ,,ეჭვიანობის’’ სცენები არ გამიმართო. ისე შენ ნაკლებად გაქვს უფლება მე რამე მომთხოვო და მიბრძანო_ცინიკურად უთხრა და ლუკმა პირში ჩაიდო. ნიკას გუნება მოეშხამა. საჭმელიც ვერ ჭამა ბოლომდე. ლიზას ნერვები ეშლებოდა ნიკას მსგავს გამოხტომებზე. ,,რა იდიოტია პროსტა. ისე აკონტროლებს ვისთან ერთად დავდივარ, გეგონება მოსიყვარულე ქმარი იყოს და ეჭვიანობს. მაგრამ მაინც ხომ უნდა მომშალოს ნერვებზე. ეჭვიანი იდიოტი’’ გონებაში გალანძღა ნიკა. ************** _ანი, ჯგუფელებს დავურეკე და შეკრებაზე ვუთხარი. ხოდა ყველა თანახმაა ვისაც დავუკავშირდი. ხოდა ამ შაბათს ვიკრიბებით_ამცნო ლიზამ ანის ტელეფონით _აუ რა მაგარია. როგორც იქნა შევიკრიბებით. ისა და ირაკლის უთხარი? _ჯერ არ მითქვამს. თუ გინდა შენ დაურეკე_სიცილით უთხრა ლიზამ _კარგი. მაშინ იკუნას მე დავურეკავ_ანისაც გაეცინა ************** _ამ შაბათს ჯგუფელები ვიკრიბებით. ცოლები და ქმრებიც მოდიან და შენ წამოხვალ?_კითხა ლიზამ სამსახურიდან მოსულმა _თუ ცოლ-ქმრებით მიდიხართ, რატომ არ წამოვალ? _კარგი. ე.ი შევთანხმდით. ეხალ წავალ დავიძინებ, თორემ ფეხზე მდგარს ჩამომეძინება_დაემშვიდობა და დასაძნებლად წავიდა ნიკამაც მას მიბაძა. ბოლო პერიოდი ნიკას უძილობა დასჩემდა. ხშირად ეღვიძებოდა შუაღამით. მის გვერდით ცარიელი საწოლი ეთაკილებოდა. ძალიან შეეჩვია ლიზასთან ერთად ძილს და ეხლა თავს უცნაურად გრძნობდა. თვითონაც ვერ გაეგო რა ჭირდა. ,,ჯანდაბა ჩემს თავს. რა მნიშვნელობა აქვს გვერდით ლიზა მეწვება თუ მარტო ვიწვები? არც არაფერი. უბრალოდ მასთან ძილს შევეჩვიე და ეხლა მარტო რომ მძინავს,თავს უჩვეულოდ ვგრძნობ. ესაა და ეს’’. თავი გაიმხნევა ნიკამ და გვერდი იცვალა. ***************** შაბათი ძალიან მალე მოვიდა.უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ. ნიკა მალე გაემზადა. შავი შარვალი და მუქი ლურჯი პერანგი ეცვა. საოცრად სიმპათიური იყო. დივანზე იჯდა და ლიზას ელოდებოდა. _ამდენ ხანს რას ემზადება?_ჩაიფრუტუნა და საათს დახედა_როგორ ვერ ვიტან ლოდინს. ის იყო წამოდგა და ლიზასთან შესვლა გადაწყვიტა, რომ ლიზა უკვე გამოვიდა ოთახიდან. ერთ ადგილს მიეყინა და თვალი ვერ მოაშორა. ლიზა ულამაზესი იყო. თმები მაღლა აეწია. მუხლს ოდნავ აცილებული, ტანზე მომდგარი წითელი კაბა ეცვა, რომელსაც ზურგი დახურული ქონდა და წინ ამოღებული იყო და მის მკერდს ძალიან ლამაზად აჩენდა.ფეხზე შავი მაღალქუსლიანები ეცვა და ამავე ფერის პატარა ჩანთა ეჭირა. ნიკამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. ლიზას თვალი ვერ მოწყვიტა. მართლაც რომ საოცარად ლამაზი იყო. _ულამაზესი ხარ!_თავისდაუნებურად აღმოხდა ნიკას. ლიზა გაწითლდა და მადლობა ძლივს გასაგონად უთხრა. ნიკამ ხელი გამოსწია, ისე რომ ლიზას ხელკავი გამოედო და სახლი დატოვეს. რესტორანში უკვე შეკრებილიყვნენ. ლიზას საოცრად მონატრებული ყავდა ყველა. ზოგი სად იყო და ზოგი სად. ძლივს მოახერხეს შეკრება. _უაიმე ლიზა რა ლამაზი ხარ_თვალებგაბრწყინებული ჩაეხუტა ანი_დაეთხაროს შენს დებილ ქმარს ის თვალები ამ სილამაზეს რომ ვერ ამჩნევს_ყურში ჩუმად უჩურჩულა ანიმ და ნიკას ცხვირაბზუებულმა გადახედა. ლიზას გაეცინა _ეს მშვენიერება ლიზაა?_უკნიდან ირაკლი მიეპარა და გადაკოცნა_ვატყობ ამაღამ ფრთხილად ყოფნა მოგიწევს ძმაო_ეხლა ნიკას მიუბრუნდა და ხელი ჩამოართვა. ნიკას უსიამოვნოდ გაკრა გულში მაგრამ არ შეიმჩნია. _როგორ ხარ ირაკლი? _რავი, ძველებურად. როგორც იქნა თავი მოვაბით ამ ამბავს _შენი დამსახურებაა_საუბარში ჩაერთო ლიზა _ხო, რა თქმა უნდა. ირაკლი რომ არ ჩამოსულიყო ჯგუფელები ვერ შევიკრიბებოდით_მკვახედ ჩააგდო სიტყვა ანიმ. ირაკლის გაეცინა. _რავიცი, კი ვერ მოგიბამთ თავი და_თვალი ჩაუკრა იკამ. ანის ნერვები მოეშალა და დანარჩენებთან მივიდა. _ლიზუნია. ჩემი ლამაზი როგორ ხარ?_თორნიკე მივიდა და უკნიდან ჩაეხუტა _თოკო? შენ როგორ ხარ?_შეტრიალდა და გადაკოცნა_მომენატრე შე დაკარგულო _მეც მომენატრე. ყველანი ძაან მომენატრეთ. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ესე არ შეიძლება რა _აწი უფრო ხშირად შევიკრიბებით პირობას გაძლევთ_თქვა ირაკლიმ _უი ხო. ნიკა გაიცანი ეს თორნიკე ამაშუკელია, ჩემი ჯგუფელი, თორნიკე ეს ნიკაა ჩემი მეუღლე _სასიამოვნოა_ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს _არაჩვეულებრივი წყვილი ხართ. საოცრად უხდებით ერთმანეთს_ჩასჩურჩულა თოკომ ლიზას და თვალი ჩაუკრა. კარგი სიტუაცია იყო. ერთმანეთს მონატრებულებმა გული იჯერეს ლაპარაკით და ძველი ამბების გახსენებით. დაიწყო ცეკვა-სიმღერა. სიტუაცია გახურდა. _ლიზ, წამო მეცეკვე რა_ხელი გამოუწოდა თორნიკემ. ლიზამ გაუღიმა და საცეკვაოდ გაყვა. წყნარი მუსიკა ჩაირთო. თორნიკე და ლიზა მოხდენილად ცეკვავდნენ და თან ლაპარაკობდნენ. ხანდახან გაიცინებდნენ კიდეც. ნიკა თვალს არ აშორებდა და ნერვები ეშლებოდა. სიამოვნებით ჩაუნგრევდა ყბებს თორნიკეს. თვითონაც ვერ ხვდებოდა თორნიკეზე რატომ ეჭვიანობდა, მაგრამ ნიკა ესეთი იყო. ვერ იტანდა როცა ვინმე მის საკუთრებას ეხებოდა. დიახ! ლიზა მისი ცოლი და მისი საკუთება იყო. ასე ფიქრობდა ის. ფეხზე წამოდგა და საცეკვაო მოედნისკენ წავიდა _ჩემს ცოლს წაგართმევ_მოჩვენებით გაუღიმა თორნიკეს _კი ბატონო_გაუღიმა თორნიკემაც და ლიზა ნიკას გადააბარა. _როდის აქედან ცეკვავ ნიკა?_კითხა ნიკას როცა ხელები კისერზე შემოხვია _დღეიდან!_ლიზას უკან სივრცეს უყურებდა ისე უპასუხა. ლიზას ოდნავ ჩაეღიმა. ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს. პირველი იყო დაწყებული ნიკა და ლიზა რომ წამოვიდნენ. სახლში შევიდნენ თუ არა ფეხსაცმლები იქვე დერეფანში მიყარა და ფეხშიშველი წავიდა მისაღებ ოთახში _დამამტვრია ფეხები ამ ფეხსაცმელმა_დაიწუწუნა ლიზამ და თან ფეხის ტერფებს იზელდა. ნიკა გვერდით მიუჯდა. ორივე ჩუმად იჯდა _კარგი საღამო იყო_სიჩუმე ლიზამ დაარღვია_როგორ მომნატრებია ჯგუფელები_თავი საზურგეზე ედო და ისე საუბრობდა _მშვენიერი დრო ატარე. განსაკუთრებით თორნიკესთან_ირონიულად უთხრა ნიკამ _თორნიკე ყველაზე მხიარული იყო ჩვენს ჯგუფში_გაეღიმა თორნიკეს ქმედებების გახსენებაზე_ძალიან მაგარი ადამიანია _შენთან განსაკუთრენით კარგადაა როგორც შევატყვე_ცინიზმს არ იშორებდა ნიკა _მე და თორნიკე ყოველთვის კარგად ვიყავით ერთმანეთთან. ყოველთვის ვოცნებობდი მისნაირი ძმა მყოლოდა _ის არამგონია როგორც დას ისე გიყურებდეს. მშვენივრად გიფათურებდა ხელებს _შენ აფრენ! მაგრა გაკლია_წამოენთო ლიზა. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა _ეხლა წავალ და დავიძინებ, რადგან არ მინდა რომ დღევანდელი დღე ბოლოს ჩამაშხამოშენი უაზრო გამოხტომებით_თქვა და დივნიდან წამოდგა. ნიკაც უკან მიყვა და მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ მოაბრუნა _მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე_თვალებში უყურებდა_არავის, გასაგებია? არავის არ აქვს უფლება ხელები გიფათუროს_მრისხანე თვალებით ეუბნებოდა ნიკა და _ჩემს გარდა_ცოტაოდენი პაუზის შემდეგ დაამატა ოდნავ დამშვიდებულმა და ტუჩებზე დააცხრა. _ნიკა... რას... რას აკეთებ?_გაოგნებულმა უთხრა ლიზამ, როცა თავი დააღწია ნიკას ტუჩებს _ჩემს ცოლს ვკოცნი. რას უნდა ვაკეთებდე?_მოჩვენებით შეიცხადა ნიკამ _ნიკა, ნასვამი ხარ_შეეცადა მისი მკლავებიდან თავის დაღწევას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა _რატომ? რადგან გაკოცე?_გამომწვევად შეხედა თვალებში_ამისთვის შენგან ნებართვა მჭირდება?_წარბები ასწია_შენ ჩემი ცოლი ხარ! _ეხლა გაგახსენდა ცოლი რომ გყავს?_გაკაპასდა ლიზა _ეგ სულ მახსოვდა_ჩაეცინა_უბრალოდ იმას არ ვგრძნობ, რასაც ჩვეულებრივ ქმრები ცოლების მიმართ გრძნობენ_პაუზა გააკეთა_ეხლა ძალიან მომინდა რომ მეკოცნა და გაკოცე. საოცრად მიმზიდველი ხარ ამ საღამოს_ვნებიანად აათვალიერა _რა უტაქტო კაცი ხარ ნიკა!_გაბრაზდა ლიზა_არც კი ცდილობ დამალო რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ_ხმა ოდნავ გაუტყდა _არა, არაფერს როგორ არ ვგრძნობ. ბრმა უნდა ვიყო შენი სილამაზე რომ ვერ შევამჩნიო, თანაც დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ_კისერში აკოცა _ნიკა მორჩი! საკმარისია! უფლებას არ მოგცემ ამიგდო და დამცინო, გასაგებია?_კვლავ შეეცადა მისი მკლავები მოეშორებინა, მაგრამ ნიკას საკმაოდ მაგრად მოექცია მის მკლავებში _რატომ გგონია რომ დაგცინი ან გიგდებ? _იმიტომ რომ ასეა!!! _ეხლა ისევ მინდა რომ გაკოცო_ვნებამორეული ხმით უთხრა _ამდენიც არ დაგილევია ნიკა ასე რომ ბოდავდე-შეწუხებულმა უთხრა _მართალი ხარ. არ დამილევია მაგდენი_ისევ აკოცა ტუჩებში _იდიოტი ხარ! ხეპრე, დეგენერატი, უტაქტო. როგორ მიბედავ?მე შენი სათამაშო არ ვარ ნიკა და გამიშვი ახლავე ხელები თორემ მარტლა აღარ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს_გამწარდა ლიზა _კარგი ტო, რამ გაგამწარა ასე_კოცნის გამო ასეთ დღეში ვარდები და წარმომიდგენია სხვა რამის დროს რა დაგემართება_ლიზას ცოტა აკლდა და ცრემლები წამოუვიდოდა. ნიკას ასეთი საქციელი გულს უფრო ტკენდა. _მომისმინე!მე შენი გასართობი არ ვიქნები გასაგებია? არ ვაპირებ მოვითმინო შენგან მსგავსი საქციელი. თუ ქალი გჭირდება და ვნებას ვერ იოკებ წადი და ვინმესტან დაიკმაყოფილე შენი სექსუალური მოთხოვნილებები. ჩემთან თამაშის უფლებას არ მოგცემ. მართალია შენი ცოლი ვარ, მაგრამ არ მოვითმენ როგორც რიგით ნაშას ისე მომექცე. ხომ გაიგე? ეხლა გამიშვი. მეძინება, თან შენი დანახვა არ მინდა _მე შენ მინდიხარ ლიზა! სხვა რომ მინდოდეს წავიდოდი და დავიკმაყოფილებდი ჟინს, როგორც შენ ამბობ, ხომ იცი ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. გეფიცები, მეც არ ვიცი რა მემართება ან ამ საღამოს რა დამემართა, მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ. სურვილი მკლავს რომ კიდევ გაკოცო, ბევრი გაკოცო. მართალია, არ მიყვარხარ, მაგრამ მიზიდავ. საოცრად მიზიდავ ლიზა_თმებზე წაეთამაშა -ნიკა! გთხოვ ნუ მექცევი ასე რა_მუდარა გაისმა ლიზას ხმაში_შენ მშვენივრად ხვდები რომ თავს იტყუებ და მეც მატყუებ _არ გატყუებ! მართლა მინდა შენთან! _ვნება გაგივლის და აღარაფეირ დარჩება ნიკა. გთხოვ გულს უფრო ნუ მტკენ _შენ არ გინდა ჩემთან?_ვნებიანად ჩაჩურჩულა ყურში_ლიზამ წამიერად თვალები დახუჭა _ნიკა... _არ გინდა ჩემთან? _ხმადაბლა ეჩურჩულებოდა. ლიზას აზროვნების უნარი დაუკარგა ნიკას ასეთმა სიახლოვემ. რამდენიმე დღის წინ თვითონ სურდა ეს ნაბიჯი გადაედგა და ინიციატივა გამოეჩინა, ეხლა კი ამას თავად ნიკა სთავაზობს. ვერ უძლებს ნიკას მსგავს ქმედებას. ისე ნატრობდა ყოველთვის მასთან ყოფნას, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელიც ეჩვენებოდა. ოცნებითაც აღარ ოცნებობდა. ეხლა კი..... _არ შემიძლია_ძლივს წარმოთქვა ლიზამ _მმმ, რა გემრიელი სუნი გაქვს ყელში_ნიკა ლიზას ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდა და მისს ყელში დასეირნობდა ცხვირით-ლიზას თვალები ებნიდებოდა _ნიკა...გთხოვ_ლაპარაკის უნარი საბოლოოდ წაერთვა _გავაკეთოთ ის, რაც ორივეს გვინდა_ტუჩებთან უჩურჩულა და კიდევ ერთხელ აკოცა_ლიზამ წინააღმდეგობის უნარი დაკარგა, თმებში ხელი შეუცურა და კოცნას კოცნითვე უპასუხა. დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. ნელ-ნელა საძინებელში გადაინაცვლეს. ერთმანეთს ტანსაცმელს აფრცქვნიდნენ. ხელის მსუბუქი კვრით ორივე საწოლზე წაიქცა და ნიკა ზემოდან მოექცა _მართლია ეს ყველაფერი წუთიერი ვნებაა და ხვალ ყველაფერი ისევ ისე იქნება_თან კოცნიდა და თან ლაპარაკობდა ლიზა_მაგრამ, მზად ვარ ხვალ ვინანო,დღეს კი ამ წუთებით დავტკბე_მონოლოგი ნიკას კოცნამ შეაწყვეტინა. საოცრად ვნებიანი ღამე გაატარეს. ერთმანეთზე ჩახუტებულებს დაეძინათ. დილით, ლიზა ნიკაზე ადგე ადგა. თავი მოიწესრიგა და ყავისთვის წყალი დადგა. ყავა გაიკეთა და მაგიდასთან ჩაფიქრებული ჩამოჯდა. ისე გაიტაცა ფიქრებმა, ვერ გაიგო ნიკა როგორ შემოვიდა და კისერში აკოცა _დილამშვიდობის_ღიმილით უთხრა ნიკამ _დილამშვიდობის_უთხრა და თავი აარიდა _როგორ ხარ?_კითხა და თვალებში ჩააშტერდა _მაგას პირველი ღამის მერე ეკითხებიან ხოლმე_მკვახედ მიუგო _რამე ისე ვერ არის?_გაკვირვებულმა კითხა_რა გაღიზიანებული ხარ _ნიკა, არ გვინდა რა.. ისე ნუ იქცევი თითქოს მართლა გაინტერესებდეს როგორ ვარ და რა მჭირს_გაბეზრებულმა თქვა _მდაა. გეტყობა დილიდან ცუდ ხასიათზე ხარ_ხელები გაასავსავა_მაგრამ არაუშავს, გამოვასწორებთ მაგას_ეშმაკურად გაუღიმა და კისერში აკოცა _ნიკა, გუშინდელი ღამით არაფერი იცვლება_მკაცრად მიუგო_ჩვენი ურთიერთობა უცვლელია. უბრალოდ ვნებებს ავყევით. ეგ არის და ეგ. ორივემ კარგად ვიცით რომ სიყვარულმა არ გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი _ლიზა, მე მინდა შანსი, რომ ვცადოთ ურთიერთობა. ვიცი რომ ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. _ძალით ვერ შემიყვარებ ნიკა _მე მინდა რომ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. მინდა ისე ვიცხოვროთ როგორც ცოლ-ქმარს შეეფერება, მინდა ვცადოთ. რს ვკარგავთ ლიზა? _შენ არაფერს არ კარგავ ნიკა, მაგრამ თუ არაფერი გამოგვივა, მე იმაზე მეტად დავიტანჯები ვიდრე აქამდე. არ შემიძლია გრძნობებით ვითამაშო. რომ მიგეჩვიო, შენთან მსგავს ურთიერთობას რომ მივეჩვიო და ერთ დღეს შენ რომ აღმოაჩინო რომ შენს თავს ვერაფერი ვერ მოუხერხე და ჩემს მიმართ მაინც არაფერს არ გრძნობ,მერე ერთმანეთს უფრო უნდა ვატკინოთ და მაგას მირჩევნია აქედანვე დავასრულოთ ეს ფარსი. _მე გთავაზობ რომ ვცადოთ _არ ვიცი რამდენად შევძლებ ნიკა. მე მართლა ვერ გადავიტან ამდენ გულისტკენას. გთხოვ არ გვინდა ამაზე საუბარი. იმაზე ვიფიქროთ რომ მალე გავეყაროთ ერთმანეთს_უთხრა და ოთახიდან გავიდა. ნიკა გაოგნებული დატოვა ,,მოიცა, რაო? გავეყაროთო ერთმანეთსო? მაგას მართლა მთავაზობს?მე ურთიერთობის დალაგება შევთავაზე და იმან გაყრაო?? გაგიჟდა?’’თავისთვის ლაპარაკობდა ნიკა და ლიზას უკან გაყვა _მართლა გაყრა გინდა? _რაც მალე მით უკეთესი _რაა? რა გაყრა ხომ არ გაგიჟდი. ჯერ ერთი წელიც არ გასულა ჩვენი ქორწინებიდან. რას იფიქრებენ? ან ჩვენს მშობლებზე არ ფიქრობ? _როდის აქეთ გაინტერესებს სხვისი აზრი ნიკა? _ლიზა, მე რა გთხოვე და შენ რა მიპასუხე. _ორივესთვის სე აჯობებს _არ აჯობებს! მე არ მინდა გაყრა!! _კარგი, მაგაზე მერე დავილაპარაკოთ და მოვაგვაროტ. ეხლა წავედი თორემ სამსახურში დამაგვიანდება_მანქანის გასაღები აიღო და კარები გაიხურა. ************************** _გიყვარს შე*ემა?_გაოგნებულმა კითხა ზუკამ _არ მიყვარს! უბრალოდ მასთან მინდა. აი ვერ ვხსნი რას ვგრძნობ მის მიმართ, მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ ეს სიყვარული არაა. მე, მე არ შემიძლია ვინმე მიყვარდეს _შენ ნათიას ამბის მერე ტვინში გაქვს ჩაბეჭდილი ქალებისადმი უნდობლობა და ის რომ არავინ უნდა გიყვარდეს. სისულელეა ეს ყველაფერი. რა ჯობს თუ ლიზა შეგიყვარდება?ამოიგდე რა გონებიდან ეს სულელური აზრები _ეხლა მხოლოდ ის ვიცი, რომ მასთან განქორწინება არ მინდა. მართლა მინდა ვცადო მასთან ისე ცხოვრება, როგორც ნამდვილ ცოლ-ქმარს შეეფერება. _შენ სერიოზულად გენ**ევა ძმა.ისე მიხარია რომ რაღაც ცვლილებებს ვხედავ შენში. არ დაკარგო რა ლიზა. აი შენს ძმობას ვფიცავარ ყველაზე მაგარი გოგოა ვისაც კი ვიცნობ. ლიზასნაირს ვერ შეხვდები ვერსად. ხელიდან ნუ გაუშვებ, თორემ მაგრა ინანებ_მეგობრულად ურჩია ზუკამ _მართლა დამენ*რა მგონი_ერთ წერტილს თვალს არ აშორებდა.თითქოს სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. *********** _ანუ ურთიერთობა მოაგვარეთ?_კითხა ანიმ და ყავა მოსვა _პირიქით, ეხლა იმაზე შორს ვართ ერთმანეთისგან ვიდრე აქამდე_დანანებით ჩაილაპარაკა ლიზამ _რა? კი მაგრამ ეს ერთი ნაბიჯია გადადგმული თქვენი ურთიერთობისკენ. ხომ იცი რომ შენი ქმარი ნერვებს მიშლის, მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყო და თუ ეს შანსია ნუ გაუშვებ ხელს ლიზ _მას უბრალოდ ვნება აკავშირებს გესმის?უბრალოდ ორივემ ვნება დავიკმაყოფილეთ. ეს მისი მხრიდან სიყვარულის გამოვლინება არ ყოფილა, ამიტომ არ მინდა თავი მოვიტყუო. მინდა რომ მალე გავეყარო. მართლა ვერ გავძლებ მის გვერდით ასე. მე მისი სიყვარული მჭირდება და არა მხოლოდ სე**ი. _შენი საქმისა შენ უკეთ იცი ლიზ. მთელი გულით მინდა ბედნიერი იყო _ვიცი ან, ვიცი. შენ რას შვები? მაგის მერე ირაკლი ხომ არ შეგხმიანებია? _არა. საერთოდ მოკითხვითაც არ მოვუკითხივარ. არ ვაინტერესებ და რა ვუყო. ჯანდაბაშიც წასულა. ეგღა მაკლია მაგაზე დარდით მოვკვდე_ხელი აიქნია_ეგეც მაგარი იდიოტია. ხომ შეიძლება რომ მოვეკითხე?ან მეორე დღეს უბრალოდ დაერეკა როგორ ვიყავი? კურსელები ვიყავით ბოლოსდაბოლოს სხვა რამის იმედი თუ არ უნდა მქონდეს. არადა ძალიან მომწონს_ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და თავი დივნის საზურგეს მიადო _იმედს ნუ დაკარგავ_უთხრა და წამოდგა_ან წავედი მე. დაგირეკავ_გდაკოცნა და ანის სახლი დატოვა. ***************************** სახლში მისულს, ნიკა არ დახვდა სახლში. სააბაზანოში შევიდა. შხაპი მიიღო. თმები უბრალოდ პირსახოცით გაიმშრალა და ოდნავ სველი თმით გავიდა სამზარეულოში და ყავა გაიკეთა. ყავის ფინჯნიანად მისაღებ ოთახში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. რაღაც ფილმის ყურებას შეყვა. ვერც გაიგო ნიკა როგორ მოვიდა. _საღამომშვიდობისა ლიზა_დივანს უკნიდან მიუდგა და ლიზას კისერში აკოცა_ლიზა შეიშმუშნა _საღამომშვიდობის ნიკა_ არ შეუხედავს მისთვის ისე უთხრა. ნიკამ დივანს მოუარა და მის გვერდით დაჯდა _რას უყურებ? _რაღაც ფილმს, სახელი არ ვიცი. უკვე დაწყებული იყო_მხრები აიჩეჩა და ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. ნიკამაც ტელევიზორს შეხედა და თვლაი გაუშტერა. _ხვალ ჩემი მშობლები გამოდიან ჩვენთან და სახლში ხომ იქნები?_კითხა ლიზამ და ეხლა შეხედა თვალებშ _უაა, სიდედრ-სიმამრი მოდიან?ვიქნები აბა რა. რომელზე გამოვლენ? _სამისთვის _მაღაზიაში ჩავალ. მითხარი რეები ვიყიდო? _სალათებს გავაკეთებ, მაგისთვის ყველაფერი მაქვს. შენ ქათმის ხორცი და ყველი ამოიტანე და კიდევ რამე სასმისი. დანარჩენი მაქვს. _კარგი. ჩავალ და ამოვიტან. მალევე ამოვიდა. დაბარებულის გარდა უამრავი რამ ეყიდა. _ამდენი რამ რად გინდოდა ნიკა? _თვალი რასაც შევავლე და საჭიროდ ავთვალე ყველაფერი წამოვიღე. ბოლოსდაბოლოს ყოველდღე კი არ მოდიან სიდედრ-სიმამრი_გაიღიმა _ხვალ დილით ავდგები და ქათამს გავაკეთებ. შენ ეს სასმელები მაცივარში შედე. ნიკა უცნაურად გრძნობდა თავს. ეს ოჯახური გარემო თავბრუს ახვევდა. ძალიან მოწონდა მსგავსი სიტუაცია. სიამოვნებით შეასრულებდა ლიზას ყველა დავალებას. მეორე დილით ლიზა ადრე ადგა და ქათმის ხარჩო გააკეთა. მამამისს ძალიან უყვარს. სალათებს მაიონეზი გაუკეთა და აურია. 2თვის სუფრის გაწყობა დაიწყო. ყველაფერი აკურატულად და ლამაზად დააწყო. სალათები, ბადრიჯანი ნიგვზით, ფხალი, ყველი და ჭადი დააწყო. ხარჩოს რომ მოვიდოდნენ მერე ჩადგამდა. 3 საათი მალე მოვიდა და მშბლებიც მალე გამოჩნდნენ _ნიკა გააღე რა კარი_ხელს გადავიბან და მოვალ_გასძახა ლიზამ _სიმამრს ვახლავარ_ხელი ჩამოართვა_ქალბატონო თამრიკო როგორ ბრძანდებით_გადაკოცნა_მობრძანდით _სიძე შე ძველო_მხარზე ხელი დაკრა მამუკამ_ჯანზე კი ხარ გეტყობა_გაუღიმა _დედა, მამა_ლიზა გამოვიდა და ორივეს ჩაეხუტა_როგორ მომენატრეთ _რომ მოგანტრებორით გამოხვიდოდ როგორმე ჩვენს სანახავად_თითქოს წყენით უთხრა მამუკამ შვილს _კარგი რა მამა, ხომ იცი რომ ვერ ვიცლი მანდ გამოსასვლელად, მაგრამ სულ მენატრებით_გაუღიმა _ვიცით შვილო, ვიცით. ნუ უსმენ მამაშენს, ხომ იცი როგორი ეგოისტია_გაუღიმა თამრიკომ_ხომ იცი რომ ხუმრობს_მხარზე ხელი გაკრა მეუღლეს _დედა, მამა_წამოდით ეხლა ვჭამოთ. მა შენ რომ გიყვარს ისეთი ხარჩო გავაკეთე_დე, და კიდევ შენი საყვარელი კრაბის სალათი და ბადრიჯანი ნიგვზით _ბატონო მამუკა, რას დალევთ? ღვინო, კონიაკი, არაყი ?_კითხა ნიკამ როცა სუფრას მიუჯდნენ _იყოს კონიაკი _კი ბატონო_ნიკამ კონიაკის დიდი ბოთლი გამოიტანა და მაგიდაზე დადგა _უგემრიელესეია ყველაფერი ჩემო გოგო_შეაქო დედამისმა -მართლაც მე რომ მიყვარს ისეთი ხარჩოა_გაუღიმა მამუკამ _ჩემს ცოლს ოქროს ხელები აქვს_გაუღიმა ნიკამ და ლიზას ხელზე აკოცა _მამა, რა ხდება სამსახურში?-შეეცადა ლიზა საუბრის თემა გადაეტანინებინა _ძველებურად მა. ვმუშაობთ ვირივით_გაუცინა გემრიელად ისადილზე. შემდეგ მისაღებ ოთხში გავიდნენ და დივანზე ჩამოჯდნენ _ეხლა ყავას მოვადუღებ და ყავა და ნამცხვარი მივირთვათ_ფეხზე წამოდგა ლიზა და სამზარეულოში წავიდა. ყავა მალე მოადუღა, ლანგარზე დადო და გაიტანა. ნამცხვარიც დაჭრა და დივნის წინ მდგარ ჟურნალის მაგიდაზე დადო ეს ყველაფერი.თვითონ კი ნიკას მიუჯდა გვერდით. ნიკამ ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა. ლიზა შეიშმუშნა და მკვლელი თვალებით გახედა ნიკას.ნიკამ უბრალოდ გაუღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა. ლიზამ წელზე ხელი შემოხვია და მშობლებისგან შეუმჩნევლად მაგრა უბრწკინა. ნიკას სული გაუმწარდა ისე ეტკინა, მაგრამ ვითომ არაფერი ისე იჯდა. ბევრ რამეზე ისაუბრეს ნიკამ და მამუკამ, სპორტზე, პოლიტიკაზე, სასმელებზე, მანქანებზე. სასაუბრო არ ელეოდათ.თამრიკო და ლიზა სამზარეულოში გავიდნენ და იქ საუბრობდნენ თავისთვის. _ლიზა, დედიკო, რამე ხდება? მეჩვენება რომ სევდიანი ხარ. არ იმჩნევ, ამგრამ მე რას გამომაპარებ _არა დე, საიდან მოიტანე? უბრალოდ სამსახურშ ძალიან ვიღლები ხოლმე_გაუღიმა _შენ და ნიკას ხომ ყველაფერი რიგზე გაქვთ>_ეჭვით კითხა _კი დე, ნუ ნერვიულობ_გაუღიმა ლზიამ და შეეცადა არ შემჩნეოდა არაფერი. დღემ ასე თუ ისე კარგად ჩაიარა. საბოლოო ჯამში კმაყოფილები წავიდნენ მამუკა და თამრიკო _არა რა, მაგარი ჯიგარი კაცია სიმამრი_სიცილით თქვა ნიკამ როცა ისინი წავიდნენ. ლიზას არაფერი უთქვამს. გეზი სამზარეულოსკენ აიღო და ჭურჭლის რეხცვა დაიწყო _არ მელაპარაკები?_უკან მიყვა ნიკა ღიმილით _საიდან მოიტანე? _ხმას არ მცემ და იქიდან _რა სპექტაკლები მოაწყვე ჩემს მშობლებთან ნიკა? რა საჭირო იყო ამდენი ხვევნა კოცნა მათი თვალების ასახვევად?_გაღიზიანებულმა კითხა ლიზამ _მე არავის თვალის ასახვევად არ ვაკეთებდი ლიზა არაფერს_მიუახლოვდა და უკნიდან ხელები მოხვია_ეხლა არავინ არ არის აქ, მაგრამ მაინც შენკენ მოვიწევ_ეშაკურად გაუღიმა და კისერში აკოცა _ნიკა მორჩი რა_მობეზრებული სახით უთხრა ლიზამ_ჭურჭელი უნდა დავრეცხო და ხელს მიშლი _მეც მოგეხმარები_უთხრა ისე რომ არ მოშორებია ლიზას. ლიზას გაეცინა _ჭურჭლის გარეცხვაში?_გვერდულად გახედა _არა, გამშრალებაში_გაეცინა ნიკასაც_მართლა გეუბნები. შენ გარეცხე და მე გავამშრალებ _კი ბატონო, როგორც გინდა. ნიკა ძალიან სასაცილოდ ამშრალებდა ჭურჭელს. ხელიდან უვარდებოდა ხოლმე, რადგან ლზიას ყურებით იყო გართული და მას უყურებდა. დანა-ჩანგალი რამდენჯერმე დაუვარდა. ხმაურზე ლიზა გამოხედავდა და ეცინებოდა _ჭურჭელი არ დამიმტვრიო და ისე გაამშრალე ნიკა_ეცინებოდა _ნერვების მომშლელია თურმე ჭურჭლის გაწმენდა_დაიღრიჯა ნიკა _მერე შეეშვი და მე გავაკეთბ. ვინ გაძალებდა გამშრალებას ვერ ვხვდები _არც არავინ. მინდოდა და გავამშრალე_მხრები აიჩეჩა ნიკამ. ლიზას არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაეცინა. მალე მორჩნენ მილაგებას. _საშინლად დავიღალე. წავედი დავიძინე ნიკა. ღამემშვიდობის _მოიცა ლიზ_მიუახლოვდა_ასე უბრალოდ მიდიხარ? _ნიკა რა გინდა? _საშინლად მინდა გაკოცო_თვალს არ აშორებდა ისე ეუბნებოდა _ნიკა..._სიტყვის თქმა არ აცალა ისე აკოცა. ლიზა საშინლდ იბნეოდა ნიკას კოცნის დროს და წინააღმდეგობის უნარს კარგავდა _საშინლად გემრიელი ტუჩები გაქვს_თუჩები გაილოკა ნიკამ _ნიკა,ნუ მეხები რა. მე რა გითხრა? რა ვთქვით?ის ღამე არაფერს ნიშნავს, გასაგებია? ამიტომ ყველაფრის უფლება არ გაქვს_მტკიცედ უთხრა ლიზამ _ვერ დავიჯერებ რომ ისღამე არაფერს ნიშნავს შენთვის _მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ნიშნავს თუ არა. ჩვენს ურთიერთობას არ ცვლის, ამიტომ ზედმეტი მოქმედებებისგან თავი შეიკავე და ნუ მკოცნი _ვცდილობ დაგიახლოვდე და ხელს მკრავ ლიზა. მე მინდა შენთან ნორმალრი ურთიერთობა ავაწყო, რატომ არ მიწყობ ამაში ხელს? _იმიტომ რომ არ მინდა, ასე არ მინდა გასაგებია? ძალით ურთიერთობას ვერ ააწყობ. რ მინდა და მორჩა. ის კი არა მალე გავეყრებით და ყველაფერს დავამთავრებთ. არ ვაპირებ დარჩენილი ცხორება ასე ვიცხოვრო. ეხლა კი გამიში ხელი უნდა დავიძინო _რა? ისევ გაყრაზე მეუბნები?მე არ მინდა გაყრა ლიზა. მართლა მინდა შენთან ცხოვრება. მომეცი რა ერთი შანსი.მინდა რომ ისე შემიყვარდე როგორც შენ გიყვარვარ _ეხლა ამაზე საუბარი არ მინდა. მეძინება ნიკა_თავი გაინთვისუფლა და დასაძინებლად წავიდა ****** მე და ანი კაფეში ვიჯექით და ყავას და ნამცხვარს მივირთმევდით, მოულოდნელად ვიღაც უცნობი ქალი რომ მოგვიახლოვდა _შენ ლიზა ხარ ხო? ნიკას ცოლი_ამრეზით ამათვალიერა.ანის გაკვირვებულმა შევხედა და მერე უცნობს მივუბრუნდი _დიახ, ლიზა ვარ და ნიკას ცოლი ვარ_დავუდასტურე _ერთხელ ერთად გნახეთ და იქიდან მახსოვხარ_ცხვირაბზუებული საუბრობდა_მე ნიკას ყოფილი საცოლე ვარ_ბოლო სიტყვაზე აქცენტი გააკეთა. მე ირონიულად გამეღიმა _შენ თვითონ აღნიშნე რომ ყოფილი ხარ_ყოფილზე მეც გავამახვილე ყურადღება_ და ჩემთნ რამე საქმე გაქვს?_ირონიულად ვკითხე _შენ გგონია ნიკას უყვარხარ რადგან მისი ცოლი ხარ?_ცინიკურად გაეცინა_მან ჩემს ჯიბრზე მოგიყვანა, უნდოდა დაემტკიცებინა რომ უჩემოდაც შეუძლია ცხოვრება, არადა სინამდვილეში ყოველთვის მე ვუყვარდი და ეხლაც ვუყვარვარ. მან ჩემზე შურისიძიების მიზნით მოგიყვანა ცოლად. უნდოდა ამ საქციელით თავისი ჭკუით მე დავესაჯე_ვითომ არაფერი ისე საუბრობდა. მისმა სიტყვებმა ერთ ადგილას გამაშეშა. თითქოს თავში მძიმე რაღც ჩამარტყეს. გულზე სასტიკად მომხვდა. როგორღაც ძალა მოვიკრიბე _ეს თავად ნიკამ გითხრა?მან გითხრა რომ ისევ უყვარხარ?რომ შენს ჯიბრზე მომიყვანა?_შევეცადე ხმაზე სასოწარკვეთა არ დამტყობოდა _თვითონ არ უთქვამს,მაგრამ ამას თქმა არ სჭირდება. ყველაფერს უთქმელადაც ვხვდები_ნაგლურად იღიმოდა _შენს თავში ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. მისი ცოლი ეხლა მე მქვია და არა შენ. რომ ყვარებოდი შენს ჯიბრზე სხვას არ მოიყვანდა ცოლად, შენთვის იბრძოლებდა და შენთან იქნებოდა.მაგრამ ხედავ? არც შენთვის უბრძოლია და არც ცოლად მოუყვანიხარ. მას ჩემი ქმარი ქვია და არა შენი. ის იქნება ჩემი შვილების მამა და არა შენ. გასაგებია?თუ მეტი სათქმელი არაფერი გაქვს შეგიძლია წახვიდე,რადგან შენთან ჩემსა და ნიკას ურთიერთობაზე ლაპარაკს არ ვაპირებ_ცინიკურად გავუღიმე და ყავა მოვსვი. ანი ისეთი სახით უყურებდა,ვგრძნობდი ცოტაც და თმებით ითრევდა ამ ქალს _მეეჭვება შენთან ბედნიერი იყოს ნიკა_არ ცხრებოდა ნიკას ექს საცოლე _შენ რას ფიქრობ და რას არა ეგ ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. კარგად იყავი_მივუგე მშვიდად. მან ნაგლურად ამათვალიერა და კაფე დატოვა. როგორც კი გავიდა რამდენიმე ცრემლი გადმომივარდა _აუ ლიზ, ნუ მიაქცევ რა ყურადღებას. ვერ ხედავ რომ სპეციალურად გითხრა. უნდა რომ შენსა და ნიკას ურთიერთობას ბზარი გაუჩინოს _ასეთი რა დავაშავე ნიკა რომ გავიცანი. რატომ შემიყვარდა მაინცდამაინც ის, რატომ მაინცდამაინც ის_ჩუმად ვლაპარაკობდი და ცრემლები მომდიოდა _გემუდარები დამშვიდდი რა ლიზ, ნიკას დაელაპარაკე და კეთილი ინებოს და აგიხსნას რაც ამ ქალბატონმა იბჟუტურა. წინასწარ გულს ნუ იხეთქავ რა. წამო ეხლა გავიდეთ და სახლში მიგიყვან_კაფედან გამოვედით.მანქანაში ჩავჯექით და დავიძარით. ანიმ შემომთავაზა მე დავჯდები საჭესთან თუ ცუდად ხარო,მაგრამ უარი ვუთხარი. სახლშ გავიყვაე და მეც სახლში წავედი. ნიკა შინ იყო და წიგნს კითხულობდა. რომ დამინახა დაკეცა და ფეხზე წამოდგა _მოხვედი ლიზა_გამიღიმა,მაგრამ ჩემი სახე რომ ნახა მასაც შეეცვალა გამომეტყველება_ლიზა, რამე მოხდა? ცუდად ხომ არ ხარ?_უემოციოდ წავედი და დივანზე ჩამოვჯექი _ნიკა ცოლად რატომ მომიყვანე?_პირდაპირ დავუსვი კითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი არასდროს არ მქონია. ერთი ის ვიცოდი რომ მას რთული პერიოდი ქონდა და დახმარება სჭირდებოდა და მეც დავთანხმდი მის შემოთავაზებას. ნამდვილი მიზეზი კი არ ვიცოდი,ტუ რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში _რა კითხვებით ხარ ლიზა_გაეცინა,მაგრამ როცა მიხვდა რომ არ ვხუმრობდი ისიც დასერიოზულდა_მე მგონი გახსოვს რომ დახმარება გთხოვე, მინდოდა გვერდით ვინმე მყოლოდა _მე უფრო კონკრეტულად მაინტერესებს _ლიზა რისი გაგება გსურს?_მობეზრებულმა მკითხა და წინ დამიჯდა _დღეს კაფეში შენი ყოფილი საცოლე ვნახე, უფრო სწორად მან მნახა და მიცნო და ჩემტან მოვიდა_ნიკას ფერები გადაუვიდა _ვინ?.. ნათია იყო შენთან მოსული?_პირდაღებულმა მკითხა _ა, ნათია ქვია. სხვა საცოლე თუ არ გყავდა ეგ იქნებოდა ალბათ, მას სახელი არ უთქვამს, პირდაპირ როგორც შენი ყოფილი საცოლე ისე გამეცნო _მერე? მერე რა უნდოდა? რა გითხრა?_ხმაჩამწყდარმა მკითხა _ის მითხრა რომ შენ მე ცოლად მისი ჯიბრით მომიყვანე და რომ დღემდე ის გიყვარს და ვერ ივიწყებ.მართალია ეს ნიკა? მასზე შურისსაძიებლად მე მომიყვანე? რომ დაგემტკიცებინა მისთვის რომ მის გარეშეც შეგიძლია?მითხარი სიმართლე ბოლომდე. სიყვარულით რომ არ მოგიყვანივარ ეგ ისედაც ვიცი და ბარემ სიმართლე მაინც ვიცოდე_შევეცადე გამეღიმა _ლიზა..მე..მე.._სიტყვებს თავს ვერ უყრიდა _ხედავ, არც კი უარყოფ_ჩამეცინა_ანუ მართალი ყოფილა _შენ...შენ რა უპასუხე? _რას ვუპასუხებდი? მალე გავეყრებით ერთმანეთს და შეგიძლიათ ერთად იყოთ მეთქი_სახე შეეცალა _რა? მართლა ეს უთხარი?_ყურებს ვერ უჯერებდა ნიკა. მე კი თვალებში ვუყურებდი და ვუღიმოდი _რა მნიშვნელობა აქვს მე რა ვუპასუხე. აქ მთავარი ისაა რაც მან მითხრა და არა ჩემი პასუხი ნიკა. ისე დაგამშვიდებ და გეტყვი,რომ ეგ არ მითქვამს. ნამდვილად არ ვაპირებდი ვიღაც ნათიასთან თუ ვინცაა, ჩემი ოჯახის ამბები განმეხილა.ვუთხარი რომ ეხლა მე ვარ შენი ცოლი და არა ის, რომ ჩვენ გვქვია ოჯახი და არა თქვენ. მოკლედ დეტალებში ნუ მომაყოლებ რა. ეს ყველაფერი იმიტომ ვუთხარი რომ მასთან თავს ნამდვილად არ დავიმცირებდი. ჩვენ კი განქორწინების საბუთები მზადებას ვიწყებთ ნიკა_გავუღიმე _რა? რა განქორწინება. კარგი რა ლიზა. ნათიას აფიქრებინებ რომ მართალი იყო? _და რა, მართალი არაა? _ლიზა, მომისმინე. ნათია და მე დანიშნულები ვიყავით. მართლა ძალიან გვივარდა ერთმანეთი, ნუ ყოველშემთხვევაში მე მიყვარდა. მან ქორწიამდე მიმატოვა. დამშორდა და საქართველოდან წავიდა. ის ძალიან მიყვარდა. მაგის გამო დიდი ხანი დეპრესიაში ვიყავი და სასმელს მივეძალე. არავის ვეკონტაქტებოდი,არც მეგობრებს. მერე დროთა განმავლობაში გამოვედი მდგომარეობიდან. მერე ერთ მშვენიერ დღეს გავიგე რომ ნათია საქართველოში დაბრუნებულა და გამომეცხადა კიდევაც. სიყვარულის ახსნა დამიწყო. მითხრა რომ ძალიან ნანობდა და ჩემთან უნდოდა ყოფნა. მე კი თავიდან მოვიშორე და ვუთხარი რომ მისი ადგილი ჩემს ცხოვრებაში დიდი ხანია რაც აღარ იყო. კიდევ რამდენჯერმე სცადა ჩემტნ დალაპარაკება. ამგ დროს მე და შენ უკვე ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მერე გადავწყვიტე რომ მის ჯიბრზე ცოლი მომეყვანა და დამემტკიცებინა რომ ის ჩემთვის აღარ არსებობდა. ცოლობა კი შენ შემოგთვაზე. დანარჩენი შენც იცი. მართალია, მე მართლა მის ჯიბრზე მოვიყვანე ცოლი,მაგრამ ლიზა, ეხლა შენთან ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს როგორიც თავიდან, ცოლად მოყვანის პერიოდში მქონდა. ვგრძნობ რომ ძალიან შეგეჩვიე და შენთან ერთად მინდა ცხოვრება. არავინ არ მინდა ჩემი ცოლის სტატუსით სარგებლობდეს შენს გარდა. დავივიწყოთ ნათია და ნუ მივცემთ მას უფლებას ხელი შეუშალოს ჩვენს ურთიერთობას_დაამთვრა მონოლოგი ნიკამ _რა ტყუილად შემქმნია მაგ ქალზე ცრუ წარმოდგენა_ჩამეცინა_თურმე ყველაფერი მართალი უთქვამს, მე კიდევ მეგონა ტყუოდა _ლიზა, შენ ჩემი ნაამბობიდან მხოლოდ ეგ გაიგე? _რაც მთავარი იყო ეგ გავიგე ნიკა და დანარჩენს აზრი არ აქვს. შენ მე არასდროს არ გყვარებივარ და არც გეყვარები_ფეხზე წამოვდექი_რაც შეიძლება მალე მინდა გაყრა. მოცდას არ ვაპირებ _ლიზა, ნუ ჯიუტობ რა. მე მართლა შენთან მინდა _ძილინებისა ნიკა_უემოციოდ ვუთხარი და მარტო დავტოვე. ********* _ნათია მოსულა ლიზასთან აზრობ ტო?_გაოგნებული უყვებოდა ნიკა ზუკას_ჩემზე შურის საძიებლად მოგიყვანა ცოლადო _ქალი არ იყოს ერთი კია ეგ გასაგდები წიხლქვეშ_გაბრაზებულმა თქვა ზუკამ_თავისი საქციელის მერე ვაფშე როგორ ბედავს მსგავს რამეებს?უსინდისო და უნამუსო ქალია ეგ მე მაგის..._შეუკურთხა ზუკამ _ტვინში სისხლი ჩამექცა ლიზამ რომ მითხრა შენი ყოფილი საცოლე დამაგაო თავზეო. მერე მომიყვა რაც უთხრა იმან. ბოლოს მკითხა რატომ მომიყვანე ცოლადო?_პაუზა გააკეთა და ამოიოხრა_მეც იძულებული გავხდი ყველაფერი მეთქვა და სიმართელ ვუთხარი_ზუკას თვალები გაუფართოვდა _ლიზას უთხარი რატომაც მოიყვანე ცოლად? შენ ბოლომდე გამო***დი ტო?_ყურებს ვერ უჯერებდა _სხვა გზა არ მქონდა. მოტყუებას აზრი არ ქონდა. _მერე? რაო? _ვიცოდი რომ არასდროს არ გიყვარდი დაარც არასდროს გეყვარებიო. განქორწინება უნდა, რაც შეძლება მალე_ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა _მერე? _რა მერე შე*ემა. არ ვიცი რა ვქნა. ერთი ის ვიცი,რომ განქორწინება არ მინდა, მართლა არ მინდა_თავი ჩახარა _გიყვარს ?_გაოგნებულმა კითხა _არ ვიცი. ეს სიყვარული არაა. მას ძალიან მივეჩვიე. მის გარეშე ცხოვრება გამიჭირდება. მასთნ კარგად ვგრძნობ თავს,მაგრამ ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ. უბრალოდ მივეჩვიე_თავი ჩახარა _მერე მიჩვევა რომ ყველაზე დიდი სიყვარულია ეგ არ გაგიგია შე*ემა? აუ რამე ქენი რა. იბრძოლე მისთვის. ნუ დაკარგავ ლიზას მაგ უსირცხვილო ქალის გამო მე მაგის სუ ყველაფერი მოვ**ან _რა უნდა ვქნა ზუკა? ძალით ხომ ვერ დავაბამ? ძალით ვერ გადავათქმევინებ ვერაფერს. მის არჩევანს პატივი უნდა ვცე_ნაღვლიანმა თქვა _რა პატივი უნდა სცე? იმას რომ გეყრება და შენ ხელს არ გაანძრევ მის შესაჩერებლად? მთლად გამო***დი შენ _აუ ზუკა ნუ მი**აკებ რა. ამის დედა შე**ეცი რა გავაკეთო მითხარი? კარგი დავუშვათ ხელი არ მოვუწერე განქორწინებაზე, ამით რა შეიცვლება? არ მინდა ბოლომდე შევზიზღდე გესმის? არ მინდა მის თვალში ბოლომდე დავეცე _ის რომ მას ხელი არ მოუწერო გაყრაზე, ეს მის თვალში დაცემას არ ნიშნავს_ჩაფიქრდა_არ ვიცი რას და როგორ გადაწყვეტ, მაგრამ მე ერთს გირჩევ ძმაო, არ დანებდე.თუ მის მიმართ მართლა რამეს გრძნობ, ნუ დაკარგავ. მაგ ბო*ი ქალის გამო ცხოვრებას ნუ დაინგრევთ. აბა შენ იცი_წამოდგა და ნიკას კაბინეტი დატოვა. ნიკა დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული. საღმოს სახლში მისული ლიზა ემზადებოდა წასასვლელად. მთლიანი, ლმაზი კაბა ეცვა. აშკარად გამოსასვლელი კაბა იყო. _საღამომშვიდობის_მიესალმა ნიკა_მიდიხარ სადმე? _საღამომშვიდობის_ცივად უთხრა ლიზამ_კი, გავდივარ _და სად?_წარბაწეულმა კითხა _არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის ნიკა? _არ მეჩვენება. ჩემი ცოლი მიდის სადღაც და იმაში გასაკვირი არაფერი არ არის რომ ვიკითხო სად მიდის თან ასე გამოწყობილი_ცოტა ხმამაღლა უთხრა ნიკამ _დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას და გეტყვი,რომ ლექსომ დამპატიჟა კინოში და იქ მივდივარ. დაგაკმაყოფილა პასუხმა?_ნიკას ტვინში სისხლი ჩაექცა ლექსოს ხსენებაზე_რაც შეეხება ,,ცოლს’’, მალე შენი ცოლი აღარ ვიქნები, ამიტომ საგანგაშო არაფერია_მხრები აიჩეჩა ლიზამ დაფეხსაცმელში ფეხები ჩაყო _ვისთან ერთად მიდიხარ?_კბილებში გამისცრა ნიკამ_მომესმა ხომ?_თვალებგაფართოებულმა კითხა _არ მოგესმა ნიკა_უემოციოდ უპასუხა ლიზამ _შენ გოგო ხომ არ გააფრინე? სრულ ჭკუაზე ხარ? მაგ სი*თან ერთად სად მიბრძანდები? ფეხს არ გაადგამ სახლიდან მაგასთან ერთად_ლამის ყვიროდა ნიკა. ლიზას თვალები მრისხანებით აევსო _სავსებით სრულ ჭკუაზე ვარ. ლექსომ დამპატიჟა და მეც მივდივარ. შენგან ნებართვის აღებას არ ვაპირებ. ჩვენ უკვე ცოლ-ქმრად არ ვითვლებით _ჩვენ ისევ ცოლ-ქმარი ვართ ლიზა და ნუ დაგავიწყდება ეგ. გათხოვილი ქალი მიყვები კაცს კინოში,რომელსაც მთელი ცხოვრებაა უყვარხარ. ეს ნორმალურია? მიპასუხე ეს ნორმალურია? რომელი ქმარი მოითმენს ამას ლიზა? _მართალი ხარ. წესით ნორმალური ქმარი არ მოითმენს ამას, მაგრამ შენ ამ კატეგორიას არ მიეკთვნები. შენ მხოლოდ ფიქტიური ქმარი ხარ ჩემი და ვერ ვხვდები რატომ ღიზიანდები ასე? _ლიზა! ნუ ცდილობ მოთმინებიდან გამომიყვანო,ისედაც ძლივს ვიკავებ თავს. რას ნიშნავს ფიქტიური ქმარი ვარ? განა ფიქტიურ ცოლ-ქმარს შორის ის ხდება რაც ჩვენს შორის? _და რა ხდება ჩვენს შორის ნიკა?_აყვირდა ლიზა_ის რომ 2ჯერ სექსუალური კავშირი გვქონდა ამიტომ შენს თავს არ თვლი ფიქტიურ ქმრად? ერთი მაგალიტი მაინც მიოყვანე ჩვენი თანაცხოვრებიდან,როცა შენ ქმრის მოვალეობა შეასრულე არა სხვის დასანახად? ოდესმე შენ დაგიპატიჟებივარ სადმე? ელემენტარული ყველაზე ბანალური, ყვავილები მაინც მოგირთმევია?რამე დღესასწაული განსაკუთრებულად მოგილოცავს?ოდესმე დაინტერესებულხარ მე როგორ ვიყავი და რას ვგრძნობდი?ამ ყველაფერს რომთავი დავანებოთ სითბოს თუ იჩენდი ჩემს მიმართ? კოცნითც არასდროს არ მკოცნიდი. ინიციატივა მე გამოვიჩინე შენთნ დაწოლის და მაშინაც ხელი მკარი. ამის მერე რა უფლებით მეუბნები რომ შენ ჩემი ქმარი ხარ. მიპასუხე ნიკა! და ამის მერე შენს თავს უწიდებ არაფიქტიურ ქმარს? რასაც მინდა იმას გავაკეთებ. შენ არ შეგეკითხები. მალე შენ ჩემი ქმარი აღარ გერქმევა და არ არის გამორიცხული რომ ეს სტატუსი სხვამ შეცვალოს_ ნერვებმა უმტყუვნა და აყვირა ლიზა. ნიკას მთელი სხეული ჩმოეკაწრა ლიზას სიტყვების გაგონებისას. იცოდა, როგორ არ იცოდა რომ ლიზა სიმართლეს ეუბნებოდა. ის არასდროს ინტერესდებოდა ხოლმე როგორ იყო ლიზა, რას გრძნობდა. არასდროს არსად დაუპატიჟებია თავისი სურვილით. არანაირი საჩუქარი არ მიურთმევია, თუნდაც ყვავილები. ლიზა კი ყველაფერს გულში იხვევდა გული ძალიან ტკიოდა ქმრის უყურადღებობით. ლიზას ბოლო სიტყვებმა კი ნიკას სუნთქვა დაავიწყა ,,მალე შენ ჩემი ქმარი აღარ გერქმევა და არ არის გამორიცხული რომ ეს სტატუსი სხვამ შეცვალოს’’. ამ წინადადებამ ყურები დაუგუბა. აზროვნების უნდარი წაერთვა. მიხვდა, ის მიხვდა რომ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა და ვერ დაუშვებდა ლიზას სხვა კაცთან. სხვის მკლავებში. სხვისი ცოლის სტატუსით. ის მხოლოდ ნიკასია. ნიკას ლიზა. ის ამას არასდროს არ დაუშვებს. _არასოდეს, გესმის?არასოდეს არ გერქმევა შენ სხვისი ცოლი. მოვკვდები და ამას არ დავუშვებ. შენ მხოლოდ ჩემი ცოლი ხარ, მხოლოდ ჩემი. მიყვარხარ ლიზა!_ვერც გაიაზრა ისე უთხრა პირველად სიტყვა ,,მიყვარხარ’’_ლიზას თვალები გაუფართვდა და მისდაუნებურად ცრემლები წასკდა და სახეზე ხელები აიფარა _ცხოველი ხარ! უგრძნობი ადამიანი! როგორ ბედავ და მატყუებ ნიკა?_ძლივსძლივობით ლაპარაკობდა ლიზა _არ გატყუებ ლიზა! მეც მხოლოდ ეხლა გავიაზრე, რომ მიყვარხარ. მივხვდი რომ ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ეს სიყვარულია. მე მართლა ვერ დავუშვებ რომ ოდესმე შენ სხვისი ცოლი გერქვას და იყო სხვისი შვილების დედა. _მე.. მე უნდა წავიდე_ძლივს თქვა ლიზამ და ცრემლები შეიმშრალა_ლექსო უნდა ვნახო _ამის დედა შე**ცი მე რაზე გელაპარაკები და შენ კიდევ იძახი იმ სი*ს უნდა შევხვდეო_დივანს ფეხი მიარტყა ნიკამ _აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს _როგორ არ აქვს აზრი ნუ გამაგიჟებ ლიზა. მიყვარხარ, შენც გიყვარვარ. რატომ არ უნდა დავიწყოთ თავიდან?_ლიზას სახე ხელებში მოიქცია და შუბლი მის შუბლს მიადო_გთხოვ რა ლიზ. დავივიწყოთ ყველანაირი ნათია და ლექსო. ამიერიდან მხოლოდ ჩვენზე უნდა ვიფიქროთ_ფრთხილად აკოცა ტუჩებზე _მე დრო მჭირდება. ასე უცებ არ შემიძლია ნიკა. ჯერ ბევრი რამის გადახარშვა მჭირდება. ეხლა ვერაფერს გიპასუხებ. არ შემიძლია._ლიზამ ტელეფონი აიღო და სადღაც გადარეკა _ლექსო_ნიკას ლექსოს გაგონებაზე სახე შეეცვალა _......... _დღეს არ შემიძლია და სხვა დროისთვის გადავდოთ ხო? რაღაც შეუძლოდ ვარ_ჯერ კიდევ შემორჩენილ ცრემლებს იწმენდდა ლიზა და ისე ლაპარაკობდა _.......... _არა,არა. ისეთი არაფერია. არ შეწუხდე. მადლობა და ბოდიში გეგმები რომ შეიცვალა. _................. _კარგი ნახვამდის_დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ნიკასთვის არ შეუხედავს ისე გავიდა საძინებელ ოთახში. გამოიცვალა და ლოგინზე მიწვა. ცდილობდა ნიკას ნათქვამი გაეანალიზებინა. **************** ნიკა თავის გრძნობებში დარწმუნდა. დარწმუნებული იყო რომ მას ლიზა უყვარდა. არც ერთი სიტყვა არ იყო ტყუილი. ყველაფერი გულიდან წამოსული სიტყვები იყო. უთხრა ის რასაც გრძნობდა. ის მართლა ვერასდროს ვერ შეეგუებოდა რომ ლიზა ვინმე სხვასთან ყოფილიყო. ეხლა ნიკა თვისუფლად გრძნობდა თავს, რადგან ლიზას გრძნობებში გამოუტყდა და ყველაფერი ნათელი გახადა. ეხლა მხოლოდ ლიზაზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტს. მას დრო და ფიქრი სჭირდება. ნიკას ეს ესმის. დაელოდება. რამდენი ხანიც საჭირო იქნება დაელოდება, ოღონდაც კი მასტან იყოს ლიზა.ის ამისთვის ყველაფრისთვის მზადაა. მთელი ღამე დივანზე, ფიქრში გაატარა. *************** მეორე დღეს ლიზამ ანის ყველაფერი უამბო. ანი პირდაღებული უსმენდა _როგორც იქნა გამოფხიზლდა ვაჟბატონი და მიხვდა რომ გვერდით ანგელოზი ყავს. დეგენერატი_ჩაიბუტბუტა ანიმ _არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე. ძაან დაბნეული ვარ ანი.მე მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვიცი ასე ადვილად თუ შევძლებ ყველაფრის დავიწყებას, მის ქცევებს. თანაც ის დარწმუნებული რომ არ იყოს მის გრძნობებში და ეს ისე ჰაერში ეთქვა? _რომ არ უყვარდე რატომ გთხოვდა მასთან დარჩენას და რატომ ექნებოდა ისეთი რეაქციები,როგორც შენ აღმიწერე. ლიზ, ხომ იცი რომ შენი ბედნიერება მინდა. აქამდე გეუბნებოდი გაეყარე და ამაზე იფიქრე მეთქი,მაგრამ ეხლა უკვე მგონია რომ უნდა დაფიქრდე, გადახედო სიტუაციას და მაგის მიხედვით შანსი მისცე. მინდა რომ კარგად იყო და ბედნიერი იყო_ხელზე ხელი დაუსვა ანიმ _ვიფიქრებ. მართლა ვიფიქრებ და ისე გადავწყვეტ ყველაფერს_გაუღიმა_დღს ჩემთან ამოდი არ გინდა? ირაკლი და ზუკაც ამოვლენ და ცოტა გულს გადავაყოლებ _ის ვაჟბატონიც იქნება?_ცხვირი აიბზუა ანიმ _ვითომ არ გესიამოვნა_ენა გამოუყო ლიზამ_საღამოს ჩემთან გელოდები აუცილებლად. ანი დაიჭყანა და დათანხმდა. საღმოს მართლაც ამოვიდნენ ბიჭები და ანიც მოვიდა. ლიზა ცდილობდა დისტანცია დაეცვა ნიკსთან. მასთან ძალიან ახლოს ყოფნით ის ვერ დაფიქრდებოდა კარგად. _აბა რძალო, დატრიალდი და შენ რომ იცი ისეთი ყავა მომიტანე_სიცილით უთხრა ზუკამ _ეხლავე. ირაკლი შენც ხომ დალევ? _აბა რას ვიზამ_გაეცინა _ნიკა შენ? _მეც ყავას დავლევ_გაუღიმა ნიკამაც ანი და ლიზა ყავის მოსადუღებლად გავიდნენ სამზარეულოში. _მიდი მე დავასხამ და შენ გაუტანე _თვალი ჩუკრა ლიზამ_ანიმ ტუჩები უკმაყოფილოდ მოპრუწა_მეც მოგყვები ეხლავე. ყავა გაიტანეს და თვითონაც დივანზე ჩამოსხდნენ. _აბა, მოყევით რა ხდება თქვენკენ ახალი?_დაიწყო ირაკლიმ_ანი შენ როგორ ხარ? რას შვები? კარგა ხანია არ მინახიხარ _სად მნახავდი_მკვახედ მიუგდო_მე კარგად ვარ, გმადლობთ_ლიზას ცინებოდა ანის ლაპარაკზე. აშკარად ხვდებოდა რომ ანის ირაკლი მოწონდა და გაღიზიანებული იყო ირაკლი რომ ყურადღებას არ აქცევდა და არ ურეკავდა _მეჩვენება თუ შენ ხასიათი შეგეცვალა?_კითხა ირაკლიმ _გეჩვენება_ირონიულად გაიღიმა _ძალიან გერმიელი ყავაა_თემა გადაიტანა ირაკლიმ _ჩემი რძალი საუკეთსო ყავას ხარშავს_სიტყვით გამოვიდა ზუკა. ნიკა უხმოდ იჯდა,ჩაფიქრებული და ხმას არ იღებდა. _შენს ქმარს რა სჭირს ტო? მე მგონი ჩვენი მოსვლა არ ესიამოვნა, რაც მოვედით ჯერ ხმა არ ამოუღია_სიცილით შენიშნა ირაკლიმ _შენ ვინ გეკითხება ერთი_ირონიულად უთხრა ანიმ _შენ საერთოდ ვინ გკითხა რამე? _კარიგ ნუ დაჭამეთ ერთმანეთი_ხმა ამოიღო ნიკამ და გაიღიმა_უბრალოდ ცოტა ჩავფიქრდი. აბა რას ლაპარაკობდით_თითქოს გონს მოვიდაო და იკითხა. დივანზე გასწორდა და ყავა მოსვა _არ გინდათ ერთად სადმე კლუბში წავიდეთ? რამე კაი პონტი ავაგდოთ და გავერთოთ რა_ იდეა შემოაგდო ზუკამ _კარგი აზრია. მე მომწონს_ხელები გაასავსავა ანიმ _მშვენიერია. ამ კვირას წავიდეთ_დაეთანხმა ირაკლიც _თქვენ? ხომ გცალიათ ამ კვირას?_ეხლა ნიკას და ლიზას მიუბრუნდა _კი, ამ კვირას მცალია_ლიზას შეხედა ნიკამ. ლიზამ თავი დაუქნია_და წავიდეთ_გაუღიმა _სხვებს არ ვუთხრათ? _კი, დავურეკავ სასტავს და თუ წამოვლენ ეგაა,თუ არადა ჩვენც მაგრა გავერთობით _მე თიკოს წამოვიყვან_თქვა ზუკამ თავის შეყვარებულზე _წყვილებში აპირებთ წამოსვლას? მე კიდევ მარტო მომიწევს_მოწყენით თქვა ანიმ _რატომ მარტო? მე აქ არ ვარ?_თვალი ჩაუკრა ირაკლიმ _შენ რა შუაში ხარ ვაფშე_მობეზრებულმა უთხრა _მე ვიქნები შენი მეწყვილე თუ ეს გადარდებს_სიცილით უთხრა ირაკლიმ _არ მჭირდება-ნაგლურა გაუღიმა _კი ბატონო, როგორც გითხრა_სიცილით უთხრა ირაკლიმ და ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია. _გოგო ეგრე რატომ ესწერვები?_კითხა ლიზამ ანის, როცა სხვა ოთახში გავიდნენ _ნერვებს მიშლის და იმიტომ _შენ თვითონაც ხომ ხვდები რომ უაზროდ იქცევი და პატარა ბავშვივით იქცევი? თუ მოგწონს ეცადე სხვანაირად მოიქცე და არ ექაჯო რა_სიცილით უთხრა _მართლა ნერვებს მიშლის,არადა საშინლად მომწონს. ამ სწერვობით ვცდილობ რომ არ შემემჩნეს_თავი დახარა _ჩემი აზრით პირიქით, ეგრე უფრო ეგემჩნევა. ეხლა გავედით და ნორმალურად მოექცევი_გააფრთხილა ლიზამ. ანიმ თავი დაუქნია და უკან წუწუნით მიყვა. საღამომ კარგად ჩაიარა. ბევი ილაპარაკეს, იცინეს, ერთმანეთი აღდავეს. უკვე იშლებოდნენ _ანი რითი მოხვედი?_კითხა ირაკლიმ _ტაქსით და რა იყო რო? _თუ მანქანით არ ხარ,მაშინ მე გაგიყვან_გაუღიმა. ანი არ მოელოდა და დაიბნა. ლიზამ შეუმჩნევლად მხარზე უჯიკა. ანი გამოფხილზდა _კარგი_გაუღიმა. დაემშვიდობნენ ლიზას და ნიკას და მათი სახლი დატოვეს. ლიზამ მაგიდა აალაგა და ჭურჭელი დარეცხა. ნიკა დივანზე იჯდა და ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდა. ლიზა გვერდით მიუჯდა და ისიც ტელევიზორს მიაჩერდა. ორივე უხმოდ იჯდა. ერთმანეთს არ უყურებდნენ, მაგრამ ორივეს გულისცემა აჩქარებული ქონდა. დიდი ხანი ისხდნენ უხმოდ. მერე ლიზა წამოდგა _ძილინებისა ნიკა _ძილინებისა ლიზა. შუა ღამით ლიზა ფხაკუნმა გააღვიძა. შუქი აანთო და მის საწოლთან მდგარი ნიკა დაინახა _ვაიმე_გულზე ხელი მიიდო ლიზამ_გული კინაღამ გამისკდა ნიკა, როგორ შემაშინე_სუნთქვა აჩქარებული ქონდა _მაპატიე,არ მინდოდა შენი შეშინება_თავი მოიქექა _რომელი საათია? ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?_საათს დახედა _მე უბრალოდ ვერ დავიძინე_საწოლს მოუარა და ლიზას გვერდით დაწვა_რადგან შენთან მინდა ძილი_ლიზა თვალებგაფართებული უყურებდა _ნიკა, რას შვები? _შენთან ერთად ვიძინებ_საბანი მოიფარა_მოდი შენც დაწექი თორემ გაიყინები.ლიზა ინსტიქტურად დაწვა და მანაც საბანი მოიფარა. ნიკა უკნიდან მიეკრო და მუცელზე ხელები შემოხვია _ასე უკეთესია. დავიძინოთ ეხლა_თვი მის ყელში ჩარგო და თვალები დახუჭა_ლიზა სუნთქვაშეკრული იწვა. ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა ნიკას ქმედება. მერე თვითონაც მოეშვა და მანაც დაძინება სცადა. ორივეს ძალიან მშვიდად დაეძინა. დილით ნიკა ლიზაზე ადრე ადგა. გადაწყვიტა მისთვის საუზმე გაეკეთებინა. კვერცხი და ლორი მოახერხა და შეწვა, ისე რომ არ დაუწვავს. ფორთოხლის წვენი ჭიქაში ჩაუსხა. ყავა მოუხარშა. შოკოლადის კრუასანი თეფშე დადო. ეს ყველაფერი ლანგარზე მოათავსა და ოთახში წაუღო. მის გვერდით ტუმბოზე დადო. თვითონ კი აბაზანაში შევიდა მოსაწესრიგებლად. რომ გამოვიდა ლიზა საწოლზე წამომჯდარიყო და თვალებს იფშვნეტდა. ჯერ ნიკას გახედა და მერე ტუმბოზე მდგარ ლანგარს მოკრა თვალი _ნიკა, ეს...ეს რა არის?_გაოცებულმა კითხა _ჩემს ცოლს საუზმე მოვუმზადე_ყურებამდე გაიკრიჭა ნიკა_ძაანაც არ გააკრიტიკო თუ არ მოგეწონება_თავი მოიქექა_მთელი სულით და გულით ვეცადე რომ გამომსვლოდა_გაუღიმა. ლიზა სასიამოვნოდ გაოცებული იყო ნიკას ქმედებით. მსგავსი რამ არასდროს არ გაუკეთებია უკვირდა მისი საქციელი _ეხლავე გავსინჯავ_ლიზამაც გაუღიმა და ლანგარი საწოლზე დადო.თვითონ ჩანგალი აიღო და კვერცხის და ლორის ჭამა დაიწყო. გემრიელი იყო,მაგრამ ლიზას არ ესიამოვნა რატომღაც. უჩვეულო შეგრძნება ქონდა. ორი ლუკმის მეტი ვერ შეჭამა და კვერცხს თავი მიანება _არ მოგეწონა ხო_შეწუხებულმა კითხა ნიკამ _არა,არა. გემრიელია მართლა. უბრალოდ ვერ ვჭამე კვერცხი. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა_სახეშეჭმუხნულმა თქვა ლიზამ_აი კრუასან და ყავას ეხლავე მოვუღებ ბოლოს_გაუღიმა. მართლაც გემრიელად მიირთვა ყავა და კრუასანი. _მადლობა ნიკა_თავდახრილმა უთხრა _შემდეგში მსგავს რამეს რომ ვიზამ მადლობა არ მითხრა!_კატეგორიულად უთხრა_მე მართლა მთელი გულით მინდოდა მესიამოვნებინა შენთვის და როცა ქმარი ცდილობს ცოლს ასიამოვნოს, ამაში სამადლობელი არაფერია ლიზა. _ნიკა, იმედია არ ფიქრობ რომ ეს ჯერჯერობით რამეს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში_თავდახრილმა უთხრა _ვიცი ლიზა, მაგრამ მე ყველაფერს ვიზამ რომ ჩვენი ურთიერთობა უკეთესობისკენ წავიდეს. მიყვარხარ და ამას დაგიმტკიცებ_ლიზამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ გაუღიმა. შემდეგ დღეებშიც ცდილობდა ნიკა ლიზასთვის მსგავსი სიურპრიზები მოეწყო. ლიზა გულში საოცრად ნასიამოვნები იყო, მაგრამ ხმამაღლა ამას არ აღიარებდა. უნდოდა ნიკაში ბოლომდე დარწმუნებულიყო და ყოველგვარი შიშის და უნდობლობის გარეშე ეცხოვრა მასთან. _გამოსწორების გზაზეა ჩემი დეგენერატი სიძე_სიცილით თქვა ანიმ_ძალიან კარგი. ასე უცებ არ შეურიგდე. ცოტა შენც დატანჯე. ღირსია _მართლა სხვანაირად იქცევა. ყოველ დილით ჩემზე ადრე დგება და საუზმეს მიმზადებს_გაეცინა_დღეში უამრავჯერ მირეკავს იმის გასაგებად თუ სად ვარ, რას ვაკეთებ. სამსახურიდან დაბრუნებულები ერთად ფილმებს ვუყურებთ. საღამოობით სასეირნოდ გავდივართ ხოლმე. ეს ხომ თითქოს ისეთი არაფერია, ცოლ-ქმარს შორის მსგავსი რაღაცები ჩვეუელებრივი მოვლენაა,მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში დამიჯერე ეგ ბევრს ნიშნავს ამ ეტაპზე. მე მართლა მაბედნიერებს ეს მცირედიც, ამგრამ ჯერ არ ვაძლევ არც ჩემს თვს და არც ნიკას უფლებას ერთად ბოლომდე ვიყოთ. მე ბოლომდე უნდა ვიყო მის გრძნობებში დარწმუნებული _მართლა მიხარია რომ ყველაფერი შეიცვალა. ისე რომ დავუკვირდე, მთლად ცუდი ბიჭიც არ ყოფილა ნიკა_სიცილით თქვა ანიმ _სასიამოვნოდ მაოცებს ამ ბოლო დროს_გაღიმებულმა თქვა ლიზამ_ანი, მეჩვენება თუ ამ ცეზარს თევზის გემო აქვს?_შეწუხებული სახით თქვა ლიზამ_ადრე ძალიან მომწონდა, ეხლა კი რაღაც ვერაა ისე _რავიცი ლიზ,მე ძალიან მომწონს და არანაირი თევზის გემო არ აქვს, რაღაცები გეჩვენება_ხელი აიქნია ანიმ _ამ ბოლო დროს რაღაც ვერ ვჭამ ყველაფერს. თითქოს გემოშეცვლილი მეჩვენება_ჩაილაპარაკა ლიზამ _ნაღვლის პრობლემა ხომ არ გაქვს?მე რომ მაწუხებდა ხოლმე, სულ საშინელი გემო მქონდა პირში. გაესინჯე ექიმს_რჩევა მისცა ანიმ _არამგონია ნაღველი იყოს. პირში გემო მაქვს, უბრალოდ ყველაფერს ვერ ვჭამ,ზოგ ისეთს რაც ადრე ძალიან მიყვარდა. ეხლაც, ამ ცეზარს საშინელი გემო აქვს_უკაცრავად_ოფიციანტს დაუძახა ლიზამ_შოკოლადის ტორტი მინდა, რაც შეიძლება დიდი ნაჭერი_გაუღიმა_ანი შენც უთხარი დესერტი. ანიმაც შოკოლადის ტორტი შეუკვეთა. ძალიან მსუყე ნაჭერი იყო. ანიმ პატარა ნაჭერი ვერ შეჭამა ბოლომდე. ლიზამ კი ორჯერ დიდი ნაჭერი მთლიანად შეჭამა _აუ ეხლა ნაყინიც მინდა_თქვა და ოფიციანტს დაუწყო ძებნა. ანი გაოცებული, თვალებგაფართოებული უყურებდა ლიზას. ამდენი არასდროს არ უჭამია _ლიზა, დარწმუნებული ხარ რომ ნაყინის ჭამა შეგიძლია ამხელა ტორტის მერე? _კი,კი. ძალიან მინდა_გაუღიმა_შენ არ გინდა? _ვაიმე არა. გავსკდები ეხლა რამე რომ დავაყოლო. კი მაგრამ შენ რა გჭირს? ამდენს არასდროს არ ჭამდი ხოლმე_ეჭვით კითხა ანიმ_ლიზა...._ცოტახნიანი დუმილის მერე მიმართა ლიზას_ცუდად არ გამიგო რასაც ეხლა გკითხავ. შენ და ნიკას ბოლოს როდის გქონდათ სქესობრივი კავშირი?_ლიზას თვალები გაუფართოვდა _რა კითხვებია ეხლა ანი ეს? _ხომ გქონდათ უახლოეს პერიოდში? _დაახლოებით თვე ნახევრის წინ_ხმადაბლა უთხრა ლიზამ და თავი ჩახარა _ანუ... ანუ გამოდის რომ...._ანი არეულად ლაპარაკობდა_ლიზ, ამ ბოლო დროს თავბრუსხვევევი ხომ არ გაწუხებს? ან ციკლი ხომ არ გადაგიცდა _გუშინ სამსახურში ერთი ორჯერ დამეხვა თავბრუ. მთელი დღე საბუთებში ვიყავი ჩარგული და ძალიან დავიღალე. ციკლიც 5 დღა გადამიც....._სიტყვა გაუწყდა ლიზას_მოიცა...._ანუ მე... მე შეიძლება.... ორსულად... ვიყო?_გაოგნებულმა ნაწყვეტ_ნაწყვეტ ჩაილაპარაკა _გამორიცხული არაა ლიზ. მოდი რა დავაზუსტით_ანიმ სასწრაფოდ ანგარიში მოითხოვა,ლიზას ხელი დაავლო და საავადმყოფოში გააქანა.ლიზა ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე, რომ შეიძლება ფეხმძიმედ ყოფილიყო. რიგში იდგნენ და ექიმს ელოდებოდნენ _მე მგონია რომ უბრალოდ გადაღლლობის ბრალია ეს ყველაფერი_ნერვიულად თქვა ლიზამ _ლიზა, შენც ხვდები,რომ ეს არ შეიძლება მარტო გადაღლილობის ბრალი იყოს და ტყუილად წუწუნებ, მალე გავიგებთ რისი ბრალიცაა. მალე მოვიდა მათი რიგი. ანალიზები აუღეს და პასუხის გასაგებად 3 საათში მისვლა უთხრეს. ლიზა ნერვიულობდა. სამსახურში გული ვერაფერს დაუდო. თავის მუცელს ეფერებოდა,თითქოს ორსულად იყო. უნებურად გაეღიმა _რა მაგარი იქნება ორსულად რომ ვიყო. ჩემი და ნიკას შვილი_ხმამაღლა გაიფიქრა და მუცელზე ხელები მოისვა. ერთი სული ქონდა სამსახურიდან გასულიყო და ანალიზების პასუხი გაეგო. სამსახურის მერე პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. _მობრძანდით_გაისმა ექიმის ხმა კაბინეტიდან _კიდევ ერთხელ გამარჯობათ_გაუღიმა ლიზამ_მე ანალიზების პასუხის გასაგებად მოვედი _დიახ,დიახ დაბრძანდით_ექიმმა გაუღიმა. უჯრიდან კონვერტი ამოიღო და გადახედა. სახეზე ღიმილმა გადაურბინა _საშიში და სანერვიულო არაფერია_ლიზას ღიმილიანი სახი შეხედა_პირიქით, გილოცავთ, თქვენ 5 კვირის ფეხმძიმე ხართ. ლიზას ბედნიერებისგან ყურები დაუგუბდა. მზოლოდ ექიმის სიტყვები ჩაესმოდა ,,5 კვირის ფეხმძიმე ხართ’’ _ექიმო... შეცდომა ხომ არ იქნება რამე?_ვერ იჯერებდა _რა თქმა უნდა არა გენაცვალე. თქვენ სულ რაღაც 8 თვეში დედა გახდებით_გაუღიმა. ლიზამ მადლობა გადაუხადა და საავადმყოფო დატოვა. საოცრად ბედნიერი იყო ახალი ამბით. საოცრად უხაროდა ბავშვი, უხაროდა რომ ამელ დედა გახდებოდა. ყურებამდე გაღიმებული ჩაჯდა მანქანაში. ტელეფონი ამოირო და ანის დაურეკა _ანი, ორსულად ვარ ანი_გახარებულმა ამცნო ეს ამბავი. ტელეფონში ანის კივილი გაისმა _აუუუუ ლიზააა რა მაგარიაა. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. მალე ჩემი ნათლული დაიბადება_არანაკლებ აჟიტირებული იყო ანი _უზომოდ ბედნიერი ვარ. ვერც კი ვხსნი ისე მიხარია _ნიკას როდის ეტყვი?_ოდნავ რომ დამშვიდდა კითხა ანიმ _მაგაზე არ მიფიქრია. დღეს ყოველშემთხვევაში არა. ანდა ვიცი როდისაც_ერთ კვირაში ნიკას დაბადების დღეა და სწორედ მაშინ ვეტყვი_თავისი იდეით აღფრთოვანებულმა უთხრა _და რამე რომ შეგატყოს მანამდე _ვეცდები არ შემეტყოს. ანი შენც არ წამოგცდეს რამე იცოდე _სამარე ვარ_გაუცინა ანიმ _კაი, გავთიშე ეხლა და წავედი სახლში. უკვე ისედაც დავაგვიანე. ნახევარ საათში სახლში იყო. ნიკა სახლში დახვდა. ლიზას დანახვაზე წამოდგა და ჩაეხუტა _დაგაგვიანდა_საათს ღიმილით დახედა _სამსახურის მერე საავადმყოფოში ვიყავი და მაგიტომ_ვერც გააცნობიერა ისე უთხრა.ენაზე იკბინა როცა ნიკას გაოცებული სახე დაინახა _საავადმყოფოში რა გინდოდა? _აა, ისა.. ანის გავყევი_უცებ რაც მოაფიქრდა ის უთხრა _რა ჭრს ანის? _ისეთი არაფერი. ეგ ყოველ წელს სისხლის ანალიზს იღებს და ეხლაც შესამოწმებლად მივიდა, მე კიდევ გავყევი_გაუღიმა თავისი ტყუილით აღფრთოვანებულმა _მე კიდევ ერთ წამში რა აღარ ვიფიქრე_გაუღიმა _ძალიან მშია_უთხრა და სამზარეულოსკენ წავიდა. წინა დღის გაკეთებული სოკოს სალათი გამოიღო და მადიანად შეექცა _შენ არ გინდა ნიკა? _მე უკვე ვჭამე _ძალიან გემრიელია ეს სალათ, ძალიან მიყვარს_პირგამოტენილი ლაპარაკობდა ლიზა. ნიკას ეცინებოდა. ლიზამ უკვე მესამედ გადმოიღო თეფშზე სალათი. _ძალიან მოგშივებია_სიცილით უთხრა ნიკამ _ხო, მთელი დღეა არაფერი მიჭამია_მოატყუა ლიზამ, არადა რესტორანში გასკდა იმდენი ჭამა. სალათს ჩაი და შოკოლადი დააყოლა. ყავაზე იმ წამიდან თქვა უარი,რაც გაიგო რომ ფეხმძიმე იყო, ანუ დღეიდან. ეხლა მავნე საკვებისგან, რამაც შეიძლება ბავშვს ავნოს, თავი შორს უნდა დაიჭიროს. ყველაფერი მიასუფთავა. _ეხლა წავალ და აბაზანას მივიღებ_უთხრა ნიკას და გვერდი აუარა. კარებთან მივიდა და უცებ უკან გამობრუნდა. ნიკას მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და სამზარეულოდან უცებ გავიდა. ნიკა კი გაოცებული და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. მთელი ერთი კვირა მე და ანი ნიკას სადაბადებისდღეო ჩანაწერს ვაკეთებდით. რა საკვირველია ნიკამ არაფერი იცოდა. ძალიან ბევრი ვიწვალეთ და სასურველი ვიდეო გავაკეთეთ და დავამონტაჟეთ. საჩუქრად მისი საყვარელი ოდეკოლონი შევურჩიე. მთავარ საჩუქარს გვიან, რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ ვაჩუქებდი. ჩემს ფიქრებზე გამეღიმა. 20 კაცზე იყო რესტორანში სუფრა გაშლილი. ჩვენი მშობლები, ზუკა,ანი, ირაკლი და რამდენიმე უახლოესი მეგობრის წრეში ავღნიშნეთ ნიკას დაბადების დღე. ჩემი საჩუქარი ძალიან მოეწონა ,,ეს სუნამო განსაკუთრებით მიყვარსო’’_მითხრა და მხურვალედ მაკოცა. ცოტა ავწითლდი. მაინც ვერ შევეჩვიე ჯერ ნიკასთან ასე გრძნობების გამოააშკარავებას. ნიკას ჩაეღიმა. _ულამაზესი რომ ხარ გითხარი ხომ დღეს?_ყურში მიჩურჩულა ნიკამ,როცა ვალსს ვცეკვავდით _უკვე მერამდენედ მეუბნები სათვალავი ამერია_სიცილით ვუთხარი _რა ვქნა, ასე გავბანალურდი ხედავ? მსგავს ფრაზებს ვერ ვიტან,მაგრამ შენ რომ გიყურებ ეს სიტყვები თავისდაუნებურად აღმომხდება ხოლმე. მართლა საოცრად ლამაზი ხარ ლიზა_ვნებიანად მიჩურჩულა ყურში. მე გულზე თავი მივადე და გავირინდე. ცეკვა რომ დამთავრდა დიდი ეკრანი გამოვატანინეთ რათა ჩვენი გაკეთებული ვიდეო გვეჩვენებინა. მხოლოდ ჩვენ, მე,ანიმ, ზუკამ და ირაკლიმ ვიცოდით ამ ვიდეოს შესახებ. დარბაზი დაბნელდა და ვიდეო ჩაირთო. ნიკა გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ იქით. როცა ვიდეო დაიწყო თვალები გაუფართოვდა. ვიდეოში ლაპარაკს მე ვიწყებდი და ნიკას ვახასიათებდი, მის შესახებ მოკლედ ვყვებოდი, დაბადების დღეს ვულოცავდი, და ბოლოს ვამთვრებდი რომ ძალიან მიყვარს. შემდეგ იყვნენ მეგობრები, მისი თანამშრომლები, ჩემი თანამშრომლები, უამრავი ადამიანის მიერ ნიკას დახასიათება და მილოცვა იყო ჩაწერილი. ყველა ულოცავდა და უსურვებდა ბედნიერებას, ულევ სიხარულს და ა.შ. შუაში ხანდახან ნიკას სურათები და ვიდეოებიც იყო ჩასმული. ბოლოს მე, ანი, ზუკა, ირაკლი,თაზო, ქეთი და კიდევ ორი ახლო მეგობარი ავედით მთაწმინდაზე, ყველაზე მაღალ ადგილას და მისალოცი სიმღერით დავასრულეთ ვიდეო. ბოლოს ფეიერვერკებიც გავუშვით. საბოლოო ჯამში ვიდეო საოცარ ეფექტს ქმნიდა. ნიკა მთელი ვიდეოს ყურების განმავლობაშ ყურებამდე გაღიმებული იდგა და ბედნიერი, სახეგაბრწყინებული უყურებდა. _აუუ თქვენ ხომ აზრზე არ ხართ როგორ მიყვარხართ_სიხარულისგან სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ნიკა, ხან ერთს ეხუტებოდა ხან მეორეს_იმენა მაგრად მიყვარხართ რა. რამ მოგაფიქრათ მსგავსი რამის გაკეთება_ჯერ კიდევ საოცრად აჟიტირებული იყო ნიკა _შენი ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჯიაგარი ცოლის დამსახურებაა ძმაო. მან მოიფიქრა ამ ვიდეოს გაკეთება_აღნიშნა ზუკამ _ძალიან, არა უძალიანესად მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ_არავისი არ მორიდებია ისე ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე და მოშორებას არც აპირებდა რომ არა ანის ხმა _დანარჩენი სახლში გააგრძელეთ გვრიტებო. ეხლა ჩვენც აქ ვართ_სიცილით გამოვიდა ანი სიტყვით _რა მწარე ენა გაქვს მაინც ანი, ცოტა შაქრიანი წყალი დალიე რომ ცოტათი მაინც დაგიტკბეს, თორემ ასეთს ვინ მოგიყვანს ცოლად?_გაეხუმრა ირაკლი _შენ მათ მიხედე ვისაც ტკბილი ენები აქვთ და მე თავი დამანებე_ცხვირაბზუებულმა უთხრა _კაი,კაი, არ გვინდა ეხლა ჩხუბი. წამო მეცეკვე_ხელი გაუწოდა ირაკლიმ _შენთნ ერთად ცეკვას არ ვაპირებ უტაქტო_ზურგი აქცია ირაკლის. ირაკლიმ მოულოდნელად ხელი წაავლო და საცეკვაო მოედნისკენ ანის დაუკითხავად გაიყვანა. საღამომ იმაზე მაგრა ჩაიარა ვიდრე გეგმავდნენ. სახლში ბედნიერი სახეებით შევიდნენ ლიზა და ნიკა _ყველაზე მაგარი დაბადების დღე მქონდა დღეს_არ გადაუჭარბებია ისე უთხრა ნიკამ და ლიზას აკოცა_უღრმესი მადლობა შენ ამისთვის. მიყვარხარ_ხელგადახვეულები დივანზე ჩამოსხდნენ _ძალიან მიხარია რომ მოგეწონა. თავიდან ცოტა ბანალური და უაზრობა მეჩვენებოდა მსგავსი ვიდეოს გაკეთება, მაგრამ მერე ჩავთვალე რომ შეუძლებელია ბანალური და უაზრობა იყოს როცა საყვარელი ადამიანები გილოცავენ ვიდეოთი და გახასიათებენ შენ. სასაცილოც იყო და ძალიან სახალისოც _რა ბანალური და უაზრო, გაგიჟდი?უმაგრესი საჩუქარი იყო. ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარეთ. მსგავსი რამ არასდროს არ გაუკეთებიათ. ცოტა ხანი ორივე უხმოდ ისხდა. _ნიკა, შვილები გინდა?_მოულოდნელად ხმადაბლა შეაპარა ლიზამ და პასუხის მოლოდინში გული აუჩქარდა და ანერვიულდა _რა თქმა უნდა ლიზა. შვილი ვის არ უნდა_ასევე ხმადააბლა უპასუხა ნიკამ _ზოგი მიიჩნევს რომ ჯერ მზად არაა მამობისთვის და გაურბის პასუხისმგებლობას. მე მაინტერესებს შენ როგორ ხარ ამ საკითხთან? _შვილი როგორ არ მინდა ტო? რა მზად არ ვარ? ათ შვილს არ გავზრდი ერთდროულად ეხლაც რომ მომცა?_გაეცინა_ძალიან მაგარია ბავშვი, არა, უფროსწორად ბავშვები. მინდა ბევრი შილი მყავდეს და ჩემსავით მარტო არ იყოს. ყოველტვის მინდოდა და ან ძმა მყოლოდა_დანანებით ჩაილაპარაკა ნიკამ_ისე ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა მაგ საკითხზე_ეშმაკურად უთხრა ნიკამ. ლიზას ლოყები აუწითლდა _ნიკა, მე კიდევ მაქვს შენთვის საჩუქარი_ხმადაბლა უთხრა ლიზამ _კაი ტო? არ გადამრიო? კიდევ დაგრჩა რამე? რა ამბავია ამდენი საჩუქარი ერთ დღეს_გაუღიმა _დამიჯერე ეს ყველაზე მაგარი საჩუქარია_დარწმუნებით უთხრა ლიზამ. მისი ხელი აიღო და მუცელზე მიიდო_აი აქ არის შენი საჩუქარი და ჯერ არ ვიცი ,,ვინ ტიპის’’ საჩუქარია_გაეცინა_მაგრამ მალე ამასაც გავიგებთ_ნიკას თვალები გაუფართოვდა.ჯერ ლიზას შეხედა,მერე მის ხელს,მერე ისევ ლიზას,მერე ისევ ხელს. რამდენიმე წამი ასე გრძელდებოდა. როცა გამოერკვა რაც უთხრა ლიზამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ლიზას შეხედა _მართალს ამბობ?_ისე ხმადაბლა კითხა, თვითონ ძლივს გაიგო _მართალს ვამბობ ნიკა_ხმაჩაწყვეტილმა უპასუხა ლიზამ, რადგან ნიკას რეაქციამ ცოტა არ იყოს შეაშინა ,,ვაითუ არ გაუხარდა? კი მაგრამ ეხლა არ მითხრა შვილები მინდაო?’’_გაიფიქრა ლიზამ. ამის გაფიქრება იყო და ნიკამ ყურებამდე გაიღიმა. ფეხზე წამოხტა, ლიზა წამოაყენა და მუცელი დაუკოცნა _აუ შვილი ტო, აზრზე ხარ მამა გავხდები, შენ დედა, ჩვენ მშობლები_ბედნიერად, არეულად ლაპარაკობდა ნიკა_რა მაგარია ლიზა. აი ვაფშე ყველაზე მაგარი საჩუქარია ეს. ამაზე უკეთესს საჩუქარს რომ მოინდომოს ვერავინ, დედამიწის გულზე ვერავინ მაჩუქებს შენს გარდა. საოცრად,ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ ლიზა. ჩემი ოცნების ცოლი ხარ. ყველაზე მეტად მიყვარხარ, უფროსწორად უკვე მიყვარხართ. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ბედნიერება მომანიჭე ჩემო სიცოცხლე_ერთი ამოსუნთქვით მიაყარა სათქმელი ნიკამ. ბედნიერებისგან ეგონა ფრენა შეეძლო. ისეთი სიურპრიზები მოუწყო ლიზამ ამ 26-ე დაბადების დღეზე, ალბათ ასეთს მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ვერ დააგროვებდა. მუცელზე ნაზად ეფერებოდა და კოცნიდა. მერე ფრთხილად მოკიდა ხელი,ცდილობდა არაფერი ეტკინა მისთვის და ფრთხილად დასვა დივანზე _იცოდე, დღეიდან შენ გეკრძალება ყველანაირი დატვირთვა. აი ასე იჯდები და ხელს არ გაანძრევ_საჩვენებელი თითი დაუქნია და გააფრთხილა. ლიზას ნიკას საქციელზე გაეცინა _ნიკა, ორსულად ვარ, კი არ ვკვდები_გაუცინა _არ მიანტერესებს არაფერი. დღეიდან მე ვიზრუნებ თქვენზე და თქვენს ყველა კაპრიზს შევსრულებ_ბედნიერი მუცელზე მიეფერა_როდის გაიგე? _ერთი კვირის წინ. აი მაშინ, რომ გითხარი საავადმყოფოში ვიყავი მეთქი. მაშინ ეგ წამომცდა_გაეცინა_ შენი დაბადების დღისთვის ვინახავდი რომ მეთქვა და სიურპრიზი გამეკეთებინა _ერთი კვირა რამ მოგათმენინა, ან მე როგორ ვერ შევამჩნიე რამე. არა, მხოლოდ იმას ვამჩნევდი,რომ იმაზე მეტს ჭამდი ვიდრე აქამდე. ამას როგორ ვიფიქრებდი ტო_გაეცინა_მართლაც რომ გამოგივიდა შენი სიურპრიზი და დღეიდან სიურპრიზებზე ვგიჟდები, ჩემი ცოლის წყალობით_მისი ხელი მის ხელში მოიქცია და აკოცა_ლიზა, მინდა რომ ყველანაირი წყენა დაივიწყო რაც წარსულში იყო და მხოლოდ აწმყო და მომავლით ვიცხოვროთ. გირდები რომ იმაზე ბედნიერი იქნები, ვიდრე წარსულში უბედური იყავი. ყველაფერს ავანაზღაურებ. ყველა დაკარგულ დროს დავიბრუნებთ პირდები. მიყვარხარ_ტუჩებზე აკოცა _მე ვცდილობ ყველაფერი დავივიწყო ნიკა და მგონი გამომდის. იმდენად ბედნიერი ვარ ეხლა, რომ იმ დროის გახსენება უკვე ტკივილს არ მაყენებს. გავა დრო და ამას სასაცილო ამბადაც მოვყვებით და გავიხსენებთ ხოლმე. მიყვარხარ_ლიზამაც აკოცა. _ჩემი ზე ცოლი ხარ შენ_გულზე მიიხუტა_ეხლა წამოდი და დავიძინოთ. ჩემს ანგელოზებს დასვენება სჭირდებათ. ძალიან დაიღლებოდი. ანდა ლიზა ასე როგორ დაიტვირთე თავი რომ იცოდი რომ ფეხმძიმედ ხარ? ვიდეოს ერთ ადგილას მჯდომი ვერ გააკეთებდი_უსაყვედურასავით ნიკამ _ნიკა, გეხვეწები მორჩი რა_გაეცინა_ისე არ დავტვირთულვარ. ანი, ზუკა და ირაკლი ყველაფერში მეხმარებოდნენ. მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი. ასე რომ ეხლა საყვედურებს გირჩევნია მაკოცო და მერე ტკბილად დავიზინოთ_არ დააცადა ლიზამ სიტყვის თქმა ისე აკოცა და საძინებლისკენ წაიყვანა. მთელი ღამე მუცელზე ეფერებოდა ნიკა, შვილი-ვერ წარმოიდგენდა რომ ასე მალე მამა გახდებოდა. ნუ რაღა მალე, 26 წლისაა უკვე, მაგრამ არ ეგონა ასე მოულოდნელად თუ აღმოაჩენდა რომ უახლოეს მომავალში მამა გახდება. მისი შვილი. მისი პატარა. ბედნიერებისგან გააკანკალა რომ წარმოიდგინა როგორ ირბენდა პატარა ცეცხლაძე, როგორ დაუძახებდა მამას ნიკას. საშინლად მოუნდა მალე გასულიყო დრო და რაც შეიძლება მალე დაეჭირა ხელში მისი პატარა. ჰაერი აღარ ყოფნიდა. ვერ მიხვდა ამხელა ბედნიერება რატომ და როგორ დაიმსახურა. ,,მადლობა ღმერთო რომ ამხელა ბედნიერება გაიმეტე ჩემთვის’’_ხმადაბლა ჩაილაპარაკა. მერე მძინარე ლიზას გადახედა და ტუჩებზე ნაზად აკოცა, ისე რომ არ გაეღვიძებინა. ლიზამ ტუჩები საყვარლად ააცმაცუნა. ნიკას გაეღიმა. მუცელზე ხელი მოხვია და თავი მის კისერში ჩარგო. ასე ჩაეძინა და დილამდე არ განძრეულა. დილით ლიზამ თვალების ფშვნეტით გაიღვიძა. ნიკას კვლავ შემოხვეული ქონდა ხელი მის მუცელზე.ლიზას გაეღიმა და ხელზე მოეფერა. მისკენ გადაბრუნდა და ნიკას დააკვირდა. მალე ნიკასაც გამოეღვიძა _დილამშვიდობისა ლიზ_ნამძინარევი ხმით უთხრა და კისერში აკოცა_როდის გაიღვიძე? _დილამშვიდობისა_გაუღიმა_ეხლახანს გავიღვიძე _და შენს საშინლად სიმპათიურ ქმარს აკვირდებოდი არა?_გაუცინა _საშინლად სიმპათიურის რა მოგახსენო, მაგრამ ჩემს ქმარს კი ვაკვირდებოდი_სიცილით უთხრა ლიზამ _მჰ, რა დამიწუნე ეხლა?_წამოიწია ნიკა_არ ვარ სიმპათიური თუ რა?_წარბები ასწია და გაეღიმა _არაგიშავს რა_სხვათაშორის უთხრა ლიზამ_მაგრამ მე მაინც მესიმპათიურები, ხომ გაგიგია სიყვარული ბრმააო_სიცილით აკოცა ლიზამ _შენ კიდევ ყველაზე ლამაზი ცოლი ხარ და ჩემი ხარ_მხურვალედ კოცნიდა ნიკა ხან ტუჩებზე, ხან ყელზე. ლიზას სხეულზე დააცოცებდა ტუჩებს. _ნიკა ეგრე ნუ მიკეთებ, რადგან მე და შენს შვილს ძალიან გვშია და ასე რომ შვები ყველაფერი მავიწყდება და დავრჩებით მშივრები_ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა ლიზამ. ნიკას გაეცინა _ეხლავე გავუმზადებ ჩემს ანგელოზებს ყველაფერს, თქვენ რაც გინდა ინებეთ_ნიკა წამოდგა ლოგინიდან და ჩაცმა დაიწყო _მე თვითონ ავდგები და ვნახავ ნიკა რამეს_გაეცინა_შენ მაინცდამაინც არ გამოგდის მზარეულობა _რატომ? წინათ კვერცხი ისე შევწვი რომ არ დამიწვავს_თვითონაც გაეცინა _მოვალ მეც ეხლავე და ერთად მოვამზადოთ რამე ლიზა მადიანად ილუკმებოდა ყველიან ვარენიკებს. თვითონ რომ მორჩა ნიკასას მიადგა_ნიკა ლიზას შემხედვარე იცინოდა.ლიზამ გაბუსხულმა შეხედა _რა ვქნა შენს შვილს უნდა მე კი არა_უპასუხა გაბუტულმა _რა ღორმუცელა ხარ მამი_ღიმილით მიადო მუცელზე ხელი_ნუ იბუტები რა ლიზ, ხომ იცი რომ არ მენანება არაფერი, უბრალოდ ძალიან სასაცილო ხარ ამდენს რომ ჭამ. მალე გაიბურთები და იბაჯბაჯებ _რომ გავიბურთები მერე აღარ მოგეწონები და აღარ გეყვარები ხო?_ცრემლები ჩუდგა ლიზას თვალებში და ჭამა მიატოვა. ნიკას სახე შეეცვალა _ლიზა არ გადამრიო ეხლა რეებზე ფიქრობ? რას ნიშნავს არ მომეწონები და არ მეყვარები? პირიქით, ერთი სული მაქვს რომ გაიბურთო_გაუღიმა და ცრემლები მოწმინდა_ასეთ სისულელეზე მეორეჯერ კიდევ იტირებ და სერიოზულად ვიჩხუბებთ_მკაცრად უთხრა ნიკამ_შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ლიზ, ძალიან გთხოვ მსგავსი აზრები ამოიგდე. ძალიან მიყვარხარ_ტუჩებზე აკოცა. ლიზა სლუკუნებდა _ლიზა! _ვსიო, მოვრჩი_გაუღიმა. ლიზა ორსულობის პერიოდ ძალიან გულჩვილი გახდა. პატარა რაღაცაზეც კი შეიძლება ტირილი დაეწყო. ნიკა კი ყველანაირად ცდილობდა მის დამშვიდებას. _ეს კაბა მასუქებს ხო? _არ გასუქებს ლიზა, პირიქით, ეხლა უფრო კარგად გაქვს_გაუღიმა ნიკამ _არა, აშკარად მასუქებს_ცრემლები მოადგა_სხვა რამეს ჩავიცვამ _ლიზ, შენს თავს გეფიცები მართლა გიხდება და არაფერსაც არ გასუქებს და საერთოდ საიდან მოიტანე რომ გასუქდი? დიდი დიდი 3 კილო გაქვს მომატებული და ეგ არაფერია. ამის გამო ნუ ნერვიულობ გთხოვ. ორსულობის დროს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა_დაამშვიდა ნიკამ _მართლა კარგია? აბა არ გავიხადო და ეს მეცვას?_თვალები გაუბრწყინდა ლიზას _გეცვას, აბა რა_კისერში აკოცა _ნიკა, ყურძენი მინდა_უთხრა ლიზამ როცა მანქანაში ჩასხდნენ. ნიკას გაეცინა. მანქანა მარკეტთან გააჩერა და ყურძენი უყიდა _აუ ნიკ, აქედან ბანანი დავინახე და ეგეც მინდა რა_დამნაშავესავით გახედა და ჩუმად უთხრა. ნიკამ გადაიხარხარა _დამელოდე, მოგიტან ბანანსაც_უთხრა და გადავიდა. უკან ბანანებით დაბრუნდა. ლიზა ყურძენს შეექცეოდა მადიანად. ბანანის დანახვაზე ყურძნის ჭამა მიატოვა და ეხლა ბანანს მიადგა _მოდი შენც ჭამე_ნიკასაც გაუწოდა _მე არ მინდა, თქვენ ჭამეთ_გაუცინა _აუ მიდი რა, ერთი მაინც მოკბიჩე გთხოვ. ჩვენ გვინდა რომ მამიკომაც ჭამოს ბანანი_გაიცინა ლიზამ და მუცელზე ხელი მიისვა. ნიკამაც ლიზას თხოვნით ერთი მოკბიჩა ბანანი და გაუღიმა. ნიკ, ანის და ირაკლის მგონი ერთმანეთი მოწონთ. უფრო სწორად ანის დიდი ხანია მოწონს, მაგრამ არც ირაკლია მგონი გულგრილი_უთხრა ლიზამ, როცა ნიკას მუხლებზე ედო თავი. ლიზა უკვე 3 თვის ორსული იყო და მუცელი საყვარლად ქონდა გამობზეკილი _მერე კარგია ეგ. მაგას თუ ვინმე მოარჯულებს ამას რა ჯობს_გაეცინა ნიკას _ჩემს დაქალზე ასე ნუ ამბობ_უჩქმიტა ლიზამ_ძალიან მინდა რომ ერთად იყვნენ _მეც გამიხარდება. კარგი წყვილი იქნება _მოდი დავურეკოთ და ჩვენთან დავპატიჟოთ ორივე_თავი წამოწია და აღტაცებულმა წარმოთქვა _დავპატიჟოთ მერე, მაგრამ რამე არ იეჭვონ_გაეცინა _ოოო, რაც უნდა ის იეჭვონ. მთავარია მიხვდნენ რომ ერთმანეთი მოწონთ საღამოს მართლა ამოვიდნენ ირაკლი და ანი მათთან. ლიზას მათი ნახვა ძალიან გაუხარდა _თქვენ რა ერთად მოხვედით?_კითხა ეჭვით ლიზამ _არა, რა ერთად მოვედით. სადარბაზოსთან შევხვდით ერთმანეთს_თვალები დაატრიალა და ისე თქვა ანიმ. ირაკლიმ გადაკოცნა ლიზა და ნიკას ხელი ჩამოართვა. _ეს ბედია, ბედი_გაეცინა ლიზას _ჩუმად გოგო, არ გაიგონ_ჩურჩულით უთხრა ანიმ _კარგი რა. როდის უნდა გამოუტყდე რომ მოგწონს?_გადაუჩურჩულა ლიზამაც _თვითონ არაფერს არ ამბობს და მე გამოვუტყდე გრძნობებშ? ვერ მივართვი_ცხვირაბზუებულმა თქვა_ან ეს რატომ მოვიდა თქვენთან მაინცდამაინც დღეს?_ეჭვით კითხა ანიმ?არ მიტხრა რომ სპეციალურად მოაწყვეთ? _არა რა სპეციალურად. უბრალოდ დაგირეკეთ ორივეს, რადგან ორივე ძალიან მომენატრეთ და თქვენი ნახვა მინდოდა_გაეცინა ლიზას. ანიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი, სინამდვილეში ძალიან კმაყოფილი იყო. დივანზე მოკალათდნენ. ლიზა ნიკას მიუჯდა გვერდით და თავი მხარზე მიადო.ნიკამ თავზე აკოცა _აბა, რა ხდება ირაკლი შენკენ საქმეები როგორ მიდის?_შეეკითხა ნიკა _სამსახურეობრივი საქმეები კარგად მიდის. ერთ კვირაში გერმანიაში მივდივარ შეხვედრაზე_ანის გულზე ცუდად მოხვდა მისი სიტყვები და გუნება გაუფუჭდა. ლიზამ შეამჩნია ანის ცვლილება და ირაკლის კითხა _რამდენი ხნით მიდიხარ იკა? _დაახლოებით 2 კვირით, მერე ისევ უკან ვბრუნდები _ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ_გაუღიმა ლიზამ_ყავას ხომ დალევთ?_ფეხზე წამოდგა _იყოს ლიზ, არ შეწუხდე რა_უთხრა ირაკლიმ _შენ ის მითხარი გინდა თუ არა, აგერ არ არის ანი, დავიხმარიებ_გაეცინა _მაშინ დავლევ. ანი და ლიზა სამზარეულოში გავიდნენ ყავის მოსადუღებლად. ანი ცუდ ხასიათზე დადგა _კარგი ეხლა, ნუ ჩამოუშვი ცხვირი, 2 კვირაში დაბრუნდება. სულ ხომ არ მიდის_სიცილით უთხრა ლიზამ _აუ ლიზ არ ვიცი რა მემართება. მგონი მიყვარს_თავი დახარა და ცრემლები მოადგა -მერე მაგას რა ჯობს გოგო _რა რა ჯობს ლიზა, საერთოდ არ ვაინტერესებ. არანაირ ინტერესს არ იჩენს ჩემს მიმართ. მე კიდევ არ მინდა ცალმხრივი სიყვარულით დავიტანჯო_გაანდო თავისი გულისნადები ანიმ _და შენ რომ გამოუტყდე გრძნობებშ არ გიფიქრია მაგაზე? _რაა? გაგიჟდი?? ბიჭს სიყვარულს პირველი არ ავუხსნი_თვი გააქნია ანიმ _შენი საქმისა შენ იცი. მოდი ეხლა ესენი გავიტანოთ_ლანგარზე დადებული ყავის ფინჯნეი და ტკბილეული გაიტანეს და მაგიდაზე დააწყვეს ბიჭების პირდაპირ. _რამე მოხდა ანი? დღეს რაღაც ცხვირჩამოშვებული ხარ_კითხა ნიკამ _ანი შეყვარებულია_გამოაცხადა ლიზამ. ანის თვალები გაუფართოვდა _მერე მაგას რა ჯობს ანი? ასე ცხვირჩამოშვებული რატომ ხარ, პირიქით, სულ გაღიმებული უნდა დადიოდე_უთხრა ნიკამ. ირაკლის სახეზე ცვლილება დაეტყო, რაც მხოლოდ ლიზამ შეამჩნია და ჩუმად ჩაეღიმა _ცალმხრივად არის შეყვარებული_არ ჩერდებოდა ლიზა _ოოო, საქმე ცოტა რთულად ყოფილა_ჩაილაპარაკ ნიკამ. ირაკლი ჩუმად იჯდა და ყავას სავამდა. _არ ვინდა ამაზე ლაპარაკი_თქვა ანიმ _მე მგონი არ ღირს იმ ადამინაზე დროის კარგვა და მითუმეტეს მასზე გლოვა თუ მას არ აინტერესებ_საუბარში ეხლა ირაკლი ჩაერთო _შენი რჩევები შენთვის შეინახე. რა ჩემი ბრალია რომ შემიყვარდა?ძალით კი არ მინდოდა_ეხლა ანიც გაცხარებული ჩაერთო საუბარში _უბრალოდ უნდა შეგეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა. თუ არ უყვარხარ იმ ვიღაცას, რატომ უნდა მოიკლა თავი მასზე დარდით?_არც ირაკლი არ ჩერდებოდა _მოდი რამე სხვა თემაზე ვისაუბროთ. ანი თავის პრობლემას თვითონ მიხედავს_სიტუაციის განმუხტვა სცადა ლიზამ და გაიღიმა _ლიზა მართალია. ჩემს სიყვარულს როგომე მე თვითონ მოვუვლი_გაბრაზებულმა თქვა ანიმ. ცოტა ხანი სუჩუმე ჩამოვარდა. _ხო მართლა ლიზ, ბავშვის სახელზე ფიქრობთ?_ანიმ დაიწყო საუბარი _ჯერჯერობით ვფიქრობთ, მაგრამ თუ ბიჭი იქნა სავარაუდოდ დემეტრეს დავარქმევთ და თუ გოგო იქნა მაშინ ელენეს_გაიღიმა და მუცელზე ხელი მიისვა ლიზამ _უკვე ვერ ვითმენ ისე მინდა რომ დაიბადოს_მუცელზე მოხვია ნიკამ ხელი_მამას გოგო ან ბიჭი იქნება ეს_სიყვარულით ჩაილაპარაკა _ჩემი ნათლული ყველაზე მაგარი გოგო ან ბიჭი იქნება ვაფშე რა_თითი ასწია და ისე თქვა ანიმ _იმედია სიგიჟეებს არ დაანათლავ_მიუგო ირაკლიმ. ანიმ ისეთი თვალებით შეხედა, რომ ირაკლიმ ხელები ასწია დანებების ნიშნად. _მოკლედ, ეხლა ჩემი წასვლის დროა. საქმეები მაქვს_წამოდგა ანი_გამოგივლით ამ დღეებში _მე გაგიყვან_ფეხზე წამოდგა ირაკლი _მანქანით ვარ. არ შეწუხდე_ჩანთა აიღო ანიმ, დაემშვიდობა ყველას და წავიდა. _მართლა უყვარს ამას ვინმე?_იკითხა ირაკლიმ ინტერესით. ლიზას გაეღიმა. ,,დარწმუნებული ვარ მოწონს’’_გაიფიქრა _ხო, მართლა შეყვარებულია და ამის გამო ძალიან იტანჯება. ცალმხრივი სიყვარული საშინელებაა_დამწუხრებულმა თქვა ლიზამ _ანუ აზრი არ აქვს_დანანებით ჩაილაპარაკა ირაკლიმ _რას არ აქვს აზრი ირაკლი?_ეშმაკურად კითხა ლიზამ _აუ, ლიზა, ნიკა, რაღაცას გეტყვით და არ გამცეთ ოღონდ რა_დამნაშავესავით თქვა ირაკლიმ_ანი მომწონს, თან ძალიან, მაგრამ მას თუ სხვა უყვარს გამოდის რომ მე შანსი არ მაქვს_ლიზას გულში ფეიერვერკები აენთო. სიხარულისგან ლამის იკივლა. ,, რა მაგარია, ირაკლისაც მოწონს ანი. სასწაულია პირდაპირ’’_ფიქრობდა ლიზა _ირაკლი, ანი ცალმხრივადაა შეყვარებული და პირიქით მასთან არ აქვს მგონი შანსი და შენ შეგიძლია ცადო და ანის გული მოიგო_თვალები აუციმციმდა ლიზას _ლიზა მართალია იკა,თუ მოგწონს ხელს ასე უბრალოდ ნუ ჩაიქნევ. შანსები რა თქმა უნდა გაქვს. ანის რომ შეყვარებული ყავდეს, ან იმასაც უყვარდეს, ვინც ანის უყვარს, მაშინ უფრო რთული სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ ცალმხრივ სიყვარულს როგორმე ეშველება, მთავარია არ დანებდე _გერმანიიდან რომ დავბრუნდები ამაზე აუცილებლად ვიმუშავებ_გაეღიმა_დიდი ამდლობა რჩევისთვის და იმედისთვის. თქვენ რომ არა, ფარ-ხმალს დავყრიდი და ასე უბრძოლველად დავთმობდი ანის_ფეხზე წამოდგა_ჩემი წასვლის დროც მოვიდა_დაემშვიდობა და ირაკლიმაც დატოვა მათი ბინა. _მგონი ქორწილი არ აგვცდება_გაეცინა ლიზას და ნიკას მიეხუტა _მაგ ცალმხრივ სიყვარულში ირაკლი იგულისმა არა ანიმ?_სიცილით კითხა ნიკამ _შენ ბევრ კითხვებს სვამ_საჩვენებელი თითი ასწია ლიზამ _უკვე დავწმუნდი_გაეცინა _ნიკა! _კარგი ჩუმად ვარ! კრინტს არ დავძრავ არავისთან_გაუცინა და ტუჩებზე აკოცა. _შენი ტუჩები ძალიან გემრიელია ნიკა, მაგრამ ჩვენს შვილს ძალიან მომშივდა_მუცელზე ხელი მოისვა და სამზარეულოკენ წავიდა. ნიკაც სიცილით მიყვა უკან. ************************ ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს, ლექსო დამხვდა გარეთ. ძალიან გამიკვირდა მისი ნახვა. _ლექსო?გამარჯობა_გაკვირვებული მივესალმე _გამარჯობა ლიზა_გადამკოცნა_ცოტა ხანი გცალია? შენთან საქმე მაქვს_საათს დავხედე_გთხოვ, რამდენიმე წუთს წაგართმევ _კარგი_დიდად არ მინდოდა დავთანხმებოდი,მაგრამ უარიც ვერ ვუთხარი. საერთოდ როცა ადამიანი რაღაცას მთხოვს და მე მისი შესრულება შემიძლია უარს ვერ ვეუბნები, ამიტომ ლექსოსაც დავთანხმდი. _რას შეუკვეთავ?_მკითხა როცა ჩემს სამსახურთან ახლოს მდებარე კაფეში შევედით _მხოლოდ ცხელი შოკოლადი. მეტი არაფერი მინდა.ლექსომ შეკვეთა მისცა და მე მომიბრუნდა. _აბა, როგორ ხარ? ორსულობა ძალიან გიხდება_მზერა ჩემი მუცლისკენ გააპარა. მე უბრალოდ მადლობა ვუთხარი და გავუღიმე.ჩვენი შეკვეთაც მალე მოვიდა. _აბა გისმენ ლექსო, რა საქმე გქონდა? _ლიზა, მე... მე ვიცი რომ შენს ქმართან არ გაქვს კარგი ურთიერთობა.. უფრო სწორად ვიცი რატომაც შეგირთო ცოლად_მომახალა პირდაპირ და თავი ჩახარა. ტვინში სისხლი ჩამექცა. მეტყველების უნარი დავკარგე. ლექსომ საიდან გაიგო ჩვენი თავდაპირველი ამბები? _რა სისულელეებს ამბობ ლექსო?_ძლივს მოვაბი სათქმელს თავი _ლიზ, მე ვიცი რაც ხდება. მინდა შემოგთავაზო რომ გაშორდე ნიკას და შენს შვილს მეც ჩემი შვილივით გავზრდი. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი შენს ქმარს არ უყვარხარ_გაჩერებას არ აპირებდა ლექსო. მე კიდევ პირდაღებული ვიჯექი და ვუსმენდი იმ ამაზრზენ წინადადებას რასაც ლექსო მთავაზობდა _ლექსო, შენ საღ გონებაზე ხარ ეხლა? რეებს მეუბნები თუ ხვდები? რას ნიშნავს ჩემს ქმარს არ ვუყვარვარ ან უნდა გავშორდე და შენთან წამოვიდე? მე უკვე მართლა ეჭვი მეპარება შენს ნორმალურ აზროვნებაში. შენთან გათხოვებამდე არ მქონდა არანაირი კავშირი და გგონია გათხოვების მერე მექნება რამე?თან როცა მუცლით ჩემი საყვარელი მამაკაცისგან შვილს ველოდები. რას ნიშნავს გავშორდე და შენთან წამოვიდე? ნორმალური ხარ? რა ჭირს ჩემს შვილს საიმისო რომ მამობა სხვამ გაუწიოს, როცა ამ ქვეყნად ყველაზე მაგარი მამა ყავს და ის გაუწევს მამობას?_განრისხებული ველაპარაკებოდი_საიდან მოიტანე ის სისულელე რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს? _ლიზა, არ გინდა, შენც მშვენივრად იცი. მე მისი ყოფილი საცოლე ვნახე _აჰ, ნათიას ელაპარაკე და მაგან გამოგიჭედა თვისი ნაბოდვარით ყურები? წარმომიდგენია რეებს გეტყოდა_მწარედ ჩამეცინა_ეხლა კარგად მომისმინე და დაიმახსორე რასაც გეტყვი ლექსო. მე შენ ყოველთვის დიდ პატივს გცემდი,როგორც კარგ მეგობარს. ყველაფრის მიუხედავად შენთან კავშირი არ გამიწყვიტავს. შენ კი ამ ყველაფერს ცუდად,საშენოდ იყენებ. შენ რა უფლება გაქვს რომ მოდიხარ და ჩემი ოჯახის ამბებს მირჩევ? შენ მიწყვეტ როგორ მოვიქცე და როგორ არა? არ ვიცი ნათიამ რა სისულელეები მოგიჩმახა ან საიდან შეხვდი და შენთან რანაირად მოხვდა ნათია, ეგ არ მაინტერესებს. საჭიროდ არ ვთვლიდი არასდროს საჯაროდ მერჩია თუ რა გვაკავშირებს მე და ჩემს ქმარს,მაგრამ რახან არ იშლი გეტყვი. ნიკა ერთადერთი მამაკაცი იყო, არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში. მე ის მიყვარს ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ის საოცრად კარგი, მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარია. ჩვენ შვილს ველოდებით, ჩვენი სიყვარულის ნაყოფს. აქ მე მგონი ყველაფერი უნდა იყოს გასაგები. ვერაფერი ვერ მაიძულებს მასზე უარი ვთქვა. ერთადერთი მამაკაცია, რომლის უბრალო შეხებამაც კი შეიძლება ამაღელვოს. _ლიზა... _დაიმახსოვრე_გავაწყვეტინე_აქამდე ჩვენ თუ რამე გვაკავშირებდა, ისიც აღარ არსებობს უკვე ამ წამიდან. მე ყველანაირ კავშირს ვწყვეტ შენთან. გვერდით შენნაირი მეგობრები არ მჭირდება და კარგად დაიმახსოვრე, როცა სადმე დამინახავ არ მომესალმო, გვერდი ამიარე და უბრალოდ გაიარე! გასაგებია? ისე მოიქეცი, თითქოს არასდროს არ მიცნობდი. კარგად იყავი ლექსო_სიტყვის თქმა არ ვაცალე ისე ავდექი და წამოვედი. ძალიან გამანერვიულა მასთან ლაპარაკმა. რა უფლებით მოვიდა ჩემთან მსგავსი წინადადებით? როგორ გამიბედა? საშინლად განრისხებული ვიყავი ლექსოზე. მორჩა! ყველაფერი მორჩა! მას აღარასდროს არ შვხვდები. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მანქანაშ ჩავჯექი. ტელეფონს რომ დავხედე ნიკას უამრავი ნარეკი ვნახე ,,ჯანდაბას, როგორ ვერ გავიგე’’. სასწრაფოდ დავძარი მანქანა და სახლში წავედი. _ვაიმე ლიზა, როგორც იქნა. ტელეფონი სად გაქვს? რამდენი გირეკე. გული გამისკდა რა აღარ ვიფიქრე_სახლში შევედი თუ არა ეგრევე მომვარდა და ჩამეხუტა_ხომ კარგად ხარ? _კარგად ვარ ნიკა_ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე_შენი დანარეკი ვერ გავიგე უბრალოდ,მაპატიე კარგი? _უბრალოდ ძალიან ვინერვიულე. მეთქი ცუდად ხომ არ გახდა. თან ვიცოდი რომ სამსახურის მერე სახლში მოდიოდი. ეგრევე მეც სახლში გამოვქანდი და რომ არ დამხვდი ჭკუიდან გადავედი. ასე აღარ შემაშინო რა_სახეზე მკოცნიდა_სად იყავი ამდენ ხანს?_ხელი გადამხვია და დივანზე ჩამომსვა _ლექსოს შევხვდი ნიკა. უფროსწორად სამსახურთან მომაკითხა სალაპარაკოდ_თავი ავარიდე და ნიკას აფეთქებას დაველოდე. _რაა? მოიცა...სამსახურთან მოგაკითხა?_თვალები მრისხანებით აევსო ნიკას_რა უნდოდა?_მუშტები შეკრა და კბილები გააღრჭიალა _კაფეში შევედით, ჩემს სამსახურთან ახლოს _რა? მე აქ ნერვიულობით მოვკვდი და შენ კიდევ მაგ სი*თან ერთად კაფეში ბრძანდებოდი და მუსაიფობდი არა?_განრისხებული ხმა ქონდა _ნიკა, იქნებ დამაცადო. მე იმიტომ გითხარი რომ არ მინდოდა შენთვის ეს ამბავი დამემალა, რომ მნდომოდა არაფერ გეტყოდი და ამ დავიდარაბას თავიდან ავიცილებდი. წინასწარ ნუ გამოგაქვს დასკვნები თუ შეიძლება _რა დასკვნები გამომაქვს ლიზა. ტელეფონი აგიფეთქე. არ იღებდი. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. შენ რომ რამე დაგმართნოდა_ხმა ჩაუწყდა_შენ და ბავშვს რომ რამე დაგმართნოდათ... რა აღარ ვიფიქრე ლიზა_დაუნაღვლიანდა ხმა _მაპატიე რა. მართლა არ გამიგია, თორემ ხომ იცი რომ გიპასუხებდი. ჩემი ბრალი არაა_მისი სახე ხელებში მოვიქციე_ამიერიდან ლექსო აღარ შემაწუხებს, გპირდები. ეს ბოლო იყო _ლიზა_მის ხმას სიმტკიცე დაუბრუნდა_რა მოხდა. რა საქმე ქონდა შენთან?_დავდუმდი. არ ვიცოდი მეთქვა თუ არა მისთვის. მოტყუებაც არ მინდოდა.ჯანდაბას, რაც არის არის. ნიკას ვერ დავუმალავ ამ ყველაფერს. მაგრამ გაგიჟდება, დარწმუნებული ვარ ლექსოს მიაკითხავს და ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება _ლიზა, გელოდები!_კატეგორიული იყო მისი ხმა _მან... მან...._სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი_ მითხრა, რომ...ყველაფერი იცის, რომ ...შენ არ გიყვარვარ და უნდოდა რომ გაგშორებოდი და მასთან ვყოფილიყავი_ვუთხარი და მოსალოდნელ კატასტროფას დაველოდე _რაა?_ხმადაბლა, გაოგნებულმა, ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებინა ჩემი ნათქვამი ისე იკითხა_ რა შემოგთავაზა მაგ სი*მა? მე მაგის სულ ყველაფერს რომ შე**ცი. ეგ ახვარი ეგ. როგორ გაბედა!_ღრიალებდა ნიკა_რა უფლებით! ვინ მიგდია ეს სი*ი! რა უფლება ქვს საერთოდ შენ მოგეკაროს და თავისი სი*ული აზრები მოგახვიოს თავს. მაგის დედას რომ შე**ცი. მოვკლავ. ვერ გადამირჩება_კარებისკენ წავიდა. მაშინვე მკლავში ხელი წავავლე _ნიკა, ნიკა მომისმინე. ნიკა გემუდარები დაწყნარდი გთხოვ. ეხლა ცხელ გულზე ნურაფერს ნუ იზამ თუ გიყვარვარ ეგ არ გააკეთო, მასთან არ წახვიდე რა. მე მას ყველაფერი პირში მივახალე. მე მოვსვი თავის ადგილას. ვერ გაბედავს. გეფიცები აღარ მომეკარება. ყველაფერი გასაგებად ავუხსენი_ყველაფერი ერთად მივაყარე. აცრემლებული ვემუდარებოდი _შენ გგონია მაგას პასუხს არ მოვთხოვ?_იღრიალა _ნიკა, გემუდერები მომისმინე. მოდი დაჯექი, დაწყნარდი გთხოვ. ნუ მანერვიულებ, ბავშვისთვის არ შეიძლება_ეგ რომ ვუთხარი დავინახე როგორ შეეცვალა მზერა და ოდნავ დაწყნარდა_ეხლა შენ ლექსოსთან რომ წახვიდე თავს ვერ მოთოკავ, ცხელ გულზე არავინ იცის რას მოიმოქმედებ. ჩემთან იყავი რა _არა რა უფლებით, რა უფლებით მოვიდა შენთან ამ წინადადებით.. სხვის ცოლს ეგ როგორ უნდა გაუბედო და მისმა ქმარმა ეგ როგორ უნდა მოითმინოს. ლიზა ნუ მაჩერებ. ეხლავე მივუჩენ მაგ სი*ს თავის ადგილზე _ნიკა შენ ეხლა რომ აქედან წახვიდე, მე ნერვიულობა მომკლავს და მოგიწევს ჩემი საავადმყოფოში დაწვენა. ნუთუ ჩვენზე არ ფიქრობ საერთოდ? განა ჩვენ უფრო მნიშვნელოვნები არ ვართ ამ ეტაპზე ,ვიდრე ლექსოსთვის სამაგიეროს გადახდა? გეფიცები, ყველა მის სიტყვას საკადრისი პასუხი გავეცი. მაგასთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტე. აღარ შემაწუხებს ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდება. ნუ წახვალ მასთან გთხოვ_გულზე თავი მივადევი და ავქვითინდი _ჩუუ, ლიზა გემუდარები... ლიზ, ნუ ტირი რა_რომ დაინახა რომ ავტირდი,მასზე საშინლად იმოქმედა_ დაწყნარდი.. აი, არ მივდივარ, შენთან ვარ. წამოდი დაჯექი. წყალს მოგიტან_სამზარეულოში გავიდა და ეგრევე წყლის ჭიქით მობრუნდა_დალიე ჩემო სიცოცხლე და დამშვიდდი. მე შენთან ვარ _ხომ არ წახვალ?_ოდნავ დაწყნარებულმა ავხედე. ცოტა ხანი დადუმდა _არ წავალ ლიზა. დამშვიდდი გთხოვ. წამოდი ეხლა წამოწექი. შენთვის ამდენი დაძაბულობა და ნერვიულობა სასტიკად არ შეიძლება_საძინებელში გამიყვანა. წამომაწვინა, საბანი მომაფარა და თვითონაც გვერდით მომიწვა_ დაისვენე ლიზ_თავზე მაკოცა. ამდენმა ნერვიულობამ თავისი გააკეთა და დამეძინა. რომ გამეღვიძა საათი თორმეტს აჩვენებდა. გვერდით გავიხედე ნიკა არ იწვა. გული შემიღონდა. ,,ნუთუ წავიდა’’? სასწრაფოდ წამოვდექი და მისაღებ ოთახში გავედი. ამოვისუნთქე როცა ნიკა დავინახე დივანზე წამომჯდარი,რომელიც ტელევიზორს უყურებდა. გვერდით მივუჯექი და მხარზე თავი მივადე _მეგონა წახვედი_ხმადაბლა ვუთხარი_რომ ვერ დაგინახე კინაღამ გული გამისკდა _ლიზა, მე დაგპირდი რომ არ წავიდოდი, სანერვიულო არაფერია_მკაცრად ჩაილაპარაკა _მიბრაზდები ხო?_გულუბრყვილოდ ვკითხე _არ გიბრაზდები ლიზა_ჩემკენ არც გამოუხედავ ისე მიპასუხა _მიბრაზდები, რადგან მასთან წასვლის უფლება არ მოგეცი_ხმა არ გამცა _ნიკა _.......... _კარგი რა ნიკა, ნუ იბუსხები რა_ლოყაზე ვაკოცე_ისევ არ გამცა ხმა. ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია_ნიკა, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი_ეხლა ცხვირზე ვაკოცე.კვლავ დუმს_ხომ იცი რომ მიყვარხარ_ეხლა ტუჩებში ვაკოცე_შენზე ვგიჟდები_კვლავ ვაკოცე_ ნიკა! დამელაპარაკე რა_მაინც არ გამცა ხმა, მეც გავბრაზდი და წამოდგომა დავაპირე, ხელზე ხელი რომ მომკიდა და კვლავ უკან დამაბრუნა და ეხლა თვითონ მაკოცა ტუჩებში _ბოლომდე მინდოდა დავმტკბარიყავი შენი ალერსით და მომესმინა შენი სიტყვები_თან ლაპარაკობდა, თან მკოცნიდა _მე კიდევ გავბრაზდი შენს ურეაქციობაზე_გაბუტულმა თავი ავარიდე _ეხლა შენ ნუ მებუტები_გაეცინა _ნიკა, ხომ არ ნახავ ლექსოს?_შიშნარევი ხმით ვკითხე _მე ამის უფლება მაქვს ლიზა. მას თავისი ადგილი უნდა მივუჩინო და ცხვირ-პირი გავუერთიანო მაგ ახვარს. _ნიკა, გთხოვ დამპირდი რომ მას არ ნახავ?_მუდარით ვუთხარი _ვერ დაგპირდები რომ არ ვნახავ და პასუხს არ მოვთხოვ _ნიკა... _ლიზა, არაფერი არ მოხდება. ისეთს არაფერს ჩავიდენ, სანანებელი რომ გამიხდეს. უბრალოდ ამას ვერ მოვითმენ გესმის? მას ამას არ შევარჩენ. დღეს შენ გადამაფიქრებინე, თანაც ასე ჯობს, რადგან ცხელ გულზე შეიძლებოდა მართლა შემომკვდომოდა ისეთი გამწარებული ვიყავი იმ დროს. ნუ, გამწარებული ეხლაც ვარ, მაგრამ ეხლა ვიაზრებ ნელ-ნელა, რომ თავზე კონტროლი არ უნდა დავკარგო. ჩემს უკან თქვენ დგახართ და არ დავუშვებ რამე ზიანი მოგაყენოთ. მიყვარხარ_ტუჩებზე მაკოცა, მერე ქვემოთ მუცლამდე ჩაუყვა კოცნით_მა, დედას უთხარი რომ ტყუილად ნერვიულობს. მე თქვენ ყველაზე მეტად მიყვარხართ და ისეთს რამეს არასდროს არ გავაკეთებ, რაც თქვენ თავს დამაკარგვინებს_თავი ჩემს მუცელზე ედო და ჩვენს შვილს ესაუბრებოდა_ჩემი ყველაფერი ხართ თქვენ_ჩაილაპარაკა სიყვარულით. მე ბედნიერებისგან გამაკანკალა. გაღიმებულმა და ოდნავ დამშვიდებულმა თავზე ხელი გადავუსვი. თავი საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე. ******** ნიკამ ლექსო მაინც ნახა! ეგრევე მივხვდი,როცა წარბგახეთქილი დავინახე. გული შემიღონდა _მაინც ნახე ხო?_შიშჩამდგარი ხმით ვკითხე _მორჩა ლიზ, ყველაფერი მორჩა_ჩამეხუტა და თავზე მაკოცა_აღარასდროს არ მოვა ჩვენს სიახლოვეს, გპირდები_ჩურჩულებდა _ნიკა, ხომ გთხოვე არა?_აკანკალებული ხმით ვუთხარი _ლიზ, მე არ შემეძლო მომეთმინა მისგან ასეთი შეურაცხყოფა. თავზე გადახტომას არავის ვაპატიებ არასდროს და მითუმეტეს არც ლექსოა გამოაკლისი_კატეგორიულად მითხრა _გტკივა?_ფრთხილად გადავუსვი ნატკენ წარბზე ხელი_მან ხელი დამიჭირა და თითებზე მაკოცა _საერთოდ ვერ ვგრძნობ რომ გახეთქილი მაქვს_გამიღიმა _ძალიან ვინერვიულე ნიკა, ასე აღარ მოიქცე რა. გირეკავდი და ტელეფონს არ იღებდი. გული გამისკდა კინაღამ_შეშინებულმა ვუთხარი _ეს ბოლო იყო. გპირდები რომ ჩემს გამო ნერვიულობა არ მოგიწევს_მუცელზე მომეფერა_აპატიე მამიკოს რომ დედიკო გინერვიულა_დაიხარა და მუცელზე მაკოცა. ძალიან შეიცვალა ნიკა. ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე არასდროს არ მახსოვდა, პრინციპში რა მემახსოვრებოდა, ჩვენი თანაცხოვრების დასაწყისი ძალიან ცუდი პერიოდი იყო. იმ დროის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრიალა. ცუდი ფიქრები გონებიდან განვდევნე და შევეცადე ყველაფერ სასიამოვნო და კარგზე მეფიქრა. მეფიქრა ჩვენს შვილზე, ჩვენს ურთიერთობაზე,იმაზე თუ როგორ დათბა ჩვენს შორის ურთიერთბა. ეხლა კი მართლა გამეღიმა ბედნიერს. _ლიზა, ვერ წარმოიდგენ რა მოხდა_აქოშინებული შემოვარდა ანი ჩემს ოთახში, როგორც კი კარი გავუღე. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, ეტყობა მორბოდა _ჯერ დამშვიდდი ანი_გამეცინა_წყალი დაგალევინო? _არ მინდა, დაჯექი რაღაც უნდა გითხრა_ჩამოჯდა თვითონაც და ამოისუნთქა. მე განაბული ველოდებოდი როდის დაიწყებდა სათქმელს _მოკლედ_დაიწყო_ირაკლი დაბრუნდა გერმანიიდან და მეორე დღესვე გამომეცხადა სახლში _მერე? _დამაცადე_ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. ყავაზე დავპატიჟე და ბოლოს იცი რა ქნა?_თვალები აუციმციმდა _ცოლობა გთხოვა?_სიცილით ვუთხარი _აუუ, ლიზა რატომ მეღადავები? სიყვარულში გამომიტყდა და მითხრა რომ უნდა ერთად ვიყოთ _რა გინდა მერე, ცოტა წინ გამისწრია მოვლენებისთვის_თვალი ჩავუკარი_შენ რა უპასუხე? _რას ვუპასუხებდი შენი აზრით? _სიხარულით დათანხმდებოდი_მხრები ავიჩეჩე _ნურას უკაცრავად_საჩვენებელი თითი ასწია მაღლა_შენ შენს დაქალს სათანადოდ ვერ აფასებ ჩემო კარგო_ჩაახველა_მოკლედ, ვუთხარი რომ ასე უცებ არ შემეძლო მისთვის თანხმობა მიმეცა და რომ მე დრო მჭირდებოდა გადაწყვეტილების მისაღებად_თეატრალურად შემოკრა ტაში. _ვაუ ანი, შენ არ ხუმრობ ხომ იცი_გამეცინა_ისე ოსკარი გეკუთვნის შენი მსახიობობის ნიჭს თუ გავითვალისწინებთ _მაშ, აბა რა გონია იმ ვაჟბატონს, ეგრევე მას ჩავუვარდები კლანჭებში?ჯერ კიდევ არ დამვიწყებია თავიდან იგნორს რომ მიკეთებდა_ცხვირი აიბზუა _კარგი რა ანი, ეხლა შენ ნუ დაიწყებ დიდ ხანს თავის დაფასებას და მალე უთხარი პასუხი ირაკლის,თორემ მობეზრდება მაგას შენი ლოდინი და დაგადებს და სხვას იპოვის ვინმეს_სიცილით ვუთხარი _რა ბოროტი ხარ ლიზა მაინც_შეწუხებულმა მითხრა_სანამ სხვის პოვნას დაიწყებს მანამდე გავცემ პასუხს_გაეცინა_მანამდე ცოტა ხანს გაწვალება არ აწყენდა_წარბები აათამაშა _ბოროტი მე კი არა შენ ხარ. არ გეცოდება ირაკლი? _სულაც არა. მანამდე მაინც ვერ მოვისვენებ სანამ თვითონაც არ მოვუშლი ნერვებს. _ძალიანაც ნუ შეიჭრები როლში_გავუცინე_წავალ ყავას გაგიკეთებ და მე ჩაის დავლევ_წამოვდექი და წყლის ასადუღებლად გავედი სამზარეულოში. ************* უკვე მე-8 თვეში ვიყავი,ძალიან დამძიმებული დავდიოდი. მიჭირდა ამხელა მუცლის ტარება და ძირითადად სულ წამოწოლილი ვიყავი ხოლმე. ანიმ და ირაკლიმ ურთიერთობა დაალაგეს და ეხლა უკვე ოფიციალურად არიან დანიშნულები. თავიდან ძალიან აწვალა, სანამ დათანხმდებოდა, მაგრამ ბოლოს როცა თანხმობა განუცხადა ყველამ ამოვისუნთქეთ. _ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო_ბოლოს დაამატა ანიმ,როცა ძლივს დათანხმდა ირაკლის. ძალიან მიხარია ანის ბედნიერ და გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ. მართლა კარგი წყვილია და საოცრად მომწონს ერთად რომ ვხედავ. ირაკლის ძალიან უნდა მალე დაქორწინდნენ,მაგრამ ანი აჭიანურებს ჯერ და ვერაფრით ვერ მოიფიქრა ქორწილის თარიღი. დატანჯა ბიჭი და ჩვენც დაგვტანჯა თავისი გაწელილი გადაწყვეტილებების მიღებით. საბოლოოდ ქორწილი 3 თვეში გადაწყვიტეს. ამ დროისთვის მე უკვე 2 თვის პატარა მეყოლება. სქესი ჯერ კიდევ არ ვიცი,რადგან სიურპრიზად დავიტოვეთ. ნიკამ უამრავი, ორივე სქესისთვის განკუთვნილი რამ უყიდა პატარას, მე კიდევ ვწუწუნებდი, ამდენი რამე რატომ იყიდე ჯერ, სქესი ხომ არ ვიცით და ტყუილად ყრი ფულს მეთქი _არაუშავს, მეორე შვილთან გამოგვადგება_ასე მეუბნება და კოცნით მაჩუმებს ხოლმე. უკვე მეცხრე თვეში ვიყავი და დღე-დღეზე ველოდებოდი მშობიარობის დაწყებას. ერთ საღამოს მოულოდნელად მუცლის საოცარი ტკივილი ვიგრძენი. სუნთქვა გამიხშირდა. ტკივილი კი მატულობდა. ნიკას სახეზე ფერები გადაუვიდა. სასწრაფოდ ამიყვანა ხელში და საავადმყოფოშ გამაქანა _ღრმად ისუნთქე რა ლიზა.. ყველაფერი კარგად იქნება_მამშვიდებდა ნიკა_მეც შემოვალ შენთან ერთად და მშობიარობას ვესწრები _ნიკა, თუ არ შეგიძლია... _ჩუუ. მე ვთქვი რომ შემოვალ და ე.ი შემოვდივარ. მარტო არ დაგტოვებ_ხელზე ხელს მიჭერდა და გვერდით მომყვებოდა. მშობიარობამ დაახლოებით 1 საათს გასტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში ნიკას ჩემთვის ხელი არ გაუშვია და ყველანაირად მამხნევებდა. ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა როცა გულზე ჩემი პატარა ბიჭი დამიწვინეს. ბედნიერების ცრემლები წამომივიდა. ნიკა გაღიმებული თვალს არ აშორებდა. საოცრად ბედნიერი გამომეტყველება ქონდა. ფრთხილად დაუსვა პატარას თავზე ხელი და მე ნაზად მაკოცა. _დემეტრე ცეცხლაძე_გაეღიმა_ჩემი ბიჭი_სიყვარულით ლაპარაკობდა და კვლავ ჩვენს დემეტრეს უყურებდა_მოიცა_უცებ ჯიბეში ჩაიყო ხელი და ტელეფონი ამოიღო, მერე ჩემსკენ და ბავშვისკენ ახლოს მოიწია, ტელეფონის წინა კამერა ჩართო და სელფი გადაიღო. მე გამეცინა. ნიკას, რომელსაც სურათების გადაღება საშინლად არ უყვარდა, თავისი სურვილით იღებს ფოტოს თან სელფს. _ეს ბედნიერი მომენტი უნდა დამეფიქსირებინა, სხვანაირად არ შემეძლო_გაღიმებულმა თავი იმართლა_ჩვენი ახალდაბადებული დემეტრე და ჩვენ სამის პირველი ფოტო. ეს სურათი უნდა გავადიდო და ჩარჩოში ჩავსვა_გაეცინა. მეც გამეცინა. _აუ რა პატარაა პროსტა. ეს როგორ უნდა დაიჭირო ხელში?_თქვა და ისევ ფრთხილად დაუსვა თავზე ხელი _ნუ გეშინია, ყველაფერს მალე მიეჩვევი_გავუღიმე. საშინლად დაღლილი ხმა მქონდა. მალე ექთანმა გაიყვანა ბავშვი და მეც პალატაში გადამიყვანეს. საავადმყოფო ჩვენი ახლობლებით აივსო. ჩვენი მშობლები ჭკუაზე არ იყვნენ ისე უხაროდათ შვილიშვილის დაბადება,თან პირველი შვილიშვილის. _აი ისე გავანებივრებ ჩემს ნათლულს მეტი რომ არ შეიძლება_თქვა ზუკამ _მე გავანებირებ ყველაზე მეტად_არ დაუთმო ანიმ_ეს არის ჩემი კაცი_სიყვარულით ჩაილაპარაკა ანიმ და დემეტრეს ცხვირზე აკოცა, რომელიც მე მეწვინა გულზე. ირაკლიმ ჩაახველა _ნუ ხო, შენ ჩემი ცხოვრების მთვარი მამაკაცი ხარ_გაუცინა ანიმ და ენა გამოუყო. _ჩემს ბიჭს ნუ აწუხებთ თუ შეიძლება_საუბარში ნიკა ჩაერია სიცილით_იმედია სიგიჟეს არ დაანათლავთ ბავშვს_გაეცინა. მერე ჩემს გვერდით ჩამოჯდა_და საერთოდ, ამდენი ხმაური არ შეიძლება აქ. ძალიან გთხოვთ ჩემს ცოლ-შვილთან მარტო დამტოვოთ_ღიმილით და თავაზიანად გაყარა ნიკამ დერეფანში ზუკა,ანი და ირაკლი _ხომ არ ჭირვეულობს?_ღიმილით მკითხა ნიკამ _ჭკვიანი ბიჭია. დედას არ აბრაზებს_გაღიმებულმა ვუთხარი მეც_ერთი სული მაქვს აქედან როდის გამწერენ _ეს ერთი დღეს მოითმინე და ხვალ სახლში ხარ_თავზე მაკოცა მეორე დღეს გამომწერეს. სახლში მისულს სახლი ბუშტებთ და ფერადი ლენტებით გამორმებული დამხვდა. კედელზე ფორმატი იყო გაკრული,რომელზეც დიდი ასოებით ეწერა ,, კეთილი იყოს შენი მობრძანება დემეტრე’’ . მე გამეღიმა მათ ნახელავზე. ნიკამ ოთახში შემიყვანა, თვალები გამიფართოვდა, როცა უკვე ბავშვისთვის გამზადებული ოთახი დამხვდა. ყველაფერი მოწყობილი იყო. _ძალიან მაგარია. მომწონს_გაღიმებულმა ჩავილაპარაკე და ნიკას მივუბრუნდი_შენ გააკეთე ეს ყველაფერი? _ზუკა, ანი და ირაკლი დამეხმარნენ ძალიან. ანიმ თავისი გემოვნებით შემარჩევინა საწოლი _მართლა მაგრად მომწონს, მაგრამ ცოტა ხანი ბავშვის საწოლი ჩვენს ოთახში უნდა იდგეს, რადგან ცალკე ოთახში ვერ დავტოვებ ჯერ. _მაგ პრობლემას ეხლავე მოვაგვარებ. შემოვიტანთ აქეთ_გამიღიმა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. თავიდან ცოტა გამიჭირდა ბავშვის მოვლა, რადგან ამაში გამოცდილება არ მქონდა. მეშინოდა რამე არ მეტკინა და ძალიან ვფრთხილობდი. ნიკაც შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა, ერთი ის იყო, რომ ხელში ვერ იჭერდა, მეშინია არ გამივარდესო. მალე ამასაც შეეჩვია და უკვე ერთი თვის იყო დემეტრე, პირველად რომ ხელში აიყვანა. მაგის მერე თითქმის სულ ხელში ყავდა და ეფერებოდა. ვერ ძღებოდა მისით. ძლივს დავაძინე დემეტრე და საოცრად დაღლილი ჩავწექი საწოლში. ნიკა აბაზანიდან გამოვიდა და ისიც შემოწვა და უკნიდან ამეკრო. თავი ჩემს ყელში ჩარგო _რომ იცოდე როგორ მომენატრე ლიზა_ხარბად მიკოცნიდა ყელს. მერე მისკენ შევბრუნდი და ეხლა მე ვაკოცე ტუჩებში _მერე აგერ არ ვარ?_ეშმაკურად ვუთხარი. ისიც მაშინვე მიხვდა და ჩემს ზემოთ მოექცა. _შენ გამომიწვიე და შედეგებზე შენვე იფიქრე_თვალი ჩამიკრა და ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე. მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია. მონატრებულ სხეულს ავეკარი და მის ალერსში ჩავიძირე. დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.