გაჭედილები (თავი 4)
**** -ჰეი,არის აქ ვინმე?-ყვირილით შევდივარ უზარმაზარ და ალბათ მიტოვებულ შენობაში და გონებაში ჩემს თავს ვუყვირი,რომ გული არ წამივიდეს.მერე გიჟივით ვახტები შემხვედრ კარადას და ვუყურებ,როგორ კუდის ქიცინით მიიწევს წინ შავი კატა.ვილანძღები,ამ ქვეყნად არსებული და არარსებული სიტყვებით. შენობა ხუთსართულიანია,ან - ექვსი.კიბეები არ ჩანს.ეს მეტყველებს იმაზე,რომ მომიწევს ლიფტით ვისარგებლო.ყველაფერი ერთმანეთში მერევა. თუმცა ყველაფერი კი არა,გული მერევა და დაუფარავი სირცხვილით იქვე ვარწყევ. შიშმა იცის. ტანი მითრთის. ვხვდები ეს დასასრულია,მაგრამ გონებაში ვაკეთებ: ეს ყველაფრის დასაწყისია,თუნდაც დასასრულისაც კი.ჯერ ახალგაზრდა ვარ. შვილები მყავს გასაჩენი და ჩემი არარსებული ქმრისთვის ყავა მაქვს მოსამზადებელი. სააბაზანოში გასარეცხი ტანსაცმლის გროვა მელის,ჩემი ერთ-ერთი შვილის პამპერსში კი სუნიანი სიურპრიზი. ნაცნობი კატა ფეხებზე მეხვევა.ფეხის აქნევით ვცდილობ მის მოშორებას,მაგრამ არ მიდის. თავს ვანებებ უიმედო მცდელობებს.წინ მივიწევ. ამაყად,თავაწეული,ჩემს თავში სრულებით დარწმუნებული და ლიფტს ვიძახებ.აგვიანებს.ველოდები: 10 წუთი,15,20,25... მოთმინების ფიალა მევსება.ფეხებზე ვიკიდებ ყველანაირ სამუშაოს და იმ აზრით,რომ ჩემი სიცოცხლე ყველანაირ მაღალანაზღაურებიან სამსახურზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია,შემოსასვლელი კარის გაღებას ვცდილობ.სულ ტყუილად. ყურებში მესმის,როგორ დამცინის ბედი და კარის სახელური ხელში მრჩება. -ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს კიდევ?-საკუთარს თავს ვეჩურჩულები და იმის შიში მიპყრობს,რომ აქ ჩაკეტილი გავგიჟდები.მერე ვიღაც მეღობება წინ,შავი ანგელოზივით და ის უკანასკნელი სინათლეც ქრება სარკმლიდან ოდნავ,რომ ბჟუტავდა. -ჰეი ბარბი,გამოფხიზლდი-შორეული სამყაროდან ნაცნობი ხმა მესმოდა და ჩემს გონებას სულაც არ უნდოდა გამოფხიზლება.კიდევ ვიგრძენი რამოდენიმე ბიძგი,მაგრამ თავს იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი,რომ... -შენ მაიძულე-ესეც ბუნდოვნად გავიგე,თუმცა რაღაც მაინც არ მომეწონა ამ სიტყვებში და როდესაც ვიღაცამ სახეში გამარტყა,ხელი ავიქნიე და თავი რაღაცას დავარტყი.მაშინვე გავახილე თვალები,თუმცა სიბნელეში კვლავ ვერაფერი გავარჩიე. -ოხ,ჯანდაბა. ისევ აქ ვარ?-ხელები უმისამართოდ გავიქნიე და გონს მაშინ მოვეგე,როდესაც ვიღაცამ შეიკურთხა. -ვინ არის აქ?-შეშინებული კედელს ავეკარი და გონებაში კარატის ისეთების გახსენება დავიწყე. -ნედი ვარ.შეგიძლია ხელების უმისამართოდ ქნევას მოეშვა?ეს მტკივნეულია-ჩაიხითხითა მან. -შენ აქ რას აკეთებ?-მოვეშვი და ჩამოვჯექი. -იმას რასაც შენ. ვიღაცას,როგორც ჩანს თამაში უყვარს.მე კი მოთმინების ფიალა მევსება. -სად ვართ?-თემა სხვა რამეზე გადავიტანე. -ლიფტში-მოკლედ მომიჭრა მან. -კი,მაგრამ ლიფტი არ მუშაობდა. -ჰო,მაშინ ჩემი გათიშვით იყვნენ დაკავებულები და ალბათ ამიტომ. -არ გითხრეს რა უნდათ?-დავინტერესდი. -არაფერი.მათ საერთოდ არაფერი უთქვამთ. -კარგი მითხარი რა გითხრეს-მივხვდი,რომ ყოყმანობდა. -მათ თქვეს,რომ ჩვენ აქედან ცოცხლები ვერ გავაღწევთ-იმდენად ჩუმად დაილაპარაკა,რომ წამით მეგონა მომეჩვენათქო. -რა?-გადასამოწმებლად გადავწყვიტე თავიდან მეკითხა. -რა და ის,რომ გავიჭედეთ. ერთ ადგილას გავიჭედეთ.აქედან გასასვლელი კი არ არსებობს. **** -მშია-წამოვიკრუსუნე,როდესაც ჩემმა კუჭმა თავი შემახსენა და გვერდი ვიცვალე. -გორაობას მოეშვი-უკმაყოფილოდ თქვა ნედიმ და საჯდომზე ხელი წამომარტყა. ფრთებგაშლილი მამალივით წამოვხტი ადგილიდან და კუთხეში მივიკუნჭე. -შენ საშინლად უზრდელი და თავზეხელაღებული ბიჭი ხარ. -არ გადამრიო-იმისდამიუხედავად,რომ სიბნელე იყო დავიფიცებდი თვალები გადაატრიალა. -კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიჯდეთ აქ?-პანიკამ შემომიტია. -რამდენ ხანსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ. -ხო არა? ვინ ჯანდაბები არიან ასე უპატივცემულოდ,რომ იქცევიან?-ავყვირდი მე- თუ რამის თავი აქვთ მოვიდნენ და თვალებში ჩამხედონ. ვინმეში ხომ არ ვეშლები მაგათ-ხელები ავიქნიე- ბოლოს და ბოლოს შავი ქამარი მაქვს კარატ...-გაგრძელება ვეღარ შევძელი.უკნიდან ნაილმა პირზე ხელი ამაკრა. -უსმინე-ყურში ნაზად ჩამჩურჩულა.ტაომ დამაყარა,თუმცა კონცენტრაცია მოვახდინე და გარედან შემომავალ ხმაურს ყური დავუგდე. -შენი აზრით ბევრნი არიან?-დავიჩურჩულე მეც. -ხმების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ,აქ მხოლოდ ორნი არიან-კვლავ ყურთან ახლოს თქვა და ამოიოხრა. მე კი არ მინდოდა,რომ გაჩერებულიყო. ეს მომწონდა და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა კითხვებით ვაბრუებდი.ის კი ვერაფერს ხვდებოდა,უბრალოდ მპასუხობდა.რას წარმოიდგენდა,მისი ხმა მე რას მმართებდა.ჩემდასაუბედუროდ ხმა მიწყნარდა,როგორც რამოდენიმე საათის წინ სიჩუმე გამეფდა და მეც უსიამოვნო გრძნობა მომაწვა.ნედმა ხელი გამიშვა და ძირს ჩამოჯდა,მე გაშეშებული ვიდექი და ვცდილობდი არაფერი დამტყობოდა (იმისდამიუხედავად,რომ ის მაინც ვერაფერ დაინახავდა). -კარგად ხარ?-ზურგს უკან ჰორანის ბოხი ხმა მომესმა და მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი.რაღაც ამოვიბურტყუნე,გაურკვეველი ბგერები ამოვუშვი ყელიდან და ცენტრში გავნთავსდი. შემდეგ წუთები გავდა.წუთებს საათები მიყვა და დროის განსაზღვრაც ვეღარ შევძელით. -ტელეფონი არ გაქვს?-სიჩუმის დარღვევა ვცადე. -წამართვეს.შენ? -როგორც ჩანს მეც. მომწყინდა.ფეხზე წამოვდექი,კარის გაღება ვცადე და სიხარულისაგან შევყვირე,როდესაც ის გაიღო,თუმცა რას ვიფიქრებდი,რომ კარს იქით ნამდვილი ჯოჯოხეთი მელოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.