ამაყი ქალბატონი 5
ცხოვრება ,მოულოდნელობით რომაა სავსე ამას გინდა თუ არა თავად მაინც გახსენებს.ზოგჯერ სერიოზულ გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ წამითაც არ ვფიქრდებით, ზოგჯერ კი იმაზე ვფიქრობთ საათობით სახლში ერთი პური წავიღოთ, თუ-ორი. ხუთი თვე იყო იმ დღის შემდეგ გასული და უბედნიერეს ქალად გრძნობდა თავს, იმ მამაკაცის გვერდით ,რომ იფიცებოდა არ გავეკარებიო . ორი დღის წინ მაგდა გააცილა საზღვარგარეთ,აეროპორტიდან გამოსულს კი გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო ვიღაც ისე მიეპარა უკნიდან , მანქანაში ჩასვა და გააქანა .. თავიდან იფიქრა ვიკივლებო,მაგრამ საჭესთან მჯდომ იაგოს რომ მოკრა თვალი ვეღარ გაიგო რა ექნა. პირდაპირ მიახალა. მოემზადე ქალბატონო დღეიდან ჩემი ცოლი ხარო.. -კი მაგრამ მე არ მეკითხები ?-გაკვირვებულმა იკითხა და თვალები დაუქაჩა. -რა? წინააღმდეგი ხარ ?- დამაჯერებელი ტონით იკითხა და ზემოდან გადმოხედა. -არა ,-უცებ და მოსწრებულად უპასუხა ნატომ და ღვედი გადაიკრა. -ხოდა აბა მოემზადე ,ქალბატონი ჯანხოტელი იქნები მალე. -ოჰოჰო, იარე შენ , კარგად უყურე გზას.. არაფერიც, ჩემი გვარი მექნება მე სიცოცხლის ბოლომდე,-სერიოზულად ჩაილაპარაკა და სკამზე მოხერხებულად მოეწყო. -ხო კარგი, როგორც თქვენ ინებებთ ,-სიცილით გადმოხედა იაგომ და მკვეთრ მოსახვევში მოხდენილად შეიყვანა მანქანა. *** დილით თვალი გაახილა თუ არა ცოლს აკოცა ფრთხილად და შუბლი შუბლზე მიადო. იდილია როგორც ყოველთვის ტელეფონის ზარმა დაარღვია . -გისმენთ .. -თან საწოლიდან წამოდგა და აივანზე გავიდა. -დიახ. ვადა გადმოწიეს? კი მაგრამ წინაზე მითხრეს ერთ თვეშიო.. კარგით. გასაგებია , ყველაფერი მზადაა და ხვალ მივფრინავ. ნახვამდის.-ტელეფონიანი ხელი უღონოდ ჩამოუვარდა და ჯერ კიდევ მძინარე მეუღლეს დააცქერდა.ნატოს ხელი მუჭში მოექცია და საწოლში სახეგაყინული იწვა, ფიქრობდა რა იქნებოდა ამის შემდეგ. ის წავა, ცოლს აქ დატოვებს და იმის გარანტიაც არ აქვს რომ უკან დაბრუნდება. შეიძლება ბოლოჯერ უყურებს ამ სახეს, ბოლოჯერ ეხება მისთვის ასე სასურველ კანს .. მკლავებში მოქცეული მისკენ მიიზიდა და ძლიერად მიიხუტა .ნელა გაახილა თვალები ქალმა და მკლავზე ხმაურით აკოცა. -დილამშვიდობისა.. -დილამშვიდობისა სამყაროს ულამაზეს ქალს,-ნაძალადევად გაიღიმა. -ნუ ახლა სამყაროს არა მაგრამ შენთვის ულამაზესი ქალის ვაკანსიაზე დავფიქრდებოდი..-კეკლუცად ჩაილაპარაკა და ტუჩები აბურცა. -ეგ უკვე დიდი ხანია დაიკავე . -ხოო? -ხოო -ხოო? -ხოო -მოხერხებულად მოექცა ზემოდან და ცხვირზე უკბინა. -საზიზღარო- სიცილით ჩაილაპარაკა , ცხვირი მოისრისა, თან თავი გვერდზე გადაწია და მკლავზე დაამჩნია კბილები .. -ნუ ეშმაკობ ქალბატონო თორემ დაისჯები. -ოჰოჰ... გიცნობთ და ძალიან კარგადაც ვიცი თქვენი დასჯის მეთოდები, ლმობიერი ჯალათი ხართ.. -ენა გამოუყო და აკისკისდა. -აჰამ ესე იგი ლმობიერი ხომ ? ახლა გიჩვენებს რა ლმობიერიც ვარ პარაზიტო.- სიცილითვე უპასუხა და ტუჩებს ძლიერად დაეპატრონა . -არ გშია ? -დაიწუწუნა ნატომ და გაფართოებული თვალებით გახედა იაგოს . -მე გემრიელი საუზმე უკვე მივირთვი -მაცდურად ჩაიბურტყუნა და ენა გადაისვა ქვედა ტუჩზე. -მართლა მშია, შენ არა ? -და რას მაჭმევ ? -რავიცი, გადავხედავ არსენალს .. ამოვარჩევ რამეს. -არადა მე ტუჩების ვარიანტი უფრო მომწონდა. -მიდი ადექი ახლა, ტუჩები სხვა დროს იყოს . ბუზღუნით ადგა საწოლიდან და სააბაზანოსკენ ფლატუნით წავიდა. ნატომ იქვე გადაკიდებულ ხალათს დაავლო ხელი, თმა დაუდევრად აიწია და სამზარეულოსკენ გაფრინდა.სხარტად გამოაღო მაცივარი და წამში მოავლო თვალი პროდუქტებს. რაც სჭირდებოდა მაგიდაზე გადმოაწყო და საუზმის მომზადებას შეუდგა. -მმმ . რა გემრიელი სუნია.. -მაშინვე აღნიშნა სამზარეულოში შემოსულმა უკვე გვარიანად გამოფხიზლებულმა. -მე ვაკეთებ და აბა როგორ იქნება.- თავი შეიქო და ყელი მოიღერა. -მოდი შენ ჩემთან... -ხელზე დაქაჩა და კალთაში მოიქცია, ხელები წელზე შეუცურა, მისკენ მიიზიდა და სახეს მიუახლოვდა. - იაგო დაიწვება საუზმე და მშიერი მოგიწევს ყოფნ.ა -ახლა არ მაინტერესებს არც საუზმე, არც არაფერი -ბუტბუტებდა ისე რომ არც ხელებს და არც ტუჩებს არ აშორებდა -ჩემი სულელი ქმარი.. ჩემი გადარეული . -სამაგიეროდ შენზე უზომოდ ვარ შეყვარებული.. -მეც ,მაგრამ ახლა უნდა გამიშვა - კისკისით წარმოთქვა, მოხერხებულად დაუსხლტა ხელიდან და გასქურას მივარდა. სწრაფად გადაატრიალა და ლამის დაწვამდე მისული კერძი "გადაარჩინა''. ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა ,მაგრამ შინაგან ფორიაქს ვერაფერს უხერხებდა. წინათგრძნობა, წინათგრძნობა რომ ვეღარ დაბრუნდებოდა ერთიანად ყინავდა ... უყურებდა და უბრალოდ მის გარეშე ვერ წარმოედგინა. ან როგორ უთხრას? არ შეუძლია, იმდენად ძლიერი არაა პირისპირ უთხრას, იმ წუთას თვალებში ჩახედოს და დიდი ტკივილი ამოიკითხოს .. არადა იცის სხვაგვარად არ შეიძლება. თავად თუ არ ეტყვის რომ წავა და აღარ იქნება ხომ მაინც გაიგებს, სამაგიეროდ მის ტკივილიან მზერას არ გაიყოლებს, აეროპორტში ზურგს უკან ტირილის ხმას არ გაიგონებს . სულ ასეთი ლაღი, მხიარული და სიყვარულით სავსე თვალებით ემახსოვრება.. -რა გჭირს ? ფიქრებში გართულს ნატოს ხმა ჩაესმა თუ არა გამოფხიზლდა და თავი გააქნია -არაფერი საყვარელო, უბრალოდ ფიქრებმა წამიღო.. არ გინდა დღეს სადმე წავიდეთ ? -დღეს ? სად? -რავიცი სადმე წყნარ ადგილას. -მაცდური წინადადებაა.. თან დღეს ლექციებიც არ მაქვს .. თათიას უნდა გავყოლოდი,მაგრამ ეგ არაფერი . ვეტყვი სხვა დროისთვის გადავდოთ. -ანუ ? -მე თანახმა ვარ. -კაარგი მაშინ ადგილს მე შევარჩევ კარგი ? -გითმობ უფროსო. -კაარგი, გავედი მე აბა . ზაზას უნდა გავუარო. მართალია შეყვარებულ ბიძაშვილს და ზაზულის იდილია უნდა დავურღვიო,მაგრამ საქმე საქმეა. -ანიტა მომიკითხე. -უთხრა გასასვლელთან მდგომს და ლოყაზე ხმაურით აკოცა. *** -უნდა უთხრა ტო. სხვანაირად არ გამოვა . ლაჩარი ხომ არ ხარ ისე ადგე და წახვიდე არაფერი აუხსნა. -თურმე ვყოფილვარ.. ვყოფილვარ გესმის ? ძალიან მიყვარს იმისთვის რომ ასეთი რამ პირში მივახალო. -აბა რა უნდა ქნა ? უეცრად უნდა გაქრე? ან ჩვენებს რას ეტყვი? -რავი ბიცოლას, ბიძიას და ანიტას ვეტყვი -აბა ნატოს რას ერჩი? რა გინდა ? დედაშენს არ დაურეკავ ? სკაიპით მაინც დაენახე ქალს, ხომ იცი სული ელევა ხშირად რომ ვერ გნახულობს. -აუ არაფერი არ მინდა რა .. უბრალოდ მიხედე კარგი ? მე შეიძლება იქედან ვერც დავბრუნდე და ნატოს მიხედე,არასდროს არ მიატოვო. -რეებს ბოდავ იაგო, რას ქვია ვერ დაბრუნდე. უკვე სამჯერ იყავი და ისეთივე საღსალამათი ხარ. ახლაც ასე იქნება ძმაო. -არავინ იცის მომავალში რა იქნება. შენ უბრალოდ დამპირდი. -კარგი გპირდები ,მაგრამ იცოდე ეს დაპირება არ გამოგვადგება არაფერში , იმიტომ რომ მალე ჩამოხვალ და იმ გოგოს შენი ყურადღებაც მშვენივრად ეყოფა. -წავედი აბა მე. ჩემ საყვარელ მეუღლეს რაღაცას დავპირდი და.. -ხო, ხო კარგი არ მაინტერესებს თქვენი ინტიმური ცხოვრების დეტალები. -გაფუჭებულო... -კარგად ,-მხიარულად მიაძახა ზაზამ და ზურგი შეაქცია. იაგომ კარები დახურა და სახლისკენ წავიდა სადაც მისი საყვარელი ქალი მუდმივად ელოდებოდა.მის დანახვაზე სიხასულისგან ინთებოდა და კისერზე ხელებს შემოხვევდა.ახლაც დაინახა თუ არა , მისკე გაიქცა და ბეჭებზე მოეხვია. -მომენატრე- ჩუმად თქვა და ღრმად ჩაისუნთქა. -მეც ჩემო პატარა... თბილად ჩაიცვი და წავიდეთ. -სად? - ნუ ხარ სულსწრაფი... -ცხვირზე ხელი მოუჭირა და ფართოდ გაუღიმა. *** პატარა ტბის პირას, მინდორზე გაშლილ თხელ ქსოვილზე ისხდნენ და შიგადაშიგ წყლის სიმდორეს კენჭის ჩაგდებით არღვევდნენ. -აუ კიდე მინდა -დაიწუწუნა და გულზე მიხუტებულმა ამოხედა. -ხოდა ახლავე ჩემო დედოფალო, კიდევ კარგი მოვიმარაგე .-გამოწვდილი ხელიდან სწრაფად გამოაცალა სენდვიჩი და პირისკენ გააქანა. -ასე გამისუქდები . -მერე რა .. შენ ხომ ფუმფულაც გეყვარები ? -აბა რა .. სულ, სულ აქ იქნები.. ამ გულში ახლა რომ მისი ხმა გესმის. -მმ , ჩემი ტკბილი..-სიცილი წასკდა უნებურად. -ნუ დამცინი შენ მე ,-ხელი ცხვირზე მოუჭირა და მერე წყალს გახედა.ცოტა ხანი სიჩუმე იყო რომელიც ისევე ნატომ დაარღვია -იაგო.. -ჰო. -შვილი მინდა . შენაირი პატარა, აქეთ იქით ჩვენს წინ რომ ირბენს . -მეც მინდა შვილი, ოღონდ ჩემნაირი არა , შენნაირი ძლიერი და ლამაზი. -ყელში მომდგარი სიტყვები უკან გადაყლაპა და ერთიანად გააკანკალა შვილის ხსენებაზე.. მთელი ცხოვრება უნდოდა თავისი პატარა, თავისი სისხლი და ხორცი შეექმნა.ახლა კი თავად მის სიცოცხლე დევს სასწორის პინაზე და არავინ იცის მომავალში მის მოპირდაპპირე მხარეს რა მოთავსდება.უფრო მაგრად მოუჭირა ხელი და წამით თვალები დახუჭა. *** მთელი დღე გვერდიდან არ მოშორებია. არც ღამე მოჰკიდებია რული. მძინარეს უყურებდა და ცდილობდა ბოლომდე დაემახსოვრებინა საყვარელი სხეულის სითბო. რიჟრაჟი როგორც კი დალანდა ფრთხილად, ძლივს მოსწყდა ნატოს და საწოლიდან გამოძვრა .. -მაპატიე კარგი ?. მაპატიე ასეთი საშინელი , მშიშარა რომ აღმოვჩნდი. უბრალოდ არ შემიძლია.. ვიცი როგორაც გეტკინება ჩემს გარეშე გათენებული ღამე, საწოლის მეორე, ცარიელი მხარე . ვერ აუხდენელი ნატვრა , ყველაზე ტკბილი ..ჩვენი სიყვარულის ვერ გამოუღებელი ნაყოფი, პატარა რომელზე ფიქრიც და რომლის არსებობაც ოცნებად მექცა .იმედი მაქვს მაპატიებ.. ჩვენი სიყვარულის ხათრით .-შუბლზე ნელა აკოცა,რომ იგრძნო მისმა ცრემლებმა ოდნავ შეაკრთო სწრაფად გასწორდა წელში და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სახლი . დილით გაღვიძებულს როგორც ყოველთვის ნეტარი ღიმილი ეკრა სახეზე. ხელით მოსინჯა ადგილი,მაგრამ იაგოს ადგილას სიცარიელე დახვდა. -მმ ალბათ საუზმეს მიკეთებს ჩემი ტკბილი მეუღლე,_ტავები აჭყიტა და ეცადა რამე გემრიელი სუნის კვალს მიეგნო.ხალათი მოიცვა, ზონარი მსუბუქად ჩაგრიხა და კარები დახურა.ხმა არ ისმოდა მაგრამ სანამ თავისი თვალით არ ნახა რომ სამზარეულოშიც არავინ იყო არ დაიჯერა .. მთელი სახლი მოიარა, ბოლოს ანერვიულებულმა ფანჯარაში გაიხედა. მანქანა ადგილზე დგას, ნეტა სად უნდა წასულიყო ? ტელეფონზეც ვურეკავ და არ პასუხობს .. ოოხ იაგო.. ერთი სახლში მოხვიდე როგორ მანერვიულებ.. ნერვიულად დადიოდა წინ და უკან , თან განუწყვეტლივ მის ნომერს კრებდა.. ბოლოს როგორც იქნა გავიდა,მაგრამ მისი ქმრის ხმას სულაც არ გავდა მოსმენილი .. - უკაცრავად .. იაგოს, ამ ნომრის მფლობელს მინდა დავუკავშირდე. -ის ვერ გიპასუხებთ . -რატომ ? -ხმაში შიში შეეპარა. თითქოს იგრძნო მოახლოებული მარტოობის სასტიკი სუსხი. იცოდა იაგო რომ უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერ ნამდვილად არა .მეხსიერება ასე არ დაბინდვია რომ დრო სერიოზულად აერიოს. -ახლა გასამგზავრებლად ემზადება, სამხედრო შემოწმება უკვე გაიარა . -რა ? უკაცრავად შეგიძლიათ გამიმეოროთ ? -გაოგნებულმა ძლივს მიაბა ერთმანეთს ორიოდ სიტყვა. -სამხედროებმა შემოწმება გაიარეს და ახლა ასაფრენად ემზადებიან ქალბატონო- იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხებში ძალა.. ააკანკალა,იქვე კედელთან ჩაცურდა და გახსნილ ხალათს ზემოდან მოექცა .. ემოციები წამში შეეყინა სახეზე, იატაკზე გაცურებული ტელეფონისთვის ყურადღბა არც კი მიუქცევია ისე შევარდა ოთახში.კარაგად გამოაღო და ტანსაცმელი გადმოყარა..პირველი რაც მოყვა ხელში უცებ გადაიცვა, ტუმბოზე დადებულ ქაღალდს რომ მოკრა თვალი . -ეს რა არის ? -გაიფიქრა და ინტერესიანი თვალი გადაავლო გარედან გაკეთებულ წარწერას "ძალიან მიყვარხარ ნატო"-მაგრამ არ შეჩერებულა , ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორმე მიესწრო .. სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილიდან მოწყდა.. ლამის ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა და სირბილით შევარდა აეროპორტში..აღელვებულმა სწრაფად მიახალა შესასვლელში მდგომს მისი სურვილი. მერე მართალია არ უნდოდა,მაგრამ მის ხელს თვალი გააყოლა, რომელიც უკვე ნახევრად აფრენილი თვითმფრინავისკენ მიუთითებდა. თან ყურებში ერთი და იგივე ჩაესმოდა. "ახლახანს აფრინდა" იგრძნო როგორ წაიშალა ერთიანად ყველაფერი. გაშავთეთრდა . -უკაცრავად კარგად ხართ ?კითხა გვერდით მდგომმა საშუალო ასაკის ქალბატონმა და მხარზე ხელი დაადო. -კი.. კარგად ვარ ცრემლები ძლივს შეიკავა და გასასვლელისკენ არეული ნაბიჯებით დაიძრა. საჭეს მიუჯდა,მაგრამ არ დაუქოქავს.ცოტა ხანი, ხელებ შემოწყობილი და თავჩარგული იჯდა.თავისივე გულისცემას უსმენდა. მერე მოულოდნელად თავი აწია და იქაურობა დატოვა.. სწრაფი სიჩქარით მიმავალი გზადაგზა ცარიელი ხელით ცრემლებს იწმენდდა. თან თვალწინ გავლილი დროის კადრები უტრიალებდა . სახლში მისულს არ იცოდა ბრაზი რაზე გადმოენთხია .თაროზე შემოლაგებულ სუვენირებს ხელი მოხვია და ერთიანად დაფშვნა.. მერე ოთახში ავარდა, ტუმბოზე დადებულ ქაღალდს დაწვდა და სულ ნაკუწებად აქცია -არ მჭირდება გამოსამშვიდობებელი წერილები... მხოლოდ ფურცლიდან წაკითხული სიტყვები .. მე შენი ნათქვამი მიყვარდა.. ასე არ მინდა.. შენ გეთქვა . გაგეღვიძებინე და გელაპარაკა. არაფერი არ მაინტერესებს.. მე შენ არ გემშვიდობები , ამას ვერ ავიტან..-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა , როცა ხელში აღარაფერი შერჩა უღონოდ დაეშვა იატაკზე და თვალი ერთ წერტილს გაუშტერა . ტელეფონზე გაბმული ზარისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება, ქანდაკებასავით იჯდა და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.. შუაღამეს, როცა ჩამობნელდა უფრო მეტად იგრძნო მარტოობა. ის მხრები ტკიოდა მისი ქმრის შეხება რომ ვერ ათბობდა..უნებურად დაისვა ხელი შეციებულ მკლავებზე, მუხლებზე ხოხვით მოკრიბა ნაგლეჯები. მერე პატარა უჯრიდან წებოვანი ლენტი გამოიღო და აკინძვას შეეცადა. აკანკალებული ხელებით მიაწება ერთმანეთს და პატარა ნაწილები ძლივს გაამთელა. აკეცილ მუხლებზე დაიფინა და მთვარის შუქზე კონტური მოხაზა..ნელ- ნელა კითხულობდა და თვალებიდან გადმოდენილი ცრემლები კაბის კალთაში პოულობდნენ საერთო თავშესაფარს .. ბოლოს იქვე მოიკუნტა ,შუბლი მუხლებთან მიიტანა და ააკანკალა . ზამთრის სუსხში სასეირნოდ გამოსულსაც არ შეცივნია ასე ძალიან . ასე მარტოსულად არასოდეს უგრძვნია თავი.. ყოველ წუთს ელოდა, ყოველ წუთს რომ მოვიდოდა, მხრებზე ხელს შემოხვევდა,ძალა გამოცლილს ხელში აყვანილს საწოლზე დააწვენდა და ეტყოდა რომ ეს ყველაფერი ბოროტი ხუმრობა იყო.სახეს დაუკოცნიდა ისევ ისე ჩაიკრავდა გულში, მაგრამ დღევანდელი რეალობა ყველაზე მწარე პერიოდის დასაწყისს უქადდა ოთახის შუაში მარტო დარჩენილს.. *** -სად ხარ ნატო.. რატომ არ მპასუხობ ?-ანერვიულბული დადიოდა თათია და უკვე მეათეჯერ უშვებდა ზარს მეგობრის ტელეფონზე. ბოლოს ჩანთა გადაიკიდა და გასასვლელისკენ დაიძრა. -სად მიდიხარ ? -კითხა ქმარმა, როცა გვერდი ჩაუარა. -ნატოსთან.. -კარგი . -პასუხს არ დალოდებია ისე გაიქცა . უკვე გამოძახებულ ტაქსში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა..ისე რა სულელი ხარ თათია ეგებ ქმართან ერთადაა და სულ არ ცალია შენთვის .. -მოვბრუნდებიო იფიქრა, მაგრამ უკვე სახლთან იყო. მძღოლს ფული ჩაუთვალა და გადავიდა.. გათენებული იყო უკვე . ჭიშკარი შეაღო და ნელი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ. თავიდან ყველაფერი წესრიგში ეჩვენა. თუმცა ღია კარში რომ დამტვრეულ ნივთებს შეხედაა მიხვდა ტყუილა არ ნერვიულობდა. -ნატოო.. -დაიძახა ხმამაღლა და პასუხს დაელოდა, თუმცა ხმა არსაიდან იყო. მერე ნელ ნელა აუყვა კიბეებს , დაბალ ხმაზე ტირილი რომ გაიგონა მისდია და მის საძნებლის კართან აღმოჩნდა. -ნატო.. - ისევ გაიმეორა, ახლა უფრო დაბალი ტემბრით . პასუხი ისევ არ იყო, ტირილი კი არ წყდებოდა. ურდულს ხელი შეახო, ფრთხილად ჩამოსწია და ოდნავ გაღებულ ღრიჭოში შეიხედა .საწოლთან იჯდა მოკუნტული და ცრემლებად იღვრებოდა. ნაბიჯი არ გადაუდგამს.ცოტა ხანს ზღურბლს მიღმა იდგა და ნატოს უყურებდა.თან ცდილობდა აეხსნა რა მოხდა,მაგრამ ვერაფერი გაიგო.. -ნატო..-ახლა უფრო დამთბარი ხმით მიმართა და მასთან ერთად იატაკზე დაჯდა ..-რა მოხდა ? რა მოგივიდა? შენ და იაგომ იჩხუბეთ ? -არა.. -ამოთქვა სლუკუნით . -აბა ? -წავიდა.. ჩემთან აღარაა გესმის ? ადგა და დამტოვა თან ისე ,რომ არაფერი უთქვამს .. მხოლოდ ეს დაწყევლილი ქაღალდის ნაგლეჯი დამიტოვა .. ჩემზე არ იფიქრა გესმის ? ეგებ მინდოდა მენახა, კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი.. გავეფრთხილებინე.. გავიგებდი დედას გეფიცები.. ვიცოდი რომ უნდა წასულიყო,მაგრამ ასე მალე არა .. რა მოხდებოდა გაემხილა? - თათიას იაგოს დატოვებული ქაღალდი ხელში მიაჩეჩა, თვალებზე ხელი აიფარა და თავი მუხლებში ჩარგო. -კარგი, არ ინერვიულო ჩემო გოგო., მალე ჩამოვა. აი ნახავ ისევ ბედნიერები იქნებით. -რომ ვერ ჩამოვიდეს? რომ ვერ ვნახო ?-ცრემლიანი თვალებით ამოხედა და ნიკაპი აუკანკალდა. -ნუ სულელობ.. აუცილებლად ჩამოვა .. იმდენაც სუსტი არაა აქ მარტო დაგტოვოს. -მე მაგის უკვე აღარ მჯერა თათია.. უკვე დამტოვა.. -აუცილებლად მოვა.. მე მჯერა და შენც აუცილებლად უნდა გჯეროდეს.. მერე პატარა ბურთა ნათლულებს ხომ მაჩუქებთ? -რომ ვერ ჩამოვიდეს? რომ ვერ ვნახო ? მერე რა მეშველება ?-ბუტბუტებდა გაუჩერებლად თან თათიას ებღაუჭებოდა... *** გვიანი იყო ბოლოს და ბოლოს ჭამაზე რომ დაითანხმა, უფრო სწორად ძალით აჭამა.. მეუღლეს დაურეკა დღეს ნატოსთან ვრჩები, მარტოა სახლშიო. ერთი თქმით დათანხმდა. ეუცნაურებოდა რეზის ქმედება ,მაგრამ ფეხმძიმობას აბრალებდა. ალბათ მომავალმა შვილმა დაათბოო ფიქრობდა და ნანატრ სიმშვიდეს ირგებდა..რამდენიმე აბი დამამშვიდებელი დაალევინა ვახშმის შემდეგ საწოლში ჩააწვინა და მანამ არ მოცილებია სანამ არ დარწმუნდა ღრმად ეძინა .. ნელა წამოდგა ფეხზე. ოდნავ გამობურცულ მუცელს სარკეში შეავლო თვალი, ბედნიერებისგან გაიღიმა, ხელებით მოეფერა და ოთახიდან გავიდა. ექიმმა მკაცრად გააფრთხილა არ დატვირთულიყო, ჯერ მაინც სანამ ნაყოფი მოძლიერდებოდა , ამიტომაც ნაცნობი ნომერი აკრიბა და დამლაგებელი გამოიძახა. მოსულ ქალბატონს ყველაფერი დაწვრილებით აუხსნა და თავად სამზარეულოში განმარტოვდა. უნდოდა რამე გემრიელი მოემზადებინა ..რამდენიმე წუთის წინ ჭამა,მაგრამ ისევ მოშივდა.. -დედიკო რა იყო, ასე თუ გააგრძელებ გაგუფუნთუშდება დედიკო .... ღიმილით უსაყვედურა და თასში მაიონეზი ჩაასხა.. სუნმა ორმაგად აღუძრა მადა და გემრიელად შეექცა მის მომზადებულ უსახელო საკვებს ..მაგრამ ნატოს კივილის გაგონებაზე, ჩანგალი ხელიდან გაუვარდა და დაუფიქრებლად გაიქცა ოთახისკენ. -რა მოხდა ნატი.. რა მოგივიდა? -ახალგამოღვიძებულს მიუახლოვდა და მაგრად შემოხვია ხელები. -არ ვიცი... კოშმარი იყო.. აღარ მყავდა, მომიკლეს. -დაწყანრდი გთხოვ, ხომ თავად თქვი, რომ კოშმარი იყო.. იაგო კარგადაა. -არ ვიცი თათია.. არ ვიცი .. დედა და მამა რომ დავკარგე მაშინ ისე ვერ ვიაზრებდი ყველაფერს , ახლა იაგოც რომ გამომეცალოს ხელიდან არ ვიცი რა მოხდება. -არაფერი ცუდი არ მოხდება... დამშვიდდი გთხოვ. ასე თავს ავნებ. -აბა რა გავაკეთო კლუბში წავიდე და გავერთო ? არ შემიძლია ისე ყოფნა ვითომ არაფერი მომხდარა. -მე ეს არ მითხოვია ნატი... მესმის რასაც განიცდი.. მეც დავკარგე სიყვარული და ვიცი რა ტანჯვაა. -შენ იცი მაინც რომ რატი ცოცხალია. იცი რომ ჯანმრთელია და ისიც იცი ,რომ დღესაც ისევე უყვარხარ ,როგორც-მაშინ. -ეგ უარესია არ გესმის ? ეგ მკლავს მეც.. რომ ვიცი ორი ფეხის ნაბიჯზეა. ვიცი ჩვენი გრძნობა არ მომკვდარა, პირიქით.. ისიც ვიცი ყოველ დღე რომ უნდა ვნახო და წინასწარ მიკლავს ამის ცოდნა გულს. ახლაც ისე მიფართხალებს გული მისი დანახვისას, როგორც წლების წინ.. იცი როგორ მეზიზღება ჩემი თავი და რატიც იმის გულისთვის რომ ბედნიერი არ ვარ ? ყველ ცრემლისთვის მეზიზღება.. იმისთვის რომ ვერ მოვახერხეთ სიყვარულს გავფრთხილებოდით . ვერ ვიბრძოლეთ. ორივე შევეგუეთ ამას გესმის ? მაგრამ ჩემი გული ვერ ეგუება მისგან სიშორეს. არ შეუძლია .. მგონია ყველა მხედავს, ყველა კითხულობს ჩემს შიგნით რა ხდება და ჩემი ტანჯვით ტკბებიან. შენ იცი მაინც ეს რა გრძნობაა? არა, და გისურვებ არც არასოდეს გაიგო .. -ბოდიში თათია.. ეგოისტი ვარ .. მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობ.. აგანერვიულე, არ მინდოდა ასე ყოფილიყო .. შენთვის და პატარასთვის სიმშვიდეა საჭირო . მე კიდევ ისტერიკებში ჩავვარდი ..მიყვარხარ .. არ ვიცი რატომ,მაგრამ ძალიან მეახლობლები .-ხმას დაუწია და კაბის კალთაზე წაეპოტინა.ორივე ხელი მოხვია ატირებულ თათიას და მის დამშვიდებას შეეცადა ..მომდევნო დღეეებიც მონოტონურად მიეწყვნენ ერთმანეთს .ანიტასა და ზაზას ელაპარაკა. იმის გაგებამ რომ მათ ყველაფერი იცოდნენ უარესად მოუკლა გული.. არაფრის ახსნა არ მინდაო გაბრაზებულზე დაიყვირა და სახლიდან გამოვარდა .. მხოლოდ თათიას უშვებდა მასთან ახლოს, მის ფიქრებთან და გულთან ახლოს. გულს აყოლებდა პატარასთვის სამზადისში.. თითქოს მშვიდად იყო , თუმცა ეს მოჩვენებითი გახლდათ . იაგოს წასვლის შემდეგ აღარაფერი ყოფილა მშვიდი, არც მისი ძილი, არც დღის ცხოვრება. ორი დღე იყო გასული იაგოს წასვლიდან ძალით რომ გაიყოლა ნივთების საყიდლად. მერე კი სახლში დაპატიჟა ყავაზე. დიდად არ უნდოდა თათიასთან წასვლა და მისი ქმრის ნახვა, თუმცა მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა .. სამზარეულოში ისხდნენ, რეზი არ დაუნახავს, როგორც ჩანს დღეს ცოტა მაინც გაუმართლებს და მისი უხამსი მზერის ატანა არ მოუწევს .. - მივდივარ .. -წამოიძახა მოულოდნელად და თათიას ლამის ლუკმა გადასცდა. -რაა? -ხო, მივდივარ . -სად მიდიხარ ? -ჯარში. -გადაირიე? -არა ..აქ აღარავინ დამრჩა.მშობლები დამეღუპნენ, იაგოც ხელიდან გამომეცალა, ახლა ჩემი ჯერია ..წავალ ეგებ რამეში გამოვადგე ხალხს. -მე ? -ტუჩი აიბზუა თათიამ და წყლიანი თვალებით შეხედა. -შენ არ გჭირდები თათია.. ქმარი გყავს .. შობლები,რომლებსაც სიგიჟემდე უყვარხარ . რატი , რომელიც მიუხედავად იმისა შორსაა მისი იმედი უნდა გქონდეს.გიგა. მართალია სულელია, ცოტას უბერავს მაგრამ კარგი გული აქვს . -რას მეუბნები ნატო ?.. რომელი ქმარი ? ქმარი რომელიც მეზიზღება ? მშობლები? მშობლებზე რაღას მეტყვი საქონელივით რომ გამყიდეს იმათზე მეუბნები ? კი მართალია რატის და გიგას ბავშვობიდან ვიცნობ და მათი იმედი სულ მქონდა მაგრამ ახლა ჩემს ასეთ მდგომარეობაში...ნატო- თვალებიდან უნებურად გადმოცვივდა ცრემლები . -ძალიან მიყვარხარ თათია გესმის ? ყველა რომ უარყო მანდ რომ პატარა ზის ეგ არასროდ მიგატოვებს. მე ცარიელი ვარ გესმის ? თქვენი დატოვება ყველაზე მატად გამიჭირდება,მაგრამ უნდა წავიდე..სხვანაირად არ შემიძლია.-ფეხზე წამოდგომა და ოთახის დატოვება სცადა -ნატო.. დღეს არა რა ,, დღეს დარჩი და ხვალ მე თვითონ გამოგყვები ყველაფრის გასარკვევად.. -თათია იქ რა გინდა? თან შენს მდგომარეობაში. არ მინდა აგანერვიულო.. მარტო ჯობია წავიდე. იქ აეროპორტში თვალცრემლიანს ვერ დაგტოვებ. -აი ხედავ? შენც იიგივეს აკეთებ რაც შენმა ქმარმა გააკეთა.. კარგი იყო რომ არ დაგემშვიდობა? -მე შემეძლო არც კი მეთქვა . - გთხოვ - ისე უყურებდა ,ბოლოს მაინც დაითანხმა ..-მიყვარხარ.. მიყვარხარ ... -უცებ მოხვია მკლავები კისერზე და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ..იცი ?- უცებ შენთან ერთად დაწოლა მომინდა ..გახსოვს ამას წინ მთელი ღამე შემოგვათენდა. მაშინ ჯერ კიდევ გაუთხოვარს მოგახვიე თავს ჩემი პრობლემები. შენ კი ერთი არ დაგიწუწუნია .თმაზე ხელს მისვამდი და მამშვიდებდი რომ ყველაფერი კარგად იქნება .. ახლაც საოცრად მომინდა.. აი ნაყინი რომ მომესურვილება ხოლმე .. ოღონდ ის პატარას ბრალია . ეს კი ჩემი აკვიატება .. -შენც პატარა ხარ ნუ გეშინია ... -მერე რა ? -არაფერი. მაშინ ჩემთან წავიდეთ . ცოტა აგრილდა და თბილად ჩაიცვი.. -გიგასაც დავურეკოთ რა გთხოვ .. გაგვამხიარულებს . -კარგი დავურეკოთ ... ხომ იცი ვერიდები მაგასთან ახლოს ყოფნას,მაგრამ დღეს შენ სურვილებს ვასრულებ -ოო.. ხომ აუხსენი და გითხრა მაგანაც მხოლოდ მეგობრები ,მეტი არაფერიო .. -ხო მაგრამ , ხომ ვიცი რა რთულია გიყვარდეს და თან ახლოს იყოს ,მაგრამ შენი არა... -მესმის.. მაგრამ მაინც დავპატიჟოთ. -მიდი შენ ბევს ნუ ლაპარაკობ .. -კარგი მოვემზადები და ათ წუთში აქ ვარ. -კუნტრუშით აირბინა საფეხურები და მალე პატარა ჩანთით დამშვენებული გვერდით დაუდგა .. *** ახლა მანქანაში მჯდომი გუშინდელ ღამეზე ფიქრობდა. მართლა ყველაზე მეტად თათიასა და მომავალი პატარას მიტოვება უჭირდა.. სახლის ჭიშკარი უხალისოდ შეაღო. სამზარეულოში შუქი აანთო და მაცივრიდან თათიას საყვარელი ტკბილეული გადმოალაგა. -რატი როგორაა?-ბოლოს ვეღარ მოითმინა და მოულოდნელად იკითხა თათიამ . -რატი ? არ ვიცი ალბათ უკვე ჩაფრინდა.-სხვათაშორის წამოიძახა გიგამ და ვაზაზე დადებულ ყურძენს კუმპალი მოაცალა. -რა ქნა ? - თვალები გაუფართოვდა და ჩანგალი ხელიდან გაუვარდა. -ხო . წავიდა, დღეს დილით გაფრინდა. -მე რატომ არ მითხრა ?- უკვე ემოციები ვეღარ მოთოკა ქალმა. -რა აზრი ქონდა თათუს , თან არ უნდოდა აენერვიულებინე. ახლა ყველასთვის ასე აჯობებდა. -ყველა ჩემს მაგივრად რატომ წყვეტს რა იქნება ჩემთვის კარგი გამაგებინებთ ვინმე ? ამიხსნით ? რატი წავიდა ,ხვალ შენც წახვალ და მე აქ მარტომ რა ვაკეთო ?-ნატოს გახედა და თვალები აუწყლიანდა. -ვინ წავა ხვალ ?- უცებ იკითხა გიგამ და გოგონებს გადახედა. -ნატო მიფრინავს ,-გაბუსულმა ჩაიბურტყუნა და ხელები გადააჯვარედინა. -სად?-თვალები გაუფართოვდა გიგას. -სამხედრო სამსახურში ვდგები, იქ სადაც ჩემი ადგილია.-მტკიცედ თქვა და წყალი ჩამოისხა. -გაგიჟდი ? -არა . -ცივად ამოხედა ნატომ, მაშინვე წამოდგა გიგა და გარეთ გავარდა გაბრაზებული.. -ახლა არაფერი მითხრა გთხოვ. მე უკვე გადავწყვიტე ..- მკაცრად უთხრა თათიას და თეფშზე მოთავსებულ კერძს მიუბრუნდა ..-ჭამე- ასევე მკაცრად გაუმეორა . თათიამ უნებურად მოკიდა ჩანგალს ხელი და ჭამა გააგრძელა . მთელი ღამე შემოათენდათ . მუცელს ეფერებოდნენ და ათას ამბავს უყვებოდნენ.. საკმაოდ კარგა ხნის გათენებული იყო ,როცა იმ ადგილს მიუახლოვდა ,სადაც თავისი განცხადების საპასუხო დასკვნის შესახებ ეტყოდნენ რა თქმა უნდა, დარწმუნებული იყო პასუხი დადებითი იქნებოდა და სამშობლოს დატოვებდა... -მოვედით ? -იკითხა თათიამ როცა მანქანა დიდი , თეთრი შენობის წინ გაჩერდა. -კი მოვედით ..-ჩუმად თქვა ნატომ და წარმოიდგინა ის ნაბიჯები, რომელითაც იაგომ იგივე გზა გაიარა ორი კვირის უკან. მანქანიდან გადმოვიდნენ და შენობას მიაშურეს.. მისაღებში დაკვალიანდა და პასუხებისთვის ახალი ამბებისთვის განკუთვნილ სექტორში შევიდა.. -გამარჯობათ .-ღიმილიანი სახით მიესალმა მომსახურე პერსონალს. -გამარჯობათ ქალბატონო, რით შემიძლია დაგეხმაროთ ? -აქ პასუხები უნდა იყოს. სამედიცინო შემოწმება გავიარე და.. -თქვენი სახელი და გვარი? -ნატო ამაღლობელი ..-კლავიატურა თითების მოძრაობით ააწკაპუნა. რამდენიმე წამი რაღაცას ეძებდა. მერე ამოხედა გვერდიგვერდ მდგომ გოგონებს . -უკაცრავად, წასასვლელთა სიაში არ ხართ.. როგორც ჩანს სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეთ.-უხერხულად გაუღიმა და თითები ერთმანეთში გადახლართა. -კი მაგრამ რატომ ? ყველაფერი რიგში მქონდა. -გაკვირვებული გადაიწია ნატო გოგონასკენ. -არ ვიცი ქალბატონო აქ მიზეზი არ არის მითითებული . -შეგიძლიათ გამიგოთ ? ძალიან გთხოვთ ? -დიახ. ერთი წუთით დამელოდეთ მაშინ - თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. გოგონა წამოდგა და თხელი კედლის მიღმა გაუჩინარდა . * * * თვითმფრინავი მიწას რომ ასცილდა, მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა იმაში მთელი სული და გული აქ რჩებოდა. საყვარელ სამშობლოსთან და საყვარელ ცოლთან .ყველაზე მეტად მასთან გამოუმშვიდობებლად წასვლა გაუჭირდა , მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, უბრალოდ არ შეეძლო მის ტკივილიან თვალებში ჩახედვა. რომ ვერ ჩამოვიდეს? უნდა სულ ჭინკებიანი და ბედნიერებით განათებული ახსოვდეს. ფრთხილად გამოაძრო სამხედრო მოსაცმელის მკლავიდან საგულდაგულოდ შენახული ნატოს სურათი, ერთ ხანს აკვირდებოდა. მერე გულთან მიიტანა , სავარძელში ჩაჩოჩდა და თვალები დახუჭა..უცებ გააცოცხლა წარმოსახვაში პირველი შეხვედრა ..საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო . უფროსს ეკამათებოდა ტელეფონზე, თან სიგარეტს ეწეოდა პატარა სიფრიფანა სილუეტი რომ დალანდა აივანზე. დღესაც ახსოვს რას ღიღინებდა, როგორ ეცვა . მისი ყოველი მოძრაობა თვალწინ უდგას. ისიც ახსოვს პირველად რომ მიუახლოვდა და ამღვრეულ,ღია ფერის თვალებში ჩახედა. პირველ კომპლიმენტზევე რომ აუხურდა ლოყები და გაბრაზდა. ისიც ახსოვს როგორი გაკვირვებული უყურებდა მიყვარხარო რომ უთხრა .. პირველი შეხება და კოცნა ახსოვს , სასიამოვნოდ რომ კრთოდა მის მკლავებში .. ყველაფერს ისე ცხადად ხედავს ჰგონია ხელს გაიწვდის და სასურველ კანს შეეხებაო, მაგრამ ერთ მოგონებას სწრაფად ცვლის მეორე და სანატრელი ქალის სხეული ხელიდან ეცლება .. ისე გაიტაცა ფიქრებმა დროის გასვლა ვერც იგრძნო . გვერდით მჯდომის, მხარზე ძლიერმა შეხებამ და ხმამ გამოაფხიზლა . ისტიქტურად შეიხსნა უსაფრთხოების ქამარი და უკვე ჩამწკრივებულ სამხედროებს აედევნა. აეროპორტიდანვე , პირდაპირ მანქანებში მაოთავსეს ჯგუფ-ჯგუფად და ბანაკისკენ წაიყვანეს. შებინდებული იყო, დანიშნულების ადგილას რომ ჩავიდნენ . ჩამწკრივებულ პატარა ჩანთებთან ჩამოატარეს.თითოს-თითო ერგებოდა ,წინ ინსტრუქტორი იდგა და ბანაკში თითოეულს თავისი ნომრის მიხედვით კუთვნილ ადგილს უჩვენებდა. უხალისოდ წაბლატუნდა მარჯვენა მხარეს, თავდახრილი შევიდა საგანგებოდ გაშლილ კარავში .არავინ იყო მის გარდა, იქვე, კუთხისკენ წამოწვა და ისევ სურათს დააკვირდა . სხვები გარეთ იდგნენ და არკვევდნენ როდის გაიყვანდნენ ფრონტზე ან რა მოხდა ასეთი სასწრაფოდ რომ ჩამოიყვანეს . იაგოს კი არ აღელვებდა. მისთვის უკვე სულერთი იყო .მხოლოდ ნატოზე ფიქრობდა. პრიალა ზედაპირს თითი ჩამოუსვა და უნებურად გაეღიმა .. -გიყვარს ? - უნებურად შეკრთა ზურგს უკან გაგონილ ხმაზე. ვერც გაიგო ისე წამოადგა ერთ ერთ სამხედრო თავზე.ოდნავ წამოჯდა და გაუღიმა -ცოლია- უპასუხა დარდიანი ხმით და ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი. -შეიძლება ვნახო ? -იკითხა და თვალით სურათისკენ ანიშნა . მსუბუქი თავის დაქნევით უპასუხა იაგომ და თხელი ქაღალდი გაუწოდა -ლამაზია , ალბათ ძალიან გენატრება -ჩუმად წარმოთქვა და უკანვე დაუბრუნა. -ძალიან -სურათს კიდევ ერთხელ დააცქერდა და იქვე გვერდით გადადო. -მეც მენატრება, საშინლად მენატრება. -ვინ ? ცოლი ? - არა , ცოლი არა .. ვერ მოვასწარი - ტკივილიანად გაიღიმა და თავი ჩაქინდრა. -ეგ არაფერი . რომ ჩახვალ მერე თხოვ. -ხვალ ფრონტზე გავყავართ. ასე მგონია უკან ვერ დავბრუნდები. -კარგი რა ... ჯერ წვერ- ულვაში ნორმალურად არ ამოგსვლია რა დროს სიკვდილზე ფიქრია, მთელი ცხოვრება წინ გაქვს . თან მითუმეტეს შეყვარებულიც ყოფილხარ .-მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და გაუღიმა. -გგონია აქედან გამოვძვრები ? -მგონია აბა რა .. შენ გვერდში მიგულე -მადლობა , სახელი ? -იაგო .. შენ ? - თედო - ასეთ ასაკში რამ გადაგაწყვეტინა აქ წამოსვლა? -მამა ადრე გარდამეცვალა, დედაჩემი ავადაა, ახლა მთელი ოჯახი ჩემს კისერზეა. აქ კიდევ კარგად იხდიან და ... -გასაგებია .. მიდი ახლა დაიძინე, ხვალ როგორც ჩანს დაძაბული დღე გველოდება -ხო ... ღამემშვიდობისა...- დაემშვიდობა , თავის კუთვნილ ადგილას წამოწვა და საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა. სიზმრებშიც ნატოსთან მოხვდა .დაესიზმრა როგორ დაბრუნდა უკან .. როგორ ჩაეხუტა და მონატრებული თვალები, ტუჩები დაუკოცნა მეუღლეს... დილით უფროსის ყვირილმა გამოაფხიზლა . რამდენიმე წამში ჩაიცვეს და ცოტა ხანში მწკრივზე იდგნენ .. სასწრაფო ბრძანება იყო ასეული ფრონტზე გაეყვანათ. ყველაფრის აუხსნელად მიაჩეჩეს ხელში იარაღი და აქამდე მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებსა და ხალხის დაცვაში მონაწილენი, პირდაპირ წინა ხაზზე გარეკეს ნახირივით.. პირველი დღე იყო და უკვე რამდენჯერ დაემუქრა საფრთხე მის სიცოცხლეს.საღამოს უკვე ათი დაჭრილი და ორი გარდაცვლილი ყავდათ. გულდამძიმებული ჩამოჯდა მიწაზე და სახელოდან ფრთხილად გამოაცოცა სურათი.. -ცოტა ხანიც და სულ მალე ჩამოვალ .. ამასაც გავუძლებ- ჩაიჩურჩულა, თითებით მოეფერა და ცას ახედა . -ამ ჩამავალ მზეს ისიც შეხედავს , შეიძლება ახლაც ზუსტად ასე ზის და ჩემზე ფიქრობს .. ჩემი პატარა ქალი , როდის ჩავალ და მოვეხვევი .. წესიერად არ ეძინა ,ან რა დააძინებდა ტყვიების ზუზუნში . დღეს ისევ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და სხვადასხვა მიწისქვეშა თუ იმ ტერიტორიას მოცილებულ სამალავებში გადაყავდა ქალები და ბავშვები . ხვალ არავინ იცის რა იქნება , მექნება თუ არა ისევ ჩამავალი მზის ხილვის ბედნიერება ერთ ერთი დაჭრილის შემზარავმა ხმამ გამოაფხიზლა. მედდა როგორც ჩანს გასული იყო სხვა ბანაკში . ნელა წამოდგა და სახელდახელოდ გამართულ კარავში შეყო თავი .ჯერ მთლად არ იყო დაბნელებული . მეწამულ შუქზე კარგად გაარჩია ტკივილისგან დამანჭული სახე. -ფეხი მტკივა, ძალიან იქნებ რამე მიშველოთ ? - ნელა დაიძრა იაგო დაჭრილისკენ, ფრთხილად მოეპოტინა თითებით საფენი და გადაწია . -მე დიდით ვერაფრით დაგეხმარებით ...- ამოთქვა ჭრილობის დათვალიერების შემდეგ. - უბრალოდ შევეცდები გამაყუჩებელი გიშოვნოთ. -მალე მოდით , გთხოვთ -მიაწია სიტყვები კარებში გასვლისას. ჩქარი ნაბიჯებით წავიდა თავისი ბიჭებისკენ.. დიდხანს ეძება და ბოლოს როგორც იქნა აღმოაჩინა .. რაც შეეძლო მალე მიუტანა წამალი, ისევ ისე დამანჭვოდა სახე, თან სახე სულ მთლად დაცვაროდა. იქვე წყლიან ჭიქას წამოავლო ხელი , თავი წამოუწია და წამლის გადაყლაპვაში მიეხმარა . -აქ რას აკეთებთ ? - მოესმა უკნიდან ახალგაზრდა გოგონას ხმა - დაჭრილის ხმა გავიგონე , ძალიან ტკიოდა და გამაყუჩებელი მოვუტანე -კარგით , შეგიძლიათ წახვიდეთ , ცოტა დაისვენეთ -აქ განა შეიძლება დაისვენო ? - ცალ გვერდზე ჩაეღიმა იაგოს და კარვიდან გამოვიდა. მზის ამოსვლასაც ღია ცის ქვეშ შეხვდა. დილიდან გამოუხადეს წინა ხაზზე იქნებიო . ოცეულიდან მხოლოდ ხუთი დატოვეს.ნელ -ნელა უახლოვდნებოდნენ დათქმულ ადგილს თუმცა არც აფეთქების და არც ტყვიების ხმა ისმოდა. მოფარებულად გადმოიყვანეს თხუთმეტივე და სხვადასხვა სამალავებში დაანაწილეს. -იაგო - უცებ მოიხედა და მტვერში ძლივს გაარჩია ნაცნობი სახე -თედო..გამიხარდა რომ ისევ გნახე. -მეც, იმედია ისე არ გაგვწირას ეს ხცოვრება რომ კიდევ ვერ შევხვდეთ ... რომ ჩავალთ იქ , ოკეანის გადაღმა ყელში ამოგიყვან ბაყეყებს იმდენჯერ დაგენახვები - მასე იყოს . თან მარტო არ მომადგე იცოდე, შენი შეყვარებულიც მოიყვანე - აბა რას ვიზამ . როგორც კი ჩავალ ხელი მინდა ვთხოვო , აქედან ბევრ ფულს ავიღებ , იქაც ერთი ბინა გაქირავებული მაქვს . -ღმერთმა ხელი მოგიმართოს ძმაო... -მე შეიძლება აქედან ხვალ გადამიყვანონ. -მართლა ? სად? -საკვების ჩამორიგება და გადამალულთა მეთვალყურეობა დამევალება ალბათ . დღესაც გავძლო მთავარია ისე რომ არავინ შემომაკვდეს.. -ნუ გეშინია , ყველაფერი კარგად იქნება .. დღეს ისეთი პირი უჩანს არამგონია სერიოზული შეტაკება მოხდეს. ჩაწყნარებულია არა ? -ზოგჯერ ეს სიმშვიდეა სწორედ უბედურების მაუწყებელი . მე არ მომწონს ეს სიჩუმე . როცა სროლაა ის მაინც იცი საიდან გებრძვიან . ახლა ვეჭვობ უფრო მაშტაბურ გეგმას ამზადებენ. -ცუდზე ნუ ფიქრობ , კარგზე იფიქრე .. დაზვერვაზე უნდა წავიდე, მარჯვენა კუთხეში . -ერთი გზა გვქონია -მხარზე ჩამოადო იაგომ ღონიერი ხელი და დინჯი ნაბიჯებით გაუყვნენ მოსილულ გზას . -იცი? ეს თეკლამ მაჩუქა-გულზე ჩამოკიდებული მედალიონი ხელში შეათამაშა და სამიზნეს დასამაგრებელი მოწყობილობა მიაწოდა ხელში -მართლა? ლამაზია. მე კიდევ სამაჯური მომიქსოვა თავისი ხელით -მოსაცმელი მკლავზე წამოიწია და ორ ფერში მოქსოვილი ფართო სარტყელი აჩვენა -რაღაცას გეტყვი და არ გაგეცინოს -გისმენ -მოდი გავცვალოთ , შენ ჩემი მედალიონი აიღე, მე შენ სამაჯურს გავიკეთებ , თუ რამე მოგვივა ერთმანეთს შევპირდეთ რომ თეკლას და შენ ცოლს მივხედავთ -რა აგიხირებია რომ რომელიმეს რამე მოგვივა. განა პირველად ხარ . -არა პირველად არა , მაგრამ გთხოვ. აი როგორც უმცროსი ძმა . - კარგი , შეგისრულებ ამ თხოვნას, მაგრამ საქართველოში რომ ჩავალთ და ამათ გავცვლით მერე გაგახსენებ მაგ ბავშვური შიშების გამო .. - სიცილით მოიხსნა სამაჯური , მედალიონი გამოართვა და გულზე ჩამოიკიდა . -ერთი ნაწილი აკლია, ნახე ჩანთაში ხომ არ დარჩა თედო - მაშინვე დაიხარა და დიდი უჯრა კარგად მოჩხრიკა .. -არაფერი არაა იაგო, გავალ ბიჭებს გადაყვათ ალბათ ჩალაგებისას -კარგი მალე მოდი -ორ წუთში აქ ვარ სერ - სამხედრო სალამი აჩვენა და სწრაფი ნაბიჯებით მიეფარა თვალს. იაგო მუხლებზე დამდგარი უკვე საბოლოო პოზიციას ურჩევდა იარაღის სამიზნეს, თავისთვის ღიღინებდა, ნატოზე ფიქრობდა თან მოახლოებული კადრებით ირთობდა თავს უცებ მოპირდაპირე მხარეს მოციმციმე აპარატი და მოძრავი სხეული რომ შენიშნა ..უცებ აუჩქარდა გულისცემა , იქვე ქვებს ამოეფარა, არც ზედმეტი ხმის ამოღება ივარგებდა, არც უმოქმედობა . ეს ბიჭიც სად დაიკარგა ამდენ ხანს - ფიქრობდა გულში და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. მოსახვევში მომღიმარი სახით გამოჩნდა თუ არა დაბალ ხმაზე დაუძახა, თუმცა მისი ხმა არც არავის გაუგონია ,იგრძნო რაღაც მოხვდა მუცლის არეში.ერთიანად აიყარა მიწა ჰაერში , თვალები, პირი ნესტოები სილით გაევსო და აუტანელი ტკივილისგან გონება დაკარგა. * * * ნერვიულობისგან თითების თამაში დაიწყო უნებურად , მაგრამ მისი ყურადღება მაშინვე გიჟივით შემოვარდნილმა ახალგაზრდამ მიიპყრო.. -ცუდი ამბავია .. -ამოიხვნეშა სამხედრო ქუდი მოიძრო და ცოტა ხნით არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს სულის მოთქმა სჭირდებოდა. -რა მოხდა? - მაშინვე მიესივნენ ახალი ამბის მოლოდინში. ნატომაც ინსტიქტურად იქეთ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მკაფიოდ გაიგონა როგორ დაასახელეს მისი მეუღლის უფროსის სახელი და გვარი.. ის რომ მის დაქვემდებარებაში მყოფების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს და მსხვერპლი დიდია ..ადგილზე მიიყინა. ყურები დაეხშო.. ენა ვერ მოიბრუნა პირში ბლუკუნის მსგავსი ხმები ამოუშვა და ცრემლი თავისთავად ჩამოუგორდა .ამასობაში ის გოგონაც მობრუნდა. თუმცა სამყაროდან მოწყვეტილს გარშემო ხმები ნახევრად ესმოდა მაინც გაარჩია მოტანილი პასუხი. -უკაცრავად ქალბატონო , აქ წერია რომ ფეხმძიმედ ხართ , ფეხმძიმეები არ მიჰყავთ, ალბათ მაგიტომ არაა თქვენი სახელი და გვარი მითითებული..-ერთბაშად ამდენი სიახლე.. ვერ გააცნობიერა წესიერად ნახევარ წუთში ერთის დაკარგვის და მეორეს შეძენის ამბავი გაიგო,. მუხლები მოეკვეთა და იქვე ჩაიკეცა.თათია რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერად ანჯღრევდა იატაკზე ჩაკეცილს და გამოფხიზლებას თხოვდა თუმცა ნატოს მხოლოდ ერთი და იგივე იმ ახალგაზრდას ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა თავში.. ბავშვზე ფაქტობრივად არც უფიქრია იაგოს სიკვდილს გლოვობდა იმ წამიდან. გაშტერებული თვალებით შეხედა მეგობარს. -დამთავრდა- ერთი ამოილუღლუღა და გული წაუვიდა . *** საავადმყოფოდან თათიას გამო გამოწერეს მე მოვუვლიო დაარწმუნა ექიმი . თუმცა თოთქოს არაფერი ესმოდა, ვერაფერს ვერ ხედავსო გეგონებოდა ისე დადიოდა სახლში. ოთახიდან ოთახში ცოცხალმკვდარი დააბიჯებდა ისიც მხოლოდ საძინებლიდან აბაზანამდე და უკან. საღამოს ტანსაცმელს არ იძრობდა , როგორც დგებოდა ისე წვებოდა. სიტყვას არ უშვებდა მკაცრად ჩაკეტილი ბაგეებიდან. კრიჭას ძლივს ახსნევინებდა თათია რომ ირიოდ ყლუპი წყალი მაინც გადაეყლაპა ძალით. გულში იხვევდა მთელი თავისი გამწარებული ცხოვრების ვარამს. ღაწვები საცოდავად დაეღარა მლაშე სითხეს. მაგდა ლამის გიჟს დაესმგავსა საელჩომ რომ წამოსვლის უფლება არ მისცა.ნათესავები იმას ბჭობდნენ დედამისს როგორ ვუთხრათო,მაგრამ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა დედამთილი იქედან აწყნარებდა გიჟად ქცეულ რძალს. მუხლებზე დაჩოქილი დარბოდა ზალაში და უსხეულო მიცვალებულისადმი დაღვრილი ცრემლებით ალპობდა იატაკს. ერთადერთი შვილისგან დანატოვარის , მომავალი შვილიშვილის ნუგეშიღა შემორჩენოდა ასაკში შესულ გულს და გულამომჯდარი ეხვეწებოდა ყველას ნატოსთვის მიეხედათ,მაგრამ არაფრის გაგონება და არვის მიკარება უნდოდა ქალს. მთელი ღამე საწოლზე იჯდა და თვალგაშტერებული მისჩერებოდა ამოჩემებულ წერტილს. მარცხენა ხელში იაგოს ფოტო მოეკუჭა და თითებს წამითაც არ ადუნებდა. თათია ყველანაირად ცდილობდა მეგობარი როგორმე მოებრუნებინა ამ ქვეყნისკენ, მაგრამ ხესავით იჯდა ნატო. ბოლოს უკვე რომ შეატყო, საგრძნობლად მოიკლო წონაში ვეღარ მოითმინა და ოთახში უხეშად შევიდა. -ნატო მომისმინე , ვიცი რომ გიყვარდა შენი ქმარი სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ თავს შიმშილით თუ მოიკლავ ამით მას ვერ დაიბრუნებ და ამ ეგოისტობისთვის ისე დაისჯები არც იფიქრო, რომ უფალი შენთვის , შენი დაუდევრობის გამო მოწყალებას გაიღებს და იმქვეყნად ერთმანეთს შეგახვედრებთ . შენ თავსაც ინადგურებ და იმ პატარა არსებასაც კლავ ახლა მუცელში რომ გიზის და ბოლომდე ებღაუჭება შენში დარჩენილ სიცოცხლის ნაპერწკალს. შენს თავს შეხედე სარკეში, იაგოს ესიამოვნებოდა აეთი რომ დაენახე? მითხარი ერთი გაპატიებდა როდესმე თავს რომ არ გაუფრთხილდი და მის შვილს დაბადების საშუალება არ მიეცი ? ამ ქვეყნად მოვლენამდე რომ ვერ მოიყვანე და ჰაერის ჩასუნთქვის უფლება წაართვი. მითხარი ერთი, შენ მოგიკვდა მარტო ? დედამისი გულდათუთქულია საზღვარგარეთ და იქ კვდება დარდით. გინდა პატარა შვილიშვილიც მოუკლა? ქალი თქვენ შემოგჩერებიათ, დღეში ოცჯერ მაინც მირეკავს და გკითხულობს. შენ კიდევ თავი გადადევი. ყველას გვტკივა იაგო დამიჯერე. ყველას...ვიცი შენ ვერც ვერავინ შეგეჯიბრება ,მაგრამ ეს არ გამართლებს.-ნატო უსმენდა აფორიაქებულ თათიას და თვალები ნელ-ნელა ევსებოდა ცრემლებით. არ უნდოდა საკუთარი თავისთვის შვილის შეგრძნების უფლება მიეცა, ასე უფრო გაუიოლდებოდა.. იმის ფიქრი ეადვილებოდა, რომ მხოლოდ თავს იკლავდა, ახლა კი ორი სიცოცხლეა.თათია ნელა მიუჩოჩდა მეგობარს საწოლზე, იგრძნო თუ არა ქალმა ინიციატივა ერთიანად მოეძალა გრძნობები , მისკენ გადაიწია და ხელზე მაგრად მოხვია მკლავები. გული ამოუჯდა ტირილისგან, თითქოს ამდენი ხნის ნაგროვები ემოცია ერთიანად გადმოანთხია.მთელი სხეული უკანკალებდა, თათია გამუდმებით ზურგზე უსვამდა ხელს წრიულად და ცდილობდა დაემშვიდებინა. დრო ნელა გადიოდა, უფროსწორად ვისთვის როგორ. ნატოსთვის საშინლად იწელებოდა საათები საყვარელი მამაკაცის გარეშე. ექიმთან ძალით წაიყვანა თათიამ. ჭამაც დააწყებინა. სახლში რაც ხმას გამოსცემდა-რადიო , ტელევიზორი, კომპიუტერი- ყველაფრის ჩართვა აკრძალა . ერთი კვირა იყო გასული იმ დღიდან სასაფლაოზე წამიყვანეთო რომ მოითხოვა.ზედიზედ სამი დღე იქ გაატარა და არავის ეჭაშნიკა იქ ნატოს წაყვანის აზრი,მაგრამ სხვა რა გზა იყო.მისთვის ახლა უარის თქმა სიკვდილის ტოლფასი იყო. დრო არ ითვალისწინებდა არავის გასაჭირს. ზომიერად მიაპობდა კანონზომიერად დაფასოებულ განზომილებებს და შემოდგომის ბოლოს მიმდგარი ზამთრისთვის ემზადებოდა. თათიას უფრო წამოებურცა მუცელი. მისი ქმარი ხანდახან ოქროსავით ხასიათზე მოდიოდა, კარებშივე გადაეხვეოდა ცოლს ,მაგრამ როგორც ყოველთვის საღამოს ჩხუბი და აყალმაყალი ტრადიციულად გაგრძელდა. ერთხელ სახეშიც გაარტყა ღონიერი მარჯვენა, მაგრამ მაკიაჟით საგულდაგულოდ დაიფარა და არც არავისთვის გაუმხელია. ისიც კარგად იგრძნო რატომ დასთანხმდა მისი მეუღლე ნატოსთან მეგობრობას. გული აერია ამის წარმოდგენაზე. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ღორი იყო. ასე შორს იყოს შენგან ყოველივე წმინდა. მის გვერდით ყოფნასაც ვერ იტანდა , ღამე ერჩივნა მისაღებში დივანზე დაეძინა, ვიდრე საძინებელში, „მეუღლის“ გვერდით. ცდილობდა რაც შეიძლება შორს ჰყოლოდა მისგან. სიბოროტისა და სიბინძურისგან. მაღაზიაში მიდიოდა ნატოსთვის საჭმლის საყიდლად პატარა ბავშვების განყოფილებას რომ მოჰკრა თვალი ვიტრინიდან და უნებურად შეუხვია იქეთ. სქესის გაგება არ უნდოდა, მისთვის სულ ერთი იყო და ერჩივნა სიურპრიზად დარჩენილიყო,მაგამ რატომღაც ვარდისფერი ფუშფუშა კაბებისკენ გაუწია გულმა. -დე გოგო ხარ?-სიცილით ჩასძახა მუცელს და ნაზად მოეფერა.. მერე პატარა ფაჩუჩების მწკრივს გაჰყვა. ზოგ ტანსაცმელს ხელში ათვალიერებდა და მუცელზე იდებდა. თავიდან თუ ეჭვი ეპარებოდა, ახლა ნამდვილად იცოდა რომ ეს ბავშვი მისი სიცოცლის აზრს ატარებდა და კერ კიდევ დაუბადებელი სიგიჟემდე უყვარდა. გაღიმებულმა გააყოლა თვალი ფერად ბანტებს და ლამის გული წაუვიდა რატის რომ შეხედა. ეგონა ელანდებოდა, ეგონა კი არა დარწმუნებული იყო, სანამ არ მიუახლოვდა.დაბალ ხმაზე მიესალმა მამაკაცი, მაგრამ თათიამ ხმა ვერ ამოიღო.დამუნჯებული იდგა მის წინ და ნელ-ნელა ფერი ეკარგებოდა სახეზე. -ჩამოვედი. -ვიცი გხედავ,-ამოიბლუკუნა თათიამ და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. -ბიჭია თუ გოგო?-გაღიმებულმა იკითხა და მუცელზე მიანიშნა. -არ ვიცი, არ მინდა წინასწარ გავიგო. შენ ახლა საზღვარგარეთ არ უნდა იყო? ბიზნესში ყურებამდე ჩაფლული.-სიმწრისგან გაიღომა ქალმა. -მისმინე, ასე ჯობდა რა, მე მაშინ უნდა წავსულიყავი. -გთხოვ ნურაფერს ამიხსნი რა. არ ხარ შენ ჩემს წინაშე ანგარიშვალდებული ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე რომ ახსნა განმარტება მომცე. შენ შენი ცხოვრება გაქვს და შენი არჩევანი უკვე გააკეთე.-აცრემლიანებულმა თქვა და მზერა გაუსწორა. -მე თქვენ აგირჩიეთ. -ვერ ხვდები რომ ახლა უკვე ყველაფერი გვიანია? -სჯობს გვიან ვიდრე არასდროს არა? -არა რატი... ამას უკვე გვიანაც აღარ ჰქვია. -ეს რეზიმ ივაჟკაცა?-ანერვიულებულმა მოკიდა ხელი ნიკაპზე და ოდნავ მიატრიალებინა თავი. შეწინააღმდეგება უნდოდა თათიას, მაგრამ არ დააცადა. -საერთოდ ასეთი ვაჟკაცია ჩემი ქმარი-ირონიულად გაეღიმა და სახიდან ხელი მოაცილებინა,-ახლა გაიგე და ახლა გაგიკვირდა. -ამ პატარას თავს ვფიცავ ბედნიერი იქნები,-ნელა შეაპარა თითები მუცელზე და შეატყო როგორ ჩამოუგორდა ქალს ცრემლი. -ბედნიერება შორსაა ჩემგან რატი, თან ისე შორს რომ მოსვლაზე ფიქრიც არ უნდა.-გვერდი ჩაუარა და მაღაზიიდან გამოვიდა. მაშინვე ანიშნა იქვე მდგომი ტაქსის მძღოლს ხელით ,რომ წასვლა უნდოდა და უკანა სავარძელზე მოთავსდა.როგორც ყოველთვის ქმარი არ დახვდა სახლში. ფიქრებში გაერთო თათია,რამდენჯერ საყვარელი მამაკაცის სახე წარმოუდგებოდა წინ იმდენჯერ მთელი კანი ეხორკლებოდა. მაინც რა იყო მისი ცხოვრება , ერთი დიდი უშინაარსო დრამა . უბედურებას, უბედურება რომ მოსდევს და საბოლოო შედეგი დაუდგენელია.კარზე ზარი რომ გაიგონა ,ფრთხილად წამოდგა და გასაღებად წავიდა. რეზი, როგორც ხშირ შემთხვევაში ახლაც მოცილებული იყო რეალობას. თვალები ჩაწითლებოდა და ხმამაღლა იგინებოდა. -რა მოხდა , რამე პრობლემები გაქვს ?-მშვიდად იკითხა და ცრემლი მოიწმინდა. -მაინც არ წყვეტ მასთან შეხვედრებს არა ?-გაცოფებულმა კისერში წაავლო ხელი და კედელზე მიანარცხა. -რეზი გამიშვი, გამიშვი ხელი,-ძლივს ამოიღმუვლა თათიამ, თან ფეხებს აფართხალებდა და ცდილობდა ყელზე მარწუხივით შემოჭერილი ხელი მოეცილებინა, მაგრამ ამაოდ. -ქმარი გყავს და სხვებთან დაძვრები არა ? -ნუ იგონებ, გაგიჟდი ? ხომ უყურებ ფეხმძიმედ ვარ. -მოკეტე, -ხელი გაუშვა და იატაკზე დააგდო. მუცლის მთელს სიგანეზე გაუარა მსერავმა ტკივილმა,-უკვე მაგაშიც ეჭვი მეპარება რომ ეგ ბავშვი ჩემია... აღიარე რომ მისი ნაბი*******ია .-ღრიალებდა ბოლო ხმაზე. -რეზი არ ხარ ფხიზელი, არც კი იცი ახლა რას აკეთებ.-კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ მუცელში მაგარი დარტყმა რომ იგრძნო, ოთხად მოიკეცა იატაკზე. თმაში ორივე ხელი ჩაავლო კაცმა და ოთახის მეორე ბოლოსკენ გაათრია.. ყვირილის თავიც არ ჰქონდა ნახევრად გულწასულს... მხოლოდ შვილს ევედრებოდა არ მიეტოვებინა და ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა გამწარებულს. რეზი კი უფრო და უფრო გაცხოველებული ზღვარგადასული კაიფის აზარტში შესული შეუსვენელად ურტყამდა. სიმწრისგან მთელი სული უკიოდა ქალს. იგრძნო როგორ შეენგრა მუცელში ყველაფერი. კბილებით ნახევარ ტუჩს გააცალა კანი და მგელივით ამოიყმუვლა. მისი ქმარი როგორც ჩანს ამით საოცრად კმაყოფილი იყო. გული რომ წაუვიდა მხოლოდ მაშინ მიანება თავი სისხლში გასვრილს , ერთი ხელის მოსმით გადმოწმინდა თაროები და ყველაფერი დალეწა. ნამსხვრევები მთელს ტანზე ეყრებოდა თათას, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდა.კარის მიჯახუნების ხმამ ცოტატი შეაფხიზლა. ნაგლეჯებად ქცეული სხეული მთლად დაეშალა მის ირგვლივ სისხლის გუბეს რომ შეხედა. -დე არ წახვიდე რა ,-სისხლიან თითებს ფრთხილად ახებდა თეთრ ნახევრად გაწითლებულ კაბას,-დე გთხოვ არ დამტოვო. მარტო შენ მყავხარ დე... მაპატიე რომ ვერ მოგაშორე, მისგან შორს ვერ გამყოფე,-ცრემლები დაუდევრად ცვიოდა და სისხლს შეუმჩნევლად ერეოდა. ძლივს გახელილი თვალით ტელეფონი შენიშნა ტუმბოზე და მისკენ მიფორთხდა. იატაკის სრიალა ზედაპირზე გაცილებით ნაკლებად უჭირდა გადაადგილება, ძლივს მისწვდა აპარატს და აკანკალებული თითები დაიმორჩილა , ნატოს ნომერი რომ აეკრიბა . როგორც ყოველთვის სიბნელეში იჯდა, სქელი ფარდები ჩამოეფარებინა ოთახში და ცდილობდა მზის შუქი არ შემოეშვა. ტელეფონი რომ აზუზუნდა გაკვირვებულმა დახედა განათებულ ეკრანს. დიდი ხანია არავის ზარს პასუხობს,მაგრამ თათია წაიკითხა თუ არა დაუფიქრებლად დააწვა მწვანე ღილაკს და ერთიანად მოიცვა რამე ცუდის გაგების წინათგრძნობამ . -თათია კარგად ხარ ?-იკითხა უცებ, მაგრამ მოპირდაპირე მხრიდან არაფერი ისმოდა, -თათია, მიპასუხე,-უფრო შეშინებული ჩანდა ქალის ხმა . -ნ-ა-ტ-ო,-დანაწევრებულად გაიგონა დაბალ ხმაზე თავისი სახელი და მერე რაღაცის დალეწვის ხმა მოჰყვა. გაუთავებელი წრიპინი ისმოდა თათიას ხმის მაგივრად.გიჟივით გავარდა მისაღებში, საკიდიდან მანტო ჩამოხსნა და დაუფიქრებლად დაეშვა კიბეზე. თავიდან გაუჭირდა დიდი ხნით სიბნელეში მყოფს თვალების ფართედ გახელა. გვიან გამონათებული მზე პირდაპირ სახეში ანათებდა . ბინასთან გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა. გული ლამის საგულედან ამოუვარდა სანამ ავიდა. კარი ფართედ იყო მოღებული, საკეტი ლამის მოტეხილი. გულაჩქარებული შევარდა სახლში და ადგილზე მიიყინა სისცლში მოცურავე რომ დაინახა.კედელს აეყუდა და პირზე ხელი აიფარა ხმის დასახშობად.მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გაუბედავად თან სასწრაფო გამოიძახა.ნელა დაეშვა მუხლებზე სულწასული სხეულის წინ და ხმამაღლა ატირდა . გაუბედავად გაიშვირა ხელი მისკენ, სახეზე უნდოდა შეხებოდა სასწრაფოს ხმა რომ გაიგო. ერთი მეორის მიყოლებით შემოვიდნენ სახლში ექთნები და ნატო გვერდით გაწიეს. სამედიცინო ტერმინებს ხმამაღლა გაიძახოდნენ და ერთმანეთს მითითებებს აძლევდნენ. ორმა ახალგაზრდამ დიდი ძალისხმევის გარეშე ასწია სიფრიფანა სხეულით დატვირთული საკაცე და მანქანაში ფრთხილად შეაგორა. გულისგამაწვრილებლად კიოდა რეანომობილის თავზე დამაგრებული აპარატი, თან იქვე მიმაგრებული ნათურა გაუჩერებლად ტრიალებდა და ციმციმებდა. მძღოლი ყოველგვარი წესების დარღვევითა და მოკლე გზებით ცდილობდა რაც შეიძლებოდა სწრაფად მისულიყო საავადმყოფომდე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლე სიკვდილისათვის ხელიდან გამოეგლიჯა. მისუსუტებულ სხეულს უყურებდა ნატო და თავს ვერ იკავებდა. თითებს მაგრად უჭერდა მაჯაზე და ექიმებს მის გადარჩენას თხოვდა. * * * ისე აბრახუნებდა ლამის ჩამოიღო კარები . ბოლოს თმააბურძგნულმა რატიმ გააღო და გაკვირვებული თვალები მიაშტერა. -რა იყო ? -შენ კიდე დალიე? -ხო, დავლიე. იმიტომ რომ არ შეიძლება სხვანაირად . მსოფლიოში ყველაზე ლაჩარი მამაკაცი ვარ, ჩემი საყვარელი ქალი სხვას დავუთმე. რამდენიმე თვეში სხვის შვილს გააჩენს და მინდა ისე დავთვრე აღარაფერი მახსოვდეს. -და გგონია მაგ სასმელით რამეს შეცვლი ?მხოლოდ თავს იტყუებ , თორემ ისევ გტკივა და ისევ გჭამს შენი უმოქმედობა .. -შენ ფილოსოფოსი როდის მერე გახდი ჩემო გიგა ? -დაბუჟებული სახე ოდნავ ამოატრიალა და თვალებმოჭუტულმა ახედა აქოშინებულს. -ფილოსოფოსობა რა შუაშია , ადექი და ახლა მაინც მოიკრიბე იმის ძალა რომ შენი ბედნიერება დაიცვა . ვინ იცის ცხოვრება რას გიმზადებს ? - ლაპარაკისას თან ნატო ახსენდებოდა და გული ეკუმშებოდა. -ამის გამო მოხვედი ? იმის მაგივრად რომ მანუგეშო მტუქსავ აქ.. ესღა მაკლდა რა , რჩევას მაძლევს ნარკომანი, რომელსაც შეუძლია ერთი აბის გამო ყველაფერს გადაუსვას ხაზი - ლამის ბოლო ხმაზე იღრიალა და ხშირი სუნთქვით მიაშტერდა გიგას. მაგრამ უცებ მოეგო გონს და ოდნავ მიუახლოვდა. -მართალი ხარ რატი , არანაირი უფლება არ მაქვს შენთან მოვიდე და ჭკუა დაგარიგო , როცა ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედავს. ხო ნარკომანი ვარ და ჩემი თავი მეზიზღება., მაგრამ აქ მიტომ მოვედი არ მინდა შენც ჩემს დღეში ჩავარდე. ბოდიში თუ შეგაწუხე - ჩუმად ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა უცებ ძლიერი თითები რომ იგრძნო მაჯაში. -არა ტო , სად უნდა წახვიდე. არ მინდოდა, ბოდიში . უკვე აღარ ვიცი ვისზე ვიყარო ჯავრი და ყველას ვამწარებ. -ეს გამწარება არ იყო რატი , ეს იყო სიმართლე . რაც არ უნდა მწარე იყოს, სიმართლე . ვერც მე აღმოვჩნდი ძლიერი ,იცი მე რომელ კაცთა ჯგუფს მივეკუთვნები ? უფროსწორედ არაკაცთა. აი წამალზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულები რომ არიან, ჭკუა რომ ეკეტებათ . ქალებს რომ სცემენ , ასახიჩრებენ . ფეხმძიმე ცოლებს რომ წიხლებით შედგებიან როცა კაიფში არიან აი მაგათ რიგებში ვარ .. ადამიანი არ ეთქმის , ცხოველად შეიძლება გადავიქცე და მე ამას ვერ გავაკონტროლებ . წუთი რომ გადავაცილო უკვე კანკალი მეწყება და შეიძლება ადამიანი მოვკლა. შენ ხვდები რისი გაკეთება შემიძლია ერთი ციდა თეთრი ფხვნილის გამო ? თავში რომ ავარდება და გადამეკეტება შემეძლება ჩემი შვილი მოვკლა ... გესმის ? ცხოველი ვარ , შენ მართალი ხარ . ნარკომანი ვარ და ჩემზე მეტად შეიძლება ამ წუთას ეს არც არავის აღელვებს . იმის გაფიქრებაც რომ ერთხელ წამალს ვერ ვიშოვნი და საყვარელი ადამიანის გვერდით აღმოვჩნდები შემეძლება მას და მის შვილს რამე დავუშავო ... ამის წარმოდგენაც კი ... - განერვიულებული ბურტყუნებდა და ფართოდ გაშლილ ხელებს აკვირდებოდა.-იცი რომ შეიძლება ეს ხელები სისხლში გავისვარო ? -რაებს ბოდავ , ხომ ხარ კარგად ? -გაბრაზებულმა შეუბღვირა. -სიმართლეს ვამბობ რატი ... სიმართლეს. შენ რომ იცოდე რა მოხდა . რა გააკეთა იმ არაკაცმა . რომ იცოდე ახლა როგორ ტკივა შენი ხელით მიახრჩობდი -რა გჭირს ტო ?რა მოხდა გამაგებინე? - მაგრად შეანჯღრია მეგობარი , ეგებ ოდნავ გამოფხიზლდესო, მაგრამ გიგა უკვე ემოციებს აეტანა და კანკალი დააწყებინა. -იმ არაკაცმა ცემა , შენზე იეჭვიანა და ცემა.. ცხოველივით მოექცა , კაიფში იყო და წიხლებით შედგა, თან ისე რომ ბავშვიც ვერ შეინარჩუნეს.. ახლა ხვდები რა მჭირს ? მეც მისი მსგავსი ცხოველი ვარ ... -თათია .-უცებ დაალაგა არეული ნათქვამი და სახეზე ხელ აფარებული დაეშვა დივანზე. -ხო , თათია .. ახლა საავადმყოფოშია. -შენ რა იცი ? გამაგებინე, შენ რა იცი ? -ორივე ხელით ჩააფრინდა და თვალებში ჩახედა -ნატო ვნახე. იცი რა მითხრა ? ჩემნაირებს ვერ იტანს ,საშუალება რომ მქონდეს ყველას ჩემი ხელით დავახრჩობდიო. ვერ ვიტამ მხდალ კაცებსო .. და იცი რა ? მართალია . არც ერთი ჩვენგანი იმსახურებს ამხელა სიყვარულს . არაკაცები ვართ ძმაო .. -უნდა ვნახო ... აუცილებლად უნდა ვნახო - რა უნდა ნახო , ცოტა ხანი მაინც აცადე, ახლა რომ დაგინახოს შეზიზღდები ... შეგიძულებს . შვილის დაკარგვით გამოწვეული გაბოროტებული ხასიათი შეიძლება შენზე ამოანთხიოს . -აბა რა ჯანდაბა ვქნა ? ახლაც მარტო დავტოვო ?- კითხვა დასვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ... გიგა გაშტერებული აკვირდებოდა აკანკალებულ სხეულს . ცდილობდა თავი მოეთოკა , მაგრამ არაფერი გამოდიოდა... - წამალი მინდა .. რა გავაკეთო ? - აწყლიანებული თვალებით შეხედა და იმდენად მოიჭირა მკლავზე თითები გარშემო კანი გაწითლდა..-ჩამკეტე ,რამე ოთახში ჩამკეტე ... არაფრის დიდებით არ გამიღო ... ნატომ რომ გაიგოს და შემიძულოს ვერ გადავიტან ... ძალიან მიყვარს , არ ვიცი როგორ ან როდის მოვასწარი ... ვიცი სხვა უყვარს, პატარასაც ელოდება, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ . მეგობრობაზეც თანახმა , ვარ .. უბრალოდ ერთი ჰაერითაც რომ ვსუნთქავდეთ მე ისიც მეყოფა . რომ გაიგოს ახლოს არ გამიკარებს .. არ უნდა გაიგოს... არ უნდა გაიგოს .. უნდა გამოვსწორდე- ბუტბუტებდა, უკვე ფეხზე წამომდგარი და ოთახში ბოლთას ცემდა..- ჩამკეტე რაღას უცდი ?- ბოლო ხმაზე დაუღრიალა რატის და მზერა გაუსწორა. ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე, პატარა ოთახში შეუშვა , გასაღები რამდენიმეჯერ გადაატრიალა და იქვე მაგიდაზე მოისროლა. -დარწმუნებული ხარ ? -არ გამომიშვა .. რომც ვკვდებოდე კარები არ გააღო , კარგი ? დამპირდი.. უნდა დამეხმარო -გპირდები .. - კარს მოსცილდა, დივანზე დაეშვა და მუხლებზე შემოწყობილ ხელებში ჩარგო თავი. * * * კარი რომ გამოიკეტა ერთი ღრმად ამოიხვნეშა და საფეხურებს დინჯად ჩაუყვა. სახლში ვერ გაჩერდებოდა, არ შეეძლო გიგას ყვირილისთვის მოესმინა, ვერც თათიას უნახავად გაძლებდა. სწორად იქცევა კი ? - ბოლოჯერ დაუსვა თავის თავს კითხვა და მანქანას მიუახლოვდა . ,წსორად იქცევა აბა რა . ერთხელ ხომ მაინც უნდა მოიქცეს მართებულად. ერთხელ მაინც უნდა იბრძოლოს საყვარელი ქალისთვის . გასაღები გადაატრიალა და წამებში დატოვა ეზო . მისაღებში მჯდომ სახედაღლილ ქალს ჰკითხა პაციენტის შესახებ . მანაც მიასწავლა და მითითებული ოთახისკენ დაიძრა . პალატის ოდნავ შეღებულ კარში ქურდივით შეიხედა. არავინ იყო , ოთახის შუაში, საწოლზე იწვა დაჟეჟილი სხეული ,სახე ფანჯრისკენ გადაებრუნებინა და სუსტად სუნთქავდა. წამლების სუნით გაჯერებულ სივრცეში მაინც იგრძნო და გამოარჩია მონატრებული . ფრთხილად მიკეტა კარები, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს. გული მოეწურა სილურჯეების დანახვისას. თვალებდახუჭულმა გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და სახეს გაუსწორდა. ძლივს გაბედა თვალების გახელა. ცრემლისგან დაბინდულმა მაინც გაარჩია ცემისგან დასიებული ნაკვთები. უნდოდა შეხებოდა, მაგრამ ჰაერში აღმართული ხელი გაუშეშდა. -არ ხარ ამის ღირსი ... არ ხარ თათიას შესაფერისი. ასეთ ძლიერ ქალებს შენნაირი ლაჩრები არ უნდა უყვარდებოდეთ. ლანძღავდა თავის თავს და თან ფიქრებით ეფერებოდა დაწყლულებულ მკკლავებს .გაუბედავად მოსწია სკამი, ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო .წამით წარმოიდგინა როგორი იქნებოდა ცხოვრება მაშინ რომ არ შეშინებოდა, სიყვარული რომ დაეცვა და მოეცილებინა სულშემხუთავ გარემოს. ახლა როგორი ბედნიერები იქნებოდნენ. კიდევ უფრო მიუახლოვდა ,სახეზე უსწორმასწოროდ ჩამოყრილი კულულები ყურს უკან ფრთხილად გადაუწია და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე. ოდნავ შეღებულ კარში შორიდანვე შეამჩნია ვიღაც. შეეშინდა, ვაითუ რეზიმ მოახერხა გამოსვლა და რამე დაუშავოსო. ნაბიჯს მოუჩქარა და ისე იყო კარების ხმაურიანად შეღებას აპირებდა, რომ იცნო. ახლა არ ნანობდა რატის გალანძღვას , აწეულ ხმის ტემბრს , შეუძლოდ გახდომას.. გულში გაეღიმა ,უფროსწორად სახე ყალბად , ინსტიქტურად იღიმოდა შეყვარებული წყვილის დანახვისას. გული კი ნელ- ნელა ნაკუწდებოდა და ყოველი ნაწილის მოწყვეტა იმდენად მტკივნეული იყო ეგონა მომდევნოს ვეღარ გაუძლებდა. სამწუხაროდ რაც იაგოს სიკვდილის შესახებ გაიგო მის შემდეგ ყოველ დღე ამ განცდით ცხოვრობს . არცერთი წამით არ მოსცილებია . აღმართული ხელი ძირს დაუშვა და იქვე მისაღებში სკამზე ჩამოჯდა. ფიქრებში შეუმჩნევლად გაეპარა დრო.მუცელზე თითებით ათასგვარ ფიგურას ხაზავდა და ამით ირთობდა თავს . ბოლოს ცოტა გავივლიო იფიქრა , მაგრამ ფეხზე წამოდგა თუ არა რატის შეეფეთა. იმ წუთის პალატიდან გამოსულმა ჯერ ვერც მოასწრო გააზრება რომ ნატოს წინ იდგა , არ ელოდა და უცებ დაიბნა. -გამარჯობა ნატო -კარებს ხელი მოაცილა ,შავებში გამოწყობილს თვალი შეავლო და ოდნავ გვერდით დადგა. -გაგიმარჯოს რატი. -როგორ ხარ ?- ყველაზე ბანალურ კითხვებს უსვამდა რაც თავში მოუვიდა. -როგორ უნდა ვიყო , ვსუნთქავ.-ტკივილიანად გაიღიმა და თვალი გაუსწორა. -მე.... -ვიცი თათიას მოაკითხე და ძალიან კარგადაც მოიქეცი . ნამდვილად არის ბედნიერების ღირსი. ამდენი ტანჯვის შემდეგ იმსახურებს საყვარელ მამაკაცთან ერთად ყოფნას. მაგრამ მე ახლა მის მდგომარეობაზე ვღელავ ძალიან , ბავშვის დაკარგვის ამბავი რომ გაიგო ბოლო ხმაზე გაკიოდა და დამამშვიდებლები გაუკეთეს.. -იცი როგორ ვნანობ რომ ამისთვის გავიმეტე ? თავი მეზარება . სარკეში რომ ვუყურებ ის კაცი......- სიმწრისგან მუშტები შეკრა.-უბრალოდ მე თათიასგან ამხელა სიყვარულს არ ვიმსახურებ .- თქვა ბოლოს და სევდიანი თვალები შეანათა. -ნახე რა დღეშია ? ნახე როგორ ცემა იმ ახ***რმა არაკაცმა ? მაგრამ იცი რა მამწარებს ? მე რომ იამზე უარესი გამოვდექი . მე მივიყვანე ამ ზომამდე. ხანდახან მინდა აღარ ვარსებობდე, არ მინდა თათიას რომ შევხედავ სულ ჩემი მშიშარა თავი დავინახო და შემზარდეს. მაგრამ ამ პრობლემებისგან გაქცევა ყველაზე მეტი სიმხდალე იქნება . ღირსი ვარ სიცოცხლის ბოლომდე ვზიდო ტვირთად. -მისმინე რატი , ახლა ამბობდი მის უბედურებაში მე ვარ დამნაშავეო და იგივეს აგრძელებ . მისი ბედნიერება შენ ხარ გესმის ? შენი მინუსებით და პლიუსებით . მიუხედავად სხვისი ცოლობა აიძულეს არასოდეს აუქცევია გვერდი იმ გრძნობისთვის ჯერ კიდევ ცხოვრებაში გამოუცდელებს რომ დაგრიათ ხელი . ვიცი და ვხვდები რა ძნელია ახლა შენთვის აქ გატარებული თუთოეული წამი ,მისი ჩალურჯებების შეხედვა, გგონია ვერ ვხვდები რა გრძნობაა როცა საყვარელ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში ხედავ? შენ წარმოიდგინე იმაზე კარგად მესმის ვიდრე გგონია. მე საერთოდ ვეღარ ვხედავ გესმის? შენ იმის შანსი გაქვს რომ სიყვარული დაიბრუნო და ვერ ვხვდები , მართლა ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასე უმოქმედოდ იჯდე . სამწუხაროდ იაგო აღარ მყავს ,ასე მეგონა ნახევარი სხეული ჩამომაჭრეს მოკვდაო რომ გავიგე და დღემდე ასე ვარ . დღემდე ვერ მომინელებია უმისობა . მართალია მალე დედა გავხდები , მაგრამ ეს სულ სხვადასხვა რამაა.ვიცი ბოლომდე კიდევ ევრ ვაანალიზებ რამხელა სიხარულია , მაგრამ დღეს- დღეობით მხოლოდ ეს პატარა მაძლევს სიცოცხლის აზრს .შენ კიდევ , მე რას მიხსნი და მელაპარაკები. მას სჭირდები. თუ გინდა, რომ მეც შენ გადაგანაშაულო? არაფერში არ გჭირდება. იმისაც მესმის და ვხვდები რომ ადრეულ ასაკში უმამოდ დარჩენილმა ვერ გაბედე სხვისი სიცოცხლის შენ თავზე აღება , ოჯახის რჩენა, თათიას იმ მდგომარეობიდან გამოყვანა და ამან დაგაკომპლექსა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ აღარ უნდა იბრძოლო. ნუ გაქვს ჩაბეჭდილი, რომ ამ სხეულში ჩემს წინ რომ დგას მხოლოდ მშიშარა რატი იმალება რომელმაც თავისი თავის რეალიზება ვერ მოახდინა და არც ცდილობს . ახლა მხოლოდ შენ სჭირდები . „ამქვეყნად მობრუნება’’, სიცოცხლის ხალისის დაბრუნება შეგიძლია . ყველაფერი დაკარგა და შენ მაინც მოიკრიბე ძალა, გაბედე ,სცადე მისი გაბედნიერება- ანთებული თვალებით უყურებდა ნატო და ხვდებოდა რომ ნელ-ნელა იმ სხივს იჭერდა მის თვალში ამდენ ხანს რომ ელოდა .უცებ გაშალა ორივე ხელი იაგომ და მაგრად ჩაიკრა გულში .დაახლოებით ხვდებოდა ახლა რა ხდებოდა მის გონებასა და გულში . არც მისთვის იყო მარტივი იმ რწმენის აღდგენა , საკუთარ ძალებში დარწმუნება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში კლავდნენ მასში . -ძალიან მიყვარს ..გესმის ნატო ? სიცოცხლეზე მეტად მიყვარს . რა დავუშავეთ ასეთი ცხოვრებას? იცი რა დამემართა გიგა რომ მოვიდა და მითხრა თათიამ ბავში დაკარგაო ? არ მჯეროდა, დედას გეფიცები არ მჯეროდა, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე. სიკვდილი მერჩივნა .პალატაში რომ შემოვედი თავიდან ვიფიქრე სხვაათქო . ვერ ვიცანი ისეა, რა უყვეს ჩემს სიფრიფანას. ნახევარი ადამიანია დარჩენილი. -დამშვიდდი გთხოვ. -და შენ კიდევ ამის შემდეგ მეუბნები რომ შეიძლება მე თათიას ბედნიერება მოვუტანო ? -დარწმუნებული ვარ . წადი სახლში , ამაღამ არამგონია გაიღვიძოს, ექიმი ვნახე და რაც დიდხანს დაისვენებს ჯობიაო. ხვალ მოდი დილით კარგი ? -შენ ღამე აქ რჩები ? -რამე რომ დასჭირდეს? -მერე ბავშვი ? -არაუშავს , დედიკოს ძლიერი ბიჭი იქნება ეგ. გავუძლებთ.-გაღიმებულმა ჩაილაპარაკა და მუცელზე ხელი მოისვა. -მოდი რა ვქნათ იცი ? მე სახლში გაგიყვან და აქ დავრჩები . ხვალ დილით მოდი. შენ ახლა ყველაზე მეტად გჭირდება დასვენება. -შენ თუ დარჩები , მაშინ თანახმა ვარ - ტკივილიანად გაუღიმა და დერეფანს გაუყვა . * * * დღეს პირველად წავიდა იაგოს საფლავზე იმ შეგნებით,რომ თან მისი შვილიც მიყავდა.თათიაც ტკივილგამაყუჩებლების ქვეშ იქნება და საღამომდე მაინც ვერ დაელაპარაკება . ჭრიალით შეაღო ჭიშკარი და პირველი ნაბიჯებისთანავე იგრძნო ტერიტორიაზე გამეფებული აურა .კოჭებიდან თმის ძირებამდე დაუარა ცივმა ჟრუანტელმა.კარები მიკეტა, მხარზე გადაკიდებული ჩანთის ტარები შეისწორა და კენჭებით მოკირწლულ ბილიკს გაუყვა. იგრძნო რაც უახლოვდებოდა უფროდაუფრო უჭირდა ნაბიჯების გადადგმა .ტკივილიანი მზერა გააპარა შავი ქვისკენ, რომელზეც პატარა ასოებით ეწერა: ,,უცნობი ჯარისკაცი“. ღრმად ჩაისუნთქა, ფეხისთრევით გაიარა დარჩენილი მანძილი და პატარა ჯვრის წინ გაჩერდა. რამოდენიმე წუთი ისე იდგა, ხმაამოუღებლად.მერე მუხლებში მოიხარა და პატარა თაიგულით შეავსო ლარნაკი.ხელი გადაუსვა პრიალა ქვაზე ამობურცულ სიტყვებს და ფეხზე წამოდგა. -იაგო მოვედი .. რომ იცოდე როგორ მიჭირს გელაპარაკებოდე და ვერ გხედავდე. დღესაც ვერ ვიჯერებ რომ ამ ტკივილისთვის გამიმეტე. გახსოვს რომ მეუბნებოდი ამაყო ქალბატონო, ვერაფერსაც ვერ გაიტანო, მართლა ასე მოხდა . ვერაფერს გავხდი ამ ცხოვრების წინაშე. ვერ შევძელი შენთან ბედნიერება.იცი ვინ მოგიყვანე? -ხელები უნებურად შემოიხვია მუცელზე . თითქოს დიდი მხარდაჭერას გრძნობდა მუცელში მოთავსებული პატარა არსებისგან. იგრძნო როგორ დაუსველდა ხელის ზურგები, თუმცა მაინც არ გაჩერებულა -აი აქ მყავს , ჩემი და შენი პატარა . იმდენად მოვწყდი სამყაროს, იმდენად ჩამოიშალა ცხოვრება ლამის სასიკვდილოდ გავიმეტე , მაგრამ ახლა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს . იცი რატომ ? შენი ნაწილია ... ჩვენი შექმნილი ახალი სიცოცხლე. რომ დაიბადება აქ მოვიყვან. გპირდები პირველ ნაბიჯებსაც აქ გავატარებ... მის დაძახებულ მამასაც გაგაგონებ ბევრჯერ. -ერთიანად აეშალა მოგონებები . უცებ მიხვდა არც ისეთი ძლიერია როგორაც თავს აჩვენებს . ქვის იდეზე ჩამოჯდა და დაბინდული თვალელბი ისევ მიანათა ქვას . -რა მოხდებოდა რომ შენც ჩვენთან ყოფილიყავი. არ შეიძლებოდა ცხოვრებას ცოტა კიდევ დაეგვიანებინა მწარე განაჩენი ? რა მოხდებოდა, შენ შვილს ერთხელ მაინც ენახე. ნეტა ის მაინც გაგეგო რომ პატარა გვეყოლება . რატომ დამტოვე იაგო ? იცი დღეს მე როგორ მენატრები ? იცი რომ შენ მაისურს არ ვრეცხავ? იცი, ყოველ ღამე შენ სურათთან ერთად ვიძინებ? ისევ ისეა ყველაფერი , არცერთი ნივთისთვის შემიცვლია ადგილი . შენებთან რომ მივედი და ვუთხარი ფეხმძიმედ ვართქო როგორ გაუხარდათ ? რა იქნებოდა შენც გაგეხარებინა ? შენც გაგეზიარებინა, მაგრამ არ დაგცალდა .. არავინ იცის როგორ გვენატრები, ახლა ყველაზე მეტად რომ მჭირდები ნუთუ ვერ გრძნობ ? ორი კვირაა აღარც სიზმრებში მოდიხარ. ასე როგორ მიმატოვე . ვის იმედზე დამტოვე საყვარელო ... მეტი აღარ შემიძლია. ვერ ვუძლებ უშენობას. ყველაზე მტკივნეულია მოვიდე აქ და ქვას ვესაუბრო საათობით . შენი საფლავიც კი არ მაქვს . შენი სხეულიც კი ვერ ვნახე ბოლოჯერ. ვერ მოვეფერე იმ თვალებს ასე ძალიან რომ მენატრებოდენენ. მიყვარხარ ჩემო შეწირულო ჯარისკაცო.. ჩემო სიცოცხლეწართმეულო სიყვარულო .-დაბალ ხმაზე მოთქვამდა და თან ქვას ეფერებოდა . ცოტა რომ დამშვიდდა სლუკუნით წამოდგა. უკანასკნელად მოავლო ცრემლიანი თვალები ,თითები რაც შეეძლო მაგრად მიაჭირა ხელისგულს და ნაძალადევად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი . * * * -შვილო ისევ არაფერი ჭამე ? ასე არ შეიძლება . -ძლივს მოსიარულე ქალმა , ვაი-ვაგლახით შემოუარა და დოლბანდით თავშეხვეულ , წვერმორეულ მამაკაცს წინიდან დაუდგა. პასუხი, არ იყო. არც გაჰკვირვებია. ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე დანაოჭებული, გაუხეშებული ხელისგული და ოთახიდან გავიდა * * * დილით რატისთვის არ დაუცდია, ადრე ადგა, საწოლი გადაალაგა,იქვე დადებულ მედლებს ცრემლიანი თვალები მოავლო და სამზარეულოსკენ წავიდა. დილიდან იგრძნო შიმშილი. მაცივრიდან საჭმელი გამოიღო,თან ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა. არ უნდოდა, მართლა არ უნდოდა,მაგრამ მაინც გაექცა თვალი კუთხეში დამნაშავესავით აკრული სურათისკენ და ისევ მოერია ძლივსშეკავებული ცრემლები. -მაინც სიგიჟემდე მენატრები და რა გავაკეთო? დრო ვერ კურნავს,ტყუილია. რამ შეიძლება უშენობა და ეს გაუსაძლისი გრძნობა დამავიწყოს შიგნიდან რომ მჭამს? -ნელ-ნელა, ინსტიქტურად მიუახლოვდა ფოტოს და პრიალა ზედაპირს ფრთხილად დაუსვა ცრემლიანი თითები. -რას არ დავთმობდი ოღონდაც ახლა აქ მყავდე,გვერდით და ჩემთან ერთად გიხაროდეს ჩვენი პატარას.არსებობა, -თვითონაც ვერ გაიაზრა ისე აღმოჩნდა იატაკზე ოთხად მოკეცილი. საყვარელი მამაკაცის ფოტო მაგრად მიეკრა გულზე და გადაჯვარედინებულ მკლავებშ მოიქცია. ჩაიდნის გულისგამაწვრილებელმა ხმამ გამოაფხიზლა. ძალა მოიკრიბა,ხელით კამოდს დაეყრდნო, დამძმებული ტანი აიზიდა და უღონო ნაბიჯებით გალასლასდა.წინასწარ გამზადებულ ფერიან ჭიქაში მდუღარე ჩაამატა და სკამზე ჩამოჯდა.უგემურად გადაყლაპა ლუკმები. თეფში მორეცხა, მოსაცმელი აიღო და კიბეებს დაუყვა . რაც შეეძლო სწრაფად მივიდა ,საფეხურები უკან ჩამოიტოვა და მხიარული სახით გააღ კარები . ეგონა რატიც იქ დახვდებოდა, მაგრამ მხოლოდ თათია შერჩა ხელში -დილამშვიდობისა -შეეცადა მხიარული ხმით ეთქვა -მოხვედი ნატო ? -ხო მოვედი ჩემო კარგო .. აბა როგორ ხარ დილიდან ? -ისევ შემართებით გააგრძელა . იფიქრა ალბათ არ გაუგია რატი რომ იყო მოსულიო. ჩანთა იქვე მიაგდო, მოსაცმელი ჩამოკიდა და გვერდულად გახედა. -როგორ უნდა ვიყო ნატო ? ახლა ჩემ ყოფნას ყოფნა არ ქვია . ჯობდა მეც ჩემს პატარასთან ერთად წავეყვანე უფალს. -ასე ნუ ლაპარაკობ , ხმა დაუსერიოზულდა, წარბები შეყარა და ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს,შენ ახალგაზრდა ხარ , მთელი ცხოვრება წინ გაქვს . შენ საყვარელ ადამიანებს ჭირდები . შენ არ იყავი , იაგოს სიკვდილის შემდეგ რომ მეუბნებოდი კარგად უნდა იყოო ? ცხოვრება გააგრძელოო ? ახლა სად წავიდა ის თათია ჰა ? ის მებრძოლი ქალი. -ის მებრძოლი ქალი მოკვდა, პატარასთან ერთად -რას დაგიჟინია , „მოკვდა, მოკვდა“ არ მომკვდარხარ. შეიძლება ძალიანაც არ გინდა ,მაგრამ ცოცხალი ხარ .-უკვე ხმას ვეღარ აკონტროლებდა, ორი თითით წაეტანა მკლავზე და მაგრად უჩქმიტა. თათიას სიმწრის ხმა აღმოხდა -აი ხედავ? გტკივა, გრძნობ შენს სხეულს. მკვდრები ამას ვერ გრძნობენ. გინდა თუ არ გინდა უნდა გაუსწორო სიმართლეს თვალი . მჭირდები გესმის ? ასე ცოცხალ მკვდარს ვერ გიყურებ . -სიკვდილი მინდა - ცრემლიანი ხმით ამოთქვა და ეცადა თავის გვერდზე გადაბრუნებით ემოციები დაემალა -მისმინე - ორივე ხელი სახეზე შემოაჭდო, თითები გადაანაწილა , მიკენ მიატრიალა და თვალებში ჩახედა . -არასოდეს გაპატიებ რომ წახვიდე, არასოდეს გაპატიებ იცოდე მარტო რომ დამტოვო . ისევ რომ სატანკველისთვის გამწირო . იაგო საბრძოლველად წავიდა, მტერს შეაკლა თავი და იცი, მისი გაგებაც კი მიჭირს რაღაც მომენტში . შენ კი ვერასოდეს გაპატიებ . ვერასოდეს გაგიგებ თავს რომ რამე დაუშავო და ჩემზე წუთით არ იფიქრო .ვერც კი ხვდები ახლა როგორ მჭირდები . როცა იაგოს ნათესავებიც გადავიდნენ , მე და პატარა სულ მარტოები დავრჩით. არც გაბედო ჩემი მიტოვება -თავადაც აუწყლიანდა თვალები, ლოყაზე მოწყვეტით აკოცა,ხელები მაგრად მოხვია კისერზე, მისკენ მიიწია, ცრემლიანი ლოყა-ლოყაზე გაუხახუნა და ჩაეხუტა . თითქოს თათიასაც ეს უნდოდაო,სლუკუნი დაიწყო და მხრები სულ დაუსველა ნატოს .ოდნავ რომ მოცილდა, მაინც ვერ მოისვენა . იცოდა შემოვლას და მიკიბვ-მოკიბვას აზრი არ გქონდა პირდაპირ კითხა -გუშინ რომ აქ რატი იყო მოსული იცი ? -ვიცი -ახლა სად არის ? -არ ვიცი -როგორ თუ არ იცი ? -აი ასე , მარტივად - ეტყობოდა უჭირდა ლაპარაკი. ცდილობდა არაფერი დატყობოდა და რაც შეიძება უემოციოდ წარმოეთქვა სიტყვები , მაგრამ ნატოს ვერ გამოაპარებდა მღელვარებას. იმას როგორ უთრთოდა ხმა მისი სახელის ყოველი ხსენებისას. თითქოს სადღაც ხორხში ჩაბუდებული მტაცებელი არ უშვებდა სიტყვებს ამოსათქმელად , ის კი მაინც ცდილობდა როგორმე რამოდენიმე ბგერა ერთმანეთზე გადაება -რა გჭირს ? რა მოხდა აქ ? რამე გაწყენინა ? -არა , არაფერი უწყენინებია -აბა ? ასე უბრალოდ ადგა და წავიდა ? მე არ მჯერა , არც ის მჯერა რომ არ გაინეტერსებს და არ გენატრება . -შენ წარმოიდგინე და ასეა -სიყვარული ასე მარტივად არ ქრება თათია. რაში გჭირდება ან შენივე თავის ან ჩემი მოტყუება . თავადაც მშვენივრად იცი რომ მასე არ არის -ასეა ნატო ,ასე. ახლა მე არავის შეყვარება არ შემიძლია . -შენ უკვე გიყვარს , თან დიდი ხანია . შეგახსენო ? უფლება არ გაქვს ხელი კრა ამ გრძნობას. ხომ ხედავ როცა ერთხელ არ დაიცავით რამდენი უბედურება მოყვა . გინდა იგივე შეცდომა გაიმეორო ? -მართალი ხარ , მხოლოდ ერთი განსხვავებით . მე არაფრის უფლება არ მაქვს ,რატის სიყვარულის უფლებაც არ მაქვს . დედობის უფლებაც არ მაქვს . ერთხელ მაჩუქა უფალმა და ვერ გავიფრთხილდი. მერე რა რომ მხეცის შვილი იყო . მაინც მიყვარდა , ყველაზე მეტად ამ ქვეყნად და ის ვერ დავიცავი . რანაირი დედა ვარ ამის შემდეგ. და შენ მეუბნები რომ უფლება მაქვს მიყვარდეს? ჩემნაირი სუსტი ქალი არ უნდა იყოს მის გვერდით . უფრო მეტს იმსახურებს -სულ გადაირიე? მას შენ უყვარხარ , სხვა არ ჭირდება, თორემ ამდენ ხანსაც სხვის გარეშე როგორმე მიაგნებდა სხვა ქალს. განა დაილია ქვეყანაზე? მაგრამ შენ უყვარხარ გესმის ? თათია უნდა მას, სხვა არ ჭირდება. ვინმეს კი არ დაუძალებია , თავისი ფეხით მოვიდა. -აწი აღარ მოვა -რა უთხარი ? - სიმართლე -რომელ სიმართლეზე მელაპარაკები თათია. სიმართლე ერთია, თქვენ ერთმანეთი გიყვართ და ამას ვერ გაექცევით , წლებმაც გამოცადა თქვენი გრძნობა , რამდენი გასაჭირი გამოიარე. მაინც გიყვართ. არ განელებულა და არც შეიძლება როდესმე ასეთი სიყვარული უკვალოდ გაქრეს . ერთმანეთისთვის გაჩნდით გესმის? ნუთუ კიდევ ვერ მიხვდი როგორ ჭირდები რატის . შენ გგონია რადგან მას არ მოუკვდა შვილი შენზე ნაკლებად განიცდის? ვინ იცის ახლა შენი ტკივილი ორმაგად ტკივა. სული ეწვის რომ ასე განადგურებულს გიყურებს. ახლა თუ კიდევ ევრ მოხვედი გონს , მთელი ცხოვრება დაიტანჯები .- დაამთავრა და ღრმად ამოისუნთქა. ყველაფერი უთხრა რასაც ფიქრობდა . შიგნიდან თითქოს უდიდეს მხარდაჭერას გრძნობდა . გულში მადლობა გადაუხადა და შეუმჩნევლად გააპარა მტევანი გამობურცული მუცლისკენ . თათიამ მისი ხელი ,თითებში მოიქცია, თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა .არაფერი უთქვამს , მშვიდად სუნთქავდა და უპეებიდან ჯაშუშებივით ნელ-ნელა აგზავნიდა მარილწყლის ბურთულებს . * * * თათია სიტყვებმა გული მოუკლა. ჯერ ხომ ისედაც აღარ იყო მისი სილურჯეების დანახვისას, ხმაც როგორი სევდიანი ჰქონდა. აკანკალებულმა მოარგო საკეტს გასაღები და სახლში შევიდა . თავში სულ მისი სიტყვები ურტიალებდა.გრძნობდა როგორ ტკიოდა. თითქოს რაღაც ხიდით მასთან გაორმაგებულად გადმოდიოდა და ნაწილ-ნაწილ ფლეთდა გულს. ახლა აღარ დათმობს , რეზის არ მისცემს უფლებას ისევ ამ დღეში ჩააგდოს. იცის ყვეკაერი იმიტომ უთხრა უნდოდა მასაც ტკენოდა. ბოლომდე შეეგრძნო ის სიმწარე რასაც თავად განიცდიდა.რაც ილაჩრა ეყოფა , ახლა ვალდებულიც კია მისი და თათიას ბედნიერებისთვის ყევლაფერი გააკეთოს . ამ ფიქრებში მივიდა საძინებლის კარამდე,ნელა გადაატრიალა გასაღები და თვალებჩაშავებულ მეგობარს გადაეყარა , რომელიც იქვე საწოლთან მოკუნტულიყო და თვალგაშტერებული უყურებდა ნატოს სურათს . ყველაფერი ძირს გადმოეყარა . -როგორ ხარ? -იკითხარაც შეეძლო მშვიდი ხმით . მიხვდა ახლა მიახლოება არ ივარგებდა, ჯობდა თავის თავთან ცოტა ხნით მარტო დარჩენილიყო გუშინდელი ღამის შემდეგ . -შევძელი - მზერა მოწყვიტა ფოტოს ,ქვემოდან ამოხედა კარზე მიყრდობილ მეგობარს , ნესტოებთან თავმოყრილი ცივი სითხის წვეთები ტანსაცმლის მკლავით მოიცილა და ეცადა გაეღიმა . -შევძელი, მართლა გამომივიდა. ნატოს გამო გესმის ? ჯანდაბა, ძალიან მიყვარს -სურათს ხელი შეუშვა და მთელი ძალით მოკუჭა მუშტებში საწოლის უსწორმასწოროდ ჩამოშლილი გადასაფარებელი . მერე თითქოს გამოფხიზლდაო, თითების ცეცებით მოძებნა იქვე იატაკზე გასრიალებული ქაღალდი, ხელით გადაასუფთავა. ისე იქცეოდა გეგონებოდათ ბოდიშს უხდიდა რომ ასე მოისროლა . -მისმინე , გიგა. ძალიან მიხარია რომ შეძელი და შენივე საკმაოდ მძაფრ სურვილს გადააჭარბე, მაგრამ რეალობას ვერ გაექცევი ძმაო . ნუ მისცემ შენ თავს იმის უფლებას ილუზიაში აიშენოს ბინა და იქ გაცხოვროს . იაგო უყვარს , დღემდე უყვარს . ახლა მითუმეტეს როცა მათ პატარას ელოდება. -ვიცი რატი. უბრალოდ ჩემ თავს ვერ დავაძალებ რომ გადამიყვარდეს. მაგას უკვე კარგა ხანია შევეგუე. მე უბრალოდ მის გვერდით სუნთქვაზეც თანახმა ვარ . იამზე რომ ერთი სივრცის ჰაერი გავიყოთ . გუშინ შევძელი, ესე იგი სხვა დროსაც შევძლებ -შეძლებ აბა რას იზამ ძმაო, სულ შენ გვერდში მიგულე ხომ იცი .-უცებ გაიწია მისკენ და მაგრად გადაეხვია -მადლობა.. და ბოდიში -ოთახს თვალი მოავლო და გაღიმება სცადა -რისთვის ? -დაგილეწე ყველაფერი. -მერე რა ბოდიშს მიხდი, შენ ოღონდ მაგ ნაგავს მოეშვი და თუ გინდა ყველაფერი დაამტვრიე რაც გამაჩნია - თმები აუქოჩრა და ისევ მიიწია მისკენ * * * -ბოლო დღეებში თითქოს მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება . ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობ - მოახსენა ხანში შესულმა ქალმა მასზე ბევრად მაღალ მამაკაცს და თეთრხალათიანს ოთახისკენ გაუძღვა . ფრთხილად ჩამოსწია სახელური, ჯერ თვითონ შეიჭყიტა ,მერე ნელ-ნელა უფრო ფართოდ გააღო კარები რომ ექიმი შემოეშვა . დოლბანდი უკვე აღარ ეკეთა თავზე. მხოლოდ ერთ ადგილას ჰქონდა სამედიცინო ლენდი გადაკრული. ფანჯარასთან იჯდა სავარძელში და გარემოს გაჰყურებდა . -დილამშვიდობისა -თითქოს ომახიანმა ხმამ გამოაფხიზლაო , თავი მოატრიალა და მომღიმარ სახეს ჟესტით ანიშნა რომ თავადაც ესალმებოდა . -აბა ჩემი პაციენტი თავს როგორ გრძნობს? - მხიარული ხმით იკითხა, პორთფელი იქვე საწოლზე დადო, ხელზე გადაფენილი მოსაცმელი ჩასუქებულ ქალბატონს გაუწოდა , თავად კი ავადმყოფის პირდაპირ სავარძელში მოთავსდა . ხელები ერთმანეთში გადახლართა და გადაჯვარედინებულ მუხლზე ჩამოდო -ისევ ისე - ოხვრას ამოატანა სიტყვები და თვალი გაუსწორა.- მხოლოდ თავის ტკივილმა იკლო ბოლო დროს -ეგ კარგია , ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება . არაფერი გაგახსენდათ ? -არა -სრულიად არაფერი ? -თქვენ რა ეჭვი გეპარებათ ? -რავიცი რა გითხრათ. ეგებ არ მენდობით ? მე კი მინდა კარგად იყოთ, ყველაფერი გაიხსენოთ და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეთ . თქვენ თუ ჩემთან არ „ითანამშრომლებთ“ ასე არაფერი გამოვა -თქვენ როგორ გგონიათ, ნაკლებად მინდა მახსოვდეს ვინ ვარ ? არა ექიმო, მე ყველაზე მეტად ვარ ამით დაინტერესებული,ეგებ მყავს :დედ-მამა, და-ძმა ,ცოლ-შვილი , მაგრამ არ მახსოვს ეს დედამო****ლი და რა ვქნა? -კარგით დამშვიდდით. თვალები დახუჭეთ და გაიხსენეთ . ეგებ რამე უმნიშვნელო ფრაგმენტი მაინც შემოინახა თქვენმა ტვინმა- სავარძელში უფრო მოხერხებულად მოთავსდა და ექიმის მითითებებს მიჰყვა.თვალები დახუჭა, გონება დაძაბა და შეეცადა რაიმე გაეხსენებინა. თვალწინ მხოლოდ თვალები უტრიალებდა, ხან ახალგაზრდა ქალის, ხან მამაკაცის.ფერები ენაცვლებოდა გონებაში ერთმანეთს, მერე დალანდა როგორ დარბოდნენ ფიგურები პატარა სათამაშოებივით .. ფეხის ხმები , უფრო ძლიერდებოდა, ბოლოს საშინელი გრგვინვა და წუილი. ხელები რაც შეეძლო მაგრად მიიჭირა ყურებზე, ტკივილისგან სახე დაემანჭა,ხმამაღლა იყვირა. თითქოს ცხადად გრძნობდა უკვე გამოვლილ ტკივილს. ექიმის შეხების შემდეგ გაახილა თვალები და აქოშინებული მიაჩერდა -რამე დაინახეთ ? -მხოლოდ თვალები , ერთმანეთში ირეოდნენ. მერე ნაბიჯების ხმა გავიგე.მძიმე ნაბიჯების. ვიღაც მითვალთვალებდა,მერე ძლიერი ხმა . -შემდეგ ? -იკითხა თეთრხალათიანმა და ინტერესიანი თვალებით მიაშტერდა. თან რაღაცას ინიშნავდა თითებს შორის მარჯვედ მოქცეული კალმით , თეთრ ფურცელზე -ტკივილი, წუილი. თითქოს სადაცაა ყურის ბარაბნებს გამიხვრეტს -გასაგებია, დამშვიდდით . ნელ-ნელა წინ წავალთ და ვეცდები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს . პასუხები ხვალ ან ზეგ გვექნება . ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ -ფეხზე წამოდგა, გადაშლილი ბლოკნოტი დახურა და პორთფელში ჩააცურა. მერე თავის დაკვრით დაემშვიდობა , ოთახიდან აუჩქარებელი ნაბიჯით გავიდა .ნეტა ვინ ვარ ? რა მქვია , სად ვცხოვრობ ? -სავარძლიდან არ წამომდგარა, ოდნავ გადაიზნიქა და კამოდზე დადებულ პატარა ხის ყუთიდან სანახევროდ გაგლეჯილი ნაქსოვი სამაჯე ამოაცურა. -ხელზე გეკეთაო, ანუ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის . თუ ასეა რატომ არაფერს მახსენებს ? -რამოდენიმეჯერ კიდევ შეატრიალა ხელში მისთვის არაფრისმთქმელი ნივთი იმის იმედით, რომ რამე გაახსენდებოდა, მაგრამ ამაოდ . ისევ თავის ადგილას დააბრუნა და სივრცეს გაუშტერა თვალი. * * * -გიგა რომ მოაწესრიგა წამით არ დაფიქრებულა, იცოდა სადაც უნდა წასულიყო. პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო გეზი, თან ხელს თათიას საყვარელი შოკოლადი გააყოლა .ისე ნერვიულობდა გეგონებოდა პირველად მიდის პაემანზე გოგონასთან შესახვედრადო . ეშინოდა რეაქციის, მაგრამ უკან დახევას რომა რ აპირებდა მტკიცედ გადაწყვიტა. თითები შეავლო სახელურს და რამოდენიმე წამში პალატაშ შეაბიჯა -რატი ? -გაკვირვებულმა გახედა თათიამ -შუადღე მშვიდობისა -მაინც მოხვედი ? -მაინც მოვედი -კი მაგრამ , ჩვენ ხომ -უკაცრავად მე გავალ , ჩემს ბიჭს მოშივდა- ნატო ფეხზე წამოდგა ,რატის თვალი ჩაუკრა და ღიმილიანი სახით დატოვა ოთახი. გარეთ რომ გამოვიდა მართლა იგრძნო შიმშილი . -დე ასე თუ გააგრძელე მალე მართლა ვეღარ გავივლი ფეხზე. დილით არ ვჭამეთ მე და შენ ?- ღიმილით გაუწყრა შვილს- სულ მამას გავხარ, აქედანვე - ოდნავ მოერია ცრემლები, გული აუფართხალდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა -კარგი ახლა, ტირილი არ გვინდა, გვშია ხომ ? -თვალებზე ხელი გადაისვა და ბუფეტისკენ ჩაუყვა კიბეებს . პალატაში ისევ ისე იყვნენ როგორც ნატომ დატოვა, ხმას არცერთი არ იღებდა . -რატომ მოხვედი ? მკვდარ ქალთან რა გესაქმება ვერ გამიგია . დროს ჩემზე რატომ ხარჯავ ? -თათია -რა რატი ,რა თათია ? ეს ასეა, და ამას ვერსად გაექცევი . -არაა ასე. მე შენ მიყვარხარ , ისევე ძალიან როგორც მაშინ, წლების უკან -ტყუილია -არა, მართალია და ამის უარყოფას აღარ ვაპირებ . არ ვაპირებ ჩემი სილაჩრის და სისუსტის გამო კიდევ მოგიწიოს რამე საშინელების გადატანა -უკვე მომიწია და სამუდამო დაღი დამასო. დამამახინჯა გესმის ? სიცოცხლე აღარ მინდა როგ გამახსენდება როგორ შემოვარდა და კისერში მწვდა. როგორ დამიშინა წიხლები . არ დამინდო,და რის გამო ? უაზრო ეჭვიანობის და კაიფში ყოფნის გამო . მე რა ადამიანი ვარ , არაფრის ღირსი არ ვარ .ისე მომიკლეს ჩემი პატარა თითის განძრევაც ვერ მოვახერხე მის გადასარჩენად -ამას ნუ ამბობ...გთხოვ დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება -ჩქარ ნაბიჯებით მიუახლოვდა საყვარელ ქალს. საწოლზე ჩამოჯდა და მაგრად მიიხუტა გულზე -მე აღარავის სიყვარული არ შემიძლია- სასოწარკვეთილი სლუკუნებდა , და ცდილობდა მოცილებოდა, მაგრამ ძლიერი მკლავებისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო -შეგიძლია. მე გიყვარვარ, ჩვენი მომავალი პატარები გეყვარება . -ნუ მაჯერებ იმას რაც არ იქნება. იმედს ნუ მისახავ რატი. რეალობამ მთელი სიმწარით მაგრძნობინა მისი ძალა და ახლა როცა შევეგუე, ნუ ცდილობ ისევ დამაბრუნო სიყვარულის სამყაროში, მე იქ აღარაფერი მესაქმება -გესაქმება . მე ისეთს არაფერს ვამბობ რაც არარეალურია. ძალიან მიყვარხარ , სიცოცხლეზე მეტად . მაპატიე კარგი ? მაპატიე ჩემი სილაჩრე ,გაუბედაობა ,ყველაფერი მაპატიე თუ შეგიძლია. -სიყვარული დამავიწყდა რა არის . ძალა აღარ დამრჩა ვინმე მიყვარდეს -მილიონჯერ რომ დამჭირდეს შენთვის თავიდან თავის შეყვარება არ დამეზარება.შემომხედე, თვალებში შემომხედე და თქვი რა ჩანს . შეგიძლია თქვა რომ არ მიყვარხარ ? შეგიძლია ეს გრძნობა უპასუხო დატოვო ? არ ვარ შენი ღირსი. ნახე სადამდე მიგიყვანე , ყველაზე მეტად ჩემი თავი მეზიზღება როცა სარკეში ვიხედები, მაგრამ შენს გარეშე არ შემიძლია. აი ამ ლამაზი თვალების , გამოხედვის,კანის, სურნელის გარეშე. ღმერთო ჩემო ან აქამდე როგორ ვიყავი შენგან ასე შორს . მაინდამაინც ეს უნდა მომხდარიყო რომ შენთვის მებრძოლა? -არ მიმატოვო- დაბალი ხმით ამოიკნავლა და მთლიანად აეკრო მამაკაცის სხეულს, * * * ნელ-ნელა უფრო დაეტყო მუცელი . თავიდან წვრილმანების საყიდლად მარტო დადიოდა. არ ეხალისებოდა, მაგრამ არ უნდოდა თათიასთვის ეთხოვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაეგდო და ის დრო გაეხსენებინა ძლივს რომ მიჩქმალა .მერე ერთ დღესაც თავად გამოთქვა სურვილი. -დარწმუნებული ხარ ?- კითხა და თვალებში შეაჩერდა. მხოლოდ თავის დაქნევით მიიღო თანხმობა -მართალი ხარ ნატო . ცხოვრება გრძელდება . რაც არ უნდა ვიტანჯო, თავი დავსაჯო იმ ძველ დროს ვერ დავაბრუნებ . თან ჩემს ნათლულსაც მარტო დედიკოს იმედად ხომ არ ვატარებ . -ჰმ... ვითომ რატომ ? არ იცი შენ მე რა მზრუნველი დედიკო ვარ ? -ვიცი ჩემო კარგო,მაგრამ ახლა დატკბი იმით რომ მხოლოდ შენია. დაიბადება თუ არა პატარა, ტკბილი ლოყების გაყოფა ჩემთან მოგიწევს . -მე ვაპროტესტებ -ოჰო... მთავარია პატარა კაცუნამ არ გააპროტესტოს.. ხომ არ გეწყინება ნათლიამ სულ მაგრად რომ გაკოცოს კისერში და ლოყებზე?-ღიმილიანი სახით შეეკითხა გამობურცული მუცლის მიღმა მყოფ ემბრიონს და გარედან ხელი ჩამოუსვა -აი არაო -მე ვერაფერი გავიგე და შენ ყურში ჩაგჩურჩულა თუ რა ხდება ?- აკისკისდა ნატო და ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა -შენ რა გესმის ? ნათლიას კაცია ეს. ისე სახელზე რა მოიფიქრე ? -მაგაზე ფიქრისთვის ვერც მოვიცალე . არ ვიცი -მე მოვიტან მაშინ დღეს ფურცელზე ამობეჭდილს და ამოვარჩიოთ კარგი ? -როგორც გინდა. მანამდე წამოდი აბა , რაღაცეები უნდა ვუყიდო ჩემს პატარას -წავედით. უცებ წამოფრინდა სავარძლიდან და ჩანთას ხელი დაავლო . ნატოც ღიმილიანი სახით უყურებდა, გულწრფელად უხაროდა მეგობრის სასიკეთოდ შეცვლა და მის სახეზე ბედნიერების სხივის დანახვა . ხელი წელზე შეიცურა, მეორეთი სახელურს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა . მოსაცმელი საგულდაგულოდ შეისწორა მუცელთან და უკან აედევნა თათიას. ცოტა დაგეგმილზე ადრე მოუწიათ წამოსვლა. უჭირდა უკვე დიდხანს ფეხზე დგომა.სახლში მივიდა თუ არა ცელოფნები მაგიდაზე დააწყო და დივანზე წამოწვა -რამე ხომ არ გინდა ? ბალიშს გამოგიტან რომ უფრო მოხერხებულად დაწვე -არა , არ გინდა ასეც მშვენივრად ვარ, უბრალოდ დიდხანს ვერ დავდივარ . დამძიმდა ვაჟბატონი -გაიზარდა და მაგიტომ -ხო აბა რა , დიდი ბიჭი უნდა გაიზარდო დე. მე აქ ვიამაყებ შენით, მამიკო ცაში. ასი ამხელაც რომ იყო მაინც გატარებ. დედიკოს ძალიან უყვარხარ , ძალიან,ძალიან გესმის ? თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა და მუცელზე თითებს წრიულად ასრიალებდა. -გოგო მეც ჩამაკვეხე სადმე მაგ შენს სასიყვარულო სიტყვებში . უთხარი მაგ ბავშვს რომ ნათლიასაც ძალიან უყვარს .-სიცილით გამოსძახა სამზარეულოდან და ნატოს აკვიატებული კერძის მომზადებას შეუდგა -ნუ გეშინია თათია, აუცილებლად .-მანაც სიცილით უპასუხა და თვალები დახუჭა. წუთიც არ ყოფილა სიჩუმე. უცებ ზარმა დარეკა -ვინ უნდა იყოს ? სტუმარს ელოდები ? -ხელების ჩვარზე მშრალებით გამოვიდა სამზარელოდან და ნატოს გახედა -არ ვიცი დაიცა , ავდგები და ვნახავ . -იყავი, მე გავაღებ-ნახევრად წამომდგარს უკანვე მიანიშნა, ჩვარი მაგიდაზე დააბრუნა და კარებისკენ წავიდა . -ქალაქის ყველაზე მშვენიერ ქალებს მივესალმები -მხიარული ბგერებით შემოიჭრა რატი, თან ხელში შოკოლადებოთ სავსე ცელოფანი აათამაშა. -შეხედე ყველაზე ლამაზ ფეხმძიმეს რა მოვართვი ? -რატი , როგორ მომენატრე, გამახარე რომ მოხვედი . მეგონა დაგავიწყდი -გეკადრება ნატო ? უბრალოდ გიგას საქმეებზე დავრბოდი და -ხო მართლა ვეღარ მოვიფიქრე . რა ხდება ? -ნახევარი კურსი დარა გასავლელი, საბუთები იყო მოსაწესრიგებელი და , მაგის გამო ავედი - მიხარია რომ კლინიკაში მისვლა გადაწყვიტა -ეგ მხოლოდ შენი დამსახურებაა -კარგი რა , გთხოვ . მაგ თემაზე ჩემტან ნუ დაილაპარაკებ . ერთადერთი კაცი ვინც ამქვეყნად მიყვარს იაგოა, მიუხედავად იმისა მკვდარია, კაცია რომლის შვილსაც მუცლით ვატარებ -მესმის შენი, მაგრამ სიყვარული როგორც შენ არ შეგეკითხა და უნებურად შემოგეპარა ისე დაემართა გიგასაც . მისი ტვინის კი არა გულის სპონტანური არჩევანი ხარ . მანაც ძალიან კარგად იცის რომ შენთან შანსები არ აქვს . იმის თქმა კი არ მინდა რომ შენ ის უნდა შეიყვარო და ახალგაზრდა ქალს , მითუმეტეს მარტოხელა დედას გვერდით მამაკაცი გჭრდება . არა , უბრალოდ მადლობა მინდა გითხრა რომ არსებობ . შენ რომ არა ვინ იცის ახლა რომელ კუთხეში ეგდებოდა სიკვდილის პირას მყოფი. გინდა თუ არა ეს სიმართლეა. ჩვენი, სამი გზაამცდარის ცხოვრებაში შემოხვედი და რაღაცა ნათელი სხივი შემოიტანე. -კარგი რა რატი, ახლა ავტირდები იცოდე -მაგიტომ არ მითქვამს , პირიქით გამიღიმე აბა ერთი -თითი ჩამოჰკრა შეჩვრეტილ ლოყაზე, შოკოლადები დაუტოვა და თათიასკენ წავიდა . - ჩემი დედოფალი რას აკეთებს ? -შენი დედოფალი ახლა მეორე დედოფალს და უსაყვარლეს ნათლულს უმზადებს სადილს . აბა ხომ არ ვაშიმშილებ - და შენს პრინცს რას აჭმევ ? -ჩემს პრინცს? -წარბები აწკიპა და საჩვენებელი თითი ტუჩთან მიიტანა ,საგონებელში ჩავარდნილივით -ხო , შენს პრინცს -დავფიქრდი და აბა პრინცი ? -მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა და მწვანილის დაჭრა გააგრძელა -აჰამ ესე იგი არა გყავს ხომ ? -არა . - ისე სხვათაშორის თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა -კარგი ბატონო. რადგან ქალბატონი არ მისრულებს თხოვნას . მაშინ თავად მომიწევს გემრიელი კერძის შერჩევა. ხელები შემოხვია , ცხვირის წვერით კისერში გაეხახუნა და რბილად აკოცა. იგრძნო ქალს როგორ დაუარა ჟრჟოლამ და ტუჩის კუთხეში გაეღიმა. -რატი ... -ჰმმმ- დაბალი ჟღერადობის ბგერები ამოუშვა ისე რომ თათას ზურგს არ მოცილებია -ჰმმ, კი არა დავრჩებით მგონი მშივრები -მე ნამდვილად არა -რა საზიზღარი ხარ რა ... -შენ რომ ტკბილი ხარ მაგიტომ .. ქვაბში სითხემ თუხთუხი დაიწყო თუ არა , მაშინვე გადაკეტა ბუნებრივი აირი , სუფრა გააწყო და მისაღებში დივანზე მოკალათებულ,შოკოლადის ჭამით გართულ მუცელგაბერილს გასძახა -ნატო, მოდი ბუნთულა , იცი რა გემრიელი სადილი მოვამზადე? -ახლავე -ცელოფანს თავი მოუკონა , გვერდით გადადო, მერე ცალი ხელი წელს შეაშველა და ნელ ნაბიჯებით გაბაჯბაჯდა სამზარეულოში -ჩემი ტკბილი,ერთს გაკოცებ რა - თანხმობას არ დალოდებია სკამიდან ოდნავ გადაიწია და ყელში აკოცა -ახლა ვიეჭვიანებ..- სასცილოდ აწკიპა წარბები რატიმ და თათიას გადახედა -ახლაც? - მიუბრუნდა და ლოყაზე მსუბუქად შეახო ტუჩები -ნუ მასე შეიძლება -ეშმაკურად გადმოხედა და თეფშს ჩახედა. * * * -დღეს გიგა ჩამოდის -მართლა ? აქამდე რატომ არ მითხარი, რამეს მოვამზადებდი -შენ როგორ უნდა შემეწუხებინე ნატო არ გრცხვენია ? თათიამ გააკეთა გუშინ რაღაცეები . ყველაფერი მზადაა, უბრალოდ საღამოს გამოგივლით კაი ? -კარგი -ხო, ამის სათქმელად შემოვირბინე , და შენი საყვარელი შოკოლადისთვის - პატარა ცელოფანი გაუწოდა -მოკლედ რა , საუკეთესო სიძე მყავს . ოქრო, ოქრო - ცელოფანი ჩამოართვა და გაუღიმა -ჭკვიანად აბა -საღამომდე.- კარები მიხურა თუ არა ბაჯბაჯით დაბრუნდა მისაღებში .წკიპინა ქაღალდი სწრაფად შემოაცალა ნასვრტებიან ფილას და თვალებდახუჭულმა მადიანად ჩაკბიჩა. მერე ნახევარი მაგიდაზე დადო, თავად საძნებლისკენ წავიდა საღამოსთვის უნდა მომზადებულიყო. ჯერ ადრეა, მაგრამ დო რომ გაეფანტოს სწრაფად ვეღარ ჩაიცმევს . საგულდაგულოდ გადააფინა სამოსი საწოლზე. საღამომდე დრო სწრაფად გავიდა კი არა საშინლად გაიწელა. ლამის ხტუნვა-ხტუნვით მივიდა ფანჯარამდე ნაცნობი ხმა რომ შემოესმა . -ახლავე ჩამოვალ - გადასძახა, ფანჯარა კარგად ჩაკეტა და სახლიდან გავიდა. როგორც ყოველთვის ახლაც თითქოს დიდი ხანია არ ენახოს ორივე ლოყა ჩაუკოცნა თათიას, რატის გაუღიმა და წინდაწინ გამოღებულ კარში შეძვრა . - ეს მაიმუნი დღითი-დღე იზრდება ? თუ მეჩვენება? -არ გეჩვენება თათია დეიდა, უფრო და უფრო ვიზრდები , მალე დიდი ბიჭი გავხდები -სიცილით ჩაილაპარაკა შვილის სათქმელი და მუცელზე ხელები დაისვა . -როდის გამოძვრება ერთი გემრიელად რომ ჩავუკბინო ლოყები.. -მალე ,მალე ნუ გეშინია -ექიმთან იყავი ? -კი და ყველაფერი წესრიგშიაო. არამგონია მთლიანად ორმოცი კვირა მოიცადოსო -თუ ყველაფერი კარგადაა მაგას რა ჯობია , რაც მალე ვნახავთ პატარა კაცუნას მით უკეთესი -გოგო დედა მე ვარ თუ შენ ? ასე მე არ ვნერვიულობ და მეჩქარება . ნეტა ამ ცხოვრების სიმწარეების არიდება შემეძლოს, სულ აქ მეყოლებოდა და სიცოცხლის ბოლომდე დავიცავდი -კაი რა , ახლა ცრემლები არ დამანახო . მე და რატი აქ არ ვართ ? დავიცავთ რომელია . ცივ ნიავს არ მივაკარებთ . თან გიგაც ჩამოვიდა -კარგი , კარგი . -აი ასე, დღეს მხოლოდ მხიარულების დღეა. სიცილი და კისკისი. გასაგებია ქალბატონო დედა? - სიცილით მოუბრუნდა ნატოს -გასაგებია - მანაც მხიარული ტონით უპასუხა და ბედნიერ წყვილს გახედა -ხოდა თუ გასაგებია ... -მოვედით ქალბატონებო - სიტყვა გააწყვეტინა რატიმ და მანქანა მაღალი კორპუსის წინ გააჩერა -მოდი აქ, ბევრს რომ ლაპარაკობ , მომეხმარე აბა .. -გასძახა თათიას და ანიშნა მანქანიდან გადმოსვლაში მოხმარებოდა. სანამ სათქმელი დაამთავრდა უკვე მის მხარეს , კართან გაჩნდა,ხელი გაუწოდა, მეორე ხელზე შემოხვია და ფრთხილად გადმოიყვანა . თვალი ააყოლა ბინას და ფანჯრებს შორის გიგას თავი, აციმციმებული თვალები შენიშნა -წამოდი ნატო, თორემ სადაცაა გადმოხტეს ფანჯრიდან .-სიცილით გაეხუმრა რატი და სადარბაზოში შევიდნენ . მისი საცხოვრებლისგან განსხვავებით აქ ლიფტი მუშაობდა, ამიტომაც რამოდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა და უკვე მუქი ფერის კარის წინ იდგნენ, თუმცა დაკაკუნებაც არ დაჭირვებიათ, როგორც ჩანს დაინახა თუ არა მაშინვე გაეხიდა ჩარჩოში ღიმილიანი სახით -გიგა როგორ ხარ? -კარგად თათია შენ ? როგორ მომენატრე ნეტა იცოდე. გალამაზებულხარ, დამშვენებულხარ. ჩემ ძმაკაცს ერთი იარაღი უნდა ვუშოვნო -არ ჭირდება ნუ გეშინია, ისეთი ერთგული გოგო ყავს გვერდით -ესე იგი რა , ვერაფერს ეტყვი . შენ კი გნახე აბა დილით - მიუბრუნდა რატის , ამასობაში კაბინიდან ნატო გამოვიდა. მაშნვე მისკენ გადაიტანა მზერა და ნაბიჯი ძლივს გადადგა -როგორ ხარ გიგა ? -კარგად ნატო, შენ? -რავიცი, ნორმალურად -რამხელაა ტო, სულ რამდენიმე თვე ვიყავი წასული და უკვე რამხელა გაზრდილა. -აბა რა გეგონა - გაუღიმა და თვალი გაუსწორა -შეიძლება ? - იკითხა და თვალი მუცლისკენ გააპარა . უარის თქმა არც უფიქრია. თავის მარტივი მოძრაობით ანიშნა კიო და ოდნავ მისკენ მიიწია … თითები ნელა აუსვა გამობურცულ სხეულს .პატარამ თითქოს იგრძნო უცხო სხეულიო აფართხალდა. შეშინებულმა გიგამ მაშინვე მოაცილა ხელი -ვაიმე.. გაინძრა .. მე ვიგრძენი ,შიგნიდან ფეხი მოარტყა - გაოცებული ხან მუცელს უყურებდა ,ხან ნატოს სახეს. ისინი კი გულუბრყვილო რეაქციაზე კისკისებდნენ ‘ -მერე რა მოხდა გიგა ? -არ ველოდი -არ მითხრა რომ ამხელა კაცი, მაგ პატარამ შეგაშინა -რა მაგარია ბავშვი. -მერე მოიყვანე ცოლი და გეყოლება -სიცილით წამოიძახა თათიამ , მაგრამ მაშინვე გაჩერდა რატის თვალებს რომ გადააწყდა. მიხვდა უხერხული სიტუაცია შექმნა, ამიტომაც თავად გადაწყვიტა გამოსწორება -ჰა არ შევიდეთ ?? გარეთ რომ დავეყუდეთ -ეგ აღარ გამახსენდა უცებ, შევიდეთ აბა რა . -სტუმრები გაატარა და ბოლოს თვითონ შევიდა . ნატოს ეგონა მთელი საღამო შებოჭილი იქნებოდა, მაგრამ გიგას არ მიუცია საბაბი და არც თავად დაუწესებია ჩარჩოები . თუმცა ზედმეტ სიახლოვეს მაინც ერიდებოდა . მმისთვის არ ქონდა დიდი მნიშვნელობა, უბბრალოდ იცოდა რა ძნელია გიყვარდეს, მასთან ახლოს იყო და თან აგეკრძალოს. ათი საათი იქნებოდა ძილი რომ მოერია . - ჩვენი წასვლის დროა- ჩუმად თქვა და გაიღიმა -ასე ადრე ?- საათს დახედა გიგამ -ხო , მეძინება -ხომ კარგად ხარ ? ადრე გვიანობამდე არ იძინებდი და -ადრე სულ არ ვიძნებდი ,ან იაგოზე ვფიქრობდი , ან ჩემ გაუბედურებულ ცხოვრებაზე. ახლა უკვე სადაცაა დედა გავხდები და მარტო ჩემ თავზე კი არა პატარაზეც უნდა ვიფიქრო. ჩემ ვაჟკაცს კი ახლა დასვენება სჭირდება.. -კარგი მაშინ გაგიყვან -არა გიგა არაა საჭირო, რატომ უნდა შეგაწუხო -თუ გინდა მე გაგიყვან ნატო -რა იყოთ ხალხნო ფეხმძიმედ ვარ სიკვდილის პირას მყოფი ხომ არა - გადაიკისკისა და ჩანთას გადაწვდა - რატი მე გავიყვან , თან დაველაპარაკები რაღაცაზე- გიგამ თვალით ანიშნა აქ დარჩიო. რატიც დაეთანხმა , თუმცა ვერ გაიგო რა ხდებოდა მაინც დათანხმდა გიგას შემოთავაზებას, მიხვდა მაინც ვერ დაუძვრებოდა. თათიას დაემშვიდობა და კარებისკენ წავიდა -თქვენ აქ დამხვდით იცოდეთ . წავალ მე, ნატოს მივაცილებ და მაშინვე დავბრუნდები - გამოსძახა კარებიდან, ხელში გასაღები შეათამაშა და ლიფტში შევიდა. -გიგა რა მოხდა? რამე სერიოზულია?- ჩაფიქრებულმა იკითხა როცა ღვედი როგორც იქნა გადააწვდინა მუცელს -კი , თან საკმაოდ -მითხარი რა უკვე მაშინებ - არა საშიში არაფერი პირიქით -აღარ იტყვი ? - განერვიულებულმა გახედა და პასუხს დაელოდა -ხვალ თათია უნდა მოვიტაცოთ -რაა? - ჯერ გაუკვირდა, მერე სიცილი ვერ შეიკავა.- ვაიმე დედიკო ცუდად ვარ , ამხელა კაცებს ტვინი არ გაქვთ ? რა უნდა მოიტაცოთ ,რომელი საუკუნეა - რომელი საუკუნეა ეგ არ ვიცი ნატო, მაგრამ ის კი ვიცი ახლა თუ არ ვუბიძგეთ მთელი ცხოვრება ასე ცალ-ცალკე გაატარებენ. თათიას არ უნდა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, ალბათ ისევ იმ სტრესის ქვეშაა, არც ვამტყუვნებ რთულია. მაგრამ ახლა სხვა გზა არაა.. ამიტომ მოვიტაცებთ ქალბატონ თათიას , დავაქორწინებთ მონა ღვთისა დატანჯულ რატიზე და აშენდება სოფელი .ერთხელ ხომ მაინც უნდა მოვიქცეთ მართებულად არა ? -ვერ გაგამტყუვნებ გიგა . მართალი ხარ ხომ იცი ? ამათ თუ ვუყურეთ შენ ნათლულის ჩემი შვილი კი თანატოლის გარეშე დარჩება და მე ეს საშინლად არ მომწონს . -ხოდა ქალბატონო ნატალია ,ესე იგი დაგვეხმარები ყველანაირად - აბა რა , თქვენ გვერდში ვართ მე და ჩემი ბიჭი . აბა რა გჭირდებათ ? - ესე იიგი, ამ ბოლო დროს თათია შენთან ცხოვრობს ხოდა აი ტანსაცმელები და წვრილმანები ჩაალაგე , ხვალ დილით მოვალ მე თათია რომ სამსახურში წავა და წამოვიღებ . ან შეიძლება რატიმ მოგაკითხოს ნუ რა მნიშვნელობა აქვს , ვინ მოვა . შენ გაამზადე -რა პრობლემაა, ჩათვალე უკვე ჩალაგებულია -ჯიგარი ხარ რა ... - კარგად გიგა, მართლა მიხარია რომ ეს ნაბიჯი გადადგი -შენი დამსახურებაა.. - რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ არ აცადა. - არა გთხოვ, ახლა არ მითხრა რა . რაც არ უნდა თქვა ეს ფაქტია და ვერსად წაუვალთ . პირიქით მადლობა რომ ამის საშუალება მომეცი . - კარგი რა ... - არ უნდა მაგას კარგი რა ... -ოოხ გიგა -ჩვენ ხომ კარგი მეგობრები ვართ? -კი -აბა არავითარი პრობლემა არაა - კარგად .. შევუდექი აბა მისიის შესრულებას -შენ იცი - გაუღიმა და მანქანა დაძრა . * * * - ხომ არ გადაიფიქრე გადარეულო? ახლა თუ გადაიფიქრე იცოდე არ გაცოცხლებ, თათიას შორიდანაც არ დაგანახებ .- ბურდღუნებდა უკვე მე-10 გაშვებული უპასუხო ზარის შემდეგ და თან აქეთ-იქით დადიოდა .როგორც იქნა უპასუხეს - სად ხარ რატი ამდენ ხანს ? - მისალმებაც არ აცადა ისე მიახალა -ყველაფერი მოვაგვარე უკვე და ახლა კიბეებზე ამოვდივარ .. კარები გამიღე აბა -ტელეფონი იქვე დააგდო და რაც შეეძლო ჩქარი ნაბიჯებით მივიდა კარამდე. -როგორ ხარ ნატო ? ჩაალაგე ? - კი ჩემო კარგი, ჩავალაგე . ოთახშია საწოლზე ჩანთა -გაეღიმა რატის აციმციმებულ თვალებს რომ გადააწყდა . არადა წამის წინ ლამის ცოცხლად შეწვა დაუპირა . -აუ და ხარ რა .. - ნუ ახლა- შეიფერა და თმა თითით დაახვია . - ისე რატომ დაგაგვიანდა, ხომ ყველაფერი რიგზეა? - კი უბრალოდ სამსახურიდან შვებულება ხომ მეკუთვნის და იმის საქმეებს ვაგვარებდი. - მე კი ვიფიქრე გადაიფიქრათქო და დანების არსენალი სრულ მზადყოფნაში მქონდა -არა რა ხანდახან როგორ მაშინებ გოგო -კარგი ახლა მორჩი ჯამბაზობას და ჩემი გოგოს ბედნიერებას მიხედე - გპირდები , პირადად შენ გპირდები რომ თათია ყველაზე ბედნიერი ქალი იქნება მსოფლიოში -ჩემთან რა გინდა , რას მპირდები ბიჭო , მე კიარ მოგყვები. ეგ თათიას დაუმტკიცე რომ ნამდვილად იმსახურებთ ერთმანეთს - სიცილით დატუქსა და თმები აუქოჩრა. -ეგ რათქმაუნდა .. აი ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ - ლოყა გაუწელა და ხმაურით აკოცა - კარგი ახლა, თორემ თავში ამივარდება -არაფერი არ დაგემართება , არ გიცნობდე მაინც -კარგი ნუღა ცდები , მიმიხედე აბა მეგობარს -ცივ ნიავს არ მივაკარებ არ იჯავრო. აუ ნატო ბოდიშს გიცდი რა -რისთვის ? -რადა მარტო რომ მოგიწევს ერთი-ორი დღე ყოფნა. კი ვიფიქრე ვინმე დამხმარე ქალს ავუყვანთქო და ნომრებიც მაქვს , თუ რამე -კარგი რა , ხომ არ გაგიჟდი რას მებოდიშები შენი ჭირიმე . წადით გაერთეთ ,მივხედავ თავს ნუ გეშინიათ -ხო, გიგა ახლა იქაა სადაც თათია უნდა წავიყვანო, საქმეებს აგვარებს . ამაღამ სამსახურის შემდეგ წავიყვან , დილით ალბათ უკვე იქ ვიქებით და მაშნვე გამოვუშვებ აქეთ. მართალია ბატი არ ენდობა, მაგრამ მაინც იმედად მაინც შეხედავ .. -არ ინერვიულო შენ მაგაზე. არ იჩქარო იმის გულისთვის არიქა რამე მოუვა იმ გოგოსო . არაფერი არ დამემართება , როცა ჩამოვა ჩამოვა . -კარგი წავედი აბა მე . წარმატებები მისურვე - წარმატებებს გისურვებ. უფალი გფარავდეთ - ღიმილით დალოცა და გააცილა -ესეც ასე დედიკო . თათიას ახალი ცხოვრების საძირკველიც მზადაა, ახლა რა გავაკეთოთ ? გინდა მამიკოსთან წავიდეთ ? ბოლოს ორი კვირის წინ ვიყავით .. არ მოგენატრა ? მე ძალიან ... ხოდა თუ შენც მოგენატრა ჩავიცმევ და ახლავე . - კარადიდან ტანსაცმელი გამოაცოცა, მალე გამოეწყო და ტაქსი გამოიძახა. სანამ თავისი მუცლით კიბეები ჩაიარა მანქანაც გაჩერდა სადარბაზოსთან . მისამართი უკარნახა, მძღოლმა ერთი გაოცებული სახით შეხედა, მაგრამ არაფერი უკითხავს. თავადაც ვერ მიხვდა რამ გააკვირვა . უკანა სავარძელზე მოეწყო, გადაამოწმა ხომ ყველაფერი თან ჰქონდა . ხურდა ამოთვალა და ხელის გულზე შეათამაშა. ნეტა ახლა რას აკეთებს თათია ? წარმოდგენაც არ ჰქონდა ,რატი თუ რაინდობას მოინდომებდა. უცებ წარმოიდგინა რატი ძველი რაინდის ფორმაში და ფხუკუნი აუტყდა. -მოვედით შვილო.- თქვა მოხუცმა და მანქანა ჭიშკართან გააჩერა . მეტი არც არაფერი თქმულა,ფული მიაწოდა და გადმოვიდა. * * * -ისევ არაფერი ? -სერიოზული ისევ არაფერი ექიმო .ისე ფრაგმენტულად რაღაცეები მახსენდება -არაუშავს , თქვენი ანალიზის პასუხები უკვე მოვიდა , გავარკვიეთ ვინაობა -მართლა ? რა მქვია ? -იაგო- „იაგო“ იმეორებდა გონებაში და თითქოს ძველი, ფსკერზე ჩაძირული მოგონების ამოტივტივებას ცდილობდა , მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ისევ ზუზუნი, დიდი აფეთქების ხმა. წვა , ტკივილი მუცლის არეში. -არ დააძალო, დაანებე თავი . ნელ-ნელა იმედია აღდგება მეხსიერება . მოჩქარეს მოუგვიანდესო, ჩვენც ეტაპობრივა მივყვეთ -და რომ ვერ გავიხსენო ექიმო ? -გაიხსენებ . მოდი ამჯერად ნაცნობ ქუჩებში გაიარე. აი აგერ ჩამოგიწერ . ეგებ იმ გარემოში აღიდგინო წარსული სურათები -ნათესავები ? -ჯერ ვერაფერს გეტყვით -კაგით . ვითომ მიშველის? ეჭვისთვალით დახედა ფურცელზე ლურჯი მელნით დაწერილ ბგერებს -ვცადოთ, ნახვამდის. ხო მართლა , გეგმიურ შემოწმებაზე 1 კვირაში უნდა მოხვიდე, მაგრამ თუ რამე გაგახსენდათ მაშინვე დამირეკეთ -აუცილებლად, ნახვამდის -ღიმილით დაუკრა თავი და კაბინეტი დატოვა * * * ეგონა უკვე შეეჩვია , ეგონა ნაკლები ემოციით გაივლიდა მრავალჯერ გათელილ ბილიკს, მაგრამ ახლაც ისევე უჭირდა როგორც პირველად.ძლივს მიათრევდა ნაბიჯებს . ბოლოს როგორც იქნა მივიდა, ისევ შიშით გააპარა თვალი წარწერისკენ „ უცნობი ჯარისკაცი“ . მაინც აეწვა სული. ვერ მოითმინა და ცრემლები წამოუვიდა . -ვიცი დაგპირდი არ ვიტირებთქო,მაგრამ არ შემიძილია.უნებურად მეტირება .. საშინლად მენატრები იაგო . ამის შემდეგ ალბათ პატარასთან ერთად მოვალ. ოღონდ მუცელში არა , ხელში მეჭირება . დარწმუნებული ვარ შენი თვალები, გამოხედვა და ღიმილი ექნება . ამასწინ ვფიქრობდი რა სახელი დავარქვა . ისიც ვერ მოვასწარით ბავშვის სახელზე „გვეკამათა“ .თავიდან ვიფიქრე შენი სახელი ხომ არ დამერქმია, მაგრამ არა . დარწმუნებული ვარ არც შენ მოგეწონებოდა, მამის სახელი რომ რქმეოდა . მაგრამ სხვაც რომ ვერაფერი მოვიფიქრე ? არაუშავს წინ კიდევ ორი თვე გვაქვს . - იქვე ქვის სკამზე ჩამოჯდა და დიდხანს ესაუბრა, ბოლოს ცოტა ქარმა რომ წამოუქროლა და შეაჟრჟოლა ფეხზე წამოდგა . -ახლა უნდა წავიდე, აცივდა. ძალიან მიყვარხარ , დღემდე ისევ ისე მენატრები.სიზმრებში მაინც დამენახე , გთხოვ - პატარა ჭიშკარი გაიხურა და მოკირწლულ ბილიკს გაუყვა . უკან არ მოუხედია ,მაგრამ თითქოს იგრძნო როგორ მოიწყინეს ყვავილებმა , თითქოს მიხვდნენ რა მძიმე მონატრების ტვირთი აკიდეს მხრებზე. ცოტა ფეხით გაიარა , მერე გამვლელ ტაქსს დაუქნია ხელი და აბუზული ჩაჯდა . არც მისთვის უთქვამს ზედმეტი რამე, ფანჯარაში იხედებოდა და ქუჩებს ათვალიერებდა. ყვავილების მაღაზიის დანახვისას უეცრად აენთო თვალები . თვითონაც ვერ გაიაზრა ისე გააჩერა ტაქსი. მძღოლი არეული თვალებით უყურებდა. -ხომ კარგად ხარ შვილო ? -იკითხა მზრუნველი ხმით და ერთიანად შეათვალიერა ფეხმძიმე -კი კი, კარგად ვარ, უბრალოდ ყვავილების მაღაზიას შევხედე და უცებ მომინდა მეყიდა -მე კიდევ ვიფიქრე . -ნუ ღელავთ ყველაფერი რიგზეა. რამდენი მოგართვათ ? -არაფერი არ მინდა შვილო -არა , ასე არ გამოვა , გთხოვთ გამომართვით . -ცალი ხელით ყელი გამოწია, მეორეთი კი ქაღალდის კუპიურა მიაწოდა -გთხოვთ რა ქალბატონო, ნუ მეჯიუტებით . ჩემი საჩუქარი იყოს - კი მაგრამ -არავითარი მაგრამ .. -დიდი მადლობა -არაფრის შვილო, მშვიდობა მოქცეს ღმერთმა . -გაბადრული სახით გადავიდა მანქანიდან და მაღაზიას მიაშურა . იქაც ღიმილით მიეგება გამყიდველს და მინდვრის ყვავილების თაიგული შეაკვრევინა . ღიღინით გამოვიდა, თან თვალებით ყვავილებს ეფერებოდა, უცებ ქუჩის მეორე მხარეს ნაცნობ სილუეტს რომ მოკრა თვალი . რამოდენიმეჯერ სწრაფად დაახამხამა, მოჩვენება ეგონა მაგრამ ის ისევ აგრძელებდა მოძრაობას. უნდოდა დაეძახებინა , უნდოდა ბოლო ხმაზე ეკივლა მისი სახელი, თითქოს ხმა ამოართვესო, დამუნჯდა. მერე იგრძნო ნელ-ნელა როგორ დაუბნელდა თვალებში. თითქოს ციდან მეტეორი ჩამოვარდა და პირდაპირ მას დაეცა. ერთიანად ააკანკალა მუცელში წვა რომ იგრძნო . ტკივილისგან ძლივს მოახერხა დაგუბებულის ამოშვება და რაც შეეძლო ხმამაღლა იკივლა .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.