შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს(თავიI)


8-09-2015, 16:10
ავტორი Lanaa
ნანახია 2 838

მაღვიძარამ უკვე ორჯერ დარეკა..ერთკვირიანი არდადეგების შემდეგ ისევ მტანჯველ სკოლას ვუბრუნდები.თვალები გავახილე და ტელეფონი მოვძებნე.არცერთი გამოტოვებული ზარი,არცერთი მესიჯი,ლოგინიდან ზანტად წამოვდექი და მოწესრიგება დავიწყე..ყავა ავადუღე და საათს მივაჩერდი 8:35იყო,ჩანთას ხელი დავავლე და სწრაფად გავიქეცი სახლიდან.მე ლიზა ვარ 18წლის,ვცხოვრობ თბილისში,როგორც იქნა გადავედი მეთორმეტე კლასში ალბად მალე დავისვენებ სკოლისგან და უაზრო მასწავლებლებისგან.ვარ საშუალო სიმაღლის,შავგრემანი და მწვანეთვალება გოგო.გაგიკვიდებათ და შეყვარებული არ მყოლია..ჩემს ასაკში იშვიათად უმართლებთ ხოლმე.მე კი ველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს და იმედი მაქვს ეს დღეს მალე მოვა..ამ ოცნებიდან ნაცნობმა და უკვე მობეზრებულმა ხმამ გამომიყვანა.
-ლიზაა დაჯექი!ფანჯრის მინა ჩამოსწია და გვერდულად გამიღიმა დევდარიანმა.
-გმადლობთ ჩემით წავალ.ვუთხარი და ხელი დავუქნიე,ეს იმის ნიშანი იყო რო უნდა წაბრძანებულიყო აქედან,მაგრამ ნურას უკაცრავად.
-ჩაჯექი,ჩაჯექი თორე დაგაგვიანდება-საათს დახედა და გადაიხარხარა.
-მეც ნაძალადევად გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.ეს დემეტრე დევდარიანია,ბავშვობის თაყვანისმცემელი.მან დედ-მამის გული ადვილად მოიგო მაგრამ მთავარი ხომ მე ვარ.მისი თქმით სკოლის დამთავრებისთანავე ცოლად უნდა შემირთოს..ამის გაგონებაზე სულ გულიანად გადავიხარხარებ ხოლმე.როგორ შეიძლება ამ დონის იდიოტი იყო..
-მადლობთ,აწი აღარ შეწუხდე!!ენა გამოვუყევი და მანქანიდან გადავედი.ისიც ელვის სისწრაფით მოწყდა ჩემს სკოლას.ეგრევე კლასისკენ გავქანდი და ,,დიდი ხნის" მონატრებული მეგობრები გადავკოცნე.მალევე გამოჩნდა ანიც გავიქეცი და ჩავეხუტე..ანი წიკლაური ჩემი ერთადერთი დაქალია,ბავშვობიდან ერთად მოვდივართ.ის ჩემთვის არაბიოლოგიური დაა,მასთან ერთად სულ ბედნიერი ვარ..
მთელი გაკვეთილი ვჭორაობდით.რათქმაუნდა ხვალ ჩემი ერთადერთი დაქალის დაბადებისდღეა.18ის ხდება,ამიტომ გრანდიოზულ დაბადებისდღეს აწყობს.სკოლის მერე ანისთან წავედი,სახლში მისი ძმა ანდრია დაგვხვდა,მივესალმე და სწრაფად ავედით ოთახში.9საათამდე ვილაპარაკეთ,ყველაფერი მოვაგვარეთ,ვინ რას იცმევდა,ვინ როგორ იკეთებდა თმებს.ერთი სიტყვით კარგად გავერთეთ და სახლში გადავწყვიტე წასვლა..მალევე მონატრებულ ოთახს მივაშურე და მოწყვეტიტ დავეცი საწოლზე.ტელეფონის ხმამ მალევე გამაღვიძა,ანი რეკავდა ძალიან შეშფოთებული ხმა ქონდა და ცოტა არიყოს შევშინდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent