შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (26-27)


9-09-2015, 11:14
ავტორი Linna
ნანახია 5 235

დაძინება ვერაფრით მოვახერხე, თორნიკე საშინლად ახველებდა..
-თორნიკე..
წამოვიწიე, ხმას არ იღებდა..
-თოკო..
ლოყაზე ვაკოცე, სწრაფად მოვშორდი, ხურდა..
ტუჩები შუბლზე მივადე, ღმერთო, სიცხისგან იწვოდა..
-თორნიკე!
ოდნავ შევანჯღრიე.
-მმ.
წამოიზმუვლა
-სიცხე გაქვს..
-არაუშავს, ჩამეხუტე და გამივლის..
მოხვეული ხელები უფრო მაგრად მომხვია..
-გთხოვ თორნიკე.
ხელებიდან თავი დავიხსენი, წამოვდექი და ხალათი მომიცვი..
-მცივა ანა, არ წახვიდე.
-ჩემო სიხარულოოოო.
ისევ ლოგინზე ავძვერი და ვაკოცე.
-წამალს ამოგიტან.
თავი ისე დამიქნია, თვალები არ გაუხელია.. სწრაფად ჩავირბინე და წამლების კარადა გამოვაღე.. ვერაფრით გავიხსენე რას მასმევდნენ სიცხის დროს.. სხვა გზა არ მქონდა,მაკა უნდა გამეღვიძებინა..
-გთხოვ, ოღონდ პანიკა არ ატეხო
ჩემთვის ვთქვი, როცა მისი კარი შევაღე ფრთხილად შევანჯღრიე..
-მაკა..
წამოხტა
-ღმერთო ანა, გული გამიხეთქე !
-მაპატიე, მაპატიე.. რაღაც მინდა გთხოვო.
-არ მითხრა, რომ გაპარვას აპირებ.
-არა, არა.. აქაა.
თვალები გაუფართოვდა, მერე სახის ყველა ძარღვი დაეჭიმა და კოპები შეკრა
-მაკა, გთხოოვ.. სიცხე აქვს.. ძალიან მაღალი თან
საწყლად შევხედე.
-ანასტასია!
არ დავამთავრებინე, ჩავეხუტე
-იცი როგორ მიყვარს? რაიმ რომ დაემართოს, გავგიჟდები.. თან ჩემს გამო ასეთ წვიმაში გაილუმპა და საჩუქარი მომიტანა.. გთხოვ მაკა, უბრალოდ წამლის სახელი მითხარი..
-აჰ, ანა ანა.
გამწია და წამოდგა, მანაც მოიცვა ხალათი და ოთახიდან გავიდა, მას გავყევი..
-მაღალი სიცხე აქვს?..
-ძალიან ცხელია..
წამლების კარადა გამოაღო და თერმომეტრი მომაწოდა..
-ჯერ სიცხე გაიზომოს.. თუ მაღალიაქვს ეს დაალევინე,-რაღაც თეთრი შეკვრა მომაწოდა- თუ არც ისე, ეს..
მწვანე შეფუთვაში გახვეული რამდენიმე აბი მომცა..
-გმადლობ მაკა.
გადავეხვიე, ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოში გავედი.. ჭიქა წყლით ავავსე და ოთახში დავბრუნდი..
თორნიკე მუცელზე იწვა, წარბები შეკრული ჰქონდა, სახეზე ფერი საერთოდ არ ედო..
-ჩემი საწყალი ბიჭი..
ვთქვი ჩემთვის, წამლები და ჭიქა ტუმბოზე დავდე..
-თორნიკე. ჩემო სიხარულო..
კოცნით შევეცადე მის გამოფხიზლებას, თვალები მძიმედ გაახილა..
-ამდენი ხნით რატომ დამტოვე?..
შემომჩივლა, ქვედა ტუჩი უთრთოდა, ციოდა..
-წამალს ვეძებდი.. მოდი, სიცხე გაიზომე..
პირი გამიღო, თერმომეტრი ჩავუდე..
სანამ სიცხეს იზომავდა, მის გვერდით ვიჯექი და სახეზე ვეფერებოდი, ის თვალდახუჭული იწვა.. ღრმად სუნთქავდა..
რამდენიმე წუთში თერმომეტრი პირიდან გამოვუღე..
-ღმერთო თორნიკე!
ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა, შევშინდი..
წამლები ავიღე, მაგრამ ნერვიულობისგან დამავიწყდა რომელი უნდა მიმეცა მაღალი სიცხის დროს..
-მაკოცე და დამშვიდდი..
ღრმად ჩავისუნთქე, დავიხარე და ვაკოცე.. მერე უცებ მოვშორდი..
-თეთრი, თეთრი..
თეთრ შეკვრაში გახვეული წამლები გავხსენი და ერთი აბი მივაწოდე..
წამოჯდა, ჭიქა თვითონ აიღო და წამალი დალია..
-ახლა მოდი და გამათბე..
ცდილობდა არ დატყობოდა, რომ ცუდად იყო, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი.. მივუწექი და მაგრად მივეხუტე..
-პატარავ, ხალათის გახდა დაგავიწყდა..
გამიცინა, წამოვიწიე და ხალათი იატაკზე დავაგდე, ისევ მივეხუტე..
-ჩემი ბრალია.. ამ წვიმაში როგორ მოხვედი..
საკუთარ თავზე ვიყავი ნერვებმოშლილი..
-რომ არ მოვსულიყავი, ასე თბილად ვერავინ ვერ ჩამეხუტებოდა..
-კარგი რა თორნიკე ზეგ რბოლაა, შენ კიდევ სიცხე გაქვს..
-ზეგ არა პატარავ, უკვე ხვალ.. არაუშავს, მომარჩენ..
აღარაფერი მითქვამს.. ფეხები მისსაში მქონდა ახლართული და ვეხუტებოდი..
-თავი გტკივა?
ვკითხე ცოტა ხანში..
-უკვე აღარ, ჩემო ანგელოზო
-ნუ მატყუებ
საწყალი სახით ავხედე, გული მტკიოდა.. ჩემი ბიჭი ცუდად იყო, ჩემს გამო
-არ გატყუებ პატარავ.. შენს გვერდით არაფერი მტკივა..
გამეღიმა.
-ძალიან მიყვარხარ..
წამოვიწიე და კოცნა დავუტოვე გაყინულ ტუჩებზე..
_________________________________________________________
დილით პირველს გამეღვიძა.. ისევ მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული.. ძილის დროსაც კი არ მიშვებდა ხელს.. თავი ძვლივს დავიძვრინე და შუბლზე ვაკოცე.. ისევ ცხელი იყო, მაგრამ ისე არა, როგორც ღამე.. ოდნავ დავმშვიდდი, ჩავეხუტე..
-მაკოცე..
ახალგაღვიძებული, ბოხი და ხრინწიანი ხმით მითხრა.. გამეღიმა, რათქმაუნდა ვაკოცე..
-დღეს რა გეგმები გაქვს?..
მკითხა თვალდახუჭულმა..
-არაფერი.. დედაჩემი ჩამოვა საღამოს.
-საღამომდე ჩემთან იყავი.
-კარგი.
ისევ მის გულზე მოვკალათდი..
-ანაა.
კარებზე მაკამ დააკაკუნა..
-რა ხდება?
-მამაშენი მოდის მოსალოცად..
-ჯანდაბა.
ვთქვი და წამოვდექი..
-ლოგინის ქვეშ შევძვრე?
-არა, არა.თბილად იწექი.. მოვალ ახლავე..
სწრაფად ჩავიცვი და გავედი..
-გღვიძავს?
მამა კიბეებზე შემხვდა, თავი ღიმილით დავუქნიე..
-მე კი შენი გაღვიძება მინდოდა.. გილოცავ !
-მადლობა მამიკოო.
კისერზე მოვეხვიე.
-ერთად ვისაუზმოთ და მერე სამსახურში გავიქცევი..
-საღამოს ხომ მოხვალ?
-რათქმაუნდა.
გამიღიმა, ქვემოთ ჩავედით..
-მაკას სუფრა უკვე გაეწყო, შუაში დიდი ტორტი მოეთავსებინათ.. გამეღიმა..
ერთად ვისაუზმეთ, ძველ ამბებს ვიხსენებდით, ბევრი ვიცინეთ..
-ახლა გავიქეცი, ჩემო მშვენიერო ქალბატონებო..
სიცილით თქვა მამამ, ბედნიერი იყო. მაკას ლოყაზე აკოცა, მე შუბლზე და წავიდა..
-ისევ აქაა?
მკითხა თორნიკეზე
-ჰო, ისევ სიცხეაქვს..
-მაღალი?
-არა.. შედარებით დაუკლო..
-საჭმელი აუტანე.. ან ჩამოვიდეს..
თვალები გამიფართოვდა..
-მართლა??
-ჰო.
თავი დამიქნია, გახარებული წამოვხტი და გადავეხვიე.. მერე ოთახში ავირბინე..
საწოლში არ იწვა, შემეშინდა, მეგონა რომ წავიდა.. მაგრამ მერე იატაკზე დავარდნილი მაისური შევნიშნე და ამოვისუნთქე.. სააბაზანოში შევიხედე.. ხელ-პირს იბანდა.. ზურგზე ნაკაწრებისა და ლაქების დანახვაზე, გამეღიმა..
უკნიდან მივეხუტე.. სარკეში შემომხედა..
-რაო მამიკომ?
-არაფერი, მომილოცა.. გშია?
-ძალიან..
მომიბრუნდა და მაკოცა.
-ჩემი ტუჩები არ მიგულისხმია,- გამეცინა.
-არც ამ მარწყვუკებზე არ ვიტყოდი უარს.
ისევ მაკოცა.
-ჩავიდეთ, ტორტს გაჭმევ.
წარბები ავათამაშე.
-ჰმ, მარტო დავრჩით?
-არა, ძიძაცაა, მაგრამ ჩამოვიდესო..
გაკვირვებულმა შემომხედა
-წამო, წამო.
გავუცინე და ხელი ჩავჭიდე, ქვემოთ ჩავათრიე..მაკა სამზარეულოში არ იყო, მისი ძებნა არც დამიწყია.თორნიკე მაგიდასთან დავსვი და ტორტის დიდი ნაჭერი მოვუჭერი..
-ჩაი ხომ არ გინდა?
ვკითხე, თავი ღიმილით გააქნია.
-მმ.. შენ გამოაცხვე?
-მე სად მეცალა?
ენა გადმოვუყე, გაეცინა..
-მაკას გადაეცი, უგემრიელესი ხელი აქვს.
-გმადლობ.
სამზარეულოში მაკა შემოვიდა, ოდნავ ავღელდი.თორნიკეს ზურგი ალმაცერად აათვალიერა..
-ასეც ვიცოდი, რომ ლეოპოლდი ეს იყო !
ამაყად წარმოთქვა, მე და თორნიკემ ერთმანეთს შევხედეთ, სიცილი აგვიტყდა.
მაკამ თავი გააქანა და იქეთ გავიდა.
-მართლა, ლეოპოლდი როგორაა?
დამცინავი კილოთი მითხრა, თან ტორტს ჭამდა..
-გაეთრიე რაა..
-გავეთრიო?
წარბები აწია..
-დიახ..
ენა გადმოვუყე..
-ჰმმ..
თვალები დააწვრილა და წამოდგა, კარგს არაფერს აპირებდა..
-თორნიკე
-გისმენ, ჩემო ტკბილო..
ტორტით მოდიოდა ჩემსკენ..
-აუუ, ზეეიიინ..
-ჰო, ჩემო გემრიელო..
-აუუუუ..
ავწუწუნდი, გაქცევა ვცადე, მაგრამ ცალი ხელით დამიჭირა.. წელზე მომხვია ხელი და მის სხეულს მიმაკრა..
-მოდი, უფრო ტკბილები გავხდეთ..
წარბები აათამაშა, ტორტი მაგიდაზე დადო და თითი კრემში ამოუსვა..
-გთხოოოოოოვ..
შევევედრე, რათქმაუნდა ამაოდ.. კრემი ჯერ მხოლოდ ცხვირზე მომისვა..
თვალდახუჭული ვიდექი და ველოდებოდი, როდის მომითხვრიდა მთლიან სახეს..
-შემომხედე..
მითხრა სიცილით, თვალები ნელა გავახილე.. სიცილი ამიტყდა, როცა დავინახე, რომ მასაც წაუსვამს კრემი.. მთელი სახე დასვრილი ჰქონდა..
-ჯერ შენ მომაშორებ, თუ მე?
მკიტხა ისევ სიცილით..
-მოდი, შენ დაიწყე..
გავუცინე..
-ძალიან კარგი..
გამიღიმა და ცხვირი ტუჩებსშორის მოიქცია.. მერე ლოყებზე გადავიდა.. მთელი სახე დამიწუწნა, სიცილით ვკვდებოდი..
-ახლა შენ..
მაგიდიდა ხელსახოცი ავიღე და ისე დავიწყე კრემის მოშორება, თან მეცინებოდა..
-ეე, ეგ რა წესია?
-რაიყო, არ გაშორებ?
-ნუ მეთამაშები ანასტასია.
გამაფრთხილებელი ტონით მითხრა.
-თორემ?
არ დავნებდი.
-ოომ, ეგ არ უნდა გეთქვააა..
ამ სიტყვების გაგონებაზე უკან დავიხიე, მაგრამ ვინ მაცლიდა, სწრაფად დამიჭირა მაგიდისკენ მიმაბრუნა და მთელი სახე ტორტში ჩამადებინა..
-ააააა !!
ვიკივლე, სიცილიტ კვდებოდა..
-მოგკლავ აბაშიძე, მეზიზღებიიიი !!
ვყვიროდი და კრემს თვალებიდან ვიშორებდი..
-მოდი აქ..
სიცილით მიმიყვანა მასტან, ისევ ტუჩებით დამიწყო გასუფთავება..
-რა გემრიელი ხარ..
მაინც მეცინებოდა.. ისეთი საყვარელი და თბილი იყო, ისეთი..
-ახლა შენი დროა და იცოდე, ნორმალურად მომაშორე..
თითი დამიქნია, გამაფრთხილა.. მეც ისევე მოვიქეცი, როგორც ის..
-ახლა მაკას უთხარი რომ მივდივართ და წამო..
-სად?
-ეგ სიურპრიზია..
-კიდევ ერთი სიურპრიზი?
-ჰომ.
თავი ამაყად დამიქნია..
____________________________________________________
მანქანა კერძო სახლის წინ გააჩერა..
-აქ რა გვინდა?
გაკვირვებულმა ვკითხე..
-ვიღაც მინდა გაგაცნო..
მანქანის კარი გამიღო და გადმომიყვანა..
-აქ დამელოდე..
მითხრა და მანქანის დასაყენებლად წავიდა.. მალევე დაბრუნდა, ხელი მომხვია და კარებამდე მიმიყვანა, ზარი დარეკა..
გაკვირვებული ველოდებოდი კარის გაღებას.. თვალები გამიფართოვდა, გულისცემა ამიჩქარდა, სუნთქვა გამეყინა და ფეხები მომეკვეთა, როცა კარი საშუალო ხნის ქალმა გააღო.. თვალებგაბრწყინებულმა შემოგვხედა, ფართედ იღიმოდა.. ზუსტად თორნიკეს თვალები ჰქონდა, უფრო სწორად,თორნიკეს ჰქონდა მისი..
-ანასტასია!
აღტაცებულმა წარმოთქვა და გადამეხვია, ვკანკალებდი..
-ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი ნახვა..
სახლში შემიპატიჟე, ჯერ კიდევ ვერ მოვსულიყავი გონს.. ვხვდებოდი ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ აღიარება მიჭირდა..
-ანა. გაიცანი, დედაჩემი..
-ლია.
კიდევ ერთხელ გადამეხვია ღიმილით..
-ნუ გეშინია დედიკო, არ ვიკბინები..
გამიცინა და მისაღებში შემიყვანა..
-რა ხდება?
მკითხა თორნიკემ, როცა მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად..
-დედაშენს ჩემზე მოუყევი?
გაშტერებულმა ვკითხე, თავი დამიქნია..
თავი ძვლივს შევიკავე რომ არ მივხტომოდი და ჩავხუტებოდი..
-ეს ჩემგან..
ქალმა ღიმილით მომაწოდა პატარა, ლამაზი ჩანთა..
-ღმერთო, არ იყო საჭირო..
წამოვწითლდი..
-როგორ არა, დღეს ხომ შენი დაბადების დღეა.. გახსენი, გახსენი..
პატარა ბავშვივით მომჩერებოდა, აინტერესებდა მომეწონებოდა თუ არა.. ჩანთა გავხსენი, ულამაზესი ვერცხლის ყელსაბამი ამოვიღე, სახე გამინათდა..
-მართლა არ იყო საჭირო, უღრმესი მადლობა..
სიხარულს უბრალოდ ვერ ვფარავდი.. მინდოდა ემხტუნა, მეცეკვა, მეყვირა.. ღმერთო, დედამისმა ჩემზე იცის..
-მომეცი, გაგიკეთებ..
თორნიკემ ყელსაბამი გამომართვა, თმები წამოვიწიე რომ გაკეთებაში ხელი არ შეეშალა..
-ძალიან გიხდება..
ღიმილით მითხრა ქალმა..
-მე მალე მოვალ..
თქვა თორნიკემ, მაკოცა და მარტო დაგვტოვა.. მივხვდი ეს რატომაც გააკეთა.
-ყავას ხომ დალევ?
მკითხა ღიმილით, უარი ვერ ვუთხარი..
-დამელოდე, ახლავე მოვიტან..
სამზარეულოში გავიდა.. ოთახს თვალი მოვავლე, ბუხრის თაროზე სურათები შევნიშნე.. მათთან მივედი.. პატარა თორნიკე და ლუკა, დედასთან და მამასთან ერთად.. მხიარული სურათები იყო.. 3 წლის თორნიკეს დანახვაზე ღიმილს ვერ ვიკავებდი..
-ეგ სურათები ლუკასს დაბადების დღეზეა გადაღებული..
ზურგსუკან ხმა მომესმა, მივბრუნდი..
ლიამ ლანგარი მაგიდაზე დადო და ჩემთან მოვიდა..
-აი აქ- მანიშნა სურათზე, სადაც თორნიკე პოპკორნს ჭამდა- პირველად უყურე ტიტანიკს.. მახსოვს, ტირილით გასკდა..
სიცილით დაამატა, მეც გამეცინა
სავარძელზე გადავინაცვლეთ.. ყავას ვსვამდით, ნამცხვარს ვაყოლებდით და ვსაუბრობდით..
-იცი, ძალიან გამიხარდა, როცა თორნიკემ მითხრა, რომ მის შეყვარებულს გამაცნობდა..
-მართლა?
სახე გამებადრა..
-ჰო, სულ იმაზე ვწუწუნებდი, რომ არცერთი არ იქცეოდა სერიოზულად გოგოსთან
გამეღიმა.. ამ სიტყვების შემდეგ, ეჭვსაც ვეღარ შევიტანდი იმაში, რომ თორნიკე მეთამაშებოდა.
- ისე, ანა..
ცოტა მორიდებულად დაიწყო.
-ორსულად ხომ არ ხარ?
თვალები გამიფართოვდა, წამოვწითლდი.. უხერხულობისგან ხველება ამიტყდა.
-დეე, ხომ გაგაფრთხილე, მორცხვიათქო..
საიდანღაც თორნიკე გაჩნდა, გვერდით მომიჯდა და ხელი ზურგზე დამიტყაპუნა..
-კარგად ხარ?
მკითხა სიცილით, თავი დავუქნიე.. ისევ აწითლებული ვიყავი..
-არა დე, ორსულად არაა.. მაგრამ..
წარბები აათამაშა და გამომხედა, უარესად წამოვწითლდი..
-რა შტერი მყავხარ.
გაეცინა, ხელი მომხვია და მიმიხუტა.. თავი მის ქურთუკში შევმალე.
დედამისიც იცინოდა, საოცრად დადებითი აურის მატარებელი იყო.. ალბათ თორნიკეს ქურთუკიდან არ გამოვძვრებოდი, ტელეფონს რომ არ დაერეკა.
-ჰო მამა
-ანა, აეროპორტსი მივდივარ დედაშენის დასახვედრად, გამოგიარო?
-არა, არა.. სახლში დავხვდები..
-კარგი ძვირფასო, მალე მოვალთ..
ტელეფონი გავთიშე და სევდიანად გავხედე თორნიკეს.
-უნდა წახვიდე?
-ჰო.
თავი დავუქნიე..
-ასე მალე?
ლიაც შეწუხდა..
-დედაჩემი ჩამოდის ამერიკიდან, სახლში უნდა დავხვდე..
-აჰ, საპატიო მიზეზი გქონია..
გამიღიმა და ჩასახუტებლად წამოვიდა, გადავეხვიე..
-გთხოვ,თორნიკეს თხოვე, დღეს ჩემთან დარჩეს..
ყურში მითხრა, გამეღიმა..
-კარგით.
-და არანაირი თქვენობითი მომართვა !
სიცილით დაამატა.. გასვლილსას კიდევ ერთხელ გადამეხვია,თორნიკემ მანქანა გამოიყვანა..
-დღეს მასთან დარჩი, ძალიან ენატრები..
-კარგი.
გამიღიმა..
-და მერე, ტავისუფალი დრო რომ გექნება, ტიტანიკს ვუყუროთ..
ენა გამოვუყე და სიცილი ავტეხე..
-ჯანდაბა ! მოვკლავ დედაჩემს !
მასაც გაეცინა..
-რა საყვარელი მყავხარ..
სიცილი შევწყვიტე, ახლოს მივჩოჩდი და მივეხუტე..





გეგმისთვის ასეა საჭირო, დროებით დაძაბულობა მოვხსენი, წინ არც კი იცით რა გელოდებათ :დ <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორი დაძაბულობაც გინდა ისეთი იყოს წინ ოღონდ ეს არაჩვეულებრივი წყვილი არ დააშორო და ბოლოს ერთად დატოვე... მაგარი ისტორია ძალიან...

 


№2  offline წევრი tam28

Gulebs nu dagvixetqav exla :-D . Ise eg yvelaze magari istoriaa rac ki am saitze devs

 


№3 სტუმარი anuki

Au cudad ar daasrulo da ertad datove ra tore gadavIREVIT :D

 


№4 სტუმარი paradise

აუუ რაკაიაა...^^ ველიით O.o

 


№5  offline წევრი Li Zi

Au male Dade raaa (((( dzalian magaria

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ოღონდ ესს წყვილიი არ დააშოროო გთხოვვ recourse უკვეეე ძალიანნ შემიყვარდნენნნ love არ გაგვციროო რააა recourse

 


№7  offline წევრი barret

ახხ სიტყვები არ მყოფნის რომ შენზე ან ისტორიაზე რამე ვთქვა.. რამდენი ისტორია წამიკიტხავს აქ მაგრამ ეს რაღაც სხვაა :3 საოცრებაა*_* მალე დადე რა*_*

 


№8  offline წევრი Drama Queen

ავტორ, მართალია თავად გითხარი დაძაბე-მეთქი, მაგრამ ეს 'წინ არც კი იცით რა გელოდებათ' ცუდად მომხვდა თვალში. :დ მთლად ნუ გააუბედურებ, გულით გთხოვ. :დ ისე პატარა, ლოყებ დაბერილი 'თორნიკე' რა საყვარელი იქნება. :3 ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent