შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის მეფე (1)


9-09-2015, 13:29
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 8 413

პარკი მარცხენა ხელში დავიჭირე. კარი გასაღებით გადავკეტე და ყურებზე ყურსასმენები გავიკეთე. ნელა მივუყვებოდი უცნობ ქუჩებს და სამაგვე ურნას ვეძებდი. მალევე მოვკარი თვალი და ნაგავი ურნაში მოვისროლე. იქვე მაღაზიაში გავიარე. ჩიფსები და კოკაკოლა ვიყიდე და კვლავ ჩემი კორპუსისკენ წავედი. სადარბაზოში ვაპირებდი შესვლას წინ ბექა რომ გადამიდგა. ჩემი უფროსი ძამიკო.
-რაგინდა?-ვკითხე და გვერდის ავლა ვცადე
-მე შენი ძმა ვარ ისევე როგორც დათო და ზურა. რატომ არ გინდა ჩვენთან ურთიერთობა?-კვლავ იგივე ტექსტი გაიმეორა ბექამ
-თქვენ არხართ ჩემი ძმები ისევე როგორც მარინა არაა დედაჩემი. მე ყველა მძულხართ-მშვიდად ვუთხარი და კედელს მხრით მივეყრდენი
-შენ არ გაქვს საფუძველი გძულდეთ. თუ დედასთან და მამასთან არ გინდა ურთიერთობა ჩვენ რა დავაშავეთ?-თვალები აუწყლიანდა ბექას
-თქვენ მე ბავშვობა წამართვით. ყველა მძულხართ. მეზიზღებით. დამანებეთ და შემეშვით ისევე როგორც ეს 18 წლის წინ გააკეთეთ. თუ არ უნდოდა მეოთხე შვილი დედაშენს რას აჩენდა? თუ გაზრდის *რაკი არჰქონდა მამაშენს რატო არ მოიშალა მუცელი? არც მე დავიტანჯებოდი და არც ბებია. შენ და შენს ძმებს რა გენაღვლებოდათ. გყავდათ დედა და მამა. ერთმანეთი გყავდათ. მე? რადავაშავე? როგორც კი დავიბადე საავადმყოფოში მიმაგდეთ და ბებიამ წამომიყვანა იცოდა რაც იყო მამაშენი. 80 წლის მოხუცი ქალი მზდიდა 15 წელი. 95 წლის ასაკშიც კი ჩემი ჯავრით მოკვდა და ერთხელაც კიარ მოგიკითხიათ. პანაშვიდზეც კიარ ჩოხვედით. 15 წლის ბავშვს შემატოვეთ ყველაფერი. სახლი გავყიდე და ისე გავისტუმრე დასაფლავების ხარჯები რასაც მეზობლები ვერ გაწვდნენ და ყველას სათითაოდ დავუბრუნე ყველა თეთრი. აქ ჩამოვედი და 1 ოთახიანი ბინა ვიქირავე გარეთ რომ არ დავიძინო. თქვენ ამის მერე ჩემს ძმებს უწოდებთ თავს? 3 წელი მოსამდახურედ ვმუშაობდი და სანაცვლოდ არაფერს ვიღებდი მხოლოდ ოთახი მჭირდებოდა სადაც დავიძინებდი და საჭმელი რომ მეჭამა.-ვუყვიროდი და ხელებს გულზე ვურტყავდი. ცრემლები მცვიოდა და აღარ შემეძლო. ვეღარ ვუძლებდი ამდენ ტკივივილს. კიდევ ერთხელ დავრტყი მუშტი მკერდზე და თვალებში დამიბნელდა.
გონს რაღაც მძაფრის შეგრძნებამ მომიყვანა. საშინელი სუნი იყო თვალები ნელა გავახილე და ცხვირზე ხელი მოვისვი
-როგორ ხარ?-მკითხა ანერვიულებულმა ბექამ და შუბლზე ტუჩები მომაწება მაგრამ სწრაფაფ მოვიშორე და მწვანე სამოსში გამოწყობილ შუახნის ქალს მივუბრუნდი
-უთხარით აქედან წავიდეს-ამოვიკნავლე და ხელები თვალებზე ავიფარე.
-სტრესის ბრალია ბატონო. დასვენება სჭირდება სუფთა ჰაერზე და შეეცადეთ არ გადაიღალოს.-უთხრა ქალმა ბექას და ოთახი დატოვა. მალევე გავიგე კარის ხმა და ბექაც ოთახში დაბრუნდა
-ჩაალაგე რაც გაქვს. წყნეთში მივდივართ ჩემი ძმაკაცის აგარაკზე. შენი ხმა არ გავიგო.-თითი დამიქნია და ტელეფონი ამოიღო.
-მე არმოვდივარ-ვუთხარი და სრაფად წამოვდექი ფეხზე. თავბრუ დამეხვა თუმცა არ შევიმჩნიე და აბაზანაში შევედი. სახეზე ცივი წყალი შევისხი და გრძელი თმა გავისწორე. მალევე გაისმა კარზე ზარის ხმა. გაკვირვებული გავედი და კარი გავაღე. 2 აყლაყი ღიმილით იდგა კარში და მიტურებდნენ
-სვაგან მოხვდით-ვუთხარი და კარი მივუკეტე თუმცა ბექა გამოვიდა და ორივე შიგნით შემოუშვა.
-ესენი ჩვენი ძმები არიან. დათო-მანიშნა მაღალ შავთმიან ბიჭზე რომელსაც თმა გადაეპარსა და კეფაზე ტატუს კვალი კარგად ეტყობოდა.-ეს კი ზურაა ის შენი ტყუპისცალია-ჩაილაპარაკა და დათოზე ოდნავ დაბალ ბიჭზე მანიშნა რომელიც მიღიმოდა. მასაც ჩემსავით მუქი მწვანე თვალები და სწორი ცხვირი ჰქონდა. უკან კი თმაზე აშკარად ეტყობოდა რომ თეთრი ზოლი. გაკვირვებულმა გადავიწიე თმა და ჩემს ყავისფერ თმაში უჩვეულო თეთრ ზოლს დავაკვირდი(თუ ვერ მიხვდით გეტყვით რომ ესაა ბავშვზე თანდაყოლილი რამ. თმებში გამოერება რამოდენიმრ თეთრი შეფერილობის თმა რომელიც თეთრ ზოლს აჩენს.)
-მაინც არ მინდა თქვენნაირ იდიოტებთან ურთიერთობა-ცხვირი ავიბზუე და ოთახში შევედი სადაც ბექას პატარა ჩანთა გადმოეღო და ტანსაცმელი ჩაელაგებინა..
-ჩვენ ტყუპები ვართ-ოთახში ზურა შემოვიდა გაბრწყინებული თვალებით.
-მაგრამ მე არმინდა მყავდეს ძმები. საერთოდაც ვერგიტანთ ვერცერთს.-ცხბირი ავიბზუე და ჩანთიდან ტანსაცმელი გადმოვყარე. ტელეფონს ხელი დავტაცე და სახლიდან გასვლა ვცადე თუმცა დათომ ამის საშუალება არ მომცა
-ჩვენ სულ ვიცნებობდით და გვყოლოდა. ეხლა აღმოჩნდა რომ ჩვენი და ხარ. ასე იოლად არ გაგიშვებთ-მითხრა და გაიღიმა
-ზურა ტანსაცმელები ჩაულაგე სანამ ბინის პატრონს ვეტყვით რომ მიგვყავს და თანხას გადავუხდი-გასძახა ბექამ ზურას და ტელეფონი ამოიღო
-არგაბედოთ. არსად არწამოვალ-ვიკივლე და ბექასკენ წავედი თუმცა სწრაფად მომხვია ხელი წელზე დათომ და დამიჭირა
-ნაბიჭვრებო. გამიშვით. დამანებეთ თავი-ვკიოდი და ვცდილობდი დათოსგამ თავი დამეხსნა
-ვაიმე დამალურჯა მალე-იღრიალა დათომ და უფრო მაგრად მომხვია ხელები.
-მე ჩავალაგე ჩანთა-დაიძახა ითახიდან გამოსულმა ზუკამ რომელსაც ყველაფერი ჩანთაში ჩაეტენა და იღიმოდა.
-არ იღებს. ხვალ დავურეკავ-თქვა ბექამ და სწრაფად დაავლო ხელი ჩემოდანს
-ვერგიტანთ-ვიყვირე და ფეხი მწარედ ჩავარტყი ფეხში დათოს.
-ააა-იღრიალა დათომ და სწრაფად მიშვა ხელი
-შენ რა ცელქი ხარ-ახარხარდა ზუკა და ეხლა მან მომიმწყვდია მკლავებში.
-იკამ აქვე მოაყენა მანქანა. პირზე ხელი მაინც ააფარე თორე ვიღაცას ეგონება იტაცებენო-ჩაიციმა ბექამ და ზურას შეეშველა
-ალქაჯო-შემომიბღვირა დათომ და კარში გავიდა. მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგობას ვუწევდი მაინც გამიყვანეს გარეთ და მანქანაში ჩამტენეს.
-იკო ესაა ჩვენი და მარიამი ეს კიდე ირაკლია. შეგიძლია იკო ან იკა დაუძახო. ჩვემი ძმაკაცია-თქვა დათომ.
-გაუხსენით პირი გაიგუდება-ჩაიცინა ირაკლიმ. მალევე შემიშვა ხელი
-არძაკაცებო. განანებთ ამას-დავიყვირე მაგრამ დასრულება არ მაცადეს ეხლა ბექამ ამაფარა პირძე ხელი. ბოლოს დავწყნარდი. მივხვდი წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და მოვდუნდი. მალევე დავტოვეთ ხმაურიანი ადგილი და წყნეთის გზაზე მიმავალს ძილი მომერია. თვალები მეხუჭებოდა მაგრამ ჯიუტად ვახელდი.
-დაიძინე ნუგეშინია-ჩამჩურჩულა ტყუპისცალმა და შუბლზე მაკოცა. თითქოს ნებართვა იყოო თვალები მიმელულა და ძილის სამყაროში გადავეშვი. თავი კი მხარზე ჩამოვადე ოღონდ არ მახსოვს ბექას მხარი იყო თუ ზურასი. მჯღრევა რომ ვიგრძენი შეშინებულმა გავახილე თვალები და გარემოს თვალი მოვავლე. კვლავ მანქანაში ვინეჯექით. ოღონდ მანქანა გაჩერებულიყო და ირაკლი და დათო ადგილზე აღარ იჯდნენ
-ჭიშკარს გააღებენ რომ მანქანა შეაყენონ და მერე გააგრძელე ძილი-მითხრა ბექამ და გამიღიმა.
-არდამვიწყებია ძალით რომ წამომიყვანეთ-გაბრაზრბულმა დევახსენე. სწრაფად გავაღე კარი ზურას მხრიდან. არ შევიმჩნიე მისი დამანჭული სახე როდესას "მასზე გავლით" გადავედი გარეთ და სუფთა ჰაერი შევისუნთქე.
-რაო პრინცესა ჰაერი მოგეწონა?-ირონიულად მკითხა დათომ.
-შენ ყველაზე მეტად არმევასები ოთხეულიდან-მივახალე პირში და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-ჩემი და რომ არ იყო არც მე დამევასებოდი-ენა გამომიყო და გაიცინა. უნებურად გამეღიმა მაგრამ მაინც მოვთოკე თავი და სერიოზული სახე დავიბრუნე.
-ჩემს ძმას ძინავს. ჩუმად შემოდით თორემ თუ გაიღვიძა მოგვკლავს-ჩურჩულით გვიბრძანა ირაკლიმ და სახლში შეგვიძღვა. ირაკლი წინ მიდიოდა მად დათო მიზდევდა და უკან დანარჩენი ორი მოგვყვებოდნენ. ჩემს გეგმაზე ბოროტულად ჩამეცინა და ოდნავ შევანელე ნაბიჯები. ზურას გავუტოლდი თუარა სწრაფად გავეიე ფეხი მარჯვნივ და ზურას ფეხებდი ავბლანდე. აი ამას ჰქვია შენ დაგებულ მახეში თვითონ რომ გაებმები! ზურა ინერციით წინ წაიწია მაგრამ მოასწრო და ხელი მკლავდი წამავლო. ძირს დაეცა და მეც წამიყოლა. ბექას რომელიც ამას არ ელოდა ჩვენს ფეხებში აიბლანდა და თავზე დაგვეცა.
-აუუხ-ამოვიკნავლე და ლოყა ცივ იატაკს დავადე. მალევე გააყრუა დათოს და იკას სიცილმა მთელი სახლი. ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ. ბექა კი ამაოდ ცდილობდა ჩემიდან წამოდგომას.
-ააგდეთ ეს ვირი გავიჭყლიტე-დავიყვირე და ბექა იატაკზე გადავაგდე.
-ნელა გოგო-ეხლა ბექამ დაიყვირა ზურა კი სიცილით იხეოდა.
-ეგრევე მივხვდი რის გაკეთებას აპირებდი-ჩაიცინა მან და ფეხზე წამოდგა
-განა ტყუპები ტყუილა ხართ. ორივე ერთნაირი დებილები ხართ-გაიძახოდა ბექა და ტანსაცმელს იფერთხავდა თუმცა არაფერი ეცხო.
-ირაკლი-გავიგე ღრიალი მეორე სართულიდან და შეშიმებული შევხტი მოულოდნელობიდგან
-ნუგეშინია არშეგჭამს-ჩაიცინა ზურამ და ხელი გადამხვია.
-მე ვარ-გასძახა სიცილით იკამ. მალევე გაისმა მძიმე ნაბიჯების ხმა. ზემოდან წელსზემოთ შიშველი. შავ სპორტულ შარვალში გამოწყობილი ძვალმსხვილი ბიჭი ჩამოვიდა. რომელსაც ძილისგან თვალები დასიებოდა და მოკლე თმა აბურძგვნოდა.
-ესაა ჩვენი და, რომ გეუბნებოდით-სწრაფად თქვა დათომ.
-ეს კიდე გიორგია ჩემი ძმა.-სწრაფად გამაცნო იკამ
-ცოტა ჩუმად რომ გეროხროხარ არა?-თვალები დააბრიალა გიორგიმ
-რათქმაუნდა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ჩემი გაცნობა-ირონიულად ჩავილაპარაკე და ჩავიცინე. ამაზე ბიჭებს სიცილი აუტყდათ
-კარგი არაა პრობლება. არავინ გაკავებთ. სადაც გინდათ იქ წადით ხუთივე და დამაძინეთ-მანაც ირონიულად მიპასუხა და კვლავ კიბეებს აუყვა
-რა უზრდელია-შუბლშეკრულმა ვთქვი და თავი გავაქნიე.



ახალი ისტორიაა.. არვიცი რამდენად მოგეწონებათ. გავაგრძელო? ესეც მარიამი და გიორგი . შემიფასეთ!! მიყვარხართ ყველა!



№1 სტუმარი ninia

mee dzaan momewona dadee raa

 


№2 სტუმარი darina

mgoni kargi iqneba me momewona aucileblad gaagrdzele

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მადლობა ბავშვებო <3 <3

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№5  offline წევრი mariko_2001

ძაან მაგარი და სასაცილოა არ დააგვიანო შემდეგი თავის დადება და ცოტა გაზარდეეე❤

 


№6 სტუმარი N1

იმედი მაქვს საინტერესოდ გაგრძელდება.შეეცადე როგორც შენ მოიქცეოდი რეალურად ისე გააგრძელო ისტორია,დაუმსახურებელი პატიება იმედია მომდევნო თავში არ იქნება.ყველაფერი დროულად უნდა მოხდეს.
წარმატებეებიიი,მომწონს და ველოდები შემდეგს.

 


№7  offline წევრი kora

მომეწონა ძალიან და აუცილებლად გააგრძელე... მომწონს შენი წერის სტილი, შენი ამას წინა ისტორია ხომ ამ საიტზე ჩემი ფავორიტი იყო, ყოველი დღის გასვლას ვერ ვითმენდი ისე ვუცდიდი რომ ახალი თავის წაკითხვისგან დადებითი ემოციები წამომეღო... დარწმუნებული ვარ რომ ეს ისტორიაც არანაკლებ შემიყვარდება love
--------------------
kira.G

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ვაიმე თქვენ ხო აზრზე არახართ რასნიშნავს თითოეული თქვეგნაგის კომენტარი და თითო თბილი სიტყვა ჩემთვის <3 ამის მერე რა ნამუსით არ დაგიდოთ დიდი თავი ? <3 როგორ მიყვარხართ ყველა <3

 


№9  offline წევრი Li Zi

კარგია სიხარულოო ^^ როგორ შეილება შენი ისტორია ცუდი იყოოს :* მალე დადე შემდეგიი

 


№10  offline წევრი anushka15

კი გააგრძელე. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები

 


№11 სტუმარი giji gogona

Wow dzalian kargi gaagrdzele tavis moculoba ar meyo wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent