დაბრუნება
შენგან შვილი მინდა! - ვთქვი ეს და იქვე სავარძელში ჩავჯექი და გამომწვევად მივაპყარი თვალები - ??? - მეგობრული ღიმილი სახეზე შეეყინა და მაგიდაზე თითები ნერვიულად აათამაშა. - რატომ გაჩუმდი? დუმილი თანხმობად ჩავთვალო? - სიგარეტი გავაბოლე და კვამს თვალი გავაყოლე - სერიოზულად მელაპარაკები თუ? - ცადა სიტუაციაში გარკვევა - ასეთ საკითხებზე ხუმრობა შეიძლება, ირაკლი? რომ გეუბნები შენგან შვილი მინდა-თქო, კი არ გეშაყირები? - ხმა გამიმკაცრდა -ნასვამი ხარ? -ჰმ! შენ გგონია გამბედაობის მოსაკრებად დალევაა საჭირო? ცოლად მომიყვანეთქო ამას ხო არ გთხოვ? უბრალოდ შვილი მსურს შენგან... - რატომ? რად გინდა მარტოხელა დედობა, არ მესმის თარა?! ... გათხოვდი... სიჩუმე ჩამოწვა. მდუმარედ უცქედრნენ ერთმანეთს. - გავთხოვდე? მე ერთადერთი მამაკაცი მიყვარს ამ ქვეყნად და იცი ეს შენ! ვიცი შენი მეუღლეობის პატივი არასოდეს მერგება... - ხმა გამებზარა - მაგრამ იმის უფლება მაინც მომეცი საყვარელი მამაკაციდან შვილი მყავდეს... ირაკლიმ ჭერს მიაპყრო თვალები, თითქოს იქ ეძებდა პასუხს. მე კი პასუხის მოლოდინში გავიტრუნე, საკუთარი გულის ფეთქვა მესმოდა... - შენებზე არ ფიქრობ? -მგონი პატარა აღარ ვარ, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. ჩემები მაშინ იქნებან კმაყოფილები, როცა მე ბედნიერი ვიქნები და შენ ამაზე ნუ წუხარ, ეს მოგვარებადია ! - დავამშვიდე - თარა იქნებ კიდევ დაფიქრდე... - ცდილობდა ჩემს გადაბირებას - ირაკლი... - ირონიული ხმით მივმართე - ხომ არ გეშინია? - რისი?- გულუბრყვილოდ შემომხედა - ჩემთან დაწოლის? - წარბი მაღლა ავწიე და ცინიკური მზერა ვესროლე - ეგ რა შუაშია? მე შენზე ვფიქრობ, ახალგზარდა გოგო ხარ, ცხოვრება რატომ უნდა გამირუდო? იქნებ არ ვარ მე ის, ვის გამოც ღირს მთელი მომავალი აიწეწო, დრო გავა და... - შვიდი წელია, ამ სიყვარულს გულით სათუთად ვატარებ - შევაწყვეტინე უცებ - დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით ! უბრალოდ გული იმაზე მწყდება შანსი, რომ ვერ გამოვიყენე და ჩემი უზარო ქცევებით გული გატკინე, სიყვარული შენი ვერ დავინახე და დაგკარგე... შენ აღარ გიყვარდა "გიჟმაჟი" თარა, რომელეზე ფიქრს, ოცნებას წლები მიუძღვენი... თუმცა ეს მაშინ მე არ დაგიფასე, პირიქით! ეხლა კი ჩემივე დათესილს ვიმკი... შვილი მაჩუქე, სხვას არას გთხოვ, შვილი, რომელსაც ვუწილადებ შენს სიყვარულს. შენ შენს გზას ეწევი, იპოვი იმ ქალს ვინც დაგიფასებს სიყვარულს, ტავგანწირვას, რომანტიკას და ჩემსავით აბუჩად არ აგიგდებს! ვიცი, ვიცი არ ვარ ღირსი, მაგრამ მე ხო სიყვარულს არ გთხოვ? მაკმარე ის მძიმე ჯვარი, რაც მთელი ცხოვრება უნდა ვზიდო, ირაკლი... - მუდარა და სასოწარკვეთა ისმოდა ჩემს ხმაში. თავი ძჲრს დავხარე, არ მინდოდა ჩემი ცრემლები დაენახა ცივად გამომხედა, ერთხანს იყუჩა და მითხრა: - კარგია მაგდენს თუ ხვდები - მწარედ მიკბინა, მე შეურაცყოფილმა ჩანთას ხელი დავტაცე და ქუსლების პაკუნით უკომენტაროდ დავტოვე კაბინეტი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.