ჩემი გულის და ობიექტივის მთავარი სამიზნე ხარ (3)
ა აღარ ვიცოდი რა მექნა, წავსულიყავი თუ არა სკვერში ? რა მოხდება თუ ამ ფოტოს საზოგადოებას წარუდგენს ? არც არაფერი. საათს გავხედე, 5 სრულდებოდა. სკვერამდე მისასვლელად ფეხით ნახევარი საათი დამჭირდებოდა. გამოვიცვალე და მისაღებში გავედი. - ეკა, მე საქმე მაქვს. მალე დავბრუნდები. გთხოვ, სადილი გააკეთე რა. ხომ იცი, ძალიან გადატვირთული ვარ და საოჯახო საქმეებში იმდენად ვეღარ მივიღებ მონაწილეობას. შაბათ-კვირას ჩემზე იყოს. - გავუცინე. უკმეხად შემომხედა. - ხო ნუ რას ვიზამთ, გავაკეთებ. მამაშენს რა ვუთხრა სახლში რომ არ დახვდები ? სადაათქო ? - არა მამას მოსვლამდე დავბრუნდები, თუ შემაგვიანდება მე თვითონ ავუხსნი.-კარი გავაღე და ეზოში ჩავედი. ფეხით გავუყევი გზას, კიდევ ვფიქრობდი. იქნებ არ ღირს და ჯობია სახლში მივბრუნდე ? თუმცა მაინც წავედი. მესიამოვნა შემოდგომის თბილ საღამოში ფეხით გასეირნება. სკვერს მივადექი. ნაცნობი სილუეტი ზურგით იდგა. თანაც საყელოზე “Canon”- ეწერა. ნეტავ ეს ბიჭი ამ აპარატს არ იშორებს ? - გუნებაში გამეღიმა. ჩავახველე რომ ჩემსკენ გამოეხედა. - მოხვედი ? რატომღაც მეგონა რომ არ მოხვიდოდი. - მეც ასე მეგონა. - აბა რას იტყვი ? თანახმა ხარ შენი ფოტო საზოგადოებას ვაჩვენო ? მანამდე გეტყვი, რომ 8 ფოტოგრაფი ვიღებთ მონაწილეობას ამ კონკურსში. გამოფენები ხვალიდან იწყება. 8 დღის განმავლობაში გაიმართება. ბოლო, მერვე დღესაა ჩემი და რატომღაც მგონია რომ გავიმარჯვებ შენი ფოტოს წყალობით. შენ ვერ წარმოიდგენ რა მაგარია. იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ამერიკაში ვიყავი. ბევრი ადგილი მოვიარე. მართალია, ძალიან კარგი ფოტოები გამომივიდა, მაგრამ შენი განსაკუთრებულია. ამ ფოტოთი გამარჯვების იმედი მაქვს. პრიზი 10 000 $-ია. თუმცა ფული არ არის მნიშვნელოვანი, ჯილდოს მივიღებ, რაც ფოტოგრაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი თბილისის მასშტაბით ცნობილი გავხდები. ბევრი ვიშრომე ამისთვის. ჯერ 100 ვიღებდით მონაწილეობას, მერე 35 და ბოლოს 8. - კარგი ნუ მიხსნი. ისედაც თანახმა ვარ - გავუღიმე. - მართლა? - სიხარულისგან ემოცია ვერ დამალა. - ჰო მართლა. - ძალიან დიდი მადლობა. ზოგადად, შეგვიძლია ნებართვა არ ავიღოთ იმ კონკრეტული ადამიანისგან, მაგრამ მე ასე არ ვიქცევი, რაღაც უკანონობა მგონია ადამიანის ფოტო მასას აჩვენო და მან არაფერი იცოდეს ამის შესახებ. აი ეს გამომართვი - ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გამომიწოდა - მოსაწვევია ჩემი გამოფენის. იმედია მოხვალ. - ვნახოთ. კარგი მე წავალ, ნახვამდის. - შემოვბრუნდი, როცა ხელზე ხელი მომიჭირა და მისკენ შემატრიალა. - მოიცა, სახელსაც არ მეტყვი ? - ნინი. ნინი დვალი. დროა წავიდე. - მაშინ, დროებით. დარწმუნებული ვარ გამოფენაზე მოხვალ. ხომ გინდა არა ფოტოს ნახვა ? ამჯერად ბევრად უფრო დიდი ზომით იქნება. - დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი, თუმცა შენ უკვე ყველაფერი მიიღე რაც გაწყობდა. წარმატებებს გისურვებ, ნახვამდის - პასუხს აღარ დავლოდებივარ, ისე წამოვედი. ყურებამდე გამეღიმა, რატომ არ ვიცი. კვლავ სეირნობა გავაგრძელე და დავფიქრდი. ჩემი ფოტო ... ნუთუ ამდენმა ადამიანმა უნდა ნახოს და შეაფასოს არ მჯერა. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვარ ოცნებას აიხდენს. ამაზე ვფიქრობდი როცა გამახსენდა რამდენი სამეცადინო მქონდა და ნაბიჯს ავუჩქარე. 15 წუთში სახლში გავჩნდი. ღიმილი კვლავ დამთამაშებდა სახეზე. სამზარეულოში შევედი, საშინლად მწყუროდა. ეკა სადილს აკეთებდა. - ყოჩაღ ეკა. - შევაქე. - შენი დაქალების გარეშე როგორ ძლებ ? 2 დღეა არ გინახავს. - რას ვიზამთ. ყველაფერი ჩემს კისერზეა. - ეს მატრაკვეცა ნახეთ რა. რა დღეშია ?! 2-ჯერ ზედიზედ სახლი როგორ დაალაგა და სადილი როგორ გააკეთა ? არ ეკადრება. გამომივიდა არისტოკრატი. - კარგი, კარგი ნუ აბუქებ. პარასკევს, შაბათს და კვირას წადი. მეცლება. - შენ რაღაც განსაკუთრებულ ხასიათზე ხარ. რა მოხდა ? - არაფერი - კვლავ მიმტყუნა მიმიკებმა და კიდევ გამეღიმა - ჭიქა თავის ადგილზე დავაბრუნე და ოთახში შევედი სამეცადინოდ. დრო ისე გავიდა ვერც გავიგე. მერე ეკამ მომიკაკუნა კარზე. - ნინი, გამოდი ივახშმე - კი გამიკვირდა რამ გადარია ეს ქალი, ასე რომ ღელავს ჩემს კვებაზე-მეთქი თუმცა შევეშვი ამაზე ფიქრს. ხელები გადავიბანე და სამზარეულოში გავედი სავახშმოდ. - მა, როგორ ხარ ? - ლოყაზე ვაკოცე. - კარგად, შენ ? - გადასარევად. - ჩემს ადგილას დავჯექი. - როგორც გატყობ, ბევრი სამეცადინო გაქვს. ვეღარ გხედავ ამ ბოლო დროს. - ჰო. ახალ სკოლაში ძალიან დატვირთული ვარ. ბევრი სამეცადინო მაქვს, თუმცა ზუსტად მაგიო მინდოდა ასე იქ მოხვედრა. - ჩემი ჭკვიანი გოგო. - მამა - ვაპირებდი ჩემს ფოტოზე მეთქვა. მამას ზოგადად არაფერს ვუმალავ. - ლეოო - წამოყო ამან თავი. დალაპარაკებას არ გაცდის.-ჩვენი ნინი დღეს რაღაც ძალიან კარგ განწყობაზეა. სახე უბრწყინავს. თანაც სანამ შენ მოხვიდოდი 1 საათით წავიდა. მგონი ნინი შეყვარებულია. - მამაჩემს ლუკმა გადასცდა, მე გავფითრდი. თურმე რატომ გამომიყვანა ოთახიდან მისი ინიციატივით, უნდოდა ყველაფერი ჩაემწარებინა. - ეკა მართალია ? - მკითხა მან. - არა მამა. - ამ წუთას ვაპირებდი მეთქვა სადაც ვიყავი. ეკა, შენ კიდევ ნაადრევად დასკვნები ნუ გამოგაქვს ძალიან გთხოვ - შესამჩნევად ნაგლად გავუღიმე. - მე და მამას საკმარისად კარგი ურთიერთობა გვაქვს იმისთვის, რომ არ დავუმალო როცა შეყვარებული მეყოლება. თუმცა ამ წუთას ნამდვილად არაფერი ხდება. მომავალში პირველად ამას მამას ვეტყვი. შენ დაწყნარდი, კარგი ? - მერე მამას მივუბრუნდი. - ცოტა ხანში დავილაპარაკოთ მამა. - მადა დავკარგე და ფეხზე ავდექი. არც მივაშმია. ძლივს მოვახერხე მეცადინეობა, ისე ამეშალა ნერვები. ეკა ადრე იძინებდა ხოლმე, ამიტომ დაველოდე როდის დაწვებოდა რომ მამას მშვიდად დავლაპარაკებოდი. როცა მეცადინეობას მოვრჩი, ანის მივწერე. „ გადაგირჩა შენი ძმა?“ – 10 წუთი ველოდე, თუმცა არ მომწერა. ალბათ, სტუმრები ყავს და არ ცალია. მამასთან გავედი. - მამა. - მოდი ნინი - მიიწია და დივანზე ადგილი გამითავისუფლა. - მამა აგიხსნი რა სადაც ვიყავი. არ გეწყინოს, მაგრამ ეკა ყოველთვის უკუღმა გებულობს ყველაფერს - ყველაფერი მოვუყევი რა და როგორ მოხდა. - კარგი მა. კარგ საქმეს აკეთებ. არ ვბრაზდები. წადი იმ გამოფენაზე. - ლოყაზე ვაკოცე. - ღამემშვიდობისა - ჩემს ოთახში შევედი და პიჟამაში გამოვეწყვე. ჩანთაში ხვალინდელი გაკვეთილებისთვის საჭირო ნივთები ჩავალაგე. ტელეფონი მოვიმარჯვე მაღვიძარას დასაყენებლად, ახალი შეტყობინება მოსულიყო ანისგან. „ გადარჩა, ბეწვზე მომისწრო. 5 წუთიც რომ დაეგვიანა ალბათ ძმის მკვლელი გავხდებოდი“ - ბოლოს სიცილის სმაილებიც დააყოლა. ანუ კარგ ხასიათზეა. „ ხვალ მოხვალ ? “ „ აუცილებლად. ვაჟბატონიც წამოვა ალბათ “ „ კარგი ანი წავედი, მეძინება. ხვალამდე “ - ბოლოს კოცნის სმაილიც მივაყოლე, მაღვიძახა 7-ზე დავაყენე და დავიძინე. დილის ჩვეულებრივი რუტინა. ძირს ჩავედი სადაც ანი უკვე მელოდებოდა თავისი მერსედესით. მანქანაში ჩავხტი და გადავკოცნე. - როგორ ხარ ? - ნაბახუსევზე ვარ - გამომიტყდა სიცილით. - მოიცა, ბევრი დალიე ? - არც ისე. 4 ჭიქა, მაგრამ მალე ვთვრები და თავი მისკდება. - დარჩენილიყავი მერე სახლში. - უფ, შენ ეს საჯარო სკოლა ხო არ გგონია ? აქ ლიმიტი გვაქვს გაცდენების, რომელიც საკმაოდ შეზღუდულია. მერე თითო გაცდენაზე ჯარიმაა და ჯარიმის ფურცლები სახლში მიდის. მერე მამაჩემის საყვედურების თავი არ მაქვს. ვერ იტანს სკოლას რომ ვაცდენ. - შენი ძმა ? - არ წამოვიდა ჩემთან ერთად. ჯიპით გამოიგულავა. - რა უხეშად ლაპარაკობ შენს ძმაზე რაც ჩამოვიდა. - ხო ჩვენ ასე ვართ. წასულია ტირილამდე მენატრება. აქაა და მომენტებში ვხოცავთ ერთმანეთს. - დიდი უცნაური გოგო ხარ. წავიდეთ, დაგვაგვიანდება. - გზაში რამდენჯერმე გააჩერა. ცივი წყლის ბოთლები იყიდა. განა დალია ? შუბლზე იდებდა. - ანი, მამაჩემს მაგონებ ძალიან ბევრს რომ სვამს და მეორე დღეს კვდება.-ვუთხარი სიცილით. - სულელი ვარ. რამ დამალევინა. თან რომ არ დამიშალეს ? დილით კვდებოდა დედაჩემი სიცილით ასეთ დღეში რომ დამინახა. რა ხალხში ვცხოვრობ. - 5 აკლია ვაგვიანებთ. - ვაგვიანებთ ხომ ? - ბოთლი მოისროლა, თანაც ისე რომ კინაღამ სახეში მომარტყა, საჭეს ჩააფრინდა და 2 წუთში სკოლაში ამოვყავით თავი. კიბეები ავირბინეთ და კლასში გულამოვარდნილები შევვარდით. პირველი რაც თვალში მომხვდა, მერხს მიყუდებული ბიჭის სილუეტი, ზურგით იყო და მას ლიკა ეხუტებოდა. არადა არცერთ ჩვენს კლასელს არ ჰგავდა. - ხომ გითხარი ლიკა ჩემს ძმას ეტენება-თქო ? - ფხუკუნით მითხრა ჩუმად ანიმ. - კარგი ლიკა, მოშორდი გიორგის, ჩვენც მოგვენატრა - უთხრა ბექამ და ბიჭს აწეპებული ლიკა მოაშორა. მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი და გადაეხვია. 2 წუთში რაც მოასწრო ყველას მოეხვია და ამასობაში ზარიც დაირეკა. ჩვენსკენ გამოტრიალდა, პირი გააღო რომ დისთვის რაღაც ეთქვა. უცებ მე გამომხედა, მე მას გავხედე და პირდაღებულები დავრჩით ორივე. უცებ, თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. უფრო სწორად ხარხარი. ჩემს თავზე გავბრაზდი, აქამდე როგორ ვერ მივხვდი ეს და ის გიორგი ერთი და იგივე პიროვნება რომ იყო. ცუდი ისაა რომ ანი და გიორგი დიდად არ გვანან ერთმანეთს, არაიდენტური ტყუპები არიან, თორემ ეგრევე მივხვდებოდი. ჩემს პირდაპირ დადგა. ყურებამდე გაიღიმა და საოცრად თბილი თვალებით გამომხედა. ლიკასკენ გავაპარე თვალი, ჩვენი 2 წამიანი კონტაქტისაც კი შეშურდა და სახეზე აწითლდა. ანი გაოცებული გვიყურებდა. კარგია, რომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ფიზიკის მასწავლებელი შემოვიდა კლასში და მოგვთხოვა ადგილებზე მოთავსდითო. - თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ ? - მკითხა პირდაღებულმა ანიმ, როცა ჩვენს ადგილებზე დავჯექით. - მოგიყვები მერე. გუშინ გავიცანი. - აუ რა მერეე ?! - გაიბუტა ანი. - მაისურაძე ! გაკვეთილისთვის მოემზადე. - უთხრა მკაცრად მასწავლებელმა ანის. - ძროხა ! - ჩაილაპარაკა მან. ძლივს შევიკავე სიცილი. ყველაფერი დავივიწყე ცოტა ხნით და კონცენტრაცია გაკვეთილზე მოვახდინე. როგორც კი ზარი დაირეკა ანიმ ეგრევე მომაყარა კითხვები. შევხედე გიორგი ჩვენსკენ მოდიოდა, თუმცა ვიღაცამ დაუძახა და სასწრაფოდ გარეთ გავიდა. ძალიან კარგი. რატომღაც არ მინდოდა საუბარი მასთან ამ ბედის ირონიაზე. ანის მოკლედ ავუხსენი რაც მოხდა და როგორც. - რატომ არ მითხარი გუშინ ? - გაიბუტა. - გეცალა როო ? - შევუბრუნე კითხვა წარბაწეულმა. - ჰო, ეგეც მართალია. მე მთელი დღე იმას ვფიქრობდი სად ჯანდაბაში დაძვრება ჩემი ძმა-თქო, თურმე ვისთან ყოფილა - გადაიკისკისა. ამასობაში ზარიც დაირეკა და ქართულის მასწავლებელი შემოვიდა. გიორგისთან საუბარი არც ახლა მოხერხდა, ეს კარგია თუმცა მაინც ვერსად წავუვალ. ამისთვის მთელი წელი და უამრავი შემთხვევა იქნება წინ. ლანჩის დრომდე საუბარი გადაიდო. მე და ანი ბუფეტში ჩავედით და ტრადიციულ ადგილას მოვთავსდით. დიდად არ მშიოდა. წვენი და ნაყინი ავიღე. 15 წუთი გავიდა და სასადილოში გიორგი შემოვიდა, რაღაც უცნაური ვიგრძენი პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა და გვერდით მოგვიჯდა. „ ნინი, რა უნდა შენთან საერთოდ ? გაითვალისწინე, რომ შენს გვერდით მისი დაა. „- ვიწყნარებდი თავს. - რას შვებით გოგოებო ? - ვჭამთ - უპასუხა ანიმ. - ჰო შენ ჭამე, ჭამე. ფერ-ხორცი გაკლია - დაეჯღანა გიორგი. - ახლა ხალხში ვართ და წიოკს არ ავტეხავ - უთხრა მოჩვენებითი ღიმილით დამ. ვაკვირდებოდი, საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. - სხვათაშორის იდეალური წონა მაქვს. - გეგონოს ეგრე. მე რომ წავედი სამოგზაუროდ ბევრად უფრო სუსტი იყავი. - გიორგი, გადაგასხი ახლა ეს წვენი, მოკეტე ! და დაქალთან ნუ მარცხვენ. - მოიცა, თქვენ 4 დღეში დადაქალდით ? - კუშტად გამომხედა და აშკარად ჩემგან ელოდა პასუხს. - კი, ასე გამოდის - ვუპასუხე დაუფიქრებლად. - კარგია. ორივეს გაცნობა მოგისწრია. - გამიღიმა. - აუ გიოო, რა გინდა აქ ? წამო ჩვენთან რა - უკნიდან ჩაეხუტა ლიკა. ღმერთო, როგორ მაღიზიანებს ეს გოგო. გიორგის ღიმილი პირზე შეეყინა. თუმცა, გაბრუნდა და ღიმილით უთხრა. - შენ მოდი აქ. - აუ, მაგასთან ერთად ჭამა არ მინდა - ჩემსკენ გამოიხედა. მართალია ამას არ შევარჩენდი სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, მაგრამ ახლა მასთან ჩხუბის ნერვები არ მქონდა, თანაც ვაღიარებ გასვლა ნამდვილად მესაჭიროებოდა, რაღაც უხერხულად ვგრძნობდი გიორგისთან თავს. უხმოდ ავდექი და სასადილო დავტოვე. კლასში ავდექი და ჩემს ადგილას დავჯექი. ისტორია გვქონდა და წიგნი გადავშალე, გაკვეთილის გადასამეორებლად. დაახლოებით ორ წუთში ვიგრძენი ვიღაც შემოვიდა კლასში, თუმცა არ დავინტერესებულვარ ვინ. - ძალიან გეწყინა ? - გიორგი იყო. ჩემს წინ მდებარე სკამზე უკუღმა დაჯდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. - არა. მივეჩვიე უკვე. ყოველთვის ღებულობს ჩემგან საკადრის პასუხს, თუმცა ახლა მასთან კამათის განწყობაზე არ ვარ. - არასდროს მიაქციო ლიკასნაირებს ყურადღება. უბრალოდ გული გეტკინება და მეტი არაფერი.. - ვიცი გიორგი. მადლობა რჩევისთვის. ჯობია დაბრუნდე. გელოდება. - გადაიხარხარა. - კარგი რაა.. შევეშვათ ლიკას. სასიამოვნო დამთხვევა იყო ჩვენი შეხვედრა არა ? - ჰო ალბათ. მე-12 კლასელ ბიჭს ნამდვილად არ გევხარ. უფრო დიდი მეგონე თავიდან, გამიკვირდა აქ რომ დაგინახე და ანის ძმა აღმოჩნდი. უბრალოდ გამეცინა, მეტი არაფერი. შევეშვათ ამაზე საუბარს. თანაც ისტორია მაქვს გადასამეორებელი - არადა წყალივით ვიცოდი ეს გაკვეთილი, უბრალოდ საუბრის დასრულება მინდოდა. რაღაცნაირად ვნერვიულობდი როცა ველაპარაკებოდი. - ნინო მასწავლებელი ყოველთვის გვაძლევს 5 წუთს გადასამეორებლად. თანაც შენ აქ შენი ცოდნის წყალობით მოხვდი და არ მგონია მოუმზადებელი მოსულიყავი. ის 5 წუთიც გეყოფა. წამოდი, არ გიჭამია. ანიც იქაა გველოდება. ვუთხარი ჩამოვიყვან-თქო. - არა, არ მშია. აქ მირჩევნია. იმ ქაჯ ... ლიკას ნახვა არ მინდა. - ჩვენ ანის გამო ჩავალთ იქ. წამოდი. გთხოვ. - არა ! - ჩემი თუ არა, ანის ხათრით მაინც - გამიღიმა და უარი ვეღარ ვთქვი. მეგობარი მელოდებოდა. - უცებ ხელი ხელზე მომკიდა და ჩემი აყენება სცადა. - მე თვითონ - უხეშად გამოვგლიჯე ხელი და გასასვლელისკენ წავედი. გვერდით ამომიდგა და დერეფანს გავუყევით. - ისე, გამოფენაზე მარტო იმიტომ უნდა მოხვიდე, რომ ნახო ლიკას სახე როდესაც შენს ფოტოს დაინახავს. - ლიკათი ნუ მანიპულირებ, ისედაც ვაპირებ მოსვლას. ან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ? რაც გინდოდა მიიღე. ჩემს იქ ყოფნას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - მივხვდი უხეშად გამომივიდა, თუმცა გვიანი იყო. თუმცა, მაინც არ გაბრაზებულა. - ცდები, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია. - პასუხი აღარ დამიბრუნებია, თან ბუფეტშიც ჩავედით და პირდაპირ ანისკენ წავედი. - კარგი რა ნინი. ლიკას გამო როგორ ადექი და როგორ წახვედი. ამოსვლა მინდოდა, მაგრამ გიორგიმ მე მოვაგვარებო. - არაუშავს, მე აქ ვარ. - რამდენიმე წამში გიორგი მოვიდა 3 შოკოლადის ნაყინით და ბურგერებით. - 25 წუთი დარჩა. მოასწარით. ანი, შენ მთლად ნუ იჩქარებ თორემ ჩვენსასაც შეჭამ. - ეს ისეთი ინტონაციით უთხრა, თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. - შეენც ? - საწყალი თვალებით გამომხედა. - ბრუტუს - დავაყოლე - ისტორია გვაქვს. - ოო, შენ კიდევ ეს 40 წუთი მაინც დაივიწყე გაკვეთილები. ნუ ხარ ასეთი ბეჯითიც.-მითხრა ანიმ. - სხვანაირი რომ ვყოფილიყავი, ვერ გაგიცნობდი. - ჰო მართალია. კარგი გოგო ხარ შენ - თვალი ჩამიკრა და ბურგერის ნაწილი მოკბიჩა. - მთელი ნახევარი საათი და-ძმა საუბრობდნენ. აღარ ჩავრთულვარ საუბარში. 5 წუთით ადრე კლასში ავედით და ყურადღება გიორგიმ მიიპყრო. - ბავშვებო, როგორც იცით გამოფენას ვაწყობ. სულ მალე, 1 კვირაში. ძალიან გამახარებთ თუ მოხვალთ. თქვენი გვერდში დგომა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - მოსაწვევების ჩამორიგება დაიწყო. მე, რა თქმა უნდა, გვერდი ამიარა. ყველას მიაწოდა ეს ლურჯი ბარათები. - ხედავ, დვალი ? შენ იქ არავინ გპატიჟებს. - წამოყო თავი ლიკამ. რაღაცის სათქმელად პირი გავაღე და ამ დროს გიორგიმ დამასწრო. - ლიკა, ძვირფასო, დაწყნარდი. მან ყველაზე პირველმა მიიღო მოსაწვევი. დამიჯერე, იქ დიდი სიურპრიზი გელოდება- უთხრა, მერე გამომხედა და თვალი ჩამიკრა. ფოტოს შესახებ მხოლოდ მე, ანიმ და გიორგიმ ვიცოდით. მის მზერაზე და თვალის ჩაკვრაზე უცნაური რამ დამემართა. მთელი სხეული ცახცახმა მოიცვა. ეს ჩემთვის რაღაც უცხოა. P.S ბავშვებო, რას იტყვით ? კარგია ? მგონი სულ ტყუილად ვწერ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.