გაფერადებული არსებობა(სრულად)
ბოლო რამდენიმე წელია ჩემი ცხოვრება უბრალო არსებობას გავს. უფერული. ერთფეროვანი. რუტინული. მშობლები არ მყავს. დედამ პატარა ასაკში მიმატოვა და ჩემი თავი მამას დაუტოვა. მასთან და ბებიასთან ერთად ვიზრდებოდი,მაგრამ განგებამ ეს ბედნიერებაც არ შემარგო. 10 წლის ვიყავი მამა რომ სიმსივნით გარდამეცვალა. ბებიაჩემი კი დარდს გადაყვა და 2 წელიწადში ისიც გარდაიცვალა. დავრჩი მამიდაჩემის ამარა.მან წამიყვანა თავისთან და ის მზრდიდა. საშინლად განვიცადე მამის და ბებიის სიკვდილი. გარკვეული ხანი ფსიქოლოგთანაც დავყავდი მამიდას,როცა მიხვდა რომ საშინელ დეპრესიაში ვიყავი. ჩემს თავში ვიკეტებოდი და არ მსურდა არავისთან კონტაქტი, მამიდაჩემის გარდა.ფქიგოლოგთან სიარულმა მიშველა, როგორღაც გამომიყვანეს მდგომარეობიდან და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას. სკოლაში ჩვეულებრივ დავდიოდი. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. სკოლაც და უნივერსიტეტიც მაღალ ქულებზე დავამთავრე. ვერასდროს ვერ გადავუხდი მამიდაჩემს იმ ამაგს, რაც ჩემზე აქვს. დედაჩემი? ეს მოუშუშებელი ტკივილია ჩემთვის. ვერასდროს ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლოთ დედებს თავისი სისხლი და ხორცი მიეტოვებინათ? მიეტოვებინათ ის არსება, რომელსაც 9 თვე მუცლით ატარებ, მის გამო ღამეებს ათენებ, მასთან ერთად გტკივა მისი ტკივილი და ამის მერე როგორ შეუძლიათ მასზე უარი თქვან? ერასდროს ვერ შევძლებ გავუგო ასეთ ქალებს, რომლებმაც თავის სისხლზე და ხორცზე თქვეს უარი. მამიდაჩემი თინა საკმაოდ წარმოსადეგი და კოხტა ქალია. 15 წელია გათხოვილია და შვილი არ ყავს. არ უჩნდებათ.ამ ტკივილს გულში იკლავენ. გოჩა ბიძია ძალიან კეთილი კაცია. მისგან სულ კარგი მახსოვს. თინა და გოჩა მიწევდნენ მშობლების მაგივრობას. რომ არა ისინი, მე აქამდე ვერ მოვიდოდი. საოცრად თბილი და კეთილი ხალხია. ,,შენ იმ შვილივით მიყვარხარ,რომელიც არასდროს არ მყოლია და არც მეყოლებაო’’ სევდიანად მეტყოდა ხოლმე მამიდაჩემი. ჩვენ ერთმანეთს ტკივილს ვუვსებდით. მე ისინი უმშობლობას მივსებდნენ და მე მათ უშვილობას. ასე მოვედი 30 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში საკმაო წარმატებას მივაღწიე. უნიევრსიტეტი და მაგისტრატურა წარმატებით დავამთავრე, უმაღლეს ქულებზე. მერე ნელ-ნელა ფეხი ავიდგი. ბევრ ადგილას ვმუშაობდი. სწავლის დროს ხანდახან ღამის კლუბშიც ვმუშაობდი მიმტანად. ვცდილობდი სწავლისთვის შემეთავსებინა და ჩემი სახარჯო ფული ჩემით გამომემუშავებინა. არ მინდოდა მამიდაჩემს კისერზე ზედმეტად დავწოლოდი. არაფერს მაკლებდა, მაგრამ მე მაინც ჩემი მინდოდა. მუშაობა არასდროს არ მეზარებოდა და არც მეთაკილებოდა სადმე მიმტანად ან დამლაგებლად თუ ვიმუშავებდი, სანამ სწავლას მოვრჩებოდი. ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. თავიდან ერთ-ერთ ფირმაში დირექტორის თანაშემწე ვიყავი. ასევე მდივნის მოვალეობასაც ვასრულებდი. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს ბინაში გადავედი საცხოვრებლად. უკვე მსურდა დამოუკიდებლად მეცხოვრა და ცხოვრებისთვის ამეწყო ფეხი. მამიდაჩემი ცრემლმორეული შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. რამდენჯერმე სცადა ფადავერწმუნებინე,მაგრამ როცა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა მერე შეწყვიტა ამაზე საუბარი. ,,უშენოდ როგორ ვიცხოვროო’’ მეტყოდა ხოლმე. მეც ვუპასუხებდი _კარგი რა მამიდა, სხვა პლანეტაზე ხომ არ მივდივარ, ახლოს ვიქნები თქვენთან და ხშირად მოვალ მეთქი. ბოლოს დარწმუნდა რომ ასე აჯობებდა ჩემთვის და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. გადავედი მარტო საცხოვრებლად. ეს ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იყო.პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ.. ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა მარტო ცხოვრების პირველი წლები. თავიდან ცოტა გამიჭირდა. უკვე ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. მარტოობა სულს მიხუთავდა, მაგრამ ყველაფერს შევეჩვია. უკან ვერ დავბრუნდებოდი მამიდასთან. მინდოდა ჩემით გამეკვლია გზა. წარუმატებელი სიყვარულიც განვიცადე სტუდენტობის პერიოდში. ძალიან შემიყვარდა ჩემი თანაკურსელი მიშიკო. 1 წელი ვიყავით ერთად. შემდეგ კი მას მოვბეზრდი. ჩემთან ურთიერთობა მობეზრდა. მობეზრდა ერთფეროვანი ურთიერთობა, მას მეტი უნდოდა. რამდენჯერმე გადაკვრით ამაზეც მითხრა. მას სექსუალური სიახლოვეც უნდოდა, მე კი ამაზე სასტიკი უარით ვპასუხობდი. თუ ვუყვარდი უნდა დამლოდებოდა. არ უნდა დაეძალებინა არაფერი. მას კი ერთფეროვანი ურთიერთობა, მხოლოდ სიყვარულით ტრფობა მობეზრდა და ერთ დღეს ადგა და წავიდა. ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. ჩვენი დაშორებიდან 1 თვის თავზე უკვე ახალი შეყვარებული ყავდა და მაშინ მივხვდი რომ მას მე არასდროს არ ვყვარებივარ. იმის მეოთხედსაც არ გრძნობდა ჩემდამი,რასაც მე მის მიმართ. კაცების ნდობა დავკარგე. მას მერე არავინ მყვარებია. ძლივს შევძელი მისი დავიწყება. ის ჩემი პირველი და წარუმატებელი სიყვარული იყო. მას შემდეგ მხოლოდ სწავლაზე და კარიერაზე ვფიქრობდი. დროთა განმავლობაში კარიერა ავიწყვე. ბევრი მეგობარი არასდროს არ მყოლია, ჩემი გულჩათხრობილობის გამო. გვერდით,ყველაზე ახლოს ჩემი ბავშვობის მეგობარი, მარი მყავდა და მყავს. თინა, გოჩა და მარის გარეშე არ ვიცი ცხოვრებაში რა მეშველებოდა. ეს 3 ადამიანი არის ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი. ************************************************************* უკვე 30 წელი შემისრულდა. მე-3 წელია რაც კომპანია orriflame-ის დირექტორი ვარ. ანაზღაურება იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მარტოხელა ქალს შეიძლება ჭირდებოდეს. ჩემი ერთადერთი და ყველაზე დიდი ოცნება შვილია. ყველაზე მეტად ვოცნებობ დედა გავხდე. თუმცა არ მსურს გვერდით მამაკაცი მყავდეს. მე მინდა შვილი, ოღონდ არა ქმარი ან ვინმე პარტნიორი. უბრალოდ დედობა მინდა. მინდა მყავდეს შვილი, რომელიც მარტო ჩემი იქნება! ************************************************************************* _გადავწყვიტე მარ _რა გადაწყვიტე?_გაკვირვებულმა შემომხედა მარიმ _შვილი გავაჩინო!_ვუთხარი მტკიცედ _კი მაგრამ როგორ?_თვალები გაუფართოვდა მარის_ხელოვნურ განაყოფიერებას აპირებ? _არა, რა ხელოვნურ განაყოფიერებას. ეგრე არ მინდა. მე მინდა ჩემი შვილი ისე გავაჩინო როგორც ხდება ხოლმე, ყველანაირი ხელოვნური ჩარევების გარეშე. _ვერ მივხვდი _პარტნიორი უნდა გავიჩინო, რომელთანაც მხოლოდ სექსი მექნება დროებით მანამ სანამ არ დავორსულდები _ნატალი! აზრობ მაინც რას ლაპარაკობ? რას ნიშნავს პარტნიორი გეყოლება რომელთანაც მხოლოდ სექსი გექნება? გააფრინე?_ყურებს ვერ უჯერებდა ჩემი მეგობარი _არ გავგიჟებულვარ მარიამ. მე გათხოვება არ მინდა და არც არასდროს გავთხოვდები,სიყვარულის არ მჯერა,არც კაცების, მაგრამ შვილი ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად მინდა და ამისთვის მზად ვარ გავიჩინო დროებითი პარტნიორი. _რომ დაორსულდები მერე რას აპირებ? ბავშვის მამას არ ეტყვი ბავშვის შესახებ? _რა თქმა უნდა არა! მე უბრალოდ უნდა გავაბა დროებითი რომანი ვინმესთან და მისგან დავორსულდე. მერე კი მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები ბავშვიანად. ის ვინც არ უნდა იყოს ამას ვერასდროს ვერ გაიგებს_კატეგორიულად ჩავილაპარაკე _ნატი, არ მჯერა რასაც მეუბნები. მგონია რომ ეხლა ჩემს საუკეთესო მეგობარს კი არა ვიღაც უცხოს _მარიამ, მინდა შენი გვერდით დგომის იმედი მქონდეს! მინდა რომ მყავდეს ისეთი ადამიანი ვისაც დავეყრდნობი და ვენდობი. მე შენი იმედი მაქვს. ხელს ნუ მკრავ ძალიან გთხოვ _რა თქმა უნდა ნატი მე არ მიგატოვებ არასდროს და ყველაფერში გვერდით დაგიდგები რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო_ადგა და ჩამეხუტა. მერე კი დამემშვიდობა და მარტო დამტოვა. დიდხანს ვფიქრობდი ჩემთვის. დედობა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნებაა. ამის გამო მზად ვარ ყველაფრისთვის. მარტოხელა დედობისთვისაც! **************************************** მეორე დღეს სამსახურში მთელი დღე ჩემს გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი, რომლის ფრთაშესხმასაც ამაღამვე ვაპირებდი. სამსახურის შემდეგ სახლში წავედი. საგანგებოდ გამოვეწყვე. ვეცადე ძალიან სექსუალური ვყოფილიყავი, რომ არავის არ დავრჩენოდი შეუმჩნეველი. დიდხანს ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და იქიდან ვიღაც უცხო, ძალიან გამომწვევი და სექსუალური ქალი მიმზერდა. კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს თავს თვალი და კმაყოფილი გამოვედი ბინიდან. კლუბში მივედი. ბარმენთან ახლოს,დახლთან შემოვჯექი და კოქტეილი შევუკვეთე. ნელ-ნელა ვწრუპავდი და თან ხალხს ვათვალიერებდი. ვგრძნობდი საპირისპირო სქესის წარმომადგენლები როგორი დაგეშილები მიყურებნდენ. აშკარად მსიამოვნებდა ეს. მეც ხომ სწორედ ყურადღბის მისაქცევად მოვედი აქ. მოკლედ რომ ვთქვათ იმ ,,პარტნიორის’’ მოსაძებნად ვისგანაც შვილს გავაჩენდი. ალბათ ბევრი ამაზრზენ ქალად შემრაცხავდა,მაგრამ ეს ყველაფეერი ჩემთვის მეასე ხარისხოვანი იყო, რადგან მიზნად დავისახე შვილის ყოლა, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ამისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ. 2 ჭიქა კოქტეილი გამოვცალე და მესამეს შეკვეთას ვაპირებდი, ჭიქა გავუწოდე ბარმენს, რომ ვიღცამ ხელზე ხელი დამადო და მითხრა _ნება მომეცით მე შევუკვეთო თქვენთვის_ მომესმა საოცრად ბოხი ბარიტონი. ჯერ მის საოცრად გრძელ და მოვლილ თითებს დავაკვირდი. შემდეგ თვალი ნელ-ნელა უცნობის სახისკენ ავაპარე, რომელიც მომნუსხველად მიღიმოდა.ხელი ჩემი ხელისთვის არ მოუშორებია. ერთხანს ვუყურებდით თვალებში. პასუხი არ გამიცია. მხოლოდ ვუყურებდი და ოდნავ ვუღიმოდი. დუმილი თანხმობად ჩათვალა და ბარმენს შეკვეთა მისცა _კიდევ ერთი კოქტეილი ქალბატონისთვის და ჩემთვის ტეკილა_თვალს არ მაშორებდა. ბარმენმა შეკვეთა დაგვიდო წინ. _მადლობა. არ იყო შეწუხება საჭირო_მივმართე უცნობ და უნდა ვაღიარო საშინლად სიმპათიურ მამაკაცს და გავუღიმე _არ გრცხვენიათ? რა შეწუხებაა, პირიქით, მე მსიამოვნებს ეს_კვლავ გამიღიმა. კოქტეილს ვწრუპავდი, ის კი ტეკილას სვამდა. _ალექსანდრე ყაზბეგი_ხელი გამომიწოდა. _ნატალი მაისურაძე_მის ხელს ხელი შევაგებე _ნატალი.. ლამაზი სახელია_ჩაილაპარაკა და ტეკილა მოსვა. აშკარა იყო მამაკაცი ჩემს შებმას ცდილობდა. მეც სწორედ ეგ მინდოდა. ჩემი ამ კლუბში მოსვლის მიზანიც ხომ სწორედ ეგ იყო. _ამ კლუბში ადრე არასდროს არ შემიმჩნევიხართ,პირველად ხართ? _დიახ, პირველად ვარ_ გავუღიმე _მაშინ ეგ ამბავი აღსანიშნი ყოფილა_ დათო, ქალბატონს კიდევ დაუსხი კოქტეილი_მიმართა ბარმენს. ბარმენმაც მისი მითითება შეასრულა და წინ დამიდგა კოქტეილის ჭიქა. _მადლობა. თქვენ ხშირად დადიხართ ამ კლუბში?_ეხლა მე ვკითხე _მე თითქმის სულ აქ ვარ და ვაკონტროლებ აქაურ სიტუაციას. ეს ჩემი კლუბია_ჩამომიყალიბა თავისი მდგომარეობა-ისე რამე უფრო მაგარს ხომ არ დალევდით, მხოლოდ კოქტეილი გაკმაოფილებთ?_ეშმაკურად გამიღიმა _ამის შემდეგ მეც ტეკილას დავლევ_მეც ეშმაკურად გავუღიმე. შემდეგ ტეკილა დავლიე არა ერთი ჭიქა, არამედ 2,3,4 და მეტი აღარ მახსოვს რამდენი, მხოლოდ ის მახსოვს რომ მე და ალექსანდრე ერთმანეთს ვკოცნიდით და სასტუმროს ნომერში შევდიოდით. იმ ღამით ყველაფერი მოხდა! ჩემი ქალწულობა სრულიად უცხო ადამიანს ჩავაბარე ვისი მხოლოდ სახელი და გვარი ვიცოდი და კიდევ ის რომ იმ კლუბის მეპატრონე იყო, სადაც ვსვამდით. რა თქმა უნდა სინანულის დრო არ იყო. მე ყველაფერი თავიდანვე გააზრებული მქონდა და არ ვაპირებდი დაკარგული ქალწულობის გამო დარდს. ************************************** დილით თავი მისკდებოდა. ძლივს წამოვწიე. ვერ მივხვდი სად ვიყავი. გვერდით აშკარად ვიღაც მეწვა. მოჭუტული თვალებით გადავხედე გვერდით მწოლიარეს. ყველაფერი გამახსენდა რაც გუშინ მოხდა და დაღლილი კვლავ საწოლზე გადავწექი. ყველაფერი მტკიოდა. სხეულის გამოძრავება მიჭირდა. თითქოს მანქანამ გადამიარა ან ვინმემ მაგრად მცემა. ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. არ ვნანობდი.ეს უკვე დიდი გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემი ოცნების ასრულებისკენ. კვლავ გვერდით გავიხედე და მძინარე მამაკაცს დავხედე, რომელსაც უშფოთველად ეძინა. ტუჩები გამოებურცა და ფშვინავდა დროდადრო. ძლივს წამოვიზლაზნე საწოლიდან და აბაზანაში შევედი. ეხლა შხაპი აუცილებლად მჭირებოდა რომ გამოვეყვანე მდგომარეობიდან. კარგა ხანი ვბანაობდი. რომ გამოვედი ჩემი პარტნიორი საწოლზე წამომჯდარიყო და თვალებს იფშვნეტდა.კარის ხმა რომ გაიგო გამომხედა და გამიღიმა _როგორ ხარ?_მკითხა მთქნარებით _ყველაფერი მტკივა_დავიწუწუნე _მოდი აქ_საწოლზე ხელი დაარტა და საბანი გადასწია. საბანი რომ გადასწია გაფითრდა და გაოგნებულმა შემომხედა _მოიცა, ეს...შენ რა.. არ მითხრა რომ...._სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს_ქალიშვილი იყავი?_ბოლოსდაბოლოს ძლივსძლივობით დამისვა შეკითხვა _რატომ გაფითრდი?_ნუ გეშინია ჩივილს არ ვაპირებ შენზე და არც ცოლობას გიპირებ ამის გამო_გავუცინე და ტანსაცმლისკენ წავედი _მაგიტომ კი არ გეკითხები, უბრალოდ მე... არ მეგონა რომ შენ.... კი მაგრამ რატომ მაინცდამაინც ჩემთან? ამდენი ხანი ინახავდი და მაინცდამაინც მე რატომ შემომწირე?_გაურკვევლობაში იყო _არც მიკვირს რომ გაგიკვირდა. დღევანდელ დროში ცოტა თუა დარჩენილი 30 წლის ქალიშვილი. ხოდა შენ რატომ უნდა გგონებოდა რომ მე ვიყავი, თან კლუბში ასეთ ფორმაში დამინახე და ეგრევე იფიქრე რომ ალბათ ერთ-ერთი კა*პა ვარ, რომელიც ფულიან მამაკაცებზე ნადირობს და ერთი ღამისთვის ყველას ჩაუწვება_გამეცინა_რატომ მაინცდამაინც შენ?ოო, ეს მეც არ ვიცი. ოდესმე ხომ უნდა მომხდარიყო ეგ, ხოდა ეგ აღმოჩნდი შენ ვისთანაც ეს უნდა მომხდარიყო. სხვა პასუხი არ მაქვს _ძალიან უცნაური ხარ _შეიძლება_გავუღიმე და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა და ტანსაცმლიანად აბაზანაში წავედი რომ ჩამეცვა. სასაცილოა არა? კაცთან მთელი ღამე გავატარე სრულიად შიშველმა და ეხლა მის წინ ჩაცმის მრცხვენოდა. ასეთი უცნაური ვარ. მოვწესრიგდი და ოთახში დავბრუნდი. ალექსანდრესაც მოუსწრია ჩაცმა და პერანგის ღილებს იკრავდა. _ჩემი წასვლის დროა _მოიცა ასე უცებ მიდიხარ? არ გვესაუზმა ერთად? _მადლობა,მაგრამ არ შემიძლია, მეჩქარება. _წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ შეგეხმიანო და სხვა დროს ვივახშმოთ ერთად სადმე? _შეიძლება _მაშინ შენი ნომერი დამიტოვე და დაგირეკავ. ჩემი ნომერი დავუტოვე. დავემშვიდობე და სახლისკენ ავიღე გეზი. მორჩა. დღეიდან ჩემი ცხოვრება შეიცვლება რადიკალურად. მე უკვე ის ნატალი აღარ ვარ ვინც გუშინ იყო, აღარ ვარ პატიოსანი,სუფთა.. და მაინც რა იქნება ამის შემდეგ? დამირეკავს ალექსანდრე და შეხვედრას მთხოვს?ისევ მოუნდება ჩემთან? მე რა თქმა უნდა მაწყობს კიდევ რამდენჯერმე შევხვდე. მხოლოდ ერთი საღამო არამგონია საკმარისი იყოს იმ მიზნისთვის,რისი მიღწევაც მსურს.იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს,. იმედია... სახლში მისულმა ეგრევე ყავა გავიკეთე, ეხლა მხოლოდ მაგარი ყავა მიშველიდა. საათს დავხედე 12 იყო. ყავისთვის წყალი დავადგი და მარის დავურეკე _მარ ჩემთან გამოდი რა. სალაპარაკო მაქვს _ხომ მშვიდობაა _რომ გამოხვალ მოგიყვები ყველაფერს_ვუთხარი და გავუთიშე. ყავამ ცოტა მიშველა. 1 საათში მარი ჩემთან იყო.მაგიდასთან ვისხედით და ყავას ვსვამდით. მარი ელოდებოდა როდის დავიწყებდი. _მე ეს გავაკეთე მარ_ვუთხარი და თვალებში მივაჩერდი _რა გააკეთე?_ვერ მიხვდა _გუშინ ღამე კაცთან გავატარე _რაააააააააა?_იმხელა ხმაზე იყვირა გული შემიწუხდა _მარი გეხვეწები არ იყვირო ისედაც მისკდება თავი- რატომ შეიცხადე, ხომ გითხარი რასაც ვაპირებდი _ხო მაგრამ... ასე უცებ თუ დაიწყებდი ამის განხორციელებას არ მეგონა _რას დავლოდებოდი? ასაკის მომატებას? უკვე პატარა გოგო აღარ ვარ. სწორედ რომ დროულად დავიწყე _მომიყევი ყველაფერი. დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი რა როგორ მოხდა.ალექსანდრეც აღვუწერე _ძალიან მაინტერესებს როგორია_ცოტა რომ დამშვიდდა ალექსანდრეთი დაინტერესდა _უნდა ვაღიარო,რომ მართლა საოცრად სიმპათიურია. ასეთი სიმპათიური მამაკაცი მე ჯერ არ შემხვედრია. ********************************************************* _სანდრინიო რა უჟმური სახით ზიხარ რა გჭირს? რამე მოხდა? _თავი მისკდება, ბევრი დავლიე გუშინ _ვისთან დალიე გამოტყდი ეხლა_წარბები აათამაშა მახომ _ქალთან ერთად _ოო, მაშინ შენ გუშინ ბობოქარი ღამე გქონია_აფხუკუნდა მახო _რას ცანცარებ შე*ემა 20 წლის ბიჭივით? ცოლშვილიანი მაინც არ იყო _შენ ეგეც არ გყავს. ისე დროა მგონი იფიქრო ოჯახზე, არა სანდრო?_დასერიოზულდა მახო _მოიცა თუ ძმა ხარ. ჯერ რა დროს ოჯახია_თავი გააქნია სანდრომ _რა რაღა რა დროსია, 32 წლის კაცი ხარ და სერიოზულად ჯერ არავის უყურებ? არ აპირებ არასდოს ოჯახის შექმნას? _ოდესმე ალბათ კი და ნუ შემაწუხე ამ ოჯახით რა. ისედაც კარგად ვარ, ზედემტი თავის ტკივილის გარეშე_თავის ტკივილზე გამახსენდა, ნაბეღლავი მიშველის ეხლა. ***************************************************************** 2 დღის შემდეგ ალექსანდრემ მართლა დაურეკა ნატალის და სავახშმოდ დაპატიჟა. ვახშმით დაწყებული სასტუმროში გაგრძელდა. _ეგ არ გინდა. თავს ვიცავ, წამლებს ვსვამ_გავუღიმე და ალექსანდრემ ამოღებული პრე***ვატივი იქვე მიაგდო. ***************************************************** მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. კიდევ რამდენიმე ვნებიანი ღამე აჩუქეს ერთმანეთს. საოცრად იზიდავდა ერთმანეთი ამ ორ ადამიანს. ნატალი ისევ ატყუებდა ალექსანდრეს, რომ თავს იცავდა. ალექსანდრეც ენდობოდა და არ იცავდა თავს.ანდა ეჭვი რატომ უნდა შეპარვოდა. რა იცოდა ნატალის განზრახვების შესახებ. *********************************************************** _რომ შეგიყვარდეს მერე რას აკეთებ?_კითხა ერთ დღს მარიმ _არ შემიყვარდება. ჩვენი ურთიერთობა მაშინვე დასრულდება, როგორც კი დავფეხმძიმდები _მის მიმართ არაფერს არ გრძნობ ნატ? დაუჯერებელია კაცთან ,რომელთანაც წევხარ არაფერს არ გრძნობდე. _საოცრად მიზიდავს. არ უარვყოფ რომ მომწონს, მაგრამ მასზე სერიოზულად არ ვფიქრობ, ზოგადად არ მინდა არავისზე ვიფიქრო. _ეჰ ნატი,ნატი, შარს ეძებ. ეს ამბავი ეგრე მარტივად არ ჩაივლის გული მიგრძნობს _კარგი რა მარ, ნუ პანიკიორობ. ყველაფერი კარგად იქნება _იმედია, იმედია. ,,ნეტავ ამ ყველაფრის შედეგი როდის იქნება?’’ გავიფიქრე და ამოვიოხრე ,,იმედია,მალე,ძალიან მალე’’ ************************************************************* _როგორ მომენატრე შვილო, სულ დაგვივიწყე_ბუზღუნით ჩაეხუტა თინა ნატალის _კარგი რა მამი, შენ როგორ შეიძლება დამავიწყდე? უბრალოდ ამ დღეებში ვერ ვახერხებდი შენთან მოსვლას, ბევრი საქმე მქონდა. ხომ იცი როგორ მიყვარხართ შენ და გოჩა ბიძია_ლოყები დავუკოცნე თინიკოს_ხო მართლა სადაა გოჩა ბიძია? _სამსახურშია, ბევრი საქმე აქვს და ეს ბოლო დრო სულ გვიან მოდის ხოლმე. ძალიან იღლება _რას იზამ , ასეთია არქიტექტორის ცხოვრება_გავუღიმე_თინიკო, ძალიან მშია და მაჭმევ რამეს?_ხელები გავასავსავე _ეხლავე ჩემო სიცოცხლე, მაგაზე დაგზარდები?_მითხრა და სამზაეულოსკეი წავიდა. მეც მივყევი. _,, ოჯახური’’ მაქვს შენ რომ გიყვარს ისეთი_და ტაფა გაზქურაზე შემოდგა. _ვგიჟდები შენს გაკეთებულ საჭმლებზე და სულ მენატრება ხოლმე _რა იქნება აბა, შენც არ იკლავდე თავს საჭმლის კეთებით, დარწმუნებული ვარ სულ ნახევარფაბრიკატებით ინადგურებ კუჭს_მისაყვედურა მამიდამ. ამასობაში გაცხელდა სამელი და მაგიდაზე ჩემს წინ დადო. თეფშზე გადაღებას ვაპირებდი, რომ ხორცის სუნმა საშინლად იმოქმედა ჩემზე და სახე დავმანჭე _მამიდა, რისი ხორცით გააკეთე? _რას ნიშნავს რისი ხორცით? ღორის ხორცით,რითიც სულ ვაკეთებ ხოლმე. რა მოხდა არ მოგეწონა? _რავიცი საშინელი სუნი აქვს. ვაიმე მამიდა.... პირზე ხელი ავიფარე და საფირფარეშოში გავიქეცი. მამიდაჩემი უკან გამომეკიდა _რა გჭირს ნატ? ცუდად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე? მოდი წესიერად შეგხედო_განერვიულებული დამფოფინებდა მამიდაჩემი თავს _არ ვიცი, უბრალოდ გული ამერია. გუშინ შაურმა ვჭამე და ეტყობა მაგან მომწამლა. ნუ ნერვიულობ მამი, კარგად ვარ. მოდი ეხლა წავალ სახლში და ცტას დავისვენებ ხო? _რას ქვია სახლში წახვალ გაგიჟდი?ასე არსად არ გაგიშვებ. რამე რომ დაგემართოს ისევ?_შეიცხადა მამიდამ _არ ინევიულო რა თინი, ხომ ხედავ უკვე კარგად ვარ. მართლა მირჩევნია სახლში წავიდე და დავისვენო, თან ძალიან დაღლილიც ვარ და დასვენება ნამდვილად მჭირდება_დავამშვიდე მამიდა_გპირდები ტავს ცუდად თუ ვიგრძნობ ეგრევე დაგირეკავ.ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე მამიდას _ფრთხილად იყავი შვილო,თავს გაუფრთხილდი _მომაძახა მამიდამ. მისგან წამოსული ეგრევე აფთიაქში წავედი. მინდოდა ჩემი ეჭვები დამედასტურებინა. ციკლი 3 დღით გადამიცდა. ეს გულის რევის შეგრძნებაც.... სწრაფად ვიყიდე აფთიაქში რამდენიმე ორსულობის ტესტი. ერთი სული მქონდა როდის ჩავიტარებდი. სახლში მისული ეგრევე სააბაზანოში შევედი და დავიწყე ტესტის ჩატარება. ველოდებოდი დროის გასვლას. ხელის კანკალით ავიღე ტესტი ხელში და თვალებგაბრწყინებული მივაშტერდი ტესტს. პასუხი დადებითი იყო. ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა. ჩემი ოცნება ახდა. მალე დედა გავხდები. მუცელზე ხელები მოვისვი და გავიღიმე. ,,მადლობა ღმერთო, რომ ოცნება ამიხდინე’’ მარიამს დავურეკე სასწრაფოდ ჩემთან მოდი მეთქი. საოცრად მალე მოვიდა. _რა მოხდა ნატ? როგორ შემაშინე? რა ხმა გქონდა ტელეფონში? ხომ კარგად ხარ?_მომაყარა როგორც კი შემოვიდა_ვაიმე ტიროდი?ნატა მითხარი ბოლოსდაბოლოს რა გჭირს _უბედნიერესი ვარ მარ, უბედნიერესი. მალე დედა გავხდები. ოცნება ამიხდა გესმის? ფეხმძიმედ ვარ _რაააა?? მოიცა... მართლაა? ვაიმეე ნატ გილოცავ ჩემო კარგო_მოვიდა და ჩამეხუტა_არ მჯერა,მალე ჩემი ნათლული დაიბადება_ძალიან გაუხარდა_ ნატ, ეხლა რა იქნება?ალექსანდრეს არ ეტყვი ხო?_უკვე დასერიოზულებულმა მკითხა _რა თქმა უნდა არ ვეტყვი. ალექსანდრემ ეს ამბავი არ უნდა გაიგოს. ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი როცა მას ვუახლოვდებოდი. მას მალე დავშორდები და აქედან წავალ _სად უნდა წახვიდე? _ჯერ არ მომიფიქრებია. ბანკში საკმაოდ მაქვს დანაზოგი. კარგა ხანს მეყოფა. მერე რამე გამოჩნდება. რაღაც შემოთავაზება კი მაქვს შვედეთიდან და შეიძლება ეგეც გამოვიდეს. ჯერ მხოლოდ ის ვიცი რომ ალექსანდრესთან ურთიერთობას წერტილი დავუსვა. მერე მამიდაჩემს უნდა დაველაპარაკო. სანამ მუცელი წამომეზრდება მანამ უნდა მოვრჩე ყველფერს აქ. _შენს გარეშე როგორ უნდა ვიყო_დანაღვლიანდა მარი _კარგი რა მარ, სულ დაგელაპარაკები სკაიპით. სამუდამოდ არ ვაპირებ აქედან წასვლას. ოდესმე ალბათ დავბრუნდები. მარის ტირილი აუტყდა _არ შემიძლია უშენოდ. ერთად გავიზარდეთ როგორც დები. ძალიან გამიჭირდება უშენოდ. _არ იტირო რა მარ, გთხოვ ნუ ტირი, მეც მეც ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომენატრები_ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვტიროდით_კარგი მორჩი ეხლა ტირილს. ვსიო. ჩემთვისაც არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა. თან ჯერ არ მივდივარ არსად. მოდი ეხლა ჩვენ ნამცხვარი და ყავა მივირთვათ, უფრო სწორად შენ ყავა და მე ჩაი. ეხლა ჩემტვის ყავა არ შეიძლება_გავუღიმე და სამზაარეულოსკენ წავედით. იმ ღამეს მარი ჩემთან დარჩა. გვიანობამდე ვლაპარაკობდით. მეორე დღეს ალექსანდრემ დამირეკა,როცა სამსახურში ვიყავი და საღამოს შეხვედრა მთხოვა. მეც დავთანხმდი. ზუსტად ამ საღამოს დავუვსვამდი მასთან ურთიერთობას წერტილს. სამსახურთან მომაკითხა _როგორ ხარ?_მკითხა და გადამკოცნა მანქანაში ჩაჯდომისთანავე _არამიშავს, შენ როგორ ხარ? _მე ვარ რა. რა მოწყენილი ხარ. მოხდა რამე?_შემათვალიერა _უნდა ვილაპარაკოთ ალექს_ვუთხარი სერიოზულმა _კი ბატონო. სად წავიდეთ?სადმე რესტორანში თუ ჩემთან ავიდეთ? _სადმე წყნარ ადგილას და მნიშვნელობა არ აქვს _კარგი, მაშინ ჩემთან წავიდეთ_თქვა და ძრავა აამუშავა. ძალიან ფეშენებელურ, დიდ ბინაში ცხოვრობდა. ძალიან მომეწონა მისი საცხოვრებელი.მართლა გემოვნებით იყო მოწყობილი _ამხელა სახლში მარტო ცხოვრობ?_გამიკვირდა _ხო, მარტო ვცხოვრობ. ჩემი მშობლები კერძო სახლში ცხოვრობენ. მე კი უკვე დიდი ხანია ცალკე ვცხოვრობ. მოგწონს?_ბინაზე მიმანიშნა _ძალიან ლამაზი ბინაა_არ დავმალე აღტაცება _რას დალევ? _რამე წვენს თუ შეიძლება _ალკოჰოლურს ხომ არ დალევდი რამეს? _არა, მხოლოდ წვენი. _კი ბატონო. ნება შენია_მაცდურად გამიღიმა _აბა რაზე გინდოდა ლაპარაკი?_მკითხა და წვენი წინ დამიდგა მიჭირდა საუბრის დაწყება.არც ისე ადვილი ყოფილა ურთიერთობის დასრულების პროცესი. _ჩვენზე უნდა გელაპარაკო_ამოვისუნთქე და ვუთხარი. წარბი ზემოთ ასწია და კითხვისნიშნიანი თვალებით მომაჩერდა _უნდა დავშორდეთ_მივახალე პირდაპირ. აზრი არ ქონდა მიკიბვ-მოკიბვას. რაც მეტს გავწელავდი სათქმელს, მით იფრო გამიწირდებოდა საუბარი. ელდა ეცა. ეგონა მოესმა _რა?_ძლივს მკიტხა_რატომ?რამე ისე არ არის? _ალექს, მოდი ნუ გავართულებთ ყველაფერს კარგი? ჩვენ მხოლოდ ვნება გვაკავშირებდა. ერთად კარგად ვიყავით,მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. მე აღარ მინდა ასე გაგრძელება ურთიერთობის. _ხო, მაგრამ ჩვენ ხომ მოგვწონდა ეს ურთიერთობა. ერთმანეთს კარგად ვუგებდით ზედმეტი ვალდებულებების გარეშე _მართალია, მომწონდა შენთან არ უარვყოფ, მაგრამ გაგრძელება აღარ მინდა.თანაც მე მალე საქართველოდან მივდივარ. ძალიან დიდი ხნით _მიდიხარ? სად? _საზღვარგარეთ. ამაზე არ გვინდა. შენთან დამშვიდობება მინდოდა. _არ მესმის, მართლა წარმოუდგენელია ჩემთვის, ასე უცებ რა გეტაკა, ან რატომ მიდიხარ საზღვარგარეთ. ადრე არასდროს გიხსენებია წასვლაზე _ხო, მეც სულ ეხლახანს გავიგე.ეხლა კი უნდა წავიდე ალექს. მშვიდობით და წამოვდექი. ალექსიც წამოდგა და მკლავში ხელი წამავლო _ასე უბრალოდ? _მოდი ასე უმტკივნეულოდ დავორდეთ ერთმანეთს. შენ კარგი ადამიანი ხარ ალექს. ნებისმიერი ქალის გული შეგიძლია მოიგო. _ხო მაგრამ მე შენთნ მინდა _ბედნიერებას გისურვებ ალექს._ხელი გამოვწიე და გასასვლელისკენ წავედი.ის კი ერთ ადგილს მიყინული დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. გამიჭირდა მასთან დამშვიდობება და ურთიერთობის დასრულება. მართლა ძალიან შევეჩვიე. ვერ ვიტყვი რომ მიყვარს, მაგრამ საოცრად მიზიდავს, ამგრამ არაუშავს. მალე დავივიწყებ. ეხლა მთვარი ჩემი შვილია. მხოლოდ მასზე უნდა ვიფიქრო. ბავშვის გახსენებაზე გამეღიმა და მუცელს მოვეფერე ,,როდის დაიბადდებიდ დე?შენ არ იცი დედიკოს უკვე როგორ ძალიან უყვარხარ და შენს გამო რომ ყველაფერს გააკეთებს’’_ველაპარაკებოდი ჩემს მუცელს, რომელიც საერთოდ არ მემჩნეოდა და შვილს, რომელიც ჯერ მხოლოდ წერტილი იყო. მე კი ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. წინ ყველაზე რთული საუბარი მელოდა მამიდასთან. მასთან საუბარი ნამდვილად გამიჭირდებოდა,მაგრამ მისთვის არაფრის დამალვას არ ვაპირებდი. _შენ შემოგევლოს შენი მამიდა, როგორ გამახარე რომ მოხვედი_ჩამიხუტა მამიდაჩემმა _მეც მომენატრე მამი. უნდა გელაპარაკო ძალიან სერიოზულ თემაზე. მამიდაჩემი დასერიოზულდა _ხომ მშვიდობაა?_მკითხა დაეჭვებულმა _მა, ორსულად ვარ_ვუთხარი და თვალი ავარიდე _დედაა_ლოყაზე ხელი შემოირტყა_კი მაგრამ როგორ.. შენ..._გაურკვევლად საუბრობდა _არ იცი მამი ბავშვები როგორ ცნდებიან?_გავუცინე,მაგრამ მივხვდი ეხლა ამის დრო არ იყო _ეგ როგორ არ ვიცი, მაგრამ შენ რანაირად? ვისგან?როდის?_ჩქარ-ჩქარა საუბრობდა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ერთხანს შოკი ქონდა. მერე გამოერკვა და ჩამეხუტა. _მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები მამი. არასოდეს მიგატოვებ.ეს კი უკვე საოცრად მიყვარს_ხელი ჩემს მუცელს მიადო_შვილიშვილი მეყოლება_ცრემლიანმა ჩაილაპარაკა. მამიდასთან საღამომდე დავრჩი. მეორე დღეს ექიმთან წავედი გამოკვლევებზე. მინდოდა გამეგო რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს. _6 კვირის ორსული ხარ. გილოცავ_გამიღიმა ექიმმა_ყველაფერი ნორმაშია. ნაყოფი ჯერჯერობით კარგად და შეუფერხებლად ვითარდება. ეხლა თქვენ სულ მშვიდად უნდა იყოთ და არ უნდა ინერვიულოთ. ნერვიულობა ბავშვზე ცუდად მოქმედებს. _ექიმო, ფრენა შეიძლება? _შეგიძლიათ. ნაყოფისთვის არაა საშიშ ტქვენს შემთხვევაში, მაგრამ როგორც კი ჩაფრინდებით იქ სადაც მიდიხართ, აუცილებლად მიაკითხეთ გინეკოლოგს_გამიღიმა.ბედნიერ დედობას გისურვებთ. მითხრა და პალატა დატოვა. ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და რომ ფრენა შემეძლო და არ დამჭირდებოდა მოცდა აქედან წასასვლელად მანამ,სანამ ვიმშობიარებდი. შვედეთიდან მომივიდა შემოთავაზება orriflame-ში იმავე თანამდებობაზე, რაზეც აქ ვმუშაობდი. საბუთბის მოწესრიგებას შევუდექი. ბილეთიც დავჯავშნე. ფრენა 1 კვირაში იყო. ბარგის ჩალაგება ნელ-ნელა დავიწყე. ************************************************************** _მიზეზი არ უთქვამს რატომ დაგშორდა? _ურთიერთობის გაგრძელება აღარ მინდაო, თან საქართველოდანაც მიდის დიდი ხნით. შენს ძმობას ვფიცავარ მახო, ასე არც ერთი ქალი არ მომქცევია. ყოველთვის მე ვშორდებოდი პირველი და მე ვასრულებდი ურთიერთობას. ამან კიდევ აქეთ დამადო, თან არანაირი პრეტენზიები არ წამოუყენებია არასდროს. მასთნ საოცრად ვიყავი, მართლა საოცარი ქალია_დანანებით ჩაილაპარაკა სანდრომ _ხომ არ შეგიყვარდა შე*ემა? _რა შემიყვარდა შენ შ*გ ხომ არ გაქვს? მე და სიყვარული? დაისან მოვიდა_ჩაიფრუტუნა სანდრომ _რავიცი ძმაო, რაღაც სხვანაირად გიელავს თვალები_ეშმაკურად უთხრა მახომ _ნუ გაა*რაკე ძმობას გაფიცებ, სხვანაირად მიელავს არა ისა კიდევ_თავი გააქნია სანდრომ და სასმელი მოსვა_უბრალოდ მაგრა მიზიდავს. მის მიმართ საშინელ ვნებას ვგრძნობ. ასეთი ქალი არასდროს შემხვედრია_ერთ წერტილს მიშტერებული საუბრობდა სანდრო ********************************************************** აეროპორტში ვიყავით და ჩემი რეისის გამოცხადებას ველოდებოდი. ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანები მაცილებდნენ, თინა მამიდა, გოჩა ბიძია და მარი. იყო ბევრი ცრემლი. ბევრი ჩახუტება. მერე ჩემი რეისის გამოცხადება. მერე დამშვიდობება. მერე თვითმფრინავში ასვლა. და ბოლოს... თვითმფრინავი აფრინდა. **************************************************** თავიდან გამიჭირდა უცხო ქალაქში შეჩვევა. უცხო გარემო,ხალხი, ქუჩები, ენა და საერთოდ ყველაფერი უცხო. ჩემები ძალიან მენატრება. მათ გარეშე დაცარიელებული ვარ. ერთადერთი, ვინც მუდმივად ჩემთნაა და ვისი არსებობაც მაცოცხლებს და მაბედნიერებს ეს ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილია. ,,ალექსანდრე’’, ჰმ, უნდა გამოვტყდე და ვაღიარო რომ მასზე ვფიქრობ ხოლმე. თუმცა რა გასაკვირია რომ მახსოვდეს და ვფიქრობდე ხოლმე? ის ხომ ჩემი პირველი მამაკაცი იყო და ყველაზე დიდი საჩუქარი მაჩუქა. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. ვის ვატყუებ ნეტავ? მხოლოდ იმიტომ მახსენდება რომ ჩემი შვილის მამა და ჩემი პირველი მამაკაცია?არა. ხშირად მისი მონატრება შემომიტევს. მართლია არ მიყვარს,მაგრამ ძალიან მენატრება ხოლმე. მენატრება მასთან გატარებული დრო. მან დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში.რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, რომ მხოლოდ ლოგინი მაკავშირებდა მასთან ეს ტყუილი იქნება. მენატრება, მაგრამ მას აწი აღარასდროს არ ვნახავ, ამიტომ ის სამუდამოდ უნდა დავივიწყო. _ჩემი გაბერილი როგორ არის? _მარიამს ველაპარაკებოდი სკაიპით_წამოდექი აბა ფეხზე და დამენახე_აუ რამხელა მუცელი გაქვს ნატ, ერთი სული მაქვს იქიდან როდის გამოძვრება ჩემი ნათლული, უკვე ვგიჟდები ისე მიყვარს_ბედნიერი ლაპარაკობდა მარი _მეც ერთი სული მაქვს როდის დაიბადება. ვეღარ ვითმენ უკვე.ყოველდღე ველოდები მშობიარობის დაწყებას. _სახელზე რა გადაწყვიტე? _ლიზას ვარქმევ. მაინც გადავწყვიტე დედაჩემის სახელი დავარქვა რა მტკივნეულიც ა უნდა იყოს. მინდა ბებიის სახელი ერქვას ჩემს პატარას. _ძალიან ლამაზი სახელია ლიზა! მომწონს. ჩემი ლიზიკო_დაიმანჭა მარი_რას შვები მარტო ხარ ეხლა? _ეხლა კი. გვიან აგნესა მოვა.მარტო არ მტოვებს,დღე-დღეზე მშობიარობ და მარტო ვერ დაგტოვებო _ძალიან მაგარი გოგოა აგნესა. ისე ცოტას ვეჭვიანობ უკვე, ის სულ შენთანაა და მე მხოლოდ ვირტუალურად ვარ შენთან_სიცილით და ცოტა ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მარიმ _ნუ ბოდავ რაღაცებს ეხლა. შენ ჩემი მეორე მე ხარ ეს არ დაგავიწყდეს და შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს ჩემს გულში.რაც შეეხება აგნესას მართლა მაგარი გოგოა. აქ ყველაზე ახლოს მასთან ვარ და ყველანაირად გვერდში მიდგას, მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. _როცა საქართველოში ჩამოხვალ ეგეც აუცილებლად დაპატიჟე იცოდე_თითი დამიქნია მარიმ _მარ, ხომ იცი რომ... _არავითარი მარ ხომ იცი რომ.._გამაწყვეტინა_შენ აუცილებლად უნდა დაბრუნდე საქართველოში ადრე თუ გვიან. ნუთუ არ გინდა რომ შნეი შვილი შენს სამშობლოშ გაიზარდოს?თვის ქვეყანაშ და არა უცხო ქვეყანაში?მარ, შენ უბრალოდ დრო გჭირდება. აუცილებლად უნდა დაბრუნდე, გესმის?არ აქვს მნიშვნელობა ეს 1 წლის მერე იქნება, 2 წლის მერე თუ 10 წლის მერე, მთავარია რომ დაბრუნდე. მართლა ძალიან მენატრები. უშენოდ მიჭირს ნატ_დასევდიანდა მარი _მარ, გეფიცები მეც ძალიან მინდა დაბრუნება, მაგრამე ხლა ვერ დავბრუნდები. ჯერ ბავშვი რომ დაიბადება ცოტა უნდა წამოიზარდოს. დრო უნდა გავიდეს გესმის? სადმე ალექსანდრეს რომ გადავეყარო ეგეც არ მინდა. არ მინდა რომ ბავშვზე გაიგოს ოდესმე?ხომ გესმის ჩემი? დავბრუნდები! გეფიცები დავბრუნდები, ოღონდ არ ვიცი როდის. მარის დავემშვიდობე და დასაძინებლად წავედი. მთელი ღამე ვფიქრობდი და მერე ფიქრებთან ერთად მიმეძინა. *************************************************************** _სანდრო არ მისმენ?შენ გელაპარაკები?_შეანჯღრია მახომ _ა, ხო რა მითხარი მახო? _რა გჭირს შენ ე? _ნატალი მჭირს მახო, ნატალი. მთელი ქალაქი გადავქექე,არა დაჟე მთელი საქართველო და არსად არაა. აორთქლდა. _ვინმე მისიანს არ იცნობ? _მამიდამისი ვიცი სადაც ცხოვრობს. ერთხელ მივიყვანე მის სახლთან _მერე რომ კითხო? იქნებ გითხრას? _ვიყავი,მაგრამ არ მეუბნება. არ ვიცი ზუსტად სად არისო.აზრზე ხარ? მაგას დავიჯერებ რომ მამიმდამისმა არ იცის სად წავიდა? უბრალოდ არ მეუბნება. _კიდევ მივიდეთ. ვთხოვოთ იქნებ რამე გვითხრას _წამო ეხლაც მივიდეთ, მაგრამ მეეჭვება რომ რამე გვითხრას. _ხომ გეუბნებოდი რომ არაფერს გვეტყოდა?_თინას სახლიდან გამოსულები მანქანაში ჩასხდნენ_მაგან გააფრთხილა უეჭვველი _უთხრა სანდრომ მახო _არ ვიცი ძმაო. როგორ მტკიცედ იძახის არ ვიციო. ეგ ქალი არაფრის მთქმელი არაა_თავი გაიქნია მახომ _წამო წავიდეთ. რას ვიზამ. მთელი 6 თვეა ვეძებ და ვერსად ვერ ვნახე. თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ის მაინც ვიცოდე რომელ ქვეყანაში წავიდა ან წავიდა კი?არ ვიცი, არ ვიცი, გონება არეული მაქვს. მთელი 6 თვე უშედეგოდ ეძება სანდრომ ნატალი. ბოლოს ხელი ჩაიქნია. ______________________________________________________________ _ჩემი სიცოცხლე, გაიღვიძე დე?_ახალგაღვიძებულ ლიზასთნ შევედი ოთახში.ქერა კულულები არეული ქონდა და წინ გადმოყროდა. _ჩემი დიდი გოგო ვინ არისო დე? გავიზარდეთო და 3 წლის გავხდითო? ჩემი ანგელოზი._თნ ველაპარაკებოდი დ ვუკოცნიდი გემრიელ ლოყებს_დედიკო გიჟდება შენზე. ყველაზე მეტად უყვარხარ დედას შენ! ლიზიც მიცინოდა და მეხუტებოდა. ქერა კულულები არეული ქონდა და წინ გადმოყროდა. _საჩუქალი მიკიდე დე? _რა თქმა უნდა გიყიდე ჩემო პრინცესა. ძალიან დიდი საჩუქარი_ეგრევე წამოხტა საწოლიდან და მეორე ოთახში გაიქცა.სიხარულისგან დახტოდა ბარბის სახლი რომ დაინახა. მეც ბედნიერი ვიყავი როცა ჩემი შვილი ბედნიერი იყო _ეს დედა იქნება, ეს მამა, ეს კიდევ პატალა ბავშვი_სათამაშოებს ალაგებდა ლიზიკო_მამის თქმაზე გულში რაღაც ჩამწყდა. რა იქნება მერე, როცა ლიზი გაიზრდება და მამის შესახებ მკითხავს? რა პასუხი უნდა გავცე შვილს რატომ არ გყავს მამა მეთქი? ამდენი ფიქრისგან გონება არეული მქონდა. აგნესა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გამოვიდა ჩემთან და დიდი ტორტი მოუტანეს ლიზას. ლიზაც ერთობოდა.ნაჩუქარ სათამაშოებს ხსნიდა და სიხარულისგან დაფრინავდა. საღმოს მარიამს და მამიდაჩემს ველაპარაკე სკაიპით. მათაც ძალიან უნდოდა ჩვენთან ერთად ყოფნა. ცრემლებიც წამომივიდა მათი მონატრებისგან. მეც ძალიან მინდოდა მათთან.ლიზიკოც ელაპარაკა. ქართული კარგად ესმის და ლაპარაკობს. ნამდვილად არ მინდოდადა მინდა რომ ჩემმა შვილმა ქართულად ლაპარაკი არ იცოდეს. ჩემები გიჟდებიან ლიზაზე და მისი ნახვა ძალიან უნდათ რეალურად.დიდხანს ვილაპარაკეთ სკაიპით. ************************************************************************* _ნატა, მამიდაშენი ცუდადაა. საავადმყოფოში ვართ ეხლა_დამირეკა ნამტირალევმა მარიმ _რა თქვი მარი?_შოკირებულმა ვკითხე_რა ჭირს მამიდას? _გულზე აქვს პრობლემები. სასწრაფო ოპერაცია არისო საჭირო ექიმმა _ამ საღამოსვე გამოვფრინდები მარ_ნამტირალევმა ვუპასუხე და გავუთიშე. სასწრაფოდ ჩავალაგე ჩემი და ლიზის ბარგი. ბილეთები დავჯავშნე და მოვემზადე გასაფრენად. 4 წლის მერე კვლავ საქართველოში ვბრუნდები. როგორც კი ფეხი საქართველოს მიწაზე დავაბიჯე ღრმად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი. გულის ტკივილამდე მომნატრებია თბილისი. მონატრებული ვათვალიერებდი თბილისის ქუჩებს. სახლში როგორც კი შევედი ნოსტალგია შემომაწვა. ჩემი სახლი მაინც სულ სხვაა. ბარგი იქვე მისაღებ ოთახში დავდე და ტელეფონი მოვიმარჯვე მარიამთან დასარეკად.სულ დამავიწყდა რომ აქაური კარტა არ მქონდა, ამიტომ იძულებული გავხდი ჩავსულიყავი და კარტა მეყიდა. როგორც კი ახალი ნომერი ჩავდე ტელეფონში ეგრევე მარიამს დავურეკე _მარიამ რომელ საავადმყოფოში ხართ?_პირდაპირ ვკითხე _არამიანის კლინიკაში ვართ ნატ. მოიცა შენ რა ჩამოხვედი? საქარტველოს ნომრით მირეკავ არა? _ხო ჩამოვედით მე და ლიზა და ეხლავე საავადმყოფოში მივდივარ _რააა? რატომ არ მითხარი დაგხვდებოდი _რა საჭირო იყო მარ. ეხლა პირდაპირ საავადმყოფოში წავალ _მე უკვე აქ ვარ საავადმყოფოში რომ მივედი მიმღებში ვიკითხე თუ რომელ პალატაში იწვა მამიდა. ეგრევე მეორე სართულზე ავედი და ამრიამი იქვე დერეფანში დავინახე. რომ დამინახა სირბილით გამოიქცა ჩემკენ და ძალიან მაგრა ჩამეხუტა _ჩემი გოგო ჩამოვიდა არ მჯერა. როგორ მომენატრე ნატი _მეც, მეც ძალიან მომენატრეთ ყველანი. ტკივილამდე. _ეს წერტილი ნახე რა საოცრებაა_ლიზიკოსკენ გაიხედა_ჩემო სიხარულო მოდი ჩემთან_ხელში აიყვანა ლიზიკო და ლოყების აწითლებამდე კოცნა_რა საოცრება ვინმეა პროსტა ნახე რა. შევჭამ ისეთი სიცოცხლეა_ლიზის ფერებით ვერ გაძღა მარი _მამიდას ძინავს?ერთი სული მაქვს შევიდე და ვნახო _ეხლახანს გაიღვიძა.არ მითქვამს რომ ჩამოხვედი. მიდი შედი, გაგიჟდება რომ გნახავს პალატაში შევედით მე და ლიზი. მამიდაჩემმა გაფართოებული თვალებით შემოგვხედა.მისი დანახვისას ცრემლები წამომივიდა.მისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი და ჩავეხუტე. მამიდაჩემიც ატირდა. _ჩუ, ნუ ტირი მამ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება _როდის ჩამოხვედი ჩემო სიცოცხლე? _დღეს დილით. შენი ამბავი როგორც კი გავიგე ეგრევე გამოვფრინდი _როგორ მომენატრე მამი.ჩემი ლამაზი_სახეზე მეფერებოდა მამიდა_ეს ანგელოზი მაჩვენე აბა_ლიზიკოს შეხედა ეხლა_მოდი ანგელოზო ჩემთან. წამოიწია მამდაჩემი _მამ, ბევრი არ იმოძრაო რა_ხელი შევაშველე _კი არ ვკვდები გოგო. ჯერ ოპერაცია არ გამიკეთებია, ასე რომ მსგავსი მოძრაობები ხელს არ მიშლის_ულამაზესია_ლიზიკუნა, მე შენი ბებო ვარ სიხარულო_ვერ გველეოდა მამიდა. ხან მე მეფერებოდა ხან ლიზის. ლიზიკუნა დერეფანში გავუშვი მარისთან,რადგან პალატაში მოიწყინა. _რამდენი ხნით ჩამოხვედი ნატა? _ჯერ არ ვიცი მამი. მარტო ის ვიცი რომ შენს გამოკეთებამდე არსად წამსვლელი არ ვარ. ვსაუბროდბით,როცა კარი ექიმმა შემოაღო _ქალბატონ თინასთან სტუმარი ყოფილა_ფეხზე წამოვდექი და ექიმისკენ გავიხედე_თავს როგორ გრძნობთ ქალბატონო თინა? ხომ ხართ შემართებით ოპერაციის გასაკეთებლად? _სხვა რა გზა მაქვს შვილო_მხრები აიჩეჩა მამიდამ მოგესალმებით ქალბატონო_ეხლა მე მომიბრუნდა_მე კარდიოლოგი მახო ალექსიძე გახლავართ _გამარობათ_ნატალი მაისურაძე,ეს ქალბატონი მამიდაჩემია_გავუღიმე. მახო ექიმს გამომეტყველება შეეცვალა. თითქოს გაოგნებული მიყურებდა. _რამე მოხდა ბატონო მახო?_ვკითხე გაოცებით _არა, არაფერი_თითქოს გამოერკვა_უბრალოდ აქამდე არ მინახიხართ _დღეს ჩამოვფრინდი. საქართველოში არ ვიმყოფებოდი და მაგიტომ_გავუღიმე _თუ შეიძლება პაციენტს გავსინჯავ და ცოტა ხნით პალატიდან გადით_თავაზიანად მომმართა _დიახ, რა თქმა უნდა. პალატიდან გავედი და მარიამი და ლიზიკოსკენ წავედი. *********************************************************************** _თქვენ ქალბატონ თინასთან ბრძანდებით?_მიმართა ახალგაზრდა კაცმა ქალს. _დიახ, მასთან ვარ _მეც მის სანახავად მოვედი _ეხლა პალატაში ვერ შეხვალთ, მასთან არიან. ცოტა მოცდა მოგიწევთ _დიახ დაველოდები_გაუღიმა კაცმა _ეს პატარა ანგელოზი თქვენი შვილია? _არა, ჩემი მომავალი ნათლულია _ალექსანდრე_ხელი გაუწონდა ქალს _მარიამი, სასიამოვნოა. _ჩემთვისაც_გაუღიმა ალექსანდრემ_ამ პატარა ქალბატონს რა ქვია?_ლიზისთან ჩამუხლა _ლიზა_მორცხვად უპასუხა და თავი დახარა ლიზიკომ. უცებ თავი აწია, ალექსანდრეს ზურგს უკან გაიხედა და სირბილით წავიდა ,,დედას’’ ძახილით ********************************************************************************* დავინახე ვიღაც კაცი ლიზიკოსთან ჩამუხლულიყო. მათკენ მივდიოდი,რომ ლიზამ დამინახა და ჩემკენ გამოიქცა ,,დედას’’ ძახილით. ხელში ავიყვანე დ ჩვეხუტე. უცნობი ფეხზე წამოდგა და მარიამს ელაპარაკებოდა. მათ მივუახლოვდი. _რაო ნატ? გაგიჟდებოდა რომ გნახავდა_მარიმ მკითხა_ამ დროს უცნობი ჩემკენ შემოტრიალდა და გაფართოებული თვალებით მომაჩერდა. ელდა მეცა. სუნთქვა შემეკვრა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. მუხლები მომეკვეთა. ჩემს წინ ალექსანდრე იდგა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვუყურებდით ერთმანეთს გაშეშებულები. მარის ვერაფერი გაეგო. დაბნეული გვიყურებდა. ალექსანდრე ხან მე მიყურებდა ხან ლიზის. _ნატალი_ძლივს წარმოსთქვა ჩემი სახელი _ალექსანდრე_ნერწყვი ხორხში გამეჩხირა სანამ მისი სახელი წარმოვთქვი _არ მჯერა რომ შენ ხარ. რომ იცოდე რამდენს გეძებდი ნატა.როგორ ხარ? სად იყავი ამდენ ხანს?როდის გამოჩნდი?_მომაყარა დაბნეულმა კითხვები. მე კიდევ ლაპარაკის უნარი მქონდა წართმეული _დღეს დილით_ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგე. ალექსანდრემ მზერა ლიზისკენ გააპარა _შენი შვილია? _ხო _გათხოვდი?_ნაღვლიანად მკითხა _ხო_ინტიქტურად ვპასუხობდი. _გილოცავ. საოცარი ბავშვია. _მადლობა_მარიამისკენ გავიხედე თვალებით ვთხოვდი შველას, ის კი გაოგნებული გვისმენდა. მგონი მიხვდა რა შიც იყო საქმე. _ნატი, რაო მამიდამ?_კვლავ შემეკითხა მარი,რომ როგორმე ჩემი და ალექსანდრეს დიალოგი შეეწყვიტა _კარგი მე მამიდაშენთან შევალ_გაოცებულმა შევხედე.ალექსანდრე გამეცალა და მამიდას პალატისკენ წავიდა _მამიდაჩემთან რა უნდა? _მე რა ვიცი ნატ, პირველად ვნახე დღეს. ეს ისაა ხო? _კი მარ,ეს ის ალექსანდრეა_ნაღვლიანმა ვუპასუხე _მამიდაშენს საიდან იცნობს?შენ გააცანი? _არა, წარმოდგენა არ მაქვს მასთან რა უნდა. მამიდას უნდა ვკითხო. _რას აპირებ? ბავშვი ნახა. გონია რომ გათხოვდი. რატომ მოატყუე? _ინსტიქტურად ვუპასუხე.ისე ეგრე აჯობებს რომ გათხოვილი ვეგონო. ბავშვზე სიმართლე არ უნდა გაიგოს. ლიზა მარტო ჩემია, ჩემი._ლიზის ვეხუტებოდი და ვკოცნიდი. პალატიდან ალექსანდრე და მახო ექიმი ერთად გამოვიდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. მერე მახომ ხელი გადახვია და ლიფტისკენ წავიდნენ. აქეთკენ ერთხელ გამოიხედა და წავიდა. მამიდასთან შევბრუნდი _მამი, ალექსს საიდან იცნობ? _ჩემთნ მოდიოდა ხოლმე. შენ გეძებდა. რამდენჯერმე იყო მოსული შენი ამბის გასაგებად, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი. აი ის, მახო ექიმი მისი ძმაკაცია. ერთდაც იყვნენ მოსულები ჩემთან. სწორედ მას უთქვამს რომ ცუდად ვარ და ჩემს სანახავად მაგიტომ მოვიდა.მე ძალიან მომწონს ალექსანდრე_ეშმაკურად გამიღიმა მამიდამ_და შენს მიმართ გულგრილი არაა _კარგი რა მამიდა. ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ თქვენი ნაცნობობით,მაგრამ ყველაზე კარგი ხარ რომ არ ეუბნებოდი ჩემს შესახებ, ხომ ვიცი შენი გულის ამბავი, ბევრი თხოვნა რომ არ გიყვარს და არც ტყუილები _ერთი პერიოდი გავიფიქრე ვეტყვი მეთქი, მართლა ძალიან შემეცოდა,მაგრამ შენ ვერ გიმტყუვნე ნატ. ესაა ლიზას მამა? _კი_თვი დავხარე და ცრემლები მომაწვა_მაგრამ ამნ არ უნდა გაიგოს ამის შესახებ. მას გათხოვილი ვგონივარ. ჯობს ეგრე ეგონოს. _ძალიან არ შეტოპო ნატი.რამეს არ მიხვდეს. სახლში გულდამძიმებული წამოვედი მამიდასგან.ემოციურად დატვირთული დღე მქონდა, ჯერ მამიდასთან შეხვედრა, მერე სანდროსთან. ფიქრი ეხლა ძალიან მჭირდებოდა. ლიზი ვაბანავე და დავაძინე. მე ყავა გავიკეთე და მდივანზე მოვკალათდი. ფიქრს შევყევი. *********************************************************** _გეფიცები რომ გავიგე ვინც იყო, თვალები შუბლზე ამივიდა_სიცილით უთხრა მახომ სანდროს _შენ ვერ წარმოიდგენ მე რა დამემართა. ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. _ბედია ეგ ძმაო,ბედი. ამდენი ხანი ეძებდი და ეხლა თავისი ფეხით მოვიდა. _უკვე გვიანია. გათხოვილა_სევდიანად ჩაილაპარაკა სანდრომ_შვილიც ყავს _გათხოვილა? საქორწინო ბეჭედი არ შემინიშნავს. თვითონ გითხრა ეგ? _მე ვკითხე და დამიდასტურა. _არ ვიცი ძმაო, მაინც გაარკვიე ყველაფერი _იცი რა სასწაული შვილი ხავს? ფერიაა ნამდვილი. ისე შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოს, მაგრამ ჩემი დის პატარაობას გავს ძალიან. იქნებ...._სანდროს სიტყვა გაუწყდა_მახო, ჩემი შვილი რომ იყოს? ასაკი დაახლოებით 3 წლის იქნება, თან ჩვენ.. მაგრამ ჩვენ ხომ თავს....აუ სულ დავიბენი. _გამორიცხული არაფერია სანდრო, მიდი და წესიერად დაელაპარაკე _აუცილებლდა. მამიდამისს ოპერაციას როდის უკეთებთ? _ხვალ _ხოდა ეს ყველაფერი რომ ჩაივლის დაველაპარაკები. ************************************************************ _შემო მარ _ნატი ერთი სული მაქვს ყველაფეი მომიყვე_მანტო გაიხადა და საკიდზე დაკიდა _შენ ისედაც ყველაფერი იცი.მეტი რაღა მოგიყვე_მხრები ავიჩეჩე და მდივანზე მოვკალათდი. მარიც ჩემს წინ ჩამოჯდა _რომ მიხვდეს ბავშვზე? _რას უნდა მიხვდეს ხომ არ გაგიჟდი? მას გათხოვილი ვგონივარ და რატომ უნდა იფიქროს რომ ლიზი მისი შვილია? თან მას გონია რომ მე თავს ვიცავდი _იქნებ უთხრა ნატი?არ გინდა ოაჯხი შექმნა და ლიზიკო მამასთან ერთად გაზარდო?რას ეტყვი რომ გაიზრდება და მამის ვინაობას გკითხავს _შენ გგონია ამაზე მე არ ვფიქრობ მარ? პირიქით, სულ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ არ შემიძლია, არ მინდა. როცა ამის დრო დადგება.. არ ვიცი, მანამდე ჯერ დიდი დროა. მთავარი რაც ვიცი ისაა რომ ალექსანდრემ სიმართლე არ უნდა გაიგოს _მაინც ვერ გიგებ და მომკალი. კაცი შენ გეძებდა ამდენი ხანი. მამიდაშენი ლამის ააწიოკა იმდენჯერ შეეკითხა შენი ადგილსამყოფელი. არამგონია შენს მიმართ გულგრილი იყოს _ეს 3 წლის წინ იყო. არამგონია უკვე რამეს გრძნობდეს ჩემს მიმართ, ნუ მაშინაც თუ გრძნობდა ეგეც საკითხავია. ჩვენ კარგი პარტნიორები ვიყავით და ერთმანეთი გვიზიდავდა. ეს იყო და ეს. _შენი საქმის შენ იცი ნატ, მაგრამ მე არ გეთანხმები,ჩემი აზრი რომ იცოდე. მარი გავაცილე და დასაძინებლად წავედი. მის ნათქვამზე დიდხანს ვფიქრობდი, მერე მიმეძინა. ხვალ მძიმე დღე მელოდა. მამიდას ოპერაციამ 2 საათს გასტანა. ნერვვიულობისგან ფრჩხილები სულ დავიჭამე.ერთი სული მქონდა ექიმი როდის გამოვიდოდა საოპერაციოდან. 3 საათის შემდეგ გამოვიდა და გაღიმებულმა მახომ მამცნო რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მამიდას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. შვებით ამოვისუნთქე. ძალიან ბედნიერი ვიყავი. პალატაში რომ გადაიყვანეს მის სანახავად შევედით. უამრავმა ადამიანმა ინახულა. თვალები გამიფართოვდა, როცა ალექსანდრეც მოვიდა მის სანახავად. ამ დროს მხოლოდ მე ვიყავი მამიდასთან პალატაში. ლიზი მარიამს ყავდა გაყვანილი. _თავს როგორ გრძნობთ ქალბატონო თინა?_მე უბრალოდ თავი დამიკრა და ისე მომესალმე _არამიშავს, მადლობა ალექსანდრე. ზოგჯერ მაწუხებს ოდნავი ტკივილები,მაგრამ საგანგაშო არაფერია _მიხარია,რომ უკეთ ხართ მათ დიალოგს ვუსმენდი და ხმას არ ვიღებდი. პალატის კარი მარიამმა და ლიზამ შემოაღეს_ _ბებო(თინა მამიდას ბებიას ეძახდა) _ლიზიკო მისი საწოლისკენ წამოვიდა, კალთაში ჩამიჯდა და მამიდას ხელზე მოეფერა. მარიამი სახეზე გაფითრდა სანდროს დანახვაზე და იქვე სავარძელში ჩამოჯდა ხუმოდ. სანდრო ორივეს გვაკვირდებოდა. ლიზის თვალს არ აშორებდა, თვალებს არ ახამხამებდა ისე უყურებდა გაშტერებული, თითქოს რაღაცის გარკვევას ცდილობსო. ცოტა დავითრგუნე. მართლა რამეს ხომ არ ეჭვობს მეთქი. მერე ფეხზე წამოდგა _მე დაგტოვებთ_დაგვემშვიდობა და წავიდა. ************************************************************ _აუცილებლად უნდა გავარკვიო მართლა გათხოვდა თუ არა, მაგრამ როგორ?ის რომ ბეჭედი არ უკეთია ეს არაფერს არ ნიშნავს_აღელვებული საუბრობდა სანდრო _და იქნებ გაშორდა?_მხრები აიჩეჩა მახომ _გამორიცხული არც ეგაა. ყველაფერი უნდა დავაზუსტო. ბავშვის ასაკიც მაინტერესებს. არაფერს არ გამოვრიცხავ. აუცულებლად უნდა გავარკვიო, აუცილებლად. _მას დაელაპარაკე? _ჯერ არა. ამ დღეებში ვაპირებ სახლში მისვლას. მინდა მარტო დაველაპარაკო და მისგან მოვისმინო ყველაფერი. *************************************************** 3 დღის ემრე მამიდა გამოწერეს. მისთვის ეხლა ზედემტი დატვირთვა არ შეიძლება. მასთან გადასვლა შევთავაზე, მე მოგივლი მეთქი,მაგრამ გაგიჟდა. არაფერი არ მჭირს მოსავლელი, შენს ბავშვს მიხედეო. მეც არ ვეწუწუნე. გოჩა ბიძია ისედაც ხელის გულზე ატარებს და მას არაფერს გაუჭირვებდა.გვიანობამდე დავრჩი მამიდასთან. მერე მე და ლიზიკო სახლში წავედით. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ლიზის ამ დროს ყოველთვის ძინავს ხოლმე, მაგრამ დღეს დაგვიგვიანდა დაძინება. დავბანე და დავაძინე. მეც შევედი აბაზანაში, წყალი გადავივლე და ხალათის ამარა დავჯექი ტელევიზორთან და რაღაც ფილმის ყურება დავიწყე, თან ყავას ვსვამდი. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.ჯერ საათს შევხედე თორმეტის ნახევარი იყო. ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო? გამიკვირდა და ცოტა არ იყოს შემეშინდა.ფეხაკრეფით მივედი კარებთან და ჭუჭრუტანაში გავიხედე, მაგრამ აზრი არ ქონდა მიანც არაფერი არ ჩანდა _ვინ არის?_ვიკითხე ოდნავ შეშინებულმა _მე ვარ ალექსანდრე_მომესმა ბოხი ხმა კარს უკან. ავნერვიულდი. ამ დროს ალექსანდრეს ჩემთან რა საქმე ქონდა? თან მასთან ლაპარაკისთვის მზად არ ვიყავი. მეშინოდა რამე არ წამომცდენოდა ან რამეს არ მიმხვდარიყო.ბოლოს გონს მოვეგე და კარები გავუღე.შემოაბიჯა მისაღბ ოტახში _ბოდიში ასეთ დროს რომ გაწუხებ,მაგრამ უნდა გელაპარაკო_პირდაპირ მითხრა და თან ტანზე თვალი შემავლო. მეც დავიხედე ტანზე და ხალათი მჭიდროდ შემოვიკარი.მას ოდნავ ჩაეღიმა ჩემს ამ საქციელზე. _რასთან დაკავშირებით?_თავი გავისულელე _რა რასთან დაკავშირებით ნატალი? ყველაფერთან დაკავშირებით_მკაცრად მომიგო_შენთან რაღაც კითხვები მაქვს და იმედია გულწრფელად მიპასუხებ. _კარგი. მოდი დაჯექი. რამეს დალევ?_შევეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა _არაფერი არ მინდა, შენც დაჯექი. მდივანზე მის წინ მოვკალათდი და ფეხი ფეხზე გადავიდე. ეს ქმედება არ გამოპარვია და კვლავ ჩაეღიმა. მე კიდევ ერთი შევუბღვირე. მერე დასერიოზულდა და მკითხა _რამდენი ხანია რაც გათხოვდი?_დავიბენი. უცებ ვერაფერი ვუპასუხე. _რაც აქედან წავედი მალევე გავთხოვდი_რაც პირველი მომაფიქრდა ეგ ვუპასუხე _ანუ დაახლოებით 4 წელია არა? _ხო _ბავშვი რამდენი წლისაა?_პირდაპირ მაჯახა. _3_დაუფიქრებლად ვუპასუხე _4ის როდის ხდება? _შენ რა დაკითხვას მიწყობ?_ნერვებმოშლილმა ვკითხე _ჩათვალე რომ ეგრეა. მიანტერესებს ძალიან. როდის აქვს ლიზის დაბადების დღე?თუ ისე გათხოვდი შენ როგორც ამბობ, მალევე უნდა დაფეხმძიმებულიყავი რადგან ბავშვი უკვე ამხელაა _ხო, მალევე გვეყოლა შვილი _სადაა შენი ქმარი? _შვედეთში_ არც ვუფიქრდებოდი ისე ვეუბნებოდი რაც ენაზე მომადგებოდა _აჰ, ანუ 4 წელი შვედეთში იყავი? საინტერესოა. საქორწინო ბეჭედი რატომ არ გიკეთია? _ჩვენ ერთმანეთს სულ ახლახანს დავშორდით_სისულელეს სისულელეზე ვამბობდი _დაშორდით?_წარბები მაღლა ასწია გაკვირვებულმა _ხო დავშორდით და ალექსანდრე ვერ ვხვდები რაში გაინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება?_გაღიზიანებულმა ვკითხე _უბრალოდ მაინტერესებს, რა არ სეიძლება დავინტერესდე? ბოლოსდაბოლოს ერთმანეთისთვის არც ისე უცხოები ვართ_ირონიულად მიპასუხა _დაიკმაყოფილე ცნობიამოყვარეობა? _ბოლომდე ვერა, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა. აბა დროებით და ბოდიში რომ შეგაწუხე მა საღამოს და მოულოდნელად დაგადექი თავზე_ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. მეც უკან მივყევი გასაცილებლად _დროებით ნატალი_ლოყაზე მხურვალედ მაკოცა, თვალი ჩამიკრა და ჩემი ბინა დატოვა. მე კიდევ ცოტა ხანი კარებთან ვიდექი და სახეზე ხელს ვისმევდი. გონს გარედან შემოჭრილმა სიცივემ მომიყვანა და სასწრაფოდ დავხურე კარები. ტელევიზორი გამოვრთე და დასაძინებლად წავედი. ************************************************************* _გამარჯობათ ბატონო გოჩა როგორ ბრძანდებით?_მიესალმა მახო გოჩას _არამიშავს ბატონო მახო, თქვენ როგორ გიკითხოთ? _ვარ ნელა-ნელა_გაუცინა_ქალბატონი თინა თავს როგორ გრძნობს? _უკეთ არის. თქვენი დამსახურებით. დღეს ანალიზების წასაღებად მოვედი. _დიახ, რა თქმა უნდა, 15 წუთში შემოიტანენ. მანამდე ყავაზე ხომ არ დამეწვეოდით? _თუ თქვენც მიირთმევთ სიამოვნებით. _ქალბატონ თინას არაჩვეულებრივი ძმისშვილი ყავს. მოხიბლული ვარ მისით_ეშმაკურად ჩაუგდო სიტყვა მახომ _ნატალი მართლაც რომ არაჩვეულებრივი გოგოა, საკუთარი შვილივით მიყვარს _მის ქმარს ძალიან გაუმართლა_გაიღიმა მახომ _ქმარს? გეშლებათ ბატონო მახო, ნატალი გათხოვილი არაა_უთხრა გოცამ და ყავა მოსვა.მახოს ფერები გადაუვიდა _გათხოვილი არაა? ა, მე მეგონა რომ... მას ხომ... მას ხომ შვილი ყავს?_დაბნეული ეკითხებოდა მახო _ლიზიკო ნამდვილი ანგელოზია. შვილი ყავს, მაგრამ ქმარი არა_სევდიანად უპასუხა გოჩამ _უკცარავად მახო ექიმო, ესეც ანალიზები_კარი შემოაღო მედდამ _მადლობა ქეთი, მაგიდაზე დადე _აი ბატონო გოჩა, ეს ანალიზებია. ყველაფერი რიგზე. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ_მხიარულად დაკრა მახომ მხარზე ხელი _მადლობა. აბა კარგად ბრძანდებოდეთ_დაემშვიდობა გოჩა მახოს და კაბინეტი დატოვა. მახო ეგრევე მობილურს ეცა და ალექსანდრეს ნომერი აკრიფა _სანდრო, უნდა გნახო, სასწრაფოდ! მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. ჩემთან გამოდი თუ გცალია, ეხლა ვისვენებ. _კარგი გელოდები._ტელეფონი გაუთიშა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე. ************************* _აბა ასეთი გადაუდებელი რა საქმე გქონდა, რასაც ტელეფონით ვერ მეტყოდი_სიცილით შემოაღო სანდრომ მახოს კაბინეტის კარი _რა საქმე კი არა ბიჭო შენთვის ახალი ამბავი მაქვს, თანაც ძალიან მნიშნელოვანი _ხოდა გისმენ_სკამზე დაჯდა სანდრო _დღეს ნატალის ბიძა იყო ჩემთან, გოჩა, ანალიზების წასაღებად. მანამდე ცოტა ვისაუბრეთ _მერე? _რა მერე, დამაცადე. ტეხნიკურად ნატალიზე ჩავუგდე სიტყვა. არაჩვეულებრივი გოგოა, საოცარი შვილი ყავს და ა.შ. ვუთხარი ალბათ მისი ქმარი ძალიან ბედნიერია მეთქი და იცი რა მიპასუხა?_ეშმაკური ღიმილით კითხა მახომ _ამოშაქრე და რას ამბობ, რა გამოცანებით მესაუბრები _რა და ის რომ ნატალის ქმარი არ ყავს. ის გათხოვილი არაა!! _რაა?_გაოგნებულმა კითხა სანდრომ_ალბათ გაშორებულები რომ არიან ის იგულისხმა _და მაგდენს მე ვერ მივხვდებოდი შენი აზრით?აქ მთავარი ისაა რომ მან მითხრა, შვილი ყავს, მაგრამ გათხოვილი არ არისო. გამოფხიზლდე იქნებ. გათხოვილი რომ ყოფილიყო იტყოდა ქმარს გაშორებულიაო ან რამე მსგავსს, იმან კიდევ დანანებით ჩაილაპარაკა ,,შვილი ყავს, მაგრამ გათხოვილი არ არისო’’. ნატალი რაღაცას იტყუება, ან უბრალოდ მანდ გაიჩინა ვიღაც და მისგან ყავს შვილი და მაგიტომ იტყუება გათხოვილი ვარ და გავშორდიო ქმარს, რადგან არ უნდა ვინმემ იჭორაოს. ან იქნებ მართლა შენგან......_აქ სიტყვა გაუწყდა მახოს. სანდრო გიჟივით წამოხტა ფეხზე და მახოს კაბინეტიდან გააფთრებული გავარდა. ************************************************* ლიზიკოს ვაცმევდი, მამიდასთან მივდიოდით, რომ კარზე ვიღცამ ზარი დარეკა. არავის ველოდებოდი, მარიამმა იცოდა თინასთან რომ მივდიოდი. კარები გავაღე და სახეაშლილი ალექსანდრე იდგა.არც უკითხავს არაფერი ისე შემოაბიჯა ოთახში. გაოცებულმა დახურე კარები და უკან მივყევი.უეცრად ჩემკენ მოტრიალდა და დაიწყო _ე.ი გათხოვდი ხო? და მერე ქმარს გაშორდი ხო?_ირონიულად მელაპარაკებოდა_შენ მე მადებილებ გოგო?_ხმას აუწია _ალექსანდრე ვერ ვხვდები რას მელაპარაკები და იქნებ უფრო გასაებად ამიხსნა_სარკასტულად ჩაიცინა _კარგი მაშინ უფრო გასაგებად გეტყვი. მაინტერესებს რატომ მოჩმახე ამდენი ტყუილი თითქოს გათხოვდი, მერე ქმარს გაშორდი და ბავშვი შენი ქმრისგან გყავს? მიპასუხე_ცოტა და აყვირდებოდა. ფერები გადამივიდა. ამან საიდანღა გაიგო რომ არ გავთხოვილვარ? ნუთუ რამეს ხვდება?ავნერვიულდი. ლაპარაკის უნარი წამერთვა_მიპასუხე მეთქი_უკვე საკმაოზე ხმამაღლა ლაპარაკობდ, თითქმის ყვიროდა_შემეშინდა, რამე უნდა მეთქვა, რომ არ დაეჭვებულიყო _შენ კარგად ხარ? ჯერ ერთი რა შენი საქმეა ჩემი პირადი ცხოვრება? და მერე მეორე რა გაღრიალებს? ბავშვს შეეშინდება_შევეცადე მტკიცედ მეთქვა _ლიზი ჩემი შვილია?_მოულოდნელად მაჯახა. ვიგრძენი სისხლმა მოძრაობა როგორ შეწყვიტა. გული გამიჩერდა. გავფითრდი. მეხის გავარდნასავით იყო მისი სიტყვები. შემეშინდა! ხო, პირველად შემეშინდა რომ ალექსანდრეს ლიზის შესახებ სიმართლე გაეგო. _რა?.. რა... რას ამბობ ალექსანდრე_ძლივს ვლუღლუღებდი_საიდან მოიტანე ეს_ გონებაგათიშული ვპასუხობდი _მე გეკითხები და მიპასუხე, თუ არადა არც ეგ არის პრობლემა უშენოდაც გავიგებ მაგას. უბრალოდ მინდა შენგან მოვისმინო სიმართლე_ჩახლეჩლი ხმით საუბრობდა _არა რა თქმა უნდა. ლიზი შენი შვილი არ არის _ ეჭვი თავიდანვე გამიჩნდა, მაგრამ ამ ეჭვის გაზიარების უფლება არ მივეცი ჩემს თავს. პირველად რომ დავინახე საოცრად მივამსგავსე ჩემი დის პატარაობას, მაგრამ ეს აზრი მაშინვე განვდევნე გონებიდან, რადგან სისულელედ მიმაჩნდა_პაუზა გააკეთა_მაგრამ, ეხლა რომ ვუფიქრდები, სულაც არ მეჩვენება სისულელედ, თანაც შენს ტყუილებს თუ დავუკავშირებთ ერთმანეთს, გამორიცხული არაფერის, ამიტომ აუცილებლად გავარკვევ სიმართლეს. დნმ-ის ანალიზის ჩატარებას მოვითხოვ ნატალი!!_მტკიცედ თქვა _შენ ხომ არ გაგიჟდი რა დნმ? რის დნმ? ლიზი ჩემი შვილია და მას შენთან არანაირი კავშირი არ აქვს. უფლებას არ მოგცემ დნმ-ის ანალიზის ჩატარების გასაგებია?_უკვე მეც ავყვირდი _თუ სიმართლეს მეუბნები, სანერვიულოც არაფერია. დნმ-ის ანალიზის ამბავს თუ შენი სიმართლე დამტკიცდება და ლიზი ჩემი შვილი არ აღმოჩნდება,ვერავინ გაიგებს ჩვენს მეტი თუ ეს ამბავი გაღელვებს, სამაგიეროდ მე მოვისვენებ და ეჭვები არ გამღრღნის _შეიშალე ხო?_ცოტა და ავტირდებოდი. ვხვდებოდი რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა. ოთახოდან ლიზის ტირილის ხმა შემომესმა და მისი ოთახისკენ გავიქეცი. ეტყობა შეეშინდა, საკმაოდ ხმამაღლა ვსაუბრობდით,თითქმის ვყვიროდით მე და ალექსანდრე _ჩუ, ჩუ დედას სიცოცხლე.აქ ვარ, ნუ ტირი დე_ვეფერებოდი და გულში ვიხუტებდი ლიზის. კარებთან ალექსანდრე შევნიშნე. თვალდაუხამხამებლად უყურებდა ლიზის და მის თვალებში ცრემლები აბრჭყვიალებულიყო.ლიზიმ სანდროს დანახვისას თავი ჩემს კისერში ჩამალა. ძალიან მორცხვია. ნელ-ნელა დამშვიდდა და სლუკუნებდა.ალექსანდრე მოგვიახლოვდა და ლიზის თავზე მიეფერა _შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ?_გაუღიმა ლიზის. ლიზიმ თავი დაუქნია-ხოდა დიდი გოგოები არ ტირიან ლიზიკო_თავზე აკოცა.მე ცრემლები წამომივიდა. გული ამიჩუყდა როცა დავინახე სანდრო როგორ ამშვიდებდა თავის შვილს და მან ამის შესახებ სიმართლე არ იცოდა. _ალექსანდრე, ჩვენ უნდა წავიდეთ, მამიდასთან გვაგვიანდება_ცრემლები შევიმშრალე და ვუთხარი _მე გაგიყვანთ _არ არის საჭირო, ჩვენ თვითონ _ნატალი, მე გაგიყვანთ მეთქი. რა პრობლემაა,კი არ შეგჭამ_ირონიულად მითხრა _კარგი, მაშინ წავიდეთ_ჩანთა ავიღე და ლიზი ხელში აყვანილი მიმყავდა _მომეცი მე ჩავიყვან_თბილად მითხრა სანდრომ. მეც არ გავჯიუტებულვარ.ლიზი ხელში აიყვანა და ისე ჩაიყვანა მანქანამდე. გზაში ხმა არ ამოგვიღია ისე მივედით მამიდაჩემის სახლამდე.კარები გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა _ჩვენ არ დაგვიმთავრებია ნატალი. იცოდე რომ დნმ-ის ანალიზს აუცილებლად ჩავატარებ_მკაცრად მომიგო. ლიზის აკოცა. მერე შეტრიალდა და მანქანაშ ჩაჯდა. უსწრაფესად მოწყდა ადგილს. მე კიდევ ერთ ადგილას ვიყავი გაჩერებული. ვერ ვიძროდი ,, ეხლა რა მეშველება? სიმართლეს გაიგებს და ლიზის წამართმევს’’ჩემი ფიქრების მე თვითონვე შემეშინდა ,,ვერაფერსაც ვერ იზამს. ლიზის ვერავინ წამართმევს. ვერც მამამისი!! მის გამო ყველაფერს ვიზამ.’’გავიფიქრე და მამიდასთან შევედი. მარტო დამხვდა. _მარტო ხარ მამ?_ვკითხე და გადავკოცნე _ეხლახანს გავიდა გოჩა, დაურეკეს სამსახურიდან და მალე მოვა. ჩემი ანგელოზი მოვიდა_ლიზის ჩაეხუტა და კალთაში ჩაისვა _ნატი, რატომ ხარ მა მოწყენილი?_თავზე ხელი გადამისვა მამიდამ _ალექსანდრე იყო ჩემთან. დნმ-ის ანალიზის გაკეთება უნდა_ცრემლები წამომივიდა _სიმართლე გაიგო?_თვალები გაუფართოვდა მამიდას _ეჭვობს,მაგრამ არ ვიცი ეს ეჭვები საიდან გაუჩნდა. ეხლა რა ვქნა მამი?სიმართლე რომ გაიგოს და ლიზიკოს წართმევით დამემუქროს მერე რა ვქნა? მოვკვდები მამი, გეფიცები ლიზიკოს გარეშე მოვკვდები. მას არავის არ დავუთმობ _დამშვიდდი ნატი. ვინ უნდა წაგართვას შენი შვილია. იქნებ სიმართლე ანალიზების გარეშე უთხრა? ის ხომ მაინც გაიგებს რომ მისი შვილია? არ ჯობს თავის დმცირების გარეშე უთხრა სიმართლე მამ? _რა უნდა ვუთხრა , შენთან მხოლოდ იმიტომ ვიყავი რომ დავორსულებულიყავი მეთქი?და რომ ორსულობა თავიდანვე დაგეგმილი მქონდა და ყველაფერს გატყუებდი მეთქი? _კარგად დაფიქრდი ნატი, მამიდა. ალექსანდრე არ არის ცუდი ადამიანი. დარწმუნებული ვარ ყველფარეს გაიგებს. _არ ვიცი მამი. მე მგონია ჯობს რომ ისევ შვედეთში დავბრუნდე სასწრაფოდ! _ხომ არ გაგიჟი ნატა?_მკაცრად მითხრა მამიდაჩემმა_გაქცევით საქმეს კი არ უშველი, არამედ უარესად გააფუჭებ. ალექსანდრესაც უფრო გააღიზიანებ. გგონია დიდხანს დაიმალები? მაინც გიპოვის და მერე მართლა არ მინდა შედეგებზე ფიქრი_ _აბა რა ვქნა?_სასოწარკვეთილმა ჩავილაპარაკე _ალექსანდრეს სიმართლე უთხარი!ამით არაფერი არ დაშავდება, პირიქით, ბავშვს მამა ეყოლება. დამიჯერე ნატი ასე აჯობებს ყველასთვის. ნუ მიიყვან საქმეს დნმ-მდე.კარგად დაფიქრდი მამ. მამიდასთან ლაპარაკმა ცოტა დამამშვიდა. უფრო დავფიქრდი მის ნათქვამზე. ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მამიდა მართალია და ალექსანდრემ სიმართლე უნდა იცოდეს. *********************************************************** -ალექსანდრე?_დაბნეულმა ვუთხარი კარებში მდგომ ალესქანდრეს_მოდი, შემოდი. _აბა? როდის მივდივართ ანალიზებზე?_მკაცრად მკითხა და მდივანზე ჩამოჯდა _არ მივდივართ_თავი დავხარე-საჭირო არ არის _რას ნიშნავს არ მივდივართ?_წარბი ასწია _იმას ნიშნავს რომ მე გეტყვი სიმართლეს_თავი ავწიე და მზერა გავუსწორე_არ არის საჭირო ყველაფრის გართულება.სიმართლეს ისედაც გაიგებ დნმ-ის ანალიზს თუ ჩავატარებთ, ამიტომ მირჩევნია მე გითხრა სიმართლე. ლიზიკო შენი შვილია_ვუთხარი და მზერა ავარიდე და მოვემზადე მოსალოდნელი რეაქციისთვის _რაა.. რა თქვი?_ხმაჩამწყდარმა მკითხა_ანუ ლიზი... მართლა ჩემი... ჩემი შვილია?_სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს _ხო_მე თვითონ ძლივს გავიგე ჩემი ხმა _ამიხსენი! ყველაფერი გასაგებად ამიხსენი!_მის ხმას სიმტკიცე დაუბრუნდა_რატომ დამიმალე ამის შესახებ? მე რომ არ დამეწყო ამის გარკვევა შენ არც მეტყოდი ხო სიმართლეს? მიპასუხე!!_ხმას აუწია _არ მინდოდა გცოდნოდა _შენ ნორმალური ხარ გოგო? მიპასუხე ნორმალური თუ ხარ. რას ნიშნავს არ გინდოდა გცოდნოდა?? მე ვიღაც ხომ არ ვარ? მე ლიზის მამა ვარ და უფლება მქონდა მცოდნოდა ამის შესახებ. ან... ან ეგ როგორ მოხდა? ჩვენ ხომ თავს ვიცავდით? _თავს არ ვიცავდი_თავდახრილმა ვუპასუხე_მე შვილი მინდოდა _რაა? მოიცა.. ანუ... შენ... შენ ყველაფერი თავიდანვე დაგეგმე და ჩემთან იმიტომ იყავი რომ დაორსულებულიყავი?ამიტომ არ გინდოდა არა მე რომ დამეცვა თავი და მომატყუე რომ შენ იცავდი.. არა გაოგნებული ვარ. _მე შვილი მინდოდა_ვიმეორებდი ერთი და იგივეს _მერე მე რა მიყავი? მე რატომ მომტეხე ამ ყველაფრიდან? მე რატომ არ მითხარი რასაც გეგმავდი? მე უფლება არ მქონდა გამეგო რომ სადღაც ჩემი შვილი არსებობს? მიპასუხე ნატალი ჭკუიდან ნუ გადამიყვან. _მართალი ხარ! არ მინდოდა გცოდნოდა მისი არსებობის შესახებ. ლიზიკო ჩემი შვილია გასაგებია? დიახ, მე დავგეგმე ეს ყველაფერი, მე შვილი მინდოდა გესმის შვილი_ავყვირდი მეც_შენთვის რატომ უნდა მეთქვა? წესიერად არც გიცნობდი. იქნებ სულაც არ გნდომოდა შვილი და აბორტის გაკეთება მოგეთხოვა? მე გადავწყვიტე რომ შვილი მყოლოდა, მაგრამ არ მსურდა ოჯახი. ეს არის სიმართლე _მერე ოჯახის შექმნას ვინ გთხოვდა მიპასუხე? მე შვილის არსებობა უნდა მცოდნოდა გესმის? უნდა მცოდნოდა. შენ მარტო არ უნდა გადაგეწყვიტა რისი უფლება გქონდა და რისი არა.ასეთი უგულო როგორ ხარ? ნუთუ შენნაირ ქალთან დავიჭირე საქმე? შენი მიიღე და მოტყდი ხომ აქედან? გამომიყენე შენი მიზნებისთვის და აითესე არა ქვეყნიდან. მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა მოექცე შენნაირ ქალებს. შენნაირები დედობას არ იმსახურებენ. ამდენი შეურაცხყოფა ვერ მოვითმინე და სილა გავარტყი. გააფთრებულმა შემომხედა _მეორეჯერ რომ ეგ გაბედო დავივიწყებ რომ ქალი ხარ იცოდე_ღრიალებდა._გიჩივლებ. დიახ! სასამართლოში გიჩივლებ და დედობის უფლებას წაგართმევ. ბავშვის ნახვას ვერ ეღირსები. განანებ ყველაფერს. სუნთქვა გამიჩერდა. ბავშვის წართმევით მემუქრებოდა. ეხლა უკვე ვინანე რომ მამიდას დავუჯერე და მას სიმართლე ვუთხარი. აქედან უდა წავსულიყავი. ისევ შვედეთში უნდა დავბრუნებულიყავი და მას სიმართლე არ უნდა გაეგო. _მაგას ვერ გაბედავ!_მტკიცედ ვუთხარი _მერედა როგორ გავბედავ! გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება მოვიპოვო _დედობის უფლებას ვერ წამართმევ გასაგებია??ლიზიკო ჩემი შვილია,ჩემი ახდენილი ოცნებაა. მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მის გამო ყველაფერს გავაკეთებ და ვერავინ შეძლებს მის წართმევას_მეც ვღრიალებდი _მაგასაც ვნახავთ. სხვა თუ არაფერი, უამრავი ნაცნობი მყავს სასამართლოში და ხომ იცი ფული ჯოჯოხეთს ანათებს. გეფიცები არ გაგახარებ. არ გაპატიებ ამ ტყუილს. ბავშვი სადაა?_შედარებით მშვიდად მკითხა _ოთახშია, თამაშობს_მისუსტებული ხმით ვუთხარი. მისი ოთახისკენ აიღო გეზი. მეც უკან მივყევი. ალექსანდრე ლიზიკოსთნ შევიდა. მის წინ ჩაიმუხლა და თავზე მოეფერა. ცრემლები წამოუვიდა და ჩუმად უჩურჩულა _ჩემი ცხოვრება ხარ მა_გულში მაგრა ჩაიკრა. ლიზიკოც არ გაჯიუტებულა. იცნო ალექსანდრე და ტირილი არ დუწყია. ზოგადად უცხოების დანახვაზე ტირის ხოლმე.ალექსანდრე გულში იკრავდა და კოცნიდა. მე კარებთან ვიყავი მიყუდებული და ცრემლებად ვიღვრებოდი. ეხლა დაფიქრდი მქონდა კი უფლება მამისთვის შვილის არსებობა დამემალა? ჩემს პრინციპებს ყველაფერი გადავაყოლე. ის მართალია, მე თუ გათხოვება და ოჯახის შექმნა არ მინდოდა ბავშვმა რა დააშავა? მას ხომ ქონდა უფლება ცოდნოდა ვინ იყო მამამისი სა მამამისსაც ცოდნოდა მისი არსებობა. წამით ჩემი თავი შემზიზღდა. ფიქრებში ვიყავი გართული და თან ალექსანდრე და ლიზის თვალს არ ვაშორებდი. ალექსანდრე წამოდგა _ბავშვის ტანსაცმელი ჩაალაგე. მიმყავს. მეგონა თავში რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყეს. გავფითრდი _რა თქვი? _რაც გაიგე. სახლში მიმყავს _ლიზიკოს არსად არ გაგატან. ის ჩემთან იქნება_კატეგორიულად ვუთხარი _არ მაინტერესებს შენი აზრები. სახლში მიმყავს. ცემი ოჯახის წევრებს უნდა გავაცნო და შენ ხელს ვერ შემიშლი _კი მაგრამ... კი მაგრამ ალექს... ასე როგორ... ხომ... _ნატალი, რასაც გეუბები ის გააკეთე. დღეს ბავშვი მიმყავს ჩემებთან და ნუ მეწინააღმდეგები. თუ ის გაელვებს რომ ბავშვს არ დაგიბრუნებ, შეგიძლია მშვიდად იყო. მას ხვალ მოგიყვან. ის მანამდე შენთან იცხოვრებს, სანამ სასამართლო პროცესი არ გაიმართება და მეურვეობის უფლებას არ ჩამოგართმევენ, ასე რომ გააკეთე რასაც გეუბნები. ბავშვს გამოსაცვლელები დასჭირდება. შოკში ვიყავი მისი ნათქვამიდან გამომდინარე. _ლიზიკო ჩემს გარეშე არ გაჩერდება. იტირებს_ძლივსგასაგონად ვუთხარი _არა მგონია ერთი ღამე რამე დაემართოს და ისტერიკებში ჩავარდეს,თანაც ხომ უნდა მიეჩვიოს ჩემთანცხოვრებას. ცრემლები ძალაუნებურად მომდიოდა. _ხვალ ხომ მომიყვან?_მუდარის ტონით ვკითხე _მე არ ვიტყუები ნატალი_უხეშად მითხრა_ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. 2 ხელი ტანსაცმელი ჩავუდე ჩანთაში და ის საჭირო ნივთები რაც მას დასჭირდებოდა. დიდი ხანი ვეფერებოდი და ვკოცნიდი, თითქის სამუდამოდ მიყავდათ ჩემგან. _ჩვენი წასვლის დროა _ალექს, დაგირეკავ ხო? ვიკითხავ როგორ არის ლიზიკო_სლუკუნით ვუთხარი _რა თქმა უნდა გაგაგებინებ ნუ ღელავ_ ლიზიკო გამომართვა და ცემი სახლი დატოვა. როგორც კი გავიდნენ ავბღავლდი. ლიზის წართმევის უფლებას არავის მივცემდი. ის ჩემი ცხოვრების აზრია. ჩემი სიცოცხლე. მის გარეშე მოვკვდები. მას არ აქვს უფლება ასე მომექცეს. ის დედობის უფლებას ვერ წამართმევს, ვერა. ვტიროდი გაუჩერებლად. ****************************************************** _დედა, ნახე ვინ მოგიყვანე_მისაღებში შევიდა ალექსანდრე. ლიზი დასვა, ჩანთა დივანზე დადო და დედამისისკენ წავიდა. dედამისი სამზარეულოდან გამოვიდა, თან ხელებს იწმენდდა წინსაფარზე _ეს ანგელოზი ვინაა შვილო_გაუღიმა ქალმა სანდროს და ბავშვს შეხედა _გაიცანი ნანა ბებო, ეს შენი შვილიშვილი ლიზიკოა_გაუღიმა სანდრომ. ქალს თვალები გაუფართოვდა _რა... რა....როგორ კი მაგრამ სანრდო_გაკვირვებული იყო ნანა _ბავშვები როგორ ჩნდებიან არ იცი დედა?_გაუცინა სანდრომ და ლიყაზე აკოცა _ნუ მაიმუნობ ამხელა კაცი, მართლა შენი შვილია შვილო? _კი დედა. ლიზი ჩემი შვილია. მეც დღეს გავიგე ამის შესახებ. მერე ყველაფერს მოგიყვები. _შენ შემოგევლოს შენი ბებია. რა სიცოცხლე ხარ ბებო გენაცვალოს_გულში იკრავდა და კოცნიდა ლიზის. _თემური გაგიჟდება ამას რომ დაინახავს.რადგან შენს შვილს მოვესწარით აწი მშვიდად მოვკვდებით_ცრემლიანმა ჩაილაპარაკა ნანამ _მორჩი ნანიკო სისულელეებს! რა დროს თქვენი სიკვდილია. ლიზიკო ხომ უნდა გაზარდო_ხელები გადახვია დედას_სისულელეებზე ფიქრს ჯობს შვილიშვილით დატკბე _ბებო ენაცვალოს ამას. ეს რა საოცრება ვინმეა. შენ შემოგევლე მე_ვერ ძღებოდა ნანა ლიზის მოფერებით. *********************************************************** _გეფიცები მოვკვდები მარ ლიზიკო რომ წამართვას, ვერ გადავიტან_თავი მარის მუხლებზე მედო და ვტიროდი. მამიდაჩემი და მარი ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას. _დამშვიდდი ნატი, არამგონია ეგეთი ცივსისხლიანი იყოს, რომ ბავშვი დედას დააშოროს_მანუგეშა მარიმ _შენ ის არ გინახავს რა დღეში იყო, ყველაფერზეა წამსვლელი. _ნატი, წინასწარ მართლა ნუ ნერვიულობ მამი, ალექსანდრე მართლა არაა ისეთი, ალბათ ცხელ გულზე დაგემუქრა. დამშვიდდება და ყველაფერს გააანალიზებს. _უკვე მენატრება ლიზი, ამდენი ხნით ჩემს გარეშე არსად არ ყოფილა. რომ იტიროს ვინ დააწყნარებს? ან როგორ დაიძინებს უჩემოდ?_სასოწარკვეთილი ვლუღლუღებდი _ნატი ბოლოსდაბოლოს დამშვიდდი_მისაყვედურა მამიდამ_ბავშვი მამამისთან არის და არამგონია რამე გაუჭირვოს. თუ მაინცდამაინც ისტერიკებში ჩავარდება ლიზიკო, მიხვდება და მოგიყვანს. დაწყნარდი მამი, ეხლა ჩაის გაგიკეთებ და ცოტას დაგამშვიდებს. ************************************************************************ _შვილიშვილი ძალიან მიხარია, ნატვრა ამიხდა როგორც იქნა. რა საოცარი ბავშვია_აღფრთოვანებული იყო თემური ლიზიკოთი _მამას გოგოა ეს_სიყვარულით ჩაილაპარაკა სანდრომ _სანდრო, რას აპირებ?_კითხა თემურმა _არ ვიცი მამა, ღირსია რომ სასამართლოში ვუჩივლო და მეურვეობის უფლება წავართვა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამას _სანდრო მამა,ეგ არაა კაცური საქციელი. რა საჭიროა სასამართლო და ამბების აგორება. არ ჯობს მშვიდად დაილაპარაკოთ და ისე გადაწყვიტოთ. აწი ბავშვს ვეღარ წაგართმევს. გვარს მისცემ და შეთანხმებულად გაზრდით. მასთანაც იქნება და შენთანაც. დამიჯერე, არ გინდა სასამართლოთი მოგვარება ამ ამბის _მეც არ მინდა. დავემუქრე რომ ბავშვს წავართმევდი_თავი დამნაშავესავით ჩახარა სანდრომ _სანდრო, ეგ არც გაივლო გულში. დედას ამაზე უფრო დიდ საშინელებას ვერ გაუკეთებ იცოდე და მე შენ ესე არ გამიზრდიხარ. ცივილურად გადაწყვიტეთ ყველაფერი. _დაველაპარაკები ხვალ მამა. არ ინერვიულო, ცუდს არაფერს არ გავაკეთებ.მხარზე ხელი დაკრა მამამისს და ლიზიკოსთან წავიდა _დაიძინა უკვე_ღიმილით შევიდა ოთახში, სადაც დედამისი ლიზის აძინებდა _ეხლახანს ჩაიძინა ბებო ენაცვალოს ამას. უკვე ვგიჟდები ისე მიყვარს. ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდით სანდრო_ხელი გადაუსვა თავზე სანდროს _არ ვიცი დედა როგორ ვცხოვრობდი, მაგრამ აი ვიცი როგორც ვიცხოვრებ _დაისვენე დედა შენც. მე წავალ მამაშენს ჩაის გავუკეთებ. სანდრო საწოლზე ჩამოჯდა და ლიზის დააშტერდა. _რა საოცრება ხარ მა. ჩემი ანგელოზი. რა სამწუხაროა რომ ვერ დავესწარი შენს დაბადებას, ვერ მოვისმინე შენი პირველი სიტყვა, ვერ ვნახე შენი პირველი ნაბიჯები, მაგრამ არაუშავს მა, ყველაფერს გამოვასწორებ. აწი სულ ერთად ვიქნებით ჩემო სიცოცხლე. შენ უკვე ჩემი ცხოვრების აზრი ხარ მა. ჩემი ერთი ციცქნა_ჩურჩულებდა სანდრო და მძინარე ლიზის უყურებდა. ლოყაზე ნაზად აკოცა ისე რომ არ გაღვიძებოდა და თვითონაც დასაძინებლად წავიდა. ************************************************************** _ნეტავ როგორ არის?ხომ არ ტირის?რატომ არ დამირეკა სანდრომ?_ნერვიულად დადიოდა ნატალი ოთახში _ეტყობა თავს კარგად გრძნობს ლიზიკო თავისიანებთან და აღარ შეგაწუხა სანდრომ. ნატი მოდი ეხლა დაიძინე, ხვალ მოგიყვანს ლიზიკოს სანდრო, ხოდა არ ღირს დამიჯერე ნერვიულობად. _მიდი შენ დაწექი, მე ცოტა ხანში დავიძინებ _ძილინებისა ნატ. ნუღარ იტანჯაც თავს _ძილინებისა მარ, მეც მალე დავიძინებ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლიზიკო ჩემგან შორს არის. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს საუკუნეა რაც ჩემთან არ არის. ძალიან მენატრება. ცრემლები მოვიწმინდე და ჩაი მოვსვი. როდის გათენდება? არ შემიძლია ლიზიკოს გარეშე. მეორე დღეს პირველი საათისთვის მომიყვანა ალექსმა ლიზი. ისე ჩავიკარი ლიზიკო გულში, თითქოს ძალიან დიდი ხანი იყო ჩემგან შორს. ვეხუტებოდი და ცრემლები წამომივიდა. სანდრომ ჩანთა ტახტზე დადო და ჩამოჟდა. ერთხანს ჩუმად იჯდა და თვალს არ გვაშორებდა მე და ლიზის. _ჩემები გაგიჟდნენ ლიზის დანახვაზე. უკვე სიგიჟემდე უყვართ_ხმადაბლა დაიწყო სანდრომ_ლიზისაც მოეწონა მათთან, საერთოდ არ უტირია, ყოჩაღი გოგოა_გაიღიმა. მე ხმას ვერ ვიღებდი. რამე რომ მეთქვა ავბღავლდებოდი, _ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ნატალი_განაგრძო სანდრომ _თუ ისევ ლიზიკოს წართმევით უნდა დამემუქრო ნურაფერს ნუ იტყვი. ამის მოსმენა არ შემიძლია_სლუკუნით ვლაპარაკობდი _არა, ამას არ ვაპირებ. მინდა როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა ისე გადავწყვიტოთ ეს ამბავი. ლიზიკო აუცილებლად ჩემს გვარზე გადმოვა, ამაზე დავას არ დაგიწყებ. არც სასამართლოში ვაპირებ ჩივილს. არ მინდა ასეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს მე და შენ, ბოლოსდაბოლოს საერთო შვილი გვყავს. მართალია შენზე ჯერ კიდევ საშინლად გაბრაზებული, არა უფრო გაცოფებული ვარ, მაგრამ არ მინდა რომ დაიტანჯო, მიუხედავად იმისა,რომ ღირსი ხარ შენი საქციელის გამო. ყველაფრის მიუხედავად მე არ შემიძლია შენსავით უგულოდ მოვიქცე და შვილს დაგაშორო. მე ჩემს შვილზე უარს არაფრის დიდებით არ ვიტყვი. ის ჩემს სიახლოვეს გაიზრდება. ყოველ შაბათ-კვირას ჩემთან იქნება. ჩვენ ყველაფერს ერთად გადავწყვეტთ, რაც ლიზიკოს შეეხება. აუცილებლად ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელ ბაღში უნდა შევიყვანოთ, მერე უკვე სკოლაში და ა.შ. ამისათვის შენ მოგიწევს საქართველოში სამუდამოდ დაბრუნება. შვილს ვერ დამაშორებ. რამე პრეტენზიები გაქვს? შოკში ვიყავი მონასმენისგან. მეგონა ისევ დაიწყებდა მუქარას, რომ სასამართლოში მიჩივლებდა, ლიზის წამართმევდა და მის ნახვას ვერ ვეღირსებოდი. სანდროსგან მსგავს საქციელს არ მოველოდი. ტირილი შევწყვიტე და სანდროს მივუბრუნდე _თანახმა ვარ. ლიზიკო შენს გვარზე გადმოვა.მის ნახვას ნებისმიერ დროს შეძლებ. შენ მიიღებ მის აღზრდაში მონაწილეობას. შენთან შეთანხმებით გადაწყდება ყველა ის საკითხი რაც ლიზის შეეხება_ოდნავ გავიღიმე_მადლობა სანდრო, რომ მუქარა არ აასრულე. გეფიცები ლიზიკო რომ წამართვა მოვკვდები, მართლა მოვკვდები _შენგან განსხვავებით გული გამაჩნია_სარკასტულად მომიგო_ძალიან კარგი თუ ყველაფერი გადავწყვიტეთ. ეხლა წავალ. გვარის საკითხთან დაკავშირებით დღესვე დავიწყებ საბუთების მომზადებას. დაგირეკავ, როცა ლიზის წაყვანას გადავწყვეტ_ლიზიკოს აკოცა. ცივად დამემშვიდობა და უკანმოუხედავად დატოვა ჩემი სახლი. მართლა არ მეგონა ალექსანდრე ასე თუ მოიქცეოდა. მეგონა მუქარას აასრულებდა და მიჩივლებდა. სულ სხვანაირი ალექსანდრე დავინახე. _მამა ვარ ტო, აზრზე ხარ?_თვალებგაბრწყინებული ეუბნებოდა სანდრო მახოს _მაგრად მიხარია შენს ძმობას ვფიცავარ. სასწაული ბავშვია.ისე მე ნატალი მომწონს სარძლოდ_წარბები აუთამაშა მახომ _ოცნებებში არ გაიჭრა მახო!_ოდნავ დასერიოზულებულმა უთხრა სანდრომ _რატომ? მშვენიერი წყვილი ხართ, შვილი გყავთ, ორივე დასაოჯახებელი ხართ. მეტი რაღა გინდათ? თხოვე ხელი და ეგაა_მხრები აიჩეჩა _ეგრე მარტივად არაა მახო, მე ჯერ ამაზე არც მიფიქრია _ხოდა იფიქრე, რა საქმე გაქვს მეტი _ჯერ გონს მოსვლა მჭირდება, რომ ყველაფერი კარგად გავიაზრო. კიდევ არ მჯერა რომ მამა ვარ. _იფიქრე შენ ამ საკითხზე სანდრო_ხელი დაკრა მხარზე და წამოდგა_წავედი ეხლა და გნახავ მერე, აბა შენ იცი. კარგად დაფიქრდი. სანდრო ჩაფიქრებული დატოვა. ********************************************************* -ხომ გეუბნებოდი ცხელ გულზე ამბობს მაგას მეთქი_უთხრა მარიმ ნატალის_ეხლა რას აპირებთ? _ლიზიკო ალექსანდრეს გვარზე გადავა. მამამისთან ურთიერთობა ექნება.მე კიდევ საქართველოში ვრჩები სულ_გაუღიმა _ისე შენ და სანდრო კარგი წყვილი იქნებოდით_ეშმაკურად უთხრა მარიმ _სისულელეებს ნუ ლაპარაკობ მარ, ჩვენ წყვილი არ ვართ და ვერც ვიქნებით, ჩვენ მხოლოდ შვილი გვაკავშირებს ერთმანეთთან და მეტი არაფერი. მე გათხოვება არ მინდა!_მტკიცედ თქვა ნატალიმ _შენი არ მესმის ნატი. რით ვერ შეეგუე და დაივიწყე ძველი იმედგაცრუება?ბოლოსდაბოლოს მართლა ყველა კაცი ერთნაირი ხომ არაა_გაბრაზებულმა თქვა მარიმ _არ მინდა ამაზე ფიქრი და ლაპარაკი მარი, ესედაც ძალიან კარგად ვარ. მე ლიზი მყავს და ეს ჩემი ბედნიერებისთვის სრულებით საკმარისია. მეტი არაფერი და არავინ არ მჭირდება _დავიჯერო არ გინდა გვერდით გყავდეს მამაკაცი რომელსაც ეყვარები, შენზე იზრუნებს, სულ შენს გვერდით იქნება? როდემდე უნდა იგვემო თავი? მინდა სრულყოფილი იყოს შენი ბედნიერება ნატი_სევდიანად უთხრა მარიმ _და გვერდით თუ მამაკაცი მეყოლება ეს გამხდის სრულყოფიალად ბედნიერს? მე ისედაც ბედნიერი ვარ და არ მჭირდება მამაკაცი გვერდით ბედნიერებისთვის, დაჟე ასე უფრო კარგად ვარ და მოდი არ გვინდა რა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება_კატეგორიული იყო ნატალის ხმა. 3 თვე გავიდა რაც საქართველოში დავბრუნდი. შვედეთში ყველაფერი მოვაგვარე და საქართველოში დავრჩი სამუდამოდ. ამასობაში ლიზი სანდროს გვარზე გადავიდა.მოვნათლეთ კიდევაც. მარიამმა და მახომ მონათლეს. ლიზი ყოველ შაბათ-კვირას სანდროსთან რჩება როგორც შევთანხმდით. გარდა ამისა, სასეირნოდ ხშირად დაყავს. ლიზიც უკმაყოფილებას არ გამოხატავს, პირიქით მამამისი ძალიან უყვარს. ბებია და ბაბუაზეც გიჟდება. მოკლედ, კარგად შეეგუა ახალ ოჯახს.მე ერთ-ერთ ფირმაში დირექტორად დამნიშნეს, ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.სანდროს და მე ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.დაჟე, დაგვითბა კიდეც ურთიერთობა.ზოგჯერ ერთადაც ვასეირნებთ ლიზის. _ნატალი, არ გინდა დავქორწინდეთ?_სრულიად მოულოდნელად მკითხა ერთ დღეს სანდრომ, როცა ლიზის ვასეირნებდით. თვალები გამიფართოვდა. მეგონა მომესმა რასაც მთავაზობდა. გულში არც გამივლია, რომ შეიძლებოდა მე და სანდრო დავქორწინებულიყავით _რა სისულელეს მთავაზობ სანდრო?_გაოცებულმა შევხედე _რატომ არის სისულელე? არ ფიქრობ რომ უმჯობესია ლიზი ჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდოს? დედასთან და მამასთან ერთად? _სანდრო, ლიზი ასედაც კარგად არის. არც ერთის მზრუნველობა არ აკლია. თანაც მე ოჯახის შექმნა არ მინდა _ნატალი, ნუთუ იმ ერთმა შემთხვევამ აგიცრუა ასე გული მამაკაცებზე?ყველას ერთ ქვაბში რატომ ყრი? რატომ გგონია რომ არ შეიძლება არსებობდეს მამაკაცი ვისთანაც ბედნიერი იქნები? რატომ იზღუდავ თავს რაღაცებით? რატომ არ აძლევ შენს თავს ბედნიერების შანსს? _რატომ გგონიათ რომ უბედური ვარ? მთელი ბედნიერება ნუთუ ოჯახის შექმნაშია? რატომ არ გესმით რომ არ მინდა. ასე თავისუფლად ვარ. როგორც მინდა ისე ვცხოვრობ, არავინ არ მზღუდავს არაფერში. არ ვარ მიჩვეული ამას. არ მინდა ვინმემ რაღაც ჩარჩოში მომაქციოს გესმის? არ მინდა ვინმეს ვემორჩილებოდე. ოჯახის შექმნა სწორედ რომ ნიშნავს ჩარჩოებში მოქცევას.ვიღაცის ნებაზე სიარულს. მე მიჩვეული ვარ რომ არავის არ ვუთანხმებ ჩემი გადაწყვეტილებების შესახებ, მხოლოდ მე ვწყვეტ რა არის ჩემთვის უკეთესი და რა არა. სად წავიდე და სად არა. არ ვარ ამას მიჩვეული გესმის? არ ვიცი ასე როგორ ვიცხოვრო. მართლა გამიჭირდება სანდრო და შენც დაგტანჯავ_ტკივილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნატალიმ _შენ ურთიერთობების სწავლა გჭირდება ნატალი. ეს ყველაფერი კი დროზეა დამოკიდებული. ყველაფერს შეეჩვევი დამიჯერე, უბრალოდ ვცადოთ, რას ვკარგავთ? მენდე და ჩვენ ერთად გადავლახავთ შენს კომპლექსებს და დავამარცხებთ შენს შიშებს მამაკაცებთან დაავშირებით. მინდა რომ შანსი მომცე. თუ გინდა ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად,დროებით, საცდელი პერიოდი იყოს, თუ მივხვდებით რომ არაფერი გამოგვივა, ჩვენ ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუ კი ყველაფერი გამოსწორდება, შენ მიეჩვევი და შეძლებ ჩემთან თანაცხოვრებას, დავქორწინდეთ ნატალი. მე, მე მართლა მინდა ჩემი ცოლი გახდე. შენს მიმართ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ, რასაც არც ერთი ქალის მიმართ არ ვგრძნობ. ჩემგან რომ წახვედი, მართლა ძალიან დამაკლდი. დიდი ხანი გეძებდი, მერე ხელი ჩავიქნიე, დარწმუნებული ვიყავი რომ სამუამოდ წახვედი ჩემი ცხოვრებიდან და აღარ დაბრუნდებოდი, საბედნიეროდ ჩემი წარმოდგენები არ აღმოჩნდა მართალი და შენ ისევ დაბრუნდი, დაბრუნდი და უდიდესი საჩუქარი მაჩუქე-ლიზიკო_გაეღიმა_ ნატალი_ჩემი სახე ხელებში მოიქცია_დაფიქრდი ჩემს შემოთავაზებაზე და პასუხი ისე მითხარი, არ გაჩქარებ და ამ წამს არ გთხოვ პასუხს, მაგრამ ძალიან კარგად იფიქრე რა_შუბლზე მაკოცა, ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა. ხმას ვერ ვიღებდი. მართლა არ ვიცოდი რა მეპასუხა. _ვიფიქრებ ალექს, მართლა ვიფიქრებ_ძლივსგასაგონად ვუთხარი. ********************************************************* _მშვენიერი იდეაა, ცადე ნატი , იქნებ და მართლა უკეთესი იყოს თქვენთვის ესე_მირჩია მამიდამ _მეც ვეთანხმები თინა მამიდას_მხარი აუბა მარიმ_სანდრო ძალიან კარგი ადამიანია. მასთან კარგად იქნები. _არ ვიცი, დაბნეული ვარ. აქამდე მტკიცე უარით ვიყავი ხოლმე, მაგრამ ეხლა რასაც მთავაზობს, არ შემიძლია ასე მტკიცედ ვუთხრა უარ, დაფიქრება შეიძლება. ის მართლა კარგი ადამიანია და ბედნიერებას იმსახურებს, ჩემს გვერდით კი ბედნიერი ვერ იქნება_ნაღვლიანად თქვა ნატალიმ _რატომ გგონია რომ შენთან ბედნიერი ვერ იქნება? მან გადაწყვიტოს და თვითონ დაასკვნას იქნება თუ არა ბედნიერი. ნატი, მამიდა, მართლა არაა ცუდი იდეა, დროებით ერთად ცხოვრებას ცდით ყოველგვარი ფორმალობის გარეშე. თუ მიხვდები რომ არ გამოგდის მასთან თანაცხოვრება, წამოხვალ და ეგაა. მიეცი შენს თავს და სანდროსაც ეს შანსი. ნუ გაუშვებ ხელიდან. მართლა დიდხანს ვფიქრობდი სანდროს შემოთავაზებაზე.იმაზე დიდ ხანს ვიდრე მეგონა რომ ვიფიქრებდი. იმსახურებს კი სანდრო გვერდით ჩემნაირ ქალს? მე მართლა მჭირდება ურთიერთობის სწავლა. თუ იმედები გაგვიცრუვდა და არ გამოგვივიდა თანაცხოვრება ერთად, მას ხომ გული უნდა ვატკინო?ან მისი მშობლები რას იტყვიან ასე უცებ ერთად რომ ვიცხოვრებთ მე და სანდრო როგორც საყვარლები? ეს ხომ საქართველოა და სანდროს ოჯახიც დარწმუნებული ვარ ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას აქცევს. მაგრამ სანდრო თავის თავში დარწმუნებული რომ არ იყოს არ შემომთავაზებდა მსგავს წინადადებას, ბავშვი ხომ არ არის ამხელა კაცი ვინმეს ჭკუაზე რომ იაროს? გონებაში ყველაფერი ამერია. ამდენი ფიქრისგან გონება გადამეწვა.ფიქრებში ავირიე.თანაც უკვე დროა სანდროს ჩემი პასუხი ვუთხრა.აბა მთელი ცხოვრება ცხოვრება ხომ არ დაელოდება ჩემს პასუხს? გადავწყვიტე! ამ საღამოს აუცილებლად დაველაპარაკები!_მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე გონებაში და სანდროს დავურეკე. საღამოს შეხვედრა ვთხოვე. ასე გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ გამჭირვებია. 9 საათი იყო სანდრო რომ მოვიდა. დაღლილი სახე ქომდა. სევდიანად გამიღიმა და დივანზე ჩამოჯდა _რამეს დალევ? _არაფერი არ მინდა. ლიზიკოს დაუძახე აბა. ერთი სული მაქვს ვნახო. ლიზი სულ სიხარულით გამოიქცა მამამისის სანახავად. კალთაში ჩაუხტა. ბევრი ეხუტა და კოცნა. _ჩემი პრინცესა. როგორ მომენატრე მა_გემრიელი კისერი დაუკოცნა და თავი მის ყელში ჩარგო _მეღუტუნება მამიკო_კისკისებდა ლიზი _შენ ხარ მამას პატარა გოჭი_სიყვარულით ესაუბრებოდა სანდრო _მამი, ნახე მე რა მიყიდა დედამ?_თავისი ოთახისკენ წავიდა ახალი სათამაშოს გამოსატანად. ლიზიკოს მხიარულება მეც გადმომედო და გავიცინე, თუმცა სანდროს რომ შევხედე ეგრევე დავსერიოზულდი. აქამდე მოცინარი და მხიარული სანდრო,რომელიც ლიზიკოსთან იყო, სახეშეცვლილი იჯდა. ლიზიკომ ძლივს გამოათრია თავისი ოთახიდან თავისზე 2ჯერ დიდი თოჯინა და მამამისს მიუტანა. _მა ნახე, ეს არის ანასტაშია_წარუდგინა სანდროს თოჯინა _რა ლამაზია მა_ღიმილით უთხრა სანდრომ _ლიზიკუნა, დე, მიდი ეხლა შენს თოჯინას ტანსაცმელი გამოუცვალე და მერე საჭმელი აჭამე ხო? _მე რომ მამასთან მინდა?_გულუბრყვილოდ იკითხა. სანდროს გაეცინა. _მიდი მა, მე აქ ვარ. თოჯინას მიხედე და მერე ჩემთან გამოდი_აკოცა და ლიზი თავისი ოთახისკენ წავიდა. ერთხანს ჩუმად ვიყავი. _აბა, გადაწვიტე რამე?_დუმილი სანდრომ დაარღვია _სანდრო.. მე..მე_ენის ბორძიკით ვსაუბრობდი_მოდი ისე რომ ვცადოთ ურთიერთობა?ერთად ცხოვრების გარეშე, დაახლოებით ისე როგორც შეყვარებულებმა_უცბად ვუთხარი და დაველოდე მის პასუხს. ერთ წერტილს იყო მიშტერებული და თვალს არ ახამხამებდა _მდააა_ამოისუნთქა და ჩემკენ გამოიხედა_ანუ უარს მეუბნები და არ გინდა ჩემთან ცხოვრება_- _სანდრო, რატომ ვერ იგებ რასაც გეუბნები? _ძალიან კარგად გავიგე ნატალი. შენ რომ გინდოდეს ჩემთან ცხოვრება ამ იდიოტობას არ შემომთავაზებდი. არც ერთი არ ვართ იმ ასაკში რომ თინეიჯერებივით ერთმანეთს სასიყვარულო ტექსტები ვუგზავნით, ან მე ყოველ ღამე შენს სადარბაზოსთან სერენადებს გიმღეროდე და ათასი სისულელე. რა შეყვარებულობაზე მელაპარაკები. მე შენ ცოლობა გთხოვე, მანამდე კი ეგეთი პირობა წამოგიყენე, რომ საცდელი პერიოდი ვიცხოვრებდით ერთად და მერე გადავწყვეტდით გინდა თუ არა ჩემი ცოლობა. შენ კი ფრიად საინტერესო წინადადებით მხვდები.აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. როდემდე უნდა ვიყოთ შეყვარებულები მითხარი? კაი ვთქვათ და დაგთანხმდი. რამდენი ხანი ვიქნებით შეყვარებულები და როდის მივაღწევთ იმ შედეგს რომ შენ კაცების მიმართ ნდობა დაიმსახურო? პატარა ბიჭი არ ვარ ნატალი და არც ვხუმრობ ხოლმე როცა რამეს გეუბნები. _და შენს მშობლებს რას ეტყვი? საყვარელთან ერთად ვიცხოვრებო?რა აზრის იქნებიან ისინი? _ნატალი, ხომ ხვდები რომ სისულელეს მეკითხები?მიპასუხე ვგავარ ეხლა მე იმ კაცს რომელიც მშობლების ჭკუაზე დადის? ეს ჩემი ცხოვრებაა და მასში არავის არაფერი არ ესაქმება ჩემი მშობლების ჩათვლით, მიუხედავად იმისა რომ მათ აზრს პატივს ვცემ და ვითვალისწინებ, მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც მე მიმაჩნია სწორად. ჩემი მშობლები ჩემს ყველა გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან. ესაა შენი პრობლემა? ჩემი მშობლების აზრი? _ეგეც ერთ-ერთი მიზეზია. მაინც საქართველოა და ძნელად შესაგუებელია როცა შენი შვილი საყვარელთან ერთად ცხოვრობს _ნატალი ნუ მიედ-მოედები რაღაც-რაღაცებს. კონკრეტულად მიპასუხე ან კი ან არა. _ჩემს შემოთავაზებაზე რომ იფიქრო? _ნატალი! _არ ვიცი სანდრო. მართლა არ ვიცი _კარგი, გასაგებია შენი პასუხი ნატალი. _სანდრო..._არ დამამთვარებინა სათქმელი, ლიზის ოთახისკენ წავიდა. დაემშვიდობა. მე ცივად მითხრა ნახვამდის და უკანმოუხედავად წავიდა. მისმა საქციელმა გული მომიკლა. რატომ არ უნდა ჩემი გაგება? ნუთუ ასე ძნელია ჩემს მდგომარეობაში შესვლა?ღმერთო რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? ერთი კვირა სანდრო არ შემხმიანებია. შაბათ-კვირას ლიზის წასაყვანად მახო მოვიდა, მითხრა სანდროს გადაუდებელი საქმე ქონდა და მე მთხოვა ლიზიკოს წაყვანაო. ,,თავს მარიდებს. ჩემი ნახვა არ უნდა.’’ ************************************************** _შენ გიკითხა. სანდრო რატომ არ მოვიდაო. გადაუდებელი საქმე ქონდა მეთქი _არ მინდა მაქ ქალზე საუბარი. ნერვები მეშლება მაგაზე რომ ვფიქრობ. ვერანაირად ვერ მივუდექი. გამაგიჟებს რა. _შენც რა შეჭამე ის ქალი,აცადე დაფოქრდეს ცოტა _რამდენი ხანი ვაცადო მახო? მთელი ცხოვრება მის გადწყვეტილებას ველოდო? არ შემიძლია ასე გაურკვევლობა. მაგას მირჩევნია მასთან მხოლოდ იმ ურთიერთობით შემოვიფარგლო, რადაც საერთო შვილი ქვია. მხოლოდ ლიზის პონტში მექნება ურთიერთობა და მორჩა. მაგის სახელის ხსენებაც არ მინდა!_კარეგორიულად თქვა_თან ეხლა ეს ეკაც გამოჩნდა. ტვინს მი**ნავს რა. ვერ გაიგო რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დამთავრდა. შეუგნებელი ქალია რა. _რაო რა მინდაო?_სიცილით კითხა მახომ _შენთან დაბრუნებაო_ჩაიცინა სანდრომაც_მთლად გამო*ირდა ეგ ქალი. _მობეზრდება შენი უაზროდ დევნა და დაგანებებს თავს _ისე ცოტა ხნით გამოდგება ხომ იცი_ეშმაკურად ჩაიცინა_დიდი ამბავი თუ ერთად გავერთობით ხოლმე. ცოლად მაგას მაინც არასდროს არ მოვიყვან. ისე უნდა შევთავაზო. დარწმუნებული ვარ უარს არ მეტყვის ჩემი სყავარელი იყოს_გაიცინა _შენ შ*გ ხომ არ გაქვს ბიჭო?_გაოცებული იყო მახო _არა, რატომ? მე კაცი ვარ და მჭირდება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ხოდა ეკა მშვენიერი კანდიდატურაა. ამის წინააღმდეგი არც არასდროს არ ყოფილა.ერთი ხელის დატკაცუნება და წამში ჩემს ლოგინში აღმოჩნდება. არ ვაწყენინებ ამაზე_გაიცინა _შენი საქმის შენ იცი სანდრო. მერე ნატალი? _ოო, ნუ გამი*რაკე ამ ნატალითი საქმე. თვითონ არ უნდა ჩემთან და მე მართლა ძალას ხომ არ გამოვიყენებ? რაც უნდა ის უქნია. იჯდეს და მთელი ცხოვრება კაცებზე ბოღმა ანთხიოს და ტანჯული ქალის როლი ითამაშოს. ფეხებზე . _სანდრო, ნატალი გიყვარს?_მოულოდნელად კითხა მახომ.სანდრომ გაოცებულმა შეხედა _საიდან მოიტანე ეს სისულელე? _სისულელე არაა და შენც მსვენივრად იცი. მასზე ასე რომ ლაპარაკობ უფრო ვრწმუნდები რომ გიყვარს. ან თუ არ გიყვარს ცოლობა რატომ თხოვე? ოღონდ არ მითხრა ეხლა მინდა ბავშვი ნორმალურ ოჯახში უნდა გაიზარდოსო. სანდრო ჩაფიქრდა. _მის მიმართ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ. რაღაც მიზიდულობის ძალა მისკენ მქაჩავს. არ ვიცი მახო ეს სიყვარულია თუ არა, მაგრამ რაღაც გრძნობა რომ მაკავშირებს ეს ფაქტია. მოდი არ გვინდა ნატალიზე რა. მაინც არაფერი გამოვა ამ საქმიდან, ხოდა მოდი ეხლა დავლიოთ. ჭიქაში არაყი ჩამოასხა და გადაკრა. ******************************************************* _არ ინანო ნატი. მერე სინანული გვიანი არ იყოს_ნაღვლიანად ურჩია მარიამმა. ნატალი დუმდა.ჩაფიქრებული იყო. _ხო მართლა, რა მინდოდა მეთქვა_დაიწყო კვლავ მარიმ_თედომ ხელი მთხოვა _მართლა? რა მაგარია ჩემო კარგო. გილოცავ_ჩაეხუტა მარის_შენი ბედნიერება მიხარია._ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. _მადლობა ნატი_ოდნავ სევდიანი იყო მარი_მემინდა შენც ბედნიერი იყო _შენ რომ ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვარ, ასე რომ ჩემზე არ გვინდა. ეხლა შენზე მომიყევი დაწვრილებით _1 კვირაში ჯვარს ვიწერთ. მერე ახალ წელს პარიზში შევხვდებით, ასე რომ მოგიწევს ჩემი მეჯვარეობა. _აბა რა. ეხლავე დავიწყებ მომზადებას_გაუცინა. *************************************************************** _ვერ ვიჯერებ რომ ხვალ ჯვარს ვიწერ. ძალიან ბედნიერი ვარ_აღტაცებული იყო მარი _მეც არ მჯერა. ჩემი გოგო გამიფრინდა_დანანებით ჩაილაპარაკა ნატალიმ _დედაჩემივით ნუ ლაპარაკობ რა_გაეცინა_ისიც ესე მოთქვამს. კი არ ვკვდები ხალხო. ბოლოსდაბოლოს ბედნიერი ვიქნები ჩემს სიყვარულთან ერთას_მარიამი ჩაფიქრდა_ნატი, რაღაც უნდა გითხრა_თავი დახარა _გისმენ _დღეს მე და თედო რესტორანში ვიყავით, ხოდა მანდ სანდრო ვნახე _მერე მე რა_მხრები აიჩეჩა ნატალიმ _ვიღაც ქალთან ერთად იყო. სულ კისერზე ეკიდებოდა ის ქალი _ხედავ მარი? ტყუილი მიზეზი არ მაქვს რომ კაცებს არ ვენდობოდე. მე ცოლობა შემომთავაზა და ეხლა სხვასთან ერთად დადის_სიმწრით ჩაიცინა_ესეთი ერთგულები არიან კაცები _შენი არ მესმის ნატალი! შენ თვითონ უთხარი მაგ კაცს უარი და აბა იმან რა ქნას? ქალებშიც არ გაიაროს?რა არ მოგწონს ვერ ვხვდები. შენ თვითონ თქვი უარი მასთან ყოფნაზე და პრეტენზიებიც არ უნდა გქონდეს შესაბამისად_მკაცრად უთხრა მარიმ _ხო, მართალი ხარ. რა ჩემი საქმეა ვისთან ერთასდ იქნება_სხვათაშორის თქვა ნატალიმ, თუმცა გულში კი უსიამოვნოდ გაკრა. მარიამის ნიშნობამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. მერე რესტორანში აღნიშნეს.კარგი დრო ვატარეთ. მართლა კარგად გავერთეთ. დრო მალე გავიდა. ახალი წელიც მოახლოვდა. მარიამი და თედო პარიზძი წავიდნენ. მამიდაჩემი და გოჩა ბიძია კიდევ ბაკურიანში. გადაწყვიტეს ახალ წელს მანდ შეხვდნენ. მეც შემომთავაზეს წამოსვლა, მაგრამ უარი ვუთხარი. დატკბნენ ერთად ყოფნით ზედმეტი ადამიანების გარეშე. დღეს საღამოს ახალი წელი შემოდის. უზარმაზარი ნაძვის ხე დავდგით მე და ლიზიკომ და დიდი თოვლის ბაბუაც დავუდგით. ლიზიკო ჭკუაზე არ არის ისე უხარია ახალი წლის დადგომა. მისი ბედნიერი სახე მეც ბედნიერს მხდის. სალათებს ვაკეთებდი, კარზე ზარი რომ დარეკეს.ხელები გავიწმინდე და გასაღებად წავედი. კარებში სანდრო იდგა უამრავი პარკით ხელში _გამარჯობა ნატალი. მრავალ დამდეგს_შემოვიდა და პარკები მაგიდაზე დააწყო_ეს ლიზიკოს მოვუტანე. საჩუქრებია. ლიზიკო მამიკოს ძახილით გამოვარდა ოთახიდან და კისერზე ჩამოეკიდა _რა მომიტანე მამი? _ნახე მა, შენ რომ მოგეწონება ისეთი რაღაცებია.ლიზიკო სანდროს კალთიდან ჩამოხტა და პარკებისკენ გაიქცა. _ნატალი, აქ იმიტომ მოვედი რომ გთხოვო, რომ ლიზიკო დღეს ჩემთან წავიყვანო და ჩემთან შეხვდეს ახალ წელს რა თქმა უნდა თუ წინააღმდეგი არ იქნები. ჩემებს ძალიან უნდათ. სპეციალურად ლიზიკოსთვის მთელი სახლი მორთეს. ,,ძალიან არ მინდოდა ახალ წელს მარტო შევხვედროდი, მინდოდა ლიზიკო ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ უარსაც ვერ ვეტყოდი სანდროს. ეს პირველი ახალი წელი იყო მისთვის ლიზიკოსთან ერთად და უარს ვერ ვეტყოდი’’ _კარგი სანდრო, შეგიძლია წაიყვანო_ნაძალადევად გავუღიმე _მადლობა ნატალი. ნანა და თემურს ერთი სული აქვთ როდის ნახავენ ლიზიკოზე ჭკუა ეკეტებათ. გავუღიმე. ლიზიკო სიხარულისგან ცას ეწია რომ გაიგო ახალ წელს მამამისიანებთან ხვდებოდა. წავიდნენ სანდროსთან და დავრჩი მარტო. მომიწევს ახალ წელს შევხვდე მარტო. არც მამიდაჩემია აქ და არც მარიამი. მეტი არავინ არ მყავს ისეთი ვისთან ერთადაც ახალ წელს შევხვდები. მაგიდა მაინც გავაწყვე. ტკბილეულობა და სასმელები დავდე. მეც გამოვეწყვე და დაველოდე ახალ წელს. რისთვის ველოდები წარმოდგენა არ მაქვს. საერთოდ დაკარგული მაქვს სადღესასწაულო განწყობა. 12 საათი დადგა და გარეთ ფეიერვერკების გამაყრუებელი ხმა გაისმა. ფანჯრიდან გავიხედე. ძალიან ლამაზი იყო. ხალხი ბედნიერი ულოცავდა ერთმანეთს ახალი წლის დადგომას. შამპანიური გავხსენი და ჭიქაში ჩამოვისხი. _აბა ნატალი, გილოცავ ახალ წელს_მივულოცე ჩემს თავს და ერთი მოყუდებით გამოვცალე ჭიქა. სევდა მომაწვა. მარტოობის განცდა მთელი სიმძაფრით შემომასკდა. ესეც ჩემი ახალი წელი. ********************************************************************* ახალ წელმა, შობამ, ძველით ახალ წელმა ჩვეულებრივად ჩაიარა ჩემთვის. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მე მგონი ყველაზე უინტერესო ახალი წელი იყო ჩემთვის. ლიზიკო ხშირად იყო სანდროსთან. ბებია და ბაბუასთან ძალიან მოწონდა, გარდა ამისა მის მამიდაშვილ საბაზე ჭკუას კარგავს ისე უყვარს. სამსახურში გავედი და ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. ჩვენი სამსახური ბანკეტს მართავდა. ლიზიკოს ვერ წავიყვანდი, ამიტომ გადავწყვიტე სანდროსთვის დამეტოვებინა _სანდრო როგორ ხარ? _მეც არამიშავს. შენთან თხოვნა მაქვს. შეგიძლია ხვალ ლიზიკო დაიტოვო? მე წასასვლელი ვარ და ვერავისთან ვერ დავტოვებ..... კარგი მაშინ გამოგიყვან... ა, თუ შენ გამოხვალ კარგი. მაშინ 7თვის გელოდები. კაი, კარგად სანდრო. ესეც ასე. ლიზიკოს საკითხი გადავწყვიტე. ეხლა რა ჩავიცვა? დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შავ, გრძელ კაბაზე შევაჩერე არჩევანი, რომელიც საერთოდ არ მცმია. სამსახურიდან მოსული, ეგრევე აბაზანაში შევვარდი. ვეცადე ყველაფერი სწრაფად გამეკეთებინა, რომ არ დამეგვიანა. თმები დავიხვიე და გავიშალე. კაბა ჩავიცვი ფეხსაცმლის ჩაცმას ვაპირებდი კარზე ზარი რომ იყო _ალბათ სანდროა. არც შევმცდარვარ. სანდრო ზუსტად დროზე მოვიდა. ლიზიკო გახარებული იყო მამამისის ნახვით, ზოგჯერ ეჭვიანობა გამკრავდა გულში,რომ ლიზიკოს მამამისი უფრო უყვარდა ვიდრე მე, მაგრამ ამ აზრს მალევე ვიგდებდი გონებიდან. სანდრო მამაა და თავისთავად ეყვარება. _რა ლამაზი ხარ ნატალი_აღფრთოვანებულმა სანდრომ გაუაზრებლად უთხრა კომპლიმენტი _მადლობა _ცოტა დაიმორცხვა_აქ ლიზის რაღაცები დევს, არამგონია დაგჭირდეთ მაგრამ მაინც. საღამოს გამოვუვლი და წამოვიყვან _დამიტოვე ღამითაც თუ გინდა რა პრობლემაა _შენს მშობლებთან იქნებით? _არა, ჩემთან, რატო რამე პრობლემაა? _არა არანაირი, უბრალოდ შენს მშობლებთან თუ იქნებოდით უფრო არ გაგიჭირდებოდა ლიზის დატოვება _ისედაც არ მიჭირს, ჩემი გოგო დამჯერია და ყველაფერს მიჯერებს , არა მამი?_ლიზიკოს გადახედა _მე მამიკოს ვუჯერებ_თვალებგაბრწყინებულმა თქვა ლიზიმ. სანდროს და ნატალის გაეცინათ _კარგი, არანაირი პრობლემა არაა. თუ ადრე წამოვედი წამოვიყვან ლიზიკოსაც. ასე მირჩევნია_გავუღიმე _კარგი, როგორც გინდა. ***************************************************** საღამო კარგად მიდიოდა. სასიამოვნო მუსიკა. ევროპულ სტილში გადაწყვეტილი წვეულება. მოწვეული სტუმრები. კარგი სიტუაცია იყო. თანამშრომლებთან კარგი დრო ვატარე. ბევრიც ვიცინე. საოცრად კარგი კოლექტივი მყავს. ბევრი რომ არ გავაგრძელო რესტორნის სიტუაციის აღწერა მოკლედ ვიტყვი, რომ სასიამოვნო დრო ვატარე. გვიანობამდე არ დავრჩენილვარ. 10 იყო რომ წამოვედი და სანდროს გავუარე. ვიცოდი რომ ლიზიკოს ჯერ არ ეძინებოდა. ზარი რომ დავრეკე. _ასე მალე ნატალი?_გამიღიმა სანდრომ_მოდი შემოდი _ხო, დიდხანს ვერ გავძელი, მიუხედავად იმისა რომ კარგი იყო. ლიზიკო რას შვება?ინტერესით ვკითხე _წამოდი, მისაღებ ოთახშია, ზღაპრის მოსმენითაა გართული. მისაღებ ოთახში შევედით და უეცრად გავშეშდი. ვიღაც ქერა ქალი დაახლოებით 30 წლამდე, ზის და ლიზის ზღაპარს უკითხავს. წარბები ავწიე.არ მომეწონა ეს სიტუაცია _დედიკო მოვიდააა_სიხარულით გამოიქცა ლიზიკო ჩემკენ_ქალმა გამოიხედა და ნაძალადევად გამიღიმა _ნატალი გაიცანი ეს ეკაა, ეკა ეს ნატალია_გაგვაცნო ერთმანეთი. ფეხზე წამოდგა.მოჩვენებით თავაზიანობით ვუთხარით ერთმანეთს ,,სასიამოვნოა’’. მივხვდი რომ არც მაგ ქალს დავეხატე გულზე. _საოცარი ბავშვია ლიზი_წიკვინა ხმით თქვა და სანდროს წელზე ხელები შემოხვია_უნდა გენახა რა ინტერესით მისმენდა ზღაპარს რომ ვუკითხავდი, მალევე მიმეჩვია_თავი წარმოიჩინა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიზიკო მასთან კარგად გრძნობდა თავს _მიხარია თუ კარგად იყო. უცნობებთან ცოტა უჭირს თავიდან კონტაქტი_ნაძალდევად გავუღიმე ,,მშვენიერია, თავის საყვარელთან ერთად უვლიდა ლიზიკოს’’ გულში ცუდად მომხვდა ეს ფაქტი. შევეცადე სახეზე არ დამტყობოდა არაფერი, ამიტომ ირონიული ღიმილი ავიკარი. _კარგი, ჩვენი წასვლის დროა, სანდრო ლიზის ჩანთა მომეცი _დღეს რომ დატოვო ლიზი?_იდეით გამოვიდა ქალბატონი ეკა. ნერვები მომეშალა მასზე. ცდილობს სანდროს გული მოიგოს ლიზიკოზე ,,ზრუნვით’’. ამას გონია რომ ლიზიკოს მაგას დავუტოვებ? ძალიან შემცდარა _რა საჭიროა. თქვენ ხელი რატომ უნდა შეგიშალოთ ამ საღამოს ლიზიკომ?_სარკასტულად მივუგე_სანდროს ჩაეცინა. _ხელს არ შეგვიშლის, პირიქით, ლიზიმ ძალიან შემაყვარა თავი და სიამოვნებით დავიტოვებდი ამ საღამოს. სანდრო, საყვარელო შენც უთხარი_თვალები აუფახულა. მალე ავფეთქდებოდი. ზოგადად ვერ ვიტან ყალბ ადამიანებს. ამ ეკას არ ვიცნობდი, მაგრამ რაც ვნახე და მოვისმინე მისგან, საკმარისი აღმოჩნდა რომ გამეგო რა ტიპის ქალბატონი ბრძანდება. სიამოვნებით ავახევდი მაგ მოჩვენებით სათნო სიფათს და ასევე სიამოვნებით ვითრევდი თმებით. მალე ალბათ მოთმინების ფიალა ამომეწურებოდა და ჩემს ცუდ ფიქრებს განვახორციელებდი მალე თუ არ გავეცლებოდი აქაურობას _არა, ლიზიკო აუცილებლად უნდა წავიყვანო, , მადლობა შემოთავაზებისთვის_ცივად მივუგდე_აბა ნახვამდის. ლიზიკო ხელში ავიყვანე და გასასვლელისკენ წავედი_დამელოდე ნატალი, ლიზის ჩაგაყვანინებ, მომეცი მე. შენ ეს ჩანთ წამოიღე. ლიზი მანქანაში ჩასვა. _მეგონა მარტო შენ გეყოლებოდა ლიზი_ოდნავ გაბრაზებული ხმით ვუთხარი სანდროს როცა ჩანთა მანქანაში ჩავდე _და რამე პრობლემაა ეკაც რომ იყო?_წარბები აწია სანდრომ _არა, უბრალოდ მეგონა მარტო იქნებოდი და გეცლებოდა, რომ მცოდნოდა ქალთან ერთად აპირებდი დარჩენას ხესლ ნამდვილად არ შეგიშლიდით და ლიზიკოს რამეს მოვუხერხებდი და ვინმესთან დავტოვებდი_აშკარად მეტყობოდა ხმაზე ბრაზი _ვერ ვხვდები რატომ ბრაზობ ნატალი_გაიცინა სანდრომ_ლიზიკოს ხელი არ შეუშლია, პირიქით, ძალიან კარგად გავერთეთ. ხელის შეშლაში რომ გულისხმობ იმ საქმეს აწიც მოვასწრებთ, ასე რომ არანაირი პრობლემა არაა_ეშმაკურად გაუცინა და თვალი ჩაუკრა სანდრომ _ხოდა აღარ მოგაცდენ და წავედი_მანქანაში ჩავჯექი_ სასიამოვნო ღამეს გისურვებ სანდრო_ირონიულად გავუღიმე და მანქანა ადგილს მოვწყვიტე. სანდრო ერთხანს იდგა და უყურებდა მიმავალ მანქანას და სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. _მომინდომა ბიჭმა საყვარელიც და შვილიც ერთდროულად_ სანდროს ვლანძღავდი და თან სახლის კარებს ვაღებდი_თუ მასთან ერთად უნდოდა ეთქვა და ბავშვს არ დავუტოვებდი, ან თუ ბავშვი დაიტოვა მაგასთან რა უნდოდა?იდიოტია რა _ნერვები მეშლებოდა სანდროზე. _დე, იდიოტი ვინაა?_ცნობისმოყვარედ მკითხა ლიზიკომ. ისე ვიყავი სანდროს ლანძღვით დაკავებული, სულ გადამავიწყდა ხმამაღლა რომ ვლანძღავდი და თან ლიზიკოსაც რომ ესმოდა _არავინ დე. მოდი ეხლა მე და შენ ვიბანაოთ და დავიძინოთ ხო ჩემი ლამაზი? _დე, კომბლეს ზღაპარს ხომ წამიკითხავ? ეკა დეიდამ წამიკითხა და მომეწონა. შენც წამიკითხე დე_ეკას ხსენებაზე ისევ ამეთხარა ნერვები, მაგრამ ვეცადე თავი მომეთოკა _რა თქმა უნდა წაგიკითხავ დე, აბა რას ვიზამ_კისერში ვაკოცე და ოთახში შევიყვანე გამოსაცვლელელად. ************************************ მამიდა და გოჩა ბიძია ჩამოვიდნენ ბაკურიანიდან. აღფრთოვანებული და კმაყოფილი იყო მამიდა. მარიამი და თედოც დაბრუნდნენ საქართველოში, თავიანთი ტკბილი მოგზაურობიდან. მარის ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ჩემთან, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სანდრო და ეკას რამდენჯერმე მოვკარი თვალი ერთად. გამოგიტყდებით და არ მესიამოვნა, თან საშინლად. _ნატი, მომიყევი აბა რა ხდება შენთან? _არაფერი მარ, რა უნდა ხდებოდეს? ვარ ძველებურად_გავუღიმე _სანდროსთან რას შვები?_შემომაპარა _რას უნდა ვშვებოდე?ლიზიკოს წასაყვანად მოდის ხოლმე. ,,გამარჯობა, როგორ ხარ’’-ით შემოიფარგლება ჩვენი საუბარი. ისე, თვითონ ვაჟბატონი ძალიან კარგად გრძნობს თავს თავის საყვარელთან ერთად_ზიზღით ვთქვი. მარის გაეცინა _მეჩვენება თუ ეჭვიანობ?_პირზე ხელი აიფარა რომ მისი სიცილი დაემალა _რა სისულელეს ამბობ ხვდები მარი?სანდროზე რატომ უნდა ვიეჭვიანო?_გაოცებულმა ვუთხარი _არ ვამბობ სისულელეს და შენც მშვენივრად ხვდები ამას. სანდროს მიმართ გულგრილი არ ხარ და ამის აღიარება არ გინდა. ნატი, რატომ არ იბრძვი სიყვარულისთვის? შენ არ იცი რა ბედნიერებაა საყვარელ მამაკაცთან ერთად ცხოვრება. საოცარი შეგრძნებაა როცა დილით საყვარელი მამაკაცის მკლავებში იღვიძებ. ერთმანეთზე რომ ზრუნავთ. მისთვის სუზმეს, სადილს და ვახშამს რომ ამზადებ. სამსახურიდან დაღლილი რომ მოდის და გინდა რომ ეს დაღლილობა მოუხსნა. მზად ხარ მისი ღიმილისთვის ყველაფერი გააკეთო. მე ყველანაირი წვრილმანი მაბედნიერებს რაც თედოს შეეხება ნატ. გეფიცები, ერთი სული მაქვს როდის ვახარებ მას ჩემი ფეხმძიმობის შესახებ. შვილი ძალიან გვინდა. რა ჯობს, საყვარელი მამაკაცისგან შვილის ყოლას და მასზე ზრუნვას? არც ერთი წამი ამ ცხოვრების არ მიღირს ამ ყველაფრის გარეშე. შენ კი გონებაში ჩაბეჭდილი აზრი ვერ ამოიგდე მამაკაცებთან დაკავშირებით. ნატი, უნდა გაიგო, რომ ყველა მამაკაცი მართლა არ არის იმ გარეწრისნაირი ვინც ახალგაზრდობაში ასე გატკინა გული. ნატი, ლიზიკო გაიზრდება, გათხოვდება. მას თავისი შვილები ეყოლება, შენ კი მარტო დარჩები, არა იმას კი არ ვგულისხმობ რომ ლიზიკო მიგატოვებს. ის თავის ოჯახში წავა. ეს შენც იცი რომ გარდაუვალია. და შენ მოგიწევს მთელი სიბერის მარტო გატარება და გინდა შენ ეს? გინდა მარტოობაში იყო მთელი ცხოვრება? არ გინდა საყვარელ მამაკაცთან ერთად დაბერდე? კი, მართალია შენი ახლობლები გეყოლება გერდით, მეც შენთნ ვიქნები სულ, მაგრამ ეს არაა ნატი ყველაფერი. კარგად დაფიქრდი ლიზიკოს გაფიცებ. მარტოობაზე საშინელება არაფერი არ არის და არ მინდა რომ დამეტანჯო. ძალიან მიყვარხარ და მინდა რომ ბედნიერი იყო_მოვიდა და ჩამეხუტა. ცრემლები წამომივიდა. ვერაფერი ვერ ვუთხარი. გულის სიღრმეში მეც მშვენივრად ვიცი, რომ მარი მართალია. მარტოობა ყველაზე საშინელებაა. _არ ვიცი რა ვთქვა და რა გავაკეთო _ამოისლუკუნე _ნატა!_მკაცრად მომიგო_მშვენივრად იცი რაც უნდა გააკეთო. ბედნიერებისთვის იბრძოლე. დაელაპარაკე სანდროს _აზრი არ აქვს მარ. მას უკვე ყავს ვიღაც ეკა_ისევ ვტიროდი _ნატალი, თუ არ იბრძოლებ ბედნიერებისთვის, ის თავისით არ მოვა. შენ ხელი უნდა შეუწყო შენს ბედნიერებას. შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთე, ყოველ შემთხვევაში ბოლოს არ ინანებ, რომ არაფერი გაგიკეთებია. რომ არ ვიცოდე, რომ არ ვგრძნობდე რომ სანდროს მიმართ რაღაცას გრძნობ, არაფერს დაგაძალებდი,მაგრამ შენც ხედავ რომ შენი გონება სანდროსკენ მიისწრაფის. შენ ისიც არ მოგწონს ის რომ ,,ვიღაც’’ ეკასთან არის._გაეღიმა მარის_ხოდა ეხლა შეცადე რომ ის ,,ვიღაც’’ ეკა კი არა, შენ იყო. ეხლა წავედი ნატი მე და შენ კარგად იფიქრე. დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. მარი წავიდა და დავრჩი ჩემს ფიქრებთან მარტო. მარი მართალია. სანდრო ჩემთვის სულ ერთი არ არის და მის მიმართ რაღაცას ვგრძნობ. აუცილებლად უნდა ვნახო და დაველაპარაკო მას. ხვალვე წავალ და დაველაპარაკები. მეორე დღეს სამსახურის მერე ლიზიკო მამიდას გავუყვანე და მასთან დავტოვე. მე კი სანდროს სახლისკენ წავედი. ფეხები მიკანკალებდა, მანქანიდან რომ გადმოვედი. სანამ ზარის ღილაკს ხელს დავაჭერდი რამდენჯერმე ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე. 5 წუთი უაზროდ ვიდექი. მერე ძალა მოვიკრიბე და ზარი დავრეკე. სანდრომ გაოცებულმა შემომხედა. აშკარად არ მელოდა. მზერა ჩემს უკან გადაიტანა. მიმოიხედა ირგვლივ. მივხვდი, ლიზიკოს ეძებდა _მარტო ვარ. ლიზი არ წამომიყანია _ა, ხო. შემო,შემო. როგორ ხარ?_გადამკოცნა. _არამიშავს. მარტო ხარ? ირგვლივ მიმოვიხედე,თითქოს ვინმეს ვეძებდი _კი მარტო ვარ. დალევ რამეს? _წყალს უბრალოდ_გავუღიმე. სამზარეულოში შევიდა და წყლის ჭიქით დაბრუნდა უკან_ჩამოჯექი ნატალი_გამიღიმა. დაძაბული ვიავი და ეს მანაც შეამჩნია.წყალი მოვსვი და მზერა ერთ ადგილს გავუშტერე. მიჭირდა ლაპარაკის დაწყება _შენთან სალაპარაკოდ მოვედი_ძლივს ამოვიღე ხმა _კი ბატონო, გისმენ_კარგად მოკალათდა ჩემს წინ და თვალებში ჩამაჩერდა. მისმა მზერამ დამაბნია და თვალი მოვაშორე _მინდა ჩვენზე გელაპარაკო-ჩემი ხმა მე ძლივს მესმოდა ისე ვსაუბრობდი_წარბები ასწია _ჩვენზე? ჩვენზე რამე დაგვრჩა სალაპარაკო?_ირონიულად იკითხა _სანდრო, მორჩი ცინიკურად ლაპარაკს. მე მართლა სერიოზულად გესაუბრები, შენ კი არ მაცლი _კი ბატონო, გისმენ, მითხარი რისი თქმა გინდა. _მომენატრე_ვუთხარი და თავი დავხარე. მეც არ მეგონა ასე პირდაპირ თუ ვეტყოდი ამას. ხმა არ ამოუღია. _მართლა მომენატრე სანდრო. მე... მე....ძალიან ბევრი ვიფიქრე და.... იმ დასკვნამდე მივედი რომ...._სათქმელს ვერ ვაბამდი თავს_შენთან მინდა. ხმას ისევ არ იღებდა. უნდოდა ბოლომდე მოესმინა რას ვეტყოდი. ვერანაირ ემოციას ვერ ვამჩნევდი მის სახეზე. _მინდა რომ ,,ჩვენ’’ არსებობდეს, მინდა რომ ერთად ვიყოთ, როგორც შენ შემომთავაზე. მინდა ლიზიკო დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდეს. მე...მე არ ვიცი შენს მიმართ რას ვგრძნობ. არ ვიცი ეს სიყვარულია თუ რა არის, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან მენატრები და შენთან მინდა_ძლივს დავასრულე სათქმელი და ამოვისუნთქე. სანდრო ხმას ისევ არ იღებდა. თავჩახრილი მისმენდა. ბოლოს თავი ასწია და შემომხედა _ხომ არ ფიქრობ რომ დაგაგავიანდა ნატალი?_მეხის გავარდნასავით იყო მისი სიტყვები. ერთ ადგილას გამაქვავა. ხმა ვერ ამოვიღე. ეგ არც დამიშვია გონებაში რომ სანდროს შეიძლება მსგავსი პასუხი გაეცა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგონა რომ ყველაფერი ჩემს გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული. ის კი არ მიფიქრია, რომ სანდროს უკვე აღარ ვაინტერესებ_ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა ეს ყველაფერი რომ გაგეაზრებინა. მე ყველანაირად ვცდილობდი შენთან ურთიერთობი აწყობას და შენ არ დამანებე. თვითონვე გამომისტუმრე უარით და გგონია როცა ხელს დამიტკაცუნებ მაშინვე შენთან გავჩნდები ან შენს დაკრულზე ვივლი?უკვე ამომეწურა მოთმინების ფიალა ნატალი. მაპატიე, მაგრამ არ მეგონა რომ შენ ოდესმე ამას მეტყოდი. იმდენად ხარ შენს ნაჭუჭში ჩაკეტილი, რომ ვერც ვიფიქრებდი მსგავს რამეს შენგან თუ გავიგებდი. მაგრამ აწი აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა. შენ დააგვიანე_მტკიცე და კატეგორიული იყო მისი ხმა. ცრემლები მახრჩობდა. ერთი სული მქონდა აქედან წავსულიყავი და გემრიელად მეღრიალა. ვერ გავამტყუვნებ. მართალია. ის კაცია და თავისი სიამაყე და ღირსება აქვს. ქალის ჭკუაზე ვერ ივლის. ბოლოს შევეცადე ხმა გამეკონტროლებინდა და ისე ვუთხარი _კარგი, ბოდიში რომ სიმყუდროვე დაგირღვიე და ჩემი უაზრო ლაპარაკის მოსმენამ მოგიწია.მე წავალ_ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი. უნდა გამესწრო აქედან სანამ ღრიალს მოვრთავდი. კართან ვიყავი მისული სანდროს ხმამ რომ გამაჩერა _ნატალი_მივტრიალდი იმის იმედით რომ რამეს მეტყოდა _ჩანთა გრჩება_ გამიღიმა და ჩანთა მომაწოდა. მთელი სისწრაფით გამოვგლიჯე ჩანთა ხელიდან და უკანმოხედავად გავვარდი მისი სახლიდან. როგორც კი მანქანაში ჩავჯექი, არც მიცდია ცრემლების შეკავება და ისტერიკული ტირილი ამივარდა. არ მახსოვს სახლამდე როგორ მივედი.მთელი გზა ვტიროდი. სახლში შევედი თუ არა ეგრევე საწოლზე დავემხე თავით და გაუჩერებლად ვტიროდი. ,,არა, მაინც რა სასიზღარი კაცია. მე მასთან მივედი ,თავი ასე დავიმცირე. მან კი უარით გამომისტუმრა. უნამუსო, საზიზღარი’’-ვლანძღავდი სანდროს. ‘’თუმცა.. თუმცა სანდროსთან რა მინდა,ჩემი ბრალია ყველაფერი. ჩემი ბრალია რომ აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა. უნდა დავთანხმებულიყავი, მაშინ უნდა დავთანხმებულიყავი როცა მთხოვდა მასთან ცხოვრებას. რა იდიოტი ვარ. არ ვიმსახურებ არაფერს. ღირსი ვარ რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიყო’’. მოვთქვამდი მთელი ხმით. არ მახსოვს რამდენი ხანი ვტიროდი. ბოლოს გავჩერდი. ვსლუკუნებდი და სუნთქვა მიჭირდა. წამოვდექი და აბაზანში შევედი. სარკეში რომ ჩავიხედე გული გამისკდა. თვალები და სახე სულ დაწითლებული მქონდა ტირილისგან. ეს რომ დავინახე თავიდან ავტირდი.მერე წყალი გადავივლე. ცოტა მომეშვა. ლოგინში ჩავწექი. საბანში გავეხვიე და ოთხად მოვიკუნტე. თვალები მაგრა დავხუჭე, ისე რომ გუგები მეტკინა. შევეცადე დამეძინა.. მხოლოდ შევეცადე. ,, ნუთუ ოდესმე ვიქნები ბოლომდე ბედნიერი?’’ მწარედ ჩამეცინა ჩემს ფიქრებზე. დილით თვალები სულ დასიებული მქონდა. რეაქცია არ მქონია, ვიცოდი ასეთ მდგომარეობაში რომ ვიქნებოდი დილით და ყურადღება არ მიმიქცევია. ტელეფონი მოვიმარჯვე და მარის დავურეკე _მარ, გცალია ჩემთან რომ გამოხვიდე თედოს რომ გააცილებ სამსახურში მერე?_წუხანდელის მერე ხმა შემცვლია _ნატი რა ხმა გაქვს? რამე ხდება? კი, როგორც კი გავაცილებ გამოვალ შენთან. ხომ მშვიდობაა? შენ არ მუშაობ? _დღეს არ მივდივარ. გამო და მოგიყვები. 2 საათში ჩემთან იყო. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი რა როგორ მოხდა. გაოცებული მისმენდა. _კარგი რა?აუ.. კი მაგრამ..._სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს_მისიც მესმის, ნაწყენი და გულგატხილია. აი ნახავ, დრო ჭირდება, დაფიქრდება და ისევ მოვა შენთან _არამგონია მარ, ეხლა მართლა დამთავრდა ყველაფერი. თან მას უკვე სხვა ყავს. ეს აქამდეც უნდა გამეთვალისწინებინა,სანამ მივიდოდი. ხომ ვნახე არა, რომ მასთან ერთად იყო? რატომ ავიტკიე აუტკივარი თავი და მივიღე მსგავსი გადაწყვეტილება? როგორც ჩანს მე ბედნიერება ამ მხრივ არ მიწერია. ღმერთს ასეთი ცხოვრებისთვის არ გავუჩენივარ _სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ძალიან გთხოვ ნატი. შენ შანსი გქონდა და თვითონ თქვი უარი და შენს უბედობას ნუ აბრალებ ეხლა ყველაფერს. მე ვიცი რაც უნდა ქნა. შენ უნდა იბრძოლო სანდროსთვის, როგორც ის ცდილობდა აქამდე. უნდა დაუმტკიცო რომ თქვენ ერთმანეთს ჭირდებით. უკან არ დაიხიო. ყველაფერი გააკეთე რომ მისი გული დაიბრუნო _გაგიჟდი მარი? უკან ვდიო და შევეტენო? გასაგებად მითხრა რომ დავაგვიანე. თავს არ დავიმცირებ მასთან . არ ვაპირებ არაფრის გაკეთებას_კატეგორიულად ვთქვი _ხომ გინდა სანდროსთან ერთად ყოფნა? _მინდა_ჩავიბურტყუნე _ხოდა ნუ დაელოდები ბედს, რომ თავისით მოგართმევს ბედნიერებას. შენც უნდა შეუწყო ხელი ამას. _და რა გავაკეთო? _ეცადე ხშირად იტრიალო მის გვერდით. თბილად ესაუბრე ხოლმე და არ ეუხეშო შენებურად.აუ, რავიცი ნატი შენ უნდა მოიფიქრო მსგავსი რამ. ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს. ეხლა შენ უნდა მოიგო სანდროს გული. დამიჯერე, თუ მართლა რამეს გრძნობს შენს მიმართ გული მოუბრუნდება და დაგიბრუნდება_თვალი ჩამიკრა მარიმ_ეხლა მე წავედი და შენ იფიქრე.ასე დეპრესიული ნატალი არ დამანახო იცოდე, თორემ ერთი კარგად გცემ _გამიცინა. დამემშვიდობა და ჩემი სახლის კარები გაიხურა. მარიამის ნათქვამზე ბევრი ვიფიქრე და გულის სიღრმეში დავეთანხმე. რადგან ერთი ნაბიჯი გადავდგი და სანდროსთან გუშინ წინადადებით მივედი, არც სხვა მსგავსი ქცევები არ უნდა გამიჭირდეს. ეხლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ჩემი ბედნიერებისთვის უნდა ვიბრძოლო და უკან არ უნდა დავიხიო. სანდროს იმ მეტიჩარა ეკას ვერ დავუთმობ. ჩემს ფიქრებზე გამეცინა. მართლაც გავითვალისწინე მარის რჩევა და თითქმის სულ თვალში ვეჩხირებოდი სანდროს როცა ლიზიკოს წასაყვანად მოდიოდა ან სასეირნოდ რომ მიყავდა, მეც მივყვებოდი ხშირად. ყველანაირად ვცდილობდი თბილი და მომთმენი ვყოფილიყავი. სანდრო ზედმეტად ზედაც არ მიყურებდა. გულგრილობის იმიჯი ქონდა მორგებული, რასაც ჭკუიდან გადავყავდი. ერთხელ, როცა სანდრო ლიზიკოს წასაყვანად მოვიდა, წინადადებით გამოვედი _სანდრო მოიცა. რაღაც მაქვს სათქმელი შენთვის_გავუღიმე _გისმენ აბა. ოღონდ ძაან არ გაწელო, მეჩქარება_ყველანაირად ცდილობს თავი ამარიდოს, მაგრამ შენ მე არ მიცნობ სანდრო. _ნუ ღელავ, დიდხანს არ მოგაცდენ. შენთან წინადადება მაქვს, არა, უფრო თხოვნა ალბათ, ნუ არ ვიცი რაც ქვია, მოკლედ_ყელი ჩავიწმინდე_მინდა რომ შენი მშობლები გამაცნო_თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან. _ჩემი მშობლების გაცნობა გინდა?_გაკვირვებას ვერ მალავდა _ხო, რა არის ამაში გასაოცარი. უფრო ადრეც უნდა გამეცნო. უფლება მაქვს ჩემი შვილის ბებია და ბაბუას ვიცნობდე, ხოდა მინდა რომ გამაცნო. რამე პრობლემას წარმოადგენს ეს შენთვის? ერთხანს მიყურა. _არა, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ ამოუხსნელი ქალი ხარ. შენგან სულ წარმოუდგენელი რაღაცები მესმის. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი მშობლების გაცნობით დაინტერესდებოდი _ხო, მართალი ხარ. ისეთი რაღაცები მომდის ამ ბოლო დროს აზრად, რასაც ადრე გულშიც ვერ გავივლებდი. მე მგონი წარმოუდგენელ რამეს არ ვითხოვ. მინდა მათ ვიცნობდე. მათ ამის სურვილი არ გამოუთქვამთ არასდროს? ნუთუ არ აინტერესებთ მათი შვილიშვილის დედა ვინაა. რას წარმოადგენს. იქნებ მთლად უღირსი ქალია. არ უნდათ ამის გაგება?_გამომწვევად შევხედე _არანაირი პრობლემა არაა. როცა გინდა მაშინ გაგაცნობ. შენ მითხარი როდის გინდა _რაც შეიძლება მალე. თუნდაც შემდეგ პარასკევს ან შაბათს, როცა ლიზიკოს წაიყვან. რას იტყვი? _კი ბატონო. მაშინ პარასკევს როცა ლიზიკოს წავიყვან, მააშინ ერთაd წავიდეთ და გაგაცნობ. _ძალიან კარგი_გავუღიმე და თავი ჩავხარე. ძალიან მომინდა მოვხვეოდი. ეს სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერც გავიაზრე ისე მოვეხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე, თითქოს ვიმახსოვრებდი მის სურნელს, ასე ძალიან რომ მიყვარს. ვიდექი და ვეხუტებოდი, ისე თითქოს ეს ბოლო ჩახუტებაყოფილიყოს. თვითონ გაუნძრევლად იდგა. რეალობაში ლიზიკოს ხმამ დამაბრუნა. მამამისს ჩაეხუტა. მე კი განზე გავდექი. _აბა დროებით ნატალი_დამემშვიდობა და ლიზიკოსტან ერთად დატოვა ჩემი ბინა. უცნაურად ვგრძნობდი თავს.ჩემი წინადადებით მეც გაკვირვებული ვარ ჯერ კიდევ, აზრზე ვერ მოვდივარ ეს რატომ შევტავაზე სანდროს, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ მასთან ახლოს უნდა ვიყო. მის გარეშე მთელი ცხოვრება მარტო დავრჩები. _და ეს აზრი რატომ მოგივიდა?_მკითხა არანაკლებ გაკვირვებულმა მარიმ _ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა რომ დავუფიქრდე. ჩემი შვილის ოჯახს არ უნდა ვიცნობდე?ამაში გასაკვირი არაფერია_მხრები ავიჩეჩე _არა, გასაკვირი ამაში არაფერია, უბრალოდ შენგან მიკვირს_გაეცინა_აშკარად მაგრა მოქმედებს შენზე სანდრო _ჩემში საოცარ ცვლილებებს ვამჩნევ მარ, სანდროსთან მინდა. რა სულელი ვარ, მაშინ უნდა დავთანხმებულიყავი როცა თვითონ მთხოვდა. ეხლა მასთან ურთიერთობის აწყობა გამიჭირდება საერთოდ თუ გამომივიდა_დავნაღვლიანდი _მე მჯერა რომ ყველაფერი გამოგივა. იმედი არ დაგაკრო და ხელი არ ჩაიქნიო. კაი გავედი ეხლა მე. ექიმთან უნდა მივიდე და მერე შეგეხმიანები _ხომ მშვიდობაა?ექიმთან რა გინდა? _არაფერი ისეთი. გამოკვლევებზე მივდივარ _რამე ახალი ხომ არაფერი?_ეშმაკურად ვკითხე _ჯერ არა და იმედია მალე იქნება ეგ სიახლე _გადამკოცნა და დამემშვიდობა. ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი, ანგარიში მოვითხოვე და ბარი დავტოვე. 1 კვირა ძალიან მალე გავიდა. დღეს უკვე პარასკევია და სანდროს მშობლებთან მივდივარ გასაცნობად. ძალიამ ვნერვიულობ, ისე ვარ თითქოს მომავალ დედამთილ-მამამთილთან მივდივარ და ჩემი თავი უნდა გააცნოს სანდრომ. სადად გამოვეწყვე. ზედმეტი არაფერი. თმები უბრალოდ გავიშალე, მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, მუხლამდე მუქი შინდისფერი კაბა და შავი მარალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. ლიზიკო გავამზადე და სანდროს დაველოდე. მალე ისიც მოვიდა. _აბა მზად ხართ?_ამათვალიერა _კი,კი. ჩანთებს ავიღებ და წავიდეთ. ოთახიდან ჩემი და ლიზის ჩანთა გამოვიტანე. სახლის კარები გადავკეტე და მანქანაში ჩავჯექით. გზაში უფრო ავნერვიულდი და ეს სანდრომაც შეამჩნია _მეჩვენება თუ ნერვიულობ ნატალი?_სხვათაშორის იკითხა სანდრომ _რაღა დაგიმალო და კი _მერე რა განერვიულებს? უბრალოდ გაიცნობ და ეგაა. რა სტატუსითაც შენ მიმყავხარ არ გაძლევს ნერვიულობის საბაბს. როგორც ჩემი მომავალი ცოლი ისე არ მიმყავხარ რომ დაგიწუნონ_ჩაეცინა_ჩემი შვილის დედა ხარ და მათი მოწონება არ მოწონება ფაქტს ვერ შეცვლის, ამიტომ მოეშვი რა_თითქოს ცივი წყალი გადამასხეს ან სილა გამილაწუნეს. მისმა სიტყვებმა ადგილს მიმაყინა.გული ძალიან მეტკინა. ე.ი რომ არ მოვეწონო მაინც არაფერს არ ნიშნავს, რადგან ფაქტს ვერ შევცვლი და მაინც მისი შვილის დედა დავრჩები. _ეს რა შუაშია_ვეცადე ხმა გამეკონტროლებინა_მაინც პირველად მივდივარ ოჯახში, არავის არ ვიცნობ შენს გარდა და ბუნებრივია რომ ვნერვიულობ,თან უბრალო ხალხი ხომ არ არის, ჩემი შვილის ბებია და ბაბუაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათზე რა შთაბეჭდილებას მოვახდენ. რა მნიშვნელობა აქვს რა სტატუსით მიგყავარ_გაღიზიანებულმა ვუთხარი _კარგი დამშვიდდი, მე როგორც იყო ისე გითხარი. ეხლა ცოტა მოეშვი, თორემ სტერვას შთაბეჭდილებას დაუტოვებ მათ და შენ ნამდვილად არ მოგეწონება მერე მაგათი შეხედულება_გამიცინა_მოეშვი რა. _მოაბრუნე მანქანა!_ვიყვირე ნერვებმოშლილმა_არ მინდა მათ გასაცნობად წასვლა. აღარ მინდა_მალე ტირილს დავიწყებდი_სანდრო, რომ გეუბნები მოაბრუნე მანქანა. გადავიფიქრე. არ მინდა ვიცნობდე მათ. დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის_ხმა წამერთვა. გაოცებულმა შემომხედა და მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა. _კარგი ნატალი მაპატიე. არ მინდოდა შენი წყენინება. დამშვიდი და გთხოვ მაპატიო_ცრემლები უნებურად წამომივიდა _შენ ჩემს დამცირებას ცდილობ. მაგრძნობინებ, რომ შეიძლება შენს მშობლებს არ მოვეწონო _რა სისულელეებს ამბობ ნატალი. ეგ მე სადმე ვთქვი?_გაიოცა _პირდაპირ არ გითქვამს, მაგრამ მიმახვედრე_ავსლუკუნდი_არ მინდა, ასე აღარ მინდა. ნერვები მოშლილი მაქვს. ასე მართლა ცუდი წარმოდგენა შეექმნებათ ჩემზე. არ მინდა რა, ვერ შევხვდები დამაბრუნე სახლში ანდა არ მინდა, ჩემით წავალ, შენ და ლიზიკო კი წადით_ის იყო გადასვლას ვაპირებდი, მკლავზე მაგრა მომქაჩა და ადგილზე დამაბრუნა _ნატალი ეხლა წყობილებიდან არ გამომიყვანო! რას ნიშნავს არ წამოხვალ და ვერ გაიცნობ? ისინი უკვე გელოდებიან, იციან რომ მივდივართ და რომ მივალ რა ვუთხრა? გზაში ნერვები ავუშალე და თქვენი გაცნობა გადაიფიქრა მეთქი?ასე ქაჯივით ნუ მოიქცევი რა_ცოტა ხმამაღლა ლაპარაკობდა. ლიზიკო გაოცებული ხან ერთს შეხედავდა და ხან მეორეს. ვერ გაეგო რა ხდებოდა_ეხლა ცოტა დამშვიდდი. თუ გინდა თვალებს მიხედე და დაუბრუნე ძველი სახე, სულ ჩამოგედღაბნა ფანქარი. მიდი, დაგელოდები და მერე წავიდეთ_ცოტა დამშვიდებულმა მითხრა. მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია. ბოლოსდაბოლოს ჩემი სურვილი და ნება იყო მათი გაცნობა და ეხლა მართლა ქაჯივით ხომ არ მოვიქცეოდი. თან სანდროს მშობლები იფიქრებდნენ რომ უპასუხისმგებლო, ჩემს თავში გაურკვეველი ქალი ვარ, რომელმაც არ იცის რა უნდა. ჩანთიდან კოსმეტიკის პატარა ჩანთა ამოვიღე და თავის მოწესრიგებას შევუდექი. ამლე მოვიშრე ჩამოდღაბნილი ფანქარი და ხელახლა გავიკეთე. მალე მოვრჩი პროცედურას. სანდროს ვანიშნე წავსულიყავით. მანაც მანქანა დაძრა და გავემართეთ მისი სახლისკენ.მანქანიდან ძლივს გადმოვედი. ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობს. საკმაოდ დიდი ეზოთი. ეზომ ძალიან მომხიბლა. უამრავი სახეობის ყვავილი დაერგოთ. კარი საკმაოდ მოხდენილმა ქალბატონმა გაგვიღო და ჩვენს დანახვაზე გაეღიმა _მოვედით დედა_გადაკოცნა სანდრომ. მე ისევ ნერვიულობამ შემომიტია_გაიცანი დედა, ეს არის ნატალი. ნატალი ეს დედაჩემია, ქალბატონი ნანა_გაიცინა სანდრომ და ქალს ლოყებზე მსუბუქად უჩქმიტა _სასიამოვნოა ჩემო კარგო. მოდით შემოდით, აქ კარებთან ხომ არ ვიდგებით. ჩემი სიხარული გოგო მოსულა ჩემთან_ეხლა ლიზიკოს მიუბრუნდა _მოდი ბებოსთან ბებო გენაცვალოს_მე გამომართვა და გულში ჩაიკრა.საკმაოდ დიდ მისაღებ ოთახში შევედით, იქვე დივანზე ასაკოვანი მამაკაცი იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ჩვენი ხმის გაგონებაზე ფეხზე წამოდგა და ჩვენკენ წამოვიდა _ეს მამაჩემია. მამა ეს ნატალია_წარუდგინა სანდრომ მამამისს ჩემი თავი _თემურ ყაზბეგი-ხელი ჩამომართვა_ეხლა მივხვდი ლიზიკო ასეთი ლამაზი ვის გავს_გამიღიმა_ძალიან ლამაზი ბრძანდებით_გავწითლდი და ძლივს ვუთხარი მადლობა. საოცრად თბილი ადამიანები აღმოჩნდნენ სანდროს მშობლები. მოგვიანებით სანდროს და ქეთაც მოვიდა თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად. ქეთაც არაჩვეულებრივი პიროვნება აღმოჩნდა. მალე გავუგეთ ერთმანეთს. ლიზიკომ საბა დაინახა თუ არა, მაგის მერე არავინ არ უნდოდა. სულ ერთად იყვნენ და თამაშობდნენ. მოკლედ ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. მართლა ძალიან მომეწონა სანდროს ოჯახი და გულში ღრმად რაღაც ძალიან ჩამწყდა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა რომ მშობლები გვერდით მყავდეს და მეც სანდროსნაირი თბილი ოჯახი მქონდეს. მყავდეს დედმამისშვილი. რა საკვირველია ამმიდაჩემი და გოჩა ბიძია ჩემთვის მშობლებივით არიან და ძალიან მიყვარს, მაგრამ მშობელი და მისი სითბო სულ სხვაა. ცოტა დავნაღვლიანდი. უკვე ჩემი წასვლის დრო იყო. აბა სულ აქ ხომ არ დავრჩებოდი. მე საწინააღმდეგო არაფერი ამქვს მაგრამ..... არის ბევრი მაგრამ... _ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან, მაგრამ ჩემი წასვლის დროა_ფეხზე წამოვდექი _კიდევ ცოტა ხნს დარჩენილიყავი შვილო_სითბჩამდგარი ხმით მითხრა ნანამ _არა, უკვე გვიანია და უნდა წავიდე. დიდი მადლობა ამ საღამოსთვის_გავუღიმე _კიდევ გამოგვიარე ხოლმე. ძალიან გამიხარდება_მე უბრალოდ გავუღიმე. _შეგეხმიანები ხოლმე. ძალიან მომეწონე_მომიახლოვდა ქეთა და გადამკოცნა _აუცილებლად_მეც გავუღიმე. აბა ნახვამდის. ლიზიკოსაც ბევრი ვაკოცე და გასასვლელისკენ წავედი. ნატალი დამელოდე_სანდრო წამომეწია_მიდი ჩაჯექი. თავისი მანქანისკენ მიმითითა _იყოს სანდრო, ნუ შეწუხდები. ტაქსს გამოვიძახებ და მაგით წავალ. სანდრომ ,,ეგ როგორ მაკადრე’’ გამომეტყველებით შემომხედა _ნუ ბჟუტურებ ეხლა რაღაცებს. გგონია ამ საღამოს ტაქსით გაგიშვებ? მე მოგიყვანე და მე წაგიყვან_კატეგორიულად მითხრა. სხვა გზა არ მქონდა. მანქანაში ჩავჯექი. _აბა, მოგეწონა ჩემი მშობლები?_ჩაჯდა თუ არა მანქანაში მკითხა და მანქანა დაქოქა _ძალიან, ძალიან მომეწონა ყველა. მართლა არაჩვეულებრივი ოჯახი ყავს. ძალიან თბილები და კარგები არიან_დავსევდიანდი ისევ და თავი ჩავხარე _თუ მოგეწონნენ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა რატომ მოიწყინე?_გვერდულად გადმომხედა _არ დაგიმალავ და გეტყვი რომ შენი საოცრად მშურს_მისკენ არ მიმიხედავს ისე ვუთხარი. _გშურს?_გაკვირვებულმა გამომხედა _ხო, ძალიან. შენ გაქვს ოჯახი. გყავს მშობლები, და, დისშვილი.ძალიან მინდა რომ მეც მყავდეს გვერდით მშობლები და მარტო არ ვიყო ობოლი, მარტოსული_ცრემლები წამომივიდა _ნატალი, შენ მარტოსული არ ხარ. გვერდით უამრავი ადამიანი გყავს, ლიზიკო, მამიდაშენი, ბიძაშენი, მარი... _ხო,მაგრამ მაინც მარტო ვარ! მშობლების გარეშე ძალიან ძნელია _სამწუხაროდ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ბედს უნდა შეეგუო ნატალი _მე უკვე დიდი ხანია ბედს შეგუებული ვარ, ძალიან დიდი ხანია. უბრალოდ წამომივლის ხოლმე მშობლების მონატრება_ცრემლები შევიმშრალე_ბოდიში, რომ ჩემი ტკივილი გარს მოგახვიე _რას მებოდიშები ნატი_ნატი ისე თბილად წარმოთქვა, რომ თავიდან წამომივიდა ცრემლები_აუ კაი ტო, ისევ ტირი. ეხლა რა გატირებს?_გაუკვირდა _ჩემი უბედობა მატირებს. ჩემი სიმხდალე მატირებს.ჩემი სულელური პრინციპები მატირებს. ჩემი იდიოტური სტერეოტიპები მატირებს. მონატრება, შენი მონატრება მატირებს სანდრო.არ შემიძლია, გეფიცები ვერ ვუძლებ ამ გრძნობას. ეხლა აქ, შენს გვერდით ვზივარ და სურვილი მახრჩობს რომ მოგეხვიო, გაკოცო, ჩემად გიგულო, მაგრამ...მაგრამ ჩემი სულელური საქციელის გამო ამის უფლება არ მაქვს_ცრემლები არ წყვეტდნენ დინებას. სანდრომ ხელი დამისვა სახეზე და ცრემლები მომწმინდა _მართალი ხარ! შენი სულელური საქციელის და გადაწყვეტილების გამო ხარ ამ დღეში, მაგიტომ მოთქვამ ეხლა ასე_პაუზა გაკეთა_მაგრამ რა ვქნა რომ მეც ვერ ვერევი ამ გრძნობას, რომელიც ჩემზე ძლიერია. ყველაფრის მიუხედავად... ყველაფრის მიუხედავად მაინც შენკენ მიილტვის ჩემი არსებობა_თვალებში ვუყურებდით რამდენიმე წამი ერთმანეთს. შემდეგ ის ჩემკენ დაიხარა, ტუჩებზე თითი გადამისვა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. როგორ მომნატრებია და მაკლდა თურმე მისი ალერსი. ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს _კაი, მიდი ეხლა ადი და შეგეხმიანები მერე_ლოყაზე ხელი დამისვა და გამიღიმა. მე მხოლოდ თავი დავუქნიე, რადგან ლაპარაკის უნარი დაკარგული მქონდა. დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი. სახლში რაღაცნაირად ბედნიერი ავედი. არ ვიცი რატომ, მაგრამ დადებითად დავიმუხტე, თითქოს იმედი მომეცა და გზა გამეხსნა სანდროსკენ. ღამით კარგად დამეძინა. *************************************************************** -ეკა, აქ სალაპარაკოდ დაგიბარე_დაიწყო სანდრომ, როგორც კი ეკა მივიდა მასთან ბინაში _გისმენ საყვარელო_ტუჩებში საკოცნელად წავიდა,მაგრამ სანდრომ თავი აარიდა _პირდაპირ საქმეზე გადავალ და პირდაპირ გეტყვი რაზეც დაგიბარე_პაუზა გააკეთა_ჩვენს ურთიერთობას წერტილი უნდა დავუსვათ _რაააა?? რას ნიშნავს სანდრო? ანუ მშორდები?_გაღიზიანებულმა დაიწყო ეკამ _ეკა, ზედმეტი პანიკების და სცენების გარეშე რა. ორივემ კარგად ვიცოდით რა ურთიერთობაც გვქონდა ერთმანეთთან. მე თავიდანვე გარკვევით აგიხსენი რისი იმედი უნდა გქონოდა და რისი არა. ეგ სავსებით მოსალოდნელი იყო რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დავშორდებოდით, ხოდა დადგა ეს დღე. ამიტომ ყველანაირი აყალმაყალის და ისტერიკების გარეშე, გაგებით მოეკიდე ამ ამბავს. შენთან ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებ. არ მინდა შენც მოგატყუო და თავიც მოვიტყუო. _მაგ ქალის გამო მშორდები ხო? მოიცა რა ქვია? ნატალი... ხო, ხო ნატალი. მის გამო მშორდები არა?-წიკვინებდა ეკა_მან აგირია ტვინი და მასთან გინდა არა?_სიმწრით გაიცინა _ეკა! მორჩი! გითხარი დრამატიზებული სცენების გარეშე მეთქი! შენი საქმე არ არის მე ვის გამო და რატომ გშორდები. მთავარი აქ ფაქტია. ფაქტი, რომ ვშორდებით _რა გაგიკეთა ასეთი იმ ქალმა სანდრო?_ფეხზე წამოდგა და სანდროს სახე ხელებში მოიქცია_მითხარი ასე რით მოგხიბლა. რა აქვს მაგას ისეთი რაც მე არ მაქვს? მითხარი სანდრო. მე... მე მართლა მიყვარხარ_ცრემლები წამოუვიდა _ეკა, მშვენივრად ვიცით ორივემ,რომ შენ მე არ გიყვარვარ. ორივე საერთო მიზნით ვიყავით ერთად. ორივეს ვნება გვაერთიანებდა, სამწუხაროდ ვნება გაქრა და არანაირი გრძნობა აღარ დამჩა შენს მიმართ. არ მოგატყუებ და სიმართლეს გეტყვი. რა აზრი აქვს ტყუილებს. შენ მართალი ხარ.მე ნატალი მიყვარს და მინდა მასთან გავატარო დარჩენილი ცხოვრება. ის ჩემი შვილის დედა და ერთადერთი ქალია, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებ. ძალიან ვწუხვარ ეკა, მაგრამ ჩვენი ბოლო ასეთი იქნებოდა, ეგ ორივემ კარგად ვიცოდით. ეკა ერთხანს ჩუმად უსმენდა. ცრემლები მოიწმინდა _ყველაფერი უკვე გადაგიწყვეტია. რა აზრი აქვს რამე ვთქვა და გადაგარწმუნო, მითუმეტეს რომ არანაირ მცდელობას აზრი არ ექნება. მე..მე მართლა ბედნიერი ვიყავი შენს გვერდით და მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთვის, რაც შენთან გავატარე_ერთხანს ჩაფიქრდა_მე ბედნიერებას გისურვებ ნატალისთან_ამოიოხრა, რამდენიმე წამი უყურა სანდროს და მისი სახლი დატოვა. სანდრომ ღრმად ამოიხვნეშა ******************************************************** _მიხარია შენი გადაწყვეტილება სანდრო. ეხლა ჯიბრის და ბუტიაობის დრო არ არის. ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას შენ და ნატალი. მართლა ძალიან მიხარია _მეც ეგრე ვარ. ეკა კი შემეცოდა. მას თავის თავში გარკვევა და თავისი თავის პოვნა ჭირდება. ისიც იპოვის ვინმეს, ვისთანაც ნამდვილად ბედნიერი იქნება, სრულყოფილად ბედნიერი. მე მისთვის ცუდი კანდიდატურა ვიყავი ნამდვილად. რაც შეეხება ნატალის, ამ საღამოს მივალ და დაველაპარაკები_გაეღიმა_ერთი სული მაქვს ვნახო _წარმატებები აბა. იცოდე მალე მაქეიფე შენს ქორწილში_სიცილით უთხრა მახომ _შენ მოემზადე მეჯვარეობისთვის_მხარზე ხელი დაკრა_წავედი აბა, მალე ნატალიც დაამთავრებს სამსახურს და მასთან უნდა მივიდე ************************************************************** სამსახურიდან მამიდაჩემთან წავედი ლიზიკოს წამოსაყვანად. ცოტა ხანი დავრჩი და მალევე წამოვედით.სახლში მისულს სანდრომ დამირეკა და მითხრა რომ ჩემთან საქმე ქონდა. მეც ვუთხარი რომ უკვე სახლში ვიყავი. ერთ საათში სანდრო მოვიდა.ლიზიკო ყოველთვის დიდი სიყვარულით და სიხარულით ხვდება სანდროს. ეხლაც გაგიჟდა სიხარულისგან მამამისი რომ დაინახა. ლიზიკოს მსგავსად მეც საოცრად გამიხარდა მისი დანახვა და ეს ჩემს სახეზეც აისახა. მაბედნიერებს მისი ნახვა. _აბა, რა ხდებოდა მამი ბაღში?_მიეფერა სანდრო ლიზის _დღეს ახალი ლექსი ვისწავლე. მერე მასწავლებელს მოვუყევი და მასწავლებელმა კარგი გოგო ხარო_ამაყად გაიჯგიმა ლიზი. მე და სანდროს გაგვეცინა _აბა რა მა, ჩემი გოგო ხარ და ყველაზე მაგარი ხარ შენ. ამ ლოყებს მოგაჭამ. რა სიცოცხლე ხარ მა_ესიყვარულებოდა და კოცნიდა სანდრო ლიზის. მე ვუყურებდი მათ და გული სითბოთო მევსებოდა. ეხლა სანდრომ ჩემკენ გამოიხედა _ნატი, შენთან სალაპარაკო მაქვს _კარგი_გავუღიმე_ყავას დალევ? _ყავას დავლევ_მანაც გამიღიმა_სამზარეულოში გავედი და ყავისთვის წყალი დავდგი.მალევე გამზადდა და გავიტანე მისაღებში, თან ტკბილეულობაც მივაყოლე და ჟურნალის მაგიდაზე დავდე. მეც ჩამოვჯექი. ლიზიკო თავის მაგიდასთან დაჯდა და ხატვა დაიწყო. _ნატი, მინდა რომ ჩვენი ურთიერთბა საბოლოოდ გავარკვიოთ_დაიწყო სანდრომ და ყავა მოსვა. მე განაბული ვუსმენდი_ჩვენ უკვე აღარ ვართ პატარები. ერთმანეთს საკმარისად ვატკინეთ გული. ეხლა კი არ არის დრო რომ ერთმანეთზე ჯავრით ვაკეთოთ რაღაცები და ცალ-ცალკე დავიტანჯოთ. მე დავივიწყებ ყველაფერს რაც წარსულში მოხდა. მინდა რომ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი, ჩვენს შვილთან ერთად და იმედია შენც გინდა ეგ. თავიდან შენ უარზე იყავი ჩემთან ცხოვრებაზე და ჩემს ცოლობაზე, მაგას აწი აღარ გავისხენებ, ვეცდები დავივიწყო. ამ ქვეყნად სამუდამოდ არავინ არ ცხოვრობს, ხოდა ვეცადოთ რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ. ლიზიკო სრულფასოვან ოჯახში გაიზარდოს, დედასთან და მამასთან ერთად.შენთან ისევ წინადადებით ვარ მოსული და ამჯერად იმედი მაქვს დადებით პასუხს მივიღებ. ცოლად გამომყევი ნატი_მითხრა და ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან_ეს დედაჩემის ნაქონია. თავისი რძლისთვის ინახავდა. მე ბედნიერების ცრემლები წამომივიდა. მეტყველების უნარი დავკარგე. მან მე მაპატია ყველაფერი და ეხლა ისევ ცოლობას მთავაზობს. ,, რას ფიქრობ ამდენს, დროზე უთხარი თანხმობა ,სანამ ისევ გადაუფიქრებია და საბოლოოდ არ უთქვამს უარი შენზე’’ მკარნახობდა გონება. მეც მალევე მოვეგე გონს და სანდროს გავუღიმე -არ ვაპირებ ამ შანსის ხელიდან გაშვებას. არ ვაპირებ ბედნიერებაზე უარის თქმას. არ ვაპირებ შენს დაკარგვას. მე მინდა რომ დარჩენილი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო. მინდა ჩვენს შვილთან და კიდევ მომავალ შვილებთან ერთად ბედნიერები ვიყოთ, ამიტომ თანახმა ვარ ცოლად გამოგყვე_ვუთხარი ბედნიერმა. მისკენ წავედი და ჩავხუტე. სანდრომ მაგრა მომხვია ხელები. რამდენიმე წუთი ასე ჩახუტებულები ვიჯექით და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით _მოდი ეგ ბეჭედი გაგიკეთო_მითხრა ღიმილით სანდრომ. მეც ხელი გავუწოდე და ბეჭედი გამიკეთა. მართლაც რომ ულამაზესი ბეჭედი იყო. ცრემლები წამომივიდა ისევ და სანდროს ვაკოცე _კაი რა ნუ ტირი, თორემ ვიფიქრებ რომ არ გინდა ჩემი ცოლობა და ძალით დამთანხმდი_გაიცინა სანდრომ _ეს ბედნიერების ცრემლებია სან, მართლა საოცრად ბედნიერი ვარ. როგორც იქნა მივხვდი, რომ ძალიან მიყვარხარ და მალე შენი ცოლი გავხდები_გავუღიმე და ვაკოცე _შენ პირველად მითხარი რომ გიყვარვარ. ეს დღე უნდა ჩავინიშნოთ და აღვნიშნოთ ხოლმე ყოველ წელს_კვლავ გაიცინა_მეც მიყვარხარ ნატი. ჩემი ოცნების ქალი ხარ. სხვა ვერ წარმომიდგენია ჩემი შვილების დედად. მინდა რომ რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთ _როცა შენ გინდა. მე ნებისმიერ დროზე თანახმა ვარ _მაშინ ხვალვე დავიწეროთ ჯვარი და ჩემთნ გადმოდი საცხოვრებლად, რაღას ვუცადოთ. მერე კი ქორწილზე მოვილაპარაკოთ როდის გვექნება _ქორწილიც გვექნება? _არ გინდა? _არ ვიცი, რა საჭიროა? უბრალოდ ჯვარი დავიწეროთ და ხელი მოვაწეროთ. ესეც საკმარისი იქნება-მხრები ავიჩეჩე _კარგი, ქორწილზე მერე გადავწყვიტოთ. ამისთვის ბევრი დრო გვექნება. ეხლა კი მაკოცე და შეეცადე დაკარგული დრო ამინაზღაურო _მერე ლიზიკო?_ლიზიკოსკენ გავიხედე, რომელიც კვლავ ხატავდა _ლიზიკო ჭკვიანი გოგოა და გაუგებს მშობლებს_თვალი ჩამიკრა_თანაც ლიზიკოს ჩვენი აზრი სულ არ აქვს ეხლა, თავის სტიქიაშია_სიტყვის თქმა არ მაცალა ისე დამაცხრა ტუჩებზე. ჯვარი მეორე დღესვე დავიწერეთ, როგორც შევთანხმდით. მისი მეჯვარე მახო იყო, ჩემი კი ქეთი, სანდროს და. რესტორანში ვიწრო წრეში აღვნიშნეთ ჩვენი ჯვრისწერა. საღამოს სანდროსთან გადავედი. აუცილებელი ნივთები წავიღე, დანარჩენს მერე მივხედავ.ლიზიკო ძალიან დაიღალა და დავბანე თუ არა ეგრევე დაეძინა. მე კიდევ შხაპი მივიღე და ხალათით გამოვედი აბაზანიდან. ბარგის ამოლაგება დავიწყე. სანდრო შემოვიდა ოთახში. ისიც აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული. _რას აკეთებ_მომიახლოვდა და ყელზე მაკოცა _ბარგს ვალაგებ _მაგას სხვა დროსაც მოახერხებ, ეხლა კი მენატრები და შენთან მინდა თან სასწრაფოდ_მისკენ მიმატრიალა და ტუჩებში მაკოცა _სანდრო, მალე მოვრჩები_ისევ გამაწყვეტინა კოცნით _მე ვეღარ ვითმენ. დავიჯერო შენ შეგიძლია ელოდო როდის მორჩები მაგის ამოლაგებას და მერე მოხვიდე ჩემთან? _თან მელაპარაკებოდა და თან მკოცნიდა_ერთი სული მაქვს კვლავ შეგიგრძნო_უკვე გონება დაბინდული მქონდა და სიამოვნების მორევში ვცურავდი. აღარაფერი მახსოვდა სანდროს ალერსის გარდა. თმებში ხელი შევუცურე და მეც ვნებიანად ავყევი კოცნაში. ხელი მსუბუქად მკრა და ორივე საწოლზე აღმოვჩნდით _დაკარგული დრო უნდა ავინაზღაურო, ამიტომ ჩემგან თავის დაღწევის იმედი ნუ გექნება_ვნებიანად მიჩურჩულა და კვლავ მაკოცა _არც ვაპირებ თავის დაღწევას_მეც ასევე ვნებიანად ჩავჩურჩულე.მის მკლავებში საოცარ სიამოვნებას განვიცდიდი. მთელი ღამე ერთმანეთის ალერსში გავატარეთ. დილით მის მკლავზე თავდადებულს გამეღვიძა. გამეღიმა. თავი ავწიე და მსუბუქად ვაკოცე ტუჩებში. მასაც გაეღვიძა _რა ბედნიერი დილაა. შენი კოცნა რომ მაღვიძებს_ჩემს ზემოთ მოექცა და ვნებიანად მაკოცა_ვერ ვძღები შენით, არ მყოფნი_ხარბად შეისუნთქა ჩემი კანის სურნელი და ყელზე მაკოცა. _მე სიამოვნებით ვიქნებოდი მთელი დღე შენთან ერთად საწოლში, მაგრამ უნდა ავდგეთ. ლიზიკო გაიღვიძებს მალე_ვაკოცე და წამოვდექი. _არაუშავს, საღამოს ავანაზღაურებთ_თვალი ჩამიკრა. _ხო მართლა, დღეს ჩემები გველოდებიან. სამსახურის მერე მათთან უნდა გავიდეთ _კარგი_გავუღიმე და წყალი დავადგი ყავისთვის. საოცარი დილა იყო. ოჯახური იდილია სუფევდა ჩემს ირგვლივ. მე ჩემი ქმრისთვის და შვილისთვის საუზმეს ვამზადებდი. სახეზე ბედნიერების ღიმილი დამკრავდა. სამსახურის მერე სანდროს მშობლებთან წავედით. იქ მისულებს თვალები გამიფართოვდა როცა მამიდაჩემი, გოჩა ბიძია, მარიამი და თედო დავინახე. სიხარულისგან გული ლამის გამისკდა. მათ აქ ნახვას არ ველოდი. მივედი და ყველას სათითაოდ ჩავეხუტე _რომ იცოდე როგორ მიხარია შენი გადაწყვეტილება ჩემო გოგო. ძალიან ბედნიერი ვარ შენ რომ ასეთს გიყურებ_მითხრა მამიდამ და გულში ჩამიკრა _ბედნიერებას გისურვებ შენს ქმარ-შვილთან ნატი, ხომ იცი რომ შვილივით მიყვარხარ_ეხლა გოჩა ბიძია ჩაერთო საუბარში _ძალიან მიყვარხართ ორივე. თქვენს ამაგს ვერასდროს გადავიხდი_ვეხუტებოდი ხან ერთს ხან მეორეს და ცრემლები მდიოდა _როგორც იქნა მორჯულდა ქალბატონი_სიცილით მითხრა მარიამმა _მარ, რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ_ჩავეხუტე _მეც ბედნიერი ვარ შენ რომ ასეთს გხედავ. როგორც იქნა სწორი გადაწყვეტილება მიიღე. _გილოცავ ცოლის დავ_თედომ გადამკოცნა. უბედნიერესი ვიყავი ახლობლების გარემოცვაში. თემური და ნანა ისე თბილად მექცეოდნენ, თითქოს მათი შვილი ვიყავი _ნატალი, შვილო, შენ უკვე ჩვენი შვილი ხარ. იცოდე სანდრომ რამე რომ გაწყენინოს პასუხს მე მოვთხოვ_თითი დაუქნია თემურმა სანდროს_ყველას გაგვეცინა _ძალიან გახარებულები ვართ, რომ როგორც იქნა სანდრომ ეს ნაბიჯი გადადგა და დაქორწინდა_ეხლა ნანა ჩაერთო საუბარში_და მიხარია რომ მისი ცოლი შენ ხარ ნატალი_სიყვარულით მესაუბრებოდა ნანა. საოცარი საღამო იყო. ბედნიერებისგან თავბრუ მესხმოდა. ოჯახური გარემო და სიყვარული სუფევდა ირგვლივ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. _ვერ აღვწერ სანდრო რას ვგრძნობ.გეფიცები ასეტი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ და მინდა სამუდამოდ ასე გაგრძელდეს_სახლში რომ მივედით სანდროს ვუთხარი _მიხარია ასეთს რომ გხედავ და შენგან ეს სიტყვები მესმის ნატი. გეფიცები ყველაფერს ვიზამ რომ სულ კარგად ვიყოთ. ერთმანეთის ნდობა, პირველ რიგში ერთმანეთს თვალდახუჭული უნდა ვენდოთ და ერთმანეთში ეჭვი არ შევიტანოთ უმიზეზოდ. მე ყველანაირად ვეცდები იმედები არ გაგიცრუო ნატი. ძალიან მიყვარხარ _ძალიან მიყვარხარ. *********************************************** უბედნიერესმა 3-მა თვემ ჩაიარა ჩვენი თანაცხოვრებიდან. ქორწილზე უარი ვთქვით, რადგან არ მინდოდა ზედმეტი პომპეზურობა და ა.შ. თაფლობის თვე ზაფხულში დავგეგმეთ ჰავაის კუნძულზე. მართლაც რომ საოცარი გრძნობაა ოჯახზე ზრუნვა. ყოველ დილით ადრე ადგომა და საყვარელი მამაკაცისთვის საუზმის მომზადება. მისი ტანსაცმლის გამზადება. საღამოს მისი ლოდინი. მოსულზე მაგრა ჩახუტება და რაც მთავარია უამრავი კოცნა. ლიზიკო ბედნიერებისგან დაფრინავდა, რადგან დედა და მამა ერთად ცხოვრობდნენ. ზოგჯერ ღამით ჩვენთან შემოვიდოდა და შუაში ჩაგვიწვებოდა. მე და სანდროს ძალიან გვინდა კიდევ გვეყოლოს შვილები. ბოლო ერთი კვირაა თავბრუსხვევა და გულისრევა მაწუხებს. გადამიცდა კიდევაც. ჩემი ეჭვები, ჯერ არ გამიმხელია სანდროსთვის. მინდა ზუსტად დავრწმუნდე და მერე გავახარებ. ტესტი გავიკეთე და დადებითი აჩვენა. სიხარულისგან შევკივლე. გადავწყვიტე გამოკვლევებზე მივსულიყავი ექიმთან და კიდევ დამეზუსტებინა ჩემი ორსულობა, მერე კი ვეტყოდი სანდროს. საავადმყოფოდან უბედნიერესი გამოვედი, რადგან ჩემი ვარაუდები გამართლდა და ტესტიც მართალი აღმოჩნდა. მე ორსულად ვარ. ეგრევე სახლში წავედი. ლიზიკო ბებია და ბაბუასთან გვყავს გაშვებული. მათთან ძალიან უყვარს და ხშირად რჩება მანდ. სანდროს ველოდები. ერთი სული მაქვს როდის ვახარებ ამ ამბავს.სამსახურიდან დაღლილი მოვიდა. როგორც კი შემოვიდა მაგრა ჩავეხუტე და ვაკოცე _რას მივაწეროთ ესეთი აჟიტირებული რომ ხარ?მოხდა რამე?_როცა ჩემს ძალიან გახარებულ სახეს შეხედა მკითხა. მაკოცა და გაეღიმა _უბედნიერესი ვარ სან _მე არ გამიზიარებ შენს ბედნიერებას? _არ შეჭამ? _ჯერ მითხარი რატომ ხარ ასე და მერე_ გამიღიმა.მივედი და კალთაში ჩავუჯექი _დღეს საავადმყოფოში ვიყავი_სახე შეეცვალა _რამე გჭირს?_ფერები გადაუვიდა სახეზე _კი, მჭირს_სერიოზულად ვუთხარი _ნატალი ნუ მაშინებ. მალე მითხარი_მის შეშინებულ სახეზე გამეცინა _გოგო გინდა თუ ბიჭი?_მოულოდნელად ვკითხე. თვალები გაუფართოვდა _ნატალი ორსულად ხარ?_გაოგნებულმა მკითხა. მე თავი დავუქნიე _გილოცავ მამიკო კიდევ ერთ შვილს_ბედნიერმა ვაკოცე. _ერთი კვირა თავბრუსხვევები და გულისრევები მაწუხებდა. გუშინ ტეტსი გავიკეთე და დადებითი მაჩვენა. დღეს ექიმთან ვიყავი რომ ბოლომდე დავრწმუნებულიყავი, ამიტომ არ გითხარი გუშინვე. ლიზიკოს დას ან ძმას ვაჩუქებთ_გავუღიმე. სანდროს თვალები აუწყლიანდა. აკანკალებული ხელები მომადო მუცელზე და მომეფერა _აუ რა მაგარია. კიდევ ერთი შვილი. აუ არ მჯერა_ნატალი, კიდევ გვეყოლება შვილი.აუ, რომ წარმოვიდგენ გაბერილი რომ იქნები. რა ბედნიერი ვარ რომ იცოდე ნატალი. მიყვარხარ სიგიჟემდე_არეულად ლაპარაკობდა,მხურვალედ მკოცნიდა და მეფერებოდა მუცელზე_ჩემები გაგიჟდებიან რომ გაიგებენ. წარმოიდგინე ლიზიკოს როგორ გაუხარდება და ან ძმა რომ ეყოლება_არ მჯერა რომ ასეთი ბედნიერი ვარ და მადლობა ნატი შენ ასეთი საჩუქრისთვის. უბედნიერეს კაცად მაქციე _მე კიდევ შენ მაქციე უბედნიერეს ქალად. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ სანდრო. წარმოდგენა არ მაქვს ამ ყველაფერის გარეშე აქამდე როგორ ვცხოვრობდი. სანდროს გარეშე როგორ ვარსებობდი. მან ჩემს არსებობას ნათელი ფერები შემატა. სანდრომ, ლიზიკომ და ჩემმა ჯერ კიდევ დაუბადებელმა შვილმა ცხოვრება გამიფერადა. ჩემს არსებობას აზრი მისცა. ვერც ერთი წამი ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე. სულელი ვიყავი როცა ჩემს პრინციპებს და უაზრო სტერეოტიპებს კაცების შესახებ, კინაღამ ჩემი ბედნიერება გადავაყოლე. მთავარია რომ გონს მოვეგე და ეხლა სრულყოფილი ქალი ვარ, საყვარელი მამაკაცის გვერდით, ჩემს შვილებთან ერთად. მადლობა ღმერთს, რომ ამხელა ბედნიერება გაიმეტა ჩემთვის. არასოდეს დანებდეთ. არასოდეს შეეგუოთ ბედს, პირიქით, იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის. ის შესაძლოა ორიოდე ნაბიჯში იყოს თქვენგან. ნუ გადააყოლებთ სულელურ პრინციპებს თქვენს სიყვარულს. იბრძოლეთ მისთვის. მე, ჩემი ცხოვრების ვერც ერთი წამი ვერ წარმომიდგენია იმ გრძნობების გარეშე, რასაც ჩემი ოჯახი იწვევს ჩემში. დასასრული. ----- ეს ერთიც და აღარ შეგაწყენთ თავს ჩემი ძველი ისტორიებით :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.