შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (1 თავი)


9-09-2015, 22:35
ავტორი chica sol
ნანახია 9 483

ჩემი ისტორია სახალისოდ არ იწყება. მე ელი გაგნიძე ვარ, 18 წლის. მშობლები 2 წლის წინ გარდამეცვალა ავტოავარიაში. მას შემდეგ ვცხოვრობდი დეიდასთან და ბიძიასთან. მშობლებისგან დამრჩა სახლი და ცოტაოდენი დანაზოგი. ჩემს სახლში გადასვლას სთუდენტობამდე და სრულწლოვანებამდე არ ვაპირებდი, ახლა კი 18 წლის ასაკში უკვე ჩემს სახლში ვცხოვრობ. ამ სამოთახიანის ყოველი კუნჭული ჩემსბავშვობას და მშობლებტან გატარებულ საუკეთესო წლებს მახსენებს, რომლის დავიწყებასაც არასოდეს ვისურვებდი. ამიტომაც ჩემს სახლში სიხარულით გადმოვედი "ჩემს" სახლში.ჩემი დეიდაშვილი ნია დარჩა ისევ მშობლებთან, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ჩემთან ატარებდა. ფილოლოგიურზე ჩავირიცხე 70% დაფინანსებით. ეს კიდევ ერთი პრობლემა იყო, რადგან დახმარების მიღებას არავისგან არ ვაპირებდი, ამიტომ მეორე სამსახური მომეძებნა. საერთოდ უკვე ვმუშაობდი წიგნების მაღაზიაში, მაგრამ ამით ვერ მოვახერხებდი თან თავი მერჩინა და თან სწავლის ფული გადამეხადა. "ბიბლუსში" უკვე დამპირდა უფროსი რომ სწავლისა და მეორე სამსახურის დროების მიხედვით გადამინაწილებდა სამუშაო საათებს.ყველა ვარიანტში 8 საათზე თავისუფალი ვიქნებოდი და მეორე სამსახური საღამის საათებში უნდა ყოფილიყო. დავიწყე ძებნა ხან ინტერნეტში, ხან გაზეთებში და საინტერესო რომ ვერაფერი ვნახე, ნერვებ მოშლილი სავარძელში ხვნეშით ჩავეხეთქე.
-მითხარი, რომ შენი გმირი ვარ...- ბრძანებით შემიანგრია ნიამ კარი და სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი აიფარა.
-ჩემი გმირი ხარ.- ამოვიბუტბუტე მოღუშულმა.
-მგონი შენთვის სამსახური ვიშოვე.- ცხვისწინ რაღაც ფურცელი ამიფრიალა.
-რა?- პირდაპირ წამოვფრინდი ფეხზე. -მანახე...- ხელიდან გამოვგლიჯე ფურცელი და გადავიკითხე. ჩვეულებვივი ვაკანსია იყო მიმტანის, ღამის კლუბში.
-არააა...- გავწელე სიტყვა და ყურები ჩამოვყარე.
-რა არა გოგო?- დამიცაცხანა ნიამ.
-აუ, არ მინდა რა ეს კლუბები და სტრიპტიზ ბარები... ჩემი არ არის რა...- თავი გავაქნიე.
-ჩემი არ არის... -გამომაჯავრა ჯღანვით და განაგრძო -რა გგონია აბა საგამოს საათებში სად დაიწყებ მუშაობას? გგონია ბავშვებს მოამზადებ ქართულ ენაში? ასეთია ღამის სამსახური გენაცვალე, ან მიმტანი იქნები, ან ჭურჭლის მრეცხავი და ან დამლაგებელი...- ხელები აიქნია ბრაზით.- ახლა არ ხარ ისეტ მდგომარეობაში, რომ სამსახურებს იწუნებდე...- დაასრულა გამოსვლა ნიამ და მომაჩერდა.
-ხო, მართალი ხარ, ნომერი წერია ხო?- ისევ ფურცელს ჩავაჩერდი, ტელეფონს დავავლე ხელი და მითითებულ ნომერზე დავრეკე.
-ალო- მომესმა მამაკაცის ხმა



№1  offline მოდერი Kira

საინტერესოა.. შემდეგ თავს ველოდები. შეეცადე შეცდომები გამოასწორო და უფრო დიდი თავები დადო.
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2 სტუმარი Ani

Velodebi shemdeg tavs chemo kargo)♥♥

 


№3  offline მოდერი chica sol

Ani
Velodebi shemdeg tavs chemo kargo)♥♥

შემდეგ თავს ხვალ დავდებ ჩემო კარგო love

 


№4  offline მოდერი chica sol

Kira
საინტერესოა.. შემდეგ თავს ველოდები. შეეცადე შეცდომები გამოასწორო და უფრო დიდი თავები დადო.

ვაიმე,ბავშვებო რომ იცოდეთ რა მჭირს... მთელი თავი ხელების ნკანკალით ჩავამთავრე... რატომღაც მეშინოდა უარყოფითი რეაქციების. მიხარია, რომ შემდეგ თავს ელოდებით <3

 


№5  offline მოდერი nicol

დასაწყისი კარგია... აუცილებლად დაველოდები შემდეგ თავს ♡♡♡ წარმატებებს გისურვებ მარიამ ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline წევრი jilda666

Male gaaaagrdzele... sainteresoaa :***

 


№7  offline მოდერი chica sol

nicol
დასაწყისი კარგია... აუცილებლად დაველოდები შემდეგ თავს ♡♡♡ წარმატებებს გისურვებ მარიამ ♥♥♥


მადლობ უსაყვარლესო და უნიჭიერესო . შენმა კომენტარმა სიხარულის ნაპერწკლები მაყრევინა თვალებიდან. არადა, არც კი ვიცოდი ეს შესაძლებელი თუ იყო... <3

jilda666
Male gaaaagrdzele... sainteresoaa :***

დავდებ ძალიან მალე. დიდი მადლობა მიხარია თუ მოგეწონა. ეს ხომ ჩემი პირველი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent