თეთრი გვირილა და სისხლისფერი ვარდი [1]
ესეიგი, ვიწყებ ახალ მოთხრობას, რომელიც ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ დაზეა (თავადაც მიხვდებით). იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით მოტივირებაში და წარმატებებს მისურვებთ. სასიამოვნო მოგზაურობა პირველ თავში ^_^ *** იმ საღამოს გადაღლილი მოდიოდა სამსახურიდან. კიდევ ერთი ოპერაცია ჩაათავა. მადლობას უხდიდა ღმერთს კიდევ ერთი წარმატებისთვის. პაციენტებზე ნერვიულობისგან ოცდარვა წლის გოგოს ჭაღარა შეერია თმაში. საღამოს, თავისთავთან მარტო დარჩენილი რომ ფიქრობდა, მწარედ ეღიმებოდა. როგორ დაუშვა... როგორ გაუშვა? მას მერე შეცდომა აღარ დაუშვია, მაგრამ ეშინია, რომ დაუშვებს. სახლში მისულმა დას გასძახა: –ლიკა, მოვედი! მძინარი გამოვარდა საცვლისა და არც ისე გრძელი მაიკის ამარა. –არ მითხრა, რომ ისევ ვინმე გყავდა! – მკაცრად დაიჩურჩულა. უთქმელად ჩახარა ლიკამ თავი. –არ გრცხვენია? – თვალები აემღვრა. – როგორ არ გრცხვენია? – მითხარი! – ყვიროდა. – დედას ხსოვნას შეურაცხყოფას როგორ აყენებ! –მაპატიე, ლიზა... – თავი ჩახარა. დანაშაული ყელში მოაწვა და მაგრად მოხვია მარწუხები. –რამდენჯერ, ლიკა, რამდენჯერ გაპატიო დედას სულის შეურაცხყოფა? თუ ხვდები მაინც როგორ ცდები... – ნერვიულად იქნევდა ხელებს და კედელს წელით მიჰყრნობოდა. სახე ჭერისკენ აზიდა და ცრემლები წამოუვიდა. ვეღარ გაუძლო, ამდენი ტკივილის ატანა აღარ შეეძლო... –ლიზ, მაპატიე... – დაიჩურჩულა ლიკამ და ხელები შემოხვია დას. –როგორ არ გრცხვენია! – გამოსცრა კბილებში ლიზამ და ხელები ააწევინა. ოთახში შევიდა და საწოლზე მუცლით დავარდა. როგორი დაღლილი იყო ყოველივესგან... თითქოს ამდენი ნერვიულობა არ ეყოფოდა, ახლა გარყვნილი დის კაცები დაემატა სახლში. არც ერთ ვარიანტში არ ესმოდა ლიკასი. შეიძლება ადამიანმა ინერვიულო და რამეზე გულის გადაყოლება მოგინდეს, მაგრამ იქამდე არ უნდა დაეშვა,რომ სახლში ნაირ–ნაირი კაცები ატარო და მათ გადააყოლო გული. *** დილით თვალებჩალურჯებულს გაეღვიძა. წუხანდელმა ქვითინმა შუა ღამემდე გავლენა იქონია. არა–და საავადმყოფოშია წასასვლელი. გუშინ კიდევ ერთი სასწრაფო ოპერაცია დანიშნა. უკვე გითხარით ხო, რომ ძალიან მობეზრდა ყველაფერი?! ონკანთან რამდენიმე წუთი დაჰყო. ცივ წყალს ისხამდა სახეზე და სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა. როგორი ჩამობერებული იყო, ჯერაც ასეთი პატარა... ორი წელია ოპერაციებს აკეთებს, მთავარ ექიმობას უმიზნებს, თავისდაუნებურად და ამიტომ. პირველად დამარცხდა... მაშინ დამარცხდა, როცა არ უნდა დამარცხებულიყო.. ადამიანი, რომელსაც ასე ებღაუჯებოდა და ასე ცდილობდა სიკვდილის კლანჭებიდან დახსნას, გაუშვა... ვერ გაუმკლავდა. პირველი მარცხი დედაზე განიცადა და კინაღამ თვითონაც გადაჰყვა. მერე, როგორღაც გამოვიდა და გააგრძელა სამუშაო, რომელიც აქამდე ასე ძალიან არ უყვარდა. მას მერე ცდილობს, რომ შეცდომა არ დაუშვას ისევ და სხვებსაც არ წაართვას საყვარელი ადამიანი, რადგან აცნობიერებს რაოდენ დიდი და რთულია დანაკლისი. სააბაზანოდან გამოვიდა და მკრთალი მაკიაჟი დაიდო, ძირითადად თვალების დასაფარად. კულულა თმები გაისწორა, რადგან ოპერაციის დროს პრობლემებს შეუქმნიდა და დაიკოსა. ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ეძინა ლიკას. რა ადარდებდა? – სამსახური ქონდა თუ სასწავლი. მთავარია თავისი და იკლავს თავს, რომ პურის ფული იშოვნოს, თორე თვითონ კაცებითაც კმაყოფილდება. –ლიკა! – შეაღო დის კარი ლიზამ და ხმამაღლა დაუძახა. უნდა გაეღვიძებინა, უნდა დაეკავებინა რაიმე საქმით, თორე ასე არ გამოდიოდა. კაცებს გადაყვებოდა და ისეც გაუბედურებულ, მკრთალად შერჩენილ მომავალს საბოლოოდ გამოაცლიდა საძირკველს. ისეც კაცმა არ იცოდა ექნებოდა თუ არა ამ გოგოს მომავალი. –ლიკა, ადექი! – მკაცრად დაიჩურჩულა და კარზე რამდენჯერმე მიარტყა ხელი, ხმაურმა გააღვიძოს იქნებო. ამოიზმუვლა გოგომ და ტლანქად გადმოტრიალდა ლიზასკენ. –შენ სამსახურში არ უნდა იყო? – ცალ თვალ გახელილმა ძლივს გასაგონად ჰკითხა. –ვინმეს ელოდები? – მობეზრებულად გადაატრიალა თვალები ლიზამ. –არა... – მეორე თვალიც ჭყიტა. –ხოდა ადგები ახლა, გამოძრავდები და საღამოს დამახვედრებ ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ სამუშაო მონახე... – მკაცრ ტონს არ ცვლიდა ლიზა. – და ჰო, ჭურჭელია დასარეცხი და მაგასაც გაპრიალებულს დამახვედრებ! –გაგიჟდი? – საწოლზე წამოჯდა. –ჯერ არა. –ვერ ვიმუშავებ მე! – კატეგორიულად გამოაცხადა. –რატო, ბატონიშვილი ხარ და თავმოყვარეობა შეგელახება? – ღიზიანდებოდა უარესად. –შეგიძლია მასე ჩათვალო! –ლიკა არ მაინტერესებს! – წყობიდან გამოსულმა დაიყვირა ლიზამ. საწოლზე წამომჯდარი შეხტა ლიკა. არ ელოდა დის ასეთ რეაქციას. –ან სამუშაოს იშოვნი, ან სახლიდან წახვალ! ჩემთვის სულ ერთია! – ყვირილს არ წყვეტდა. –ხომ იცი, რომ არავინ მყავს... – ლაპარაკი სლუკუნში გადასდიოდა. –აი–დარდი! შენი კაცებიდან მონახე რომელიმე და სთხოვე შეგიფაროს... იმედია ცოლები თანახმანი არიან სასიყვარულო სამკუთხედზე! – თვალი ჩაუკრა და გაღიზიანებული გავიდა სახლიდან. *** ვერასდროს წარმოიდგენდა ლიკა, რომ ასე შეტოპავდა თავისი ერთადერთი და, თუმცა, რა დასამალია, ვერც ლიზა წარმოიდგენდა დის ასეთ შეცვლას ვერასდროს. არ ეგონა ლიკას,რომ სახლიდან ასე, მარტივად და ძალიან უბრალოდ მოისვრიდა თავისი და, რომელმაც, ფაქტიურად, გაზარდა. უკვირდა... უკვირდა ის, რომ არ ესმოდა ლიზას. არ ესმოდა ლიკას გასაჭირი, მხოლოდ ამ შემთხვევაში. სხვა დანარჩენში ხომ ყოველთვის უგებდა? – ახლა რაღა ჯანდაბა დაემართა?! რატო იტანჯავდა თავს და რატომ ტანჯავდა მასაც – ვერ იგებდა. ხომ შეეძლო უბრალოდ დაეიგნორებინა, მითუმეტეს რომ იცის ლიკამ თავისი დის ხასიათები, რომლებშიც სრულებით არ ზის ქართული მენტალიტეტი. პირიქით, ყველაფერში ღია ადამიანია. ტანსაცმელს ერთ, დიდ ჩემოდანში ყრიდა, ტიროდა და ფიქრობდა. ზემოთხსენებულზე ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ ვარიანტს განიხილავდა. ბოლოს ისიც მოწესრიგდა და წავიდა. *** როცა ლიზა ოპერაციას აკეთებდა, როცა ლიკა ერთ, უზარმაზარ სახლს მიადგა. ღრმად ჩაისუნთქა და კარზე ზარი დარეკა. ნაცნობი სილუეტი რომ დაინახა დიდი ჭიშკრისკენ მომავალი, შვებით ამოისუნთქა. ედოდა ვინმე ქალს, მაგრამ არა! ის მოდიოდა. კარი გაუღო და გაკვირვებული მიაჩერდა. –დემეტრე... – ამოიჩურჩულა ლიკამ და მამაკაცს სხეულზე აეკრო. ტირილი დაიწყო, უნებურად და წამში დაუსველა დემეტრეს გულ–მკერდის არე. –ჩშ... შემოდი და დავილაპარაკოთ... – უთხრა და სახლისკენ შეიყვანა. მისაღებში ჩაეშვნენ სავარძელში. არაფრით არ შორდებოდა ლიკა მამაკაცის მაისურს, ძლიერად ჩაბღაუჯებოდა და ტიროდა. –რა მოხდა? – თავზე ხელი გადაუსვა. –გრძელი ამბებია, დემე... – სლუკუნით თქვა. –ჯერ დილაა, არ გვეყოფა ვითომ მთელი დღე? – ღიმილით მიაჩერდა გოგოს აცრემლებულ თვალებს და ცერათი მოსწმინდა კენტად ჩამოგორებული ცრემლი. –როდის იყო ჩვენ სალაპარაკოდ დრო გვყოფნიდა, – გაეცინა ლიკას. –დამშვიდდი და ყავა დავლიოთ.. კიდე კოფეინისტკა ხარ? –რა შემცვლიდა... – იღიმოდა ლიკა. –მაშინ დამშვიდდი, მოგიდუღებ ახლავე ყავას და სანამ გამოვალ ძველი ლიკა დამიხვდეს აქ! – მოჩვენებითი სიმკაცრით ჩაილაპარაკა და დიდი ოთახი დატოვა. *** ლიზამ ნაკერები დაადო პაციენტს მუცელზე და შვებით ამოისუნთქა. მძიმე ოპერაცია არ იყო, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი დრო დასჭირდა. ყოველთვის ფრთხილობდა, სისწრაფეს მისთვის ჯერ კარგი არაფერი მოუტანია. –დამთავრდა, ნუღა დარდობ! – ანუგეშა ექთანმა, მისმა მეგობარმა. –თეო, შეგიძლია ყავა დამახვედრო? სანამ ახლობლებს გავესაუბრები... – საუბარი შეცვალა უმალ. –ყავაზე პრობლემა არ არის, მაგრამ ამ მამაკაცს ახლობლები არ ახლავს... – მხრები აიჩეჩა თეონამ და საოპერაციოდან სწრაფად გავიდა. ლიზა გაკვირვებული მიაჩერდა მამაკაცს. ახლაღა შენიშნა თუ როგორი დახვეწილი ნაკვთების პატრონი იყო ის. თავისდაუნებურად გადაეშვა ფიქრებში. რატომღაც ეგონა, რომ ამ ქერა, დახვეწილ მამაკაცს აუცილებლად მწვანე, ჭაობივით ჩამთრევი თვალები უნდა ჰქონოდა. ამაზე ფიქრში გაერთო, კარის ხმა რომ გაიგო და ფიქრებიდან გამოერკვა. –ლიზა, რას შვები? გაგიცივდა ყავა... – ნახევარი სხეულით შემოვიდა თეო. –ახლავე გამოვალ... – დაბნეულმა თითით ანიშნა მოვალო. მხრები აიჩეჩა თეომ და კარი მიხურა. ლიზას თავის თავზე გაეცინა. საერთოდ, რატომ იფიქრა, რომ ამ მამაკაცს მწვანე თვალები უნდა ჰქონოდა? იქნებ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად აშინებდა ეს ფერი თვალები და უნდოდა ვიღაცას ჩაეთრია. ჩაევლო მისთვის მარწუხები და გაეტაცა, სადღაც, სიღრმეებისკენ. საოპერაციო მაგიდასთან საყვარელი თეთრი გვირილებისა და სისხლისფერი ვარდების კონას გაუღიმა და თითო ფრთა მოსტეხა ლამაზებს. *** –ძალიან შევიცვალე, დემე... – ცხელ ჭიქას თითები შემოხვია ლიკამ და ნერვიულად გაუღიმა მამაკაცს. –ვი... – პირი გააღო სათქმელად, მაგრამ არ აცადა ლიკამ. –კაცებს შევეჩვიე, პატარა გოგო... – კენტი ცრემლი ჩამოუგორდა მარცხენა მხრიდან. დემეტრეს გააცია. მძიმედ ამოიხვნეშა. –რომელი ნორმალური ადამიანი ამიტანდა? – აგრძელებდა ლიკა სლუკუნით საუბარს. – ჰოდა ლიზამ მომიხაზა ან სამუშაოს იშოვნი, ან სახლიდან წადიო... –მერე, არ გირჩევნია სამუშაო იშოვნო? – ნერვიულობისგან გაოფლილ ხელისგულებს უსმევდა მამაკაცი ერთმანეთს. – გულსაც გადააყოლებ და სახელსაც დაიბრუნებ... დარცხვენილმა გააპარა დემეტრესკენ თვალები ლიკამ, მაგრამ ვერ გაუსწორა. შეეშინდა. მიხვდა, ყველაფერი მზის შუქს ეფინა. აღარაფერი იყო დასამალი. მაინც ვერავინ გაუგებდა. მისამართი შეეშალა. ფეხზე წამოდგა. –ლიკა... – ხმა წართმეულმა ამოიხავა მამაკაცმა. – მე მესმის შენი და მზად ვარ ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ... გაეღიმა. გოგონას გაეღიმა. იგრძნო დაბრუნდა. არაფერი შეცვლილა. დემეტრე ორჯონიკიძე ისევ უგონოდ იყო შეყვარებული ლიკა ფანგანზე. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ძალიან, ძალიან ძლიერად ჩაეხუტა მამაკაცს. მამაკაცს, რომლის სურნელი ყველაზე მეტად ენატრებოდა და რომლის სურნელს მილიონ კაცში გაარკვევდა. *** –ლიზა, კარგად ხარ? – შეწუხებულმა თეომ ხელზე ოდნავ უბიძგა მეგობარს. –კი, თეო... – დაბნეულმა ააცურა მზერა თეოსკენ ფინჯნიდან. –რაღაც არ გეტყობა... – მკაცრად ჩაილაპარაკა. – ისევ ლიკა? –აბა სხვა ვინ?! – ამოიხვნეშა. –ვაიმე, რა გავაკეთო?! – დანანებით გადაიქნია თავი. –რა უნდა გააკეთო, თე, დღეს ან სახლში სამუშაოთი დამიხვდება, ან სულ არ დამიხვდება... – თავი გაიქნია და ფინჯნები ონკანთან მიიტანა. –მიუდექი მკაცრად, არა?! –დედა არ ვარ, არ მინდოდა აქამდე, რომ ჩემზე ხუთი წლით უმცროსისთვის რამე მებრძანა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა... –ხუთი წელი უკვე ბევრია! მხრები აიჩეჩა ლიზამ და ის იყო ონკანი მოუშვა, რომ განგაშის ხმით შემოვარდა ერთ–ერთი თანამშრომელი. „ახალი ნაოპერაციევი პაციენტი შეიარაღებული გაიქცაო“ – ყვიროდა. ჯერ დაიბნა ლიზა, შემდეგ კი მოტვინა, რომ რამე უნდა გაეკეთებინა. ჰო–და გაიქცა. დერეფანში ხალხის თითების მიხედვით იკვლევდა გზას. მირბოდა. დაბნეული. მხოლოდ იმას აცნობიერებდა, რომ თვითმკვლელობისთვის არ უნდა გაეშვა ის მშვენიერი მამაკაცი. ცხელ კვალს დაადგა. ახლა უკვე მამაკაცის უკან იყო. –გთხოვ! გაჩერდი! – უყვიროდა და მთელ ღონეს იკრებდა არ წაქცეულიყო. როგორც ჩანს, მამაკაცმაც ვეღარ გააგრძელა სირბილი ამ მდგომარეობაში და ლიზასკენ შემოტრიალდა. არც დაუზარია, ისე დაუმიზნა პისტოლეტი. შეცბუნდა ქალი. არ ელოდა, რომ სხვის გადარჩენისთვის თავის გაწირვა მოუწევდა, მაგრამ თუ საჭირო გახდებოდა, ამაზეც თანახმა იყო. –გთხოვ, ნუ რისკავ ასე! – აკანკალებული ხმით შეეხვეწა მამაკაცს, რომელიც შორს იყო, მაგრამ მაინც უნათებდა მწვანე თვალები. –შემეშვი! – დაიღრიალა. ლიზა მოულოდნელობისგან შეხტა. –მისმინე... – ნერვიულობისგან გამშრალი ტუჩები გაისველა და განაგრძო: – არ ვიცი ვის და რატომ გაურბიხარ, მაგრამ ფაქტია, ნაკერები გაგეხსნა და მთლად გაიხსნება ჭრილობა. ხუთას მეტრსაც ვერ გაირბენ, ჩაიკეცები და დაიღუპავ თავს... – სწრაფად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს, თან დაღლილი ღრმად სუნთქავდა. –შენ ნუ დარდობ მაგაზე! მიტრიალდი და დაბრუნდი საავადმყოფოში! – ღრიალებდა მამაკაცი და პისტოლეტს მასთან ახლოს აფრიალებდა. –გთხოვ, ნება მომეცი დაგეხმარო... – თავადაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ გადარჩენის სურვილის არ მქონე მამაკაცს ებღაუჯებოდა. სულის რაღაც, ძალიან დიდი ნაწილი ვერ ელეოდა მის ნაკვთებსა და მნათობ თვალებს. –როგორ დამეხმარები? – დამშვიდდა თითქოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.