პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 1)
ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ, ხომ ასეა არა? ყველანს სხვადასხვაგვარი ხასიათი და ჩვევები გვახასიათებს, ზოგი ჭირვეულია, ზოგიც გულჩათხრობილი, ზოგი კიდევ უჟმური, ძალიან, ძალიან, ძალიან უჟმური. ასეთი ადამიანები ერთეულებად იბადებიან დედამიწაზე და მხოლოდ იმიტომ რომ თავისი უჟური ხასიათით სხვებს გაურთულონ ცხოვრება. ასევე იბადებიან ისეთებიც რომლებიც სრულიად გაუაზრებლად ურთულებენ სხვებს ცხოვრებას, ისეთები რომლების ყოველი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება კატასტროფით დასრულდეს რადგან უიღბლობა და მოუხერხებლობა მათი სავიზიტო ბარათია. ბოლო კატეგორიას მე მივეკუთვნები, სულ ვიგვიანებ, ვერასდროს ვერაფერს ვასწრებ, სულ რამეს ან ვინმეს ვეჯახები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც ხიფათს ვეჩეხები, ჩემი ხელფასის ნახევარს ისევ სამსახურში ვტოვებ რათა ჩემ მიერ მიყენებული ზარალი აანაზღაურონ. თუ სადმე რამე გატყდა ან გაფუჭდა ეს ყოველთვის ჩემი ბრალია. უკვე რვა საათია მე კიდევ ისევ ვცდილობ ჩემი დაუმორჩილებელი ხვეული ჟღალი თმა დავივარცხნო, ბოლოს როცა სავარცხელი საბოლოოდ იბურდება თმაში როგორღაც ვცდილობ მის გამოსხნას და როგორც ყოველთვის აბურდული თმით მივქრივარ სამსახურისკენ სადაც უკვე თხუთმეტი წუთით დამაგვიანდა. ჩემი პატარა ყვითელი მანქანა როგორღაც ჩავაკვეხე გაჩერებაზე თვითნ კი ჩემი ჭრელაჭურულა ტანსაცმლით ჩუმად ვცადე იმ კაფეში შევპარულიყავი სადაც ვმუშაობ -შაი - უკნიდან გავიგონე ჩემი უფროსის ხმა და რაც შეიძლება დიდზე გავიცინე და გონება სასწრაფოდ დავძაბე იმისათვის რომ დაგვიანების მიზეზი მალე მომეძებნა - იცი რომელი საათია? -ცცცხრა -რომელზე იღება ჩვენი კაფე? -ცცხრის ნახევარზე ბატონო სანდრო -რას მივაწერო შენი დაგვიანება? -იცით რა ხდება ბატონო სანდრო, ბებიაჩემი ხომ იცით, ვისი გაზრდილიც ვარ, რაც მას ჩემთვის ამაგი აქვს გაწეული,ჰოდა დღეს დილით შაქარმა აუწია, ხომ იცით შაქარი აწუხებს, მაინც ხანშიშესული ქალია და ვერაფრით დავტოვე სანამ ყველა წამალი არ მივაღებინე, კი მეძახდა შვილო წადი სამსახურში დაგაგვიანდებაო მაგრამ ჯერ მინდოდა ბოლომდე მიმეხედა - ვხედავდი ჩემი უფროსის მკაცრი სახე უცებ გულშეწუხებულში როგორ გადავიდა - ბოდიშით რა ბატონო სანდრო მართლა გამოუვალი მდგომარეობა მქონდა ძალიან გთხოვთ რა, ძალით არ მინდოდა ხომ იცით ყველაზე გვიან მე მივდივარ ხოლმე სახლში -კარგი - ვეღარ მოითმინა და იყვირა - კარგი, ოღონდ გაჩუმდი გთხოვ, წადი. - ჰო კიდევ ერთი ჩვევა მაქვს, რაც ჯერ არ მითქვამს, ძალიან მიყვარს ლაპარაკი. და თითქმის სულ ვლაპარაკობ. ამიტომ ხშირად ხალხს თავს ვაბეზრებ განსაკუთრებით კი ჩემს უფროს სანდროს. არ უყვარს როცა ბევრს ელაპარაკებიან მე კიდევ იმის მიზეზის ახსნა თუ დავიწყე რატომ დამაგვიანდა სამსახურში საათნახევარი ჩემს წინ მოუწევს დგომა და ჩემი ხმის მოსმენა რაც არც ისე სიამოვნებს როგორც ვატყობ ხოლმე. -შაი - უცებ მომვარდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ელიკო, რომელსაც ჩვენი კონდიტერისგნ ერთი შოკოლადის კრუასანი მოეპარა და გემრიელად მიირთმევდა -ერთი მაკბეჩინე რა დღეს ლუკმა არ ჩამიდევს პირში - კრუასანი პირთან მომიტანა და მეც გემრიელად ჩავკბიჩე -რატომ დაგაგვიანდა? -შენი აზრით? -დაგეძინა? - კისკისით მითხრა ელიკომ და კრუასანის უკანასკნელი ლუკმა გააქრო. - დღეს არ არის ბევრი ხალხი. შენ მაგიდასთან ვიღაც გოგო დაჯდა - მანიშნა ელიკომ, უკან გავიხედე, მეშვიდე მაგიდასთან სილიკონებიანი ქერა ქალი იჯდა, ძალიან მოკლე კაბით და ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, გამეცინა მის შესახედაობაზე და მაგიდისკენ წავედი. -შაი -ჰო -ფორმა არ გაცვია - გაიცინა ელიკომ, მეც ტანზე დავინახე და იქ ხაკისფერი ჯინსები და ფორთოხლისფერი ზედა დავინახე, უცებ გავიქეცი გასახდელში და ჩვენი კაფეს ფორმა ჩავიცვი ნაცრისფერი ზედა და ასეთივე ფერის წინსაფარი გავიკეთე, ყველაზე მეტად ამ ფერს ვერ ვიტანდი და სამსახურში მთელი დღე ნაცრისფერის გარემოცვაში ვიყავი. როგორც იქნა ჩემი პატარა ბლოკნოტი ავიღე და მეშვიდე მაგიდისკენ წავედი -რას ინებებთ? - ქერათმიანმა ერთი ამათვალ-ჩამათვალიერა და ცალყბად გამიღიმა, შემდეგ თვალები მოჭუტა და ჩემს ბეიჯს დააკვირდა სადაც ჩემი სახელი ეწერა -მარიამ, ასე გქვიათ არა? -დიახ. -ჯერ არაფერი, მხოლოდ ერთი ჭიქა ესპრესო მომიტანეთ, შემდეგ ჩემი მეგობარი შემომიერთდება და ერთად შევუკვეთავთ რამეს. - ბლოკნოტში სწრაფად ჩავწერე „სილიკონებიანს უნდა ესპრესო“ გავუღიმე და ბარისკენ წავედი. -შაი - შემომეგება ჩვენი ბარმენი გაგა -გაგა აი იმ სილიკონებიანისთვის ესპრესო გამიმზადე რა -ახლავე - მითხრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. - მოყევი დღეს სანდროსგან ძალიან მოგხვდა? -ისერა -შაი, ძილს უნდა გადაეჩვიო - სერიოზულად მითხრა გაგამ და მე სიცილი ამიტყდა შემდეგ კი ისიც ამყვა. - აი მისი კავალერიც მოვიდა - მანიშნა ჩემი მაგიდისკენ და მეც ცალი თვალით იქეთკენ გავიხედე. ფოდნოსი კინაღამ ხელიდან გამივარდა როცა ის დავინახე, სუნთქვის შეკვრამდე სიმპათიური, მაღალი, წინ აპრეხილი თმით და ჰოლივუდის ღიმილით. ვიგრძენი როგორ გავიკრიჭე ჩემდაუნებურად. გაგამ შემანჯღრია და მანიშნა ესპრესო მიმეტანა, ნაბიჯი ერთმანეთს ძლივს მივადევნე როცა მაგიდისკენ მივდიოდი, ოღონდ ახლა არ დავეცე ოღონდ ეხლა არ დავეცე, ვფიქრობდი გულში. მაგიდამდე მშვიდობით მივედი და სილიკონებიანს ესპრესო წინ დავუდგი. -შეუკვეთავთ რამეს? -კი მარიამ - ისე უცხოდ მხვდებოდა ყურში ეს სახელი მეცინებოდა კიდეც -მე მინდა სალათი ცეზარი, შენ რას დალევ ლუკინიო - გაუღიმა წინ მჯდომს რომელსაც აშარად არ ესიამოვნა „ლუკინიოდ“ მოხსენიება, ამაზე კი მე გამეცინა -რამე სასაცილო ვთქვი გოგონა? - მარიამიდან უკვე გოგონამდე ჩამოვქვეითდი, ამან კიდევ უფრო გამახალისა და უკვე ხმამაღლა გამეცინა -არა, რას ბრძანებთ, უბრალოდ რაღაც გამახსენდა. -ახლა გაგახსენდა? მაინც და მაინც ჩვენს მაგიდასთან, მაშინ როცა მე ვლაპარაკობდი არა? -რა მოხდა ქალბატონო, დაწყნარდით, მე თქვენთვის არაფერი მითქვამს, თქვენს შეკვეთას ვიღებდი. - საშინლად გავბრაზდი ამ ფუტლიარის ყვირილზე და ვიგრძენი სახეზე როგორ ავხურდი -ქალბატონო სალომე დაწყნარდით - წამოდგა აწ ხსენებული ლუკინიო რომელიც უკვე თავბრუს მახვევდა იმდენად სიმპათური იყო, თანაც როგორი ბარიტონი აქვს. ღმერთო ჩემო. -რას ამბობ ლუკინიო, მე ამას ასე არ დავტოვებ. სანდროს დაუძახე -რამოხდა? -წამში ჩემს გვერდით გაჩნდა სანდრო. ესღა მაკლდა, აი ესღა მაკლდა რა. -სანდრო, შენმა მომსახურე პერსონალის წევრმა შეურაცხყოფა მომაყენა. -ვინ? შაიმ? -ვინ არის შაი? მე ამ გოგონაზე გეუბნები. -ჰო, მეც მარიამზე ვამბობ, ჩვენ ვეძახით შაის. - ლუკამ და სანდრომ ერთმანეთს მზერა სტყორცნეს და შემდეგ ორივემ მე შემომხედა - შაი წამომყევი. ახლავე მოვაგვარებ სალომე ნუ იღელვებ, ელიკო მოემსახურე - სანდრომ მკლავში ხელი მომჭიდა და სამზარეულოში ძალით შემიყვანა -რამდენს ბედავ შაი? -მე არაფერ შუაში ვარ -ძალიან გთხოვ ეხლა შენი ზღაპრების შეთხზვა არ დაიწყო, ის არ გეყო რომ სულ იგვიანებ, მერე რაღაც სულელურ მიზეზებს იგონებ ხან ბებიაზე ხან მეზობელზე ხან კიდევ საცობში მოვყევიო, ისიც არ იკმარე ჭურჭელი თითქმის შენი დამსხვრეული რომაა, ყველაფერს გპატიობდი იმიტომ რომ ვიცოდი სამსახური ძალიან გჭირდებოდა მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. არ შეიძლება ასე გაგრძელება, შენი ბეიჯი ჩამაბარე. სალაროში შეიარე და შენი ხელფასი აიღე. - ვერაფერი ვთქვი, ტირილის გარდა ვერაფერი გავაკეთე, სწრაფად მოვიხსენი წინსაფარი, ზედა გავიხადე რომლის შიგნით ჩემი ფერადი მაისური მეცვა, გასახდელიდან ჩემი ჩანთა ავიღე და სწრაფად შევედი სალაროში სადაც ჩემი ბოლო ხელფასი 220 ლარი მომცეს -კი მაგრამ ეს ჩემი ხელფასის ნახევარია -ჰო ნახევარია, და კიდევ დღეს 17 რიცხვია შენ ერთი თვე არ გიმუშავია და ამიტომ ნახევარი თვისას აიღებ. კარგად - ცინიკურად მითხრა ჩვენმა ბუღალტერმა რომელიც დანახვის დღიდანვე ვერ მიტანდა და სავარაუდოდ მას ყველაზე მეტად გაუხარდა ჩემი აქედან წასვლა, როცა ბარიდან გასვლას ვაპირებდი გამახსენდა რომ უკვე აქ თანამშრომელი აღარ ვიყავი და შემეძლო მომხმარებლისთვის ის მეთქვა რაც მინდოდა, მეშვიდე მაგიდას გავხედე სადაც მხიარულად მოსაუბრე სილიკონიოანი და შეწუხებული სახით მჯდობი ლუკა დავინახე, გაბრაზებულმა ცრემლების მომშრალებაც ვერ მოვიფიქრე ისე მივაჭერი მათთან -ბედნიერი ხართ? -უკაცრავად? - შეურაცხყოფილი სახით გამომხედა ქერამ -ბედნიერი ხართ მეთქი? სანდრომ სამსახურიდან გამიშვა, ალბათ თქვენ ამით შვება იგრძენით არა? ძალიან დიდი მადლობა რომ პურის ფული და ბინის ქირის გადახდის წყარო ჩამომართვით, დიდი მადლობა რომ ქუჩაში დამტოვეთ. მაგრამ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენ ხომ არაფერზე ფიქრობთ, მხოლოდ საკუთარ თავზე, გული იმდენად გაქვთ გაყინული რომ გარშემო თქვენი თავის გარდა ვერაფერს ამჩნევთ, თქვენი ტვინი მხოლოდ იმის გამო მუშაობს რომ იფიქროს ახალი რა ჩაიცვას და რა იყიდოს. არა კიდევ იმაზე რომ ისეთი კაცები გამოიჭიროთ ვინც მეტ ფულს მოგცემთ თქვენი ძვირფასი ტანსაცმელისთვის. მაგრამ ფული არ არის ბედნიერება, მე სამსახურს აუცილებლად ვიშოვი, თქვენ კიდევ წლები გავა და მარტო დარჩებით და იმდენად ღარიბი იქნებით რომ არაფერი გექნებათ ფულის გარდა, მერე კი შეიძლება ჩემი ეს სიტყვებიც გაიხსენოთ. შეიძლება ის აღარ გახსოვდეთ ვინ გითხრათ მაგრამ სიტყვებს მაინც გაიხსენებთ. ნახვამდის - ესღა ვუთხარი შემოვბრუნდი და კაფედან ბრაზმორეული გამოვვარდი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და იქვე მდგარ სკამდე ჩავიკეცე. არვიიცი იქ რამდენი ხანი ვიჯექი სანამ არ ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მეჯდა. გავიხედე და ყველაზე ნაკლებად ვისაც ველოდი ის დავინახე -აქ რამდენი ხანია ზიხართ? -კარგა ხანია. - მშვიდად მითხრა. ჯიბიდან ბამბის ცხვირსახოცი ამოიღო და მომაწოდა. -მადლობა -მე ლუკა მქვია -შა... მარიამი - ხელი ჩამოვართვი და ნაძალადევად გავიღიმე -წეღან სანდრომ შაი დაგიძახა, რატომ? -დედაჩემმა შემარქვა ეს სახელი. - ინსტიქრურად გავიცინე - დედაჩემს შორენა ქვია, მამაჩემს არჩილი, და იმნაძეები ვართ, ინიციალები შეაერთა და შაი გამოვიდა. მარიამი იმიტომ დამარქვეს რომ ბებიაჩემმა დაიჟინა ჩემ შვილიშვილს ჩემი სახელი უნდა ერქვასო, ისე ყველა შაის მეძახის, ბოლოს სანამ გარდაიცვლებოდა ბებომ დამიძახა მარიამი, ისე კი კლიენტები მეზახდნენ ბარში. ოღონდაც იშვიათად. ისე კი „გოგონათი“ მომიხსენიებდნენ - სიმწრისგან გამეცინა, არვიცოდი რა გამეკეთებინა, ბინის პატრონისთვის უკვე სამი თვის ქირა მქონდა გადასახდელი მე კი ჯიბეში მხოლოდ 235 ლარი და 75 თეთრი მედო. მორჩა ეს იყო მთელი ჩემი ქონება. მარტოხელა გოგო დიდ ქალაქში ფულის გარეშე. აი ვინ ვიყავი მე. -დაიწყებ ჩემთან მუშაობას? - შემომხედა გამომცდელი მზერით ლუკამ -რაა? - უცებ დავიბენი და ვერ გავიგე რას მეუბნებოდა. პ.ს. ველოდები შეფასებას. :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.