შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამაბრუნე შენს გულში(სრულად)


10-09-2015, 16:42
ავტორი nia_93
ნანახია 14 702

ეს არის ჩემი სულ პირველი ისტორია,რომელიც უკვე მედო და თხოვნით ისევ დავდე. ბევრი ხარვეზი იქნება,რადგან პირველი ისტორიაა და ძალიან არ შეიმჩნიოთ :დდ

ძილბურანში მყოფს მესმის მაღვიძარას გულისგამაწვრილებელი ხმა. ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ამ მომენტს. დილის ტკბილი ძილიდან უსიამოვნოდ გამოვყავარ. კიდევ ცოტა ხანი და ავდგები და გვერდს ვიცვლი და მეორე მხარეს ვბრუნდები. მერე მახსენდება,რომ სამსახურში დამაგვიანდება, ამიტომ უსწრაფესად ვხტები ლოგინიდან. აბაზანაში შევრბივარ.დილის პროცედურებს უცებ ვრჩები და ეგრევე ტანსაცმლის კარადასთან მივდივარ.გუშინ საგულდაგულოდ გამზადებულ ტანსაცმელს ვიცვამ,თმას უბრალოდ ვიკოსავ,მაკიაჟს ისედაც არ ვხმარობ.მხოლოდ ტუჩსაცხი,შავი ფანქარი თვალზე და მზად ვარ.
სამზარეულოში გავედი. დედაჩემი საუზმეს ამზადებდა.მე და დედა მარტო ვცხოვრობთ.ჩემი მშობლები გაცილებულები არიან.მამაჩემი რუსეთშია გადახვეწილი.მასთან კონტაქტი არ მაქვს.არც თვითონ იკლავს თავს ჩემი მოკითხვებით.უკვე 10 წელია რაც გაშორდნენ ერთმანეთს და მამაც რუსეთში წავიდა და არცერთხელ არ მოვუკითხივარ.დედას უკნიდან მივეპარე და ვაკოცე. გაეცინა და გვერდულად გამომხედა
-ისევ გაგვიანდება არა?
-კარგი რა დედა,ხომ იცი როგორ მიყვარს დილის ძილი
-ვიცი შვილო,მაგრამ ნუ გავიწყდება,რომ შენ მუშაობ და დილაობით ვერ ინებივრებ საწოლში ისე როგორც შენ გინდა
-ამიტომ ისეთ სამსახურში უნდა ვმუშაობდე,სადაც ჩემი თავის უფროსი მე ვიქნები და როცა მინდა მაშინ მივალ სამსახურში-ვუთხარი და გამეცინა
-შენი დაჭკვიანება არ იქნება რა. 25 წლის გოგო ხარ და 15 წლის გოგოს ჭკუა გაქვს
-მერე მაგას რა ჯობს დე, გვიან დავბერდები
-სულ როგორ უნდა მასხრობდე ნია. არ შეჭამ? ყიყლიყოები გავაკეთე შენ რომ გიყვარს.
-არა დე,არ მშია.მარტო ყავას დავლევ და უნდა გავიქცე.ისედაც ვაგვიანებ.-ვუთხარი და ყავა დავისხი.მალე დავლიე და წავედი სამსახურში. საშინელი საცობია ყოველ დილას.ძლივს მივაღწიე სამსახურამდე.
თანამშრომლებს მივესალმე და ჩემს კაბინეტში შევედი.დამავიწყდა მეთქვა სად ვმუშაობ.ჩემი დაქალის მამის ოფისში,პიარ მენეჯერი ვარ.ძალიან მიყვარს ბატონი ნიკა.ყოველთვის ვოცნებობდი ნიკასნაირ მამაზე.თავის შვილებზე გიჟდება.მზე და მთვარე მათზე ამოდის.
დღეს სწორედ მისი ქალიშვილის,ჩემი საუკეთესო და უსაყვარლესი დაქალის,ნინოს დაბადების დღეა.
ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფოდ დავურეკე.
-ჩემო უსაყვარლესო,გილოცავ 25-ე და ოქროს დაბადების დღეს.გისურვებ ყოველივე საუკეთესოს.სულ ბედნიერი ყოფილიყავი და მალე შენი ,,პრინცი’’ გეპოვოს,რომელსაც ამდენი ხანია დიდი მოთმინებით ელოდები.ძალიან მიყვარხარ.
_უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო.მეც ნელ-ნელა ვბერდები.იმედია დროზე გამოჩნდება ეგ ,,პრინცი’’,რომელსაც ასე ველოდები,თორემ რომ დავბერდები და დავჩაჩანაკდები და არაფრის თავი არ მექნება მერე მე ვის რაში ვუნდივარ_ იცინის
-კარგი ეხლა,ნუ გაუბერე.ყველაფერს თავის დრო აქვს.აბა შენისთანა ანგელოზს მარტოს ვინ დატოვებს.თან ბოლო ბოლო ქალიშვილი ხო მარ მოკვდები არა?-ვუთხარი და ავხარხარდი.ამაზე სულ ბრაზობდა.ისე როგორ უნდა მოვკვდე სე*სის გემო ვერ გავიგოო.ტრადიციებს დიდ პატივს სცემს და ქორწინებამდე მსგავსი ურთიერთობების წინააღმდეგია.მეც ასე ვარ.არც მე ვემხრობი ამას.სხვებზე არ მაქვს პრეტენზია,ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვრებს და ვისთანაც უნდა იმასთან გაიზიარებს სარეცელს,გინდა ქორწიებამდე და გინდა ქორწილის შემდეგ.უბრალოდ,პირადად მე,აუცილებლად ჩემს ქმართან მექნება პირველი ღამე.
-რა თქმა უნდა ნია.ღმერთი ასეთ გოგოებს მარტოობისთვის ხომ არ გაგვწირავს აბა?_თქვა საწყალი ხმით,ისე როგორც ჩვევია ხოლმე,როცა აფერისტობს
_კაი აბა ნინ,წავედი ეხლა ბევრი საქმე მაქვს და საღამოს გნახავ.
_8-ზე რესტორანში გელოდები
_აუცილებლად.აბა დროებით.-დავემშვიდობე და საქმეს შევუდექი.ისე ჩავერთე საქმეში ვერც გავიგე დრო როგორ გავიდა. 6ზე მოვრჩი ყველაფერს.ოფისის კარები გამოვიხურე და სალონში გავედი,სადაც უკვე ჩაწერილი ვიყავი.თმები დავიხვიე და ერთ მხარეს გადმოვაყრევინე.კმაყოფილი სახლისკენ წავედი.უკვე 8-ის ნახევარი იყო.სასწრაფოდ გამოვიღე გამზადებული წითელი, მოკლე, ტანზე მომდგარი კაბა,რომელაც უკან ზურგი ამოღებული ქონდა და წინ მთლიანად დახურული იყო.შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები.შავი,პატარა ჩანთა ავიღე,რომელშიც ტელეფონი და ტუჩსაცხი ჩავიდე მხოლოდ.ნინოსთვის წინა დღეს ნაყიდი საჩუქარი, ოქროს კულონი-ც ავიღე და წავედი რესტორნისკენ.15 წუთში ადგილზე ვიყავი.ნინო მოვნახე.კიდევ ერთხელ მივულოცე და საჩუქარი გადავეცი.რომ გახსნა ძალიან მოეწონა და დამპირდა ამას არასოდეს არ მოვიხსნიო.ძალიან კარგი სიტუაცია იყო რესტორანში. 50მდე სტუმარი ყავდა დაპატიჟებული. ნინოს ოჯახის წევრები,ნათესავები,კურსელები და თანამშრომლები.ნინოს მშობლებთანაც,ბატონ ნიკასთან და ქალბატონ თამართანაც მივედი და მივულოცე შვილის დაბადების დღე.
_ქალბატონო თამარ,ბატონო ნიკოლოზ, გილოცავთ ქალიშვილის დაბადების დღეს.დიდხანს გახარებულიყავით მისი ბედნიერებით.ვუთხარი და გადავკოცნე.
_მადლობა ნია,შვილო.ძალიან მიხარია ნინოს შენნაირი მეგობარი რომ ყავს
_ხო მართლა,დღეს საოცრად გამოიყურები ნია,იმედია მარტო არ მოსულხარ და კავალერთან ერთად მოხვედი,თვალყური რომ გადევნოს და შენი თავი ვინმემ არ წაართვას- ღიმილით მითხრა ბატონმა ნიკამ
_დიდი მადლობა ბატონო ნიკა კომპლიმენტისთვის,მაგრამ Dდღეს მარტო მოვედი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ _ვუთხარი და გავიცინე
_მაშინ მე მომიწევს რამდენიმე თვალის და ყურის გამობმა,ვინმემ რამე ზედმეტი არ მოინდომოს
_რას შვებით,მე მჭორავთ? _სიცილით მოგვიახლოვდა ნინო
_გამაგიჟებს მე ეს გოგო,როგორ უყვარს საკუთარი თავი.გონია რომ ყველა მასზე უნდა ლაპარაკობდეს,თითქოს არ შეიძლება,რომ მის მეგობართან სხვა რამეზე ვიასუბრო_ღიმილით უსაყვედურა ნიკამ ნინოს,ხელი გადახვია და თავზე აკოცა_ ნიას ვეუბნებოდი,რომ დღეს ყურადღებით უნდა იყოს,რომ ვინმემ არ მოიტაცოს,ისე თვალისმომჭრელად გამოიყურება
_ნუ ეხლა,ჩემი დაქალია და სხვანაირად ვერც იქნება_ წელში გასწორდა ნინო
_კარგი,წამოდი ეხლა გაგაცნობ ვიღაცებს.მალე გართობაც დაიწყება,შენ კიდევ დამდგარხარ ჩემს მშობლებთან თითქოს მათი მეგობარი იყო და ეჭორავები_მომაყარა ყველაფერი ერთად,ხელი მომკიდა და წამიყვანა ხალხისკენ.მართლა ბევრი უცნობი იყო.ნინოს ნათესავებს ასე თუ ისე ვიცნობდი,მის კურსელებსაც,მაგრამ თანამშრომლებს-არა.ნინომ შეძლებისდაგვარად გამაცნო ვისაც არ ვიცნობდი.დრო ნელ-ნელა გავიდა.ცოტა გახურდა სიტუაცია.ყველა კარგად ერთობოდა და ცეკვავდა.მოულოდნელად მუსიკა გამოირთო, დარბაზი ჩაბნელდა და სიჩუმე ჩამოვარდა.უცებ ყველამ კარისკენ გაიხედა საიდანაც ვიღაც შემოვიდა,დიდი ტორტი,სანთლებით ჩარჭობილი მოქონდა და თან სიმღერა დაიწყო,ნინოს დაბადების დღეს ულოცავდა.რომ მორჩა სიმღერას შუქები აინთო,ნინომ კივილი დაიწყო,მისკენ გაიქცა და მთელი ძალით შეახტა და ეხუტებოდა. მე კი გაოგნებული, გაშეშებული და მეტყველების უნარდაკარგული ვიდექი,თვალი მისი მიმართულებით გამიშტერდა, ცოტა მაკლდა და ცრემლები იწყებდნენ დენას.
იქ ის იდგა..თავის დას ეხუტებოდა მონატრებული და დაბადების დღეს ულოცავდა.
დიახ,ეს ნინოს ძმა და ერთ დროს ჩემი დიდი სიყვარული,ლუკა იყო!
ამდენი წლის შემდეგ ის დაბრუნდა!
სრულიად შეცვლილი,უფრო გასიმპათიურებული,უფრო დახვეწილი ლუკა დოლიძე!

************************
გაოგნებული ვუყურებდი.წამით დავფიქრდი,მართლა ლუკა იყო ის ვინც ამ დარბაზში იდგა თუ მეჩვენებოდა.ძალიან შეცვლილი იყო.
რომ მორჩნენ ხვევნა-კოცნას ნინი და ლუკა,ლუკა მშობლებთან მივიდა.ნიკო და თამარი გახარებულები იხუტებდნენ მონატრებულ შვილს.მეგობრებიც მოიკითხა.უცებ მზერა ჩემკენ შეაჩერა.გული ამიჩქარდა. აზროვნების უნარი დავკარგე ჩემთან რომ მოვიდა.რამდენი წელი ვოცნებობდი ამ წამზე.,მის დაბრუნებაზე… მოვიდა და გადამკოცნა.სუნთქვა შემეკვრა.
_როგორ ხარ ნია?-სრულიად უემოციოდ მკითხა..ამდენი წლის მერე ასე უბრალოდ მოვიდა და როგორც ერთი ჩვეულებრივი ნაცნობი ისე მომიკითხა,არა ვიტყუები,ჩვეულებრივი ნაცნობიც კი დიდი სითბოთი და სიყვარულით მოიკითხა. გული მეტკინა მისი სიცივე რომ ვიგრძენი.ვიგრძენი რომ ჩემს მიმართ სრულიად აღარაფერს არ გრძნობდა.
_არამიშავს,შენ როგორ ხარ?-ძლივს მოვაბი სიტყვებს თავი.ცრემლები მახრჩობდა.ერთი სული მქონდა აქედან გავქცეულიყავი და სადმე გემრიელად მეტირა,მებღავლა,გულიდან ის დარდი ამომეშვა რასაც ვგრძნობდი.
_ძალიან მაგრა.უკეთესად რომ არ შეიძლება ისე.- მიპასუხა და სხვა სტუმრებს შეუერთდა.ეს იყო და ეს.მეტი ჩემთვის სიტყვა არ უთქვამს.ძალიან მხიარულობდა.მშვენიერ ხასიათზე იყო. მეც მაგარი სულელი ვარ.ცუდ ხასიათზე რატომ უნდა იყოს? მონატრებული ხალხის გარემოცვაში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს,მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, მე იმ მონატრებულთა რიგებს არ მივეკუთვნები,როგორც ჩანს.რა სულელი ვარ.აბა რა მეგონა?ამდენი წელი ჩემზე იფიქრებდა?
მის გულგრილობას ჭკუიდან გადავყავდი. ხასიათი გამიფუჭდა.ერთი სული მქონდა აქედან გავქცეულიყავი,მაგრამ ნინოს ასე ვერ მოვქცეოდი,ძალიან ეწყინებოდა მისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს რომ მის გვერდით არ ვყოფილიყავი ბოლომდე.ცოტა ხნით ვცადე აქაურობას მოვშორებოდი და საპირფარეშოში გავედი.შევედი თუ არა ეგრევე ცრემლებმა იწყეს დენა..როგორც ჩანს ნინო უკან გამომყვა და ჩემთან მოვიდა
_ვიცი რომ ძნელია შენთვის და გიჭირს მისი ყურება.ისიც ვიცი რომ ეხლა ერთი სული გაქვს აქედან წახვიდე და ჩემს გამო იკავებ თავს.ვხედავ როგორ გაგიფუჭდა გუნება და არც გართობის თავი არ გაქვს. ნი, გეფიცები არ ვიცოდი რომ ჩამოდიოდა, მეც სიურპრიზი მომიწყო.წარმოდგენა არ მქონდა თუ ჩამოსვლას აპირებდა.კი მითხრა სიურპრიზს გიკეთებო,მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი. ნუ ხარ ასე რა..არ იტირო გემუდარები.შენი ცრემლები გულს მიკლავს.თუ მართლა ასე ცუდად ხარ წადი სახლში და დაისვენე,მე მართლა არ მეწყინება.მაპატიე რა..
_ნინ,შენ სულელი ხომ არ ხარ?რა უნდა გაპატიო?პირიქით ეს მე მაპატიე ასე რომ ვიქცევი და შენც ცუდ განწყობას გიქმნი. რა შენი ბრალია ეს ყველაფერი?არც იფიქრო მე რომ ცუდ ხასიათზე ვარ იმის გამო დაბადების დღე ჩაიმწარო.ამასაც გავუძლებ როგორმე. ძალიან გთხოვ ჩემზე არ ინერვიულო.გამივლის მალე და დავბრუნდები დარბაზში.ეხლა რომ არ გამოვსულიყავი და რომ არ მეტირა ალბათ მოვკვდებოდი.ეს ცრემლები გამგუდავდა. გეფიცები ეს იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. ძალიან გთხოვ დაბრუნდი სტუმრებთან და მეც მოვალ მალე..ჩემ გამო დაბადების Dდღე არ ჩაიმწარო..სულ კი არ გექნება ოქროს დაბადების დღე-ვუთხარი და ვეცადე გამეღიმა.თავს მოვიწესრრიგებ და გამოვალ
_კარგი ნი,მე ეხლა გავალ,ცოტა დამშვიდდი და დაბრუნდი ჩვენთან.- მითხრა და გავიდა.
სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავის შემეშინდა.შავი ფანქარი სულ ჩამოედღაბნა ცრემლებს და საშინელი დასანახი ვიყავი..თავი მოვიწესრიგე.შევეცადე დავმშვიდებულიყავი და დარბაზში დავბრუნდი. ყალბი ღიმილი ავიკარი და მთელი საღამო ესე გავატარე.
დარბაზს თვალი შევავლე.სტუმრების უმეტესობა უკვე კარგად შეზარხოშებულიყო და ცეკვავდა. მე კი მაგიდასთან ვიჯექი,გაზიან სასმელს ვსვამდი და თან მათ ვადევნებდი თვალყურს უცებ უკნიდან უცნობის ხმა რომ მომესმა
_ასეთი მშვენიერი ქალბატონი აქ მარტო რატომ ზის?თან მოწყენილი? თქვენნაირი ლამაზი არსება სულ უნდა იღიმოდეს-მისმა ნათქვამმა მართლა გამაღიმა
_სამწუხაროდ,ყოველთვის არ გვაქვს იმის მიზეზი რომ გავიღიმოთ
_უნდა შეეცადოთ კარგზე იფიქროთ და ცუდი ფიქრები გონებიდან განდევნოთ,როგორ გგონიათ მე არ მაქვს პრობლემები?მაგრამ,მიუხედავად პრობლემებისა ვცდილობ განწყობა არ გავიფუჭო.
ხო მართლა,არც კი გაგეცანი. მე ლაშა ვარ,ნინოს თანამშრომელი.
_სასიამოვნოა. მე ნია ვარ. ნინოს დაქალი.
_დამერწმუნე,ჩემთვის ბევრად სასიამოვნოა შენი გაცნობა.წინააღმდეგი ხომ არ ხარ შენობით ფორმაზე რომ გადავედი?
_არა, პირიქით.თქვენობით რომ მომმართავენ თავი ძალიან დიდი მგონია.
_რადგან უკვე ერთმანეთი გავიცანით,იმედია ცეკვაზე უარს არ მეტყვი-მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა
_საერთოდ იშვიათად ვცეკვავ
_ხოდა ესეც იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყოს და ხელი გამომიწოდა.
სხვა რა გზა მქონდა დავთანხმდი,თან ერთი ცეკვის გამო ამდენს ხომ არ ვახვეწნინებდი. ნელი მუსიკა იყო.თან ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს ვიდექით ცეკვის დროს. თვალი უნებურად ლუკასკენ გამეპარა.მაინტერესებდა თუ მიყურებდა.მაინც ვერ გაძლო გულმა. ,,რა მინდა ეხლა მე რომ მიყურებდეს მერე? ვცდილობ ვაეჭვიანო ვითომ? ვაი ნია შენს თავს,რომელ ეჭვიანობაზეა საუბარი ლამის არც ახსოვხარ’’. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხნენ. სრულიად ვერაფერი ვერ დავინახე მის თვალებში,უემოციო იყო ისეთივე,როგორიც შეხვდრის დროს.თავი გვერდით მდგომისკენ შეაბრუნა და საუბარი განაგრძო. ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა,მაგრამ არ გამომდიოდა,როცა ასე ახლოს იყო. ლაშას დასმულ კითხვებს უაზროდ ვცემდი პასუხებს.ლაშამ შემატყო რომ ვერ ვიყავი ხასიათზე და დაჯდომა შემომთავაზა.
_იმედია ჩვენი ნაცნობობა ამ ღამით არ დამთავრდება და შემდეგაც გაგრძელდება
_იმედი მაქვს ამის.ვუთხარი და გავუღიმე- მგონი უკვე დროა რომ წავიდე.მივალ ნინოს დავემშვიდობები.ნინო მშობლებთან და ლუკასთან ერთად იდგა. ძალიან არ მინდოდა ეხლა ლუკასთან ახლოს მისვლა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.მათაც უნდა დავმშვიდობებოდი.
_ნინ, უნდა წავიდე.ძალიან კარგი საღამო იყო,მაგრამ ძალიან დავიღალე,თან ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი და თუ დავაგვიანებ უფროსისგან საყვედურს მივიღებ_ეს ვთქვი და ბატონი ნიკოლოზისკენ გავიხედე ეშმაკური ღიმილით
_ამ ერთ შემთხვევაში უფროსი გამონაკლისს დაუშვებს და არ გისაყვდურებს-მითხრა და თვალი ჩამიკრა-შეგიძლია ხვალ დაისვენო.
_არა ბატონო ნიკოლოზ,საჭირო არაა.მოვალ ჩვეულებრივ დროს.სხვა დროს რომ დამჭირდეს მერე გამოვიყენებ ამ ერთ დასვენებას _მეც ღიმილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
_რითი მიდიხარ? მანქანით მოხვედი?_მკითხა ნიკოლოზმა
_კი ბატონო ნიკოლოზ მანქანით ვარ. კარგად იყავით. ყველას სათითაოდ დავემშვიდობე. ლუკასაც..
გასასვლელისკენ მივდიოდი ლაშა რომ დამეწია
_გაგიყვან ნია
_მადლობა ლაშა შემოთავაზებისთვის, მაგრამ მანქანით ვარ.
_ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ამ საღამოს შენ რომ მანქანით ხარ.ამით შენთან კიდევ ცოტა ხანს ყოფნის ბედნიერება მომაკლდა-მითხრა დამწუხრებულმა
_ჩემთვის კი პირიქით,კარგია,არავის შეწუხება არ მიწევს
_რა შეწუხებაზეა ლაპარაკი
_კარგი ლაშა აბა წავედი.ნახვამდის. გადავკოცნე და მანქანისკენ წავედი
_დროებით ნია- მომაძახა და თვითონაც თავისი მანქანისკენ წავიდა
სახლში ძალიან გადაღლილი მივედი.დედა სავარძელში დამხვდა და ტელევიზორს უყურებდა.მე მელოდებოდა.
_რატომ მელოდებოდი დე? ხომ იცოდი რომ დამაგვიანდებოდა? დაგესვენა
_რა დამაძინებდა დედა,როცა სახლში არ იყავი.როგორი დრო ატარე?
_ნუ გამახსენებ დე.თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო,მაგრამ მერე...… იცი დე, ლუკა ჩამოვიდა-ვუთხარი და თავი დავხარე
_მართლა დე?როდის?
_დღეს. ნინოს სიურპრიზი გაუკეთა. წარმოგიდგენია რა დამემართა? ამდენი წლის უნახავი შოკში ჩავვარდი.იცი როგორი შეცვლილია დე?სულ სხვანაირია.კიდევ უფრო გასიმპათიურებულა.
_ისევ გიყვარს დე?-მკითხა დედაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა
_არ ვიცი.საშინლად მომნატრებია ეგ ვიცი. ის კი ისე მექცეოდა თითქოს ერთი რიგითი ნაცნობი ვყოფილიყავი. გული ძალიან მეტკინა
_დამშვიდდი დე. ყველაფერი დალაგდება. ეტყობა ბრაზს კიდევ ვერ მოერია და ისევ ნაწენია შენზე
_არამგონია დე.ბრაზის ვერაფერი ვერ შევატყვე.პირიქით, ასე მგონია საერთოდ არაფერს არ გრძნობს ჩემს მიმართ,არც ბრაზს,არც სიძულვილს და სიყვარულს მითუმეტეს. მისთვის არავინ ვარ
_კარგი ნია,მიდი ეხლა გადაივლე.შხაპი განტვირთვაში დაგეხმარება და დაიძინე მერე. ემოციურად რთული საღამო გქონია. მე კიდევ მეგონა კარგად ერთობოდი.
_კაი წავალ დე, ძილინებისა-მივედი, ვაკოცე და საძინებლისკენ გავეშურე.შხაპი გადავივლე და ეგრევე დასაწოლად წავედი. ჩავწექი და ფიქრებში გადავეშვი.ვიხსენებდი ძველ დროს. როგორ გავიცანი ლუკა,როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი,როგორი ბედნიერები ვიყავით.რამდენი სიგიჟე ჩაგვიდენია ერთად..ვიხსენებდი და უფრო ძლიერად ვგრძნობდი ტკივილს მარცხენა მხარეს.

*******************************
პირველად მივდიოდი უნივერსიტეტში და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ჩემი ოცნება ახდა და თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.ყოველთვის მინდოდა წარმატებეული ბიზნეს ლედი გავმხდარიყავი.ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ხელი შეეწყო სწავლაში და მეც თავს არ ვიზოგავდი. გამუდმებით ვმეცადინეობდი და ჩემმა სწავლამაც შედეგი გამოიღო.ნანატრი ოცნება ამიხდა. ამაყად მივაბიჯებდი უნვერსიტეტის შენობისკენ. შევედი თუ არა შენობაში,ეგრევე ჩემი აუდიტორიის ძებნა დავიწყე. ჯერ ლექციის დაწყებამდე კიდევ იყო დრო.შევედი აუდიტორიაში და ფანჯრის მხარეს დავჯექი,ისე როგორც მე მიყვარდა,სკოლის პერიოდშიც სულ ფანჯარასთან ვჯდებოდი ხოლმე. ფიქრებში ვიყავი წასული გვერდით ძალიან ლამაზი, მოკლე წაბლისფერთმიანი გოგონა მომიჯდა.
_გამარჯობა,მე ნინო ვარ,მგონი კურსელები ვიქნებით არა?-მკითხა და გამიღიმა.საკმაოდ გახსნილი და საყვარელი გოგო ჩანდა ერთი შეხედვით
_სასიამოვნოა, მე ნია. მგონი კი,კურსელები ვიქნებით-მეც გავუღიმე
_ძალიან გამიხარდება თუ ვიმეგობრებთ. რაღა დაგიმალო და ძალიან მომეწონე-ძალიან პირდაპირი გოგო ჩანდა.მეც გავუღიმე.
_მეც გამიხარდება. აქ არავის არ ვიცნობ ჯერჯერობით შენს მეტს.ჩემი მეგობრები სხვა ფაკულტეტზე სწავლობენ. განსხვავებული მიმართულება ავირჩიეთ. ჩემი ოცნება ყოველთვის ეს სფერო იყო.
_ჩემიც. მამაჩემი ბიზნსმენია და ცდილობს რომ ჩვენც მას დავემსგავსოთ.მე კი მომწონს და გადავწყვიტე, მაგრამ ჩემს ძმა ვერ მოუხერხა ვერაფერი. საერთოდ არ აინტერესებს ბიზნესი და მამის საქმიანობა. მაგას თავისი მოტოციკლეტები და მეგობრები ყველაფერს ურჩევნია. მუშაობა ეზარება. მშობლები კი ძალიან წუხან ამის გამო._ენას არ აჩერებდა ნინო_კარგი ჩემი ოჯახის ამბებით თავს არ შეგაწყენ,ისედაც ბევრი ვიქაქანე.
_არა,არ ვწუხდები.პირიქით მიხარია ასე უცებ რომ გაიხსენი ჩემთან. მე რა გითხრა.ვარ დედისერთა,ვცხოვრობ დედასთან ერთად.დედ-მამა გაცილებულები არიან. მამაჩემი მოსკოვში ცხოვრობს დიდი ხანია და მასთან კონტაქტი არ მაქვს.
სანამ ჩვენ ვსაუბრობდით,ამასობაში ლექტორიც შემოვიდა და დაიწყო ლექცია. პირველი ლექცია გაცნობითი სახის იყო და ლექტორმაც ზოგადად ისაუბრა იმის შესახებ თუ რას ვიწავლიდით. ძალიან მომეწონა აქაური სიტუაცია. კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით.ლექციები დამთავრდა თუ არა სახლში წავედი.გასვლის დროს ნინო შემხვდა
_ძალიან მომეწონა,ლექტორიც ძალიან საყვარელი კაცია
_ხო მეც ძალიან მომეწონა ყველაფერი.უფრო მეტიც აღფრთოვანებული ვარ.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი წავედი სახლში. დედაჩემს ყველაფერი მოვუყევი,ისიც ბედნიერი იყო ჩემი შემყურე. ასე გავიდა 1 თვე.მივეჩვიე სტუდენტურ ცხოვრებას.ნინოსაც უფრო დავუახლოვდი.ლექციების მერე სულ ერთად დავდიოდით.სახლშიც დავპატიჟე და დედაჩემი გავაცანი.ძალიან მოეწონათ ერთმანეთი.
_იცოდე შემდეგი შენი ჯერია,შენ მოდიხარ ჩემთან –გაცილების დროს მითხრა
_კი აუცილებლად
_შევთანხმდით.კაი აბა წავედი გნახავ ხვალ.დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლში შევედი.
შემდეგი დღეებიც ჩვეულებრივად მიდიოდა.
_დღეს ლექციის მერე ჩემთან მივდივართ- გამარჯობის მაგივრად მაჯახა ნინომ
_კარგი დედას გავაფრთხილებ და წამოვალ
ლექციები მალე დაგვიმთავრდა და წავედით ნინოსთან.ნინო საოცარ ბინაში ცხოვრობდა.უზომოდ დიდი და კეთილმოწყობილი ბინა იყო.
_დედა და მამა არ არიან. გამოდის მარტო ვართ.
_საოცარი ბინა გაქვს
_მადლობა.რას დალევ?ყავა,ჩაი,წვენი?
_ყავას დავლევ, ძალიან მიყვარს
_კარგი აქ დამელოდე და მოვალ მალე.
დივანზე ჩამოვჯექი და თვალი მოვვლე აქაურობას.უცებ მზერა გამიშტერდა მეორე ოთახიდან,ტრუსის ამარა გამომავალ პიროვნებაზე.ჩემკენ არც გამოუხედავს ისე შევიდა სააბაზანოში.არ დავუნახივარ
,,ეს ალბათ ლუკაა,ნინოს ძმა’’-გავიფიქრე.
2 წუთში გამოვიდა სააბაზანოდან და გეზი კვლავ თავისი ოთახისკენ აიღო,როცა უცებ შეჩერდა და გაოცებულმა შემომხედა
_შენ ვინ ხარ?
_გამარჯობა-ვუთხარი დაბალ ხმაზე თან თავი დახრილი მქონდა,ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს,ჩემს წინ თითქმის შიშველი მამაკაცი იდგა.-მე ნინოს მეგობარი ვარ
_ოჰ, და თავად ქალბატონი სადაა?-აგძელებდა კითხვების დასმას და იმას არც ფიქრობდა ტრუსებით რომ იყო გამოჭიმული ჩემს,სრულიად უცხო ადამინის წინაშე.
_სამზარეულოშია,ყავას ადუღებს
_მოკლედ,მე ლუკა ვარ.ნინოს ძმა
_მაგას მივხვდი-ირონიულად ვუპსუხე
_ცინიზმი არ გიხდება გოგონი
_გოგონის სახელი აქვს და ნია ქვია-ვუთხარი დაბღვერილმა.უკვე ნერვებს მიშლიდა ეს თავხედი ბიჭი.
_მომწონს ეს სახელი,მაგრამ შენ არ გიხდება-მითხრა აგდებით. წამოვენთე.რა უფლებით მელაპარაკებოდა ასე. 5 წუთიც არ იყო გასული რაც გავიცანი.
_შენი საქმე არაა ვის უხდება ეგ სახელი და ვის არა და იქნებ პატივი დამდო და რამე ჩაიცვა.ნამდვილად არ მსიამოვნებს ნახევრად,უკაცრავად თითქმის შიშველ მამაკაცთან ერთად ჯდომა
_რატომ, აღგაგზნებ?-ირონიულად მკითხა და ჩაიცინა
არა რა, ნამდვილი ხეპრე,უზრდელი,უტაქტო,დეგენერატი ბიჭია რა.გოგოსთან მოქცევაც არ იცის.უკვე წყობილებიდან გამოვყავდი
_ძალიან თავხედი და უტაქტო ხარ. გოგოსთან მოქცევა არ იცი
_გოგოსაც გააჩნია-მითხრა და ის ის იყო პასუხი უნდა შემებრუნებინა,რომ ნინო გამოვიდა სამზარეულოდან ყავით ხელში.
_ოჰ,სახლში ბრძანდები ვაჟბატონო?ან ეს რა არის,როგორ ზიხარ ნიას წინ,მიდი და რამე ჩაიცვი.მიაყარა ნინომ
_აუ ეხლა თუ ღმერთი გწამს არ დაიწყო ნინო რა.ჩემს სახლში როგორც მინდა ისე ვიქნები
_სტუმარს ვერ ხედავ?მიდი და შენს ოთახში მაინც გადი.რა წესია ეს.არ გამიგიჟო გოგო,პირველად მოვიყვანე სახლში.
_კაი,კაი ნუ წიკვინებ და მივდივარ, ვახ- და წავიდა
_იმედია ძაან არ მოგშალა ნერვებზე.ყურადღება არ მიაქციო,ეგ ეგეთია.სიუხეშე და ადამიანის ნერვებზე თამაში მისი ჰობია
_ხო ეტყობა-ვთქვი სხვათაშორის
_მოუსწრია უკვე შენთვის თავის წარდგენა-გაეცინა- კაი გაატარე.მოდი რამე ფილმს ვუყუროთ.დავიწყეთ ფილმის ყურება.ლუკა თავისი ოთახიდან გამოვიდა,უკვე ჩაცმული.
_ნინო წავედი-მოაძახა ნინოს და კარები გაიხურა.არც დამმშვიდობებია.არა რა,მაინც როგორი იდიოტი ვიღაცაა.მიკვირს ნინოს ასეთი ძმა როგორ ყავს.

**********************
რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვუახლოვდებოდით მე და ნინო ერთმანეთს. ისე ვგრნობდი მასთან თავს, თითქოს რამდენიმე თვის გაცნობილი კი არ იყო, არამედ მთელი ცხოვრება ვიცნობდი. ჩემთან ხშირად რჩებოდა. დედაჩემი სულ იმას იძახდა, მეორე გოგო მყავსო ნინოს სახით. ერთმანეთის გარეშე არსად არ დავდიოდით.
_ნი, ამ შაბათ კვირას ჩემთან წყნეთში ავდივართ მე,შენ, თიკუნა. ჩემი ძმა და მაგის რამდენიმე ძმაკაციც იქ იქნება-შემოსული არ იყო ჩემს სახლში ეგრევე მომაყარა ნინომ
_გამარჯობა ნინო, მეც კარგად ვარ, რავი არაფერს არ ვშვები შენ გელოდებოდი,შენც ხომ კარგად ხარ?_ სიცილით ვუთხარი
_კარგი ერთი. ისედაც ვიცი რომ კარგად ხარ და მე მელოდებოდი,დრო რომ არ დამეკარგა პირდაპირ საქმეზე გადავედი _ გაიცინა და გადამკოცნა- ჰე,მიდი ეხლა დაიწყე მომზადება.ხვალ საღამოს წავალთ და შაბათ-კვირა იქ ვიქნებით
_და წყნეთში რა ხდება?
_არაფერი,ისე უბრალოდ,მოკლე დასვენებას ვიწყობთ, ცოტას გავერთობით. სულ გადავყევით სწავლას,ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა
_კარგი,წამოვალ,მაგრამ შენი ძმაც იქ იქნება
_მერე რა. მაგის გამო არც იფიქრო რომ არ წამოხვალ-მითხრა დაბღვერილმა
_ხო,კაი,მაგრამ რამეს უკმეხად თუ მეტყვის არც მე არ დავუთმობ,ეგ წინასწარ იცოდე-თვალი ჩავუკარი. ლუკასთან ერთად 2 დღის გატარება ერთ სახლში,არც ისე მხიბლავდა.ვიცოდი რომ ერთმანეთს რამე ისეთს ვეტყოდით და მაგასთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მქონდა.
_არ ჩავერევი არაფერში.უფლებას გაძლევ რაც გინდა ის უთხრა-სიცილიით თვალი ჩამიკრა ნინომ.
საღამოს დედა მოვიდა სამსახურიდან.ვუთხარი ჩვენი გეგმების შესახებ
_დე, 2 დღით ნინოს აგარაკზე მივდივართ წყნეთში
_რამე ხდება?
_არა,უბრალოდ ნინომ ცოტა განვიტვირთოთო
_ვინები მიდიხართ?მარტო შენ და ნინო?
_არა, მე,ნინო,თიკუნა,ნინოს ძმა და მისი რამდენიმე ძმაკაციც იქნება
_ნია, იმედია არ მჭირდება იმის გაფრთხილება,რომ ჭკვიანად იყო_მითხრა მკაცრად
_რა თქმა უნდა დედა. როდის იყო მე რამეს ვაშავებდი?_თითქოს ნაწყენმა ვუთხარი.- კაი წავალ და მოვემზადები ხვალისთვის.
ნინომ თავისი მანქანით გამომიარა და გავუყევით წყნეთის გზას. მაინცდამაინც ვერ ვიყავი კარგ ხასიათზე. დარწმუნებული ვიყავი რომ ამ 2 დღის განმავლობაში,განტვირთვის მაგივრად სულ დაძაბული ვიქნებოდი ლუკასთან და მაგის ძმაკაცებთან ერთად. რომ მივედით,გარეთ 3 მოტოციკლი ეყენა.
,,უკვე მოსულან’’ გავიფიქრე და თვალები უკმაყოფილოდ გადავატრიალე.შიგნით რომ შევედით, ლუკა და თავისი 2 ძმაკაცი ლუდს სვამდა ჟურნალის მაგიდასთან.მიწის თხილი, ჩიფსები და კიდევ რაღაცები უკოხტაოდ ეყარა მაგიდაზე.
_ჩემი და და მისი დაქალუშკებიც მოვიდნენ-წამოიძახა ლუკამ და დანარჩენებმაც გამოიხედეს ჩვენკენ
_გამარჯობათ_მივესალმეთ- თქვენ დრო არ დაკარგოთ,ეგრევე სასმელს მიადექით_სიცილით უთხრა ნინომ- ბექა,საბა, როგორ ხართ?_მივიდა და გადაკოცნა_გაიცანით ესენი ჩემი დაქალები არიან ნია და თაკო, გოგოებო, ბექა და საბა_სასიამოვნოა-ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.არ მომეწონა ეს სიტუაცია. რაღაცნაირი ბიჭები ჩანდნენ. საშიშები.
ნინომ ოთახები გვაჩვენა.
_მიდით,დადეთ თქვენი ნივთები და ჩამოდით დაბლა.მე ჩავალ.მივხედავ იქაურობას,სულ საღორეს დაამსგავსეს ერთ დღეში
ნინო გავიდა. ამოვიოხრე. ტყუილად კი არ მინდოდა აქ არ წამოსვლა დიდი სიხარულით. ჩანთა საწოლზე ჩამოვდე. სხვა გზა არ მქონდა უნდა ჩავსულიყავი. აბა მთელი ორი დღე ოთახში ხომ არ გამოვიკეტებოდი. როგორ არ მომწონს ლუკას და მისი ძმაკაცისნაირი ბიჭები.არც მათ კომპანიაში მხიბლავს ყოფნა,მაგრამ რას ვიზამ. უნდა ავიტანო ორი დღე. ქვემოთ ჩავედი.თიკუნამ ცოტა ხანში ჩამოვალო. ბიჭები ისევ მისაღებში ისხდნენ.გვერდის ავლა დავაპირე.მინდოდა ნინო მომეძებნა და მასთან მივსულიავი,რომ ჩემი სახელი გავიგე
_არ შემოგვიერთდები ნია?-მომაძახა ლუკამ
_არა,მადლობა, არ ვსვამ_ირონიულად გავუღიმე
_კაი,მართლა? ერთ ქილა ლუდსაც ვერ დალევ?თუ ჩვენის წრეში არ სვამ?_ირონია არ დააკლო მანაც
_კაი შე*ემა დაანებე გოგოს თავი,ვერ ხედავ არ უნდა დალევა და რას გაუ*რაკე საქმე ვაახ._ უთახრა,როგორც მახსოვს ბექამ
_მაშინ არ დაგაყოვნებთ ქალბატონო ნია დაშეგიძლია გზა განაგრძო_მომიგდო უხეშად.არაფერი ვუპასუხე და გავაგრძელე გზა.
_________________________________
_როგორ ელაპარაკები ბიჭო მაგ გოგოს? დაგიშავა რამე?-კითხა საბამ ლუკას
_არაფერი არ დაუშავებია.უბრალოდ ძაან წესიერ გოგოს თამაშობს და ეგ ნერვებს მიშლის.
_და რა იცი რომ თამაშობს და მართლა არაა ეგეთი?
_აუ შემეშვი შე*ჩემა.ჩემი გამჭირვებია.დაიკიდე რა.მზერა აარიდა და ლუდის სმა განაგრძო.
________________________
ღამე მოუსვენრად ვიყავი,ვერ ვიძინებდი.თან მაგრად მწყუროდა.ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში წავედი.შუქი ავანთე და მსუბუქად შევკივლე სამზარეულოს ფანჯარასთან მდგომი ლუკა რომ დავინახე,რომელიც ეწეოდა.
_ამ შუაღამეს რატომ არ გძინავს?
_წყლის დასალევად ჩამოვედი_ვუთხარი და მაცივრისკენ წავედი.წყალი გამოვიღე. ლუკამ სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ბოლო ნაფაზი დაარტყა.თვალს არ მაშორებდა.ერთი სული მქონდა მალე გავსულიყავი.მეუხერხულებოდა მასთან ერთად ხალათით დგომა. უკან გასვლას ვაპირებდი რომ მისმა კითხვამ გამაჩერა
_რატომ ვერ მიტან?
_ვინ გითხრა რომ ვერ გიტან?
_აბა გიყვარვარ?_ცინიკურად მითხრა და გაიღიმა
_არც მიყვარხარ და არც მძულხარ. ზოგადად არავინ არ მძულს და მათ შორის შენც
_მე კი მგონია რომ გძულვარ. სულ თავს მარიდებ
_და რატომ არ უნდა აგარიდო თავი? რამდენჯერაც ერთმანეთს ვხვდებით,ვცდილობთ სულ წავკბინოთ ერთმანეთი
_ხოდა შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სტრატეგია-ეშმაკურად გამიღიმა
_მაინც როგორ?
_აი ასე-მითხრა და მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა.იმდენად მოულოდნელი იყო,გააზრებაც ვერ მოვასწარი რა ხდებოდა.წამით აზროვნების უნარი დავკარგე. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო.წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შევძელი.უცებ მომშორდა და გამიღიმა
_ესე უკეთესია_და გასასვლელისკენ წავიდა-ხო მართლა, ამ ხალათში ძალიან სექსუალური ხარ-თვალი ჩამიკრა და გავიდა.
მე კი დამტოვა ასე გაშეშებული,აზროვნების უნარდაკარგული…
********************************
ერთ ადგილას ვიყავი მიყინული.ჯერ კიდევ მომხდარს ვიაზრებდი.მალე გონს მოვეგე და ოთახისკენ ავიღე გეზი. გზადაგზა გულში ვლანძღავდი ,არა,ამას თავი ვინ გონია?ნამდვილი იდიოტი,კრეტინი,დეგენერატი ბიჭია.. ვინ მისცა ჩემი კოცნის უფლება? თან წინააღმდეგობის გაწევაც რომ ვერ მოვასწარი.თუმცა სად მქონდა ამის თავი. წინააღმდეგობის გაწევა კი არა,ლამის ჩემი სახელი დამავიწყდა’’
გაცოფებული შევედი ოთახში.თან ვცდილობდი თაკო არ გამეღვიძებინა. საშინლად მომიშალა იმ იდიოტმა ნერვები.მთელი ღამე ვერ დავიძინე. ან რა დამაძინებდა.
მეორე დღეს გადვწყვიტე მომხდარი დამევიწყებინა და ლუკასთვის თავი ამერიდებინა. არ მინდოდა მაგის კმაყოფილი სახე კიდევ ერთხელ მენახა. სამზარეულოში იყვნენ და საუზმობდნენ.მივესალმე და მეც შევუერთდი.ლუკასკენ არც გამიხედავს,მაგრამ მის მზერას ვგრძნობდი. ვცდილობდი საერთოდ არ შემემჩნია. აშკარად შეამჩნიეს ჩემი უხასიათობა
_ნია ხომ კარგად ხარ?-მკითხა ნინომ
_კი ნინ, ცუდად რატომ უნდა ვიყო?
_რავიცი, რაღაც ვერ ხარ ხასიათზე
_უბრალოდ მთელი ღამე ვერ დავიძინე და ალბათ მაგიტომ-ეს ვთქვი თუ არა მაშინვე ვინანე,როცა ლუკას თვითკმაყოფილი ღიმილი დავინახე
_ალბათ ვიღაცაზე ფიქრობდი და მაგიტომ_სიტყვა ჩააკვეხა ლუკამ და თან თვალი შეუმჩნევლად ჩამიკრა.
,,მშვენიერია.უკვე დილიდანვე ცდილობს ნერვებზე მომშალოს.ის არ მკმაროდა მთელი ღამე მაგის გამო რომ ვერ დავიძინე?’’
არაფერი არ მიპასუხია.ერთი შევუბღვირე და ყავისთვის წყალი დავადგი. ჭამას რომ მოვრჩით გოგოებმა მაგიდის ალაგება დავიწყეთ. ბიჭები მისაღებ ოთახში გავიდნენ.
_აუ დავიღალე რა.აქ განსატვირთად მოვედი და არა იმისთვის რომ სულ სახლის ლაგებაში ვიყო- დაიწუწუნა ნინომ
_აბა რა გეგონა.ვინ მოგიმზადებდა საჭმელს და ვინ აგილაგებდა?_ირონიულად გავუღიმე.თავიც საშინლად მტკიოდა უძილობის გამო.
_კაი მე ცოტა ხანი ავალ და წამოვწვები.ცოტას დავისვენებ და მერე რამე გავაკეთოთ დრო რომ გავიყვანოთ-თქვა ნინომ და გავიდა სამზარეულოდან. მარტო დავრჩი და თან ყავას ვსვამდი.ლამის გადამცდა უკნიდან შეხება რომ ვიგრძენი
_აღიარე რომ გუშინ მთელი ღამე ჩემზე ფიქრობდი-ხმადაბლა მიჩურჩულა
_შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.
_მე უნდა ვაღიარო რომ მომეწონა ეგ კოცნა. თუმცა აშკარად გამოცდილება გაკლია,მაგრამ არაუშავს,მალე გაიწაფები შენც პირობას გაძლევ.
როგორ თამაშობდა ჩემს ნერვებზე და ეს აშკარად უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
_რა გინდა რას გადამეკიდე? დამანებე რა თავი და შენს საქმეს მიხედე.არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან საუბრის-ვუთხარი მობეზრებულმა
_სამაგიეროდ კოცნის სურვილი გექნება-ხმის ამოღება არ მაცალა ისევ მეტაკა ტუჩებზე.
ეს უკვე მართლა პიკი იყო. ეგრევე მოვცილდი და სახეში გავარტყი და გაცოფებულმა ვუყვირე
_აღარასდროს აღარ გაბედო და მეტჯერ არ მაკოცო გაიგე? ერთხელ რომ გაგიტარე იმას არ ნიშნავს რომ როცა მოგინდება მაშინ მაკოცებ. ჩემგან თავი შორს დაიჭირე და აღარ მომეკარო.
_ჯერ ერთი, მეორედ გაბედავ და ხელს დამარტყამ და გაფრთხილებ,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და მეორეც,როცა მომინდება მაშინ გაკოცებ,იმიტომ რომ საშინლად მომწონხარ და ამას არ უარვყოფ-თქვა და გავიდა სამზარეულოდან.
ნერვები უარესად მომიშალა.ამას თავი ვინ გონია ,, როცა მინდა მაშინ გაკოცებ’’-გამოვაჯავრე გონებაში.
_ბებიშენისამ!-ვთქვი ხმამარლა და ჩემს ოთახში გავედი.
კვირა დღემაც უინტერესოდ ჩაიარა.ლუკასთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა.
ჩვენც დავბრუნდით თბილისში.
დღეები დღეებს მისდევდა.ყველაფერი ჩვეულებრივად, რუტინულად მიდიოდა.უნივერსიტეტი-სახლი-მეგობრები, სახლი-უნივერსიტეტი-მეგობრები და ა.შ.
**********************************************************************************
_ნინო,შენს დაქალს შეყვარებული ყავს ან ვინმე მოსწონს?-კითხა ლუკამ ნინოს მოულოდნელად
_ვის ნიას?
_ხო
_არა,შეყვარებული არ ყავს და არც არავინ არ მოსწონს,მაგრამ შენ რაში გაინტერესებს?_ეშაკურად კითხა ნინომ
_ძალიან მომწონს! არ დაგიმალავ და ასე გოგო კარგა ხანია არ მომწონებია. თუ არავინ არ ყავს ეს ძალიან კარგია.შანსები მაქვს,მაგრამ რომც ყოფილიყო ვინმე უკან მაინც არ დავიხევდი-სხვათაშორის თქვა ლუკამ
_ლუკა,გაფრთხილებ ნიასთან ფრთხილად იყავი და მას არაფერი არ აწყენინო,თორემ დავივიწყებ რომ ჩემი ძმა ხარ.ნია ჩემთვის ძალიან ძვირფასია.მას ისე ვერ მოექცევი,როგორც შენს რიგით ნაშებს,გასაგებია?
_არც ვაპირებ ჩემი რიგითი ნაშა იყოს. მე მართლა სერიოზულად მომწონს-აღიარა ლუკამ
ნინოს ყბა ჩამოუვარდა.
_ლუკა მე არ გეხუმრები შენ!!
_და ვინ გითხრა რომ მე ვხუმრობ?მართლა საშინლად მომწონს და უფრო მეტიც, მიყვარდება მგონი. მინდა მასთან უფრო მეტი დრო გავატარო და ამაში შენი დახმარება მჭირდება. აბა მაგი მარტო ჩემთან არ გაჩერდება ერთ ოთახშიც კი.სულ თავს მარიდებს- გაიცინა- საკმაოდ ჯიუტია,მაგრამ არაუშავს, მოვარჯულებ.
_ლუკა, მას შენნაირი ბიჭები არ მოსწონს.შენ ფაქტობრივად უსაქმური ხარ.ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობ,არალეგალურ რბოლებში მონაწილეობ.მას ესეთი ცხოვრების სტილი არ მოსწონს. წინასწარ გაფრთხილებ-მკაცრად უთხრა ნინომ
_შენ მაგაზე არ იდარდო.შენ უბრალოდ უნდა დამეხმარო,რომ ხშირად ვნახო,თუ არ დამეხმარები კიდევ, უშენოდაც არ წარმოადგენს ეგ პრობლემას. ყოველდღე სასწავლებელთან დავხვდები,მოსვენებას არ მივცემ. მოუწევს შემეჩვიოს. მე მის დათმობას არ ვაპირებ!!
_უხეშად ნუ მოექცევი და თავი აკონტროლე. ნამდვილად არ მინდა შენს გამო ნიასთან ურთიერთობა გამიფუჭდეს.ორივე ძალიან მიყვარხართ,მაგრამ ნიას გულის ტკენის უფლებს არ მოგცემ
_არც ვაპირებ. მინდა უკეთ გამიცნოს.სხვა გზას არ დავუტოვებ და თვითონაც მიხვდება რომ მეტი გამოსავალი არ ექნება
_ფრთხილად იყავი_უთხრა ნინომ ძმას.აკოცა და მარტო დატოვა ლუკა
_აუცილებლად ჩემი გახდები ნია!-ჩაილაპარაკა თავისთვის ლუკამ.

***************************************************************************
ერთ დღეს ლექციებიდან გამოვდიოდი და ლუკა დავინახე გარეთ.თავის მოტოციკლეტს მიყრდნობოდა და თან მიღიმოდა. მის აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი.გვერდის ავლას ვაპირებდი.ვიფიქრე ალბათ ვინემს მოაკითხა მეთქი.
დამიძახა. გავჩერდი და მივბრუნდი.მომიახლოვდა და მკლავში ხელი ჩამავლო.
კითხვის ნიშნის მქონე გამომეტყველებით მივაჩერდი
_გამარჯობა არ უნდა მითხრა ნია?
_გამარჯობა.ეხლა გამიშვი,მეჩქარება- შევეცადე თავი დამეხსნა მისგან
_მოიცა,სად გეჩქარება.მე შენთან მოვედი და შენ კიდევ გამირბიხარ
_და ჩემთან რა საქმე გაქვს?
_მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე
_შენ მგონი გააფრინე ხომ? შენთან ერთად არსად წამოსვლას არ ვაპირებ
_ნია არ დაიწყო ეხლა. მინდა დაგიახლოვდე და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. მომეცი ამის საშუალება.
_არ მინდა შენთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს და არც ახლოს გაცნობას არ ვაპირებ.ეხლა კი გამიშვი.
_ნია,რაც უფრო მეტს გამიძალიანდები,მით უფრო შევეცდები შენთან მოსვლას, ამიტომ თავს ნუ დაიღლი ტყუილად. მაინც არ მოგეშვები.
_რაც გინდა ის ქენი. ტყუილად გაირჯები. ახლა კი წავედი-ხელი გავაშვებინე და სწრაფად მოვშორდი ამ ადგილს
_ტყუილად გამირბიხარ! ჩემს იქით გზა არ გაქვს. გპირდები_თავისთვის ჩაილაპარაკა ლუკამ და ადგილს უსწრაფესად მოწყდა მოტოთი.


***********************************

იმ დღის შემდეგ ლუკა დანაპირებს ასრულებდა და მოსვენებას არ მაძლევდა.სადაც მე ვიყავი ისიც მაშინვე იქ ჩნდებოდა. ვცდილობდი არ ავყოლოდი და ყურადღება არ მიმექცია. თაყვანისმცემლები, თუკი ვინმეს მოვწონდი ყველა დამიფრთხო.
ერთხელ კლუბში ვიყავით დაქალები. ტრადიცია არ დაარღვია ლუკამ და ისიც იქ გაჩნდა,შორიახლოს ტრიალებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. გოგოები ცეკვავდნენ. მე მაგიდასთან მარტო ვიჯექი. ერთი ბიჭი მომიჯდა. აშკარად სიმპათიური იყო და თავისებურად ,,შებმა’’ დამიწყო. ცეკვა შემომთავაზა, რაზეც თავაზიანი უარი ვტკიცე. მაინც არ მანებებდა თავს. ლაპარაკი დამიწყო.
_თუ ცეკვა არ გინდა მაშინ ნება მომეცი სასმელზე დაგპატიჟო, უარს არ მივიღებ_გამიღიმა საოცრად
_არ არის საჭირო,მადლობა, არ ვსვამ. უცებ გავიდა და 2 წუთში ფორთოხლის წვენით დაბრუნდა
_ალკოჰოლურს თუ არ სვამ,იმედია ამას მაინც დალევ
_მართლა არ იყო საჭირო,მაგრამ მადლობა_გავუღიმე. ლუკა თვალს არ გვაშორებდა. უცებ ჩვენკენ წამოვიდა
_უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ,მაგრამ ჩემს შეყვარებულთან საქმე მაქვს და მარტო დაგვტოვე-მშვიდად უთხრა ლუკამ. მე გაოცებული ვუყურებდი. საშინლად მომეშალა ნერვები.გავმწარდი.მინდოდა იქვე მიმეხრჩო ლუკა.თქმას ვაპირებდი ეს იდიოტი ჩემი შეყვარებული არ არის მეთქი, რომ უცნობი ადგა, ბოდიში მოიხადა და წავიდა.
,, ესეც ნამდვილი ,,ვაჟკაცი’’, ,,შეყვარებულის’’ შეეშინდა ‘’ გავიფიქრე და ჩავიცინე გულში. ლუკამ მტრული მზერა გააყოლა და მე ღიმილით მომიბრუნდა
_ძალიან გაუგრძელდა შენთან საუბარი
_ერთი წუთით გარეთ გამომყევი-ვუთხარი გაბრაზებულმა და გასასვლელისკენ წავედი.უკან გამომყვა.სანამ რამეს იტყოდა მე დავასწარი
_გამაგებინე ერთი შენ ვინ ხარ და ვინ გეკითხება ჩემს საქმეში ჩაერიო? მიპასუხე რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში ან ხალხს რატომ ეუბნები რომ ჩემი შეყვარებული ხარ?_ემოციებს ვერ ვიკავებდი_მომისმინე, კარგად მომისმინე,შენ ჩემთვის არავინ ხარ, არავინ გესმის? და არც არასდროს არ იქნები. არ მომწონს შენნაირი ტიპები და შენთვისვე აჯობებს რომ შემეშვა.შენს ცხოვრებას მიხედე- ბრაზი მახრჩობდა. ვერ ვჩერდებოდი.რასაც ვფიქრობდი ყველაფერი პირში მივახალე.
_მორჩი?-მკითხა აუღელვებლად. ამან უფრო გამაგიჟა. მის სიმშვიდეს ჭკუიდან გადავყავდი-მეც გითხარი რომ თავს არ დაგანებებ. მიყვარხარ და არ ვაპირებ შენი თავი ვინმეს დავუთმო. ვერ ვუყურებ ვიღაც შენს შებმას რომ ცდილობს. რა იყო? მოგეწონა ის ახვარი? გსიამოვნებდა არა მასთან საუბარი? ეხლა კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი. შენ ვერავინ მოგეკარება. არც კი შეეცადო ვინმესთან რომანი გააბა თორემ გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. შემომაკვდება ვინც არ უნდა იყოს და ამის გამო ციხეში წავალ.შენ მხოლოდ მე მეკუთვნი გასაგებია თუ არა შენთვის? _თითქმის ღრიალებდა
_გეფიცები ავადმყოფი ხარ! – ხმის კანკალით ვამბობდი _ცხოველი! –ვცდილობდი ხმა ბოლომდე არ გამტყდომოდა _მე არავის საკუთრება არ ვარ და მითუმეტეს შენი.ამის იმედი ნუ გექნება _ტირილამდე ცოტა მაკლდა.ძლივს ვსაუბრობდი.- რომ იცოდე როგორ მეზიზღები
_არაუშავს, ყველაფერს მიეჩვევი. გამიცნობ და ისეთს შემიყვარებ როგორიც ვარ!
_ტყულად გაქვს მაგის იმედი
_კარგი დღეს საკმარისია. მე გაგაფრთხილე და აწი შენ იცი. წამოდი სახლში წაგიყვან, არამგონია ეხლა კლუბში შებრუნების თავი გქონდეს
_შენთან ერთად არსად არ წავალ. მე თვითონაც შემიძლია წავიდე. მხარი გავკარი და ტაქსის გასაჩერებლად წავედი. სახლამდე უკან მომყვა მოტოციკლეტით.რომ დაინახა შევედი, წავიდა. სახლში ნერვებმოშლილი შევედი. დედაჩემმა შეშინებულმა შემომხედა.
_რა მოხდა დედი,რა სახე გაქვს?
_თავს არ მანებებს დე და არც აპირებს მგონი- ვუთხარი და ავქვითინდი. ერთიანად მომაწვა ცრემლები,რასაც ვიკავებდი და გაუჩერებლად ვტიროდი
_კარგი დე, დამშვიდდი. ყველაფერს მოევლება. აი ნახავ, მობეზრდება შენი დევნა და თავს დაგანებებს. თუ თავმოყვარეობა გააჩნია, ამდენი უარით უნდა მიხვდეს რომ თავი დაგანებოს. თავს ასე არ დაიმცირებს თავმოყვარე კაცი.
_შენ მას არ იცნობ. ის ასე ადვილად არ მომეშვება
_მე ვნახავ და დაველაპარაკები
_და გგონია შენ თუ მიხვალ და ეტყვი: იცი?ჩემს შვილს არ უყვარხარ და თავი დაანებეო, თავს დამანებებს?- თავაზიანად გამოგისტუმრებს უკან,ისე რომ შენს ნალაპარაკევს ყურსაც არ დაუგდებს
_აბა როდემდე ვუყურო როგორ გიმწარებს ცხოვრებას?ბოლოსდაბოლოს მის მშობლებს დაველაპარაკები
_რა მშობლებს დაელაპარაკები ხომარ გაგიჟდი დედა. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ მშობლებმა არჩიონ ჩვენი ამბები. დე, მოდი შენ ნუ ჩაერევი გთხოვ. მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს.ეხლა წავალ და დავიძინებ.დასვენება ნამდვილად მჭირდება. ძალაგამოცლილი დავწექი საწოლზე. შხაპის მიღების თავი ნამდვილად არ მქონდა.
,,ნეტავ როდის მობეზრდება ჩემი უკან დევნა. ნუთუ მართლა არ დამანებებს თავს?’’
ფიქრებში წავედი. გადაღლილს მალევე ჩამეძინა.
***********************************************************************************************
_ლუკა გეკითხები და მიპასუხე. მოგწონს შენი საქციელი? რა დღეში ხარ? დაანებე რა თავი ნიას, ხომ ხედავ არ უნდა შენთან ურთიერთობა
_რა გამი*რაკე საქმე ეს დედამო**ნული. მიყვარს, ნუთუ ძნელია ამის გაგება. მინდა რომ შანსი მომცეს.დავუახლოვდე.უკეთ გამიცნოს. მას კი ჩემი დანახვაც აღიზიანებს,რომელ დაახლოებაზეა საუბარი. ახლოსაც არ მიკარებს.
_შენი ცხოველური საქციელებით ყველაფერს უფრო რომ აფუჭებ ვერ ხვდები? გგონია თუ რამეს დააძალებ,უყვირებ ან დაემუქრები ამით რამე გამოგივა?პირიქით. ნია უფრო შეგიძულებს
_აბა მაგასთან წესიერი ლაპარაკი არ ჭრის
_გაფიცებ მითხარი შენ წესიერ ლაპარაკს რას ეძახი? ყვირილს?
_ნინო ეხლა შენ ნუ მომიშლი ნერვებს. ნორმალურად მომექცეს და ნორმალურად დაველაპარაკები- თქვა და სახლიდან გავარდა.
იმ ბარში წავიდა სადაც მისი ძმაკაცები იყვნენ. ლუკას ცუდ ხასიათზე ყოფნა არცერთს არ გამოპარვია
_რა გჭირს შე*ემა რა სიფათით მოძრაობ?
_აუ ბექა,იმენა მაგრა ცუდად ვარ შენს ძმობას ვფიცავ.არ ვიცი რა მოვუხერხო.
_ბიჭო,რომ მოიტაცო?- სიტყვით გამოვიდა საბა
_შენ შ*გ ხო მარ გაქვს ბიჭო?რა მოიტაცოს? რომელი საუკუნეა? ამას კიდევ ასეთების თქმა უნდა,ისედაც ვერ ხედავ კაცს აღარ გავს. _თვალები დაუბრიალა ბექამ _ მოტაცება საქმეს ვერ უშველის,ამით უფრო შეაძულებს თავს. - ბექა დაფიქრდა_ მოდი ასე მოიქეცი. რამდენიმე დღე თავი დაანებე. აცადე დამშვიდდეს. დამშვიდება შენც გჭირდება. მერე მიდი, თხოვე რომ დაგელაპარაკოს, თხოვე და არა უბრძანო, გაიგე ლუკა? დაძალებით არაფერი არ გამოგივა _ ურჩია ბექამ
ლუკა ჩაფიქრებული იჯდა. ლაპარაკის თავიც არ ქონდა. ერთ ადგილს მიშტერებოდა და უაზროდ იყურებოდა.
_მოდი დავლიოთ ძმებო! ეხლა მხოლოდ ეგ მიშველის-გამოერკვა სიტუაციაში და ბიჭებს მიუბრუნდა _ შენს ნათქვამს გავითვალისწინებ ბექა.
ბექამ მხარზე ხელი დაკრა და ბარმენს სასმელი შეუკვეთა.
*************************************************************
ლუკამ მართლა გაითვალისწინა ბექას რჩევა და 1 კვირა არ გამოჩენილა ნიას სიახლოვეს. ნიასაც უკვრიდა. გაიფიქრა: ეტყობა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და თავი დამანებაო. ის ერთი კვირა სიმშვიდეში გაატარა, რაზეც ლუკაზე ვერ ვიტყოდი.
სულ ჩაფიქრებული დადიოდა. ნია ენატრებოდა და მისი ნახვა სიგიჟემდე უნდოდა. ვერც შორიდან თვალთვალს ბედავდა, რადგან იცოდა, წამითაც რომ მოეკრა თვალი ვერ მოითმენდა და მასთან მივიდოდა. ამიტომ გადაწყვიტა ეს 1 კვირა მის შორიახლოს არ ეტრიალა.
1 კვირის შემდეგ კი მეტი ვეღარ მოითმინა და ისევ უნივერსიტეტთან დახვდა.
ნია ჯგუფელებთან ერთად გამოდიოდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.ლუკა რომ დაინახა ღიმილი სახეზე შეახმა. ლუკა ნიასკენ წავიდა.
_ნია შეიძლება დაგელაპარაკო?- მშვიდად კითხა ლუკამ
ნია გაჩუმებული იყო. პასუხს არ აძლევდა.
_ნია გთხოვ, მხოლოდ დაგელაპარაკები.
_გოგოებო თქვენ წადით. დაგეწევით
_ნია ვერ დაგეწევათ. სახლში თვითონ წავა- მიაძახა ლუკამ გოგოებს. ნიამ მკვლელი თვალებით შეხედა
_ნია გთხოვე უნდა დავილაპარაკოთ მეთქი და 1 წუთი არ მეყოფა. სადმე დავჯდეთ და იქ ვილაპარაკოთ.
_ლუკა, აქ მითხარი რისი თქმაც გინდა
_აქ არა, სადმე მშვიდ ადგილას. ძალიან გთხოვ
_ჯანდაბას,წავედით- ფარ-ხმალი დახარა ნიამ.
_მოიცა, ჩვენ რა, ამ სიკვდილის მანქანით უნდა წავიდეთ?- თვალები გაუფართოვდა ნიას
_ხო, რა იყო? გეშინია?
_ამაზე არ დავჯდები. ვერ ვიტან მოტოციკლეტებს.თან შენ ვერ გენდობი.
_გგონია სადმე აგჩეხავ მოტოთი?- გამიცინა_ კარგი, თუ არ გინდა, მაშინ ფეხით გავუყვეთ და თან ვილაპარაკოთ.
_ასე ჯობს.
ფეხით გაუყვნენ გზას. ხმას არცერთი არ იღებდა. ცოტა რომ გაიარეს ლუკამ დაიწყო
_ნია, მართლა ასე ძალიან გეზიზღები?
_ლუკა, მე შენ არ მიყვარხარ.უკვე ბევრჯერ აგიხსენი.შენი საქციელებით კი ცდილობ მართლა შემაზიზღო თავი
_ე.ი არ გეზიზღები, ეგ უკვე ერთი პლიუსია- ჩაიღიმა ლუკამ- მაგრამ არც გიყვარვარ- დანანებით ჩაილაპარაკა- ნია, მოდი ერთი შანსი მომეცი. უფლება მომეცი შენთან ახლოს ვიყო. დაგიახლოვდე. ურთიერთობა დავალაგოთ. ჯერჯერობით მეტს ხომ არაფერს არ გთხოვ არა? ხანდახან შემხვდი ხოლმე. შევეცადოთ ერთმანეთს გავუგოთ. არაფერს არ დაგაძალებ გეფიცები. თუ ურთიერთობას ვერ ავაწყობთ. თუ მივხდები რომ ვერ შემეწყვე და აზრი არ აქვს ჩვენს ურთიერთობას, გეფიცები თავს დაგანებებ. მხოლოდ ერთი შანსი მომეცი _ ძალიან სევდიანი ჩანდა ლუკა. ნია ჩაფიქრდა. რას კარგავდა ხანდახან თუ შეხვდებოდა და შეეცდებოდა მის გაცნობას? ხომ დაპირდა თუ ვერ შემეწყობი და არაფერი არ გამოგვივა თავს დაგანებებო? ხოდა თუ არაფერი გამოუვათ ლუკაც თავს დაანებებს და მშვიდად გნაგრძობს ცხოვრებას,ისე როგორც ლუკას გამოჩენამდე ცხოვრობდა.
_კარგი ლუკა, თანახმა ვარ ვცადოთ ურთიერთობა, ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ ზედმეტების გარეშე. ჩვენ მხოლოდ ხანდახან შევხვდებით ერთმანეთს- მკაცრად უთხრა ნიამ. ლუკას ეგონა მოესმა. ბედნიერებისგან სახე გაუბრწყინდა
_ძალიან გამახარე ნია. ვერც კი წარმოიდგენ ეხლა რა ბედნიერი ვარ _ ნიას ჩაეხუტა, ხელში აიყვანა და დააბზრიალა
_ლუკა დამსვი. მე მგონი ვთქვი ზედმეტების გარეშე მეთქი- უსაყვედურა ნიამ და გზა გააგრძეკა
_ა, ხო, მართალი ხარ ზედმეტების გარეშე. გპირდები მეტს აღარ ვიზამ- გაუღიმა ლუკამ
,, არაუშავს,მაინც მოგატეხ მაგ რქებს’’ ეშმაკურად ჩაიცინა და ნიას უკან მიყვა.
***********************************
რატომ დავთანხმდი? მისი ხმა ისეთი გულწფელი და სევდით სავეს იყო, რომ არ შემეძლო მისთვის ამ შემოთავაზებაზე უარი მეთქვა. მე ამით არაფერს ვკარგავდი, პირიქით, მას უფრო ახლოს გავიცნობდი.
ამ შეთანხმების მერე, რამდენიმეჯერმე შევხვდით ერთმანეტს. ცდილობდა ყველანაირად თავდაჭერილი ყოფილიყო ჩემთან. ზღვარს არ გადადიოდა. მეც თითქოს ნელ-ნელა შევეჩვიე მას. ვგრძნობდი რომ ისეთი ურთიერთობა არ მქონდა მასთან,როგორიც ადრე.
მინდოდა ჩვენს შესახებ დედაჩემისთვისაც მეთქვა.
_დე, მე და ლუკა ხანდახან ერთმანეთს ვხვდებით- ვუთხარი და სუნთქვშეკრული დაველოდე დედაჩემის რეაქციას
_რა თქვი ნია?შენ.. შენ და ლუკა? ის ლუკა, რომელსაც დასანახად ვერ იტანდი?- უჭირდა დაჯერება რასაც ვეუბნებოდი
_ხო დედა, ის ლუკა, რომელსაც ადრე დასანახად ვერ ვიტანდი. ყველაფერს ეგრე რთულად ნუ მიუდგები დედა. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ ნორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს. მან მთხოვა რომ შანსი მიმეცა და ახლოს გამეცნო- ეგ არის და ეგ. მეტი ჩვენს შორის არაფერი არ ხდება
_მართლა არაფერი არ ხდება მეტი? _ დაეჭვებულმა შემომხედა
_არა.დედა რომ ხდებოდეს არ დაგიმალავდი. მართლა მხოლოდ ურთიერთობის დალაგებას ვცდილობთ
_ნია, ფრთხილად იყავი შვილო. მას უყვარხარ და ეცადე მის გრძნობებზე არ ითამაშო
_მაგას როგორ მეუბნები დედა. ის შემპირდა თუკი არაფერი არ გამოგვივა თავს სამუდამოდ დაგანებებო. ნუ ნერვიულობ დე. დამიჯერე ასე უკეთესია
_კარგი შვილო, შენი საქმის შენ უკეთ იცი. წარმატებებს გისურვებთ აბა ურთიერთობის დალაგებაში_ ეხლა წავალ დავიძინებ,ხვალ ადრე უნდა ვიყო სამსახურში_მაკოცა და დასაძინებლად წავიდა.
************************************************************************************************
ერთ საღამოს, სახლში ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. დედა ქალაქგარეთ იყო წასული 2 დღით სამსახურის საქმეზე, ლუკამ დამირეკა
_ნია რას შვები? გცალია?
_არაფერს, სახლში ვარ და ტელევიზორს ვუყურებ
_ანუ გცალია
_კი და რა იყო რო?
_მიდი ეხლა ჩაიცვი და ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. 15 წუთში შენს სადარბაზოსთან ვიქნები
_ამ დროს ლუკა?_ და საათს დავხედე
_ხო, რა მოხდა მერე. ჯერ მხოლოდ 9 საათია. მიდი გთხოვ.
_კარგი გავემზადები და ჩამოვალ.
ზუსტად 15 წუთში ლუკამ დამირეკა ჩამოდიო. სახლის კარები გადავკეტე და ქვემოთ ჩავირბინე. ლუკა მოტოციკლეთით იყო მოსული.
_კარგი რა ლუკა, ხომ იცი არა რომ არ მიყვარს ამ მოტოთი სიარული_ დავიწუწუნე
_ნია, ძალიან გთხოვ დღეს აიტანე როგორმე, ამ ერთხელ და მეტს აღარ გთხოვ_ საწყალი სახე მიიღო_ მენდე და ნუ გეშინია ნურაფრის. სხვა გზა არ მქონდა. უკან მივუჯექი.
_ეხლა ეს გაიკეთე_ ჩაფხუტი მომაწდა_და ხელები მაგრად შემომხვიე.ყველაფერი როგორც მითხრა ისე გავაკეთე. ძალიან მეშინოდა. პირველად ვჯდებოდი მოტოზე.როგორც კი დაიძრა გულისცემა ამიჩქარდა. ხელებს უფრო მაგრა ვუჭერდი ლუკას. ის უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს
_ნია უბრალოდ მოეშვი რა_გადმომძახა ლუკამ
ვერაფერს ვამბობდი. ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდი ამ საშინელებიდან. კარგა ხანი მივდიოდით. ქალაქს აშკარად გავცდით. სადღაც მიყრუებულ გზატკეცილზე, სადაც მანქანები არ დადიოდნენ იქ მივედით და გააჩერა მოტო. ეგრევე გადავედი და გარემოს მოვავლე თვალი
_ეს რა ადგილია ლუკა? სად მოვედით? _ ვკითხე ცნობისმოყვარედ
_ეს ის ადგილია სადაც მე ხშირად ვარ, არამარტო მე, არამედ ჩემი მეგობრებიც. აქ იმართება რბოლები, სადაც მე ვმონაწილეობ
_მოიცა, აქ ღებულობ შენ არალეგალურ რბოლებში მონაწილეობას?_ ყურებს და თვალებს ვერ ვუჯერებდი. არ მეგონა ასეთ ადგილას თუ მომიყვანდა
_ხო! მინდოდა ჩემს შესახებ ყველაფერი გცოდნოდა და დამალული არ ყოფილიყო არაფერი. ახლა იცი, რასაც ვსაქმიანობ. აქ პირველად და უკანასკნელად მოგიყვანე ეს დაიმახსოვრე. მე უბრალოდ მინდოდა შენთვის ეს ადგილი მეჩვენებინა.
_ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ საღამოს აქ მომიყვანდი. სიურპრიზებით სავსე ხარ ლუკა- მივუბრუნდი და თვალებში მივაჩერდი
_არაპროგნოზირებადი უფრო_ გამიღიმა. მინდა აღვნიშნო,რომ საოცარი ღიმილი ქონდა._შენ ალბათ ელოდი,რომ სადმე ისეთ ადგილას წაგიყვანდი,მაგალითად სადაც მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანს, ან სადმე რომანტიულ ადგილას, მაგრამ იმედები გაგიცრუე_გაიცინა
_სიმართლე გითხრა წარმოდგენა არ მქონდა სად მიგყავდი, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
_ეხლა შენ აქ დადექი და მე რაღაცას გაჩვენებ_ მითხრა და მოტოსკენ წავიდა
_ლუკა, რას აკეთებ?
_უბრალოდ მიყურე ნია-მოტოს მოაჯდა, ჩაფხუტი გაიკეთა და ძრავა აამუშავა. უსწრაფესად მოწყდა ადგილს. რამდენიმე წრე გააკეთა ადგილზე. საოცარ ტრიუკებს აკეთებდა. მე სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ამ ყველაფერს. გული ამიჩქარდა.
შიშისგან შევკივლე,როცა ცალ ბორბალზე დადგა ძალიან მაღალზე. მეშინოდა არ გადმოვარდნილიყო|
_ლუკა, გაჩერდი გთხოვ. არ გადმოვარდე, ლუკა. ვუყვიროდი გამწარებული.ის კი არ აპირებდა გაჩერებას. მართლა ძალიან შემეშინდა.
როგორც იქნა მორჩა ტრიუკების გაკეთებას. ფეხებთან გამიჩერა მოტო, გადმოვიდა,ჩაფხუტი მოიხსნა და მე მომაჩერდა ღიმილით. მე კიდევ ხმას ვერ ვიღებდი.
_რა იყო რა სახე გაქვს ნია, რამე მითხარი, ნია შემომხედე შენ გელაპარაკები_ ცდილობდა გონს მივეყვანე. როგორც იქნა გამოვერკვიე და თვალებში ჩავხედე
_შენ სულ ასეთ რაღაცებს აკეთებ აქ? რბოლის დროსაც? ეს, ეს.. ხომ ძალიან საშიშია ლუკა_სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი
_კაი რა მოხდა ნია,ისეთი სახე გაქვს თითქოს შენს წინ მიცვალებული დგას ან რაღაც საშინელება.რომ მცოდნოდა ასეთი სუსტი გული გაქვს ამას არ გაჩვენებდი_ხომ ხედავ ცოცხალი და საღსალამათი ვარ. დამშვიდდი რა_ გამიცინა
_შენ ამას ეძახი ცხოვრებას ლუკა? სულ საფრთხის წინაშე დგახარ. შენებზე არ ფიქრობ? რამე რომ დაგემართოს ხომ იცი რა დაემართებათ. ღატომ არ ფიქრობ შენს ოჯახის წევრებზე?
_ნია, მე მომწონს ასე ცხოვრება. თანაც რა საფრთხე? ეს უბრალოდ გართობაა. ამით ადრენალინის დიდ მოზღვავებას ვგრძნობ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.ვერც კი წარმოიდგენ რამხელა სიამოვნებაა როცა ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთ და ყველა შენს სახელს ყვირის. საოცარი გრძნობაა ნია.
_ყველანაირად უცნაური ხარ ლუკა. სიცოცხლეს ეთამაშები და ძალიან ღრმადაც ნუ შეტოპავ. სანამ დროა შეეშვი ამ ყველაფერს
_მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ კაი? ეხლა წავიდეთ. დიდი ხანია აქ ვართ, თანაც ძალიან შეგაშინე ვხედავ_ჩაფხუტი მომაწოდა.მოტოზე დავჯექი და ადგილს მალევე მოვწყდით.
_ეს იყო ყველაზე უცნაური ღამე ჩემს ცხოვრებაში _სადარბაზოსთან მისულებმა ვუთხარი ლუკას როგორც კი მოტოდან გადმოვედი _ასეთი რამ რეალურად არასდროს არ მინახავს და არც ვისურვებ მომავალში_
_არც იხილავ ასეთ რაღაცებს მომავალში ნია _ მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. თავზე მაკოცა_ შეგეხმიანები ხვალ. ეხლა მიდი აირბინე უცებ და მერე ფანჯრიდან გადმომხედე_ ღიმილით მითხრა. დავემშვიდობე. სახლში შესვლისთანავე გადავხედე, ვანიშნე რომ უკვე ამოვედი.მან ხელი დამიქნია. მოტოს მოაჯდა და სიბნელეში გაუჩინარდა.

*******************************
თითქმის ყოველდღე მეკონტაქტებოდა. ძილის წინ ტრადიციად ქონდა დაერეკა და ტკბილი ძილი ესურვებინა. თავს ნამდვილად არ მაბეზრებდა. მომენტებში მომწონდა კიდეც ეს.
ერთხელ, 1 კვირა არ შემომხმიანებია, არც დაურეკავს, არც მოუწერია. ნინოსთვისაც არაფერი არ მიკითხავს. თავს უჩვეულოდ ვგრძნობდი. თითქოს რაღაც დამაკლდა. 1 კვირა გავიდა, რაც არ მოვუკითხივარ, არც ძილის წინ დაურეკავს და ტკბილი სიზმრები არ უსურვებია. თითქოს რაღაც დამაკლდა. თავს უცნაურად ვგრძნობდი. მას ძალიან შევეჩვიე და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომენატრა, დიახ მე ის მომენატრა!
მე-8 დღეს, ლუკას ,, გაუჩინარებიდან’’ ნინომ დამირეკა და მითხრა,რომ საღამოს მასთან გავსულიყავი. მეც გადავწყვიტე წასვლა. ღომ მივედი, სახლიდან ხმაური გამოდიოდა. ზარი დავრეკე. ნინომ გამიღო. მისაღებში რომ შევედით საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. რაღაც ფართის მაგვარი მოეწყოთ. მაინტერესებდა რა ხდებოდა.
_ნია ხდება რამე?
_დღეს ლუკას დაბადების დღეა და გადაწყვიტა ახლობლების წრეში თავისებურად აღენიშნა
_რა? ლუკას დაბადების დღეა? კი მაგრამ რატომ არ მითხარი? ან თვითონ რატომ არ მითხრა? ნუ პრინციპში როდის მეტყოდა. I კვირაა არ შემომხმიანებია_ ვთქვი გულდაწყვეტით
_კარგი ნია რა მოხდა მერე. არ უნდოდა ლუკას რომ გცოდნოდა მისი დაბადების დღე რომ იყო,ისე მთხოვა დამერეკა შენთვის
_თვითონ რატომ არ დამირეკა?
_არ ვიცი, მე მთხოვა და მეც რა პრობლემაა მეთქი_მხრები აიჩეჩა ნინომ. მეწყინა ლუკას ასეთი უყურადღებობა. არ უნდა ეთქვა მისი დაბადების დღე რომ იყო? ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. ჰმ, მეგობრები? ეგ კიდევ საკითხავია. მეც ვერ გავრკვეულვარ რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ. ეს არც მეგობრობაა და არც სიყვარული. სადღაც შუაში. ყოველშემთხვევაში ჩემი მხრიდან.
_იქვე ლუკასაც მოვკარი თვალი. ვიღაც გოგოსთან რაღაცაზე გულიანად იცინოდა. რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა
_ნია, როგორ ხარ?_ გულიანად მომიკითხა და გადამკოცნა
_გილოცავ დაბადების დღეს!_ მოკითხვა გავუტარე და პირდაპირ ვაჯახე_ არ უნდა გეთქვა დღეს დაბადების დღე რომ გქონდა?
_და რამეს შეცვლიდა ეს? ეხლა ხომ გაიგე და ხომ მომილოცე?_ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა_ გამიხარდა რომ მოხვედი.
,,გამაგიჟებს ეს ბიჭი, I კვირა გავიდა არ შემომხმიანებია და არც არაფერს არ მეუბნება ამასთან დაკავშირებით. იქნებ მიზეზი მაინც აეხსნა სად გაუჩინარდა?
კარგი რა ნია, კარგი რა. რატომ ართულებ ყველაფერს? რა ვალდებულია აგიხსნას რატომ არ შეგეხმიანა. შეყვარებულია შენი თუ ქმარი?’’ ვბრაზობდი გონებაში ლუკაზე.
_კარგი, გასაგებია. წავალ ნინოსთან. შენ ხელს არ შეგიშლი_ ვუთხარი და იმ გოგოსკენ გავიხედე ვისაც წეღან ელაპარაკებოდა. დავინახე როგორ ჩაიღიმა ლუკამ. ყურადღება აღარ მივაქციე და ნინოსკენ წავედი სამზარეულოში. ყავას ხარშავდა.
_რამეში მოგეხმარო ნინ?
_უი ნია, შენ ხარ? რა, რა მომეხმარო. უბრალოდ ყავას ვხარშავ. შენ არ გინდა?
_აუ კი. ოღონდ უშაქრო რა_ ვუთხარი და მაგიდასთან ჩამოვჯექი _ რამდნეი ხალხია, ეს ყველა ლუკას მეგობარია?
_კი,ლუკას მეგობრები არიან. ბექა და საბა ნახე?
_უი არა, ვერ შევამჩნიე. ვნახავ მერე. ნინო ის ქერა გოგო ვინაა? წითელ კაბაში
_თამოზე ამბობ?_ გაიციანა_ ეგეც ლუკას მეგობარია
_ხო მეგობარი_ ჩავილაპარაკე სხვათაშორის
ნინომ ეშმაკურად გამომხედა
_მოიცა, არ მითხრა ეხლა რომ თამოს და ლუკას ერთად დანახვა არ გესიამოვნა_თვალები გაუბრწყინდა
_შენ ვერ ხარ ხო ნინო? რატომ არ მესიამოვნა, საიდან მოიტანე_ თავი გავაბრუნე
_შენ რომ მოხვედი მაშინ ლუკა და თამო ერთად იდგნენ და ლაპარაკობდნენ, სწორედ ამიტომ გაამახვილე თამოზე ყურადღება.. აბა სხვა გოგოებზე რატომ არ მკითხე? მაგალითად თინაზე ან ანიზე? უბრალოდ შენ არ გესიამოვნა ლუკა თამოსთან ერთად რომ დაინახე_გაიცინა_ ნია, აღიარე რომ ლუკა მოგწონს_ თვალებში ჩამაჩერდა
_ნინო კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს. შენს მეტი ამას ვერავინ მოიფიქრებდა_ შევეცადე გამეცინა.
_კარგი მე თუ მიმალავ გასაგებია, მაგრამ შენს თავს მაინც გამოუტყდი. ერთი წუთით გავალ, ყავას გავუტან ბიჭებს და მოვალ_მითხრა და გავიდა
,,ნუთუ მართალია ნინო და ლუკას მიმართ მართლა რამეს ვგრძნობ? არა, რა სისულელეა. მაგრამ რატომ არ მესიამოვნა სხვა გოგოსთან რომ დავინახე? მალე გავგიჟდები ალბათ. ოოხ ჯანდაბას ლუკა შენს თავს გონება რომ ამირიე. ფიქრებში ვიყავი გართული ვიღაც რომ შემოვიდა სამზარეულოში.
_აქ მარტო რატომ ხარ?_ლუკა მომიახლოვდა
_ნინოს ველოდები, თან აქ მირჩევნია. ზედმეტ ხმაურს თავს ვარიდებ
_ჩემზე ნაწყენი ხარ რომ არ შეგეხმიანე ეს კვირა? _ სწრაფად გადავიდა ამ თემაზე
_საიდან მოიტანე?_ გავიოცე
_დავიჯერო არ მოგენატრე?
_ზედმეტად თავდაჯერებული ხარ ლუკა
_იცი რატომ არ დაგირეკე და არ გამოვჩნდი შენს სიახლოვეს? Mმინდოდა დაფიქრებულიყავი, ფიქრის საშუალება მომეცა შენთვის. მინდოდა შენს თავში გარკვეულიყავი.მოგნატრებოდი და სურვილი გაგჩენოდა შენ თვითონ დაგერეკა ჩემთვის, მაგრამ როგორც ჩანს შედეგი არ გამოიღო ჩემმა ცდამ. შენ არც დამირეკე, არც მოგენატრე და ვაფშე ფეხებზე გკიდივარ. საერთოდ არ გაღელვებს 1 კვირა არ გამოვჩნდები თუ 1 თვე. იქნებ და ვკვდები? იქნებ რა მიჭირს? მოკლედ გკიდივარ რა. ამაში დავრწმუნდი. ვხედავ რომ შენთან შანსი არ მაქვს. არაფერი არ გამომდის. ყველანაირად ვეცადე დაგახლოვებოდი და შენთვის თავი, რა სიყვარულზეა ლაპარაკი, ოდნავ მაინც მომეწონებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. არ გაინტერესებ!
,,ხმას ვერ ვიღებდი. მისმა სიტყვებმა გული ჩამიწვა. მართალს ამბობდა. ერთხელაც არ მიფიქრია რომ იქით დამერეკა მისთვის და მომეკითხა. იმდენად მიჩვეული ვიყავი სულ თვითონ რომ მირეკავდა, რომ მე ის ვარიანტი არც კი დამიშვია მე რომ მომეკითხა’’
_მე.. უბრალოდ მეგონა რომ...
_ხო, რა გეგონა? გეგონა რომ აღარ მიანტერესებდი და იფიქრე შენთან ურთიერთობა არ მინდოდა და შენმა ქალურმა თავმოყვარეობამ არ მოგცა იმის საშუალება რომ შენ მოგეკითხე! ნია, როცა ვინმესთან ურთიერთობას ვასრულებ, კი არ გავრბივარ და ვიმალები, არამედ პირდაპირ მას ვეუბნები სათქმელს და ისე მივდივარ მისგან.
_არ ვიცი რა გითხრა. შენ მართალი ხარ. არაფერი გამოგვივიდა_ თავი ჩავხარე
_არა ნია, ეს შენ არ მოინდომე რამე გამოგვსვლოდა. მე ყველანაირად ვეცადე. რას ვიზამთ. მართლა ძალით კი არ დაგაკავებ. მართალია წინათ თავს არ განებებდი, ლამის ვენებს ვიჭრიდი და ყველანაირად ვცდილობდი ჩემი გოგო გამხდარიყავი, გემუქრებოდი კიდეც, მაგრამ მივხვდი, რომ ასე სიყვარულს აზრი არ აქვს. ასე ორივე დავიტანჯებით. შენ ჩემთან ყოფნით, მე კიდევ შენი სიყვარულით_ მითხრა და უკანმოუხედავად გავიდა სამზარეულოდან.
ერთ ადგილს ვიყავი მიყინული. ვერ ვინძრეოდი. მიჭირდა იმ ყველაფრის გაანალიზება რაც ლუკამ მითხრა. ლუკას გასვლა და ნინოს შემოსვლა ერთი იყო.
_ბოდიში, ცოტა შემაგვიანდა, ბექამ გამიბა ლაპარაკი. მოიცა ნია რა გჭირს, რა სახე გაქვს?ცუდად ხარ?
_ცოტა დავიღალე ნინ. მოდი ემ წავალ ხო. მერე შეგეხმიანები_| გასასვლელისკენ წავედი
_მოიცა, რა წახვედი კი მაგრამ, ეხლა არ მოხვედი?
_გთხოვ ნინო, ეხლა არ მკითხო არაფეი რა. უბრალოდ წავალ. მართლა ცუდად ვარ _ ვუთხარი და უკანმოუხედავად დავტოვე მათი სახლი.
ფეხით დავუყევი სახლისკენ გზას. ეხლა მარტო ყოფნა მართლა მჭირდებოდა. ყველაფერი უნდა გამეანალიზებინა რაც ლუკამ მითხრა. ის მართალია. ის ყველაფერს ცდილობდა რომ რამე გამოგვსვლოდა, მე კი არანაირ სითბოს არ ვიჩენდი მის მიმართ, მას კი მობეზრდა ალბათ ასე ყოფნა, ხო ეგრეა. მე მას მოვბეზრდი!
ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა...
*******************************************
სახლში საშინელ ხასიათზე მივედი. დედაჩემთან ლაპარაკს თავი ავარიდე და პირდაპირ ჩემს ოთახში წავედი.
2 კვირა გავიდა ჩვენი საუბრიდან და ამ 2 კვირის განმავლობაშიც ლუკას მხრიდან არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ძალიან მენატრებოდა. მე მას ძალიან შევეჩვიე. მართალია რომ ამბობენ, სანამ არ დაკარგავ ადამიანს, მის ფასს ვერ გებულობო. მეც ეგრე დამემართა. ლუკასთან კონტაქტი მჭირდებოდა კარგად რომ ვყიფილიყავი, მაგრამ ის დუმდა!
************************************************************************
_ბიჭო ლუკა, მართლა აღარ აპირებ მასთან ურთიერთობას? _ კითხა ბექამ და სასმელი გადაკრა
_ვცდილობ მისგან ცოტახანი შორს ვიყო. მინდა გონს მოეგოს და ბოლოსდაბოლოს მიხვდეს რომ მე ვუყვარვარ _ ერთ ადგილას ქონდა ლუკას თვალი გაშტერებული და ისე საუბრობდა _ მინდა მიხვდეს რომ მისთვის რაღაცას წარმოვდგენ და თვითონ, თავისი ფეხით მოვიდეს ჩემთან
_და რომ ვერ მიხვდეს? რომ დაგივიწყოს?
_თუ ეგრე მოხდება და საბოლოოდ დამიკიდებს, მეც მოვშორდები და აქედან წავალ, რადგან მის სიახლოვეს, ერთ ქალაქში ვერ ვიცხოვრებ.
_ვიმედოვნოთ რომ ეგ არ დაგჭირდება და ნია გონს მოეგება. მე ამის იმედი მაქვს _ მხარზე ხელი დაკრა ბექამ_ კაი ავახვიე ეხლა მე. გნახავ ხვალ და ლუკას სახლი დატოვა.
************************************************************************
_ნი, რას შვები?
_სახლში ავდივარ ეხლა
_საღამოს კლუბში ვიკრიბებით და შენც აუცილებლად უნდა წამოხვიდე. 9ზე გამოგივლი. _ვნახოთ ნინ, არ ვარ კლუბის ხასიათზე
_იცოდე ხმას არ გაგცემ დღეს შენ თუ არ წამოხვალ
_კაი, მოვიფიქრებ
_9ზე შენთან ვარ
ნამდვილად არ მქონდა კლუბის თავი,მაგრამ ნინოს ხათრს ვერ გავუტეხდი და გადავწყვიტე წავსულიყავი. საღამოს ნინომ გამომიარა და წავედით კლუბში
_რა ხდება კლუბში? ღამეს აღვნიშნავთ?
_არა, უბრალოდ გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით, მე, შენ,თაკუნა, ლუკა, ბექა, საბა და კიდევ რამდენიმე ძმაკაცი იქნება ლუკასი.
ძალიან ვღელავდი. 2 კვირის მერე კვლავ უნდა მენახა ლუკა. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე. მეშინოდა გულგრილობა არ დამენახა მის თვალებში.
იმ მაგიდასთან მივედით სადაც ბიჭები ისხდნენ. მოიცა... არა მარტო ბიწები, არამდე ლუკა თამოსთან ერთად იჯდა და ხელი ქონდა მასზე გადახვეული. ტვინში სისხლი ჩამექცა მასთან ერთად ასე რომ დავინახე. სიამოვნებით გავაქრობდი აქედან თამოს.
,,მშვენიერია, არაჩვეულებრივი დასაწყისია საღამოსი’’-გავიფიქრე და ირონიული ღიმილი აივკარი სახეზე. მივესალმეთ ყველას და ლუკას პირდაპირ დავსხედით მე და ნინო. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მათთვის და მათკენ არ ვიხედებოდი, ხანდახან თუ გავაპარებდი თვალს. ხელი მისი მხრიდან არ ჩამოუღია ლუკას. მას უყურებდა და თან უღიმოდა. ეჭვიანობამ შემომიტია. ამ საღამოს დავრწმუნდი რომ ლუკა მიყვარდა და მის გვერდით სხვა ქალს ერ ავიტანდი. გულის გადასაყოლებლად სასმლის დალევა დავიწყე. ზედიზედ მივაყოლე რამდენიმე ჭიქა, მეც მეტი რა მინდოდა, 2 ჭიქიანი ვარ. ეხლა კი მინიმუმ 5 ჭიქა მქონდა დალეული. სასმელი მომეკიდა. რასაც ამდენ ხანს ვითმენდი ვეღარ დავიტიე და გარეთ გავალ მეთქი. როგორც კი გავედი ტირილი ამივარდა. მთელი 2 კვირის ნაგროვები ცრემლები წამომივიდა. არ მახსოვს რამდენი ხანი ვტიროდი. ცოტა სული რმო მოვითქვი უკნიდან ხმა მომესმა
_დამშვიდდი?
გავიხედე და კარებს მიყრდნობილი ლუკა დავინახე, ფეხები გადაეჯვარედინებინა და ხელები ერთმანეთში გადაეხლართა და თვალს არ მაცილებდა
_შენ აქ რას აკეთებ? წადი და შენს ბარბის მიხედე
_ეჭვიანობ _ ღიმილით დაასკვნა
_ყველა კაცი მოღალატეა. 2 კვირის წინ სიყვარულს მეფიცებოდი და ეხლა კიდევ ვიღაც ნაშასთან ერთად ხარ_ სასმელმა გამათამამა და არ მაინტერესებდა რეებს ვეუბნებოდი
_სწორად აღნიშნე ,,ნაშა’’
_გადი რა გთხოვ თავი დამანებე. აქ იმიტომ გამოვედი რომ შენთვის არ მეყურებინა
_რა იყო ასე გაღიზიანებ?
_ხო, ზუსტად რომ მაღიზიანებს შენი ყურება! მაღიზიანებს რომ გიყურებ როგორ ეხუტები იმ შენს ბარბის და მე ფეხებზე გკიდივარ. არ შემიძლია ამის ყურება გესმის?არა?-ისტერიკებში ვვარდებოდი. უფრო ვუმატე ტირილს _ შენ მე გკიდივარ, აღარაფერს არ გრძნობ ჩემს მიმართ ხო? ასეა ხო? ყველაფერი მე გავაფუჭე. ჩემი ბრალია ყვლაფერი_ ვსლუკუნებდი _ ეხლა როცა მე მიყვარხარ შენ ფეხებზე გკიდივარ _ ვაგრძელებდი სლუკუნს
_გამიმეორე რა მითხარი? _ გაოგნებული მეუბნებოდა_ ნია, ბოლოს რა თქვი გამიმეორე!_ მკლავებში ხელი მომკიდა და თვალებში მიყურებდა
_შენსას მიაღწიე! თავი შემაყვარე და მტანჯავ.
_ე.ი გიყვარვარ?
_ძალიან. უშენოდ ცუდად ვარ. ძალიან მენატრებოდი.
_თუ მიხვდი რომ გიყვარვარ და ასე ძალიან გენატრებოდი რატომ არ მოხვედი ჩემთან? რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი ნია?
_მხოლოდ ამ საღამოს მივხვდი თუ როგორ ძალიან მიყვარხარ და ვერცერთ ქალს ვერ ავიტან შენს გვერდით, მაგრამ მგონი დავაგვიანე _ თავი დავხარე.
_კიდევ იმიტომ გავუჩინარდი და არ გეხმიანებოდი,რომ მინდოდა კიდევ მიმეცა შენთვის დრო და შენს თავს გამოტყდომოდი რომ გიყვარვარ. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, კიდევ არ გამოუტყდებოდი არც შენს თავს და არც მე რომ გიყვარვარ. ვხედავ რომ ჩემმა ცდამ შედეგი გამოიღო_ ნიკაპზე ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და გამიღიმა, ისე როგორც მან იცოდა, თავბრუდამხვევად
_ან შენს გულში კიდევ მიჭირავს რაღაც ადგილი_ ვკითხე გულუბრყვილოდ
_რაღაც ადგილი კი არა მთლიანად ჩემი გული შენ გიჭირავს. შენი სიყვარულით კვდება_ მითხრა და ბაგეებზე დამეწაფა. დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს. თითქოს დროის შეგრძნება დავკარგე. საოცარი გრძნობა იყო. არ მინდოდა ეს წამი როდესმე დამთავრებულიყო. ღომ მოვშორდით ერთმანეთს ვკითხე
_მერე თამო?
_ნია, რატომ აფუჭებ ასეთ ბედნიერ მომენტს?_მითხრა წყენით _ თამო უკვე წავიდა. თანაც თამო ჩემთვის მეასე ხარისხოვანია და ნაკლებად მნიშვნელოვანი. შენ კი ეხლა უნდა დაგსაჯო ბედნიერი წამების ჩაშხამებისთვის და კვლავ დამაცხრა ტუჩებზე.
****************************************************************************
ძალიან ბედნიერი ვიყავი ლუკასთან ერთად. ბოლოსდაბოლოს ჩემს თავსაც და მასაც გამოვუტყდი რომ მიყვარდა სიგიჟემდე. დროს თითქმის სულ ერთად ვატარებდით. თითქმის ყველგან ერთად დავდიოდით, რბოლების გარდა.
_ლუკ, მალე გამოცდები დამეწყება და ასე ხშირად ვერ გნახავ, უნდა ვიმეცადინო_ დავიწუწუნე
_გინდა დაგეხმარო მეცადინეობაში?_ სიცილით მითხრა
_შენ რა გაგეგება ბიზნესის საგნების?_ გავუცინე და ვაკოცე
_როგორც ჩანს ჩემმა ქალბატონმა არ იცის,რომ მე ფინანსები მაქვს დამთავრებული თანაც უმაღლეს ქულებზე
_რაააა?_გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა
_ხო,არ იცოდი?მამაჩემმა დამაძალა და უნივერსიტეტში ჩამაბარებინა. უნდოდა მისი საქმე მერე მე გამეგრძელებინა,მაგრამ არ გამოუვიდა. უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ ბიზნესი ჩემი სფერო არ იყო. არ მინდოდა ამ საქმით დაკავება. მე თავისუფალი ცხოვრება მინდოდა- მხრები აიჩეჩა
_ვაიმე ლუკა, ეგ პირველად გავიგე. რატომ არ გინდა მერე ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრო? მამაშენთან იმუშავო? დაანებე რა თავი ამ რბოლებს
_ნია მოდი ამაზე არ გვინდა კარგი?_მაკოცა და გამაჩუმა_ ეხლა წავედი ბექა უნდა ვნახო. დაგირეკავ საღამოს.
საგონებელში ჩამაგდო ლუკამ. თუ უნივერსიტეტი დაამთავრა თანაც მაღალ ქულებზე, რატომ არ მოინდომა ამ საქმით დაკავებულიყო? ან მამამისმა როგორ მისცა ნება თავის ნებაზე მიეშვა? თუმცა რა მიკვირს, ეს ხომ ლუკაა_ გამეღიმა.
ლუკას მიმართ უფრო და უფრო მიღვივდებოდა გრძნობები. ამ ერთმა თავქარიანმა ბიჭმა ძალიან ღრმად გაიდო ფესვები ჩემს გულში.
მის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმმედგინა. ძალიან დამოკიდებული გავხდი ლუკაზე.
ერთ საღამოს ლუკამ შოკში ცამაგდო.
ძილს ვაპირებდი ქვემოდან სიმღერის ხმა რომ მომესმა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. მეგონა ვინმეს სერენადას უმღეროდნენ. მერე ხმას რომ დავუკვირდი, ძალიან მეცნო. ინსტიქტურად ფანჯარასთან მივედი და რას ვხედავ? ლუკა გიტარით ხელში დგას და მიმღერის. ჯერ ერთი გავოგნდი, არმეგონა ლუკა თუ გიტარაზე უკრავდა თანაც მღეროდა და მეორე, ასე საჯაროდ მე მიმღეროდა სერენადას. ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. სწრაფად ჩავირბინე ქვემოთ ხალათით. დაამთავრა თუ არა სიმღერა ეგრევე მივახტი და ჩავეხუტე ძალიან მაგრა
_აი შენზე ვგიჟდები. შენ ხარ ყველაზე მაგარი მთელს მსოფლიოში. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ სიგიჟემდე. თან ვკოცნიდი და თან ვეხუტებოდი. ბედნიერების ცრემლები წამომივიდა. სრულიად ამოუცნობი იყო ეს ბიჭი. მისი შეცნობა ვერ მოვახერხე ბოლომდე. მართლაც რომ არაპროგნოზირებადი იყო.
*****************************************************************************
1 წელი გავიდა რაც ერთად ვიყავით. ძალიან ბედნიერი ერთი წელი.
ერთ დღეს ლუკამ გამომიარა და მთაწმინდაზე ამიყვანა. ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მთელი თბილისი მოჩანდა
_ნია,შესავლების და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ გეტყვი აქ რატომ ამოგიყვანე ამ საღამოს. _ ცოლად გამომყევი_ მითხრა და ჯიბიდან წითელი ყუთი ამოიღო.
თვალები გამოფართოვდა. მას ნამდვილად არ მოველოდი. ჯერ გათხოვება გეგმებში არ მქონდა. Aან რა დროს ჩემი გათხოვება იყო, ჯერ მხოლოდ 19 წლის ვიყავი ის კი 23. არცერთი არ ვიყავით მზად ოჯახის შექმნისთვის. ენა ძლივს მოვაბრუნე პირში რომ მეთქვა
_არ შემიძლია _ ჩუმად ვთქვი და ცრემლები წამომივიდა _ჯერ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ ლუკა
_ნია, ერთმანეთი გვიყვარს, დანარჩენი უმნიშვნელოა
_არა ლუკა, ყველაფერს ასე მარტივად ნუ მიუდგები. მართალია ერთმანეთი გვიყვარს,მაგრამ ყველაფერი იმაზე რთულად არის ვიდრე წარმოგიდგენია. მხოლოდ სიყვარული არაა საკმარისი ოჯახის შესაქმნელად. აბა წარმოიდგინე რომ დავქორწინდეთ მერე როგორ ვიარსებოთ? შენ არ მუშაობ, არც მე არ დამიმთავებია ჯერ სწავლა. ვის კისერზე ვიყოთ? ვთქვათ და დავქორწინდით და გვეყოლა შვილი, როგორ უნდა ვუზრუნველყოთ მისი მომავალი? ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ ლუკა ამისთვის. წინ მთელი ცხოვრება გვაქვს რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. მანამდე დავტკბეთ შეყვარებულობის წლებით_ხელზე ხელი მოვკიდე და თვალებში შევხედე
_კარგი ნია, როგორც შენ გინდა. მე ვერაფერს ვერ დაგაძალებ_ ბეწედი ჯიბეში დააბრუნა _წამოდი წავიდეთ. აქ ძალიან ცივა და გაცივდები_ მითხრა და არც დამლოდებია ისე წავიდა მანქანისკენ.

**************************
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ვიცი გული ვატკინე ჩემი უარით და ძალიან გულდაწყვეტილი და ნაწყენია,მაგრამ ხომ უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების სიმძიმე ჩვენს ვითარებაში?სადარბაზოსთან რომ მიმიყვანა უბრალოდ დამემშვიდობა ცივად და სწრაფად მოწყდა ადგილს. არ უკოცნია დამშვიდობებისა, არც დამლოდებია მანამ, სანამ არ ავიდოდი ბინაში. ასე უბრალოდ წავიდა.
ცრემლები შევიმშრალე და სახლში ისე შევედი. დედასთან ერთად ჩაი დავლიე. შემატყო ცუდად რომ ვიყავი,მაგრამ კითხვებით თავი არ მოუბეზრებია. იცოდა,მერე მე თვითონ ვეტყოდი ყველაფერს.

*******
_უარი მითხრა ბიჭო გესმის, უარი მითხრა _ ეუბნებოდა ლუკა ბექას და სასმელს სასმელზე ცლიდა.
_ლუკა, ნია ჯერ ბავშვია, უნდა გაუგო. აბა რა გეგონა? ეგრევე თანხმობას განგიცხადებდა? დააცადე რა გაზრდა. გარდა ამისა, მისი შიშები და მოლოდინები ამ ქორწინებასტან დაკავშირებით უსაფუძვლო ნამდვილად არაა. ვის კისერზე უნდა იცხოვროთ რომ დაქორწინდეთ? სრულიად საღად და სწორად აზროვნებს ეგ გოგო. შეირგეთ და უბრალოდ ერთმანეთთან ყოფნის წამები
_არ ვუყვარვარ. ისე ძლიერ არ ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს თორემ ასე გადაჭრით უარს არ მეტყოდა. ცოტა დროს მაინც მომცემდა დასაფიქრებლად. არ ვუყვარვარ, არა _ ლუღლუღებდა თავისთვის ლუკა
_ეხლა მაგრად გცემ შენს ძმობას ვფიცავარ თუ ამ სისულელეს თავიდან არ ამოიგდებ. როგორ არ უყვარხარ ტო? რომ არ უყვარდე ამდენი ხანიც არ გაჩერდებოდა შენთან. ცდილობს შენი ცხოვრების წესს შეეჩვიოს. ყველანაირად ცდილობს გაგიგოს და შენ კიდევ რა სი*ობებს აბრალებ გოგოს ტო?
_არ ვიცი ბექა, უკვე აღარაფერი აღარ ვიცი
_იცოდე ნიას თუ ამის გამო რამეს აწყენინებ ხმას აღარ გაგცემ. ამან თქვენს ურთიერთობაზე არ უნდა იმოქმედოს ლუკა. შეეცადე წყენა დაივიწყო და ნიასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა გააგრძელო. მიდი და ძილის წინ დაურეკე. დარწმუნებული ვარ შენი უაზრო საქციელის გამო გული ძალიან ატკინე და ეხლა ძალიან ცუდადაა _აი, გამომართვი ტელეფონი და დაურეკე ლუკა.
ლუკა ყოყმანობდა, თუმცა მაინც გამოართვა ტელეფონი და დაურეკა
******
ნია დაწოლას აპირებდა ტელეფონმა რომ დაურეკა. ბექა ურეკავდა
_ხო ბექა?
_ლუკა ვარ – ნიამ სუნთქვა შეწყვიტა. არ ეგონა ამ საღამოს თუ დაურეკავდა
_მინდოდა მშვიდი ძილი მესურვებინა _ სვენებ-სვენებით საუბრობდა ლუკა
_ეხლა ვაპირებდი დაწოლას _ ინსტიქტურად პასუხობდა ნია
_კა მაშინ მიდი და დაიძინე. ხვალ გნახავ. გაკოცე ბევრი, ხო და ძალიან მიყვარხარ. შიტყვის თქმა არ აცალა ლუკამ ისე გაუთიშა. ნიას გაეღიმა. ეგონა ლუკა არ დაურეკავდა და მასზე ძალიან გაბრაზებული იქნებოდა. არა გაბრაზებული როგორ არ არის, უფრო ნაწყენია, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. ნიას იმ საღამოს ტკბილად დაეძინა.

*************

ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრნდა. ისევ ერთად იყვნენ ნია და ლუკა, ოღონდ ცოტა ცვლილებები იყო მათ ურთიერთობაში. ცოტათი დაიძაბა. ნია უფრო ხშირად თხოვდა ლუკას შეეცვალა ცხოვრების წესი და თავი დაენებებინა რბოლებისთვის. Aამის გამო ხშირად კამათობდნენ. ლუკა არ აპირებდა ცხოვრების წესის შეცვლას, არც ნია აპირებდა შეეწყვიტა კამათი ამ თემაზე. ერთმა შემთხვევამ კი ყველაფერს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

**************************
რბოლა იმართებოდა. ნია ძალიან ნერვიულობდა, თითქოს რაღაც უბედურების მოლოდინში იყო.
_ლუკა გემუდარები, ჩვენს სიყვარულს გაფიცებ ამ რბოლაში მონაწილეობაზე უარი თქვი რა _ ემუდარებოდა ნია _ ცუდი წინათგრძნობა მაქვს
_კარგი რა ნია, რა განერვიულებს? პირველი ხომ არაა არა? ყველაფერი კარგად იქნება. თანაც ეს რბოლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის
_ლუკა გთხოვ...
_ნია, ამდენ უბედურებაზე ფიქრს ჯობს მაკოცო და გამამხნევო. ეს ნამდვილად მჭირდება _ მიყვარხარ სიგიჟემდე ეს ყოველთვის გახსოვდეს! _ აკოცა და წავიდა.
ნია მთელი დღე მოუსვენრად იყო. ცუდი წინათგრძნობა არ შორდებოდა. უკვე საღამოს 12 საათი იყო. რბოლა წესით უკვე დაწყებული იქნებოდა, დამთავრებული თუ არა. ნინოს ზარი რომ დაფიქსირდა გულმა რეჩხი უყო.
_ნინო ხომ მშვიდობაა _ კითხა აფორიაქებულმა
_ნია _ ნინო ტიროდა _ საავადმყოფოში ვართ _ ლუკა...
_რა ლუკა ნინო? რა დაემართა ლუკას? მითხარი მალე _ უკვე ყვიროდა ნია
_მოტოციკლით ამოყირავდა _ ძალიან ცუდადაა _ რესპუბლიკურში ვართ _ ძლივს ლაპარაკობდა ნინო
_ ნიას არ ახსოვს რა სისწრაფით გავარდა სახლიდან. არ აინტერესებდა სახლის ფორმებით რომ გარბოდა
_დედა, ლუკა.. ის ცუდადაა, საავადმყოფოშია, უნდა გავიქცე დე _ ნია უკვე ტიროდა. საშინელ დღეში იყო
_ნია რა მოხდა შვილო? მეც წამოვალ
_დე, მე უნდა სასწრაფოდ მივდივარ, ვერ დაგელოდები, ამის დრო არ მაქვს
უსწრაფესად გააჩერა ტაქსი და მალევე მივიდა საავადმყოფოში. შწრაფას აირბინა საავადმყოფოს კიბეები და იქვე ნინოს, მის მშობლებს, მათ ნათესავებს მოკრა თვალი. შწრაფად ნინოსკენ წავიდა
_ნინ, რა მოხდა? ყველაფერი მითხარი, როგორაა? _ მოაყარა კითხვები
_საოპერაციოში ყავთ შეყვანილი. ჟერ არ გამოსულა ექიმი. მოტოციკლით ამოყირავდა თურმე. არ ვიცი რა როგორ მოხდა. ჩვენ პოლიციამ დაგვირეკა და შეგვატყობინა _ ტიროდა ნინო. ნიამაც უმატა ტირილს. ღმერთს მხოლოდ მის გადარჩენას თხოვდა. რამდენიმე საათში ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან
_მდგომარეობა ძალიან კრიტიკული იყო. ნეკნები ჩატეხილი აქვს, მუცელში სისხლდენა ქონდა, საბენდიეროდ მისი შეჩერება მოვახერხეთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად სტაბილურია. ეხლა რეანიმაციაში გვყავს. მომდევნო 24 გადამწყვეტია.
ცოტათი ამოვისუნთქეთ. მთელს დღეებს საავადმყოფოში ვატარებდით. ღვთის წყალობით მალევე მოვიდა გონს და მისი ნახვის უფლებაც დაგვრთო ექიმმა. ისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა.
_მაპატიე ასე რომ შეგაშინეთ _ მითხრა ლუკამ, როცა მის სანახავად შევედი
_ასე აღარ შემაშინო გთხოვ _ კინაღამ გული გამისკდა შენი ამბავი რომ გავიგე
_ვსო, ყველაფერი მორჩა. ცოცხალი ვარ და ისევ ისე, არა უფრო მეტად მიყვარხარ _ შეეცადა გაეღიმა. მეც მოწყვეტით ვაკოცე და გავუღიმე
******************
1 კვირაში ლუკა გამოწერეს. უკეთესად იყო. თანდათან გაოდიოდა ამ მდგომარეობიდან. 1 თვის თავზე უკვე გამართულად დადიოდა. მოკლედ, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ.
ერთ საღამოს ლუკამ კინაღამ ჭკუიდან შემშალა
_დღეს საღამოს არ მეცლება ნია, შეიძლება ვერ დაგირეკო, არ ინერვიულ _ მითხრა და მაკოცა.
თვალები გამიფართოვდა
_არ მითხრა რომ ისევ რბოლაში უნდა მიიღო მონაწილეობა? _ ლუკა არ შემშალო ჭკუიდან. თვე ნახევარია რაც საავადმყოფოდან გამოგწერეს,სიკვდილს ძლივს გადაურჩი და ისევ იმ საქმეს უბრუნდები? ლუკა ჩემზე, შენს ახლობლებზე საერთოდ არ ფიქრობ?
_ნია, კარგად ვარ. არ მოვმკვდარვარ, ხომ ხედავ ცოცხალი ვარ.
_აუცილებელია ისევ მიიღო რბოლებში მონაწილეობა? ლუკა თავს უნდა გაუფრთხილდე. ერთხელ გადარჩი და შემდეგ შეიძლება ასე აღარ გაგიმართლოს
_ნია დამშვიდდი გთხოვ. კარგი არ წავალ. დაწყნარდი ეხლა?
_მართლა არ წახვალ?
_ხო,არ წავალ. _ თავზე მაკოცა. ახლა უნდა წავიდე.ბექა უნდა ვნახო. აბა შენ იცი. შეგეხმიანები _ მაკოცა და წავიდა.
ბოლომდე მაინც არ მჯეროდა რომ არ წავიდოდა. ღამით ვურეკავდი და არ მპასუხობდა. უკვე ზუსტად ვიცოდი რომ პირობა არ შეასრულა. მისი ცხოვრება მაშინებდა. შიშის ქვეშ როდემდე უნდა ვყოფილიყავი?
მეორე დღეს ლუკას შევხვდი
_მაინც წახვედი ხო? ლუკა მიპასუხე? გუშინ მთელი ღამე გირეკავდი და არ მპასუხობდი. არც გადმოგირეკავს_ იყავი ხომ წასული?
_პასუხი არ გამცა. ტყუილი ვერ მითხრა
_არასდროს არ აპირებ ამისთვის თავის დანებებას ხო? _ სინანულით ვკითხე
_ნია,მე მომწონს ეს
_და ჩემზე არ ფიქრობ ხომ საერთოდ, არ ფიქრობ როგორ მეშინია შენ რამე არ დაგიშავდეს? ჩემი აზრი შენთვის საერთოდ არ არის ხომ ფასათვალისწინებელი? _ თითქმის ვყვიროდი
_ნია ისტერიკებს მორჩი. შენ თავიდანვე იცოდი როგორი ცხოვრებითაც ვცხოვრობდი და ისეთი შემიყვარე როგორიც ვარ!!
_ასე არ შემიძლია. ასე ვერ გავაგრძელებ შენთან ურთიერთობას. ლუკა ამ ყველაფერს თავს თუ არ დაანებებ მაშინ ჩვენი ურთიერთობა დასრულდება
_არჩევანის წინაშე მაყენებ ნია?
_ასე გამოდის ლუკა. თუ გინდა ურთიერთობა გავაგრძელოთ, ძველი ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო, რბოლებს თავი უნდა დაანებო. არ მომწონს ეს ყველაფერი საშინლად
_ჯანდაბას ნია. ხვდები რას მეუბნები? იცი რომ ასე მარტივად ვერ შევეშვები ამ ყველაფერს და შენ კიდევ არჩევანის წინაშე მაყენებ. ნია სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, უნდა გამიგო
_არ შემიძლია. აირჩიე ლუკა!
_ნია, მართლა არ შემიძლია ასე ერთი ხელის მოსმით რომ შევიცვალო
_ასე ერთი ხელის მოსმით შეცვლას არც გთხოვ. მინდა რომ რბოლებს თავი დაანებო
_არ შემიძლია _ იმეორებდა ლუკა
_ეს შენი ბოლო სიტყვაა? ანუ ჩვენს ურტიერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ შენი ახირების გამო?
_ეს მე კი არა შენ აყენებ ნია კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენს ურთიერთობას. აქამდეც გვიყვარდა ერთმანეთი და ერთად კარგად ვიყავით, ეხლაც შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოვრება
_შეგვიძლია, ოღონდ ერთმანეთის გარეშე! გშორდები ლუკა! მე ასეთი ურთიერთობა არ მინდა _წარმოვთქვი კატეგორიულად
_ასეც ვიცოდა! შენ არასდროს გყვარებივარ საკმარისად ნია.
_მე იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმოგიდგენია. უბრალოდ ასე ცხოვრება არ შემიძლია და შენ კი ვერ ანებებ თავს რისკით სავსე ცხოვრებას – ტირილამდე ცოტა მაკლდა. ცრემლები მახრჩობდა და ისე ვლაპარაკობდი _ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა ლუკა
_ასე უბრალოდ ნია? _ გაოგნებული საუბრობდა ლუკა
_ხო ასე უბრალოდ. წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში
_ნია, მოიცადე, ხუმრობ ხო?
_არ ვხუმრობ ლუკა, სრულიად სერიოზული ვარ. მიუხედავად იმისა რომ ტკივილამდე მიყვარხარ ასე მართლა არ შემიძლია _ ტირილით დავემშვიდობე _ მშვიდობით ლუკა და უკანმოუხედავად გავიქეცი. ლუკა კი ერთ ადგილს მიყინული დავტოვე. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადამეწყვიტა. როდემდე ვყოფილიყავით ასე? ლუკა თუ არ შეწყვეტდა ასე ცხოვრებას, ჩვენ ვერც ვერასდროს ვერ ვიფიქრებდით ოჯახის შექმნაზე და სულ ასე ვერ ვიცხოვრებდით. ამიტომ გადავწყვიტე ეხლა მტკენოდა ვიდრე შემდეგ უფრო მეტად!

*************************
_აზრზე ხარ ტო? ასე უბრალოდ ადგა და დამშორდა. შენი ცხოვრების სტილი არ მომწონსო. აიჩიეო! არჩევანის წინაშეც კი დამაყენა აზრობ ტო? _ გაოგნებული ელაპარაკებოდა ლუკა ბექას
_დააცადე ცოტა აზრზე მოვიდეს და მერე ყველაფერი მოგვარდება, გაუვლის მალე.
_არა, ამჯერად მართლა ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. მან დაასრულა ყველაფერი!

***************************
1 თვე გავიდა რაც დავშორდით. რა თქმა უნდა ლუკა არ შემომხმიანებია, სამაგიეროდ ბექამ მომაკითხა
_ნია,კარგად დაფიქრდით, ასე ურთიერთობას ვინ ასრულებს?
_პირიქით ბექა, კარგად რომ დავფიქრდი მაგიტომ დავასრულე ურთიერთობა. მუდამ შიშში ვერ ვიცხოვრებ, რომელი რბოლის დროს რას დაიშავებს და რამდენჯერ ჩახედავს სიკვდილს თვალებში. ის ამის შეცვლას არ აპირებს. მე კი მართლა ვერ გავუძლებ ამდენს
_იცი რომ მისთვისაც ძალიან ძნელია ეს ყველაფერი ნია. ასე უცებ ვერ შეიცვლება. იცი რა დღეშია? სულ სვამს. მართლა ძალიან ცუდადაა. ძალიან ენატრები. ვერ ვცნობ ლუკას. რამდენჯერ ნასვამს მიუღია რბოლაში მონაწილეობა
_მეც ძალიან ცუდად ვარ ბექა. გული დაფლეთილი მაქვს. გეფიცები სიცოცხლეზე მეტად მიყვარს _ ამოვისლუკუნე _ ბექა ყურადღება მიაქციე რა გთხოვ. ნუღარ დალევს ძალიან გთხოვ
_ვცდილობ ნია, ვცდილობ_ დამემშვიდობა და წავიდა.

******************
_შენ ნორმალური თუ ხარ? როდემდე უნდა სვა ლუკა? პატარა ბიჭი ხომ არ ხარ? მოიქეცი ზრდასრული ადამიანივით ტო.
_ამ გრძნობას ფხიზელი ვერ ვუმკლავდები და ეგ მკლავს ბექა! ყოველღამე მის სადარბაზოსთან ვდგავარ და ჩუმად ვუთვალთვალებ მის ფანჯარას. მეტი აღარ შემიძლია. ასე მალე მოვკვდები ტო, მართლა ვერ გავუძლებ ამდენს, მის უნახავად არ შემიძლია, სუნთქვა მიჭირს, არსებობა მიჭირს
_კაი, გეყოს ნუღარ სვამ მეტს
_მორჩა! გადაწყვეტილება მივიღე _ აქედან მივდივარ! _ გამოუცხადა ბექას ლუკამ
_სად მიდიხარ შე*ემა? სასმელმა სულ გამოგილაყა ტვინი
_არა,ბექა არ ვხუმრობ. ბიძაჩემთან წავალ გერმანიაში. აქ რომ დავრჩე გავგიჟდები ან გავლოტდები ან ორივე ერთად. მის სიახლოვეს არ შემიძლია ყოფნა. მისგან შორს რომ ვიქნები იქნებ უფრო გამიადვილდეს მისი დავიწყება. უნდა წავიდე აქედან!!!!
*********************
_ დედა, მამა, ნინო, ერთად იმიტომ გთხოვეთ შეკრება, რომ ჩემი გადაწყვეტილება გითხრათ _ გერმანიაში მივდივარ
_რა? გერმანიაში რა გინდა ლუკა _ შეიცხადა ნინომ
_ბიძაჩემთან წავალ. ვისწავლი. მაგისტრატურაზე. შენ ხომ სულ გინდოდა მამა ეს?
ნიკოლოზი და თამარი გაოგნებულები უსმენდნენ ლუკას.
_მიხარია შვილო რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე. მე ყველაფერში ხელს შეგიწყობ. შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე. დღესვე შევუდგები გამგზავრების საქმეს_ ლუკას ჩაეხუტა და მხარზე ხელი დაკრა _ ძალიან ვამაყობ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე.
_ნიას გამო მიდიხარ ხომ? _ ტირილით უთხრა ნინომ,როცა მათი მშობლები გავიდნენ
_ასე აჯობებს ყველასთვის ნინ.ჩემო ლამაზო. ძალიან მომენატრები
_მეც ძალიან მომენატრები ლუკა. ძალიან მიყვარხარ _ ერთმანეთს ჩაეხუტნენ და დიდხანს ესიყვარულებოდნენ

************************

_ნია რაღაც უნდა გითხრა _ ლექციების მერე მითხრა ნინომ
_მოხდა რამე?
_ლუკა წავიდა!
_მართლა? სად?
_ბიძაჩვენთან გერმანიაში, სასწავლებლად
_რამდენი ხნით? _ გულში რაღაც ძლიერ ჩამწყდა
_არ ვიცით. კარგა ხანი მაგი აქ ჩამომსვლელი არ არის _ ტიროდა ნინო.
ირგვლივ ყველაფეირ დატრიალდა. ის წავიდა! მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმოდა. მას ვეღარ ვნახავდი. მართალია ყველაფერი დამთავრდა ჩვენს შორის, მაგრამ გამიჭირდა იმის გაგება, რომ ის წავიდა!

****************************
ჩემი ცხოვრება ძალიან ერთფეროვანი გახდა. ყურადღება მხოლოდ სწავლაზე მქონდა გადატანილი. არანაირი თაყვანისმცემლები! მათთვის დრო არ მქონდა და არც სურვილი. ჩემი დიდი სიყვარული ლუკა იყო და არ ვაპირებდი ვინმესთან ახალი რომანის გაბმას. მცდელობები ქონდათ, მაგრამ ყველას უარით ვისტუმრებდი. უნივერსიტეტიც დავამთავრე და მაგისტრატურაც. მთელი ეს დრო ლუკაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. მე ის სულ მიყვარდა და მიყვარს. 6 წელი გავიდა რაც ლუკა საქართველოდან წავიდა. ის არცერთხელ არ ჩამოსულა საქართველოში ამ დროის განმავლობაში. მის შესახებ ნინოსგან მხოლოდ ის ვიცოდი რომ კარგად იყო. მეტი არაფერი. მასზე საუბარს გავურბოდი. ნინო როგორც კი დაიწყებდა, ეგრევე სხვა თემაზე გადამქონდა საუბარი, ნინოც ხვდებოდა ყველაფერს და აღარ აგრძელებდა. მერე საერტოდ შეწყვიტა სახელი ლუკას ხსენებაც კი.
ამდენი წლის მერე კი ის დაბრუნდა. სრულიად შეცვლილი.
მთელი ღამე არ მძინებია. ვიხსენებდი ჩვენს, ჩემი და ლუკას ურთიერთობას. ჩვენი გაცნობიდან დაშორებამდე. ყველა დეტალი დაწვრილებით გამახსენდა. მთელი ღამე ვტიროდი. ვერც ვიგრძენი როგორ გათენდა…

***********************
დილის 6ზე ავდექი. აზრი არ ქონდა რომ ვწოლილიყავი. მაინც არ მეძინა. სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი ვერ ვიცანი. თვალები საშინლად წითელი და დასიებული მქონდა.
აბაზანაში შევედი. თვალებზე ცივი წყალი შევისხი. მოვწესრიგდი და ყავა დავადგი. დიდი ფინჯნით ვსვამდი. ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი მზე როგორ ამოდიოდა. ნელ-ნელა მანქანები იწყებდნენ მოძრაობას. ქალაქი იღვიძებდა. დედაჩემსაც მოესწრო ადგომა და სამზარეულოში შემოვიდა
_დილამშვიდობისა ნია
_დილამშვიდობისა დე
_ასე ადრე როგორ ადექი თან შენით?_ გაიკვირვა დედაჩემმა
_მთელი ღამე ვერ დავიძინე _ამოვიოხრე
_ვაიმე ნია, თვალები რა დღეში გაქვს? ტიროდი? _შეიცხადა
_საშინლად ვარ. მთელი ამდენი წლის მონატრება ერთიანად შემომაწვა დე
_ვერ დაივიწყე არა?
_ვერა და ვერც ვერასდროს ვერ დავივიწყებ. ის მუდამ ჩემი ტკივილი იქნება. ახლა ისეთი სხვანაირია, ისეთი შეცვლილია გაგიჭირდება მისი ცნობა
_ნია დე, ეცადე თავი აკონტროლო, სისუსტე არ უნდა გამოიჩინო. ეცადე ამ გრძნობამ არ დაგამონოს და დაგჯაბნოს დე. თავს გაუფრთხილდი _ მივედი და ჩავეხუტე. ამასობაში ჩემი სამსახურში წასვლის დროც მოვიდა. 15 წუთით ადრე მივედი. თეას მივესალმე და ჩემს კაბინეტში წავედი. კომპიუტერი ჩავრთე და საქმეებს შევუდექი. 1 საათში თეამ შემომაკითხა.
_ნია, ბატონი ნიკოლოზი სათათბირო ოთახში გვიბარებს ყველას
_კარგი თეა, მოვალ ეხლავე. მაშინვე გავედი. ნელ-ნელა იკრიბებოდნენ თანამშრომლები. რომ შევედი სათათბირო ოთახში ადგილს, გულისცემა ამიჩქარდა. ბატონი ნიკოლოზის გვერდით ლუკა იდგა. გონს მალევე მოვეგე. ვეცადე არაფერი შემემჩნია. მათ მივესალმე და ჩემი ადგილი დავიკავე. ყველა რომ შემოვიდა ბატონმა ნიკოლოზმა დაიწყო:
_ მოგესალმებით ყველას. წარმატებულ დღეს გისურვებთ.
პირველ რიგში მინდა ჩემი ვაჟი, ლუკა გაგაცნოთ _ და ლუკას ხელი გადახვია _ ეს არის ჩემი ვაჟი ლუკა დოლიძე!
ეხლა მეორე და მთავარ საქმეზე გადავალ. მე ამერიკაში მივდივარ ჩემს მეუღლესთან ერთად. ჩემს ბიზნესს მანდ უნდა მივხედო. აქ კი ჩემს თანამდებობას და უფლებებს ჩემს ვაჟს ლუკას ვაბარებ. დღეიდან ის იქნება თქვენი უფროსი! _ გაუღიმა ლუკას _ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სულ ეს იყო რისი თქმაც მე მინდოდა.
ეხლა ლუკამ დაიწყო
_მიხარია თქვენი გაცნობა. იმედია ერთმანეთს კარგად შევეწყობით და ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება. ხო, აუცილებლად ყურადღება დისციპლინაზე უნდა გავამახვილო. ყველანი დროზე უნდა გამოცხადდეთ სამსახურში. გაცდენები არ უნდა იყოს, გარდა უკიდურესი შემთხვევისა. ვინც საქმეს უპასუხისმგებლოდ მოეკიდება სამსახურს დატოვებს.
რაღაც ცვლილებებს აუცილებლად გავაკეთებ, თანამშრომლებს ეხება.
იმედია ყველაფერი კარგად გაიგეთ. ეხლა კი შეგიძლიათ თქვენს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეთ. მადლობა. _ დაასრულა და ხალხი აიშალა.
ჯერ კიდევ მიჭირდა იმის გააანალიზება რომ ჩემი უფროსი ლუკა იქნებოდა.
არ ვიცი მასთან ყოველდღიურ კონტაქტს როგორ შევეგუები. ვგრძნობ რომ ჩემი ტანჯვა იწყება.
****************************

_ წარმოგიდგენია ჩემი უფროსი ლუკა იქნება დედა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი
_ვატყობ მართლა შეცვლილა. მისი აქედან წასვლა ნაყოფიერი ყოფილა. მამამისი ის ეარ გადაულოცავდა ამ ადგილს მასში დარწმუნებული რომ არ იყოს. გამაოცა ლუკამ _ ჩაილაპარაკა დედამ.
_დამიჯერე მე უფრო გამაოცა _ სხვათაშორის ჩავილაპარაკე

*****************************

მეორე დღეს სამსახურში 10 წუთით დამაგვიანდა საშინელი საცობის გამო. კაბინეტში შევდიოდი ლუკას ხმა რომ მომეწია
_მეგონა გუშინ გასაგებად ავხსენი დისციპლინაზე _ შევბრუნდი _ შედი, შიგნით გავაგრძელოთ _ მიბრძანა
ჩანთა იქვე დივანზე დავდე და სკამზე დავჯექი.
_რაზე ვილაპარაკე გუშინ ნია? ხომ ვთქვი არავითარი დაგვიანება!
_ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ საშინელი საცობი იყო.
_სხვებისთვის არ იყო საცობი? იმისათვის რომ მსგავსი გაუთვალისწინებელი ფაქტი თავიდან აიცილო და სამსახურში დაგვიანების მიზეზად არ თქვა ,,საცობში მოვეყევიო’’, ცოტა ადრე გამოდი სახლიდან და აღარ დაიგვიანებ _ ცინიკურად საუბრობდა
_ბოდიში ლუკა. ეს აღარ განმეორდება
_ბატონო, ბატონო ლუკა ნია. არ დაგავიწყდეს რომ ჩემი თანამშრომელი ხარ.
_გასაგებია ბატონო ლუკა _ ირონიულად ვუთხარი _ ეს აღარ განმეორდება
_ამის იმედი მაქვს _ მითხრა და წამოდგა_ ხო მართლა, სანამ სახლში წახვიდოდე ჩემთან შემოდი, საქმე მაქვს _ თქვა ოთახი დატოვა. ხასიათი მომიწამლა. ეს ის ლუკა არაა ვისაც მე ვიცნობდი. თითქოს სხვა პიროვნებაა ლუკას სხეულით.
,,ბატონობით ლაპარაკი მომთხოვა. თითქოს მართლა ვიღაც თანამშრომელი ვიყო მისი. ჰმ, აბა ვინ ვარ თუ არა თანამშრომელი? რა მეგონა, საყვარელოთი დამიწყებდა მომართვას? არა, მეც კაი ტიპი ვარ რა’’ ვფიქრობდი ჩემთვის.
,,ნეტავ რა საქმე აქვს? რა უნდა მითხრას? სხვა გზა არაა, უნდა მოვიცადო’’
ვეცადე საქმეზე გადავრთულიყავი და ლუკაზე არ მეფიქრა. რა ძნელია მასზე არ იფიქრო,როცა სულ თვალში გაგეჩხირება _ თავი გავაქნიე.
საქმეში ისე ჩავერთე ვერც გავიგე დრო როგორ გავიდა. სახლში წასვლის დროც მოვიდა. ღოგორც ლუკამ დამიბარა, მისი კაბინეტისკენ წავედი. ფრთხილად დავაკაკუნე და შესვლის ნებართვა ავიღე
_შეიძლება ბატონო ლუკა _ ბატონოზე აქცენტი გავაკეთე
_მოდი ნია, დაჯექი_ სკამისკენ მიმითითა
_პირდაპირ საქმეზე გადავალ
,, რა თქმა უნდა, აბა აქ ჩემს საყურებლად ხომ არ შემომიყვანდი არა?’’ ჩემს ფიქრებზე გულში გამეცინა
_მოკლედ, შეხვედრაზე აღვნიშნე რომ ცვლილებებს ვაპირებ.ეს ცვლილება შენც შეგეხო!!
,,ნუთუ სამსახურიდან უნდა დამითხოვოს?’’ გავიფიქრე შეშინებულმა და კითხვისნიშნიანი მზერა მივაპყარი
_მამაჩემის მდივანი იცი ხომ?
_ნანი? რა თქმა უნდა ვიცი
_ხო ნანი. ნანიმ დღეს სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება შემომიტანა _ პაუზა გააკეთა_ ხოდა ეხლა მდივნის გარეშე ვარ
_ნანის წასვლა მეწყინა
_ეს მისი გადაწყვეტილება იყო_ მოკლედ აქ იმისთვის დაგიბარე რომ გითხრა, რომ ნანის ადგილას შენ იქნები
,,მოიცა რა? მომესმა? მე უნდა რომ მისი მდივანი ვიყო?’’ ყურებს ვერ ვუჯერებდი
_რა?
_ხო რაც გაიგე. დღეიდან შენ მენეჯერი აღარ ხარ! დღეიდან ჩემი მდივანი ხარ. თუ წინააღმდეგი ხარ შეგიძლია სამსახურიდან წახვიდე _ ირონიული ღიმილით მომაჩერდა.
აშკარად ჩემს ნერვებზე თამაშობდა. ვერ გავიგე რატომ ჩამომაქვეითა, მე ხომ ჩემს საქმეს ბრწყინვალედ ვაკეთებდი? ,, ცვლილებები გადაწვყიტა’’ გამოვაჯავრე.
ეს საშინელი დამცირება იყო ჩემთვის. მენეჯერობიდან მისი მდივნის თანამდებობა უნდა დამეკავებინა.
_რამით უკმაყოფილო ხარ?_ მკითხა როცა ჩაფიქრებული ვიყავი და არაფერი ვუტხარი
_მაინტერესებს რით დავიმსახურე ჩამოქვეითება?
_მე მდივანი მჭირდება. შენ კი საკმაოდ გამოცდილი კადრი ხარ და სწორედ ასეთი მჭირდება მდივნად
_ეს უსამართლობაა!
_შეგიძლია წახვიდე სამსახურიდან თუ წინააღმდეგი ხარ!!
სამსახური ეხლა ძალიან მჭირდებოდა. ასე ერთი ხელის მოსმით ვერ წამოვიდოდი. ჯანდაბას, სანამ რამე ახალს ვიშოვი, მანმადე ვიმუშავენ მასთან. მდივნად!
_სხვა გზა ამჟამად არ მაქვს, ამიტომ თანახმა ვარ! _ ,,როგორც კი ახალ სამსახურს ვიშოვი, აქედან უკანმოუხედავად წავალ’’ _მტკიცედ გადავწყვიტე გონებაში
_თუ ყველაფერი მოვაგვარეთ მაშინ ხვალამდე დაგემშვიდობები!
წამოვდექი და გასასვლელისკენ გავედი _ დაგვიანების გარეშე _ მომაძახა _ კარები გამოვიხურე და სამსახურის შენობა დავტოვე.

**********************
_შენ სულ გაგიჟდი ლუკა? სულ გამოგირეცხეს ტვინი მაგ გერმანიაში თუ რა ხდება? _ გაგიჟებული ყვიროდა ნინო
_დამშვიდდი და წესიერად გამაგებინე რა გაყვირებს? _ მშვიდად უპასუხა ლუკამ, თან ჭიქაში სასმელი ჩამოისხა
_რა რა მაყვირებს? ნიას ადგილს რას ერჩოდი? რა ნიას მდივნობა აგიტყდა ვერ ხარ ხო? რა პრეტენზიები გქონდა ნიას თანამდებობასთან დაკავშირებით?
_უკვე მოასწრო თქმა? _ გაეცინა
_ლუკა, სერიოზულად გელაპარაკები!
_ხო რა მოხდა მერე? ნია ჩემი მდივანი იქნება და მორჩა! თუ არ უნდა სხვაგან მიბრძანდეს!_ხმას აუწია და კატეგორიულად თქვა ლუკამ.
_ვერ გცნობ ლუკა! მართლა შეიცვალე _ დანანებით ჩაილაპარაკა ნინომ
_რა გამიხურეთ საქმე თქვენ. ის ლუკა არ მოგწონდათ, ეს ლუკა არ მოგწონვართ. რა გინდათ გამაგებინეთ ვაფშე? _ აყვირდა ლუკა _ ვისაც არ მოგწონვართ გზა დიდია, შეგიძლიათ გამეცალოთ. მეორეჯერ ნიას სამსახურზე დამელაპარაკები და იცოდე სერიოზულად ვიჩხუბებთ ნინო! _ უთხრა და ოთახიდან გავიდა
_არა, რა სულ შეიშალა ეს ბიჭი _ ჩაიბურტყუნა ნინომ _ მაგრამ მე მაინც მგონია ყველაფერს ნიას ჯიბრზე აკეთებს_ ღიმილი შეეპარა.

************************************
ვცდილობდი სამსახურში არ დამეგვიანა და ამიტომ დროზე ადრე ვდგებოდი. ამის გამო ბევრჯე ადრე მივსულვარ სამსახურში, მაგრამ ლუკას საყვესურს ნამდვილად მერჩივნა ადრე მისვლა, მერე რომ არ წამოეძახა თავისი დისციპლინის შესახებ! პარალელურად ახალ სამსახურს ვეძებდი, რომ აქედან მალე წავსულიყავი. ბევრ ადგილას შევაგდე სივი, მაგრამ პასუხი არ მომსვლია არცერთგან.
შუადღეს უცხო ნომერმა დამირეკა
_გისმენთ
_ნია, გამარჯობა,ლაშა ვარ. გახსოვარ?
_ა, ხო ლაშა როგორ არ მახსოვხარ. Gგამარჯობა _ გავიღიმე თითქოს დაინახავდა
_ნია, თუ სითავხედეში არ ჩამომართმევ, მინდა სადმე დაგპატიჟო. დღეს სამსახურის მერე გცალია?
_სამსახურს 6ზე ვამთავრებ და მერე შემიძლია.
_ანუ თანახმა ხარ ჩემს შემოთავაზებაზე?
_კი ლაშა, თანახმა ვარ _ გავიცინე
_მაშინ სამსახურთან მოგაკითხავ ხო?
_კარგი. შეხვედრამდე _ დავემშვიდობე და გავუთიშე
_ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს 6ზე ვერ მოვრჩებით ნია მუშაობას _ მოულოდნელად ლუკა გამოჩნდა
_ბატონო? _ გავიოცე
_ხო, რაც გაიგე. ეს საბუთები ყველაფერი მოსაწესრიგებელია, ხვალ დილისთვიის მზად უნდა იყოს _ და მაგიდაზე უამრავი საბუთების დასტა დამიდო
_კი მაგრამ ეს საბუთები ხომ საჩქარო არ იყო?
_არ იყო, მაგრამ გახდა. ხვალ დილით უნდა გადავაგზავნო, გარდა ამისა დღეს შეხვედრაზე მეგობარი კომპანიის წარმომადგენელი მოდის, ზუსტად 6ზე აქ,ამიტომ დღეს გვიანობამდე მოგვიწევს მუშაობა. ნუ ღელავ, ამის ბონუსები ხელფასზე დაგერიცხება
_საბუთები შემიძლია სახლში მოვაწესრიგო და ხვალ დილით შენს, უკაცრავად თქვენს კაბინეტსი იდოს, რაც შეეხება მეგობარი კომპანიის წარმომადგენლის სტუმრობასთან კავშირში მე არაფერ შუაში არ ვარ ბატონო ლუკა _ სარკაზმით მივუგე
_ნია, რადგან ვთქვი რომ აქ ხარ საჭირო ე.ი ესეც არის. საბუთები რა თქმა უნდა შეგიძლია სახლშიც მოაწესრიგო, მაგრამ დღეს საღამოს დასრულებულ ვარიანტებს უნდა გადავხედო,მერე დილით რომ გადავაგზავნო, ხოლო მეორე პუნქტს რაც შეეხება ნუ გავიწყდება რომ შენ ჩემი მდივანი ხარ,შენ ზარების პასუხის, საბუთების მოგვარების,შეხვედრების დანიშვნისა და კიდევ უამრავი რამის გარდა კიდევ გევალება ერთი რამ, ყავის მოდუღება, ხოდა ჩემს სტუმარს და მე ყავით უნდა გაგვიმასპინძლდე. მე მგონი გასაგებად ავხსენი. შეგიძლია პაემანი სხვა დროისთვის გადადო _ გამიღიმა და გავიდა.
,,რა იდიოტია.დარწმუნებული ვარ ყველაფერს სპეციალურად მიკეთებს. რაღა მაინცდმაინც დღეს ხდება ყველაფერი მნიშვნელოვანი?’’ ნერვები მომიშალა და თვითონ წაბრძანდა. შხვა გზა არ მქონდა, ლაშასთან შეხვედრა უნდა გადამედო. დავურეკე იმ ნომერზე,რომლითაც დამირეკა
_ხო ნია? მოხდა რამე?
_ლაშა, ძალიან ვწუხვარ,მაგრამ დღეს ჩვენი შეხვედრა უნდა გადაიდოს. სამსახურში გვიანობამდე მიწევს დარჩენა. ბოდიში რა _ ვუთხარი შეწუხებულმა
_კაი რა ნია, რას მებოდიშები ტო, რა მოხდა მერე. დღეს თუ ვერა ხვალ გნახავ ან ზეგ ან მას ზეგ. ნუ ღელავ
_მადლობა და ბოდიში რა ლაშა. მართლა ვწუხვარ
_ნუ იდარდებ ნია. როცა მოიცლი შეგხვდები
_კაი, აბა დროებით
_დროებით.
მართლაც დიდი დრო წაიღო საბუთების მოწესრიგებამ. სტუმარიც მოვიდა ლუკასთან. საბოლოოდ ყველაფერი 9 საათზე მორჩა. ძალიან, ძალიან დავიღალე. ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი
_თავისუფალი ხარ ნია, შეგიძლია სახლში წახვიდე. ახ, უაცრავად, პაემანზე_მის ირონიას საზღვარი არ ქონდა
_დიდი მადლობა თუ შემიძლია სახლში წავიდე _ სახლზე აქცენტი გავაკეთე_ პაემანი ჩემდა სამწუხაროდ გადაიდო
_მე გაგიყვან სახლში
_არა არ შეწუხდე, მანქანით ვარ _ ვუთხარი და გამოვედი შენობიდან.
სახლში ძალაგამოცლილი მივედი. არაფრის თავი არ მქონდა. დივანზე ჩამოვჯექი, ფეხები ავიკეცე, თავი საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე
_ძალიან დაღლილი ჩანხარ ნია_ შემოვიდა დედაჩემი
_აუ ხო დე, მართლა ძალიან დავიღალე, ძაან გიჟური დღე იყო. უამრავი საქმე მქონდა
_მაინც ვერ ვხვდები ასე რატომ გექცევა ლუკა. ეს უსამართლობაა
_მეც ვერ ვხვდები დედა, ალბათ ასე ცდილობს თავისი ჭკუით დამსაჯოს, ძველი წყენა ალბათ კიდევ ჩარჩა გულში, მაგრამ რომ ვერაფერს ვერ ვატყობ? ჭარსულზე კრინტსაც არ ძრავს_ ჩავფიქრდი _ კარგი დე ნუ ნერვიულობ, ეს ყველაფერი დროებითია. ხომ იცი ახალ სამსახურს ვეძებ და როგორც კი ვიპოვი მაშინვე წამოვალ იქიდან
_მანამდე ასე თუ გაგინადგურა ნერვები შვილო, რათ მინდა ან შენი სამსახური ან რამე საერთოდ_ შეშფოთებული იყო დედაჩემი
_არ ინერვიულო რა. მოდი ეხლა წყალს გადავივლებ და დავიძინებ რა. საოცრად დაღლილი ვარ.
_არ გშია?
_არა, სამსახურში ვჭამე. Eეხლა ჭამის თავი მაინც არ მაქვს. ძილინებისა დე
_ძილინებისა შვილო _ ამოიოხრა დედაჩემმა და ტელევიზორი ჩართო.


******************

შემდეგი 1 კვირა საინტერესო არაფერი არ მომხდარა. ლაშას ერთხლ შევხვდი. ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს. სამსახურში ყველაფერი ძველებურად იყო. არც ახალი სამსახურიდან ისმოდა რამე. 3 დღეში ჩვენი კორპორაციის ბანკეტი იმართებოდა. 15 წლის იუბილეს ზეიმობდა. ყველა ამ ბანკეტზე ლაპარაკობდა და ემზადებოდა. მეც კაბა შევაკერინე. მინდა რომ ძალიან მაგრა გამოვიყურებოდე იმ საღამოს. მინდა ლუკას ნერწყვი ვაყლაპინო. მინდა რომ შემიმჩნიოს. მაინტერესებს რას გრძნობს ჩემ მიმართ. ნუთუ მართლა არაფერს არ გრძნობს და უბრალოდ მე მინდა რომ რამეს გრძნობდეს?
ყველა თავის ცოლ-ქმრებიანად მოდიოდა. შეგვეძლო პარტნიორი წამოგვეყვანა. მე ბერვი არ მიფიქრია, ლაშას ვთხოვე წამოსვლა, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა.
ბანკეტის საღამოც მოახლოვდა. მართლა საოცარ ფორმაში ვიყავი. ჩემი თავი ძალიან მომეწონა
_ამ საღამოს გადატანა მძიმედ მომიწევს ვატყობ _ თვალებგაფართოებულმა მითხრა დედაჩემმა
_ოო, კარგი რა დედა, რა იყო ცუდად გამოვიყურები _ ტანზე დავიხედე
_პირიქით დედა, უმშვენიერესი ხარ, მეშინია ვინმემ არ მომტაცოს შენი თავი ამაღამ _ გაიცინა_ მარტო მიდიხარ?
_არა, ლაშამ უნდა მომაკითხოს
_ნია, რა ურთიერთობა გაქვთ შენ და ლაშას?
_ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ დე, კარგი მეგობრები. სხვა არაფერი იფიქრო. ხომ იცი რომ ჩემი გული უკვე დიდი ხანია დაკავებულია_ სევდიანად ჩავილაპარაკე
_აბა ეხლა ამ საღამოს ესეთები არ იყოს. გამხიარულდი და კარგი დრო ატარე. შეეშვი ცოტა ხნით მაინც მასზე ფიქრს_ დამტუქსა დედაჩემმა. ამასობაში ლაშამ დამირეკა ჩამოდი შენს სადარბაზოსთან ვარო. ლაშამ რომ დამინახა, კარგა ხანი გაშტერებული მიყურებდა. Gგონს ჩემმა ხმამ მოიყვანა
_კიდევ დიდი ხანი უნდა მიყურო თუ წავალთ მალე? _სიცილით ვუთხარი და გადავკოცნე
_ა, უი, ხო, ისა ბოდიში _ გაიღიმა და თავზე ხელი გადაისვა_ისეთი ლამაზი ხარ მეტყველების უნარი დამაკარგვინე ვერ ხედავ? _ თვითონაც გამიცინა
_კარგი ეხლა ნუ გამაწითლე_ თავი დავხარე.
მალევე მივედით რესტორანში. ხალხი უკვე შეკრებილიყო. კარგი სიტუაცია იყო,არატრადიციული სუფრით.ევროპულ სტილში.ნინოც აქ იყო. რომ დაგვინახა ჩვენკენ წამოვიდა
_ვაიმე ნიიიიი საოცრება ხაააარ _ ლამის ყვიროდა ნია ემოციებისგან და ჩამეხუტა
_აჭარბებ ნინ_ გამეცინა
_შენ როგორ ხარ ვაჟბატონო?_ლაშას მიუბრუნდა და გადაკოცნა
_როგორ ვიქნები შენი აზრით, გვერდით ანგელოზი მიდგას _ორივეს გაეცინათ
_კარგი, მორჩით ჩემს აღწერას, თორემ თავში ამივარდება _ გავიცინე. ახლოს ლუკაც დავლანდე, ვიღაც შავგრემან ქალთან ერთად იდგა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა_ გამიღიმა და საუბრაი განაგრძო_ ,,ეს ბიჭი მე შემიწირავს’’ გავიფიქრე და თავი გავაქნიე.
სიტუაცია გახურდა. ხალხი აცეკვდა. მე და ლაშაც ვცეკვავდით. ლუკა თვალს არ გვაშორებდა და გვაკვირდებოდა. მე მისკენ გახედვაც არ მინდოდა. ცეკვას რომ მოვრჩით ლაშას მოვუბოდიშე ეხლავე მოვალ მეთქი და საპირფარეშოში წავედი. გამოსვლისას კედელთან ლუკა იყო მიყუდებული.
გამიკვირდა
_გელოდებოდი
_გისმენ
ხმას არ იღებდა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და უბრალოდ მაკვირდებოდა.
_ულამაზესი ხარ!! _ ბოლოს როგორც იქნა დაარღვია სიჩუმე. ყურებს არ ვუჯერებდი. მეგონა მომესმა და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. არაფერი ვუპასუხე. ვდუმდი.
_ულამაზესი და უსექსუალურესი ხარ!! საოცრად შეცვლილი და დახვეწილი! _ განაგრძობდა ჩემს აღწერას_ ლოყებშეფაკლული, ვიდექი და თვალს ვერ ვუსწორებდი
_მე უნდა წავიდე. ლაშა მელოდება_ უნებურად რაც ენაზე მომადგა ეგ ვთქვი და გასვლა დავაპირე,რომ მკლავში მწვდა
_ფეხებზე ის ს*რი რომ გელოდება. მე ჯერ არ დამიმთავრებია შენთან საუბარი
_ლუკა, ჩვენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს, ამიტომ ეხლა გამიშვი უნდა წავიდე
_ცდები ნია, ჩვენ იმაზე მეტი გვაქვს სალაპარაკო ვიდრე გგონია_ მითხრა დათვალებში ჩამაშტერდა
_შენ და ლაშას რა ურთიერთობა გაქვთ?
_უკაცრავად, მაგრამ ეგ შენ არ გეხება. შენი საქმე არ არის!!
_რომ გეკითხები ე. ი არის და გელოდები, მიპასუხე!
_ერთმაენთი მოგვწონს _ ურცხვად ვიცრუე. გაეღიმა.
_მე მაინტერესებს შენ რას გრძნობ მის მიმართ, თორემ მაგას რომ მოწონხარ კიარადა მგონი უყვარხარ, მაგას კარგად ვხვდები_მშვიდად საუბრობდა
_მეც მომწონს _ ტყუილს ტყუილს ვუმატებდი
_მაგრამ არ გიყვარს
_ყველაფერი მოწონებით იწყება. ჯერ მომწონს, მერე შემიყვარდება და ასე_არც კი ვიცი საიდან ამდენი სითამამე, ვცდილობდი ლუკა გამეღიზიანებინა
_შენც მშვენივრად იცი, რომ ის ს*რი არასდროს არ შეგიყვარდება
_ ეგ წინასწარ არავინ იცის- განვაგრძობდი მის ნერვებზე თამაშს.
ერთხანს მიყურა
_ეხლა ეს რომ არ გავაკეთო მთელი ცხოვრება ვინანებ მითხრა თუ არა ეგრევე ტუჩებზე დამაცხრა.

**********************************

კოცნა 6 წლის შემდეგ. მონატრებამ ერთიანად იფეთქა. საშინლად მომნატრებია მისი კოცნა, მისი თბილი ტუჩები.არ მახსოვს რამდენი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს. გონს ლუკას ხმამ მომიყვანა. ვერც ვიგრძენი როგორ მომშორდა. გაბრუებული ვიყავი.

_გოგოს, რომელსაც ის მამაკაცი მოსწონს, ვისთან ერთადაც წვეულებაზეა წამოსული, ის სხვა კაცს ასე ვნებიანად არ კოცნის _ ირონიულად ჩაილაპარაკა და ჩაიცინა
აზროვნების უნარი დამიბრუნდა

_რატომ და რა უფლებით მაკოცე?_ შევუბღვირე

_იმიტომ გაკოცე,რომ საშინლად მომინდა ამ წუთას. უფლებას რაც შეეხება, იმ უფლებით გაკოცე რა უფლებაც შენ მომეცი _ თვალი ჩამიკრა_ არ მითხრა რომ შენ არ გინდოდა

_იდიოტი ხარ! მეორედ არ გაბედო ჩემი კოცნა_ ვუთხარი და დარბაზში დავბრუნდი

_რამდენჯერაც მომინდება იმდენჯერ გაკოცებ ნია_ ჩაილაპარაკა მარტო დარჩენილმა ლუკამ_შენ მხოლოდ მე მეკუთვნი.

********************************************
დარბაზში გავედი და ლაშა მოვძებნე
_ლაშა, უკვე გვიანი და წავიდეთ ხო? თან ძალიან დავიღალე

_როგორც შენ გინდა ნია. წავიდეთ_ გამიღიმა

_დიდი მადლობა რომ ეს საღამო დამითმე_ვუთხარი ლაშას ჩემს სადარბაზოსთან რომ გავჩერდით
_რა მადლობა ნია, ყოველთვის შენს სამსახურში მიგულე. ეს მე ძალიან მსიამოვნებს
_ღამემშვიდობის ლაშა_ გადავკოცნე და მანქანიდან გადავედი
_ღამემშვიდობის ნია

*************************************************
მეორე დღეს სამსახურში კურიერმა წითელი ვარდები მომართვა. გამიკვირდა. ხელი მოვუწერე კურიერს და ვარდები გამოვართვი. უზარმაზარი და ულამაზესი წითელი ვარდები იყო. შიგ ბარათიც იდო. ამოვიღე და გავხსენი
,,ულამაზეს ქალბატონს ულამაზესი ვარდები. მადლობა გუშინდელი საღამოსთვის’’ ლაშა.
ეწერა ბარათში.
გამეღიმა.ვარდები იქვე კუთხეში დავდე ვერსად რომ ვერ დავატიე. ამ დროს ლუკამ გამოიარა. თავის კაბინეტში შედიოდა რომ გაჩერდა და მომიბრუნდა. ვარდებს ცხვირაბზუბულმა შეხედა. ახლოს მივიდა. ბარათს დახედა. წარბი ზემოთ ასწია. მე გამომხედა და თავის ოთახში დამიბარა. უკან მივყევი

_ნია, სამსახურს და პირად ცხოვრებას ერთმანეთში ნუ ურევ თუ შეიძლება_ მკაცრად მითხრა
_ვერ ვხვდები რას გულისხმობ
_გააფრთხილე შენი თაყვანისმცემლები სამსახურში ყვავილების გზავნას და მსგავს სისულელებს მოეშვან

_ამით რამე შავდება? ვერ ვხვდები რა პრობლემაა ვიღაცამ ყვავილები თუ გამომიგზავნა

_პრობლემაა ნია! თანამშრომლების ყურადღებას იქცევ და მერე მათ საჭორაო თემას აძლევ და ისინი კი მუშაობის მაგივრად ჭორაობას იწყებენ.

_ვეცდები მსგავსი სიტუაციები თავიდან ავიცილო სამსახურში. გავაფრთხილებ ჩემს თაყვანისმცემლებს რომ მსგავსი რამ ჩემს სამსახურში აღარ გააკეთონ

_ოჰო, დაჟე თაყვანისმცემლები? რამდენი გყავს ნია?- ცინიკურად მკითხა

_ეს შენ არ გეხება. ნუ გავიწყდება რომ სამსახური და პირადი ურთიერთობა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ- გავუმეორე მისი ნათქვამი

_მართალი ხარ. მე არ მეხება. კარგი თავისუფალი ხარ. შეგიძლია საქმეს მიხედო. მითხრა და მისი კაბინეტი დავტოვე

-ე.ი მე არ მეხება არა?ვარდების გამოგზავაც დაიწყო იმ ს*რმა არა? მაგასაც ვნახავთ მე რა მეხება და რა არა ქალბატონო- თავისთვის ლაპარაკობდა გაბრაზებული ლუკა
*****************************************************
სამსახურს რომ მოვრჩი და შენობიდან გავდიოდი, თან ვარდებს ძლივს მივათრევდი, ლუკა წამომეწია

_ნია, გამომყევი უნდა ვილაპარაკოთ- მითხრა და ვარდები ზიზღით აათვალიერა

-ეხლა?-გავიოცე

_ხო. წამო ჩემი მანქანით

_მოიცა, ყვავილებს ჩემს მანქანაში ჩავდებ და მოვალ
ყვავილები მანქანაში ჩავდე. ბარათი ამოვიღე ჩანთაში ჩასადებად და ლუკასკენ წავედი.მანქანაში ჩავჯექით და გაურკვეველი მიმართულებით წავედით.ბარათს ხელში ვათამაშებდი. ლუკა გამომხედავდა ხოლმე და ხელს აკვირდებოდა

_რას გრძნობ მის მიმართ?-მკითხა მოულოდნელად
_რა?

_ლაშა გიყვარს?- მკითხა. მანქანა სავალი გზიდან გადააყენა, გააჩერა და ჩემკენ შემობრუნდა

_ლაშა კარგი ადამიანია

_გიყვარს?-გამიმეორა

_ლუკა რა კითხვებით ხარ?

_მიპასუხე გიყვარს მეთქი?- ხმას აუწია.თვალები გამიფართოვდა

_რა შენი საქმეა-მეც ავუწიე ხმას

_ნია ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ და რომ გეკითხები მიპასუხე გიყვარს თუ არა ის ს*ირი?

_წესიერად ილაპარაკე ლაშაზე-შევუბღვირე- ლაშა ძალიან კარგი ადამიანია და მის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი

_ანუ არ გიყვარს- დაასკვნა და ცოტა დამშვიდდა- მაგრამ მას უყვარხარ

_ოო, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ

_თავს ისულელებ თუ მართლა ეგეთი სულელი ხარ ნია, რომ ამას ვერ ხვდები?

_მომისმინე, არ ვაპირებ შენთან ამ თემაზე საუბარს,ასე რომ თუ მხოლოდ ამის საკითხავად წამომიყვანე შეგიძლია დამაბრუნო უკან

_ჩემს მიმართ რას გრძნობ?_ისევ მოულოდნელად მკითხა.თვალები გამიფართოვდა. არ მოველოდი ამ კითხვას მისგან და არც ვიცოდი რა მეპასუხა. რა თქმა უნდა მიყვარდა სიგიჟემდე, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი. ხმა არ ამოვიღე

_ნია გეკითხები

_რას უნდა ვგრძნობდე?არაფერს ლუკა-ვუთხარი და თავი ავარიდე

_რატომ მატყუებ ნია?თვალებში შემომხედე დაისე გამომეორე რომ ჩემს მიმართ არაფერს არ გრძნობ, რომ არ გენატრებოდი და რომ ისევ არ გიყვარვარ. მითხარი და მორჩა აღარ შეგაწუხებ კითხვებით. ცრემლები უნებურად წამომივიდნენ. როგორ უნდა მეთქვა მისთვის ეს ყველაფერი,როცა ამ სიტყვებში არანაირი სიმართლე არ იყო. ვერ შევხედე. ვერ ვუთხარი რასაც მთხოვდა. მიხვდა როგორ მიჭირდა ამის თქმა და უხმოდ მომხვია ხელები და ჩამეხუტა.

_კაი ჩუ, ნუ ტირი. უბრალოდ სიმართლე მითხარი და მორჩა ნია. ჯობს ყველაფერი გავარკვიოთ

_რა უნდა გითხრა?რის მოსმენას ელოდები ჩემგან? იმის მოსმენა გინდა თუ როგორ მენატრებოდი მთელი ამ 6 წლის განმავლობაში? რომ ღამეები არ მეძინა შენზე ფიქრში? რომ სიგიჟემდე მენატრებოდა შენი ტუჩების გემო. რომ სიგიჯემდე მიყვარხარ ამდენი წლის მიუხედავად?- უკვე ტირილისგან თვალები დამისივდა. ვსლუკუნებდი და ძლივს ვამბობდი სათქმელს- ამის გაგება გინდოდა? ხომ გაიგე ახლა?დაკმაყოფილდი?-ხმას ვუწევდი და თან ვტიროდი

_ჩუმად ჩემო სიცოცხლე. დამშვიდდი. მე აქ ვარ. ყველაფერი მაგრად იქნება.
ჩემი ლამაზი... ჩემი ცხოვრება. ჩემი სიყვარული- ბუტბუტებდა თავისთვის ლუკა და თან მეხვეოდა- დამშვიდდი კაი?-შემომხედა- ნუღარ ტირი რა- მიყვარხარ. მთავარია ერთმანეთი გვიყვარ და დანარჩენი სხვა უმნიშვნელოა-თანდათან ვმშვიდდებოდი და მას ვუყურებდი- მოდი ეხლა მაკოცე- მითხრა და სწრაფად მაკოცა.
აი რა მჭირდებოდა ბედნიერებისთვის-ლუკა! სწორედ ეს არის ჩემი ბედნიერება.
*************************
თავი სიზმარში მეგონა. ამდენი წლის მერე ლუკასთან ერთად ვიჯექი მანქანაში ჩახუტებული და ის სიყვარულს მიხსნიდა.

_ანუ ისევ გიყვარვარ_თავი არ ამიწევია ისე ვკითხე

_ჰმ, შენი სიყვარული მალე ბოლოს მომიღებს_გაიხუმრა _ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში

_რომ ჩამოხვედი ეგ არ გეტყობოდა_წავკბინე,გავახსენე ჩვენი შეხვედრა

_შენზე უსაშინლესად გაბრაზებული ვიყავი და ვარ კიდევაც.

_საერთოდ არაფერი გეტყობოდა.არც გაბრაზება და სიყვარული მითუმეტეს- გაბუტულმა ჩავილაპარაკე

_ვიცი. ვცდილობდი გულგრილი ვყოფილიყავი და ამით ჩემებურად დამესაჯე.მგონი გამომივიდა კიდევაც არა?_გაიცინა. მე მხარზე ხელი გავკარი

_შენ ვერ წამოიდგენ იმ საღამოს რა ცუდად ვიყავი. ჯერ ერთი შოკი რომ ჩამოხვედი თან ასე მოულოდნელად, მაშინ მივიღე და მეორე ვაფშე რომ არ მიმჩნევდი. მთელი ღამე ვტიროდი

_ერთმანეთი ძალიან დავტანჯეთ ნია-ამოიოხრა

_ძალიან შეცვლილი ხარ

_უფრო გავსიმპათიურდი არა? აღიარე_გაიცინა

_ეგეც არის.მაგრამ ხასიათებითაც ძალიან შეცვლილი ხარ. 6 წლის წინ ასეთ ლუკას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი.ოცნებებშიც კი

_აჰ, ანუ ასეთ ლუკაზე ოცნებობდი არა?_გაიცინა_შენ კი არა მეც ვერ წარმოვიდგენდი ჩემს თავს ასეთ ამპლუაში, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი

_ნუ ხარ სულელი, მე ისეთი ლუკაც მიყვარდი და ასეთიც, მაგრამ ასეთი მაინც უფრო მომწონხარ_დავეჯღანე

_შენც საოცრად შეცვლილი ხარ ნია. რომ დაგინახე ვიგრძენი ძარღვებში სისხლმა როგორ დამიარა.ულამაზესი ხარ.უფრო ქალური და დახვეწილი_მითხრა და სახეზე მომეფერა. მე თვალები დავხუჭე.

_იცი?არ ვნანობ მაშინ რომ გაგიშვი ჩემი ცხოვრებიდან. რომ არ გამეშვი ეხლა ჩემს წინ ასეთი ლუკა არ იდგებოდა

_ხო მაგრამ დიდ ტანჯვად დაგვიჯდა ეს ორივეს ნია

_მართალი ხარ,მაგრამ ეხლა წინ დიდი დრო გვაქვს ყველაფერი რომ გამოვასწოროთ_თვალი ჩავუკარი და გავუღიმე

_ძალიანაც რომ მოინდომო აწი ვერ გამაგდებ შენი ცხოვრებიდან. მინდა რომ დაკარგული დრო ავინაზღაურო

_ჩემი ატანა მოგიწევს მთელი ცხოვრება_დავეჭყანე და ენა გამოვუყავი.

_სიამოვნებით აგიტან მთელი ცხოვრება_ჩემი თავი მის ხელებში მოიქცია და მაკოცა.

_უი რა დრო გასულა- რომ დავეხსენი საათს დავხედე_ მოდი წავიდეთ ხო? დედაჩემი არ გამიფრთხილებია რომ დამაგვიანდებოდა და არ მინდა ინერვიულოს, თან ხვალ სამსახური გვაქვს_ხო, სამსახურზე გამახსენდა, რატომ გადამიყვანე ეგეთ ,,საპატიო’’ ადგილას?_სიცილშეპარული ხმით ვკითხე

_სულ ჩემს სიახლოვეს რომ ყოფილიყავი_მითხრა ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს

_მე კიდევ მეგონა რომ ეს სამაგიერო იყო და ასე მსჯიდი_გავიცინე

_რა თქმა უნდა გსჯიდი! გსჯიდი ჩემთან ახლოს ყოფნით_გამიღიმა იმ ღიმილით მე რომ მიყვარდა

_მე კიდევ ახალ სამსახურს ვეძებდი რომ შენგან შორს ვყოფილიყავი

_ჰმ. არ გეყო რაც ჩემგან შორს იყავი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ წახვიდოდი ვერსად_ეშმაკურად გამიღიმა

_ვერ მივხვდი

_შენი აზრით რატომ არ დაგირეკეს არცერთი სამსახურიდან სადაც სივი გაგზავნე? რატომ არავინ არ აგიყვანა?_კვლავ იღიმოდა თან თვალებში მაშტერდებოდა

_რაა? შენი ხელი ურევია ამ ყველაფერში?_გავიოცე

_ზუსტად ვიცოდი რომ ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებდი,ამიტომ ყველა კომპანია,სადაც სივი გქონდა გაგზავნილი,გაფრთხილებული იყო რომ არ აეყვანეთ. თან ზოგან ჩემი ნაცნობები მუშაობდნენ,ამიტომ არ გამჭირვებია ეს საქმე_თვალი ჩამიკრა_გგონია სადმე გაგიშვებდი?

_თავი სიზმარში მგონია,მართლა ოღონდ. მიჭირს იმის გააზრება რომ ახლა შენთან ერთად ვარ აქ და არ ვჩხუბობთ, მეტიც,სიყვარულს ვუხსნით ერთმანეთს

_დაიჯერე ნია,წინ უფრო სასიამოვნო რაღაცები გველის_მაკოცა_მოდი წავიდეთ ეხლა.მანქანა დაქოქა და სახლში წამიყვანა


_სამსახურთან არ უნდა წაგეყვანე?ჩემი მანქანა იქ რომ დავტოვე?
_მანქანაზე ნუ ღელავ. ხვალ მე გამოგივლი და მე წაგიყვან

_რას იფიქრებენ თანამშრომლები ერთად რომ დაგვინახავენ?

_რა უნდა იფიქრონ? იმას იფიქრებენ როგორც არის.დასამალი რა გვაქვს? საყვარლები ვართ თუ რა? ერთმანეთი გვიყვარს, თანაც სხვების აზრი მაგრად .

_მაინც მინდოდა რომ წამომეყვანა

_შენ ალბათ ყვავილები გადარდებს მანქანაში რომ ჩადე, წუხარ რომ არ გაფუჭდეს არა?_ირონიულად მითხრა. ყვავილები საერთოდ არც მახსოვდა და ამას რამ გაახსენა?
სიცილი ამიტყდა.

_რა გაცინებს?_დაბღვერილმა მკითხა

_გეფიცები ყვავილები საერთოდ არც მახსოვდა,აი შენ კი ისე გაგაღიზიანა დღეს იმ ვარდებმა,რომ თავიდან ვერ ამოიგდე_განვაგრძობდი სიცილს

_დიახაც გამაღიზიანა! მეორეჯერ კიდევ გამოგიგზავნის ვარდებს და სახეს ავახევ

_არა,მაინც შემორჩენილი გაქვს ძველი ლუკას რაღაცები_კვლავ გავიცინე_ყვავილი გამომიგზავნა,ცოლობა კი არ უთხოვია

_გაბედოს და გთხოვოს. შენს თავს არავის არ დავუთმობ ეგ ყველამ კარგად გაიგოს_თითი სახესთნ მომიტანა

_ჩემი ეჭვიანი ლუკა!_მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე_ავედი აბა მე. ხვალ გნახავ

_კაი მიდი. მიყვარხარ!

_მეც_დავემშვიდობე და სახლში ავედი. ფანჯრიდან გადავიხედე.ის მანქანაზე იყო მიყუდებული და ჩემს ასვლას ელოდებოდა,როგორც ადრე იცოდა.გამეღიმა.

_რა გაღიმებული დგახარ ,რა მოხდა შვილო?

_ბედნიერი ვარ დე. არა,ბედნიერი არა, უუუუბედნიერესი ვარ დე_ჩავეხუტე და ვაკოცე

_თვალები გიბრწყინავს დე, შენი ასეთი თვალები ბოლო 6 წელია არ მინახავს. შენ რომ ბედნიერი ხარ,მეც ბედნიერი ვარ _ცრემლები წამოუვიდა დედაჩემს

_კარგი რა მარიკა,კარგი რა. რა დროს ცრემლებია_ჩავეხუტე

_ბედნიერების ცრემლებია დე,ბედნიერების_მითხრა და ცრემლიანი თვალებით გამიღიმა
**********************
6 წელია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. სულ ლუკას სიტყვები მიტრიალებდა თავში და მეღიმებოდა. მიყვარს, ვუყვარვარ. საოცრად ბედნიერი ვარ,საოცრად.
დილით სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე. ერთი სული მქონდა ლუკა მენახა, თან მას უნდა გამოევლო ჩემთვის. დიდი ხანი ვიტრიალე სარკესთან. მინდოდა მაგრად ვყოფილიყავი და რაც მთავარია ლუკას მოვწონებოდი. მზადებას რომ მოვრჩი ჩემი თავით კმაყოფილმა სარკეში ჩემს თვს გავუღიმე და ოთახიდან გავედი. ყავის დალევას ვერ მოვასწრებდი,ლუკა წუთი წუთზე უნდა მოსულიყო და აი ზუსტდ მასზე ვფიქრობდი და მისი ნომერი დაფიქსირდა ჩემს ტელეფონზე

_ნია, ქვემოთ ვარ. გელოდები_მითხრა საოცრად თბილი ხმით

_2 წუთში მანდ ვარ_გავუღიმე, თითქოს დაინახავდა. ტელეფონი გავთიშე, ჩანთა ავიღე და სასწრაფოდ ჩავედი ქვემოთ. მანქანაში მელოდებოდა. რომ დამინახა გადმოვიდა, ამათვალიერა, კმაყოფილმა გაიღიმა და ვნებიანად მაკოცა

_საოცრება ხარ

_არც ისე დიდი დრო გასულა რაც გნახე და საშინლად მომენატრე_ვუთხარი ჩახუტებულმა

_მე ისედაც სულ მენატრები_გამიღიმა_აი ეხლაც მენატრები ასე ჩემს გვერდით რომ დგახარ მაშინაც_ცხვირზე მაკოცა_კაი, წავიდეთ,თორემ საშინელი საცობია და დავიგვიანებთ

_ხო და თან ჩვენი უფროსიც გაბრაზდება_სიცილით ვუთხარი_ვერ იტანს დაგვიანებას, ძალიან უჟმურია_ემაკურად გავხედე

_სხვათაშორის შენ სწორედ ეგ უჟმური უფროსი გიყვარს, თან სიგიჟემდე_თვალი ჩამიკრა და მანქანაში ჩავჯექით.

სამსახურში არაფერი არ ხდებოდა. შესვენების დრო მოახლოვდა. ლუკამ თავისთან დამიბარა.

_ძალიან მომენატრე_წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა როგორც კი შევედი_აქამდე ვერ მოვახერხე შენი ნახვა, მაგრამ ავანაზღაურებ_მხურვალედ მაკოცა_მოდი აქ დამიჯექი, დაჯდა და თავის მუხლებზე მიმითითა

_ლუკა სირცხვილია, ვინმე რომ შემოვიდეს?

_შემოვიდეს მერე. მოდი აქ! ხელი დაარტყა მუხლებს. მეც მივედი და ჩამოვუჯექი

_შენს ადგილას უნდა დაგაბრუნო_დაიწყო ლაპარაკი

_ანუ შენი მდივანი აღარ ვიქნები?_გავუცინე

_აღარ. უკვე ჩემი ქალი ხარ და აღარ არის საჭირო შენთან სიახლოვის გამო ჩემი მდივანი იყო
_ვინმე კანდიდატი გყავს მე რომ შემცვალოს?

_ხვალ რამდენიმე მოდის გასაუბრებაზე და ავიყვან ვინმეს. როგორც კი ახალი გამოჩნდება შენ შენს ადგილს დაიკავებ_მაკოცა_არ შემიძლია ამ ტუჩების გარეშე. საოცრად ტკბილი და გემრიელი ტუჩები გაქვს და ეს ტუჩები მხოლოდ ჩემია_მელაპარაკებოდა ხმადაბლა და ვნებიანი ხმით, თან ტუჩებზე თითს მისმევდა

_ლუკა ეგრე ნუ მიკეთებ რა, უნდა ვიმუშავო და შენ კონცენტრაცია მიკარგავ, გთხოვ ნუ მიკეთებე ეგრე_თვალდახუჭული ხმადაბლა ვლაპარაკობდი მეც. რეალობაში ჩემმა ტელეფონის ხმამ მომიყვანა. დავხედე ლაშა მირეკავდა. სახე შემეცვალა.
,,რა დროს ლაშას ზარი იყო. ლუკა გაგიჯდება.’’ გავიფიქრე

_ვინ არის?_თვალმოუშორებლად მკითხა ლუკამ
არ მინდოდა მისთვის რამე დამემალა,ამიტომ პირდაპირ ვუთხარი

_ლაშაა_ და თვალებში მივაჩერდი

_მერე? არ უპასუხებ? მაინტერესებს რა ჯანდაბა უნდა_დასერიოზულებულმა მითხრა. მისი მუხლებიდან წამოვდექი და ზარს ვუპასუხე

_გისმენ ლაშა_თან ლუკას თვალს არ ვაშორებდი
_ნია, როგორ ხარ?
_არამიშავს ლაშა, შენ როგორ ხარ?

_მეც ვარ რა. უბრაოდ მოგიკითხე და მინდა რომ საღამოს სადმე დაგპატიჟო თუ გცალია

_სამწუხაროდ არ მცალია ლაშა დღეს. სხვა დროს შეგხვდები-შეწუხებული სახე მივიღე. ლუკა ამ ყველაფერს ისმენდა და ძარღვები ებერებოდა. მალე უნდა გამეთიშა თორემ ვგრძნობდი მალე ტელეფონს ხელიდან გამომგლეჯდა.

_კარგი ლაშა მერე შევთანხმდეთ, ეხლა ბევრი საქმე მაქვს. აბა დროებით_სასწრაფოდ გავუთიშე
_რა შეხვედრა უნდა ხომ არ უბერავს ეგ? ცხვირ-პირის დალეწვა ხომ არ მოენატრა?

_დამშვიდდი ლუკა, ლაშა უბრალოდ ჩემი მეგობარია

_ის როგორც ეგობრას ისე არ გიყურებს როდის უნდა შეიგნო ნია?_ხმას აუწია_იცოდე არ გაბედო მასთან შეხვედრა_მკაცრად მითხრა

_ლუკა ძალიან გთხოვ ტიპიური კაცივით ნუ მოიქცევი და ნუ დამიწყებ რაღაცების აკრძალვას. შენ მე უნდა მენდობოდე გესმის? მე მხოლოდ შენ მიყვარხარ და ლაშას თუ შევხვდები ეს მხოლოდ მეგობრული შეხვედრა იქნება და მეტი არაფერი. გარდა ამისა რა მიზეზით ვუთხრა უარი? მას ჩემთვის არც სიყვარული აუხსნია და არც არაფერი.ვერ ვხვდები რატომ პანიკიორობ ლუკა?

_ნია ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ ძალიან გთხოვ.მას არ შეხვდები და მორჩა

_მოდი ამაზე ნუ ვიჩხუბებთ, არ გვინდა რა. ისედაც უამრავი დრო დავკარგეთ უერთმანეთოდ და უაზრო მიზეზების გამო ნუ ვიჩხუბებთ რა ძალიან გთხოვ_მავედრებელი ხმით ვუთხარი

_ჩვენ ამაზე საუბარი არ დაგვიმთავრებია იცოდე. არ მომწონს მე ის ლაშა

_კარგი, მოდი მე დავუბრუნდები საქმეს, თორემ გული მიგრზნობს რომ სერიოზულად ვიჩხუბებთ და არ მინდა.არც დავლოდებიცარ რას მიპასუხებდა ისე გამოვედი მისი კაბინეტიდან.

საშინელი ეჭვიანია. მიზეზს რომ ვაძლევდე მესმის. იმედია სულ ეგრე არ იქნება.
სამუშაოს დასრულებამდე ლუკა არ მინახავს. კაბინეტიდან არ გამოსულა.არც მე შევსულვარ,მასთან საქმე არ მქონდა,ამიტომ ცოტა ხნით გავერიდე. მინდოდა დაფიქრბულიყო. წასვლის დრო მოახლოვდა რომ გამოვიდა კაბინეტიდან

_ნია, დღეს ჩემთან წამოდი, ნინომ ჩვენი ამბავი არ იცის და ბარემ ერთად ვუტხრათ, საშინლად გაუხარდება_გამიხარდა წყენის ვალი რომ ვერ შევამჩნიე

_კარგი წავიდეთ_გავუღიმე.

ნინო გაგიჟდა, გადაირია, სიხარულისგან ხტუნაობდა. ხან ერთს გვეხუტებოდა ხან მეორეს

_ვაიმე, ვაიმე, როგორ გამახარეთ თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ. როგორც იქნა დაგადათ თქვენც საშველი.უზომოდ ბედნიერი ვარ_სიხარულით ლაპარაკობდა ნინო

_მგონი ჩვენზე მეტად ამას გაუხარდა_სიცილით თქვა ლუკამ

_ნუ ხარ შენ მწარე_უჩქმიტა ნინომ ძმას_ბედნიერი ვარ რომ ბოლოსდაბოლოს ეღირსეთ ბედნიერებას და ტყუილად ტანჯავდით ერთმანეთს_ცოტა დასერიოზულებული ხმით თქვა ნინომ

_მოდი ეხლა მე ბექას დავურეკავ,ა მოვა და დავლიოთ_ლუკამ იდეა მოგვაწოდა და ტელეფონი ამიოღო. ბექა 1 საათში მოვიდა. სხვათაშორის ბექა დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. მასთან თითქმის არ მქონდა კონტაქტი ლუკას წასვლის შმედეგ და მისი ნახვა ძალიან გამიხარდა

_უააა ნიააა_როგორ მომენატრე ე_ძალიან მაგრა ჩამეხუტა

_ძალიან დიდი ხანია არ მინახიხარ ბექა, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა_ლოყაზე ვაკოცე

_მოიცა ე, რა სიყვარულობანა აგიტყდათ, უკვე ვეჭვიანობ_სიცილით თქვა ლუკამ

_სულ გამოგა*ირეს იმ გერმანიაში შენ მე მგონი_თავზე ხელი წამოარტყა ბექამ_ნუ ხარ შენ ეგოისტი. ნია ჩემი დაა, და რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და უსაზღვროდ მომენატრა

_დიახაც ეგოისტი ვარ! ნია მარტო ჩემია და მარტო მე მაქვს უფლება მას მოვეხვიო და ვაკოცო, მეტი არავის!_ კატეგორიულად თქვა ლუკამ. სიცილი აგვიტყდა.

_შენს ძმობას ვფიცავარ მაგრა გაკლია-სიცილით უთხრა ბექამ

_უბრალოდ ყურებამდე შეყვარებული ვარ_ გაიღიმა, ხელები მაგრა შემომხვია და მხურვალედ მაკოცა.

_ჩვენ არ გიყურებთ_ თვალებზე ხელი აიფარა ბექამ

_რაც არ გინახავს ისეთს მაინც ვერაფერს ვერ ნახავ ბექუშ, ძმაო_თვალი ჩაუკრა ლუკამ_ისე დროა შენც იფიქრო ვინმეზე სერიოზულად

_ოო. მოიცა რა. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ რომ ვინმეზე სერიოზულად ვიფიქრო და ჩემს თავს მის გამო რაღაცები შევუზღუდო_გაიცინა_ჯერ ბოლომდე ვისიამოვნებ ცხოვრებით და მერე ვიფიქრებ უკვე სერიოზულად ოჯახზე_აბა მიდი ნინაჩკა და დატრიალდი.დღეს ვსვამთ ბოლომდე_ტაში შემოკრა ბექამ.
*************************
ბევრი დავლიეთ იმ საღამოს და ბოლოს ნინოსთან დავრჩი, რადგან ყველანი მთვრალები ვიყავით.ვერცერთი შევძლებდით საჭესტან ჯდომას, ლუკამ კი ამ შუაღამეს ტაქსით არ გაგიშვებო. ხოდა მეც დავრჩი.თან წინ შაბათ კვირა იყო და სამსახური არ მქონდა.რომც მქონოდა ,,უფროსიც’’ ჩვენთან ერთად სვამდა და ვის რას ეტყოდა. მეორე დილით თავი მისკდებოდა.ყველას ესეთ მდგომარეობაში იყო

_ვაიმე თავი_წუწუნით გამოვიდა ლუკა საძინებლიდან

_ცხოვრებაში აღარ დავლევ_ბანი მივეცი ლუკას

_აუუ ხალხო, თავი მისკდება, რა უბედურებაა ეს. რამ დამალევინა ამდენი_დუდღუნით გამოვიდა ნინოც.ბექა ჯერ კიდევ მკვდარივით ეძინა.

ნაბეღლავის ბოთლები ვედო მაგიდაზე და ბოთლიდან ვიყუდებდით პირდაპირ თან ცივ ბოთლს შუბლზე ვიდებდი და მსიამოვნებდა

_აუ ჩემი, საუკუნეზე მეტია ამდენი არ დამილევია და შედეგსაც ვიმკი ეხლა_სახედამანჭული ამბობდა ლუკა

_მე კიდევ არასდროს არ დამილევია ამდენი_აუ თავიიიი_ვწუწუნებდი და ვწუწუნებდი.

ამასობაში ბექასაც გაუღვიძია და თმააბურდული გამოვიდა ოთახიდან თან თვალებს იფშვნეტდა. მოჭუტული თვალებით გამოგვხედა,ა მოიოხრა დათან თავზე მიიდო ხელები

_მგონი ვკვდები_არ ჩამოგვრჩა წუწუნში ბექაც

_კაი შე*ემა ნუ ყვირი თავი მისკდება ისედაც_აგერ ნაბეღლავი და დალიე_შეწუხებული სახით მიაწოდა ლუკამ ნაბეღლავი

_საოცებაა! უებარი საშუალებაა ანბეღლავი პახმელიაზე_ნეტარე ხმით ამოთვმა ბექამ, როცა ნაბეღლავი დალია.

მთელი დღე საშინელ ხასიათზე ვიყავი ნაპახმელიარი. შაბათ-კვირა ასე უინტერესოდა გავიდა.
ორშაბათს დილითსამსახურში წავედი და ოფისში მისულს ლუკას კაბინეტთან მხვდება შემდეგი სიტუაცია:- მოსაცდელში მიყოლებით სხედან ახალგაზრდა გოგოები, ქერები,შავგრემნები, წაბლისფერთმიანები,გამხდრები,პუტკუნები, გრძლეფეხები და ა.შ. თვალებგაფართოებული მივუახლოვდი. მივხვდი რომ გასაუბრებაზე იყვნენ მოსულები.ამასობაში ერთი გრძელფეხება, იმენა მაგარი ნაშა გამოვიდა ლუკას კაბინეტიდან და გოგოებს მიუახლოვდა

_აუ იცით რა სიმპათიური და საოცრად მაგარი კაცია უფროსი?გაგიჟდებით _ თქვა და სიცილ-კისკისით დატოვა შენობდა. გოგოებს თვალები გაუბრწყინდათ

_აუ ნეტა მე ამიყვანდეს, _აუ ნეტა მე და მსგავსი წამოძახილები ისმოდა მათგან. შემდეგი კანდიდატი ტანის რხევით შევიდა ლუკასთან.ნერვები მომეშალა ამათზე. ჩემს კაცს ასე რომ ახასიათებდნენ და ცდილობდნენ მის ,,დათრევას’’. ცოტა მაკლდა და ავფთქდებოდი. მათთან მივედი და ვკითხე

_თქვენ ყველა გასაუბრებაზე ხართ ხო?

_დიახ

_შეგიძლიათ აღარ დაელოდოთ რიგს, ბატონმა ლუკამ შემოგითვალათ_მოჩვენებით გავუღიმე_ტყუილად ელოდებით

_აბა ის გოგო რომ შევიდა ?

_ის შევიდა, მაგრამ მალე გამოვა და თქვენ არ ვერ შეხვალთ. დამავალა რომ მეტი არავინ შევუშვა მასთან_ ასე რომ შეგიძლიათ დატოვოთ ეს ოფისი_კვლავ გავუღიმე. უკმაყოფილო სახეებით წამოდგნენ და ცხვირაბზუებულებმა დატოვეს შენობა. ამასობაში კაბინეტში შესული გოგოც გამოვიდა და რომ ვერავინ ნახა გაუკვირდა. მხრები აიჩეჩა და მანაც დატოვა შენობა. თვალი გავაყოლე როგორ მიდიდოდა

_იმენა ნაშაა_ჩემთვის ჩავილაპარაკე. ამასობაში ლუკამ გამოიხედა კაბინეტიდან

_რატომ არ შემოდის შემდეგი?_ და დერეფანში გაიხედა. ვერავინ რომ ვერ ნახა გაუკვირდა

_კი მაგრამ აქ გოგოები არ იყვნენ?_მკითხაგაკვირვებულმა

_იყვნენ,მაგრამ წავიდნენ.

_წავიდნენ?

_დიახ! მე გავუშვი_მკაცრად ვესაუბრებოდი

_რას ნიშნავს შენ გაუშვი?_გაუკვირდა

_რა არის ლუკა ვერ გავიგე. შენ მდივანს ეძებ თუ საყვარელს?_წარბაწევით ვკითხე_ ეს გოგოები სამოდელო სააგენტოდან გამოიყვანე? იმენა ნაშები იყვნენ_ცხვირაბზუებულმა ვთქვი

_მოიცა_გაეცინა-შენ გაუშვი გასაუბრებაზე მოსული გოგოები უკან, რადგან იეჭვიანე მათზე?_სიცილს უმატა

_დიახაც ვიეჭვიანე. მარტო ფეხები იყვნენ ეგ გოგოები. მათთან ერთად როგორ უნდა იმუშაო?და გგონია მშვიდად ვუყურებდი როგორ ცდილობდნენ ის ბარბის თოჯინები შენს შებმას?_თვალები დავუბრიალე. ლუკა კიდევ სიცილისგან გაწითლდა და გადაბჟირდა

_ვაიმე მეტი აღარ შემიძლია-აუ ჩემი ცუდად ვარ_ მუცელზე ხელს იკიდებდა და წელში იხრებოდა სიცილისგან

_რა გაცინებს ლუკა? სასაცილოა ეს?

_აბა რა არის ჩემო სიცოცხლე? გასაუბრებაზე მოსული ხალხი გამიქციე ეჭვიანობის გამო, წესით კი არ უნდა ვიცინოდე,არამედ გაბრაზებული უნდა ვიყო შენზე, მაგრამ ისეთი საყვარელი ხარ როცა ეჭვიანობ და გაბრაზებული ხარ რომ არ შემიძლია გაგიბრაზდე_ ცოტა დამშვიდდა_ხომ იცი რომ მე შენს მეტს ვერავის ვერ ვხედავ. სანერვიულო და საეჭვიანო არაფერი გაქვს._ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტე_ ჩემი ეჭვიანი გოგო

_ნუ ხარ ლუკა საზიზღარი. კარგი ყოფილა შენ რომ ლაშაზე ეჭვიანობ უსაფუძვლოდ?_ლუკა დასერიოზულდა

_ლაშა სხვა თემაა ნია

_ზუსტად ერთი დაიგივე თემაა. მე ვერ ავიტან მსგავსი ქალები შენს ირგვლივ რომ ტრიალებდნენ დღის უმეტეს ნაწილში. მაგას მირჩევნია ისევ მე ვიყო შენი მდივანი და სხვა არავინ!

_ვაიმე ნია გავაფრენ რა საყვარელი ხარ_მოდი აქ_ გამიღიმა_ ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!_ მითხრა და ტუჩებზე მაკოცა.

დროებით გადავწყვიტეთ რომ ისევ მე შევასრულებდი ლუკას მდივნის მოვალეობას ჩემივე გადაწყვეტილებით იქამდე სანამ შესაფერის კანდიდატურას არ იპოვიდა,უფრო სწორად მე არ ვიპოვიდი : დდდდ
4 თვე გავიდა რაც მე და ლუკა ერთად ვართ. ძალიან ბედნიერი 4 თვე.
_ნია, შენთან საქმე მაქვს და მე წაგიყვან სახლში მერე_მითხრა როცა სამუშაო საათები დამთავრდა

_კარგი. ჩემს ნივთებს ავიღებ და წავიდეთ.

მთაწმინდაზე წამიყვანა. იმ ადგილას სადაც წინათ ცოლობა მთხოვა. გამკანკალა იმ ღამის გახსენებაზე. გულიც ამიჩქარდა. ლუკა მანქანიდან გადავიდა და მელოდებოდა მე როდის გადავიდოდი. შევეცადე გონს მოვსულიყავი და მეც გადავედი. ძალიან მაინტერესებდა ამდენი წლის მერე აქ რატომ მომიყვანა. მანქანაზე იყო მიყუდებული და უსასრულობაში იყურებოდა. მეც გვერდით მივუდექი და მეც წინ დავიწყე ყურება.ხმას არცერთი არ ვიღებდით. სიჩუმე ლუკამ დაარღვია

_ეს ადგილი ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობიდან. შენც გახსოვს ალბათ ეს ადგილი არა? _შემომხედა

_მახსოვს_ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე_მალე ალბათ ცუდად გავხდებოდი. ყველაზე საშინელ მომენტს მახსენებდა ჩემი ცხოვრებისა.

_მაშინ აქ მოგიყვანე და ცოლობა გთხოვე. შენ უარი მითხარი_განაგრძო ლუკამ.ვიგრძენი როგორ გავფითრდი.

_ლუკა მე.. ხომ იცი...

_დამამთავრებინე ნია_გამიღიმა

_მაგის მერე ეს ადგილი შემძულდა. ადგილი რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა იმ საღამოს, რამდნეიმე წამში შემზიზღდა. მაგის მერე აქ არც ამოვსულვარ_პაუზებს აკეთებდა საუბრის დროს_ეხლა აქ იმიტომ ამოგიყვანე,რომ დავიბრუნო ამ ადგილისადმი სიყვარული და არ მძულდეს ჩემი ბავშვობის მოგონებები ამ ადგილთან დაკავშირებით. ეხლაც შენზეა დამოკიდებული გამომივა თუ არა ეს ამბავი_ დიდი პუზა გააკეთა და მე შემომხედა_ ასევე ჩემი და ჩვენი ბედნიერებაც შენზეა დამოკიდებული_ კითხვისნიშნიანი თვალებით შევხედე.

_ცოლად გამომყვები?_ჯიბიდან ლურჯი ყუთი ამოიღო და თავი მოხადა. თვალები ცრემლებით ამევსი. მან ისევ იმ ადგილას მთხოვა ცოლობა სადაც მაშინ და მე უარი ვუთახრი. ეხლა მივხვდი რასაც გულისხმობდა. კოლოფიდან ულამაზესი ბეჭედი მიმზერდა. რა თქმა უნდა ეხლა დაუფიქრებლად შემეძლო ლუკას გავყოლოდი ცოლად. რაც მაშინ მაწუხებდა ის პრობლემები ეხლა არ არსებობდა. ლუკა თვალებში მიყურებდა. მასაც აწყლიანებული ქონდა თვალები. ხელი ბეჭდისკენ წავიღე, ყუთიდან ამოვიღე და ლუკას გავუწოდე

_გამიკეთებ?_ვკითხე გაღიმებულმა და ბეჭედი მივაწოდე

_ანუ ეს ნიშნავს რომ...

_ანუ ეს ნიშნავს რომ თანახმა ვარ_ კბილებდაკრეჭილი ვიღიმოდი

_ლუკამ ყურებამდე გაიღიმა. სწრაფად გამომართვა ბეჭედი და თითზე მომარგო. მერე მხურვალედ მაკოცა

_უბედნიერეს კაცად მაქციე ნია შენი თანხმობით. რომ იცოდე როგორ ვნერვიულობდი ეს დღეები

_გეგონა ისევ უარს გეტყოდი არა?_ნაღვლიანმა ვკითხე

_არაფერი არ მეგონა ნია, საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი

_მოდი ყველაფერი ცუდი და უარყოფითი წარსულში დავტოვოთ და ბედნიერებით დავტკბეთ

_ხო რა თქმა უნდა. ეხლა იწყება ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი_ხელი ჩამკიდა_წამო შენთან

_ჩემთან?

_ხო. მინდა დედაშენს ოფიციალურად ვთხოვო შენი ხელი_ გამეკრიჭა
_ამ საღამოს ლუკა?_გავოცდი
_ზუსტად ამ საღამოს! რა მნიშვნელობა აქვს რა დროა. მინდა რომ მალე მოვაგვარი ყველაფერი

_დედაჩემი გაგიჟდება ასე გაუფრთხილებდალ რომ დავადგებით და ჩემს ხელს ითხოვ_გამეცინა_ხომ იცი დაიწყებს უნდა გაგეფრთხილებინეთ წინასწარ, ასე მომავალ სიძეს როგორ დავხვდეო და ა.შ

_საერთოდ არ მაღელვებს დედაშენი თუ უზარმაზარ სუფრას არ დამახვედრებს. სიმართლე გითხრა ასე უფრო მირჩევნია. წამო,წამო.

მანქანაში ჩავჯექით და გეზი ჩემი სახლისკენ ავიღეთ. სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა და მთელი გზა ჩემს ბეჭდიან ხელს ვუყურებდი. ცოტას ვნერვიულობდი კიდეც. მაინც დედას უნდა ელაპარაკოს ლუკა,მაგრამ სანერვიულო რა მაქვს? დედაჩემია მოწმე ;უკას სიყვარულით როგორ ვიტანჯებოდი. ხოდა ეხლა ბედნიერს რომ დამინახავს ამით თვითონაც ბედნიერი იქნება. გზად ლუკამ შამპანიური და შოკოლადები იყიდა, მთლად ხელცარიელიც ვერ მივალ მომავალ სიდედრთან შენი ხელის სათხოვნელადო. მალე მივედით სახლში. დედამ კარები რომ გააღო გაკვირვებულმა ჯერ ლუკას შეხედა და მერე მე

_არ შემოგვიშვებ დედა_გავუღიმე

_აა ხო, ისა,მობრძადით_დაბნეული ლაპარაკობდა დედაჩემი_ გამარჯობა ლუკა, დიდი ხანია არ მინახიხარ

_გამარჯობა ქალბატონო მარიკა. მშვენივრად გამოიყურებით_ხელზე აკოცა და შამპანიური და შოკოლადები მას მიაწოდა

_დიდი მადლობა. რატომ შეწუხდი

_რა შეწუხებაა, პირიქით, მერიდება კიდეც ასე მწირად რომ მოვედი, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ.

_მოდით, მოდით დაჯექით. ნია შვილო რატომ არ გამაფრთხილე? წესიერად დაგხვდებოდით, ვახშამს მოვამზადებდი_ჩურჩულით მისაყვედურა დედამ

_ნუ ღელავ დე. თვითონ გადაწყვიტა ასე მოულოდნელად, თნ შენთან საქმე აქვს_ეშმაკურად გავუღიმე

_ქალბატონო მარიკა. დაბრძანდით ძალიან გთხოვთ. არაფერზე შეწუხდეთ. მე თქვენთან საქმეზე მოვედი. დედაჩემი ლუკას წინ ჩამოჯდა

_თქვენ კარგად იცით რომ თქვენი შვილი სიგიჟემდე მიყვარს. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. აქ ნიას ხელის სათხოვნელად მოვედი თქვენთან, მინდა თანხმობა თქვენგანაც მივიღო_დედაჩემი ცრემლმორეული უსმენდა. მე სუნთქვაშეკრული ვიდექი და დედაჩემის პასუხს ველოდებოდი

_ლუკა შვილო, ძალიან კარგად ვიცი რომ ჩემი შვილი გიყვარს და მასაც ძალიან უყვარხარ. შენ ვერც წარმოიდგენ ეს 6 წელი როგორ იყო უშენოდ_ლუკამ მე გადმომხედა და თვალი ჩამიკრა_ მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თქვენს დაოჯახებასთან. მთელი გულით გისურვებთ ბედნიერებას. ძალიან მიხარია, რომ ბოლოსდაბოლოს ჩემი შვილი ბედნიერი იქნება_ ცრემლები მოიწმინდა და გაიღიმა_ ყავას ხომ მიირთმევთ?

_ნუ შეწუხდებით, მე და ნია უნდა გავიქცეთ. სასწრაფო საქმე გვაქვს._თავით მანიშნა გამომყევია. მეც რობოტივით უკან მივყევი_ არ ინერვიულოთ ქალბატონო მარიკა, ნია სანდო ხელშია. დედაჩემს გადაეხვია და სახლიდან წავედით.

მანქანაში რომ ცავჯექით ნინოს და ბექას დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა ქორწინების სახლთან.შემდეგ კიდევ ვიღაცას გადაურეკა და საქმე მოაგვარა. გაოცებული ვუყურებდი ლუკას. რომ მორჩა ტელეფონზე ლაპარაკს მე გამომხედა. ჩემს სახეზე გაეცინა

_ხელს ვაწერთ_თვალები შუბლზე ამივიდა

_რააააააა? ამ საღამოს?

_ხო. რა მოხდა მერე? ვეღარ ვითმენ. რაც შეიძლება მალე მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე. ქორწილის ამბები მერე მოვაგვაროტ. მანამდე მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე და ერთად ვიცხოვროთ. რამე გაქვს საწინააღმდეგო? მაპატიე რომ შენთან შეუთანხმებლად გადავწყვიტე,მაგრამ გამიგე რა. შენ არ გეჩქარება ჩემი ცოლობა?_გამიცინა.
დაბნეული ვიყავი. ასე უცაბედად არ მეგონა ხელს თუ მოვაწერდით.

,, რა მნიშვნელობა აქვს ხელს როდის მოაწერთ? მთავარია რომ ეს შენც ძალიან გინდა და დაფიქრება და ზედემტი პანიკა საჭირო არაა’’_გამომძახა ჩემმა მეორე მემ
მეც გავიღიმე და ლუკას ვკითხე

_ასეთ დროს იქნებიან ქორწინების სახლში?

_ნუ ღელავ ყველაფერი მოგვარებულია_თვალი ჩამიკრა, ღვედი გაიკეთა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. ქორწინების სახლთან დაგვხვდნენ ნინო და ბექა. ცერემონია მალე მორჩა და უკვე ცოლ-ქმარი გამოვედით შენობიდან. გარეთ გამოსულებს გადაგვეხვივნენ ბექა და ნინო

_გილოცავთ, უზომო ბედნიერებას გისურვებთ და მალე მინდა მე ძმის შვილები_ სიცილით მითხრა ნინომ

_აცალე გოგო ჯერ ხელი არ მოუწერიათ ნორმალურად. მაგაზე სახლში რომ მივლენ მერე იზრუნებენ_აყვა ნინოს ბექაც

_მადლობა, მადლობა. მაგაზე მუშაობას მალე დავიწყებთ_ უპასუხა ლუკამ და მე თვალი ჩამიკრა. ავწითლდი სირცხვილისგან და ლუკას მხარზე ვუჩქმიტე

_იცოდე საღამოს აგინაზღაურებ ყველაფერს-ყურში ჩუმად მიჩირჩულა ლუკამ.
რესტორანში აღვნიშნეთ ჩვენი დაოჯახება ჩვენ ოთხმა.დედაჩემსაც გავაგებინეთ ეს ამბავი ტელეფონით და გაგიჟდა. დილამდე მაინც მოგეცადათო. ჩვენც ჩვენებურად დავამშვიდეთ და რესტორანში ვიქეიფეთ. დედაჩემმა უარი გვითხრა. ახალგაზრდებს ხელს არ შეგიშლითო და არ წამოვიდა. ვერ დავითანხმეთ. მოკლედ კარგად გავერთეთ. ლუკამ თავის ახალ ბინაში მიმიყვანა

_ეს ბინა სპეციალურად ჩვენთვის შევიძინე. ყველაფერი შენს განკარგულებაშია. რაც არ მოგწონს შეგიძლია ყველაფერი გადააკეთ-გადმოაკეთო. მე არაფერში არ ჩავერევი_ ღიმილით საუბრობდა_საკმაოდ დიდი ბინაა. მე ბევრი შვილი მინდა და ჯერჯერობით ეს ბინა საკმარისი იქნება მინიმუმ 4 ბავშვისთვის. მერე კიდევ რომ გვეყოლება დიდ სახლს ვიყიდი_ სიცილით ლაპარაკობდა ლუკა და ჩემს გაართოებულ თვალებზე ეცინებოდა

_რა ამბავია ლუკა 4 შვილი თან მინიმუმ?არ გეცოდები_გაოცებულმა ვკითხე

_წარმოიდგინე რა მაგარი იქნება ამ სახლში პატარები რომ ირბენენ, თნ არა 2 ან 3, არამედ 4 და მეტი_აგრძელებდა თავისით. მერე მომიახლოვდა, ხელები წელზე შემომხვია, თვალებში მიყურა და ტუჩებში მაკოცა. ნელ-ნელა საძინებელი ოთახისკენ წავედით .კოცნა არ შეუწყვიტავს. ფეხით მიხურა ოთახის კარები. წამით შეწყვიტა კოცნა

_4 და მეტ შვილს მუშაობა უნდა, ამიტომ დროს ნუ დავკარგავთ და ეხლავე დავიწყოთ _ ვნებიანი ხმით მითხრა და კვლავ დამაცხრა ტუჩებზე.

დასასრული.



№1  offline წევრი გიჟი გოგონა :)

პირველი ვარ wink წავიკითხავ ახლა და შევაფასებ. სათაურმა მიმიზიდა love

 


№2  offline წევრი Eka Eka

Au aseti kide ar gvawyendaa

 


№3  offline წევრი tegi

Magaria, es beqa rogori chkviani da kargia, neta yvela beqa eseti kai iyos:(

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარია უჰ , ველოდები ასეთ მაგარ ისტორიას ახალს იმედია მალე იქნება.

 


№5  offline წევრი nino(g)

umagresiaaa momewonaa magaria ..didi madloba shen

 


№6 სტუმარი nini

აუუუუუ ძაააან მაგარიიი იყოოოოოო
:D :D კიდე მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent