შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 2)


10-09-2015, 16:53
ავტორი chica sol
ნანახია 8 756

-რაო?-მაშინვე შესძახა ნიამ, როგორც კი გავთიშე ტელეფონი.
-ხვალ 4-ზე გასაუბრებაზე მოდიო.- ამოვისუნთე როგორც იქნა.
-აჰა, ეს უკვე კარგია. ყავა გინდა?-გამიღიმა.
-აუ, კი რაა, გააკეთებ?- დავეჯღანე ნიას. იცოდა, რომ ვერ ვიტანდი სამზარეულოში ტრიალს. მირჩევნია დღეში სამჯერ დავხეხო და დავალაგო ყველაფერი, ვიდრე ერთხელ სადილი მოვამზადო.
-აბა რაა...-გამიცინა.
მეორე დღეს, 3 საათზე უკვე ჩაცმულ-დამაკიაჯებული ვიყავი და სარკის წინ დავტრიალდი. შავი კეტები, ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური მეცვა. გრძელი თმა კუდად შევიკარი და უმსუბუქეს მაკიაჯს თვალი შევავლე.
-ისე, კაბა რომ ჩაგეცვა ცუდი არ იქნებოდა, ხომ იცი...- ჩემს ოთახში, ჩემივე საწოლზე გაიშოტა ნია.
-თუ აყვანაა, ჯინსიანსაც ამიყვანენ-ვიუარე და გასასვლელისკენ წავედი.
-წარმატებები.- ამედევნა დეიდაშვილიც.
-გმადლობ.- გადავეხვიე და კარი გავიხურე.
ზუსტად 4-ზე კლუბში შევედი.დაცვას ვკითხე ვის დავლაპარაკებოდი სამუშაოს შესახებ და მანაც ბარმენზე მიმითითა. ახლოს მივედი. ავნერვიულდი.
-გამარჯობა.- მივესალმე სიმპატიურ ბიჭს,რომრლიც საგულდაგულოდ წმენდდა ჭიქებს.- მე გუშინ დავრეკე...
-შენ ელი ხარ ხომ?- არ დამამთავრებინა წინასწარ მომზადებული სიტყვა.
- კი.- გავუღიმე.
-მე ტატო. სასიამოვნია.- ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც.-ხელი შევაგებე. "დახვედრას არა უშავს"-გავიფიქრე გულში.
-მოკლედ, გუშინ მითხარი, რომ ამ სფეროში არ გიმუშავია, ამიტომ დღეს საცდელი დღე გაქვს. თუ გაუმკლავდები, სამსახური შენია. მოსულა?
-კი, გმადლობთ.- გავოგნდი. ასე სწრაფადაც არ ველოდი.
-სულ 5 მინტანი იქნებით, შენ შენი მაგიდები გექნება, რომლებსაც მოემსახურები. გოგონები უნიფორმას მოგცემენ და იმას ჩაიცვამ. კითხვები გაქვს?
-აარა...- დავიბენი. არ მეგონა ასე უცებ თუ შემომთავაზებდნენ მაგიდებს შორის ლანგრით სირბილს, თორემ ერთი ორი კითხვა აუკილებლად მექნებოდა მომზადებული.
-მაშინ დღეს 9-ის ნახევარზე აქ იყავი და დაგაკვალიანებ რა უნდა ქნა.
-კარგი მოვალ. საღამომდე.-გავუღიმე და ხელი დავუქნიე. მანაც გამიღიმა.
საღამოს, ცხრის ნახევარზე უკვე ტატოს დახლთან ვიყავი, ის კი მონდომებით მიხსნიდა ყველაფერს.ჩამაბარა ჩემი 5 მაგიდა და გამაცნო დანარჩენი მიმტანი გოგონები, ლიზა, ელენე, ეკატერინე და ქეთი. ახლა თქვენ მიხედეთო განუცხადა გოგონებს და ჩემი თავი მათ გადასცა. ჯერჯერობით სიმშვიდე იყო, წყნარი გარემო. მაგრამ ეს დიჯეის პროგრამის დაწყებამდეო მითხრა ტატომ.
მხიარული გოგონები ჩანდნენ, სულ სიცილ-კისკისით გამიყვანეს გასახდელში.
-ეს შენი უნიფორმაა, ძვირფასო- შემომცინა ელენემ.
ქეთის და ლიზას შევხედე,ისინი უკვე გამოწყობილიყვნენ საკუთარ ფორმებში. თეთრი პერანგები ეცვათ, რომელიც შავ მაღალწელიან, მუხლს ზევით, მომდგარ ქვედა ბოლოში ჩაეტანათ. ორივე მაღალ, შავ ფეხსაცმელებზე შემხტარიყო.
-ჩვენი ფორმები განსხვავდება? -ვიკითხე ენა დაბმულმა,როცა ჩემს ფორმას შევხედე. ჩემი ფორმაც თეთრი პერანგისგან და შავი ქვედაბოლოსგან შედგებოდა. განსხვავება ის იყო, რომ პერანგი ტოპივიტ მოკლე იყო და კვედაბოლო დაბალ წელიანი და შედარებით მოკლე.
-კი ელი. დღეს თუ აგიყვანეს, ხვალ მოგცემენ ასეთ ფორმას. ეს ძველი ფორმებიდან შემორჩა. -მითხრა ქეთიმ.
-კი, მაგრამ მე ასე ვერ ვიმუშავებ.- აღმომხდა. როცა "ფორმა" მოვირგე.
-ასე, როგორ?-ამათვალიერა ეკატერინემ.
-ასე, გამომწვევად ჩაცმული...- ამოვილუღლუღე,
-ო, კარგი რა- ჩაიცინა ელენემ._ჩვენც სულ ერთი თვეა რაც შეგვიცვალეს ფორმა, მანამდე 6 თვე ასეთი ფორმით ვმუშაობდით.- მხრები აიჩეჩა.
-მართლა? ასე მეძავს უფრო ვგავარ, ვიდრე მიმტანს.-ტანზე დავიხედე.
-მართლა, მართლა.-მხარზე სიცილით მომითათუნა ხელი ქეთიმ.-წამოდი,საქმეს მივხედოთ, სანამ ტატო შემოვარდნილა და მუშტიკრივი აუტეხავს.- ჩაიქირქილა შეთქმულივით.
ყველა ტატოს დახლისკენ გავემართეთ.ტატომ ჩემს დანახვაზე ნერწყვი ძვლივს გადააგორა.
-ამას რა აცვია?- შეუბღვირა გოგონებს.
-ახალი ფორმა შესაკვეთია.- სწრაფად უპასუხა ლიზამ და თვალები დაუქაჩა.
-ა, მართლა? აი, დღეს თუ იყოჩაღებ, ხვალ გექნება ახალი ფორმა.- მე მომმართა სიცილით.
-კარგი.-დავთანხმდი."სხვა გზა მაინც არ მაქვს"- სახით.
საქმეს შევუდექით. ყველამ ჩვენ ჩვენი მაგიდები მოვაწესრიგეთ. ერთი საათის შემდეგ ბარი თითქმის სავსე იყო. მიმტანი გოგონები მაგიდებს შორის დავდიოდით და შეკვეთებს ვიღებდით.
ჩემი 5 მაგიდიდან, 3 უკვე სავსე იყო. შეკვეთები ავიღე და მივიტანე კიდეც. თითქოს რთული არ იყო, მაგრამ უფრო ადვილი იქნებოდა, ვინმეს ამ "ჯადო" ფეხსაცმელის მაგივრად, ჩემი კეტების ჩაცმის უფლება რომ მოეცათ. ეჰ...
-ელი.- ტატოს ხმამ გამაწყვეტინა ფიქრი და კლიენტზე მიმითითა, რომელი ახლა ჯდებოდა ჩემს მაგიდასთან.- ყურადღებით იყავი, "დიდი თევზია". მიდი...- ხელით მიბიძგა.
-"დიდი თევზი"? რა?- დავიბენი, მაგრამ ბლოკნოტს დავავლე ხელი და "თევზისკენ" წავედი შეკვეთის მისაღებად. თავჩაღუნული იჯდა და ხელებს დაჰყურებდა.
- საღამო მშვიდობის. რას ინებებთ?-ვთქვი უკვე დაზუთხული ფრაზა.
-მე...- ამომხედა და სიტყვა გაუწყდა. ერთი ამხედ-ჩამხედა და განაგრძო.-ორმაგი ვისკი.
-ახლავე.- უკვე მეასედ ვიგრძენი უხერხულობა, ამ ვითომდა "უნიფორმის" გამო. ჩავიწერე შეკვეთა და თავი ავწიე და კიდევ შეკვეთის მოლოდინში მივაჩერდი. ისიც თვალ მოუშორებლად მიყურებდა, რაღაცნაირი, მშიერი მზერით.
-საკმარისია. -მითხრა წარბის აწევით.
თავი უხმოდ დავუქნიე და გამოვბრუნდი. "უნახავი, რას მომაშტერდა?"- ჩავიბუზღუნე ჩემთვის. თუმცა ვიცოდი, რომ ამ "უნიფორმის" გამო დასცვივდა თვალები.
ტატოს შეკვეთა გადავეცი და თვალი გავაპარე "დიდი თევზისკენ". მე არ მიყურებდა, ამიტომ კარგად შევათვალიერე. საოცრად სიმპატიური იყო.შავი თვალ-წარბი და სწორი ცხვირი ჰქონდა. სქელი ტუჩები ლამაზად მოუჩანდა. მისი ცქერით გარულს, სწრაფი რეაქციების არსებობა სულ დამავიწყდა. როცა მან შემომხედა, შეამჩნია, ჩემი მასზე უაზროდ მიშტერებული მზერა და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა.
-ელი, შეკვეთა წაიღე.- მითხრა ტატომ და მეც გონს მოვედი.თვალი მოვაშორე, გავწითლდი. ლანგარს დავწვდი და მისკენ წავედი.სასმელი წინ დავუდგი. როცა მისკენ დავიხარე, ისიც სწრაფად წამოიწია და სახე ჩემა თმასთან მოიტანა. თითქოს დამსუნაო, ასე მომეჩვენა. წელში სწრაფად გავსწორდი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. მან კი ვითომ არაფერიო, თავი დამიქნია მადლობის ნიშნად.
კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან და ვიღაცას ზურგით მივასკდი.
-ფრთხილად, ჩიტო.- მითხრა, როცა მისკენ შევბრუნდი.
-უკაცრავად.- ამოვილუღლუღე. "ეს რა დღე მაქვს?"- გავიფიქრე ჩემი მოუხერხებლობით გაბრაზებულმა.
-არა უშავს...-გაიცინა და გვერდზე ჩავლისას, უტიფრად წელზე ამისვა ხელი.
აღშფოთებული განზე გავხტი და ჩქარი ნაბიჯით წავედი დახლისკენ.
უკან შევბრუნდი და ახალ შემოსულს დავუწყე თვალით ძებნა. ჩემს მაგიდასთან მოკალათდა. თან ორი ბიჭი ახლდა. ერთი რიჟა იყო, მეორე კი მექსიკელს ჰგავდა რაღაცით. სამივე იცინოდა. ის კი, რომელსაც დავეჯახე, თავდახრილი, წარბებს ქვემოდამ ამომყურებდა.უსიამოვნოდ გამაჯრიალა, გავბრაზდი. თვალი ახლა მეორე მაგიდისკენ გავაპარე,"ჩემი სიმპატიური ბიჭი"იმ ურცხვს შესცქეროდა ძარღვებდაბერილი. ისეთი სიმპატიური იყო წამში დამავიწყდა ბრაზი. შავი თმა წინ ლამაზად აევარცხნა ზევით და ახლა ნერვიულად ისვამდა თმაზე ხელს. ასე 23-25 წლის თუ იქნებოდა, მაგრამ ასაკის მიხედვით მკაცრი გამოხედვა ჰქონდა.
გვერდიდან ისევ ვგრძნიბდი იმ უტიფრის მზერა როგორ მბურღავდა.ბლოკნოტს ხელი დავავლე და მათკენ წავედი შეკვეთის ასაღებად.
-რას ინებებთ? - ისე ვიკითხე არც ერთისთვის არ შემიხედავს.
-ჩვენ, ელი, ავიღებთ სამ ლუდს და მიწის თხილს.- ჩემი სახელის გაგონებაზე შევკრთი, საიდან იცის თქო, მაგრამ მერე გამახსენდა ტატომ რომ ჩამომკიდა კისერზე ჩემი სახელი.
-ახლავე.-ვუთხარი და სწრაფად გავემართე დახლისკენ. ტატოს შეკვეთა გადავეცი და დახლს დავეყრდენი.
-დაიღალე?- მკითხა ტატომ და თანაგრძნობით გადმომხედა, თან ოსტატურად ასხამდა ბაკლებში ლუდს.
-ცოტა დაძაბული ვარ.- გავუმხილე.
-არა უშავს, შეეჩვევი, თავს მშვენივრად ართმევ.- გამამხნევა.
-გმადლობ.-გავუღიმე და გამზადებული ლანგარი ავიღე, ბიჭების მაგიდასთან მივედი, ლუდები ჩამოვურიგე და მიწის თხილი შუაში ჩავდგი.
-ყოჩაღ ჩიტო.- ჩაილაპარაკა ურცხვმა, ისე რომ გამეგო, მაგრამ არ შევიმჩნიე და უხმოდ გამოვბრუნდი თუ არა "ჩემმა" ბიჭმა მიხმო ხელის აწევით.
- დიახ...- თვალებში შევხედე ახლოს მისულმა.
-ეს წაიღე და კიდევ გაამეორე.- მითხრა წარბ შეკრულმა და თვალით ცარიელ ჭიქაზე მიმანიშნა.
ჭიქა უხმოდ ავიღე და დახლისკენ წავედი.
2 წუთში ისევ მის მაგიდასთან მივედი და ჭიქა წინ დავუდგი.
-შენ მხოლოდ აქ ემსახურები მაგიდებს, თუ მოგვიანებით პირადად კლიენტებსაც, ელი? - ისევ ამოიკითხეს ჩემი სახელი.
-რა?-ვერ გავიგე რა მკითხა... დავიბენი.
-გკითხე, ამ სამსახურის შემდეგ,პირადად თუ ემსახურები თქო კლიენტებს... ღამე... - სრულიად მშვიდად განმიმარტა თავიდან.
-როგორ ბედავთ?- გავკაპასდი. ყბა ჩამომვარდა.
-ანუ არა? -წარბი აზიდა.
-არა. რა თქმა უნდა.-შევუღრინე გაღიზიანებულმა.
-გამოიცვალე მაშინ, რას ამზეურებ მაგ ფეხებს.-ისიც გაღიზიანდა.
-ეს უნიფორმაა.- ხმა შევარბილე და "შენ ვინ გეკითხება" სახით შევხედე.
-სპეციალურად შენთვის?- შემომიბღვირა.
"მე რა, ამის წინაშე თავი უნდა ვიმართლო?"-თავის კანტურით შევბრუნდი და უხმოდ გავეცალე მის მაგიდას.
გულში გაუთავებელი ბუზღუნი დავიწყე. გაბრაზებას და დაბოღმვას მიჩვეული არ ვიყავი, მაგრამ ამ ბიჭის სითავხედემ ჭკუიდან გადამიყვანა. "თუ ჩემი გამომზეურებული ფეხები არ მოსწონს, რას შემომცქერის, იდიოტი."- ვილანძღებოდი გულში.
ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია. დიდი სილამაზით ვერ დავიკვეხნი. არც ცისფერი თვალები მაქვს და არც უკრაინული აპრეხილი ცხვირი.არც ყურებიდან არ მეწყება ფეხები და ვერც "შხვართს" ვერ ვიტყოდი ჩემს თავზე. საშუალო სიმაღლის ვარ, გამხდარი, თეთრი, უფერული კანი და მუქი ქერა, თითქმის თხილისფერი, წელამდე თმა, მომწვანო მოთაფლისფრო თვალები (რომელიც განწყობის მიხედვით ფერს იცვლის).სწორი ცხვირი და ხასხასა წითელი ტუჩები მაქვს.
მიუხედავად ჩემი არა თვალში საცემი გარეგნობისა, ყოველთვის ვგრძნობდი საპირისპირო სქესისგან დიდ ყურადღებას.
არც ძლიერი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ამას სულ ვცდილობდი მშობლების, დეიდასა და ბიძიას , ნიას ხათრით. ვიცი, რომ ჩემზე ღელავენ. ვცდილობ დამოუკიდებელი ვიყო და შემეძლოს საკუთარი თავის მიხედვა.
როცა მშობლები დაღუპნენ, ყველა მეუბნებოდა, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, მშობლების ხათრით. ხოდა, ვცდილობ. თუმცა, გულში ყოველთვის ველოდი ვიღაცას, ვინც გვერდში დამიდგებოდა, მიპატრონებდა, ვიცი იმედიც მექნებოდა, ვისაც ვეყვარებოდი. ეს კი ჩემთვის თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ჰგავდა,ამიტომ ალბათ ერთი წელია, ჩემს თავს ავუკრძალე ასეთ სისულელეებზე ფიქრი " დედამიწაზე ძალიან ცოტა პრინცია ელი, ამიტომ ნუ გგონია რომ ერთ ერთი შენ შეგხვდება"- თავს გესლიანად ვუთხარი და მოვრჩი ამაზე. ნუ, რა თქმა უნდა ნამდვილ პრინცს არ ვგულისხმობდი.
-ელიი, ელი ჩამოგეძინა? კლიენტი გეძახის. -შემანჯღრია ქეთიმ და იმ უტიფარი ბიჭისკენ გამახედა.
-გავხედე თუ არა, საჩვენებელი თითით მიმიხმო თავისთან. ქვედა ტუჩს კბილები დავაჭირე და მათკენ წავედი.
-დიახ...- მივმართე უტიფარს.
-კოკა.-მართლაც უტიფრად გამიცინა და სიცილში ის ორიც აიყოლა.
დაბნეულმა მათკენ გავაცეცე თვალები.
-თავისი სახელი გითხრა.- კოკაზე მიმითითა, მისმა რიჟა ძმაკაცმა.
-და, რადგან შენი სახლი უკვე ვიცი, ელი, გაცნობა ოფიციალურად დასრულებულია. ახლა 3 ლუდი მოგვიცუნცულე და შენი ნომერი პირადად მე ჩამიდე ხელში, პატარავ...- მითხრა კოკამ და თვალი ჩამიკრა.
უხმოდ მოვბრუნდი. სახეზე სიბრაზისგან ფერი არ მედო. თვალი ისევ "ჩემი" ბიჭისკენ გამექცა. ის წელში მოხრილი იჯდა, წინ მტაცებელი ცხოველივით გადმოხრილიყო და ხან მე მიყურებდა, ხან კოკას.შავი მაისურის ქვეშ ნავარჯიშები, დაბერილი კუნთები მოუჩანდა.
ტატოს გამზადებული შეკვეთა მაგიდასთან მივიტანე. ლანგარი მაგიდაზე დავდგი, სამივე ჭიქა ერთად ავიღე და გადავაწყე მაგიდაზე.
-ჭიქას ახლოს არ მომიტან?- მკითხა მბრძანებლური ტონით კოკამ.
-თვითონ აიღე.- მივაძახე და გამოვბრუნდი.
-მაცალე, ენას ამოგაცლი ბო*ო.- მომაძახა კოკამ.
ტატოს ლანგარი მივაწოდე და საპირფარეშოში გავვარდი, ესეც პირველი შეურაწყოფა... ვგრძნობდი, მალე ცრემლები საზღვრებს გადმოკვეთდნენ.მოვასწარი. კარი მივხურე თუ არა, ცრემლებმა მხედველობა დამიბინდეს. ნიჟარას დავეყრდენი და ავზლუქუნდი. რამდენიმე წამში ღრმად დავიწყე სუნთქვა. "ელი, ძლიერი უნდა იყო" ვიმეორებდი გონებაში ამ ფრაზას, თავს დაწყნარებისკენ მოვუწოდებდი.
როგორც იქნა, ტირილს მოვრჩი. საკუთარ თავს სარკეში შევხედე.თათქმის არარსებული მაკიაჟისგან თვალის უპეები ოდნავ ჩამშავებოდა, თვალები და ცხვირის წვერი ოდნავ დავწითლებოდა. სახე მოვიბანე და კარი გამოვაღე.
გავშეშდი, როცა "ჩემი" ბიჭი დავინახე კედელს მიყრდნობილი. თავი დავხარე და კარი გამოვიხურე. წასასვლელად მიბრუნებულს უკვე თავზე წამომდგომოდა და დამყურებდა.
-კარგად ხარ?- მკითხა გაღიზიანებული, მაგრამ თითქოს მზრუნველი ტონით.
-კი.- მხოლოდ გაკვირვება იკითხებოდა ჩემს ხმაში, უნებურად თვალებში შევხედე.
-იტირე?-იკითხა უკვე დაუფარავი გაღიზიანებით და თვალის უპეზე ხელი გადამისვა.
უკან გავხტი და გაკვირვებულმა შევხედე. დავიფიცებდი, რომ მის შეხებაზე დენმა დამარტყა. თავადაც გაოცებული მიყურებდა. თვალის უპეზე ხელი მივისვი და სწრაფად მოვშორდი იმ ადგილს.
დიჯეის თავისი პროგრამა უკვე დაეწყო და გამაყრუებელი ხმა ისმოდა მთელ კლუბში.
დახლთან დავბრუნდი თუ არა, კოკამ მაშინვე მიხმო.
- ანგარიში_ მითხრა კოკამ და ამრეზით ამათვალიერა. დანარჩენი ორი საპირპარეშოს მხარეს იყურებოდა. მეც გავაყოლე თვალი მათ მზერას და დავინახე "ჩემი" ბიჭი ხელებ დამუშტული გვიყურებდა ოთხივეს. შიშისგან მოვიბუზე ვერ გამეგო რა ხდებოდა...
-ხელში მომაწოდე.- ანგარიშის მიტანისთანავე მაშინვე მიბრძანა კოკამ.
გავუწოდე თუ არა ჩეკი, ხელი მაჯაში ჩამავლო და ახლოს მიმწია. ჩეკი ჩამომართვა და ისევ უკან დამიბრუნა, მას შემდეგ, რაც მექსიკელმა ფული გაახვია შიგ. კიდევ უფრო ახლოს მიმწია და მითხრა:
-ჯობდა ნომერი მოგეტანა, უფრო ადვილი იქნებოდა ყველაფერი. დროებით ჩიტო.-ამაზრზენი ხმით ჩამჩურჩულა.
რას ვაკეთებდი მე ამ დროს? საერთოდ ვერაფერს. არ მინდოდა პირველივე ღღეს სკანდალები ატეხილიყო. კოკამ ამიხსნა ,რომ კლიენტენს არ აქვთ შეხების უფლება, მაგრამ მაინც ხმას ვერ ვიღებდი.
კოკას ხელი გამოვგლიჯე და უკან შემოვბრუნდი თუ არა "ჩემს" ბიჭს შევასკდი შუბლით და ლამის წავიქეცი. რომ არა მისი სწრაპი რეაქცია, ასეც მოხდებოდა. წელზე წამავლი ხელი და ფეხზე დამაყენა. ჩემსკენ დაიხარა და ჩამჩურცულა:
-ტატოს დახლთან მიდი ახლავე.-და ხელი გამიშვა.ჩემს ყურთან მისი სუნთქვა რომ ვიგრძენი, ახლა მჭირდებოდა ზუსტად დაჭერა. მან კი ხელი გამიშვა. წავბარბაცდი. ხელი კიდევ შემაშველა და დახლისკენ მიბიძგა ოდნავ.თვითონ კი კოკას აესვეთა წინ და შეუღრინა -კიდევ ერთხელ თუ შეეხები, სახეს მოგინგრევ. გასაგებია?
-მე შენ რა გითხარი, გოგო?- ახლა მე მეცა როცა შემობრუნდა და ისევ მის უკან მდგარი დამინახა. ხელი ჩამავლო და ტატოს დახლთან მიმაგდო. ჯიბიდან მსხვილი კუპიურა ამოიღო ტატოს დაუდო მაგიდაზე და ისე წავიდა ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის.
-კარგად ხარ?- ტატოს ხმამ მომაფხიზლა.ეკატერინესაც შეემჩნია ეს შელაპარაკება და ხელი ხელზე გადამისვა. -აი, წყალი დალიე. ფერი არ გადევს.- მომაწოდა ტატომ. ვცახცახებდი თურმე. ჭიქა რომ ავიღე მერე მივხვდი.
-დაწყნარდი საყვარელო, ასეთი რაღაცეები ხშირია აქ, მაგრამ ამას დაცვა აგვარებს ხოლმე და არა სიმპატიური პრინცები.- გაიცინა ლაღად. აშკარად ახალისებდა ეს ამბავი.
როცა გონს მოვედი კოკას "ჯოჯოხეთური" სამეული უკვე წასული დამხვდა და მეც ცოტა მოვეშვი.
სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კოკამ საზეიმოდ განმიცხადა რომ სამსახურში ამიყვანა. მერე ავღნიშნოთო აიჩემეს გოგონებმა და ტატომაც სასმელი ჩამოგვირიგა.
შეზარხოშებული გოგონები გამომიტყდნენ, რომ ჩემი "უნიფორმა" სულაც არ ყოფილა ძველი და ეს ხუმრობა იყო...
-ყველა ახალ თანამშრომელს ასე "ვაბოლებთ" ძვირფასო, არ გეწყინოს. მეც მეცვა ერთი საღამო.- მითხრა სიცილით ელენემ.
პირდაღებულმა ტატოს შევხედე "შენც იცოდის" სახით, მან კი მხრები აიჩეჩა " აბა,მე რა შემეძლოო".
ასე დასრულდა ჩემი პირველი სამუშაო დღე. "ჩემს " ბიჭზე არაფერი მიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობისმოყვარეობა მკლავდა. არადა, ტატო აშკარად იცნობდა მას.
ძალიან დაღლილი მივედი სახლში. შესვლისთანავე აბაზანაში გავვარდი. იქიდან გამოსულს კი ნია დამხვდა ჩემს საწოლში . წვალებით გადავაგორე გვერდზე და დავწექი. ერთი გავიფიქრე სახელი მაინც მეკითხა ტატოსთვის-მეთქი და ჩამეძინა.


აი ბავშვებო დავდე მეორე თავიც. უდიდესი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. მაინტერესებს ძალიან თქვენი აზრი. სულმოუთქმელად ველოდები თქვენს შეფასებებს. <3
პ.ს. ბეჟვდითი შეცდომები აუარებელი მექნება. სიჩქარის გამო ვერ ვასწრებ გადახედვას და ბოდიშს გიხდით.



№1  offline მოდერი Kira

ვაიმეე რა კარგია .. ძალიან დამაინტერესაა... კარგია რომ უფრო დიდი თავი დადე.. სახელებს მიაქციე ყურადღება რამოდენიმეჯერ შეგეშალა დანარჩენი შეცდომები თითქმის არაფერია.. ველოდები მოუთმენლად love love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2 სტუმარი ninia

dzaan magariaaa

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

კარგია))) დღეს კიდევ დადე!

 


№4  offline წევრი mariko_2001

ძაან კარგია დღეს კიდე დადე რაა❤❤

 


№5  offline მოდერი nicol

კარგი თავი იყო მარიამ. ძალიან მომეწონა... გამართულად წერ და საინტერესოდ... შინაარსიც საინტერესო ხდება... მხიარული მომენტებიც გვექნება ვატყობ... კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და ველოდები შემდეგ თავს...
პ.ს. "ბეჟდვით" შეცდომებს არ ვიმჩნევთ :-D :-D :-D
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline მოდერი chica sol

ვაიმე, ბავშვებო რა კარგები ხართ და როგორ ძალიან მიყვარხართ უკვეეეე. დღეს ვერ დაგპირდებით ახალი თავს, მაგრამ შევეცდები ხვალ აუცილებლად დავდო. სტიმულს მაძლევთ რომ კიდევ ვწერო და ვწერო...<3 თქვენ ახალ თავს, მე კი თქვენს შეფასებებს ველოდები love

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მიყვარს მეც ასეთი ისტორიები და სიამოვმვნებით გამოგყვები ბოლომდე. კარაგდ დაასრულე და შიგადაშიგ დაშორება და წინ და უკან სირბილით არ გააბანაურო და გპირდები ვეღარ მომიშორებ:))

 


№8  offline მოდერი chica sol

grafo
მიყვარს მეც ასეთი ისტორიები და სიამოვმვნებით გამოგყვები ბოლომდე. კარაგდ დაასრულე და შიგადაშიგ დაშორება და წინ და უკან სირბილით არ გააბანაურო და გპირდები ვეღარ მომიშორებ:))

რა კარგი ხაარ... ვეცდები ძალიან რომ ვერ მოგიშორო <3. ვეცდეცბი გაგიმართლო

nicol
კარგი თავი იყო მარიამ. ძალიან მომეწონა... გამართულად წერ და საინტერესოდ... შინაარსიც საინტერესო ხდება... მხიარული მომენტებიც გვექნება ვატყობ... კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და ველოდები შემდეგ თავს...
პ.ს. "ბეჟდვით" შეცდომებს არ ვიმჩნევთ :-D :-D :-D

უღრმესი მადლობა უსაყვარლესოო... სურვილებისთვისაც და მოწონებისთვისაც love

 


№9 სტუმარი Nino

Zalian saintereso istoriaa da momcons didi siamovnebit velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent