სიყვარულით ყველაფერს გადალახავ (სრულად)
ხშირ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეების დილა სხვანაირად იწყება. თითქმის ყველას ეზარება ადგომა თბილი საწოლიდან და წასვლა ცივ შენობაში. მე პირიქით ვიყავი , ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და წავიდოდი. დილა ენერგეულად დავიწყე, დიდის ამბით ვარჩევდი თუ რა ჩამეცვა. ბოლოს ჩანთა ავიღე და ფეხით წავედი სკოლაში , რადგან ახლოს იყო. არ გეგონოთ სკოლაზე შეყვარებული, მართალია კარგი მოსწავლე ვარ თუმცა არც ეგეთი , რომ სკოლის სიყვარულის გამო ვიქცეოდე ასე .. არა უბრალოდ საქმე იმაში იყო , რომ ჩემი სკოლელი ბიჭი მიყვარდა. სკოლის ეზოში ბავშვები იყვნენ. მათშორის ჩემი კლასელებიც, მარისთან მივედი და ვკითხე თუ რახდებოდა -როგორც გავიგე მეთერთმეტე კლას უნდა შეუცვალონ საკლასო ოთახი რაღაც მომხდარადა.. -აჰამ .. და ჰო არ იცი სად გადაყავთ? -ჩვენს გვერდით, რომ კლასია იქ. ეს ის მომენტი იყო როდესაც იმედები გამიმართლდა და ჩევნს გვერდით კლასში მოუწია გიორგის გადმოსვლა (ბიჭი რომელიც მიყვარს) ახლა უფრო დიდი სიხარულით მივდიოდი ხოლმე სკოლაში. დასვენებაზე რადგან იმ მხარეს მხოლოდ ეს ორი კლასი იყო , ამიტომ ყველა ერთად გავდიოდით გარეთ ან კალიდორში ვიყავით და რაღაცეებს ვლაპარაკობდით. თუმცა მე არა..რადგან ძალიან მორცხვი ვარ..არვიცი რატომ, რომელ საუბრაზეა ლაპარაკი, როდესაც თვალებში ძვლივს ვუყურებდი. საღამო იყო, მასწავლებლიდნან დაღლილი მოვედი და ეგრევე ჩემს ოთახში ავედი. ლეპტოპი ავიღე და ფეისბუქზეე შევედი.. დამატება იყო, როდესაც გავხსენი და ვნახე , რომ გიორგისგან იყო სიხარულისგან რამდენი ხანი დავხტოდი საწოლზე აღარ მახსოვს. ბოლოს მოვეგო გონს და მეც დავუდასტურე დამატება. საიტზე ყოფილა და მომეწრა.. -შენ სულ ასეთი მორცხვი ხარ? კიდევ კარგი აქ არ იყო და ჩემს სახეს ვერ ხედავდა, თორემ უეჭველად გაეცინებოდა ისეთი სახე მქონდა.. დაბნეულმა ძვლივს მოვახერხე და არანაკლებ დაბნეული პასუხი დავუბრუნე -რავი..კი. მოკლედ ონლაინში უფრო დავუახლოვდი, თითქოს ასე არ მრცხვენოდა მისი და კარგადაც გავუგე.. იმ დღეს რამოდენიმე საათი ვწერდი.. მერე დავემშვიდობე და გაკვეთილები მოვამზადე.. მეორე დილით ,რასაც მოველოდი ის მოხდა.. ისევ რეალობა ძვლივს გასწორებული მზერა და თითქმის ჩურჩულით ნათქვამი გამარჯობა.. საერთოდ ბავშობიდან ასეთი ვიყავი, ძალიან მორცხვი, არასდროს გამოვხატავდი ემოციებს ხმამაღლა .. და რაც არუნდა გასაკვირი იყოს , ვერ ვიტანდი როდესაც ვინმე მეხუტებოდა..ჰო აი ასეთი უცნაური ვიღაც ვიყავი.. დღითიდღე ვუახლოვდებოდი.. ოღონდ ჩატის მეშვეობით.. მერე მობილურზეც მწერდა გაკვეთილების დროს , კიდევ კარგი ამას ხელი არ შეუშლია ჩემი სწავლისთვის , თორემ ეგრევე დედა მიხვდებოდა რამეს მითუმეტეს ის , ჩვენს სკოლაში ასწავლიდა ამას დამატებული ჩემი კლასის დამრიგებელი იყო, თუმცა არასდროს გამომიყენებია ეს ბოროტად და სკოლაში ჩემი მიღწევები ჩემივე დამსახურებით იყო. როგორც ყოველთვის გიორგის ვწერდი..თუმცა ეს არ იყო ისეთი შინაარსის, როგორსაც ადრე მწერდა.. -ისი, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემზე უმცროსი გოგო შემიყვარდებოდა.. ჰო შემიყვარდი , განსხვავებული ხარ.. მინდა , რომ ჩემი გერქვას..იმედია სწორად გამიგებ.. არ ხარ დიდი თუმცა არც ისეთი პატარა , რომ ვერ გაიგო რას ვგულისხმობ. არ დამიწყია თავის დაფასება..იმ ბიჭმა რომელმაც ამდენი ხანი მიყვარდა ახლახან სიყვარული ამიხსნა.. მეც მეტი რა მინდოდა..არც არაფერი და დავთანხმდი. თუმცა რეალობაში ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდა.. მიზეზად კი იმას ვეუბნებოდი , რომ არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიეთ და მერე მთელ სკოლას ჩვენზე ელაპარაკა.. ისე თუ ასე ამ მიზეზით ვიყავით რამოდენიმე ხანი ერთად.. ზამთრის არდადეგები იყო.. უკვე ვეღარც ისე ვერ ვნახულობდი... შეტყობინებებზეც ეტყობოდა , რომ ვალდებულების გამო მწერდა .. ვიცოდი , რომ ეს ჩემი ქცევების გამო ხდებოდა და არ ღირდა ასე გაგრძელება. ამიტომ ვუთხარი , რომ ჯობდა დავშორებულიყავით .. არაფერი უთქვამს და ასე უბრალოდ დავშორდით. მე ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი ,როგორმე ეს პრობლემა დამეძლია და გავრკვეულიყავი ჩემს თავში თუ რამინდოდა. სკოლა რომ დაიწყო გავიგე , მას ვიღაც ახალი შეყვარებული ყოლია. საშინლად ვიყავი , რთულია ყოველივე ამის ყურება. ისევ მიყვარდა გრძნობები არ გამქრალა პირიქით უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ასევე არ გამქრალა ჩემი ქცევები..აზრი არ ქონდა ვერაფერს ვერ ვახერხებდი. ზაფხულის არდადეგებზე ვცდილობდი მთლიანად გართობაზე გადავრთულიყავი , ასე თუ ისე გამომდიოდა მაგრამ როდესაც სკოლის პირველ დღეს ისევ ვნახე გიორგი ყველანაირი მცდელობა დაიმსხვრა და თითქოს თავიდან შემიყვარდა. საშინელება იყო , როდესაც ყოველ დღე უყურებ მას ..გიწევს მის წინ ტრიალი თუმცა არ შეგილია არაფრის გაკეთება. ხანდახან ვფიქრობდი ალბათ ახლა , რომ იყოს ჩემს გვერდით უფრო გამიადვილდებოდა ამ ჩვევის დაძლევა ,თუმცა რეალობა ის იყო , რომ არ იყო ჩემს გვერდით. ზამთრის არდადეგები თითქოს შვება იყო. რადგან ამ დღეების მანძილზე მაინც ვერ ვნახავდი და შევეცდებოდი ახლა მაინც არ მეფიქრა მასზე.. სწავლა ახალი დაწყებული იყო როდესაც უხდო ნომრიდან შეტყობინება მომდის შემდეგი შინაარსით: - რთულია ყოველ დღე უყურო იმ ადამიანს შორიდან ვინც გიყვარს და არ შეგეძლოს მასთან ახლოს მისვლა.უყურებდე როგორ იზრდება , იხვეწება და დღითიდღე ლამაზდება,იმ ადამიანს რომელსაც ადრე შენი ერქვა..თუმცა სრულიად უაზრო მიზეზის გამო მოგიწია დაშორება.ახლა ჩემი , რომ გერქვას ყველანაირად გამოვასწორებდი შენთან ერთად ამ უბრალოდ მიზეზს.. მე ვიტყოდი , რომ მიზეზი არც ქვია..ეს უბრალოდ "აკვიატებაა".რას არ გავაკათებდი ოღონდ ისევ ჩემი გერქვას. გაოგნებული ვუყურებდი ტელეფონის ეკრანს. დაახლოებით ერთი კვირა ვფიქრობდი.. ყველანაირი ვარიანტი განვიხილე.. ან უნდა დამეწყო თავის დაფასება და უარი მეთქვა ჩემს ბედნიერებაზე. ან უნრა შევრიგებულყავით დაგვეძლია " აკვიატება " და ვყოფილიყავი იმ ადამიანის გვერდით ბედნიერი, რომელიც მიყვარს..ბოლოს გადავწყვიტე , რომ მეცადა და დავთანხმდი.განა ამას არ ვნატრობდი რამოდენიმე თვის წინ? უფრო გახსნილი გავხდი..რაც მისი დამსახურება იყო.. საბოლოოს კი ერთად გავგზავნეთ ჩემი "აკვიატება" ჯანდაბაში.. ჩახუტებულები ვიყავით როდესაც მითხრა: -სიყვარულით ყველაფერს გადალახავ. ამ სიტყვებზე სახეზე ღიმილი მომეფინა და უფრო მაგრად მივეხუტე. ადრე თუ მიხაროდა არდადეგები ახლა შეიცვალა ყოველივე ეს , რადგან მომავალ წელს გიორგი სკოლაში აღარ იქნებოდა.. მე კი კიდევ მომიწევდა მის გარეშე იქ გაჩერება.. საღაამოობით იშვიათად თუ გავდიოდი გარეთ..თუმცა დღეს დავაპირე გასვლა და დედას დავუბარე , რომ კლასელების სანახავად გავდიოდი მან კი მიპასუხა: -ვიცი მე შენი კლასელები.. ძალიან არ დაიგვიანო. გამეცინა და გავედი.. გიორგისთან , რომ მივედი მკითხა : -როგორ მოხდა ასე გვიან რომ მოახერხე და გამოდი გარეთ? გავუღიმე და ვუპასუხე -სიყვარულით მოვახარხე. მე მჯერა იმის ,რომ ვერანაირი დრო ვერაიანი კილომეტრები და ვერანაირი წინააღმდეგობა დაუდგება წინ ნამდვილ სიყვარულს. შეუძლებელია ერთ დღეს გიყვარდეს და მეორე დღეს "აღმოაჩინო" რომ აღარ გიყვარს..მაშინ ის არც მანამდე ყოფილა ის ერთადერთი რომელიც გეგონა და ყველაფერი ილუზია იყო..არც ასეთი სიყვარულის მჯეროდა.. მე მჯეროდა იმის რომ ვერაფერი დაუდგებოდა ჩემი და გიოს სიყვარულს წინ.. ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლებაა..არ შეიძლება მუდამ ბედნიერი იყო, არის ისეთი მომენტები როდესაც ბედნიერება ცოტა ხნით ზურგს გვაქცევს, თუმცა მთავარია არ დავკარგოთ იმედი, იმის რომ ყველაფერი ისევ ნათელ ფერებში იქნება. არ მესმის იმ ადამიანების რომლებიც ცხოვრებაზე დაბოღმილები დადიან , ვფიქრობ რომ ბედნიერება წვრილმანებშია. უნდა დატკე ყოველი დღით და რაც შეიძლება მეტი ბედნიერება უნდა მიიღო თოთოეული მომენტისგან. პირველი დაბრკოლება ის იყო ,რომ თბილიში წავიდა სასწავლებლად.. მთელი ორი წელი მის გარეშე იმ სკოლაში , რომელშიც ადრე სიხარულით მივდიოდი..ახლა კი მხოლოდ მოვალეობის მიზნით, ჩემს თავს ვეუბნებოდი ,რომ რაც შეიძლება კარგად მესწავლა პირველი იმიტომ , რომ მეც გიოსთან ერთად ვიქნებოდი მერე ერთ ქალაქში და მეორე არ მავიწყდებოდა ჩემი პროფესია.. იმაშიც გამიმართლა ,რომ ასეთი კარგი კლასი მყავს და სულ ერთად ვიყავით. თუმცა არც ეს დაბრკოლება ყოფილა გადაულახავი..ხშირ შემთხვევაში ახერხებდა ჩამოსვლას და ჩემს ნახვას.. არდადეგებს კი სულ ერთად ვატარებდით. როგორც იქნაა მოვიდა გამოსაშვები საღამოს დღე.. დიახ როგორც იქნა დავამთავრე სკოლა ატესტატი უკვე ჩემი იყო, ეროვნული კი აწი მელოდა წინ. მანამდე კი ბანკეტის მზადებაში აქტურად ჩავერთე ისე როგორც სხვები. ბევრი წუწუნის უამრავი კაბის მოსინჯვის და დაწუნების შემდეგ ძვლივს გადავწყვიტე, რომ შავი მოკლე კაბა ჩამეცვა, ამავე ფერის მაღლები, თმები რაც შეიძლება ბუნებრივად და მკრთალი მაკიაჟი. გორგიმ მოახერხა და ჩამოვიდა.. აბა ჩემს გოგოს ჩემს გარეშე ხომ არ გავუშვებო და აი ასე მიმშვენებდა იმ საღამოს გვერდს. ყველაფერმა ძალიან მაგრად ჩაირა. არაერთი ცეკვა შევასრულეთ მე და გიომ ერთდ.ბოლოს დარლილები წამოვედით. ახლა ახალი საფიქრალი გამიჩნდა ...გამოცდები.. რომ ვერ ჩამებარებინა არვიცი რა დამემართებოდა .. თუმცა ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი. ზაფხულის გატარება ერთად გვინდოდა მარტოებს ზღავეზე თუმცა ვიცოდი დედაჩემის დათანხმები შეუძლებელი იქნებოდა.. ამიტომ ისევ ცალ-ცალკე წავედით. მაგრამ მაინც მთელი დღე ერთად ვიყავით. როგორც იქნა დაიდო პასუხები. ესეც ასე ვიცოდი , რომ აუცილებლად ჩავაბარებდი ეგრევე გიორგის დავურეკე -დაა რათქმაუნდა ჩავირიცხე... (ვკიოდი და ერთ ამბავში ვიყავი...) -ეგრეც ვიცოდი ჩემო ლამაზო.. აწი სულ აქ მეყოლებიი -აუუ ხოო აიი ძალიან მაგარია.. როგორ მიახარია შენ არიცი -ჰაჰ ვიცი ,ვიცი სიხარულო.. როცა იქნები მერე მზად მითხარი ჩამოგაკითხავ და წაგიყვან. -კაიი, მიყვარხარ.. წავედი ახლა ჩემებს ვეტყვი. ისევ ასე სიცილით წავედი და გამოვუცხადე ოჯახს, ყველას გაუხარდა რათქმაუნდა..მოლოცვები იყო როდესაც ჩემი უმცროსი და მოვიდა და გულდაწყვეტით მითხრა -ძალიან მიხარია ,რომ ჩააბარე თუმცა ის არ მიხარია რომ მიდიხარ და მარტო მტოვებო. გამეცინა..ძალიან მიყვარდა ჩემი პატარა..თუმცა არც ეგ იყო პრობლემა ხშირად ჩამოვიდოდი ხოლმდე და ვნახავდი ასე დავამშვიდე ჩემი პატარაც. ბინა ნანახი გვქონდა გიოსთან ახლოს.. ერთად გვინდა ცხოვრებათქო , რომ გვეთქვა ჯერ მომკლავდა ალბათ დედაჩემი და მამაჩემი( ეს ხუმრობით) თუმცა არანაკლები რეაქცია იქნებოდა.. ამიტომ ისევ ასე ვარჩიე.. მგონი ყოველდღიურობად ექცა ის ,რომ ლექციების შემდეგ ჩემთვის უნდა გამოევლო..ხანდახან მეხმარებოდა კიდეც სწავლაში.მეგობრებთან ერთადაც ხშირად დავდიოდით კლუბებში და სხვა ადგილებში. ვიანიდან საშინელი ეჭვიანი ვარ , ამ შანს იყენებდა და როგორც კი შანსი მიეცემოდა(რაც ხშირად იყო.) სულ მაეჭვიანებდა.. მერე მეც ვბუზღუნებდი, ვებუტებოდი და ჩემი ჭკუით ვაშანტაჟებდი ,რომ აღარ დაველაპარაკებოდი. ის კიდე აქეთ დამცინოდა.. -ჩემი ბუტია, ჰაჰ..კაიი მოდი გაკოცებ და შემირიგდი რა -არა, დამანებე თავი -კაი ახლა ვსო ნუ მაბრაზებ მოდი ჩამეხუტე. -არათქო. -ჰმ... სად მე და სად ამხელა ვირი ერთი ხელის მოზრაობით მომიქცია მის მკლავებში და მიმიხუტა მის სხეულზე. ხშირად გვისაუბრია ოჯახზე მე კი სულ იმას გავიძახოდა სანამ უნივერსიტეტს არ დავამთავრებ მანამდე არათქო. ბუზღუნებდა ათას მიზეზს ამბოდა ზოგს ისეთ სასაცილოს არც კი უკვირდებოდა მე კი კარგად მაცინებდა. ზოგჯერ კონლიქტებში.. კამათში..ჩხუბში..ბუზღუნში..ჩახუტებაში..ბევრ კოცნაში და სიყვარულში გავიდა ეს დრო. როგორც იქნა დავამთავრე და მგონი ჩემზე მეტად მას გაუხრდა.იძახდა ახლა მაინც არ მეტყვი უარს და როგორც იქნბა ჩემი ცოლი იქნებიო. ქორწილი არ გვინდოდა ამიტომ სამოგზაუროდ წასვლა ვამჯობინეთ.რამოდენიმე ქვეყანა მოვინახულეთ ყველა ადგილას ფოტოს გადაღებაზე ვეწუწუნებოდი, მის ნებაზე რომ ყოფილიყო მგონი ოთახიდან არც გამოვიდოდა და სულ "ძალით" მომყვებოდა სასეირნოდ. რამოდენიმე ხანში კი მესამე ოჯახის წევრეზეც შევიტყვეთ, ერთი ამბავი იყო სამეგობროში ამ ამბის გაგება. ჩემი ბიჭი უკვე 3 წლისაა, მამასავით ქერა თები და ჩემსავით მწვანე თვალები აქვს..ჩემი სიცოცხლეა ეს ორი.. ბედნიერი ვარ მათი დამსახურებით. სიყვარულით გადავლახეთ თითოეული ბარიერი და პრობლემა რომელის ნაკლებობას არ განვიცდიდით,თუმცა ბოლოს ჩვენ ერთად ყოფნით,შევძელით ეს და იმათ ვისაც არც თუ ისე ახარებდა ეს ყოველივე დავუმტკიცეთ , რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.