შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (28)


10-09-2015, 21:04
ავტორი Linna
ნანახია 4 747

-დედა
ვიყვირე და გავეხვიე, როცა კარებში დედ-მამა დავინახე.. ყოველთვის მიხაროდა მათი ერთად დანახვა, დაშორებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა..
-როგორ გაზრდილხარ, ჩემო ლამაზო..
გახარებულმა ამათვალიერა, რამდენჯერმე დამატრიალა კიდეც..
-მაკაა
დედა მაკასაც მოეხვია, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი..
ცოტა ხანს მისაღებში ვისხედით, მონატრებულ დედას არ ვშორდებოდი.. ძალიან ბევრი საჩუქარი ჩამომიტანა, მაგრამ ყველაზე სასიხარულო, მაინც მისი ჩამოსვლა იყო..
-სუფრა გაწყობილია..
გვამცნობა მაკამ, დიდ მაგიდასთან გადავინაცვლეთ..
-აბა, ანა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?..
ნიშნის მოგებით მკითხა დედამ, წამოვწითლდი..
-არაფერი, ჩვენი გოგონა ჩიტივით თავისუფალია..
ჩემს მაგივრად უპასუხა მამამ, ღიმილი სახეზე შემახმა.. მამაჩემი ამაყობდა იმით, რომ არავინ არ მყავდა.. წარმოვიდგინე რა მოხდებოდა, როცა გაიგებდა, რომ მარტო შეყვარებული კიარმყავს, ქალიშვილიც აღარ ვარ.
-უკვე დროა ანა, ჩვიდმეტის გახდი..
-რეებს ეუბნები ბავშვს, დიანა!
აღტაცებით წარმოთქვა მამამ, დედას სიცილი აუტყდა, აი მე კი უფრო დიდი შიში გამიჩნდა.
-რამდენი ხნით რჩები დიანა?
მაკამ თემა გადაიტანა, ცოტათი ამოვისუნთქე..
-ორი კვირით დარჩენას ვფიქრობ, თუ სამსახური ხელს შემიწყობს, შეიძლება სამითაც დავრჩე..
-შეგიწყოს რაა..
საწყლად ვთხოვე, გაეღიმა, ჩემსკენ გადმოიხარა და სახეზე მომეფერა..
-ძალიან კარგი, ანუ სებასტიან მაკკენლის ღონისძიებაზეც მთელი ოჯახით წავალთ..
-მაპატიე ვახო, მაგრამ ხომ იცი, დაცვის თანხლებით სიარულს ვერ ვიტან.
შეეპასუხა დედა.
-ვიცი დიანა, მახსოვს.. მინდა გითხრა, რომ ამ ღონისძიებაზე დაცვის არცერთი თანამშრომელი არ მეხლება.
-მართლა?
აღტაცება ვერც მე დავმალე.. მას შემდეგ, რაც მისი მკვლელობა სცადეს, არც ერთი წუთით არ უვლია დაცვის გარეშე.. თავიდან, სახლსაც კი გვიკონტროლებდნენ, მერე, როცა მიხვდნენ, რომ საფრთხე მინელდა, მხოლოდ პირადი დაცვა დაიტოვა..
-დიახ.. არამგონია ასეთ დღეს რაიმე მოხდეს, თან მაკკენლის კარგი თავდაცვითი სისტემა აქვს.
-კარგი, მაშინ ეს ღონისძიება უჩემოდ არ ჩაივლის..
ღიმილით თქვა დედამ.. გვიანობამდე ვსაუბრობდით, ძველ ამბებს ვიხსენებდით, ვიცინოდით.. მომენატრა ის დრო, როცა სამივე ერთად ვცხოვრობდით.. კარგი იყო, ოჯახის სითბო მაკლდა..
-ანა, ჩემთან არ დაწვები?
მკითხა დედამ, როცა ვთქვი, რომ დასაძინებლად ვაპირებდი წასვლას.
-რათქმაუნდა.
გავუღიმე და ჩავეხუტე.
-პიჟამას ჩავიცმევ და შემოვალ.
ვუთხარი და ოთახში ავედი გამოსაცვლელად.
ის იყო, უნდა გავსულიყავი რომ ტელეფონი აზუზუნდა.
„პატარავ, გძინავს?”
თორნიკე იყო, ღიმილით ავკრიფე ტექსტი.
„ახლა ვაპირებდი დაწოლას“
„ჰმმ, ანუ შემიძლია დაგირეკო?”
„არაა.დედაჩემთან ვწვები.„
„კარგი სიხარულო, არაუშავს.. ტკბილი ძილი, ჩემო პატარა.”
“შეენც, ძალიან მიყვარხარ”
პასუხს არ ველოდი.. ვიცოდი,თორნიკე „მეც“-ს არ მომწერდა.. მას არ ვუყვარდი, მაგრამ იცით, რატომღაც ეს ფაქტი გულს არ მტკენდა.. ვიცოდი რა რთული იყო მისთვის, მას არასდროს არ ყვარებია.. ისიც მახარებდა, რომ ჩემთან იყო, მხოლოდ ჩემთან !
„უშენოდ არამგონია ტკბილად დამეძინოს, მაგრამ გმადლობ”
ღიმილით შევედი დედასთან, უკვე ლოგინში იწვა..
-დავიჯერო არავინ არ გყავს და მამაშენის ჭკუაზე დადიხარ?
მკითხა სიცილით, თავი გავაქანე.
-ეს უკვე საინტერესოა.. აბა, მოყევი რა ხდება..
დედისთვის არაფერი დამიმალავს, ვიცოდი, გამიგებდა.. ისიც ვუთხარი, რომ ხვალ სახლში მისვლას არ ვაპირებდი..მოკლეთ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დედასთან ჩახუტებულს ტკბილად ჩამეძინა
*თორნიკე:
-ჰეეეეეი, აბა რეს რა დღეა??
ნიკა,ლუკა და სანდრო ყიჟინით შემოვარდნენ ჩემს ოთახში, შეშინებული წამოვხტი.
-თქვენ შ*იგ ხო არ გაქვთ?
ვიყვირე და ისევ დავწექი, თავი ბალიშის ქვეშ შევმალე..
-ბიჭო, რბოლაა დღეს, რბოლა ! შურისძიების პირველი ეტაპი !
მახარა ლუკამ
-რომელი შურისძიების?
თავი გამოვყე.
-ჯერ მონროს მიასვამ მის ადგილას, მერე მისტერ ბერიძის სისხლს დაანთხევ საფლავის ქვაზე.
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთიანად წამოვწითლდი, საშინელი ზიზღი ჩამეღვარა გულში საკუთარი ძმისადმი.. გააზრება ვერ მოვასწარი ისე წამოვხტი, ისე მივანარცხე კედელს და დავუღრიალე:
-მე ანასტასიას მამას არ მოკლავ, გაიგეე????
მუშტი მის სახესთან ახლოს მივარტყი კედელს, ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნია.. იმდენად ვიყავი გაცოფებული, მესიამოვნა კიდეც ბრაზის გარეთ გამოშვება.
-შენ სულ გაგიჟდი?
ვიგრძენი, როგორ გამათრია უკან ნიკამ მხარი მოვიქნიე და მოვიშორე..
-ვახტანგის მკვლელობა აღარ მიხსენოთ, არცერთმა! ამ საქმეს შევეშვი! და ლუკა, არ გაბედო, უბრალოდ არც კი გაიფიქრო !
აღარ დავუკონკრეტე, ვიცოდი, მიხვდებოდა რასაც ვგულისხმობდი..
სააბაზანოში შევედი, გადავივლე.. ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჩემი პატარა ანგელოზი დამამშვიდებდა.. გავედი თუ არა, ტელეფონი ავიღე..
„პატარავ”
ვიცოდი, ეძინებოდა, ჯერ ადრე იყო.. ჩავიცვი და იქეთ გავედი..
-ისაუზმე და მერე კიდევ ერთხელ შევამოწმოთ ბაიკი.
მითხრა სანდრომ, სუფრას მივუჯექი.
-ლუკა სადაა?
ვიკითხე, როცა თვალი ვერსად მოვკარი..
-თავის ოთახში..
დავმშვიდდი, გუმანით ვხვდებოდი, რომ არაფერ კარგს არ აპირებდა.
*ანასტასია:
გვიან გამეღვიძა, თავს ცუდად ვგრძნობდი.. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა, ისევ ვცდილობდი თვალების დახუჭვას, რომ დამძინებოდა.. არ მინდოდა ეს საშინელი რამ მეგრძნო..
-თორნიკე!
ვიყვირე და წამოვხტი, გარეთ გავიხედე.. წვიმდა.. დედა ოთახში არ იყო, ალბათ გაეღვიძა და ქვემოთ ჩავიდა.. ტელეფონს დავუწყე ძებნა, ამოვისუნთქე, როცა მისი მესიჯი დამხვდა.. გადავრეკე..
-გაიღვიძე პატარავ?
მშვიდი ხმით მიპასუხა, ტელეფონში წვიმის ხმა ისმოდა, ანუ გარეთ იყო.
-სად ხარ?
აღელვებულმა ვკითხე..
-ანა, კარგად ხარ? რა ხმა გაქვს?
-სად ხარ?!
უფრო მკაცრად გავუმეორე.
-მოტოციკლს ვამოწმებთ რბოლამდე.
რბოლა, საერთოდ არ მახსოვდა.
-წვიმაში მაინც უნდა ჩაატაროთ?
-გადაიღებს საღამომდე.. ახლა მითხარი რა გჭირს..
-არაფერი.. რაღაც ცუდს მიგრძნობს გული..
-დამშვიდდი ანგელოზო.. რვისკენ გამოგივლი, საღამოს..
-ასე გვიან?
-ჰო სიხარულო, რამე პრობლემაა?
-არა, არა.. არანაირი.
-კარგი პატარავ, რვისთვის მზად იყავი..
ტელეფონი გავთიშე, დასამშვიდებლად გადავივლე და ქვემოთ ჩავედი.. დედა და მაკა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, მამა სამსახურში იყო.
-აააააააააა !!
ვიკივლე, როცა მსხვრევის ხმა გავიგე..
-რა ხდება??
ორთავენი გამოცვივდნენ..
-რისი ხმა იყო.
შეძრწუნებულმა ვიკითხე..
-თეფში დამივარდა, ამან შეგაშინა?
თავი დავუქნიე და სავარძელში ჩავჯექი.. ფეხები მოვხარე, ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი !
_______________________________________________
წვიმამ მართლაც გადაიღო,თორნიკეს გზაჯვარედინთან ველოდებოდი.. ზურგსუკან ძრავის ხმა გავიგე, შესინებული მივბრუნდი.. ამოვისუნთქე, როცა ოდნავ მოშორებით თორნიკეს მოტოციკლი დავინახე.. ჩემთან გააჩერა, დავიხარე და ვაკოცე.. თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა, ამოვისუნთქე..
-პატარავ, ისევ ცუდად ხარ?
-უკვე კარგად.
გავუღიმე და უკან მივუჯექი..
-ცოტა სწრაფად უნდა ვიარო, ვაგვიანებთ..
გამაფრთხილა.
-არაუშავს, შენთან ერთად არ მეშინია..
დავამშვიდე და კისერში ვაკოცე.. მერე მაგრად მივეკარი ზურგზე.. საკმაოდ სწრაფად ატარებდა, გული ჩქარა მიცემდა, მაგრამ ეს სიჩქარის ბრალი არ ყოფილა.. არ მინდოდა თორნიკეს რბოლაში მიეღო მონაწილეობა.
სიმღერების ხმა მომესმა, თავი ოდნავ წამოვწიე.. ქუჩის ბოლოს ხალხი შეკრებილიყო, იქაურობას ბოლი ასდიოდა.. რამდენიმე მოტოციკლი წრეზე ბრუნავდა და ბუღს აყენებდა.
-არ მომშირდე, არც ერთი წამით!
მკაცრად გამაფრთხილა, როცა მოტოციკლი გააჩერა..
-არც ვაპირებ.
ხელზე ძლიერად მოვეჭიდე და მას მივყევი..
-ანა..
გამიცინა სანდრომ, გადავკოცნე.
-ნიკა და ლუკა სად არიან?
იკითხა თოკომ.
-რაღაცას ამოწმებენ.. მოტოცკლი ხო კარგადაა?
-კი, კი.. მაგრამ კარგი იქნება საწვავის ავზს თუ შემივსებ.. ოდნავ მოშორებით დავაყენე..
ნიკამ თავი დაუქნია და მოტოციკლის წასაყვანად გავიდა.თორნიკე უკნიდან მეხვეოდა, გაკვირვებული ვაკვირდებოდი გოგონების ქცევას, ამაზრზენი იყო.. ერთ-ერთი, შავი კანის მქონე გოგონა, ბაიკერთან მივიდა, მარჯვენა ხელი მკერდთან მიატანინა და რაღაც უთხრა.. მზერა სხვებზე გადავიტანე, გავშეშდი, როცა ცისფერი თვალები დავინახე, რომლებიც დაჟინებით მოგზაურობდნენ ჩემს სხეულზე.. აი რისი მეშინოდა, გიორგი აქ იყო.
-ყველაფერი წესრიგშია, რბოლა იწყება.
ნიკა დაბრუნდა და თორნიკე გააფრთხილა.
-არ მოშორდე..
უთხრა ჩემზე და ადგილის დასაკავებლად წავიდა..
-ხომ მოიგებს?
ანერვიულებულმა ვკითხე..
-რათქმაუნდა..
გამიღიმა, ოდნავ დავმშვიდდი..
-წამო.
მითხრა და სანდროსთან და ლუკასთანთან მიმიყვანა, ისინიც გადავკოცნე.
*თორნიკე:
ჩემი ადგილი დავიკავე.ანას დავუწყე ძებნა, დავმშვიდდი, როცა სანდროსთან, ნიკასთან და ლუკასთან ერთად დავინახე..
-აბაშიძე!
ნაცნობი ხმა მომესმა, მარცხნივ გავიხედე.
მონრო მიქნევდა ხელს, მეც მშვიდად გავუღიმე და გზას გავხედე..
რბოლის წამყვანი ჩვენს წინ გამოვიდა და მაყურებელს პირობები აუხსნა. ასევე თხოვა, რომ გზისგან თავი შორს დაეჭირათ.. მას არ ვუსმენდი, ეს ყველაფერი ზეპირად ვიცოდი.ანასს ვუყურებდი, რომლის თვალებშიც ნერვიულობას ვხედავდი.მეღიმებოდა, მსიამოვნებდა, რომ ჩემზე ღელავდა.. რბოლა რამდენიმე წამში იწყებოდა, მაგრამ ეს სულ ფეხებზე მეკიდა.. წამოვდექი და ანასთან გავემართე.
-აბაშიძე?!
დამიძახა წამყვანმა, არც ამას მივაქციე ყურადღება.. მასთან მივედი, სახეზე მოვკიდე ხელი და ნაზად ვაკოცე..
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება..
ღიმილით დამიქნია თავი.. ჩემს ადგილას დავბრუნდი..
-სამი, ორი, ერთი !!
დაიყვირა წამყვანმა, ყველა მონაწილე ელვის სისწრაფით მოწყდა ქვაფენილს.. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მე და მონრო ვლიდერობდით.. მალევე ჩამოვიტოვეთ ყველა მოწინააღმდეგე..
-ისევ იგივე, რაც რამდენიმე წლის წინ, აბაშიძე!
დამიძახა გიორგიმ. ამ სიტყვებმა კიდევ უფრო შემმატა გამარჯვების სურვილი.. საჭეს ხელი უფრო მაგრად მოვუჭირე და სიჩქარე გავზარდე, გავასწარი.. გახარებულმა მოვიხედე უკან..
-იგივე არ განმეორდება, გიორგი!!
დავიყვირე და მოტოციკლი უკანა ბორბალზე წამოვაყენე.. პირველი მოსახვევი ჩემი პირველობით დამთავრდა, ახლა ისევ იგივე უნდა გამეკეთებინა უკანა გზაზე.. ჩემს გამარჯვებაში ეჭვიც არ მეპარებოდა.. აი, უკვე ვუახლოვდებოდი მოსახვევს, სადაც ფინიშის ხაზი იყო, რათქმაუნდა პირველი ადგილი მეკავა..
*ანასტასია:
-და აი, ჩვენსკენ გამარჯვებული მოემართება !!
დაიყვირა წამყვანმა.. თითის წვერებზე წამოვიწიე, რომ კარგად დამენახა.
-მოდი.
მითხრა ლუკამ და მხრებზე შემომისვა, ახლა უფრო კარგად ვხედავდი. გული მიფანცქალებდა, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი თორნიკეს მოტოციკლს..
-და აი ისიც, გიორგი, მეგობრებო ! რბოლის გამარჯვებული !
ფეხები გამეყინა, მთელი სხეული ამიკანკალდა.მონრო? ისევ ის?
-ჯანდაბა, თორნიკე!!
იყვირა ნიკამ და ოდნავ წინ გავიდა..
-რა თორნიკე? რა ხდება?
ლუკამ მხრებიდან ჩამომსვა, ნიკას მივყევი.
-თორნიკე სადაა?
ვეკითხებოდი, მაგრამ პასუხს არ მცემდა, თავზე იკიდებდა ხელს, აშკარად ნერვიულობდა.
დილანს უკვე მისცვივდნენ მისალოცად, მე კი ისევ თითის წვერებზე ვიწეოდი, რომ თორნიკე დამენახა.. საშინლად ავნერვიულდი, ყველაფერი გამეყინა.
-ნუთუ მეორე წელსაც იგივე მეორდება? აბაშიძე მეგობრებო, ის კვლავ მეორე ადგილზეა!
თქვა წამყვანმა, ამოვისუნთქე..
არ მაინტერესებდა რომელ ადგილზე იყო, მთავარი იყო ის, რომ ცოცხალი და უვნებელი მიბრუნდებოდა !
ღიმილით მოიხსნა ჩაფხუტი, მასთან მივვარდი და ძლიერად ვაკოცე..
-რა დაგემართა??
დაიყვირა ლუკამ
-ახლა იმას ვერ დააბრალებ,მონრომ მომიწყოო!
არ ცხრებოდა.
-ვიცი, არც ვაბრალებ.
მშვიდად უპასუხა, მოტოციკლიდან გადმოვიდა და ასე გააგრძელა ჩემი კოცნა.. ლუკა გაშტერებული, ნერვებმოშლილი უყურებდა..
-შენი დედაც !
ფეხი მოტოციკლს მიარტყა და იქეთ გავიდა..
-აგვიხსნი რა მოხდა?
ჰკითხა ნიკამ
-უბრალოდ მივხვდი, რომ შურისძიება არაფერში მჭირდება..
გამიღიმა, ისევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს.. ისე, თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა გულიდან..
-ეს სულ გამოდებილდა.
გაიცინა სანდრომ.
-მიდი ბიჭო, შენს ძმას მიხედე, მოკლავს ვიღაცას.
თორნიკე ნიკამ მომაშორა, გაეცინა.
-მიმიხედეთ ანას, მოვალ.
გაიცინა, კიდევ ერთხელ მაკოცა და ლუკას გაეკიდა.
-მოტოციკლს გადავაყენებ.
თქვა სანდრომ და მოტოციკლს მოაჯდა.
-წამო, დალევა არ გინდა?
მკიტხა ნიკამ, თავი გავაქნიე..
-წამო მაშინ და მიყურე..
გამეცინა, გავყევი..
-მართლა, ნინი სად არის?
ვკითხე, მხრები აიჩეჩა..
-ნამდვილად არ გინდა?
ლუდის ბოთლი მომაწოდა, ისევ გავაქანე თავი..
-ნიკა!
ჩვენთან ვიღაც დრადებიანი ბიჭი მოვიდა და ნიკას გადაეხვია..
-რას შვები გუგა, რამდენი ხანია არ მინახიხარ !
აშკარად ვატყობდი, რომ ერთმანეთის ნახვა გაუხარდათ.
-აქეთ არ ვიყავი, წამო ბიჭებიც აქ არიან
უთხრა და ხელი გადახვია წასაყვანად.
-ანა, წამო.
-აქ რომ დაგელოდო?
არ მინდოდა მას გავყოლოდი..
-კარგი, მალე მოვალ, აქედან არ გაექანო..
თავი დავუქნიე და იქვე მყოფ ლამპიონის ბოძს მივეყრდენი..
ფეხსაცმელით ასფალტზე ვთამაშობდი, როცა ის გავიგე, რისი გაგონებაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
-ლამაზო.
შეშინებულმა შევხედე მუქ, ცისფერ თვალებს..
-თორნიკემ მარტო როგორ დაგტოვა?
-არ დავუტოვებივარ, მოვა.
მკაცრად ვუპასუხე, მინდოდა სცოდნოდა, რომ მისი არ მეშინოდა.. მაგრამ ამის ყველაზე ნაკლებად მჯეროდა..
-როდემდე უნდა იყო ასეთი უკარება..
მითხრა და ჩვენს შორის დისტანცია შეამცირა..ბოძს მოვშორდი და უფრო უკან დავიხიე..
-კარგი რა ლამაზო,თორნიკე დღესაც დამარცხდა არ გირჩევნია ჩემპიონთან იყო?
ამ სიტყვებმა მისდამი ზიზღი კიდევ უფრო გაზარდეს..
-მე ის მიყვარს !
გარკვევით წარმოვთქვი..
-არაუშავს, გადაიყვარებ.
ჩემსკენ მოდიოდა, მე კი უკან-უკან ვიხევდი..
-გიორგი, ვიკივლებ !
თვალი იქეთ გავაპარე, სადაც ნიკა მეგულებოდა.. ავკანკალდი, როცა ნაცნობი სახე ვერსად დავლანდე.
-კარგი რა პატარავ, არ გახსოვს რა კარგად მოგექეცი? ჩემს ასეთ საქციელს დაფასება სჭირდება.
ღიმილით მესაუბრებოდა.
-მონრო!
გამაფრთხილებელი ტონით ვუთხარი.
-არავისთან მოვქცეულვარ ასე.. როცა გოგო მომწონს, პირდაპირ იმას ვიღებ, რაც მჭირდება.. შენ კი დაგითმე, სახლში მშვიდად მიგიყვანე.
განაგრძობდა საკუთარი თავის ქებას.. შიშისგან თვალები მიბნელდებოდა, ფეხები მეჩაჩხებოდა..
-მისმინე ლამაზო,- ხელი წელზე მომხვია და მის სხეულს მიმაჯახა- მე უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებ, ვიდრე ის იდიოტი..
ეს სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა, ყურთან ახლოს და მიმდებარე ტერიტორიის დაკოცნა დაიწყო.. თვალები მაგრად დავხუჭე, ცრემლები წამომივიდა.. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, იმდენად ძლიერად მიჭერდა, თითის გაქანებასაც ვერ ვახერხებდი.. ვლოცულობდი, რომ ვინმე მაინც გამოჩენილიყო გადასარჩენად..
უცებ, ვიგრძენი როგორ მომაშორა მისი მოწეპებუი სხული ვიღაცამ..
-ნაგავო!
გავიგე ნაცნობი ხმა, თვალები სწრაფად გავახილე,თორნიკე, ჩემი თორნიკე!
-, არ გაგაფრთხილე???
დაიღრიალა და სახეში მუშტი გაარტყა, გიორგიმ დარტყმის სიძლიერეს ვერ გაუძლო და წაიქცა..თორნიკე მის ზემოდან მოექცა და მისი ცემა გააგრძელა, მთელი ძალით ურტყამდა.. რამდენიმე წამში მუშტი წითლად შეეღება, არ ვიცოდი რა მექნა.. არ მინდოდა მოეკლა..
ირგვლივ მიმოვიხედე, ვერცერთ ნაცნობ სახეს ვერ ვხედავდი.. მართლა მოკლავდა, რამე უნდა გამეკეთებინა !
-, გაჩვენებ როგორ უნდა ჩემს საკუთრებასთან შეხება !
ისევ ღრიალებდა, ხელებს გამძვინვარებული იქნევდა..
-თორნიკე!
მასთან მივედი და უკნიდან ჩავეხუტე..
-გთხოვ თორნიკე, გეყო.. ასე ხომ მოკლავ..
ხელები გაუშეშდა..
*თორნიკე:
მისმა სითბომ ყველანირი აგრესია ჩაკლა ჩემში.. უბრალოდ გავშეშდი, ხელებში ძალა გამომეცალა..
-დამშვიდდი.
ჩურჩულებდა ჩემს ყურთან.. მოხვეულ ხელებზე ხელი მოვკიდე და მივეყრდენი.
-მიყვარხარ.
არ ჩერდებოდა, თვალდახუჭული ვტკბებოდი.. ყველაფერი დამავიწყდა, ზიზღი, სიბრაზე.. უბრალოდ ვუსმენდიანას და ვმშვიდდებოდი.
ჩემს წამოყენებას შეეცადა, მის ნებას დავყევი.გიორგი სახე სულ დასიებული ჰქონდა, მაგრამ ახლა ეს კიარა,ანას სითბო მანიჭებდა სიამოვნებას.. მისკენ მივბრუნდი.. სახე ამეშალა, როცა მის თვალებში ცრემლები დავინახე.
-ჩემს გამო აღარ იჩხუბო.
მთხოვა, თითის წვერებზე წამოიწია და ნაზად მაკოცა ტუჩებზე..
-ანა..
არ ვიცი რატომ, მაგრამ ძვლები ამიკანკალდა.. უნდა მეთქვა, ვერ ვიტევდი !
-რა?
შეშინებული მიყურებდა..
-ანასტასია.. მე შენ მიყვარხარ!
დავიყვირე.. თითქოს, ცაში, ღრუბლებზე მაღლა ვიდექი.. ცრემლები წამსკდა, პასუხს არ დაველოდე, სახე ხელებში მოვიქციე და ჩემს საყვარელ ტკბილ, გემრიელ, ღვთაებრივ ტუჩებს დავწეაფე !


დააკომენტარეთ და თქვენი აზრი დაწერეთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

Vaime es ra iyo... nu ragac arachveulebrivi tavi iyo ai martlac saocari...magari xar

 


№2 სტუმარი თიკა

ძალიან მაგარია ^^ გააგრძელე

 


№3  offline წევრი barret

აუ აუუ რა მაგარიააა *_* სასწაულია პირდაპიღ*_* მალეე დადეე შემდეგი რაა*_*

 


№4  offline წევრი Drama Queen

ოუუ, ყოჩაღ 'თოკო'. მესიამოვნა, რომ გამოუტყდა.
ჩემი აზრით.. ამმ... ეს ორი დროებით უნდა დააშორო, ოღონდ დროებით. რა ბორო'წ'ი ვარ 3:) :დდ

 


№5 სტუმარი ana

Au malera gtxovv

ana
Au malera gtxovv

Ogond rame sashineleba ar dagvatexo tavze

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu umaggresii iyoo dzaliann momeconaaa

 


№7  offline წევრი Li Zi

ძააან მაგაარ ^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი თავი იყო პირდაპირ რა ამბები დაატრიალე

 


№9  offline წევრი Linna

ბავშვებო ინტერნეტი გამეთიშა.. რო ჩამერთვება მაშინვე დავდებ ახალ თავებს <3 არ მოიწყინოთ და არ დამივიწყოთ

 


№10 სტუმარი Mari

მალე დადე რაა მაგარია

 


№11 სტუმარი მარიამი 123

აუუუ რატომ არ დებ მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent