შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრება(სრულად)


10-09-2015, 23:38
ავტორი Lanaa
ნანახია 4 253

მენატრება..ეს ის მარადიული მონატრებაა,რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ!რთულია როდესაც ვიღაც გენატრება და არ შეგიძლია მისი ნახვა,რადგან ის შენგან ძალიან შორსაა.მენატრება მისი ხმა,მისი თვალები,მისი ჩახუტება..მისი ნათქვამი მიყვარხარ მენატრება.მე მარიამი ვარ 26წლის..22წლის ვიყავი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი რომ დავკარგე..ჩემი ქმარი ალექსანდრე 24წლის იყო ავტოკატასტროფაში რო დაიღუპა.იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება უფერული გახდა.ბევჯერ მიფიქრია სიკვდილზე,მონატრება მკლავდა.მინდოდა ისევ ჩავხუტებოდი,ისევ დაეკოცნა ჩემი თვალები.ღმერთო რატო გამწირე ესე?!რატო გამწირე ამ ტანჯვისთვის?!მენატრება ჩემი ერთადერთი სიყვარული,სიყვარული რომლის გამო ყველაფერი გავაკეთეთ!წარსულიდან მხოლოდ პატარა გიო შემომრჩა,რომლის გამოც ვცოცხლობ..რომელიც სულ ცოტათი მაინც ახალისებს ჩემს სიცოცხლეს..არ მინდოდა ბავშვი უმამოდ გაზრდილიყო..მინდოდა შენც აქ ყოფილოყავი,ჩემთან ერთად და გვეყურებია როგორ ემატებოდა ჩვენს პატარას წლები,როგორ იზრდებოდა,როგორ ივლიდა სკოლაში...შენ კი წახვედი.ყველა მიგვატოვე და წახვედი!!შენი ხმაც ვერ გავიგე..მინდოდა ბოლო წამს მაინც გამეგო დღეისთვის უკვე მონატრებული ხმა!4წლის განმავლობაში ყოველ კვირას სასაფლაოზე დავდიოდი და ვუყვებოდი ჩვენს პატარა გიოზე ყველაფერს..ხშირად ჩვენი პატარაც დამყავდა და ერთად ველაპარაკებით ჩვენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს.
ერთ დღესაც გადავწყვიტე სასაფლაოზე წასვლა..გიოსაც ხელი მოვკიდე და ჩემთან ერთად წავიყვანე.ლამაზი ყვავილები ვიყიდეთ და გავალამაზეთ იქაურობა.
-სანდრო ნახე ჩვენი პატარა ანგელოზი მოვიკვანე!ნახე როგორ გაიზარდა.უკვე 4წლისაა,ბაღში დამყავს..ამ დროს ცრემლები წამომივიდა და ხმამაღლა დავიწყე ტირილი.ხომ შეიძლებოდა შენც ჩვენთან ერთად ყოფილიყავი ეხლა!!რატო დაგვტოვე ესე უპატრონოთ? ნუთუ ოდნავ მაინც არ შეგეცოდე?!არ მინდოდა ჩვენი პატარა მარტო გამეზარდა არა არ მინდოდა!! გესმის?? რა უმოწყალოა და დაუნდობელია ცხოვრება.გიო ყოველთვის მეკითხება შენზე!შენ არც კი იცი როგორ დაგვაკლდი.როგორ მიჭირს შენს გარეშე ცხოვრება!შენს გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს.წახვედი და ყველას გვატკინე გული..შენთან მინდა,მინდა რომ შენთან ვიყო..ისევ მოგეხვიო და ისევ გაღიმებულს გხედავდე.დრო გადის გიო იზრდება,რა მოხდება ცოტა ხანში? როგორ ავუხსნა,როგორ გავაგებინო რომ შენ ჩვენთან აღარ ხარ და ვერც ვერასდროს ვერ იქნები? ეს ყველაფერი ძალიან რთულია!ძალიან!
ცრემლები მოვიმშრალე და გიოს ძებნა დავიწყე..
-აქა ვარ დედა.დამიძახა და მეც მისკენ წავედი..
-როგორ ხარ მარიამ?
-როგორ ვიქნები მაკა,როდესაც ესეთი ტკივილის გადატანა მიწევს?(მაკა ალექსანდრეს დაა)
-4წელი გავიდე მას შემდეგ რას ის ჩვენთან აღარ არის..ნუთუ ოდნავ მაინც არხარ კარგად?
-როგორ ვიქნები კარგად როდესაც,გიო ყოველ დღე მასზე მეკითხება.როდესაც ვიხსენებ მასთან გატარებულ დროს და თვალებიდან ცრემლები მომდის უწყვეტად..
-ვიცი,ვიცი..ძალა უნდა მოიკრიბო..გიოს ძლიერი დედა სჭირდება რომ მანაც გადაიტანოს უმამობა..ყველანაერი ძალა მოიკრიბე და დაამარცხე ეს მონატრება მარიამ!!
ამ ლაპარაკში თვალი მოვავლე გიოს..ის საფლავთან მისულიყო...თავი ხელებში ჩაერგო და ცრემლები სდიოდა..უცებ თვალებიდან ხელები მოიშორა..მიწას დააჩერდა რამოდენიმე წამი ესე იყო...შემდეგ ხელები მიწას მოჰკიდა და თხრა დაიწყო..
-გიორგი ჩემო პატარავ რას აკეთებ?-მივვარდი მასთან და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი,მაგრამ ამაოდ.
-მან სევდიანი,ცრემლიანი თვალებით გამომხედა და მითხრა:მიწას ვთხრი..მამა უნდა ამოვიყვანო..მომენატრაო!!
ამ სიტყვებმა სამუდამოდ გამანადგურა..მივხვდი რომ ვერავის შევიყვარებდი ისე,როგორც ალექსანდრეს.გიომაც განიცადა ეს ყველაფერი.ორივეს უსაზღვროდ გვენატრები!! ღმერთო რა უსამართლოა ცხოვრება..როცა გენატრება და ვერაფერს აკეთებ მის დასაბრუნებლად.



№1  offline წევრი tegi

Guli amiwva da amatira.

 


№2 სტუმარი ninia

vaime gmerto ra cudad gamxadaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent