შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის ნოველა (1)


11-09-2015, 01:43
ავტორი Itsme.
ნანახია 5 975

აი მოვიდა ეს დღეც.ჯენი აუჩქარებელი ნაბიჯებით გამოვიდა აეროპორტიდან და კალიფორნიის სუნის ჩასუნთქვამ მაშინვე გული აუჩქარა, ვერ მიმხვდარიყო გული კარგს უგრძნობდა თუ ცუდს , მხოლოდ შემდეგ მიხვდა რომ წინ ყველაფერი ელოდებოდა.. ცოტ-ცოტა.
ჯენი კალიფორნიაში ნახევარ დასთან ქეითთან რჩებოდა და ქეითის დედასტან.საკვიველია მაგრამ ძალიან უყვარდა ჯენის ქეითი და მისი დედაც ამიტომ უყოყმანოდ დათანხმდა მიპატიჟებას კალიფორნიაში რომელიც 2 თვე გაგრძელდებოდა, მანამ სანამ კოლეჯი დაიწყებოდა.აეროპორტში არავინ არ დახვდა , დიდად არც შეუწუხებია ამ ფაქტს , მან ხომ დაჟინებით ითხოვა არავინ არ დახვედროდა.პირველივე ტაქსი გააჩერა და უკანა კარები გამოაღო , საჭესთან ხნიერი კაცი იჯდა რომელიც ღიმილით შეეგება და როდესაც ჯენის ხელებში ჩემოდანი დაინახა უმალვე გადმოვიდა მანქანიდან და ჩემოდნების ჩალაგებაში დაეხმარა.
გზა გრძელი და მოუთმენლობით აღსავსე აღმოჩნდა , ნახევარ საათში მიადგნენ პატარა კოხტა სახლს რომელიც ზღვასთან ახლოს მდებარეობდა.ჯენი თვალის დახამხაებაში გადმოვიდა მანქანიდან და როდესაც ჩემოდანს ხელი დასტაცა კეთილ მძღოლს ფული გაუწოდა და დაემშვიდობა. კარი გამოაღო თუ არა ძაღლმა რამოდენიმეჯერ დაიყეფა , არასოდეს არ ეშინოდა ჯენის ძაღლებს და არც ამჯერად შეცბუნებულა.პატარა ფინია გამოვარდა სახლიდან მაგრამ მალევე შეაჩერა ყეფა , სახლიდან ქეითი გამოვიდა , ხელებ გაშლილი ჯენისკენ გაემართა და ჩაეხუტა : " როგორ გამახარე" ჩასჩურჩულა და ერთად შევიდნენ სახლში..


ვახშამის და გრძელი საუბრის შემდეგ ქეითთან და მის დედასთან ერთად ჯენი ოთახში შეიყვანეს , პატარა კომფორტული ოთახი ზღვის ხედით ნებისმიერ ადამიანს სიხარულის და ბედნიერების შეგრძნებას გაუჩენდა პირველივე თვალის შევლების შემდეგ.ჯენი საწოლზე დაწვა და მაშინვე ძილს მიეცა..როდესაც თვალები გაახილა საათს დახედა,ჯერ 5 საათიც კი არ ყოფილა..ზღვაზე წასვლასაც მოასწრებდა თუკი იჩქარებდა.ჩემოდნის პირველივე ელვა გახსნა და თეთრ პარკში შეხვეული ვარდისფერი საცურაო კოსტუმი ამოიღო.ძალიან ლამაზი იყო ჯენი..მაღალი , შავგვრემანი , დაახლოებით 1.75 , ვერ იტყოდი რომ გამხდარია , საკმაოდ კარგი უკანალი და მკერდი ჰქონდა , სავსე , რითიც ყოველთვის იქცევდა ბიჭების ყურადღებას.გრძელი ფეხები სავსე უკანალი , მკერდი და ლამაზი სახე რომელ ბიჭს არ მოხვდება თვალში..ეს ვარდისფერი საცურაო კოსტუმი კი მის მუქ ხორბლისფერ კანს ძალიან უხდებოდა და ხაზს უსვამდა.ზემოდან საცურაო კოსტუმის ფერი მოკლე სარაფანი გადაიცვა და ქეითის ოთახში შევიდა.ქეითი დიდად თვალში მოსახვედრი არ იყო , ქერა თმები , ღია ყავისფერი თვალები და მისი უფრო გრძელი ტანი ვიდრე ფეხები არავის ყურადღებას არ იქცევდა.ბოლო ხმაზე ქონდა მუსიკები ჩართული და ტუჩის მოძრაობით ჰყვებოდა მას.
-არ წავიდეთ ზღვაზე - ჰკითხა ჯეინმა.
-რა ხანია გელოდები , წავიდეთ რა თქმა უნდა. ორი წუთი და მზად ვიქნები.
-კარგი , გელოდები გარეთ ვიქნები - უთხრა და თბილად გაუღიმა.
ჯეინი გამოვიდა და ზღვის სუნი ჩაისუნთქა.ეზოში ფერად ფერადი ყვავილები ლამაზად იყო გაშლილი და ერთგვარ ხალასს აძლევდა ამ პატარა მაგრამ კოხტა ბაღს , უნდოდა სურათი გადაეღო ამ სილამაზისთვის მაგრამ ქეითიც გამოვიდა და გზას გაუდგნენ.


რათქმაუნდა ამ ჯერადაც ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია ჯეინმა სანაპიროზე.მისი ელასტიურობა , ლამაზი მიხვრა მოხვრა და ცურვაში ოსტატობა ყველას აკვირვებდა.ჯეინს სიამოვნებდა ყურადღება მაგრამ იგივეთი არავის არ პასუხობდა მანამ სანამ ბულვარში ქერა ხუჭუჭა თმიან ბიჭს არ მოკრა თვალი.იქნებოდა 19-20 წლის.ქერა თმები და ცისფერი თვალები მის ხორბლისფერ კანს საოცრად უხდებოდა.ყოველთვის მოსწონდა ჯეინს ქერა ბიჭები და ამ ჯერადაც ჯონი მისი ყურადღების ცენტრში მოხვდა.ველოსიპედით რამოდენიმეჯერ ჩაუარა თუმცა ჯეინი არ შეუმჩნევია.გოგონამ კი გადაწყვიტა სახლში მისვლის თანავე გამოეცვალა და საღამოს ბულვარში გამოსულიყო. ქეითს შეყვარებულის ნახვის საშუალება ექნებოდა მას კი ქერა ბიჭის გაცნობის საშუალება...


9 საათზე მზად იყო და უკვე თავის თავს სარკეში ათვალიერებდა. მოკლე ჯინსის შორტი ჩაიცვა და თეთრი მაიკა რომელიც თეთრ კეტებს და მის კანის ფერს ძალიან უხდებოდა.ქეითი ოთახში დაკაკუნების გარეშე შემოიჭრა:
-წამოდი , მომკლავს ბარტი უკვე დიდი ხანია მელოდება.
-კარგი ,წავედით. მეც მზად ვარ.-თქვა კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი და ოთახიდან გავიდნენ.
ბულვარში სიცოცხლე ჩქეფდა.ბარტი და ქეითი ერთმანეთს თბილად შეეგებნენ, ჯეინი და ბარტი ერთმანეთს გააცნო და იქვე დაჯდნენ. მალე ქერაც გამოჩნდა , ჯეინმა თვალი გააყოლა მის ლამაზ ტანს . ქეითმა ეს უმალვე შეამჩნია. (ეს გამოეპარებოდა?)
-ჯონის უყურებ?ბარტის ძმაკაცია , არ მითხრა რომ მოგწონს.
-რატომ?
-არ აქვს კარგი სახელი.ამბობენ ქურდიაო...თან მექალთანეა გულს გატკენს.
-ლამაზი თმები აქვს.
-ხო თმებიც მართლა ლამაზი აქვს.ბარტი რომ არა შემიყვარდებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent