მეორე შანსი(2)
ერთ წამში ყველა ჩვენმა ერთად გატარებულმა დღემ გამირბინა.სულ გავფითრდი.ვგრძნობდი რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა.ქეთო მიხვდა და ერთ წამს გამომყევიო-იქაურობას გამარიდა.აივანზე გასულმა ღრმად ამოვისუნთქე,თვალებში სისხლი მომაწვა,ტირილისგან თავი ძლივს შევიკავე.ქეთი შებრუნდა მოსასხამს გამოგიტანო. -შენ ხარ მარიტა?უცებ გავიგე ზურგს უკან. -კი მარიტა ვარ.მიცნობთ? -ჩვენ ერეკლეს მეგობრები ვართ.მე დათო ვარ,ეს გიორგია ,ეს კი ჯაბა.როგორც კი დაგინახეთ მაშინვე მივხვდით,რომ შენ იქნებოდი.მართლა ძალიან ლამაზი ხარ. -მადლობთ,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -აქ რას აკეთებ?არ გცივა? -მე უბრალოდ ჰაერის ჩასაყლაპად გამოვედი.შიგნით ბევრი ხალხია. -ხო,შენ ასეთი წვეულებები არ მოგწონს ხომ ასეა? -პიანისტი ხარ ხო? -ჯერ მხოლოდ ვსწავლობ,ეს ძალიან დიდი სიტყვაა.გამეცინა. -კარგი რაა ვიცით ,რომ ძალიან კარგად უკრავ.რიგ-რიგობით მელაპარაკებოდნენ.ამ დროს ერეკლეც მოგვიახლოვდა. -ბიჭებო ,შიგნით გელოდებიან.თქვა ცივი ხმით და ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.გატრიალებას აპირებდა,როცა ჩემთან ქეთი მოვიდა და მოსასხამი მომიტანა. -ჩაიცვი და დიმიტრი და მე წაგიყვანთ. -თქვენ უკვე მიდიხართ?ასე მალე?შემობრუნდა ისევ და ირონიული მზერა მესროლა.მისმა ასეთმა ტონმა გული ერთიანად დამიმსხვრია. -თავს შეუძლოდ ვგრძნობ.ძლივს მოვაგროვე სათქმელი. -აჰ,მაშინ მიბრძანდით,აღარ დაგაკავებთ.თქვა და გაბრუნდა. ოთახში შებრუნებულმა მასპინძლები მოვძებნეთ და გამოვემშვიდობეთ. -კარგად ბავშვებო,მწყინს ასე მალე რომ მიდიხართ.შენ ამ ბოლო დროს მართლა ცუდად გამოიყურები. -მაპატიე,შემდეგში აღარ გაგაწბილებ. -შენ გაერთე ნინ.უთხრა ქეთიმ. -ხო,მე დღეს ბევრი საქმე მაქვს,გაიცინა,ეს ერეკლე ძალიან კაი ტიპია.უნდა ვიჩალიჩო :დ. -აბა შენ იცი ,არავინ მიაკარო. -აღარავის გავაცნობ,შენ დაკავებული ხარ და მარიტას ისედაც არ შეხედავს ასე რომ ჩემია ,თქვა და სწრაფად გაგვშორდა.უფრო სწორად ქეთის გაასწრო,თორემ კარგად ვერ დამთავრდებოდა საღამო. -დაანებე თავი,ხომ იცი როგორია.არ მწყენია საერთოდ. -შენ სულ ეგეთი ხარ,თავის დაცვა ვერ ისწავლე. ამ დროს დიმაც მოვიდა და სახლში დავბრუნდი. -მასზე საუბარს მორჩით.თქვა და სიჩქარეს მოუმატა. -ერე ,ვიცი ეს არაფერს არ ამართლებს,მაგრამ მაშინ ის 16 წლის ბავშვი იყო. -ხოო ,თან ობოლი,ბებიის მეტი არავინ ჰყავდა,როგორია ადგე და ამხელა ნაბიჯი გადადგა. -მე ვყავდი.ნერვიულად გაიცინა.თქვენ რა მეღადავებით?მორჩა ამ თემაზე საუბარი. -ვიცით როგორ გიჭირდა და გიჭირს,მაგრამ მგონი შეიძლება ... -არაფერიც არ შეიძლება,გააწყვეტინა საუბარი ჯაბას და საჭეს ხელი დაარტყა. -ის გაიზარდა ერეკლე. -ისევ ისეთი მშიშარა და ჩამოუყალიბებელია.არაფერი შეცვლილა,აღარ მინდა ამაზე საუბარი. -რა იცი ?ელაპარაკე?მიეცი შანსი მასაც და საკუთარ თავსაც. უცებ მანქანა გააჩერა. -მოვედით.თუ გინდა გადმოდით თუ არა დარჩით და გააგრძელეთ უჩემოდ. -ჩვენ მაინც გამოგვიტყდი.ჩუმად ჩაილაპარაკა გიორგიმ. ბებიამ ხვალ სტუმრები გვეყოლებაო.ლამაზად ჩაიცვი და ღირსეულად მოიქეციო გამაფრთხილა.გამიკვრიდა,ჩვენი სტუმრები ძირითადად ნათესავები და ბებიას მეგობრები იყვნენ,ახლა კი მითხრა ერთი ოჯახი უნდა გაგაცნოო. -ასე,რომ ვერ წამოვალ. -ცუდიაა,მაგ ქალს ერთხელაც კიბიდან დავაგორებ.სულ მიშლის ხოლმე გეგმებს რაა. -კარგი ქეთო,ასე ნუ ლაპარაკობ.სტუმრები რომ წავლენ,მაშინ გამოვალ შენთან ოკ? -სხვა რა გზაა.იცოდე ყავას შენ გააკეთებ მაშინ.გაჯარიმებ და თუ გინდა რამე გამოაყოლე ხელს. -ქეთი რა გამოვაყოლო დიეტაზე არ იყავი?ხომ თქვი არანაირ სასმუსნავს აღარ ვიყიდიო. -მერე მე არც ვყიდულობ.მიდი რაა,თან დიმას ასეთი მოვწონვარ გადავიფიქრე დიეტა. -კაი,კაი შენ არ შეიცვლები.წამოგიღებ რამეს. 7 ზე მოვიდნენ.ცოლ-ქმარი და მათი ვაჟი.კარგად შემათვალიერეს.სახიდან ღიმილი არ მოუშორებიათ.მარტო დაგვტოვეს.25 წლის ვარო,ვმუშაობო,ესაო ისაო.შენზე მომიყევიო.თანდათან ახლოს იჩოჩებდა.9-ისთვის წავიდნენ და ბებიამაც ფარდა ახადა ამ "სტუმრობას". -ძალიან კარგი ოჯახია.საქმიანი ხალხი,პატიოსნები,მშრომლები.მიშკაც არაჩვეულებრივი ბიჭია:ზრდილი,განათლებული.ასე არაა? -კი ,ბებია ,მაგრამ მე რა შუაში ვარ? -ძალიან გამიხარდება თუ დამეგობრდებით,სასიძოდ მასზე კარგი ბიჭი არც წარმომიდგენია.ამდენი ხანი გზრდიდი და ახლა მინდა იმას ჩაგაბარო,ვინც გვიმსახურებს და ვისაც ვენდობი. თავზარი დამეცა. -კი მაგრამ ,მე ...მე არ მინდა გათხოვება.ისინი ამის გამო მოვიდნენ? მე რატომ არ მკითხე? არ მინდა ბებია.უკვე ცრემლები მეპარებოდა. -გოგო სულ გაგიჟდი?მეპასუხები კიდეც?მადლობა თქვი რომ შენზე ვზრუნავ,უმადურო ბავშვო. -ბებია გთხოვ,უმადური არ ვარ ,მაგრამ არ მინდა.არ ვიცნობ,არ მიყვარს. -მე გაგზარდე და მევე ჩაგაბარებ პატრონს.ახლა არ გიყვარს თორე მერე შეგიყვარდება ,ახლავე გათხოვდიო ვინ გაჩქარებს.შენი მოწონებული კი ვიცი ვინც იყო.აღარ შემეპასუხო მეორედ.ჯერ გაიცნობთ ერთმანეთს შენ და მიშკა .ამაზე ლაპარაკს მოვრჩით. სახლიდან ტირილით გავედი.ქეთი არც ისე შორს ცხოვრობდა ამიტომ ფეხით წავედი.ნამცხვარი კი არა არაყი ვიყიდე,თან ძალიან მცხვენოდა ,ამას რომ ვაკეთებდი. -ღმერთო რა გჭირს? -სახლში მარტო ხარ? -კი,დედა და მამა სოფელში წავიდნენ ,იქ დარჩებიან 2 დღით.რა დაგემართა? მითხარი გულს ნუ მიხეთქავ/ -ბებიამ გადაწყვიტა გამათხოვოს.ამოვისლუკუნე და ბოთლი გამოვაჩინე. -რააა? რა ნიშნავს გაგათხოვოს?ვიზე?ან რატომ?როგორ? -კარგი რაა,როგორც ათხოვებენ ხოლმე.არ ვიცი დღეს იყვნენ სტუმრად.რომ წავიდნენ მაშინ მითხრა. -მე მაგას არ დავუშვებ და არც შენ გასაგებია?მარიტა გასაგებია?არ გაბედო დანებება! -ვუთხარი არ მინდა მეთქი.ბოთლს ვერაფრით ვხსნიდი. -მერე რა გითხრა?მომეცი ეგ ბოთლი. -უმადური ხარო.მე გაგზარდეო.ახლავე არავინ გაძალებსო ,ჯერ გაიცანიო. -ეგ გველაძუა ქალი.ვერ შეეშვა შენს წვალებას.არც კი გაბედო დათანხმდე.რამეს მოვიფიქრებთ.თვითონ იმ ბიჭს დაველაპარაკებით,რა ჰქვია? -მიშკა.რა მეშველება ქეთ? -მოგვარდება არ ინერვიულო,ბებიაშენს არაფერი აგრძნობინო.მიშკას მოვუგვაროთ.ახლა ეს რომ მოგიტანია სელელო დამლევი ხარ?:დ -არა,მგონი აღარ მინდა.აი ფილმს რომ ვუყურეთ ერთად,იქ რომ იყიდა გოგომ ,თან რომ ტიროდა და თან რომ სვამდა,ეგეთი რაღაც წარმოვიდგინე მგონი.გამეცინა ჩემს სისულელეზე.ეხლა აღარ მინდა დავმშვიდდი,თანაც მაინც ვერ ვხსნით.:დ -ხოდა ჩემო მარიტ,რისი თავიც არ გაქვს არ უნდა წაეპოტინო.წავალ ეხლა და ყავას მოვადუღებ. -აბა ჯარიმაო? -ეგ იქამდე იყო ,სანამ განაჩენს გამოგიტანდნენ,ეხლა ცოდო ხარ :დ -მადლობთ,მადლობთ.ანგელოზი ხარ ჩემი. მეორე დღეს მიშკამ დამირეკა.ნომერი ალბათ ბებიამ მისცა.გამოგივლი და სადმე გავიდეთო.უარი ვუთხარი,ქეთისთან ერთად მივდიოდი დიმას დაბადების დღე ჰქონდა. კლუბში პირველად ვიყავი.ქეთიმ დაითანხმა ბებია,იმ პირობით,რომ მიშკას შევხვდებოდი მომავალ დღეს,მანვე მომამზადა სპეციალურად ,თუმცა იქ მისულმა აღმოვაჩინე,რომ მათ ფონზე ძალიან უბრალო და სადა ვიყავი. -მართალია სოფლის მკერავს ჰგავხარ,მაგრამ მაინც ლამაზი ხარ.მპუუ.შემასხა ფრთები ქეთიმ და დიმასკენ გაემართა.ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ.ორივე ულამაზესი იყო და ერთმანეთიც ძალიან უყვართ მთავარი ხომ მაინც ესაა. -გილოცავ დიმ:*ვუთხარი ვუსურვე ბევრი რამ და საჩუქარი მივეცი. -ჩემი პატარა ,მადლობ შენთან და ჩემს ქეთინოსთან ერთად ,რა ტქმა უნდა :დ -ქეთინოს განახებ ეხლა. -კარგი გოგო ჩემს დაბადების დღეზე მაინც შემარჩინე ერთი სიტყვა:დ კარგად ვმხიარულობდით.თითქმის ყველას ვიცნობდი.ყურთან ვირაცამ ჩამჩურჩულა: -აი თურმე სად ყოფილხარ. -შენ? -ხო არ მელოდი? -არა მიშკა,აქ რა გინდა? -ისე უბრალოდ შემოვიარე,სასიამოვნო დამთხვევაა. -მე შენთან მინდოდა ლაპარაკი.ვთქვი გაუბედავად. -სალაპარაკო ძალიან ბევრი გვაქვს,ჩემსკენ მოიწია და თავი ამაწევინა. -თავი სულ დაბლა დახრილი ნუ გაქვს,გინდა ვიცეკვოთ? -არა მადლობ,მიდნოდა მეთქვა,რომ ბებიამ ყველაფერი მითხრა და მე...თან ველაპარაკებოდი და თან მისი ხელების მოცილებას ვცდილობდი ცემი ხელებიდან. -მე გავიგე რასაც გეგმავენ ჩვენი მშობლები.მე სულაც არ მინდა... ამ დროს ვიგრძენი როგორ ჩამავლე მხარში ხელი და ფეხზე წამომაყენეს.ეს სუნი...ის იყო. -ქალიშვილი ცეკვას შემპირდა.თქვა უემოციოდ. -ის მე მელაპარაკება. -ლაპარაკს აუცილებლად დაამთავრებთ. ნელი მუსიკა ჩაირთო. -თუ მას სურს... -წამოდი მითხრა და მოცეკვავე ხალხს შევერიეთ. თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ ჩავხუტებოდი,რომ არ მეტირა,რომ არ მეთქვა მიყვარხარ.თანდათან ვსუსტდებოდი.ვგრძნობდი რომ საცაა თავს მკერდზე მივადები და ყველაზე მეტად მისი რეაცქიიც მეშინოდა.ისევ ეს სუნი.გაბრუებული ვიყავი.ოღონდ ეს წამი სამუდამოდ გაგრძელებულიყო.არაფერი არ უთქვამს.ცეკვა დავამთავრეთ და მან ქეთისთან მიმიყვანა.მაგიდას მიუბრუნდა და ერთი ჭიქა მთლიანად გამოცალა.შუბლზე ძარღვი ეჭიმებოდა,ხელს ნერვიულად ისვამდა სახეზე. მიშკა ჩემთან მოვიდა. -არ მინდა დაქორწინება.მიშკა გთხოვ არ გეწყინოს.მე არ ვარ შენი შესაფერისი,შენ უკეთეს გოგოს იპოვი,რომელსაც ეყვარები.მე... -მე შენ მინდიხარ ცოლად.პირდაპირ მომახალა. -შენ არც მიცნობ,გთხოვ,მე არ შემიძლია. -ურთიერთობის აწყობა ვცადოთ.ვიცი შეგიყვარდები. -რა ნახე ჩემში?დარწმუნებული ვარ იქნება ისეთი გოგო,რომელიც უარს არ გეტყვის. -მე შენ ბავშვობიდან მიყვარხარ მარიტ.შენ არ მიცნობ,არ გახსოვარ.მე კი მიყვარხარ.მუსიკალურ სკოლაში ჩემს დასთან მისულმა გნახე პირველად და მას შემდეგ მიყვარხარ.გეძებდი და გიპოვე.ვერ გაგიშვებ. -მარიტა აქ მოდი,დამიძახა ქეთიმ.არაფერი მიპასუხია მიშკასთვის,ქეთისთან გავიქეცი. -ტორტი უნდა გამოიტანონ.ის ბიჭი ვინ არის? -მერე ,ეხლა ამის დრო არ არის ,გაერთე. -კაი ეგრე იყოს. არ ვიცი ვეჭვიანობდი თუ მშურდა იმ გოგოების ერეკლეს რომ ასე თამამად ელაპარაკებოდნენ.ისინი ისეთი გაბედულები და ლამაზები იყვნენ.ყურში რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ,ეფერებოდნენ.მალე რომელიღაც მათგანთან ერთად გაუჩინარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.