შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life or Death...


11-09-2015, 17:24
ავტორი Rija angelozi...
ნანახია 1 656

სიცოცხლე და სიკვდილი...
"მეგონა ვსწავლობდი თუ უნდა როგორ მეცხოვრა მაგრამ, მისწავლია თუ როგორ უნდა მოვმკვდარიყავი" -ლეონარდო და ვინჩი
ალბათ,ყველას გაგვიგია ,რომ ცხოვრება უნდა დავაფასოთ,მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიგვიქცევია.სამწუხაროა...სიცოცლე დიდი გვირაბია ,რომელშიც მივაბიჯებთ.ხან არცეინად მივდივართ, ხანაც აარა.მაგრამ საოცარი ისაა,რომ ყველა გვირაბს აქვს დასასრული და როცა ამ დასასრულს მივაღწევთ უკან დაბრუნება გვსურს,იმის მიუხედავათ,რომ ცხოვრებაში სულ წინსვლისკენ მივიჩქარით.ჩემი ამბავი გრძელი არ არის.არაფრითაა გამორჩეული და არაფრითაა ჩვეულებრივი.ასეთი რამ მხოლოდ გვირაბის ბოლოს ხდება.ჩვენ ყველა ვხდეავთ შუქს,მაგრამ შეხება არავის გვინდა.მე გავბედე და შევეხე!სწორედ აქედან იწყება ჩემი ამბავიც.
I თავი
ღამის ცა მძიმე,დაბლა ჩამოწოლილ ღრუბლებს დაეფარა.ცივ წვიმას ქვაფენილები და ტროტუარები დაესველებინა.სველ ქვაფენილზე მანქანები დაქროდნენ.ციოდა,წვიმდა და თითქოს ყველა და ყველაფერი ტიროდა,მაგრამ მე არა.ცხოვრებაში ყველას გვქონია მომენტი როცა სიცოცხლე არ გვდომებია,მაგრამ იმ დროს სიცოცხლე ყველაზე მეტად მსურდა.ამას ვგრძნოოდი.გული მიფეთქავდა და ვგრძნობდი,რომ მეც რაღაც მოვალეობა მქონდა,მე ერთერთი მორიგი ადამიანი ვიყავი იმ მილიარდობით ადამიანიდან ვინც დედამიწაზე ცხოვრობს.ვგრძნობდი,რომ მინდოდა მეფრინა,მემღერა,მეყვირა და უცებ ყველაფერი გაშავდა.ტკივილი ვიგრძენი.თითქოს ნაწილებად ვიშლეოდი,ყველაფერი მტკიოდა,ტანზე ცეცხლი მეკიდა.ვკვდებოდი...
ვკვდებოდი მაინცდამაინც მაშინ,როცა სიცოცხლე მწყუროდა,როცა ასე ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ცოცხალი.მაშინ როცა საუკეთესო ასაკი მქონდა,თავში მიქროდა და მომავალს ჩემებურად ვხედავდი.მომავალს,რომლის წარმოდგენაც კი მაბედნიერებდა დაუცებ ყველაფერი მორჩა.არაფერი მტკიოდა,მაგრამ ვერც ვერაფერს ვგრძნობდი,ვერაფერს გარდა ჩემი ტვინისა,რომელიც მუშაობდა.მასში ათასგვარი ფიქრი ირეოდა და აგილს ეძებდა,მე კი ვერაფერს ვაკეთებდი,რომ საკუთარი თავისთვის მეშველა.ხმაური იყო.ნელ-ნელა გრძნობელობაც მიბრუნდებოდა,მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი.გადავწყვთე გავჩერებულიყავი და მომესმინა.გავიგე ხალხის ტირილი და ვიგრძენი სუნი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად არ მიყვარდა.საავადმყოფოში ვიყავი.ვიგრძენი როგორ მაკოცა დედაჩემმა და გავიგე როგორ მითხრა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.მინდოდა დამეწყნარებინა და ხმა ამომეღო.თითქოს პირიც გავაღე,მაგრამ ვერაფერი ვთქვი.გავიგე ჩემი დაქალების ხმაც.ისინი ერთმანეთს აწყნარებდნენ და ამან ცოტა მანუგეშა.უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.აღარც ჩემს თავში არეული ფიქრების ხმა მესმოდა,აღარც დედაჩემის და აღარც არაფრის და აღარავის გარდა ერთისა.ეს იყო ჩემი გულის ხმა.ფეთქავდა.გამიხარდა.მივდხვი,რომ ცოცხალი ვიყავი.ჩემი გული ფეთქავდა,ფეთქავდა,რაც შეეძლო ხმა მაღლა,რაც შეეძლო ჩქარა,მეგონა ცოტაც და ამომივარდებოდა.ვუსმენდი და მიხაროდა,მიხაროდა ,რომ ცოცხალი ვიყავი.იმ წუთებში დამავიწყდა ყველა ცუდი აზრი რაც მაქამდე თავში მომივიდა.ვუსმენდი და ვუსმენდი, მაგრამ შემდეგ მოხდა ის რამაც შემცვალა მე,დედაჩემი,ჩემი მეგობრები,ჩემი ოჯახი და ჩემი ბედი.ჩემმა გულმა კიდევ ორჯერ ჩაიფრთხიალა და გაჩერდა...



№1  offline წევრი Rija angelozi...

გავაგრძელო დადება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent