შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 3)


12-09-2015, 00:14
ავტორი Mina
ნანახია 4 749

ძირს დაგდებული ტელეფონი ხელში ავიღე და ატირებულმა ლუკას ნომერი ავკრიბე
-გისმენთ - ბოხი ხმით მიპასუხა
-მე ვარ ბატონო ლუკა, შაი
-გისმენ შაი
-თანახმა ვარ.
ძალიან მკაცრია ხანდახან ცხოვრება, ჩაგისაფრდება ხოლმე, ჯერ ფეხს დაგიდებს და წაგაქცევს, შემდეგ ზედ დაგაწვება და შენი გაჭ....ტა უნდა, ბოლოს კი კისერზე მის უზარმაზარ ტორებს შემოგახვევს და უნდა გაგგუდოს. თუ არ გაიბრძოლე, თუ არ მოიშორე მისი ტორები ის თავისას მიაღწევს და მტვრად გაქცევს, გაგაქრობს, ისე რომ არც არავის გაახსენდები, არ მოგიგონებენ. ლუკასთან დარეკვით შევეცადე გავთავისუფლებულიყავი, ამომესუნთქა, მიმეცა ჩემი დისთვის ელემენტარული მაინც, მინდოდა ჩემი პატარა დაიკო ყოველ ღამე იმის შიშით არ დაწოლილიყო რომ მეორე დღეს სახლიდან გამოაგდებდნენ. ლუკასთან ტელეფონით საუბარი არ მინდოდა ამიტომ ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი და ველოდებოდი როდის გავიგონებდი ზარის ხმას. ამის მაგივრად კი ტელეფონმა დარეკა
-კარი გამიღე უკვე მოვედი - კარისკენ წავედი და საკეტი ფრთხილად გადავწიე
-შეგეძლო ზარი გამოგეყენებინა
-არ მინდოდა შენი და გამეღვიძებინა - თვალით ვანიშნე სამზარეულოსკენ რომ იქეთ შესულიყო. ისიც პირდაპირ გაემართა და როცა მე ოთახში შევედი უკვე სკამზე მოკალათებულიყო
-ყავას დალევ?
-კი სიამოვნებით - გაზისკენ შევბრუნდი და პატარა ჩაიდანი ზედ დავადგი.
-როდის უნდა დავიწყო? რა უნდა გავაკეთო? ვინ არის ის ვისთანაც უნდა ვიმუშაო? - ყველანაირი შელამაზების და ფამილარული ღიმილის გარეშე დავუსვი კითხვები რომლებიც მაინტერესებდა.
-ხვალიდანვე დავიწყოთ, შენ იქნები ერეკლეს პირადი ასისტენტი, ანუ მთელი დღის განმავლობაში მასთან ერთად უნდა იყო. არის ვინმე ვინც შეძლებს შენი დის მიხედვას როცა სახლში არ იქნები?
-კი ჩემი მეორე ბებო, ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ეხლა კი სძინავს.
-ხანდახან შეიძლება ოფისში მოგიწიოთ ერთად დარჩენა. ერეკლეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიუველირო ფირმა აქვს, ძალიან კარგი იუველირია. მეც მასთან ერთად ვმუშაობ იმ ფირმაში ვიცე პრეზიდენტი ვარ.
-რატომ მუშაობ იმ ადამიანთან რომელმაც გული ასე გატკინა?
-მე მას ვაპატიე
-არ გეტყობა რომ აპატიე. მე ისეთ რამეს მავალებ
-არ მკითხო ამას რატომ ვაკეთებ, შენ უბრალოდ ის უნდა გააკეთო რაც გითხარი. პირველ რიგში თმები მოიწესრიგე, ერეკლეს არ უყვარს ქალები რომლებსაც ჩამოუყალიბებელი სტილი აქვთ, არ გაიკეთო მკვეთრი მაკიაჟი, ახლა დაგიტოვებ შენი გასამრჯელოს ნაწილს და კიდევ ფულს იმისათვის რომ დღეს წახვიდე და ტანსაცმელი იყიდო. - წინ ჯერ ერთი პაკეტი დამიდო რომელიც საკმაოდ სქელი იყო შემდეგ კი გულის ჯიბიდან მეორე კონცერტი ამოიღო და ის გვერდით დაუდო. - აქ ათი ათასია - ხელი სქელ კონვერტს დაადო - აქ კი სამიათასი. თვეში ერთხელ მოგცემ ფულს ტანსაცმლისთვის და ფეხსაცმლისთვის, იმედია სამიათასი გეყოფა - თვალებს არ ვუჯერებდი, ნუთუ ეს მართლა შესაძლებელი იყო? წეღან ტირილით შემოვედი სახლში მეგონა მალე ბარგის ჩალაგება მომიწევდა ახლა კი წინ ცამეტი ათასი ლარი მედო. თავი კოშმარში მეგონა, ყველაზე საშინელ კოშმარში. საკუთარი პრინციპები გავყიდე, იმიტომ რომ ბინა და ოჯახის კეთილდღეობა შემენარჩუნებინა. ლუკა მალევე წავიდა, მე კონვერტებს მაშინვე ხელი მოვკიდე და ჩემს ოთახში შევიტანე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ერთადერთი რაც მომაფიქრდა ლეილა დეიდასთან ფულის ჩატანა იყო. რაც გადაუხდელი მქონდა ჩავუტანე და წინასწარ ერთი თვის თანხაც დავუტოვე. შემდეგ იმ სამიათასი ლარიდან ნახევარი ავიღე და მოლში წავედი რამე ტანსაცმელი რომ მეყიდა. არასდროს მიზიდავდა დიდხანს საყიდლებზე სიარული, მალევე ავარჩიე რამდენიმე კაბა და ორი წყვილი ფეხსაცმელი. ელას ჩემს დას კი რამდენიმე წყვილი ჯინსი, ბოტასები და კაბები ვუყიდე, ბევრი ვეძებე და ბოლოს ბებოსთვის რამდენიმე ლამაზი კაბა და თავსაბურავი ავარჩიე, იმდენად გადაღლილი ვიყავი თავი მისკდებოდა, ახლა მხოლოდ აბაზანის მიღება და ძილი მინდოდა. სახლში რომ მივედი ბებია და ელა უკვე ფეხზე დამხვდნენ,, საათი რვას უჩვენებდა რაც იმას ნიშნავდა რომ ბებო ვახშმისთვის ემზადებოდა
-შაი შენ ხარ?
-მე ვარ ბებო - პარკებით დატვირთული მისაღებში შევედი
-ეს რა არის შვილო?
-დღეს ხელფასი ავიღე და რაღაცეები ვიყიდე, პრემიაც მომცეს და ბინის ქირა ერთი თვის წინასწარ გადავიხადე - ბებოს თვალები აუწყლიანდა და გულში ჩამიკრა
-ბებო
-გისმენ შვილო
-სამსახური შევიცვალე. ეხლა ერთ-ერთ საიუველირო ფირმაში ვიმუშავებ უფროსის თანაშემწედ, ხელფასიც მეტი მექნება და უფრო პრესტიჟული ადგილიცაა - ვცადე გაღიმებული სახით მეთქვა ბებოსთვის მაგრამ არ გამომივიდა
-რაღაც აღტაცებული არ ხარ, შაი რამეს მიმალავ? - გამომცდელი მზერით შემათვალიერა
-არა რას უნდა გიმალავდე, დავიღალე უბრალოდ, დღეს ბევრი რამის გაკეთება მომიწია. ეხლა წავალ დავისვენებ, ხვალ ადრე უნდა გავიდე სახლიდან და საუზმობას ვერ მოვასწრებ, კარგად ელაჩკა - ელას ვაკოცე და ოთახში შევედი. ლუკამ მთელი დღის განრიგი ჩამომიწერა, როდის რა უნდა გამეკეთებინა, როგორც აღმოჩნდა დილის 8 საათზე იმ ვიღაც კაცის სახლში უნდა მივსულიყავი და შემდეგ მასთან ერთად შემედგინა მთელი დღის განრიგი, 9 საათზე ოფისში მივსულიყავით ჩემი სამუშაო დღე კი როდის მთავრდებოდა ეგ უცნობი იყო. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, საათს დავხედე დილის 4 სრულდებოდა, ვერც საწოლში გავჩერდი, ვერც დამდგარი, ბოლოს გადავწყვიტე აბაზანა მიმეღო. ცხელმა წყალმა სტრესი და დაძაბულობა მომიხსნა, აბაზანიდან რომ გამოვედი უკვე ექვსის ათი წუთი იყო, თბილი ხალათი ტანზე შემოვიკარი და სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად გავედი.
-ღმერთო ჩემო რას ვაკეთებ - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ქურაზე ჩაიდანი დავადგი. რა უნდა გამეკეთებინა რომ იმ კაცისთვის თავი შემეყვარებია? ან როგორ შეიძლება ადამიანს თავი შეაყვარო ასე დაწყობილად, თანაც ბოლოს უნდა მიმეტოვებინა, მისთვის გული უნდა მეტკინა, იქნებ მართლაც ისეთი ცუდი ადამიანი როგორაც ლუკა ამბობს, იქნებ მართლა გულქვაა? რა მნიშვნელობა აქ ღმერთო ჩემო, როგორ შემიძლია ამის გაკეთება? თვითოაც ვერ გამიგია რა მჭირს, ღმერთო ჩემო...
ცხელმა ყავამ სხეული გამითბო და გონება გამიწმინდა ცუდი ფიქრებისგან, ჩემ ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი, ფიქრებში გართულს ჩამთვლიმა, ზუსტად შვიდის ნახევარზე კი მაღვიძარას ხმამ ძილი დამიფრთხო. მხოლოდ ჩემი ხალათი მეცვა ისე ჩამძინებია, გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, ოთახში შუქი ავანთე და კარადა გამოვაღე. იმ ნივთებს გადავხედე რაც გუშინ ვიყიდე, ლურჯი ფერის მოკლე კაბა გამოვიღე ფეხზე კი კრემისფერი მაღალქუსლიანები შევურჩიე ასეთივე ფერის ჩანთა, კაბას ოდნავ დეკოლტე ჰქონდა ამიტომ ყელზე ვერცხლისფერი მასიური ყელსაბამი გავიკეთე. მთელი ორმოცი წუთი ჩემი თმების დასწორებას მოვუნდი, კიდევ კარგი იოლად დავიმორჩილე დამარბილებელი საშუალებების დახმარებით. ლუკას ნათქვამი გავითვალისწინე და მკვეთრი მაკიაჟი არ გამიკეთებია. უკვე რვის ნახევარი იყო, გასაღები, ტელეფონი, საფულე, ყველაფერი რაც მჭირდებოდა ცანთაში ჩავალაგე და ოთახიდან გამოვედი. ფინჯნების ხმაურმა მიმახვედრა რომ ბებოს უკვე ეღვიძა, სამზარეულოში შევიხედე
-ბებო მე წავედი
-ვაიმე ბებო გენაცვალოს რა ლამაზი ხარ - მითხრა და წინსაფარზე სველი ხელები შეიწმინდა - მოდი დამენახე - მის წინ ერთხელ დამაბზრიალა და პირჯვარი გადამწერა - ღმერთმა დაგლოცოს შვილო
-მადლობა ბებო, წავედი - ერთხელაც გავუღიმე და სახლის კარი მივიხურე. მანქანაში ჩავჯჯექი თუ არა მაშინვე ტელეფონმა დარეკა, დავხედე ლუკა იყო
-გისმენ ლუკა
-სად ხარ?
-ეხლა მივდივარ მის სახლში
-იცოდე ზუსტად რვაზე იქ იყავი და არ დაიგვიანო. ლამაზად გაცვია?
-რავიცი ბებომ დამინახა და აღფრთოვანდა ისე კი ვიტრინაში გამოსადებ თოჯინას ვგავარ - შეწუხებულმა ვუთხარი
-ჰოდა ძალიან კარგი, მე ოფისში გნახავ, დროებით. - ტელეფონი გავთიშე და მანქანა დავძარი. გონება დავზაბე და უცებ ყველაფერი გავიხსენე იმ ტიპის შესახებ
-ერეკლე იშხნელი, ოცდაცხრა წლის, იუველირი, მოღალატე რომელმაც საუკეთესო მეგობარს საცოლე წაართვა. - ეს იყო მთელი ინფორმაცია რაც ჩემს მომავალ უფროსზე ვიცოდი, გარეგნულადაც კი არ ვიცოდი როგორი იყო. იმ უბანში სადაც შევედი ყველგან საკუთარი სახლები იყო თანაძ ძალიან ფეშენებელური - მდიდრების უბანი - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სახლების ნომრებს დავუწყე თვალიერება, როგორც იქნა ვიპოვე 87 ნომერი და მანქანა ჭიშკართან გავაჩერე
-ვისთან მიბრძანდებით? - ჭიშკართან მდგარმა კაცმა მანქანაში შემოიხედა და მკაცრი სახით მკითხა
-მმმმე ბატონი ერეკლეს ახალი ასისტენტი ვარ
-შეიძლება თქვენი პირადობა ვნახო? - ღმერთო ჩემო რა ხდება? ასე მგონია თვით პრეზიდენტთან შევდივარ მოსანახულებლად, ჩანთიდან უკმაყოფილო სახით ამოვიღე ჩემი პირადობის მოწმობა და ისე გავუწოდე მამაკაცს მანქანიდან ხელიც არ გადამიწევია, ეჭვის თვალით დააკვირდა სახელს და გვარს ბოლოს კი მოწმობა დამიბრუნდა
-მიბრძანდით ქალბატონო მარიამ, ბოდიშით შეფერხებისთვის - თავაზიანად გამიღიმა და ჭიშკარი გამიღო. ჭიშკარი უზარმაზარი იყო ამიტომ გარედან ვერავინ დაინახავდა რამხელა იყო სახლი და ეზო, ლამაზად მოვლილი ყვავილები ამშვენებდა გარემოს, ფერაფ ფერადი ვარდები, სახლი თეთრი ქვით იყო აშენებული, ხის ფანჯრები კი ცისფრად შეეღებათ. ამ უბანში გარედან თითქმის ყველა სახლი ერთნაირი მომეჩვენა მაგრამ აქ რომ შემოვედი ეს ფიქრი უცებ გამეფანტა. მანქანა იქ დავაყენე სადაც ერთ-ერთმა მსახურმა მიმანიშნა, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კაბა გავისწორე
-გამარჯობათ - მივესალმე მამაკაცს რომელიც უზარმაზარ შავ მანქანას ნაჭრით აპრიალებდა
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - მანაც თბილად გამიღიმა და ხელი ჩამომართვა - მე ერეკლეს მძღოლი ვარ სანო.
-სასიამოვნოა ბატონო სანო მე მარიამი მქვია
-არ გინდა ეს ბატონო, სანო ძია დამიძახე და მორჩა
-კარგით თქვენ მაშინ შაი დამიძახეთ, ასე მეძახის ყველა - გავუცინე და საათს დავხედე, ზუსტად რვა საათი იყო, ძია სანოს ხელი დავუქნიე და კიბეებზე ავედი, რკინის კარზე სანამ დავაკაკუნებდი მანამდე კიდევ ერთხელ დავიხედე ტანსაცმელზე და თმები უკან გადავიწიე. ზარის ღილაკს ვეძებდი და მხოლოდ თოკი დავინახე, მივხვდი ეს იქნებოდა ზარი და ჩამოვქაჩე. შიგნიდან ფეხის ხმის გაგონება და კარის გაღება ერთი იყო, დაახლოებით 45-50 წლის ქალი გულთბილად მიღიმოდა
-გამარჯობათ მე ბატონი ერეკლეს
-ვიცი ვიცი შენ მისი ასისტენტი ხარ, შემოდი, გარეთ ნუ დგახარ - ქალის ენერგიულობამ გამახალისა
-მე მარიამი მქვია
-მე ნონა, უბრალოდ ნონა დამიძახე კარგი?
-კარგით - მასაც იგივე ვუთხარი რაც ძია სანოს, შაი და არა მარიამი
-ერეკლე ეხლა თავის ოთახშია მალე სასაუზმოდ ჩამოვა, მოდი შენც შეჭამე რამე
-არა არაფერი მინდა, ასე ადრე არ ვჭამ
-მაგიტომ ხარ ალბათ ასეთი გამხდარი - ეს სიტყვები კომპლიმენტად მივიღე და გამეცინა. ნონამ უცებ ჩემდა გასაკვირად მუსიკა ჩართო
-უფროსს არ აწუხებს?
-ერეკლეს? არა, ჩემს ხელშია გაზრდილი და მიჩვეულია დილაობით სასიამოვნო მუსიკას. - ანუ ნონა კარგად იცნობს მას, რამეს კითხვა თუ დამჭირდება შემეძლება მას ვკითხო მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მომივიდეს რამეს რომ არ მიხვდეს. მუსიკა იმდენად სასიამოვნო იყო ფეხები ამიცეკვდა
-რა კარგი მუსიკაა - ვუთხარი ნანის და ტანი ოდნავ შევარხიე
-მეც მომწონს - ერთი ხელი თმაში შევიყავი და დავტრიალდი, როცა ჩემს წინ მდგარი სილუეტი დავინახე ფეხი გადამიბრუნდა და კინაღამ დავეცი
-ფრთხილად - ხელი შემაშველა წინ მდგომმა და მეც მალევე წელში გავსწორდი
-უკაცრავად - გრძელი თმა ხელით ჩამოვისწორე და სახე გავასწორე.
-შეენ - მოულოდნელად მითხრა მან, თავიდან ვერ გავიგე რას მეუბნებოდა ბოლოს კი გამახსენდა ბიჭი რომელსაც წინა დღით რესტორნიდან გამოსვლის დროს დავეჯახე
-გამარჯობათ - ვუთხარი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. ჩემი სიფრიფანა თითები მის ძლიერ ხელებში ჩაიკარგა. თვალებში როცა ჩავხედე ზღვა მომაგონდა, ბობოქარი ლურჯი ზღვა, მისი თვალებიც ზღვასავით ლურჯი იყო, ზღვასავით მღელვარე. - მმმე მმე თქვენი ახალი ასისტენტი ვარ, მარიამი - სიტყვებს თავი ძლივს მოვაბი და როგორღაც წინადადება შევადგინე

პ.ს. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს პერსონაჟებთან დაკავშირებით :)



№1 სტუმარი lana

au ra magaria aii dges mee varr mgonii pirvelii mkitxvelii martla dzann momwonss ratoo miwyvitavv xolmee sainteresooo momentzee mee arr getyvii roo patara imitoo roo vicii ramdenii ishromee amis dasaweradd da tann gamee wera dznelia didi madloba dzann sayvarelii istoria da dzann sayvarelii xarr aseve shencc

 


№2  offline წევრი deamedo

პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი love , მიყვარს შენი ისტორიები, იმდენჯერ მაქვს გადაკითხულიიიიიი winked ჰო რაც შეეხება ამა ისტორიას მემგონი ცოტა განსხვავებულია წინებისგან?! მე უკვე მომწონს, და პერსონაჟებზე რა გითხრა არ ვიცი,თან ბიჭებზ, ჯერ ახლები არიან დააა wink აი მარიამი მომწონს მეეე და სულაც ვერ გავკიცხავ მისს საქციელს, ძალიან ძნელია დაიცვა შენი პრინციპები როცა სასწორზე შენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობააა!
წარმატებებიიიიი love

 


№3 სტუმარი თიკა

რაღაც ძალიან საინტერესო ჩანს.. ^_^ იმედია სწრაფად დადებ შემდეგს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent