შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშენოდ ცხოვრების მუღამი არ მაქვს!(1)


12-09-2015, 01:40
ავტორი anuki-ano
ნანახია 2 500

მე ვარ ნიტა 20 წლის,ვარ სტუდენტი.დედისერთა ვარ და აქედან გამომდინარე ცოტა "გატუტუცებული" მამიოკოს ჰგოგო ვარ..მამაჩემი ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმენია ქვეყანაში..კიდევ მყავს საუკეთესო მეგობარი ტასო რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.ახლა რაც შეეხება გარეგნობას,ვარ მაღალი ძალიან გამხდარი,მაგრამ ყოველთვის მგონია რომ მსუქანი ვარ ეს ჩემი "წიკია" არა უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა,მაგრამ ამის დაჯერება არ მინდა..მაქვს გრძელი შავი თმა, მუქი ლურჯი თვალები და პატარა კურნოსა ცხვირი..ალბათ იმასაც მიხვდებოდით,რომ ყოველთვის გამოვირჩეოდი ფიზიკურობით უნივერსიტეტში,მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არასდროს მქონია...
-ნიტა რას შვრები?
-არაფერს საყვარელო შენ რას შვრები?
-არაფერს.გოგო საღამოს ჩემთან ამოდი რა მარტო ვარ და ბავსვებიც ამოვლენ და ცოტა დავლიოთ
-კარგი გოგო ამოვალ ცოტა ხანში.მამიკოს გავეპრანჭო,რომ გამომიშვას..
გავთიშე ტელეფონი და პირველ სართულზე ჩავირბინე
-მამიკოო სად ხაარ?
-სამზარეულოში ვარ შემოდი
მივედი და კალთაში მოვიკალათე და კისერზე ჩამოვეკონწიალე.
-ნიტა 20 წლის ხარ და ჭკუა ისევ არ მოგემატა. გამიცინა და შუბლზე მაკოცა
-აუ მა,საღამოს ტასოსთან დავრჩები რაა
-მარტო თქვენ იქნებით?
-კი მა,უბრალოდ ცოტას ვიჭორავებთ
-კარგი გადი და ჭკუით იცოდე..
ავირბინე ჩემს ოთახში ჩანთა ავიღე და გავვარდი
-ნიტა შენი მანქანით არ წახვიდე მძღოლმა წაგიყვანოს.
-აუ კაი რაა.. ვერ ვიტანდი მძღოლს რომ დავყავდი თან გამიკვირდა ასე რომ მოიქცა მამა,არასდროს მიშლიდა ჩემი მანქანით წასვლას..
ბევრი ვიბუზღუნე,მაგრამ უშედეგოდ..
მივედი ბავშვების ნაწილი უკვე იქ იყო,თუმცა ალექსანდრეს ვერ ვამჩნევდი.. რაც შეხება ალექსანდრეს ეს ჩვენი ჯგუფელი იყო.მე ვუყვარვარ და მეც რაღაც სიმპატიები მაქვს მის მიმართ..ცოტა ხნის შემდეგ ალექსაც მოვიდა.ბიჭებმა დალიეს და უკვე კარგად ნასვამ მდგომარეობაში იყვნე,მაგრამ მაიც კარგად გავერთეთ.. უცებ კარზე ზარი გაისმა გავაღე და წინ ამესვეტა ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი...
-უკავრავად,შეგიძლიათ მარის დაუძახოთ?
-კი,ახლავე
კართან ალექსანდრეც მოვიდა..
-ნიტა ვინაა ეს ბიჭი რატო ესაუბრები?
-მარის მოაკითხა
არც მომისმინა ალექსანდრემ ისე მოკიდა ხელი საყელოში იმ უცნობს..
-შენ ჩემს გოგოს ასე რატო უყურებ?
-ნასვამი ხარ და არაფერს გეუბნები.თვითონ შემეშვი.. ამის თქმა იყო და ალექსანდრემ დაარტყა,მაგრამ მოულოდნელად ადგა და უცნობმაც დაარტყა ის ძალიან ძლიერი იყო და გამეტებით ურტყამდა
-შეეშვი შე პირუტყვო.. ზურგზე ვურტყამდი ხელებს
-მარი წავედით.სწრაფად!
გავიდნენ ისინი და ჩვენ წამოვაყენეთ ალექსანდრე საკმაოდ ნაცემი იყო..მთელი ღე სულ იმ უცნობს ვლანძღავდი.
-კაი რა ნიტა,შენც იცი,რომ ის ბიჭი დამნაშავე არ იყო.
-არაუშავს,მაინც არ უნდა ეცემა ასე..
დილით მამიკომ დამირეკა მძღოლი მოგაკითხავს და შენ მარტო არ წამოხვიდეო.ამ ყველაფერმა ცოტა დამაბნია..როგორ შევედი სახლში მამას კაბინეტში შევედი
-შეგიძლია მითხრა რა ხდება?
-დამშვიდდი აგიხსნი.რაღაც პრობლემები წარმოიქმნა და დღეიდან მარტო აღარ გახვალ სახლიდან და ზოგადადაც ხშირად ვეღარ გახვალ
-რაააა?
-საღამოს შენი დაცვა მოვა და დღეიდან მხოლოდ მასთან ერთად გახვალ იცოდე გარეთ.
ვიბუზღუნე,ვიჩხუბე თუმცა უშედეგოდ...ჩემს ოთახში ავედი და უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორ უაზროდ და მოწყენილად გაატარებდა იმ დროს სანამ ყველაფერი მოწესრიგდებოდა...ფიქრებში ვიყავი როცა დედამ დამიძახა ჩამოდიო
ჩავედი და რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ის მოხდა...
თურმე ჩემი პირადი დაცვა ის აუტანელი ტიპი უნდა ყოფილიყო რომელმაც ასე ცემა ალექსანდრე...
-მამიკო გაიცანი ესაა შენი პირადი მცველი ლაშა.
-აუ არ მინდა რა პირადი მცველი მითუმეტეს ეს ხეპრე
-ნიტა როგორ საუბრობ რა წესია ეს უზრდელობა.მასზე. პროფესიონალი არავინ არის ქალაქში
-არ მინდა არსად არ წავალ ამ გორილასთან ერთად.
-უკაცრავად ბატონო გიორგი მე წავალ..
-არსადაც არ წახვალ!დღეიდან ისე იქნება როგორც მე ვიტყვი ქალბატონო.გეყოს რაც ვიარე შენს ჭკუაზე.პატარა კაპრიზიანი გოგოსავით იქცევი..
ძალიან გავნაწყენდი კერ ასე არ დამლაპარაკებიან.მარტო დაგვტოვეს ჩვენ და თვითონ წავიდნენ
-ფუ ვერ გიტან ცხოველო.შენს გამო ონახშიც პრობლემები შემექმნა ახლა მოისვენე?
-მე აქ მაგ მიზნით არ მოვსულვარ
-არ მაინტერესებს რის გამო მოხვედი ხვალვე წახვალ ჩემი სახლიდან
-მე კიდევ ის არ მაინტერესებს შენ რა გინდა!
თავხედი როგორ გამიბედა ასე საუბარი ვერ ვიტან მძულს ვფიქრობდი და სულ ფეხების ბაკუნით ავედი ოთახში..რაც შეეხება ლაშას გარეგნობას...ის იყო მაღალი ძლიერი დაკუნთული სხეულით,შავგვრემანი და ჭაობისფერი თვალებით..
====/========/=======/========/===/=
რას იტყვით?ღირს გაგრძელება? იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1  offline წევრი Tako Tsiklauri

Dzalian kargiaa.. aucileblad gaagrdzele :)

 


№2 სტუმარი lanka

Gaagrdzele... Tavebi gazarde momwons :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent