შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ!


12-09-2015, 11:51
ავტორი alien)
ნანახია 2 071

***
ყოველთვის მინდოდა შვილი მყოლოდა, მაგრამ ქმარი? არა, გათხოვებაზე არასოდეს მიფიქრია. უცნაურია, მაგრამ ასე იყო.
***
სკოლის მერე ვინ მიყვარდა?
არავინ...
ისევ ის,,
სანდრო..
მტკივნეულია როცა 9 წლის მანძილზე ერთი ადამიანი გიყვარს,მას კი... არა!
ამას მხოლოდ ის გაიგებს ვისაც გამოუცდია.. ძნელია სხვისი ტკივილის გაგება, თუ შენც იმავეს არ გრძნობ. თუმცა მე, ყოველთვის ვგრძნობდი სხვის ტკივილს. ზოგჯერ ჩემსაზე მეტადაც კი განვიცდიდი, მაგრამ ის ტკივილი, შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, ვერ შეედრება ვერც ერთ ტკივილს... ეს ყველაზე საშინელი ტკივილია...
***
19 წლის ასაკში გავთხოვდი...
ოთხი წელი...
ალბათ საკმარისია ადამიანის დასავიწყებლად, მაგრამ მე ვერ შევძელი.
ასი წელიც რომ მქონოდა დრო, ზუსტად ვიცი, ვერ დავივიწყებდი. თუმცა მე ასი წელი არ მიცოცხლია..
***
სანდროზე ფიქრი გათხოვების შემდეგაც არ შემიწყვეტია.. პირიქით, უფრო მიმძაფრდებოდა..
ლუკა არ იყო ცუდი ადამიანი.
მომწონდა, მაგრამ სიყვარულით, არასდროს მყვარებია.
ჩემი ოცნება მალე ახდა და 17 ივნისს შვილი შემეძინა.. ჩემი პატარა ანდრია...
ტკივილს, რომელსაც სიყვარული ერქვა, მხოლოდ ის მიმსუბუქებდა.
ანდრიამ ცხოვრება მთლიანად შემიცვალა, განსაკუთრებით კი სანდროს ადგილი დაიკავა..
თუ აქამდე პირველ ადგილზე სანდრო იყო, ახლა ანდრია.
***
12 მაისი..
შეუძლებელია ამ დღის დავიწყება.
ლუკამ ანდრია სასეირნოდ წაიყვანა.
წაიყვანა და უკან აღარასოდეს დაუბრუნებია.
მან მაჩუქა მისი თავი,და მანვე წამართვა..
არავის არ ვუსურვებ ამ ტკივილის გამოცდას..
იმ დღეს ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე მასთან არ ვიყავი..
მაშინ შემზიზღდა ლუკა..
ამბობენ, ბუნების წესია შვილმა მშობელი დაასაფლავოსო, მაგრამ პირიქით რომ ხდება, ეს დედისთვის სიკვდილის ტოლფასია...
მინდოდა იმ დღეს, მეც ჩემს შვილთან ერთად მოვმკვდარიყავი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდა...
***
მხოლოდ სითეთრე და მეტი არაფერი...
თეთრი ოთახი,
თეთრი ნივთები,
თეთრი ადამიანები...
მიუხედავად იმისა, რომ გიჟი არ ვიყავი, თავი მაინც იქ ამოვყავი.. ან იქნებ, ვიყავი კიდეც გიჟი?
***
იმ ადგილას ყველა დღე ერთნაირი იყო. მაგრამ იყო ერთი გამორჩეული.
ოთახში ის შემოვიდა..
სკოლის მერე ნანახი არ მყავდა. შეცვლილი იყო, მაგრამ ვიცანი. რა ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა, ალბათ ვეცოდებოდი..
- როგო ხარ?
ხმა უფრო დაბოხებოდა, მაგრამ ისეთი გაბზარული ჰქონდა.. ჰო, ნამდვილად ვეცოდებოდი!
- ხანდახან ცუდად, მაგრამ იცი? აქ კარგია, აქ წამლებს მასმევენ და მერე აღარ მახსოვს რა მოხდა. იმ ტკივილსაც აღარ ვგრძნობ.. არც შენ მახსოვხარ, არც ანდრია, არც ლუკა... სრული სიმშვიდეა...
შევამჩნიე როგორ მოიწმინდა ცრემლი და ძლივს შესამჩნევად გამიღიმა.. მისი ღიმილი.. მონატრებული მქონდა, თუნდაც ასეთი...
- არასოდეს დამვიწყებიხარ, პირიქით ყოველდღე უფრო მიყვარდებოდი, ლუკა არასოდეს მყვარებია, მხოლოდ შენ! შვილი გყავს?
ალბათ არ ელოდა ასეთ შეკითხვას, დაიბნა და ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხა
- არც ცოლი.
- ბიჭი თუ გეყოლება ანდრია დაარქვი კარგი? მეც გაგახსენდები ხოლმე და ჩემი შვილიც.
ნელა მივუახლოვდი, ხელები შემოვხვიე და მთელი ძალით მივეკარი. ისევ ჩემზე მაღალი იყო, მაგრან ეს უკვე აღარ მანაღვლებდა.. რამდენიმე წუთში მოვშორდი, თვალებში შევხედე და მკაცრად ვუთხარი
- შენი წასვლის დროა. არ დაგავიწყდეს, ანდრია!

***
მეორე დღეს ერთი წელი შესრულდა ანდრიას წასვლიდან. ცხრა წელი, ალბათ საკმარისი იყო სანდროს სიყვარულისთვის. ამიტომ მეც ანდრიასთან წავედი..
***
- ანდრია აქ რას აკე...
სიტყვა გაუწყდა, როცა შვილი ორ საფლავს შორის ჩამდგარი დაინახა.. მაშინვე იცნო ქვაზე დახატული მომღიმარი ნუცა და ანდრია და თვალებიდან დაუკითხავად ჩამოუცურდა ცრემლი.
- მამა ნახე, რა პატარა ბიჭია, მასაც ანდრია ქვია, ის ალბათ დედამისია. რა ლამაზები არიან არა?
შვილს თავზე ხელი გადაუსვა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა
- ცოცხლები უფრო ლამაზები იყვნენ.
ბავშვმა გაოცებული თვალები მიაპყრო,
- შენ რა იცნობდი?
- ჰო ვიცნობდი.
- ვინ იყო მამა ეს ქალი?
- მიყვარდა.. მაგრამ არ იცოდა.
ბავშვს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. ჩაეღიმა. ჯერ ერთ, შემდეგ მეორე საფლავთან მიირბინა და გაყინულ სახეებს ფრთხილად აკოცა, თითქოს ეშინოდა რამე არ დაეშავებინა. მერე მამას ხელი მაგრად ჩასჭიდა და უთხრა
- მე არასოდეს დაგტოვებ მაა!



№1 სტუმარი mari

Vaimee

Ramdeni vitire

 


№2  offline წევრი მოლურჯო

მტკივნეულია.
ბევრი შეცდომებით მაგრამ ძალიან მაგარია.
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent